ლინეზოლიდ დენკ 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
Linezolid Denk 2mg/ml solution for infusion
- მოქმედი ნივთიერება
- ლინეზოლიდ (linezolid)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ (600მგ/300მლ) 300მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ჩანთა №1
- მწარმოებელი
- Pharmaceutical Works POLPHARMA SA, პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- J01XX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035991
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2022, მოქმედებს 28 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- -
ლინეზოლიდ დენკ 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ლინეზოლიდი გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოში და ისეთ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, როგორიცაა მიკრობიოლოგი ან ინფექციონისტი.
თუ პაციენტი იწყებს მკურნალობას პარენტერალური ფორმით, კლინიკური საჭიროებისას შესაძლებლია გადასვლა პერორალურ ფორმაზე. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო დოზის დარეგულირება, რადგან ლინეზოლიდს აქვს 100% ბიოათვისებულობა.
ინფუზია გრძელდება 30-120 წუთის განმავლობაში.
ლინეზოლიდის რეკომენდებული დოზა ინიშნება ინტრავენურად დღეში ორჯერ.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოგენზე, ინფექციის ადგილზე, მის სიმწვავეზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
რეკომენდაციები მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ეფუძნება კლინიკურ კვლევებს. მკურნალობის ხანმოკლე რეჟიმები შეიძლება შესაფერისი იყოს ზოგიერთი ტიპის ინფექციის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 28 დღეს. ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
არ არის საჭირო რეკომენდებული დოზის და ხანგრძლივობის გაზრდა ისეთი ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც თან ახლავს ბაქტერემია.
საინფუზიო ხსნარის რეკომენდებული დოზაა:
ინფექციები
დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნოზოკომიალური პნევმონია
600მგ ლინეზოლიდი ინტრავენურად 2-ჯერ დღეში
მიყოლებით 10-14 დღე
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების 4.8; 5.1 და 5.2 პუნქტებში; თუმცა, დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა არ შეიძლება.
ხანდაზმული პაციენტები
არ არის საჭირო დოზის დარეგულირება.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის დარეგულირება.
პაციენტები თირკმლის მწვავე უკმარისობით (ანუ კრეატინის კლირენსი < 30მლ/წთ)
დოზის დარეგულირება არ არის საჭირო. იმის გამო რომ უცნობია, თუ რა კლინიკურ ზეგავლენას ახდენს ლინეზოლიდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის მაღალი კონცენტრაცია (10-ჯერ მეტი) თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებზე, შესაბამისად ასეთ შემთხვევებში ლინეზოლიდი ინიშნება სიფრთხილით და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
რადგან ლინეზოლიდის დოზის 30% გამოიყოფა 3 საათიანი დიალიზის განმავლობაში, შესაბამისად ასეთ პაციენტებში იგი ინიშნება დიალიზის შემდეგ. ლინეზოლიდის ძირითადი მეტაბოლიტების გარკევული წილის მოშორება ხდება ჰემოდიალიზის გზით. თუმცა, ამ მეტაბოლიტების კონცენტრაცია გაცილებით მაღალია დიალიზის შემდეგ, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან ზომიერი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შესაბამისად, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ დიალიზი, ლინეზოლიდი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს. არ არსებობს მონაცემები ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი (CAPD) ან თირკმლის უკმარისობის ალტერნატიული მკურნალობა (ჰემოდიალიზისგან განსხვავებული).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ზომიერი და საშუალო სიმწვავის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგ. ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით A და B კლასი) დოზის დარეგულირება არ არის საჭირო.
ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით C კლასი): რადგან, ლინეზოლიდი მეტაბოლიზირდება არაფერმენტული პროცესით, შესაბამისად არ არის მოსალოდნელი, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი მეტაბოლიზმი და დოზის დარეგულირება არ არის რეკომენდებული. თუმცა, არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ლინეზოლიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება მწირია. ლინეზოლიდი გამოყენებული უნდა იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
უკუჩვენებები
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
არ შეიძლება ლინეზოლიდის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მონოამინ ოქსიდაზა AAდა B-ს დამაინჰიბირებელ პრეპარატებს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი), თუ არ არსებობს დაწესებულებები, სადაც მოხდება დაკვირვება და არტერიული წნევის კონტროლი, ასეთ შემთხვევაში ლინეზოლიდი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი თანმხლები დაავადებები ან იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
პაციენტები გაუკონტროლირებელი ჰიპერტენზიით, ფეოქრომოციტომით, კარცინოიდით, თირეოტოქსიკოზით, ბიპოლარული დეპრესიით, შიზოაფექტური, ფსიქოზური დაავადებით, მწვავე გონების დაბინდვის მდგომარეობით;
პაციენტები, რომლებიც იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის 5HT1 რეცეპტორის აგონისტები (ტრიპტანები), პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედი სიმპათომიმეტური საშუალებები (მათ შორის ადრენერგული ბრონქოდილატატორები, ფსევდოეფედრინი ან ფენილპროპანოლამინი), ვაზოპრესორული საშუალება (მაგალითად: ადრენალინი/ეპინეფრინი, ნორადრენალინი/ნორეპინეფრინი), დოფამინერგული საშუალებები (მაგალითად: დოფამინი, დობუტამინი), პეთიდინი ან ბუსპირონი.
მკურნალობამდე ან მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები
მიელოსუპრესია
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, პაციენტებს გამოუვლინდათ მიელოსუპრესია (მათ შორის ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია და თრომბოციტოპენია). იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის შედეგი ცნობილი იყო, ლინეზოლიდის შეწყვეტის შემდეგ ჰემატოლოგიური პარამეტრები დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს. აღნიშნული ეფექტების განვითარების რისკი დაკავშირებულია მკურნალობის ხანგრძლივობასთან. ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდით უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ სისხლის დისკრაზია ვიდრე ახალგაზრდებს. თრომბოციტოპენია უფრო ხშირად ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა ისინი დიალიზზე. შესაბამისად, სისხლის ანალიზის კონტროლია რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ: ანემია, გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია ან ამავდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ჰემოგლობინის დონე, დააქვეითოს სისხლის მაჩვენებლები ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს თრომბოციტების რაოდენობაზე ან ფუნქციაზე; აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა; თუ მკურნალობა გრძელდება 10-14 დღეზე მეტ ხანს. ასეთ პაციენტებში ლინეზოლიდი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ჰემოგლობინის დონის, სისხლის ანალიზის მაჩვენებლების და თრომბოციტების რაოდენობის გადამოწმება.
თუ ლინეზოლიდით მკურნალობის დროს გამოვლინდება მნიშვნელოვანი მიელოსუპრესია, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არ არის მისი გაგრძელების აბოსულუტური აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სისხლის მაჩვენებლების აქტიური კონტროლი და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული.
გარდა ამისა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდით, რეკომენდებულია ყოველკვირეულად მოხდეს სისხლის ყველა მაჩვენებლის გადამოწმება (მათ შორის ჰემოგლობინის, თრომბოციტების და ლეიკოციტების ყველა და სხვადასხვა ფრაქციის დონე) მიუხედავად საწყის ეტაპზე არსებული სისხლის მაჩვენებლებისა.
საქველმოქმედო-საცდელი კვლევებიდან გამოვლინდა, რომ მძიმე ანემიის შემთხვევები გაზრდილი იყო იმ პაციენტებში, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობა უტარდებოდათ 28 დღეზე მეტ ხანს. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებოდათ ხშირი სისხლის გადასხმა. ანემიის ისეთი შემთხვევები, როდესაც საჭირო იყო ტრანსფუზიის ჩატარება, ასევე გამოვლინდა პოსტმარკეტინგულადაც. ეს ასევე ხშირი იყო იმ პაციენტბში, რომლებსაც ლინეზოლიდით მკურნალობა უტარდებოდათ 28 დღეზე მეტხანს.
პოსტმარკეტინგული დაკვირვებებიდან ასევე გამოვლინდა, სიდერობლასტური ანემიის შემთხვევები. იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყების დრო ცნობილი იყო, უმეტესობა პაციენტებში ლინეზოლიდით მკურნალობა გრძელდებოდა 28 დღეზე მეტხანს. მიუხედავად იმისა, ჩატარდა თუ არა ანემიის საწინააღმდეგო მკურნალობა უმეტესობა პაციენტებში, სრულად ან ნაწილობრივ აღდგა მაჩვენებლები ლინეზოლიდის მკურნალობის დასრულების შემდეგ.
სიკვდილიანობის შემთხვევათა დისბალანსი კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ კათეტერით გამოწვეული გრამ-უარყოფითი ბაქტერემიის მქონე პაციენტები
ღია კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ ინტრავასკულარული კათეტერით გამოწვეული სერიოზული ინფექციის მქონე პაციენტები, გაზრდილი სიკვდილიანობის შემთხვევები გამოვლინდა ლინეზოლიდით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში შედარებით ვანკომიცინის/დიკლოქსაცილინის/ოქსაცილინის ჯგუფში [78/363 (21,5%) შედარებით 58/363 (16.0%)]. სიკვდილიანობის სიხშირეზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი იყო კვლევის დაწყებისას არსებული გრამ-დადებითი პათოგენით გამოწვეული ინფექციის სტატუსი. სიკვდილიანობის სიხშირე თანაბარი იყო პაციენტებში, რომლებშიც ინფექცია გამოწვეული იყო გრამ-დადებითი პათოგენით (შანსების შეფარდება 0,96; 95% სარწმუნოების ინტერვალი 0,58-დან 1,59-მდე), მაგრამ მნიშვნელოვნად იყო მომატებული ლინეზოლიდით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში (p=0.0162), რომლებსაც კვლევის დაწყებამდე აღენიშნებოდათ ნებისმიერი სხვა პათოგენით გამოწვეული ინფექცია ან საერთოდ არ იყვნენ ინფიცირებულნი პათოგენით (შანსების შეფარდება 2,48, 95% სარწმუნოების ინტერვალი 1,38-დან 4,46-მდე).
ყველაზე დიდი განსხვავება გამოვლინდა საცდელი პრეპარატით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან 7 დღის შემდეგ. კვლევის დროს ლინეზოლიდით ნამკურნალებ უმეტეს პაციენტებს განუვითარდათ და დაიღუპნენ გრამ-უარყოფითი პათოგენით გამოწვეული და პოლიმიკრობული ინფექციით. შესაბამისად იმ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულად ან სავარაუდოდ თანდართულია გრამ-უარყოფითი პათოგენით გამოწვეული ინფექცია, ასეთ შემთხვევაში ლინეზოლიდით კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციის მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ალერნატიული მკურნალობა არ არსებობს. გარდა ამისა, იმავდროულად უნდა დაიწყოს ასევე გრამ-უარყოფითი პათოგენის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ანტიბიოტიკით გამოწვეული ფაღარათი და კოლიტი
ანტიბიოტიკით გამოწვეული ფაღარათი და კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და clostridium-difficile გამოწვეული ფაღარათი, გამოვლინდა ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ლინეზოლიდის დანიშვნისას. მათი გამოვლინება ცვალებადობს ზომიერი ხარისხის ფაღარათიდან ფატალურ კოლიტამდე. შესაბამისად, ამ დიაგნოზის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობის დროს ან შემდეგ განუვითარდებათ მძიმე ხარისხის ფაღარათი. თუ სავარაუდოა ან დადასტურებულია ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის ან კოლიტის განვითარება, ასეთ შემთხვევაში მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპია, მათ შორის ლინეზოლიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები. ასეთ შემთხვევებში, დაუშვებელია იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ხელს უშლიან პერისტალტიკას.
ლაქტაციდოზი
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს გამოვლინდა ლაქტაციდოზის შემთხვევები. პაციენტებმა, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობის დროს განუვითარდებათ მეტაბოლური აციდოსის სიმპტომები (მათ შორის მორეციდივე ფაღარათი ან ღებინება, მუცლის ტკივილი, ნახშირორჟანგის დონის შემცირება ან ჰიპერვენტილაცია), დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ლაქტაციდოზის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ლინეზოლიდის მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მიტოქონდრიის შეზღუდული დისფუნქცია
ლინეზოლიდი აინჰიბირებს მიტოქონდრიის ცილის სინთეზს. ამ ინჰიბირების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ლაქტაციდოზი, ანემია, ოპტიკური და პერიფერიული ნეიროპათია. ასეთი სიმპტომები უფრო ხშირია იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
სეროტონინის სინდრომი
გამოვლინდა სეროტონინის სინდრომის სპონტანური შემთხვევები, რაც დაკავშირებულია ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებების, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRIs) კომბინირებულ მიღებასთან. შესაბამისად ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებების კომბინირებული მიღება უკუნაჩვენებია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი დანიშვნა აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა არ განვითარდეს სეროტონინის სინდრომის სიმპტომები (მაგალითად: კოგნიტიური დისფუნქცია, ჰიპერპირექსია, ჰიპერრეფლექსია და დისკოორდინაცია). მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ერთი ან ორივე პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. თუ მოხდება სეროტონინერგული საშუალების მიღების შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტის სიმპტომები.
ლინეზოლიდის და ბუპრენორფინის ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
თუ თანმხლები მკურნალობა კლინიკურად არის მითითებული, რეკომენდებულია პაციენტზე ფრთხილი დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და დოზის გაზრდისას.
სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ განწყობის ცვლილებით, ავტონომიური არასტაბილურობა, ნეიროკუნთოვანი დარღვევები და/ან გასტროინტესტინური სიმპტომები.
თუ არსებობს ეჭვი სეროტონინის სინდრომის განვითარების, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, სიმპტომების სიმწვავების მიხედვით.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
ლინეზოლიდით მკურნალობისას პაციენტებში გამოვლინდა პერიფერიული და/ან ოპტიკური ნეიროპათიის შემთხვევები, რაც ხანდახან პროგრესირებს მხედველობის დაკარგვამდე. ეს შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მაშინ, როდესაც მკურნალობა გრძელდებოდა რეკომენდირებულ 28 დღეზე მეტ ხანს.
ყველა პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მხედველობის დარღვევის ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის ან ფერადი მხედველობის, ასევე მხედველობის ველის დარღვევა. მათი გამოვლენისას რეკომენდებულია დაუყოვნებლივი გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს. ყველა პაციენტისთვის, რომელთა ლინეზოლიდით მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია მხედველობის რეგულარული გადამოწმება.
პერიფერიული ან ოტპიკური ნეიროპათიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ნეიროპათიის განვითარების რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ლინეზოლიდი ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ან უახლოეს პერიოდში იღებდნენ ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიმიკრობულ საშუალებებს.
გულყრები
ლინეზოლიდით მკურნალობისას გამოვლინდა გულყრის შემთხვევები. ამ შემთხვევების უმეტესობაში, პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებოდათ ეპილეფსიური გულყრა ან მისი განვითარების რისკფატორები. პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ ანამნეზში აღინიშნება გულყრის შემთხვევა, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
მონოამინოქსიდაზას-ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი წარმოადგენს მონოამინ ოქსიდაზას (მაო) უკუშექცევად, არასელექტიურ ინჰიბიტორს. თუმცა იმ დოზით, რაც გამოიყენება ანტიბაქტერიული თერაპიისთვის, არ გააჩნია ანტიდეპრესიული ეფექტი. წამალთაშორის ურთიერთქმედების შესახებ ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები მწირია. ასევე არასაკმარისი ინფორმაცია ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე თანმხლები დაავადება და/ან იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ მაო-ს ინჰიბირების გამო. შესაბამისად ლინეზოლიდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების და კონტროლის ქვეშ.
თირამინით მდიდარი საკვების მიღება
არ არის სასურველი პაციენტმა მიიღოს თირამინით მდიდარი საკვები.
სუპერინფექცია
კლინიკურ კვლევებში ლინეზოლიდის მკურნალობის ზეგავლენა ნორმალურ ნაწლავურ ფლორაზე არ არის შესწავლილი.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასელექტიური ორგანიზმების ჭარბი ზრდა. მაგალითად, კლინიკურ კვლევებში პაციენტთა 3%-ს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს, განუვითარდათ წამლით გამოწვეული კანდიდიაზი. მკურნალობის დროს, სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
განსაკუთრებულ პაციენტთა კატეგორია
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლინეზოლიდი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს. (იხ. SmPC-ის 4.2 და 5.2 პუნქტები).
ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლინეზოლიდით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
ფერტილობის შეზღუდვა
მამრობით ვირთხებში, ლინეზოლიდმა გამოიწვია ფერტილობის შექცევადი შემცირება და გამოიწვია სპერმის მორფოლოგიის ცვლილება, მაგალითად, ადამიანებში მოსალოდნელი ექსპოზიციის დონეზე. მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტები არ არის ცნობილი (იხ. ნაწილი 5.3).
კლინიკური კვლევები
ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში არ მონაწილეობდნენ “დიაბეტური ტერფის”, ნაწოლების ან იშემიური დაზიანებების, ძლიერი დამწვრობის ან განგრენის მქონე პაციენტები. შესაბამისად, ამ მდგომარეობების დროს ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
სხვა ინგრედიენტები
ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 45.7მგ (ანუ 13,7გ/ 300მლ) გლუკოზას. ეს გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი შეცავს 182 მგ ნატრიუმს 300 მლ ხსნარზე, რაც შეესაბამება მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური ნატრიუმის 9.1%-ს, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ზრდასრული ადამიანებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი წარმოადგენს მონოამინოოქსიდაზას შექცევად, არასელექტიურ ინჰიბიტორს. წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევებიდან ძალიან მცირე მონაცემები მოიპოვება ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ, როდესაც ის კომბინირებულად ინიშნებოდა ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ პაციენტი მაო-ს ინჰიბირების გამო. შესაბამისად ლინეზოლიდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების და კონტროლის ქვეშ.
სავარაუდო ურთიერთქმდებები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ცვლილება
ნორმოტენზიულ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა, რომ ლინეზოლიდი უფრო მეტად ზრდის ფსევდოეფედრინით და ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდით მომატებულ არტერიული წნევას. ლინეზოლიდის და ფსევდოეფედრინის ან ფენილპროპანოლამინის კომბინირებული დანიშვნა იწვევდა სისტოლური არტერიული წნევის მომატებას საშუალოდ 30-40 მმ.ვწყ-ით, მაშინ როდესაც მხოლოდ ლინეზოლიდის მიღებისას იზრდებოდა 11-15 მმ.ვწყ–ით, მხოლოდ ფსევდოეფედრინი ან ფენილპროპანოლამინის დანიშვნისას - 14-18 მმ.ვწყ-ით და პლაცებოს შემთხვევაში - 8-11 მმ.ვწყ-ით. მსგავსი კვლევები ჰიპერტენზიულ პაციენტებში არ ჩატარებულა. სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდთან ერთად ვაზოპრესორული მოქმედების მქონე პრეპარატების, მათ შორის დოფამინერგული საშუალებების დანიშვნისას მათი დოზები საგულდაგულოდ იქნას შერჩეული.
სავარაუდო სეროტონინერგული ურთიერთქმედებები
დექსტრომეტორფანთან ურთიერთქმედების ეფექტები შესწავლილ იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში. პაციენტებს უნიშნავდნენ დექსტრომეტორფანს (2X20მგ 4 საათიანი ინტერვალებით) ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე. ჯანმრთელ მოხალისეებში ლინეზოლიდის და დექსტრომეტორფანის კომბინირებული მიღებისას სეროტონინის სინდრომის ეფექტები (დაბნეულობა, ბოდვა, მოუსვენრობა, კანკალი, წამოწითლება, ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერპირექსია) არ გამოვლენილა.
პოსტმარკეტინგული მონაცემები: ერთ პაციენტში სერუმოლიდის და დექსტრომეტორფანის კომბინირებულმა მიღებამ გამოიწვია სეროტონინის სინდრომის მსგავსი სიმპტომები რაც მეორდებოდა ორივე წამლის შეწყვეტის შემდეგაც.
სეროტონინერგულ საშუალებებთან ერთად, მათ შორის ანტიდეპრესანტებთან როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) ლინეზოლიდის კომბინირებული მიღებისას გამოვლინდა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული მკურნალობა უკუნაჩვენებია, იმ პაციენტების სამართავად, რომელთათვისაც ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებებით კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, აღწერილია პუნქტში “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
ბუპრენორფინის თანმხლები მიღებისას, ლინეზოლიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ასევე იზრდება სეროტონინის სინდრომის რისკი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში დაავადება.
კომბინირებული მიღება თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად
არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი პრესორული რეაქციები იმ პირებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ 100 მგ-ზე ნაკლებ თირამინთან ერთად. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს მხოლოდ თირამინით მდიდარი საკვების და სასმელის მიღებისგან (მაგალითად: მწიფე ყველი, საფუარის ექსტრატი, არადისტილირებული ალკოჰოლური სასმელები და სოიოს ფერმენირებული პროდუქტები, როგორიცაა სოიოს სოუსი).
პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450–ით
ლინეზოლიდი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ციტოქრომ P-450 (CYP) ფერმენტული სისტემის მიერ და არ აინჰიბირებს რომელიმე კლინიკურად მნიშვნელოვან ადამიანის CYP იზოფორმებს (1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4). ამის მსგავსად, ლინეზოლიდი არ იწვევს ვირთაგვებში P-450 იზოფერმენტების ინდუცირებას. შესაბამისად ლინეზოლიდის მკურნალობისას CYP450-–ით გამოწვეული წამალთაშორისი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.
რიფამპიცინი
რიფამპიცინის ეფექტი ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლეს 16 ჯანმრთელ, მამრობითი სქესის მოხალისეში, რომელთაგან ზოგი იღებდა მხოლოდ 600მგ ლინეზოლიდს დღეში ორჯერ 2,5 დღე, ხოლო ზოგი კომბინირებულად 600მგ რიფამპიცინთან ერთად (დღეში ერთხელ 8 დღის განმავლობაში). რიფამპიცინმა შეამცირა ლინეზოლიდის Cmax და AUC საშუალოდ 21%-ით (90% KI:15-27) და 32%-ით (90% KI: 27-37). ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვარფარინი
როდესაც ვარფარინი ჩართეს ლინეზოლიდის მკურნალობის სტაციონარული მდგომარეობის პერიოდში, გამოვლინდა რომ მაქსიმალური საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ - INR) შემცირდა საშუალოდ 10%-ით, ხოლო AUC-INR 5%-ით. იმ პაციენტებიდან მიღებული მონაცემები, რომლებიც კომბინირებულად იღებდნენ ვარფარინსა და ლინეზოლიდს, არასაკმარისია, რომ შეფასდეს აღნიშნული ფაქტების კლინიკური მნიშვნელობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლინეზოლიდ დენკის მოქმედება ორსულებზე არ არის ცნობილი. შესაბამისად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე იგი არ ინიშნება ორსულობისას. თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ ან გეგმავს დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლინეზოლიდ დენკის მკურნალობისას არ შეიძლება ლაქტაცია, რადგან ის შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს ბავშვს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
ლინეზოლიდ დენკმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი თავს არ გრძნობს კარგად, ამან შესაძლებელია გავლენა იქონიოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს
გლუკოზა
ლინეზოლიდ დენკის საინფუზიო ხსნარის 1 მილილიტრი (მლ) შეიცავს 45,7 მგ გლუკოზას (რაც შეესაბამება 13.7 გ გლუკოზას 300 მლ საინფუზიო ჩანთაზე). ეს გასათვალისწინებელია შაქრანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 182 მგ ნატრიუმს (მთავარი კომპონენტი სუფრის მარილი) 300 მლ ხსნარზე. ეს შეესაბამება 9.1%-ს ზრდასრულებისთვის რეკომენდებულ ნატრიუმის მაქსიმალურ ყოველდღიურ მისაღებ დოზას, საჭმელთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, მოცემულია გვერდითი მოვლენები ნებისმიერი მიზეზით და მათი სიხშირე 2000-ზე მეტ მორდილზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე. კვლევებში 2000 მოზრდილმა პაციენტმა მიიღო რეკომენდებული ლინეზოლიდის დოზები 28 დღის განმავლობაში. ყველაზე გავრცელებული მოვლენა იყო დიარეა (8,4%), თავის ტკივილი (6,5%), გულისრევა (6,3%) და პირღებინება (4,0%).
სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები, რამაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა, იყო თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და პირრებინება. დაახლოებით, პაციენტთა 3%-მა შეწყვიტა მკურნალობა წამლებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის გამო.
ბაზარზე გაშვების შემდეგ, გამოცდილების შემდგომი გვერდითი მოვლენები ცამოთვლილია სიაში „არ არის ცნობილი“ სიხშირით, რადგან რეალური სიხშირე არ შეიძლება გამომდინარეობდეს არსებული მონაცემებიდან.
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); დროდადრო (>1/1.000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000); არ არის ცნობილი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ორგანოთა
სისტემა
ხშირი
(≥ 1/100 დან
<1/10-მდე);
დროდადრო (≥ 1/1.000 დან <1/100)
იშვიათი
(≥ 1/10.000 – დან <1/1.000)
ძალიან იშვიათი (<1/10.000);
არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)
ინფექციები და
პარაზიტული
დაავადებები
კანდიდოზი,
ორალური
კანდიდოზი,
ვაგინალური
კანდიდოზი,
მიკოზები
ვაგინიტი
ანტიბიოტიკე-ბით გამოწვეული
კოლიტი,
ფსევდომემ-
ბრანოზული
კოლიტის
ჩათვლით*
სისხლის და ლიმფური სისტემის
დაავადებები
ანემია*†
ლეიკოპენია*,
ნეიტროპენია,
თრომბო-
ციტოპენია*,
ეოზინოფილია
პანციტოპენია*
მიელო-სუპრესია*,
სიდერო-ბლასტური
ანემია*
იმუნური სისტემის დაავადებები
ანაფილაქსია
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი
დარღვევები
ჰიპონატრიემია
ლაქტატ-აციდოზი*
ფსიქიატრიული დაავადებები
უძილობა
ნერვული სისტემის დაავადებები
თავის ტკივილები,
გემოს დაქვეითება
(მეტალის გემო),
თავბრუსხვევა
კრუნჩხვითი
შეტევები*,
ჰიპესტეზია
პარესტეზია
სეროტონინ
სინდრომი**,
პერიფერიული
ნეიროპატია*
თვალის
დაავადებები
ბუნდოვანი
ხედვა*
ვიზუა-ლური ველის დაკარგვა*
ოპტიკური ნეიროპათია*, ოპტიკური ნევრიტი*, მხედველობის დაკარგვა*, მხედველობის სიმახვილის* ან
ფერის ხედვის*
ცვლილებები,
ყურის და ლაბირინთის
დაავადებები
ტინიტუსი
გულის დაავადებები
არითმია
(ტაქიკარდია)
სისხლძარღვთა
დაავადებები
ჰიპერტონია
გარდამავალი იშემიური შეტევები ფლებიტი,
თრომბოფლებიტი
გასტრო-ინტესტინალური
ტრაქტის
დაავადებები
დიარეა,
გულისრევა,
ღებინება,
ლოკალიზებული
ან ზოგადი
მუცლის
ტკივილები,
ყაბზობა,
დისპეპსია
პანკრეატიტი,
გასტრიტი, სისავსის გრძნობა,
პირის სიმშრალე, გლოსიტი, განავლის გაფხვიერება, სტომატიტი, ენის ფერის შეფერვა
ან შეცვლა
კბილის ზედა-პირული ფერის შეცვლა
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის
დაავადებები
ღვიძლის
ფუნქციის
შეცვლილი ტესტები,
მომატებული
AST, ALT ან
ტუტე ფოსფატაზი
მომატებული
საერთო
ბილირუბინი
კანის და კანქვეშა ქსოვილების
დაავადებები
ქავილი,
გამონაყარი კანზე
ჭინჭრის ციება,
დერმატიტი,
დიაფორეზი
ბულოზური კანის დაავადებები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება,
ალოპეცია
თირკმელების და საშარდე გზების დაავადებები
მომატებული
სისხლის შარდოვანას ინდექსი
თირკმლის უკმარისობა, კრეატინინის დონის მომატება,
პოლიურია,
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ვულვო-ვაგინალური დარღვევები
ზოგადი დაავადებები და ჩივილები
შეყვანის ადგილზე
სიცხე,
ლოკალური
ტკივილები
შემცივნება,
დაღლილობა, ტკივილი ინექციის ადგილზე, მომატებული წყურვილი,
გამოკვლევები
ქიმია
გაზრდილი LDH, კრეატინკინაზა, ლიპაზა, ამილაზა ან გლუკოზა (არა უზმოზე); შემცირებული
საერთო ცილა, ალბუმინი, ნატრიუმი ან კალციუმი; გაზრდილი ან შემცირებული კალიუმი ან
ბიკარბონატი
ჰემატოლოგია
ნეიტროფილების ან ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა,
შემცირებული ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი ან შემცირებული
ერითროციტების რიცხვი, გაზრდილი ან შემცირებული
თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობა
ქიმია
გაზრდილი ნატრიუმი ან კალციუმი; შემცირებული გლუკოზის დონე (არა უზმოზე); გაზრდილი ან შემცირებული ქლორიდი
ჰემატოლოგია
გაზრდილი რეტიკულოციტების რაოდენობა; შემცირებული
ნეიტროფილების რაოდენობა
- იხილეთ ფუნქტი ,,სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის“
- * იხილეთ პუნქტები ,,უკუჩვენებები“ და ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“
† იხილეთ ქვემოთ
ლინეზოლიდის შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათად მიიჩნეოდა მნიშვნელონად: ლოკალიზებული მუცლის ტკივილები, გარდამავალი/წარმავალი იშემიური შეტევები და ჰიპერტენზია.
† კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც ლინეზოლიდი მიიღებოდა 28 დღემდე, პაციენტთა 2.0%-ს განუვითარდა ანემია. Compassionate-Use – პროგრამაში პაციენტებტან, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, პაციენტთა წილი, რომლებსაც მიეწოდათ ლინეზოლიდი < 28 დღის განმავლობაში და რომლებსაც ანემია განუვითარდათ, შეადგენდა 2.5% (33/1.326)-ს, იმ პაციენტებთან შედარებით 12,3% (53/430), რომლებიც 28 დღეზე მეტხანს მკურნალობდნენ. იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ < 28 დღის განმავლობაში, მედიკამენტებთან დაკავშირებული მძიმე ანემიის, რომელიც მოითხოვს ტრანსფუზიას, პროპორცია შეადგენდა 9% (3/33)-ს, ხოლო პაციენტებში, რომლებიც 28 დღეზე მეტხანს მკურნალობდნენ, 15% (8/53)-ს.
ბავშვები და ახალგაზრდები
კლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემებმა 500-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდში (17 წლამდე) არ დაადასტურა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ლინეზოლიდის გვერდითი ეფექტის პროფილი განსხვავდება მოზრდილებისგან.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ
ბაზარზე დაშვების შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელის და რისკის ბალანსის მუდმივი კონტროლის საშუალებას. ჯანდაცვის თანამშრომლებს ვთხოვთ, საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინონ წამლისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიური მეთვალყურეობის განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერ – ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებსაიტი: www.bfarm.de
ჭარბი დოზა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს:
რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება და გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნება. ლინეზოლიდის დოზის დაახლოებით 30% გამოდის ორგანიზმიდან 3 საათის განმავლობაში ჰემოდიალიზის გზით, თუმცა არარსებობს მონაცემები პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოპერფუზიით ლინეზოლიდის მოშორების შესახებ.
ინსტრუქცია გამოყენების და შენახვის შესახებ
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. იმის გადასამოწმებლად ხდება თუ არა გაჟონვა, მაგრად უნდა მოეჭიროს კონტეინერს ხელი. თუ კონტეინერიდან პრეპარატი ჟონავს, ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება რადგან სტერილურობა შესაძლებელია დარღვეული იყოს. გამოყენებამდე პრეპარატი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს და უნდა მოხდეს მხოლოდ სუფთა, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარის გამოყენება. არ შეიძლება ამ პაკეტების რამდენიმეჯერ გამოყენება. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. არ შეიძლება ნახევრად გამოყენებული რამდენიმე ხსნარის ერთ კონტეინერში გაერთიანება.
ლინეზოლიდ დენკის საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 5% გლუკოზის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, რინგერ-ლაქტატის საინექციო ხსნარი (ჰარტმანის ხსნარი ინექციისთვის).
შემადგენლობა
რა არის ლინეზოლიდ დენკი და რითვის გამოიყენება იგი
რისი ცოდნაა საჭირო ლინეზოლიდ დენკის გამოყენებამდე
შენახვის პირობები
მედპერსონალი უზრუნველყოფს, რომ ლინეზოლიდ დენკი არ იქნას გამოყენებული საინფუზიო პაკეტზე და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ და გახსნისთანავე მოხდეს მისი ინფუზია. ის ასევე გადაამოწმებს ხსნარს ინფუზიამდე. გამოიყენება მხოლოდ სუფთა, ჩანართებისგან თავისუფალი ხსნარი. გარდა ამისა, ის გააკონტროლებს, რომ ხსნარი შენახულ იქნას კოლოფში და ფოლგის გარსში, რათა გამოყენებამდე ის შეინახოს სინათლის სხივების და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის შემადგენლობა:
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლინეზოლიდი. ერთი მილილიტრი (მლ) ხსნარი შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (Ph. Eur.), ნატრიუმის ციტრატი (Ph. Eur.), ლიმონმჟავა, 0.36% მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად), 0.40% ნატრიუმჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ლინეზოლიდ დენკი არის სუფთა, უფეროდან-მოყვითალო ფერში გარდამავალი ხსნარი.
ის მოთავსებულია საინფუზიო ჩანთაში 300 მლ-ის (600 მგ ლინეზოლიდი) მოცულობით.
შეფუთვა: 1 ან 10 ცალი საინფუზიო ჩანთა.
შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო კგ
პრინცრეგენშტრ. 79
81675 მიუნხენი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
განკუთვნილია მოზრდილებისთვის
ლინეზოლიდი
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის შენახვა. შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედპერსონალს;
რაიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედპერსონალს. ეს ასევე ეხება გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რას შეიცავს აღნიშნული ინსტრუქცია:
რა არის ლინეზოლიდ დენკი და რითვის გამოიყენება იგი
რისი ცოდნაა საჭირო ლინეზოლიდ დენკის გამოყენებამდე
ლინეზოლიდ დენკის მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ლინეზოლიდ დენკის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ლინეზოლიდ დენკი და რითვის გამოიყენება იგი?
ლინეზოლიდ დენკი არის ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი აჩერებს ინფექციის გამომწვევი ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის (პათოგენის) ზრდას. გამოიყენება ფილტვების ანთების და ასევე ზოგიერთი კანის ან კანქვეშა ინფექციის სამკურნალოდ. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრეპარატი მიესადაგება ინფექციის მკურნალობას.
რისი ცოდნაა საჭირო ლინეზოლიდ დენკის გამოყენებამდე?
არ შეიძლება ლინეზოლიდ დენკის მიღება თუ:
პაციენტი ალერგიულია ლინეზოლიდის ან მე-6 პუნქტში მითითებული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
პაციენტი იღებს ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდა პრეპარატებს, რომელთაც ეწოდებათ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO ინჰიბიტორები, მაგალითად: ფენელზინი, ისოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის სამკურნალოდ;
პაციენტი ლაქტაციის პერიოდშია, რადგან ლინეზოლიდი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და იმოქმედოს ბავშვზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლინეზოლიდ დენკ-ის გამოყენებამდე აუცილებელია, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
ლინეზოლიდ დენკის გამოყენება არ არის სასურველი პაციენტისთვის, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხი არის დადებითი. ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, რადგან მკურნალობამდე და მკურნალობის დროს მან უნდა შეაფასოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და არტერიული წნევა ან შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა.
თუ, პაციენტი არ არის დარწმუნებული ეხება თუ არა მას ქვემოთ მითითებული კითხვები, უნდა მიმართოს ექიმს:
აღენიშნება პაციენტს მაღალი არტერიული წნევა (იღებს თუ არა ამისთვის შესაბამის პრეპარატებს)?
დაისვა თუ არა ჰიპერთირეოზის დიაგნოზი?
პაციენტს აქვს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა) ან კარცინოიდული სინდრომი (გამოწვეული ჰორმონალური სისტემის სიმსივნით, რომელსაც თან ახლავს ფაღარათი, კანის სიწითლე ან მსტვენავი სახის ხიხინი)?
აქვს პაციენტს მანიაკალური დეპრესია, შიზოაფექტური შიზოფრენია, გუნებაგანწყობის ცვლილებები ან სხვა სახის მენტალური პრობლემები?
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლინეზოლიდ დენკის მიღებისას
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოდ მკურნალ ექიმს, თუ:
პაციენტს ადვილად უვითარდება სისხლჩაქცევები და სისხლდენები;
აღინიშნება ერითროციტების დაბალი მაჩვენებელი (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი მაჩვენებელი);
ადვილად ვითარდება ინფექციები;
ანამნეზში აღინიშნება გულყრები;
აღინიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, განსაკუთრებით თუ პაციენტი უტარდება დიალიზი;
აღინიშნება ფაღარათი.
თუ იღებთ ბუპრენორფინს, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი. აღნიშნული მედიკამენტის ლინეზოლიდ დენკ-თან მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა (იხ. ,,ლინეზოლიდ დენკ-ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად”).
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი:
პრობლემები თვალის მხრივ, როგორიცაა დაბინდული მხედველობა, დარღვეული ფერადი მხედველობა, დეტალების გარჩევის გაძნელება ან მხედველობის ველის შეზღუდვა;
მგრძნობელობის დარღვევა ხელებსა და ფეხებში, ჭიანჭველის ცოცვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
ანტიბიოტიკით, მათ შორის ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, ან შემდგომ შეიძლება განვითარდეს ფაღარათი. თუ ის გახდება მძმიმე ან მუდმივი სახის ან თუ პაციენტი შეამჩნევს, რომ განავლოვან მასაში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობა და კონსულტაციისთვის მიემართოს ექიმს. ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც აფერხებენ ან ამცირებენ ნაწლავის მოქმედებას;
განმეორებითი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა;
ლინეზოლიდ დენკის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
არსებობს რისკი, რომ ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ლინეზოლიდ დენკის ურთიერთქმედება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან და გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის, ტემპერატურის ან გულის რითმის ცვლილებები.
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მიიღეთ ბოლო პერიოდში ან აპირებთ მიღებას.
თუ პაციენტი ამჟამად მკურნალობს ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდა ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ შეიძლება მათი კომბინირებული მიღება ლინეზოლიდ დენკთან ერთად (იხილეთ ასევე პუნქტი 2 “არ შეიძლება ლინეზოლიდ დენკის მიღება”).
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები, მაგალითად ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი). აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
ასევე უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს. ექიმმა შეიძლება მაინც გადაწყვეტოს ლინეზოლიდ დენკის დანიშვნა, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას გადაამოწმებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და არტერიულ წნევას. მეორეს მხრივ, ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა:
ფსევდოეფედრინის და ფენილპროპანოლამინის შემცველი დეკონგესტანტები, გაციების და გრიპის სამკურნალო საშუალებები;
ასთმის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა სალბუტამოლი, ტერბუტალინი ან ფენოტეროლი;
ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, რომელთაც ეწოდებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs), როგორებიცაა ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, კლომიპრამინი, დოსულეპინი, დოქსეპინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, იმიპრამინ, ლოფეპრამინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი;
შაკიკის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი;
უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი);
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, მაგალითად ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) დოფამინი და დობუტამინი;
ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად პეთიდინი;
ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტი, აქტიური ნივთიერებით ბუპრენორფინი. ეს წამალი შეიძლება ურთიერთქმედებდეს ლინეზოლიდ დენკ-თან და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:Lარანებაყოფლობითი, რიტმული კუნთების შეკუმშვა, მათ შორის ის კუნთები, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგიტაცია, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბოფლიანობა, კანკალი, გამძაფრებული რეფლექსები, კუნთების დაჭიმულობის და სხეულის ტემპერატურის მომატება 38O-ზე მაღლა; თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
შფოთვის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად ბუსპირონი;
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, მაგალითად ვარფარინი.
ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რიფამპიცინ.
ლინეზოლიდ დენკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ლინეზოლიდი ჭამამდე, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
პაციენტმა თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით “მწიფე” ყველის, საფუარის ან სოიოს მარცვლებისგან მიღებული ექსტრაქტის (მაგალითად სოიოს სოუსის) და ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდი და ღვინო) მიღებას, რადგან აღნიშნული პრეპარატი შესაძლებელია ურთიერთქმედებაში შევიდეს ნივთიერებასთან, რომელსაც ეწოდება თირამინი, რომელიც ბუნებრივად არსებობს ზოგიერთ საკვებში. აღნიშნულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
თუ ჭამის ან დალევის შემდეგ განვითარდება მფეთქავი თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ლინეზოლიდ დენკის მოქმედება ორსულებზე არ არის ცნობილი. შესაბამისად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე იგი არ ინიშნება ორსულობისას. თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ ან გეგმავს დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლინეზოლიდ დენკის მკურნალობისას არ შეიძლება ლაქტაცია, რადგან ის შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს ბავშვს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
ლინეზოლიდ დენკმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი თავს არ გრძნობს კარგად, ამან შესაძლებელია გავლენა იქონიოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს
გლუკოზა
ლინეზოლიდ დენკის საინფუზიო ხსნარის 1 მილილიტრი (მლ) შეიცავს 45,7 მგ გლუკოზას (რაც შეესაბამება 13.7 გ გლუკოზას 300 მლ საინფუზიო ჩანთაზე). ეს გასათვალისწინებელია შაქრანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 182 მგ ნატრიუმს (მთავარი კომპონენტი სუფრის მარილი) 300 მლ ხსნარზე. ეს შეესაბამება 9.1%-ს ზრდასრულებისთვის რეკომენდებულ ნატრიუმის მაქსიმალურ ყოველდღიურ მისაღებ დოზას, საჭმელთან ერთად.
ლინეზოლიდ დენკის მიღების წესი
მოზრდილები
მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის ან ჯანდაცვის პროფესიონალის მითითების მიხედვით. თუ თავს არ გრძნობთ უსაფრთხოდ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
აღნიშნული პრეპარატის შეყვანა ხდება ექიმის ან მედპერსონალის მიერ ინტრავენური ინფუზიის სახით (ვენაში ინფუზიის გზით). მოზრდილების (18 წლის ასაკიდან) სტანდარტული დოზა შეადგენს 300მლ (600მგ ლინეზოლიდი) ორჯერ დღეში ინფუზიის სახით (ინტრავენურად) 30-120 წუთის განმავლობაში.
თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე, მაშინ მას უნდა ჩაუტარდეს ინფუზია დიალიზის შემდეგ.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 10 - 14 დღე. თუმცა, ის შეიძლება გაგრძელდეს 28 დღემდე. 28 დღეზე მეტად მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში, უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ლინეზოლიდ დენკის მკურნალობის დროს, ექიმმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს სისხლის მაჩვენებლები ანალიზის საშუალებით.
თუ ლინეზოლიდის მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს, მაშინ მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს მხედველობა.
ბავშვები და მოზარდები
ლინეზოლიდი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ლინეზოლიდ დენკის დოზის გადაჭარბება
თუ პაციენტი ეჭვობს, რომ მიიღო ლინეზოლიდ დენკის გადაჭარბებული დოზა, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლინეზოლიდ დენკის დოზის გამოტოვება
რადგან, ლინეზოლიდ დენკით მკურნალობა ტარდება მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს დოზის გამოტოვება. თუ პაციენტი ეჭვობს, რომ მოხდა დოზის გამოტოვება, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ, გაორმაგებული დოზის მიღება.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან მედპერსონალს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის განმავლობაში გამოუვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, უნდა მიემართოს ექიმს, მედპერსონალს ან ფარმაცევტს.
ლინეზოლიდის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებია (სიხშირე მოცემულია ფრჩხილებში):
კანის მწვავე რეაქციები (უცნობი სიხშირით), შეშუპება, ძირითადად სახის და კისრის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (უცნობი სიხშირით), ხიხინი და/ან ქოშინი (უცნობი სიხშირით). ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია და შესაძლოა საჭირო გახდეს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის შეწყვეტა. კანის რეაქციები, როგორიცაა: გაწითლებული, მტკივნეული კანი, კანის აქერვლით (დერმატიტი) (არახშირი), გამონაყარი (ხრიშად), ქავილი (ხშირად).
მხედველობის დარღვევები, მაგალითად დაბინდული მხედველობა (ზოგჯერ), დარღვეული ფერადი მხედველობა (უცნობი სიხშირით), დეტალების აღქმის გაძნელება (უცნობი სიხშირით) ან მხედველობის ველის შევიწროვება (იშვიათად).
სისხლის და/ან ლორწოს შემცველი მძიმე ფაღარათი (ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს სიცოცლისთვის საშიშ მდგომარეობაში (იშვიათად).
განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა (უცნობი სიხშირით).
ლინეზოლიდით მკურნალობისას გამოვლინდა გულყრები და ეპილეფსიური შეტევები (არახშირი). თუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (ნაწილი 2) გამოყენებისას გამოვლინდება შფოთვა, გონების დაბინდვა, ბოდვა, რიგიდობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და ეპილეფსიური გულყრები, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს (უცნობი სიხშირით).
მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან ანემია (ხშირად).
ცვლილებები სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობაში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფექციის დაცვაზე (ხშირად), ინფექციის ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა: ცხელება (ხშირად), ყელის სტრეპტოკოკი (არახშირი), პირის ღრუს ბაქტერიული დაავადება (იშვიათად) და დაღლილობა (იშვიათად).
პანკრეასის ანთება (არახშირი)
კრუნჩხვები (არახშირი)
გარდამავალი იშემიური შეტევები (თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი დისკომფორტი, როგორიცაა: მხედველობის დაკარგვა, ხელების და ფეხების სისუსტე, მეტყველების და გონების დაკარგვა (არახშირი).
ხმაური ყურებში (ტინიტუსი) (არახშირი)
28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის გახანგრძლივებისას გამოვლინდა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბინდული მხედველობა. მხედველობის დარღვევის ნებისმიერი სიმპტომისას კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
სოკოვანი ინფექციები (ძირითადად საშოს ან პირის ლორწოვანის);
თავის ტკივილი;
პირში მეტალის გემოს შეგრძნება;
ფაღარათი, გულისრევა ან ღებინება;
ცვლილებები სისხლის ანალიზში, მათ შორის თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის ამსახველ ანალიზებში ან სისხლის გლუკოზის დონის მაჩვენებლებში;
ძილის დარღვევა;
მომატებული არტერიული წნევა;
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება);
თავბრუსხვევა;
მთლიანი მუცლის ან ზოგიერთი ადგილის ტკივილი;
ყაბზობა;
მონელების პრობლემები;
ტკივილი გარკვეულ ადგილებში;
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ში):
საშოს ან ქალის სასქესო ორგანოების ანთება;
მგრძნობელობის დარღვევა, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება;
შეშუპებული, მრკინვეული ან შეფერილი ენა
ტკივილი ინფუზიის შეყვანის ადგილას ან მის სიახლოვეს;
ვენების ანთება (მათ შორის იმ ადგილას, სადაც ინფუზია იქნა შეყვანილი)
შარდვის გახშირება;
შემცივნება;
წყურვილის შეგრძნება
ოფლიანობის გაძლიერება
სისხლში ცილების, მარილების ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ამსახველი ფერმენტების მაჩვენებლების ცვლილება
ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე);
თირკმლის უკმარისობა;
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
მუცლის შებერვა;
ტკივილი ინექციის ადგილას
კრეატინინის დონის მომატება;
კუჭის ტკივილი;
გულის რითმის ცვლილება (მაგ. აჩქარებული გულისცემა).
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-ში):
კბილების ფერის შეცვლა, რაც შორდება პროფესიონალური სტომატოლოგიური გაწმენდით;
ასევე გამოვლინდა ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებიდან მათი სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება):
ალოპეცია (თმის ცვენა);
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება;
სისუსტე და/ან შეცვლილი მგრძნობელობა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე მათი შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ, წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალურ ინსტიტუტში:
ფარმაკოუსაფრთხოების განყოფილება
კურტ-ჯორჯ-კისინჯერ-ალეე 3,
დ-53175 ბონი.
ვებ-გვერდი: www.bfarm.de.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი ეხმარება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ლინეზოლიდ დენკის შენახვის წესი
მედპერსონალი უზრუნველყოფს, რომ ლინეზოლიდ დენკი არ იქნას გამოყენებული საინფუზიო პაკეტზე და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ და გახსნისთანავე მოხდეს მისი ინფუზია. ის ასევე გადაამოწმებს ხსნარს ინფუზიამდე. გამოიყენება მხოლოდ სუფთა, ჩანართებისგან თავისუფალი ხსნარი. გარდა ამისა, ის გააკონტროლებს, რომ ხსნარი შენახულ იქნას კოლოფში და ფოლგის გარსში, რათა გამოყენებამდე ის შეინახოს სინათლის სხივების და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის შემადგენლობა:
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლინეზოლიდი. ერთი მილილიტრი (მლ) ხსნარი შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (Ph. Eur.), ნატრიუმის ციტრატი (Ph. Eur.), ლიმონმჟავა, 0.36% მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად), 0.40% ნატრიუმჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.
ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ლინეზოლიდ დენკი არის სუფთა, უფეროდან-მოყვითალო ფერში გარდამავალი ხსნარი.
ის მოთავსებულია საინფუზიო ჩანთაში 300 მლ-ის (600 მგ ლინეზოლიდი) მოცულობით.
შეფუთვა: 1 ან 10 ცალი საინფუზიო ჩანთა.
შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო კგ
პრინცრეგენშტრ. 79
81675 მიუნხენი
მწარმოებელი:
ფარმაცეუტიკალ ვორკს პოლფარმა სა
19, პელპლინსკა სთრით,
83-200 სტაროგარდი გდანსკი
პოლონეთი
აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 2020 წლის ნოემბერში.
ქვემოთ მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
მნიშვნელოვანია: რეცეპტის გაცემამდე გაეცანით პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებას.
ლინეზოლიდ დენკი 2მგ/მლ-ს იზოტონური, სუფთა, უფერული ან მოყვითალო ფერის საინფუზიო ხსნარი შეიცავს 2მგ/მლ ლინეზოლიდს. სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (Ph. Eur), ნატრიუმის ციტრატი (Ph. Eur) (E 331), ლიმონმჟავა (E 330), 0.36% მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი და 0,40% საინექციო წყალი.
ლინეზოლიდი არ არის ეფექტური გრამ-უარყოფითი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. თუ სავარაუდოა ან დადასტურებულია გრამ-უარყოფითი პათოგენით გამოწვეული სუპერინფექცია, ასეთ შემთხვევაში კომბინირებულად უნდა დაიწყოს სპეფიციკური მკურნალობა გრამ-უარყოფითი პათოგენის წინააღმდეგ.
დოზირება და მიღების წესი
ლინეზოლიდი გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოში და ისეთ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, როგორიცაა მიკრობიოლოგი ან ინფექციონისტი.
თუ პაციენტი იწყებს მკურნალობას პარენტერალური ფორმით, კლინიკური საჭიროებისას შესაძლებლია გადასვლა პერორალურ ფორმაზე. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო დოზის დარეგულირება, რადგან ლინეზოლიდს აქვს 100% ბიოათვისებულობა.
ინფუზია გრძელდება 30-120 წუთის განმავლობაში.
ლინეზოლიდის რეკომენდებული დოზა ინიშნება ინტრავენურად დღეში ორჯერ.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოგენზე, ინფექციის ადგილზე, მის სიმწვავეზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
რეკომენდაციები მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ეფუძნება კლინიკურ კვლევებს. მკურნალობის ხანმოკლე რეჟიმები შეიძლება შესაფერისი იყოს ზოგიერთი ტიპის ინფექციის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 28 დღეს. ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
არ არის საჭირო რეკომენდებული დოზის და ხანგრძლივობის გაზრდა ისეთი ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც თან ახლავს ბაქტერემია.
საინფუზიო ხსნარის რეკომენდებული დოზაა:
ინფექციები
დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნოზოკომიალური პნევმონია
600მგ ლინეზოლიდი ინტრავენურად 2-ჯერ დღეში
მიყოლებით 10-14 დღე
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
600მგ ლინეზოლიდი ინტრავენურად 2-ჯერ დღეში
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების 4.8; 5.1 და 5.2 პუნქტებში; თუმცა, დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა არ შეიძლება.
ხანდაზმული პაციენტები
არ არის საჭირო დოზის დარეგულირება.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის დარეგულირება.
პაციენტები თირკმლის მწვავე უკმარისობით (ანუ კრეატინის კლირენსი < 30მლ/წთ)
დოზის დარეგულირება არ არის საჭირო. იმის გამო რომ უცნობია, თუ რა კლინიკურ ზეგავლენას ახდენს ლინეზოლიდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის მაღალი კონცენტრაცია (10-ჯერ მეტი) თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებზე, შესაბამისად ასეთ შემთხვევებში ლინეზოლიდი ინიშნება სიფრთხილით და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
რადგან ლინეზოლიდის დოზის 30% გამოიყოფა 3 საათიანი დიალიზის განმავლობაში, შესაბამისად ასეთ პაციენტებში იგი ინიშნება დიალიზის შემდეგ. ლინეზოლიდის ძირითადი მეტაბოლიტების გარკევული წილის მოშორება ხდება ჰემოდიალიზის გზით. თუმცა, ამ მეტაბოლიტების კონცენტრაცია გაცილებით მაღალია დიალიზის შემდეგ, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან ზომიერი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შესაბამისად, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ დიალიზი, ლინეზოლიდი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს. არ არსებობს მონაცემები ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი (CAPD) ან თირკმლის უკმარისობის ალტერნატიული მკურნალობა (ჰემოდიალიზისგან განსხვავებული).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ზომიერი და საშუალო სიმწვავის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგ. ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით A და B კლასი) დოზის დარეგულირება არ არის საჭირო.
ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით C კლასი): რადგან, ლინეზოლიდი მეტაბოლიზირდება არაფერმენტული პროცესით, შესაბამისად არ არის მოსალოდნელი, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი მეტაბოლიზმი და დოზის დარეგულირება არ არის რეკომენდებული. თუმცა, არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ლინეზოლიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება მწირია. ლინეზოლიდი გამოყენებული უნდა იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
უკუჩვენებები
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
არ შეიძლება ლინეზოლიდის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მონოამინ ოქსიდაზა AAდა B-ს დამაინჰიბირებელ პრეპარატებს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი), თუ არ არსებობს დაწესებულებები, სადაც მოხდება დაკვირვება და არტერიული წნევის კონტროლი, ასეთ შემთხვევაში ლინეზოლიდი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი თანმხლები დაავადებები ან იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
პაციენტები გაუკონტროლირებელი ჰიპერტენზიით, ფეოქრომოციტომით, კარცინოიდით, თირეოტოქსიკოზით, ბიპოლარული დეპრესიით, შიზოაფექტური, ფსიქოზური დაავადებით, მწვავე გონების დაბინდვის მდგომარეობით;
პაციენტები, რომლებიც იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის 5HT1 რეცეპტორის აგონისტები (ტრიპტანები), პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედი სიმპათომიმეტური საშუალებები (მათ შორის ადრენერგული ბრონქოდილატატორები, ფსევდოეფედრინი ან ფენილპროპანოლამინი), ვაზოპრესორული საშუალება (მაგალითად: ადრენალინი/ეპინეფრინი, ნორადრენალინი/ნორეპინეფრინი), დოფამინერგული საშუალებები (მაგალითად: დოფამინი, დობუტამინი), პეთიდინი ან ბუსპირონი.
მკურნალობამდე ან მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისათვის
მიელოსუპრესია
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, პაციენტებს გამოუვლინდათ მიელოსუპრესია (მათ შორის ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია და თრომბოციტოპენია). იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის შედეგი ცნობილი იყო, ლინეზოლიდის შეწყვეტის შემდეგ ჰემატოლოგიური პარამეტრები დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს. აღნიშნული ეფექტების განვითარების რისკი დაკავშირებულია მკურნალობის ხანგრძლივობასთან. ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდით უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ სისხლის დისკრაზია ვიდრე ახალგაზრდებს. თრომბოციტოპენია უფრო ხშირად ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა ისინი დიალიზზე. შესაბამისად, სისხლის ანალიზის კონტროლია რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ: ანემია, გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია ან ამავდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ჰემოგლობინის დონე, დააქვეითოს სისხლის მაჩვენებლები ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს თრომბოციტების რაოდენობაზე ან ფუნქციაზე; აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა; თუ მკურნალობა გრძელდება 10-14 დღეზე მეტ ხანს. ასეთ პაციენტებში ლინეზოლიდი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ჰემოგლობინის დონის, სისხლის ანალიზის მაჩვენებლების და თრომბოციტების რაოდენობის გადამოწმება.
თუ ლინეზოლიდით მკურნალობის დროს გამოვლინდება მნიშვნელოვანი მიელოსუპრესია, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არ არის მისი გაგრძელების აბოსულუტური აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სისხლის მაჩვენებლების აქტიური კონტროლი და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული.
გარდა ამისა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლინეზოლიდით, რეკომენდებულია ყოველკვირეულად მოხდეს სისხლის ყველა მაჩვენებლის გადამოწმება (მათ შორის ჰემოგლობინის, თრომბოციტების და ლეიკოციტების ყველა და სხვადასხვა ფრაქციის დონე) მიუხედავად საწყის ეტაპზე არსებული სისხლის მაჩვენებლებისა.
საქველმოქმედო-საცდელი კვლევებიდან გამოვლინდა, რომ მძიმე ანემიის შემთხვევები გაზრდილი იყო იმ პაციენტებში, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობა უტარდებოდათ 28 დღეზე მეტ ხანს. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებოდათ ხშირი სისხლის გადასხმა. ანემიის ისეთი შემთხვევები, როდესაც საჭირო იყო ტრანსფუზიის ჩატარება, ასევე გამოვლინდა პოსტმარკეტინგულადაც. ეს ასევე ხშირი იყო იმ პაციენტბში, რომლებსაც ლინეზოლიდით მკურნალობა უტარდებოდათ 28 დღეზე მეტხანს.
პოსტმარკეტინგული დაკვირვებებიდან ასევე გამოვლინდა, სიდერობლასტური ანემიის შემთხვევები. იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყების დრო ცნობილი იყო, უმეტესობა პაციენტებში ლინეზოლიდით მკურნალობა გრძელდებოდა 28 დღეზე მეტხანს. მიუხედავად იმისა, ჩატარდა თუ არა ანემიის საწინააღმდეგო მკურნალობა უმეტესობა პაციენტებში, სრულად ან ნაწილობრივ აღდგა მაჩვენებლები ლინეზოლიდის მკურნალობის დასრულების შემდეგ.
სიკვდილიანობის შემთხვევათა დისბალანსი კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ კათეტერით გამოწვეული გრამ-უარყოფითი ბაქტერემიის მქონე პაციენტები
ღია კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ ინტრავასკულარული კათეტერით გამოწვეული სერიოზული ინფექციის მქონე პაციენტები, გაზრდილი სიკვდილიანობის შემთხვევები გამოვლინდა ლინეზოლიდით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში შედარებით ვანკომიცინის/დიკლოქსაცილინის/ოქსაცილინის ჯგუფში [78/363 (21,5%) შედარებით 58/363 (16.0%)]. სიკვდილიანობის სიხშირეზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი იყო კვლევის დაწყებისას არსებული გრამ-დადებითი პათოგენით გამოწვეული ინფექციის სტატუსი. სიკვდილიანობის სიხშირე თანაბარი იყო პაციენტებში, რომლებშიც ინფექცია გამოწვეული იყო გრამ-დადებითი პათოგენით (შანსების შეფარდება 0,96; 95% სარწმუნოების ინტერვალი 0,58-დან 1,59-მდე), მაგრამ მნიშვნელოვნად იყო მომატებული ლინეზოლიდით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში (p=0.0162), რომლებსაც კვლევის დაწყებამდე აღენიშნებოდათ ნებისმიერი სხვა პათოგენით გამოწვეული ინფექცია ან საერთოდ არ იყვნენ ინფიცირებულნი პათოგენით (შანსების შეფარდება 2,48, 95% სარწმუნოების ინტერვალი 1,38-დან 4,46-მდე).
ყველაზე დიდი განსხვავება გამოვლინდა საცდელი პრეპარატით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან 7 დღის შემდეგ. კვლევის დროს ლინეზოლიდით ნამკურნალებ უმეტეს პაციენტებს განუვითარდათ და დაიღუპნენ გრამ-უარყოფითი პათოგენით გამოწვეული და პოლიმიკრობული ინფექციით. შესაბამისად იმ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულად ან სავარაუდოდ თანდართულია გრამ-უარყოფითი პათოგენით გამოწვეული ინფექცია, ასეთ შემთხვევაში ლინეზოლიდით კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციის მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ალერნატიული მკურნალობა არ არსებობს. გარდა ამისა, იმავდროულად უნდა დაიწყოს ასევე გრამ-უარყოფითი პათოგენის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ანტიბიოტიკით გამოწვეული ფაღარათი და კოლიტი
ანტიბიოტიკით გამოწვეული ფაღარათი და კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და clostridium-difficile გამოწვეული ფაღარათი, გამოვლინდა ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ლინეზოლიდის დანიშვნისას. მათი გამოვლინება ცვალებადობს ზომიერი ხარისხის ფაღარათიდან ფატალურ კოლიტამდე. შესაბამისად, ამ დიაგნოზის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობის დროს ან შემდეგ განუვითარდებათ მძიმე ხარისხის ფაღარათი. თუ სავარაუდოა ან დადასტურებულია ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის ან კოლიტის განვითარება, ასეთ შემთხვევაში მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპია, მათ შორის ლინეზოლიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები. ასეთ შემთხვევებში, დაუშვებელია იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ხელს უშლიან პერისტალტიკას.
ლაქტაციდოზი
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს გამოვლინდა ლაქტაციდოზის შემთხვევები. პაციენტებმა, რომელთაც ლინეზოლიდით მკურნალობის დროს განუვითარდებათ მეტაბოლური აციდოსის სიმპტომები (მათ შორის მორეციდივე ფაღარათი ან ღებინება, მუცლის ტკივილი, ნახშირორჟანგის დონის შემცირება ან ჰიპერვენტილაცია), დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ლაქტაციდოზის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ლინეზოლიდის მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მიტოქონდრიის შეზღუდული დისფუნქცია
ლინეზოლიდი აინჰიბირებს მიტოქონდრიის ცილის სინთეზს. ამ ინჰიბირების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ლაქტაციდოზი, ანემია, ოპტიკური და პერიფერიული ნეიროპათია. ასეთი სიმპტომები უფრო ხშირია იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
სეროტონინის სინდრომი
გამოვლინდა სეროტონინის სინდრომის სპონტანური შემთხვევები, რაც დაკავშირებულია ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებების, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRIs) კომბინირებულ მიღებასთან. შესაბამისად ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებების კომბინირებული მიღება უკუნაჩვენებია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი დანიშვნა აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა არ განვითარდეს სეროტონინის სინდრომის სიმპტომები (მაგალითად: კოგნიტიური დისფუნქცია, ჰიპერპირექსია, ჰიპერრეფლექსია და დისკოორდინაცია). მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ერთი ან ორივე პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. თუ მოხდება სეროტონინერგული საშუალების მიღების შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტის სიმპტომები.
ლინეზოლიდის და ბუპრენორფინის ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
თუ თანმხლები მკურნალობა კლინიკურად არის მითითებული, რეკომენდებულია პაციენტზე ფრთხილი დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და დოზის გაზრდისას.
სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ განწყობის ცვლილებით, ავტონომიური არასტაბილურობა, ნეიროკუნთოვანი დარღვევები და/ან გასტროინტესტინური სიმპტომები.
თუ არსებობს ეჭვი სეროტონინის სინდრომის განვითარების, უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, სიმპტომების სიმწვავების მიხედვით.
პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია
ლინეზოლიდით მკურნალობისას პაციენტებში გამოვლინდა პერიფერიული და/ან ოპტიკური ნეიროპათიის შემთხვევები, რაც ხანდახან პროგრესირებს მხედველობის დაკარგვამდე. ეს შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მაშინ, როდესაც მკურნალობა გრძელდებოდა რეკომენდირებულ 28 დღეზე მეტ ხანს.
ყველა პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მხედველობის დარღვევის ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის ან ფერადი მხედველობის, ასევე მხედველობის ველის დარღვევა. მათი გამოვლენისას რეკომენდებულია დაუყოვნებლივი გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს. ყველა პაციენტისთვის, რომელთა ლინეზოლიდით მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია მხედველობის რეგულარული გადამოწმება.
პერიფერიული ან ოტპიკური ნეიროპათიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ნეიროპათიის განვითარების რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ლინეზოლიდი ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ან უახლოეს პერიოდში იღებდნენ ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიმიკრობულ საშუალებებს.
გულყრები
ლინეზოლიდით მკურნალობისას გამოვლინდა გულყრის შემთხვევები. ამ შემთხვევების უმეტესობაში, პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებოდათ ეპილეფსიური გულყრა ან მისი განვითარების რისკფატორები. პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ ანამნეზში აღინიშნება გულყრის შემთხვევა, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
მონოამინოქსიდაზას-ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი წარმოადგენს მონოამინ ოქსიდაზას (მაო) უკუშექცევად, არასელექტიურ ინჰიბიტორს. თუმცა იმ დოზით, რაც გამოიყენება ანტიბაქტერიული თერაპიისთვის, არ გააჩნია ანტიდეპრესიული ეფექტი. წამალთაშორის ურთიერთქმედების შესახებ ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები მწირია. ასევე არასაკმარისი ინფორმაცია ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე თანმხლები დაავადება და/ან იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ მაო-ს ინჰიბირების გამო. შესაბამისად ლინეზოლიდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების და კონტროლის ქვეშ.
თირამინით მდიდარი საკვების მიღება
არ არის სასურველი პაციენტმა მიიღოს თირამინით მდიდარი საკვები.
სუპერინფექცია
კლინიკურ კვლევებში ლინეზოლიდის მკურნალობის ზეგავლენა ნორმალურ ნაწლავურ ფლორაზე არ არის შესწავლილი.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასელექტიური ორგანიზმების ჭარბი ზრდა. მაგალითად, კლინიკურ კვლევებში პაციენტთა 3%-ს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდის რეკომენდებულ დოზებს, განუვითარდათ წამლით გამოწვეული კანდიდიაზი. მკურნალობის დროს, სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
განსაკუთრებულ პაციენტთა კატეგორია
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლინეზოლიდი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს. (იხ. SmPC-ის 4.2 და 5.2 პუნქტები).
ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლინეზოლიდით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
ფერტილობის შეზღუდვა
მამრობით ვირთხებში, ლინეზოლიდმა გამოიწვია ფერტილობის შექცევადი შემცირება და გამოიწვია სპერმის მორფოლოგიის ცვლილება, მაგალითად, ადამიანებში მოსალოდნელი ექსპოზიციის დონეზე. მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტები არ არის ცნობილი (იხ. ნაწილი 5.3).
კლინიკური კვლევები
ლინეზოლიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში არ მონაწილეობდნენ “დიაბეტური ტერფის”, ნაწოლების ან იშემიური დაზიანებების, ძლიერი დამწვრობის ან განგრენის მქონე პაციენტები. შესაბამისად, ამ მდგომარეობების დროს ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
სხვა ინგრედიენტები
ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 45.7მგ (ანუ 13,7გ/ 300მლ) გლუკოზას. ეს გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი შეცავს 182 მგ ნატრიუმს 300 მლ ხსნარზე, რაც შეესაბამება მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური ნატრიუმის 9.1%-ს, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ზრდასრული ადამიანებისთვის.
ურთიერთქმედება
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები
ლინეზოლიდი წარმოადგენს მონოამინოოქსიდაზას შექცევად, არასელექტიურ ინჰიბიტორს. წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევებიდან ძალიან მცირე მონაცემები მოიპოვება ლინეზოლიდის უსაფრთხოების შესახებ, როდესაც ის კომბინირებულად ინიშნებოდა ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ პაციენტი მაო-ს ინჰიბირების გამო. შესაბამისად ლინეზოლიდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების და კონტროლის ქვეშ.
სავარაუდო ურთიერთქმდებები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ცვლილება
ნორმოტენზიულ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა, რომ ლინეზოლიდი უფრო მეტად ზრდის ფსევდოეფედრინით და ფენილპროპანოლამინ ჰიდროქლორიდით მომატებულ არტერიული წნევას. ლინეზოლიდის და ფსევდოეფედრინის ან ფენილპროპანოლამინის კომბინირებული დანიშვნა იწვევდა სისტოლური არტერიული წნევის მომატებას საშუალოდ 30-40 მმ.ვწყ-ით, მაშინ როდესაც მხოლოდ ლინეზოლიდის მიღებისას იზრდებოდა 11-15 მმ.ვწყ–ით, მხოლოდ ფსევდოეფედრინი ან ფენილპროპანოლამინის დანიშვნისას - 14-18 მმ.ვწყ-ით და პლაცებოს შემთხვევაში - 8-11 მმ.ვწყ-ით. მსგავსი კვლევები ჰიპერტენზიულ პაციენტებში არ ჩატარებულა. სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, რომ ლინეზოლიდთან ერთად ვაზოპრესორული მოქმედების მქონე პრეპარატების, მათ შორის დოფამინერგული საშუალებების დანიშვნისას მათი დოზები საგულდაგულოდ იქნას შერჩეული.
სავარაუდო სეროტონინერგული ურთიერთქმედებები
დექსტრომეტორფანთან ურთიერთქმედების ეფექტები შესწავლილ იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში. პაციენტებს უნიშნავდნენ დექსტრომეტორფანს (2X20მგ 4 საათიანი ინტერვალებით) ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე. ჯანმრთელ მოხალისეებში ლინეზოლიდის და დექსტრომეტორფანის კომბინირებული მიღებისას სეროტონინის სინდრომის ეფექტები (დაბნეულობა, ბოდვა, მოუსვენრობა, კანკალი, წამოწითლება, ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერპირექსია) არ გამოვლენილა.
პოსტმარკეტინგული მონაცემები: ერთ პაციენტში სერუმოლიდის და დექსტრომეტორფანის კომბინირებულმა მიღებამ გამოიწვია სეროტონინის სინდრომის მსგავსი სიმპტომები რაც მეორდებოდა ორივე წამლის შეწყვეტის შემდეგაც.
სეროტონინერგულ საშუალებებთან ერთად, მათ შორის ანტიდეპრესანტებთან როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) ლინეზოლიდის კომბინირებული მიღებისას გამოვლინდა სეროტონინის სინდრომის შემთხვევები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული მკურნალობა უკუნაჩვენებია, იმ პაციენტების სამართავად, რომელთათვისაც ლინეზოლიდის და სეროტონინერგული საშუალებებით კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, აღწერილია პუნქტში “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
ბუპრენორფინის თანმხლები მიღებისას, ლინეზოლიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ასევე იზრდება სეროტონინის სინდრომის რისკი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში დაავადება.
კომბინირებული მიღება თირამინით მდიდარ საკვებთან ერთად
არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი პრესორული რეაქციები იმ პირებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ 100 მგ-ზე ნაკლებ თირამინთან ერთად. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს მხოლოდ თირამინით მდიდარი საკვების და სასმელის მიღებისგან (მაგალითად: მწიფე ყველი, საფუარის ექსტრატი, არადისტილირებული ალკოჰოლური სასმელები და სოიოს ფერმენირებული პროდუქტები, როგორიცაა სოიოს სოუსი).
პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450–ით
ლინეზოლიდი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ციტოქრომ P-450 (CYP) ფერმენტული სისტემის მიერ და არ აინჰიბირებს რომელიმე კლინიკურად მნიშვნელოვან ადამიანის CYP იზოფორმებს (1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4). ამის მსგავსად, ლინეზოლიდი არ იწვევს ვირთაგვებში P-450 იზოფერმენტების ინდუცირებას. შესაბამისად ლინეზოლიდის მკურნალობისას CYP450-–ით გამოწვეული წამალთაშორისი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.
რიფამპიცინი
რიფამპიცინის ეფექტი ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლეს 16 ჯანმრთელ, მამრობითი სქესის მოხალისეში, რომელთაგან ზოგი იღებდა მხოლოდ 600მგ ლინეზოლიდს დღეში ორჯერ 2,5 დღე, ხოლო ზოგი კომბინირებულად 600მგ რიფამპიცინთან ერთად (დღეში ერთხელ 8 დღის განმავლობაში). რიფამპიცინმა შეამცირა ლინეზოლიდის Cmax და AUC საშუალოდ 21%-ით (90% KI:15-27) და 32%-ით (90% KI: 27-37). ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვარფარინი
როდესაც ვარფარინი ჩართეს ლინეზოლიდის მკურნალობის სტაციონარული მდგომარეობის პერიოდში, გამოვლინდა რომ მაქსიმალური საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ - INR) შემცირდა საშუალოდ 10%-ით, ხოლო AUC-INR 5%-ით. იმ პაციენტებიდან მიღებული მონაცემები, რომლებიც კომბინირებულად იღებდნენ ვარფარინსა და ლინეზოლიდს, არასაკმარისია, რომ შეფასდეს აღნიშნული ფაქტების კლინიკური მნიშვნელობა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
ორსულ ქალებში ლინეზოლიდის გამოყენების შესახებ მონაცემები მწირია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გავლენა რეპროდუქციაზე. არსებობს შესაძლო რისკი ადამიანისთვის.
არ შეიძლება ლინეზოლიდის გამოყენება ორსულობისას, თუ ეს არ არის აუცილებელი. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს თეორიულ რისკს.
ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ლინეზოლიდი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში. შესაბამისად, მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ლინეზოლიდი იწვევდა ფერტილობის უნარის შემცირებას.
ზეგავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევის სიმპტომები, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში არ არის სასურველი მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, მოცემულია გვერდითი მოვლენები ნებისმიერი მიზეზით და მათი სიხშირე 2000-ზე მეტ მორდილზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე. კვლევებში 2000 მოზრდილმა პაციენტმა მიიღო რეკომენდებული ლინეზოლიდის დოზები 28 დღის განმავლობაში. ყველაზე გავრცელებული მოვლენა იყო დიარეა (8,4%), თავის ტკივილი (6,5%), გულისრევა (6,3%) და პირღებინება (4,0%).
სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები, რამაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა, იყო თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და პირრებინება. დაახლოებით, პაციენტთა 3%-მა შეწყვიტა მკურნალობა წამლებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის გამო.
ბაზარზე გაშვების შემდეგ, გამოცდილების შემდგომი გვერდითი მოვლენები ცამოთვლილია სიაში „არ არის ცნობილი“ სიხშირით, რადგან რეალური სიხშირე არ შეიძლება გამომდინარეობდეს არსებული მონაცემებიდან.
ლინეზოლიდით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); დროდადრო (>1/1.000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000); არ არის ცნობილი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ორგანოთა
სისტემა
ხშირი
(≥ 1/100 დან
<1/10-მდე);
დროდადრო (≥ 1/1.000 დან <1/100)
იშვიათი
(≥ 1/10.000 – დან <1/1.000)
ძალიან იშვიათი (<1/10.000);
არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)
ინფექციები და
პარაზიტული
დაავადებები
კანდიდოზი,
ორალური
კანდიდოზი,
ვაგინალური
კანდიდოზი,
მიკოზები
ვაგინიტი
ანტიბიოტიკე-ბით გამოწვეული
კოლიტი,
ფსევდომემ-
ბრანოზული
კოლიტის
ჩათვლით*
სისხლის და ლიმფური სისტემის
დაავადებები
ანემია*†
ლეიკოპენია*,
ნეიტროპენია,
თრომბო-
ციტოპენია*,
ეოზინოფილია
პანციტოპენია*
მიელო-სუპრესია*,
სიდერო-ბლასტური
ანემია*
იმუნური სისტემის დაავადებები
ანაფილაქსია
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი
დარღვევები
ჰიპონატრიემია
ლაქტატ-აციდოზი*
ფსიქიატრიული დაავადებები
უძილობა
ნერვული სისტემის დაავადებები
თავის ტკივილები,
გემოს დაქვეითება
(მეტალის გემო),
თავბრუსხვევა
კრუნჩხვითი
შეტევები*,
ჰიპესტეზია
პარესტეზია
სეროტონინ
სინდრომი**,
პერიფერიული
ნეიროპატია*
თვალის
დაავადებები
ბუნდოვანი
ხედვა*
ვიზუა-ლური ველის დაკარგვა*
ოპტიკური ნეიროპათია*, ოპტიკური ნევრიტი*, მხედველობის დაკარგვა*, მხედველობის სიმახვილის* ან
ფერის ხედვის*
ცვლილებები,
ყურის და ლაბირინთის
დაავადებები
ტინიტუსი
გულის დაავადებები
არითმია
(ტაქიკარდია)
სისხლძარღვთა
დაავადებები
ჰიპერტონია
გარდამავალი იშემიური შეტევები ფლებიტი,
თრომბოფლებიტი
გასტრო-ინტესტინალური
ტრაქტის
დაავადებები
დიარეა,
გულისრევა,
ღებინება,
ლოკალიზებული
ან ზოგადი
მუცლის
ტკივილები,
ყაბზობა,
დისპეპსია
პანკრეატიტი,
გასტრიტი, სისავსის გრძნობა,
პირის სიმშრალე, გლოსიტი, განავლის გაფხვიერება, სტომატიტი, ენის ფერის შეფერვა
ან შეცვლა
კბილის ზედა-პირული ფერის შეცვლა
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის
დაავადებები
ღვიძლის
ფუნქციის
შეცვლილი ტესტები,
მომატებული
AST, ALT ან
ტუტე ფოსფატაზი
მომატებული
საერთო
ბილირუბინი
კანის და კანქვეშა ქსოვილების
დაავადებები
ქავილი,
გამონაყარი კანზე
ჭინჭრის ციება,
დერმატიტი,
დიაფორეზი
ბულოზური კანის დაავადებები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება,
ალოპეცია
თირკმელების და საშარდე გზების დაავადებები
მომატებული
სისხლის შარდოვანას ინდექსი
თირკმლის უკმარისობა, კრეატინინის დონის მომატება,
პოლიურია,
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ვულვო-ვაგინალური დარღვევები
ზოგადი დაავადებები და ჩივილები
შეყვანის ადგილზე
სიცხე,
ლოკალური
ტკივილები
შემცივნება,
დაღლილობა, ტკივილი ინექციის ადგილზე, მომატებული წყურვილი,
გამოკვლევები
ქიმია
გაზრდილი LDH, კრეატინკინაზა, ლიპაზა, ამილაზა ან გლუკოზა (არა უზმოზე); შემცირებული
საერთო ცილა, ალბუმინი, ნატრიუმი ან კალციუმი; გაზრდილი ან შემცირებული კალიუმი ან
ბიკარბონატი
ჰემატოლოგია
ნეიტროფილების ან ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა,
შემცირებული ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი ან შემცირებული
ერითროციტების რიცხვი, გაზრდილი ან შემცირებული
თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობა
ქიმია
გაზრდილი ნატრიუმი ან კალციუმი; შემცირებული გლუკოზის დონე (არა უზმოზე); გაზრდილი ან შემცირებული ქლორიდი
ჰემატოლოგია
გაზრდილი რეტიკულოციტების რაოდენობა; შემცირებული
ნეიტროფილების რაოდენობა
- იხილეთ ფუნქტი ,,სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის“
- * იხილეთ პუნქტები ,,უკუჩვენებები“ და ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“
† იხილეთ ქვემოთ
ლინეზოლიდის შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათად მიიჩნეოდა მნიშვნელონად: ლოკალიზებული მუცლის ტკივილები, გარდამავალი/წარმავალი იშემიური შეტევები და ჰიპერტენზია.
† კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც ლინეზოლიდი მიიღებოდა 28 დღემდე, პაციენტთა 2.0%-ს განუვითარდა ანემია. Compassionate-Use – პროგრამაში პაციენტებტან, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, პაციენტთა წილი, რომლებსაც მიეწოდათ ლინეზოლიდი < 28 დღის განმავლობაში და რომლებსაც ანემია განუვითარდათ, შეადგენდა 2.5% (33/1.326)-ს, იმ პაციენტებთან შედარებით 12,3% (53/430), რომლებიც 28 დღეზე მეტხანს მკურნალობდნენ. იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ < 28 დღის განმავლობაში, მედიკამენტებთან დაკავშირებული მძიმე ანემიის, რომელიც მოითხოვს ტრანსფუზიას, პროპორცია შეადგენდა 9% (3/33)-ს, ხოლო პაციენტებში, რომლებიც 28 დღეზე მეტხანს მკურნალობდნენ, 15% (8/53)-ს.
ბავშვები და ახალგაზრდები
კლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემებმა 500-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდში (17 წლამდე) არ დაადასტურა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ლინეზოლიდის გვერდითი ეფექტის პროფილი განსხვავდება მოზრდილებისგან.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ
ბაზარზე დაშვების შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელის და რისკის ბალანსის მუდმივი კონტროლის საშუალებას. ჯანდაცვის თანამშრომლებს ვთხოვთ, საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინონ წამლისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიური მეთვალყურეობის განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერ – ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებსაიტი: www.bfarm.de
დოზის გადაჭარბება
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს:
რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება და გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნება. ლინეზოლიდის დოზის დაახლოებით 30% გამოდის ორგანიზმიდან 3 საათის განმავლობაში ჰემოდიალიზის გზით, თუმცა არარსებობს მონაცემები პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოპერფუზიით ლინეზოლიდის მოშორების შესახებ.
ინსტრუქცია გამოყენების და შენახვის შესახებ
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. იმის გადასამოწმებლად ხდება თუ არა გაჟონვა, მაგრად უნდა მოეჭიროს კონტეინერს ხელი. თუ კონტეინერიდან პრეპარატი ჟონავს, ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება რადგან სტერილურობა შესაძლებელია დარღვეული იყოს. გამოყენებამდე პრეპარატი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს და უნდა მოხდეს მხოლოდ სუფთა, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარის გამოყენება. არ შეიძლება ამ პაკეტების რამდენიმეჯერ გამოყენება. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. არ შეიძლება ნახევრად გამოყენებული რამდენიმე ხსნარის ერთ კონტეინერში გაერთიანება.
ლინეზოლიდ დენკის საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 5% გლუკოზის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, რინგერ-ლაქტატის საინექციო ხსნარი (ჰარტმანის ხსნარი ინექციისთვის).
შეუთავსებლობა
არ შეიძლება ამ ხსნარში სხვა პრეპარატების დამატება. თუ აუცილებელია ლინეზოლიდის კომბინირებული მიღება სხვა პრეპარატთან ერთად, ასეთ შემთხვევაში თითოეული პრეპარატი უნდა შეიყვანონ ცალკცალკე, თითოეულის გამოყენების წესის შესაბამისად. ასევე თუ რამდენიმე წამლის თანმიმდევრული ინფუზიისთვის გამოყენებული უნდა იქნას ერთი და იგივე საინფუზიო მილი, მაშინ ლინეზოლიდის შეყვანამდე და მის შემდეგ მილი უნდა ჩაირეცხოს შესაბამისი საინფუზიო ხსნარით.
ცნობილია, რომ ლინეზოლიდ დენკის საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად შეუთავსებელია შემდეგ ნაერთებთან: ამფოტერიცინი B, ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი, დიაზეპამი, პენტამიდინე, ისეთიონატი, ერითრომიცინის ლაქტობიონატი, ფენიტოინ ნატრიუმი და სულფამეთოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი. გარდა ამისა, იგი ქიმიურად შეუთავსებელია ცეფტრიაქსონის ნატრიუმთან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის ვადა
გახსნამდე: 36 თვე.
განზავების შემდეგ ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია 2 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური საკითხებიდან გამომდინარე, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ იგი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მაშინ შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებელია პაციენტი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
აღნიშნული მედიკამენტისთვის არ არის საჭირო სპეციალური შენახვის პირობები. პოლიეთილენის საინფუზიო ჩანთა უნდა ინახებოდეს გარეთა კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნილებების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.