პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლორისტა H 100

Lorista® H 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ ნაჩვენებია ესენციალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
100მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-033917
რეგისტრირებულია
3 დეკემბერი 2021, მოქმედებს 3 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალორისტა H 100 და სხვა წამალი ერთად

ლორისტა H 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ ნაჩვენებია ესენციალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით.

მიღების წესი და დოზირება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

პრეპარატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ჰიპერტენზია

ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით.

რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტებით (ლოზარტანით და ჰიდროქლორთიაზიდით) დოზის ტიტრირება. როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შესაძლებელია განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება.

ლორისტა H-ის ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლორისტა H 50 მგ/12.5 მგ (50მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ რეაგირებენ ლორისტა H 50 მგ/12.5 მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს ერთ ტაბლეტ ლორისტა HD 100 მგ/25 მგ-მდე (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის ერთი ტაბლეტი ლორისტა HD 100 მგ/25 მგ დღეში ერთხელ. ზოგადად, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამ-ოთხ კვირაში.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ (100 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) ხელმისაწვდომია იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც მოხდა 100 მგ ლორისტამდე ტიტრაცია და რომლებიც საჭიროებენ არტერიული წნევის დამატებით კონტროლს.

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში

არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექტირება თირკმელების ფუნქციის ზომიერი (ე.ი. 30-50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი) დარღვევის მქონე პაციენტებში. ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტრებისათვის. ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ე.ი. <30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი) (იხ. პუნქტი 4.3).

გამოყენება ინტრავასკულარული მოცულობის შემცირების მქონე პაციენტებში

ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მოხდეს ინტრავასკულარული მოცულობის და ნატრიუმის შემცირების კორექტირება.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).

გამოიყენება ხანდაზმულებში

ჩვეულებრივ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (<18 წლის)

არ არსებობს გამოცდილება ბავშვებში და მოზარდებში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება ბავშვებში და მოზარდებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ლოზარტანის, სულფონამიდისაგან მიღებული ნივთიერებების (როგორიც არის ჰიდროქლორთიაზიდი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

სიფრთხილის ზომები

ლოზარტანი

ანგიოშეშუპება

უნდა მოხდეს ანამნეზში ანგიოშეშუპების (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.8).

ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

შარდმდენების მაღალი დოზებით თერაპიის, რაციონში მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო მოცულობის და/ან ნატრიუმის შემცირების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ. ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღებამდე უნდა მოხდეს ასეთი მდგომარეობების კორექცია (იხ. პუნქტები 4.2. და 4.3.).

ელექტროლიტების დისბალანსი

ელექტროლიტების დისბალანსი ხშირია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე და ეს უნდა აღმოიფხვრას. შესაბამისად, უნდა მოხდეს პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების საგულდაგულო მონიტორინგი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და 30-დან 50 მლ/წთ-მდე კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში.

არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი შარდმდენების, კალიუმის დანამატების და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენება ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ციროზის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად მომატებულ ლოზარტანის პლაზმურ კონცენტრაციას აჩვენებენ, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

არ არსებობს ლოზარტანის თერაპიული გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. შესამაბისად, ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

დაფიქსირებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (კერძოდ, პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, როგორებიც არიან გულის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების უკვე არსებული დისფუნქცის მქონე პირები).

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა სისხლის შარდოვანას და შრატის კრეატინინის მატება; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტისთანავე. ლოზარტანის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში.

თირკმლის გადანერგვა

ცოტა ხნით ადრე გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

ზოგადად, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მეონე პაციენტები არ რეაგირებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების საშუალებით მოქმედ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე. შესაბამისად, ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება

როგორც ნებისმიერი სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმელების ფუქციის დარღვევით ან მის გარეშე - ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების (ხშირად მწვავე) ფუნქციის დარღვევის რისკი.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატორების შემთხვევაში, აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზის ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

ეთნიკური განსხვავებები

ისევე, როგორც აღინიშნა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებისთვის, როგორც ჩანს, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები ნაკლებად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად შავკანიან ადამიანებში, ვიდრე არაშავკანიანებში, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შავკანიან ჰიპერტენზიულ პოპულაციაში იმ მდგომარეობების ფართო გავრცელებას, რომლებსაც ახასიათებს რენინის დაბალი დონე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლოზარტანი

იყო შეტყობინებები, რომ რიფამპიცინი და ფლუკონაზოლი ამცირებენ აქტიური მეტაბოლიტის დონეს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ არის შეფასებული.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც ბლოკავენ ანგიოტენზინ II-ს ან მის ეფექტებს, კალიუმის დამზოგველი შარდმდენების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. ერთდროულად მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, შეიძლება შემცირდეს ლითიუმის გამოყოფა. შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად ლითიუმის მარილების მიღების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შრატში ლითიუმის დონის საგულდაგულო მონიტორნიგი.

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ე.ი. ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ერთად მიღების დროს, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან შარდმდენების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის და შრატში კალიუმის მატების რისკის ზრდა, განსაკუთრებით თირკმელების უკვე არსებული დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კომბინაციის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად თერაპიის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება გვერდითი მოვლენების მომატებულ სიხშრესთან, როგორებიც არის ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა ნივთიერებები არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი. ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებს ძირითადი ან გვერდით ეფექტის სახით, შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

ჰიდროქლორთიაზიდი

ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი პრეპარატები:

ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები

შეიძლება მოხდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის გაძლიერება.

ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალური საშუალებები და ინსულინი)

თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის ტოლერანტობაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია. მეტფორმინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული ლაქტაციდოზის რისკის გამო.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ადიტიური ეფექტი.

ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ფისები

ანიონური გაცვლითი ფისების არსებობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა ირღვევა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ფისების ერთჯერადი დოზები ბოჭავს ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად, 85% და 43%-ით.

კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი

ელექტროლიტების გაძლიერებული შემცირება, კერძოდ ჰიპოკალიემია.

პრესორული ამინები (მაგ., ადრენალინი)

შესაძლებელია შემცირებული რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არ არის საკმარისი მათი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებელი საშუალებები(მაგ., ტუბოკურარინი)

შესაძლებელია მომატებული რეაგირება კუნთების რელაქსანტის მიმართ.

ლითიუმი

შარდმდენი საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ამატებენ ლითიუმის ტოქსიკურობის მაღალ რისკს; ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი) შეიძლება აუცილებელი გახდეს ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება, რადგან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას კონცენტრაცია. შეიძლება აუცილებელი გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის მომატება. თიაზიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი)

თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის მოტორიკის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.

ციტოტოქსიკური საშუალებები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)

თიაზიდებმა შეიძლება შეამციროს ციტოტოქსიური სამკურნალო საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

სალიცილატები

სალიცილატების მაღალი დოზების შემთხვევაში, ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეთილდოპა

არსებობს ცალკეული ცნობები ჰემოლიზური ანემიის შესახებ, რომლებიც ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის და მეთილდოპას ერთდროულად გამოყენებისას.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინთან ერთად მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის ტიპის გართულებების რისკი.

ფუტკარას გლიკოზიდები

თიაზიდით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს დიგიტალისით გამოწვეული გულის არითმიების განვითარებას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებზეც გავლენას ახდენს პლაზმაში კალიუმის ცვლილებები

რეკომენდებულია შრატში კალიუმის და ეკგ-ს პერიოდული მონიტორინგი ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დროს ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის ცვლილებები (მაგ., ფუქტკარას გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და torsades de pointes-ის (პარკუჭოვან ტაქიკარდიის) გამომწვევ შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთ ანტიარითმიულ საშუალებასთან) ერთად, ჰიპოკალემია არის torsades de pointes-ის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განმაპირობებელი ფაქტორი:

Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).

III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ., თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).

სხვა საშუალებები (მაგ., ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი.ვ. ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი.ვ. ვინკამინი).

კალციუმის მარილები

თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე, შემცირებული გამოყოფის გამო. თუ კალციუმის დამატებები უნდა დაინიშნოს, აუცილებელია შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და შესაბამისად კალციუმის დოზის კორექცია.

გავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე

კალციუმის მეტაბოლიზმზე ეფექტების გამო, თიაზიდებმა შეიძლება ხელი შეუშალონ პარათიროიდული ფუნქციის ტესტებს (იხ. პუნქტი 4.4).

კარბამაზეპინი

სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკი. საჭიროა კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.

იოდის კონტრასტული საშუალებები

შარდმდენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზების დროს. იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა მოხდეს პაციენტების რეჰიდრატაცია.

ამფოტერიცინი B (პარენტერალური), კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა)

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს ელექტროლიტების დისბალანსი, კერძოდ ჰიპოკალიემია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს არ უნდა მოხდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით (AIIRAs) მკურნალობის დაწყება. თუ AIIRAs თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლად, პაციენტებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, თერაპია რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომელსაც აქვს ორსულობის დროს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დიაგნოზირების დროს, AIIRAs მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

არსებობს მტკიცებულებები, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია ითვლება აბსოლუტურად აუცილებლად, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა დაექვემდებაროს თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირ, სათანადო მონიტორინგს. არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის ბალანსის დარღვევა

როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსის კლინიკურ ნიშნებზე, როგორებიც არის მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რაც შეიძლება განვითარდეს ინტერკურენტული დიარეის ან ღებინების დროს. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, პლაზმაში ელექტროლიტების განსაზღვრა. პაციენტებში, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განვითარდეს დილუციური ჰიპონატრიემია.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები

თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის დოზის კორექცია, (იხ. პუნქტი 4.5). თიაზიდებით თერაპიის დროს შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.

თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ შარდში კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ პლაზმაში კალციუმის მცირედი პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს დაფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათიროიდული ფუნქციის გამოკვლევამდე.

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით თერაპიასთან.

თიაზიდებით თერაპიამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის და/ან პოდაგრის პროვოცირება. რადგან ლოზარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოზარტანის ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაციაში გამოყენება ამსუბუქებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თიაზიდების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ხოლო წყლის და ელექტროლიტების ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება იყოს ღვიძლისმიერი კომის განვითარების წინაპირობა. ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისათვის (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

არამელანომური კანის კიბო

დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის თანახმად, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში გამოვლინდა არამელანომური კანის კიბოს მომატებული რისკი [ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] ჰიდროქლორთიაზიდის კუმულატიური დოზის გაზრდისას. ჰიდროქლორთიაზიდის ფოტოსინთეზური მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს არამელანომური კანის კიბოს შესაძლო მექანიზმი.

ჰიდროქლორთიაზიდის მიმღები პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები არამელანომური კანის კიბოს რისკის შესახებ და რეგულარულად უნდა შეიმოწმონ კანი ყოველი ახალი დაზიანების დროს და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო კანის დაზიანების შემთხვევაში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა შესაძლო პრევენციის ზომების შესახებ, როგორიცაა დაცვა მზისგან ან ულტრაიისფერი სხივებისგან რათა მაქსიმალურად შემცირდეს კანის კიბოს რისკი. კანის საეჭვო დაზიანება დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ბიოფსიით და ჰისტოლოგიური კვლევით. ჰიდროქლორთიაზიდის მიღება ასევე, არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ არამელანომური კანის კიბო (იხ. ასევე, პარაგრაფი 4.8).

სხვა

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდებს და ანამზენზი აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. თიაზიდების გამოყენების დროს დაფიქსირდა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივაცია.

დამხმარე ნივთიერება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას (ავტომობილის მართვა, რთულ მექანიზმებთან მუშაობა), უნდა გახსოვდეთ, რომ ჰიპოტენზიური თერაპიის დროს ზოგჯერ ვითარდება თავბრუსხვევა და ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყიში ან დოზის გაზრდისას.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის შესაბამისად:

ძალიან ხშირი: ≥1/10

ხშირი: ≥1/100 დან <1/10-მდე

არახშირი: ≥1/1,000-დან ≤1/100-მდე

იშვიათი: ≥1/10,000-დან ≤1/1,000-მდე

ძალიან იშვიათი: ≤1/10,000

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია

კალიუმის ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კლინიკურ კვლევებში, არ აღინიშნა ისეთი გვერდითი ეფექტები, რაც დამახასიათებელი იყო ნივთიერებების ამ კომბინაციისთვის. გვერდითი ეფექტები შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებით, რომლებიც ადრე დაფიქსირებული იყო კალიუმის ლოზარტანის და/ან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების დროს.

ესენციალური ჰიპერტენზიის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ნივთიერებასთან დაკავშირებული და პლაცებოზე უფრო ხშირად შეტყობინებული ერთადერთი გვერდითი ეფექტი იყო თავბრუსხვევა, რომელიც აღენიშნა იმ პაციენტების 1% ან უფრო მეტს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით და ჰიდროქლორთიაზიდით.

ამ ეფექტების გარდა, პროდუქტის ბაზარზე გაშვების შემდეგ, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ჰეპატიტი

იშვიათი

კვლევები

ჰიპერკალიემია, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება

იშვიათი

დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტის დროს და შეიძლება იყოს პოტენციური ეფექტები კალიუმის ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის შეთხვევაში, შემდეგია:

ლოზარტანი

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ექიმოზი, ჰემოლიზი

არახშირი

თრომბოციტოპენია

უცნობი

გულის დარღვევები

ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II ხარისხის AV ბლოკადა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაციები, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია)

არახშირი

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ვერტიგო, ტინიტუსი

არახშირი

თვალის დარღვევები

ბუნდოვანი მხედველობა, წვა/ჩხვლეტა თვალში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის შემცირება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია

ხშირი

ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზბობა

არახშირი

პანკრეატიტი

უცნობი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ასთენია, დაღლილობა, გულმკერდის ტკივილი

ხშირი

სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება

არახშირი

გრიპის მსგავსი სიმპტომები, შეუძლოდ ყოფნა

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოშეშუპება, მათ შორის ხორხის და ხმის ნაპრალის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ამ პაციენტში, ანგიოშეშუპება უკვე დაფიქსირებული იყო წარსულში სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით; ჭინჭრის ციება

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების

დარღვევები

ანორექსია, პოდაგრა

არახშირი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების კრუნჩხვა, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია

ხშირი

მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მხრის ტკივილი, რიგიდობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე

არახშირი

რაბდომიოლიზი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხშირი

ნევროზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე

არახშირი

დისგევზია

უცნობი

ფსიქიკური აშლილობები

უძილობა

ხშირი

შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, დაბნეულობა, დეპრესია, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება

არახშირი

თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა

ხშირი

ნოქტურია, შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექცია

არახშირი

რეპროდუქციული სისტემის და

მკერდის დარღვევები

ლიბიდოს დაქვეითება,

ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია

არახშირი

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის შეგუბება, სინუსიტი, სინუსის დარღვევა

ხშირი

ხახის დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების შეგუბება

არახშირი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, ჰიპერემია, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა

არახშირი

სისხლძარღვების დარღვევები

ვასკულიტი

არახშირი

დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები

უცნობი

კვლევები

ჰიპერკალიემია, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის მსუბუქი შემცირება, ჰიპოგლიკემია

ხშირი

შარდოვანას და კრეატინინის დონის მსუბუქი მომატება შრატში

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის მომატება

ძალიან იშვიათი

ჰიპონატრიემია

უცნობი

ჰიდროქლორთიაზიდი

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია

არახშირი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური რეაქცია

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია

არახშირი

ფსიქიკური აშლილობები

უძილობა

არახშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

ცეფალალგია

ხშირი

თვალის დარღვევები

გარდამავალი ბუნდოვანი ხედვა,

ქსანტოფსია

არახშირი

სისხლძარღვების დარღვევები

მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

რესპირატორული დისტრესი, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვის შეშუპება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა

არახშირი

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

იქტერუსი (ღვიძლშიდა ქოლესტატი), პანკრეატიტი

არახშირი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არახშირი

კანის წითელი მგლურა

უცნობი

ჩონჩხ-კუნთოვანი

და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების კრუნჩხვები

არახშირი

თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

არახშირი

ზოგადი დარღვევები და

და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ცხელება, თავბრუსხვევა

არახშირი

ჭარბი დოზა

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. მკურნალობა არის სიმპტომური და დამხმარე. ლორისტა H 100 მგ/12.5-ით თერაპია უნდა შეწყდეს და მოხდეს პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება. შემოთავაზებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას თუ გადაყლაპვა მოხდა ცოტა ხნით ადრე და დადგენილი პროცედურებით დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების დისბალანსის, ღვიძლისმიერი კომის და ჰიპოტენზიის კორექციას.

ლოზარტანი

არსებობს შეზღუდული მონაცემები ადამიანში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები არის ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია. სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს დამხმარე მკურნალობა.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჰიდროქლორთიაზიდი

დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები არის ისინი, რომლებიც აღინიშნება ჭარბი დიურეზის გამო ელექტროლიტების შემცირების (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციის შედეგად. დიგიტალისის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები.

ჰემოდიალიზის საშუალებით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ლორისტა H 100

100 მგ/12.5 მგ

ლაქტოზა

  • 98 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხილეთ პუნქტი 6.1.

შენახვის პირობები

5 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

კონტეინერის სახე და შიგთავსი

ბლისტერული შეფუთვა: 28 ან 56 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი (14 ტაბლეტის შემცველი 2 ან 4 ბლისტერული შეფუთვა), კოლოფში.

ბლისტერული შეფუთვა: 30 ან 60 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი (10 ტაბლეტის შემცველი 3 ან 6 ბლისტერული შეფუთვა), კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ-კოდი: C09DA01.

ლოზარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი

ნაჩვენებია, რომ ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის კომპონენტებს აქვთ ადიტიური ეფექტი არტერიული წნევის შემცირებაზე, არტერიულ წნევას ამცირებს უფრო მეტი ხარისხით ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი ორივე კომპონენტის ერთმანეთის დამატებითი მოქმედების შედეგია. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდი მისი შარდმდენი ეფექტის შედეგად ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების გზით შეუძლია შარდმდენთან დაკავშირებული კალიუმის დაკარგვის შემსუბუქება.

ნაჩვენებია, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს შარდმჟავას ზომიერ მომატებას. ლოზარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ამცირებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთი წლის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდებოდა უწყვეტი თერაპიით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას გულის შეკუმშვათა სიხშირეზე. კლინიკურ კვლევებში, 50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდით თერაპიის 12 კვირის შემდეგ, საწყისი მჯდომარე დიასტოლური წნევა შემცირდა საშუალოდ 13,2 მმ.ვწყ.სვ-მდე.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებში და ქალებში, შავკანიანეში და არაშავკანიანებში, ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმული ასაკის (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ჰიპერტენზიის ყველა ხარისხის დროს.

ლოზარტანი

ლოზარტანი არის სინთეზურად წარმოებული ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების (AT1 ტიპის) პერორალური ანტაგონისტი. ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი ანგიოტენზინ II, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება მრავალ ქსოვილში (მაგ. სისხლძარღვების გლუვი კუნთი, თირკმელზედა ჯირკვალი, თირკმელები და გული) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამონთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.

ლოზარტანი სელექციურად ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი - E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი სინთეზის წყაროს ან გზის მიუხედავად.

ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა რეგულირებაში. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც შლის ბრადიკინინს. შესაბამისად, არ ხდება ბრადიკინინით განპირობებული გვერდითი ეფექტების მატება.

ლოზარტანის მიღების დროს, რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკურეაქციის მოშორება იწვევს პლაზმაში რენინის აქტივობის (პრა) ზრდას. პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდა იწვევს ანგიოტენზინ II–ის მატებას პლაზმაში. ამ მატების მიუხედავად, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის სუპრესია ნარჩუნდება, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პლაზმაში რენინის აქტივობა და ანგიოტენზინ II-ის მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში უბრუნდება საწყის მნიშვნელობებს.

ისევე როგორც ლოზარტანს, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია უფრო მაღალი აფინურობა AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოზარტანი, წონაზე გადაანგარიშებით.

კვლევაში, რომელიც სპეციალურად ჩატარდა ხველების სიხშირის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობნდენ ლოზარტანით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობნდენ აგფ ინჰიბიტორებით, პაციენტების მიერ შეტყობინებული ხველების სიხშირე, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს იყო ერთმანეთის მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ 16 ორმაგ ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზში, პაციენტების სპონტანურ შეტყობინებებში აღნიშნული ხველების სიხშირე, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, იმ სიხშირის მსგავსი იყო (3.1%), რაც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლორთიაზიდით (4.1%), მაშინ, როდესაც აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს სიხშირემ 8.8% შეადგინა.

შაქრიანი დიაბეტის გარეშე პროტეინურიის მქონე ჰიპერტონიულ პაციენტებში, ლოზარტანის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ ექსკრეციას. ლოზარტანი ინარჩუნებს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას შემცირებას (ჩვეულებრივ, <0.4 მგ/დლ), რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.

ლოზარტანი არ მოქმედებს ვეგეტატურ რეფლექსებზე და არ ახდენს მდგრად გავლენას პლაზმაში ნორეპინეფრინზე.

მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლოზარტანის 25 მგ და 50 მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, რომლებიც ხასიათდება გულის ინდექსის ზრდით და ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევის, სისტემური სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის, საშუალო სისტემური არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით და შესაბამისად, ალდოსტერონის და ნორეპინეფრინის მოცირკულირე დონის შემცირებით.

გულის უკმარისობის მქონე ამ პაციენტებში ჰიპოტენზიის განვითარება დამოკიდებული იყო დოზაზე.

ჰიპერტენზიის კვლევები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის დღეში-ერთხელ მიღებამ გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის გაზომვამ დოზიდან 24 საათის შემდეგ, დოზიდან 5-6 საათის შემდეგ გაზომვასთან შედარებით აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; მოხდა ბუნებრივი დღიური რიტმის შენარჩუნება. დოზირების ინტერვალის ბოლოს, არტერიული წნევის შემცირება იყო იმ ეფექტის დაახლოებით 70-80%, რაც აღინიშნა დოზირებიდან 5-6 საათის შემდეგ.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში ლოზარტანის შეწყვეტამ არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (სიმპტომების განმეორება). არტერიული წნევის გამოხატული შემცირების მიუხედავად, ლოზარტანს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.

ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმული ასაკის ჰიპერტენზიულ პაციენტებში.

კვლევა-The Losartan Intervention for Endpoint reduction in hypertension (LIFE), იყო რანდომიზებული, სამმაგი-ბრმა, აქტიურად კონტროლირებული კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 55-დან 80 წლამდე ასაკის 9193 პაციენტში, რომელთაც ეკგ-ით დადასტურებული ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ დღეში ერთხელ 50 მგ ლოზარტანს ან დღეში ერთხელ 50 მგ ატენოლოლს. თუ ვერ მიიღწეოდა სამიზნე არტერიული წნევა (<140/90 მმ ვწყ. სვ.), პირველად ხდებოდა ჰიდროქლორთიაზიდის (12,5 მგ) დამატება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად ხდებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატება, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან ბეტა-ბლოკატორების გარდა.

დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.8 წელი.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომება გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორ ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთიდაიგივე დონემდე. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის 13.0%-ით შემცირება (p = 0,021, 95%-იანი ნდობის ინტერვალი 0,77-0,98) იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც მიაღწიეს კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო ინსულტის შემთხვევის შემცირებასთან. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ ინსულტის რისკი 25%-ით შეამცირა (p = 0.001, 95%-იანი ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

ორმა მაშტაბურმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება.

ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადება ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლდა საბოლოო ორგანოების დაზიანების მტკიცებულება. VA NEPHRON-D იყო კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ამ კვლევებმა არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თირკმლისმიერ და/ან გულ-სისხლძარღვოვან შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით, აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.

შესაბამისად, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება.

ALTITUDE ("Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints") იყო კვლევა, რომლის მიზანი იყო მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივეს ერთად მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების სარგებლის შემოწმება. კვლევა ნაადრევად შეწყდა საზიანო შედეგების მომატებული რისკის გამო. ორივე, გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული არასასურველი გამოვლინებები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. თიაზიდური შარდმდენების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. თიაზიდები გავლენას ახდენენ თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმის და ქლორიდის ექკრეციას, დაახლოებით თანაბარი ხარისხით. ჰიდროქლორთიაზიდის შარდმდენი მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას და აძლიერებს ალდოსტერონის სეკრეციას, რასაც მოყვება შარდში კალიუმის კონცენტრაციის მატება და ბიკარბონატების დაკარგვა და შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება. რენინის ალდოსტერონთან კავშირი ხდება ანგიოტენზინ II-ის საშუალებით და ამიტომ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს თიაზიდური შარდმდენებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის აღმოფხვრას.

პერორალურად გამოყენების შემდეგ, დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, პიკს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება დაახლოებით 6-დან 12 საათამდე. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ლოზარტანი

პერორალური მიღების შემდეგ, ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს კარბოქსილის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის და სხვა არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%-ს შეადგენს. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაციები მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათში და 3-4 საათში. როდესაც ლოზარტანის მიღება ხდებოდა სტანდარტიზებული საკვების მიღებასთან ერთად, პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნებოდა.

განაწილება

ლოზარტანი

ისევე, როგორც ლოზარტანის, მისი აქტიური მეტაბოლიტის ≥99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრს შეადგენს. ვირთაგვებში კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანი ცუდად ან საერთოდ არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლოზარტანი

ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალურად და ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პლაზმაში მოცირკულირე რადიოაქტიურობა ძირითადად განპირობებულია ლოზარტანით და მისი აქტიური მეტაბოლიტით. შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში აღინიშნებოდა ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად.

აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუთილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირების გზით და არაძირითადი მეტაბოლიტი - N-2 ტეტრაზოლგლუკურონიდი.

გამოყოფა

ლოზარტანი

ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 600 მლ/წთ და 50 მლ/წთ. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 74 მლ/წთ და 26 მლ/წთ. ლოზარტანის პერორალურად მიღების დროს, დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა აქტიური მეტაბოლიტის სახით შარდში. კალიუმის ლოზარტანის 200 მგ-მდე პერორალური დოზების დროს, ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა არის ხაზოვანი.

პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მცირდება პოლიექსპონენციალურად, შესაბამისად, დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით. 100 მგ დოზის დღეში ერთხელ გამოყენებისას, არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვანი ხარისხით არ გროვდება პლაზმაში.

როგორც ნაღვლის, ასევე შარდის მეშვეობით გამოყოფა ხელს უწყობს ლოზარტანის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური ან ინტრავენური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღდგება მოზრდილი ადამიანის შარდში და 58% განავალში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმაში დონეზე დაკვირვების დროს, დაფიქსირდა, რომ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იცვლებოდა 5.6-დან 14.8 საათამდე. პერორალური დოზის არანაკლებ 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

მახასიათებლები პაციენტებში

ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტების პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია და ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა მამრობითი სქესის პაციენტების იგივე მაჩვენებლებისაგან.

ლოზარტანი

მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოხალისეებში.

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC არ განსხვავდება იაპონელ და არაიაპონელ ჯანმრთელ მამაკაც სუბიექტებში. თუმცა, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის (E-3174) AUC, როგორც ჩანს, განსხვავდება ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში ზემოქმედება დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია ვიდრე არაიაპონელ სუბიექტებში. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ლორისტა® H 100, 100 მგ/12.5 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ლორისტა H 100

100 მგ/12.5 მგ

ლაქტოზა

  • 98 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხილეთ პუნქტი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი.

ლორისტა H 100, 100 მგ/12.5 მგ: თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ ნაჩვენებია ესენციალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით.

დოზირება და მიღების წესი

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

პრეპარატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ჰიპერტენზია

ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით.

რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტებით (ლოზარტანით და ჰიდროქლორთიაზიდით) დოზის ტიტრირება. როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შესაძლებელია განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება.

ლორისტა H-ის ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლორისტა H 50 მგ/12.5 მგ (50მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ რეაგირებენ ლორისტა H 50 მგ/12.5 მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს ერთ ტაბლეტ ლორისტა HD 100 მგ/25 მგ-მდე (100 მგ ლოზარტანი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის ერთი ტაბლეტი ლორისტა HD 100 მგ/25 მგ დღეში ერთხელ. ზოგადად, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამ-ოთხ კვირაში.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ (100 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) ხელმისაწვდომია იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც მოხდა 100 მგ ლორისტამდე ტიტრაცია და რომლებიც საჭიროებენ არტერიული წნევის დამატებით კონტროლს.

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში

არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექტირება თირკმელების ფუნქციის ზომიერი (ე.ი. 30-50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი) დარღვევის მქონე პაციენტებში. ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტრებისათვის. ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ე.ი. <30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი) (იხ. პუნქტი 4.3).

გამოყენება ინტრავასკულარული მოცულობის შემცირების მქონე პაციენტებში

ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მოხდეს ინტრავასკულარული მოცულობის და ნატრიუმის შემცირების კორექტირება.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).

გამოიყენება ხანდაზმულებში

ჩვეულებრივ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (<18 წლის)

არ არსებობს გამოცდილება ბავშვებში და მოზარდებში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება ბავშვებში და მოზარდებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ლოზარტანის, სულფონამიდისაგან მიღებული ნივთიერებების (როგორიც არის ჰიდროქლორთიაზიდი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

ორსულობა (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6)

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (ე.ი. <30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი)

ანურია

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;

თერაპიის მიმართ რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია

რეფრაქტორული ჰიპონატრიემია

სიმპტომური ჰიპერურიკემია/პოდაგრა

ლორისტა H-ის ერთდროულად გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (<60 მლ/წთ/1.73 მ2 გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ლოზარტანი

ანგიოშეშუპება

უნდა მოხდეს ანამნეზში ანგიოშეშუპების (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.8).

ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

შარდმდენების მაღალი დოზებით თერაპიის, რაციონში მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო მოცულობის და/ან ნატრიუმის შემცირების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ. ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღებამდე უნდა მოხდეს ასეთი მდგომარეობების კორექცია (იხ. პუნქტები 4.2. და 4.3.).

ელექტროლიტების დისბალანსი

ელექტროლიტების დისბალანსი ხშირია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე და ეს უნდა აღმოიფხვრას. შესაბამისად, უნდა მოხდეს პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების საგულდაგულო მონიტორინგი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და 30-დან 50 მლ/წთ-მდე კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში.

არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი შარდმდენების, კალიუმის დანამატების და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენება ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ციროზის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად მომატებულ ლოზარტანის პლაზმურ კონცენტრაციას აჩვენებენ, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

არ არსებობს ლოზარტანის თერაპიული გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. შესამაბისად, ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

დაფიქსირებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (კერძოდ, პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, როგორებიც არიან გულის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების უკვე არსებული დისფუნქცის მქონე პირები).

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა სისხლის შარდოვანას და შრატის კრეატინინის მატება; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტისთანავე. ლოზარტანის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში.

თირკმლის გადანერგვა

ცოტა ხნით ადრე გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

ზოგადად, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მეონე პაციენტები არ რეაგირებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების საშუალებით მოქმედ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე. შესაბამისად, ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება

როგორც ნებისმიერი სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმელების ფუქციის დარღვევით ან მის გარეშე - ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების (ხშირად მწვავე) ფუნქციის დარღვევის რისკი.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატორების შემთხვევაში, აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზის ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

ეთნიკური განსხვავებები

ისევე, როგორც აღინიშნა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებისთვის, როგორც ჩანს, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები ნაკლებად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად შავკანიან ადამიანებში, ვიდრე არაშავკანიანებში, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შავკანიან ჰიპერტენზიულ პოპულაციაში იმ მდგომარეობების ფართო გავრცელებას, რომლებსაც ახასიათებს რენინის დაბალი დონე.

ორსულობა

ორსულობის დროს არ უნდა მოხდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით (AIIRAs) მკურნალობის დაწყება. თუ AIIRAs თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლად, პაციენტებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, თერაპია რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომელსაც აქვს ორსულობის დროს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დიაგნოზირების დროს, AIIRAs მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

არსებობს მტკიცებულებები, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია ითვლება აბსოლუტურად აუცილებლად, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა დაექვემდებაროს თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირ, სათანადო მონიტორინგს. არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის ბალანსის დარღვევა

როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსის კლინიკურ ნიშნებზე, როგორებიც არის მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რაც შეიძლება განვითარდეს ინტერკურენტული დიარეის ან ღებინების დროს. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, პლაზმაში ელექტროლიტების განსაზღვრა. პაციენტებში, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განვითარდეს დილუციური ჰიპონატრიემია.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები

თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ტოლერანტობა. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის დოზის კორექცია, (იხ. პუნქტი 4.5). თიაზიდებით თერაპიის დროს შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.

თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ შარდში კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ პლაზმაში კალციუმის მცირედი პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს დაფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათიროიდული ფუნქციის გამოკვლევამდე.

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით თერაპიასთან.

თიაზიდებით თერაპიამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის და/ან პოდაგრის პროვოცირება. რადგან ლოზარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოზარტანის ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაციაში გამოყენება ამსუბუქებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თიაზიდების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ხოლო წყლის და ელექტროლიტების ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება იყოს ღვიძლისმიერი კომის განვითარების წინაპირობა. ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისათვის (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

არამელანომური კანის კიბო

დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის თანახმად, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში გამოვლინდა არამელანომური კანის კიბოს მომატებული რისკი [ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] ჰიდროქლორთიაზიდის კუმულატიური დოზის გაზრდისას. ჰიდროქლორთიაზიდის ფოტოსინთეზური მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს არამელანომური კანის კიბოს შესაძლო მექანიზმი.

ჰიდროქლორთიაზიდის მიმღები პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები არამელანომური კანის კიბოს რისკის შესახებ და რეგულარულად უნდა შეიმოწმონ კანი ყოველი ახალი დაზიანების დროს და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო კანის დაზიანების შემთხვევაში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა შესაძლო პრევენციის ზომების შესახებ, როგორიცაა დაცვა მზისგან ან ულტრაიისფერი სხივებისგან რათა მაქსიმალურად შემცირდეს კანის კიბოს რისკი. კანის საეჭვო დაზიანება დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ბიოფსიით და ჰისტოლოგიური კვლევით. ჰიდროქლორთიაზიდის მიღება ასევე, არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ არამელანომური კანის კიბო (იხ. ასევე, პარაგრაფი 4.8).

სხვა

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდებს და ანამზენზი აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. თიაზიდების გამოყენების დროს დაფიქსირდა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივაცია.

დამხმარე ნივთიერება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლოზარტანი

იყო შეტყობინებები, რომ რიფამპიცინი და ფლუკონაზოლი ამცირებენ აქტიური მეტაბოლიტის დონეს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ არის შეფასებული.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც ბლოკავენ ანგიოტენზინ II-ს ან მის ეფექტებს, კალიუმის დამზოგველი შარდმდენების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. ერთდროულად მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, შეიძლება შემცირდეს ლითიუმის გამოყოფა. შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად ლითიუმის მარილების მიღების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შრატში ლითიუმის დონის საგულდაგულო მონიტორნიგი.

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ე.ი. ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ერთად მიღების დროს, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან შარდმდენების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის და შრატში კალიუმის მატების რისკის ზრდა, განსაკუთრებით თირკმელების უკვე არსებული დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კომბინაციის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად თერაპიის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება გვერდითი მოვლენების მომატებულ სიხშრესთან, როგორებიც არის ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა ნივთიერებები არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი. ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებს ძირითადი ან გვერდით ეფექტის სახით, შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

ჰიდროქლორთიაზიდი

ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი პრეპარატები:

ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები

შეიძლება მოხდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის გაძლიერება.

ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალური საშუალებები და ინსულინი)

თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის ტოლერანტობაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია. მეტფორმინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული ლაქტაციდოზის რისკის გამო.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ადიტიური ეფექტი.

ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ფისები

ანიონური გაცვლითი ფისების არსებობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა ირღვევა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ფისების ერთჯერადი დოზები ბოჭავს ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად, 85% და 43%-ით.

კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი

ელექტროლიტების გაძლიერებული შემცირება, კერძოდ ჰიპოკალიემია.

პრესორული ამინები (მაგ., ადრენალინი)

შესაძლებელია შემცირებული რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არ არის საკმარისი მათი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებელი საშუალებები(მაგ., ტუბოკურარინი)

შესაძლებელია მომატებული რეაგირება კუნთების რელაქსანტის მიმართ.

ლითიუმი

შარდმდენი საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ამატებენ ლითიუმის ტოქსიკურობის მაღალ რისკს; ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი) შეიძლება აუცილებელი გახდეს ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება, რადგან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას კონცენტრაცია. შეიძლება აუცილებელი გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის მომატება. თიაზიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი)

თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის მოტორიკის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.

ციტოტოქსიკური საშუალებები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)

თიაზიდებმა შეიძლება შეამციროს ციტოტოქსიური სამკურნალო საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

სალიცილატები

სალიცილატების მაღალი დოზების შემთხვევაში, ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეთილდოპა

არსებობს ცალკეული ცნობები ჰემოლიზური ანემიის შესახებ, რომლებიც ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის და მეთილდოპას ერთდროულად გამოყენებისას.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინთან ერთად მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის ტიპის გართულებების რისკი.

ფუტკარას გლიკოზიდები

თიაზიდით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს დიგიტალისით გამოწვეული გულის არითმიების განვითარებას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებზეც გავლენას ახდენს პლაზმაში კალიუმის ცვლილებები

რეკომენდებულია შრატში კალიუმის და ეკგ-ს პერიოდული მონიტორინგი ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დროს ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის ცვლილებები (მაგ., ფუქტკარას გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და torsades de pointes-ის (პარკუჭოვან ტაქიკარდიის) გამომწვევ შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთ ანტიარითმიულ საშუალებასთან) ერთად, ჰიპოკალემია არის torsades de pointes-ის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განმაპირობებელი ფაქტორი:

Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).

III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ., თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).

სხვა საშუალებები (მაგ., ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი.ვ. ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი.ვ. ვინკამინი).

კალციუმის მარილები

თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე, შემცირებული გამოყოფის გამო. თუ კალციუმის დამატებები უნდა დაინიშნოს, აუცილებელია შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და შესაბამისად კალციუმის დოზის კორექცია.

გავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე

კალციუმის მეტაბოლიზმზე ეფექტების გამო, თიაზიდებმა შეიძლება ხელი შეუშალონ პარათიროიდული ფუნქციის ტესტებს (იხ. პუნქტი 4.4).

კარბამაზეპინი

სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკი. საჭიროა კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.

იოდის კონტრასტული საშუალებები

შარდმდენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზების დროს. იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა მოხდეს პაციენტების რეჰიდრატაცია.

ამფოტერიცინი B (პარენტერალური), კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა)

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს ელექტროლიტების დისბალანსი, კერძოდ ჰიპოკალიემია.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არის რეკომენდებული ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი 4.4). ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შედეგად ტერატოგენურობის რისკის შესახებ არ არის საბოლოო; თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს რისკის მცირე ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (აIIრა) რისკის შესახებ, ამ კლასის პრეპარატებისთვის შეიძლება არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლად, პაციენტებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, თერაპია რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომელსაც აქვს ორსულობის დროს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დიაგნოზირების დროს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.

ცნობილია, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოსი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) (იხ. პუნქტი 5.3).

ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ზემოქმედების შემთხვევაში, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და თავის ქალის ულტრაბგერითი შემოწმება.

უნდა მოხდეს ჰიპოტენზიაზე იმ ახალშობილების სათანადოდ გამოკვლევა, რომელთა დედები იღებდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

ჰიდროქლორთიაზიდი

არსებობს ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს. ცხოველებზე კვლევები საკმარისი არ არის.

ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმის საფუძველზე, მისმა გამოყენებამ მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება საფრთხის ქვეშ დაყენოს ფეტო-პლაცენტალური პერფუზია და გამოიწვიოს ემბრიონული და ნეონატალური ეფექტები, როგორიც არის იქტერუსი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის დროს, პლაზმური მოცულობის შემცირების და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკის გამო, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო გავლენის გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულ ქალებში ესენციალური ჰიპერტენზიის დროს, იმ იშვიათი სიტუაციების გარდა, როდესაც სხვა ალტერნატიული მკურნალობის გამოყენება არ შეიძლება.

ლაქტაცია

რადგან ძუძუთი კვების პერიოდში ლორისტა H 100 მგ/12,5 მგ-ის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ლორისტა H 100 მგ/12,5 მგ რეკომენდებული არ არის და უმჯობესია ძუძუთი კვების დროს დადგენილი უკეთესი უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიული მკურნალობა, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ჩვილის კვებისას.

ჰიდროქლორთიაზიდი:

ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდების მაღალმა დოზებმა, რასაც ინტენსიური დიურეზის გამოწვევა შეუძლია, შეიძლება დათრგუნოს რძის პროდუქცია. არ არის რეკომენდებული ლორისტა H-ის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების დროს ლორისტა H-ის გამოყენების შემთხვევაში, დოზები უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი.

ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე ეფექტების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების დროს უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის პერიოდში დროდადრო შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, კერძოდ, მკურნალობის დაწყების ან დოზის გაზრდის დროს.

გვერდითი ეფექტები

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის შესაბამისად:

ძალიან ხშირი: ≥1/10

ხშირი: ≥1/100 დან <1/10-მდე

არახშირი: ≥1/1,000-დან ≤1/100-მდე

იშვიათი: ≥1/10,000-დან ≤1/1,000-მდე

ძალიან იშვიათი: ≤1/10,000

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია

კალიუმის ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კლინიკურ კვლევებში, არ აღინიშნა ისეთი გვერდითი ეფექტები, რაც დამახასიათებელი იყო ნივთიერებების ამ კომბინაციისთვის. გვერდითი ეფექტები შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებით, რომლებიც ადრე დაფიქსირებული იყო კალიუმის ლოზარტანის და/ან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების დროს.

ესენციალური ჰიპერტენზიის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ნივთიერებასთან დაკავშირებული და პლაცებოზე უფრო ხშირად შეტყობინებული ერთადერთი გვერდითი ეფექტი იყო თავბრუსხვევა, რომელიც აღენიშნა იმ პაციენტების 1% ან უფრო მეტს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით და ჰიდროქლორთიაზიდით.

ამ ეფექტების გარდა, პროდუქტის ბაზარზე გაშვების შემდეგ, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ჰეპატიტი

იშვიათი

კვლევები

ჰიპერკალიემია, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება

იშვიათი

დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტის დროს და შეიძლება იყოს პოტენციური ეფექტები კალიუმის ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის შეთხვევაში, შემდეგია:

ლოზარტანი

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ექიმოზი, ჰემოლიზი

არახშირი

თრომბოციტოპენია

უცნობი

გულის დარღვევები

ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II ხარისხის AV ბლოკადა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაციები, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია)

არახშირი

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ვერტიგო, ტინიტუსი

არახშირი

თვალის დარღვევები

ბუნდოვანი მხედველობა, წვა/ჩხვლეტა თვალში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის შემცირება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია

ხშირი

ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზბობა

არახშირი

პანკრეატიტი

უცნობი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ასთენია, დაღლილობა, გულმკერდის ტკივილი

ხშირი

სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება

არახშირი

გრიპის მსგავსი სიმპტომები, შეუძლოდ ყოფნა

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოშეშუპება, მათ შორის ხორხის და ხმის ნაპრალის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ამ პაციენტში, ანგიოშეშუპება უკვე დაფიქსირებული იყო წარსულში სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით; ჭინჭრის ციება

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების

დარღვევები

ანორექსია, პოდაგრა

არახშირი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების კრუნჩხვა, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია

ხშირი

მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მხრის ტკივილი, რიგიდობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე

არახშირი

რაბდომიოლიზი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხშირი

ნევროზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე

არახშირი

დისგევზია

უცნობი

ფსიქიკური აშლილობები

უძილობა

ხშირი

შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, დაბნეულობა, დეპრესია, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება

არახშირი

თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა

ხშირი

ნოქტურია, შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექცია

არახშირი

რეპროდუქციული სისტემის და

მკერდის დარღვევები

ლიბიდოს დაქვეითება,

ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია

არახშირი

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის შეგუბება, სინუსიტი, სინუსის დარღვევა

ხშირი

ხახის დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების შეგუბება

არახშირი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, ჰიპერემია, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა

არახშირი

სისხლძარღვების დარღვევები

ვასკულიტი

არახშირი

დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები

უცნობი

კვლევები

ჰიპერკალიემია, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის მსუბუქი შემცირება, ჰიპოგლიკემია

ხშირი

შარდოვანას და კრეატინინის დონის მსუბუქი მომატება შრატში

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის მომატება

ძალიან იშვიათი

ჰიპონატრიემია

უცნობი

ჰიდროქლორთიაზიდი

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

სიხშირე

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია

არახშირი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური რეაქცია

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია

არახშირი

ფსიქიკური აშლილობები

უძილობა

არახშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

ცეფალალგია

ხშირი

თვალის დარღვევები

გარდამავალი ბუნდოვანი ხედვა,

ქსანტოფსია

არახშირი

სისხლძარღვების დარღვევები

მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

არახშირი

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

რესპირატორული დისტრესი, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვის შეშუპება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა

არახშირი

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

იქტერუსი (ღვიძლშიდა ქოლესტატი), პანკრეატიტი

არახშირი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არახშირი

კანის წითელი მგლურა

უცნობი

ჩონჩხ-კუნთოვანი

და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების კრუნჩხვები

არახშირი

თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

არახშირი

ზოგადი დარღვევები და

და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ცხელება, თავბრუსხვევა

არახშირი

დოზის გადაჭარბება

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. მკურნალობა არის სიმპტომური და დამხმარე. ლორისტა H 100 მგ/12.5-ით თერაპია უნდა შეწყდეს და მოხდეს პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება. შემოთავაზებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას თუ გადაყლაპვა მოხდა ცოტა ხნით ადრე და დადგენილი პროცედურებით დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების დისბალანსის, ღვიძლისმიერი კომის და ჰიპოტენზიის კორექციას.

ლოზარტანი

არსებობს შეზღუდული მონაცემები ადამიანში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები არის ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია. სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს დამხმარე მკურნალობა.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.

ჰიდროქლორთიაზიდი

დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები არის ისინი, რომლებიც აღინიშნება ჭარბი დიურეზის გამო ელექტროლიტების შემცირების (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციის შედეგად. დიგიტალისის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები.

ჰემოდიალიზის საშუალებით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ-კოდი: C09DA01.

ლოზარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი

ნაჩვენებია, რომ ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის კომპონენტებს აქვთ ადიტიური ეფექტი არტერიული წნევის შემცირებაზე, არტერიულ წნევას ამცირებს უფრო მეტი ხარისხით ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი ორივე კომპონენტის ერთმანეთის დამატებითი მოქმედების შედეგია. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდი მისი შარდმდენი ეფექტის შედეგად ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების გზით შეუძლია შარდმდენთან დაკავშირებული კალიუმის დაკარგვის შემსუბუქება.

ნაჩვენებია, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს შარდმჟავას ზომიერ მომატებას. ლოზარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ამცირებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთი წლის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდებოდა უწყვეტი თერაპიით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ-ის მიღება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას გულის შეკუმშვათა სიხშირეზე. კლინიკურ კვლევებში, 50 მგ ლოზარტანი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდით თერაპიის 12 კვირის შემდეგ, საწყისი მჯდომარე დიასტოლური წნევა შემცირდა საშუალოდ 13,2 მმ.ვწყ.სვ-მდე.

ლორისტა H 100 მგ/12.5 მგ ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებში და ქალებში, შავკანიანეში და არაშავკანიანებში, ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმული ასაკის (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ჰიპერტენზიის ყველა ხარისხის დროს.

ლოზარტანი

ლოზარტანი არის სინთეზურად წარმოებული ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების (AT1 ტიპის) პერორალური ანტაგონისტი. ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი ანგიოტენზინ II, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება მრავალ ქსოვილში (მაგ. სისხლძარღვების გლუვი კუნთი, თირკმელზედა ჯირკვალი, თირკმელები და გული) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამონთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.

ლოზარტანი სელექციურად ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი - E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი სინთეზის წყაროს ან გზის მიუხედავად.

ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა რეგულირებაში. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც შლის ბრადიკინინს. შესაბამისად, არ ხდება ბრადიკინინით განპირობებული გვერდითი ეფექტების მატება.

ლოზარტანის მიღების დროს, რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკურეაქციის მოშორება იწვევს პლაზმაში რენინის აქტივობის (პრა) ზრდას. პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდა იწვევს ანგიოტენზინ II–ის მატებას პლაზმაში. ამ მატების მიუხედავად, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის სუპრესია ნარჩუნდება, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პლაზმაში რენინის აქტივობა და ანგიოტენზინ II-ის მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში უბრუნდება საწყის მნიშვნელობებს.

ისევე როგორც ლოზარტანს, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია უფრო მაღალი აფინურობა AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოზარტანი, წონაზე გადაანგარიშებით.

კვლევაში, რომელიც სპეციალურად ჩატარდა ხველების სიხშირის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობნდენ ლოზარტანით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობნდენ აგფ ინჰიბიტორებით, პაციენტების მიერ შეტყობინებული ხველების სიხშირე, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს იყო ერთმანეთის მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ 16 ორმაგ ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზში, პაციენტების სპონტანურ შეტყობინებებში აღნიშნული ხველების სიხშირე, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, იმ სიხშირის მსგავსი იყო (3.1%), რაც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლორთიაზიდით (4.1%), მაშინ, როდესაც აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს სიხშირემ 8.8% შეადგინა.

შაქრიანი დიაბეტის გარეშე პროტეინურიის მქონე ჰიპერტონიულ პაციენტებში, ლოზარტანის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ ექსკრეციას. ლოზარტანი ინარჩუნებს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას შემცირებას (ჩვეულებრივ, <0.4 მგ/დლ), რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.

ლოზარტანი არ მოქმედებს ვეგეტატურ რეფლექსებზე და არ ახდენს მდგრად გავლენას პლაზმაში ნორეპინეფრინზე.

მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლოზარტანის 25 მგ და 50 მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, რომლებიც ხასიათდება გულის ინდექსის ზრდით და ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევის, სისტემური სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის, საშუალო სისტემური არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით და შესაბამისად, ალდოსტერონის და ნორეპინეფრინის მოცირკულირე დონის შემცირებით.

გულის უკმარისობის მქონე ამ პაციენტებში ჰიპოტენზიის განვითარება დამოკიდებული იყო დოზაზე.

ჰიპერტენზიის კვლევები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის დღეში-ერთხელ მიღებამ გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის გაზომვამ დოზიდან 24 საათის შემდეგ, დოზიდან 5-6 საათის შემდეგ გაზომვასთან შედარებით აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; მოხდა ბუნებრივი დღიური რიტმის შენარჩუნება. დოზირების ინტერვალის ბოლოს, არტერიული წნევის შემცირება იყო იმ ეფექტის დაახლოებით 70-80%, რაც აღინიშნა დოზირებიდან 5-6 საათის შემდეგ.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში ლოზარტანის შეწყვეტამ არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (სიმპტომების განმეორება). არტერიული წნევის გამოხატული შემცირების მიუხედავად, ლოზარტანს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.

ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმული ასაკის ჰიპერტენზიულ პაციენტებში.

კვლევა-The Losartan Intervention for Endpoint reduction in hypertension (LIFE), იყო რანდომიზებული, სამმაგი-ბრმა, აქტიურად კონტროლირებული კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 55-დან 80 წლამდე ასაკის 9193 პაციენტში, რომელთაც ეკგ-ით დადასტურებული ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ დღეში ერთხელ 50 მგ ლოზარტანს ან დღეში ერთხელ 50 მგ ატენოლოლს. თუ ვერ მიიღწეოდა სამიზნე არტერიული წნევა (<140/90 მმ ვწყ. სვ.), პირველად ხდებოდა ჰიდროქლორთიაზიდის (12,5 მგ) დამატება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად ხდებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატება, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან ბეტა-ბლოკატორების გარდა.

დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.8 წელი.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომება გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორ ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთიდაიგივე დონემდე. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის 13.0%-ით შემცირება (p = 0,021, 95%-იანი ნდობის ინტერვალი 0,77-0,98) იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც მიაღწიეს კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო ინსულტის შემთხვევის შემცირებასთან. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ ინსულტის რისკი 25%-ით შეამცირა (p = 0.001, 95%-იანი ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

ორმა მაშტაბურმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება.

ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადება ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლდა საბოლოო ორგანოების დაზიანების მტკიცებულება. VA NEPHRON-D იყო კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ამ კვლევებმა არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თირკმლისმიერ და/ან გულ-სისხლძარღვოვან შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით, აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.

შესაბამისად, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება.

ALTITUDE ("Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints") იყო კვლევა, რომლის მიზანი იყო მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივეს ერთად მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების სარგებლის შემოწმება. კვლევა ნაადრევად შეწყდა საზიანო შედეგების მომატებული რისკის გამო. ორივე, გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული არასასურველი გამოვლინებები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. თიაზიდური შარდმდენების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. თიაზიდები გავლენას ახდენენ თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმის და ქლორიდის ექკრეციას, დაახლოებით თანაბარი ხარისხით. ჰიდროქლორთიაზიდის შარდმდენი მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას და აძლიერებს ალდოსტერონის სეკრეციას, რასაც მოყვება შარდში კალიუმის კონცენტრაციის მატება და ბიკარბონატების დაკარგვა და შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება. რენინის ალდოსტერონთან კავშირი ხდება ანგიოტენზინ II-ის საშუალებით და ამიტომ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს თიაზიდური შარდმდენებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის აღმოფხვრას.

პერორალურად გამოყენების შემდეგ, დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, პიკს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება დაახლოებით 6-დან 12 საათამდე. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ლოზარტანი

პერორალური მიღების შემდეგ, ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს კარბოქსილის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის და სხვა არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%-ს შეადგენს. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაციები მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათში და 3-4 საათში. როდესაც ლოზარტანის მიღება ხდებოდა სტანდარტიზებული საკვების მიღებასთან ერთად, პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნებოდა.

განაწილება

ლოზარტანი

ისევე, როგორც ლოზარტანის, მისი აქტიური მეტაბოლიტის ≥99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრს შეადგენს. ვირთაგვებში კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანი ცუდად ან საერთოდ არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლოზარტანი

ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალურად და ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პლაზმაში მოცირკულირე რადიოაქტიურობა ძირითადად განპირობებულია ლოზარტანით და მისი აქტიური მეტაბოლიტით. შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში აღინიშნებოდა ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად.

აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუთილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირების გზით და არაძირითადი მეტაბოლიტი - N-2 ტეტრაზოლგლუკურონიდი.

გამოყოფა

ლოზარტანი

ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 600 მლ/წთ და 50 მლ/წთ. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 74 მლ/წთ და 26 მლ/წთ. ლოზარტანის პერორალურად მიღების დროს, დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა აქტიური მეტაბოლიტის სახით შარდში. კალიუმის ლოზარტანის 200 მგ-მდე პერორალური დოზების დროს, ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა არის ხაზოვანი.

პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მცირდება პოლიექსპონენციალურად, შესაბამისად, დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით. 100 მგ დოზის დღეში ერთხელ გამოყენებისას, არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვანი ხარისხით არ გროვდება პლაზმაში.

როგორც ნაღვლის, ასევე შარდის მეშვეობით გამოყოფა ხელს უწყობს ლოზარტანის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური ან ინტრავენური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღდგება მოზრდილი ადამიანის შარდში და 58% განავალში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმაში დონეზე დაკვირვების დროს, დაფიქსირდა, რომ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იცვლებოდა 5.6-დან 14.8 საათამდე. პერორალური დოზის არანაკლებ 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

მახასიათებლები პაციენტებში

ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტების პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია და ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა მამრობითი სქესის პაციენტების იგივე მაჩვენებლებისაგან.

ლოზარტანი

მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოხალისეებში.

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC არ განსხვავდება იაპონელ და არაიაპონელ ჯანმრთელ მამაკაც სუბიექტებში. თუმცა, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის (E-3174) AUC, როგორც ჩანს, განსხვავდება ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში ზემოქმედება დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია ვიდრე არაიაპონელ სუბიექტებში. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის კონვენციური კვლევების საფუძველზე, პრეკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს. ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ექვს თვემდე ხანგრძლივობის ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში, ვირთაგვებში და ძაღლებში პერორალურად შეყვანის შემდეგ. ამ კვლევებში კომბინაციით დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად განპირობებული იყო კომპონენტ ლოზარტანით. ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის შეყვანამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების შემცირება (ერითროციტების, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის), შრატში შარდოვანა-N-ის მომატება, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და კუჭ-ნაწლავის მხრივ ცვლილებები (ლორწოვანი გარსის დაზიანებები, წყლულები, ეროზიები, ჰემორაგიები). არ დადასტურებულა ტერატოგენურობის ფაქტი ვირთაგვებში და კურდღლებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით. ფეტოტოქსიკურობა აღინიშნა ვირთაგვებში, რასაც მოწმობდა F თაობაში დამატებითი ნეკნების მცირედ ზრდა, როდესაც ხდებოდა მდედრობითი სქესის მკურნალობა ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში. როგორც ლოზარტანით ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა, ნაყოფის და ახალშობილთა გვერდითი ეფექტები, მათ შორის თირკმლის ტოქსიკურობა და ნაყოფის სიკვდილი, განვითარდა, როდესაც ხდებოდა ორსული ვირთაგვების ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობა ორსულობის გვიანი სტადიის დროს ან/და ლაქტაციის პერიოდში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი:

პრეჟელატინიზებული სახამებელი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ლაქტოზას მონოჰიდრატი

მაგნიუმის სტეარატი

აპკიანი გარსი:

ჰიპრომელოზა

მაკროგოლ 4000

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტალკი

შეუთავსებლობა

არ ერთვის

ვარგისობის ვადა

5 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

კონტეინერის სახე და შიგთავსი

ბლისტერული შეფუთვა: 28 ან 56 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი (14 ტაბლეტის შემცველი 2 ან 4 ბლისტერული შეფუთვა), კოლოფში.

ბლისტერული შეფუთვა: 30 ან 60 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი (10 ტაბლეტის შემცველი 3 ან 6 ბლისტერული შეფუთვა), კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

სავაჭრო ლიცენზიის ნომერ(ებ)ი

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა