ვალმოქსი P
Valmox P
ვალმოქსი P ნაჩვენებია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1): მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პარაგრაფი 4.4); ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიპროპილენის ჩანთა №1
- მწარმოებელი
- Polifarma Ilac San. Ve Tic. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044388
- რეგისტრირებულია
- 25 ნოემბერი 2025, მოქმედებს 25 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Polifarma Ilac San. Ve Tic. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვალმოქსი P — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვალმოქსი P ნაჩვენებია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1):
მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პარაგრაფი 4.4);
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და სამკურნალო თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.4);
შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ ვალმოქსი P მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალოდ ზოგადად რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ ითვლება მიზანშეწონილად:
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია;
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებისა და პათოგენების ადგილობრივი მგრძნობელობის შესახებ ოფიციალური ეროვნული სახელმძღვანელოები.
მიღების წესი და დოზირება
ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინფუზიით (ინფუზია მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში) დღეში ერთხელ ან ორჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე აქტიური პათოგენის მგრძნობელობაზე. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შესაძლებელია პერორალურ მიღებაზე გადასვლა საწყისი ინტრავენური შეყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ერთი და იგივე დოზირების გამოყენება.
დოზირება:
მოზრდილებში რეკომენდებულია ვალმოქსი P-ის შემდეგი დოზები:
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ)
გამოყენება
დღიური დოზა
(ინფექციის სიმძიმის მიხედვით)
მკურნალობის ხანგრძლივობა
(ინფექციის სიმძიმის მიხედვით)1
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
თირკმლის და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ
7-14 დღე
პროსტატიტი
500 მგ დღეში ერთხელ
28 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
ინჰალაციური ჯილეხი
500 მგ დღეში ერთხელ
8 კვირა
1 მკურნალობის კურსი მოიცავს ინტრავენურ და პერორალურ თერაპიას. ინტრავენურიდან პერორალურ თერაპიაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ჩვეულებრივ 2-დან 4 დღემდეა.
შეყვანის წესი:
ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიით. შეყვანა შესაძლებელია დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს 60 წუთი 500 მგ ვალმოქსი P-ის ხსნარისთვის (იხ. პარაგრაფი 4.4). პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია საწყისი ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლა იმავე დოზით რამდენიმე დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ვალმოქსი P (ლევოფლოქსაცინი) არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინის ან ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარის რომელიმე ინგრედიენტის ან ფტორქინოლონების ჯგუფის ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა.
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების გაწყვეტა;
ბავშვებში ან მოზარდებში;
ორსულობის დროს;
მეძუძურ ქალებში.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი გაფრთხილებები
სერიოზული პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ ინვალიდობას, მათ შორის ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა, პერიფერიული ნეიროპათია და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
ფტორქინოლონები, მათ შორის ვალმოქსი P, დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ინვალიდობა და არიან პოტენციურად შეუქცევადი. ძვალ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ ხშირია გვერდითი მოვლენები (როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, მყესების შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტა ან დაბუჟება, კიდურების დაბუჟება, მიალგია, კუნთების სისუსტე, ართრალგია, სახსრების შეშუპება), ართრალგია, მიალგია, პერიფერიული ნეიროპათია და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ჰალუცინაციები, შფოთვა, დეპრესია, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, უძილობა, ძლიერი თავის ტკივილი და დაბნეულობა) (იხ. პარაგრაფი 4.8).
ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ვალმოქსი P-ის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ან წინასწარი რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებს განუვითარდათ ეს გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ვალმოქსი P-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ფტორქინოლონების, მათ შორის ვალმოქსი P-ის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენა.
რეზისტენტობის რისკები
მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus (MDSA):
მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus დიდი ალბათობით გამოავლენს რეზისტენტობას ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის გამოყენება ცნობილი ან საეჭვო MDSA ინფექციების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული, თუ ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ არ დადასტურდება ლაბორატორიული ტესტირებით (და ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ზოგადად რეკომენდებულია MDSA ინფექციების სამკურნალოდ, არ არის მიზანშეწონილი).
საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენის, E. Coli-ის რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ ევროკავშირის ფარგლებში განსხვავებულია. ექიმებს ურჩევენ, რომ პრეპარატის დანიშვნისას გაითვალისწინონ ფტორქინოლონების მიმართ E. Coli-ის რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა.
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქინოლონების და ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). ამ პაციენტებში ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და რისკი/სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.3).
კრუნჩხვებისადმი მიდრეკილი პაციენტები:
ქინოლონებს შეუძლიათ შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. სხვა ქინოლონების მსგავსად, ვალმოქსი P უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3) და, სხვა ქინოლონების მსგავსად, უკიდურესი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ეპილეფსიური კრუნჩხვებისადმი ან იღებენ თანმხლებ თერაპიას კრუნჩხვების ზღურბლის დამწევი პრეპარატებით, როგორიცაა თეოფილინი (იხ. პარაგრაფი 4.5). კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.8), ლევოფლოქსაცინით თერაპია უნდა შეწყდეს.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადება (ფსევდომემბრანული კოლიტი)
თუ ვალმოქსი P-ით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში) განვითარდა მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი დიარეა, ეს შეიძლება იყოს Clostridium difficile-თან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი. ამ დაავადების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს საშუალოდან სიცოცხლისთვის საშიშ ზომამდე, ყველაზე მძიმე კი ფსევდომემბრანული კოლიტია (იხ. პარაგრაფი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ უვითარდებათ მძიმე დიარეა. ეს არის ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის ყველაზე სერიოზული ფორმა. თუ არსებობს ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტზე ეჭვი, ვალმოქსი P-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ კლინიკური მდგომარეობის დროს, ნაწლავური მოქმედების შემაფერხებელი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხანგრძლივი, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადია
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქინოლონებისა და ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, მათი ასაკისა და წინასწარარსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად, აღწერილია ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე) შემზღუდავი დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ, ფსიქიატრიულ და სენსორულ) და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველივე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე, ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა:
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ აქილევსის მყესი), ზოგჯერ ორმხრივიც, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და ასევე, შემთხვევები აღწერილია მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, ლევოფლოქსაცინის 1000 მგ დღიური დოზის მიმღებ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იყენებენ კორტიკოსტეროიდებს. ამიტომ, კორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) სათანადოდ უნდა დამუშავდეს (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ შეიძლება, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის სიმპტომები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ლევოფლოქსაცინმა, იშვიათად, პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ლეტალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიონევროზული შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგაც კი (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ თავიანთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების ექიმს.
მძიმე კანისმიერი გვერდითი მოვლენები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია სერიოზული კანისმიერი გვერდითი მოვლენები (SCAR), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური იყოს, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილი როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მძიმე კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა, თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები. თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა ამ პაციენტში აღარასდროს არ უნდა განახლდეს.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები და ლეტალური ღვიძლის უკმარისობამ აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ძირითადი დაავადებები, მაგალითად სეფსისი (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის ტკივილი.
QT ინტერვალის გახანგრძლივება:
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, თუ მათ აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:
დაურეგულირებელი ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი;
გულის დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია);
იმ პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებიც, ცნობილია რომ, ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის, გამოყენებისას ამ პოპულაციებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.5, 4.8 და 4.9).
დისგლიკემია:
როგორც ყველა სხვა ქინოლონის შემთხვევაში, როგორც წესი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების გამოყენებისას (მაგ., გლიბენკლამიდი) ანდიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ინსულინით მკურნალობენ, აღწერილია სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევებიც.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის საგულდაგულო მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.8).
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში შაქრის დონის დარღვევა, ვალმოქსი P-თი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენება.
მიასთენია გრავისის გამწვავება:
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნერვკუნთოვანი ბლოკირების პოტენციალი და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ფილტვების უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ვენტილაციურ მხარდაჭერას და სიკვდილი, დაკავშირებული იყო ფტორქინოლონებთან, მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ფტორქინოლონებს. ფტორქინოლონების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მიასთენია გრავისი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვალმოქსი P-ის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. პარაგრაფი 4.2).
სინათლის მიმართ მგრძნობელობის განვითარება (ფოტომგრძნობელობა):
ლევოფლოქსაცინის გამო დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8). ფოტომგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, რომ პაციენტები მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ მზის ძლიერ სხივების ან ხელოვნურ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, როგორიცაა სოლარიუმი.
სუპერინფექცია:
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. თუ თერაპიის დროს განვითარდება სუპერინფექცია, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.
პაციენტები G-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით:
პაციენტები, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას აქტივობის ლატენტური ან ფაქტობრივი დეფიციტი, შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციებისკენ ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, ამიტომ, თუ ასეთ პაციენტებში გამოიყენება ლევოფლოქსაცინი, საჭიროა ჰემოლიზის განვითარების რისკის მკაცრი მონიტორინგი.
პერიფერიული ნეიროპათია:
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ქინოლონებისა და ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებს, აღწერილია სენსორული ან სენსორ-მოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ გამოვლინდება ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიმართონ ექიმს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. პარაგრაფი 4.8).
ინჰალაციური ჯილეხი:
ადამიანებში გამოყენება ეფუძნება Bacillus anthracis-ის მიმართ მგრძნობელობის მონაცემებს in vitro და ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, ასევე ადამიანებში არსებულ შეზღუდულ მონაცემებს. მკურნალმა ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ჯილეხის მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული და/ან საერთაშორისო კონსენსუსის დოკუმენტები.
ინფუზიის დრო:
ვალმოქსი P 500 მგ/100 მლ ხსნარის ინტრავენური ინფუზიისთვის რეკომენდებული საინფუზიო დრო მინიმუმ 60 წუთია. ამ დროის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ვალმოქსი P-ის ინტრავენური ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის კოლაფსი. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის l-იზომერი) ინფუზიის დროს არტერიული წნევა მკვეთრად დაეცემა, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით:
ლევოფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ. ვარფარინი) კომბინირებული მკურნალობისას პაციენტებში კოაგულაციის ტესტების (PT/INR) შედეგების შესაძლო ზრდის და/ან სისხლდენის გამო, ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას უნდა ჩატარდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.5).
ფსიქოზური რეაქციები:
ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ფსიქოზური რეაქციები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს რეაქციები გადაიზარდა სუიციდურ აზრებსა და თვით-საფრთხის შემცველ ქცევაში - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს განუვითარდება ეს რეაქციები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქოზურ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფსიქიატრიული დაავადები.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დარღვების ან მხედველობის ორგანოების მხრივ რაიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს (იხ. პარაგრაფები 4.7 და 4.8).
ზემოქმედება ლაბორატორიულ ტესტზე
ლევოფლოქსაცინის მიმღები პაციენტების შარდში ოპიატების განსაზღვრამ შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ოპიატების დადებითი პასუხის დადასტურება უფრო სპეციფიკური მეთოდით.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება დათრგუნოს Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა და, შესაბამისად, ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოზის დროს შეიძლება ცრუ-უარყოფითი შედეგები აჩვენოს.
ორტის ანევრიზმა და განშრევება და გულის სარქვლის უკმარისობა:
ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის მომატებულ რისკს და აორტის ანევრიზმისა და განშრევების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებულია აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური), და გულის ნებისმიერი სარქვლის უკმარისობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8).
ამიტომ, ფტორქინოლონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების ან გულის თანდაყოლილი სარქვლოვანი დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი, პაციენტებში, რომლებსაც ადრე დაუსვეს აორტის ანევრიზმის და/ან განშრევების ან გულის სარქვლოვანი დაავადების დიაგნოზი, პაციენტებში სხვა რისკ-ფაქტორებით ან პაციენტებში მოდრეკილებების მქონე მდგომარეობებით. ასეთ შემთხვევაში ფტორქინოლონების გამოყენება შესაძლებელია მკურნალობისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ.
- როგორც აორტის ანევრიზმა და განშრევება, ასევე გულის სარქვლის უკმარისობა (მაგ. მარფანის სინდრომი ან დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ, როგორიცაა ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით;
- აორტის ანევრიზმისა და განშრევების დროს (მაგ. დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ან ცნობილი ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი) ან დამატებით;
- გულის სარქვლის უკმარისობის/დეფიციტის დროს (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტი).
ასევე, სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლოა გაიზარდოს აორტის ანევრიზმის, განშრევების და მისი გასკდომის რისკი.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ განუვითარდებათ მწვავე ქოშინი, ახლად დაწყებული გულისცემის შეგრძნება ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპება.
მწვავე პანკრეატიტი
ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი. პაციენტები უნდა იყვნენ მინფორმირებულნი წვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულისრევა, დაღლილობა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლისმწვავე ტკივილი ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო შეფასება. ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ეჭვი მწვავე პანკრეატიტზე; დადასტურების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის მიღება არ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პანკრეატიტი (იხ. პარაგრაფი 4.8).
ნატრიუმის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 15.4 მმოლ (354 მგ) ნატრიუმს 100 მლ დოზაზე. ეს უდრის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოზრდილისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2 გ-ის 18%-ს. აღნიშნული გასათვალისწინებელია ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ვალმოქსი P-ზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინსა და თეოფილინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ კრუნჩხვითი ზღურბლის დამწევი პრეპარატები, თეოფილინი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკთან ერთად, შეიძლება შეინიშნოს ტვინის კრუნჩხვითი ზღურბლის მნიშვნელოვანი შემცირება.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია ფენბუფენის თანმხლები მიღებისას დაახლოებით 13%-ით მაღალი იყო, ვიდრე ცალკე მიღებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
სიფრთხილეა საჭირო ლევოფლოქსაცინის მიღებისას თირკმლის მილაკოვან სეკრეციაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა 24%-ით ციმეტიდინის მიღებისას და 34%-ით პრობენეციდის მიღებისას. ორივე პრეპარატს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დაბლოკვა. თუმცა, დოზების კვლევაში შემოწმებისას, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კინეტიკურ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.
სხვა კლინიკურ-ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვან დონეზე არ იცვლება კალციუმის კარბონატთან, დიგოქსინთან, გლიბენკლამიდთან, რანიტიდინთან ერთად მიღებისას.
ვალმოქსი P-ის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 33%-ით გაიზარდა ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას.
K ვიტამინის ანტაგონისტები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინის და K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგ. ვარფარინის) კომბინაციით, აღინიშნა კოაგულაციის ტესტებში (PT/INR) მაჩვენებლების მომატება და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე. ამიტომ, K ვიტამინის ანტაგონისტების მიმღებ პაციენტებში კოაგულაციის ტესტები უნდა კონტროლდებოდეს.
პაციენტები ასევე უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამოსავლენად (იხ. პარაგრაფი 4.4).
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ლევოფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები) (იხ. პარაგრაფი 4.4, QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ლევოფლოქსაცინმა გავლენა არ იქონია თეოფილინის (CYP1A2-ის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე; შესაბამისად, ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2-ის ინჰიბიტორი.
განსაკუთრებული პოპულაციები:
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა განსაკუთრებულ პოპულაციებში.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობის პერიოდი
ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი მონაცემები. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე და/ან მშობიარობაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების შესაფასებლად (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ, ვალმოქსი P არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ადამიანებში საკმარისი მონაცემების არარსებობის და ფტორქინოლონებით ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში ზრდის ფაზაში მყოფი ორგანიზმების სასახსრე ხრტილის დაზიანების რისკის გამო (იხ. პარაგრაფები 4.3 და 5.3).
ლაქტაციის პერიოდი
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. მტკიცებულებები არასაკმარისი/შეზღუდულია ლევოფლოქსაცინის ადამიანის და ცხოველის რძეში გამოყოფის შესახებ. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, რძეში ლევოფლოქსაცინის გამოყოფის ფიზიკურ-ქიმიური და არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო. რადგან ადამიანებში მონაცემები არ არსებობს და ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ ზრდის ფაზაში მყოფი ორგანიზმების სასახსრე ხრტილის დაზიანების რისკზე, ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. პარაგრაფებ 4.3 და 5.3).
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლევოფლოქსაცინის ზემოქმედების შესახებ ადამიანების რეპროდუქციულ უნარზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვალმოქსი P-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი ეფექტი, როგორიცაა თავბრუსხვევა/ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ძილიანობა, რამაც შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაგირების უნარი. სიტუაციებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ამ უნარების დაქვეითებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ვალმოქსი P-ის გამოყენებისას, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ეს გვერდითი მოვლენები, არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები და გამოიყენონ მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება 8300-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებს და გაფართოებულ პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1.000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე), ძალიან იშვიათი: (< 1/10.000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
არახშირი: სოკოვანი ინფექციები, მათ შორის კანდიდას ინფექცია, პათოგენის მიმართ რეზისტენტობა.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოპენია, ეოზინოფილია;
იშვიათი: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
უცნობი (პოსტმარკეტინგული მონაცემები): პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა;
უცნობია (პოსტმარკეტინგული მონაცემები): ანაფილაქსიური შოკი1 და ანაფილაქტოიდური შოკი1 (იხ. პარაგრაფი 4.4).
ენდოკრინული დაავადებები
იშვიათი: ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (UADHS).
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
არახშირი: ანორექსია;
იშვიათი: ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4)
უცნობი: ჰიპერგლიკემია (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფსიქიატრიული დარღვევები*
ხშირი: უძილობა;
არახშირი: შფოთვა, დაბნეულობის მდგომარეობა, ნერვიულობა;
იშვიათი: ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით), დეპრესია, აგზნებაობა, პათოლოგიური სიზმრები, კოშმარები, დელირიუმი;
უცნობი: ფსიქოზი, თვით-საფრთხის შემქმნელი ქცევით, მათ შორის სუიციდური იდეებით ან სუიციდის მცდელობით (იხ. პარაგრაფი 4.4).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
არახშირი: ძილიანობა, ტრემორი, დისგევზია;
იშვიათი: კრუნჩხვები (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4), პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა;
უცნობი: სენსორული და სენსორულ-მოტორული პერიფერიული ნეიროპათია (იხ. პარაგრაფი 4.4), დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევა, ყნოსვითი დარღვევები (პაროსმია), მათ შორის გემოს დაკარგვა (აგუზია), ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), სინკოპე, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია;
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ*
იშვიათი: მხედველობის გაუარესება, მათ შორის მხედველობის დაბინდვა (იხ. პარაგრაფი 4.4);
უცნობი: მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (იხ. პარაგრაფი 4.4), უვეიტი.
დარღვევების სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები*
არახშირი: ვერტიგო;
იშვიათი: ტინიტუსი;
უცნობი: სმენის დაქვეითება, სმენის დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ**
იშვიათი: ტაქიკარდია, პალპიტაცია;
უცნობი: პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ძირითადად აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.9), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია და Torsades de Pointes.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ**
ხშირი: ფლებიტი;
იშვიათი: ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არახშირი: დისპნეა;
უცნობი: ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დიარეა, ღებინება, გულისრევა;
არახშირი: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა;
უცნობი: დიარეა - ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, მათ შორის ფსევდომემბრანულ კოლიტზე (იხ; პარაგრაფი 4.4), პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:
ხშირი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ალტ/ასტ, ტუტე ფოსფატაზა, გგტ);
არახშირი: სისხლში ბილირუბინის დონის მომატება;
უცნობი: ღვიძლის სერიოზული დაზიანება (ძირითადად პაციენტებში სერიოზული ძირითადი დაავადებით), რაც იწვევს სიყვითლეს, ჰეპატიტს და ღვიძლის მწვავე უკმარისობას, მათ შორის ლეტალურ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი 4.4).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი;
იშვიათი: იშვიათი წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პარაგრაფი 4.4), ფიქსირებული დოზის წამლისმიერი გამონაყარი;
უცნობი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია (იხ. პარაგრაფი 4.4), ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ*
არახშირი: ართრალგია, მიალგია;
იშვიათი: მყესის დაზიანება, მათ შორის ტენდინიტი (იხ. პარაგრაფი 4.4) (მაგ. შეიძლება განვითარდეს აქილევსის მყესში) კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4 მიასთენია გრავისის გამწვავება);
უცნობი: რაბდომიოლიზი, მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 4.4), იოგის გაწყვეტა, კუნთის გაწყვეტა, ართრიტი.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
არახშირი: სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტის გამო).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას*
ხშირი: რეაქცია ინფუზიის ადგილას (ტკივილი, სიწითლე)
არახშირი: ასთენია;
იშვიათი: ცხელება;
უცნობი: ტკივილი (ზურგის, გულმკერდის და კიდურების არეში).
1 ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
2 ლორწოვან-კანისმიერი რეაქციები შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
- ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებულ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდესხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე) სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალჯერადი, სისტემური ორგანოების კლასების და შეგრძნებების დაზიანება (ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია), ზოგიერთ შემთხვევაში კი მიდრეკილების რისკ-ფაქტორების გარეშეც. აღწერილია ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები (მათ შორის კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათია, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევები და სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა) (პარაგრაფი 4.4).
- * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმა და განშრევება, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური), და გულის რომელიმე სარქვლის უკმარისობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათი: პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე, ლევოფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია: დაბნეულობა, სტუპორი, გონების დაკარგვა და კრუნჩხვითი შეტევები. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული რეაქციებია: გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზიები.
ისეთი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი, დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.
სუპრათერაპიული დოზების კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების დროს დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ, საჭიროა ელექტროკარდიოგრამაზე დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.
ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსადევნად. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
100 მლ საინფუზიო ხსნარი,
ლევოფლოქსაცინი 500 მგ (512.48 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტური)
დამხმარე ნივთიერება(ები):
ნატრიუმის ქლორიდი 900 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH=4.8)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის.
მომწვანო-ყვითელი ხსნარი.
შენახვის პირობები
24 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და თავის შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან. შეფუთვიდან ამოღების შემდეგ, ოთახის სინათლეზე 3 დღის განმავლობაში ძლებს.
შეყვანის შემდეგ პაკეტში დარჩენილი ხსნარი ხელახლა არ გამოიყენება.
ეს სამედიცინო საშუალება მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სუფთა, მომწვანო-ყვითელი ფერის ხსნარია და პრაქტიკულად არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეფუთვის სახე და შიგთავსი
100 მლ გამჭვირვალე PP (პოლიპროპილენის) პაკეტი, დახურული SFC პორტით, ალუმინის ორმაგ პარკში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვაგვარი დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
პოლიფარმა ილაჯ სანაიი ვე ტიჯ. ა.შ. (OLİFARMA İLAÇ SANAYİ VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება (Vakıflar OSB Mahallesi),
სანაიი გამზ. (Sanayi Caddesi) #22/1,
ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი
2017/724
პირველი ლიცენზიის/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 26.09.2017
ლიცენზიის განახლები თარიღი: 16.09.2022
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარამაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებაა. ის რაცემიული სამკურნალო ნივთიერების, ოფლოქსაცინის, S(-) ენანტიომერია.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთკავშირი
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდქვეშა ფართობის (AUC) და მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ასახავს ევროპული ჰარმონიზაციის მონაცემებს 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით.
ზოგადად მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Staphylococcus saprophyticus
C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae
Haemophilus parainfluenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული ბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებშიც რეზისტენტობის განვითარება შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული) *
კოაგულაზა-უარყოფითი Staphylococcus spp.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
ბუნებრივად რეზისტენტული შტამები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecium
- მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus დიდი ალბათობით რეზისტენტული იქნება ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.
რეზისტენტობის მექანიზმი
რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინის მიმართ ეტაპობრივი პროცესით ყალიბდება როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზების, ასევე დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნის მუტაციების შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და ეფლუქსის მექანიზმებმა.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა, როგორც წესი, არ აღინიშნება.
მგრძნობელობის ტესტირების ზღვრული მნიშვნელობები
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ ლევოფლოქსაცინისთვის რეკომენდებული MIC (მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის) ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ განასხვავონ ძალიან მგრძნობიარე მგრძნობიარე მგძნობიარესგან და რეზისტენტული მიკროორგანიზმები, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (MIC ტესტი - მგ/ლ).
EUCAST-იდ კლინიკური MIC ზღვრული მნიშვნელობები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01)
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriacae
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Pseudomonas spp.
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Acinetobacter spp.
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Staphylococcus aureus
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Coagulase-negatif staphylococci
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Enterococcus spp.1
≤ 4 მგ/ლ
> 4 მგ/ლ
Streptococcus pneumoniae
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Streptococcus spp. (A,B,C და G ჯგუფები)
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Haemophilus. influenzae
≤ 0,6 მგ/ლ
> 0,06 მგ/ლ
Moraxella catarrhalis
≤ 0,125 მგ/ლ
> 0,125 მგ/ლ
Helicobacter pylori
≤ 1 მგ/ლ
> 1 mg/L
Aerococcus sanguinicola და urinae2
≤ 2 მგ/ლ
> 2 mg/L
Aeromonas spp
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
ლიმიტები (არასახეობრივად სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები)
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
1: მხოლოდ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები
2: მგრძნობელობა შეიძლება გამომდინარეობდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობიდან.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექსპერტთან კონსულტაცია, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთ დონეზეა, რომ პრეპარატის ეფექტურობა ყოველ შემთხვევაში გარკვეული ტიპის ინფექციების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 99-100%. საკვები უმნიშვნელო გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებიდან 48 საათის შემდეგ.
განაწილება:
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლიტრს ერთჯერადი და განმეორებითი 500 მგ ან 750 მგ დოზების მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს სხეულის ქსოვილებში ფართო განაწილებაზე. ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს.
შეღწევადობა ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში:
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის ამომფენ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტოვანი სითხე), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოგარდაქმნა:
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და დოზის < 5%-ს შეადგენს. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა:
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, იგი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6-8 სთ). გამოყოფა ძირითადად თირკმლის გზით ხდება (მიღებული დოზის > 85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო საერთო კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ არის 175 ± 29.2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის ინტრავენურ და პერორალურ მიღებას შორის არსებითი ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები არ არსებობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პერორალური და ინტრავენური მიღების გზები ურთიერთშემცვლელია.
ხაზოვანება/არახაზოვანება:
ლევოფლოქსაცინი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-დან 1000 მგ-მდე დიაპაზონში..
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან ერთად, თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ
Clcr [მლ/წთ]
20
20-49
50-80
ClR [მლ/წთ]
13
26
57
t1/2 [სთ]
35
27
9
გერიატრიული პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის თვალსაზრისით ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არსებობს, გარდა კრეატინინის კლირენსთან დაკავშირებული განსხვავებებისა.
გენდერული განსხვავებები:
მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტების ცალკეულმა ანალიზმა აჩვენა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მცირე ან უმნიშვნელო გენდერული განსხვავებები. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების მახასიათებლების შეჯამება
გაფრთხილება: სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, პერიფერიული ნეიროპათია, ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და მიასთენია გრავისის გამწვავება
- ფტორქინოლონებმა, მათ შორის ვალმოქსი P-მ, შეიძლება გამოიწვიონ ინვალიდობის გამომწვევი და შეუქცევადი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
◦ ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა;
◦ პერიფერიული ნეიროპათია;
◦ ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვალმოქსი P-ს მიღება და მოერიდეთ ფტორქინოლონების გამოყენებას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რომელიმე ზემოთ მოცემული სერიოზული გვერდითი მოვლენა.
- ფტორქინოლონებმა, მათ შორის ვალმოქსი P-მ, შეიძლება გაამწვავოს კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. ვალმოქსი P-ს მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
სამკურნალო საშუალების დასახელება
ვალმოქსი P 500 მგ/100 მლ ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის
სტერილური
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
100 მლ საინფუზიო ხსნარი,
ლევოფლოქსაცინი 500 მგ (512.48 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტური)
დამხმარე ნივთიერება(ები):
ნატრიუმის ქლორიდი 900 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH=4.8)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის.
მომწვანო-ყვითელი ხსნარი.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ვალმოქსი P ნაჩვენებია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1):
მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პარაგრაფი 4.4);
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და სამკურნალო თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.4);
შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ ვალმოქსი P მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალოდ ზოგადად რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ ითვლება მიზანშეწონილად:
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია;
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებისა და პათოგენების ადგილობრივი მგრძნობელობის შესახებ ოფიციალური ეროვნული სახელმძღვანელოები.
დოზირება და გამოყენების წესი
ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინფუზიით (ინფუზია მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში) დღეში ერთხელ ან ორჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე აქტიური პათოგენის მგრძნობელობაზე. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შესაძლებელია პერორალურ მიღებაზე გადასვლა საწყისი ინტრავენური შეყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ერთი და იგივე დოზირების გამოყენება.
დოზირება:
მოზრდილებში რეკომენდებულია ვალმოქსი P-ის შემდეგი დოზები:
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ)
გამოყენება
დღიური დოზა
(ინფექციის სიმძიმის მიხედვით)
მკურნალობის ხანგრძლივობა
(ინფექციის სიმძიმის მიხედვით)1
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
თირკმლის და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ
7-14 დღე
პროსტატიტი
500 მგ დღეში ერთხელ
28 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7-14 დღე
ინჰალაციური ჯილეხი
500 მგ დღეში ერთხელ
8 კვირა
1 მკურნალობის კურსი მოიცავს ინტრავენურ და პერორალურ თერაპიას. ინტრავენურიდან პერორალურ თერაპიაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ჩვეულებრივ 2-დან 4 დღემდეა.
შეყვანის წესი:
ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიით. შეყვანა შესაძლებელია დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს 60 წუთი 500 მგ ვალმოქსი P-ის ხსნარისთვის (იხ. პარაგრაფი 4.4). პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია საწყისი ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლა იმავე დოზით რამდენიმე დღის განმავლობაში.
შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 6.2.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილი). როგორც ყველა ანტიბიოტიკური მკურნალობის შემთხვევაში, ვალმოქსი P-ის გამოყენება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუწევს სიცხე და დაფიქსირდება ბაქტერიული ინფექციის ერადიკაციის მტკიცებულება.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის უკმარისობა:
გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.
დოზირება პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ-ია (ინფექციის სიმძიმის მიხედვით).
250 მგ/24 სთ
500 მგ/24 სთ
500 მგ/12 სთ
კრეატინინის კლირენსი
პირველი დოზა 250 მგ
პირველი დოზა 500 მგ
პირველი დოზა 500 მგ
50-20 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/24 სთ
შემდეგ:
250 მგ/24სთ
შემდეგ:
250 მგ/12 სთ
19-10 მლ/წთ
შემდეგ:
125 მგ/48 სთ
შემდეგ:
125 მგ/24 სთ
შემდეგ:
125 მგ/12 სთ
10 მლ/წთ (ჰემოდიალიზისა და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის ჩათვლით)*
შემდეგ:
125 მგ/48 სთ
შემდეგ:
125 მგ/24 სთ
შემდეგ:
125 მგ/24 სთ
- ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ დამატებითი დოზები საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ძალიან მცირე რაოდენობით და გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ამიტომ, ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
ვალმოქსი P უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
გერიატრიული პოპულაცია:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს განპირობებულია თირკმლის ფუნქციით (იხ. პარაგრაფი 4.4 QT ინტერვალის გახანგრძლივება).
უკუჩვენებები
ვალმოქსი P (ლევოფლოქსაცინი) არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინის ან ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარის რომელიმე ინგრედიენტის ან ფტორქინოლონების ჯგუფის ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა.
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების გაწყვეტა;
ბავშვებში ან მოზარდებში;
ორსულობის დროს;
მეძუძურ ქალებში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზოგადი გაფრთხილებები
სერიოზული პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ ინვალიდობას, მათ შორის ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა, პერიფერიული ნეიროპათია და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
ფტორქინოლონები, მათ შორის ვალმოქსი P, დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ინვალიდობა და არიან პოტენციურად შეუქცევადი. ძვალ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ ხშირია გვერდითი მოვლენები (როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, მყესების შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტა ან დაბუჟება, კიდურების დაბუჟება, მიალგია, კუნთების სისუსტე, ართრალგია, სახსრების შეშუპება), ართრალგია, მიალგია, პერიფერიული ნეიროპათია და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ჰალუცინაციები, შფოთვა, დეპრესია, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, უძილობა, ძლიერი თავის ტკივილი და დაბნეულობა) (იხ. პარაგრაფი 4.8).
ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ვალმოქსი P-ის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ან წინასწარი რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებს განუვითარდათ ეს გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ვალმოქსი P-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ფტორქინოლონების, მათ შორის ვალმოქსი P-ის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენა.
რეზისტენტობის რისკები
მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus (MDSA):
მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus დიდი ალბათობით გამოავლენს რეზისტენტობას ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის გამოყენება ცნობილი ან საეჭვო MDSA ინფექციების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული, თუ ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ არ დადასტურდება ლაბორატორიული ტესტირებით (და ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ზოგადად რეკომენდებულია MDSA ინფექციების სამკურნალოდ, არ არის მიზანშეწონილი).
საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენის, E. Coli-ის რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ ევროკავშირის ფარგლებში განსხვავებულია. ექიმებს ურჩევენ, რომ პრეპარატის დანიშვნისას გაითვალისწინონ ფტორქინოლონების მიმართ E. Coli-ის რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა.
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქინოლონების და ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). ამ პაციენტებში ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და რისკი/სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.3).
კრუნჩხვებისადმი მიდრეკილი პაციენტები:
ქინოლონებს შეუძლიათ შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. სხვა ქინოლონების მსგავსად, ვალმოქსი P უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3) და, სხვა ქინოლონების მსგავსად, უკიდურესი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ეპილეფსიური კრუნჩხვებისადმი ან იღებენ თანმხლებ თერაპიას კრუნჩხვების ზღურბლის დამწევი პრეპარატებით, როგორიცაა თეოფილინი (იხ. პარაგრაფი 4.5). კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.8), ლევოფლოქსაცინით თერაპია უნდა შეწყდეს.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადება (ფსევდომემბრანული კოლიტი)
თუ ვალმოქსი P-ით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში) განვითარდა მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი დიარეა, ეს შეიძლება იყოს Clostridium difficile-თან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი. ამ დაავადების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს საშუალოდან სიცოცხლისთვის საშიშ ზომამდე, ყველაზე მძიმე კი ფსევდომემბრანული კოლიტია (იხ. პარაგრაფი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ უვითარდებათ მძიმე დიარეა. ეს არის ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის ყველაზე სერიოზული ფორმა. თუ არსებობს ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტზე ეჭვი, ვალმოქსი P-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ კლინიკური მდგომარეობის დროს, ნაწლავური მოქმედების შემაფერხებელი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხანგრძლივი, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადია
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქინოლონებისა და ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, მათი ასაკისა და წინასწარარსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად, აღწერილია ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე) შემზღუდავი დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ, ფსიქიატრიულ და სენსორულ) და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველივე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე, ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა:
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ აქილევსის მყესი), ზოგჯერ ორმხრივიც, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და ასევე, შემთხვევები აღწერილია მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, ლევოფლოქსაცინის 1000 მგ დღიური დოზის მიმღებ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იყენებენ კორტიკოსტეროიდებს. ამიტომ, კორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) სათანადოდ უნდა დამუშავდეს (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ შეიძლება, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის სიმპტომები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ლევოფლოქსაცინმა, იშვიათად, პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ლეტალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიონევროზული შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგაც კი (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ თავიანთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების ექიმს.
მძიმე კანისმიერი გვერდითი მოვლენები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია სერიოზული კანისმიერი გვერდითი მოვლენები (SCAR), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური იყოს, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილი როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მძიმე კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა, თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები. თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა ამ პაციენტში აღარასდროს არ უნდა განახლდეს.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები და ლეტალური ღვიძლის უკმარისობამ აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ძირითადი დაავადებები, მაგალითად სეფსისი (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის ტკივილი.
QT ინტერვალის გახანგრძლივება:
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, თუ მათ აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:
დაურეგულირებელი ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი;
გულის დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია);
იმ პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებიც, ცნობილია რომ, ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის, გამოყენებისას ამ პოპულაციებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.5, 4.8 და 4.9).
დისგლიკემია:
როგორც ყველა სხვა ქინოლონის შემთხვევაში, როგორც წესი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების გამოყენებისას (მაგ., გლიბენკლამიდი) ანდიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ინსულინით მკურნალობენ, აღწერილია სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევებიც.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის საგულდაგულო მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.8).
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში შაქრის დონის დარღვევა, ვალმოქსი P-თი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენება.
მიასთენია გრავისის გამწვავება:
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნერვკუნთოვანი ბლოკირების პოტენციალი და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ფილტვების უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ვენტილაციურ მხარდაჭერას და სიკვდილი, დაკავშირებული იყო ფტორქინოლონებთან, მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ფტორქინოლონებს. ფტორქინოლონების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მიასთენია გრავისი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვალმოქსი P-ის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. პარაგრაფი 4.2).
სინათლის მიმართ მგრძნობელობის განვითარება (ფოტომგრძნობელობა):
ლევოფლოქსაცინის გამო დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8). ფოტომგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, რომ პაციენტები მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ მზის ძლიერ სხივების ან ხელოვნურ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, როგორიცაა სოლარიუმი.
სუპერინფექცია:
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. თუ თერაპიის დროს განვითარდება სუპერინფექცია, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.
პაციენტები G-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით:
პაციენტები, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას აქტივობის ლატენტური ან ფაქტობრივი დეფიციტი, შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციებისკენ ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, ამიტომ, თუ ასეთ პაციენტებში გამოიყენება ლევოფლოქსაცინი, საჭიროა ჰემოლიზის განვითარების რისკის მკაცრი მონიტორინგი.
პერიფერიული ნეიროპათია:
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ქინოლონებისა და ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებს, აღწერილია სენსორული ან სენსორ-მოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თუ გამოვლინდება ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიმართონ ექიმს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. პარაგრაფი 4.8).
ინჰალაციური ჯილეხი:
ადამიანებში გამოყენება ეფუძნება Bacillus anthracis-ის მიმართ მგრძნობელობის მონაცემებს in vitro და ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, ასევე ადამიანებში არსებულ შეზღუდულ მონაცემებს. მკურნალმა ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ჯილეხის მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული და/ან საერთაშორისო კონსენსუსის დოკუმენტები.
ინფუზიის დრო:
ვალმოქსი P 500 მგ/100 მლ ხსნარის ინტრავენური ინფუზიისთვის რეკომენდებული საინფუზიო დრო მინიმუმ 60 წუთია. ამ დროის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ვალმოქსი P-ის ინტრავენური ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის კოლაფსი. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის l-იზომერი) ინფუზიის დროს არტერიული წნევა მკვეთრად დაეცემა, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით:
ლევოფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ. ვარფარინი) კომბინირებული მკურნალობისას პაციენტებში კოაგულაციის ტესტების (PT/INR) შედეგების შესაძლო ზრდის და/ან სისხლდენის გამო, ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას უნდა ჩატარდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.5).
ფსიქოზური რეაქციები:
ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ფსიქოზური რეაქციები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს რეაქციები გადაიზარდა სუიციდურ აზრებსა და თვით-საფრთხის შემცველ ქცევაში - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს განუვითარდება ეს რეაქციები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქოზურ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფსიქიატრიული დაავადები.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დარღვების ან მხედველობის ორგანოების მხრივ რაიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს (იხ. პარაგრაფები 4.7 და 4.8).
ზემოქმედება ლაბორატორიულ ტესტზე
ლევოფლოქსაცინის მიმღები პაციენტების შარდში ოპიატების განსაზღვრამ შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ოპიატების დადებითი პასუხის დადასტურება უფრო სპეციფიკური მეთოდით.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება დათრგუნოს Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა და, შესაბამისად, ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოზის დროს შეიძლება ცრუ-უარყოფითი შედეგები აჩვენოს.
ორტის ანევრიზმა და განშრევება და გულის სარქვლის უკმარისობა:
ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის მომატებულ რისკს და აორტის ანევრიზმისა და განშრევების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებულია აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური), და გულის ნებისმიერი სარქვლის უკმარისობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8).
ამიტომ, ფტორქინოლონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების ან გულის თანდაყოლილი სარქვლოვანი დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი, პაციენტებში, რომლებსაც ადრე დაუსვეს აორტის ანევრიზმის და/ან განშრევების ან გულის სარქვლოვანი დაავადების დიაგნოზი, პაციენტებში სხვა რისკ-ფაქტორებით ან პაციენტებში მოდრეკილებების მქონე მდგომარეობებით. ასეთ შემთხვევაში ფტორქინოლონების გამოყენება შესაძლებელია მკურნალობისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ.
- როგორც აორტის ანევრიზმა და განშრევება, ასევე გულის სარქვლის უკმარისობა (მაგ. მარფანის სინდრომი ან დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ, როგორიცაა ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით;
- აორტის ანევრიზმისა და განშრევების დროს (მაგ. დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ან ცნობილი ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი) ან დამატებით;
- გულის სარქვლის უკმარისობის/დეფიციტის დროს (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტი).
ასევე, სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლოა გაიზარდოს აორტის ანევრიზმის, განშრევების და მისი გასკდომის რისკი.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ განუვითარდებათ მწვავე ქოშინი, ახლად დაწყებული გულისცემის შეგრძნება ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპება.
მწვავე პანკრეატიტი
ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი. პაციენტები უნდა იყვნენ მინფორმირებულნი წვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულისრევა, დაღლილობა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლისმწვავე ტკივილი ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო შეფასება. ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ეჭვი მწვავე პანკრეატიტზე; დადასტურების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის მიღება არ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პანკრეატიტი (იხ. პარაგრაფი 4.8).
ნატრიუმის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 15.4 მმოლ (354 მგ) ნატრიუმს 100 მლ დოზაზე. ეს უდრის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოზრდილისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2 გ-ის 18%-ს. აღნიშნული გასათვალისწინებელია ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ვალმოქსი P-ზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინსა და თეოფილინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ კრუნჩხვითი ზღურბლის დამწევი პრეპარატები, თეოფილინი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკთან ერთად, შეიძლება შეინიშნოს ტვინის კრუნჩხვითი ზღურბლის მნიშვნელოვანი შემცირება.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია ფენბუფენის თანმხლები მიღებისას დაახლოებით 13%-ით მაღალი იყო, ვიდრე ცალკე მიღებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
სიფრთხილეა საჭირო ლევოფლოქსაცინის მიღებისას თირკმლის მილაკოვან სეკრეციაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა 24%-ით ციმეტიდინის მიღებისას და 34%-ით პრობენეციდის მიღებისას. ორივე პრეპარატს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დაბლოკვა. თუმცა, დოზების კვლევაში შემოწმებისას, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კინეტიკურ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.
სხვა კლინიკურ-ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვან დონეზე არ იცვლება კალციუმის კარბონატთან, დიგოქსინთან, გლიბენკლამიდთან, რანიტიდინთან ერთად მიღებისას.
ვალმოქსი P-ის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 33%-ით გაიზარდა ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას.
K ვიტამინის ანტაგონისტები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინის და K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგ. ვარფარინის) კომბინაციით, აღინიშნა კოაგულაციის ტესტებში (PT/INR) მაჩვენებლების მომატება და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე. ამიტომ, K ვიტამინის ანტაგონისტების მიმღებ პაციენტებში კოაგულაციის ტესტები უნდა კონტროლდებოდეს.
პაციენტები ასევე უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ სისხლდენის ნიშნების გამოსავლენად (იხ. პარაგრაფი 4.4).
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ლევოფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები) (იხ. პარაგრაფი 4.4, QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ლევოფლოქსაცინმა გავლენა არ იქონია თეოფილინის (CYP1A2-ის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე; შესაბამისად, ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2-ის ინჰიბიტორი.
განსაკუთრებული პოპულაციები:
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა განსაკუთრებულ პოპულაციებში.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობის პერიოდი
ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი მონაცემები. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე და/ან მშობიარობაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების შესაფასებლად (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ, ვალმოქსი P არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ადამიანებში საკმარისი მონაცემების არარსებობის და ფტორქინოლონებით ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში ზრდის ფაზაში მყოფი ორგანიზმების სასახსრე ხრტილის დაზიანების რისკის გამო (იხ. პარაგრაფები 4.3 და 5.3).
ლაქტაციის პერიოდი
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. მტკიცებულებები არასაკმარისი/შეზღუდულია ლევოფლოქსაცინის ადამიანის და ცხოველის რძეში გამოყოფის შესახებ. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, რძეში ლევოფლოქსაცინის გამოყოფის ფიზიკურ-ქიმიური და არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო. რადგან ადამიანებში მონაცემები არ არსებობს და ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ ზრდის ფაზაში მყოფი ორგანიზმების სასახსრე ხრტილის დაზიანების რისკზე, ვალმოქსი P-ის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. პარაგრაფებ 4.3 და 5.3).
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლევოფლოქსაცინის ზემოქმედების შესახებ ადამიანების რეპროდუქციულ უნარზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვალმოქსი P-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი ეფექტი, როგორიცაა თავბრუსხვევა/ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ძილიანობა, რამაც შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაგირების უნარი. სიტუაციებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ამ უნარების დაქვეითებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ვალმოქსი P-ის გამოყენებისას, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ეს გვერდითი მოვლენები, არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები და გამოიყენონ მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება 8300-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებს და გაფართოებულ პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1.000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე), ძალიან იშვიათი: (< 1/10.000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
არახშირი: სოკოვანი ინფექციები, მათ შორის კანდიდას ინფექცია, პათოგენის მიმართ რეზისტენტობა.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოპენია, ეოზინოფილია;
იშვიათი: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
უცნობი (პოსტმარკეტინგული მონაცემები): პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა;
უცნობია (პოსტმარკეტინგული მონაცემები): ანაფილაქსიური შოკი1 და ანაფილაქტოიდური შოკი1 (იხ. პარაგრაფი 4.4).
ენდოკრინული დაავადებები
იშვიათი: ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (UADHS).
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
არახშირი: ანორექსია;
იშვიათი: ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4)
უცნობი: ჰიპერგლიკემია (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფსიქიატრიული დარღვევები*
ხშირი: უძილობა;
არახშირი: შფოთვა, დაბნეულობის მდგომარეობა, ნერვიულობა;
იშვიათი: ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით), დეპრესია, აგზნებაობა, პათოლოგიური სიზმრები, კოშმარები, დელირიუმი;
უცნობი: ფსიქოზი, თვით-საფრთხის შემქმნელი ქცევით, მათ შორის სუიციდური იდეებით ან სუიციდის მცდელობით (იხ. პარაგრაფი 4.4).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
არახშირი: ძილიანობა, ტრემორი, დისგევზია;
იშვიათი: კრუნჩხვები (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4), პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა;
უცნობი: სენსორული და სენსორულ-მოტორული პერიფერიული ნეიროპათია (იხ. პარაგრაფი 4.4), დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევა, ყნოსვითი დარღვევები (პაროსმია), მათ შორის გემოს დაკარგვა (აგუზია), ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), სინკოპე, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია;
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ*
იშვიათი: მხედველობის გაუარესება, მათ შორის მხედველობის დაბინდვა (იხ. პარაგრაფი 4.4);
უცნობი: მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (იხ. პარაგრაფი 4.4), უვეიტი.
დარღვევების სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები*
არახშირი: ვერტიგო;
იშვიათი: ტინიტუსი;
უცნობი: სმენის დაქვეითება, სმენის დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ**
იშვიათი: ტაქიკარდია, პალპიტაცია;
უცნობი: პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ძირითადად აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.9), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია და Torsades de Pointes.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ**
ხშირი: ფლებიტი;
იშვიათი: ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არახშირი: დისპნეა;
უცნობი: ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დიარეა, ღებინება, გულისრევა;
არახშირი: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა;
უცნობი: დიარეა - ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, მათ შორის ფსევდომემბრანულ კოლიტზე (იხ; პარაგრაფი 4.4), პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:
ხშირი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ალტ/ასტ, ტუტე ფოსფატაზა, გგტ);
არახშირი: სისხლში ბილირუბინის დონის მომატება;
უცნობი: ღვიძლის სერიოზული დაზიანება (ძირითადად პაციენტებში სერიოზული ძირითადი დაავადებით), რაც იწვევს სიყვითლეს, ჰეპატიტს და ღვიძლის მწვავე უკმარისობას, მათ შორის ლეტალურ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი 4.4).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი;
იშვიათი: იშვიათი წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პარაგრაფი 4.4), ფიქსირებული დოზის წამლისმიერი გამონაყარი;
უცნობი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია (იხ. პარაგრაფი 4.4), ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ*
არახშირი: ართრალგია, მიალგია;
იშვიათი: მყესის დაზიანება, მათ შორის ტენდინიტი (იხ. პარაგრაფი 4.4) (მაგ. შეიძლება განვითარდეს აქილევსის მყესში) კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4 მიასთენია გრავისის გამწვავება);
უცნობი: რაბდომიოლიზი, მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 4.4), იოგის გაწყვეტა, კუნთის გაწყვეტა, ართრიტი.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
არახშირი: სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტის გამო).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას*
ხშირი: რეაქცია ინფუზიის ადგილას (ტკივილი, სიწითლე)
არახშირი: ასთენია;
იშვიათი: ცხელება;
უცნობი: ტკივილი (ზურგის, გულმკერდის და კიდურების არეში).
1 ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
2 ლორწოვან-კანისმიერი რეაქციები შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
- ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებულ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდესხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე) სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალჯერადი, სისტემური ორგანოების კლასების და შეგრძნებების დაზიანება (ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია), ზოგიერთ შემთხვევაში კი მიდრეკილების რისკ-ფაქტორების გარეშეც. აღწერილია ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები (მათ შორის კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათია, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევები და სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა) (პარაგრაფი 4.4).
- * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმა და განშრევება, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ლეტალური), და გულის რომელიმე სარქვლის უკმარისობის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათი: პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
დოზის გადაჭარბება და თერაპია
სიმპტომები:
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე, ლევოფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია: დაბნეულობა, სტუპორი, გონების დაკარგვა და კრუნჩხვითი შეტევები. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული რეაქციებია: გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზიები.
ისეთი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი, დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.
სუპრათერაპიული დოზების კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების დროს დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ, საჭიროა ელექტროკარდიოგრამაზე დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.
ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსადევნად. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
პარამაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებაა. ის რაცემიული სამკურნალო ნივთიერების, ოფლოქსაცინის, S(-) ენანტიომერია.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთკავშირი
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდქვეშა ფართობის (AUC) და მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ასახავს ევროპული ჰარმონიზაციის მონაცემებს 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით.
ზოგადად მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Staphylococcus saprophyticus
C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae
Haemophilus parainfluenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული ბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებშიც რეზისტენტობის განვითარება შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული) *
კოაგულაზა-უარყოფითი Staphylococcus spp.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
ბუნებრივად რეზისტენტული შტამები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecium
- მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus დიდი ალბათობით რეზისტენტული იქნება ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.
რეზისტენტობის მექანიზმი
რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინის მიმართ ეტაპობრივი პროცესით ყალიბდება როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზების, ასევე დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნის მუტაციების შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და ეფლუქსის მექანიზმებმა.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა, როგორც წესი, არ აღინიშნება.
მგრძნობელობის ტესტირების ზღვრული მნიშვნელობები
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ ლევოფლოქსაცინისთვის რეკომენდებული MIC (მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის) ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ განასხვავონ ძალიან მგრძნობიარე მგრძნობიარე მგძნობიარესგან და რეზისტენტული მიკროორგანიზმები, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (MIC ტესტი - მგ/ლ).
EUCAST-იდ კლინიკური MIC ზღვრული მნიშვნელობები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01)
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriacae
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Pseudomonas spp.
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Acinetobacter spp.
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Staphylococcus aureus
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Coagulase-negatif staphylococci
≤ 0,001 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Enterococcus spp.1
≤ 4 მგ/ლ
> 4 მგ/ლ
Streptococcus pneumoniae
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Streptococcus spp. (A,B,C და G ჯგუფები)
≤ 0,001 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Haemophilus. influenzae
≤ 0,6 მგ/ლ
> 0,06 მგ/ლ
Moraxella catarrhalis
≤ 0,125 მგ/ლ
> 0,125 მგ/ლ
Helicobacter pylori
≤ 1 მგ/ლ
> 1 mg/L
Aerococcus sanguinicola და urinae2
≤ 2 მგ/ლ
> 2 mg/L
Aeromonas spp
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
ლიმიტები (არასახეობრივად სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები)
≤ 0,5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
1: მხოლოდ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები
2: მგრძნობელობა შეიძლება გამომდინარეობდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობიდან.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექსპერტთან კონსულტაცია, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთ დონეზეა, რომ პრეპარატის ეფექტურობა ყოველ შემთხვევაში გარკვეული ტიპის ინფექციების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 99-100%. საკვები უმნიშვნელო გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებიდან 48 საათის შემდეგ.
განაწილება:
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლიტრს ერთჯერადი და განმეორებითი 500 მგ ან 750 მგ დოზების მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს სხეულის ქსოვილებში ფართო განაწილებაზე. ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს.
შეღწევადობა ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში:
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის ამომფენ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტოვანი სითხე), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოგარდაქმნა:
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და დოზის < 5%-ს შეადგენს. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა:
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, იგი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6-8 სთ). გამოყოფა ძირითადად თირკმლის გზით ხდება (მიღებული დოზის > 85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო საერთო კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ არის 175 ± 29.2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის ინტრავენურ და პერორალურ მიღებას შორის არსებითი ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები არ არსებობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პერორალური და ინტრავენური მიღების გზები ურთიერთშემცვლელია.
ხაზოვანება/არახაზოვანება:
ლევოფლოქსაცინი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-დან 1000 მგ-მდე დიაპაზონში..
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან ერთად, თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ
Clcr [მლ/წთ]
20
20-49
50-80
ClR [მლ/წთ]
13
26
57
t1/2 [სთ]
35
27
9
გერიატრიული პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის თვალსაზრისით ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არსებობს, გარდა კრეატინინის კლირენსთან დაკავშირებული განსხვავებებისა.
გენდერული განსხვავებები:
მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტების ცალკეულმა ანალიზმა აჩვენა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მცირე ან უმნიშვნელო გენდერული განსხვავებები. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტრადიციული კვლევების საფუძველზე, პრეკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის, მათ შორის ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული/განვითარების ტოქსიკურობის თვალსაზრისით.
ლევოფლოქსაცინი არ აზიანებდა ფარტილობასა ან რეპროდუქციულ ფუნქციას ვირთაგვებში და მისი ერთადერთი ეფექტი ნაყოფზე იყო ზრდის შეფერხება დედის ტოქსიკურობის გამო.
ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია გენის მუტაციები ბაქტერიულ ან ძუძუმწოვრების უჯრედებში, მაგრამ გამოიწვია ქრომოსომების დაზიანება ჩინური ზაზუნას ფილტვის უჯრედებში in vitro. ამ ეფექტებს იწვევს ტოპოიზომერაზა II-ის ინჰიბირება. მან არ გამოავლინა გენოტოქსიკური პოტენციალი in vivo ტესტებში (მიკრონუკლეუსი, დობილი ქრომატიდების გაცვლა, დაუგეგმავი დნმ-ის სინთეზი, დომინანტური ლეტალური ტესტები).
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინს ფოტოტოქსიკური აქტივობა მხოლოდ ძალიან მაღალი დოზებით აქვს. ფოტომუტაგენურობის ანალიზში ლევოფლოქსაცინმა გენოტოქსიკური პოტენციალი არ გამოავლინა და ფოტოკანცეროგენურობის კვლევაში სიმსივნის ზრდა შეამცირა.
სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, ლევოფლოქსაცინმა ვირთაგვებსა და ძაღლებში ხრტილზე (ჩამოფცქვნა და ნაპრალის წარმოქმნა) გავლენა მოახდინა. ეს ეფექტები უფრო გამოხატული იყო ახალგაზრდა ცხოველებში.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის),
მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის),
საინექციო წყალი.
შეუთავსებლობები
ვალმოქსი P თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:
- 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი;
- 5%-იანი დექსტროზის ხსნარი;
- 2.5%-იანი დექსტროზა რინგერის ხსნარში;
პარენტერალური კვებისთვის მომზადებული კომბინირებული ხსნარები (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები).
ვალმოქსი P არ უნდა შეერიოს ჰეპარინს ან ტუტე ხსნარებს (მაგ., ნატრიუმის ჰიდროკარბონატი).
ვარგისობის ვადა
24 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და თავის შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან. შეფუთვიდან ამოღების შემდეგ, ოთახის სინათლეზე 3 დღის განმავლობაში ძლებს.
შეყვანის შემდეგ პაკეტში დარჩენილი ხსნარი ხელახლა არ გამოიყენება.
ეს სამედიცინო საშუალება მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სუფთა, მომწვანო-ყვითელი ფერის ხსნარია და პრაქტიკულად არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეფუთვის სახე და შიგთავსი
100 მლ გამჭვირვალე PP (პოლიპროპილენის) პაკეტი, დახურული SFC პორტით, ალუმინის ორმაგ პარკში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვაგვარი დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
პოლიფარმა ილაჯ სანაიი ვე ტიჯ. ა.შ. (OLİFARMA İLAÇ SANAYİ VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება (Vakıflar OSB Mahallesi),
სანაიი გამზ. (Sanayi Caddesi) #22/1,
ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი
2017/724
პირველი ლიცენზიის/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 26.09.2017
ლიცენზიის განახლები თარიღი: 16.09.2022
ტექსტის გადახედვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


