ლევოქსიმედი
LEVOXIMED
სადღეღამისო დოზები (დაავადების სიმძიმის მიხედვით) მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა1 (დაავადების სიმძიმის მიხედვით) არაჰოსპიტალური პნევმონია 500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 7-14 დღე მწვავე პიელონეფრიტი 500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღე შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები 500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 7-14 დღე ქრონიკული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037026
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2022, მოქმედებს 20 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევოქსიმედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სადღეღამისო დოზები
(დაავადების სიმძიმის მიხედვით)
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა1
(დაავადების სიმძიმის მიხედვით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
7-10 დღე
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
28 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
8 კვირა
1 მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს როგორც ინტრავენურ, ისე პერორალურ თერაპიას.
ინტრავენურო შეყვანიდან პერორალურ თერაპიაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და შეადგენს, როგორც წესი, 2-დან 4 დღემდე მკურნალობის დაწყებიდან.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფი
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ)
კრეატინინის კლირენსი
დოზირების სქემა
250 მგ/24 საათი
500 მგ/24 საათი
500 მგ/12 საათი
პირველი დოზა: 250 მგ
პირველი დოზა: 500 მგ
პირველი დოზა: 500 მგ
50-20 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
250 მგ/24 საათი
შემდეგ:
250 მგ/12 საათი
19-10 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/48 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
125 მგ/12 საათი
< 10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და „მაპდ“-ს* ჩათვლით)
შემდეგ:
125 მგ/48 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
- ჰემოდიალიზის ან მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის („მაპდ“) შემდეგ საჭირო არ არის დამატებითი დოზების გამოყენება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და ძირითადად გამოიდევნება თირკმელებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
ლევოქსიმედის საინფუზიო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ნელა დღე-ღამეში 1-2-ჯერ. 250 მგ ლევოფლოქსაცინის ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წუთი და მინიმუმ 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინის შემთხვევაში.
ლევოქსიმედი შეუთავსებელია ჰეპარინთან ან ტუტოვან ხსნარებთან (მაგალითად, ნატრიუმის ბიკარბონატი). ლევოქსიმედი შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზას ხსნარი, 2,5% რინგერის ხსნარი დექსტროზათი, კომბინირებული ხსნარები პარენტერალური კვებისთვის (ამინომჟავები, დექსტროზა, ელექტროლიტები). ლევოქსიმედის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა.
ბაქტერიული კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ (3 საათის განმავლობაში) საცობის გახვრეტის შემდეგ. ინფუზიის დროს სინათლისაგან დაცვა საჭირო არ არის. ხსნარის გამოყენება შეიძლება, თუ ის არის გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის და არ შეიცავს ნაწილაკებს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ეპილეფსია;
- მყესების დაზიანება, დაკავშირებული ფტორქინოლონების მიღებასთან ანამნეზში;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვები და მოზარდები ზრდის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლევოფლოქსაცინის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებული სერიოზული არასასურველი რეაქციები. ლევოფლოქსაცინით ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები და სარგებლის/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.
რეზისტენტობა
მეთიცილინის მიმართ მდგრადი S. aureus შეიძლება მდგრადი იყოს ფტორქინოლონების მიმართ (ლევოფლოქსაცინის ჩათვლით). ამიტომ, მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკით (MRSA) გამოწვეული ინფექციის არსებობისას ან ეჭვისას, ლევოფლოქსაცინი რეკომენდებული არ არის სამკურნალოდ, ვიდრე არ მიიღება ლევოფლოქსაცინის (ანტიბიოტიკები, რომლებიც, როგორც წესი, რეკომენდებულია MRSA-ს სამკურნალოდ, არ გამოიყენება) მიმართ მიკროორგანიზმის მგრძნობელობის დამადასტურებელი შედეგები.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების ყველაზე გავრცელეული გამომწვევის Е. coli-ს რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ ვარირებს სხვადასხვა ქვეყნებში. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ინფორმაცია ფტორქინოლონების მიმართ Е. coli-ს რეზისტენტობის გავრცელების შესახებ.
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
ადამიანებში გამოყენება ეფუძნება ინ ვიტრო Bacillus anthracis-ს მიმართ მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველებში ჩატარებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, აგრეთვე ადამიანებში გამოყენების შესახებ შეზღუდულ მონაცემებს. ციმბირის წყლულის მკურნალობისას ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეროვნული ან საერთაშორისო შეთანხმებული დოკუმენტები.
ხანგრძლივი, ინვალიდიზირებული და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები
არსებობს ცნობები ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი), ინვალიდიზირებული და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ეხება ადამიანის ორგანიზმის სხავადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოებს (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები, გრძნობათა ორგანოები) იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებსა და ფტორქინოლონებს, პაციენტთა ასაკისა და წინმსწრები რისკის ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
ინფუზიის ხანგრძლივობა
ინფუზიის რეკომენდებული დრო არის მინიმუმ 30 წუთი 250 მგ ლევოფლოქსაცინის შეყვანისას და მინიმუმ 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინის შეყვანისას. ცნობილია, რომ ოფლოქსაცინი იწვევს ტაქიკარდიას და არტერიული წნევის გარდამავალ შემცირებას ინფუზიის დროს. იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის მკვეთრად დაცემის შედეგად, შეიძლება განვითარდეს გულ-სისლძარღვთა კოლაფსი. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის L-იზომერი) ინფუზიის დროს აღნიშნება არტერიული წნევის მნიშვნელოვნად შემცირება, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 15,4 მმოლ (354 მგ) ნატრიუმის 100 მლ-ში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც კვებაში შეზღუდული აქვთ ნატრიუმი.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, აგრეთე მურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდინიტის განვითარებისა და მყესების გაწყვეტის რისკი მატულობს ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, დღე-ღამეში 1000 მგ ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში და იმავდროულად კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდებისა და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის გამოყენება და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად კიდურის იმობილიზაცია). არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებები
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მდგრადი და/ან სისხლიანი ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან დასრულების შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების მიზეზი. Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების სიმძიმე შეიძლება იყოს მსუბუქი ფორმიდან მძიმე სიცოცხლისათვის საშიში. ყველაზე მძიმე ფორმა არის ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ეს დიაგნოზი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან შემდეგ უვითარდება მწვავე დიარეა. თუ არსებობს ეჭვი Clostridium difficile-სთან ასოცირებულ დაავადებაზე ან დადასტურებულია მისი არსებობა, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია. ასეთ შემთხვევებში უკუნაჩვენებია პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებები.
