პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

კეტოფლექსი

KetoFLEX

ურეცეპტოდ50მგ/მლინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

როგორ მოქმედებს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი? კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამსუბუქებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი (ტემპერატურის დამწვები) მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (ketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044138
რეგისტრირებულია
16 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 16 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტოფლექსი და სხვა წამალი ერთად

კეტოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორ მოქმედებს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი?

კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამსუბუქებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი (ტემპერატურის დამწვები) მოქმედება.

რას წარმოადგენს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი?

ტკივილის შემსუბუქებისთვის (ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ, მენსტრუალური ტკივილი, ასევე ძვლის მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში);

სხვადასხვა რევმატოიდული დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, სხვადასხვა ტიპის სერონეგატიური სპონდილოართრიტები, როგორიცაა მაანკილოზებელი სპონდილიტი; ინექციის შემდგომი ფსორიაზული ართრიტი; პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა, ოსტეოართრიტი და არასახსროვანი რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუნთში შეყვანა:

ერთი ამპულა (100 მგ) შეიყვანება კუნთში ერთხელ ან ორჯერ დღეში.

თუ საჭიროა, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიძლება შეყვანილი იქნას კაფსულებთან კომბინაციაში.

ინტრავენური ინფუზია:

ინფუზია კეთდება მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 1/2 -1 საათიდან მაქსიმუმ 48 საათამდე. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ-ს 24 საათის განმავლობაში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

მოზრდილ პაციენტებში ძირითადი ნიშნებია თავის ტკივილი, გაბრუება, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. მწვავე ინტოქსიკაციისას აღინიშნა ჰიპოტონია, სუნთქვის დათრგუნვა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სპეციალიზირებულ პალატაში, სადაც ჩაუტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის.

თუ გამოტოვეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის მიღება

დოზა უნდა მიიღოთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, მომდევნო დოზა უნდა იქნას შეყვანილი დანიშნულ დროს.

არ შეიყვანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

სხვა აასს (მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექციური ინჰიბიტორები) ან სალიცილატების მაღალი დოზები, რადგან გაზრდილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი და ვარფარინი) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგალითად, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), რადგან გაზრდილია სისხლდენის რისკი. თუ ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება.

ლითიუმი, რადგან იზრდება მისი ტოქსიკურობის რისკი.

მეთოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე მეტი დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო. სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალის დაცვაა საჭირო კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანიდან მეთოტრექსატის მიღების დაწყებამდე.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან ერთად მოითხოვს სიფრთხილის ზომების მიღებას:

დიურეზულები (ხშირი შარდვის გამომწვევი პრეპარატები). პრეპარატის ერთდროულად მიღების დაწყებამდე საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება; მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი. კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამცირებს დიურეზულების მოქმედებას.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები): პაციენტებში, რომლებსაც აქვს თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, გაუწყლოების მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში), აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომ გაუარესებას, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობას.

მეთოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით: ერთდროულად გამოყენების პირველი კვირების განმაბლობაში ყოველკვირეულად უნდა შემოწმდებს სისხლის საერთო სურათი. თირკმელების ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში, ასევე თუ ხართ ხანდაზმული პირი, კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად.

კორტიკოსტეროიდები: რადგან გაზრდილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის რისკი.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან ერთად საჭიროებს მომატებულ ყურადღებას:

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეზულები: კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამცირებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.

თრომბოლიზური საშუალებები: რადგან იზრდება სისხლდენის რისკი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს): რადგან იზრდება კუჭ-ნალავიდან სისხლდენის რისკი.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება პაციენტებში იმუნური რეაქციის დათრგუნვისთვის): რადგან იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეზულები, რადგან არსებობს სისხლში კალიუმის დონის გაზრდის რისკი კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთდროულად მიღებისას.

ანტიაგრეგანტები, რადგან იზრდება სისხლდენის რისკი.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კონსულტაციისთვის კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე.

თუ წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, უნდა იცოდეთ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს სისხლდენა ან პერფორაცია კუჭში, მანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული რეაქციების გარეშე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში წყლულის ანამნეზით, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტებში მკურნალობის დაწყება საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით. თუ წარსულში ასეთი პრეპარატების მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, პაციენტს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტს, აღენიშნებოდა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მან უნდა შეატყობინოს მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის (მათ შორის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) განვითარების შესახებ. თუ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას პაციენტს განუვითარდა სისხლდენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის წყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად პერორალურ კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, ზოგიერთ ანტიდეპრესანტს (სუსი - სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) ან თრომბოციტულ ანტიაგრეგანტებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

აასს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით გამოიყენება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს მისი გამწვავების რისკი.

თუ გაქვთ ასთმა, ქრონიკული რინიტი (ცხვირის გაჭედვა ან/და გამონადენი ცხვირიდან), ქრონიკული რინიტი, პოლიპები ცხვირში.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა დიურეზულებით (მკურნალობა ხშირი შარდვის გამომწვევი პრეპარატებით), მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, გაუწყლოების შემთხვევაში და განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა თირკმელების ფუნქციისა და შარდის გამოყოფაზე დაკვირვება.

თუ გაქვთ ჰიპერტენზია (არტერიული ჰიპერტონია) და გულის უკმარისობა შეშუპებების თანხლებით. ეს მდგომარეობა საჭიროებს რეგულარულ დაკვირვებებს ჰიპერტონიის ან/და გულის მსუბუქი ან ზომიერი შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფში აასს-ით მკურნალობის პერიოდში აღნიშნულია სითხის შეკავებისა და შეშუპების შემთხვევები. კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთმა აასს-მ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევასი) შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) რისკი. კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან დაკავშირებით ასეთი რისკის გამოსარიცხად საკმარისი მონაცემები არ არის.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანის გარსების დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოვლენისას.

თუ გაქვთ ინფექციური დაავადება.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული უნარის შექცევადი დათრგუნვა. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები ან უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობასთან დაკავშირებით, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის უჯრედების რაოდენობის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების კონტროლი.

თუ არსებობს სისხლში კალიუმის დონის გაზრდის საშიშროება (დიაბეტის დროს ან კალიუმის დამზოგველი დიურეზულებით ერთდროულად მკურნალობის შემთხვევაში), ეს მდგომარეობა რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.

ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება კეტოპროფენის გამოყენება მორფინის წარმოებულებთან კომბინაციაში.

თუ რომელიმე აღწერილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევებისა, ასევე თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ენიშნება ქალს, რომელიც ცდილობს დაორსულებას, ასევე ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება იწვევდეს დარღვევებს თირკმელების მხრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი მკურნალობა, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ის შეიძლება იწვევდეს დარღვევებს თირკმელების და გულის მხრივ თქვენს მომავალ ბავშვში. შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ან თქვენი ბავშვის სისხლდენებისადმი მიდრეკილებაზე და მოსალოდნელზე მეტად დააყოვნოს ან გაახანგრძლივოს მშობიარობა.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აასს-ს შეუძლია გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უფრო მეტად მგრძნობიარე ზოგიერთ სუბიექტში. ასევე, შესაძლებელია მხედველობის დარღვევები. მკურნალობის პერიოდში ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 12.3 v/v % ეთანოლს. 2 მლ თითოეული დოზა შეიცავს 0.2 გ ეთანოლს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ალკოჰოლიზმით, თავის ტვინის დარღვევების მქონე პაციენტებში, ორსულებში და ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, ასევე ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

არასასურველი მოვლენების კლასიფიკაცია მოცემულია ორგანოებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);

ხშირი (აქვს გავლენა 100-დან 1 ან მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

არახშირი (აქვს გავლენა 1000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

იშვიათი (აქვს გავლენა 10000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს);

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების მნიშვნელოვანი შემცირება სრულ უკმარისობამდე, რომლებიც წარმოადგენს ლეიკოციტების ნაწილს).

იშვიათი: ჰემორაგიული ანემია (ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლდენა), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).

ფსიქოზური დარღვევები

უცნობი სიხშირით: ხასიათის ცვლილებები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი, გაბრუება.

არახშირი: ძილიანობა.

უცნობი სიხშირით: კრუნჩხვა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: არამკვეთრი მხედველობა.

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

ხშირი: ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ

უცნობი სიხშირით: გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

უცნობი სიხშირით: ჰიპერტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების ან შუასაყარის მხრივ

არახშირი: რინიტი, ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში).

იშვიათი: ასთმა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყველაზე ხშირი რეაქციები აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება აღინიშნოს წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, აურები, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში, სისხლიანი ღებინება, წყლულების განვითრება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, მწვავე კოლიტი და კრონის დაავადება. ნაკლები სიხშირით აღინიშნა გასტრიტი.

ხშირი: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა და ანთება პირის ღრუში.

არახშირი: გასტრიტი.

იშვიათი: პეპტიური წყლული.

ძალიან იშვიათი: კოლიტი, ნაწლავის პერფორაცია და სისხლდენა.

