კაპრიფლოქსი
CAPRIFLOX®
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოცემულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი ყუთში, თითოეული შეიცავს 500გ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტები გაყოფილია ხაზით დოზის ადვილად კორექციისთვის. კაპრიფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია ბაქტერიის მიმართ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ფტორქინოლონები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
- მწარმოებელი
- BIOFARMA ILAC SANAYI VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039943
- რეგისტრირებულია
- 11 იანვარი 2024, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BIOFARMA ILAC SANAYI VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს “ეიჩ ბი-ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კაპრიფლოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოცემულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი ყუთში, თითოეული შეიცავს 500გ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტები გაყოფილია ხაზით დოზის ადვილად კორექციისთვის. კაპრიფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია ბაქტერიის მიმართ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ფტორქინოლონები. იგი ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და რეპროდუქციას და შლის მას. კაპრიფლოქსი გამოიყენება ინფექციების მკურნალობაში, რომელიც გამოწვეულია მოცემული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კაპრიფლოქსი, ვინაიდან გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
- სახის ძვლებში ჰაერით შევსებული სივრცეების მწვავე ანთება, გამოწვეული ბაქტერიებით (სინუსიტი)
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- თირკმლის და საშარდე გზების გართულებული იფნექციები, მათ შორის საშარდე გზების და თირკმელების (პიელონეფრიტი)
- პროსტატის ინფექცია
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: აბსცესი, ცელულიტი, იმპეტიგო (თანდაყოლილი, ზედაპირული, მიკრობული ინფექცია კანის), პიოდემა (კანის პიოგენური ინფექცია) და კანის და კანის დანამატების ინფექციები გართულებების გარეშე, გამოწვეული ჭრილობის დაინფიცირებით
- ციმბირის წყლულის მიმართ ექსპოზიცია ჰაერწვეთოვანი გზით.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზირების ინტერვალების შესახებ:
ექიმი გაცნობებთ როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
კაპრიფლოქსი გამოიყენება მოზრდილებში.
კაპრიფლოქსი ინიშნება დღეში ორჯერ ან ერთხელ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე და გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობელობაზე.
კაპრიფლოქსის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:
შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ
დღიური დოზა ინფექციის სიმწვავის მიხედვით)
მკურნალობის პერიოდი
მწვავე სინუსიტი (ჰაერით სავსე სივრცეების ანთება სახის ძვლებში)
500 მგ დღეში ერთხელ
10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება )
250 მგ - 500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
პიელონეფრიტი (საშარდე გზების და თირკმელების ანეთება)
500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ
7-14 დღე
კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები
250 მგ დღეში ერთხელ ან 500მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება)
500 მგ დღეში ერთხელ
28 დღე
ჰაერ-წვეთოვანი გზით ციმბირული წყლულთის მიმართ ექსპოზიცია
500 მგ დღეში ერთხელ
8 კვირა
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). ზოგადად ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 48-72 სთ პაციენტში ცხელების შემცირების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მიღებულია ინფექციის განკურნების შესახებ დასტური.
მიღების გზა და მეთოდი
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ სითხის სათანადო რაოდენობის მიყოლებით გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის გარეშე. ტაბლეტი შეგიძლიათ გადატეხოთ გამყოფ ხაზზე დოზის კორექციისთვის. კაპრიფლოქსის გამოყენება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან ორ კვებას შორის შუალედში.
კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა მოხდეს რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან შემდეგ, ვინაიდან მისი აბსორბცია შეიძლება შემცირდეს.
მზის სხივებისგან დაცვა
დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიცია პრეპარატის გამოყენების დროს. კანი შეიძლება მეტად იყოს მგრძნობიარე მზის მიმართ და გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან წყლულების გაჩენა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი მაღალი დაცვის დონით. მზეზე ყოფნისას, დაიხურეთ ქუდი და ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მკლავებს და ფეხებს. მოერიდეთ გარუჯვას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება პედიატრიაში:
კაპრიფლოქსი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულებში თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
განსაკუთრებული გამოყენების მდგომარეობა:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება შეამციროს კაპრიფლოქსის დოზა და ჩაატაროს სათანადო მონიტორინგი.
დოზირება პაციენტებში ≤ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით (ინფექციის სიმწვავის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება.
ექიმი შეგატყობინებთ კაპრიფლოქსის თერაპიის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კაპრიფლოქსის ეფქტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს, აცნოეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, ძილიანობა და უნებლიე კონვულსიები კუნთებში, ეკგ-ზე QT გახანგრძლივება და გულისრევა.
თუ დაგავიწყდათ კაპრიფლოქსის მიღება
დოზის გამოტოვებისას, მიიღეთ დავიწყებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები კაპრიფლოქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
არ შეწყვიტოთ კაპრიფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და განვითარდეს რეზისტენტობა ბაქტერიის მიმართ.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი),
ალერიგული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
- თუ გაქვთ ეპილეფსია,
- თუ გაქვთ მყესების (სახსრებსა და კუნთებს შორის ) დაჭიმულობა (ტენდონიტი) ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების გამო,
- თუ ხართ ორსულად
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში
- ბავშვებში და მოზარდებში
დაუშვებელია მისი გამოყენება ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის დროს.
კაპრიფლოქსი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
- თუ გაქვთ ფილტვის ძალიან მწვავე ინფექცია ან მწვავე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება მეტად იყოს შესაბამისი),
- თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა და გაქვთ უნებლიე სპაზმების კრუნჩხვები ,
- თუ გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო,
- სისხლიანი ენტერიტის, თხიერი დიარეას დროს გამოწვეული ანტიბიოტიკის ხანგრძლივი მიღებით: მწვავე, მდგრადი და/ან სისხლიანი დიარეას დროს კაპრიფლოქსით მკურნალობისას ან მის შემდეგ, კაპრიფლოქსით მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაინიშნოს შემანარჩუნებელი და/ან სპეციფიური მკურნალობა დაუყოვნებლივ. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა.
- ტკივილის, სიწითლის, მოძრაობის შეზღუდვა მყესებში, რაც იწვევს ანთებას და გაწყვეტას ხანდაზმულებში, კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, იზრდება მყესების გაწყვეტის რისკი. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო გამოკვლევა.
- თუ გაქვთ თიკრმლის უკმარისობა: ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია,
- იშვიათად, შეინიშნება სინათლის მიმართ მგრძნობელობა პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას. კაპრიფლოქსის მიღების დროს ან მისი მიღების შეწყვეტიდან 48 სთ განმავლობაში დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე და ხელოვნურ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ ექსპოზიცია, როგორიცაა სოლარიუმი.
- სუპერინფექცია (მეორადი ინფექციის განვითარება დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამო): სვხა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეზისტენტული ორგანიზმების ზრდა. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი ამის პრევენციისთვის. სუპერინფექციის განვითარებისას, გამოიყენებს მკურნალობის შესაბამის მეთოდებს.
- თუ გავქთ QT ინტრევალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ არითმიას გულზე და უეცარ სიკვდილს): QT ინტერვალის გახანგეძლივება ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა პაციენტებში ფტორქინიოლების მიღებისას, მათ შორის ლევოფლოქსაცინის. სიფრთხილეა საჭირო შემდეგი სახის რისკ -ჯგუფებში:
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (>65 წლის) ან ხართ ქალი
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემა,
- თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს,
- არანამკურნალები ელექტროლიტების დისბალანსი (მაგ. კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეების სისხლში),
- თანდაყოლილი QT სინდრომი (მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია გულზე და უეცარი სიკვდილი),
- გულის მდგომარეობა (გულის უკმარისობა, გულის შეტევის ისტორია, გულის ნელი ცემა),
- პრეპარატების ერთდროული მიღება, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი (მაგ. კლასი IA და III რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, ზოგიერთი დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი, მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზურები),
- თუ გაქვთ ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტი, როგორიცაა გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზა,
- ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე) და ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მომატებული დონეები): თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან პერორალურად მისაღებ პრეპარატებს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს და განვითარდეს კომა ან სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ამის გამო (ექიმმა შეიძლება შეგიმოწმოთ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად),
- თუ გაქვთ პერიფერული ნეიროპათია (ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები - მგრძნობელობის დაკარგვა),
- მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე):
ფტორქინოლონებს აქვთ მოქმედება, რაც ხელს უშლის ნერვ-კუნთოვან გადაცემას და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში. მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში ფტორქინოლონების გამოყენება, ფილტვის უკმარისობა, რაც საჭიროებს ვენტილირებას და პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილი ასოცირდებოდა ფტორქინოლონებთან. მიასთენიით დავადებულ პაციენტებში დაუშვებელია ფტორქინოლონების მიღება.
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება შეინიშნებოდეს პირველი დოზის მიღების შემდგ, რაც იშვიათად პოტენციურად ლეტალურია (სახის და ყელის შეშუპება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
- მწვავე დაავადებები კანზე წყლულებით: კაპრიფლოქსს შეუძლია გამოიწვიოს კანის მწვავე რეაქციები , როგორიცაა სტევენს-ჯონსონის სინდრომი (სისხლიანი წყლულები კანზე და თვალებში, ანთება შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რაც იწვევს კანის დაწყლულებას). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურანლობის გაგრძელებამდე.
- სუიციდური ფიქრები და საშიში საქციელი ძალიან იშვიათად შესაძლებელია ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ მკურნალობა და დაგინიშნოთ სთანადო მკურნალობა.
- თუ გაქვთ ფიზიოლოგიური დარღვევები ან ფსიქოზური დარღვევების ისტორია, გამოიყენეთ კაპრიფლოქსი სიფრთხილით
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება მადის დაქვეითება, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მგრძნობელობა მუცელზე მკურნალობის დროს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი მკურანლობა.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ასეთი გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში.
კაპრიფლოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაპრიფლოქსის აბსორბცია არ ირღვევა საკვებით. შეიძლება მიიღოთ ტაბლეტი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
თუ გჭირდებათ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანტაციდები, რაც აკონტროლებს კუჭის მჟავიანობას ან სუკრალფატის, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან რეფლუქსისთვის ან დიდანოზინს (დიდანოზისნის ფორმულა რომელსაც აქვს ბუფერული ნივთიერებები მოიცავს მაგნიუმს ან ალუმინს მხოლოდ), კაპრიფლოქსი მიიღეთ ორი საათით ადრე მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან მოცემულ პროდუქტებს შეუძლიათ დაარღვიონ კაპრიფლოქსის აბსორბცია).
სიფრთხილის ზომები
ზოგადი გაფრთხილებები
ზოგიერთი სახეობის ბაქტერიისთვის, შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს დროსა და ქვეყნებში. ამ მიზეზით, საჭიროა ადგილობრივი მონაცემები წინააღმდეგობის შესახებ; განსაკუთრებით მძიმე ინფექციების შემთხვევაში ან მკურნალობაზე უპასუხოდ, პათოგენის მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს იზოლაციით და გამოკვლეული იყოს პათოგენის მგრძნობელობის მტკიცებულება. პნევმოკოკური პნევმონიის ყველაზე მძიმე შემთხვევებში კაპრიფლოქსი შეიძლება არ იყოს ოპტიმალური თერაპია. P. aeruginosa-ით გამოწვეული ნოზოკომიური ინფექციები შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპია.
მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus: მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus ძალიან სავარაუდოა, რომ გააჩნდეს ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ ერთობლივი რეზისტენტობა. ამიტომ, ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული დადასტურებული ან საეჭვო MRSA ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლაბორატორიული შედეგები არ ადასტურებს ორგანიზმის მგრძნობელობას ლევოფლოქსაცინის მიმართ.
პაციენტები მიდრეკილნი კრუნჩხვითი კრუნჩხვებისადმი
ისევე როგორც სხვა ქინოლონების შემთხვევაში, კაპროფლოქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ეპილეფსიით ანამნეზში. ის უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი, ან იღებენ ფენბუფენს და ანალოგიურ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან ერთდროულ მკურნალობას აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც აქვეითებენ ცერებრალური კრუნჩხვის ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი (იხ. ნაწილი 4.5).
Clostridium difficile-თან ასოცირებული დაავადება (ფსევდომემბრანული კოლიტი)
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი, კაპრიფლოქსით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ, შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომატიკა. ის ფსევდომემბრანული კოლიტის ყველაზე მძიმე ფორმაა. ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტზე ეჭვის შემთხვევაში, კაპრიფლოქსით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლად დაიწყოს შესაბამისი დამხმარე ან/და სპეციფიური მკურნალობა (მაგ. პერორალური ვანკომიცინი, ტეიკოპლანინი ან მეტრანიდაზოლი). ამ კლინიკურ სიტუაციაში უკუნაჩვენებია პერისტალტიკის ინჰიბირების სამკურნალო საშუალებები.
ტენდინიტი და მყესების რღვევა
ტენდინიტი იშვიათად შეიძლება მოხდეს. ის ყველაზე ხშირად მოიცავს აქილევსის მყესს და შეიძლება გამოიწვიოს მყესის რღვევა. ტენდინიტი და მყესების რღვევა, ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში. ტენდინიტისა და მყესის რღვევის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კორტიკოსტეროიდებს და პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღიურ დოზას 1000 მგ. ამიტომ აუცილებელია ამ პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, თუ მათ ენიშნება კაპროფლოქსი. ყველა პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღენიშნება ტენდინიტის სიმპტომები. თუ საეჭვოა ტენდინიტი, კაპრიფლოქსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაზიანებული მყესისთვის უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (იმობილიზაცია). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაუდებელ ზომებს.
მძიმე ბულოზური რეაქციები: ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია კანის მძიმე ბულოზური რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ კანის და/ან ლორწოვანი გარსების რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები ღვიძლის ფატალურ უკმარისობამდე დაფიქსირდა ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, ძირითადად პაციენტებში მძიმე თანმხლები დაავადებებით, მაგ. სეფსისი (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტებს უნდა ურჩიონ შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის ტკივილი. QT ინტერვალის გახანგრძლივება:
QT ინტერვალის გახანგრძლივება დაფიქსირდა ძალიან იშვიათად პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლევოფლოქსაცინის შემცველ ფტორქინოლონს. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ფტორქინოლონების, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად:
- ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)
- თანდაყოლილი ხანგრძლივი QT სინდრომი
- გულის დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმი. ინფარქტი, ბრადიკარდია) -წამლების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტიკები)
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QTc-ის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციებში ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას. დისგლიკემია
როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, აღწერილია სისხლში გლუკოზის დარღვევები, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით, ჩვეულებრივ დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ მკურნალობას ორალური ჰიპოგლიკემიური აგენტით (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინთან. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ფრთხილად მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.8).
მიასთენია გრავისის გამწვავება:
ფტორქინოლონებს, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, აქვთ ნეირომუსკულური ბლოკირების აქტივობა და შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე მქონე პაციენტებში. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის სიკვდილი და რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროება, დაკავშირებულია ფტორქინოლონის გამოყენებასთან მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. ფტორქინოლონების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიასთენია გრავისის ცნობილი ისტორია.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, კაპრიფლოქსის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. (იხ. ნაწილი 4.2).
ფოტოსენსიბილიზაცია :
მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინით გამოწვეული ფოტოსენსიბილიზაცია იშვიათად შეინიშნება, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ გამოიჩინონ ზედმეტად ძლიერი მზის სხივები ან ხელოვნური UV სხივები (მაგ. მზის ნათურა, სოლარიუმი), მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში. სუპერინფექცია: ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ, განსაკუთრებით გახანგრძლივებულმა, შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. თუ სუპერინფექცია მოხდა, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული.
პაციენტები G-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით: პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას აქტივობის ლატენტური ან ფაქტობრივი დეფექტებით შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი ჰემოლიზური რეაქციებისკენ ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას. ამიტომ ასეთ პაციენტებში ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
პერიფერიული ნეიროპათია
სენსორული ან სენსორმოტორული პერიფერიული ნეიროპათია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, რომელიც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება ნეიროპათიის სიმპტომები.
ინჰალაციური ჯილეხი
გამოყენება ადამიანებში ეფუძნება in vitro Bacillus anthracis მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველებზე ექსპერიმენტულ მონაცემებს და ადამიანებზე შეზღუდულ მონაცემებს. მკურნალმა ექიმებმა უნდა მიმართონ ჯილეხის მკურნალობის შესახებ ეროვნულ და/ან საერთაშორისო კონსენსუს დოკუმენტებს.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
კოაგულაციის ტესტების (PT/INR) შესაძლო გაზრდის გამო და/ან სისხლდენის გამო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაპროფლოქსი-ით K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი), კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი უნდა მოხდეს ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას. (იხ. ნაწილი 4.5).
ფსიქოზური რეაქციები
დაფიქსირდა ფსიქოზური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს პროგრესირებს სუიციდური აზრებისკენ და თვითდასახვის საფრთხემდე ქცევამდე - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთჯერადი დოზის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).
თუ პაციენტს განუვითარდება ეს რეაქციები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი ზომების მიღება. თუ ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქოზურ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია სიფრთხილე.
მხედველობის დაქვეითება
მხედველობის დაქვეითების ან თვალებზე რაიმე ზემოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თვალის სპეციალისტს (იხ. პუნქტები 4.7 და 4.8).
ჩარევა ლაბორატორიულ ტესტებში
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლევოფლოქსაცინით, შარდში ოპიატების განსაზღვრამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები. შეიძლება საჭირო გახდეს ამ შედეგის დადასტურება უფრო კონკრეტული მეთოდით.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურ დიაგნოზში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მაგნიუმის ან ალუმინის ან რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატები, დიდანოზინი რეკომენდებულია ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კათიონების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები ან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი პრეპარატები (მაგ. ანტაციდები). არ უნდა იქნას მიღებული კაპროფლოქსი-ის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.2). კალციუმის მარილები მინიმალურ გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინის პერორალური შეწოვაზე.
სუკრალფატი კაპროფლოქსი-ის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. თუ ორი წამალი უნდა იქნას შეყვანილი ერთად, უმჯობესია სუკრალფატის შეყვანა კაპროფლოქსი-ის მიღებიდან 2 საათის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.2). თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან არ გამოვლენილა. თუმცა ცერებრალური კრუნჩხვის ზღურბლის მკვეთრად დაქვეითება შეიძლება მოხდეს, როდესაც ქინოლონები მიიღება თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა აგენტებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ზღურბლს. ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია იყო დაახლოებით 13%-ით მაღალი ფენბუფენის თანდასწრებით, ვიდრე ცალკე გამოყენებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ლევოფლოქსაცინის ერთდროული შეყვანისას, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ტუბულარული სეკრეციაზე, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პრობენეციდს და ციმეტიდინს ჰქონდათ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლის კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია დაბლოკოს ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეცია. თუმცა, კვლევაში შემოწმებულ დოზებში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს კლინიკური რელევანტური.
ციკლოსპორინი
ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 33%-ით.
K ვიტამინის ანტაგონისტები
გაზრდილი კოაგულაციის ტესტები (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი). ამიტომ, კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით (იხ. ნაწილი 4.4).
წამლები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გახანგრძლივებულ წამლებს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები). (იხილეთ ნაწილი 4.4 QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა შესაბამისი ინფორმაცია
კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში დიგოქსინთან, გლიბენკლამიდთან, რანიტიდინთან და კალციუმის კარბონატთან ერთად. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინი არ ახდენდა გავლენას თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის გამოკვლევის სუბსტრატს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
საკვები
არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან. ამიტომ, კაპროფლოქსი შეიძლება დაინიშნოს საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარტის მიღებამდე.
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ორსულებში.
ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ორსულებში, ვინაიდან მონაცემები არასაკმარისია და ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით ნაჩვენებია წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია არსებობს ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ ადამიანის ან ცხოველის რძეში. ფსიქოქიმიური და მოქმედი ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ჩვილებში რისკი. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაჩვენებია ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, რომ არსებობს წონამატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში .
ავტოტრანსპროტის და მექანიზმების მართვა.
კაპრიფლოქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები როგორიცაა ძილიანობა/თავრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. ლეთარგია, რამაც შეიძლება იმოქმედოს პაციენტის კონცენტრაციასა და პასუხის უნარზე. მსგავსი უნარების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი მდგომარეობებში, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრიფლოქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
კაპრიფლოქსი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი.
გამოყენება სხვა პრეპრატებთან ერთად
- თეოფილინი, პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქების დილატაციას სუნთქვის გასაადვილებლად: კაპრიფლოქსთან ერთად გამოყენებისას მცირდება კრუნჩხვების ზღურბლი თავის ტვინში.
- ფენბუფენის, კეტოპროფენის, იბუპროფენის, ასპირინის და ინდომეტაცინის ან მსგავსი არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას კაპრიფლოქსთან ერთად, მცირდება ტვინში კრუნჩხვების ზღურბლი.
- პოდაგრაში გამოყენებული პრობენეციდი ან ციმეტიდინი კუჭის წყლულის დროს: კაპრიფლოქსის ექსკრეცია ორგანიზმიდან მცირდება.
- სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს) ამცირებს კაპრიფლოქსის აბსორბციას.
- ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც არის იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი, შეიძლება გაიზარდოს.
- K ვიტამინის ანტაგონისტები სისხლის კოაგულაციის პრევენციისთვის (მაგ. ვარფარინი) (მისი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს, შესაძლებელია სისხლდენის რისკი). ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის კოაგულაციის ტესტები.
- გულშზე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები (შეიძლება გამოწივიოს გულის სერიოზული არითმიები)
- კლასი I ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი) და კლასი III ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი)
- დეპრესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი)
- მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)
- ანტიფსიქოზური საშუალებები (გონებრივი დაავადების დროს)
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების დროს)
- შარდის ანალიზში, რომელიც ტარდება ოპიატებზე (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი), შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები,
კაპრიფლოქსის მიღებისას.
სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი არ ცვლიან კაპრიფლოქსის ეფექტს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება შეინიშნებოდეს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კაპრიფლოქსის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
შეწყვიტეთ კაპრიფლოქსის მიღება თუ განვითარდება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (შეიძლება შეინიშნებოდეს <1/10000 პაციენტში):
- კანზე ფართოდ გავრცელებული ქავილი გამონაყარით და ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (ჰიპერმგრძნობელობა- ანაფილაქსია)
უცნობი:
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (კანზე და თვალებში სისხლისნი წყლულები, ანთება შეშუპებით და სიწითლე), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება რომელიც იწვევს კანის დაწყლულებას)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გევრდითი ეფექტები.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპრიფლოქსის მიამართ.
რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (<1/1000, მაგრამ შეიძლება ეფექტები შეინიშნებოდეს >1/1000 პაციენტში)
- მყესების ტკივილი და ანთება. აქილევსის მყესი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული მყესი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
- კუნთებში უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსიები)
უცნობი:
- მადის დაკარგვა, თვალის კაკლის და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი, მუცლის მგრძნობელობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომი, რაც შეიძლება ზოგჯერ იყოს ფატალური.
- მიასთენიის გამწვავება (კუნთები სისუსტის ტიპი)
- არითმია, პალპიტაციები
- ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.
- კუჭის ძლიერი ტკივილი, როოგრიცაა სპაზმები და მაღალი ტემპერატურა მდგრადი, ძლიერი, სისხლიანი დიარეით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული პრობლემების სიმპტომები.
- სახსრების და კუნთების გაწყვეტა, სახსრების ანთება
მოცემული ეფექტები სერიოზულია. შეიძლებ საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგი სახის მოვლენას, აცნობეთ ექიმს:
ხშირი (შეიძლება შეინიშნებოდეს 1/10- პაციენტში):
- გულისრევა, ღებინება, დიარეა
- სისხლძარღვებში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- უძილობა
არახშირი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/100 პაციენტში):
- სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების რეზისტენტობის განვითარება
- ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ძლიერი ოფლიანობა
- კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, მადის დაქვეითება, აირები, ყაბზობა
- თავბრუსხვევა (ვერტიგო)
- შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა
- ძილიანობა, კანკალი, გემოს შეგრძნების დაკარგვა
- ქოშინი (დისპნოე)
- ტკივილი სახსრებში ან კუნთებში
- მოულოდნელი შედეგები შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის ანალიზებში ღვიძლის და თირკმლის პრობლემის გამო (იზრდება ბილირუბინი, კრეატინინი). მცირდება სისხლის თეთრი ურჯრედების რაოდენობა (ლეიკოპენია).
- ძლიერი დაღლილობა
იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/1000 პაციენტში):
- სისხლში შაქრის შემცირება, მდგომარეობა მნიშვნელოვანია დიაბეტიკებში და შეიძლება გამოწივიოს კომა.
- გონებრივი დაავადება, მოუსვენრობა, დეპრესია, რასაც შეიძლება თან ახლდეს მხედველობის და სმენის ჰალუცინაციები, პარანოია
- უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები
- მხედველობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის ბუნდოვანება
- ტინიტუსი
- კუნთების სისუსტე. მოცემული სიტუაცია მნიშვნელოვანია მიასთენიით დაავადებულებში (იშვიათი მდგომარეობა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით).
- დაბალი არტერიული წნევა
- სწრაფი გულსიცემა, პალპიტაციები
- ადვილად სისლხდენა ან სისხლჩაქცევა სისხლში თრომბოციტების შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
- სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)
- ცხელება
- თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის უკმარისობვა თირკმლის ალერგიული რეაქციების გამო, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი
ძალიან იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდა 1/10000 პაციენტში):
- პორფირიის შეტევები (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
უცნობი:
- კომა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო
- სისხლში შაქრის შემცველობის მომატება
- თვითდაზიანება, მათ შორის სუიციდური ფიქრები და სუიციდის მცდელობა
- გემოს შეგრძნების დაკარგვა
- ყნოსვის დარღვევა, მათ შორის ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
- გულის წასვლა (სინკოპე), ბენინგის ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (წნევის მომატება თავში)
- სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა
- მხედველობის გარდამავალი დაკარგვა
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სიხვების მიმართ (სინათლის მიმართ მგრძნობელობა)
- სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია) ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)
კანი შეიძლება გახდეს ფერმკრთალი და ყვითელი სისხლის წითელი უჯრედების დაიზანების გამო და შემცირდეს სისხლის ნებისმიერი უჯრედი. ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნა შეიძლება შეინიშნებოდეს.
- პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
- შეიძლება განვითარდეს იმუნიტეტის ძლიერი პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
- პრობლემები მოძრაობის და სიარულის დროს (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
- პნევმონია ალერგიული რეაქციების გამო
- ვენებში კოაგულაცია ალერგიული რეაქციების გამო
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ტკივილი (ზურგის, გლუმკერდის, მკლავების და ფეხების).
ეს არის კაპრიფლოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
ცხოველებში ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის მწვავე ჭარბი დოზირების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და კრუნჩხვითი კრუნჩხვები. ცნს-ის ეფექტები, მათ შორის დაბნეული მდგომარეობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში. კუჭ-ნაწლავის რეაქციები არის გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზია.
QT ინტერვალის ზრდა დაფიქსირდა კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, რომლებიც ჩატარებული იყო სუპრათერაპიული დოზებით.
მკურნალობა:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ფრთხილად მონიტორინგი, უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. ანტაციდები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD, არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან მოსაშორებლად. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
წამლის ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი 500 მგ (ექვივალენტურია 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი)
დამხმარე ნივთიერებები:
ლეციტინი (სოია) 1,05 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.
შენახვის პირობები
კაპრიფლოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25℃ მდე ოთახის ტემპერატურაზე
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე წუნის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი შეგროვებით სისტემას, რომელიც დადგენილია ურბანიზმის და განვითარების სამინისტროს მიერ.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჯ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბოლი
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები - ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული აგენტი და არის ოფლოქსაცინის რაცემული სამკურნალწამლო ნივთიერების S (-) ენაანტიომერი.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზაზე IV.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
შემდეგ პათოგენებში ლევოფლოქსაცინი ეფექტურია in vitro:
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis*, Enterecoccus spp, Listeria monocytogenes, კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp (მგრძნობიარე მეთიცილინის), Staphylococcus aureus (methicillin*pilocussusceptible) lococcus saprophyticus, ჯგუფი C და G სტრეპტოკოკები, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae (პენიცილინებისადმი მგრძნობიარე / შუალედში რეზისტენტული/რეზისტენტული)*, Streptococcus pyogenes*, Viridans streptococci (პენიცილინების მიმართ რეზისტენტული/მგრძნობიარე) აერობული გრამ უარყოფითი Actinobaccillus actinomycetemcomitans, Citrobacter freundii* , Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Enterobacter spp, Escherichia coli*, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae* (ამპიცილინისადმი მგრძნობიარე / რეზისტენტული*, პრაბაცილიელეიელა, პრააბაცილელემი, ჰაემოფილინი, ჰემოფილური რეზისტენტული*, ჰაემოფილინი, ჰაემოფილინი, ჰემოფილები ოქსიტოკა, Klebsiella pneumoniae*, Klebsiella spp , Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა-დადებითი / ბეტა-ლაქტამაზა-უარყოფითი)*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას წარმომქმნელი და არაპენიცილინაზას წარმომქმნელი), Neisseria meningitidis, Pasteurella speurella canis, Pasteurella sp. , Proteus mirabilis*, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia spp, Pseudomonas aeruginosa**, Pseudomonas spp, Salmonella spp, Serratia marcescens*, Serratia spp. ანაერობული: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp, Clostridium perfringens, Fusobacterium spp, Peptostreptococcus, Propionibacterium spp, Veillonella spp სხვა: Bartonella spp, Chlamydia pneumoniae*, Chlamydia psittaci, Chlamydia psittachoma, Chlamyneophonellap. bacterium spp, Mycobacterium leprae, Mycobacterium ტუბერკულოზი, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae*, Rickettsia spp, Ureaplasma urealyticum.
საშუალოდ მგრძნობიარე სახეობები:
აერობული გრამდადებითი: Corynebacterium urealyticum, Corynebacterium xerosis, Enterococcus faecium, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-რეზისტენტული), Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინ-რეზისტენტული). აერობული გრამდადებითი: Campylobacter jejuni/coli
ანაერობული: Clostridium difficile, Prevotella spp და Porphyromonas spp.
რეზისტენტული მიკროორგანიზმები:
აერობული გრამდადებითი: Corynebacterium jeikeium, Staphylococcus coagulase უარყოფითი მეთიონინი-R, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული) აერობული გრამდადებითი: Alcaligenes xylosoxidans ანაერობული: Bacteriodes thetaiotaomicron სხვა: Mycobacterium av.
- კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში.
- * P. aeruginosa-ით გამოწვეული ნოზოკომიური ინფექციები შესაძლოა საჭიროებდეს კომბინირებულ თერაპიას.
წინააღმდეგობის მექანიზმ(ებ)ი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა მიიღწევა ეტაპობრივი პროცესით სამიზნე უბნის მუტაციებით ორივე ტიპის II ტოპოიზომერაზაში, დნმ გირაზასა და ტოპოიზომერაზას IV-ში. სხვა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირად Pseudomonas aeruginosa-ში) და გადინების მექანიზმებმა შეიძლება ასევე იმოქმედოს ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
შეინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ზოგადად არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა.
შესვენების წერტილები
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი (EUCAST) რეკომენდაციას უწევს ლევოფლოქსაცინის MIC წყვეტის წერტილებს, რომლებიც გამოყოფენ მგრძნობიარეს საშუალოდ მგრძნობიარე და რეზისტენტული ორგანიზმებისგან საშუალოდ მგრძნობიარეს, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში MIC ტესტირებისთვის (მგ/ლ).
EUCAST კლინიკური MIC შესვენების წერტილები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01):სგან საშუალოდ მგრძნობიარეს, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში MIC ტესტირებისთვის (მგ/ლ).
EUCAST კლინიკური MIC შესვენების წერტილები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01):
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
ენტერობაქტერიები
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
Pseudomonas spp.
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
Acinetobacter spp.
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
Staphylococcus spp.
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
S.pneumoniae 1
≤2 მგ/ლ1
>2 მგ/1
Streptococcus A,B,C,G
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
H.influenzae2, 3
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
M.catarrhalis 3
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
სახეობებთან დაკავშირებული წყვეტის წერტილები4
≤1 მგ/ლ1
>2 მგ/1
- ლევოფლოქსაცინის შეწყვეტის წერტილები დაკავშირებულია მაღალი დოზებით თერაპიასთან.
- შეიძლება მოხდეს ფტორქინოლონის დაბალი დონის რეზისტენტობა (ციპროფლოქსაცინის MIC 0,12-0,5 მგ/ლ), მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ რეზისტენტობას კლინიკური მნიშვნელობა აქვს H. Influenzae-ით სასუნთქი გზების ინფექციებში.
- შტამები, რომლებსაც აქვთ MIC მნიშვნელობები მგრძნობიარე გარღვევის წერტილზე ზემოთ, ძალიან იშვიათია ან ჯერ არ არის მოხსენებული. იდენტიფიკაციისა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტები ნებისმიერ ასეთ იზოლატზე უნდა განმეორდეს და თუ შედეგი დადასტურდა, იზოლაცია უნდა გაიგზავნოს საცნობარო ლაბორატორიაში. სანამ არ იქნება მტკიცებულება კლინიკური პასუხის შესახებ დადასტურებულ იზოლატებზე MIC-ით მიმდინარე რეზისტენტულ გარღვევის წერტილზე მეტი, ისინი უნდა იყოს მოხსენებული რეზისტენტული.
- შესვენების წერტილები ვრცელდება პერორალურ დოზაზე 500 მგ x 1-დან 500 მგ x 2-მდე და ინტრავენურად 500 მგ x 1-დან 500 მგ x 2-მდე.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია:
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევით 1 საათის განმავლობაში.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 100%.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
დისტრიბუცია:
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილას.
ლევოფლოქსაცინის განმეორებითი 500 მგ დღიური დოზების შემდეგ დაფიქსირდა უმნიშვნელო დაგროვება. მცირე დაგროვებაა 500 მგ დღეში ორჯერ მიღების შემდეგ.
ქსოვილებში და სხეულის სითხეებში შეღწევა:
შეღწევა ბრონქების ლორწოვანში, ეპითელიუმის ლორწოვან სითხეში და ალვეოლურ მაკროფაგებში 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია ბრონქების ლორწოვან გარსში და ეპითელიუმის ლორწოვან სითხეში იყო შესაბამისად 8,3 μ/მლ და 10,9 μ/მლ, ხოლო პლაზმაში შეღწევადობის სიჩქარე ლორწოვანიდან და ეპითელიუმის ლორწოვანი გარსიდან იყო 1,1-1,8 და. 0,8-3, შესაბამისად. ეს დონეები მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 ან 4 საათის შემდეგ, შესაბამისად. საშუალო კონცენტრაცია ეპითელური ლორწოვან სითხეში 500 მგ და 750 მგ პერორალური მიღების შემდეგ ბოლო მიღებიდან 5 დღის და 4 საათის განმავლობაში იყო 9,94 μ/მლ და 22,12 μ/მლ, შესაბამისად. ალვეოლური მაკროფაგები იყო 97,9 μ/მლ და 105,1 μ/მლ, შესაბამისად.
შეღწევა ფილტვის ქსოვილში
500 მგ დოზით მიღების შემდეგ. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია ფილტვის ქსოვილში იყო 11,3 μ/გ და ის ამ დონემდე გაიზარდა მიღებიდან 4-6 საათის განმავლობაში და ლევოფლოქსაცინის განაწილების სიჩქარე ფილტვის ქსოვილიდან პლაზმაში იყო 2-5.
შეღწევა ბლისტერულ სითხეში
3 დღის განმავლობაში, 500 მგ დოზის ერთხელ ან ორჯერ დღეში 2-4 საათის განმავლობაში, ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია 4.0 და 6.7 μ/მლ მიიღწევა შესაბამისად ბლისტერულ სითხეში და ბლისტერული სითხე/პლაზმაში თანაფარდობა იყო დაახლოებით 1.
შეღწევა ძვლოვან ქსოვილში
0,1-დან 3-მდე შეღწევადობის სიჩქარით, ლევოფლოქსაცინი კარგად აღწევს პროქსიმალური და დისტალური ბარძაყის ქერქის და სპონგიურ ქსოვილებში. 500 მგ დოზის შემდეგ, ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია სპონგიოს პროქსიმალურ ბარძაყის ღრუში არის დაახლოებით 15,1 μ/გ მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში
ლევოფლოქსაცინის შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში დაბალია.
პროსტატის ქსოვილში შეღწევა
500 მგ ლევოფლოქსაცინის პერორალური მიღების შემდეგ 3-ჯერ დღეში, კონცენტრაცია პროსტატის ქსოვილში იყო 8,7 μ/გ საშუალოდ 2 საათის შემდეგ, ხოლო პროსტატის/პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია იყო 1,84.
შარდის კონცენტრაცია
150 მგ, 300 მგ ან 500 მგ პერორალური ერთჯერადი დოზის შემდეგ, ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია შარდში არის 44 მგ/ლ, 91 მგ/ლ და 200 მგ/ლ, შესაბამისად.
ბიოტრანსფორმაცია:
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის <5%-ს და გამოიყოფა შარდით. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის იზომერულ ინვერსიას.
აღმოფხვრა:
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, იგი გამოიყოფა პლაზმიდან შედარებით ნელა (t½: 6-8 სთ). გამოიყოფა ძირითადად თირკმლის გზით (შეყვანილი დოზის >85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო აშკარა მთლიანი სხეულის კლირენსი 700 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 175 ± 29.2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის საშუალო აშკარა მთლიანი სხეულის კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 143 ± 29.1 მლ/წთ.
არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერორალური და ინტრავენური მარშრუტები ურთიერთშემცვლელია
ხაზოვნება / არახაზოვნება:
ლევოფლოქსაცინი ემორჩილება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 150-დან 600 მგ-მდე დიაპაზონში.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობით. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით, თირკმელების ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
Clcr [მლ/წთ] <20 20-49 50-80
ClR [მლ/წთ] 13 26 57
t1/2 [სთ] 35 27 9
ხანდაზმულები:
არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის კინეტიკაში ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის, გარდა იმ განსხვავებებისა, რომლებიც დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსში.
გენდერული განსხვავებები:
მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტების ცალკეულმა ანალიზმა აჩვენა მცირე და ზღვრული სქესის განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკური რელევანტურია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
კაპრიფლოქსი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- პრეპარატის ნივთიერება: 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი ექვივალენტური 500მგ ლევოფლოქსაცინის, მათ შორის გარსით დაფარულ ტაბლეტში.
- დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა (E464), კროსპოვიდონი, სილიციუმი, კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილის სპირტი, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი (E1521), ლეციტინი (სოიო) (E322), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
- მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
- დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.
აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:
რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის მიღებამდე
როგორ უნდა მიიღოთ კაპრიფლოქსი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ უნდა შეინახოთ კაპრიფლოქსი
სათაურები მოცემულია.
რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოცემულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი ყუთში, თითოეული შეიცავს 500გ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტები გაყოფილია ხაზით დოზის ადვილად კორექციისთვის. კაპრიფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია ბაქტერიის მიმართ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ფტორქინოლონები. იგი ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და რეპროდუქციას და შლის მას. კაპრიფლოქსი გამოიყენება ინფექციების მკურნალობაში, რომელიც გამოწვეულია მოცემული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კაპრიფლოქსი, ვინაიდან გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
- სახის ძვლებში ჰაერით შევსებული სივრცეების მწვავე ანთება, გამოწვეული ბაქტერიებით (სინუსიტი)
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- თირკმლის და საშარდე გზების გართულებული იფნექციები, მათ შორის საშარდე გზების და თირკმელების (პიელონეფრიტი)
- პროსტატის ინფექცია
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: აბსცესი, ცელულიტი, იმპეტიგო (თანდაყოლილი, ზედაპირული, მიკრობული ინფექცია კანის), პიოდემა (კანის პიოგენური ინფექცია) და კანის და კანის დანამატების ინფექციები გართულებების გარეშე, გამოწვეული ჭრილობის დაინფიცირებით
- ციმბირის წყლულის მიმართ ექსპოზიცია ჰაერწვეთოვანი გზით.
რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი შემდეგ მდგომარეობებში
- თუ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი),
ალერიგული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
- თუ გაქვთ ეპილეფსია,
- თუ გაქვთ მყესების (სახსრებსა და კუნთებს შორის ) დაჭიმულობა (ტენდონიტი) ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების გამო,
- თუ ხართ ორსულად
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში
- ბავშვებში და მოზარდებში
დაუშვებელია მისი გამოყენება ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის დროს.
კაპრიფლოქსი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
- თუ გაქვთ ფილტვის ძალიან მწვავე ინფექცია ან მწვავე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება მეტად იყოს შესაბამისი),
- თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა და გაქვთ უნებლიე სპაზმების კრუნჩხვები ,
- თუ გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო,
- სისხლიანი ენტერიტის, თხიერი დიარეას დროს გამოწვეული ანტიბიოტიკის ხანგრძლივი მიღებით: მწვავე, მდგრადი და/ან სისხლიანი დიარეას დროს კაპრიფლოქსით მკურნალობისას ან მის შემდეგ, კაპრიფლოქსით მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაინიშნოს შემანარჩუნებელი და/ან სპეციფიური მკურნალობა დაუყოვნებლივ. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა.
- ტკივილის, სიწითლის, მოძრაობის შეზღუდვა მყესებში, რაც იწვევს ანთებას და გაწყვეტას ხანდაზმულებში, კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, იზრდება მყესების გაწყვეტის რისკი. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო გამოკვლევა.
- თუ გაქვთ თიკრმლის უკმარისობა: ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია,
- იშვიათად, შეინიშნება სინათლის მიმართ მგრძნობელობა პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას. კაპრიფლოქსის მიღების დროს ან მისი მიღების შეწყვეტიდან 48 სთ განმავლობაში დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე და ხელოვნურ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ ექსპოზიცია, როგორიცაა სოლარიუმი.
- სუპერინფექცია (მეორადი ინფექციის განვითარება დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამო): სვხა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეზისტენტული ორგანიზმების ზრდა. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი ამის პრევენციისთვის. სუპერინფექციის განვითარებისას, გამოიყენებს მკურნალობის შესაბამის მეთოდებს.
- თუ გავქთ QT ინტრევალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ არითმიას გულზე და უეცარ სიკვდილს): QT ინტერვალის გახანგეძლივება ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა პაციენტებში ფტორქინიოლების მიღებისას, მათ შორის ლევოფლოქსაცინის. სიფრთხილეა საჭირო შემდეგი სახის რისკ -ჯგუფებში:
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (>65 წლის) ან ხართ ქალი
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემა,
- თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს,
- არანამკურნალები ელექტროლიტების დისბალანსი (მაგ. კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეების სისხლში),
- თანდაყოლილი QT სინდრომი (მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია გულზე და უეცარი სიკვდილი),
- გულის მდგომარეობა (გულის უკმარისობა, გულის შეტევის ისტორია, გულის ნელი ცემა),
- პრეპარატების ერთდროული მიღება, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი (მაგ. კლასი IA და III რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, ზოგიერთი დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი, მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზურები),
- თუ გაქვთ ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტი, როგორიცაა გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზა,
- ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე) და ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მომატებული დონეები): თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან პერორალურად მისაღებ პრეპარატებს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს და განვითარდეს კომა ან სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ამის გამო (ექიმმა შეიძლება შეგიმოწმოთ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად),
- თუ გაქვთ პერიფერული ნეიროპათია (ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები - მგრძნობელობის დაკარგვა),
- მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე):
ფტორქინოლონებს აქვთ მოქმედება, რაც ხელს უშლის ნერვ-კუნთოვან გადაცემას და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში. მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში ფტორქინოლონების გამოყენება, ფილტვის უკმარისობა, რაც საჭიროებს ვენტილირებას და პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილი ასოცირდებოდა ფტორქინოლონებთან. მიასთენიით დავადებულ პაციენტებში დაუშვებელია ფტორქინოლონების მიღება.
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება შეინიშნებოდეს პირველი დოზის მიღების შემდგ, რაც იშვიათად პოტენციურად ლეტალურია (სახის და ყელის შეშუპება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
- მწვავე დაავადებები კანზე წყლულებით: კაპრიფლოქსს შეუძლია გამოიწვიოს კანის მწვავე რეაქციები , როგორიცაა სტევენს-ჯონსონის სინდრომი (სისხლიანი წყლულები კანზე და თვალებში, ანთება შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რაც იწვევს კანის დაწყლულებას). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურანლობის გაგრძელებამდე.
- სუიციდური ფიქრები და საშიში საქციელი ძალიან იშვიათად შესაძლებელია ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ მკურნალობა და დაგინიშნოთ სთანადო მკურნალობა.
- თუ გაქვთ ფიზიოლოგიური დარღვევები ან ფსიქოზური დარღვევების ისტორია, გამოიყენეთ კაპრიფლოქსი სიფრთხილით
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება მადის დაქვეითება, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მგრძნობელობა მუცელზე მკურნალობის დროს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი მკურანლობა.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ასეთი გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში.
კაპრიფლოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაპრიფლოქსის აბსორბცია არ ირღვევა საკვებით. შეიძლება მიიღოთ ტაბლეტი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
თუ გჭირდებათ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანტაციდები, რაც აკონტროლებს კუჭის მჟავიანობას ან სუკრალფატის, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან რეფლუქსისთვის ან დიდანოზინს (დიდანოზისნის ფორმულა რომელსაც აქვს ბუფერული ნივთიერებები მოიცავს მაგნიუმს ან ალუმინს მხოლოდ), კაპრიფლოქსი მიიღეთ ორი საათით ადრე მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან მოცემულ პროდუქტებს შეუძლიათ დაარღვიონ კაპრიფლოქსის აბსორბცია).
ორსულობა
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარტის მიღებამდე.
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ორსულებში.
ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ორსულებში, ვინაიდან მონაცემები არასაკმარისია და ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით ნაჩვენებია წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია არსებობს ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ ადამიანის ან ცხოველის რძეში. ფსიქოქიმიური და მოქმედი ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ჩვილებში რისკი. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაჩვენებია ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, რომ არსებობს წონამატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში .
ავტოტრანსპროტის და მექანიზმების მართვა.
კაპრიფლოქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები როგორიცაა ძილიანობა/თავრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. ლეთარგია, რამაც შეიძლება იმოქმედოს პაციენტის კონცენტრაციასა და პასუხის უნარზე. მსგავსი უნარების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი მდგომარეობებში, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრიფლოქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
კაპრიფლოქსი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი.
გამოყენება სხვა პრეპრატებთან ერთად
- თეოფილინი, პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქების დილატაციას სუნთქვის გასაადვილებლად: კაპრიფლოქსთან ერთად გამოყენებისას მცირდება კრუნჩხვების ზღურბლი თავის ტვინში.
- ფენბუფენის, კეტოპროფენის, იბუპროფენის, ასპირინის და ინდომეტაცინის ან მსგავსი არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას კაპრიფლოქსთან ერთად, მცირდება ტვინში კრუნჩხვების ზღურბლი.
- პოდაგრაში გამოყენებული პრობენეციდი ან ციმეტიდინი კუჭის წყლულის დროს: კაპრიფლოქსის ექსკრეცია ორგანიზმიდან მცირდება.
- სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს) ამცირებს კაპრიფლოქსის აბსორბციას.
- ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც არის იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი, შეიძლება გაიზარდოს.
- K ვიტამინის ანტაგონისტები სისხლის კოაგულაციის პრევენციისთვის (მაგ. ვარფარინი) (მისი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს, შესაძლებელია სისხლდენის რისკი). ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის კოაგულაციის ტესტები.
- გულშზე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები (შეიძლება გამოწივიოს გულის სერიოზული არითმიები)
- კლასი I ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი) და კლასი III ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი)
- დეპრესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი)
- მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)
- ანტიფსიქოზური საშუალებები (გონებრივი დაავადების დროს)
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების დროს)
- შარდის ანალიზში, რომელიც ტარდება ოპიატებზე (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი), შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები,
კაპრიფლოქსის მიღებისას.
სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი არ ცვლიან კაპრიფლოქსის ეფექტს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს.
როგორ გამოვიყენოთ კაპრიფლოქსი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზირების ინტერვალების შესახებ:
ექიმი გაცნობებთ როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
კაპრიფლოქსი გამოიყენება მოზრდილებში.
კაპრიფლოქსი ინიშნება დღეში ორჯერ ან ერთხელ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე და გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობელობაზე.
კაპრიფლოქსის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:
შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ
დღიური დოზა ინფექციის სიმწვავის მიხედვით)
მკურნალობის პერიოდი
მწვავე სინუსიტი (ჰაერით სავსე სივრცეების ანთება სახის ძვლებში)
500 მგ დღეში ერთხელ
10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება )
250 მგ - 500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
პიელონეფრიტი (საშარდე გზების და თირკმელების ანეთება)
500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ
7-14 დღე
კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები
250 მგ დღეში ერთხელ ან 500მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება)
500 მგ დღეში ერთხელ
28 დღე
ჰაერ-წვეთოვანი გზით ციმბირული წყლულთის მიმართ ექსპოზიცია
500 მგ დღეში ერთხელ
8 კვირა
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). ზოგადად ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 48-72 სთ პაციენტში ცხელების შემცირების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მიღებულია ინფექციის განკურნების შესახებ დასტური.
მიღების გზა და მეთოდი
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ სითხის სათანადო რაოდენობის მიყოლებით გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის გარეშე. ტაბლეტი შეგიძლიათ გადატეხოთ გამყოფ ხაზზე დოზის კორექციისთვის. კაპრიფლოქსის გამოყენება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან ორ კვებას შორის შუალედში.
კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა მოხდეს რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან შემდეგ, ვინაიდან მისი აბსორბცია შეიძლება შემცირდეს.
მზის სხივებისგან დაცვა
დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიცია პრეპარატის გამოყენების დროს. კანი შეიძლება მეტად იყოს მგრძნობიარე მზის მიმართ და გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან წყლულების გაჩენა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი მაღალი დაცვის დონით. მზეზე ყოფნისას, დაიხურეთ ქუდი და ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მკლავებს და ფეხებს. მოერიდეთ გარუჯვას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება პედიატრიაში:
კაპრიფლოქსი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულებში თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
განსაკუთრებული გამოყენების მდგომარეობა:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება შეამციროს კაპრიფლოქსის დოზა და ჩაატაროს სათანადო მონიტორინგი.
დოზირება პაციენტებში ≤ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით (ინფექციის სიმწვავის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება.
ექიმი შეგატყობინებთ კაპრიფლოქსის თერაპიის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კაპრიფლოქსის ეფქტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს, აცნოეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, ძილიანობა და უნებლიე კონვულსიები კუნთებში, ეკგ-ზე QT გახანგრძლივება და გულისრევა.
თუ დაგავიწყდათ კაპრიფლოქსის მიღება
დოზის გამოტოვებისას, მიიღეთ დავიწყებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები კაპრიფლოქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
არ შეწყვიტოთ კაპრიფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და განვითარდეს რეზისტენტობა ბაქტერიის მიმართ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება შეინიშნებოდეს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კაპრიფლოქსის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
შეწყვიტეთ კაპრიფლოქსის მიღება თუ განვითარდება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (შეიძლება შეინიშნებოდეს <1/10000 პაციენტში):
- კანზე ფართოდ გავრცელებული ქავილი გამონაყარით და ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (ჰიპერმგრძნობელობა- ანაფილაქსია)
უცნობი:
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (კანზე და თვალებში სისხლისნი წყლულები, ანთება შეშუპებით და სიწითლე), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება რომელიც იწვევს კანის დაწყლულებას)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გევრდითი ეფექტები.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპრიფლოქსის მიამართ.
რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (<1/1000, მაგრამ შეიძლება ეფექტები შეინიშნებოდეს >1/1000 პაციენტში)
- მყესების ტკივილი და ანთება. აქილევსის მყესი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული მყესი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
- კუნთებში უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსიები)
უცნობი:
- მადის დაკარგვა, თვალის კაკლის და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი, მუცლის მგრძნობელობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომი, რაც შეიძლება ზოგჯერ იყოს ფატალური.
- მიასთენიის გამწვავება (კუნთები სისუსტის ტიპი)
- არითმია, პალპიტაციები
- ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.
- კუჭის ძლიერი ტკივილი, როოგრიცაა სპაზმები და მაღალი ტემპერატურა მდგრადი, ძლიერი, სისხლიანი დიარეით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული პრობლემების სიმპტომები.
- სახსრების და კუნთების გაწყვეტა, სახსრების ანთება
მოცემული ეფექტები სერიოზულია. შეიძლებ საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგი სახის მოვლენას, აცნობეთ ექიმს:
ხშირი (შეიძლება შეინიშნებოდეს 1/10- პაციენტში):
- გულისრევა, ღებინება, დიარეა
- სისხლძარღვებში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- უძილობა
არახშირი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/100 პაციენტში):
- სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების რეზისტენტობის განვითარება
- ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ძლიერი ოფლიანობა
- კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, მადის დაქვეითება, აირები, ყაბზობა
- თავბრუსხვევა (ვერტიგო)
- შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა
- ძილიანობა, კანკალი, გემოს შეგრძნების დაკარგვა
- ქოშინი (დისპნოე)
- ტკივილი სახსრებში ან კუნთებში
- მოულოდნელი შედეგები შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის ანალიზებში ღვიძლის და თირკმლის პრობლემის გამო (იზრდება ბილირუბინი, კრეატინინი). მცირდება სისხლის თეთრი ურჯრედების რაოდენობა (ლეიკოპენია).
- ძლიერი დაღლილობა
იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/1000 პაციენტში):
- სისხლში შაქრის შემცირება, მდგომარეობა მნიშვნელოვანია დიაბეტიკებში და შეიძლება გამოწივიოს კომა.
- გონებრივი დაავადება, მოუსვენრობა, დეპრესია, რასაც შეიძლება თან ახლდეს მხედველობის და სმენის ჰალუცინაციები, პარანოია
- უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები
- მხედველობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის ბუნდოვანება
- ტინიტუსი
- კუნთების სისუსტე. მოცემული სიტუაცია მნიშვნელოვანია მიასთენიით დაავადებულებში (იშვიათი მდგომარეობა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით).
- დაბალი არტერიული წნევა
- სწრაფი გულსიცემა, პალპიტაციები
- ადვილად სისლხდენა ან სისხლჩაქცევა სისხლში თრომბოციტების შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
- სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)
- ცხელება
- თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის უკმარისობვა თირკმლის ალერგიული რეაქციების გამო, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი
ძალიან იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდა 1/10000 პაციენტში):
- პორფირიის შეტევები (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
უცნობი:
- კომა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო
- სისხლში შაქრის შემცველობის მომატება
- თვითდაზიანება, მათ შორის სუიციდური ფიქრები და სუიციდის მცდელობა
- გემოს შეგრძნების დაკარგვა
- ყნოსვის დარღვევა, მათ შორის ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
- გულის წასვლა (სინკოპე), ბენინგის ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (წნევის მომატება თავში)
- სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა
- მხედველობის გარდამავალი დაკარგვა
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სიხვების მიმართ (სინათლის მიმართ მგრძნობელობა)
- სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია) ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)
კანი შეიძლება გახდეს ფერმკრთალი და ყვითელი სისხლის წითელი უჯრედების დაიზანების გამო და შემცირდეს სისხლის ნებისმიერი უჯრედი. ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნა შეიძლება შეინიშნებოდეს.
- პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
- შეიძლება განვითარდეს იმუნიტეტის ძლიერი პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
- პრობლემები მოძრაობის და სიარულის დროს (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
- პნევმონია ალერგიული რეაქციების გამო
- ვენებში კოაგულაცია ალერგიული რეაქციების გამო
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ტკივილი (ზურგის, გლუმკერდის, მკლავების და ფეხების).
ეს არის კაპრიფლოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ კაპრიფლოქსი
კაპრიფლოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25℃ მდე ოთახის ტემპერატურაზე
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე წუნის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი შეგროვებით სისტემას, რომელიც დადგენილია ურბანიზმის და განვითარების სამინისტროს მიერ.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჯ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბოლი
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
მწარმოებელი:
ბიოფარმა ილაჯ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბოლი
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია 17.12.2015.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