კრუნჩხვების მიმართ წინასწარგანწყობილი პაციენტები
ქინოლონებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების მზაობის ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და როგორც სხვა ქინოლონები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ წინასწარგნაწყობისას ან იმავდროულად იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების მზაობის ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი. კრუნჩხვების განვითარებისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტები
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ლატენტური ან აშკარა დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ჰემოლიზური რეაქციები ქინოლონებით მკურნალობისას. ლევოფლოქსაცინით ასეთი პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია ჰემოლიზის შესაძლო განვითარების კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიდევნება თირკმელებით, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსური შოკი), ზოგჯერ პირველი დოზის შემდეგ. ამ რეაქციების განვითარებისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს.
კანისმიერი მწვავე არასასურველი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა მწვავე არასასურველი რეაქციები კანზე, მათ შორის ტოქსიური-ეპიდერმული ნეკროლიზი („ტენ“, ცნობილი ასევე, როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი („სჯს“) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ლეტალური.
პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება კანისმიერი მწვავე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პაციენტებში მათი მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. ამ რეაქციებისთვის დამხასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას ლევოფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობის ჩატარება. ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ან DRESS, მომავალში არ შეიძლება ამ პაციენტში ლევოფლოქსაცინით მკურნალობის განახლება.
დისგლიკემია
როგორც სხვა ქინოლონების გამოყენებისას, რეგისტრირებულია სისხლში გლუკოზას დონის გადახრა, მათ შორის ჰიპერ- და ჰიპოგლიკემია, ჩვეულებრივ, დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. ცნობილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
ფოტოსენსიბილიზაციის პროფილაქტიკა
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას რეგისტრირებულია ფოტოსენსიბილიზაციის შემთხვევები. ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად პაციენტები უნდა მოერიდონ ძლიერ მზის ან ხელოვნურ ულტრაიისფერ დასხივებას (მაგალითად, მზეზე ყოფნას ან სოლარიუმში ვიზიტს) მკურნალობის დროს და მკურნალობის მოხსნიდან 48 საათის განმავლობაში.
K ვიტამინის ანტაგონისტების მიმღები პაციენტები
K ვიტამინის ანტაგონისტებთან (მაგალითად ვარფარინის) ერთად ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ჰემოსტაზის მაჩვენებლების კონტროლი (პროთრომბინის დროის/საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მათი მომატების და/ან სისხლდენის განვითარების რისკის გამო.
ფსიქოზური რეაქციები
ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, აღინიშნა ფსიქოზური რეაქციები, რომლებიც ძალიან იშვიათად პროგრესირებდა სუიციდური აზრების და ქცევის დარღვევის სახით თვითდაზიანებით (ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ). აღნიშნული რეაქციების განვითარებისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ლევოქსიმედი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანამნეზში ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.
QTინტერვალის დაგრძელება
ფტორქინოლონები, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, სიფრთხილით გამოიყენება QT ინტერვალის დაგრძელების ცნობილი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორიცაა:
QT ინტერვალის თანდაყოლილი დაგრძელების სინდრომი;
იმავდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის დაგრძელებას (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები);
ელექტროლიტური ბალანსის არაკორექტირებული დარღვევები (მაგალითად, ჰიპოგლიკემია, ჰიპომაგნიემია);
გულის დაავადება (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ QTc ინტერვალის დაგრძელების გამომწვევი პრეპარატების ზემოქმედების მიმართ. ასეთ პაციენტებში ფტორქინოლონები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, სიფრთხილით გამოიყენება.
პერიფერიული ნეიროპათია
ცნობილია სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევების შესახებ, რომლებიც იწვევს პარესთეზიებს, ჰიპესტეზიებს, დიზესთეზიებს ან სისუსტეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. ლევოფლოქსაცინის მიღებისას პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე ექიმს აცნობონ, თუ განვითარდა ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა მოხდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების თავიდან აცილება.
ღვიძლისა და შარდგმომყოფი გზების დაავადებები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას აღინიშნა ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე, განსაკუთრებით მძიმე ძირითადი/თანხმლების პათოლოგიის, მაგალითად, სეფსისის მქონე პაციენტებში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი, ტკივილი მუცლის არეში.
მიასთენია გრავისის გამწვავება
ფტორქინოლონებმა, მათ შორის ლევოფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიონ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და გააძლიერონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. რეგისტრირებულია სერიოზული არასასურველი რეაქციები (მათ შორის სიკვდილი ან რესპირატორული მხარდაჭერის აუცილებლობა) ფტორქინოლონების გამოყენების ფონზე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან სხვა არასასურველი რეაქციები თვალების მხრივ, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მკვეთრი ზრდა. სუპერინფექციის შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.
ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
ლებოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში ოპიატების განსაზღვრისას შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგები. შეიძლება აუცილებელი გახდეს დადებითი შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიური მეთოდებით.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების ზრდის ინჰიბირება და ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის ცრუდადებითი შედეგები.
აორტის ანევრიზმა და აორტის აშრევება
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, არის შეტყობინებები ანევრიზმის და აორტის განშრევების მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე არის შეტყობინებები აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. დარეგისტრირებულია ანევრიზმისა და აორტის განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური გამოსავალით) და ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციით/უკმარისობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
ამ მიზეზით, ფტორქინოლონების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აქვთ ანევრიზმა ან აქვთ გულის სარქველების თანდაყოლილი მანკი, ასევე პაციენტებში დიაგნოზირებული ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით ან გულის სარქველების უკმარისობით ან სხვა რისკის ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ მათ წინასწარგანწყობას:
- ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების მიმართ და ამავდროულად, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარების მიმართ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან, დამატებით,
- ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების მიმართ (მაგალითად, დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, დამატებით
- გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარების მიმართ (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).
ანევრიზმის და აორტის განშრევების და გაწყვეტის განვითარების რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის მოულოდნელი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
უნდა მოხდეს პაციენტებისათვის რეკომენდაციის მიცემა, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად განვითერებული გულისცემის გახშირების და ასევე მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატების გავლენა ლევოფლოქსაცინზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან ანალოგიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკური კვლევებისას ნაჩვენები არ ყოფილა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. მიუხედავად ამისა, შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის მნიშვნელოვანი შემცირება ქინოლონების მიღებისას თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ კრუნჩხვითი მზაობის ცერებრალური ზღურბლის შემცირებას.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციები იყო დაახლოებით 13%-ით უფრო მაღალი ფენბუფენის იმავდროული მიღებისას, ვიდრე მონოთერაპიისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდი და ციმეტიდინი ახდენდნენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმირი კლირენსი მცირდებოდა ციმეტიდინის (24%) და პრობენეციდის (34%) მოქმედებით, ვინაიდან ორივე პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს ლევოფლოქსაცინის სეკრეცია თირკმლის მილებში. თუმცა, კვლევის დროს გამოყენებული დოზებისას, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური სხვაობა იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ მილაკოვან სეკრეციაზე (მაგალითად, პრობენეციდი და ციმეტიდინი), ლევოფლოქსაცინი გამოიყენება სიფრთხილით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
დამატებითი ინფორმაცია
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებისას არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე
ციკლოსპორინი
ლევოფლოქსაცინთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 33%-ით.
K ვიტამინის ანტაგონისტები
იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლევოფლოქსაცინს და K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინს), აღინიშნა პროთრომბინის დროის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების/პროთრომბინის შემცირება სწრაფი ტესტით) და/ან სისხლდენების გაზრდის შემთხვევები, მძიმე ხარისხის შემთხვევების ჩათვლით. K ვიტამინის ანტაგონისტების იმავდროული გამოყენებისას აუცილებელია ჰემოსტაზის სისტემის მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის დაგრძელებაა
ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც ფტორქინოლონები, მიიღება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აგრძლებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები).
დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (CYP1A2 სუბსტრატი). ეს მოწმობს, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეპროდუქციულ ტოქსიურობაზე. ლევფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში, ვინაიდან კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, ხოლო ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს სახსრების ხრტილის დაზიანების რისკზე ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში ფტორქინოლონების ზემოქმედების შედეგად.
ლაქტაცია
ლევოქსიმედი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია დედის რძეში ლევოფლოქსაცინის გამოყოფის შესახებ. თუმცა ცნობილია, რომ სხვა ფტორქინოლონები ხვდებიან დედის რძეში. ლევოფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ადამიანებში ჩატარებული არ არის კვლევები, ხოლო ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს სახსრების ხრტილის დაზიანების რისკზე ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში ფტორქინოლონების ზემოქმედების შედეგად.
ფერტილურობა
ლევოფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს ვირთხებში ფერტილურობაზე ან რეპროდუქციულ აქტივობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევოქსიმედი უმნიშვნელო ან ზომიერ გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. ზოგიერთ გვერდით რეაქციას (მაგალითად, დაბნეულობა/თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) შეუძლია დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი, რაც გარკვეულ რისკს წარმოადგენს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები მნიშვნელოვანია (მაგალითად, ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს).
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოყვანილი ცნობები ეფუძნება 8300-ზე მეტი პაციენტის კლინიკური ცდების მონაცემებს და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის ყოველ კატეგორიაში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები: არახშირად - სოკოვანი ინფექციები, მათ შორის კანდიდოზური ინფექციები, პათოგენების რეზისტენტობის განვითარება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ლეიკოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია; სიხშირე უცნობია - პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსური შოკი, ანაფილაქტოიდური შოკი. ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შემდეგ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ანტიდიურეზიული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ანორექსია; იშვიათად - ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური კომა; სიხშირე უცნობია - ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევები*: ხშირად - უძილობა; არახშირად - შფოთვა, ცნობიერების არევა, ნერვოზულობა; იშვიათად - ფსიქოზური რეაქციები ჰალუცინაციებით და პარანოიით, დეპრესია, აგზნება, ანომალური სიზმრები, ღამის კოშმარები; სიხშირე უცნობია - ფსიქოზური რეაქციები თვითდაზიანებით, მათ შორის სუიციდური აზრები და მოქმედებები.
ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - ძილიანობა, ტრემორი, დისგევზია; იშვიათად - კრუნჩხვები, პარესთეზია; სიხშირე უცნობია - სენსორული ან სენსომოტორული პერიფერიული ნეიროპათია, ყნოსვის აღქმის დარღვევა მათ შორის სუნის დაკარგვა, დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, აგევზია, გონების დაკარგვა, ქალასშიდა ავთვისებიანი ჰიპერტენზია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა; სიხშირე უცნობია - მხედველობის გარდამავალი დაკარგვა, უვეიტი.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ*: არახშირად - ვერტიგო; იშვიათად - ხმაური ყურებში; სიხშირე უცნობია - სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა.
გულის მხრივ**: იშვიათად - ტაქიკარდია, პალპიტაცია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია (უპირატესად QT ინტერვალის დაგრძელების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის დაგრძელება.
სისხლძარღვების მხრივ**: ხშირად - ფლებიტი (მხოლოდ ინტრავენური შეყვანის შემდეგ); იშვიათად - ჰიპოტენზია.
სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: არახშირად - დისპნოე; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ღებინება, გულსირევა; არახშირად - მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - დიარეა სისხლის ნარევით, რაც ძალიან იშვიათად წარმოადგენს ენტეროკოლიტის ნიშნებს, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად - ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზა(ალტ)/ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ), ტუტე ფოსფატაზა, გამა-გლუტამილტრანსფერაზა (გგტ); არახშირად - ბილირუბინის დონის მომატება; სიხშირე უცნობია - სიყვითლე და ღვიძლის მწვავე დაზიანებები, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობა ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით მძიმე ძირითადი დაავადებით, ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ (რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგ): არახშირად - ეგზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი; იშვიათად - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, მდგრადი წამლისმიერი გამონაყარი; სიხშირე უცნობია - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - მყესების დაზიანება, მათ შორის ტენდინიტი (მაგალითად, აქილევსის მყესი), კუნთების სისუსტე, რაც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, მყესების გაწყვეტა (მაგალითად, აქილევსის მყესი), იოგების გაწყვეტა, კუნთების დაჭიმვა, ართრიტი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - შრატში კრეატინინის დონის მომატება; იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტერსტიციური ნეფრიტის დროს).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას*: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილას (ტკივილი, სიწითლე); არახშირად - ასთენია; იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება; სიხშირე უცნობია - ტკივილი (მათ შორის ზურგის, მკერდის და კიდურების ტკივილი).
სხვა არასასურველი რეაქციები ფტორქინოლონებზე: პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
- მიღებულია ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი), ინვალიდიზირებული, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც ეხება ადამიანის ორგანიზმის სხავადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოებს (მათ შორის არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდიტინი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, ასოცირებული პარესთეზიებთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც ურთიერთკავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში, წინმსწრები რისკის ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
- * არის შეტყობინებები, ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შესახებ, ზოგჯერ გართულებული რღვევებით (სიკვდილის ჩათვლით) და რეგურგიტაციის/გულის სარქველების უკმარისობის შესახებ, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარებისას ან ახალი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის ამ პუნქტში, გთხოვთ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სუპრათერაპიული დოზების გამოყენებით ცხოველებში ჩატარებული ტოქსიურობის ექსპერიმენტული კვლევებისა და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის მწვავე ჭარბი დოზირების მოსალოდნელი ძირითადი სიმპტომებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების არევა, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები) და QT ინტერვალის გაზრდა. პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ცნობილია სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის გონების არევა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი.
ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური თერაპია. QT ინტერვალის დაგრძელების რისკის გამო რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი. ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით, მათ შორის პერიტონული დიალიზით და მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ 100 მლ
ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის ფორმით) 5 მგ 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი J01MA12
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლევოფლოქსაცინი - ფტორქინოლონების ჯგუფის სინთეზური ანტიბიოტიკი, ოფლოქსაცინის რაცემატის S-(-) ენანთიომერი.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონების ანტიბიოტიკი, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ/დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV კომპლექსზე.
კავშირი ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას შორის
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) ან „კონცენტრაცია-დროის“(AUC) მრუდქვეშ ფართობსა და მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას შორის შეფარდებაზე.
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ორივე II ტიპის ტოპოიზომერაზებში, დნმ-ჰირაზში და ტოპოიზომერაზა IV სამიზნე ადგილებში ეტაპობრივი მუტაციის შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის ცვლილებაში შეიძლება მონაწილეობდეს რეზისტენტობის სხვა მექანიზმებიც, როგორიცაა უჯრედოვანი კედლის გამტარობის ცვლილება (გავრცელებულია Pseudomonas aeruginosa-ს დროს) და ეფლუქსი უჯრედიდან.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის შედეგად ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და ანტიბიოტიკების სხვა კლასებს შორის, როგორც წესი, არ აღინიშნება.
ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობელობის განსაზღვრისათვის
ქვემოთ მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების (მგ/ლ-ში) განმსაზღვრელ ცხრილში მოცემულია ლევოფლოქსაცინის რეკომენდებული EUCAST ზღვრული მნიშვნელობები, აგრეთვე შუალედური და რეზისტენტური პათოგენები.
EUCAST-ის მიხედვით ლევოფლოქსაცინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები (ვერსია 10.0, 2020-01-01):
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacterales
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Pseudomonas spp.
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Acinetobacter spp.
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Staphylococcus aureus
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Коагулазо-негативные стафилококки
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Enterococcus spp.1
≤ 4 მგ/ლ
> 4 მგ/ლ
Streptococcus pneumoniae
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Streptococcus spp. (ჯგუფები А, В, C და G)
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Haemophilus influenzae
≤ 0,06 მგ/ლ
> 0,06 მგ/ლ
Moraxella catarrhalis
≤ 0,125 მგ/ლ
> 0,125 მგ/ლ
Helicobacter pylori
≤ 1 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Aerococcus sanguinicola и urinae2
≤ 2 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Aeromonas spp.
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
ზღვრული მნიშვნელობები PK-PD
(არასახეობასპეციფიური)
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
1 მხოლოდ გაურთულებელი ინფექციები შარდგამომყოფი გზების .
2 მგრძნობელობა შეიძლება შეფასდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.
შეძენილი მდგრადობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამის გამო, სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ცნობების გამოყენება, განსაკუთრებით სერიოზული ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობისას, როდესაც არსებობს ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ და სამკურნალო საშუალების გამოყენებით მიღებული სარგებელი იწვევს ეჭვს, თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ, რჩევისათვის აუცილებლად მიმართეთ ექსპერტს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები -Bacillus anthracis, Staphylococcus aureus(მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე),Staphylococcus saprophyticus, Streptococcus( ჯგუფები C და G), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები -Eikenella corrodens, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida, Proteus vulgaris, Providencia rettgeri;
- ანაერობული მიკროორგანიზმები -Peptostreptococcus;
- სხვა მიკროორგანიზმები -Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum.
სახეობები, რომლებმაც შეიძლება შეიძინონ რეზისტენტობა:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები -Enterococcus faecalis,Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მდგრადი*), Staphylococcus spp. (კოაგულაზა-ნეგატიური);
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები -Acinetobacter baumannii, Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Proteus mirabilis, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis.
რეზისტენტული მიკროორგანიზმები
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium.
- მეთიცილინის მიმართ მდგრადი S. aureus რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ (ლევოფლოქსაცინის ჩათვლით)
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პერორალური გზით მიღებისას ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად აბოსრბირდება, აღწევს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 99-100%-ს. საკვების მიღება უმნიშვნელო გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 48 საათში 500 მგ დოზირებისას დღე-ღამეში 1-2-ჯერ.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს. განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლ-ს 500 მგ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ, რაც მიუთითებს ორგანიზმის ქსოვილებში კარგ განაწილებაზე.
შეღწევა ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ფილტვების სურფაქტანტში, ალვეოლარულ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილებში, კანში (ბუშტუკების შემცველობა), წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში და შარდში. ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ზურგის ტვინის სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე ხარისხით. მეტაბოლიტები დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ-N-ოქსიდი შეადგენს დოზის 5%-ზე ნაკლებს, რაც გამოიყოფა შარდით. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ ექვემდებარება ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზით გამოყენებისას ლევოფლოქსაცინი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t1/2: 6-8 საათი). გამოყოფა ხდება უპირატესად თირკმელებით (შეყვანილი დოზის >85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო საერთო კლირენსი 500 მგ-ის ერთჯერადად მიღების შემდეგ შეადგენს 175 ± 29,2 მლ/წთ-ს.
არ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ინტრავენურად ან პერორალურად შეყვანის შემდეგ, რაც მიუთითებს პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზების ურთიერთჩანაცვლებადობაზე.
ხაზოვნება
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არის ხაზოვანი 50-1000 მგ დოზების დიაპაზონში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა გავლენას არ ახდენს ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას მცირდება ლევოფლოქსაცინის გამოყოფა და მისი კლირენსი, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ ცხრილში.
ფარმაკოკინეტიკა 500 მგ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ თირკმლის უკმარისობისას:
ClCR (მლ/წთ)
<20
20-49
50-80
ClR (მლ/წთ)
13
26
57
Т1/2 (სთ)
35
27
9
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არსებობს არსებითი სხვაობები ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ, გარდა კრეატინინის კლირენსის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვაობებისა.
სხვაობები სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის
მამაკაცებსა და ქალებში ცალ-ცალკე ჩატარებული ანალიზისას გამოვლინდა უმნიშვნელო სხვაობა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს სხვაობები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ლევოქსიმედი
სავაჭრო დასახელება
ლევოქსიმედი, Levoximed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლევოფლოქსაცინი, Levofloxacin
სამკურნალწამლო ფორმა
საინფუზიო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ 100 მლ
ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის ფორმით) 5 მგ 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი J01MA12
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
ლევოქსიმედის საინფუზიო ხსნარი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ინფექციებისას:
- მწვავე პიელონეფრიტი და შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები;
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
- ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა: პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ლევოქსიმედი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციებისას მხოლოდ მაშინ, როდესაც მიუღებელია იმ ანტიბიოტიკების გამოყენება, რომლებიც სტანდარტულად რეკომენდებულია ამ ინფექციების სამკურნალოდ.
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.
აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ოფიციალური ინსტრუქციები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
ლევოქსიმედის საინფუზიო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ნელა დღე-ღამეში 1-2-ჯერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, აგრეთვე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობაზე. ინტრავენური შეყვანის საწყისი თერაპიის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება გადასვლა ტაბლეტირებული ფორმის ლევოფლოქსაცინის მიღებაზე. პერორალური და პარენტერალური ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით შეიძლება ასეთივე დოზის მიღება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ)
ჩვენებები
სადღეღამისო დოზები
(დაავადების სიმძიმის მიხედვით)
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა1
(დაავადების სიმძიმის მიხედვით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
7-10 დღე
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
28 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
8 კვირა
1 მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს როგორც ინტრავენურ, ისე პერორალურ თერაპიას.
ინტრავენურო შეყვანიდან პერორალურ თერაპიაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და შეადგენს, როგორც წესი, 2-დან 4 დღემდე მკურნალობის დაწყებიდან.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფი
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ)
კრეატინინის კლირენსი
დოზირების სქემა
250 მგ/24 საათი
500 მგ/24 საათი
500 მგ/12 საათი
პირველი დოზა: 250 მგ
პირველი დოზა: 500 მგ
პირველი დოზა: 500 მგ
50-20 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
250 მგ/24 საათი
შემდეგ:
250 მგ/12 საათი
19-10 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/48 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
125 მგ/12 საათი
< 10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და „მაპდ“-ს* ჩათვლით)
შემდეგ:
125 მგ/48 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
შემდეგ:
125 მგ/24 საათი
- ჰემოდიალიზის ან მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის („მაპდ“) შემდეგ საჭირო არ არის დამატებითი დოზების გამოყენება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და ძირითადად გამოიდევნება თირკმელებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენების წესი
ლევოქსიმედის საინფუზიო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ნელა დღე-ღამეში 1-2-ჯერ. 250 მგ ლევოფლოქსაცინის ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წუთი და მინიმუმ 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინის შემთხვევაში.
ლევოქსიმედი შეუთავსებელია ჰეპარინთან ან ტუტოვან ხსნარებთან (მაგალითად, ნატრიუმის ბიკარბონატი). ლევოქსიმედი შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზას ხსნარი, 2,5% რინგერის ხსნარი დექსტროზათი, კომბინირებული ხსნარები პარენტერალური კვებისთვის (ამინომჟავები, დექსტროზა, ელექტროლიტები). ლევოქსიმედის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა.
ბაქტერიული კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ (3 საათის განმავლობაში) საცობის გახვრეტის შემდეგ. ინფუზიის დროს სინათლისაგან დაცვა საჭირო არ არის. ხსნარის გამოყენება შეიძლება, თუ ის არის გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის და არ შეიცავს ნაწილაკებს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ეპილეფსია;
- მყესების დაზიანება, დაკავშირებული ფტორქინოლონების მიღებასთან ანამნეზში;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვები და მოზარდები ზრდის პერიოდში.
არასასურველი რეაქციები
ქვემოთ მოყვანილი ცნობები ეფუძნება 8300-ზე მეტი პაციენტის კლინიკური ცდების მონაცემებს და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის ყოველ კატეგორიაში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები: არახშირად - სოკოვანი ინფექციები, მათ შორის კანდიდოზური ინფექციები, პათოგენების რეზისტენტობის განვითარება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ლეიკოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია; სიხშირე უცნობია - პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსური შოკი, ანაფილაქტოიდური შოკი. ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შემდეგ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ანტიდიურეზიული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ანორექსია; იშვიათად - ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური კომა; სიხშირე უცნობია - ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევები*: ხშირად - უძილობა; არახშირად - შფოთვა, ცნობიერების არევა, ნერვოზულობა; იშვიათად - ფსიქოზური რეაქციები ჰალუცინაციებით და პარანოიით, დეპრესია, აგზნება, ანომალური სიზმრები, ღამის კოშმარები; სიხშირე უცნობია - ფსიქოზური რეაქციები თვითდაზიანებით, მათ შორის სუიციდური აზრები და მოქმედებები.
ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - ძილიანობა, ტრემორი, დისგევზია; იშვიათად - კრუნჩხვები, პარესთეზია; სიხშირე უცნობია - სენსორული ან სენსომოტორული პერიფერიული ნეიროპათია, ყნოსვის აღქმის დარღვევა მათ შორის სუნის დაკარგვა, დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, აგევზია, გონების დაკარგვა, ქალასშიდა ავთვისებიანი ჰიპერტენზია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა; სიხშირე უცნობია - მხედველობის გარდამავალი დაკარგვა, უვეიტი.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ*: არახშირად - ვერტიგო; იშვიათად - ხმაური ყურებში; სიხშირე უცნობია - სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა.
გულის მხრივ**: იშვიათად - ტაქიკარდია, პალპიტაცია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია (უპირატესად QT ინტერვალის დაგრძელების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის დაგრძელება.
სისხლძარღვების მხრივ**: ხშირად - ფლებიტი (მხოლოდ ინტრავენური შეყვანის შემდეგ); იშვიათად - ჰიპოტენზია.
სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: არახშირად - დისპნოე; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ღებინება, გულსირევა; არახშირად - მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - დიარეა სისხლის ნარევით, რაც ძალიან იშვიათად წარმოადგენს ენტეროკოლიტის ნიშნებს, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად - ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზა(ალტ)/ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ), ტუტე ფოსფატაზა, გამა-გლუტამილტრანსფერაზა (გგტ); არახშირად - ბილირუბინის დონის მომატება; სიხშირე უცნობია - სიყვითლე და ღვიძლის მწვავე დაზიანებები, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობა ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით მძიმე ძირითადი დაავადებით, ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ (რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგ): არახშირად - ეგზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი; იშვიათად - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, მდგრადი წამლისმიერი გამონაყარი; სიხშირე უცნობია - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - მყესების დაზიანება, მათ შორის ტენდინიტი (მაგალითად, აქილევსის მყესი), კუნთების სისუსტე, რაც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, მყესების გაწყვეტა (მაგალითად, აქილევსის მყესი), იოგების გაწყვეტა, კუნთების დაჭიმვა, ართრიტი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - შრატში კრეატინინის დონის მომატება; იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტერსტიციური ნეფრიტის დროს).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას*: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილას (ტკივილი, სიწითლე); არახშირად - ასთენია; იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება; სიხშირე უცნობია - ტკივილი (მათ შორის ზურგის, მკერდის და კიდურების ტკივილი).
სხვა არასასურველი რეაქციები ფტორქინოლონებზე: პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
- მიღებულია ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი), ინვალიდიზირებული, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც ეხება ადამიანის ორგანიზმის სხავადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოებს (მათ შორის არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდიტინი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, ასოცირებული პარესთეზიებთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც ურთიერთკავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში, წინმსწრები რისკის ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
- * არის შეტყობინებები, ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შესახებ, ზოგჯერ გართულებული რღვევებით (სიკვდილის ჩათვლით) და რეგურგიტაციის/გულის სარქველების უკმარისობის შესახებ, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარებისას ან ახალი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის ამ პუნქტში, გთხოვთ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლევოფლოქსაცინის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებული სერიოზული არასასურველი რეაქციები. ლევოფლოქსაცინით ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები და სარგებლის/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.
რეზისტენტობა
მეთიცილინის მიმართ მდგრადი S. aureus შეიძლება მდგრადი იყოს ფტორქინოლონების მიმართ (ლევოფლოქსაცინის ჩათვლით). ამიტომ, მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკით (MRSA) გამოწვეული ინფექციის არსებობისას ან ეჭვისას, ლევოფლოქსაცინი რეკომენდებული არ არის სამკურნალოდ, ვიდრე არ მიიღება ლევოფლოქსაცინის (ანტიბიოტიკები, რომლებიც, როგორც წესი, რეკომენდებულია MRSA-ს სამკურნალოდ, არ გამოიყენება) მიმართ მიკროორგანიზმის მგრძნობელობის დამადასტურებელი შედეგები.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების ყველაზე გავრცელეული გამომწვევის Е. coli-ს რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ ვარირებს სხვადასხვა ქვეყნებში. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ინფორმაცია ფტორქინოლონების მიმართ Е. coli-ს რეზისტენტობის გავრცელების შესახებ.
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
ადამიანებში გამოყენება ეფუძნება ინ ვიტრო Bacillus anthracis-ს მიმართ მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველებში ჩატარებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, აგრეთვე ადამიანებში გამოყენების შესახებ შეზღუდულ მონაცემებს. ციმბირის წყლულის მკურნალობისას ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეროვნული ან საერთაშორისო შეთანხმებული დოკუმენტები.
ხანგრძლივი, ინვალიდიზირებული და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები
არსებობს ცნობები ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი), ინვალიდიზირებული და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ეხება ადამიანის ორგანიზმის სხავადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოებს (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები, გრძნობათა ორგანოები) იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებსა და ფტორქინოლონებს, პაციენტთა ასაკისა და წინმსწრები რისკის ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
ინფუზიის ხანგრძლივობა
ინფუზიის რეკომენდებული დრო არის მინიმუმ 30 წუთი 250 მგ ლევოფლოქსაცინის შეყვანისას და მინიმუმ 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინის შეყვანისას. ცნობილია, რომ ოფლოქსაცინი იწვევს ტაქიკარდიას და არტერიული წნევის გარდამავალ შემცირებას ინფუზიის დროს. იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის მკვეთრად დაცემის შედეგად, შეიძლება განვითარდეს გულ-სისლძარღვთა კოლაფსი. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის L-იზომერი) ინფუზიის დროს აღნიშნება არტერიული წნევის მნიშვნელოვნად შემცირება, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 15,4 მმოლ (354 მგ) ნატრიუმის 100 მლ-ში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც კვებაში შეზღუდული აქვთ ნატრიუმი.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, აგრეთე მურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდინიტის განვითარებისა და მყესების გაწყვეტის რისკი მატულობს ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, დღე-ღამეში 1000 მგ ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში და იმავდროულად კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდებისა და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის გამოყენება და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად კიდურის იმობილიზაცია). არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებები
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მდგრადი და/ან სისხლიანი ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან დასრულების შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების მიზეზი. Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების სიმძიმე შეიძლება იყოს მსუბუქი ფორმიდან მძიმე სიცოცხლისათვის საშიში. ყველაზე მძიმე ფორმა არის ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ეს დიაგნოზი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან შემდეგ უვითარდება მწვავე დიარეა. თუ არსებობს ეჭვი Clostridium difficile-სთან ასოცირებულ დაავადებაზე ან დადასტურებულია მისი არსებობა, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია. ასეთ შემთხვევებში უკუნაჩვენებია პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებები.
კრუნჩხვების მიმართ წინასწარგანწყობილი პაციენტები
ქინოლონებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების მზაობის ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და როგორც სხვა ქინოლონები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ წინასწარგნაწყობისას ან იმავდროულად იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების მზაობის ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი. კრუნჩხვების განვითარებისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტები
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ლატენტური ან აშკარა დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ჰემოლიზური რეაქციები ქინოლონებით მკურნალობისას. ლევოფლოქსაცინით ასეთი პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია ჰემოლიზის შესაძლო განვითარების კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიდევნება თირკმელებით, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსური შოკი), ზოგჯერ პირველი დოზის შემდეგ. ამ რეაქციების განვითარებისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს.
კანისმიერი მწვავე არასასურველი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა მწვავე არასასურველი რეაქციები კანზე, მათ შორის ტოქსიური-ეპიდერმული ნეკროლიზი („ტენ“, ცნობილი ასევე, როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი („სჯს“) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ლეტალური.
პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება კანისმიერი მწვავე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პაციენტებში მათი მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. ამ რეაქციებისთვის დამხასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას ლევოფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობის ჩატარება. ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ან DRESS, მომავალში არ შეიძლება ამ პაციენტში ლევოფლოქსაცინით მკურნალობის განახლება.
დისგლიკემია
როგორც სხვა ქინოლონების გამოყენებისას, რეგისტრირებულია სისხლში გლუკოზას დონის გადახრა, მათ შორის ჰიპერ- და ჰიპოგლიკემია, ჩვეულებრივ, დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. ცნობილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
ფოტოსენსიბილიზაციის პროფილაქტიკა
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას რეგისტრირებულია ფოტოსენსიბილიზაციის შემთხვევები. ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად პაციენტები უნდა მოერიდონ ძლიერ მზის ან ხელოვნურ ულტრაიისფერ დასხივებას (მაგალითად, მზეზე ყოფნას ან სოლარიუმში ვიზიტს) მკურნალობის დროს და მკურნალობის მოხსნიდან 48 საათის განმავლობაში.
K ვიტამინის ანტაგონისტების მიმღები პაციენტები
K ვიტამინის ანტაგონისტებთან (მაგალითად ვარფარინის) ერთად ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ჰემოსტაზის მაჩვენებლების კონტროლი (პროთრომბინის დროის/საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მათი მომატების და/ან სისხლდენის განვითარების რისკის გამო.
ფსიქოზური რეაქციები
ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, აღინიშნა ფსიქოზური რეაქციები, რომლებიც ძალიან იშვიათად პროგრესირებდა სუიციდური აზრების და ქცევის დარღვევის სახით თვითდაზიანებით (ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ). აღნიშნული რეაქციების განვითარებისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ლევოქსიმედი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანამნეზში ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.
QTინტერვალის დაგრძელება
ფტორქინოლონები, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, სიფრთხილით გამოიყენება QT ინტერვალის დაგრძელების ცნობილი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორიცაა:
QT ინტერვალის თანდაყოლილი დაგრძელების სინდრომი;
იმავდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის დაგრძელებას (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები);
ელექტროლიტური ბალანსის არაკორექტირებული დარღვევები (მაგალითად, ჰიპოგლიკემია, ჰიპომაგნიემია);
გულის დაავადება (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ QTc ინტერვალის დაგრძელების გამომწვევი პრეპარატების ზემოქმედების მიმართ. ასეთ პაციენტებში ფტორქინოლონები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, სიფრთხილით გამოიყენება.
პერიფერიული ნეიროპათია
ცნობილია სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევების შესახებ, რომლებიც იწვევს პარესთეზიებს, ჰიპესტეზიებს, დიზესთეზიებს ან სისუსტეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. ლევოფლოქსაცინის მიღებისას პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე ექიმს აცნობონ, თუ განვითარდა ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა მოხდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების თავიდან აცილება.
ღვიძლისა და შარდგმომყოფი გზების დაავადებები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას აღინიშნა ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე, განსაკუთრებით მძიმე ძირითადი/თანხმლების პათოლოგიის, მაგალითად, სეფსისის მქონე პაციენტებში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი, ტკივილი მუცლის არეში.
მიასთენია გრავისის გამწვავება
ფტორქინოლონებმა, მათ შორის ლევოფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიონ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და გააძლიერონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. რეგისტრირებულია სერიოზული არასასურველი რეაქციები (მათ შორის სიკვდილი ან რესპირატორული მხარდაჭერის აუცილებლობა) ფტორქინოლონების გამოყენების ფონზე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან სხვა არასასურველი რეაქციები თვალების მხრივ, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მკვეთრი ზრდა. სუპერინფექციის შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.
ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
ლებოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში ოპიატების განსაზღვრისას შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგები. შეიძლება აუცილებელი გახდეს დადებითი შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიური მეთოდებით.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების ზრდის ინჰიბირება და ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის ცრუდადებითი შედეგები.
აორტის ანევრიზმა და აორტის აშრევება
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, არის შეტყობინებები ანევრიზმის და აორტის განშრევების მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე არის შეტყობინებები აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. დარეგისტრირებულია ანევრიზმისა და აორტის განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური გამოსავალით) და ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციით/უკმარისობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
ამ მიზეზით, ფტორქინოლონების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აქვთ ანევრიზმა ან აქვთ გულის სარქველების თანდაყოლილი მანკი, ასევე პაციენტებში დიაგნოზირებული ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით ან გულის სარქველების უკმარისობით ან სხვა რისკის ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ მათ წინასწარგანწყობას:
- ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების მიმართ და ამავდროულად, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარების მიმართ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან, დამატებით,
- ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების მიმართ (მაგალითად, დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, დამატებით
- გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარების მიმართ (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).
ანევრიზმის და აორტის განშრევების და გაწყვეტის განვითარების რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის მოულოდნელი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
უნდა მოხდეს პაციენტებისათვის რეკომენდაციის მიცემა, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად განვითერებული გულისცემის გახშირების და ასევე მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ლევოქსიმედი უმნიშვნელო ან ზომიერ გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. ზოგიერთ გვერდით რეაქციას (მაგალითად, დაბნეულობა/თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) შეუძლია დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი, რაც გარკვეულ რისკს წარმოადგენს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები მნიშვნელოვანია (მაგალითად, ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს).
ფერტილურობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეპროდუქციულ ტოქსიურობაზე. ლევფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში, ვინაიდან კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, ხოლო ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს სახსრების ხრტილის დაზიანების რისკზე ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში ფტორქინოლონების ზემოქმედების შედეგად.
ლაქტაცია
ლევოქსიმედი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია დედის რძეში ლევოფლოქსაცინის გამოყოფის შესახებ. თუმცა ცნობილია, რომ სხვა ფტორქინოლონები ხვდებიან დედის რძეში. ლევოფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ადამიანებში ჩატარებული არ არის კვლევები, ხოლო ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს სახსრების ხრტილის დაზიანების რისკზე ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში ფტორქინოლონების ზემოქმედების შედეგად.
ფერტილურობა
ლევოფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს ვირთხებში ფერტილურობაზე ან რეპროდუქციულ აქტივობაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა პრეპარატების გავლენა ლევოფლოქსაცინზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან ანალოგიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკური კვლევებისას ნაჩვენები არ ყოფილა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. მიუხედავად ამისა, შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის მნიშვნელოვანი შემცირება ქინოლონების მიღებისას თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ კრუნჩხვითი მზაობის ცერებრალური ზღურბლის შემცირებას.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციები იყო დაახლოებით 13%-ით უფრო მაღალი ფენბუფენის იმავდროული მიღებისას, ვიდრე მონოთერაპიისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდი და ციმეტიდინი ახდენდნენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმირი კლირენსი მცირდებოდა ციმეტიდინის (24%) და პრობენეციდის (34%) მოქმედებით, ვინაიდან ორივე პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს ლევოფლოქსაცინის სეკრეცია თირკმლის მილებში. თუმცა, კვლევის დროს გამოყენებული დოზებისას, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური სხვაობა იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ მილაკოვან სეკრეციაზე (მაგალითად, პრობენეციდი და ციმეტიდინი), ლევოფლოქსაცინი გამოიყენება სიფრთხილით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
დამატებითი ინფორმაცია
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებისას არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე
ციკლოსპორინი
ლევოფლოქსაცინთან ერთად გამოყენებისას ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 33%-ით.
K ვიტამინის ანტაგონისტები
იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლევოფლოქსაცინს და K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინს), აღინიშნა პროთრომბინის დროის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების/პროთრომბინის შემცირება სწრაფი ტესტით) და/ან სისხლდენების გაზრდის შემთხვევები, მძიმე ხარისხის შემთხვევების ჩათვლით. K ვიტამინის ანტაგონისტების იმავდროული გამოყენებისას აუცილებელია ჰემოსტაზის სისტემის მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის დაგრძელებაა
ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც ფტორქინოლონები, მიიღება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აგრძლებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები).
დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (CYP1A2 სუბსტრატი). ეს მოწმობს, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ჭარბი დოზირება
სუპრათერაპიული დოზების გამოყენებით ცხოველებში ჩატარებული ტოქსიურობის ექსპერიმენტული კვლევებისა და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის მწვავე ჭარბი დოზირების მოსალოდნელი ძირითადი სიმპტომებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების არევა, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები) და QT ინტერვალის გაზრდა. პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ცნობილია სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის გონების არევა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი.
ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური თერაპია. QT ინტერვალის დაგრძელების რისკის გამო რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი. ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით, მათ შორის პერიტონული დიალიზით და მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
ინტრავენური საინფუზიო ხსნარის 100 მლ უფერო შუშის ფლაკონში ბრომბუთილის რეზინის საცობით და კომბინირებული Flipoff ტიპის ალუმინის თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.