პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლოკარ H პლუსი

LOCAR H PLUS

რეცეპტით50მგ+12,5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ლოკარ H პლუსი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, უკავშირდება სისხლძაღვებში არსებულ რეცეპტორებს და იწვევს მათ გამკვრივებას. ეს მდგომარეობა იწვევს არტერიული წნევის მატებას. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043875
რეგისტრირებულია
21 აგვისტო 2025, მოქმედებს 21 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალოკარ H პლუსი და სხვა წამალი ერთად

ლოკარ H პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლოკარ H პლუსი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, უკავშირდება სისხლძაღვებში არსებულ რეცეპტორებს და იწვევს მათ გამკვრივებას. ეს მდგომარეობა იწვევს არტერიული წნევის მატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ რეცეპტორებთან, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და, შესაბამისად, არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჰიდროქლოროთიაზიდი მოქმედებს თირკმელებში მეტი რაოდენობით წყლის და მარილის გატარებით. ის ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლოსარტანის კალიუმს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

ლოკარ H პლუსი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში რომელიც შეიცავს 28 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ლოკარ H პლუსი გამოიყენება უცნობი მიზეზით (ესენციური ჰიპერტენზია) გამოწვეული მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევით (ჰიპერტენზია) და გულის მარცხენა პარკუჭის გასქელებით (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია) პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად მაღალი არტერიული წნევით (ჰიპერტენზია) და გულის მარცხენა პარკუჭის გასქელებით (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია) პაციენტებში; თუმცა, ეს სარგებელი არ ვრცელდება შავკანიან პაციენტებზე.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ.

ყოველთვის მიიღეთ ლოკარ H პლუსი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თქვენი ექიმი შეარჩევს ლოკარ H პლუსის საჭირო დოზას თქვენი დაავადების და თქვენ მიერ გამოყენებული სხვა მედიკამენტების გამოყენების მიხედვით.

არტერიული წნევის სწორი კონტროლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ლოკარ H პლუსის მიღება თქვენი ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით.

ლოკარ H პლუსს აქვს ორი ფორმა ბაზარზე: ლოკარ H პლუსი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და ლოკარ H პლუსი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. არტერიული წნევის გასაკონტროლებლად 24 საათის განმავლობაში, ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ჩვეულებრივი დოზა მაღალი წნევის მქონე პაციენტებში არის ლოკარ H პლუსი 50 მგ/12,5 მგ 1 ტაბლეტი დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ლოკარ H პლუსი 50 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე დღეში ან შეიცვალოს ლოკარ H პლუსი 100 მგ/25 მგ 1 ტაბლეტით დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 50 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტი ან ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100 მგ/25 მგ 1 ტაბლეტი.

მიღების წესი და მეთოდი

ლოკარ H პლუსი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ ტაბლეტები დაუღეჭავად და დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ., სავსე ჭიქა წყალი).

იმისათვის რომ იყოს უფრო მოსახერხებელი და არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ლოკარ H პლუსი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში და მოზარდებში ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ზოგადად ლოკარ H პლუსი თანაბრად კარგად მოქმედებს და თანაბრად კარგად აიტანება ხანდაზმული და ახალგაზრდა ზრდასრული პაციენტების მიერ. ხანდაზმული პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.

გამოყენება სპეციალურ პირობებში

ღვიძლის / თირკმლის უკმარისობა

თუ გაქვთ თირკმლის ზომიერი უკმარისობა, დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თუ იტარებთ დიალიზს, ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული. არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ლოკარ H პლუსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი .

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლოკარ H პლუსი

თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი ლოკარ H პლუსი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, პალპიტაცია, პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა).

თუ დაგავიწყდათ ლოკარ H პლუსის მიღება

შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი რეკომენდირებულის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარული გრაფიკი.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ლოკარ H პლუსით მკურნალობის შეწყვეტისას.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლოზარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებულ მედიკამენტებზე (მაგ. სხვა თიაზიდებზე, ზოგიერთ ანტიბაქტერიულ მედიკამენტზე, როგორიცაა კო-ტრიმოქსაზოლი) (ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რა არის სულფონამიდის წარმოებულები).

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა [როგორიცაა ქოლესტაზი (ნაღვლის წვენის გამოყოფის შენელება ან შეჩერება) და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევა.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დაბალი დონე, რომელიც ვერ რეგულირება მკურნალობით.

თუ გაქვთ პოდაგრა.

თუ ორსულად ხართ.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თუ თირკმელები ვერ გამოყოფს შარდს.

თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თუ მკურნალობთ ალისკირენით არტერიული წნევის შესამცირებლად.

გამოიყენეთ ლოკარ H პლუსი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

თუ ოდესმე გქონიათ რაიმე პრობლემა ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შემდეგ ან თუ ოდესმე გქონიათ ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის შეკავება ფილტვებში). თუ გაქვთ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ლოკარ H პლუსის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს.

თუ გაქვთ თვალის ტკივილი ან მხედველობის დაქვეითება. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატების ნიშნები და შეიძლება მოხდეს ლოკარ H პლუსის მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დარღვევა თუ არ ჩატარდა მკურნალობა. თუ ოდესმე გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, შესაძლოა გქონდეთ აღნიშნულის განვითარების უფრო მაღალი რისკი.

თუ მანამდე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენ აბებს).

თუ ხართ მარილის შემზღუდავ დიეტაზე.

თუ გაქვთ ან გქონიათ მძიმე ფორმის ღებინება და დიარეა.

თუ გაქვთ გულის უკმარისობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ პარაგრაფი 2 „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ შემთხვევებში“).

თუ თირკმლის არტერიები შევიწროვებულია (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან გაქვთ მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი თირკმელი, ან თუ ცოტა ხნის წინ გადაინერგეთ თირკმელი.

თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში გულის ცუდი ფუნქციონირების გამო).

თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი“ (გულის სარქველების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას).

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ პოდაგრა.

თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული დაავადება, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა).

თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე ან თუ ხართ დაბალი კალიუმის შემცველობის დიეტაზე.

თუ გჭირდებათ საანესთეზიო საშუალება (სტომატოლოგის შემთხვევაშიც კი) ან ოპერაციამდე, ან თუ აპირებთ კვლევების ჩატარებას პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ლოზარტან კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტებს.

თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ სეკრეციასთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია ჯირკვლის შიგნით არსებული პათოლოგიით).

თუ ოდესმე გქონიათ კანის კიბო ან განვითარდა კანის ახალი დაზიანება მკურნალობის პროცესში. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ მაღალი დოზებით, შეიძლბა გაზარდოს კანისა და ტუჩის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) გარკვეული სახეობების განვითარების რისკი. დაიცავით კანი მზის ზემოქმედებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან ვიდრე იღებთ ლოკარ H პლუსს.

თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:

აგფ ინჰიბიტორი (მაგ. ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები.

ალისკირენი.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გაზარდოს შრატში კალიუმის დონე (იხილეთ პარაგრაფი 2 „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმი) რაოდენობა სისხლში. გთხოვთ აგრეთვე იხილოთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ შემთხვევებში“

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ლოკარ H პლუსი საკვებთან და სასმელთან ერთად

ლოკარ H პლუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გირჩევთ არ მიიღოთ ალკოჰოლი ლოკარ H პლუსის ტაბლეტების გამოყენებისას, რადგან ალკოჰოლმა და ამ ტაბლეტებმა შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი ერთად მიღებისას.

დიეტური მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეაფერხოს ლოკარ H პლუსის ტაბლეტების ეფექტი.

არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ლოკარ H პლუსის ტაბლეტებით მკურნალობის დროს.

სიფრთხილის ზომები

ლოზარტანი

ანგიონევროზული შეშუპება

პაციენტებზე ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპებით (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.8).

ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის დაქვეითება

სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოცულობის და/ან ნატრიუმის დაქვეითება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, სუფრის მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. უნდა მოხდეს ასეთი მდგომარეობების კორექცია ლოკარ H პლუსის ტაბლეტების გამოყენებამდე (იხ. პუნქტები 4.2. და 4.3).

ელექტროლიტური დისბალანსი

ხშირია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე და უნდა მოხდეს მისი კორექცია. ამიტომ საჭიროა პლაზმაში კალიუმისა და კრეატინინის კლირენსის კონცენტრაციების საფუძვლიანი მონიტორინგი; განსაკუთრებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და კრეატინინის კლირენსი უნდა იყოს 30-50 მლ/წთ-ს შორის, რაზეც უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი.

კალიუმის შემნახველი დიურეტიკების, კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმი (მაგ. ტრიმეტოპრიმის შემცველი პროდუქტები) ლოზარტანთან/ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი 4.5).

ღვიძლის უკმარისობა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აჩვენებენ ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას ციროზის მქონე პაციენტებში, ლოკარ H პლუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ანამნეზში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის გამოყენების თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ, ლოკარ H პლუსი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, დაფიქსირდა განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლების თირკმლის ფუნქციაც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (როგორიცაა გულის მძიმე უკმარისობა ან მანამდე არსებული თირკმლის დისფუნქცია). ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონეების მომატება აღინიშნა პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

არ არსებობს გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც ბოლო დროს ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების გზით. ამიტომ ლოკარ H პლუსი ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გულის კორონარული დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება

როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა იშემიური და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

გულის უკმარისობა

როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, გულის უკმარისობიs მქონე პაციენტებში (თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე), არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ჩვეულებრივ მწვავე) თირკმლის დისფუნქციის რისკი.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზის, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისნ მქონე პაციენტებში.

ეთნიკური განსხვავებები

როგორც დაფიქსირებულია ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები მნიშვნელოვნად ნაკლებად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად შავკანიან პაციენტებში, რადგანაც რენინის დაბალი დონის პრევალენტობა უფრო მაღალია შავკანიან ჰიპერტენზიულ პოპულაციაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იყენებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, როგორიცაა ზოგიერთი შარდმდენი ან სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. კალიუმის შემცველი პროდუქტები), გთხოვთ აცნობოთ ექიმს, რადგან ამ პრეპარატების კომბინაცია ლოკარ H პლუსთან არ არის რეკომენდებული.

დიურეზულმა საშუალებებმა, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს ლოკარ H პლუსი, შეიძლება იმოქმედოს სხვა მედიკამენტებზე.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მანიის, დეპრესიისა და შიზოაფექტური აშლილობების სამკურნალოდ) არ უნდა იქნას მიღებული ლოკარ H პლუსთან ერთად ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე.

შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება (მაგალითად სისხლის ანალიზი) თუ იღებთ კალიუმის დანამატს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს ან კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, სხვა დიურეზულ საშუალებებს, ზოგიერთ საფაღარათო საშუალებას, ან გლიცირიზინს, რომელიც გვხვდება ძირტკბილას ფესვებში, პოდაგრის სამკურნალო საშუალებებს, გულის რითმის საკონტროლო ან სისხლში შაქრის შესამცირებელ მედიკამენტებს. (პერორალური დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები და ინსულინი);

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

სხვა მედიკამენტები არტერიული წნევის შესამცირებლად (მაგ. სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი).

სტეროიდები (მაგ. პრედნიზონი, ჰიდროკორტიზონი).

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი).

ტკივილგამაყუჩებლები (აცეტილსალიცილის მჟავა).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი).

ართრიტის (სახსრების ანთების) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, დიკლოფენაკი).

ფისები, რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს (მაგ. ქოლესტირამინი, კოლესტიპოლის ფისები).

კუნთების რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი).

საძილე ტაბლეტები (მაგ. ბარბიტურატები).

ოპიოიდური მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებლები), როგორიცაა მორფინი.

პრესორული ამინები (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება), როგორიცაა ადრენალინი ან ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები.

პერორალური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (მაგალითად, მეტფორმინი) ან ინსულინი.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება.

თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 2, „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ სიტუაციებში" და "მიიღეთ ლოკარ H პლუსი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში")

გთხოვთ, ასევე აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ლოკარ H პლუსს, თუ იგეგმება რენტგენოგრაფიულ პროცედურა და იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების გამოყენება.

თუ ამჟამად იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს რეცეპტით ან ურეცეპტოდ, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლოკარ H პლუსით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი მეთოდები. თუ ორსულად ხართ (ან შეიძლება დაორსულდეთ), უნდა აცნობოთ ექიმს. თქვენი ექიმი გირჩევთ, როდის შეწყვიტოთ ლოკარ H პლუსის მიღება დაორსულებამდე თუ ორსულობის დადგომისთანავე და მიიღოთ სხვა პრეპარატი ლოკარ H პლუსის ნაცვლად. ლოკარ H პლუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის, მაგრამ თუ თქვენ მაინც გსურთ ძუძუთი კვება, ექიმს შეუძლია აირჩიოს თქვენთვის სხვა მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას არ უნდა შეასრულოთ ისეთი მოქმდებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მაგ. ავტომობილის მართვა ან საშიში მექანიზმების გამოყენება) მანამ, სანამ არ გაიგებთ, როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოკარ H პლუსის ზოგიერთი სხვა ინგრედიენტის შესახებ. ლოკარ H პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე.

გვერდითი მოვლენები

თუ აღგენიშნათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ლოკარ H პლუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იშვიათად), როგორიცაა:

ანაფილაქსიური რეაქციები (სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები).

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი.

ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხისა და ყიას შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპებას.

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, დაღლილობას და დაბნეულობას) (ძალიან იშვიათად).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლოკარ H პლუსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ზოგიერთ პაციენტში, ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა წარსულში სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით.

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ლოკარ H პლუსში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ სიხშირეებით:

ძალიან ხშირი

: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი

: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ

პაციენტში.

არახშირი

: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ მაგრამ 1 000-დან 1-ზე

მეტ პაციენტში.

იშვიათი

: შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე

მეტ პაციენტში,

ძალიან იშვიათი

: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი

: სიხშირის გამოთვლა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

ხშირი

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი (სინუსების ანთება) და სინუსების მხრივ დარღვევები.

დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა.

კუნთების ტკივილი ან სპაზმები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი.

უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

დაღლილობა და სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში.

კალიუმის დონის მატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა), ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება.

ცვლილებები თირკმელების ფუნქციაში, მათ შორის თირკმლის უკმარისობა.

სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).

სისხლში კალციუმის დონის მომატება.

არახშირი

ანემია, წითელი ან მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, მკლავებსა და დუნდულებზე, სახსრების ტკივილით, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების პრობლემები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

მადის დაკარგვა, შარდმჟავის დონის მომატება ან აშკარა პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების პათოლოგიური დონე,

შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), დაბნეულობა, დეპრესია, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება,

ქინძისთავის, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება და მსგავსი შეგრძნებები, კიდურების ტკივილი, კანკალი, შაკიკი, გონების დაკარგვა,

მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვა ან ქავილი, კონიუნქტივიტი (თვალის ანთება), მხედველობის გაუარესება, ნივთების დანახვა ყვითელ ფერად,

ყურებში შუილი, ზუზუნი, ღრიალის ან დაწკაპუნების შეგრძნება,

დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს პოზის ცვლილებებთან (ადგომისას თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება), სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი), გულისცემის დარღვევა, ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა, "მინი ინსულტი"), გულის შეტევა, პალპიტაცია,

სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად ასოცირდება კანზე გამონაყართან ან სისხლჩაქცევებთან,

ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქიტი, პნევმონია, წყალი ფილტვებში (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას) ცხვირდან სისხლდენა, ცხვირდან გამონადენი, შეგუბება, ხმის იოგების ანთება,

ყაბზობა, გაუვალობა, შებერილობა, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, პირღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, კბილის ტკივილი,

სიყვითლე (თვალებისა და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება.

ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, სინათლისადმი მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ალები, ოფლიანობა, თმის ცვენა,

ტკივილი მკლავებში, მხრებში, თეძოებში, მუხლებში ან სახსრებში, სახსრების შეშუპება, რიგიდულობა, კუნთების სისუსტე.

ხშირი შარდვა მათ შორის ღამით, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების ანთების ჩათვლით, საშარდე გზების ინფექცია, შარდში შაქარი,

სქესობრივი მიზიდულობის დაქვეითება, იმპოტენცია,

სახის შეშუპება, ლოკალიზებული შეშუპება (ედემა), ცხელება.

იშვიათი

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები (ALT ფერმენტების მომატება), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპების გამო (ანაფილაქსიური რეაქცია).

ძალიან იშვიათი

ბილირუბინის (მუქი ყვითელი ნივთიერება, რომელიც ნაღვლის ფერს აძლევს) და ღვიძლის ფერმენტების მატება.

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომები მოიცავს სუნთვიქ მწვავე უკმარისობას, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).

უცნობი

გრიპის-მსგასი სიმპტომები;

კუნთების აუხსნელი ტკივილი მუქი (ჩაის ფერის) შარდით (რაბდომიოლიზი, კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება);

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია);

ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე);

გემოვნების დარღვევა (დისგევზია);

კანის აქერცვლა (ლუპუსის ერითემატოზი);

პანკრეასის ანთება.

კანის და ტუჩის კიბო (არა-მელანომური კანის კიბო);

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირბა);

მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი მაღალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამო).

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთები რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კონსულტაციისთვის. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული საანგარიშო სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

ჭარბი დოზა

ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა. ლოკარ H პლუსით თერაპია უნდა შეწყდეს და პაციენტზე განხორციელდეს ყურადღებით დაკვირვება. რეკომენდებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, თუ პერორალური მიღება მოხდა ბოლო დროს, და დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომის და ჰიპოტენზიის კორექციას დადგენილი პროცედურებით.

ლოზარტანი

არსებობს შეზღუდული მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგუსის) სტიმულაციის შედეგად. თუ განვითარდა სიმპტომატური ჰიპოტენზია, უნდა დაინიშნოს დამხმარე მკურნალობა.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი ვერ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია ელექტროლიტების დაქვეითებით (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაცია. თუ დიგიტალისიც არის მიღებული, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გააძლიეროს გულის არითმიები. ჰემოდიალიზის საშუალებით ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფის ხარისხი დადგენილი არ არის.

შემადგენლობა

  • რა არის ლოკარ H პლუსი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ ლოკარ H პლუსის მიღებამდე. 3. როგორ გამოიყენება ლოკარ H პლუსი. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. 5. როგორ ინახება ლოკარ H პლუსი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ლოკარ H პლუსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და მის თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

არ გახსნათ ბლისტერული შეფუთვა, უშუალოდ პრეპარატის მიღებამდე.

გამოიყენეთ იგი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

DEVA Holding A.S.

Küçükçekmece – İSTANBUL /თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II ანტაგონისტების (ლოზარტანი) და დიურეტიკების (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია.

ათქ კოდი: C09DA01

ლოზარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი

დადგენილია, რომ ლოზარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის კომპონენტებს აქვთ ადიტიური ეფექტი არტერიული წნევის შემცირებაზე, რაც ამცირებს არტერიულ წნევას უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კომპონენტი ცალკე. ითვლება, რომ ეს ეფექტი ორივე კომპონენტის ერთობლივი მოქმედებების შედეგია. გარდა ამისა, მისი დიურეზული ეფექტის შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის გამოყენება ბლოკავს ანგიოტენზინ II -ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების გზით შეიძლება შეასუსტოს დიურეზთან დაკავშირებული კალიუმის კარგვა.

გამოვლინდა, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. გამოვლინდა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას ზომიერ მომატებას; ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შემცირებას.

ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთი წლის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებული იქნა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების მიუხედავად, ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულისცემის სიხშირეზე. კლინიკურ კვლევებში, ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის 50 მგ/12,5 მგ-ით 12-კვირიანი

თერაპიის შემდეგ, მჯდომარე მდგომარეობაში დიასტოლური წნევა შემცირდა საშუალოდ 13,2 მმ-ით.

ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებში და ქალებში, შავკანიანებში და არა-შავკანიანებში და შედარებით ახალგაზრდა (<65 წელზე) და ხანდაზმულ (> 65 წელზე უფროსი ასაკის) პაციენტებში და ის ეფექტურია ყველა ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.

ლოზარტანი

ლოზარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ- II რეცეპტორის (ATI ტიპის) ანტაგონისტი. ანგიოტენზინი II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, წარმოადგენს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის პირველადი აქტიური ჰორმონს და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვან დეტერმინანტს. ანგიოტენზინი II უკავშირდება ATI რეცეპტორს, რომელიც გვხვდება მრავალ ქსოვილში (მაგ. სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებში და გულში) და ახდენს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოყოფას. ანგიოტენზინი II ასევე ასტიმულირებს გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას.

ლოზარტანი სელექტიურად ბლოკავს ATI რეცეპტორს. In vitro და in vivo ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავენ ანგიოტენზინ II -ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი სინთეზის წყაროსა და გზის მიუხედავად.

ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და ის ასევე არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც შლის ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინის მედიატორობით განპირობებული არასასურველი ეფექტების მომატება არ აღინიშნება.

ლოზარტანის გამოყენებისას ანგიოტენზინ II-ის გამოყოფის რენინის სეკრეციაზე უარყოფითი უკუკავშირი იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) მომატებას. პლაზმური რენინის აქტივობის მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II -ის მომატებას. ამ მომატების მიუხედავად, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა შენარჩუნებულია, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის შეწყვეტის შემდეგ, PRA და ანგიოტენზინ II-ის მნიშვნელობები ჩამოდის საწყის მნიშვნელობებამდე 3 დღის განმავლობაში.

ლოზარტანს და მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტსაც უფრო დიდი აფინურობა აქვთ ATI რეცეპტორებთან, ვიდრე AT2 რეცეპტორებთან. აქტიური მეტაბოლიტი 10-დან 40-ჯერ უფრო მეტად აქტიურია ვიდრე ლოზარტანი წონის მიხედვით.

კვლევაში, რომელიც სპეციალურად შემუშავებული იქნა ხველის ინციდენტობის შესაფასებლად ლოზარტანით ნამკურნალევ პაციენტებში აგფ ინჰიბიტორებით ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით. ხველის ინციდენტობა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლოროთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე აგფ ინჰიბიტორებით ნამკურნალევ პაციენტებში. გარდა ამისა, 16 ორმაგად ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზში 4131 პაციენტზე, სპონტანური ხველის ინციდენტობა ლოზარტანით ნამკურნალევ პაციენტებში (3.1%), იყო პლაცებოს მიმღები პაციენტების (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით ნამკურნალევი პაციენტების (4.1%) მსგავსი, მაშინ როცა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში ინციდენტობა იყო 8.8%.

პროტეინურიის მქონე არა-დიაბეტიკ ჰიპერტონზიან პაციენტებში, ლოზარტან კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ს ფრაქციულ ექსკრეციას. ლოზარტანი ინარჩუნებს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას დაქვეითებას (ჩვეულებრივ <0,4 მგ/დლ), რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.

ლოზარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არა აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმის ნორეპინეფრინზე.

მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის 25 მგ და 50 მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები; ამ ეფექტებს ახასიათებთ გულის ინდექსის მომატება და ფილტვის კაპილარული ჩაჭედვის წნევის დაქვეითება, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა, საშუალო სისტემური არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის (ჰემოდინამიკური ეფექტები) და მოცირკულირე ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის დონის დაქვეითება (ნეიროჰორმონალური ეფექტები). ჰიპოტენზიის განვითარება იყო დოზასთან დაკავშირებული ასეთ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჰიპერტენზიის კვლევები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ლოზარტანის დღეში ერთჯერ გამოყენება მსუბუქიდან ზომიერამდე ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას. არტერიული წნევის გაზომვებმა დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, და დოზის მიღებიდან 5-6 საათის განმავლობაში, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო დღის ბუნებრივი რიტმი. არტერიული წნევის დაქვეითება დოზირების ინტერვალის ბოლოს იყო ეფექტის 70-80% დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში ლოზარტანის შეწყვეტამ არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი აწევა (რიკოშეტი). არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების მიუხედავად, ლოზარტანს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულისცემის სიხშირეზე.

ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში და შედარებით ახალგაზრდებში (65 წლამდე ასაკის) და უფროსი ასაკის ჰიპერტენზიულ პაციენტებში.

LIFE კვლევა

„ლოზარტანის ინტერვენცია ჰიპერტენზიისას საბოლოო წერტილის შემცირებისთვის“ (LIFE) კვლევა იყო რანდომიზებული, სამმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებული კვლევა 55-დან 80 წლამდე ასაკის 9193 ჰიპერტენზიულ პაციენტში ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ დღეში ერთჯერ 50 მგ ლოზარტანზე ან დღეში ერთჯერ 50 მგ ატენოლოლზე. თუ სამიზნე არტერიული წნევა (<140/90 მმ.ვწყ.სვტ.) არ იყო მიღწეული, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლოროთიაზიდი (12,5 მგ) და საჭიროების შემთხვევაში, ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთჯერ. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორების გარდა, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკერები, საჭიროების შემთხვევაში ემატებოდა სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად.

დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.8 წელი.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვოვანი ავადობისა და სიკვდილიანობის ერთობლიობა, რომელიც ფასდებოდა გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის, ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის ინციდენტობის ერთობლივი შემცირებით. არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ანალოგიურ დონემდე ორივე ჯგუფში. ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის 13%-ით შემცირება (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს პირველად ერთობლივ საბოლოო წერტილს. ეს ძირითადად გამოწვეული იყო ინსულტის ინციდენტობის შემცირებით. ლოზარტანით მკურნალობამ შეამცირა ინსულტის რისკი 25%-ით ატენოლოლთან შედარებით (p=0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას)

ორმა დიდმა რანდომიზირებულმა, კონტროლირებადმა კვლევამ (ONTARGET (მიმდინარე მხოლოდ ტელმისარტანის და რამიპრილთან კომბინაციის გლობალური საბოლოო წერტილის კვლევა) და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმეები, ნეფროპათია დიაბეტის დროს)) გამოიკვლია აგფ-ინჰიბიტორისა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერის კომბინაციის გამოყენება.

ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადების ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელსაც თან ახლდა საბოლოო ორგანოების დადასტურებული დაზიანება. VA NEPHRON-D იყო კვლევა მე- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა გამოსავლის და სიკვდილიანობის მხრივ, ხოლო დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებისთვის.

ამიტომ, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE (ალისკირენის კვლევა მე-2 ტიპის დიაბეტის დროს გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადების საბოლოო წერტილების გამოყენებით) იყო კვლევა, რომელიც დაპროექტდა ალისკირენის დამატების სარგებლობის შესამოწმებლად აგფ-ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერით სტანდარტულ თერაპიაზე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ორივე ერთად. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი გამოსავლების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და არასასურველი მოვლენები და საკვლევი სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად იყო დაფიქსირებული ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი თიაზიდური დიურეტიკია. თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი. თიაზიდები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, პირდაპირ ზრდიან ნატრიუმის და ქლორიდის გამოყოფას დაახლოებით ექვივალენტური რაოდენობებით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას და ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, რაც იწვევს შარდში კალიუმის და ბიკარბონატების კარგვის ზრდას და შრატში კალიუმის შემცირებას. რენინ-ალდოსტერონის კავშირს შუამავლობს ანგიოტენზინი II და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს თიაზიდურ დიურეტიკებთან დაკავშირებული კალიუმის კარგვის უკუქცევის ტენდენციას.

პერორალურად მიღების შემდეგ დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, პიკს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება დაახლოებით 6-დან 12 საათამდე; ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათამდე.

კანის არამელანომური კიბო:

ეპიდემიოლოგიური კვლევების არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაფიქსირდა დოზაზე დამოკიდებული კუმულაციური კავშირი ჰიდროქლოროთიაზიდსა და კანის არამელანომურ კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას, რომელიც შედგებოდა BCC-ის 71,533 შემთხვევისგან და SCC-ის 8,629 შემთხვევისგან, რომლებიც შეესაბამება 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლებს, შესაბამისად. ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზით გამოყენება (> 50,000 მგ კუმულაციურად) დაკავშირებული იყო კორექტირებულ OR-თან 1.29 (95% CI: 1.23-1.35) BCC-სთვის და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) SCC-სთვის. ორივესთვის BCC და SCC -თვის დაფიქსირდა მკაფიო კუმულაციური დოზაზე პასუხის კავშირი. სხვა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოს (SCC) და ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამებოდა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკის შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი ნაჩვენები იყო შესწორებული OR 2.1-ით (95% CI: 1.7-2.6), რომელიც იზრდებოდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზით გამოყენებისთვის (დაახლ. 25,000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზისათვის (დაახლ. 100,000 მგ) (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.4).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

აბსორბცია

ლოზარტანი

პერორალური მიღების შემდეგ ლოზარტანი კარგად აბსორბირდება და ექვემდებარება პირველი გავლის მეტაბოლიზმს, წარმოქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოზარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%-ია. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა შესაბამისად 1 საათში და 3-4 საათში. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე, როდესაც პრეპარატი გამოყენებული იყო სტანდარტიზებულ საკვებთან ერთად.

ჰიდროქლოროთიაზიდი

საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

განაწილება

ლოზარტანი

ლოზარტანიც და მისი აქტიური მეტაბოლიტი > 99% -ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ლოზარტანის დისტრიბუციის მოცულობა შეადგენს 34 ლიტრს. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანი ცუდად გადის ან საერთოდ ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლოზარტანი

ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად გამოყენებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-ით მონიშნული ლოზარტანი კალიუმის პერორალურადდა ინტრავენურად გამოყენების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმის რადიოაქტიურობა ძირითადად მიეკუთვნება ლოზარტანს და მის აქტიურ მეტაბოლიტს. ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი ინდივიდების დაახლოებით 1%-ში.

აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და მცირე მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი. ჰიდროქლოროთიაზიდი

საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ელიმინაცია

ლოზარტანი

ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი დაახლოებით 600 მლ/წთ და 50 მლ/წთ-ია, შესაბამისად, ხოლო ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლით კლირენსი არის დაახლოებით 74 მლ/წთ და 26 მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანის პერორალურად მიღებისას, დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 200 მგ-მდე ლოზარტანის კალიუმის პერორალურ დოზებზე.

პერორალურად მიღების შემდეგ ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში პოლიექსპონენციალურად მცირდება. ლოზარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია, ხოლო მისი მეტაბოლიტების 6-9 საათი. 100 მგ დღეში ერთჯერ მიღებისას არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ განიცდის პლაზმაში მნიშვნელოვან კუმულაციას.

როგორც ბილიარული, ასევე შარდით გამოყოფა ხელს უწყობს ლოზარტანის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანებში 14C-ით მონიშნული ლოზარტანის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% გამოიყოფა შარდში, ხოლო 58% განავალში. ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, არამედ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. როდესაც პლაზმურ დონეებს დააკვირდნენ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, შეინიშნებოდა პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვალებადობა 5,6-დან 14,8 საათამდე. პერორალური დოზის მინიმუმ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

მახასიათებლები პაციენტებში

გერიატრიული პოპულაცია

ლოზარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი

ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია ხანდაზმულ ჰიპერტენზიულ პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა ჰიპერტენზიული პაციენტებისგან.

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ლოზარტანი

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში პერორალური მიღების შემდეგ, ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია იყო შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისე მამაკაცებში. ფარმაკოკინეტიკური კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC იაპონელ და არა-იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში არ განსხვავდება. თუმცა, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის (E-3174) მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (E-3174), როგორც ჩანს, განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი ექსპოზიციით იაპონელ სუბიექტებში, ვიდრე არ-აიაპონელ სუბიექტებში. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი ვერ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჰიდროქლოროთიაზიდი

საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

ლოკარ H პლუსი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლოზარტან კალიუმს და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიიღება ხარის ან ძროხის რძიდან), მიკროკრისტალური ცელულოზა PH 112 SLM. პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი 200), ოპადრი 20A22156 ყვითელი: ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, D&C ყვითელი #10 ალუმინის ლაქი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს.

ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს რომ იღებთ ამ პრეპარატს.

დაიცავით პრეპარატის შესახებ მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის ლოკარ H პლუსი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ ლოკარ H პლუსის მიღებამდე. 3. როგორ გამოიყენება ლოკარ H პლუსი. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. 5. როგორ ინახება ლოკარ H პლუსი.

  • რა არის ლოკარ H პლუსი და რისთვის გამოიყენება ის.

ლოკარ H პლუსი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, უკავშირდება სისხლძაღვებში არსებულ რეცეპტორებს და იწვევს მათ გამკვრივებას. ეს მდგომარეობა იწვევს არტერიული წნევის მატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ რეცეპტორებთან, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და, შესაბამისად, არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჰიდროქლოროთიაზიდი მოქმედებს თირკმელებში მეტი რაოდენობით წყლის და მარილის გატარებით. ის ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლოსარტანის კალიუმს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

ლოკარ H პლუსი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში რომელიც შეიცავს 28 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ლოკარ H პლუსი გამოიყენება უცნობი მიზეზით (ესენციური ჰიპერტენზია) გამოწვეული მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევით (ჰიპერტენზია) და გულის მარცხენა პარკუჭის გასქელებით (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია) პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად.

ლოკარ H პლუსი გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად მაღალი არტერიული წნევით (ჰიპერტენზია) და გულის მარცხენა პარკუჭის გასქელებით (მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია) პაციენტებში; თუმცა, ეს სარგებელი არ ვრცელდება შავკანიან პაციენტებზე.

  • რა უნდა იცოდეთ ლოკარ H პლუსის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლოზარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებულ მედიკამენტებზე (მაგ. სხვა თიაზიდებზე, ზოგიერთ ანტიბაქტერიულ მედიკამენტზე, როგორიცაა კო-ტრიმოქსაზოლი) (ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რა არის სულფონამიდის წარმოებულები).

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა [როგორიცაა ქოლესტაზი (ნაღვლის წვენის გამოყოფის შენელება ან შეჩერება) და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევა.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დაბალი დონე, რომელიც ვერ რეგულირება მკურნალობით.

თუ გაქვთ პოდაგრა.

თუ ორსულად ხართ.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თუ თირკმელები ვერ გამოყოფს შარდს.

თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თუ მკურნალობთ ალისკირენით არტერიული წნევის შესამცირებლად.

გამოიყენეთ ლოკარ H პლუსი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

თუ ოდესმე გქონიათ რაიმე პრობლემა ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შემდეგ ან თუ ოდესმე გქონიათ ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის შეკავება ფილტვებში). თუ გაქვთ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ლოკარ H პლუსის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს.

თუ გაქვთ თვალის ტკივილი ან მხედველობის დაქვეითება. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატების ნიშნები და შეიძლება მოხდეს ლოკარ H პლუსის მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დარღვევა თუ არ ჩატარდა მკურნალობა. თუ ოდესმე გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, შესაძლოა გქონდეთ აღნიშნულის განვითარების უფრო მაღალი რისკი.

თუ მანამდე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენ აბებს).

თუ ხართ მარილის შემზღუდავ დიეტაზე.

თუ გაქვთ ან გქონიათ მძიმე ფორმის ღებინება და დიარეა.

თუ გაქვთ გულის უკმარისობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ პარაგრაფი 2 „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ შემთხვევებში“).

თუ თირკმლის არტერიები შევიწროვებულია (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან გაქვთ მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი თირკმელი, ან თუ ცოტა ხნის წინ გადაინერგეთ თირკმელი.

თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში გულის ცუდი ფუნქციონირების გამო).

თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი“ (გულის სარქველების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას).

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ პოდაგრა.

თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული დაავადება, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა).

თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე ან თუ ხართ დაბალი კალიუმის შემცველობის დიეტაზე.

თუ გჭირდებათ საანესთეზიო საშუალება (სტომატოლოგის შემთხვევაშიც კი) ან ოპერაციამდე, ან თუ აპირებთ კვლევების ჩატარებას პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ლოზარტან კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტებს.

თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ სეკრეციასთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია ჯირკვლის შიგნით არსებული პათოლოგიით).

თუ ოდესმე გქონიათ კანის კიბო ან განვითარდა კანის ახალი დაზიანება მკურნალობის პროცესში. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ მაღალი დოზებით, შეიძლბა გაზარდოს კანისა და ტუჩის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) გარკვეული სახეობების განვითარების რისკი. დაიცავით კანი მზის ზემოქმედებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან ვიდრე იღებთ ლოკარ H პლუსს.

თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:

აგფ ინჰიბიტორი (მაგ. ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები.

ალისკირენი.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გაზარდოს შრატში კალიუმის დონე (იხილეთ პარაგრაფი 2 „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმი) რაოდენობა სისხლში. გთხოვთ აგრეთვე იხილოთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ შემთხვევებში“

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ლოკარ H პლუსი საკვებთან და სასმელთან ერთად

ლოკარ H პლუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გირჩევთ არ მიიღოთ ალკოჰოლი ლოკარ H პლუსის ტაბლეტების გამოყენებისას, რადგან ალკოჰოლმა და ამ ტაბლეტებმა შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი ერთად მიღებისას.

დიეტური მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეაფერხოს ლოკარ H პლუსის ტაბლეტების ეფექტი.

არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ლოკარ H პლუსის ტაბლეტებით მკურნალობის დროს.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლოკარ H პლუსით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი მეთოდები. თუ ორსულად ხართ (ან შეიძლება დაორსულდეთ), უნდა აცნობოთ ექიმს. თქვენი ექიმი გირჩევთ, როდის შეწყვიტოთ ლოკარ H პლუსის მიღება დაორსულებამდე თუ ორსულობის დადგომისთანავე და მიიღოთ სხვა პრეპარატი ლოკარ H პლუსის ნაცვლად. ლოკარ H პლუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის, მაგრამ თუ თქვენ მაინც გსურთ ძუძუთი კვება, ექიმს შეუძლია აირჩიოს თქვენთვის სხვა მკურნალობა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას არ უნდა შეასრულოთ ისეთი მოქმდებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს (მაგ. ავტომობილის მართვა ან საშიში მექანიზმების გამოყენება) მანამ, სანამ არ გაიგებთ, როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოკარ H პლუსის ზოგიერთი სხვა ინგრედიენტის შესახებ. ლოკარ H პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

თუ იყენებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, როგორიცაა ზოგიერთი შარდმდენი ან სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. კალიუმის შემცველი პროდუქტები), გთხოვთ აცნობოთ ექიმს, რადგან ამ პრეპარატების კომბინაცია ლოკარ H პლუსთან არ არის რეკომენდებული.

დიურეზულმა საშუალებებმა, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს ლოკარ H პლუსი, შეიძლება იმოქმედოს სხვა მედიკამენტებზე.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მანიის, დეპრესიისა და შიზოაფექტური აშლილობების სამკურნალოდ) არ უნდა იქნას მიღებული ლოკარ H პლუსთან ერთად ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე.

შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება (მაგალითად სისხლის ანალიზი) თუ იღებთ კალიუმის დანამატს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს ან კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, სხვა დიურეზულ საშუალებებს, ზოგიერთ საფაღარათო საშუალებას, ან გლიცირიზინს, რომელიც გვხვდება ძირტკბილას ფესვებში, პოდაგრის სამკურნალო საშუალებებს, გულის რითმის საკონტროლო ან სისხლში შაქრის შესამცირებელ მედიკამენტებს. (პერორალური დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები და ინსულინი);

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

სხვა მედიკამენტები არტერიული წნევის შესამცირებლად (მაგ. სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი).

სტეროიდები (მაგ. პრედნიზონი, ჰიდროკორტიზონი).

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი).

ტკივილგამაყუჩებლები (აცეტილსალიცილის მჟავა).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი).

ართრიტის (სახსრების ანთების) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, დიკლოფენაკი).

ფისები, რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს (მაგ. ქოლესტირამინი, კოლესტიპოლის ფისები).

კუნთების რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი).

საძილე ტაბლეტები (მაგ. ბარბიტურატები).

ოპიოიდური მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებლები), როგორიცაა მორფინი.

პრესორული ამინები (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება), როგორიცაა ადრენალინი ან ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები.

პერორალური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (მაგალითად, მეტფორმინი) ან ინსულინი.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება.

თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 2, „არ მიიღოთ ლოკარ H პლუსი შემდეგ სიტუაციებში" და "მიიღეთ ლოკარ H პლუსი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში")

გთხოვთ, ასევე აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ლოკარ H პლუსს, თუ იგეგმება რენტგენოგრაფიულ პროცედურა და იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების გამოყენება.

თუ ამჟამად იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს რეცეპტით ან ურეცეპტოდ, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ლოკარ H პლუსის მიღების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ.

ყოველთვის მიიღეთ ლოკარ H პლუსი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თქვენი ექიმი შეარჩევს ლოკარ H პლუსის საჭირო დოზას თქვენი დაავადების და თქვენ მიერ გამოყენებული სხვა მედიკამენტების გამოყენების მიხედვით.

არტერიული წნევის სწორი კონტროლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ლოკარ H პლუსის მიღება თქვენი ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით.

ლოკარ H პლუსს აქვს ორი ფორმა ბაზარზე: ლოკარ H პლუსი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და ლოკარ H პლუსი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. არტერიული წნევის გასაკონტროლებლად 24 საათის განმავლობაში, ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ჩვეულებრივი დოზა მაღალი წნევის მქონე პაციენტებში არის ლოკარ H პლუსი 50 მგ/12,5 მგ 1 ტაბლეტი დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ლოკარ H პლუსი 50 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე დღეში ან შეიცვალოს ლოკარ H პლუსი 100 მგ/25 მგ 1 ტაბლეტით დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 50 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტი ან ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100 მგ/25 მგ 1 ტაბლეტი.

