პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლევო-დენკ 500

Levo-Denk 500

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის დასახელება არის ლევო-დენკ 500. ლევო-დენკი შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტიბიოტიკებად. ლევოფლოქსაცინი ‘ქინოლონის’ ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი კლავს მრავალი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ადამიანის ორგანიზმში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-042309
რეგისტრირებულია
5 ნოემბერი 2024, მოქმედებს 5 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალევო-დენკ 500 და სხვა წამალი ერთად

ლევო-დენკ 500 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის დასახელება არის ლევო-დენკ 500. ლევო-დენკი შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტიბიოტიკებად. ლევოფლოქსაცინი ‘ქინოლონის’ ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი კლავს მრავალი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ადამიანის ორგანიზმში.

ლევო-დენკ-ის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:

სინუსიტი

ფილტვები, იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ სუნთქვის მხრივ პრობლემები ან პნევმონია

საშარდე გზები, მათ შორის თირკმელი და შარდის ბუშტი,

პროსტატის ჯირკვალი, როდესაც პაციენტს აწუხებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში

კანისა და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის კუნთების, რაც ასევე იწოდება ‘რბილ ქსოვილებად’.

ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ლევო-დენკი შეიძლება გამოყენებული იყოს ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედების შემდეგ ფილტვის დაავადების, ე.წ. ციმბირის წყლულის გამოვლენის, ან დაავადების გაუარესების რისკის შესამცირებლად.

რა არის გასათვალისწინებელი ლევო-დენკ-ის მიღებამდე

ლევო-დენკი არ მიიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ:

პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). ალერგიული ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.

პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია.

პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების მხრივ პრობლემა, მაგალითად ტენდონიტი, რაც დაკავშირებული იყო “ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკის” გამოყენებასთან. მყესები არის კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი საშუალება.

პაციენტი ბავშვი ან მოზარდია

პაციენტი არის ორსულად, შეიძლება დაფეხმძიმდეს ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ

ლაქტაციის დროს

ეს პრეპარატი არ მიიღება თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ლევო-დენკ-ის მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება ორალურად;

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით

ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან სხვა ნებისმიერ დროს კვებათა შორის.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ პაციენტი უკვე ღებულობს რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატების ლევო-დენკ-თან ერთად მიღება. ეს პრეპარატები მიიღება ლევო-დენკ-ის მიღებიდან 2 საათით ადრე ან მის შემდეგ.

რამდენი უნდა მიიღოთ

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ტაბლეტი ლევო-დენკ-ის მიღებაა საჭირო.

დოზა დამოკიდებულია იმ ინფექციის ტიპსა და ორგანიზმში მის მდებარეობაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ინფექცია.

თუ პაციენტი გრძნობს, რომ მედიკამენტის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძლიერი, არ უნდა მოხდეს დოზის თვითნებური დაკორექტირება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსის ინფექცია

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

ფილტვების ინფექცია, იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ სუნთქვის მხრივ პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში

პნევმონია

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, ერთჯერ ან ორჯერ დღეში ყოველდღე.

საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის თირკმლები და შარდის ბუშტი

ლევო-დენკ 500-ის 1/2 ან 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

პროსტატის ჯირკვლის ინფექციები

კანის და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის, კუნთების ინფექციები,

თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები

ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ მიიღება ბავშვებსა და მოზარდებში.

დაიცავით კანი მზის სინათლისგან

პაციენტი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სინათლეს პრეპარატის მიღების პერიოდში და მისი მიღების დასრულების შემდეგი 2 დღის განმავლობაში. კანი ამ პერიოდში ხდება ძალიან მგრძნობიარე მზის მიმართ და შესაძლებელია დაიწვას, გაჩნდეს ჩხვლეტის შეგრძნება ან მწვავე გამონაყარი, თუ არ იქნება მიღებული შემდეგი დაცვითი ზომები:

გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ფაქტორის მზის კრემი.

პაციენტმა უნდა ატაროს მზის ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებს და ფეხებს.

მოერიდოს ხელოვნურ UV გამოსხუვებას (სოლარიუმი)

ლევო-დენკ-ის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო უფრო მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული დოზა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან სხვა სამედიცინო მრჩეველს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა, რადგან ექიმმა ნახოს პაციენტმა რა მიიღო. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: კონვულსიური კრუნჩხვა, აფორიაქებული მდგომარეობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, კანკალი და გულის მხრივ პრობლემები – არაერთგვაროვანი გულის რითმი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ან გულძმარვა.

თუ დაგავიწყდათ ლევო-დენკ-ის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული გამოტოვებული დოზა, თუ არ არის მოახლოვებული მომდოვნო დოზის მიღების დრო. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ლევო-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა

არ შეიძლება ლევო-დენკ-ის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსის დასრულება. თუ პაციენტმა შეწყვიტა ტაბლეტების მიღება ძალიან ადრე, ინფექცია შესაძლებელია განმეორდეს, და ჩვენებები შეიძლება უფრო გართულდეს, ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტის მიმართ.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

პაციენტი არის ფეხმძიმედ, აპირებს დაფეხმძიმებას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად.

პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავს ლაქტაციას.

სიფრთხილის ზომები

ლევო-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

პაციენტი არის 60 წლის ან მეტი ასაკის

პაციენტი ღებულობს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ სტეროიდებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკი”)

პაციენტს ჩატარებული აქვს ტრანსპლანტაცია

ანამნეზში აღენიშნება კრუნჩხვა (გულყრა)

პაციენტს დაზიანებული აქვს თავის ტვინი ინსულტის ან სხვა სახის ტრამვის შედეგად,

პაციენტს აქვს თირკმლის მხრივ პრობლემები

პაციენტს აქვს “გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტი". პაციენტს ამ პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია ჰქონდეს სერიოზული პრობლემები სისხლის მხრივ.

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა მენტალური დარღვევები

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა გულის მხრივ პრობლემები: ამ ტიპის მედიკამენტი მიიღება სიფრთხილით. თუ პაციენტი დაიბადა ან ოჯახს ანამნეზში აღენიშნებოდათ QT ინტერვალის გახანგრძლივება (გამოხატული ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრულ ჩანაწერებში), აქვს სისხლში მარილის დონის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე); ძალიან აქვს შემცირებული გულის რითმი (ბრადიკარდია); აქვს სუსტი გული (გულის უკმარისობა), ანამნეზში აღინიშნება ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი); თუ პაციეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ან ასაკოვანია, ან ღებულობს ისეთ პრეპარატს, რომელიც იწვევს კარდიოგრამის არანორმალურ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკი”)

პაციენტს აქვს დიაბეტი

ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები

აქვს მიასთენია გრავისი

აქვს ნერვული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)

პაციენტს აქვს დასმული სისხლძარღვის გაფართოების დიაგნოზი ან “ბულგე” (აორტის ანევრიზმი ან გადიდებული სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმი)

პაციენტს აქვს აორტის დისექციის წინა ეპიზოდები (აორტის კედლის დაზიანება)

პაციენტს გაუდგინდა გულის სარქველების გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია)

პაციენტს აღენიშნება მემკვიდრეობითი აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, სხვა რისკ ფაქტორები ან წინამდებარე პირობები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ეჰლერს-დანლოს სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების მხრივ დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუ არტერიტი, გიგანტურ უჯრედევოანი არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადასტურებული ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ ოდესმე განვითარდა მძიმე ფორმის გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ გამოვლინდა კანის სერიოზული რეაქციები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მოწითალო ლაქების ან წრიული ლაქების სახით ხშირად ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება გავითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების (სიწითლე და შეშუპებული თვალები) არეში. კანის ამგვარ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის-მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს ფართო კანის აქერცვლით და სიცოცხლისათვის საშიში გართულებებით ან ფატალური შედეგით

DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის-მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით. შემდგომ ვითარდება ფართო გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმნეტების და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული დონე (ეოზინოფილია) აღინიშნა სისხლის ტესტებში და დიდდება ლიმფური კვანძები.

თუ გამოვლინდა კანის სერიოზული გამონაყარი ან სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონი/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევო-დენკი, თუ ანამნეზში გამოვლინდა რაიმე სახის სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას. ამ სიტუაციაში რაც შეიძლება დროულად უნდა ეცნობოს ექიმს.

ამ მედიკამენტის მიღების დროს

თუ უეცრად იგრძენით ძლიერი ტკივილი მუცლის, მკერდის, ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობს სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ განვითარდა ქოშინი, განსაკუთრებით გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში, ტერფების, მუცლის შეშუპება, ან გულის პალპიტაციები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ აღინიშნება გულისრევა, ზოგადად ცუდად ყოფნა, ძლიერი დისკომფორტი, ტკივილი ან გაუარესებული ტკივილი კუჭის არეში ან ღებინება – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშანი (მწვავე პანკრეატიტი).

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაგლეჯა. აღნიშნულის გამოვლენის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელს და უფროსი ასაკის), ან პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ორგანოები, აქვთ თირკმლის პრობლემები, ან თუ პაციენტი მკურნალობს კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ლევო-დენკის თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება და მტკივნეული ადგილის დასვენება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი დატვირთვა, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაგლეჯის რისკი.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიმპტომები ნერვული სისტემის დაზიანების მხრივ (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდა, უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, რათა მოხდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილება.

მედიკამენტის გახანგრძლივებული, არასრულყოფილი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები

ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევო-დენკი, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, თუმცა სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების რისკთან, ზოგჯერ ხანგრძლივი მიმდინარეობით (თვეების ან წლების განმავლობაში), შეუძლოდ ყოფნით ან პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობით. აღნიშნული მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გართულებას, უჩვეულო შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, დაბუჟება ან წვის შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოვნების, ან ყნოსვის, ან სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების გაუარესებას, დაღლილობის შეგრძნებას და ძილის მხრივ დარღვევას.

თუ პაციენტს ლევო-დენკ-ით მკურალობის დროს განუვითარდა ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ. პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას, ასევე განხილული იქნება მკურნალობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ აღნიშნული ეხება თუ არა მას, ლევო-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს პერიოდში ღებულობდა ან აპირებს, რომ მიიღოს სხვა მედიკამენტი. აღნიშნული საჭიროა, რადგან ლევო-დენკ-მა შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტზე, ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედოს ლევო-დენკ-ის მოქმედებაზე.

კერძოდ, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს. რადგან, მან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღების დროს:

კორტიკოსტეროიდები, ე.წ სტეროიდები – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს ანთების ნიშნები და/ან მყესების გაწყვეტა.

ვარფარინი – სისხლის გამათხელებელი. შესაძლებელია დაიწყოს სისხლდენა. შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ სისხლის მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, რათა შეამოწმოს სისხლის შედედების უნარი.

თეოფილინი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDS) – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღების დროს შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.

ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ. შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.

მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. რაც მოიცავს, ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის არანორმალურ რითმზე (ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ანტიფსიქოზურები), ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიც არის ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).

პრობენეციდი – პოდაგრის სამკურნალო საშუალება. ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები.

ციმეტიდინი – წყლულის და გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები. ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები.

მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან.

არ შეიძლება ლევო-დენკ-ის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი მოქმედებენ ლევო-დენკ-ის მუშაობაზე:

რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის სამკურნალო), თუთიის დანამატები, მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობისათვის და გულძმარვისათვის), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულისათვის). ქვემოთ იხილეთ პუნქტი 3 “თუ პაციენტი ღებულობს რკინს შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს”.

შარდში ოპიატის დონის შესამოწმებელი ტესტები

შარდის შესამოწმებელმა ტესტებმა შესაძლებელია აჩვენოს “ცრუ-დადებითი” შედეგი ძლიერ ტკივილგამაუჩებლებზე ე.წ. “ოპიატებზე”, იმ ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ ლევო-დენკს. თუ მკურნალმა ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, იგი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პაციენტი ღებულობს ლევო-დენკს.

ტუბერკულოზის ტესტები

ამ პრეპარატმა შეიძლება აჩვენოს “ცრუ-უარყოფითი” შედეგი ზოგიერთ ტესტზე, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებში არ არის მითითებული პირდაპირიი ან არაპირდაპირი მავნე მოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 5.3). ამასთან, ადამიანზე მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემებით ვლინდება ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის ხრტილის დაზიანების განვითარების რისკი, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პუნქტი 4.3 და 5.3).

ლაქტაციის პერიოდი

ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ დედის რძეში, ამასთან სხვა ფტორქინოლონები გადადის დედის რძეში. ადამიანზე მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემებით ვლინდება ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის ხრტილის დაზიანების განვითარების რისკი, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის (იხ. პუნქტი 4.3 და 5.3).

ფერტილობა

ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილობის ან რეპროდუქციული მოქმედების დაქვეითება ვირთაგვებში.

ავტომანქანის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე გავლენის მოხდენა

ლევოფლოქსაცინს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგალითად: თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის მხრივ დარღვევები) შეიძლება შეასუსტოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი, და აქედან გამომდინარე პაციენტს შესაძლებელია საფრთხე შეექმნას იმ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნული შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად. ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების მართვა).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან მხედველობის მხრივ ცვლილებები. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა შესაძლებელია იმოქმედოს კონცენტრაციასა და სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოერიდოს ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლევო-დენკი შეიცავს ლაქტოზას

თუ ინფორმირებული ხართ ექიმის მიერ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მირებამდე მიმართეთ ექიმს.

ლევო-დენკი შეიცავს ნატრიუმს

ამ მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც საშუალებას იძლევა ითქვას, რომ “ნატრიუმისგან-თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები არის სუსტი ან საშუალო სიმძიმის და ხანმოკლე დროის შემდეგ ხშირად ქრება.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს შემდეგი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისთანავე:

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ თუ პაციენტი შენიშნავს სერიოზულ გვერდით ეფექტებს – შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

წყლიანი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს, შესაძლებელია კოლიკა და მაღალი სიცხე, რაც შეიძლება იყოს ნაწლავების მხრივ მძიმე პრობლემების ნიშნები

მყესების ან შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება, რაც შეიძლება იყოს მოტეხილობის გამომწვევი. ყველაზე ხშირად ვლინდება აქილევსის მყესი;

კრუნჩხვები (კონვულსიები)

საგნების დანახვა ან გაგონება, რომლებიც იქ არაა (ჰალუცინაციები, პარანოია)

დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები

ფართო გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ეოზინოფილია, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ცნობილი როგორც DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხ. ნაწილი 2

სინდრომი, რაც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასა და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH)

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

წვის შეგრძნება, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა, რაც არის ე.წ. “ნეიროპათიის” ნიშნები

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით, სიხშირე ვერ დადგინდება)

კანზე სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მოწითალო ლაქების ან წრიული ლაქების სახით ხშირად ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. კანის ამგვარ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის-მსგავსი სიმპტომები. იხ. ნაწილი 2

მადის დაკარგვა, კანი და თვალები ხდება ყვითელი ფერის, მუქი შეფერილობის შარდი, ქავილი, ან მუცლის ღრუ ხდება მგრძნობიარე. ეს ღვიძლის მხრივ პრობლემების ნიშნებია, რაც შეიძლება ღვიძლისთვის ფატალური შედეგის მომტანი იყოს

აზრის და ფიქრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური ფიქრების ან ქცევის არსებობის რისკი

გულისრევა, ზოგადად ცუდად ყოფნა, დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის არეში ან ღებინება. ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშნები (მწვავე პანკრეატიტი). იხ. ნაწილი 2

თუ პაციენტს განუვითარდა თვალის მხრივ პრობლემები, ლევო-დენკ-ით მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი (თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლის გვერდითი რეაქციები, მაგალითად: მყესების ანთება, მყესების რღვევა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის, წვის, დაბუჟების, ტკივილის (ნეიროპათია) შეგრძნება, დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება დაკავშირებულია ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევებში, განურჩევლად ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა.

აორტის კედლის გადიდების და შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება დაირღვეს და იყოს ფატალური, დაფიქსირდა გულის სარქველების გაჟონვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს. იხ. ნაწილი 2.

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღის მანძილზე:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ძილის მხრივ პრობლემები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სხვა ბაქტერიების ან სოკოს ბაქტერიების რაოდენობის ცვლილება, სოკოვანი ინფექცია ე.წ კანდიდა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია)

სტრესის შეგრძნება (შფოთვა), კონფუზია, ნერვული აღგზნებულობა, ძილიანობა, კანკალი, ვერტიგო

ქოშინი (დისპონე)

გემოვნების ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან დისპეფსია, მუცლის ღრუს ტკივილი, მეტეორიზმი ან ყაბზობა

ქავილი და კანის გამონაყარი, მწვავე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბოფლოანობა (ჰიპერჰიდროზი)

სახსრების ან კუნთების ტკივილი

სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს არარეალური შედეგები: ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელის (კრეატინინის მომატება) მხრივ პრობლემები

საერთო სისუსტე

სისხლჩაქცევები და მარტივი სისხლდენა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)

იმუნური სისტემის მაჩვენებლების უჩვეულო შედეგი (ჰიპერმგრძნობელობა)

ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია)

სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) მხრივ პრობლემები

გულის რითმის უჩვეულოდ მომატება (ტაქიკარდია) ან სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)

კუნთების სისუსტე, რაც მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით დაავადებული პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება)

თირკმელის მუშაობის მხრივ დარღვევები, განსაკუთრებით თირკმელის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მხრივ ალერგიული რეაქციით, ე.წ შუალედური ნეფრიტი

ცხელება

მკვეთრად გამოხატული, ერითემატოზული ლაქები/ბუშტუკების გარეშე, რომელიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ქრება პოსტ-ანტებითი დატოებული ჰიპერპიგმენტაციით; ეს ჩვეულებრივ გამეორდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილას ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედებისას

მეხსიერების დაქვეითება

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე ვერ დადგინდება)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან სიყვითლეს, რაც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებით; სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)

ცხელება, ფარინგიტი, და ზოგადი სისუსტის შეგრძნება, რაც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი)

ცირკულაციური დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი)

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის

ყნოსვის შეგრძნების ცვლილება, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)

მოძრაობის და გადაადგილების მხრივ პრობლემები (დისკინეიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)

ცნობიერების ან პოზის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)

მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება

სმენის მხრივ პრობლემები ან სმენის დაკარგვა

გულის არანორმალურად მომატებული რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის რითმის გაჩერება (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება, იხილეთ ელექტრო კარდიოგრამაზე გულის ელექტრული მუშაობა)

სუნთქვის გაძნელება ან ხრიალი (ბრონქოსპაზმი)

ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის)

კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტოსენსიტიურობა)

ალერგიით გამოწვეული სისხლძართვების ანთება (ვასკულიტი)

პირის ღრუს შიდა ქსოვილის ანთება (სტომატიტი)

კუნთის გაგლეჯა და კუნთის განადგურება (რაბდომიოლიზი)

სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)

ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების

პორფირიის შეტევა იმ პაციენტებში, რომელთაც მანამადე სჭირდათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)

თავის მუდმივი ტკივილი, დაბინდულ მხედველობასთან ერთად ან მის გარეშე (თავის ქალას შიდა ჰიპერტენზია)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე უნდა მიემართოს იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი რაც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ცხოველებში ტოქსიკურობის შესწავლის ან კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებით, რომელიც ჩატარებულია სუპრა-თერაპიული დოზებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელია ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ, არის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, იზრდება QT ინტერვალი, ასევე გასტროინტესტინალური რეაქციები როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანის ეროზია.

ცნს-ის ეფექტები, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვის, ჰალუცინაციებისა და ტრემორის ჩათვლით გამოვლინდა პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით.

დოზის გადაჭარბების შემთხევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა განხორციელდეს ECG-ს მონიტორინგი, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობა. ანტაციდები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD არაეფექტურია სხეულიდან ლევოფოქსაცინის გამოდევნისათვის. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

levo-denk 500-is Semadgenloba

აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს (ჰემიჰიდრატის სახით)

damxmare nivTierebebiა: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზა ფხვნილის სახით, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდის), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K25, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლევო-დენკ 500 აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ლევო-დენკ 500 არის ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

ლევო-დენკ 500 ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებზე.

შეფუთვის ზომა: აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი.

შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე „Exp“-ის შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას სამედიცინო პროდუქტის შეფუთვაზე, თუ ის დაზიანებულია ან შეინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.

არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები, ათქ კოდი: J01MA12

ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონის ჯგუფის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და წარმოადგენს ოფლოქსაცინის რაცემიული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერს.

მოქმედების მექანიზმი

როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ გირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.

PK/PD ურთიერთობა

ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მის ქვეშ მყოფ (AUC) და მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC).

რეზისტენტულობის მექანიზმი

ლევოფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა მიიღწევა სტადიური პროცესის მუტაციის საშუალებით, როგორც ტიპი II ტოპოიზომერაზებში, დნმ გირაზა და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტულობის სხვა მექანიზმები, როგორიც არის გამტარიანობის ბარიერები (გავრცელებული Pseuddomonas aeruginosa) გადინების მექანიზმებმა შეიძლება ასევე იმოქმედოს ლევოფლოქსაცინის მგრძნობელობაზე.

ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა ლვოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არის.

საკონტროლო წერტილი

რეზისტენტულობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში ცალკეული სახეობებისთვის, სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ადილობრივი ინფორმაცია, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობის დროს. საჭიროებისამებრ, ექსპერტების რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ადგილობრივი გავრცელება წინააღმდეგობის ისეთია, რომ ზოგიერთი ნივთიერების სასარგებლო თვისებები გარკვეული სახის ინფექციებში საეჭვოა.

ხშირი მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები

ციმბირის წყლულის შტამი

მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკი

საპროფილური სტაფილოკოკი

სტრეპტოკოკი C და G ჯგუფის

სტრეპტოკოკ აგალაქტია

სტრეპტოკოკური პნევმონია

პიოგენნური სტრეპტოკი

აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები

Eikenella corrodens

ჰემოფილური გრიპი

ჰემოფილური პარა-გრიპი

კლებსიელა ოქსიტოკა

მორაქსელა კატარალიზი

მულტოციდის პასტერელა

ვულგარული პროტეი

Providencia rettgeri

ანაერობული ბაქტერიები

პეპტოსტრეპტოკოკი

სხვა

ქლამიდოფილია პნევმონია

Clamydophila psittaci

ქლამიდია ტრახომატისი

ლეგიონელეზური პნევმონია

პნევმონიის მიკოპლაზმა

მიკოპლაზმა ჰომინისი

Ureaplasma urealyticum

სახეობები, რომლების მიმართ მიღებული რეზისტენტულობა შეიძლება გახდეს პრობლემა

აერობული გრამ–დადებითი ბაქტერიები

ფეკალური ენტეროკოკი

მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკი #

კოაგულაზა ნუგატიური სტაფილოკოკი spp

აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები

ბაუმანის აკინეტობაქტერია

ციტრობაქტერ ფრეუნდი

ენტერობაქტერია აეროგენეზი

კლოაკის ენტერობაქტერია

ეშერიხია კოლი

პნევმონია კლებსიელლა

Morganella morganii

პროტეუს მირაბილის მიკრობი

Providencia stuartii

„ლურჯჩირქოვანი“ ჩხირი

მარცესცენსსერაცია

ანაერობული ბაქტერია

ბაქტერიოიდული ფრაგილისი

არსებითად რეზისტენტული შტამები

აერობული გრამ–დადებითი ბაქტერია

ფეციუმ-ენტეროკოკი

# მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული S.aureus, დიდი ალბათობით მდგრადია ფტორქინოლონის მიმართ, მათ შორის ლევოფლოქსაცინის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიღწეული იქნა 1-2 სთ განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99-100%.

საკვები მცირედ გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.

სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 48 საათში, 500 მგ დოზის დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.

განაწილება

ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უერთდება შრატის ცილებს.

ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა 500 მგ დოზის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ არის დაახლოებით 100 ლ და სხეულის ქსოვილებში ვლინდება ფართო განაწილება.

ქსოვილებში და სხეულის სითხეებში შეღწევადობა

გამოვლენილია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლარულ მაკროფაგებში, ფილტვების ქსოვილში, კანში (ბუშტუკოვანი სითხე), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. ამასთან, ლევოფლოქსაცინს აქვს ცუდი შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტები არიან დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის ˂5%-ს და გამოიყოფა შარდში.

ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქიროზულ ინვერსიას.

ელიმინაცია

ორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, ლევოფლლოქსაცინი შედარებით ნელა გამოიდევნება პლაზმიდან (t1/2 = 6-8 სთ). ექსკრეცია ძირითადად მიმდინარეობს თირკმლისმიერი საშუალებით (მიღებული დოზის ˃ 85%).

500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ლევოფლოქსაცინის სხეულის სრული კლირენსი იყო 175 + 29.2 მლ/წთ.

ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ დიდი განსხვავებები არ არის ორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, ვარაუდობენ რომ ორალური და ინტრავენური მიმართულებები ცვალებადია.

ხაზოვანება

ლევოფლოქსაცინი ემორჩილება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-დან 1,000 მგ-მდე დიაპაზონში.

მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები

თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტები

ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებაზე. თირკმლის ფუნქციის შემცირებით მცირდება თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამყოფის პერიოდი იზრდება. როგორც ქვემოთ მოცმულია ცხრილში.

თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკა

CLcr [მლ/წთ]

< 20

20-49

50-80

CLR [მლ/წთ]

13

26

57

T ½ [სთ]

35

27

9

ხანდაზმულები

არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ახალგაზრდა და ხანდაზმულ ადამიანებში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ, იმ პაციენტების გარდა, რომელთა კრეატინინის კლირენსი განსხვავდება.

გენდერული განსხვავებები

მამრობითი და მდედრობითი სუბიექტების ცალკეულმა ანალიზებმა გამოავლინა მცირედი გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ ეს გენდერული განსხვავებები წარმოადგენდეს კლინიკურად რელევანტურს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

gamoyenebis instruqcia

levo-denk 500

apkiani garsiT dafaruli tableti – peroralurad misaRebi

qinolonis jgufis antibiotiki

აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი

წამლის ანოტაცია: ინფორმაცია მომხარებლისათვის

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

aRniSnul instruqciaSi mocemulia:

ra aris levo-denkი da risTvis gamoiyeneba

ra aris gasaTvaliswinebeli levo-denk–is miRebamde

levo-denk–is miRebis wesi

SesaZlo gverdiTi efeqtebi

levo-denk–is Senaxvis wesi

SefuTvis Semadgenloba da sxva informacia

რა არის ლევო-დენკი და რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის დასახელება არის ლევო-დენკ 500. ლევო-დენკი შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტიბიოტიკებად. ლევოფლოქსაცინი ‘ქინოლონის’ ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი კლავს მრავალი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ადამიანის ორგანიზმში.

ლევო-დენკ-ის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:

სინუსიტი

ფილტვები, იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ სუნთქვის მხრივ პრობლემები ან პნევმონია

საშარდე გზები, მათ შორის თირკმელი და შარდის ბუშტი,

პროსტატის ჯირკვალი, როდესაც პაციენტს აწუხებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში

კანისა და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის კუნთების, რაც ასევე იწოდება ‘რბილ ქსოვილებად’.

ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ლევო-დენკი შეიძლება გამოყენებული იყოს ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედების შემდეგ ფილტვის დაავადების, ე.წ. ციმბირის წყლულის გამოვლენის, ან დაავადების გაუარესების რისკის შესამცირებლად.

რა არის გასათვალისწინებელი ლევო-დენკ-ის მიღებამდე

ლევო-დენკი არ მიიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ:

პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). ალერგიული ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.

პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია.

პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების მხრივ პრობლემა, მაგალითად ტენდონიტი, რაც დაკავშირებული იყო “ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკის” გამოყენებასთან. მყესები არის კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი საშუალება.

პაციენტი ბავშვი ან მოზარდია

პაციენტი არის ორსულად, შეიძლება დაფეხმძიმდეს ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ

ლაქტაციის დროს

ეს პრეპარატი არ მიიღება თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ლევო-დენკ-ის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევო-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

პაციენტი არის 60 წლის ან მეტი ასაკის

პაციენტი ღებულობს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ სტეროიდებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკი”)

პაციენტს ჩატარებული აქვს ტრანსპლანტაცია

ანამნეზში აღენიშნება კრუნჩხვა (გულყრა)

პაციენტს დაზიანებული აქვს თავის ტვინი ინსულტის ან სხვა სახის ტრამვის შედეგად,

პაციენტს აქვს თირკმლის მხრივ პრობლემები

პაციენტს აქვს “გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტი". პაციენტს ამ პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია ჰქონდეს სერიოზული პრობლემები სისხლის მხრივ.

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა მენტალური დარღვევები

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა გულის მხრივ პრობლემები: ამ ტიპის მედიკამენტი მიიღება სიფრთხილით. თუ პაციენტი დაიბადა ან ოჯახს ანამნეზში აღენიშნებოდათ QT ინტერვალის გახანგრძლივება (გამოხატული ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრულ ჩანაწერებში), აქვს სისხლში მარილის დონის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე); ძალიან აქვს შემცირებული გულის რითმი (ბრადიკარდია); აქვს სუსტი გული (გულის უკმარისობა), ანამნეზში აღინიშნება ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი); თუ პაციეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ან ასაკოვანია, ან ღებულობს ისეთ პრეპარატს, რომელიც იწვევს კარდიოგრამის არანორმალურ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკი”)

პაციენტს აქვს დიაბეტი

ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები

აქვს მიასთენია გრავისი

აქვს ნერვული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)

პაციენტს აქვს დასმული სისხლძარღვის გაფართოების დიაგნოზი ან “ბულგე” (აორტის ანევრიზმი ან გადიდებული სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმი)

პაციენტს აქვს აორტის დისექციის წინა ეპიზოდები (აორტის კედლის დაზიანება)

პაციენტს გაუდგინდა გულის სარქველების გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია)

პაციენტს აღენიშნება მემკვიდრეობითი აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, სხვა რისკ ფაქტორები ან წინამდებარე პირობები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ეჰლერს-დანლოს სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების მხრივ დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუ არტერიტი, გიგანტურ უჯრედევოანი არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადასტურებული ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ ოდესმე განვითარდა მძიმე ფორმის გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ გამოვლინდა კანის სერიოზული რეაქციები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მოწითალო ლაქების ან წრიული ლაქების სახით ხშირად ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება გავითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების (სიწითლე და შეშუპებული თვალები) არეში. კანის ამგვარ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის-მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს ფართო კანის აქერცვლით და სიცოცხლისათვის საშიში გართულებებით ან ფატალური შედეგით

DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის-მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით. შემდგომ ვითარდება ფართო გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმნეტების და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული დონე (ეოზინოფილია) აღინიშნა სისხლის ტესტებში და დიდდება ლიმფური კვანძები.

თუ გამოვლინდა კანის სერიოზული გამონაყარი ან სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონი/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევო-დენკი, თუ ანამნეზში გამოვლინდა რაიმე სახის სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას. ამ სიტუაციაში რაც შეიძლება დროულად უნდა ეცნობოს ექიმს.

ამ მედიკამენტის მიღების დროს

თუ უეცრად იგრძენით ძლიერი ტკივილი მუცლის, მკერდის, ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობს სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ განვითარდა ქოშინი, განსაკუთრებით გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში, ტერფების, მუცლის შეშუპება, ან გულის პალპიტაციები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ აღინიშნება გულისრევა, ზოგადად ცუდად ყოფნა, ძლიერი დისკომფორტი, ტკივილი ან გაუარესებული ტკივილი კუჭის არეში ან ღებინება – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშანი (მწვავე პანკრეატიტი).

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაგლეჯა. აღნიშნულის გამოვლენის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელს და უფროსი ასაკის), ან პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ორგანოები, აქვთ თირკმლის პრობლემები, ან თუ პაციენტი მკურნალობს კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ლევო-დენკის თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება და მტკივნეული ადგილის დასვენება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი დატვირთვა, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაგლეჯის რისკი.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიმპტომები ნერვული სისტემის დაზიანების მხრივ (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდა, უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, რათა მოხდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილება.

მედიკამენტის გახანგრძლივებული, არასრულყოფილი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები

ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევო-დენკი, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, თუმცა სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების რისკთან, ზოგჯერ ხანგრძლივი მიმდინარეობით (თვეების ან წლების განმავლობაში), შეუძლოდ ყოფნით ან პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობით. აღნიშნული მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გართულებას, უჩვეულო შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, დაბუჟება ან წვის შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოვნების, ან ყნოსვის, ან სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების გაუარესებას, დაღლილობის შეგრძნებას და ძილის მხრივ დარღვევას.

თუ პაციენტს ლევო-დენკ-ით მკურალობის დროს განუვითარდა ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ. პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას, ასევე განხილული იქნება მკურნალობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ აღნიშნული ეხება თუ არა მას, ლევო-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკი

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს პერიოდში ღებულობდა ან აპირებს, რომ მიიღოს სხვა მედიკამენტი. აღნიშნული საჭიროა, რადგან ლევო-დენკ-მა შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტზე, ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედოს ლევო-დენკ-ის მოქმედებაზე.

კერძოდ, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს. რადგან, მან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღების დროს:

კორტიკოსტეროიდები, ე.წ სტეროიდები – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს ანთების ნიშნები და/ან მყესების გაწყვეტა.

ვარფარინი – სისხლის გამათხელებელი. შესაძლებელია დაიწყოს სისხლდენა. შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ სისხლის მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, რათა შეამოწმოს სისხლის შედედების უნარი.

თეოფილინი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDS) – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევო-დენკ-თან კომბინირებული მიღების დროს შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.

ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ. შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.

მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. რაც მოიცავს, ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის არანორმალურ რითმზე (ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ანტიფსიქოზურები), ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიც არის ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).

პრობენეციდი – პოდაგრის სამკურნალო საშუალება. ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები.

ციმეტიდინი – წყლულის და გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები. ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები.

მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან.

არ შეიძლება ლევო-დენკ-ის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი მოქმედებენ ლევო-დენკ-ის მუშაობაზე:

რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის სამკურნალო), თუთიის დანამატები, მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობისათვის და გულძმარვისათვის), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულისათვის). ქვემოთ იხილეთ პუნქტი 3 “თუ პაციენტი ღებულობს რკინს შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს”.

შარდში ოპიატის დონის შესამოწმებელი ტესტები

შარდის შესამოწმებელმა ტესტებმა შესაძლებელია აჩვენოს “ცრუ-დადებითი” შედეგი ძლიერ ტკივილგამაუჩებლებზე ე.წ. “ოპიატებზე”, იმ ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ ლევო-დენკს. თუ მკურნალმა ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, იგი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პაციენტი ღებულობს ლევო-დენკს.

ტუბერკულოზის ტესტები

ამ პრეპარატმა შეიძლება აჩვენოს “ცრუ-უარყოფითი” შედეგი ზოგიერთ ტესტზე, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენად.

ორსულობა და ლაქტაცია

არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება თუ:

პაციენტი არის ფეხმძიმედ, აპირებს დაფეხმძიმებას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად.

პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავს ლაქტაციას.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან მხედველობის მხრივ ცვლილებები. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა შესაძლებელია იმოქმედოს კონცენტრაციასა და სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოერიდოს ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლევო-დენკი შეიცავს ლაქტოზას

თუ ინფორმირებული ხართ ექიმის მიერ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მირებამდე მიმართეთ ექიმს.

ლევო-დენკი შეიცავს ნატრიუმს

ამ მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც საშუალებას იძლევა ითქვას, რომ “ნატრიუმისგან-თავისუფალია”.

ლევო-დენკ-ის მიღების წესი

ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება ორალურად;

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით

ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან სხვა ნებისმიერ დროს კვებათა შორის.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ პაციენტი უკვე ღებულობს რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატების ლევო-დენკ-თან ერთად მიღება. ეს პრეპარატები მიიღება ლევო-დენკ-ის მიღებიდან 2 საათით ადრე ან მის შემდეგ.

რამდენი უნდა მიიღოთ

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ტაბლეტი ლევო-დენკ-ის მიღებაა საჭირო.

დოზა დამოკიდებულია იმ ინფექციის ტიპსა და ორგანიზმში მის მდებარეობაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ინფექცია.

თუ პაციენტი გრძნობს, რომ მედიკამენტის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძლიერი, არ უნდა მოხდეს დოზის თვითნებური დაკორექტირება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსის ინფექცია

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

ფილტვების ინფექცია, იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ სუნთქვის მხრივ პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

პნევმონია

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, ერთჯერ ან ორჯერ დღეში ყოველდღე.

საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის თირკმლები და შარდის ბუშტი

ლევო-დენკ 500-ის 1/2 ან 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

პროსტატის ჯირკვლის ინფექციები

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ყოველდღე.

კანის და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის, კუნთების ინფექციები,

ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, ერთჯერ ან ორჯერ დღეში ყოველდღე.

თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები

ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ მიიღება ბავშვებსა და მოზარდებში.

დაიცავით კანი მზის სინათლისგან

პაციენტი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სინათლეს პრეპარატის მიღების პერიოდში და მისი მიღების დასრულების შემდეგი 2 დღის განმავლობაში. კანი ამ პერიოდში ხდება ძალიან მგრძნობიარე მზის მიმართ და შესაძლებელია დაიწვას, გაჩნდეს ჩხვლეტის შეგრძნება ან მწვავე გამონაყარი, თუ არ იქნება მიღებული შემდეგი დაცვითი ზომები:

გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ფაქტორის მზის კრემი.

პაციენტმა უნდა ატაროს მზის ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებს და ფეხებს.

მოერიდოს ხელოვნურ UV გამოსხუვებას (სოლარიუმი)

ლევო-დენკ-ის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო უფრო მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული დოზა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან სხვა სამედიცინო მრჩეველს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა, რადგან ექიმმა ნახოს პაციენტმა რა მიიღო. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: კონვულსიური კრუნჩხვა, აფორიაქებული მდგომარეობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, კანკალი და გულის მხრივ პრობლემები – არაერთგვაროვანი გულის რითმი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ან გულძმარვა.

თუ დაგავიწყდათ ლევო-დენკ-ის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული გამოტოვებული დოზა, თუ არ არის მოახლოვებული მომდოვნო დოზის მიღების დრო. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ლევო-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა

არ შეიძლება ლევო-დენკ-ის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსის დასრულება. თუ პაციენტმა შეწყვიტა ტაბლეტების მიღება ძალიან ადრე, ინფექცია შესაძლებელია განმეორდეს, და ჩვენებები შეიძლება უფრო გართულდეს, ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტის მიმართ.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები არის სუსტი ან საშუალო სიმძიმის და ხანმოკლე დროის შემდეგ ხშირად ქრება.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს შემდეგი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისთანავე:

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ თუ პაციენტი შენიშნავს სერიოზულ გვერდით ეფექტებს – შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

წყლიანი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს, შესაძლებელია კოლიკა და მაღალი სიცხე, რაც შეიძლება იყოს ნაწლავების მხრივ მძიმე პრობლემების ნიშნები

მყესების ან შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება, რაც შეიძლება იყოს მოტეხილობის გამომწვევი. ყველაზე ხშირად ვლინდება აქილევსის მყესი;

კრუნჩხვები (კონვულსიები)

საგნების დანახვა ან გაგონება, რომლებიც იქ არაა (ჰალუცინაციები, პარანოია)

დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები

ფართო გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ეოზინოფილია, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ცნობილი როგორც DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხ. ნაწილი 2

სინდრომი, რაც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასა და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH)

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

წვის შეგრძნება, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა, რაც არის ე.წ. “ნეიროპათიის” ნიშნები

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით, სიხშირე ვერ დადგინდება)

კანზე სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მოწითალო ლაქების ან წრიული ლაქების სახით ხშირად ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. კანის ამგვარ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის-მსგავსი სიმპტომები. იხ. ნაწილი 2

მადის დაკარგვა, კანი და თვალები ხდება ყვითელი ფერის, მუქი შეფერილობის შარდი, ქავილი, ან მუცლის ღრუ ხდება მგრძნობიარე. ეს ღვიძლის მხრივ პრობლემების ნიშნებია, რაც შეიძლება ღვიძლისთვის ფატალური შედეგის მომტანი იყოს

აზრის და ფიქრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური ფიქრების ან ქცევის არსებობის რისკი

გულისრევა, ზოგადად ცუდად ყოფნა, დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის არეში ან ღებინება. ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშნები (მწვავე პანკრეატიტი). იხ. ნაწილი 2

თუ პაციენტს განუვითარდა თვალის მხრივ პრობლემები, ლევო-დენკ-ით მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი (თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლის გვერდითი რეაქციები, მაგალითად: მყესების ანთება, მყესების რღვევა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის, წვის, დაბუჟების, ტკივილის (ნეიროპათია) შეგრძნება, დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება დაკავშირებულია ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევებში, განურჩევლად ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა.

აორტის კედლის გადიდების და შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება დაირღვეს და იყოს ფატალური, დაფიქსირდა გულის სარქველების გაჟონვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს. იხ. ნაწილი 2.

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღის მანძილზე:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ძილის მხრივ პრობლემები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სხვა ბაქტერიების ან სოკოს ბაქტერიების რაოდენობის ცვლილება, სოკოვანი ინფექცია ე.წ კანდიდა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია)

სტრესის შეგრძნება (შფოთვა), კონფუზია, ნერვული აღგზნებულობა, ძილიანობა, კანკალი, ვერტიგო

ქოშინი (დისპონე)

გემოვნების ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან დისპეფსია, მუცლის ღრუს ტკივილი, მეტეორიზმი ან ყაბზობა

ქავილი და კანის გამონაყარი, მწვავე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბოფლოანობა (ჰიპერჰიდროზი)

სახსრების ან კუნთების ტკივილი

სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს არარეალური შედეგები: ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელის (კრეატინინის მომატება) მხრივ პრობლემები

საერთო სისუსტე

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლჩაქცევები და მარტივი სისხლდენა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)

იმუნური სისტემის მაჩვენებლების უჩვეულო შედეგი (ჰიპერმგრძნობელობა)

ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია)

სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) მხრივ პრობლემები

გულის რითმის უჩვეულოდ მომატება (ტაქიკარდია) ან სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)

კუნთების სისუსტე, რაც მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით დაავადებული პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება)

თირკმელის მუშაობის მხრივ დარღვევები, განსაკუთრებით თირკმელის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მხრივ ალერგიული რეაქციით, ე.წ შუალედური ნეფრიტი

ცხელება

მკვეთრად გამოხატული, ერითემატოზული ლაქები/ბუშტუკების გარეშე, რომელიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ქრება პოსტ-ანტებითი დატოებული ჰიპერპიგმენტაციით; ეს ჩვეულებრივ გამეორდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილას ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედებისას

მეხსიერების დაქვეითება

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე ვერ დადგინდება)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან სიყვითლეს, რაც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებით; სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)

ცხელება, ფარინგიტი, და ზოგადი სისუსტის შეგრძნება, რაც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი)

ცირკულაციური დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი)

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის

ყნოსვის შეგრძნების ცვლილება, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)

მოძრაობის და გადაადგილების მხრივ პრობლემები (დისკინეიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)

ცნობიერების ან პოზის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)

მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება

სმენის მხრივ პრობლემები ან სმენის დაკარგვა

გულის არანორმალურად მომატებული რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის რითმის გაჩერება (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება, იხილეთ ელექტრო კარდიოგრამაზე გულის ელექტრული მუშაობა)

სუნთქვის გაძნელება ან ხრიალი (ბრონქოსპაზმი)

ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის)

კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტოსენსიტიურობა)

ალერგიით გამოწვეული სისხლძართვების ანთება (ვასკულიტი)

პირის ღრუს შიდა ქსოვილის ანთება (სტომატიტი)

კუნთის გაგლეჯა და კუნთის განადგურება (რაბდომიოლიზი)

სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)

ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების

პორფირიის შეტევა იმ პაციენტებში, რომელთაც მანამადე სჭირდათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)

თავის მუდმივი ტკივილი, დაბინდულ მხედველობასთან ერთად ან მის გარეშე (თავის ქალას შიდა ჰიპერტენზია)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე უნდა მიემართოს იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი რაც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

ლევო-დენკ-ის შენახვის წესი

აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე „Exp“-ის შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას სამედიცინო პროდუქტის შეფუთვაზე, თუ ის დაზიანებულია ან შეინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.

არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.

levo-denk 500-is Semadgenloba

აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს (ჰემიჰიდრატის სახით)

damxmare nivTierebebiა: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზა ფხვნილის სახით, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდის), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K25, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლევო-დენკ 500 აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ლევო-დენკ 500 არის ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

ლევო-დენკ 500 ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებზე.

შეფუთვის ზომა: აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ

პრინცრეგენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები

ალფამედ ფარბილ არზნეიმიტტელ გმბჰ

ჰილდებრანდსტრ. 10-12

37081 გოტინგენი

გერმანია

ეს ანოტაცია ბოლოს გადაიხედა 09/2023 წელს

ინფორმაცია ბოცვანასთვის

სტატუსის დაგეგმვა: S2

რეგისტრაციის ნომერი: BOT1302482

გამოქვეყნების თარიღი: 11/2013

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა