კამელოტი
CAMELOT®
სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი); რევმატოიდული ართრიტი; მაანკილოზებელი სპონდილიტი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (meloxicam)
- ფორმა და შეფუთვა
- 7,5მგ ტაბლეტი №20 (1X20)
- მწარმოებელი
- GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
- ATC კოდი
- M01AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043170
- რეგისტრირებულია
- 24 აპრილი 2025, მოქმედებს 24 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კამელოტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
რევმატოიდული ართრიტი;
მაანკილოზებელი სპონდილიტი.
მიღების წესი და დოზირება
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);
ორსულობა, ლაქტაცია;
ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;
მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.
პეპტიკური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, შეგუბებითი გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე პაციენტები რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.
ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება. მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.
წამლის ფიქსირებული გამონაყარის (FDE) შემთხვევები დაფიქსირდა მელოქსიკამის მიღებისას. მელოქსიკამი არ უნდა დაინიშნოს ხელახლა იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მელოქსიკამის მიღებასთან დაკავშირებული წამლის ფიქსირებული გამონაყარი (FDE). შესაძლებელია ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა ოქსიკამებთან.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - სისხლდენის განვითარების რისკი; მეთოტრექსატთან ერთად - მიელოდეპრესიის გაძლიერება; დიურეზულ საშუალებებთან - თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან - ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, მელოქსიკამის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, უკუპროცესულია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირებულია არტერიის სადინრის შევიწროების შემთხვევები ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის დროს, რომელთა უმეტესობა ალაგდა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ამრიგად, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობა მკაფიოდ აუცილებელია.
იმ შემთხვევაში, თუ მელოქსიკამს გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მინიმალური და მკურნალობის ხანგრძლივობა - რაც შეიძლება მოკლე.
ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, მელოქსიკამის მრავალდღიანი გამოყენებისას რეკომენდებულია ანტენატალური მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონისა და არტერიის სადინრის შევიწროების გამოვლენის მიზნით. მელოქსიკამის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიონი ან არტერიის სადინრის შევიწროება.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:
- კარდიოპულმონური ტოქსიურობის სინდრომი (არტერიის სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა (როგორც ზემოთ აღწერილია).
რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:
- სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი;
საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.
მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში `ასპირინული ტრიადით~).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.
ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
კანისა და კანქვეშა სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირით - წამლის ფიქსირებული გამონაყარი.
ჭარბი დოზა
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების-მელოქსიკამის 7.5 მგ-ს ან 15 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ხსნადი პოლივინილპიროლიდონი, კროსპოვიდონი ტიპი A, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი. ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანსა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია. იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.
ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
კამელოტი
(MELOXICAM)

ჩვენება
სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
რევმატოიდული ართრიტი;
მაანკილოზებელი სპონდილიტი.
უკუჩვენება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);
ორსულობა, ლაქტაცია;
ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;
მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.
პეპტიკური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, შეგუბებითი გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე პაციენტები რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.
ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება. მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.
წამლის ფიქსირებული გამონაყარის (FDE) შემთხვევები დაფიქსირდა მელოქსიკამის მიღებისას. მელოქსიკამი არ უნდა დაინიშნოს ხელახლა იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მელოქსიკამის მიღებასთან დაკავშირებული წამლის ფიქსირებული გამონაყარი (FDE). შესაძლებელია ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა ოქსიკამებთან.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, მელოქსიკამის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, უკუპროცესულია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირებულია არტერიის სადინრის შევიწროების შემთხვევები ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის დროს, რომელთა უმეტესობა ალაგდა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ამრიგად, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობა მკაფიოდ აუცილებელია.
იმ შემთხვევაში, თუ მელოქსიკამს გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მინიმალური და მკურნალობის ხანგრძლივობა - რაც შეიძლება მოკლე.
ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, მელოქსიკამის მრავალდღიანი გამოყენებისას რეკომენდებულია ანტენატალური მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონისა და არტერიის სადინრის შევიწროების გამოვლენის მიზნით. მელოქსიკამის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიონი ან არტერიის სადინრის შევიწროება.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:
- კარდიოპულმონური ტოქსიურობის სინდრომი (არტერიის სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა (როგორც ზემოთ აღწერილია).
რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:
- სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი;
საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.
მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების დროს აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - სისხლდენის განვითარების რისკი; მეთოტრექსატთან ერთად - მიელოდეპრესიის გაძლიერება; დიურეზულ საშუალებებთან - თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან - ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
დოზირება და მიღების წესი
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში `ასპირინული ტრიადით~).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.
ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
კანისა და კანქვეშა სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირით - წამლის ფიქსირებული გამონაყარი.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 7.5 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტი 15 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
მისამართი:
რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო
ტელ.: 2404383
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.