პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლინეზოლიდ დენკ 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Linezolid Denk 600mg film-coated tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ლინოზოლიდ დენკი არის ოქსაზოლიდინონის ჯგუფის ანტიბიოტიკი. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უშლის ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (გარკვეული ავადმყოფობის მიკრობების) ზრდას. იგი გამოიყენება ფილტვების ანთების, კანისა და კანქვეშა კონკრეტული ინფექციების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლინეზოლიდ (linezolid)
ფორმა და შეფუთვა
600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მწარმოებელი
Pharmaceutical Works POLPHARMA SA, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J01XX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-035958
რეგისტრირებულია
27 ივლისი 2022, მოქმედებს 27 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალინეზოლიდ დენკ 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ლინეზოლიდ დენკ 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლინოზოლიდ დენკი არის ოქსაზოლიდინონის ჯგუფის ანტიბიოტიკი. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უშლის ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (გარკვეული ავადმყოფობის მიკრობების) ზრდას. იგი გამოიყენება ფილტვების ანთების, კანისა და კანქვეშა კონკრეტული ინფექციების სამკურნალოდ. თქვენმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს მედიკამენტი შესაფერისია თქვენი ინფექციის სამკურნალოდ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლინეზოლიდ დენკის მიღებამდე?

ლინოზოლიდ დენკ-ის მიღება არ შეიძლება,

თუ ხართ ალერგიული ლინეზოლიდის ან ამ წამლის მე-6 პუნქტში დასახელებული სხვა შემადგენელი ნაწილების მიმართ.

თუ თქვენ ღებულობთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიღებული გაქვთ მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO-ინჰიბიტორები, მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

ლაქტაციის დროს, რადგან ლინეზოლიდი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

მიღების წესი და დოზირება

რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?

როგორ უნდა შეინახოთ ლინეზოლიდ დენკი?

კოლოფის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, სანამ დაიწყებთ ლინეზოლიდ დენკის მიღებას.

ლინეზოლიდ დენკი შეიძლება არ გამოგადგეთ, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემულ შეკითხვაზე გასცემთ პასუხს „დიახ“. გთხოვთ, ეს საკითხი განიხილოთ თქვენს ექიმთან, ვინაიდან მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში მან უნდა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არტერიული წნევა ან შესაძლებლობისამებრ, ასევე გადაწყვიტოს, ხომ არ იქნება თქვენთვის უკეთესი რაიმე სხვა მკურნალობა.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, გეხებათ თუ არა თქვენ ეს შეკითხვები.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (იმის მიუხედავად, ღებულობთ თუ არა ამის საწინააღმდეგო საშუალებებს)?

დაგიდგინდათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია?

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა) ან კარცინოიდული სინდრომი (გამოწვეული ჰორმონალური სისტემის სიმსივნეების მიერ ისეთი ჩივილებით, როგორიცაა ფაღარათი, კანის შეწითლება ან მსტვინავი სუნთქვა)?

ხომ არ გაქვთ მანიაკალური დეპრესია, შიზოაფექტური ფსიქოზი, შეურაცხადობა ან რაიმე სხვა ფსიქიკური პრობლემა?

ლინეზოლიდ დენკის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, თუ თქვენ

ადვილად გემართებათ სიცხლჩაქცევა ან სისხლდენა,

გაქვთ ანემია (სისხლის წითელი ბურთულების მცირე რაოდენობა),

მიდრეკილი ხართ ინფექციებისადმი,

წარსულში როდესმე გქონიათ კრუნჩხვები,

გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმყოფებით დიალიზზე,

გაწუხებთ ფაღარათი,

ღებულობთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალება ბუპრენორფინს. ამ მედიკამენტის გამოყენებამ ლინეზოლიდ დენკთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რომელიც არის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში დაავადება (იხ. „ლინეზოლიდ დენკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში აღინიშნა შემდეგი მოვლენები:

პრობლემები თვალებზე, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაბინდვა, ცვლილებები ფერების აღქმაში, პრობლემები დეტალების ამოცნობაში ან როდესაც თქვენი მხედველობის არე შეზღუდულია.

მგრძნობელობის დაკარგვა მკლავებსა და ფეხებში ან „ჭიანჭველების ცოცვის“ ან ჩხვლეტის შეგრძნება მკლავებსა და ფეხებში.

ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან შემდეგ, ლინეზოლიდის ჩათვლით, შეიძლება დაგემართოთ ფაღარათი. თუ იგი გაძლიერდა ან გრძელდება დიდხანს ან თუ გაქვთ სისხლიანი ან ლორწოიანი განავალი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ლინეზოლიდ დენკის მიღება და მიმართოთ ექიმს. მსგავს სიტუაციაში არ უნდა მიიღოთ არავითარი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ნაწლავების მოქმედების შეჩერებას ან შემცირებას.

განმეორებითი გულისრევა ან პირღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა.

ლინეზოლიდ დენკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

შესაძლებელია, რომ აღინიშნოს ლინეზოლიდ დენკისა და გარკვეული მედიკამენტების ერთმანეთზე ზემოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის ან გულისცემის სიხშირის ცვლილებები.

მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ იყენებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან განზრახული გაქვთ, რომ გამოიყენოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ ან ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ვინაიდან ლინეზოლიდ დენკის გამოყენება არ შეიძლება, თუ ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ ან ღებულობთ ამ მედიკამენტებს (იხ. ასევე თავი 2 „ლინეზოლიდ დენკის მიღება არ შეიძლება“):

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO-ინჰიბიტორები, მაგ, ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

ასევე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, დაგინიშნოთ თუ არა ლინეზოლიდ დენკი მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში აკონტროლოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და არტერიული წნევა. მეორე მხრივ, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თქვენთვის უკეთესია რაიმე სხვა მკურნალობა.

შეშუპებისას, გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ფსევდოეფედრინს ან ფენილპროპანოლამინს.

ასთმის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება, როგორიცაა, მაგ. სალბუტამოლი, ტერბუტალინი ან ფენოტეროლი.

გარკვეული ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ეწოდება სამფაზიანი ანტიდეპრესანტები ან სეროტონინის განმეორებით მიღების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), რომლებიც არსებობს უამრავი რაოდენობით, როგორიცაა, მაგ. ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოზულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი.

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა, სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი.

უცაბედი, მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა, ადრენალინი (ეპინეფრინი).

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა, მაგ. ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოპამინი და დობუტამინი.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ზომიერიდან ძლიერ ტკივილებამდე სამკურნალოდ, როგორიცაა, მაგ. პეტიდინი.

ისეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რომელთა მოქმედი ნივთირებაც არის ბუპრენორფინი. ამ მედიკამენტს შეიძლება ლინეზოლიდ დენკთან ჰქონდეს ურთიერთქმედება და შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რიტმული კონტრაქცია, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც აკონტროლებენ თვალების მოძრაობას, აღელვება, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, კანკალი, გადაჭარბებული რეფლექსები, კუნთების მომატებული დაჭიმულობა და სხეულის ტემპერატურის ზრდა 380C-ზე ზემოთ. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგივითარდათ მსგავსი სიმპტომები.

განგაშის (შიშის) მდგომარეობის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა, მაგ. ბუსპირონი.

მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა, მაგ. ვარფარინი.

ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერება რიფამპიცინს.

ლინეზოლიდ დენკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლინეზოლიდ დენკი შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

თავი შეიკავეთ დავარგებული ყველის, საფუარის ან სოიას მარცვლების ექსტრაქტის (მაგ. სოიას სოუსი) დიდი დოზებისა და ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდისა და ღვინის) მიღებისაგან, რადგან ეს მედიკამენტი რეაგირებს ტირამინად წოდებულ ნივთიერებაზე, რომელსაც ნატურალური სახით შეიცავს ზოგიერთი საკვები. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

თუ ჭამის ან დალევის შემდეგ აღგენიშნებათ მფეთქავი თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლინეზოლიდის ზემოქმედება ორსულ ქალებში ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის დროს მისი მიღება არ შეიძლება, თუ ეს არ გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ ხართ ფეხმძიმედ ან ლაქტაციის პერიოდში, ან გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად, ან განზარახული გაქვთ დაორსულება, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ღებულობთ ლინეზოლიდ დენკს, დაუშვებელია ლაქტაცია, ვინაიდან ლინეზოლიდი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ავტომანქანით გადაადგილება და მანქანებთან მუშაობა

ლინეზოლიდ დენკის მიღების დროს შეიძლება გქონდეთ თავბრუსხვევა ან მხედველობის მხრივ დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ იმუშავებთ დანადგარებთან. იფიქრეთ იმაზე, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, შესაძლებელია თქვენი უნარი, ატაროთ მანქანა ან იმუშაოთ დანადგარებთან, შეიძლება იყოს დაქვეითებული.

ლინეზოლიდ დენკი 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ.) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბელტზე, ანუ არის ასე თუ ისე „ნატრიუმის გარეშე“.

როგორ უნდა მივიღოთ ლინეზოლიდ დენკი?

ზრდასრულები

მიიღეთ მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ანოტაციაში ან ზუსტად ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის დანიშნულებისამებრ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 შემოგარსულ ტაბლეტს (600 მგ. ლინეზოლიდი) დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში). დალიეთ მთლიანი ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

თუ თქვენი თირკმელების გამო იმყოფებით დიალიზზე, ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ დიალიზით მკურნალობის შემდეგ.

მკურნალობა, ჩვეულებისამებრ, გრძელდება 10-დან 14 დღემდე, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს ასევე 28 დღემდე. ამ მედიკამენტის საიმედოობა და მოქმედება 28 დღეზე მეტი ხნით მკურნალობის დროს დადასტურებული არ არის. თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თქვენი ექიმი.

ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის პერიოდში თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს თქვენი სისხლის მონაცემები.

თუ ამ მედიკამენტს იყენებთ 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს თქვენი მხედველობა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ ლინეზოლიდ დენკი, ჩვეულებისამებრ, არ გამოიყენება.

თუ მიღებული გაქვთ ლინეზოლიდ დენკის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლინეზოლიდ დენკის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული შემოგარსული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, რომ დაგავიწყდათ მიღება.

12 საათის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა და შემდეგ კვლავ მიიღეთ ყოველ 12 საათში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ მიღება.

თუ შეწყვიტეთ ლინეზოლიდ დენკის მიღება

მნიშვნელოვანია, რომ კვლავ გააგრძელოთ ლინეზოლიდ დენკის მიღება, თუ თქვენმა ექიმმა არ მოგცათ მითითება მკურნალობის დასრულების შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეწყვიტეთ მკურნალობა და ჩივილები კვლავ გაგივითარდათ.

თუ გექნებათ სხვა შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება არ განუვითარდეს ყველა მომხმარებელს.

თუ თქვენ ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის დროს შენიშნავთ ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ლინეზოლიდის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებია (სიხშირე მოცემულია ფრჩხილებში):

კანის მძიმე დაავადებები (არ არის ცნობილი), შეშუპებები, განსაკუთრებით სახისა და კეფის მიდამოში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (არ არის ცნობილი), მსტვინავი სუნთქვითი ხმიანობა და / ან სუნთქვის უკმარისობა (არ არის ცნობილი). აქ შეიძლება საქმე გვქონდეს ალერგიულ რეაქციასთან და საჭირო გახდეს ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა. კანის რეაქციები, როგორიცაა, შეწითლებული, ნაჭრილობევი კანი, კანის აქერცვლით (დერმატიტი) (ხანდახან), გამონაყარი კანზე (ხშირად), ქავილი (ხშირად);

პრობლემები თვალებზე, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაბინდვა (ხანდახან), ცვლილებები ფერების აღქმაში (არ არის ცნობილი), სირთულეები დეტალების ამოცნობაში (არ არის ცნობილი) ან როდესაც თქვენი მხედველობის არე შეზღუდულია (იშვიათად).

ძლიერი ფაღარათი სისხლისა დ/ან ლორწოს შერევით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი ფსევდომემბრანოზული კოლიტის ჩათვლით), რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (იშვიათად);

განმეორებითი გულისრევა და პირღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა (არ არის ცნობილი);

ლინეზოლიდის მიღების შემდეგ, აღინიშნა ეპილეფსიური კრუნჩხვების განვითარება (ხანდახან). უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ ლინეზოლიდის მიღებისას SSRIs-ის პარალელურად ანტიდეპრესიულმა საშუალებებმა გამოიწვია შფოთიანობა, დეზორიენტაცია, ბოდვა, შებოჭილობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და ეპილეფსიური კრუნჩხვები (იხ. თავი 2) (არ არის ცნობილი);

გაურკვეველი სისხლდენები ან სისხლჩაქცევები სისხლის გარკვეული უჯრედების ცვლილების გამო, რამაც გავლენა შეიძლება მოახდინოს სისხლის შედედებაზე და გამოიწვიოს ანემია (ხშირად);

სისხლის გარკვეული უჯრედების ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ინფექციებისაგან დაცვით მექანიზმზე (ხშირად), ისეთი ინფექციის ნიშნების წარმოქმნა, როგორიცაა, ტემპერატურის მატება (ხშირად), ყელის ანთება (ხანდახან), წყლულოვანი სტომატიტი (ხანდახან) და დაღლილობის შეგრძნება (ხანდახან);

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ხანდახან);

კრუნჩხვები (ხანდახან) ;

პერიოდული იშემიური შეტევები (დროდადრო ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ხანმოკლე გართულებები, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაკარგვა, სისუსტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, გაურკვეველი მეტყველება და ცნობიერების დაკარგვა) (ხანდახან);

ხმაური ყურებში (ხანდახან).

სიყრუე, დაბუჟება ან ბუნდოვანი მზერა აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამ მედიკამენტს 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ შენიშნავთ მხედველობის გაუარესებას, შესაძლებლობისამებრ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტთან):

სოკოვანი ინფექციები (ძირითადად საშოსა და პირის ლორწოვან გარსზე)

თავის ტკივილები

ლითონის გემო პირში

ფაღარათი, გულისრევა და პირღებინება

სისხლის ზოგიერთი მონაცემის ცვლილება, მათ შორის ისეთების, რომლებიც შეეხება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს ან სისხლში შაქრის მონაცემებს.

ძილის დარღვევა

არტერიული წნევის მომატება

ანემია (სისხლის წითელი ბურთულების მცირე რაოდენობა)

თავბრუსხვევა

ტკივილები მთელი მუცლის არეში ან გარკვეულ ადგილებში

ყაბზობა

საჭმლის მონელების დარღვევები

ტკივილები გარკვეულ ადგილებში

ხანდახან (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-თან)

საშოს ან გენიტალური რეგიონის ანთება ქალებში

მგრძნობელობის შეცვლა, როგორიცაა, „მცოცავი“ შეგრძნება ან დაბუჟება

ვენების ანთება

შეშუპებული, ნაჭრილობევი ან ფერშეცვლილი ენა

გახშირებული შარდვა

შემცივნება

წყურვილის შეგრძნება

ჭარბი ოფლიანობა

ცილების, მარილების ან ფერმენტების ცვლილებები სისხლში, რომელიც შეეხება თქვენი თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციებს

ჰიპონატრიემია (ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში)

თირკმლის უკმარისობა

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

მუცლის შებერილობა

ტკივილი ინექციის ადგილას (მხოლოდ ინტრავენურად)

კრეატინინის მომატებული დონე

კუჭის ტკივილები

გულისცემის ცვლილება (მაგ. გულისცემის აჩქარება)

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1 პაციენტთან)

ენის ზედაპირის შეფერილობის შეცვლა, რომლის მოცილებაც, ჩვეულებისამებრ, შესაძლებელია კბილების პროფესიული გაწმენდით.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (არ არის ცნობილი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ალოპეცია (თმის ცვენა)

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება

მგრძნობელობითი აღქმის სისუსტე და/ ან შეცვლა

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ანოტაციაში.

თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობოთ პირდაპირ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოვიგილურობის განყოფილებას მისამართზე: კურტ-გეორგ-ალეე 3, D-53175 ბონი, ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების დაფიქსირებით, თქვენ წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ არსებობდეს უფრო მეტი ინფორმაცია ამ მედიკამენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

  • როგორ უნდა შეინახოთ ლინეზოლიდ დენკი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება აღარ შეიძლება ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეფუძნება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ამ მედიკამენტისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული შენახვის პირობები. ნუ ჩაყრით მედიკამენტს ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტის უტილიზაცია, თუ იგი აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ წვლილი შეგაქვთ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ლინეზოლიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ. ლინეზოლიდს.

სხვა შემადგენელი ნაწილებია: კარბოქსიმეთილის სახამებელი-ნატრიუმი (ტიპი A) (Ph. Eur.), ჰიპრომელოზა, მაკროგოლის სტეარატი (Ph. Eur.) (ტიპი I, EO-ერთეულები: 40), მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული) (Ph. Eur.), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის დიჰიდროგენციტრატი (ფხვნილი ტიპი F0100), პოვიდონ K30, ტიტანის დიოქსიდი.

ლინეზოლიდ დენკის 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ლინეზოლიდ დენკ 600 მგ. არის თითქმის თეთრი, მოგრძო, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

ლინეზოლიდ დენკ 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები გაყიდვაშია, როგორც 10 ტაბლეტიანი ბლისტერული შეფუთვა კოლოფში.

ერთი კოლოფი შეიცავს 10, 20, 30, 50, 60 ან 100 (მხოლოდ, როგორც კლინიკური შეფუთვა) შემოგარსულ ტაბლეტს.

შესაძლებელია, რომ მიმოქცევაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაცევტული საწარმო

Denk Pharma GmbH & Co. KG

პრინცრეგენტენშტრასე 79

81675 მიუნხენი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია გამოყენების შესახებ: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ლინეზოლიდ დენკ (Linezolid Denk) 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები

ზრდასრულებში გამოსაყენებლად

ლინეზოლიდი

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, ვინაიდან იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, თუნდაც მათ ჰქონდეთ იგივე ჩივილები, რაც თქვენ.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. თავი 4.

რა წერია ამ ჩანართში

რა არის ლინეზოლიდ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლინეზოლიდ დენკის მიღებამდე?

როგორ უნდა მიიღოთ ლინეზოლიდ დენკი?

რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?

როგორ უნდა შეინახოთ ლინეზოლიდ დენკი?

კოლოფის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ლინეზოლიდ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?

ლინოზოლიდ დენკი არის ოქსაზოლიდინონის ჯგუფის ანტიბიოტიკი. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უშლის ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების (გარკვეული ავადმყოფობის მიკრობების) ზრდას. იგი გამოიყენება ფილტვების ანთების, კანისა და კანქვეშა კონკრეტული ინფექციების სამკურნალოდ. თქვენმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს მედიკამენტი შესაფერისია თქვენი ინფექციის სამკურნალოდ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ლინეზოლიდ დენკის მიღებამდე?

ლინოზოლიდ დენკ-ის მიღება არ შეიძლება,

თუ ხართ ალერგიული ლინეზოლიდის ან ამ წამლის მე-6 პუნქტში დასახელებული სხვა შემადგენელი ნაწილების მიმართ.

თუ თქვენ ღებულობთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიღებული გაქვთ მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO-ინჰიბიტორები, მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

ლაქტაციის დროს, რადგან ლინეზოლიდი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, სანამ დაიწყებთ ლინეზოლიდ დენკის მიღებას.

ლინეზოლიდ დენკი შეიძლება არ გამოგადგეთ, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემულ შეკითხვაზე გასცემთ პასუხს „დიახ“. გთხოვთ, ეს საკითხი განიხილოთ თქვენს ექიმთან, ვინაიდან მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში მან უნდა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არტერიული წნევა ან შესაძლებლობისამებრ, ასევე გადაწყვიტოს, ხომ არ იქნება თქვენთვის უკეთესი რაიმე სხვა მკურნალობა.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, გეხებათ თუ არა თქვენ ეს შეკითხვები.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (იმის მიუხედავად, ღებულობთ თუ არა ამის საწინააღმდეგო საშუალებებს)?

დაგიდგინდათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია?

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა) ან კარცინოიდული სინდრომი (გამოწვეული ჰორმონალური სისტემის სიმსივნეების მიერ ისეთი ჩივილებით, როგორიცაა ფაღარათი, კანის შეწითლება ან მსტვინავი სუნთქვა)?

ხომ არ გაქვთ მანიაკალური დეპრესია, შიზოაფექტური ფსიქოზი, შეურაცხადობა ან რაიმე სხვა ფსიქიკური პრობლემა?

ლინეზოლიდ დენკის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, თუ თქვენ

ადვილად გემართებათ სიცხლჩაქცევა ან სისხლდენა,

გაქვთ ანემია (სისხლის წითელი ბურთულების მცირე რაოდენობა),

მიდრეკილი ხართ ინფექციებისადმი,

წარსულში როდესმე გქონიათ კრუნჩხვები,

გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმყოფებით დიალიზზე,

გაწუხებთ ფაღარათი,

ღებულობთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალება ბუპრენორფინს. ამ მედიკამენტის გამოყენებამ ლინეზოლიდ დენკთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რომელიც არის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში დაავადება (იხ. „ლინეზოლიდ დენკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში აღინიშნა შემდეგი მოვლენები:

პრობლემები თვალებზე, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაბინდვა, ცვლილებები ფერების აღქმაში, პრობლემები დეტალების ამოცნობაში ან როდესაც თქვენი მხედველობის არე შეზღუდულია.

მგრძნობელობის დაკარგვა მკლავებსა და ფეხებში ან „ჭიანჭველების ცოცვის“ ან ჩხვლეტის შეგრძნება მკლავებსა და ფეხებში.

ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან შემდეგ, ლინეზოლიდის ჩათვლით, შეიძლება დაგემართოთ ფაღარათი. თუ იგი გაძლიერდა ან გრძელდება დიდხანს ან თუ გაქვთ სისხლიანი ან ლორწოიანი განავალი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ლინეზოლიდ დენკის მიღება და მიმართოთ ექიმს. მსგავს სიტუაციაში არ უნდა მიიღოთ არავითარი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ნაწლავების მოქმედების შეჩერებას ან შემცირებას.

განმეორებითი გულისრევა ან პირღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა.

ლინეზოლიდ დენკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

შესაძლებელია, რომ აღინიშნოს ლინეზოლიდ დენკისა და გარკვეული მედიკამენტების ერთმანეთზე ზემოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის ან გულისცემის სიხშირის ცვლილებები.

მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ იყენებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან განზრახული გაქვთ, რომ გამოიყენოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ ან ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ვინაიდან ლინეზოლიდ დენკის გამოყენება არ შეიძლება, თუ ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ ან ღებულობთ ამ მედიკამენტებს (იხ. ასევე თავი 2 „ლინეზოლიდ დენკის მიღება არ შეიძლება“):

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO-ინჰიბიტორები, მაგ, ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

ასევე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, დაგინიშნოთ თუ არა ლინეზოლიდ დენკი მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში აკონტროლოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და არტერიული წნევა. მეორე მხრივ, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თქვენთვის უკეთესია რაიმე სხვა მკურნალობა.

შეშუპებისას, გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ფსევდოეფედრინს ან ფენილპროპანოლამინს.

ასთმის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება, როგორიცაა, მაგ. სალბუტამოლი, ტერბუტალინი ან ფენოტეროლი.

გარკვეული ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ეწოდება სამფაზიანი ანტიდეპრესანტები ან სეროტონინის განმეორებით მიღების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), რომლებიც არსებობს უამრავი რაოდენობით, როგორიცაა, მაგ. ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოზულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი.

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა, სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი.

უცაბედი, მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა, ადრენალინი (ეპინეფრინი).

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა, მაგ. ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოპამინი და დობუტამინი.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ზომიერიდან ძლიერ ტკივილებამდე სამკურნალოდ, როგორიცაა, მაგ. პეტიდინი.

ისეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რომელთა მოქმედი ნივთირებაც არის ბუპრენორფინი. ამ მედიკამენტს შეიძლება ლინეზოლიდ დენკთან ჰქონდეს ურთიერთქმედება და შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რიტმული კონტრაქცია, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც აკონტროლებენ თვალების მოძრაობას, აღელვება, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, კანკალი, გადაჭარბებული რეფლექსები, კუნთების მომატებული დაჭიმულობა და სხეულის ტემპერატურის ზრდა 380C-ზე ზემოთ. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგივითარდათ მსგავსი სიმპტომები.

განგაშის (შიშის) მდგომარეობის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა, მაგ. ბუსპირონი.

მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა, მაგ. ვარფარინი.

ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერება რიფამპიცინს.

ლინეზოლიდ დენკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლინეზოლიდ დენკი შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

თავი შეიკავეთ დავარგებული ყველის, საფუარის ან სოიას მარცვლების ექსტრაქტის (მაგ. სოიას სოუსი) დიდი დოზებისა და ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდისა და ღვინის) მიღებისაგან, რადგან ეს მედიკამენტი რეაგირებს ტირამინად წოდებულ ნივთიერებაზე, რომელსაც ნატურალური სახით შეიცავს ზოგიერთი საკვები. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

თუ ჭამის ან დალევის შემდეგ აღგენიშნებათ მფეთქავი თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია

ლინეზოლიდის ზემოქმედება ორსულ ქალებში ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის დროს მისი მიღება არ შეიძლება, თუ ეს არ გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ ხართ ფეხმძიმედ ან ლაქტაციის პერიოდში, ან გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად, ან განზარახული გაქვთ დაორსულება, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ღებულობთ ლინეზოლიდ დენკს, დაუშვებელია ლაქტაცია, ვინაიდან ლინეზოლიდი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ავტომანქანით გადაადგილება და მანქანებთან მუშაობა

ლინეზოლიდ დენკის მიღების დროს შეიძლება გქონდეთ თავბრუსხვევა ან მხედველობის მხრივ დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ იმუშავებთ დანადგარებთან. იფიქრეთ იმაზე, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, შესაძლებელია თქვენი უნარი, ატაროთ მანქანა ან იმუშაოთ დანადგარებთან, შეიძლება იყოს დაქვეითებული.

ლინეზოლიდ დენკი 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ.) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბელტზე, ანუ არის ასე თუ ისე „ნატრიუმის გარეშე“.

როგორ უნდა მივიღოთ ლინეზოლიდ დენკი?

ზრდასრულები

მიიღეთ მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ანოტაციაში ან ზუსტად ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის დანიშნულებისამებრ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 შემოგარსულ ტაბლეტს (600 მგ. ლინეზოლიდი) დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში). დალიეთ მთლიანი ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

თუ თქვენი თირკმელების გამო იმყოფებით დიალიზზე, ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ დიალიზით მკურნალობის შემდეგ.

მკურნალობა, ჩვეულებისამებრ, გრძელდება 10-დან 14 დღემდე, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს ასევე 28 დღემდე. ამ მედიკამენტის საიმედოობა და მოქმედება 28 დღეზე მეტი ხნით მკურნალობის დროს დადასტურებული არ არის. თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თქვენი ექიმი.

ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის პერიოდში თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს თქვენი სისხლის მონაცემები.

თუ ამ მედიკამენტს იყენებთ 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს თქვენი მხედველობა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ ლინეზოლიდ დენკი, ჩვეულებისამებრ, არ გამოიყენება.

თუ მიღებული გაქვთ ლინეზოლიდ დენკის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლინეზოლიდ დენკის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული შემოგარსული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, რომ დაგავიწყდათ მიღება.

12 საათის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა და შემდეგ კვლავ მიიღეთ ყოველ 12 საათში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ მიღება.

თუ შეწყვიტეთ ლინეზოლიდ დენკის მიღება

მნიშვნელოვანია, რომ კვლავ გააგრძელოთ ლინეზოლიდ დენკის მიღება, თუ თქვენმა ექიმმა არ მოგცათ მითითება მკურნალობის დასრულების შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეწყვიტეთ მკურნალობა და ჩივილები კვლავ გაგივითარდათ.

თუ გექნებათ სხვა შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება არ განუვითარდეს ყველა მომხმარებელს.

თუ თქვენ ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის დროს შენიშნავთ ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ლინეზოლიდის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებია (სიხშირე მოცემულია ფრჩხილებში):

კანის მძიმე დაავადებები (არ არის ცნობილი), შეშუპებები, განსაკუთრებით სახისა და კეფის მიდამოში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (არ არის ცნობილი), მსტვინავი სუნთქვითი ხმიანობა და / ან სუნთქვის უკმარისობა (არ არის ცნობილი). აქ შეიძლება საქმე გვქონდეს ალერგიულ რეაქციასთან და საჭირო გახდეს ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა. კანის რეაქციები, როგორიცაა, შეწითლებული, ნაჭრილობევი კანი, კანის აქერცვლით (დერმატიტი) (ხანდახან), გამონაყარი კანზე (ხშირად), ქავილი (ხშირად);

პრობლემები თვალებზე, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაბინდვა (ხანდახან), ცვლილებები ფერების აღქმაში (არ არის ცნობილი), სირთულეები დეტალების ამოცნობაში (არ არის ცნობილი) ან როდესაც თქვენი მხედველობის არე შეზღუდულია (იშვიათად).

ძლიერი ფაღარათი სისხლისა დ/ან ლორწოს შერევით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი ფსევდომემბრანოზული კოლიტის ჩათვლით), რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (იშვიათად);

განმეორებითი გულისრევა და პირღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა (არ არის ცნობილი);

ლინეზოლიდის მიღების შემდეგ, აღინიშნა ეპილეფსიური კრუნჩხვების განვითარება (ხანდახან). უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ ლინეზოლიდის მიღებისას SSRIs-ის პარალელურად ანტიდეპრესიულმა საშუალებებმა გამოიწვია შფოთიანობა, დეზორიენტაცია, ბოდვა, შებოჭილობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და ეპილეფსიური კრუნჩხვები (იხ. თავი 2) (არ არის ცნობილი);

გაურკვეველი სისხლდენები ან სისხლჩაქცევები სისხლის გარკვეული უჯრედების ცვლილების გამო, რამაც გავლენა შეიძლება მოახდინოს სისხლის შედედებაზე და გამოიწვიოს ანემია (ხშირად);

სისხლის გარკვეული უჯრედების ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ინფექციებისაგან დაცვით მექანიზმზე (ხშირად), ისეთი ინფექციის ნიშნების წარმოქმნა, როგორიცაა, ტემპერატურის მატება (ხშირად), ყელის ანთება (ხანდახან), წყლულოვანი სტომატიტი (ხანდახან) და დაღლილობის შეგრძნება (ხანდახან);

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ხანდახან);

კრუნჩხვები (ხანდახან) ;

პერიოდული იშემიური შეტევები (დროდადრო ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ხანმოკლე გართულებები, როგორიცაა, მაგ. მხედველობის დაკარგვა, სისუსტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, გაურკვეველი მეტყველება და ცნობიერების დაკარგვა) (ხანდახან);

ხმაური ყურებში (ხანდახან).

სიყრუე, დაბუჟება ან ბუნდოვანი მზერა აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამ მედიკამენტს 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ შენიშნავთ მხედველობის გაუარესებას, შესაძლებლობისამებრ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტთან):

სოკოვანი ინფექციები (ძირითადად საშოსა და პირის ლორწოვან გარსზე)

თავის ტკივილები

ლითონის გემო პირში

ფაღარათი, გულისრევა და პირღებინება

სისხლის ზოგიერთი მონაცემის ცვლილება, მათ შორის ისეთების, რომლებიც შეეხება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს ან სისხლში შაქრის მონაცემებს.

ძილის დარღვევა

არტერიული წნევის მომატება

ანემია (სისხლის წითელი ბურთულების მცირე რაოდენობა)

თავბრუსხვევა

ტკივილები მთელი მუცლის არეში ან გარკვეულ ადგილებში

ყაბზობა

საჭმლის მონელების დარღვევები

ტკივილები გარკვეულ ადგილებში

ხანდახან (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-თან)

საშოს ან გენიტალური რეგიონის ანთება ქალებში

მგრძნობელობის შეცვლა, როგორიცაა, „მცოცავი“ შეგრძნება ან დაბუჟება

ვენების ანთება

შეშუპებული, ნაჭრილობევი ან ფერშეცვლილი ენა

გახშირებული შარდვა

შემცივნება

წყურვილის შეგრძნება

ჭარბი ოფლიანობა

ცილების, მარილების ან ფერმენტების ცვლილებები სისხლში, რომელიც შეეხება თქვენი თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციებს

ჰიპონატრიემია (ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში)

თირკმლის უკმარისობა

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

მუცლის შებერილობა

ტკივილი ინექციის ადგილას (მხოლოდ ინტრავენურად)

კრეატინინის მომატებული დონე

კუჭის ტკივილები

გულისცემის ცვლილება (მაგ. გულისცემის აჩქარება)

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1 პაციენტთან)

ენის ზედაპირის შეფერილობის შეცვლა, რომლის მოცილებაც, ჩვეულებისამებრ, შესაძლებელია კბილების პროფესიული გაწმენდით.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (არ არის ცნობილი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ალოპეცია (თმის ცვენა)

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება

მგრძნობელობითი აღქმის სისუსტე და/ ან შეცვლა

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ანოტაციაში.

თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობოთ პირდაპირ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოვიგილურობის განყოფილებას მისამართზე: კურტ-გეორგ-ალეე 3, D-53175 ბონი, ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების დაფიქსირებით, თქვენ წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ არსებობდეს უფრო მეტი ინფორმაცია ამ მედიკამენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

  • როგორ უნდა შეინახოთ ლინეზოლიდ დენკი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება აღარ შეიძლება ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეფუძნება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ამ მედიკამენტისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული შენახვის პირობები. ნუ ჩაყრით მედიკამენტს ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტის უტილიზაცია, თუ იგი აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ წვლილი შეგაქვთ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლინეზოლიდ დენკის 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ლინეზოლიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ. ლინეზოლიდს.

სხვა შემადგენელი ნაწილებია: კარბოქსიმეთილის სახამებელი-ნატრიუმი (ტიპი A) (Ph. Eur.), ჰიპრომელოზა, მაკროგოლის სტეარატი (Ph. Eur.) (ტიპი I, EO-ერთეულები: 40), მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული) (Ph. Eur.), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის დიჰიდროგენციტრატი (ფხვნილი ტიპი F0100), პოვიდონ K30, ტიტანის დიოქსიდი.

ლინეზოლიდ დენკის 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ლინეზოლიდ დენკ 600 მგ. არის თითქმის თეთრი, მოგრძო, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

ლინეზოლიდ დენკ 600 მგ. შემოგარსული ტაბლეტები გაყიდვაშია, როგორც 10 ტაბლეტიანი ბლისტერული შეფუთვა კოლოფში.

ერთი კოლოფი შეიცავს 10, 20, 30, 50, 60 ან 100 (მხოლოდ, როგორც კლინიკური შეფუთვა) შემოგარსულ ტაბლეტს.

შესაძლებელია, რომ მიმოქცევაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაცევტული საწარმო

Denk Pharma GmbH & Co. KG

პრინცრეგენტენშტრასე 79

81675 მიუნხენი

მწარმოებელი

ფარმაცეუტიკალ ვორკს პოლფარმა ეს.ეი

პელპლინსკას ქ. 19

83-200 სტაროგარდი, გდანსკი

პოლონეთი

ეს ანოტაცია ბოლოს დამუშავებული იქნა 2020 წ. ოქტომბერში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა