ილფლოქსი
ILFLOX
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე ბაქტერიული სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს, თუ არის ალტერნატიური მკურნალობის არჩევანი, რადგან არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი. გარდა ამისა, მგრძნობელობა დადასტურებული უნდა იქნას ანტიბიოტიკოგრამით საშარდე გზების ინფექციების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
- მწარმოებელი
- Ilko Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040680
- რეგისტრირებულია
- 5 აპრილი 2024, მოქმედებს 5 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ilko Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ილფლოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე ბაქტერიული სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს, თუ არის ალტერნატიური მკურნალობის არჩევანი, რადგან არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი. გარდა ამისა, მგრძნობელობა დადასტურებული უნდა იქნას ანტიბიოტიკოგრამით საშარდე გზების ინფექციების დროს.
ილფლოქსი მიიღება პერორალურად. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს. ილფლოქსის ტაბლეტი არის მოყვითალო-თეთრი ან მოწითალო- თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის და ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტი იყოფა დოზის კორექციის ხელშეწყობისათვის.
ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტიანია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, ე.წ. ფტორქინოლონებს. ის თრგუნავს ბაქტერიების ზრდასა და პროლიფერაციას, და ანადგურებს მათ.
ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვულია მისი აქტიური ნივთიერების - ლევოფლოქაცინის - მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
მკურნალი ექიმი ილფლოქსს დანიშნავს შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ბაქტერიით გამოწვული სახის ძვლების შიგნით არსებული სინუსური წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი);
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
არაჰოსპიტალური პნევმონია;
თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ან თირკმელების ანთება (პიელონეფრიტი);
პროსტატიტი;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები: აბსცესი (ჩირქგროვა), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმა (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფექციებისთ გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები;
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მიკრობის ზემოქმედება.
მიღების წესი და დოზირება
ილფლოქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს გასრესვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფი ხაზით დოზასთან შესაბამისობისათვის. ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში. ილფლოქსის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას არაუმცირეს 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე, რადგან შეიძლება შემცირდეს შეწოვა.
მზის სხივებისაგან დაცვა
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება განვითარდეს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება. ამიტომ საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება. საჭიროა ქუდისა და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს. საჭიროა გარუჯვისაგან თავის არიდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ილფლოქსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ილფლოქსის დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში, თუ მათ ნორმალური თირკმლის ფუნქცია აქვთ.
განსაკუთრებული მდგომარეობების დროს მიღება:
თირკმლის უკმარისობა
თუ პაციენტს თირკმლის დისფუნქცია აქვს, მკურნალი ექიმი შეამცირებს ილფლოქსის დოზას და მოახდენს პაციენტის ყურადღებით მონიტორინგს.
დოზირება (ინფექციის სიმძიმის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ, პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ-ზე ნაკლები.
ღვიძლის უკმარისობა
არ არის საჭირო ილფლოქსის დოზის კორექცია ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაცია ილფლოქსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ილფლოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ილფლოქსის დოზის გადაჭარბებისას
ილფლოქსის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა და კუნთების უნებლიე შეკუმშვები, გახანგრძლივებული QT ინტერვალი ეკგ-ზე და გულისრევა.
ილფლოქსის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პოტენციური ეფექტები ილფლოქსით მკურნალობის შეწყვეტისას
არ უნდა შეწყდეს ილფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეიძლება ისევ განვითარდეს დაავადების ნიშნები და ბაქტერიის მიმართ რეზისტენტობა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, ან ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) მიმართ.
ალერგიული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება;
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესის (აკავშირებს კუნთსა და სახსარს) დაზიანება (ტენდინიტი), რომელიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ანტიბიოტიკთან;
ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს;
ილფლოქსის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვებსა და მოზარდებში.
არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, მოზარდებში, ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს განვითარებად ხრტილებზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ილფლოქსის გამოყენებისას:
ფტორქინოლონები, მათ შორის ილფლოქსი, დაკავშირებული იყო სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომლებიც შეიძლება უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყოს. ხშირი გვერდითი მოვლენები: ჩონჩხ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის (როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, მყესების შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტა ან დაბუჟება, ხელების და ფეხების დაბუჟება, კუნთის ტკივილი, კუნთის სისუსტე, ართრალგია, სახსრების შესივება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია, და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (ჰალუცინაცია, შფოთვა, დეპრესია, სუიციდური აზრები, უძილობა, ძლიერი თავის ტკივილი და ცნობიერების დაბინდვა).
ეს ეფექტები შეიძლება განვითარდეს ილფლოქსის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. პაციენტების ყველა ჯგუფში, მანამდე არსებული რისკფაქტორებით ან მათ გარეშე, განვითარდა ეს გვერდითი მოვლენები.
ილფლოქსი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველი ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისთანავე. გარდა ამისა, ფტორქინოლონების, მათ შორის ილფლოქსის, გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ რომელიმე ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ფტორქინოლონებთან კავშირში.
თუ პაციენტს აქვს ფილტვების მძიმე ინფექცია ან მძიმე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს);
თუ პაციენტს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა აქვს და აღენიშნება უნებლიე გულყრები;
თუ პაციენტს თავის ტვინის ტრავმა ან ინსულტი აქვს;
თუ პაციენტს ენტერიტი აქვს სისხლიანი, წყლიანი ფაღარათით, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან. თუ ილფლოქსით მკურნალობის განმავლობაში ვითარდება მძიმე, პერსისტენტული და/ან სისხლიანი დიარეა, ილფლოქსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სწრაფად უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე და/ან სპეციფიკური მკურნალობა. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის შესაბამის მკურნალობას.
მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება, თუ ვითარდება ტკივილი, სიწითლე ან მოძრაობის შეზღუდვა, რაც მიუთითებს მყესის ანთებაზე ან გაწყვეტაზე, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში და კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი მოახდენს ამ შემთხვევაზე დაკვირვებას;
თუ პაციენტს თირკმლის უკმარისობა აქვს, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
იშვიათად ფოტომგრძნობელობა აღწერილ იქნა პაციენტებში ილფლოქსის მიღებისას. თავიდან უნდა იქნას არიდებული ძლიერი მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, როგორიცაა სოლარიუმი, ილფლოქსით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ;
სუპერინფექცია (ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორე ინფექციის განვითარება): სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს არარეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი ზრდა ხანგრძლივი გამოყენების გამო. მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს ამ შემთხვევის პრევენციისათვის. თუ ვითარდება სუპერინფექცია, ექიმი დანიშნავს სათანადო მკურნალობას.
თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიები და უეცარი სიკვდილი): QT ინტერვალის გახანგრძლივება ძალიან იშვიათად იქნა აღწერილი ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის, მიღებისას. სიფრთხილეა საჭირო შემდეგ რისკჯგუფებში:
თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წლის ასაკის ზემოთ) ან ქალია;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს;
თუ პაციენტს ელექტროლიტების დისბალანსი აქვს (მაგ.: კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში);
თუ პაციენტს თანდაყოლილი QT სინდრომი აქვს (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიები და უეცარი სიკვდილი);
თუ პაციენტს გულის დაავადებები აქვს (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის ანამნეზი, გულისცემის შენელება);
QT ინტერვალის გახანგრძლივებელი მედიკამენტების კომბინირებული მიღება (მაგ.: Iა და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზური საშუალებები).
თუ პაციენტს აღენიშნება ფერმენტის, ე.წ. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას, თანდაყოლილი დეფიციტი;
ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება) და ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის მომატება): თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და იღებს ინსულინს ან პერორალურ პრეპარატებს, სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება დაეცეს ან განვითარდეს კომა, ან შეიძლება მოიმატოს სისხლში გლუკოზის დონემ (მკურნალი ექიმი პაციენტს სთხოვს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული ინტერვალებით შემოწმებას);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზით - მგრძნობელობის დაკარგვა);
მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე): ფტორქინოლონებს ინჰიბიტორული ეფექტი აქვთ ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე და შეიძლება გააძლიერონ კუნთების სისუსტე მიასთენიის მქონე პაციენტებში. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვას, და სიკვდილი აღწერილ იქნა მიასთენიის მქონე პაციენტებში ფტორქინოლონების მიღებასთნ კავშირში. ფტორქინოლონები არ არის რეკომენდებული მიასთენიის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: პირველი დოზის შემდეგ აღწერილ იქნა სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (სახისა და ხორხის შეშუპება ალერგიის შედეგად), რომლებიც იშვიათად შეიძლება ფატალური იყოს. უნდა შეწყდეს თერაპია და საჭიროა ექიმთან მიმართვა გადაუდებელ სიფრთხილის ზომებისათვის.
მძიმე დაავადებები, რომლებიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკების განვითარებით კანზე: ილფლოქსმა შეიძლება გამოიწივიოს კანის ძლიერი რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (ანთება სისხლიანი ბლისტერებით, კანისა და თვალის ირგვლივ შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (მძიმე მდგომარეობა კანზე სითხის სავსე ბლისტერებით) ჩათვლით. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებამდე.
ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა სუიციდური აზრები და სახიფათო ქცევა ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი თერაპია;
სიფრთხილეა საჭიროა ილფლოქსის მიღებისას, თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქოლოგიური დარღვევები ან ფსიქიკური დაავადების ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება მადის დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინური მგრძნობელობა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაბამისი თერაპია.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ილფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ილფლოქსის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს საკვები. რეკომენდებული დოზის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
თუ პაციენტს ესაჭიროება მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი მედიკამენტების, კუჭის მჟავის გამანეიტრალებელი ანტაციდების, ან სუკრალფატის ან დიდანოზინის (მხოლოდ დიდანოზის ფორმულები მაგნიუმის ან ალუმინის ბუფერის შემცველობით) მიღება კუჭის წყლულისათვის ან რეფლუქსისათვის, ილფლოქსის მიღება უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების მიღებამდე არაუმცირეს ორი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ილფლოქსის შეწოვაზე.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში.
ადამიანებზე პოტენციური რისკი უცნობია. ადამიანებზე შეზღუდული რაოდენობით მონაცემების და მოზარდ ორგანიზმებში წონის მზიდი ხრტილების დაზიანების რისკის გამო, რაც ნაჩვენები იქნა ფტორქინოლონების ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული მონაცემებია ლევოფლოქსაცინის ადამიანის ან ცხოველის რძეში გამოყოფის შესახებ. ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ ფიზიკურ-ქიმიური და ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, არ უნდა გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის.
მოზარდ ორგანიზმებში წონის მზიდი ხრტილების დაზიანების რისკის გამო, რაც ნაჩვენები იქნა ფტორქინოლონების ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
სიფრთხილის ზომები
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილების ანთება ან გაწყვეტა), პერიფერიული ნეიროპათია (დისტალური ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზის გამო - მგრძნობელობის დაკარგვა), სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ცენტალური ნერვული სისტემის ეფექტები და მიასთენიის (კუნთების დაავადების ტიპი) გამწვავება
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა, მათ შორის ლევოფლოქსაცინმა, რომელიც ილფლოქსის აქტიური ნივთიერებაა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი და შეუქცევადი მოვლენები, როგორიცაა:
კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილის ანთება (ტენდინიტი; სიმპტომები შეიძლება იყოს სახსრების ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე) და კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილის (მყესის) გაწყვეტა (სიმპტომები შეიძლება იყოს კუნთების ძლიერი ტკივილი, უეცარი და სწრაფი სისხლჩაქცევა, სისუსტე, მოძრაობის შეუძლებლობა);
დისტალური ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზის გამო - მგრძნობელობის დარღვევა (პერიფერიული ნეიროპათია; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნერვების ტკივილს, დაჭიმულობას, ტერფებსა და ხელებში დაბუჟებას ჩხვლეტით, კუნთების სისუსტეს, ხელების ტრემორს);
ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, შფოთვას, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს, უძილობას, ძლიერ თავის ტკივილს და ცნობიერების დაბინდვას).
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა ილფლოქსის გამოყენებისას, უნდა შეწყდეს ილფლოქსის მიღება დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცვტთან მიმართვა.
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა, ილფლოქსის აქტიური ნივთიერების ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენიის მქონე პაციენტებში (კუნთების სისუსტის დაავადების ტიპი). თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს კუნთების სისუსტე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ილფლოქსის მიღებამდე.
რადგან ფტორქინოლონების ჯგუფის მედიკამენტები, ილფლოქსის ჩათვლით, დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებისას, თუ არ არის სხვა ალტერნატივა.
ბაქტერიით გამოწვეული სახის ძვლების სინუსური წიაღების მწვავე ანთება (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი);
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება.
ილფლოქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, რომელიც 500 მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH102), პოლივინილ სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ტალკი, ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF aluminum lake (E110).
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მაგნიუმის ან ალუმინის ან რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატები, დიდანოზინი:
ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება, როგორიცაა რკინის ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კათიონების მარილების შემცველი, ან მაგნიუმის და ალუმინის შემცველი პრეპარატები (მაგ. ანტაციდები) იწვევს ლევოფლოქსაცინის აბსორბციის მნიშვნელოვან შემცირებას, ამიტომ ეს პერპარატები უნდა იქნას მიღებული ილფლოქსის მიღებამდე ან მიღების შემდეგ მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალით (იხ. პარაგრაფი 4.2). კალციუმის მარილებს მინიმალური გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის პერორალური შეწოვაზე.
სუკრალფატი
სუკრალფატთან კომბინირებული გამოყენება იწვევს ილფლოქსის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუ ამ ორი პრეპარატის კომბინირებული გამოყენება აუცილებელია, რეკომენდებულია სუკრალფატის მიღება ილფლოქსის მიღებიდან მინმუმ ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.2).
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკურმა კვლევამ არ დაადგინა რაიმე ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლევოფლოქსაცინსა და თეოფილინს შორის. თუმცა, იმ პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვის ზღურბლს, თეოფილინთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის კრუნჩხვის ზღურბლის მნიშვნელოვნად დაქვეითება.
ფენფუბენის ერთდროული გამოყენება იწვევს ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 13%-ით უფრო მაღალ კონცენტრაციას მის ცალკე გამოყენებასთან შედარებით.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ლევოფლოქსაცინი გამოიყენება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ამცირებენ ლევოფლოქსაცინის თირკმელებით მილაკოვან სეკრეციას, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი.
პრობენეციდი და ციმეტიდინი ახდენენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლით კლირენსი მცირდება ციმეტიდინით და პრობენეციდით ზემოქმედებისას, შესაბამისად, 24 და 34%-ით. ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე პრეპარატი ბლოკავს ლევოფლოქსაცინის თირკმლით მილაკოვან სეკრეციას. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები კლინიკურად რელევანტური იყოს ჩატარებულ კვლევაში გამოკვლეულ დოზებზე.
ციკლოსპორინი
ლევოფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 33%-ით იზრდება.
K ვიტამინის ანტაგონისტები
რადგანაც აღწერილ იქნა კოაგულაციის ტესტებში (PT/INR) და/ან სისხლდენის სერიოზული მომატება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ. ვარფარინი), კოაგულაციის ტესტებზე უნდა ჩატარდეს ყურადღებით მონიტორინგი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ყურადღებით მეთვალყურეობის ქვეშ სისხლდენის სიმპტომებთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 4.4).
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას
სხვა ქინოლონების მსგავსად, საჭიროა სიფრთხილე ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (IA და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები). (იხ. პარაგრაფი 4.4, QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა
კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში დიგოქსინის, გლიბენკლამიდის, რანიტიდინისა და კალციუმის კარბონატის ერთდროულად გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინი არ ახდენდა გავლენას თეოფილინის (CYP1A2 სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე; აქედან გამომდინარე, ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
საკვები
ილფლოქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვების მიღების მიუხედავად, რადგანაც კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან არ აღინიშნება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია C.
არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ.
დაორსულების პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
არსებობს შეზღუდული მონაცემები რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში გამოყენების შესახებ.
ორსულობის პერიოდი
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები შეზღუდულია ორსულობისა და/ან ემბრიონის-ნაყოფის განვითარებაზე და/ან დაბადების და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. (იხილეთ პარაგრაფი 4.3. 5.3). პოტენციური რისკი ადამიანზე ცნობილი არ არის. ადამიანის შესახებ შეზღუდული მონაცემებისა და მოზარდი ორგანიზმების წონის მტარებელი ხრტილის დაზიანების რისკის გამო, როგორც ეს ნაჩვენებია ფტორქინოლონებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდი
არსებობს არასაკმარისი/შეზღუდული მონაცემები ლევოფლოქსაცინის ადამიანის ან ცხოველის რძეში გამოყოფის შესახებ. ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არსებული ფიზიკოქ-იმიური და ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო, რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის გამორიცხული არ არის. მოზარდი ორგანიზმების წონის მტარებელი ხრტილის დაზიანების რისკის გამო, როგორც ეს ნაჩვენებია ფტორქინოლონებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. (იხ. პარაგრაფი 4.3. და პუნქტი 5.3.).
რეპროდუქციული უნარი/ნაყოფიერება
არსებობს შეზღუდული მონაცემები ილფლოქსის ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ილფლოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: გაბრუება/თავბრუსხვევა, მხედველობის ცვლილებები და ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ამ უნარების დაქვეითებამ შეიძება შექმნას რისკი ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.
თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი გვერდითი მოვლნები ილფლოქსის მიღებისას, არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ილფლოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სამკურნალო პროდუქტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ამ დოზაზე არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს, საღებავის სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები მგრძნობიარე პირებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის ფტორქინოლონების შემცველ პრეპარატებზე
ფტორქინოლონების მედიკამენტებმა (რომლებიც შეიცავენ ციპროფლოქსაცინს, ლევოფლოქსაცინს, ლომეფლოქსაცინს, მოქსიფლოქსაცინს, ნორფლოქსაცინს, ოფლოქსაცინს, პეფლოქსაცინს, პრულიფლოქსაცინს და რუფლოქსაცინს) შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად პერმანენტული გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავენ მყესებს, კუნთებს, სახსრებსა და ნერვულ სისტემას.
ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები მოიცავს მყესების ანთებას ან გაწყვეტას, კუნთების ტკივილს ან სისუსტეს, და სახსრების ტკივილს ან შესივებას, სიარულის გაძნელებას, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებას, დაღლილობას, დეპრესიას, მეხსიერების, ძილის, მხედველობის და სმენის პრობლემებს, და შეცვლილ გემოსა და ყნოსვას.
მყესების შესივება და დაზიანება შეიძლება განვითარდეს ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეში და მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.
უნდა შეწყდეს ფტორქინოლონების მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
მყესის დაზიანების პირველი ნიშნებისთანავე, როგორიცაა მყესის ტკივილი ან შესივება - საჭიროა მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში მოთავსება;
ტკივილის, ჩხვლეტის, ღიტინის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებისას, ან სისუსტის განვითარებისას, განსაკუთრებით ფეხებში ან ხელებში;
მხრის, მკლავების ან ფეხების შეშუპებისას, სიარულის გაძნელებისას, დაღლილობის ან დეპრესიის შეგრძნებისას, ან მეხსიერების პრობლემებისას, ან ძილის, მხედველობის, გემოს, ყნოსვის ან სმენის პრობლემებისას, პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა მკურნალობის გაგრძელება თუ საჭიროა სხვა ტიპის ანტიბიოტიკის მიღება.
პაციენტი შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოს სახსრების ტკივილის ან შესივების, ან მყესის დაზიანების მიმართ, თუ 60 წელზე მეტი ასაკისაა, მისი თირკმელები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ ან ჩატარებული აქვს ორგანოს გადანერგვა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს (მედიკამენტებს, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი) ან საჭიროებს მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით. პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად მიდრეკილი იყოს მყესის დაზიანების მიმართ, თუ იღებს კორტიკოსტეროიდსა და ფტორქინოლონის მედიკამენტს ერთდროულად.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონის მედიკამენტი, თუ როდესმე აღენიშნებოდა სერიოზული გვერდითი მოვლენა ფტორქინოლონების ან ქინილონის მედიკამენტის მიღებისას და საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღება
თეოფილინი - აფართოებს ბრონქებს, აუმჯობესებს სუნთქვას: ილფლოქსთან ერთად მიღებისას ქვეითდება გულყრების ზღურბლი;
ფენბუფენი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ასპირინი და ინდომეტაცინი ან მსგავსი არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები: ილფლოქსთან ერთად მიღებისას ქვეითდება გულყრების ზღურბლი;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ, ან ციმეტიდინი, გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ: ქვეითდება ილფლოქსის გამოყოფა;
სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ) აქვეითებს ილფლოქსის შეწოვას;
ციკლოსპორინი, აქვეითებს იმუნურ სისტემას (ხანგრძლივდება ნახევარდაშლის პერიოდი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (როგორიცაა: ვარფარინი), გამოიყენება სისხლის კოაგულაციის პრევენციისათვის (მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს და გაიზარდოს სისხლდენის რისკი). მკურნალი ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის შედედების ანალიზებს;
მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა);
IA კლასის ანტიარითმიული (ქინიდინი) და III კლასის ანტიარითმიული (ამიოდარონი) მედიკამენტები;
დეპრესიის საწინააღმდეგო გარკვეული მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (როგორიცაა: ამიტრიპტილინი, იმიპრამინი);
მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი);
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმისა და ანთების სამკურნალოდ);
შარდის ანალიზმა ოპიატებზე, რომელიც იყენებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს.
სხვა სამკურნალო პროდუქტებმა - დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი - არ არის მოსალოდნელი, რომ შეცვალონ ილფლოქსის ეფექტი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე სხვა მედიკამენტს, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ილფლოქსში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ილფლოქსის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:
იშვიათი
ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს გენერალიზებული ქავილი და კანის გამონაყარი (ჰიპერმგრძნობელობა - ანაფილაქსია).
სიხშირე უცნობია:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (ანთება, რომელიც ასოცირებულია სისხლიან ბლისტერებთან, თვალის ირგვლივ და კანის შესივებასთან და სიწითლესთან), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, რომელიც ასოცირებულია კანზე სითხით სავსე ბლისტერებთან).
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია აქვს ილფლოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან უნდა მიმართოს უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას:
იშვიათი:
მყესების (იოგების) ტკივილი და ანთება. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა;
კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსიები);
სიხშირე უცნობია; მადის დაკარგვა, თვალის სკლერებისა და კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი, აბდომინური მგრძნობელობა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ფატალური იყოს;
მიასთნიის გამწვავება (კუნთების სისუსტის დაავადება);
გულის არითმიები, გულის ფრიალი;
ცხელება, ჩხვლეტა და წვა, ტკივილი ან სტუპორი. შეიძლება ნეიროპათიის ნიშნები იყოს;
სპაზმების მსგავსი მუცლის ტკივილი და მაღალი ცხელება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი, პერსისტენტული, სისხლიანი დიარეა. ეს შეიძლება სერიოზული ინტესტინალური პრობლემების ნიშნები იყოს;
სახსრების შეზრდა და კუნთების გაწყვეტა, ართრიტი.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. ისინი საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ხშირი
გულისრევა, ღებინება, დიარეა;
სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტის დონის მომატება;
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
უძილობა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):
სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების მიმართ რეზისტენტობის განვითარება;
ქავილი და კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა;
მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მადის დაკარგვა, მუცელში აირები, შეკრულობა;
ვერტიგო;
შფოთვა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა;
გაბრუება, სტუპორი, გემოს დარღვევა;
ქოშინი (დისპნოე);
სახსრების ან კუნთების ტკივილი;
სისხლის ანალიზების ცვლილებები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო (გაზრდილი ბილირუბინი, კრეატინინი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
დაღლილობა.
იშვიათი:
სისხლში გლუკოზის დაბალი დონე. ეს მნიშვნელოვანია დიაბეტური პაციენტებისათვის და შეიძლება გამოიწვიოს კომა;
ფსიქიკური დარღვევები, რომელსაც თან ახლავს ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციებ და უკიდურესი ეჭვიანობა - პარანოია), მოუსვენრობა, დეპრესია;
უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები;
მხედველობის დაზიანება მხედველობის დაბინდვის ჩათვლით;
ყურებში ხმაური;
კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის მქონე პაციენტებისათვის (იშვიათი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან);
დაბალი არტერიული წნევა;
სწრაფი გულისცემა, გულის ფრიალი;
ადვილად სისხლდენა და სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თრომბოციტების რაოდენობის შემცირების შედეგად (თრომბოციტოპენია);
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
ცხელება;
თირკმლის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ალერგიული თირკმლისმიერი რეაქციებით, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტით, და თირკმლის ფუნქციის ცვლილება.
ძალიან იშვიათი:
შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
სიხშირე უცნობია
სისხლში გლუკოზის დაბალ დონესთან დაკავშირებული კომა;
სისხლში გლუკოზის დონის მომატება;
თვითდაზიანებითი ქცევა, რომელიც მოიცავს სუიციდურ იდეებს და სუიციდურ მცდელობას;
გემოს დაკარგვა;
ყნოსვის აღქმის დარღვევა, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის ჩათვლით;
ცნობიერების დაკარგვა (სინკოპე), კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (თავის ქალასშიდა გაზრდილი წნევა);
სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა;
მხედველობის დროებითი დაკარგვა;
კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტომგრძნობელობა);
სისხლის ყველა უჯრედის დაქვეითებული რაოდენობა (პანციტოპენია) ან ერიტროციტების დაქვეითებული რაოდენობა (ანემია). კანი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და ყვითელი, სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების და ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირების გამო. შეიძლება განვითარდეს ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე;
გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
პირის ღრუს ანთება (სტომატიტი);
მოძრაობის და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევა);
ალერგიით გამოწვეული პნევმონია;
სისხლძარღვების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციებით;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
ტკივილი (წელის, მკერდის, მკლავების და ფეხების).
ესენი ილფლოქსის სუსტი გვერდითი მოვლენებია.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი (თვეებამდე ან წლამდე) ან პერმანენტული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახეთქვა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, სიარულის გაძნელება, არანორმალური შეგრძნებები, როგორიცაა ქინძისთავები, ჩხვლეტა, ჩხვლეტა. წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ისევე როგორც სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება ასოცირებულია ქინოლონისა და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორებისა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია); ამ დროს სისხლძარღვი შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს ფატალური შედეგი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქველების ფუნქციის დარღვევა.
Tu pacients ganuviTarda gverdiTi movlenebi, romlebic ar aris CamoTvlili instruqciaSi, saWiroa eqimTan an farmacevtTan mimarTva.
ჭარბი დოზა
ნიშნები: ცხოველებში ჩატარებულმა ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელია ილფლოქსით დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, მოიცავს ცნობიერების დაბინდვას, გაბრუებას, ცნობიერების დაქვეითებასა და კონვულსიურ გულყრებს. ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში. კუჭ-ნაწლავის რეაქციები მოიცავს გულისრევასა და ლორწოვანის ეროზიას.
სუპრათერაპიულ დოზებზე ჩატარებულმა კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
თერაპია: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, ეკგ-ზე დაკვირვება QT ინტერვალის პოტენციური გახანგრძლივების გამო, და უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ანტაციდები შეიძლება დაინიშნოს კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად.
ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ელიმინაციისათვის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ლევოფლოქსაცინი………………500 მგ (ექვივალენტურია 512,46 ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის)
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის სტეარილფუმარატი..............................................9.54 მგ
ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF…………...........0.09 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1. პარაგრაფში.
შენახვის პირობები
ილფლოქსი ინახება შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის გასვლამდე.
დაუშვებელია ილფლოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ილფლოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უტილიზებულ უნდა იქნას ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10
34885 Sancaktepe /İstanbul - Turkey
Phone: +90 216 564 80 00
ილკო ილაჩ სან. ვე. ტიკ. ა.შ.
ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10
34885 სანკაქტეფე/სტამბოლი -თურქეთი
ტელ.: +90 216 565 80 00
წარმოების ადგილი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
- Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad.
- Sok. No:1 Selçuklu / Konya - Turkey
ილკო ილაჩ სან. ვე. ტიკ. ა.შ.
- ორგანიზე სანაი ბოლღეზი კუდუსი კად.
23 სოკ. #1 სელჩუკლუ/კონია - თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი სინთეზური ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების კლასს. ის არის რაცემიკული აქტიური ნივთიერების, ოფლოქსაცინის S (-) ენანთიომერი.
მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონის ანტიბიოტიკის მსგავსად, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ- გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის კოეფიციენტები შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დამოკიდებულია დროზე შერჩეული შტამისთვის, და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის ნიმუშების შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
ლევოფლოქსაცინის In-vitro ეფექტიანობა დემონსტრირებულია შემდეგ პათოგენებზე: გრამდადებითი აერობები: Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis*, Enterecoccus spp, Listeria monocytogenes, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე), Staphylococcus aureus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე)*, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე),) phylococcus saprophyticus, C ჯგუფისა და ჯგუფის G სტრეპტოკოკები, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae (მგრძნობიარე/ზომიერად რეზისტენტული/რეზისტენტული პენიცილინის მიმართ)*, Streptococcus pyogenes*, Viridans streptococci (პენიცილინის მიმართ რეზისტენტული/ მგრძნობიარე) გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp, Actinobaccillus actinomycetemcomitans, Citrobacter freundii*, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Enterobacter spp, Escherichia coli*, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae* (ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე/ რეზისტენტული), Haemophilus parainfluenzae* , Helicobacter pylori, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*, Klebsiella spp, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი/ბეტა-ლაქტამაზა უარყოფითი)*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას წარმომქმნელი/არაპენიცილინაზას გამომწვევი/არა-პენიცილინაზას გამომწვევი), Neisseria meningitidis, Pasteurella canis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida, Pasteurella spp, Proteus mirabilis*, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia spp, Pseudomonas aeruginosa**, Pseudomonas spp, Salmonella spp, Serratia marcescens*, Serratia spp. ანაერობები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp, Clostridium perfringens, Fusobacterium spp, Peptostreptococcus, Propionibacterium spp, Veillonella spp, სხვები: Bartonella spp, Chlamydia pneumoniae*, Chlamydia
psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila*, Legionella spp, Mycobacterium spp, Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae* Rickettsia spp, Ureaplasma urealyticum.
ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:
გრამდადებითი აერობები: Corynebacterium urealyticum, Corynebacterium xerosis, Enterococcus faecium, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-რეზისტენტული), Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინ-რეზისტენტული). გრამუარყოფითი აერობები: Campylobacter jejuni/coli ანაერობები: Clostridium difficile, Prevotella spp და Porphyromonas spp.
რეზისტენტული მიკროორგანიზმები:
გრამდადებითი აერობები: Corynebacterium jeikeium, Staphylococcus კოაგულაზა-უარყოფითი მეთი-R, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული) გრამუარყოფითი აერობები: Alcaligenes xylosoxidans ანაერობები: Bacteriodes thetaiotaomicron სხვები: Mycobacter avium
- კლინიკური ეფექტიანობა დადგენილია კლინიკურ კვლევებში.
- *Pseudomonas aeruginosa-ით გამოწვეული ნოზოკომიური ინფექციებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპია.
რეზისტენტობა
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა მიიღწევა ეტაპობრივი პროცესის შედეგად II ტიპის ტოპოიზომერაზას, დნმ -გირაზასა და IV ტოპოიზომერაზას სამიზნე მუტაციებით. სხვა რეზისტენტულმა მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერი (უფრო ხშირია (Pseudomonas aeruginosa-ში) და ტუმბოს მექანიზმი, შეიძლება გავლენა იქონიოს ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
აღწერილ იქნა ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. ზოგადად არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის, ლევოფლოქსაცინის მოქმედების მექანიზმის გამო.
ზღვრული სიდიდე
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი (EUCAST) ლევოფლოქსაცინის ზღვრული სიდიდეებისათვის, რომლებიც რეკომენდებულია MIC-ის მიერ მგრძნობიარე და ზომიერად მგრძნობიარე და რეზისტენტული ორგანიზმების განცალკევების მიზნით, ძალიან მგრძნობიარეა და წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში (MIC ტესტი -მგ/ლ). EUCAST კლინიკური MIC ლიმიტები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01):
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriacae
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Pseudomonas spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Acinetobacter spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Staphylococcus spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
S. pneumoniae 1
≤2 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Streptococcus A,B,C,G
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
H. influenzae 2,3
≤1 მგ/ლ
>1 მგ/ლ
M. catarrhalis 3
≤1 მგ/ლ
>1 მგ/ლ
არა-სახეობა-სპეციფიკური ლიმიტები
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
- ზღვრული სიდიდეები დაკავშირებული იყო ლევოფლოქსაცინის თერაპიის უფრო მაღალ დოზებთან.
- დაბალი დონის რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ (ციპროფლოქსაცინი MIC 0.12-0.5 მგ/ლ) შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ რეზისტენტობას აქვს კლინიკური მნიშვნელობა H. influenzae-ით გამოწვეულ სასუნთქი გზების ინფექციებში.
- MIC სიდიდეები მგრძნობიარე შტამების ლიმიტებით ძალიან იშვიათია ან არ არის დაფიქსირებული.
თუ რომელიმე იზოლატის ასეთი ამოცნობის ან ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირება ჩატარდა, ის უნდა განმეორდეს და შედეგები უნდა გაიგზავნოს საცნობარო ლაბორატორიაში. დასადასტურებლად. მიმდინარე რეზისტენტობის ზღვრულმა მნიშვნელობებმა დაადასტურა, რომ იზოლატები MIC მნიშვნელობებით კლინიკურ პასუხთან დაკავშირებული მტკიცებულებების მნიშვნელობაზე უნდა იყოს აღნიშნული როგორც რეზისტენტული.
- ზღვრული სიდიდეები პერორალური 500 მგ x 1 - 500 მგ x 2 და ინტრავენური 500 მგ x 1 - 500 მგ x 2 დოზებისთვის.
რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით შერჩეული სახეობებისათვის. განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სამკურნალოდ საჭიროა ადგილობრივი რეზისტენტობის ინფორმაციის გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში, იმ შემთხვევებში მაინც, როდესაც ინფექციებისას გამოყენებული პრეპარატები ზოგიერთი ექსპერტის აზრით უნდა იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ ადგილობრივი რეზისტენტობის პრევალენტობის გამო.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა:
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება, და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის ფარგლებში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100%-ია. საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე.
განაწილება:
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს.
ლევოფლოქსაცინის 500 მგ დღეში ერთხელ მრავალჯერადი დოზირება ავლენს უმნიშვნელო კუმულაციას. ლევოფლოქსაცინის კუმულაცია 500 მგ დღეში ორჯერ მიღების შემდეგ დაბალია.
ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეებში შეღწევა:
ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის მფარავ სითხეში და ალვეოლურ მაკროფაგებში შეღწევა
ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია ბრონქების ლორწოვან გარსში და ეპითელიუმის მფარავ სითხეში იყო 8,3 მიკროგრამი/გ და 10,9 მიკროგრამი/მლ, შესაბამისად, 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ხოლო შეღწევადობის კოეფიციენტები ლორწოვანი გარსისა და ეპითელიუმის მფარავი სითხიდან იყო 1.1 - 1.8 და 0.8 - 3, შესაბამისად. ისინი მიიღწეოდა მიღებიდან დაახლოებით 1 ან 4 საათის შემდეგ, შესაბამისად. ეპითელიუმის მფარავ სითხეში საშუალო კონცენტრაცია ბოლო მიღებიდან 4 საათის შემდეგ იყო 9,94 მიკრორამიგ/მლ და 22,12 მიკროგრამი/მლ, შესაბამისად, 500 მგ და 750 მგ-ს პერორალურად 5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ. ისინი იყო 97.9 მიკროგრამი/მლ და 105.1 მიკროგრამი/მლ, შესაბამისად, ალვეოლურ მაკროფაგებში.
შეღწევა ფილტვის ქსოვილში
ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია ფილტვის ქსოვილებში იყო დაახლოებით 11.3 მიკროგრამი/გ და მიიღწეოდა მიღებიდან 4-დან 6 საათს შორის პერიოდში, ფილტვის ქსოვილისა და პლაზმის განაწილების თანაფარდობით 2-5.
შეღწევა ბულოზურ სითხეში
ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია ბულოზურ სითხეში იყო 4.0 და 6.7 მიკროგრამი/მლ, შესაბამისად, 500 მგ 3 დღის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ დღეში მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ, ბულოზური სითხის/პლაზმის თანაფარდობით დაახლოებით 1.
განაწილება ძვლის ქსოვილში
ლევოფლოქსაცინი ავლენს კარგ შეღწევას პროქსიმალური და დისტალური ბარძაყის კორტიკალურ და ფოროვან ქსოვილში, შეღწევადობის კოეფიციენტებით 0.1-დან 3-მდე. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია პროქსიმალური ბარძაყის ძვლის ფოროვან ქსოვილში იყო დაახლოებით 15.1 მიკროგრამი/გ 500 მგ. პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში
ლევოფლოქსაცინის ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევა დაბალია.
განაწილება პროსტატის ქსოვილში
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია პროსტატის ქსოვილში იყო 8,7 მიკროგრამი/გ 500 მგ სამჯერ დღეში პერორალური მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პროსტატაში/პლაზმაში საშუალო კონცენტრაციით 1,84.
კონცენტრაცია შარდში
ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია შარდში იყო 44 მგ/ლ, 91 მგ/ლ და 200 მგ/ლ 150 მგ, 300 მგ ან 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძლიერ მცირე მოცულობით, მისი მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და შეადგენს დოზის <5%-ს. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის იზომერულ გარდაქმნას.
გამოყოფა:
პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ ლევოფლოქსაცინი პლაზმიდან გამოიყოფა შედარებით ნელა (t1/2: 6-8 საათი). გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (შეყვანილი დოზის >85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო მთლიანი ორგანიზმის კლირენსი იყო 175 ± 29.2 მლ/წთ 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ.
ლევოფლოქსაცინის საშუალო მთლიანი ორგანიზმის კლირენსი იყო 143 ± 29.1 მლ/წთ 750 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ.
არ არსებობს ძირითადი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერორალური და ინტრავენური შეყვანის მეთოდები ურთიერთჩანაცვლებადია.
წრფივი/არაწრფივი კინეტიკა:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 150-600 მგ დოზის დიაპაზონში.
პაციენტები დამახასიათებელი თვისებებით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას, თირკმლით გამოყოფა და კლირენსი მცირდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ ცხრილში:
Clcr [მლ/წთ]
< 20
20 - 49
50 - 80
C1r [მლ/წთ]
13
26
57
t1/2 [სთ]
35
27
9
გერიატრიული პაციენტები:
არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ახალგაზრდა და ხანდაზმულ ადამიანებს შორის, კრეატინინის კლირენსის განსხვავებების გარდა.
გენდერული განსხვავებები:
ცალკეულმა ანალიზებმა მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის სუბიექტებში აჩვენა მცირე ან ზღვრული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. ამ განსხვავებების კლინიკური მნიშვნელობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
გაფრთხილება: ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილების ანთება ან გაწყვეტა), პერიფერიული ნეიროპათია (დისტალური ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზის გამო - მგრძნობელობის დაკარგვა), სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ცენტალური ნერვული სისტემის ეფექტები და მიასთენიის (კუნთების დაავადების ტიპი) გამწვავება
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა, მათ შორის ლევოფლოქსაცინმა, რომელიც ილფლოქსის აქტიური ნივთიერებაა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი და შეუქცევადი მოვლენები, როგორიცაა:
კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილის ანთება (ტენდინიტი; სიმპტომები შეიძლება იყოს სახსრების ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე) და კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილის (მყესის) გაწყვეტა (სიმპტომები შეიძლება იყოს კუნთების ძლიერი ტკივილი, უეცარი და სწრაფი სისხლჩაქცევა, სისუსტე, მოძრაობის შეუძლებლობა);
დისტალური ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზის გამო - მგრძნობელობის დარღვევა (პერიფერიული ნეიროპათია; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნერვების ტკივილს, დაჭიმულობას, ტერფებსა და ხელებში დაბუჟებას ჩხვლეტით, კუნთების სისუსტეს, ხელების ტრემორს);
ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, შფოთვას, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს, უძილობას, ძლიერ თავის ტკივილს და ცნობიერების დაბინდვას).
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა ილფლოქსის გამოყენებისას, უნდა შეწყდეს ილფლოქსის მიღება დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცვტთან მიმართვა.
ფტორქინოლონების ანტიბიოტიკებმა, ილფლოქსის აქტიური ნივთიერების ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენიის მქონე პაციენტებში (კუნთების სისუსტის დაავადების ტიპი). თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს კუნთების სისუსტე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ილფლოქსის მიღებამდე.
რადგან ფტორქინოლონების ჯგუფის მედიკამენტები, ილფლოქსის ჩათვლით, დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებისას, თუ არ არის სხვა ალტერნატივა.
ბაქტერიით გამოწვეული სახის ძვლების სინუსური წიაღების მწვავე ანთება (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი);
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება.
ილფლოქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, რომელიც 500 მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH102), პოლივინილ სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ტალკი, ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF aluminum lake (E110).
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ილფლოქსი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ილფლოქსის მიღებამდე
ილფლოქსის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ილფლოქსის შენახვის წესი
რას წარმოადგენს ილფლოქსი და მისი გამოყენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე ბაქტერიული სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს, თუ არის ალტერნატიური მკურნალობის არჩევანი, რადგან არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი. გარდა ამისა, მგრძნობელობა დადასტურებული უნდა იქნას ანტიბიოტიკოგრამით საშარდე გზების ინფექციების დროს.
ილფლოქსი მიიღება პერორალურად. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს. ილფლოქსის ტაბლეტი არის მოყვითალო-თეთრი ან მოწითალო- თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის და ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტი იყოფა დოზის კორექციის ხელშეწყობისათვის.
ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტიანია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, ე.წ. ფტორქინოლონებს. ის თრგუნავს ბაქტერიების ზრდასა და პროლიფერაციას, და ანადგურებს მათ.
ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვულია მისი აქტიური ნივთიერების - ლევოფლოქაცინის - მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
მკურნალი ექიმი ილფლოქსს დანიშნავს შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ბაქტერიით გამოწვული სახის ძვლების შიგნით არსებული სინუსური წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი);
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
არაჰოსპიტალური პნევმონია;
თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ან თირკმელების ანთება (პიელონეფრიტი);
პროსტატიტი;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები: აბსცესი (ჩირქგროვა), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმა (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფექციებისთ გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები;
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მიკრობის ზემოქმედება.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ილფლოქსის მიღებამდე
დაუშვებელია ილფლოქსის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, ან ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) მიმართ.
ალერგიული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება;
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესის (აკავშირებს კუნთსა და სახსარს) დაზიანება (ტენდინიტი), რომელიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ანტიბიოტიკთან;
ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს;
ილფლოქსის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვებსა და მოზარდებში.
არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, მოზარდებში, ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს განვითარებად ხრტილებზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ილფლოქსის გამოყენებისას:
ფტორქინოლონები, მათ შორის ილფლოქსი, დაკავშირებული იყო სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომლებიც შეიძლება უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყოს. ხშირი გვერდითი მოვლენები: ჩონჩხ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის (როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, მყესების შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტა ან დაბუჟება, ხელების და ფეხების დაბუჟება, კუნთის ტკივილი, კუნთის სისუსტე, ართრალგია, სახსრების შესივება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია, და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (ჰალუცინაცია, შფოთვა, დეპრესია, სუიციდური აზრები, უძილობა, ძლიერი თავის ტკივილი და ცნობიერების დაბინდვა).
ეს ეფექტები შეიძლება განვითარდეს ილფლოქსის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. პაციენტების ყველა ჯგუფში, მანამდე არსებული რისკფაქტორებით ან მათ გარეშე, განვითარდა ეს გვერდითი მოვლენები.
ილფლოქსი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სერიოზული გვერდითი მოვლენის პირველი ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისთანავე. გარდა ამისა, ფტორქინოლონების, მათ შორის ილფლოქსის, გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ რომელიმე ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ფტორქინოლონებთან კავშირში.
თუ პაციენტს აქვს ფილტვების მძიმე ინფექცია ან მძიმე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს);
თუ პაციენტს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა აქვს და აღენიშნება უნებლიე გულყრები;
თუ პაციენტს თავის ტვინის ტრავმა ან ინსულტი აქვს;
თუ პაციენტს ენტერიტი აქვს სისხლიანი, წყლიანი ფაღარათით, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან. თუ ილფლოქსით მკურნალობის განმავლობაში ვითარდება მძიმე, პერსისტენტული და/ან სისხლიანი დიარეა, ილფლოქსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სწრაფად უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე და/ან სპეციფიკური მკურნალობა. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის შესაბამის მკურნალობას.
მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება, თუ ვითარდება ტკივილი, სიწითლე ან მოძრაობის შეზღუდვა, რაც მიუთითებს მყესის ანთებაზე ან გაწყვეტაზე, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში და კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი მოახდენს ამ შემთხვევაზე დაკვირვებას;
თუ პაციენტს თირკმლის უკმარისობა აქვს, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას;
იშვიათად ფოტომგრძნობელობა აღწერილ იქნა პაციენტებში ილფლოქსის მიღებისას. თავიდან უნდა იქნას არიდებული ძლიერი მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, როგორიცაა სოლარიუმი, ილფლოქსით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ;
სუპერინფექცია (ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორე ინფექციის განვითარება): სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს არარეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი ზრდა ხანგრძლივი გამოყენების გამო. მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს ამ შემთხვევის პრევენციისათვის. თუ ვითარდება სუპერინფექცია, ექიმი დანიშნავს სათანადო მკურნალობას.
თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიები და უეცარი სიკვდილი): QT ინტერვალის გახანგრძლივება ძალიან იშვიათად იქნა აღწერილი ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის, მიღებისას. სიფრთხილეა საჭირო შემდეგ რისკჯგუფებში:
თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წლის ასაკის ზემოთ) ან ქალია;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს;
თუ პაციენტს ელექტროლიტების დისბალანსი აქვს (მაგ.: კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში);
თუ პაციენტს თანდაყოლილი QT სინდრომი აქვს (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიები და უეცარი სიკვდილი);
თუ პაციენტს გულის დაავადებები აქვს (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის ანამნეზი, გულისცემის შენელება);
QT ინტერვალის გახანგრძლივებელი მედიკამენტების კომბინირებული მიღება (მაგ.: Iა და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზური საშუალებები).
თუ პაციენტს აღენიშნება ფერმენტის, ე.წ. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას, თანდაყოლილი დეფიციტი;
ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება) და ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის მომატება): თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და იღებს ინსულინს ან პერორალურ პრეპარატებს, სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება დაეცეს ან განვითარდეს კომა, ან შეიძლება მოიმატოს სისხლში გლუკოზის დონემ (მკურნალი ექიმი პაციენტს სთხოვს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული ინტერვალებით შემოწმებას);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დარღვევები რაიმე მიზეზით - მგრძნობელობის დაკარგვა);
მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე): ფტორქინოლონებს ინჰიბიტორული ეფექტი აქვთ ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე და შეიძლება გააძლიერონ კუნთების სისუსტე მიასთენიის მქონე პაციენტებში. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვას, და სიკვდილი აღწერილ იქნა მიასთენიის მქონე პაციენტებში ფტორქინოლონების მიღებასთნ კავშირში. ფტორქინოლონები არ არის რეკომენდებული მიასთენიის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: პირველი დოზის შემდეგ აღწერილ იქნა სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (სახისა და ხორხის შეშუპება ალერგიის შედეგად), რომლებიც იშვიათად შეიძლება ფატალური იყოს. უნდა შეწყდეს თერაპია და საჭიროა ექიმთან მიმართვა გადაუდებელ სიფრთხილის ზომებისათვის.
მძიმე დაავადებები, რომლებიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკების განვითარებით კანზე: ილფლოქსმა შეიძლება გამოიწივიოს კანის ძლიერი რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (ანთება სისხლიანი ბლისტერებით, კანისა და თვალის ირგვლივ შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (მძიმე მდგომარეობა კანზე სითხის სავსე ბლისტერებით) ჩათვლით. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებამდე.
ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა სუიციდური აზრები და სახიფათო ქცევა ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი თერაპია;
სიფრთხილეა საჭიროა ილფლოქსის მიღებისას, თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქოლოგიური დარღვევები ან ფსიქიკური დაავადების ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება მადის დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინური მგრძნობელობა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაბამისი თერაპია.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ილფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ილფლოქსის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს საკვები. რეკომენდებული დოზის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
თუ პაციენტს ესაჭიროება მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი მედიკამენტების, კუჭის მჟავის გამანეიტრალებელი ანტაციდების, ან სუკრალფატის ან დიდანოზინის (მხოლოდ დიდანოზის ფორმულები მაგნიუმის ან ალუმინის ბუფერის შემცველობით) მიღება კუჭის წყლულისათვის ან რეფლუქსისათვის, ილფლოქსის მიღება უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების მიღებამდე არაუმცირეს ორი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ილფლოქსის შეწოვაზე.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში.
ადამიანებზე პოტენციური რისკი უცნობია. ადამიანებზე შეზღუდული რაოდენობით მონაცემების და მოზარდ ორგანიზმებში წონის მზიდი ხრტილების დაზიანების რისკის გამო, რაც ნაჩვენები იქნა ფტორქინოლონების ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული მონაცემებია ლევოფლოქსაცინის ადამიანის ან ცხოველის რძეში გამოყოფის შესახებ. ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ ფიზიკურ-ქიმიური და ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, არ უნდა გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის.
მოზარდ ორგანიზმებში წონის მზიდი ხრტილების დაზიანების რისკის გამო, რაც ნაჩვენები იქნა ფტორქინოლონების ექსპერიმენტული კვლევებით, ილფლოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ილფლოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: გაბრუება/თავბრუსხვევა, მხედველობის ცვლილებები და ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ამ უნარების დაქვეითებამ შეიძება შექმნას რისკი ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.
თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი გვერდითი მოვლნები ილფლოქსის მიღებისას, არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ილფლოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სამკურნალო პროდუქტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ამ დოზაზე არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ (sunset yellow) FCF-ს, საღებავის სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები მგრძნობიარე პირებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის ფტორქინოლონების შემცველ პრეპარატებზე
ფტორქინოლონების მედიკამენტებმა (რომლებიც შეიცავენ ციპროფლოქსაცინს, ლევოფლოქსაცინს, ლომეფლოქსაცინს, მოქსიფლოქსაცინს, ნორფლოქსაცინს, ოფლოქსაცინს, პეფლოქსაცინს, პრულიფლოქსაცინს და რუფლოქსაცინს) შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად პერმანენტული გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავენ მყესებს, კუნთებს, სახსრებსა და ნერვულ სისტემას.
ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები მოიცავს მყესების ანთებას ან გაწყვეტას, კუნთების ტკივილს ან სისუსტეს, და სახსრების ტკივილს ან შესივებას, სიარულის გაძნელებას, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებას, დაღლილობას, დეპრესიას, მეხსიერების, ძილის, მხედველობის და სმენის პრობლემებს, და შეცვლილ გემოსა და ყნოსვას.
მყესების შესივება და დაზიანება შეიძლება განვითარდეს ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეში და მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.
უნდა შეწყდეს ფტორქინოლონების მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
მყესის დაზიანების პირველი ნიშნებისთანავე, როგორიცაა მყესის ტკივილი ან შესივება - საჭიროა მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში მოთავსება;
ტკივილის, ჩხვლეტის, ღიტინის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებისას, ან სისუსტის განვითარებისას, განსაკუთრებით ფეხებში ან ხელებში;
მხრის, მკლავების ან ფეხების შეშუპებისას, სიარულის გაძნელებისას, დაღლილობის ან დეპრესიის შეგრძნებისას, ან მეხსიერების პრობლემებისას, ან ძილის, მხედველობის, გემოს, ყნოსვის ან სმენის პრობლემებისას, პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა მკურნალობის გაგრძელება თუ საჭიროა სხვა ტიპის ანტიბიოტიკის მიღება.
პაციენტი შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოს სახსრების ტკივილის ან შესივების, ან მყესის დაზიანების მიმართ, თუ 60 წელზე მეტი ასაკისაა, მისი თირკმელები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ ან ჩატარებული აქვს ორგანოს გადანერგვა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს (მედიკამენტებს, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი) ან საჭიროებს მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით. პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად მიდრეკილი იყოს მყესის დაზიანების მიმართ, თუ იღებს კორტიკოსტეროიდსა და ფტორქინოლონის მედიკამენტს ერთდროულად.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონის მედიკამენტი, თუ როდესმე აღენიშნებოდა სერიოზული გვერდითი მოვლენა ფტორქინოლონების ან ქინილონის მედიკამენტის მიღებისას და საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღება
თეოფილინი - აფართოებს ბრონქებს, აუმჯობესებს სუნთქვას: ილფლოქსთან ერთად მიღებისას ქვეითდება გულყრების ზღურბლი;
ფენბუფენი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ასპირინი და ინდომეტაცინი ან მსგავსი არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები: ილფლოქსთან ერთად მიღებისას ქვეითდება გულყრების ზღურბლი;
პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ, ან ციმეტიდინი, გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ: ქვეითდება ილფლოქსის გამოყოფა;
სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ) აქვეითებს ილფლოქსის შეწოვას;
ციკლოსპორინი, აქვეითებს იმუნურ სისტემას (ხანგრძლივდება ნახევარდაშლის პერიოდი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (როგორიცაა: ვარფარინი), გამოიყენება სისხლის კოაგულაციის პრევენციისათვის (მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს და გაიზარდოს სისხლდენის რისკი). მკურნალი ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის შედედების ანალიზებს;
მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა);
IA კლასის ანტიარითმიული (ქინიდინი) და III კლასის ანტიარითმიული (ამიოდარონი) მედიკამენტები;
დეპრესიის საწინააღმდეგო გარკვეული მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (როგორიცაა: ამიტრიპტილინი, იმიპრამინი);
მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი);
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმისა და ანთების სამკურნალოდ);
შარდის ანალიზმა ოპიატებზე, რომელიც იყენებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს.
სხვა სამკურნალო პროდუქტებმა - დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი - არ არის მოსალოდნელი, რომ შეცვალონ ილფლოქსის ეფექტი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე სხვა მედიკამენტს, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ილფლოქსის მიღების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, რა დოზით და რამდენჯერ უნდა მიიღოს მედიკამენტი პაციენტმა.
ილფლოქსი განკუთვნილია მოზრდილებისათვის.
ილფლოქსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე ბაქტერიის მგრძნობელობაზე, რომელიც ინფექციის ფაქტორია.
ილფლოქსის რეკომენდებული დოზირებაა:
გამოყენების ჩვენება
დღიური დოზირება
(დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე)
მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე სინუსიტი (სახის ძვლების სინუსური წიაღების ანთება)
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება)
ერთჯერადი დღიური დოზა 250 - 500 მგ
7-10 დღე
არაჰოსპიტალური პნევმონია
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
7-14 დღე
პიელონეფრიტი (საშარდე გზებისა და თირკმელების ანთება)
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
7-14 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ერთჯერადი დღიური დოზა 250 მგ ან ერთჯერადი/ორი დოზა 500 მგ
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება)
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
28 დღე
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მიკრობის ზემოქმედება
ერთჯერადი დღიური დოზა 500 მგ
8 კვირა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). როგორც სხვა ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს, ილფლოქსის მიღება უნდა გაგრძელდეს 48-72 საათის განმავლობაში ცხელების დაქვეითებიდან და ინფექციის აღმოფხვრის დადასტურებიდან.
მიღების მეთოდი:
ილფლოქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს გასრესვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფი ხაზით დოზასთან შესაბამისობისათვის. ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში. ილფლოქსის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას არაუმცირეს 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე, რადგან შეიძლება შემცირდეს შეწოვა.
მზის სხივებისაგან დაცვა
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება განვითარდეს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება. ამიტომ საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება. საჭიროა ქუდისა და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს. საჭიროა გარუჯვისაგან თავის არიდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ილფლოქსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ილფლოქსის დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში, თუ მათ ნორმალური თირკმლის ფუნქცია აქვთ.
განსაკუთრებული მდგომარეობების დროს მიღება:
თირკმლის უკმარისობა
თუ პაციენტს თირკმლის დისფუნქცია აქვს, მკურნალი ექიმი შეამცირებს ილფლოქსის დოზას და მოახდენს პაციენტის ყურადღებით მონიტორინგს.
დოზირება (ინფექციის სიმძიმის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ, პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ-ზე ნაკლები.
ღვიძლის უკმარისობა
არ არის საჭირო ილფლოქსის დოზის კორექცია ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაცია ილფლოქსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ილფლოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ილფლოქსის დოზის გადაჭარბებისას
ილფლოქსის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა და კუნთების უნებლიე შეკუმშვები, გახანგრძლივებული QT ინტერვალი ეკგ-ზე და გულისრევა.
ილფლოქსის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პოტენციური ეფექტები ილფლოქსით მკურნალობის შეწყვეტისას
არ უნდა შეწყდეს ილფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეიძლება ისევ განვითარდეს დაავადების ნიშნები და ბაქტერიის მიმართ რეზისტენტობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ილფლოქსში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ილფლოქსის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:
იშვიათი
ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს გენერალიზებული ქავილი და კანის გამონაყარი (ჰიპერმგრძნობელობა - ანაფილაქსია).
სიხშირე უცნობია:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (ანთება, რომელიც ასოცირებულია სისხლიან ბლისტერებთან, თვალის ირგვლივ და კანის შესივებასთან და სიწითლესთან), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, რომელიც ასოცირებულია კანზე სითხით სავსე ბლისტერებთან).
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია აქვს ილფლოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან უნდა მიმართოს უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას:
იშვიათი:
მყესების (იოგების) ტკივილი და ანთება. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა;
კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსიები);
სიხშირე უცნობია; მადის დაკარგვა, თვალის სკლერებისა და კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი, აბდომინური მგრძნობელობა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ფატალური იყოს;
მიასთნიის გამწვავება (კუნთების სისუსტის დაავადება);
გულის არითმიები, გულის ფრიალი;
ცხელება, ჩხვლეტა და წვა, ტკივილი ან სტუპორი. შეიძლება ნეიროპათიის ნიშნები იყოს;
სპაზმების მსგავსი მუცლის ტკივილი და მაღალი ცხელება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი, პერსისტენტული, სისხლიანი დიარეა. ეს შეიძლება სერიოზული ინტესტინალური პრობლემების ნიშნები იყოს;
სახსრების შეზრდა და კუნთების გაწყვეტა, ართრიტი.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. ისინი საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ხშირი
გულისრევა, ღებინება, დიარეა;
სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტის დონის მომატება;
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
უძილობა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):
სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების მიმართ რეზისტენტობის განვითარება;
ქავილი და კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა;
მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მადის დაკარგვა, მუცელში აირები, შეკრულობა;
ვერტიგო;
შფოთვა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა;
გაბრუება, სტუპორი, გემოს დარღვევა;
ქოშინი (დისპნოე);
სახსრების ან კუნთების ტკივილი;
სისხლის ანალიზების ცვლილებები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო (გაზრდილი ბილირუბინი, კრეატინინი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
დაღლილობა.
იშვიათი:
სისხლში გლუკოზის დაბალი დონე. ეს მნიშვნელოვანია დიაბეტური პაციენტებისათვის და შეიძლება გამოიწვიოს კომა;
ფსიქიკური დარღვევები, რომელსაც თან ახლავს ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციებ და უკიდურესი ეჭვიანობა - პარანოია), მოუსვენრობა, დეპრესია;
უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები;
მხედველობის დაზიანება მხედველობის დაბინდვის ჩათვლით;
ყურებში ხმაური;
კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის მქონე პაციენტებისათვის (იშვიათი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან);
დაბალი არტერიული წნევა;
სწრაფი გულისცემა, გულის ფრიალი;
ადვილად სისხლდენა და სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თრომბოციტების რაოდენობის შემცირების შედეგად (თრომბოციტოპენია);
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
ცხელება;
თირკმლის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ალერგიული თირკმლისმიერი რეაქციებით, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტით, და თირკმლის ფუნქციის ცვლილება.
ძალიან იშვიათი:
შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
სიხშირე უცნობია
სისხლში გლუკოზის დაბალ დონესთან დაკავშირებული კომა;
სისხლში გლუკოზის დონის მომატება;
თვითდაზიანებითი ქცევა, რომელიც მოიცავს სუიციდურ იდეებს და სუიციდურ მცდელობას;
გემოს დაკარგვა;
ყნოსვის აღქმის დარღვევა, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის ჩათვლით;
ცნობიერების დაკარგვა (სინკოპე), კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (თავის ქალასშიდა გაზრდილი წნევა);
სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა;
მხედველობის დროებითი დაკარგვა;
კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტომგრძნობელობა);
სისხლის ყველა უჯრედის დაქვეითებული რაოდენობა (პანციტოპენია) ან ერიტროციტების დაქვეითებული რაოდენობა (ანემია). კანი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და ყვითელი, სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების და ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირების გამო. შეიძლება განვითარდეს ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე;
გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
პირის ღრუს ანთება (სტომატიტი);
მოძრაობის და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევა);
ალერგიით გამოწვეული პნევმონია;
სისხლძარღვების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციებით;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
ტკივილი (წელის, მკერდის, მკლავების და ფეხების).
ესენი ილფლოქსის სუსტი გვერდითი მოვლენებია.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი (თვეებამდე ან წლამდე) ან პერმანენტული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახეთქვა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, სიარულის გაძნელება, არანორმალური შეგრძნებები, როგორიცაა ქინძისთავები, ჩხვლეტა, ჩხვლეტა. წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ისევე როგორც სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება ასოცირებულია ქინოლონისა და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორებისა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია); ამ დროს სისხლძარღვი შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს ფატალური შედეგი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქველების ფუნქციის დარღვევა.
Tu pacients ganuviTarda gverdiTi movlenebi, romlebic ar aris CamoTvlili instruqciaSi, saWiroa eqimTan an farmacevtTan mimarTva.
- ილფლოქსის შენახვის წესი
ილფლოქსი ინახება შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის გასვლამდე.
დაუშვებელია ილფლოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ილფლოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უტილიზებულ უნდა იქნას ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10
34885 Sancaktepe /İstanbul - Turkey
Phone: +90 216 564 80 00
ილკო ილაჩ სან. ვე. ტიკ. ა.შ.
ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10
34885 სანკაქტეფე/სტამბოლი -თურქეთი
ტელ.: +90 216 565 80 00
წარმოების ადგილი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
- Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad.
- Sok. No:1 Selçuklu / Konya - Turkey
ილკო ილაჩ სან. ვე. ტიკ. ა.შ.
- ორგანიზე სანაი ბოლღეზი კუდუსი კად.
23 სოკ. #1 სელჩუკლუ/კონია - თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


