ლინეზოლიდი ნორმონი 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG
Linezolid Normon 2mg/ml solution for infusion EFG
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ წარმოადგენს ანტიბიოტიკს ოქსაზოლიდინონების ჯგუფიდან, რომელიც მოქმედებს ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (მიკროორგანიზმების) ზრდის შეჩერებით. ის გამოიყენება პნევმონიისა და კანისა და კანქვეშა ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლინეზოლიდ (linezolid)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ/300მლ (2მგ/მლ) 300მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №10
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- J01XX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035990
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2022, მოქმედებს 28 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ლინეზოლიდი ნორმონი 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ წარმოადგენს ანტიბიოტიკს ოქსაზოლიდინონების ჯგუფიდან, რომელიც მოქმედებს ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (მიკროორგანიზმების) ზრდის შეჩერებით.
ის გამოიყენება პნევმონიისა და კანისა და კანქვეშა ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ლინეზოლიდი შესაფერისია თუ არა კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ლინეზოლიდით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში და ექიმ-სპეციალისტის, როგორიცაა მიკრობიოლოგი ან ინფექციონისტი, შეფასების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობას იწყებენ პარენტერალური ფარმაცევტული ფორმით, შეიძლება გადავიდნენ პერორალურ ფორმაზე, კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ამ დროს, არ არის საჭირო დოზის კორექცია, რადგან პერორალური ლინეზოლიდის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია.
საინფუზიო ხსნარი უნდა გაკეთდეს 30-120 წუთის განმავლობაში.
ლინეზოლიდის რეკომენდებული დოზა უნდა გაკეთდეს ინტრავენურად (ი.ვ.) ორჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და რეკომენდებული დოზები მოზრდილებში:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმზე, ინფექციის ლოკალიზაციაზე, მის სიმძიმეზე და პაციენტის კლინიკურ პასუხზე.
ქვემოთ მოცემული მკურნალობის ხანგრძლივობის რეკომენდაციები დაფუძნებულია კლინიკურ კვლევებზე. ინფექციის ზოგიერთი ტიპის მიხედვით მკურნალობის ხანმოკლე კურსები შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუმცა არ არის შემოწმებული კლინიკურ კვლევებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 28 დღე. ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული 28 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას.
ბაქტერიემიასთან დაკავშირებული ინფექციები არ საჭიროებენ მკურნალობის რეკომენდებული დოზის ან ხანგრძლივობის გაზრდას.
საინფუზიო ხსნარისა და ტაბლეტების რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ:
ინფექციები
დოზა
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნოზოკომიური პნევმონია
600 მგ ორჯერ დღეში
10-14 თანმიმდევრული დღე
არაჰოსპიტალური პნევმონია
კანისა და რბივლი ქსოვილების გართულებული ინფექციები
პედიატრიული პოპულაცია: ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (<18 წელი) არ არის დადგენილი. რეკომენდაციები დოზირების შესახებ არ შეიძლება გაიცეს.
ხანდაზმული პაციენტები: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტები (კრკლ<30 მლ/წთ): არ არის საჭირო დოზის კორექცია ამ პაციენტებში. რადგან ლინეზოლიდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის მაღალი ექსპოზიციის (10-ჯერ მეტი) კლინიკური მნიშვნელობა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უცნობია, ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
ლინეზოლიდის დოზის დაახლოებით 30% გამოიყოფა ჰემოდიალიზის სეანსის 3 საათის განმავლობაში, ამიტომ ლინეზოლიდი უნდა გაკეთდეს დიალიზის შემდეგ ასეთ პაციენტებში. ლინეზოლიდის ძირითადი მეტაბოლიტები გარკვეული რაოდენობით გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით, მაგრამ ამ მეტაბოლიტების კონცენტრაციები კვლავ შესამჩნევად მაღალია დიალიზის შემდეგ იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია ან სუსტი-ზომიერი თირკმლის უკმარისობა აქვთ. ამიტომ, ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოიყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დიალიზს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
დღესდღეობით არ არის გამოცდილება ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ამბულატორიულ პერიტონეულ დიალიზს (CAPD) ან ალტერნატიულ მკურნალობას თირკმლის უკმარისობის გამო (ჰემოდიალიზისაგან განსხვავებული).
ღვიძლის დაზიანება:
არ არის საჭირო დოზის კორექცია. მცირე რაოდენობით კლინიკური მონაცემების გამო რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდი გამოყენებულ იქნას მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ლინეზოლიდი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პროდუქტებს, რომლებიც აინჰიბირებენ A და B მონოამინის ოქსიდაზებს (როგორიცაა: ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი) ან რომელიმე ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებისას ორი კვირის განმავლობაში.
თუ არ არის ხელმისაწვდომი მოწყობილობები არტერიული წნევის მეთვალყურეობისა და მონიტორინგისათვის, ლინეზოლიდი არ უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები კლინიკური მდგომარეობები ან იღებენ შემდეგი ტიპის მედიკამენტებს ერთდროულად:
პაციენტები, რომელთაც აქვთ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, ფეოქრომოციტომა, კარცინოიდი, თირეოტოქსიკოზი, ბიპოლარული დეპრესია, შიზოაფექტური დარღვევა, ცნობიერების მწვავე მდგომარეობები;
პაციენტები, რომლებიც იღებენ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს: სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის 5-HT1 რეცეპტორის აგონისტები (ტრიფტანები), პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტური აგენტები (მათ შორის: ადრენერგული ბრონქოდილატატორები, ფსევდოეფედრინი და ფენილპროპანოლამინი), ვაზოპრესული აგენტები (მაგ.: ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი), დოფამინერგული აგენტები (მაგ.: დოფამინი, დობუტამინი), პეთიდინი ან ბუსპირონი.
ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ლინეზოლიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, შესაბამისად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღებამდე და მკურნალობის დროს (იხ. პროდუქტის მახასიათებელების შეჯამების პარაგრაფი 4.6).
სიფრთხილის ზომები
მიელოსუპრესია
მიელოსუპრესია (მათ შორის: ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, და თრომბოციტოპენია) აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს. იმ შემთხვევებში, როცა გამოსავალი ცნობილი იყო, როცა შეწყდა ლინეზოლიდის მიღება, ჰემატოლოგიური მაჩვენებლები დაუბრუნდა მკურნალობის დაწყებამდე დონეებს. ამ ეფექტების რისკი დამოკიდებული უნდა იყოს მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს, შეიძლება იყვნენ სისხლის დისკრაზიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. თრომბოციტოპენია შეიძლება აღინიშნოს უფრო ხშირად თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიალიზზე ყოფნის ან არყოფნის მიუხედავად. ამიტომ, რეკომენდებულია სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ: ანემია, გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია მკურნალობის დაწყებამდე; ერთდროულად იღებენ მენდიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ ჰემოგლობინის დონეს, აქვეითებენ სისხლის უჯრედების რაოდენობას ან გავლენას ახდენენ თრომბოციტების რაოდენობაზე ან ფუნქციაზე; აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა, იტარებენ 10-14 დღეზე მეტხანს თერაპიას. ლინეზოლიდი ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელია ჰემოგლობინის, სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი.
თუ აღინიშნება მნიშვნელოვანი მიელოსუპრესია ლინეზოლიდით თერაპიის დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არ არის თერაპიის გაგრძელების აბსოლუტური ჩვენება. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას სისხლის უჯრედების რაოდენობის ინტენსიური მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობის სტრატეგიები.
გარდა ამისა, რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის (ჰემოგლობინის დონე, თრომბოციტების და მთლიანი და დიფერენცირებული ლეიკოციტების რაოდენობა) მონიტორინგი კვირაში ერთხელ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლინეზოლიდს სისხლის უჯრედების საწყისი რაოდენობის დონის მიუხედავად.
კვლევაში აღინიშნა მძიმე ანემია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს მაქსიმალურ რეკომენდებულ ხანგრძლივობაზე, 28 დღეზე, მეტხანს. ეს პაციენტები უფრო ხშირად საჭიროებდნენ სისხლის ტრანსფუზიას. ანემიის შემთხვევები, რომლებიც მოითხოვენ სისხლის გადასხმას, ასევე აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ 28 დღეზე მეტხანს.
სიდერობლასტური ანემიის შემთხვევები აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. როცა დაწყების დრო უცნობი იყო, უმეტესობა პაციენტი ლინეზოლიდით თერაპიას იტარებდა 28 დღეზე მეტხანს. უმეტესობა პაციენტები სრულად ან ნაწილობრივ გამოჯანმრთელდნენ ლინეზოლიდის შეწყვეტის შემდეგ ანემიის მკურნალობის მიუხედავად.
სიკვდილიანობის დისბალანსი კლინიკურ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ კათეტერთან ასოცირებული გრამდადებითი სისხლის ინფექციები
სიკვდილიანობის სიჭარბე აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით, ვანკომიცინი/დიკლოქსაცილინი/ოქსაცილინთან შედარებით, ღია ეტიკეტის კვლევაში ინტრავასკულარულ კათეტერთან ასოცირებული ინფექციების მქონე მძიმე პაციენტებში [78/363 (21.5%) vs 58/363 (16.0%)]. ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა სიკვდილიანობის სიხშირეზე, იყო გრამდადებითი ინფექციის არსებობა მკურნალობის დაწყებამდე. სიკვდილიანობის სიხშირე მსგავსი იყო იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ჭეშმარიტი გრამდადებითი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები (ალბათობის თანაფარდობა 0.96; 95% სარწმუნოების ინტერვალი: 0.58-1.59), მაგრამ მნიშვნელოვნად მაღალი იყო (p=0.0162) ლინეზოლიდის ჯგუფში იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ნებისმიერი სხვა პათოგენი ან არ აღენიშნებოდათ პათოგენი მკურნალობის დაწყებამდე (ალბათობის თანაფარდობა 2.48; 95% სარწმუნოების ინტერვალი: 1.38-4.49). ყველზე დიდი დისბალანსი გამოვლინდა მკურნალობის დროს და საკვლევი წამლის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. ლინეზოლიდის ჯგუფის უმეტესობა პაციენტები დასნებოვდნენ გრამუარყოფითი პათოგენებით კვლევის დროს და გარდაიცვალნენ გრამუარყოფითი პათოგენებით გამოწვეული ინფექციის და პოლიმიკრობული ინფექციების შედეგად. ამიტომ, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებულად ან შესაძლოა აქვთ გრამუარყოფითი ორგანიზმებით გამოწვეული კოინფექციები, ლინეზოლიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს მკურნალობის სხვა ალტერნატივა. ამ შემთხვევებში გრამუარყოფითი ორგანიზმების წინააღმდეგ მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთდორულად.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა და კოლიტი
ანტიბიოტიკებტან ასოცირებული დიარეა და ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი და Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეა, აღინიშნა თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ლინეზოლიდის, გამოყენების დროს და მათი ინტენსივობა შეიძლება იცვლებოდეს სუსტი ფაღარათიდან ფატალურ კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ სერიოზული დიარეა ლინეზოლიდის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. თუ ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა ან ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი სავარაუდოა ან დადასტურებულია, ანტიბაქტერიული აგენტებით, მათ შორის ლინეზოლიდით, თერაპია უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპიული ღონისძიებები. მედიკამენტები, რომლებიც აინჰიბირებენ პერისტალტიკას უკუნაჩვენებია ამ შემთხვევაში.
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი აღინიშნა ლინეზოლიდის გამოყენების დროს. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ მეტაბოლური აციდოზის ნიშნები და სიმპტომები ლინეზოლიდის გამოყენების დროს, მათ შორის რეკურენტული გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, ბიკარბონატების დაბალი დონე ან ჰიპერვენტილაცია, საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. თუ ვითარდება ლაქტოაციდოზი, ლინეზოლიდის შემდგომი გამოყენების სარგებელი უნდა აჭარბებდეს პოტენციურ რისკებს.
მიტოქონდრიული დისფუნქცია
ლინეზოლიდი თრგუნავს მიტოქონდრიული ცილის სინთეზს. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ლაქტოაციდოზი, ანემია და ნეიროპათია (ოპტიკური და პერიფერიული), შეიძლება აღინიშნოს ამ ინჰიბირების შედეგად. ეს მოვლენები უფრო ხშირია, როცა წამალი გამოიყენება 28 დღეზე მეტხანს.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის სპონტანური შეტყობინებები დაკავშირებული იყო ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების გამოყენებისას, რომლებიც მოიცავენ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები. ამიტომ უკუნაჩვენებია ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების ერთდროული გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების ერთდროული გამოყენება აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში პაციენტები საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას სეროტონინის სინდრომის სიმპტომებსა და ნიშნებზე, როგორიცაა: კოგნიტიური დისფუნქცია, ჰიპერპირექსია, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. თუ ვითარდება ნიშნები და სიმპტომები, უნდა შეწყდეს ერთ-ერთი ან ორივე აგენტის მიღება. თუ მოიხსნება სეროტონერგული აგენტი, სიმპტომები შეიძლება ალაგდეს.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
პერიფერიული ნეიროპათია, ისევე როგორც ოპტიკური ნეიროპათია და ოპტიკური ნევრიტი, რომელიც ზოგჯერ პროგრესირებს მხედველობის დაკარგვამდე, აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით. ეს ძირითადად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაქსიმალურ რეკომენდებულ ხანგრძლივობაზე, 28 დღეზე, მეტხანს.
ყველა პაციენტს მიეცა რჩევა, რომ შეეტყობინებინათ მხედველობის დაზიანების ნიშნების, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის ცვლილება, მხედველობის ფერების ცვლილება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის ველის დეფექტი, შესახებ. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია მდგომარეობის სწრაფი შეფასება ოფთალმოლოგის მიერ. თუ პაციენტი იღებს ლინეზოლიდ ნორმონ 2 მგ/მლ-ს 28 დღეზე მეტხანს, მხედველობის ფუნქცია უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
თუ ვითარდება პერიფერიული ან ოპტიკური ნეიროპათია, ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის უწტვეტი გამოყენების სარგებელი უნდა აჭარბებდეს პოტენციურ რისკებს.
არსებობს ნეიროპათიების გაზრდილი რისკი, როცა ლინეზოლიდი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან უკანასკნელ პერიოდში იღებდნენ ანტიმიკობაქტერიულ მედიკამენტებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
გულყრები
კრუნჩხვები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით. უმეტესობა ამ შემთხვევებში აღწერილი იყო გულყრების ანამნეზი ან არსებობდა გულყრების რისკფაქტორები. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ აცნობონ ექიმს, თუ აღენიშნებათ გულყრების ანამნეზი.
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი არის მონოამინის ოქსიდაზის შექცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (მაოი); თუმცა დოზებზე, რომლებიც გამოიყენება ანტიბაქტერიული თერაპიის დროს, ის არ ავლენს ანტიდეპრსიულ ეფექტს. ძალიან მცირე რაოდენობითაა მონაცემები წამლების ურთიერთქმედების კვლევებიდან და ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ, როცა ის ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი თანმხლები მდგომარეობები და./ან ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ქმნიან მაო ინჰიბიციის რისკს. ამიტომ, ლინეზოლიდი არ არის რეკომენდებული გამოყენებულ იქნას ამ მდგომარეობების დროს, თუ არ არის შესაძლებელი პაციენტის ახლო მეთვალყურეობა და მონიტორინგი.
თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად გამოყენება
პაციენტებმა არ უნდა მიიღონ თირამინით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობა.
სუპერინფექცია
ლინეზოლიდის თერაპიის ეფექტი ნორმალურ ფლორაზე არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ გამრავლებას. მაგ.: 3% პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს, განუვითარდათ წამალთან დაკავშირებული კანდიდოზი კლინიკურ კვლევებში. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარებისას საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
სპეციალური პოპულაციები
ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდი გამოყენებული იქნას ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
რეპროდუქციული უნარის დაზიანება
ლინეზოლიდი შექცევადად აქვეითებს რეპროდუქციულ უნარს და იწვევს სპერმის მორფოლოგიის პათოლოგიას მოზრდილ მამრ ვირთხებში შრატში კონცენტრაციის დონეებზე, რომელიც ადამიანებში მოსალოდნელის ტოლია, ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე უცნობია.
კლინიკური კვლევები
ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა 28 დღეზე მეტხანს გამოყენებისას არ არის დადგენილი.
კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ მოიცავდა პაციენტებს ტერფის დიაბეტური დაზიანებით, დეკუბიტუსით ან იშემიური დაზიანებებით, მძიმე დამწვრობებით ან განგრენით. ამიტომ ლინეზოლიდის გამოყენების გამოცდილება ამ მდგომარეობების სამკურნალოდ შეზღუდულია.
დამხმარე ნივთიერებები
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 45.7 მგ (13.7 გ/300 მლ) გლუკოზას. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიაბეტის ან გლუკოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.
ხსნარის თითოეული შეიცავს 0.38 მგ (114 მგ/300 მლ) ნატრიუმს. ნატრიუმის ეს შემცველობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის კონტროლირებული შემცველობის დიეტაზე.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მონოამინის ოქსიდაზის ინჰბიტორები
ლინეზოლიდი არის მონოამინის ოქსიდაზის შექცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (მაოი). ძალიან შეზღუდულია მონაცემები წამლების ურთიერთქმედების კვლევებიდან და ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მაო ინჰიბიციის რისკი. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ლინეზოლიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ პაციენტის ახლო მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ.
პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას
ნორმოტენზიულ ჯანმრთელ მოხალისეებში ლინეზოლიდმა გააძლიერა ფსევდოეფედრინით და ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდით გამოწვეული არტერიული წნევის მომატება. ლინეზოლიდის ერთდროულმა მიღებამ ფსევდოეფედრინთან ან ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდთან გამოიწვია სისტოლური წნევის საშუალოდ მატება 30-40 მმ ვწყ.სვ.-ით, მარტო ლინეზოლიდის მიღებისას - 11-15 მმ ვწყ.სვ.-ით, ფსევდოეფედრინის ან ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდის მიღებისას - 14-18 მმ ვწყ.სვ.-ით და 8-11 მმ ვწყ.სვ-ით - პლაცებოს დროს. მსგავსი კვლევები ჰიპერტენზიულ პირებში არ ჩატარებულა. რეკომენდებულია, რომ ვაზოპრესული აქტივობის მქონე წამლების, მათ შორის დოფამინერგული საშუალებების, დოზების ტიტრაცია მოხდეს სიფრთხილით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი პასუხი ლინეზოლიდთან ერთად ერთდროული მიღებისას.
სეროტონერგული პოტენციური ურთიერთქმედებები
წამლების პოტენციური ურთიერთქმედებები დექსტრომეთორპათან შესწავლილ იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში. პირები იღებდნენ დექსტრომეთორპანს (ორი 20 მგ დოზა 4 საათის ინტერვალით) ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე. არ აღინიშნა სეროტონინის სინდრომის ეფექტები (ცნოიერების დაბინდვა, დელირიუმი, მოუსვენრობა, ტრემორი, ალები, დიაფორეზი და ჰიპერპირექსია) ნორმალურ პირებში ლინეზოლიდის და დექსტრომეთორპანის მიღებისას.
პოსტმარკეტინგული გამოცდილება: აღწერილია სეროტონინის სინდრომის მსგავსი ეფექტების ერთი შემთხვევა პაციენტში, რომელიც იღებდა ლინეზოლიდსა და დექსტრომეთოპრპანს, რომელიც მოიხსნა ორივე წამლის შეწყვეტის შემდეგ.
ლინეზოლიდის სეროტონერგულ აგენტებთან, მათ შორის ანტიდეპრესანტებთან, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), კლინიკური გამოყენების დროს, აღინიშნა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები. ამიტომ, რადგან მათი ერთდროულად დანიშვნა უკუნაჩვენებია, პაციენტების მართვა, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდითა და სეროტონერგული აგენტებით აუცილებელია მოხდეს პარაგრაფში - „სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები“ - აღწერილის მიხედვით.
თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად გამოყენება:
არ აღინიშნა მნიშვნელოვანი პრესორული პასუხი პირებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს და 100 მგ-ზე ნაკლებ თირამინს. ეს მიუთითებს, რომ საჭიროა მხოლოდ თირამინის მაღალი შემცველობის საკვებისა და სასმელის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის არიდება (როგორიცაა, მაგ.: მომწიფებული ყველი, საფუარის ექსტრაქტები, არადისტილირებული სასმელები და სოიოს მარცვლების ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა სოიოს სოუსი).
მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450--ით
ლინეზოლიდი შესამჩნევად არ მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 (CYP) ფერმენტული სისტემით და არ თრგუნავს რომელიმე მნიშვნელოვან ადამიანის CYP იზოფორმებს (1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4). ასევე, ლინეზოლიდი არ აინდუცირებს P450 იზოფერმენტებს ვირთხებში. ამიტომ, CYP450-ის მაინდუცირებელი აგენტების ურთიერთქმედება ლინეზოლიდთან არ არის მოსალოდნელი.
რიფამპიცინი
რიფამპიცინის ეფექტი ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილ იქნა თექვსმეტ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეში, რომლებიც იღებდნენ 600 მგ ლინეზოლიდს ორჯერ დღეში 2.5 დღის განმავლობაში 600 მგ რიფამპიცინთან ერთხელ დღეში, 8 დღე. რიფამპიცინმა დააქვეითა ლინეზოლიდის Cmax და AUC საშუალოდ 21%-ით [90%, CI, 15, 27] და 32%-ით [90%, CI, 27, 37], შესაბამისად. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და მისი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვარფარინი
როცა ვარფარინი დაემატა ლინეზოლიდით თერაპიას წონასწორულ მდგომარეობაში, აღინიშნა INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) საშუალო მაქსიმალური მაჩვენებლის 10%-ით შემცირება ერთდორულად მიღების დროს AUC INR-ის 5%-იანი შემცირებით. არასაკმარისია მონაცემები პაცეინტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს და ლინეზოლიდს, რათა შეფასდეს კლინიკური მნიშვნელობა.
რეპროდუქციული უნარი, ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
მცირე რაოდენობითაა მონაცემები ლინეზოლიდის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოოქსიკურობა. ადამინებისათვის არსებობს პოტენციური რისკი.
ლინეზოლიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება, ანუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ლინეზოლიდი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში და შესაბამისად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს წამლის მიღებამდე და მკურნალობის განმავლობაში.
რეპროდუქციული უნარი
ცხოველებზე კვლევებში ლინეზოლიდმა გამოიწვია ფერტილობის დაქვეითება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არსებობს რისკი, რომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ზოგჯერ შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ზოგიერთ მედიკამენტთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის, ტემპერატურის ან გულისცემის სიხშირის ცვლილება.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მიიღო ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები, რადგან ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არ უნდა იქნას მიღებული, თუ პაციენტმა უკვე მიიღო ან უკანასკნელ პერიოდში მიიღო ეს მედიკამენტები (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ „დაუშვებელია ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღება“):
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი, მაგ.: ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს. ექიმმა შეიძლება ისევ განაგრძოს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ით მკურნალობა, მაგრამ შეამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში. სხვა შემთხვევბში ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა მკურნალობა, რომელიც უფრო უკეთესი იქნება პაციენტისათვის.
გაციების ან გრიპის დეკონგესტანტური საშუალებები, რომელბიც შეიცავენ ფსევდოეფესრინს ან ფენილპროპანოლამინს;
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ, როგორიცაა: სალბუტამოლი, რერბუტალინი, ფენოტეროლი;
ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ე.წ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები., მათ შორის: ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოსულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, როგორიცაა: სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სწრაფი მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი);
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოფამინი და დობუტამინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საშუალო ან მძიმე ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა პეტიდინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუსპირონი;
ანტითრომბოზული მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი;
ანტიბიოტიკი რიფამპიცინი.
მკურნალი ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა, ან აპირებს მიიღოს.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღება შეიძლება ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
თავიდან უნდა იქნას აცილებული დიდი რაოდენობით მომწიფებული ყველის, საფუარის ექსტრაქტის ან სოიოს მარცვლების ექსტრაქტის (მაგ.; სოიოს სოუსის) და ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით ლუდის და ღვინის. რადგან ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ნივთიერება თირამინთან, რომელიც ბუნებრივად არის ზოგიერთ საკვებში. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გაზრდა;
თუ პაციენტს განუვითარდა პულსირებადი თავის ტკივილი ჭამის ან დალევის შემდეგ, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის ეფექტი ფეხმძიმე ქალებში უცნობია. ამიტომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე. ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია ძუძუთი კვება ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღების დროს, რადგან ის აღწევს დედის რძეში და შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. პაციენტმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ცუდად ყოფნა გავლენას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლშეიცავს გლუკოზასა და ნატრიუმს
გლუკოზა
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის თითოეული მლ შეიცავს 45.7 მგ გლუკოზას (13.7 გ გლუკოზას ერთ პაკეტში). ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი დიაბეტითაა დაავადებული.
ნატრიუმი
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის თითოეული შეიცავს 0.38 მგ ნატრიუმს (114 მგ ნატრიუმს ერთ პაკეტში). ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყო 2,000-ზე მეტი მოზრდილი პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს 28 დღემდე.
ყველზე ხშირად აღინიშნა დიარეა (8.4%). თავის ტკივილი (6.5%), გულისრევა (6.3%) და ღებინება (4.0%),
წამლით გამოწვეული ყველზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა იყო თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. პაციენტების დაახლოებით 3%-მა შეწყვიტა მკურნალობა წამლის გვერდითი მოვლენების გამო.
დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს, მოცემულია ცხრილში სიხშირით: »სიხშირე უცნობია«, რადგან ფაქტობრივი სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები აღინიშნა და აღწერილია ლინეზოლიდით მკურნალობის დროს შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (>1/100 -<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუზველზე).
ორგანოთა სისტემების კლასები
ხშირი (>1/100 -<1/10)
არახშირი (>1/1,000 - <1/100)
იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000)
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუზველზე)
ინფექციები და ინვაზიები
კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი, სოკოვანი ინფექციები
ვაგინიტი
ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი*
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია*+
ლეიკოპენია*, ნეიტროპენია*, თრომბოციტოპენია*, ეოზინოფილია
პანციტოპენია*
მეილოსუპრესია*, სიდერობალსტური ანემია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსია
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
ჰიპონატრიემია*
ლაქტოაციდოზი*
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, გემოს ცვლილება (მეტალის გემო), თავბრუსხვევა
კრუნჩხვები*, ჰიპოესთეზია, პარესთეზია
სეროტონინის სინდრომი**, პერიფერიული ნეიროპათია*
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა*
მხედველობის ველის დეფექტის ცვლილება*
ოპტიკური ნეიროპათია*, ოპტიკური ნევრიტი*,
მხედველობის დაკარგვა*, მხედველობის სიმახვილის ცვლილება*, მხედველობის ფერების ცვლილება*
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები
ტინიტუსი
გულის დარღვევები
არითმია (ტაქიკარდია)
ვასკულარული დარღვევები
ჰიპერტენზია
ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ფლებიტი/ თრომბოფლებიტი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ლოკალური ან ზოგადი ტკივილი, ყაბზობა, დისპეფსია
პანკრეატიტი, გასტრიტი, მუცლის დაჭიმულობა, პირის სიმშრალე, გლოსიტი, თხიერი განავალი, სტომატიტი, ენის ფერის ცვლილება ან პათოლოგია
კბილების ზედაპირული ფერის ცვლილება
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები: ასტ, ალტ ან ტუტე ფოსფატაზის მომატება
საერთო ბილირუბინის მომატება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ქავილი, კანზე გამონაყარი
ჭინჭრის ციება, დერმატიტი, დიაფორეზი
ბულოზური დარღვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ალოპეცია
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
BUN მომატება
თირკმლის უკმარისობა, კრეატინინის მომატება, პოლიურია
რეპროდუქციული სისტემისა და სარძეევე ჯირკვლის დარღვევები
ვულვოვაგინალური პათოლოგია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ცხელება, ლოკალური ტკივილი
შემცივნება, სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, წყურვილის გაძლიერება
დამატებითი ანალიზები
ბიოქიმია
ლდჰ-ის, კრეატინკინაზის, ლიპაზის, ამილაზის ან არაუზმოდ გლუკოზის მომატება. საერთო ცილის, ალბუმინის, ნატრიუმის ან კალციუმის დაქვეითება, კალიუმის ან ბიკარბონატის მომატება ან დაქვეითება.
ჰემატოლოგია
ნეიტროფილების მომატება. ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება. თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება.
ბიოქიმია
ნატრიუმის ან კალციუმის მომატება. არაუზმოდ გლუკოზის დაქვეითება. ქლორიდების მომატება ან დაქვეითება.
ჰემატოლოგია
რეტიკულოციტების რაოდენობის მომატება. ნეიტროპენია
- იხ. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- *იხ. უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები
+იხ. ქვემოთ.
ლინეზოლიდის შემდეგი გვერდითი რეაქციები მიჩნეულ იქნა სერიოზულად იშვიათ შემთხვევებში: ლოკალიზებული მუცლის ტკივილი, გარდამავალი იშემიური ინსულტი და ჰიპერტენზია.
+ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სადაც ლინეზოლიდი მიიღებოდა 28 დღემდე, 2% პაციენტებს აღენიშნა ანემია. პროგრამაში, სიცოცხლისათვის სახიფათი ინფექციების მქონე და თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებით, ანემია განვითარდა 2.5% (33/1326) პაციენტში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ ≤28 დღე, იმ 12.3% (53/430) პაციენტთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ >28 დღე. წამალთან დაკავშირებული სერიოზული ანემიის, რომელიც მოითხოვს სისხლის გადასხმას, შემთხვევების პროპორცია იყო 9% (3/33) იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ≤28 დღე და 15% (8/53), რომლებიც მკურნალობდნენ 28 დღეზე მეტხანს.
პედიატრიული პოპულაცია
უსაფრთხოების მონაცემები კლინიკური კვლევებიდან, რომელიც ჩატარდა 500-ზე მეტ პედიატრიულ პაციენტში (დაბადებიდან 17 წლამდე) არ მიუთითებს, რომ ლინეზოლიდის უსაფრთხოების პროფილი პედიატრიული პაციენტებისათვის განსხვავდება მოზრდილი პაციენტებისაგან.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის უწყვეტ მონიტორინგს. სამედიცინო სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es.
ჭარბი დოზა
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი. თუმცა, შემდეგი ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს:
მხარდამჭერი მკურნალობა რეკომენდებულია გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებასთან ერთად. ლინეზოლიდის დაახლოებით 30% ცილდება ჰემოდიალიზის 3 საათის განმავლობაში, მაგრამ არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი ლინეზოლიდის მოცილების შესახებ პერიტოენული დიალიზის ან ჰემოპერფუზიის გზით.
ტოქსიკურობის ნიშნები ვირთხებში, ლინეზოლიდის 3,000 მგ/კგ/დღე გაკეთების შემდეგ, იყო დაქვეითებული აქტიურობა და ატაქსია, როცა ძაღლებში 2,000 მგ/კგ/დღე დოზით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა ღებინება და ტრემორი.
გამოყენების და მოხმარების ინსტრუქციები
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გარეთა შეფუთვა უნდა მოიხსნას მხოლოდ მაშინ, როცა მზადაა გამოსაყენებლად, შემდეგ პაკეტი უნდა შემოწმდეს, ხელის მაგრად მოჭერით ერთი წუთის განმავლობაში გაჟონვაზე. თუ პაკეტი ჟონავს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან სტერილობა შეიძლება დარღვეული იყოს. ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გამოყენებამდე და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, ნაწილაკების გარეშე. არ უნდა იქნას გამოყენებული პაკეტები თანმიმდევრული შეერთებით. ნებისმიერი გამოუყენებული ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული. არ უნდა გაერთიანდეს ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტები. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი და მასალა, რომელიც მასთან კონტაქტში იყო, უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 5% გლუკოზა ინტრავენური ინფუზიისათვის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენური ინფუზიისათვის, ლაქტატირებული რინგერის ხსნარი ინექციის მოსამზადებლად (ჰარტმანის ხსნარი).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლინეზოლიდი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 1.000 მგ 2 მგ ლინეზოლიდს, თითოეული 300 მლ პაკეტი შეიცავს 600 მგ ლინეზოლიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (შაქრის ტიპი), ნატრიუმის ციტრატი (E331), უწყლო ლიმონმჟავა (E331), 1N განზავებული მარილმჟავა (E507), 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) და საინექციო წყალი.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის შეფუთვა და შემცველობა
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არის გამჭვირვალე ხსნარი. მოწოდებულია 300 მლ პაკეტებით, მზა საინფუზიო ხსნარის სახით. შეფუთვაში მოთავსებულია 10 პაკეტი.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე, პაკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ჰოსპიტლის პერსონალი უზრინველყოფს, რომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი არ იქნას გამოყენებული პაკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ისინი ასევე ვიზუალურად შეამოწმებენ ხსნარს გამოყენებამდე და გამოიყენებენ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარს, მასში ნაწილაკების არსებობის გარეშე. პერსონალი ასევე უზრუნველყოფს, რომ ხსნარი შენახულ იქნას სწორად კოლოფში და ფოლგაში შეხვეული, რათა დაცული იქნას სინათლისაგან და ბავშვებისაგან საჭიროების შემთხვევაში.
შენახვის სპევიალური პირობები:
გახსნამდე: ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ინახება ორიგინალური შეფუთვით (გარეთა პაკეტში და პაკეტში) სინათლისაგან დასაცავად, სანამ მომზადდება გამოსაყენებლად.
პირველად გახსნის შემდეგ: ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია არაუმცირეს ოთხი საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე პირველად გახსნის შემდეგ. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, რადგან გახნის მეთოდი შეიცავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
ლინეზოლიდი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე;
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი და მისი გამოყენება
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ წარმოადგენს ანტიბიოტიკს ოქსაზოლიდინონების ჯგუფიდან, რომელიც მოქმედებს ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (მიკროორგანიზმების) ზრდის შეჩერებით.
ის გამოიყენება პნევმონიისა და კანისა და კანქვეშა ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ლინეზოლიდი შესაფერისია თუ არა კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე
დაუშვებელია ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ლინეზოლიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი იღებს ან უკანსაკნელი 2 კვირის განმავლობაში მიიღო ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი, მაგ.: ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი), ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების დროს;
ძუძუთი კვების დროს, რადგან ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ აღწევს დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ შეიძლება შესაფერისი არ იყოს პაციენტისათვის ქვემოთ მოცემულ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ექიმი შეამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, ან შეიძლება დანიშნოს სხვა მკურნალობა, რომელიც უფრო უკეთესი იქნება პაციენტისათვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას.
აღენიშნება თუ არა პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და იღებს თუ არა მის სამკურნალოდ მედიკამენტებს?
,დიაგნოსტირებული აქვს თუ არა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია?
აქვს თუ არა პაციენტს თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა) ან კარცინოიდული სინდრომი (ჰორმონული სისტემის სიმსივნით გამოწვეული, რომელსაც თან ახლავს ფაღარათის, კანის სიწითლის, ხმაურიანი სუნთქვის სიმპტომები)?
აღენიშნება თუ არა პაციენტს მანიაკალური დეპრესია, შიზოაფექტური დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა ან სხვა მენტალური პრობლემები?
განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის გამოყენებისას:
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
სისხლჩაქცევების და სისხლდენის ადვილად განვითარება;
ანემია (ერითროციტების დაბალი რაოდენობა);
გულყრების ანამნეზი;
ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, განსაკუთრებით, თუ პაციენტი დიალიზზეა;
ფაღარათი.
პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება:
მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, მხედველობის ფერების ცვლილება, დეტალების გარჩევის გაძნელება ან მხედველობის ველის შეზღუდვა;
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ფაღარათი სხვა ანტიბიოტიკების, მათ შორის ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის, მიღებისას ან მათი მიღების შემდეგ. თუ ფაღარათი ძლიერი ან მუდმივი ხასიათის ხდება, ან აღინიშნება განავალი სისხლით ან ლორწოთი, უნდა შეწყდეს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღება დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მოტორიკას;
გულისრევის ან ღებინების, მუცლის ტკივილის ან სწრაფი სუნთქვის რეციდივი.
სხვა მედიკამენტები და ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ
არსებობს რისკი, რომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ზოგჯერ შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ზოგიერთ მედიკამენტთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის, ტემპერატურის ან გულისცემის სიხშირის ცვლილება.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მიიღო ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები, რადგან ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არ უნდა იქნას მიღებული, თუ პაციენტმა უკვე მიიღო ან უკანასკნელ პერიოდში მიიღო ეს მედიკამენტები (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ „დაუშვებელია ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღება“):
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი, მაგ.: ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს. ექიმმა შეიძლება ისევ განაგრძოს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ით მკურნალობა, მაგრამ შეამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში. სხვა შემთხვევბში ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა მკურნალობა, რომელიც უფრო უკეთესი იქნება პაციენტისათვის.
გაციების ან გრიპის დეკონგესტანტური საშუალებები, რომელბიც შეიცავენ ფსევდოეფესრინს ან ფენილპროპანოლამინს;
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ, როგორიცაა: სალბუტამოლი, რერბუტალინი, ფენოტეროლი;
ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ე.წ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები., მათ შორის: ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოსულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, როგორიცაა: სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სწრაფი მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი);
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოფამინი და დობუტამინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საშუალო ან მძიმე ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა პეტიდინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუსპირონი;
ანტითრომბოზული მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი;
ანტიბიოტიკი რიფამპიცინი.
მკურნალი ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა, ან აპირებს მიიღოს.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღება შეიძლება ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
თავიდან უნდა იქნას აცილებული დიდი რაოდენობით მომწიფებული ყველის, საფუარის ექსტრაქტის ან სოიოს მარცვლების ექსტრაქტის (მაგ.; სოიოს სოუსის) და ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით ლუდის და ღვინის. რადგან ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ნივთიერება თირამინთან, რომელიც ბუნებრივად არის ზოგიერთ საკვებში. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გაზრდა;
თუ პაციენტს განუვითარდა პულსირებადი თავის ტკივილი ჭამის ან დალევის შემდეგ, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის ეფექტი ფეხმძიმე ქალებში უცნობია. ამიტომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე. ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია ძუძუთი კვება ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღების დროს, რადგან ის აღწევს დედის რძეში და შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. პაციენტმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ცუდად ყოფნა გავლენას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლშეიცავს გლუკოზასა და ნატრიუმს
გლუკოზა
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის თითოეული მლ შეიცავს 45.7 მგ გლუკოზას (13.7 გ გლუკოზას ერთ პაკეტში). ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი დიაბეტითაა დაავადებული.
ნატრიუმი
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის თითოეული შეიცავს 0.38 მგ ნატრიუმს (114 მგ ნატრიუმს ერთ პაკეტში). ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის გამოყენების წესი
მოზრდილები
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მედიკამენტი კეთდება წვეთოვანი (ინტრავენური ინფუზიის) სახით ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის (18 წელი და მეტი) არის 300 მლ (600 მგ ლინეზოლიდი) ორჯერ დღეში, რომელიც კეთდება პირდაპირ სისხლის ნაკადში (ინტრავენურად) წვეთოვანის სახით 30-120 წუთის განმავლობაში.
თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე, ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის გაკეთება უნდა მოხდეს დიალიზის სეანსის შემდეგ.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 10-14 დღეს, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 28 დღემდე. მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი 28 დღეზე ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ით მკურნალობის დროს ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის ანალიზებს, სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგისათვის.
მკურნალი ექიი შეამოწმებს მხედველობას ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ით 28 დღეზე მეტხანს მკურნალობის შემთხვევაში.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ჩვეულებრივ არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ გაუკეთდა ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის ჭარბი დოზა, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის დოზის გამოტოვებისას
რადგან მედიკამენტი კეთდება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, არ არის მოსალოდნელი, რომ გამოტოვებულ იქნას დოზა. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა გამოტოვებულ იქნა, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ით მკურნალობის დროს:
ლინეზოლიდის სერიოზული გვერდითი მოვლენებია (სიხშირე მითითებულია ფრჩხილებში):
კანის მძიმე პათოლოგია (სიხშირე უცნობია), სახის და ყელის შეშუპება (სიხშირე უცნობია), ხმაურით სუნთქვა და/ან სუნთქვის გაძნელება (სიხშირე უცნობია).
ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი და შეიძლება საჭიროებდეს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის მიღების შეწყვეტას. კანის რეაქციები, როგორიცაა: კანზე წითელი წყლულები და აქერცვლა (დერმატიტი) (არახშირი). გამონაყარი (ხშირი), ქავილი (ხშირი).
მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა (არახშირი), მხედველობის ფერების ცვლილება (სიხშირე უცნობია), დეტალების გარჩევის გართულება (სიხშირე უცნობია) ან მხედველობის ველის შეზღუდვა (იშვიათი).
მძიმე დიარეა, სისხლის ან ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი), რომელსაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოყვეს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებები (იშვიათი).
რეკურენტული გულისრევა ან რებინება, მუცლის ტკივილი, ან სწრაფი სუნთქვა (სიხშირე უცნობია).
კრუნჩხვები ან გულყრები (არახშირი) აღინიშნა პაციენტებში ლინეზოლიდით მკურნალობის დროს. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, დელირიუმი, რიგიდობა, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა და გულყრა და ასევე იღებს ანტიდეპრესანტებს, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (იხ. პარაგრაფი 2) (სიხშირე უცნობია).
უჩვეული სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებით, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე ან იწვევს ანემიას (ხშირი).
სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინფექციებთან ბრძოლის უნარზე (ხშირი). ინფექციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ცხელება (ხშირი), ყელის ტკივილი (არახშირი), პირის წყლულები (არახშირი) და დაღლილობა (არახშირი);
პანკრეასის ანთება (არახშირი).
კონვულსიები (არახშირი).
გარდამავალი იშემიური ინსულტი (თავის ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი დარღვევა, რომელიც იწვევს ხანმოკლე სიმპტომებს, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა, ხელების ან ფეხების სისუსტე, მეტყველების გაძნელება და ცნობიერების დაკარგვა) (არახშირი).
ყურებში ხმაური (ტინიტუსი) (არახშირი).
დაბუჟება, ჩხვლეტა ან მხედველობის დაბინდვა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ 28 დღეზე მეტხანს. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის პრობლემები საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით ვაგინალური ან პირის ღრუს „რძიანა“;
თავის ტკივილი;
მეტალის გემო;
დიარეა, გულისრევა ან ღებინება;
სისხლის ანალიზის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის ან სისხლში შაქრის დონის ცვლილებები;
დაძინების გაძნელება;
არტერიული წნევის მომატება;
ანემია (ერითროციტების შემცირება);
ქავილი;
თავბრუსხვევა;
მუცლის ტკივილი ლოკალურად ან მთელი მუცლის არეში;
ყაბზობა;
დისპეფსია;
ლოკალური ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
საშოს ან გენიტალური მიდამოს ანთება ქალებში;
შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა ან დაბუჟება;
ენის შეშუპება, წყლულები ან ფერის ცვლილება;
ინფუზიის ადგილზე და მის ირგვლივ ტკივილი;
ვენების ანთება (მათ შორის, სადაც კეთდება ინფუზია);
ხშირი შარდვა;
შემცივნება;
წყურვილის შეგრძნება;
გაძლიერებული ოფლიანობა;
ცილების, მარილების ან ფერმენტების დონის ცვლილება სისხლში, რომელიც მიუთითებს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციაზე;
ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება);
თირკმლის უკმარისობა;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
ბოყინი;
ინექციის ადგილის ტკივილი;
კრეატინინის დონის მომატება;
კუჭის ტკივილი;
გულისცემის სიხშირის ცვლილება (მაგ.: გულისცემის სიხშირის გაზრდა).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კბილების ზედაპირის ფერის ცვლილება, რომელიც სცილდება სტომატოლოგიური გაწმენდის შემდეგ (ქვების მოცილება).
ასევე აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია: სიხშირის სეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ალოპეცია (თმის ცვენა)
სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება
სისუსტე და/ან სენსორული ცვლილებები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით:: www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ლინეოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე, პაკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ჰოსპიტლის პერსონალი უზრინველყოფს, რომ ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი არ იქნას გამოყენებული პაკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ისინი ასევე ვიზუალურად შეამოწმებენ ხსნარს გამოყენებამდე და გამოიყენებენ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარს, მასში ნაწილაკების არსებობის გარეშე. პერსონალი ასევე უზრუნველყოფს, რომ ხსნარი შენახულ იქნას სწორად კოლოფში და ფოლგაში შეხვეული, რათა დაცული იქნას სინათლისაგან და ბავშვებისაგან საჭიროების შემთხვევაში.
შენახვის სპევიალური პირობები:
გახსნამდე: ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ინახება ორიგინალური შეფუთვით (გარეთა პაკეტში და პაკეტში) სინათლისაგან დასაცავად, სანამ მომზადდება გამოსაყენებლად.
პირველად გახსნის შემდეგ: ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია არაუმცირეს ოთხი საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე პირველად გახსნის შემდეგ. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, რადგან გახნის მეთოდი შეიცავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ
აქტიური ნივთიერებაა ლინეზოლიდი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 1.000 მგ 2 მგ ლინეზოლიდს, თითოეული 300 მლ პაკეტი შეიცავს 600 მგ ლინეზოლიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (შაქრის ტიპი), ნატრიუმის ციტრატი (E331), უწყლო ლიმონმჟავა (E331), 1N განზავებული მარილმჟავა (E507), 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) და საინექციო წყალი.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის შეფუთვა და შემცველობა
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ არის გამჭვირვალე ხსნარი. მოწოდებულია 300 მლ პაკეტებით, მზა საინფუზიო ხსნარის სახით. შეფუთვაში მოთავსებულია 10 პაკეტი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახლმწიფოებში ლიცენზირებულია შემდგი სახელწოდებებით:
ესპანეთი: ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG
პორტუგალია: ლინეზოლიდი ნორმონი
გერმანია: ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია:
2020 წლის ოქტომბერი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
ლინეზოლიდი
მნიშვნელოვანია: იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება მედიკამენტის დანიშვნამდე.
ლინეზოლიდი არ არის აქტიური გრამუარყოფითი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. სპეციფიკური თერაპია გრამუარყოფითი ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს ერთდროულად, თუ გრამუარყოფითი პათოგენის კოინფექცია დადასტურებულია ან სავარაუდოა.
აღწერა
შეფუთულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავენ გარეთა პოლიოლეფინის პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია საინფუზიო ხსნარი.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი მოწოდებულია შეფუთვით. რომელიც შეიცავს 10 პაკეტს 300 მლ საინფუზიო ხსნარით.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 2 მგ/მლ ლინეზოლიდს გამჭვირვალე ხსნარის სახით. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (შაქრის ტიპი), ნატრიუმის ციტრატი (E331), უწყლო ლიმონმჟავა (E330), განზავებული მარილმჟავა 1N (E507), ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1N (E524) და საინექციო წყალი.
დოზირება და მიღების მეთოდი
ლინეზოლიდით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში და ექიმ-სპეციალისტის, როგორიცაა მიკრობიოლოგი ან ინფექციონისტი, შეფასების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობას იწყებენ პარენტერალური ფარმაცევტული ფორმით, შეიძლება გადავიდნენ პერორალურ ფორმაზე, კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ამ დროს, არ არის საჭირო დოზის კორექცია, რადგან პერორალური ლინეზოლიდის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია.
საინფუზიო ხსნარი უნდა გაკეთდეს 30-120 წუთის განმავლობაში.
ლინეზოლიდის რეკომენდებული დოზა უნდა გაკეთდეს ინტრავენურად (ი.ვ.) ორჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და რეკომენდებული დოზები მოზრდილებში:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმზე, ინფექციის ლოკალიზაციაზე, მის სიმძიმეზე და პაციენტის კლინიკურ პასუხზე.
ქვემოთ მოცემული მკურნალობის ხანგრძლივობის რეკომენდაციები დაფუძნებულია კლინიკურ კვლევებზე. ინფექციის ზოგიერთი ტიპის მიხედვით მკურნალობის ხანმოკლე კურსები შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუმცა არ არის შემოწმებული კლინიკურ კვლევებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 28 დღე. ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული 28 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას.
ბაქტერიემიასთან დაკავშირებული ინფექციები არ საჭიროებენ მკურნალობის რეკომენდებული დოზის ან ხანგრძლივობის გაზრდას.
საინფუზიო ხსნარისა და ტაბლეტების რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ:
ინფექციები
დოზა
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნოზოკომიური პნევმონია
600 მგ ორჯერ დღეში
10-14 თანმიმდევრული დღე
არაჰოსპიტალური პნევმონია
კანისა და რბივლი ქსოვილების გართულებული ინფექციები
პედიატრიული პოპულაცია: ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (<18 წელი) არ არის დადგენილი. რეკომენდაციები დოზირების შესახებ არ შეიძლება გაიცეს.
ხანდაზმული პაციენტები: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტები (კრკლ<30 მლ/წთ): არ არის საჭირო დოზის კორექცია ამ პაციენტებში. რადგან ლინეზოლიდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის მაღალი ექსპოზიციის (10-ჯერ მეტი) კლინიკური მნიშვნელობა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უცნობია, ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
ლინეზოლიდის დოზის დაახლოებით 30% გამოიყოფა ჰემოდიალიზის სეანსის 3 საათის განმავლობაში, ამიტომ ლინეზოლიდი უნდა გაკეთდეს დიალიზის შემდეგ ასეთ პაციენტებში. ლინეზოლიდის ძირითადი მეტაბოლიტები გარკვეული რაოდენობით გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით, მაგრამ ამ მეტაბოლიტების კონცენტრაციები კვლავ შესამჩნევად მაღალია დიალიზის შემდეგ იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია ან სუსტი-ზომიერი თირკმლის უკმარისობა აქვთ. ამიტომ, ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოიყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დიალიზს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
დღესდღეობით არ არის გამოცდილება ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ამბულატორიულ პერიტონეულ დიალიზს (CAPD) ან ალტერნატიულ მკურნალობას თირკმლის უკმარისობის გამო (ჰემოდიალიზისაგან განსხვავებული).
ღვიძლის დაზიანება:
არ არის საჭირო დოზის კორექცია. მცირე რაოდენობით კლინიკური მონაცემების გამო რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდი გამოყენებულ იქნას მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ლინეზოლიდი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პროდუქტებს, რომლებიც აინჰიბირებენ A და B მონოამინის ოქსიდაზებს (როგორიცაა: ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი) ან რომელიმე ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებისას ორი კვირის განმავლობაში.
თუ არ არის ხელმისაწვდომი მოწყობილობები არტერიული წნევის მეთვალყურეობისა და მონიტორინგისათვის, ლინეზოლიდი არ უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები კლინიკური მდგომარეობები ან იღებენ შემდეგი ტიპის მედიკამენტებს ერთდროულად:
პაციენტები, რომელთაც აქვთ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, ფეოქრომოციტომა, კარცინოიდი, თირეოტოქსიკოზი, ბიპოლარული დეპრესია, შიზოაფექტური დარღვევა, ცნობიერების მწვავე მდგომარეობები;
პაციენტები, რომლებიც იღებენ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს: სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის 5-HT1 რეცეპტორის აგონისტები (ტრიფტანები), პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტური აგენტები (მათ შორის: ადრენერგული ბრონქოდილატატორები, ფსევდოეფედრინი და ფენილპროპანოლამინი), ვაზოპრესული აგენტები (მაგ.: ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი), დოფამინერგული აგენტები (მაგ.: დოფამინი, დობუტამინი), პეთიდინი ან ბუსპირონი.
ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ლინეზოლიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, შესაბამისად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღებამდე და მკურნალობის დროს (იხ. პროდუქტის მახასიათებელების შეჯამების პარაგრაფი 4.6).
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიელოსუპრესია
მიელოსუპრესია (მათ შორის: ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, და თრომბოციტოპენია) აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს. იმ შემთხვევებში, როცა გამოსავალი ცნობილი იყო, როცა შეწყდა ლინეზოლიდის მიღება, ჰემატოლოგიური მაჩვენებლები დაუბრუნდა მკურნალობის დაწყებამდე დონეებს. ამ ეფექტების რისკი დამოკიდებული უნდა იყოს მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს, შეიძლება იყვნენ სისხლის დისკრაზიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. თრომბოციტოპენია შეიძლება აღინიშნოს უფრო ხშირად თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიალიზზე ყოფნის ან არყოფნის მიუხედავად. ამიტომ, რეკომენდებულია სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ: ანემია, გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია მკურნალობის დაწყებამდე; ერთდროულად იღებენ მენდიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ ჰემოგლობინის დონეს, აქვეითებენ სისხლის უჯრედების რაოდენობას ან გავლენას ახდენენ თრომბოციტების რაოდენობაზე ან ფუნქციაზე; აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა, იტარებენ 10-14 დღეზე მეტხანს თერაპიას. ლინეზოლიდი ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელია ჰემოგლობინის, სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი.
თუ აღინიშნება მნიშვნელოვანი მიელოსუპრესია ლინეზოლიდით თერაპიის დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არ არის თერაპიის გაგრძელების აბსოლუტური ჩვენება. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას სისხლის უჯრედების რაოდენობის ინტენსიური მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობის სტრატეგიები.
გარდა ამისა, რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის (ჰემოგლობინის დონე, თრომბოციტების და მთლიანი და დიფერენცირებული ლეიკოციტების რაოდენობა) მონიტორინგი კვირაში ერთხელ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლინეზოლიდს სისხლის უჯრედების საწყისი რაოდენობის დონის მიუხედავად.
კვლევაში აღინიშნა მძიმე ანემია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს მაქსიმალურ რეკომენდებულ ხანგრძლივობაზე, 28 დღეზე, მეტხანს. ეს პაციენტები უფრო ხშირად საჭიროებდნენ სისხლის ტრანსფუზიას. ანემიის შემთხვევები, რომლებიც მოითხოვენ სისხლის გადასხმას, ასევე აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ 28 დღეზე მეტხანს.
სიდერობლასტური ანემიის შემთხვევები აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. როცა დაწყების დრო უცნობი იყო, უმეტესობა პაციენტი ლინეზოლიდით თერაპიას იტარებდა 28 დღეზე მეტხანს. უმეტესობა პაციენტები სრულად ან ნაწილობრივ გამოჯანმრთელდნენ ლინეზოლიდის შეწყვეტის შემდეგ ანემიის მკურნალობის მიუხედავად.
სიკვდილიანობის დისბალანსი კლინიკურ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ კათეტერთან ასოცირებული გრამდადებითი სისხლის ინფექციები
სიკვდილიანობის სიჭარბე აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით, ვანკომიცინი/დიკლოქსაცილინი/ოქსაცილინთან შედარებით, ღია ეტიკეტის კვლევაში ინტრავასკულარულ კათეტერთან ასოცირებული ინფექციების მქონე მძიმე პაციენტებში [78/363 (21.5%) vs 58/363 (16.0%)]. ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა სიკვდილიანობის სიხშირეზე, იყო გრამდადებითი ინფექციის არსებობა მკურნალობის დაწყებამდე. სიკვდილიანობის სიხშირე მსგავსი იყო იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ჭეშმარიტი გრამდადებითი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები (ალბათობის თანაფარდობა 0.96; 95% სარწმუნოების ინტერვალი: 0.58-1.59), მაგრამ მნიშვნელოვნად მაღალი იყო (p=0.0162) ლინეზოლიდის ჯგუფში იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ნებისმიერი სხვა პათოგენი ან არ აღენიშნებოდათ პათოგენი მკურნალობის დაწყებამდე (ალბათობის თანაფარდობა 2.48; 95% სარწმუნოების ინტერვალი: 1.38-4.49). ყველზე დიდი დისბალანსი გამოვლინდა მკურნალობის დროს და საკვლევი წამლის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. ლინეზოლიდის ჯგუფის უმეტესობა პაციენტები დასნებოვდნენ გრამუარყოფითი პათოგენებით კვლევის დროს და გარდაიცვალნენ გრამუარყოფითი პათოგენებით გამოწვეული ინფექციის და პოლიმიკრობული ინფექციების შედეგად. ამიტომ, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებულად ან შესაძლოა აქვთ გრამუარყოფითი ორგანიზმებით გამოწვეული კოინფექციები, ლინეზოლიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს მკურნალობის სხვა ალტერნატივა. ამ შემთხვევებში გრამუარყოფითი ორგანიზმების წინააღმდეგ მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთდორულად.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა და კოლიტი
ანტიბიოტიკებტან ასოცირებული დიარეა და ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი და Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეა, აღინიშნა თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ლინეზოლიდის, გამოყენების დროს და მათი ინტენსივობა შეიძლება იცვლებოდეს სუსტი ფაღარათიდან ფატალურ კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ სერიოზული დიარეა ლინეზოლიდის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. თუ ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა ან ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი სავარაუდოა ან დადასტურებულია, ანტიბაქტერიული აგენტებით, მათ შორის ლინეზოლიდით, თერაპია უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპიული ღონისძიებები. მედიკამენტები, რომლებიც აინჰიბირებენ პერისტალტიკას უკუნაჩვენებია ამ შემთხვევაში.
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი აღინიშნა ლინეზოლიდის გამოყენების დროს. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ მეტაბოლური აციდოზის ნიშნები და სიმპტომები ლინეზოლიდის გამოყენების დროს, მათ შორის რეკურენტული გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, ბიკარბონატების დაბალი დონე ან ჰიპერვენტილაცია, საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. თუ ვითარდება ლაქტოაციდოზი, ლინეზოლიდის შემდგომი გამოყენების სარგებელი უნდა აჭარბებდეს პოტენციურ რისკებს.
მიტოქონდრიული დისფუნქცია
ლინეზოლიდი თრგუნავს მიტოქონდრიული ცილის სინთეზს. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ლაქტოაციდოზი, ანემია და ნეიროპათია (ოპტიკური და პერიფერიული), შეიძლება აღინიშნოს ამ ინჰიბირების შედეგად. ეს მოვლენები უფრო ხშირია, როცა წამალი გამოიყენება 28 დღეზე მეტხანს.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის სპონტანური შეტყობინებები დაკავშირებული იყო ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების გამოყენებისას, რომლებიც მოიცავენ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები. ამიტომ უკუნაჩვენებია ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების ერთდროული გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლინეზოლიდისა და სეროტონერგული აგენტების ერთდროული გამოყენება აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში პაციენტები საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას სეროტონინის სინდრომის სიმპტომებსა და ნიშნებზე, როგორიცაა: კოგნიტიური დისფუნქცია, ჰიპერპირექსია, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. თუ ვითარდება ნიშნები და სიმპტომები, უნდა შეწყდეს ერთ-ერთი ან ორივე აგენტის მიღება. თუ მოიხსნება სეროტონერგული აგენტი, სიმპტომები შეიძლება ალაგდეს.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
პერიფერიული ნეიროპათია, ისევე როგორც ოპტიკური ნეიროპათია და ოპტიკური ნევრიტი, რომელიც ზოგჯერ პროგრესირებს მხედველობის დაკარგვამდე, აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით. ეს ძირითადად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაქსიმალურ რეკომენდებულ ხანგრძლივობაზე, 28 დღეზე, მეტხანს.
ყველა პაციენტს მიეცა რჩევა, რომ შეეტყობინებინათ მხედველობის დაზიანების ნიშნების, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის ცვლილება, მხედველობის ფერების ცვლილება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის ველის დეფექტი, შესახებ. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია მდგომარეობის სწრაფი შეფასება ოფთალმოლოგის მიერ. თუ პაციენტი იღებს ლინეზოლიდ ნორმონ 2 მგ/მლ-ს 28 დღეზე მეტხანს, მხედველობის ფუნქცია უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
თუ ვითარდება პერიფერიული ან ოპტიკური ნეიროპათია, ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ-ის უწტვეტი გამოყენების სარგებელი უნდა აჭარბებდეს პოტენციურ რისკებს.
არსებობს ნეიროპათიების გაზრდილი რისკი, როცა ლინეზოლიდი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან უკანასკნელ პერიოდში იღებდნენ ანტიმიკობაქტერიულ მედიკამენტებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
გულყრები
კრუნჩხვები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინეზოლიდით. უმეტესობა ამ შემთხვევებში აღწერილი იყო გულყრების ანამნეზი ან არსებობდა გულყრების რისკფაქტორები. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ აცნობონ ექიმს, თუ აღენიშნებათ გულყრების ანამნეზი.
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი არის მონოამინის ოქსიდაზის შექცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (მაოი); თუმცა დოზებზე, რომლებიც გამოიყენება ანტიბაქტერიული თერაპიის დროს, ის არ ავლენს ანტიდეპრსიულ ეფექტს. ძალიან მცირე რაოდენობითაა მონაცემები წამლების ურთიერთქმედების კვლევებიდან და ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ, როცა ის ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი თანმხლები მდგომარეობები და./ან ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ქმნიან მაო ინჰიბიციის რისკს. ამიტომ, ლინეზოლიდი არ არის რეკომენდებული გამოყენებულ იქნას ამ მდგომარეობების დროს, თუ არ არის შესაძლებელი პაციენტის ახლო მეთვალყურეობა და მონიტორინგი.
თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად გამოყენება
პაციენტებმა არ უნდა მიიღონ თირამინით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობა.
სუპერინფექცია
ლინეზოლიდის თერაპიის ეფექტი ნორმალურ ფლორაზე არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ გამრავლებას. მაგ.: 3% პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს, განუვითარდათ წამალთან დაკავშირებული კანდიდოზი კლინიკურ კვლევებში. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარებისას საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
სპეციალური პოპულაციები
ლინეზოლიდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდი გამოყენებული იქნას ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკებს.
რეპროდუქციული უნარის დაზიანება
ლინეზოლიდი შექცევადად აქვეითებს რეპროდუქციულ უნარს და იწვევს სპერმის მორფოლოგიის პათოლოგიას მოზრდილ მამრ ვირთხებში შრატში კონცენტრაციის დონეებზე, რომელიც ადამიანებში მოსალოდნელის ტოლია, ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე უცნობია.
კლინიკური კვლევები
ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა 28 დღეზე მეტხანს გამოყენებისას არ არის დადგენილი.
კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ მოიცავდა პაციენტებს ტერფის დიაბეტური დაზიანებით, დეკუბიტუსით ან იშემიური დაზიანებებით, მძიმე დამწვრობებით ან განგრენით. ამიტომ ლინეზოლიდის გამოყენების გამოცდილება ამ მდგომარეობების სამკურნალოდ შეზღუდულია.
დამხმარე ნივთიერებები
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 45.7 მგ (13.7 გ/300 მლ) გლუკოზას. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიაბეტის ან გლუკოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.
ხსნარის თითოეული შეიცავს 0.38 მგ (114 მგ/300 მლ) ნატრიუმს. ნატრიუმის ეს შემცველობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის კონტროლირებული შემცველობის დიეტაზე.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მონოამინის ოქსიდაზის ინჰბიტორები
ლინეზოლიდი არის მონოამინის ოქსიდაზის შექცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (მაოი). ძალიან შეზღუდულია მონაცემები წამლების ურთიერთქმედების კვლევებიდან და ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მაო ინჰიბიციის რისკი. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ლინეზოლიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ პაციენტის ახლო მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ.
პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას
ნორმოტენზიულ ჯანმრთელ მოხალისეებში ლინეზოლიდმა გააძლიერა ფსევდოეფედრინით და ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდით გამოწვეული არტერიული წნევის მომატება. ლინეზოლიდის ერთდროულმა მიღებამ ფსევდოეფედრინთან ან ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდთან გამოიწვია სისტოლური წნევის საშუალოდ მატება 30-40 მმ ვწყ.სვ.-ით, მარტო ლინეზოლიდის მიღებისას - 11-15 მმ ვწყ.სვ.-ით, ფსევდოეფედრინის ან ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდის მიღებისას - 14-18 მმ ვწყ.სვ.-ით და 8-11 მმ ვწყ.სვ-ით - პლაცებოს დროს. მსგავსი კვლევები ჰიპერტენზიულ პირებში არ ჩატარებულა. რეკომენდებულია, რომ ვაზოპრესული აქტივობის მქონე წამლების, მათ შორის დოფამინერგული საშუალებების, დოზების ტიტრაცია მოხდეს სიფრთხილით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი პასუხი ლინეზოლიდთან ერთად ერთდროული მიღებისას.
სეროტონერგული პოტენციური ურთიერთქმედებები
წამლების პოტენციური ურთიერთქმედებები დექსტრომეთორპათან შესწავლილ იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში. პირები იღებდნენ დექსტრომეთორპანს (ორი 20 მგ დოზა 4 საათის ინტერვალით) ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე. არ აღინიშნა სეროტონინის სინდრომის ეფექტები (ცნოიერების დაბინდვა, დელირიუმი, მოუსვენრობა, ტრემორი, ალები, დიაფორეზი და ჰიპერპირექსია) ნორმალურ პირებში ლინეზოლიდის და დექსტრომეთორპანის მიღებისას.
პოსტმარკეტინგული გამოცდილება: აღწერილია სეროტონინის სინდრომის მსგავსი ეფექტების ერთი შემთხვევა პაციენტში, რომელიც იღებდა ლინეზოლიდსა და დექსტრომეთოპრპანს, რომელიც მოიხსნა ორივე წამლის შეწყვეტის შემდეგ.
ლინეზოლიდის სეროტონერგულ აგენტებთან, მათ შორის ანტიდეპრესანტებთან, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), კლინიკური გამოყენების დროს, აღინიშნა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები. ამიტომ, რადგან მათი ერთდროულად დანიშვნა უკუნაჩვენებია, პაციენტების მართვა, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდითა და სეროტონერგული აგენტებით აუცილებელია მოხდეს პარაგრაფში - „სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები“ - აღწერილის მიხედვით.
თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად გამოყენება:
არ აღინიშნა მნიშვნელოვანი პრესორული პასუხი პირებში, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს და 100 მგ-ზე ნაკლებ თირამინს. ეს მიუთითებს, რომ საჭიროა მხოლოდ თირამინის მაღალი შემცველობის საკვებისა და სასმელის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის არიდება (როგორიცაა, მაგ.: მომწიფებული ყველი, საფუარის ექსტრაქტები, არადისტილირებული სასმელები და სოიოს მარცვლების ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა სოიოს სოუსი).
მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450--ით
ლინეზოლიდი შესამჩნევად არ მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 (CYP) ფერმენტული სისტემით და არ თრგუნავს რომელიმე მნიშვნელოვან ადამიანის CYP იზოფორმებს (1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4). ასევე, ლინეზოლიდი არ აინდუცირებს P450 იზოფერმენტებს ვირთხებში. ამიტომ, CYP450-ის მაინდუცირებელი აგენტების ურთიერთქმედება ლინეზოლიდთან არ არის მოსალოდნელი.
რიფამპიცინი
რიფამპიცინის ეფექტი ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილ იქნა თექვსმეტ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეში, რომლებიც იღებდნენ 600 მგ ლინეზოლიდს ორჯერ დღეში 2.5 დღის განმავლობაში 600 მგ რიფამპიცინთან ერთხელ დღეში, 8 დღე. რიფამპიცინმა დააქვეითა ლინეზოლიდის Cmax და AUC საშუალოდ 21%-ით [90%, CI, 15, 27] და 32%-ით [90%, CI, 27, 37], შესაბამისად. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და მისი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვარფარინი
როცა ვარფარინი დაემატა ლინეზოლიდით თერაპიას წონასწორულ მდგომარეობაში, აღინიშნა INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) საშუალო მაქსიმალური მაჩვენებლის 10%-ით შემცირება ერთდორულად მიღების დროს AUC INR-ის 5%-იანი შემცირებით. არასაკმარისია მონაცემები პაცეინტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს და ლინეზოლიდს, რათა შეფასდეს კლინიკური მნიშვნელობა.
რეპროდუქციული უნარი, ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
მცირე რაოდენობითაა მონაცემები ლინეზოლიდის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოოქსიკურობა. ადამინებისათვის არსებობს პოტენციური რისკი.
ლინეზოლიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება, ანუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ლინეზოლიდი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში და შესაბამისად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს წამლის მიღებამდე და მკურნალობის განმავლობაში.
რეპროდუქციული უნარი
ცხოველებზე კვლევებში ლინეზოლიდმა გამოიწვია ფერტილობის დაქვეითება.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დაზიანების სიმპტომები ლინეზოლიდის მიღების დროს და არ უნდა მართონ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.
არასასურველი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყო 2,000-ზე მეტი მოზრდილი პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს 28 დღემდე.
ყველზე ხშირად აღინიშნა დიარეა (8.4%). თავის ტკივილი (6.5%), გულისრევა (6.3%) და ღებინება (4.0%),
წამლით გამოწვეული ყველზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა იყო თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. პაციენტების დაახლოებით 3%-მა შეწყვიტა მკურნალობა წამლის გვერდითი მოვლენების გამო.
დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს, მოცემულია ცხრილში სიხშირით: »სიხშირე უცნობია«, რადგან ფაქტობრივი სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები აღინიშნა და აღწერილია ლინეზოლიდით მკურნალობის დროს შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (>1/100 -<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუზველზე).
ორგანოთა სისტემების კლასები
ხშირი (>1/100 -<1/10)
არახშირი (>1/1,000 - <1/100)
იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000)
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუზველზე)
ინფექციები და ინვაზიები
კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი, სოკოვანი ინფექციები
ვაგინიტი
ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი*
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია*+
ლეიკოპენია*, ნეიტროპენია*, თრომბოციტოპენია*, ეოზინოფილია
პანციტოპენია*
მეილოსუპრესია*, სიდერობალსტური ანემია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსია
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
ჰიპონატრიემია*
ლაქტოაციდოზი*
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, გემოს ცვლილება (მეტალის გემო), თავბრუსხვევა
კრუნჩხვები*, ჰიპოესთეზია, პარესთეზია
სეროტონინის სინდრომი**, პერიფერიული ნეიროპათია*
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა*
მხედველობის ველის დეფექტის ცვლილება*
ოპტიკური ნეიროპათია*, ოპტიკური ნევრიტი*,
მხედველობის დაკარგვა*, მხედველობის სიმახვილის ცვლილება*, მხედველობის ფერების ცვლილება*
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები
ტინიტუსი
გულის დარღვევები
არითმია (ტაქიკარდია)
ვასკულარული დარღვევები
ჰიპერტენზია
ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ფლებიტი/ თრომბოფლებიტი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ლოკალური ან ზოგადი ტკივილი, ყაბზობა, დისპეფსია
პანკრეატიტი, გასტრიტი, მუცლის დაჭიმულობა, პირის სიმშრალე, გლოსიტი, თხიერი განავალი, სტომატიტი, ენის ფერის ცვლილება ან პათოლოგია
კბილების ზედაპირული ფერის ცვლილება
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები: ასტ, ალტ ან ტუტე ფოსფატაზის მომატება
საერთო ბილირუბინის მომატება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ქავილი, კანზე გამონაყარი
ჭინჭრის ციება, დერმატიტი, დიაფორეზი
ბულოზური დარღვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ალოპეცია
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
BUN მომატება
თირკმლის უკმარისობა, კრეატინინის მომატება, პოლიურია
რეპროდუქციული სისტემისა და სარძეევე ჯირკვლის დარღვევები
ვულვოვაგინალური პათოლოგია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ცხელება, ლოკალური ტკივილი
შემცივნება, სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, წყურვილის გაძლიერება
დამატებითი ანალიზები
ბიოქიმია
ლდჰ-ის, კრეატინკინაზის, ლიპაზის, ამილაზის ან არაუზმოდ გლუკოზის მომატება. საერთო ცილის, ალბუმინის, ნატრიუმის ან კალციუმის დაქვეითება, კალიუმის ან ბიკარბონატის მომატება ან დაქვეითება.
ჰემატოლოგია
ნეიტროფილების მომატება. ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება. თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება.
ბიოქიმია
ნატრიუმის ან კალციუმის მომატება. არაუზმოდ გლუკოზის დაქვეითება. ქლორიდების მომატება ან დაქვეითება.
ჰემატოლოგია
რეტიკულოციტების რაოდენობის მომატება. ნეიტროპენია
- იხ. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- *იხ. უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები
+იხ. ქვემოთ.
ლინეზოლიდის შემდეგი გვერდითი რეაქციები მიჩნეულ იქნა სერიოზულად იშვიათ შემთხვევებში: ლოკალიზებული მუცლის ტკივილი, გარდამავალი იშემიური ინსულტი და ჰიპერტენზია.
+ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სადაც ლინეზოლიდი მიიღებოდა 28 დღემდე, 2% პაციენტებს აღენიშნა ანემია. პროგრამაში, სიცოცხლისათვის სახიფათი ინფექციების მქონე და თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებით, ანემია განვითარდა 2.5% (33/1326) პაციენტში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ ≤28 დღე, იმ 12.3% (53/430) პაციენტთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ >28 დღე. წამალთან დაკავშირებული სერიოზული ანემიის, რომელიც მოითხოვს სისხლის გადასხმას, შემთხვევების პროპორცია იყო 9% (3/33) იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ≤28 დღე და 15% (8/53), რომლებიც მკურნალობდნენ 28 დღეზე მეტხანს.
პედიატრიული პოპულაცია
უსაფრთხოების მონაცემები კლინიკური კვლევებიდან, რომელიც ჩატარდა 500-ზე მეტ პედიატრიულ პაციენტში (დაბადებიდან 17 წლამდე) არ მიუთითებს, რომ ლინეზოლიდის უსაფრთხოების პროფილი პედიატრიული პაციენტებისათვის განსხვავდება მოზრდილი პაციენტებისაგან.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის უწყვეტ მონიტორინგს. სამედიცინო სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი. თუმცა, შემდეგი ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს:
მხარდამჭერი მკურნალობა რეკომენდებულია გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებასთან ერთად. ლინეზოლიდის დაახლოებით 30% ცილდება ჰემოდიალიზის 3 საათის განმავლობაში, მაგრამ არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი ლინეზოლიდის მოცილების შესახებ პერიტოენული დიალიზის ან ჰემოპერფუზიის გზით.
ტოქსიკურობის ნიშნები ვირთხებში, ლინეზოლიდის 3,000 მგ/კგ/დღე გაკეთების შემდეგ, იყო დაქვეითებული აქტიურობა და ატაქსია, როცა ძაღლებში 2,000 მგ/კგ/დღე დოზით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა ღებინება და ტრემორი.
გამოყენების და მოხმარების ინსტრუქციები
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გარეთა შეფუთვა უნდა მოიხსნას მხოლოდ მაშინ, როცა მზადაა გამოსაყენებლად, შემდეგ პაკეტი უნდა შემოწმდეს, ხელის მაგრად მოჭერით ერთი წუთის განმავლობაში გაჟონვაზე. თუ პაკეტი ჟონავს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან სტერილობა შეიძლება დარღვეული იყოს. ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გამოყენებამდე და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, ნაწილაკების გარეშე. არ უნდა იქნას გამოყენებული პაკეტები თანმიმდევრული შეერთებით. ნებისმიერი გამოუყენებული ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული. არ უნდა გაერთიანდეს ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტები. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი და მასალა, რომელიც მასთან კონტაქტში იყო, უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 5% გლუკოზა ინტრავენური ინფუზიისათვის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენური ინფუზიისათვის, ლაქტატირებული რინგერის ხსნარი ინექციის მოსამზადებლად (ჰარტმანის ხსნარი).
შეუთავსებლობა
ხსნარზე არ უნდა მოხდეს რაიმეს დამატება. თუ ლინეზოლიდი კეთდება სხვა მედიკამენტებთან ერთად, თითოეული წამალი უნდა გაკეთდეს ცალკე, მათი გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით. შესაბამისად, თუ იგივე ინტრავენური სისტემა გამოიყენება სხვა წამლების შემდგომი ინფუზიისათვის, სისტემა უნდა გამოირეცხოს ლინეზოლიდის გაკეთებმადე და მის შემდეგ თავსებადი საინფუზიო ხსნარით.
ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ცნობილია, რომ ფიზიკურად შეუთავსებებლია შემდეგ ნაერთებთან: ამფოტერიცინი B, ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი, დიაზეპამი, პენტამიდინის იზეთიონატი, ერითრომიცინის ლაქტობიონატი, ფენიტოინის ნატრიუმი და სულფამეთოქსაზოლი/ტრომეტოპრიმი. გარდა ამისა, ის ქიმიურად შეუთავსებელია ცეფტრიაქსონის ნატრიუმთან.
შენახვის ვადა
გახსნამდე: 2 წელი
გახსნის შემდეგ: ლინეზოლიდი ნორმონი 2 მგ/მლ ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია ოთახის ტემპერატურაზე პირველად გახსნიდან არაუმცირეს ოთხი საათის განმავლობაში, მიკრობიოოლოგიური თვალსაზრისით, რადგან გახსნის მეთოდი შეიცავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის ვადასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის სპეციალური პირობები
ინახება არაუმეტეს. 30ºC-ზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ინახება ორიგინალური შეფუთვით (გარეთა პაკეტში და პაკეტში) სინათლისაგან დასაცავად, სანამ მომზადდება გამოსაყენებლად.
შენახვის პირობებისათვის პირველად გახსნის შემდეგ იხ პარაგრაფი 6.3
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი). ტელ.: 918 06 52 40.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



