ლორისტა HD
Lorista® HD
- მოქმედი ნივთიერება
- hydrochlorothiazide + ლოსარტანი (losartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ+25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046299
- რეგისტრირებულია
- 11 სექტემბერი 2026, მოქმედებს 11 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლორისტა HD — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ლოზარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის სხვა წარმოებულებზე (მაგ., სხვა თიაზიდური საშუალებები, გარკვეული ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგ. კო-ტრიმოქსაზოლი; თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს);
თუ თქვენ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული ხართ (ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ პრეპარატის მიღებას ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი „ორსულობა“);
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმელები არ გამოიმუშავებს შარდს;
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე, ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის კორექტირება მკურნალობით შეუძლებელია;
თუ გაწუხებთ პოდაგრა;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი საშუალებებით.
სიფრთხილის ზომები
ლორისტა® HD-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ), აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან ამ პერიოდში პრეპარატის მიღების შემთხვევაში, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).
ლორისტა® HD-ის მიღების დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აცნობოთ მკურნალ ექიმს:
თუ ადრე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება;
თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ მარილშემცირებულ დიეტაზე ხართ;
თუ გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან დიარეა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. მე-2 პარაგრაფი „არ მიიღოთ ლორისტა® HD“);
თუ თირკმელებში გაქვთ შევიწროებული არტერიები (თირკმლის არტერიის სტენოზი), გაქვთ მხოლოდ ერთი ფუნქციური თირკმელი ან ცოტა ხნის წინ გადაინერგეთ თირკმელი;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი) ან სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში გულის ფუნქციის დარღვევის გამო);
თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სტენოზი“ (გულის სარქვლების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას);
თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაქვთ ან გქონიათ ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე, ან იმყოფებით დიეტაზე კალიუმის დაბალი შემცველობით;
თუ გესაჭიროებათ ანესთეზია (თუნდაც სტომატოლოგთან) ან ოპერაციამდე, ან თუ დაგეგმილია ანალიზები ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ლორისტა® HD-ის ტაბლეტებს;
თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონ ალდოსტერონის მომატებულ სეკრეციასთან, რაც გამოწვეულია ჯირკვლის პათოლოგიით);
თუ იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (იხ. მე-2 პარაგრაფი „სხვა პრეპარატები და ლორისტა® HD“);
თუ გქონიათ კანის კიბო ან მკურნალობის დროს უეცრად განგივითარდათ კანის დაზიანება. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების გარკვეული ტიპის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი. თუ იღებთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან;
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ აღგენიშნებოდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ პრეპარატ ლორისტა® HD-ის მიღების შემდეგ გივლინდებათ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რომელიც შეიძლება აღინიშნებოდეს ლორისტა® HD-ის მიღებიდან რამდენიმე საათის ან ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ პენიცილინზე ან სულფონამიდებზე ადრე გქონდათ ალერია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების განვითარების რისკის ზრდა.
თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორი (მაგ., ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობა სისხლში.
აგრეთვე იხ. ინფორმაცია სათაურით „არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორისტა® HD“.
თუ პრეპარატ ლორისტა® HD-ს მიღების შემდეგ აღგენიშნებათ მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დიარეა, მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ.
არ შეწყვიტოთ მიღება თვითნებურად.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს პრეპარატი ლორისტა® HD-ის გამოყენების გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში. შესაბამისად, პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ბავშვებსა და მოზარდებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმ-დამზოგველ სამკურნალო პრეპარატებს ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ., ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები), რადგან მათი და ლორისტა® HD-ის ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.
შარდმდენ საშუალებებს, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს ლორისტა® HD, შეუძლიათ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ლითიუმის შემცველი მედიკამენტები არ უნდა იქნას მიღებული ლორისტა® HD-სთან ერთად ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის გარეშე.
მიზანშეწონილია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება (მაგალითად, სისხლის ანალიზები), თუ იღებთ სხვა დიურეზულ საშუალებებს („შარდმდენ ტაბლეტებს“), გარკვეულ საფაღარათო საშუალებებს, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რიტმის საკონტროლო პრეპარატებს ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს (პერორალური პრეპარატები ან ინსულინი).
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები (ასევე, იხ. ინფორმაცია სათაურებით „არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორისტა® HD“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
არტერიული წნევის შემამცირებელ სხვა პრეპარატებს;
სტეროიდებს;
კიბოს სამკურნალო პრეპარატებს;
ტკივილგამაყუჩებლებს;
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს;
ართრიტის სამკურნალო პრეპარატებს;
მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოსაყენებელ ფისებს, როგორიცაა ქოლესტირამინი;
კუნთების მომადუნებელ პრეპარატებს;
საძილე საშუალებებს;
ოპიოიდურ პრეპარატებს, როგორიცაა მორფინი;
პრესორულ ამინებს, როგორიცაა ადრენალინი ან იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატები;
შაქრიანი დიაბეტის ან ინსულინის სამკურნალო პერორალურ პრეპარატებს.
ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ლორისტა® HD-ს, თუ იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფიული პროცედურები.
ლორისტა® HD საკვებთან და სასმელთან ერთად
ლორისტა® HD-ის მიღების დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ალკოჰოლს და ლორისტა® HD-ს შეუძლიათ გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი.
სუფრის მარილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გაანეიტრალოს პრეპარატი ლორისტა® HD-ის ეფექტი.
პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
ლორისტა® HD-ის ტაბლეტების მიღებისას თავი აარიდეთ გრეიფრუტის წვენის დალევას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ), აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. მკურნალი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ ლორისტა® HD-ის მიღება ორსულობამდე ან ორსულობის დადგენისთანავე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ ორსულობის სამი თვის შემდეგ, რადგან ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს და თუ გსურთ ძუძუთი კვება, თქვენს ექიმს შეუძლია შეგირჩიოთ სხვა მკურნალობა.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ლორისტა® HD თანაბრად კარგად მოქმედებს და გადაიტანება ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების უმეტესობის მიერ. უფროსი ასაკის პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლორისტა® HD-ის მიღების დაწყებისას არ უნდა შეასრულოთ ისეთი სამუშაოები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მაგალითად, ავტომობილის მართვა ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობა), სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.
ლორისტა® HD შეიცავს ლაქტოზას და ქინოლინის ყვითელ საღებავს (E104)
თუ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ქინოლინის ყვითელ საღებავს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ბავშვებში აქტივობასა და ყურადღებაზე.
- პრეპარატი ლორისტა® HD-ის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ლორისტა® HD თქვენი მკურნალი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შესაბამისი დოზის შესახებ, თქვენი მდგომარეობისა და სხვა პრეპარატების მიღების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ ლორისტა® HD-ის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ, არტერიული წნევის შეუფერხებელი კონტროლის შესანარჩუნებლად.
მაღალი არტერიული წნევა
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი დოზაა ლორისტა® H-ის 1 ტაბლეტი (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში, 24 საათის განმავლობაში არტერიული წნევის კონტროლის მიზნით. დოზის გაზრდა შესაძლებელია ლორისტა® H-ის 2 ტაბლეტამდე (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში ან ლორისტა® HD -ის 1 ტაბლეტამდე (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა ლორისტა® HD-ის 2 ტაბლეტი (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) ან ლორისტა® HD-ის 1 ტაბლეტი (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ლორისტა® HD
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება, გახშირებული ან ძლიერი გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილებები და გაუწყლოება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღება
ეცადეთ, პრეპარატი მიიღოთ ყოველდღიურად ექიმის დანიშნულებისამებრ.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან კანალიზაციაში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ლორისტა® HD-ის შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: 100 მგ ლოზარტანის კალიუმი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.
პრეპარატი ლორისტა® HD-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ყვითელი, ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
14 ტაბლეტი ბლისტერზე (პვქ/პვდქ აპკი და ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
Krka, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ლორისტა® HD აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100მგ/25მგ
ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე, სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი ლორისტა® HD და რისთვის იყენებენ მას
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღებამდე
პრეპარატი ლორისტა® HD-ის გამოყენება
შესაძლო არასასურველი რეაქციები
პრეპარატი ლორისტა® HD-ის შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ლორისტა® HD და რისთვის იყენებენ მას
ლორისტა® HD წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენი საშუალების (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაციას. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში გამომუშავებული ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვებში არსებულ რეცეპტორებს და იწვევს მათ შევიწროებას. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის ამ რეცეპტორებთან შეკავშირებას, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი მოქმედებს თირკმელებზე, რაც იწვევს მათ მიერ მეტი წყლისა და მარილის გამოყოფას. ეს ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
პრეპარატი ლორისტა® HD განკუთვნილია არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორისტა® HD:
თუ გაქვთ ალერგია ლოზარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის სხვა წარმოებულებზე (მაგ., სხვა თიაზიდური საშუალებები, გარკვეული ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგ. კო-ტრიმოქსაზოლი; თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს);
თუ თქვენ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული ხართ (ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ პრეპარატის მიღებას ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი „ორსულობა“);
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმელები არ გამოიმუშავებს შარდს;
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე, ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის კორექტირება მკურნალობით შეუძლებელია;
თუ გაწუხებთ პოდაგრა;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი საშუალებებით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ლორისტა® HD-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ), აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან ამ პერიოდში პრეპარატის მიღების შემთხვევაში, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).
ლორისტა® HD-ის მიღების დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აცნობოთ მკურნალ ექიმს:
თუ ადრე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება;
თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ მარილშემცირებულ დიეტაზე ხართ;
თუ გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან დიარეა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. მე-2 პარაგრაფი „არ მიიღოთ ლორისტა® HD“);
თუ თირკმელებში გაქვთ შევიწროებული არტერიები (თირკმლის არტერიის სტენოზი), გაქვთ მხოლოდ ერთი ფუნქციური თირკმელი ან ცოტა ხნის წინ გადაინერგეთ თირკმელი;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი) ან სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში გულის ფუნქციის დარღვევის გამო);
თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სტენოზი“ (გულის სარქვლების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას);
თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაქვთ ან გქონიათ ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე, ან იმყოფებით დიეტაზე კალიუმის დაბალი შემცველობით;
თუ გესაჭიროებათ ანესთეზია (თუნდაც სტომატოლოგთან) ან ოპერაციამდე, ან თუ დაგეგმილია ანალიზები ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ლორისტა® HD-ის ტაბლეტებს;
თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონ ალდოსტერონის მომატებულ სეკრეციასთან, რაც გამოწვეულია ჯირკვლის პათოლოგიით);
თუ იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (იხ. მე-2 პარაგრაფი „სხვა პრეპარატები და ლორისტა® HD“);
თუ გქონიათ კანის კიბო ან მკურნალობის დროს უეცრად განგივითარდათ კანის დაზიანება. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების გარკვეული ტიპის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი. თუ იღებთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან;
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ აღგენიშნებოდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ პრეპარატ ლორისტა® HD-ის მიღების შემდეგ გივლინდებათ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რომელიც შეიძლება აღინიშნებოდეს ლორისტა® HD-ის მიღებიდან რამდენიმე საათის ან ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ პენიცილინზე ან სულფონამიდებზე ადრე გქონდათ ალერია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების განვითარების რისკის ზრდა.
თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორი (მაგ., ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობა სისხლში.
აგრეთვე იხ. ინფორმაცია სათაურით „არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორისტა® HD“.
თუ პრეპარატ ლორისტა® HD-ს მიღების შემდეგ აღგენიშნებათ მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დიარეა, მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ.
არ შეწყვიტოთ მიღება თვითნებურად.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს პრეპარატი ლორისტა® HD-ის გამოყენების გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში. შესაბამისად, პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ბავშვებსა და მოზარდებს.
სხვა პრეპარატები და ლორისტა® HD
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმ-დამზოგველ სამკურნალო პრეპარატებს ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ., ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები), რადგან მათი და ლორისტა® HD-ის ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.
შარდმდენ საშუალებებს, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს ლორისტა® HD, შეუძლიათ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ლითიუმის შემცველი მედიკამენტები არ უნდა იქნას მიღებული ლორისტა® HD-სთან ერთად ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის გარეშე.
მიზანშეწონილია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება (მაგალითად, სისხლის ანალიზები), თუ იღებთ სხვა დიურეზულ საშუალებებს („შარდმდენ ტაბლეტებს“), გარკვეულ საფაღარათო საშუალებებს, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რიტმის საკონტროლო პრეპარატებს ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს (პერორალური პრეპარატები ან ინსულინი).
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები (ასევე, იხ. ინფორმაცია სათაურებით „არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორისტა® HD“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
არტერიული წნევის შემამცირებელ სხვა პრეპარატებს;
სტეროიდებს;
კიბოს სამკურნალო პრეპარატებს;
ტკივილგამაყუჩებლებს;
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს;
ართრიტის სამკურნალო პრეპარატებს;
მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოსაყენებელ ფისებს, როგორიცაა ქოლესტირამინი;
კუნთების მომადუნებელ პრეპარატებს;
საძილე საშუალებებს;
ოპიოიდურ პრეპარატებს, როგორიცაა მორფინი;
პრესორულ ამინებს, როგორიცაა ადრენალინი ან იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატები;
შაქრიანი დიაბეტის ან ინსულინის სამკურნალო პერორალურ პრეპარატებს.
ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ლორისტა® HD-ს, თუ იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფიული პროცედურები.
ლორისტა® HD საკვებთან და სასმელთან ერთად
ლორისტა® HD-ის მიღების დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ალკოჰოლს და ლორისტა® HD-ს შეუძლიათ გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი.
სუფრის მარილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გაანეიტრალოს პრეპარატი ლორისტა® HD-ის ეფექტი.
პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
ლორისტა® HD-ის ტაბლეტების მიღებისას თავი აარიდეთ გრეიფრუტის წვენის დალევას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ), აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. მკურნალი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ ლორისტა® HD-ის მიღება ორსულობამდე ან ორსულობის დადგენისთანავე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ ორსულობის სამი თვის შემდეგ, რადგან ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ლორისტა® HD არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს და თუ გსურთ ძუძუთი კვება, თქვენს ექიმს შეუძლია შეგირჩიოთ სხვა მკურნალობა.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ლორისტა® HD თანაბრად კარგად მოქმედებს და გადაიტანება ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების უმეტესობის მიერ. უფროსი ასაკის პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლორისტა® HD-ის მიღების დაწყებისას არ უნდა შეასრულოთ ისეთი სამუშაოები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მაგალითად, ავტომობილის მართვა ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობა), სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.
ლორისტა® HD შეიცავს ლაქტოზას და ქინოლინის ყვითელ საღებავს (E104)
თუ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ქინოლინის ყვითელ საღებავს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ბავშვებში აქტივობასა და ყურადღებაზე.
- პრეპარატი ლორისტა® HD-ის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ლორისტა® HD თქვენი მკურნალი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შესაბამისი დოზის შესახებ, თქვენი მდგომარეობისა და სხვა პრეპარატების მიღების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ ლორისტა® HD-ის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ, არტერიული წნევის შეუფერხებელი კონტროლის შესანარჩუნებლად.
მაღალი არტერიული წნევა
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი დოზაა ლორისტა® H-ის 1 ტაბლეტი (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში, 24 საათის განმავლობაში არტერიული წნევის კონტროლის მიზნით. დოზის გაზრდა შესაძლებელია ლორისტა® H-ის 2 ტაბლეტამდე (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში ან ლორისტა® HD -ის 1 ტაბლეტამდე (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა ლორისტა® HD-ის 2 ტაბლეტი (50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) ან ლორისტა® HD-ის 1 ტაბლეტი (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ლორისტა® HD
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება, გახშირებული ან ძლიერი გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილებები და გაუწყლოება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ლორისტა® HD-ის მიღება
ეცადეთ, პრეპარატი მიიღოთ ყოველდღიურად ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება საჭირო დროს, დაიცავით თქვენი ჩვეულებრივი დოზირების გრაფიკი და მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ლორისტა® HD-საც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
მძიმე ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი;
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია;
კუნთების ტკივილი ან სპაზმები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი;
უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში;
კალიუმის მომატებული დონე (რამაც შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური გულის რიტმი), ჰემოგლობინის დონის შემცირება;
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით;
სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
ანემია, წითელი ან მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, ხელებსა და დუნდულებზე, სახსრების ტკივილით, ხელებისა და ფეხების შეშუპებით და მუცლის ტკივილით), სისხლჩაქცევები, ლეიკოციტების დონის შემცირება, სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრის გამწვავება, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების პათოლოგიური დონე;
მოისვენრობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება;
ჟრუანტელის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კიდურების ტკივილი, კანკალი, შაკიკი, გონების დაკარგვა;
მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვა, კონიუნქტივიტი, მხედველობის გაუარესება, ყვითლად დანახვა;
ყურებში შუილი, ზუზუნი, ღრიალი ან ტკაცუნი, ვერტიგო;
დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოზის შეცვლასთან (თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება ადგომისას), ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), პათოლოგიური გულისცემა, ცერებროვასკულური მოვლენები (გარდამავალი მინი-ინსულტი), გულის შეტევა, გახშირებული ან ძლიერი გულისცემა (გულისცემის შეგრძნება);
სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად ასოცირდება კანზე გამონაყართან ან სისხლჩაქცევებთან;
ყელის ტკივილი, ქოშინი, ბრონქიტი, პნევმონია, სითხე ფილტვებში (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), ცხვირიდან სისხლდენა, სურდო, ცხვირის დახშობა;
ყაბზობა, მეტეორიზმი, კუჭის აშლილობა, კუჭის სპაზმები, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, კბილის ტკივილი;
სიყვითლე (თვალებისა და კანის გაყვითლება), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, ფოტომგრძნობელობა, კანის სიმშრალე, სიწითლე, ოფლიანობა, თმის ცვენა;
ტკივილი ხელებში, მხრებში, თეძოებში, მუხლებში ან სხვა სახსრებში, სახსრების შეშუპება, შებოჭილობა, კუნთების სისუსტე;
ხშირი შარდვა, მათ შორის ღამით, თირკმლის პათოლოგიური ფუნქცია, მათ შორის თირკმლის ანთება, საშარდე გზების ინფექცია, შაქარი შარდში;
სექსობრივი ლტოლვის დაქვეითება, იმპოტენცია;
სახის შეშუპება, ლოკალიზებული შეშუპება (შეშუპება), ცხელება.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური შედეგები;
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ნიშნები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების დაბინდვას);
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო);
მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი მაღალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები);
გრიპის სიმპტომები;
აუხსნელი კუნთების ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შარდის გამუქება (რაბდომიოლიზი);
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია);
ზოგადი სისუსტის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა);
გემოვნების დარღვევა (დისგევზია).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გივლინდებათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია წამლი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- პრეპარატი ლორისტა® HD-ის შენახვა
ინახენა არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან კანალიზაციაში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ლორისტა® HD-ის შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: 100 მგ ლოზარტანის კალიუმი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.
პრეპარატი ლორისტა® HD-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ყვითელი, ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
14 ტაბლეტი ბლისტერზე (პვქ/პვდქ აპკი და ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
Krka, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