მიღების წესი და მეთოდი

ლოკარ H პლუსი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ ტაბლეტები დაუღეჭავად და დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ., სავსე ჭიქა წყალი).

იმისათვის რომ იყოს უფრო მოსახერხებელი და არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ლოკარ H პლუსი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში და მოზარდებში ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ზოგადად ლოკარ H პლუსი თანაბრად კარგად მოქმედებს და თანაბრად კარგად აიტანება ხანდაზმული და ახალგაზრდა ზრდასრული პაციენტების მიერ. ხანდაზმული პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.

გამოყენება სპეციალურ პირობებში

ღვიძლის / თირკმლის უკმარისობა

თუ გაქვთ თირკმლის ზომიერი უკმარისობა, დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თუ იტარებთ დიალიზს, ლოკარ H პლუსი არ არის რეკომენდებული. არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ლოკარ H პლუსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი .

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლოკარ H პლუსი

თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი ლოკარ H პლუსი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, პალპიტაცია, პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა).

თუ დაგავიწყდათ ლოკარ H პლუსის მიღება

შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი რეკომენდირებულის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარული გრაფიკი.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ლოკარ H პლუსით მკურნალობის შეწყვეტისას.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

თუ აღგენიშნათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ლოკარ H პლუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იშვიათად), როგორიცაა:

ანაფილაქსიური რეაქციები (სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები).

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი.

ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხისა და ყიას შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპებას.

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, დაღლილობას და დაბნეულობას) (ძალიან იშვიათად).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლოკარ H პლუსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ზოგიერთ პაციენტში, ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა წარსულში სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით.

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ლოკარ H პლუსში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ სიხშირეებით:

ძალიან ხშირი

: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი

: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ

პაციენტში.

არახშირი

: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ მაგრამ 1 000-დან 1-ზე

მეტ პაციენტში.

იშვიათი

: შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე

მეტ პაციენტში,

ძალიან იშვიათი

: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი

: სიხშირის გამოთვლა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

ხშირი

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი (სინუსების ანთება) და სინუსების მხრივ დარღვევები.

დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა.

კუნთების ტკივილი ან სპაზმები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი.

უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

დაღლილობა და სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში.

კალიუმის დონის მატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა), ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება.

ცვლილებები თირკმელების ფუნქციაში, მათ შორის თირკმლის უკმარისობა.

სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).

სისხლში კალციუმის დონის მომატება.

არახშირი

ანემია, წითელი ან მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, მკლავებსა და დუნდულებზე, სახსრების ტკივილით, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების პრობლემები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

მადის დაკარგვა, შარდმჟავის დონის მომატება ან აშკარა პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების პათოლოგიური დონე,

შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), დაბნეულობა, დეპრესია, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება,

ქინძისთავის, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება და მსგავსი შეგრძნებები, კიდურების ტკივილი, კანკალი, შაკიკი, გონების დაკარგვა,

მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვა ან ქავილი, კონიუნქტივიტი (თვალის ანთება), მხედველობის გაუარესება, ნივთების დანახვა ყვითელ ფერად,

ყურებში შუილი, ზუზუნი, ღრიალის ან დაწკაპუნების შეგრძნება,

დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს პოზის ცვლილებებთან (ადგომისას თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება), სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი), გულისცემის დარღვევა, ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა, "მინი ინსულტი"), გულის შეტევა, პალპიტაცია,

სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად ასოცირდება კანზე გამონაყართან ან სისხლჩაქცევებთან,

ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქიტი, პნევმონია, წყალი ფილტვებში (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას) ცხვირდან სისხლდენა, ცხვირდან გამონადენი, შეგუბება, ხმის იოგების ანთება,

ყაბზობა, გაუვალობა, შებერილობა, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, პირღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, კბილის ტკივილი,

სიყვითლე (თვალებისა და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება.

ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, სინათლისადმი მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ალები, ოფლიანობა, თმის ცვენა,

ტკივილი მკლავებში, მხრებში, თეძოებში, მუხლებში ან სახსრებში, სახსრების შეშუპება, რიგიდულობა, კუნთების სისუსტე.

ხშირი შარდვა მათ შორის ღამით, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების ანთების ჩათვლით, საშარდე გზების ინფექცია, შარდში შაქარი,

სქესობრივი მიზიდულობის დაქვეითება, იმპოტენცია,

სახის შეშუპება, ლოკალიზებული შეშუპება (ედემა), ცხელება.

იშვიათი

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები (ALT ფერმენტების მომატება), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპების გამო (ანაფილაქსიური რეაქცია).

ძალიან იშვიათი

ბილირუბინის (მუქი ყვითელი ნივთიერება, რომელიც ნაღვლის ფერს აძლევს) და ღვიძლის ფერმენტების მატება.

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომები მოიცავს სუნთვიქ მწვავე უკმარისობას, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).

უცნობი

გრიპის-მსგასი სიმპტომები;

კუნთების აუხსნელი ტკივილი მუქი (ჩაის ფერის) შარდით (რაბდომიოლიზი, კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება);

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია);

ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე);

გემოვნების დარღვევა (დისგევზია);

კანის აქერცვლა (ლუპუსის ერითემატოზი);

პანკრეასის ანთება.

კანის და ტუჩის კიბო (არა-მელანომური კანის კიბო);

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირბა);

მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი მაღალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამო).

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთები რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კონსულტაციისთვის. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული საანგარიშო სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

  • როგორ ინახება ლოკარ H პლუსი

შეინახეთ ლოკარ H პლუსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და მის თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

არ გახსნათ ბლისტერული შეფუთვა, უშუალოდ პრეპარატის მიღებამდე.

გამოიყენეთ იგი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ლოკარ H პლუსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

DEVA Holding A.S.

Küçükçekmece – İSTANBUL /თურქეთი

მწარმოებელი:

DEVA Holding A.S.

Kapaklı – TEKİRDAĞ /თურქეთი

წინამდებარე ფურცელ-ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღია 27/02/2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა