იესეფი
iesef®
იესეფ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფტრიაქსონს. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. იესეფ თავის ეფექტს ავლენს ბაქტერიების განვითარების სრულად შეჩერებით. ეს იწვევს ბაქტერიების კვდომას. იესეფ არის თეთრი ან მოყვითალო ნარინჯისფერი კრისტალური ფხვნილი. წარმოდგენილია მინის ფლაკონებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- Sanofi İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038555
- რეგისტრირებულია
- 6 ივლისი 2023, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
იესეფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იესეფ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფტრიაქსონს. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს.
იესეფ თავის ეფექტს ავლენს ბაქტერიების განვითარების სრულად შეჩერებით. ეს იწვევს ბაქტერიების კვდომას.
იესეფ არის თეთრი ან მოყვითალო ნარინჯისფერი კრისტალური ფხვნილი. წარმოდგენილია მინის ფლაკონებში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს და 1 ამპულას, რომელიც შეიცავს 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარს ან 3 ფლაკონს და 3 ამპულას, რომელიც შეიცავს 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარს. ერთი ამპულა შეიცავს 35 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და სტერილურ საინექციო წყალს.
იესეფ გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
იესეფ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს:
სეფსისი (დაავადება, რომელიც იწვევს ცხელებას და შემცივნებას ბაქტერიების სისხლში გადასვლის შედეგად),
თავის ტვინის ლორწოვანი გარსის ანთება (მენინგიტი),
დისემინირებული ლაიმ ბორელიოზის ტკიპებით გადამდები დაავადება ადრეულ და გვიან სტადიაზე,
მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონეუმის ანთება, სანაღვლე გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები),
ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების, კანისა და ჭრილობის ინფექციები,
იმუნური სისტემის დარღვევით გამოწვეული ინფექციები,
თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები,
სასუნთქი გზების ინფექციები, განსაკუთრებით პნევმონია (ფილტვის ინფექციის სახეობა), ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, მწვავე ბაქტერიული გაურთულებელი შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება),
გენიტალური ინფექციები, მათ შორის გონორეა (გონორეა), სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია,
ოპერაციების წინ, ინფექციების პრევენციის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენების და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი დაავადების შესაბამისად და გაგიკეთებთ მას.
იესეფის სტანდარტული დოზა შეადგენს 1-2 გრამს დღეში. ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მაღალი დოზა (დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე).
თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, რეკომენდებულია იესეფის ერთჯერადი დოზა 1-2 გ ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე, ინფექციის პოტენციური რისკის მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება დაავადების მიხედვით. როგორც ყველა ანტიბიოტიკებით თერაპიის შემთხვევაში, იესეფით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში პაციენტის სიცხის შემცირების ან ინფექციის განკურნების შემდეგ (ბაქტერიული ერადიკაცია).
შეყვანის გზა და მეთოდი:
იესეფი ჩვეულებრივ შეიყვანება ინტრამუსკულარულად ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. არ არის რეკომენდებული 1 გრამზე მეტი ოდენობის შეყვანა ერთ ადგილას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ახალშობილებში, ჩვილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების შემდეგი სქემა ინიშნება დღეში ერთხელ.
ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ; დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.
ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე): 20-80 მგ/კგ დღეში ერთხელ.
ნორმალური ბავშვებისთვის 50 კგ ან მეტი სხეულის მასით უნდა იქნას გამოყენებული ჩვეულებრივი ზრდასრულებისთვის განსაზღვრული დოზა.
მწვავე ბაქტერიული არაგართულებული შუა ოტიტის სამკურნალოდ (შუა ყურის ანთება) რეკომენდებულია ერთჯერადი გამოყენება 50 მგ/კგ დოზით (არაუმეტეს 1 გ).
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება ზრდასრულებისთვის რეკომენდებული იესეფის დოზები.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადება, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო დაბალი დოზები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება, რათა შეამოწმოთ, რომ იღებთ საჭირო დოზას.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ იესეფის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იესეფის რეკომენდებულზე მეტი დოზირება:
იესეფის ზედოზირების მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ იესეფის რეკომენდებული დოზის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ იესეფის იმ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოებულია, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს იესეფით მკურნალობის შეწყვეტისას
არ შეწყვიტოთ იესეფის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სიფრთხილის ზომები
იესეფის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, იესეფის აქტიური ინგრედიენტის მიმართ, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებთაც ეწოდებათ "ცეფალოსპორინები", იესეფის ჩათვლით. მედიკამენტების ამ ჯგუფში შედის აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა ცეფალექსინი, ცეფაკლორი და ცეფუროქსიმი.
თუ წარსულში გქონიათ უეცარი და მძიმე ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია ყელის ან სახის უეცარი შეშუპება სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებით, ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება და ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.
თუ გაქვთ ალერგია ლიდოკაინის მიმართ (იესეფ გამოყენებამდე იხსნება ლიდოკაინის ხსნარით).
იესეფი არ უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებში შემდეგ სიტუაციებში:
28 დღემდე ასაკის ახალშობილები, რომლებშიც გამოიყენება ან შესაძლოა იქნეს გამოყენებული კალციუმის შემცველი და ინტრავენურად შესაყვანი პროდუქტები,
დღენაკლულ ჩვილებში (37 კვირამდე დაბადებული ბავშვები).
თუ ახალშობილებში აღინიშნება სიყვითლე.
იესეფი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევაში:
თუ ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ კალციუმის შემცველი პრეპარატები ან აპირებთ მათ მიღებას,
გაქვთ კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება),
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება,
თუ აღინიშნება სხვა მდგომარეობა, როგორიცაა სისხლში დარღვევები,
თუ აღინიშნება ჩრდილის ფორმის ულტრასონოგრაფიული დასკვნები, რომლებიც მიუთითებს ნაღვლის ბუშტის დაავადებაზე ან კენჭებზე,
თუ გაქვთ ასთმა,
თუ ორსულად ხართ,
თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
თუ ამ გაფრთხილებებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ ან გახასიათებდათ წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
იესეფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მისი გამოყენების მეთოდის გამო ეს პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან. მისი გამოყენება შესაძლებელია უზმოზე ან სავსე კუჭზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს იესეფის გამოყენების უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი. თუ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი

ვინაიდან იესეფის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში, თუნდაც მცირე რაოდენობით, რეკომენდებულია ამ მდგომარეობის გათვალისწინება მეძუძურ დედებში.
თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები იესეფის გვერდითი ეფექტების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის ავტომობილის მართვის, მექანიზმების გამოყენებამდე ან იესეფის მიღებამდე, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
მნიშნვნელოვანი ინფორმაცია იესეფის ზოგიერთი შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
იესეფი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. ეს ეხება ასევე მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს და ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც. ეს ინფორმაცია აუციელებელია, რადგან იესეფს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ იესეფის ეფექტურობაზე.
თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს მათ შესახებ:
ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები). იესეფს შეუძლია შეაჩეროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედება, ამიტომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი მეთოდები (მაგ. პრეზერვატივი) იესეფის გამოყენებისას და მისი შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით თვალებში),
ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად),
პრობენეციდი (გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ),
ამსაკრინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
ფლუკონაზოლი (წამალი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის),
ვანკომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ წამალს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა ამ მედიკამენტის მიღების დროსაც გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა იესეფის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათად, 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში). სახის, კისრის, ტუჩების და პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება
კანზე სერიოზული გამონაყარი (ძალიან იშვიათად, ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
თუ შეინიშნება კანზე ძლიერი გამონაყარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სწრაფად განვითარებად გამონაყარს ბუშტუკებით ან კანის აქერცვლას და შესაძლებელია ბუშტუკები პირის ღრუში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)
თხელი განავალი ან დიარეა
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანის სხვა რეაქციები. მათ შორის: კანზე გამონაყარი, რომელიც მოიცავს მთელს სხეულს, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი და შეშუპება.
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სოკოებითა და საფუარით გამოწვეული სხვა სახის ინფექციები (მაგალითად, სტომატიტი),
სისხლთან დაკავშირებული დარღვევები. სიმპტომები მოიცავს დაღლილობის შეგრძნებას, კანზე ადვილად სისხლჩაქცევას, ქოშინს და ცხვირიდან სისხლდენას.
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევის შეგრძნება,
წყლულები პირის ღრუში,
ენის ანთება (გლოსიტი). სიმპტომები მოიცავენ ენის შეშუპებას, სიწითლეს და ანთებას.
ღვიძლის პრობლემები (ნაჩვენები სისხლის ანალიზში),
დისკომფორტი ნაღვლის ბუშტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა,
თირკმელების პრობლემები. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენ მიერ შარდვის რაოდენობაზე. ზოგიერთი ადამიანი ჩვეულებრივ უფრო მეტს შარდავს. ძალიან იშვიათად, ადამიანებმა შეიძლება შეწყვიტონ შარდვა.
შარდში სისხლი და შაქარი,
ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენაში, იესეფის შეყვანის ადგილზე,
ტკივილი ინექციის ადგილზე.
მაღალი ცხელება ან შემცივნება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კუმბსის ტესტზე დადებითი შედეგები (ტესტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გარკვეული დარღვევებისთვის),
თქვენი სისხლის კოაგულაციასთან დაკავშირებული დარღვევები. სიმპტომები მოიცავენ კანის მსუბუქ სისხლჩაქცევას და ტკივილს და შეშუპებას სახსრებში,
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება თქვენს სისხლში. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, შემცივნებას და ყელის ტკივილს.
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს მუცლის ძლიერ ტკივილს, რომელიც ასხივებს თქვენს ზურგს.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი). სიმპტომები ხშირად მოიცავს სისხლიან და ლორწოვან დიარეას, კუჭის ტკივილს და ცხელებას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც აღწერილია ან ასევე არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრის (TÜFAM) ვებ გვერდზე www.titck.gov.tr ლინკის მეშვეობით "მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ან ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ საინფორმაციო ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან
აცნობეთ თქვენს ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
იესეფი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ინახება ოთახის არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ იესეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ნებართვის მფლობელი:
Menarini Saglik ve İlaç Sanayi Tic .A.S.
Maslak Mah. Sumer Sok. No: 4 Maslak Office Building Kat: 7-8 34485 Maslak, სანიერ/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Sanofi İlaç, San. Ve Tic. A.S.
39780 Büyükkaristiran ლულებურგაზი-კირკლარელი
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 12.12.2012.
201677.00-DE
845590
120x315
71
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
იესეფი® 1 გ კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
გამოიყენება კუნთში შეყვანისთვის
აქტიური ნივთიერება: 1.193 გ ცეფტრიაქსონის დინატრიუმი, 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერება: არ შეიცავს დამხმარე ნივთერებებს.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტუქცია. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით.
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში, მოგიწევთ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, უნდა აცნობოთ ექიმს, რომ ამ იყენებთ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული გამოყენების წესები. არ გამოიყენოთ ამ მედიკამენტის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს იესეფი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია იესეფის გამოყენებამდე
- იესეფის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- იესეფის შენახვის პირობები
პუნქტებს ახლავთ სათაურები.
- რას წარმოადგენს იესეფი და რისთვის გამოიყენება?
იესეფ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფტრიაქსონს. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს.
იესეფ თავის ეფექტს ავლენს ბაქტერიების განვითარების სრულად შეჩერებით. ეს იწვევს ბაქტერიების კვდომას.
იესეფ არის თეთრი ან მოყვითალო ნარინჯისფერი კრისტალური ფხვნილი. წარმოდგენილია მინის ფლაკონებში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს და 1 ამპულას, რომელიც შეიცავს 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარს ან 3 ფლაკონს და 3 ამპულას, რომელიც შეიცავს 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარს. ერთი ამპულა შეიცავს 35 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და სტერილურ საინექციო წყალს.
იესეფ გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
იესეფ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს:
სეფსისი (დაავადება, რომელიც იწვევს ცხელებას და შემცივნებას ბაქტერიების სისხლში გადასვლის შედეგად),
თავის ტვინის ლორწოვანი გარსის ანთება (მენინგიტი),
დისემინირებული ლაიმ ბორელიოზის ტკიპებით გადამდები დაავადება ადრეულ და გვიან სტადიაზე,
მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონეუმის ანთება, სანაღვლე გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები),
ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების, კანისა და ჭრილობის ინფექციები,
იმუნური სისტემის დარღვევით გამოწვეული ინფექციები,
თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები,
სასუნთქი გზების ინფექციები, განსაკუთრებით პნევმონია (ფილტვის ინფექციის სახეობა), ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, მწვავე ბაქტერიული გაურთულებელი შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება),
გენიტალური ინფექციები, მათ შორის გონორეა (გონორეა), სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია,
ოპერაციების წინ, ინფექციების პრევენციის მიზნით.
- ინფორმაცია იესეფის გამოყენებამდე
იესეფის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, იესეფის აქტიური ინგრედიენტის მიმართ, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებთაც ეწოდებათ "ცეფალოსპორინები", იესეფის ჩათვლით. მედიკამენტების ამ ჯგუფში შედის აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა ცეფალექსინი, ცეფაკლორი და ცეფუროქსიმი.
თუ წარსულში გქონიათ უეცარი და მძიმე ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია ყელის ან სახის უეცარი შეშუპება სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებით, ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება და ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.
თუ გაქვთ ალერგია ლიდოკაინის მიმართ (იესეფ გამოყენებამდე იხსნება ლიდოკაინის ხსნარით).
იესეფი არ უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებში შემდეგ სიტუაციებში:
28 დღემდე ასაკის ახალშობილები, რომლებშიც გამოიყენება ან შესაძლოა იქნეს გამოყენებული კალციუმის შემცველი და ინტრავენურად შესაყვანი პროდუქტები,
დღენაკლულ ჩვილებში (37 კვირამდე დაბადებული ბავშვები).
თუ ახალშობილებში აღინიშნება სიყვითლე.
იესეფი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევაში:
თუ ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ კალციუმის შემცველი პრეპარატები ან აპირებთ მათ მიღებას,
გაქვთ კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება),
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება,
თუ აღინიშნება სხვა მდგომარეობა, როგორიცაა სისხლში დარღვევები,
თუ აღინიშნება ჩრდილის ფორმის ულტრასონოგრაფიული დასკვნები, რომლებიც მიუთითებს ნაღვლის ბუშტის დაავადებაზე ან კენჭებზე,
თუ გაქვთ ასთმა,
თუ ორსულად ხართ,
თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
თუ ამ გაფრთხილებებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ ან გახასიათებდათ წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
იესეფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მისი გამოყენების მეთოდის გამო ეს პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან. მისი გამოყენება შესაძლებელია უზმოზე ან სავსე კუჭზე.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს იესეფის გამოყენების უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი. თუ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან იესეფის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში, თუნდაც მცირე რაოდენობით, რეკომენდებულია ამ მდგომარეობის გათვალისწინება მეძუძურ დედებში.
თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს მონაცემები იესეფის გვერდითი ეფექტების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის ავტომობილის მართვის, მექანიზმების გამოყენებამდე ან იესეფის მიღებამდე, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
მნიშნვნელოვანი ინფორმაცია იესეფის ზოგიერთი შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
იესეფი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. ეს ეხება ასევე მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს და ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც. ეს ინფორმაცია აუციელებელია, რადგან იესეფს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ იესეფის ეფექტურობაზე.
თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს მათ შესახებ:
ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები). იესეფს შეუძლია შეაჩეროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედება, ამიტომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი მეთოდები (მაგ. პრეზერვატივი) იესეფის გამოყენებისას და მისი შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით თვალებში),
ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად),
პრობენეციდი (გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ),
ამსაკრინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
ფლუკონაზოლი (წამალი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის),
ვანკომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ წამალს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- იესეფის მიღების წესი
მითითებები სწორი გამოყენების და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი დაავადების შესაბამისად და გაგიკეთებთ მას.
იესეფის სტანდარტული დოზა შეადგენს 1-2 გრამს დღეში. ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მაღალი დოზა (დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე).
თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, რეკომენდებულია იესეფის ერთჯერადი დოზა 1-2 გ ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე, ინფექციის პოტენციური რისკის მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება დაავადების მიხედვით. როგორც ყველა ანტიბიოტიკებით თერაპიის შემთხვევაში, იესეფით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში პაციენტის სიცხის შემცირების ან ინფექციის განკურნების შემდეგ (ბაქტერიული ერადიკაცია).
შეყვანის გზა და მეთოდი:
იესეფი ჩვეულებრივ შეიყვანება ინტრამუსკულარულად ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. არ არის რეკომენდებული 1 გრამზე მეტი ოდენობის შეყვანა ერთ ადგილას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ახალშობილებში, ჩვილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების შემდეგი სქემა ინიშნება დღეში ერთხელ.
ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ; დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.
ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე): 20-80 მგ/კგ დღეში ერთხელ.
ნორმალური ბავშვებისთვის 50 კგ ან მეტი სხეულის მასით უნდა იქნას გამოყენებული ჩვეულებრივი ზრდასრულებისთვის განსაზღვრული დოზა.
მწვავე ბაქტერიული არაგართულებული შუა ოტიტის სამკურნალოდ (შუა ყურის ანთება) რეკომენდებულია ერთჯერადი გამოყენება 50 მგ/კგ დოზით (არაუმეტეს 1 გ).
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება ზრდასრულებისთვის რეკომენდებული იესეფის დოზები.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადება, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო დაბალი დოზები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება, რათა შეამოწმოთ, რომ იღებთ საჭირო დოზას.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ იესეფის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იესეფის რეკომენდებულზე მეტი დოზირება:
იესეფის ზედოზირების მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ იესეფის რეკომენდებული დოზის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ იესეფის იმ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოებულია, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს იესეფით მკურნალობის შეწყვეტისას
არ შეწყვიტოთ იესეფის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა ამ მედიკამენტის მიღების დროსაც გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა იესეფის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათად, 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში). სახის, კისრის, ტუჩების და პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება
კანზე სერიოზული გამონაყარი (ძალიან იშვიათად, ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
თუ შეინიშნება კანზე ძლიერი გამონაყარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სწრაფად განვითარებად გამონაყარს ბუშტუკებით ან კანის აქერცვლას და შესაძლებელია ბუშტუკები პირის ღრუში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)
თხელი განავალი ან დიარეა
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანის სხვა რეაქციები. მათ შორის: კანზე გამონაყარი, რომელიც მოიცავს მთელს სხეულს, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი და შეშუპება.
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სოკოებითა და საფუარით გამოწვეული სხვა სახის ინფექციები (მაგალითად, სტომატიტი),
სისხლთან დაკავშირებული დარღვევები. სიმპტომები მოიცავს დაღლილობის შეგრძნებას, კანზე ადვილად სისხლჩაქცევას, ქოშინს და ცხვირიდან სისხლდენას.
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევის შეგრძნება,
წყლულები პირის ღრუში,
ენის ანთება (გლოსიტი). სიმპტომები მოიცავენ ენის შეშუპებას, სიწითლეს და ანთებას.
ღვიძლის პრობლემები (ნაჩვენები სისხლის ანალიზში),
დისკომფორტი ნაღვლის ბუშტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა,
თირკმელების პრობლემები. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენ მიერ შარდვის რაოდენობაზე. ზოგიერთი ადამიანი ჩვეულებრივ უფრო მეტს შარდავს. ძალიან იშვიათად, ადამიანებმა შეიძლება შეწყვიტონ შარდვა.
შარდში სისხლი და შაქარი,
ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენაში, იესეფის შეყვანის ადგილზე,
ტკივილი ინექციის ადგილზე.
მაღალი ცხელება ან შემცივნება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კუმბსის ტესტზე დადებითი შედეგები (ტესტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გარკვეული დარღვევებისთვის),
თქვენი სისხლის კოაგულაციასთან დაკავშირებული დარღვევები. სიმპტომები მოიცავენ კანის მსუბუქ სისხლჩაქცევას და ტკივილს და შეშუპებას სახსრებში,
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება თქვენს სისხლში. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, შემცივნებას და ყელის ტკივილს.
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს მუცლის ძლიერ ტკივილს, რომელიც ასხივებს თქვენს ზურგს.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი). სიმპტომები ხშირად მოიცავს სისხლიან და ლორწოვან დიარეას, კუჭის ტკივილს და ცხელებას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც აღწერილია ან ასევე არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრის (TÜFAM) ვებ გვერდზე www.titck.gov.tr ლინკის მეშვეობით "მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ან ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ საინფორმაციო ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან
აცნობეთ თქვენს ფარმაცევტს.
- იესეფის შენახვის პირობები
იესეფი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ინახება ოთახის არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ იესეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ნებართვის მფლობელი:
Menarini Saglik ve İlaç Sanayi Tic .A.S.
Maslak Mah. Sumer Sok. No: 4 Maslak Office Building Kat: 7-8 34485 Maslak, სანიერ/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Sanofi İlaç, San. Ve Tic. A.S.
39780 Büyükkaristiran ლულებურგაზი-კირკლარელი
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 12.12.2012.
201677.00-DE
845590
120x315
71
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.