პოლინოქსიდი 2მგ/მლ ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის
POLINOKSID 2mg/ml SOLUTION FOR I.V. INFUSION
პოლინოქსიდი არის ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ნაჩვენებია მოზარდებსა და ბავშვებში მგრძნობიარე გრამ-დადებითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ჰოსპიტალური პნევმონია, არა-ჰოსპიტალური პნევმონია, კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექციები, დიაბეტური ტერფის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლინეზოლიდ (linezolid)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ 300მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიპროპილენის პაკეტი №1 ალუმინის ორმაგ ჩანთაში
- მწარმოებელი
- Polifarma Ilac San. Ve Tic. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- J01XX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035233
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2022, მოქმედებს 18 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Polifarma Ilac San. Ve Tic. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლინოქსიდი 2მგ/მლ ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პოლინოქსიდი არის ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ნაჩვენებია მოზარდებსა და ბავშვებში მგრძნობიარე გრამ-დადებითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ჰოსპიტალური პნევმონია, არა-ჰოსპიტალური პნევმონია, კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექციები, დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით, თანმხლები ოსტეომიელიტის გარეშე, კანისა და კანის სტრუქტურების არაგართულებული ინფექციებია, ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული Enterococcus faecium ინფექციები.
- პოლინოქსიდის გამოყენების წინ
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზირებას თქვენი დაავადების მიხედვით.
ეს პრეპარატი შეიყვანება წვეთოვნად (ინფუზიით ვენაში) ექიმის ან მედმუშაკის მიერ. ≥ 12 წლის პაციენტებისათვის, ლინეზოლიდის 600 მგ (300 მლ) შეიყვანება ვენაში და პირდაპირ სისხლში ყოველ 12 საათში ერთხელ 30-120 წუთის განმავლობაში (ინტრავენურად).
იმ შემთხვევაში თუ იტარებთ თირკმლის დიალიზის სეანსებს, პოლინოქსიდი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, არის 10-14 დღე, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 28 დღემდე.
პოლინოქსიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის 28 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას. ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა.
პოლინოქსიდის გამოყენების დროს, ექიმი ჩაგიტარებთ რეგულარულ სისხლის ანალიზებს.
ექიმმა უნდა გააკონტროლს თქვენი მხედველობა, თუ პოლინოქსიდს იყენებთ 28 დღეზე მეტ ხანს.
გამოყენების წესი და გზა:
წვეთოვნად ვენაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
პოლინოქსიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ინტრავენური დოზით, დაბადებიდან 17 წლამდე ასაკის (დღენაკლული და დროული ახალშობილების ჩათვლით) პედიატრიულ პაციენტებში, ჯანმრთელ მოზარდებში 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და პედიატრიულ პაციენტებში 1 კვირის ასაკიდან 12 წლამდე.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი პოლინოქსიდი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ:
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი პოლინოქსიდი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პოლინოქსიდის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
რადგან ეს პრეპარატი მიიღება მკაცრი მეთვალყურეობით, მოსალოდნელი არ არის დოზის გამოტოვება. თუ ფიქრობთ, რომ მკურნალობის დოზა გამოტოვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ლინეზოლიდის ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სხვა დამხმარე საშუალების მიმართ
თუ იღებთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდით მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
პოლინოქსიდის გამოყენება შეიძლება თქვენთვის შესაფერისი არ იყოს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა.
ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და არტერიული წნევის დეტალური კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევაში, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სხვა მკურნალობა უკეთესია თქვენთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არსებობს რისკი, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პოლინოქსიდის ურთიერთქმედება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის ან გულის რითმის ცვლილებები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდით შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან პოლინოქსიდის მიღება არ შეიძლება, თუ უკვე ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატებს ან მიღებული გაქვთ ახლო წარსულში (იხ. ასევე პუნქტი 2 „არ გამოიყენოთ პოლინოქსიდი“)
გარდა ამისა, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, ექიმმა შეიძლება მაინც გადაწყვიტოს პოლინოქსიდის დანიშვნა, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს შეამოწმებს თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას.
ზოგიერთ შემთხვევაში, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სხვა მკურნალობა უკეთესია თქვენთვის.
პრეპარატები, რომლებიც ხსნიან ცხვირში შეგუბებას (დეკონგესტანტი) ან გაციების და გრიპის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ფსევდოეფედრინს ან ფენილპროპანოლამინს.
ასთმის სამკურნალო ზოგიერთი სამკუკრნალო პრეპარატი.
ანტიდეპრესანტები, ცნობილი, ე.წ. ტრიციკლური საშუალებები ან სელექციური სეროტონინის უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი);
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოპამინი და დობუტამინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუსპირონი;
პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა ვარფარინი;
ანტიბიოტიკები, მაგ. რიფამპიცინი.
პოლინოქსიდის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პოლინოქსიდის მიღება შეგიძლიათ ჭამის წინ, ჭამის დროს ან შემდეგ.
პოლინოქსიდის მიღების პერიოდში მოერიდეთ დიდი რაოდენობით დაძველებული ყველის, საფუარის ექსტრაქტების ან სოიოს ექსტრაქტების მიღებას, მაგ. სოიოს სოუსის, და ალკოჰოლის მოხმარებას, განსაკუთრებით ჩამოსასხმელი ლუდის და ღვინის, რადგან ეს პრეპარატი შეიძლება რეაქციაში შევიდეს ტირამინის სუბსტანციასთან, რომელიც ბუნებრივად შედის ზოგიერთ საკვებში და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ჭამის ან დალევის შემდეგ პულსირებადი თავის ტკივილის განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პოლინოქსიდის ეფექტი ორსულ ქალებში ცნობილი არ არის. ორსულ ქალებში ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ გამოქვეყნებული და პოსტმარკეტინგული შემთხვევების შესახებ ხელმისაწვდომმა მონაცემებმა ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების, სპონტანური აბორტის ან დედის ან ნაყოფის არასასურველი შედეგების წამალთან დაკავშირებული რისკი არ გამოავლინა. შესაბამისად, ის არ გამოიყენება ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების წინ. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან მკურნალობის დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პოლინოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, გახსოვდეთ რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოლინოქსიდის ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს გლუკოზას და ნატრიუმის ციტრატს სხვა დამხმარე საშუალებებთან ერთად.
ეს პროდუქტი შეიცავს 45,67 მგ გლუკოზას (13,7 გრ გლუკოზა ერთ პარკში), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი.
პოლინოქსიდის ხსნარის 1 მლ შეიცავს 0,38 მგ ნატრიუმს (114 მგ ნატრიუმი ერთ პარკში). ნატრიუმის ეს შემცველობა გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც შეზღუდული აქვთ ნატრიუმის მოხმარება. გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ექთანს, თუ ხართ უმარილო დიეტაზე.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენება
არსებობს რისკი, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პოლინოქსიდის ურთიერთქმედება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის ან გულის რითმის ცვლილებები.
გვერდითი მოვლენები
მიღების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
ურჩიეთ პაციენტს, რომ პოლინოქსიდის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
უთხარით პაციენტს, აცნობოს ექიმს, თუ პოლინოქსიდი მიღების დროს გამოვლინდა მხედველობის ცვლილებები.
სეროტონინის სინდრომი.
აცნობეთ პაციენტს, შეატყობინონ მკურნალ ექიმს სეროტონერგული საშუალებების (მაგ. სეროტონინის უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები ან სხვა ანტიდეპრესანტები და ოპიოიდები) მიღების შესახებ.
პოტენციური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მომატებას
ურჩიეთ პაციენტებს, რომ აცნობონ ექიმს, თუ მათ აქვთ ჰიპერტენზიის ანამნეზი;
ურჩეთ პაციენტებს მოერიდონ ტირამინის მაღალი შემცველობის საკვებისა და თუ სასმელების დიდი რაოდენობით მიღებას პოლინოქსიდით მკურნალობის დროს. ტირამინის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს მიეკუთვნება ის პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება განიცადეს ცილის ცვლილებები დაძველების, დუღილის, დაწნილების ან შებოლვის შედეგად გემოს გასაუმჯობესებლად, როგორიცაა დაძველებული ყველი, ფერმენტირებული ან ჰაერზე გამომშრალი ხორცი, მჟავე კომბოსტო, სოიოს სოუსი, ჩამოსასხმელი ლუდი და წითელი ღვინოები. ტირამინის შემცველობა ცილებით მდიდარ ნებისმიერ საკვებში შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივად შენახვის ან არასწორად მაცივარში შენახვის შემთხვევაში.
ურჩეთ პაციენტებს აცნობონ ექიმს, თუ იღებენ ფსევდოეფედრინ HCL-ის ან ფენილპროპანოლამინი HCL-ის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა გაციების სამკურნალო საშუალებები და დეკონგესტანტები.
ლაქტაციდოზი
ურჩიეთ პაციენტს შეატყობინოს ექიმს, თუ პოლინოქსიდის მიღების დროს გამოუვლინდათ გულისრევისა თუ პირღებინების განმეორებითი ეპიზოდები.
ჰიპოგლიკემია
ურჩიეთ პაციენტს შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს შაქრიანი დიაბეტი. ლინეზოლიდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები, როგორიცაა დიაფორეზი და კანკალი, სისხლში გლუკოზის დაბალ მაჩვენებლებთან ერთად. ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს ან სხვა მედმუშაკს სათანადო მკურნალობის მისაღებად.
ფენილკეტონურია
ურჩიეტ ფენილკეტონურიის მქონე პაციენტს, რომ 100 მგ/5 მლ ლინეზოლიდის პერორალური სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 20 მგ ფენილალანინს. ლინეზოლიდის სხვა ფორმები ფენილალანინს არ შეიცავენ. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის. ლინეზოლიდის პერორალური სუსპენზიის დანიშვნისას დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ანტიბაქტერიული რეზისტენტობა
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები, პოლინოქსიდის ჩათვლით გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. გაციება). პოლინოქსიდის გამოყენებისას ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირია თერაპიის ადრეულ ეტაპზე უკეთესობის შეგრძნება, მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული ზუსტად ისე, როგორც მითითებულია. დოზების გამოტოვებამ ან თერაპიის სრული კურსის დაუსრულებლობამ შეიძლება შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა და გაზარდოს ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ალბათობა და მომავალში პოლინოქსიდის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების არაეფექტურობა.
ფაღარათი
ფაღარათი არის ანტიბაქტერიული პრეპარატებით გამოწვეული ხშირი პრობლემა, რომელიც შექცევადია ანტიბაქტერიული პრეპარატების შეწყვეტისას. ზოგჯერ ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ წყლიანი და სისხლიანი განავალი (სპაზმებით ან სპაზმების გარეშე და ცხელებით) ანტიბაქტერიული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან ორი ან მეტი თვის შემდეგაც კი. თუ ეს მოხდება, პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რაც შეიძლება მალე.
უნაყოფობა
აცნობეთ მამრობითი სქესის პაციენტებს, რომ პოლინოქსიდმა შეიძლება შექცევადად დაარღვიოს ფერტილობა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
პოლინოქსიდი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
საავადმყოფოს პერსონალი უზრუნველყოფს, რომ პოლინოქსიდის ხსნარის გამოყენება არ მოხდება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და გამოიყენება პლომბის მოხსნისთანავე. ისინი ვიზუალურად შეამოწმებენ ხსნარს გამოყენებამდე, გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს. ისინი ასევე დარწმუნდებიან, რომ ხსნარი ინახება წესების დაცვით თავის შეფუთვაში და ფოლგაში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გახსნის შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის წესი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკებს, პროდუქტი გამოიყენება გახსნისთანავე. თუ ეს ვერ მოხერხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში არ შეიძლება. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უსარგებლო სამკურნალო საშუალებების გადაგდება. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
პოლინოქსიდი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, თავის ორიგინალურ შეფუთვაში. არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! ასეთი პრეპარატები მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლამდე პერიოდში.
პაკეტები შეინახეთ ფოლგიან შეფუთვაში იმ დრომდე, ვიდრე გამოსაყენებლად მზად არ იქნება.
პაკეტები გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. შეინახეთ 250C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პოლინოქსიდის საინფუზიო ხსნარი დროთა განმავლობაში შეიძლება გაყვითლდეს, თუმცა ეს უარყოფით გავლენას არ ახდენს მის მოქმედების ძალაზე.
პოლინოქსიდი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერება არის ლინეზოლიდი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს. 300 მლ-იანი 1 პაკეტი შეიცავს 600 მგ ლინეზოლიდს. სხვა ინგრედიენტებია: დექსტროზა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატი უწყლო, ლიმონმჟავა უწლო, ქლორწყალბად მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინიექციო წყალი.
პოლინოქსიდი 2 მგ/მლ ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის წარმოდგენილია 300 მლ-იან პოლიპროპილენის პარკეტებში.
ცნობილია, რომ პოლინოქსიდის ი.ვ. საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან:
5% დექსტროაზას საინიექციო ხსნარი
- 9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარი
რინგერის ლაქტატის საინიექციო ხსნარი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ანოტაცია პაციენტისათვის
პოლინოქსიდი 2 მგ/მლ ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის
ინტრავენური
სტერილური
აქტიური ნივთიერება: საინფუზიო ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს.
დამხმარე საშუალებები: ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავა უწყლო, დექსტროზა (გლუკოზა) უწყლო, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბად მჟავა, საინექციო წყალი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი. მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ანოტაცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
მკაცრად დაიცავით ამ ანოტაციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
შინაარსი
რა არის პოლინოქსიდი და რისთვის გამოიყენება
პოლინოქსიდის გამოყენების წინ
პოლინოქსიდის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
პოლინოქსიდის შენახვის პირობები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის პოლინოქსიდი და რისთვის გამოიყენება
პოლინოქსიდი არის ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ნაჩვენებია მოზარდებსა და ბავშვებში მგრძნობიარე გრამ-დადებითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ჰოსპიტალური პნევმონია, არა-ჰოსპიტალური პნევმონია, კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექციები, დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით, თანმხლები ოსტეომიელიტის გარეშე, კანისა და კანის სტრუქტურების არაგართულებული ინფექციებია, ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული Enterococcus faecium ინფექციები.
- პოლინოქსიდის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ პოლინოქსიდი შემდეგი მდგომარეობების დროს:
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ლინეზოლიდის ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სხვა დამხმარე საშუალების მიმართ
თუ იღებთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდით მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
პოლინოქსიდის გამოყენება შეიძლება თქვენთვის შესაფერისი არ იყოს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა.
ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და არტერიული წნევის დეტალური კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევაში, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სხვა მკურნალობა უკეთესია თქვენთვის.
სხვა პრეპარატები და პოლინოქსიდი
არსებობს რისკი, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პოლინოქსიდის ურთიერთქმედება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის ან გულის რითმის ცვლილებები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდით შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან პოლინოქსიდის მიღება არ შეიძლება, თუ უკვე ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატებს ან მიღებული გაქვთ ახლო წარსულში (იხ. ასევე პუნქტი 2 „არ გამოიყენოთ პოლინოქსიდი“)
გარდა ამისა, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, ექიმმა შეიძლება მაინც გადაწყვიტოს პოლინოქსიდის დანიშვნა, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს შეამოწმებს თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას.
ზოგიერთ შემთხვევაში, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სხვა მკურნალობა უკეთესია თქვენთვის.
პრეპარატები, რომლებიც ხსნიან ცხვირში შეგუბებას (დეკონგესტანტი) ან გაციების და გრიპის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ფსევდოეფედრინს ან ფენილპროპანოლამინს.
ასთმის სამკურნალო ზოგიერთი სამკუკრნალო პრეპარატი.
ანტიდეპრესანტები, ცნობილი, ე.წ. ტრიციკლური საშუალებები ან სელექციური სეროტონინის უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი);
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოპამინი და დობუტამინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუსპირონი;
პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა ვარფარინი;
ანტიბიოტიკები, მაგ. რიფამპიცინი.
პოლინოქსიდის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პოლინოქსიდის მიღება შეგიძლიათ ჭამის წინ, ჭამის დროს ან შემდეგ.
პოლინოქსიდის მიღების პერიოდში მოერიდეთ დიდი რაოდენობით დაძველებული ყველის, საფუარის ექსტრაქტების ან სოიოს ექსტრაქტების მიღებას, მაგ. სოიოს სოუსის, და ალკოჰოლის მოხმარებას, განსაკუთრებით ჩამოსასხმელი ლუდის და ღვინის, რადგან ეს პრეპარატი შეიძლება რეაქციაში შევიდეს ტირამინის სუბსტანციასთან, რომელიც ბუნებრივად შედის ზოგიერთ საკვებში და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ჭამის ან დალევის შემდეგ პულსირებადი თავის ტკივილის განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პოლინოქსიდის ეფექტი ორსულ ქალებში ცნობილი არ არის. ორსულ ქალებში ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ გამოქვეყნებული და პოსტმარკეტინგული შემთხვევების შესახებ ხელმისაწვდომმა მონაცემებმა ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების, სპონტანური აბორტის ან დედის ან ნაყოფის არასასურველი შედეგების წამალთან დაკავშირებული რისკი არ გამოავლინა. შესაბამისად, ის არ გამოიყენება ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების წინ. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან მკურნალობის დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
პოლინოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, გახსოვდეთ რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოლინოქსიდის ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს გლუკოზას და ნატრიუმის ციტრატს სხვა დამხმარე საშუალებებთან ერთად.
ეს პროდუქტი შეიცავს 45,67 მგ გლუკოზას (13,7 გრ გლუკოზა ერთ პარკში), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი.
პოლინოქსიდის ხსნარის 1 მლ შეიცავს 0,38 მგ ნატრიუმს (114 მგ ნატრიუმი ერთ პარკში). ნატრიუმის ეს შემცველობა გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც შეზღუდული აქვთ ნატრიუმის მოხმარება. გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ექთანს, თუ ხართ უმარილო დიეტაზე.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენება
არსებობს რისკი, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პოლინოქსიდის ურთიერთქმედება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის ან გულის რითმის ცვლილებები.
- როგორ გამოიყენება პოლინოქსიდი
მოზრდილები:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზირებას თქვენი დაავადების მიხედვით.
ეს პრეპარატი შეიყვანება წვეთოვნად (ინფუზიით ვენაში) ექიმის ან მედმუშაკის მიერ. ≥ 12 წლის პაციენტებისათვის, ლინეზოლიდის 600 მგ (300 მლ) შეიყვანება ვენაში და პირდაპირ სისხლში ყოველ 12 საათში ერთხელ 30-120 წუთის განმავლობაში (ინტრავენურად).
იმ შემთხვევაში თუ იტარებთ თირკმლის დიალიზის სეანსებს, პოლინოქსიდი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, არის 10-14 დღე, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 28 დღემდე.
პოლინოქსიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის 28 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას. ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა.
პოლინოქსიდის გამოყენების დროს, ექიმი ჩაგიტარებთ რეგულარულ სისხლის ანალიზებს.
ექიმმა უნდა გააკონტროლს თქვენი მხედველობა, თუ პოლინოქსიდს იყენებთ 28 დღეზე მეტ ხანს.
გამოყენების წესი და გზა:
წვეთოვნად ვენაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
პოლინოქსიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ინტრავენური დოზით, დაბადებიდან 17 წლამდე ასაკის (დღენაკლული და დროული ახალშობილების ჩათვლით) პედიატრიულ პაციენტებში, ჯანმრთელ მოზარდებში 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და პედიატრიულ პაციენტებში 1 კვირის ასაკიდან 12 წლამდე.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი პოლინოქსიდი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ:
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი პოლინოქსიდი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პოლინოქსიდის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
რადგან ეს პრეპარატი მიიღება მკაცრი მეთვალყურეობით, მოსალოდნელი არ არის დოზის გამოტოვება. თუ ფიქრობთ, რომ მკურნალობის დოზა გამოტოვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
მიღების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
ურჩიეთ პაციენტს, რომ პოლინოქსიდის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
უთხარით პაციენტს, აცნობოს ექიმს, თუ პოლინოქსიდი მიღების დროს გამოვლინდა მხედველობის ცვლილებები.
სეროტონინის სინდრომი.
აცნობეთ პაციენტს, შეატყობინონ მკურნალ ექიმს სეროტონერგული საშუალებების (მაგ. სეროტონინის უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები ან სხვა ანტიდეპრესანტები და ოპიოიდები) მიღების შესახებ.
პოტენციური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მომატებას
ურჩიეთ პაციენტებს, რომ აცნობონ ექიმს, თუ მათ აქვთ ჰიპერტენზიის ანამნეზი;
ურჩეთ პაციენტებს მოერიდონ ტირამინის მაღალი შემცველობის საკვებისა და თუ სასმელების დიდი რაოდენობით მიღებას პოლინოქსიდით მკურნალობის დროს. ტირამინის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს მიეკუთვნება ის პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება განიცადეს ცილის ცვლილებები დაძველების, დუღილის, დაწნილების ან შებოლვის შედეგად გემოს გასაუმჯობესებლად, როგორიცაა დაძველებული ყველი, ფერმენტირებული ან ჰაერზე გამომშრალი ხორცი, მჟავე კომბოსტო, სოიოს სოუსი, ჩამოსასხმელი ლუდი და წითელი ღვინოები. ტირამინის შემცველობა ცილებით მდიდარ ნებისმიერ საკვებში შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივად შენახვის ან არასწორად მაცივარში შენახვის შემთხვევაში.
ურჩეთ პაციენტებს აცნობონ ექიმს, თუ იღებენ ფსევდოეფედრინ HCL-ის ან ფენილპროპანოლამინი HCL-ის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა გაციების სამკურნალო საშუალებები და დეკონგესტანტები.
ლაქტაციდოზი
ურჩიეთ პაციენტს შეატყობინოს ექიმს, თუ პოლინოქსიდის მიღების დროს გამოუვლინდათ გულისრევისა თუ პირღებინების განმეორებითი ეპიზოდები.
ჰიპოგლიკემია
ურჩიეთ პაციენტს შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს შაქრიანი დიაბეტი. ლინეზოლიდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები, როგორიცაა დიაფორეზი და კანკალი, სისხლში გლუკოზის დაბალ მაჩვენებლებთან ერთად. ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს ან სხვა მედმუშაკს სათანადო მკურნალობის მისაღებად.
ფენილკეტონურია
ურჩიეტ ფენილკეტონურიის მქონე პაციენტს, რომ 100 მგ/5 მლ ლინეზოლიდის პერორალური სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 20 მგ ფენილალანინს. ლინეზოლიდის სხვა ფორმები ფენილალანინს არ შეიცავენ. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის. ლინეზოლიდის პერორალური სუსპენზიის დანიშვნისას დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ანტიბაქტერიული რეზისტენტობა
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები, პოლინოქსიდის ჩათვლით გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. გაციება). პოლინოქსიდის გამოყენებისას ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირია თერაპიის ადრეულ ეტაპზე უკეთესობის შეგრძნება, მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული ზუსტად ისე, როგორც მითითებულია. დოზების გამოტოვებამ ან თერაპიის სრული კურსის დაუსრულებლობამ შეიძლება შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა და გაზარდოს ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ალბათობა და მომავალში პოლინოქსიდის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების არაეფექტურობა.
ფაღარათი
ფაღარათი არის ანტიბაქტერიული პრეპარატებით გამოწვეული ხშირი პრობლემა, რომელიც შექცევადია ანტიბაქტერიული პრეპარატების შეწყვეტისას. ზოგჯერ ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ წყლიანი და სისხლიანი განავალი (სპაზმებით ან სპაზმების გარეშე და ცხელებით) ანტიბაქტერიული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან ორი ან მეტი თვის შემდეგაც კი. თუ ეს მოხდება, პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რაც შეიძლება მალე.
უნაყოფობა
აცნობეთ მამრობითი სქესის პაციენტებს, რომ პოლინოქსიდმა შეიძლება შექცევადად დაარღვიოს ფერტილობა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
- პოლინოქსიდის შენახვის წესი
პოლინოქსიდი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
საავადმყოფოს პერსონალი უზრუნველყოფს, რომ პოლინოქსიდის ხსნარის გამოყენება არ მოხდება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და გამოიყენება პლომბის მოხსნისთანავე. ისინი ვიზუალურად შეამოწმებენ ხსნარს გამოყენებამდე, გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს. ისინი ასევე დარწმუნდებიან, რომ ხსნარი ინახება წესების დაცვით თავის შეფუთვაში და ფოლგაში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გახსნის შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის წესი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკებს, პროდუქტი გამოიყენება გახსნისთანავე. თუ ეს ვერ მოხერხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში არ შეიძლება. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უსარგებლო სამკურნალო საშუალებების გადაგდება. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
პოლინოქსიდი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, თავის ორიგინალურ შეფუთვაში. არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! ასეთი პრეპარატები მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლამდე პერიოდში.
პაკეტები შეინახეთ ფოლგიან შეფუთვაში იმ დრომდე, ვიდრე გამოსაყენებლად მზად არ იქნება.
პაკეტები გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. შეინახეთ 250C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პოლინოქსიდის საინფუზიო ხსნარი დროთა განმავლობაში შეიძლება გაყვითლდეს, თუმცა ეს უარყოფით გავლენას არ ახდენს მის მოქმედების ძალაზე.
პოლინოქსიდი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერება არის ლინეზოლიდი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს. 300 მლ-იანი 1 პაკეტი შეიცავს 600 მგ ლინეზოლიდს. სხვა ინგრედიენტებია: დექსტროზა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატი უწყლო, ლიმონმჟავა უწლო, ქლორწყალბად მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინიექციო წყალი.
პოლინოქსიდი 2 მგ/მლ ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის წარმოდგენილია 300 მლ-იან პოლიპროპილენის პარკეტებში.
ცნობილია, რომ პოლინოქსიდის ი.ვ. საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან:
5% დექსტროაზას საინიექციო ხსნარი
- 9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარი
რინგერის ლაქტატის საინიექციო ხსნარი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
POLIFARMA ILAŞ SAN. VE TIC. A.Ş.
ვაკიფლარ OSB მაჰალეში,
სანაი ჯადეში, N:22/1
ერგენე/ტეკირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
ელ.ფოსტა: [email protected]
საწარმოო ქარხანა
POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.
Vakıflar OSB Mahallesi,
Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene/Tekirdağ/TURKEY
ტელ.: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
ელ.ფოსტა: [email protected]
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს MLC Medical, თბილისი, საქართველო
წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი დამტკიცდა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