უცნობი სიხშირით: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის ტკივილი და კოლიტის იშვიათი შემთხვევები.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება ღვიძლის დაზიანების გამო

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები

ხშირი: კანზე გამონაყარი.

არახშირი: ქავილი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება.

იშვიათი: ფოტომგრძნობელობა.

ძალიან იშვიათი: გამონაყარი დიდი ზომის ბუშტუკებით, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.

უცნობი სიხშირით: ქრონიკული ურტიკარიის დამძიმება, ანგიონევროზული შეშუპება.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შესაძლებელია წყლის/მარილების შეკავება, რომელმაც შეიძლება საჭირო გახადოს კუჭის გამორეცხვა, სისხლში კალიუმის დონის გაზრდა.

შესაძლებელია დარღვევა თირკმელების მხრივ, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების მწვავე უკმარისობამდე: აღინიშნა მილაკოვანი ნეკროზის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის ერთეული შემთხვევები.

ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

ზოგადი დაზიანებები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ერითემა, სითბო და ტკივილი.

არახშირი: შეშუპება.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი აასს გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება იწვევდეს არტერიული თრომბოზების მომატებულ რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ ბულგარეთის წამლის აღმასრულებელ სააგენტოში, დამიან გრუევის ქუჩა 8; 1303; ტელეფონი: +359 2 8903417; ვებ-გვერდი: www.bda.bg.

არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის კეტოპროფენი. ერთი ამპულა შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.

სხვა კომპონენტებია პროპილენგლიკოლი, ეთანოლი (12.3% v), ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო მკრთალი ყვითელი ფერის სითხე ყავისფერ მინის ამპულებში გახსნის აღმნიშვნელი ფერადი წერტილით.

ტიპი I მუქი ნეიტრალური მინის 2 მლ ამპულები გადატეხვის წერტილით.

5 ან 10 ცალი ამპულა მოთავსებულია პვქ ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი პაციენტის ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერებში გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

კეტოფლექსი

50 მგ/მლ საინექციო ხსნარი

კეტოპროფენი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, საჭირო იყოს მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ ნებისმიერი დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება

როგორ მოქმედებს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი?

კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამსუბუქებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი (ტემპერატურის დამწვები) მოქმედება.

რას წარმოადგენს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი?

ტკივილის შემსუბუქებისთვის (ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ, მენსტრუალური ტკივილი, ასევე ძვლის მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში);

სხვადასხვა რევმატოიდული დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, სხვადასხვა ტიპის სერონეგატიური სპონდილოართრიტები, როგორიცაა მაანკილოზებელი სპონდილიტი; ინექციის შემდგომი ფსორიაზული ართრიტი; პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა, ოსტეოართრიტი და არასახსროვანი რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი) სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი

თუ ხართ ალერგიული კეტოპროფენის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში), სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ წარსულში კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას გქონდათ სუნთქვის გაძნელება, ასთმური შეტევა, არსებული ასთმის გამწვავება და ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან (რინიტი);

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული;

თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადება;

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;

თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენებისადმი;

თუ ამჟამად გაქვთ აქტიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენა;

თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევები ან იღებთ ანტიკოაგულანტებს

თუ ხართ ორსულად.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კონსულტაციისთვის კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე.

თუ წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, უნდა იცოდეთ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს სისხლდენა ან პერფორაცია კუჭში, მანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული რეაქციების გარეშე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში წყლულის ანამნეზით, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტებში მკურნალობის დაწყება საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით. თუ წარსულში ასეთი პრეპარატების მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, პაციენტს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტს, აღენიშნებოდა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მან უნდა შეატყობინოს მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის (მათ შორის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) განვითარების შესახებ. თუ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას პაციენტს განუვითარდა სისხლდენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის წყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად პერორალურ კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, ზოგიერთ ანტიდეპრესანტს (სუსი - სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) ან თრომბოციტულ ანტიაგრეგანტებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

აასს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით გამოიყენება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს მისი გამწვავების რისკი.

თუ გაქვთ ასთმა, ქრონიკული რინიტი (ცხვირის გაჭედვა ან/და გამონადენი ცხვირიდან), ქრონიკული რინიტი, პოლიპები ცხვირში.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა დიურეზულებით (მკურნალობა ხშირი შარდვის გამომწვევი პრეპარატებით), მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, გაუწყლოების შემთხვევაში და განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა თირკმელების ფუნქციისა და შარდის გამოყოფაზე დაკვირვება.

თუ გაქვთ ჰიპერტენზია (არტერიული ჰიპერტონია) და გულის უკმარისობა შეშუპებების თანხლებით. ეს მდგომარეობა საჭიროებს რეგულარულ დაკვირვებებს ჰიპერტონიის ან/და გულის მსუბუქი ან ზომიერი შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფში აასს-ით მკურნალობის პერიოდში აღნიშნულია სითხის შეკავებისა და შეშუპების შემთხვევები. კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთმა აასს-მ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევასი) შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) რისკი. კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან დაკავშირებით ასეთი რისკის გამოსარიცხად საკმარისი მონაცემები არ არის.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანის გარსების დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოვლენისას.

თუ გაქვთ ინფექციური დაავადება.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული უნარის შექცევადი დათრგუნვა. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები ან უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობასთან დაკავშირებით, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის უჯრედების რაოდენობის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების კონტროლი.

თუ არსებობს სისხლში კალიუმის დონის გაზრდის საშიშროება (დიაბეტის დროს ან კალიუმის დამზოგველი დიურეზულებით ერთდროულად მკურნალობის შემთხვევაში), ეს მდგომარეობა რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.

ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება კეტოპროფენის გამოყენება მორფინის წარმოებულებთან კომბინაციაში.

თუ რომელიმე აღწერილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ მიიღოთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

სხვა აასს (მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექციური ინჰიბიტორები) ან სალიცილატების მაღალი დოზები, რადგან გაზრდილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი და ვარფარინი) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგალითად, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), რადგან გაზრდილია სისხლდენის რისკი. თუ ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება.

ლითიუმი, რადგან იზრდება მისი ტოქსიკურობის რისკი.

მეთოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე მეტი დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო. სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალის დაცვაა საჭირო კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანიდან მეთოტრექსატის მიღების დაწყებამდე.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან ერთად მოითხოვს სიფრთხილის ზომების მიღებას:

დიურეზულები (ხშირი შარდვის გამომწვევი პრეპარატები). პრეპარატის ერთდროულად მიღების დაწყებამდე საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება; მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი. კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამცირებს დიურეზულების მოქმედებას.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები): პაციენტებში, რომლებსაც აქვს თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, გაუწყლოების მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში), აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომ გაუარესებას, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობას.

მეთოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით: ერთდროულად გამოყენების პირველი კვირების განმაბლობაში ყოველკვირეულად უნდა შემოწმდებს სისხლის საერთო სურათი. თირკმელების ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში, ასევე თუ ხართ ხანდაზმული პირი, კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად.

კორტიკოსტეროიდები: რადგან გაზრდილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის რისკი.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნართან ერთად საჭიროებს მომატებულ ყურადღებას:

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეზულები: კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ამცირებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.

თრომბოლიზური საშუალებები: რადგან იზრდება სისხლდენის რისკი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს): რადგან იზრდება კუჭ-ნალავიდან სისხლდენის რისკი.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება პაციენტებში იმუნური რეაქციის დათრგუნვისთვის): რადგან იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეზულები, რადგან არსებობს სისხლში კალიუმის დონის გაზრდის რისკი კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთდროულად მიღებისას.

ანტიაგრეგანტები, რადგან იზრდება სისხლდენის რისკი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევებისა, ასევე თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ენიშნება ქალს, რომელიც ცდილობს დაორსულებას, ასევე ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება იწვევდეს დარღვევებს თირკმელების მხრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი მკურნალობა, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ის შეიძლება იწვევდეს დარღვევებს თირკმელების და გულის მხრივ თქვენს მომავალ ბავშვში. შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ან თქვენი ბავშვის სისხლდენებისადმი მიდრეკილებაზე და მოსალოდნელზე მეტად დააყოვნოს ან გაახანგრძლივოს მშობიარობა.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

აასს-ს შეუძლია გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უფრო მეტად მგრძნობიარე ზოგიერთ სუბიექტში. ასევე, შესაძლებელია მხედველობის დარღვევები. მკურნალობის პერიოდში ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 12.3 v/v % ეთანოლს. 2 მლ თითოეული დოზა შეიცავს 0.2 გ ეთანოლს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ალკოჰოლიზმით, თავის ტვინის დარღვევების მქონე პაციენტებში, ორსულებში და ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, ასევე ბავშვებში.

  • როგორ გამოიყენება კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუნთში შეყვანა:

ერთი ამპულა (100 მგ) შეიყვანება კუნთში ერთხელ ან ორჯერ დღეში.

თუ საჭიროა, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიძლება შეყვანილი იქნას კაფსულებთან კომბინაციაში.

ინტრავენური ინფუზია:

ინფუზია კეთდება მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 1/2 -1 საათიდან მაქსიმუმ 48 საათამდე. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ-ს 24 საათის განმავლობაში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

მოზრდილ პაციენტებში ძირითადი ნიშნებია თავის ტკივილი, გაბრუება, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. მწვავე ინტოქსიკაციისას აღინიშნა ჰიპოტონია, სუნთქვის დათრგუნვა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სპეციალიზირებულ პალატაში, სადაც ჩაუტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის.

თუ გამოტოვეთ კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის მიღება

დოზა უნდა მიიღოთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, მომდევნო დოზა უნდა იქნას შეყვანილი დანიშნულ დროს.

არ შეიყვანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

არასასურველი მოვლენების კლასიფიკაცია მოცემულია ორგანოებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);

ხშირი (აქვს გავლენა 100-დან 1 ან მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

არახშირი (აქვს გავლენა 1000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

იშვიათი (აქვს გავლენა 10000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს);

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების მნიშვნელოვანი შემცირება სრულ უკმარისობამდე, რომლებიც წარმოადგენს ლეიკოციტების ნაწილს).

იშვიათი: ჰემორაგიული ანემია (ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლდენა), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).

ფსიქოზური დარღვევები

უცნობი სიხშირით: ხასიათის ცვლილებები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი, გაბრუება.

არახშირი: ძილიანობა.

უცნობი სიხშირით: კრუნჩხვა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: არამკვეთრი მხედველობა.

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

ხშირი: ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ

უცნობი სიხშირით: გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

უცნობი სიხშირით: ჰიპერტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების ან შუასაყარის მხრივ

არახშირი: რინიტი, ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში).

იშვიათი: ასთმა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყველაზე ხშირი რეაქციები აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება აღინიშნოს წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, აურები, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში, სისხლიანი ღებინება, წყლულების განვითრება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, მწვავე კოლიტი და კრონის დაავადება. ნაკლები სიხშირით აღინიშნა გასტრიტი.

ხშირი: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა და ანთება პირის ღრუში.

არახშირი: გასტრიტი.

იშვიათი: პეპტიური წყლული.

ძალიან იშვიათი: კოლიტი, ნაწლავის პერფორაცია და სისხლდენა.

უცნობი სიხშირით: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის ტკივილი და კოლიტის იშვიათი შემთხვევები.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება ღვიძლის დაზიანების გამო

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები

ხშირი: კანზე გამონაყარი.

არახშირი: ქავილი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება.

იშვიათი: ფოტომგრძნობელობა.

ძალიან იშვიათი: გამონაყარი დიდი ზომის ბუშტუკებით, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.

უცნობი სიხშირით: ქრონიკული ურტიკარიის დამძიმება, ანგიონევროზული შეშუპება.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შესაძლებელია წყლის/მარილების შეკავება, რომელმაც შეიძლება საჭირო გახადოს კუჭის გამორეცხვა, სისხლში კალიუმის დონის გაზრდა.

შესაძლებელია დარღვევა თირკმელების მხრივ, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების მწვავე უკმარისობამდე: აღინიშნა მილაკოვანი ნეკროზის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის ერთეული შემთხვევები.

ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

ზოგადი დაზიანებები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ერითემა, სითბო და ტკივილი.

არახშირი: შეშუპება.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი აასს გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება იწვევდეს არტერიული თრომბოზების მომატებულ რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ ბულგარეთის წამლის აღმასრულებელ სააგენტოში, დამიან გრუევის ქუჩა 8; 1303; ტელეფონი: +359 2 8903417; ვებ-გვერდი: www.bda.bg.

არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები

25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერებში გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება არის კეტოპროფენი. ერთი ამპულა შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.

სხვა კომპონენტებია პროპილენგლიკოლი, ეთანოლი (12.3% v), ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

კეტოფლექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო მკრთალი ყვითელი ფერის სითხე ყავისფერ მინის ამპულებში გახსნის აღმნიშვნელი ფერადი წერტილით.

ტიპი I მუქი ნეიტრალური მინის 2 მლ ამპულები გადატეხვის წერტილით.

5 ან 10 ცალი ამპულა მოთავსებულია პვქ ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი პაციენტის ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს დანჰსონ-ბგ, ბულგარეთი, რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა, 26,

ტელეფონი: 024519300

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ვეტპრომ ად (VETPROM AD), ბულგარეთი, რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა, 26,

ტელეფონი: 024519300

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08/2023 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა