პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლინედორი

LINEDOR

რეცეპტით600მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ლინედორი, ეს არის ხსნარი, რომელიც პლასტიკური მილის საშუალებით ინტრავენურად გადაიხმება. აღნიშნულ ჩარევას ინტრავენურ ინფუზიას ანდა ,,ინტრავენური გზით წვეთოვან გადახმას’’ უწოდებენ. ლინედორის მოქმედი ნივთიერება ლინეზოლიდი, ანტიბაქტერიული წამლების ჯგუფში შედის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლინეზოლიდ (linezolid)
ფორმა და შეფუთვა
600მგ/300მლ 300მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J01XX08
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0455
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალინედორი და სხვა წამალი ერთად

ლინედორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლინედორი, ეს არის ხსნარი, რომელიც პლასტიკური მილის საშუალებით ინტრავენურად გადაიხმება. აღნიშნულ ჩარევას ინტრავენურ ინფუზიას ანდა ,,ინტრავენური გზით წვეთოვან გადახმას’’ უწოდებენ. ლინედორის მოქმედი ნივთიერება ლინეზოლიდი, ანტიბაქტერიული წამლების ჯგუფში შედის.

ლინედორი, ეს არის საინფუზიო ხსნარის შემცველი, პრომობუტილის საცობით დაცობილი და თეთრი flip-off სახურავის მქონე ფლაკონი, რომელიც მოხმარებისთვის მუყაოს კოლოფშია წარმოდგენილი.

ლინედორი, ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც განსაზღვრული ტიპის ბაქტერიების გამრავლებას აჩერებს. პრეპარატი გამოიყენება პნევმონიის და კანის ზედაპირის ანდა კანქვეშა ინფექციების სამკურნალოდ.

  • ლინედორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ლინედორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

მოქმედი ნივთიერების- ლინეზოლიდის ანდა ზემოთ ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფიდან რომელიმე წამალს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი) ღებულობთ ანდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღებულობდით. აღნიშნული წამლები დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკრუნალოდ გამოიყენება.

ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ. წამალი დედის რძეში გადადის, რამაც ბავშვზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ლინედორის მიღება თქვენთვის შეიძლება არასასურველი იყოს. ექიმი, თქვენი ზოგადი მდგომარეობის და არტერიული წნევის კონტროლისთვის შეიძლება დამატებით გამოკვლევებს მოითხოვს. ზოგიერთი მდგომარეობის დროს, სხვა პრეპარატით მკურნალობა შეიძლება უფრო მისაღები იყოს.

ამ კატეგორიის წამლების თქვენთან გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხში თუ დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ.

მაღალი არტერიული წნევა გაქვთ და ამის გამო წამალს ღებულობთ ანდა არ ღებულობთ.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დამადასტურებელი დიაგნოზი გაქვთ.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის (ფეოქრომოციტომა) ანდა ჰორმონალური სისტემის სიმსივნის გამო დიარე, კანის სიწითლე, ხმაურიანი სუნთქვის მსგავსი ნიშნები (კარცინოიდული სიმსივნე) გაქვთ.

მანიაკალური დეპრესია, შიზო-აფექტური დარღვევები, გონების არევა ანდა სხვა გონებრივი პრობლემები გაქვთ.

ლინედორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები თქვენთან ვლინდება, ლინედორით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს მიმართეთ:

ადვილად სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები

სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა)

ინფექციის მიმართ მიდრეკილება

ადრე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა გულყრა

ღვიძლის და თირკმლების პრობლემები, განსაკუთრებით, თუ დიალიზით მკურნალობას გადიხართ

დიარეა

შაქრიანი დიაბეტი

თუ, მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ;

თუ, მხედველობის შემღვრევა, მზერისას ფერის ცვლილება, დეტალების ხედვის გაძნელება, მხედველობის ველის დარღვევების მსგავსი პრობლემები გაქვთ.

თუ, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა ანდა დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება გაქვთ.

თუ, ანტიბიოტიკების გამოყენების დროს, ლინედორის ჩათვლით ანდა გამოყენების შემდეგ დიარეა გამოვლინდება. თუ, დიარეა ძლიერი და უწყვეტი იქნება ანდა განავალში სისხლი ანდა ლორწო გამოვლინდება, ლინედორის მიღება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ. ასეთი მდგომარეობის დროს ნაწლავთა მოქმედების შემაჩერებელი ანდა შემანელებელი წამლები არ უნდა იქნას გამოყენებული.

აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება იყოს ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი ნაწლავთა ანთება.

თუ, განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ანდა გახშირებული სუნთქვა გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ლინედორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლინედორი, შეიძლება მიღებული იქნას როგორც საკების მიღებამდე, ასევე კვების დროს ანდა საკვების მიღების შემდეგაც.

ლინედორის მიღების დროს მოერიდეთ დაძველებული ყველის, საფუარის ექსტრაქტის ანდა სოიოს სოუსის მსგავს, სოიოს, ლობიოს ექსტრაქტის და ჩამოსასხმელი ლუდის, ასევე ალკოჰოლური სასმელებისა და საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. აღნიშნული წამალი, ზოგიერთ საკვებში ბუნებრივად არსებული, თირამინის სახელით წოდებულ ნივთიერებასთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს და არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს.

თუ, სასმელის და საკვების მიღების შემდეგ პულსირებადი თავის ტკივილი გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ექიმი, დაავადების სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ინფუზიას განახორციელებს.

აღნიშნული წამალი, ექიმის ანდა სამედიცინო პერსონალის მიერ, წვეთობრივად (ინტრავენური ინფუზიით) გადაგესხმებათ. 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის რეკომედნრიებული დოზაა: ლინეზოლიდი 600 მგ (300 მლ) 12 საათში ერთხელ, ინტრავენური გზით წვეთოვანი ინფუზია, რომელიც 30-დან 120 წუთამდე დროის განმავლობაში პირდაპირ სისხლში შეიყვანება (ვენაში).

მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად 10-დან 14 დღემდე გრძელდება, თუმცა შეიძლება 28 დღემდეც გაგრძელდეს. ლინედორით მკურნალობის 28 დღით და მეტი დროით გაგრძელების შემთვევაში, წამლის უსაფრთხოება და მოქმედების ეფექტი უცნობია. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

ლინედორით მკურნალობის დროს, ექიმი სისხლის მაჩვენებლების კონტროლისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ.

თუ, ლინედორი 28 დღეზე მეტი დროით გამოიყენეთ, ექიმი მხედველობის სიმახვილეს გადაამოწმებს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

პრეპარატი, ვენაში წვეთოვანი ინფუზიით გადაისხმება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ლინედორის დოზა ბავშვებში, ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით, ექიმის მიერ გამოითვლება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ექიმი, თქვენთვის დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ მოახდენს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

ექიმი, თქვენთვის დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ მოახდენს.

თუ, დიალიზით მკურნალობას გადიხართ, წამალი, დიალიზის შემდეგ მოგეცემთ.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ,ფიქრობთ, რომ ლინედორის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ლინედორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ლინედორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ლინედორის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ლინედორის ინფუზია, ექიმის ანდა ექთნის მიერ, სამედიცინო წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაგიკეთდებათ. ერთი დოზის გამოტოვების ალბათობა დიდად არ არსებობს, თუმცა თუ მაინც ფიქრობთ, რომ ერთი დოზა გამოტოვეთ, ყოველგვარი ლოდინის გარეშე თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ.

მოვლენები, რომელიც ლინედორით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლინედორის მიღება არ შეწყვიტოთ.

ლინედორით მკურნალობის დასრულებისას, დაავადების სიმპტომების შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, ასეთ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ლინედორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ლინედორის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ქვემოთ მოცემული გვერდი ეფექტები, სერიოზული გვერდით ეფექტებია:

კანის სერიოზული რეაქციები(უცნობი), სახის და კისრის მიდამოში შესივების მსგავსი კანის რეაქციები (უცნობი), ხიხინი და/ ანდა სუნთქვის გაძნელება (უცნობი). აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს და შეიძლება საჭირო გახდეს ლინედორის მიღების შეჩერება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს: კანის სიწითლე და ბალთების გაჩენა (დერმატიტი) (ნაკლებად გავრცელებული), გამონაყარი (გავრცელებული), ქავილი (გავრცელებული).

მხედველობის შემღვრევა, მხედველობის ველის დარღვევა (ნაკლებად გავრცელებული), ფერების ხედვის ცვლილება (უცნობი), დეტალების ხედვის გაძნელების (უცნობი) მსგავსი მხედველობის დარღვევები.

სისხლის და/ ანდა ლორწოს შემცველი სერიოზული დიარეა (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტის ჩათვლით). აღნიშნული მდგომარეობა იშვიათად ვლინდება, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს სისცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება. (იშვიათი). აღწერილი მდგომარეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ განვითარებულ ნაწლავების ანთებასთან.

განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ანდა ხშირი სუნთქვა (უცნობი).

მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა გულყრები (ნაკლებად გავრცელებული). პრეპარატის, სეროტონინის შერჩევითი უკუქცევის ინჰიბიტორების სახელით ცნობილ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს მოუსვენრობა (აჟიტაცია), გონების არევა (კონფუზია), მოუსვენრობა, მღელვარების მსგავსი ნიშნები, ცნობიერების დარღვევა (დელირიუმი), კუნთების გამკვრივება (რიგიდობა), კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და გულყრების (უცნობი) მსგავის ნიშნები, ჩამოთვლილის გამოვლინების შემთვევაში, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სისხლის შედედებაზე მოქმედი ანდა ანემიის გამომწვევი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოვლენილი სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები (გავრცელებული).

სისხლში ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის ცვლილება. ცხელება (გავრცელებული), ყელის ტკივილი (ნაკლებად გავრცელებული), პირის ღრუში იარები (ნაკლებად გავრცელებული) და დაღლილობის (ნაკლებად გავრცელებული) მსგავსი ინფექციის ნიშნების გამოვლინება.

პანკრეასის ანთება (ნაკლებად გავრცელებული)

გულყრები (კონვულსიები) (ნაკლებად გავრცელებული)

გარდამავალი იშემიური კრიზები (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღევვის გამო მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში სისუსტე, მეტყველების დარღვევა და ცნობიერების დაკარგვის მსგავსი ხანმოკლე სიმპტომები) (ნაკლებად გავრცელებული)

ყურებში ხმაური (ნაკლებად გავრცელებული)

ავადმყოფები, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობა 28 დღეზე მეტი დროით გაუგრძელდებათ, შეიძლება გამოვლინდეს დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ანდა მხედველობის დარღვევა. თუ, მხედველობის შემღვრევა გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს მიმართეთ. ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები:

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

ორსულ ქალებში ლინედორის მოქმედების ეფექტი უცნობია. ამიტომ, ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ. თუ, ორსულად ხართ ანდა ორუსლობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, წამლის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ლინეზოლიდი დედის რძეში გადადის, ამიტომ შეიძლება ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს. ძუძუთი კვების პერიოდში ლინედორი არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლინედორის მიღების დროს შეიძლება გაბრუება გამოვლინდეს. თუ, მსგავსი მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს

ავტომობილის და მექანიზმების მართვაზის უნარზე, ამიტომ ამ დროს ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ლინედორის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ფლაკონი 15 გ გლუკოზას შეიცავს, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში.

ლინედორის ყოველი ფლაკონი 1262 მგ ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ლინედორი, ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს და გამოიწვიოს არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის ანდა გულისცემის რითმის ცვლილების მსგავსი გვერდითი ეფექტების გამოვლინება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ ანდა ორი კვირის უკან ღებულობდით, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ამ წამლებს ამჟამად ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში გამოიყენეთ, ლინედორი არ მიიღოთ.

დეპრესიის ანდა პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის წამლები (მაგ.ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი).

გარდა ამისა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ექიმი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას შეაფასებს და გადაამოწმებს, შემდეგ კი შეიძლება ლინედორის მიღების გაგრძლეების გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგიერთი მდგომარეობის დროს, ექიმმა არსებული მკურნალობა შეიძლება მკურნალობის სხვა სქემით შეცვალოს.

ფსევდოეფედრინის ანდა ფენილპროპანოლამინის წამლები, რომელიც გაცივების, გრიპის და დეკონგენსანტების წამლის ჯგუფში შედის.

სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ფენოტეროლის მსგავსი ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი.

ტრიციკლური და ან სეროტონინის შერჩევითი უკუქცევის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოსულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლავოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი, სერტალინის მსგავსი დეპრესიის წამლები.

სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანის მსგავსი მიგრენის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ადრენალინის (ეპიმეფრინი) მსგავსი უეცარი, სერიოზული ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ნორადრენალინი(ნორეპინეფრინი), დოფამინი და დობუტამინის მსგავსი არტერიული წნევის ასამაღლებელი წამლები.

პეტიდინის მსგავსი ძლიერი ტკივილების შესამცირებლად გამოყენებული წამლები.

ბუსპირონის მსგავსი შფოთვითი დარღვევების სამკურნალდ გამოყენებული წამლები.

ვარფარინის მსგავსი სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით საშოს მიდამოში ანდა პირის ღრუში რძიანას სახით

თავის ტკივილი

პირში მეტალის გემო

დიარეა, გულისრევა ანდა ღებინება

ღვიძლის ანდა თირკმლის ფუნქციების დარღვევა ანდა სისხლში შაქრის დონის დარღვევა

ჩაძინების გაძნელება

მაღალი არტერიული წნევა

სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა)

გაბრუება

ლოკალური ანდა გავრცელებული მუცლის ტკივილი

ყაბზობა

საჭმლის მონელების გაძნელება

ლოკალური ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული:

ქალებში საშოს ანდა სასქესო ორგანოების მიდამოებში ანთება

სისხლში ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაცემა

ქალებში გამრავლების ორგანოების შიგნითა და გარეთა ნაწილების ანთება (ვულვო-ვაგინიტი)

მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება

ვენების ანთება (მხოლოდ ინტრავენური ინფუზიების დროს)

ენის შესივება, იარების გაჩენა ანდა ფერის ცვლილება

კანკალი

წყურვილის შეგრძნება

ჭარბი ოფლიანობა

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევა, პროტეინების, მარილების და ფერმენტების მაჩვენებლების ცვლილება

ურტიკარია

კუჭის ლორწოვანის ანთება

ენის ანთება

რბილი განავალი

პირის ღრუს ლორწოვანის ანთება

სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე დაბლა დაცემა (ჰიპონატრემია)

თირკმლების უკმარისობა

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება

მუცლის შებერილობა

ინექციის ადგილას ტკივილი

კრეატინინის დონის მომატება

კუჭის ტკივილი

გულისცემის რითმის დარღვევა (რითმის გახშირება)

კვების შემდეგ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

იშვიათი:

კბილის ფერის ცვლილება (კბილის პროფესიული წმენდის შემდეგ ნორმას უბრუნდება)

ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლიანი, წყლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავების ანთება

სისხლნაკლებობასთან ერთად სისხლის დამცველობითი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

გარდა ამისა, დაფიქსირებულია ქვემოთ მოცემული გვერდით ეფექტებიც (უცნობი სიხშირის):

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (მიელოსუპრესია)

სხეულის მიერ ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმარ ძალიან ძლიერი პასუხი, უეცარი, მომატებული მგრძნობელობა (ანაფილაქსია)

სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია)

თმის ცვენა (ალოპეცია)

სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება

სისუსტე და/ ანდა მგრძნობელობის ცვლილებები

ალერგიის შედეგად სახის და ხახის შეშუპება (ანგიოედემა)

სხეულის დანარჩენი ნაწილების თავის ტვინსა და ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი ნერვების დაზიანება (პერიფერიული ნევრიტი)

მხედველობასთან დაკავშირებული ნერვების დაზიანება (ოპტიკური ნეიროპათია), მხედველობასთან დაკავშირებული ნერვების ანთება (ოპტიკური ნევრიტი), მხედველობის დაკარგვა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ლინედორის შენახვა

ლინედორი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, შეფუთვაში.

ფლაკონი, გახსნის შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. გამოუყენებელი ხსნარი, გადაგდებული უნდა იქნას.

პრეპარატი არ გაყინოთ. ლინედორის საინფუზიო ხსნარმა, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ფერი იცვალოს და ყვითელი ფერი მიიღოს, აღნიშნული, წამლის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

წამლის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლინედორი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ლინედორი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. VEM ილაჩ სან ვე თიჯ

მასლაქის დასახლება, AOS 55-ე ქუჩა

42 მასლაქი. ბლოკი-:ა. რაიონი N: 2/134

სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. VEM ილაჩ სან ვე თიჯ

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. ფათიჰის ბულვარი N:38

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 24.12.2019-ში დამოწმებულია.

15014HM01350-00

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლინედორი 600 მგ/ 300 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის შემცველი ფლაკონი

განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით 600 მგ ლინეზოლიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას ანჰიდროზი, გლუკოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ლინედორი ?

ლინედორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ლინედორი ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ლინედორის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ლინედორი ?

ლინედორი, ეს არის ხსნარი, რომელიც პლასტიკური მილის საშუალებით ინტრავენურად გადაიხმება. აღნიშნულ ჩარევას ინტრავენურ ინფუზიას ანდა ,,ინტრავენური გზით წვეთოვან გადახმას’’ უწოდებენ. ლინედორის მოქმედი ნივთიერება ლინეზოლიდი, ანტიბაქტერიული წამლების ჯგუფში შედის.

ლინედორი, ეს არის საინფუზიო ხსნარის შემცველი, პრომობუტილის საცობით დაცობილი და თეთრი flip-off სახურავის მქონე ფლაკონი, რომელიც მოხმარებისთვის მუყაოს კოლოფშია წარმოდგენილი.

ლინედორი, ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც განსაზღვრული ტიპის ბაქტერიების გამრავლებას აჩერებს. პრეპარატი გამოიყენება პნევმონიის და კანის ზედაპირის ანდა კანქვეშა ინფექციების სამკურნალოდ.

  • ლინედორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ლინედორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

მოქმედი ნივთიერების- ლინეზოლიდის ანდა ზემოთ ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფიდან რომელიმე წამალს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი) ღებულობთ ანდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღებულობდით. აღნიშნული წამლები დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკრუნალოდ გამოიყენება.

ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ. წამალი დედის რძეში გადადის, რამაც ბავშვზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ლინედორის მიღება თქვენთვის შეიძლება არასასურველი იყოს. ექიმი, თქვენი ზოგადი მდგომარეობის და არტერიული წნევის კონტროლისთვის შეიძლება დამატებით გამოკვლევებს მოითხოვს. ზოგიერთი მდგომარეობის დროს, სხვა პრეპარატით მკურნალობა შეიძლება უფრო მისაღები იყოს.

ამ კატეგორიის წამლების თქვენთან გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხში თუ დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ.

მაღალი არტერიული წნევა გაქვთ და ამის გამო წამალს ღებულობთ ანდა არ ღებულობთ.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დამადასტურებელი დიაგნოზი გაქვთ.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის (ფეოქრომოციტომა) ანდა ჰორმონალური სისტემის სიმსივნის გამო დიარე, კანის სიწითლე, ხმაურიანი სუნთქვის მსგავსი ნიშნები (კარცინოიდული სიმსივნე) გაქვთ.

მანიაკალური დეპრესია, შიზო-აფექტური დარღვევები, გონების არევა ანდა სხვა გონებრივი პრობლემები გაქვთ.

ლინედორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები თქვენთან ვლინდება, ლინედორით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს მიმართეთ:

ადვილად სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები

სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა)

ინფექციის მიმართ მიდრეკილება

ადრე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა გულყრა

ღვიძლის და თირკმლების პრობლემები, განსაკუთრებით, თუ დიალიზით მკურნალობას გადიხართ

დიარეა

შაქრიანი დიაბეტი

თუ, მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ;

თუ, მხედველობის შემღვრევა, მზერისას ფერის ცვლილება, დეტალების ხედვის გაძნელება, მხედველობის ველის დარღვევების მსგავსი პრობლემები გაქვთ.

თუ, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა ანდა დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება გაქვთ.

თუ, ანტიბიოტიკების გამოყენების დროს, ლინედორის ჩათვლით ანდა გამოყენების შემდეგ დიარეა გამოვლინდება. თუ, დიარეა ძლიერი და უწყვეტი იქნება ანდა განავალში სისხლი ანდა ლორწო გამოვლინდება, ლინედორის მიღება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ. ასეთი მდგომარეობის დროს ნაწლავთა მოქმედების შემაჩერებელი ანდა შემანელებელი წამლები არ უნდა იქნას გამოყენებული.

აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება იყოს ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი ნაწლავთა ანთება.

თუ, განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ანდა გახშირებული სუნთქვა გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ლინედორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლინედორი, შეიძლება მიღებული იქნას როგორც საკების მიღებამდე, ასევე კვების დროს ანდა საკვების მიღების შემდეგაც.

ლინედორის მიღების დროს მოერიდეთ დაძველებული ყველის, საფუარის ექსტრაქტის ანდა სოიოს სოუსის მსგავს, სოიოს, ლობიოს ექსტრაქტის და ჩამოსასხმელი ლუდის, ასევე ალკოჰოლური სასმელებისა და საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. აღნიშნული წამალი, ზოგიერთ საკვებში ბუნებრივად არსებული, თირამინის სახელით წოდებულ ნივთიერებასთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს და არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს.

თუ, სასმელის და საკვების მიღების შემდეგ პულსირებადი თავის ტკივილი გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

ორსულ ქალებში ლინედორის მოქმედების ეფექტი უცნობია. ამიტომ, ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ. თუ, ორსულად ხართ ანდა ორუსლობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, წამლის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ლინეზოლიდი დედის რძეში გადადის, ამიტომ შეიძლება ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს. ძუძუთი კვების პერიოდში ლინედორი არ გამოიყენოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ლინედორის მიღების დროს შეიძლება გაბრუება გამოვლინდეს. თუ, მსგავსი მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს

ავტომობილის და მექანიზმების მართვაზის უნარზე, ამიტომ ამ დროს ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ლინედორის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ფლაკონი 15 გ გლუკოზას შეიცავს, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში.

ლინედორის ყოველი ფლაკონი 1262 მგ ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ლინედორი, ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს და გამოიწვიოს არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის ანდა გულისცემის რითმის ცვლილების მსგავსი გვერდითი ეფექტების გამოვლინება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ ანდა ორი კვირის უკან ღებულობდით, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ამ წამლებს ამჟამად ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში გამოიყენეთ, ლინედორი არ მიიღოთ.

დეპრესიის ანდა პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის წამლები (მაგ.ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი).

გარდა ამისა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ექიმი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას შეაფასებს და გადაამოწმებს, შემდეგ კი შეიძლება ლინედორის მიღების გაგრძლეების გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგიერთი მდგომარეობის დროს, ექიმმა არსებული მკურნალობა შეიძლება მკურნალობის სხვა სქემით შეცვალოს.

ფსევდოეფედრინის ანდა ფენილპროპანოლამინის წამლები, რომელიც გაცივების, გრიპის და დეკონგენსანტების წამლის ჯგუფში შედის.

სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ფენოტეროლის მსგავსი ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი.

ტრიციკლური და ან სეროტონინის შერჩევითი უკუქცევის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოსულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლავოქსამინი, იმიპრამინი, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი, სერტალინის მსგავსი დეპრესიის წამლები.

სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანის მსგავსი მიგრენის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ადრენალინის (ეპიმეფრინი) მსგავსი უეცარი, სერიოზული ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ნორადრენალინი(ნორეპინეფრინი), დოფამინი და დობუტამინის მსგავსი არტერიული წნევის ასამაღლებელი წამლები.

პეტიდინის მსგავსი ძლიერი ტკივილების შესამცირებლად გამოყენებული წამლები.

ბუსპირონის მსგავსი შფოთვითი დარღვევების სამკურნალდ გამოყენებული წამლები.

ვარფარინის მსგავსი სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ლინედორი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ექიმი, დაავადების სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ინფუზიას განახორციელებს.

აღნიშნული წამალი, ექიმის ანდა სამედიცინო პერსონალის მიერ, წვეთობრივად (ინტრავენური ინფუზიით) გადაგესხმებათ. 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის რეკომედნრიებული დოზაა: ლინეზოლიდი 600 მგ (300 მლ) 12 საათში ერთხელ, ინტრავენური გზით წვეთოვანი ინფუზია, რომელიც 30-დან 120 წუთამდე დროის განმავლობაში პირდაპირ სისხლში შეიყვანება (ვენაში).

მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად 10-დან 14 დღემდე გრძელდება, თუმცა შეიძლება 28 დღემდეც გაგრძელდეს. ლინედორით მკურნალობის 28 დღით და მეტი დროით გაგრძელების შემთვევაში, წამლის უსაფრთხოება და მოქმედების ეფექტი უცნობია. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

ლინედორით მკურნალობის დროს, ექიმი სისხლის მაჩვენებლების კონტროლისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ.

თუ, ლინედორი 28 დღეზე მეტი დროით გამოიყენეთ, ექიმი მხედველობის სიმახვილეს გადაამოწმებს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

პრეპარატი, ვენაში წვეთოვანი ინფუზიით გადაისხმება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ლინედორის დოზა ბავშვებში, ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით, ექიმის მიერ გამოითვლება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ექიმი, თქვენთვის დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ მოახდენს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

ექიმი, თქვენთვის დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ მოახდენს.

თუ, დიალიზით მკურნალობას გადიხართ, წამალი, დიალიზის შემდეგ მოგეცემთ.

ღვიძლის უკმარისობა:

ექიმი, თქვენთვის დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ მოახდენს.

თუ,ფიქრობთ, რომ ლინედორის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ლინედორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ლინედორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ლინედორის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ლინედორის ინფუზია, ექიმის ანდა ექთნის მიერ, სამედიცინო წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაგიკეთდებათ. ერთი დოზის გამოტოვების ალბათობა დიდად არ არსებობს, თუმცა თუ მაინც ფიქრობთ, რომ ერთი დოზა გამოტოვეთ, ყოველგვარი ლოდინის გარეშე თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ.

მოვლენები, რომელიც ლინედორით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლინედორის მიღება არ შეწყვიტოთ.

ლინედორით მკურნალობის დასრულებისას, დაავადების სიმპტომების შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, ასეთ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ლინედორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ლინედორის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ქვემოთ მოცემული გვერდი ეფექტები, სერიოზული გვერდით ეფექტებია:

კანის სერიოზული რეაქციები(უცნობი), სახის და კისრის მიდამოში შესივების მსგავსი კანის რეაქციები (უცნობი), ხიხინი და/ ანდა სუნთქვის გაძნელება (უცნობი). აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს და შეიძლება საჭირო გახდეს ლინედორის მიღების შეჩერება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს: კანის სიწითლე და ბალთების გაჩენა (დერმატიტი) (ნაკლებად გავრცელებული), გამონაყარი (გავრცელებული), ქავილი (გავრცელებული).

მხედველობის შემღვრევა, მხედველობის ველის დარღვევა (ნაკლებად გავრცელებული), ფერების ხედვის ცვლილება (უცნობი), დეტალების ხედვის გაძნელების (უცნობი) მსგავსი მხედველობის დარღვევები.

სისხლის და/ ანდა ლორწოს შემცველი სერიოზული დიარეა (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტის ჩათვლით). აღნიშნული მდგომარეობა იშვიათად ვლინდება, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს სისცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება. (იშვიათი). აღწერილი მდგომარეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ განვითარებულ ნაწლავების ანთებასთან.

განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ანდა ხშირი სუნთქვა (უცნობი).

მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა გულყრები (ნაკლებად გავრცელებული). პრეპარატის, სეროტონინის შერჩევითი უკუქცევის ინჰიბიტორების სახელით ცნობილ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს მოუსვენრობა (აჟიტაცია), გონების არევა (კონფუზია), მოუსვენრობა, მღელვარების მსგავსი ნიშნები, ცნობიერების დარღვევა (დელირიუმი), კუნთების გამკვრივება (რიგიდობა), კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და გულყრების (უცნობი) მსგავის ნიშნები, ჩამოთვლილის გამოვლინების შემთვევაში, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სისხლის შედედებაზე მოქმედი ანდა ანემიის გამომწვევი სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოვლენილი სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები (გავრცელებული).

სისხლში ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის ცვლილება. ცხელება (გავრცელებული), ყელის ტკივილი (ნაკლებად გავრცელებული), პირის ღრუში იარები (ნაკლებად გავრცელებული) და დაღლილობის (ნაკლებად გავრცელებული) მსგავსი ინფექციის ნიშნების გამოვლინება.

პანკრეასის ანთება (ნაკლებად გავრცელებული)

გულყრები (კონვულსიები) (ნაკლებად გავრცელებული)

გარდამავალი იშემიური კრიზები (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღევვის გამო მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში სისუსტე, მეტყველების დარღვევა და ცნობიერების დაკარგვის მსგავსი ხანმოკლე სიმპტომები) (ნაკლებად გავრცელებული)

ყურებში ხმაური (ნაკლებად გავრცელებული)

ავადმყოფები, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობა 28 დღეზე მეტი დროით გაუგრძელდებათ, შეიძლება გამოვლინდეს დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ანდა მხედველობის დარღვევა. თუ, მხედველობის შემღვრევა გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს მიმართეთ. ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით საშოს მიდამოში ანდა პირის ღრუში რძიანას სახით

თავის ტკივილი

პირში მეტალის გემო

დიარეა, გულისრევა ანდა ღებინება

ღვიძლის ანდა თირკმლის ფუნქციების დარღვევა ანდა სისხლში შაქრის დონის დარღვევა

ჩაძინების გაძნელება

მაღალი არტერიული წნევა

სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა)

გაბრუება

ლოკალური ანდა გავრცელებული მუცლის ტკივილი

ყაბზობა

საჭმლის მონელების გაძნელება

ლოკალური ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული:

ქალებში საშოს ანდა სასქესო ორგანოების მიდამოებში ანთება

სისხლში ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაცემა

ქალებში გამრავლების ორგანოების შიგნითა და გარეთა ნაწილების ანთება (ვულვო-ვაგინიტი)

მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება

ვენების ანთება (მხოლოდ ინტრავენური ინფუზიების დროს)

ენის შესივება, იარების გაჩენა ანდა ფერის ცვლილება

კანკალი

წყურვილის შეგრძნება

ჭარბი ოფლიანობა

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევა, პროტეინების, მარილების და ფერმენტების მაჩვენებლების ცვლილება

ურტიკარია

კუჭის ლორწოვანის ანთება

ენის ანთება

რბილი განავალი

პირის ღრუს ლორწოვანის ანთება

სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე დაბლა დაცემა (ჰიპონატრემია)

თირკმლების უკმარისობა

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება

მუცლის შებერილობა

ინექციის ადგილას ტკივილი

კრეატინინის დონის მომატება

კუჭის ტკივილი

გულისცემის რითმის დარღვევა (რითმის გახშირება)

კვების შემდეგ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

იშვიათი:

კბილის ფერის ცვლილება (კბილის პროფესიული წმენდის შემდეგ ნორმას უბრუნდება)

ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლიანი, წყლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავების ანთება

სისხლნაკლებობასთან ერთად სისხლის დამცველობითი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

გარდა ამისა, დაფიქსირებულია ქვემოთ მოცემული გვერდით ეფექტებიც (უცნობი სიხშირის):

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (მიელოსუპრესია)

სხეულის მიერ ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმარ ძალიან ძლიერი პასუხი, უეცარი, მომატებული მგრძნობელობა (ანაფილაქსია)

სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია)

თმის ცვენა (ალოპეცია)

სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება

სისუსტე და/ ანდა მგრძნობელობის ცვლილებები

ალერგიის შედეგად სახის და ხახის შეშუპება (ანგიოედემა)

სხეულის დანარჩენი ნაწილების თავის ტვინსა და ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი ნერვების დაზიანება (პერიფერიული ნევრიტი)

მხედველობასთან დაკავშირებული ნერვების დაზიანება (ოპტიკური ნეიროპათია), მხედველობასთან დაკავშირებული ნერვების ანთება (ოპტიკური ნევრიტი), მხედველობის დაკარგვა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ლინედორის შენახვა

ლინედორი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, შეფუთვაში.

ფლაკონი, გახსნის შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. გამოუყენებელი ხსნარი, გადაგდებული უნდა იქნას.

პრეპარატი არ გაყინოთ. ლინედორის საინფუზიო ხსნარმა, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ფერი იცვალოს და ყვითელი ფერი მიიღოს, აღნიშნული, წამლის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

წამლის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლინედორი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ლინედორი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. VEM ილაჩ სან ვე თიჯ

მასლაქის დასახლება, AOS 55-ე ქუჩა

42 მასლაქი. ბლოკი-:ა. რაიონი N: 2/134

სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. VEM ილაჩ სან ვე თიჯ

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. ფათიჰის ბულვარი N:38

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 24.12.2019-ში დამოწმებულია.

15014HM01350-00

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა