პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ზომეტა

ZOMETA®

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

მოზრდილი პაციენტები: ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა, რომელიც განისაზღვრება სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციით ალბუმინზე კორექციით ≥12,0 მგ/დლ [3.0 მმოლ/ლიტრი]. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოლედრო (zoledronic acid)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ციკლოოლეფინის კოპოლიმერის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Novartis Pharma Stein AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Fresenius Kabi Austria GmbH(ავსტრია)), შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA08
რეგისტრაციის ნომერი
რ-040484
რეგისტრირებულია
14 მარტი 2024, მოქმედებს 14 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზომეტა და სხვა წამალი ერთად

ზომეტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოზრდილი პაციენტები:

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა, რომელიც განისაზღვრება სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციით ალბუმინზე კორექციით ≥12,0 მგ/დლ [3.0 მმოლ/ლიტრი].

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მოიცავს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებას.

ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებასთან დაკავშირებული ჩონჩხის გართულების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, სხივური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა, ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში ძვლოვანი დაზიანებებით.

მოტეხილობის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რომელებიც არიან დაავადებულ ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით და მკურნალობენ არომატაზის ინჰიბიტორებით.

ბავშვები (1 წლიდან – 18 წლამდე)

არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მწვავე შემთხვევის მკურნალობა ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

შეყვანის წინ ხდება პრეპარატ ზომეტას®®კონცენტრატის 4 მგ/5 მლ-ის განზავება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. ზომეტას®® მზა საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ერთჯერადად ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 15 წთ-ის განმავლობაში.

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მოიცავს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებას.

ზომეტას® რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს ინფუზიის სახით ყოველ 6 თვეში. პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაინიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ზომეტას®® რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს ინფუზიის სახით ყოველ 3-4 კვირაში ერთჯერ.

პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაინიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

მოტეხილობის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რომელებიც არიან დაავადებული ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით და მკურნალობენ არომატაზის ინჰიბიტორებით.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას ინფუზიის სახით ყოველ 6 თვეში ერთჯერ.

პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაენიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა

მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

ზომეტას®®შეყვანის წინ და შეყვანის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტის საკმარისი ჰიდრატაცია.

დოზირება ბავშვებში არასრულყოფილი ოსტეოგენეზის დროს

ბავშვები 1 წლიდან – 3 წლამდე.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.025 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას ყოველ 3 თვეში. კლინიკური კვლევის მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ 0.35 მგ–მდე დოზასთან მიმართებაში. ძირითად ხსნარს ამზადებენ აღდგენილი ხსნარის ან კონცენტრატისგან და შემდგომში ახდენენ განზავებას 50 მლ ნატრიუმ ქლორიდის 0,9%-ანი (მ/მოც) ან გლუკოზის 5%-ანი მ/მოც ხსნარის გამოყენებით და შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით 30–45 წუთის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები (3 დან – 18 წლამდე)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.05 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმუმ 4 მგ) ყოველ 3 თვეში. ძირითად ხსნარს ამზადებენ აღდგენილი ხსნარის ან კონცენტრატისგან და შემდგომში ახდენენ განზავებას 100 მლ ნატრიუმ ქლორიდის 0.9%-ანი (მ/მოც) ან გლუკოზის 5%-ანი (მ/მოც) ხსნარის გამოყენები და შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით 30 წუთის განმავლობაში.

პედიატრიულ პაციენტებში საკვები დანამატების დანიშვნა

მძიმე ფორმის არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებს რეკომენდებულია პერორალურად დაენიშნოთ კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატები ყოველდღიურად, ზოლედრონის მჟავის პირველ შეყვანამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე.

კალციუმის და ვიტამინი D-ს რეკომენდებული დოზები D

კალციუმი

ვიტამინი D

ასაკი

1 – 3 წელი

500 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

4 - 8 წელი

800 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

9 - 17 წელი

  • 300 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია

პაციენტების ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა, რომლებსაც აქვთ თირკმელის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების რისკის და მოსალოდნელი სარგებელის ყურადღებით შეფასების შემდეგ. კლინიკური კვლევებში არ მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთებსაც სისხლის შრატში კრეატინინის დონით ჰქონდათ > 400 მკმოლ/ლ ან > 4.5 მგ/დლ. ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიით დაავადებულ პაციენტებს, სისხლის შრატში კრეატინინის დონით < 400 მკმოლ/ლ ან < 4.5 მგ/დლ, დოზის კორექცია არ ესაჭიროება.

ყველა სხვა მოზრდილი პაციენტი თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებს უნდა დაუდგინდეთ სისხლის შრატში კრეატინინის დონე და კრეატინინის კლირენსი პრეპარატით (ზომეტა®) მკურნალობის დასაწყისში. სისხლის შრატში კრეატინინის კლირენსის დონის გამოანგარიშება ხდება კოკროფტ-გოლტის ფორმულის მიხედვით. პრეპარატი ზომეტა®® რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობის დაწყებამდე გამოვლენილი აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ). ზომეტას®® გამოყენებისას კლინიკური კვლევებში არ იღებდნენ მნაწილეობას პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სისხლის შრატში კრეატინინი 265 მკმოლ/ლ ან 3.0 მგ/დლ.

ყველა პაციენტისთვის, გარდა ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიით დაავადებული პაციენტებისა, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გამოვლენილი ქონდათ მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი ამ კატეგორიის პაცეინტებისათვის იყო 30-60 მლ/წთ), რეკომენდებულია პრეპარატის შემდეგი დოზები:

კრეატინინის კლირენსის საწყისი მაჩვენებელი (მლ/წთ)

ზომეტას® რეკომენდებული დოზა (მგ) *

> 60

  • 0 მგ

50 – 60

  • 5 მგ *

40 – 49

  • 3 მგ *

30 – 39

  • 0 მგ *
  • დოზები გაანგარიშებულია AUC = 0.66 -ს დაშვებით (მგ x სთ/ლ) (კრეატინინის კლირენსი 75 მლ/წთ). პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით გათვალისწინებულია დოზის ისეთი შემცირება, რომლის დროსაც მიიღწევა ისეთივე AUC, როგორც პაციენტებისთვის კრეატინინის კლირენსით 75 მლ/წთ.

მკურნალობის დაწყების შემდეგ სისხლის შრატში კრეატინინის დონე უნდა განისაზღვროს ზომეტას® თითოეული დოზის შეყვანამდე; მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. კლინიკურ კვლევებში თირკმელების ფუნქციის დარღვევა განისაზღვრა შემდეგი სახით:

პაციენტებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის ნორმალური საწყისი მაჩვენებლის (1.4 მგ/დლ) ≥ 0.5 მგ/დლ-ით მომატება.

პაციენტებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის ნორმალური საწყისი მაჩვენებლის (1.4 მგ/დლ) ≥ 1.0 მგ/დლ-ით მომატება.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატით მკურნალობას აღადგენდნენ კრეატინინის დონის საწყისი მნიშვნელობის 10%-ის ფარგლებში დაბრუნების შემდეგ. პრეპარატით® მკურნალობა აღდგენილი უნდა იყოს იმავე დოზით, როგორც ეს იყო მკურნალობის დაწყებამდე.

გამოყენების მეთოდი

პრეპარატი ზომეტა®უნდა დაინიშნოს და გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ბისფოფონატების გამოყენების გამოცდილება.

პრეპარატ ზომეტას®® კონცენტრატი არ უნდა განზავდეს კალციუმის ან სხვა ორვალენტიანი კათიონების შემცველ საინფუზიო ხსნარებთან, როგორიცაა რინგერ ლაქტატის ხსნარი, და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ერთჯერადი ინფუზიის სახით არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, ცალკეული საინფუზიო სისტემის გამოყენებით.

ზომეტას®® შეყვანამდე და შეყვანისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტის სრულყოფილი ჰიდრატაცია.

ზომეტას® დოზების მომზადების ინსტრუქცია

პაციენტებისთვის მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის თირკმელების დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30–60 მლ/წთ.), გარდა ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მქონე პაცინტებისა, რეკომენდებულია ზომეტას® გამოყენება შემცირებული დოზებით.

აუცილებელია აიღოთ შესაბამისი მოცულობის თხევადი კონცენტრატი:

  • 4.4 მლ დოზისთვის 3.5 მგ;
  • 4.1 მლ დოზისთვის 3.3 მგ;
  • 3.8 მლ დოზისთვის 3.0 მგ.

თხევადი კონცენტრატის აღებული რაოდენობა უნდა განზავდეს 100 მლ სტერილურ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში. დოზა შეყვანილი უნდა იყოს ერთჯერადი ი/ვ ინფუზიის სახით, არანაკლებ 15 წთ განმავლობაში.

უკუჩვენებები

გადაჭარბებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (ზოლედრონის მჟავას), სხვა ბისფოსფონატების ან სამკურნალო საშუალების შემადგენლი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ზომეტას® შეყვანამდე უნდა დარწმუნდეთ ყველა პაციენტის საკმარის ჰიდრატაციაში, თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტების ჩათვლით.

უნდა მოერიდოთ ჰიპერჰიდრატაციას გულის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ჰიპერკალციემიასთან დაკავშირებული სტანდარტული მეტაბოლური პარამეტრები, როგორიცა არის ალბუმინის მიხედვით დაკორექტირებული კალციუმის დონე, ფოსფატების, მაგნიუმის დონე და შრატში კრეატინინის დონე, საგულდაგულოდ უნდა იქნას შემოწმებული პრეპარატით მკურნალობის დაწყების შემდეგ. თუ განვითარდება ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია ან ჰიპომაგნიემია, შეიძლება აუცილებელი გახდეს ხანმოკლე დამატებითი თერაპიის ჩატარება. პაციენტები, რომლებიც არ არიან ნამკურნალები ჰიპერკალციემიაზე, გააჩნიათ თირკმელების ფუნქციის ზოგიერთი დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების საგულდაგულო მონიტორინგი.

პრეპარატი ზომეტა® შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებას, რასაც პრეპატარატი აკლასტა® (ზოლედრონის მჟავას). პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით ზომეტა®, ერთდროულად არ უნდა მიიღონ აკლასტა®. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით ზომეტა®, ერთდროულად არ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, რადგანაც პრეპარატების კომბინირებული გამოყენების ეფექტი უცნობია. მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში ზოლედრონის მჟავის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზომეტას® გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში მსგავსი შემთხვევები არ აღნიშნებოდა, არსებობს შეტყობინებები ბრონქოკონსტრიქციის შემთხვევების შესახებ ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და ბისფოსფონატების მიმართ.

პედიატრიული პაციენტები

1–დან – 17 წლამდე ასაკის მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში ზოლედრონის მჟავით მკურნალობისას აღენიშნებოდა სიმპტომატური ჰიპოკალციემიის შემთხვევები. რეკომენდებულია კალციუმის და D ვიტამინის ყოველდღიური პერორალური მიღება საკმარის დოზებით, ზომეტას® პირველი დოზის მიღებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე და მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ჰიპოკალციემიის სიმპტომებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უფიქსირდება ჰიპოკალციემია, ის ეფექტურად უნდა განიკურნოს კალციუმის და D ვიტამინის საკმარის დოზების მიღების საშუალებით, პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის დაწყებამდე. ექიმებმა უნდა განიხილონ სისხლის შრატში კალციუმის და მინერალების (ფოსფორი და მაგნიუმი) კლინიკური მონიტორინგის საკითხი რისკის მქონე პაციენტებში ზომეტას® პირველი ინფუზიიდან 3 დღის განმავლობაში.

1 წლამდე ასაკის მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში პრეპარატის ზომეტას® უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმელის ფუნქციის დარღვევა

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის დროს, რომელიც მიმდინარეობს თირკმელების ფუნქციის დარღვევების ფონზე, ზომეტას® გამოყენების გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნდა იყოს გამოკვლეული პაციენტის მდგომარეობა და გაკეთდეს დასკვნა მკურნალობისგან მიღებული სარგებლის და პოტენციური რისკის შესახებ. თუ მიღება მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება ძვლებში მეტასტაზების მქონე პაციენტების ჩონჩხის გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მკურნალობისგან ეფექტის მიღება შესაძლებელია 2-3 თვის განმავლობაში.

არსებობდა შეტყობინებები ბისფოსფონატების გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმელების დისფუნქციის შესახებ. ფაქტორები, რომელებიც ზრდიან თირკმლის ფუნქციის დარღვევების შესაძლებლობას, მოიცავენ: დეჰიდრატაციას, ადრე არსებულ თირკმელების ფუნქციის დარღვევას, პრეპარატ ზომეტას® ან სხვა ბისფოსფონატების მიღების მრავალჯერად ციკლს, აგრეთვე, ნეფროტოქსიკური საშუალებების გამოყენებას ან პრეპარატის ინფუზიას უფრო ხანმოკლე ვადაში, ვიდრე ეს რეკომენდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რისკი მცირდება ზომეტას® შეყვანისას დოზით 4 მგ არანაკლებ 15 წთ განმავლობაში, მაინც შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის გაუარესება. თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროგრესირება თირკმლის უკმარისობით დიალიზის გამოყენების აუცილებლობით აღინიშნებოდა პაციენტებში ზომეტას® საწყისი ან ერთჯერადი დოზის დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შრატში კრეატინინის დონის მომატება აღენიშნება უფრო იშვიათად, ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც მუდმივად ღებულობდნენ პრეპარატს რეკომენდებული დოზებით, ჩონჩხის გართულებების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატ ზომეტას® თითოეული დოზის მიღებამდე აუცილებელია შემოწმდეს კრეატინინის დონე პაციენტის სისხლის შრატში. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევა, მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია ზომეტას® დანიშვნა შემცირებული დოზებით ყველა მოზრდილი პაციენტისთვის, გარდა პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია. პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის დროს უფიქსირდებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესების ნიშნები, უნდა შეწყვიტონ ზომეტას® გამოყენება. პრეპარატით მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის შრატში კრეატინინის დონე უბრუნდება პირვანდელ მნიშვნელობას საწყისი სიდიდის 10%-ის ფარგლებში.

პრეპარატ ზომეტას® გამოყენება მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდირებული არ არის, რადგანაც არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებასა და ფარმაკოკინეტიკასთან დაკავშირებით, ასევე პაციენტებში არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი ბისფოსფონატებით, ასევე ზომეტას®® გამოყენების შემთხვევაში.

კლინიკურ კვლევებში პაციენტები მძიმე თირკმლის უკმარისობით განისაზღვრებოდნენ, შრატის კრეატინინის დონის მიხედვით ≥ 400 მკმოლ/ლ მქონე ან ≥ 4.5 მგ/ლ - პაციენტები ჰიპერკალციემიით, ინდუცირებული სიმსივნით განისაზღვრებოდნენ შრატის კრეატინინის დონის მიხედვით ≥ 265 მკმოლ/ლ მქონე ან ≥3 მგ/ლ - ყველა სხვა პაციენტისთვის, შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში პაციენტები მძიმე თირკმლის უკმარისობით განისაზღვრებოდნენ, კრეატინინის კლირენსის საწყისი დონით < 30 მლ/წთ.

ზომეტას® გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით არ არის დადგენილი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

იმის გამო, რომ ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, არ არსებობს რეკომენდაციები მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

ოსტეონეკროზი

ყბის ოსტეონეკროზი (ყონ)

ყბის ოსთეონეკროზის თაობაზე შეტყობინებები უპირატესად არსებობდა მოზრდილ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლების მკურნალობის სქემა მოიცავდა ბისფოსფონატების, მათ შორის, პრეპარატ ზომეტას® გამოყენებას. მოცემული პაცენტების უმრავლესობა აგრეთვე იყენებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ბევრ პაციენტს ჰქონდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნები, ოსტეომიელიტის ჩათვლით.

პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით და ლიტერატურის წყაროებზე დაყრდნობით ნავარაუდებია სიმსივნის ტიპის (გავრცელებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, მრავლობითი მიელომა) და პირის ღრუს და კბილების მდგომარეობის საფუძველზე (კბილის ამოღება, პერიდონტალური დაავადებები, ადგილობრივი ტრავმა, მათ შორის ცუდად ჩადგმული კბილის პროთეზები), ყბის ოსტეონეკროზთან დაკავშირებით შეტყობინებების უფრო მაღალი სიხშირე.

პაციენტებმა უნდა დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენა, ასევე უნდა მოხდეს პირის ღრუს გასინჯვა შესაბამისი სტომატოლოგიური პროფილაქტიკის ფარგლებში ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე. ბისფოსფონატებით თერაპიის დროს პაციენტების მოცემულმა ჯგუფმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ პროცედურებს.

ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ბისფოსფონატებით თერაპიის დროს განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი, სტომატოლოგიური ოპერაცია გაუუარესებს მდგომარეობას.

არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური პროცედურები, იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, ამცირებს თუ არა ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკს. ექიმი, რომელიც აკეთებს კლინიკური შეფასებას, პაციენტის მკურნალობის დაგეგმისათვის უნდა იხელმძღვანელოს სარგებლი/რისკის ინდივიდუალურ შეფასებით.

სხვა ანატომიური ლოკალიზაციის ოსტეონეკროზი

არის შეტყობინებები სხვა ძვლების ოსტეონეკროზის განვითარების შესახებ, მათ შორის ბარძაყის ძვლის და სმენის გარე არხის, უმთავრესად მოზრდილ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბისფოსფონატებით, პრეპარატ ზომეტას®® ჩათვლით.

ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები

არსებობს შეტყობინებები ბისფოსფონატებით მკურნალობისას ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზალური მოტეხილობების შემთხვევების შესახებ, უპირატესად პაციენტებში ოსთეოპოროზის ხანგრძლივი მკურნალობისას. განივი და მოკლე ირიბი მოტეხილობების გაჩენა შესაძლებელია ბარძაყის ძვლის გასწვრივ ნებისმიერ ადგილას – მცირე ციბრუტის ოდნავ ქვედა არიდან როკისზედა გაფართოების ოდნავ ზედა არემდე. მოტეხილობები შესაძლოა წარმოიქმნას მინიმალური ტრავმის ან მისი არარსებობის შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი პაციენტი გრძნობს ტკივილს საზარდულის ან ბარძაყის არეში, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სტრეს-მოტეხილობების ნიშნებთან რამოდენიმე კვირით ან თვით ადრე ბარძაყის ძვლის სრულფასოვანი მოტეხილობის წარმოქმნამდე. ასეთი მოტეხილობები ხშირად ბილატერალურია; ამიტომ პრეპარატით ზომეტა®® მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებში ბარძაყის ძვლის დიაფიზის დადასტურებული მოტეხილობით, უნდა გამოიკვლიოს მეორე ბარძაყის ძვალი. არსებობს შეტყობინებები ასეთი მოტეხილობების ცუდი შეხორცების შესახებ. პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის შეწყვეტამდე ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობაზე ეჭვის მქონე პაციენტებში, აუცილებლია ჩატარდეს პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევა სარგებლის და რისკს თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასებისათვის.

არსებობდა შეტყობინებები ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ ზომეტას®, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის გამოყენებასთან დადგენილი არ ყოფილა.

პრეპარატით ზომეტა თერაპიის დროს პაციენტებისთვის რეკომენდებულია, რომ მათ აცნობონ ბარძაყში, მენჯ-ბარძაყის სახსარში ან საზარდულში ნებისმიერი ტკივილების შესახებ და უნდა მოხდეს მოცემული სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევა ბარძაყის ძვლის არასრული მოტეხილობის არსებობის თაობაზე.

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

პოსტმარკეტინგულ კვლევებში არსებობდა შეტყობინებები ძლიერი, ზოგჯერ დამაინვალიდებელი, ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილის შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით, პრეპარატის ზომეტას®® ჩათვლით. დრო სიმპტომების გაჩენის დაწყებამდე იცვლებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღიდან რამოდენიმე თვემდე. პაციენტების უმრავლესობას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომების გამოხატულობის შემცირება აღენიშნებოდა. მოცემული კატეგორიის პაციენტებს აღენიშნებოდა სიმპტომების რეციდივი, თუ მკურნალობის განახლება ხდებოდა იგივე პრეპარატით ან სხვა ბისფოსფონატით.

ჰიპოკალციემია

არსებობს შეტყობინებები ჰიპოკალციემიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს ზომეტა®. არსებობს მეორადი ჰიპოკალციემიის შესახებ შეტყობინებები გულის არითმიებისას ჰიპოკალციემიის აგრეთვე მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციებთან შედარებით (კრუნჩხვები, ტეტანია, დაბუჟების შეგრძნება). ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოკალციემია შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხე სიცოცხლისათვის. პრეპარატი ზომეტა®® სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალციემიას, რადგანაც შესაძლებელია გამოვლინდეს სინერგიული ეფექტი და შედეგად განვითარდეს ჰიპოკალციემიის მძიმე ფორმა. ზომეტას® გამოყენებამდე უნდა გაიზომოს სისხლის შრატში კალციუმის დონე და ჩატარდეს ჰიპოკალციემიის კორექცია. პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კალციუმის და D ვიტამინის დამატებითი მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გასათვალისწინებელი მოსალოდნელი ურთიერთმოქმედებები

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ბისფოსფონატების, როგორიცაა ზომეტა® და ამინოგლიკოზიდებთან ან კალციტონინთან, ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან, ამ საშუალებებს შეუძლიათ ჰქონდეთ ადიტიური ეფექტი, რომელიც იწვევს სისხლის შრატში კალციუმის დონის შემცირებას უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ეს საჭიროა.

უნდა დაიცვათ სიფრთხილე ზომეტას® და სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას.

დაკვირვებადი ურთიერთმოქმედებები, რომელიც გასათვალისწინებელია

რეკომენდებულია სიფრთხილე ანტი-ანგიოგენურ პრეპარატებთან ზომეტას®® კომბინირებული გამოყენებისას, ვინაიდან არსებობდა შეტყობინებები ყბის ოსტეონეკროზის წარმოქმნის სიხშირის მომატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მიიღებდნენ ამ სამკურნალო საშუალებებს.

ურთიერთმოქმედებების არარსებობა

კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ზომეტას® ერთდროულად იყენებდნენ ხშირად გამოყენებად სიმსივნის საწინააღმდეგო და დიურეზულ საშუალებებთან (მარყუჟოვან დიურზული საშუალებების გარდა), ანტიბიოტიკებთან და ანალგეზიურ საშუალებებთან, რომელის დროსაც არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

ტალიდომიდთან ერთად ზომეტას® ერთდროული გამოყენებისას, დოზის კორექცია არ მოითხოვება, იმ პაციენტების გარდა, რომლთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევა. ტილადომიდის (100 ან 200 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და ზომეტას® (4 მგ 15-წუთიანი ინფუზიის სახით) ერთდროული გამოყენება არ იწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკაში და კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელში მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი ზომეტა® არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის პერიოდში (იხილეთ თავი ,,უკუჩვენება’’).

შესაძლებელია ემბრიონზე მავნე ზემოქმედების რისკი (მაგალითად, ჩონჩხის პათოლოგიები და სხვა), თუ ორსულობა დგება ბისფოსფონატების გამოყენების დროს. რისკის ხარისხზე ისეთი ფაქტორების ზეგავლენა, როგორიცაა ჩასახვის მომენტამდე ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტის დროის შუალედი, კონკრეტული ბისფოსფონატის გამოყენებას და შეყვანის წესს შორის არ არის შესწავლილი. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ტოქსიკორი ეფექტის არსებობა. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

კვლევები ადამიანებში

არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობის და კარგად კონტროლირებადი კვლევები ზომეტას® გამოყენებისას ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

მტკიცებულებითი სახის მონაცემები ადამიანების რძეში ზოლედრონის მჟავას ექსკრეციის შესახებ ამჟამად არ არსებობს. პრეპარატ ზომეტას®® გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები.

რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორომირებული უნდა იყვნენ ნაყოფისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ პრეპარატ ზომეტას® გამოყენებისას და უნდა მიეცეს რეკომენდაცია თავი შეიკავონ ორსულობის დადგომისგან პრეპარატის გამოყენებისას.

უნაყოფობა

ვირთაგვებში, რომლებიც კანქვეშ იღებდნენ 0.1 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავის, აღენიშნებოდა ფერტილობის შემცირება. შესაბამისი მონაცემები ადამიანებთან მიმართებაში არ არის ხელმისაწვდომი.

ბავშვები

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება არასრულყოფილი ოსტეოგენეზის სამკურნალოდ ბავშვებში (1 წლიდან - < 18 წლამდე).

გვერდითი მოვლენები

პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის დროს პაციენტებში გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები მოიცავს: ანაფილაქსიური რეაქცია, თვალებთან დაკავშირებული არასასურველ მოვლენები, ყბის ოსტეონეკროზი, ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობა, წინაგულების ფიბრილაცია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მწვავე ფაზის რეაქცია და ჰიპოკალციემია. აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიხშირე ნაჩვენებია #1 ცხრილში და აღწერილია, როგორც არასასურველი რეაქციები ‘’სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურაში აღწერილი შემთხვევები’’, რომელიც ფიქსირდება „უცნობი" სიხშირით.

ზომეტა 4 მგ – ის არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე უმეტესად განისაზღვრებოდა ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია, ისევე როგორც სხვა ბისფოსფონატების მიღების ფონზე განვითარებული რეაქციები. ასეთი რეაქციების წარმოქმნა მოსალოდნელია პაციენტთა დაახლოებით მესამედში, რომლებიც გმოიყენებენ პრეპარატ ზომეტას®.

ზომეტას® შეყვანიდან სამი დღის განმავლობაში ხშირად აღინიშნებოდა მწვავე ფაზის რეაქცია, ისეთი სიმპტომების სახით, როგორიცაა ჰიპერთერმია, მომატებული დაღლილობა, ტკივილი ძვლებში, ციებ-ცხელება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, ართრიტი სახსრების შემდგომი შეშუპებით. აღნიშნული სიმპტომების აღმოფხვრა ხდება რამოდენიმე დღეში. ასევე ხშირად იყო შეტყობინებება ართრალგიის და მიალგიის შემთხვევებზე.

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც გადიან მკურნაკლობას გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებით და პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფ ქალებში (სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე, რომლებიც გადიან ია–ს მკურნალობას), ერთდროული მკურნალობის ადიტიურ ეფექტს შეუძლია განაპირობოს ძვლებსა და კუნთებში ტკივილის მომატებული სიხშირე.

ძალიან ხშირად თირკმლების საშუალებით კალციუმის გამოყოფის შემცირებას თან ახლავს სისხლის შრატში ფოსფორის დონის შემცირება, რომელიც უსიმპტომოა და არ მოითხოვს მკურნალობას. ხშირად კალციუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება შემცირდეს უსიმპტომო ჰიპოკალციემიის დონემდე.

რეაქციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ ისეთი, როგორიცაა ღებინება და გულისრევა ხშირად აღენიშნებოდა ზომეტას®® ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. ადგილობრივი რეაქციები ინფუზიის ადგილას გაწითლების და შეშუპების სახით ან/და ტკივილები ფიქსირდებოდა იშვიათად.

პრეპარატით ზომეტა® 4 მგ-ის გამოყენებისას პაცინტებში ხშირად აღინიშნებოდა ანორექსია. გამონაყარი და ქავილი ფიქსირდებოდა იშვიათად.

ისევე, როგორც სხვა ბისფოსფონატების გამოყენებისას, ხშირად ფიქსირდებოდა კონუიუნქტივიტი.

პლაცებო – კონტროლირებადი კვლევების შედეგების გაერთიანებული ანალიზის მიხედვით ფიქსირდებოდა მწვავე ანემიის (Hb < 8 გ/დლ) შემთხვევები პაცინტებში, რომელებიც მკურნალობისათვის იყენებდნენ ზომეტა®® 4 მგ.

ინფორმაცია პრეპარატ ზომეტა® 4 მგ გამოყენებისას არასასურველი რეაქციების არსებობის სიხშირის შესახებ უმთავრესად ეფუძნება ხანგრძლივი მკურნალობისას მიღებულ მონაცემებს. ზომეტას®® გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა ძირითად მსუბუქი ხარისხით და იყო გარდამავალი იმ რეაქციების მსგავსი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა შეტყობინებები სხვა ბისფოსფონატების გამოყენებისას. ეს რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედს.

ინფორმაცია ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციების შესახებ შეგროვილი იყო კლინიკური კვლევებიდან, უპირატესად ზოლედრონის მჟავით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში.

კლინიკურ კვლევებში აღნიშნული გვერდითი რეაქციები პრეპარატზე ჩამოთვლილია MedDRA სისტემების კლასიფიკაციის შესაბამისად. სისტემების და ორგანოების თითოეული კლასის ფარგლებში გვერდითი რეაქციები განაწილებულია მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით (უფრო ხშირი მითითებულია დასაწყისში) შემდეგი კრიტერიუმის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥1/10 000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000).

ცხრილი 1. კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქიები:

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ხშირად

ანემია

არც ისე ხშირად

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათად

პანციტოპენია

იმუნური სისტემის მხრივ:

ხანდახან

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება

-

ხშირად

თავის ტკივილი, პარესთეზიები

არც ისე ხშირად

თავბრუსხვევა, გემოს დარღვევები, ჰიპესთეზია, ჰიპერესთეზია, ტრემორი;

ძალიან იშვიათად

კრუნჩხვები, ჰიპესთეზია და ტეტანია (მეორადი ჰიპოკალციემიის მიმართ).

ფსიქიკის მხრივ

ხშირად

ძილის დარღვევა

არც ისე ხშირად

შფოთვა

იშვიათად

გონების დაბინდვა.

მხედველობის ფუნქციის დარღვევები

ხშირად

კონიუნქტივიტი

არც ისე ხშირად

მხედველობის დაბინდვა

ძალიან იშვიათად

უვეიტი

კუჭ-ნაწლავების ტრაქტის მხრივ

ხშირად

გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა

არც ისე ხშირად

დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე.

სუნთქვის სისტემის მხრივ

ხანდახან

დისპნოე, ხველა

იშვიათად

ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირად

ჰიპერჰიდროზი

არც ისე ხშირად

ქავილი, გამონაყარი (მათ შორის, ერითემატოზული და მაკულარული გამონაყარი).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ხშირად

ძვლების ტკივილი*, მიალგია*, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი სხეულში, სახსრების შებოჭილობა;

არც ისე ხშირად

ყბის ოსტეონეკროზი*

კუნთოვანი სპაზმები*

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირად

არტერიული ჰიპერტენზია

ხანდახან

არტერიული ჰიპოტენზია

იშვიათად

ბრადიკარდია, გულის არითმია (მეორადი ჰიპოკალციემიის მიმართ).

თირკმელების და შარდსასქესო სისტემის მხრივ

ხშირად

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

არც ისე ხშირად

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია

იშვიათად

შეძენილი ფანკონის სინდრომი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილას

ხშირად

მწვავე ფაზის რეაქცია, ციებ-ცხელება, გრიპის მსგავსი მოვლენები (დაღლილობის, ჟრჟოლის, შეუძლოდ ყოფნის და ალების ჩათვლით), პერიფერიული შეშუპება, ასთენია;

არც ისე ხშირად

ღეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის, ტკივილი, გაღიზიანება, შესივება, გამაგრება, შეწითლება), ტკივილი მკერდის არეში, სხეულის მასის მომატება

იშვიათად

ართრიტი და სახსრების შეშუპება, როგორც მწვავე ფაზის რეაქციის სიმპტომი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა

ძალიან ხშირად

ჰიპოფოსფატემია

ხშირად

სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, ჰიპოკალციემია

არც ისე ხშირად

ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია

იშვიათად

ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია.

  • გვერდითი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს უფრო მეტი სიხშირით ქალებში, რომლებსაც აქვთ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ჰორმონ-რეცეპტორის-დადებითი ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლებიც მკურნალობენ გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტებით და შესაბამისი მკურნალობით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში (აი).

გვერდითი რეაქციები პრეპარატზე, რომლებიც მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურის წყაროებიდან (სიხშირე უცნობია)

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატის პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში, შემთხვევითი შეტყობინებების მეშვეობით და ლიტერატურის მონაცემებიდან. ინფორმაცია მიწოდებული იყო ნებაყოფლობით მოსახლეობის დაუდგენელი რაოდენობის მიერ, ისინი წარმოადგენდენ შერეული ფაქტორების სუბიექტებს და არ იყო შესაძლებელი სიხშირის სანდო შეფასება (შესაბამისად არის კატეგორია დაუდგენელი). პრეპარატზე გვერდითი რეაქციები აღწერილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით.

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები პრეპარატზე, რომლებიც მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურის წყაროებიდან (სიხშირე უცნობია)

იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსური რეაქცია/შოკი

ნერვულე სისტემის მხრივ

ძილიანობა

მხედველობის ფუნქციის დარღვევები

ეპისკლერიტი, სკლერიტი და თვალის ბუდის ანთება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, რომელიც იწვევს სინკოპეს ან სისხლძარღვოვან კოლაპსს, ძირითადად რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

სუნთქვის სისტემის მხრივ

ბრონქოსპაზმი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება

ძლიერი, ხანდახან დამაინვალიდებელი ტკივილი ძვლებში, სახსრებსა და/ან კუნთებში, ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები (ბისფოსფონატების კლასისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქცია, პრეპარატის ზომეტას® ჩათვლით).

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

პრეპარატ ზომეტას®® მიღება ასოცირდება შეტყობინებებთან თირკმლების ფუნქციის დარღვევის შესახებ. ზომეტას® სარეგისტრაციო კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემების გაერთიანებული ანალიზის შედეგების მიხედვით, ჩონჩხის გართულებების პროფილაქტიკისათვის, რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებებთან პაციენტებში, რომლებიც დაავადებულია არიან ძვლების დაზიანებების მქონე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნით, თირკმლების ფუნქციის დარღვევის არასასურველი მოვლენების სიხშირე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო პრეპარატით ზომეტა® მკურნალობასთან იყო შემდეგი: მრავლობითი მიელომა (3,2%), წინმდებარე ჯირკვლის სიმსივნე (3,1%), სარძევე ჯირკვლის სიმსივნე (4,3%), ფილტვების სიმსივნე და სხვა სოლიდური სიმსივნეები (3,2%). თირკმლების ფუნქციის გაუარესების ალბათობას ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიც არის დეჰიდრატაცია, თირკმლების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევა, პრეპარატით ზომეტა® ან სხვა ბისფოსფონატებით მკურნალობის მრავლობითი ციკლი, და ასევე ნეფროტოქსიკური სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენება ან ინფუზია უფრო ნაკლები ხანგრძლივობით, ვიდრე რეკომენდებულია. თირკმლების ფუნქციის გაუარესება, რომელიც პროგრესირდებოდა თირკმლის უკმარისობამდე და დიალიზამდე, აღენიშნებოდა პაციენტებში ზომეტას® პირველი ან ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ.

ქალებში პრემენოპაუზალურ პერიოდში ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, თირკმლების ფუნქციების გაუარესება აღენიშნებოდა პაციენტთა 1.1%–ში ზომეტას® მკურნალობის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც აღინიშნებოდა პაციენტთა 0.8%-ში (გამოიყენებოდა სხვა პრეპარატები).

ქალებში პოსტმენოპაუზალურ პერიოდში ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, თირკმლების ფუნქციების გაუარესება აღენიშნებოდა პაციენტთა 2.4 %–ში ზომეტას® მკურნალობის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც აღინიშნებოდა პაციენტთა 2.0 %-ში (გამოიყენებოდა სხვა პრეპარატები).

ოსტეონეკროზი

ოსტეონეკროზის შემთხვევების შესახებ (უპირატესად ყბის, მაგრამ ასევე სხვა ანატომიური ლოკალიზაციების შესახებ, მათ შორის, ბარძაყის ძვლის და სმენის გარე არხის) არსებობდა შეტყობინებები უპირატესად კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით, მათ შორის, პრეპარატით ზომეტა®. ყბის ოსტეონეკროზის მქონე პაციენტების უმრავლესობას ჰქონდათ ადგილობრივი ინფექციის, მათ შორის, ოსტეომიელიტის ნიშნები და შეტყობინებების უმეტესობა ეხებოდა კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც გართულებები უვითარდებოდათ კბილების ამოღების ან სხვა სტომატოლოგიურ-ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. ყბების ოსტეონეკროზის განვითარების რისკი იზრდებოდა მრავალი, კარგად ცნობილი რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის ასევე არის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დიაგნოზი, თანმხლები მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ანტიანგიოგენური პრეპარატები, რადიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები) და თანმხლები დაავადებების არსებობა (ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინმსწრები დაავადებები). მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ იყო, უმჯობესია სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევებისაგან თავის არიდება, ვინაიდან, განკურნების პერიოდი შესაძლოა ძალიან გახანგრძლივდეს. მიღებული მონაცემები ცხადყოფენ ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევების დიდ სიხშირეს მიუხედავად სიმსივნის ტიპისა (სარძევე ჯირკვლის პროგრესირებადი კიბო, მრავლობითი მიელომა).

მწვავე ფაზის რეაქცია

ეს გვერდითი რეაქცია წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს: ციებ-ცხელებას, დაღლილობას, ძვლების ტკივილის, ციებას, ართრიტის ნიშნებს სახსრების შემდგომი შესივებით. რეაქცია წარმოიქმნება სამი დღის განმავლობაში ზომეტას® შეყვანის შემდეგ, აგრეთვე, ხშირად მიღებულია ამ რეაქციას ეწოდოს „გრიპის მსგავსი" სიმპტომები, ან „პოსტ-დოზის" სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ წყდება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

წინაგულების ფიბრილაცია

3 წლიან რანდომიზირებულ, ორმაგი ბრმა, კონტროლირებად კვლევაში, რომლის პროცესში ხდებოდა ზოლედრონის მჟავის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება დოზით 5 მგ წელიწადში ერთჯელ პლაცებოსთან შედარებით, პოსტმონეპაუზალური ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის, წინაგულების ფიბრილაციის საერთო სიხშირე აღწევდა 2.5%-ს (96 - 3862–დან) და 1.9%-ს (75 – 3852–დან) პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ 5 მგ ზოლედრონის მჟავა და პლაცებოს, შესაბამისად. წინაგულების ფიბრილაციის სერიოზული არასასურველი მოვლენების სიხშირემ შეადგინა 1.3% (51 – 3862–დან) და 0.6% (22 – 3852–დან) იმ პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ 5 მგ ზოლედრონის მჟავას და პლაცებოს, შესაბამისად. არასასურველი მოვლენების არათანაბარი განაწილების სიხშირე, რომელიც აღინიშნებოდა მოცემულ კვლევაში, არ იყო ასახული სხვა კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა ზოლედრონის მჟავა ონკოლოგიურ პაციენტების მკურნალობისათვის (მათ შორის ზომეტა®) 4 მგ ყოველ 3–4 კვირაში ერთჯერ. წინაგულების ფიბრილაციის მომატებული სიხშირის წარმოშობის მექანიზმი მოცემულ ერთჯერად კლინიკურ კვლევაში არ არის ცნობილი.

პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები

არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებული ბავშვები

პრეპარატის ზომეტას®®უსაფრთხოება შეისწავლილი იყო ერთწლიან აქტიურად კონტროლირებად გამოკვლევაში, რომელიც ჩატარდა 74 ბავშვის მონაწილეობით, 1–დან – 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებიც მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზის სამკურნალოდ გამოიყენებდნენ ზოლედრონის მჟავას. აღნიშნულ პოპულაციაში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები შეესაბამებოდა, ძვლების დაზიანებების ახალწარმონაქმნების მქონე მოზარდ პაციენტებში ადრე გამოვლენილ არასასურველ მოვლენებს.

მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ძალიან ხშირად გამოვლენილ არასასურველ წამლისმიერ რეაქციებს მიეკუთვნება ჰიპერთერმია (54%), ჰიპოკალციემია (22%), ღებინება (18%), მომატებული დაღლილობა (12%) და გულისრევა (11%). არასასურველ წამლისმიერი რეაქციებს, რომელიც დაფიქსირდა 5%-ზე ნაკლები სიხშირით (სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით) მიეკუთვნებოდა თავის ტკივილი, ტკივილი კიდურებში, ტაქიკარდია, მწვავე ფაზის რეაქცია, ტკივილი, ართრალგია, ტკივილი ძვლებსა და კუნთებში, ჰიპოფოსფატემია, ნაზოფარინგიტი და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.

ასევე დაფიქსირდა არასასურველი მოვლენები მოტეხილობების სახით. მოტეხილობების რისკის ინტერპრეტაცია გართულებულია იმ ფაქტით, რომ მოტეხილობები ხშირად ფიქსირდება მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ პაციენტებში, როგორც პათოლოგიური პროცესის ნაწილი. ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა „გრძელი ძვლების მოტეხილობა" ფიქსირდებოდა ზოლედრონის მჟავით მკურნალობისას არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პაციენტების დაახლოებით 24%-ში (ბარძაყის ძვალი) და 14%-ში (წვივის ძვალი), არასრულყოფილი ოსტეოგენეზის ტიპისა და მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მიუხედავად.

ჭარბი დოზა

ზომეტას® მიერ გამოწვეული® ჭარბი დოზირების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტები, რომლებმაც მიიღეს პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა, უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი კონტროლის ქვეშ, ვინაიდან, შეიძლება წარმოიქმნას თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მათ შორის, თირკმლის უკმარისობა), შრატის ელექტროლიტების შემადგენლობის ცვლილება (მათ შორის, კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის კონცენტრაციის). ჰიპოკალციემიის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკური ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულია კალციუმის გლუკონატის ინფუზია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ზოლედრონის მჟავა;

5 მლ კონცენტრატი შეიცავს 4 მგ უწყლო ზოლედრონის მჟავას, რაც შეესაბამება 4.264 მგ ზოლედრონის მჟავის მონოჰიდრატს;

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ პრეპარატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2-8ºС ტემპერატურაზე. ასეპტიკური განზავების შემდეგ აუცილებელია მზა პროდუქტის დაუყოვნებლივ გამოყენება.

შეფუთვა

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი (4 მგ/5 მლ) 5 მლ № 1 ფლაკონში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ადიუვანტური თერაპია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე: წინაკლინიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ზოლედრონის მჟავას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი ოსტეოკლასტების პირდაპირი ინჰიბირების გარეშე არამხოლოდ ძვლოვან ქსოვილებზე, არამედ ჩონჩხის გარეთ არსებულ მონაკვეთებზეც. არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ზოლედრონის მჟავის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტები განპირობებულია უმეტესად სხვადასხვა ტიპის უჯრედებში მევალონატური მეტაბოლური გზის საკვანძო ფერმენტის (ფარნეზილპიროფოსფატსინტაზის) ინჰიბირებით.

სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება მოიცავს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის ინდუქციას, სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციის დაქვეითებას, სინერგიულ ეფექტებს ჰორმონალურ და ქიმოთერაპიასთან ერთად, სიმსივნური უჯრედების ადგეზიის, ინვაზიის და მიგრაციის დაქვეითებას, მაკროფაგების ფუნქციების ცვლილებას, ანგიოგენეზის ინჰიბირებას და იმუნური სისტემის აქტივაციას ადამიანის გამა–d-T-უჯრედების პროლიფერაციის და ციტოკინების სეკრეციის საშუალებით.

მოცემული მექანიზმების და ძვლის ქსოვილის რეზორბციის ინჰიბირების ხარჯზე ზოლედრონის მჟავა იწვევს ძვლის ქსოვილის და ძვლის ტვინის მიკროგარემოს ცვლილებას, რაც იძლევა მიკრომეტასტაზების ზრდის გაფრთხილების შესაძლებლობას და არღვევს ძვლის ქსოვილში და რბილ ქსოვილებში მათ სიცოცხლისუნარიანობას. დისციპლინათაშორისო სამეცნიერო კვლევებში მიღებული კლინიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოლედრონის მჟავა ახდენს ზეგავლენას ძვლის ტვინში არსებულ დისემინირებულ სიმსივნურ უჯრედებზე (მათი რაოდენობის შემდგომი შემცირებით) სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში. გარდა ამისა, სხვა დისციპლინათაშორისო მეცნიერულ კვლევებში მიღებულ იყო მტკიცებულებები ანგიოგენეზის ინჰიბირების და გამა–d-T-უჯრედების იმუნური აქტივაციის შესახებ.

ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია და ძვლის მეტასტაზები სოლიდური სიმსივნეების დროს: ზოლედრონის მჟავა არის მაღალეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფს და უმეტესად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე. დღესდღეობით ეს არის ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოკლასტური რეზორბციის ყველაზე მძლავრი ინჰიბიტორი.

ძვლოვან ქსოვილზე ბისფოსფონატების არჩევითი მოქმედებას საფუძველად უდევს მისი მაღალი მსგავსება მინერალიზებულ ძვალთან. მიუხედავად ამისა, ზუსტი მოლეკულარული მექანიზმი, რომელიც განაპირობებს ოსტეოკლასტების აქტივობის ინჰიბირებას ბოლომდე რჩება დაუდგენელი. ცხოველებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში ზოლედრონის მჟავა აინჰიბირებდა ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას მის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე რაიმე ტიპის არასასურველი ზემოქმედების გარეშე.

ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის მძლავრი ინჰიბიტორული მოქმედებით, ზოლედრონის მჟავას ასევე გააჩნია რიგი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, რომელიც განაპირობებს მის ზოგად ეფექტურობას ძვლების მეტასტაზური დაზიანებების მკურნალობისას.

წინაკლინიკურ კვევებში დამტკიცებულ იქნა შემდეგი თვისებები:

in vivo - ოსტეოკლასტებით ძვლის რეზორბციის ინჰიბირება, რომელიც ცვლის ძვლის ტვინის მიკროგარემოს და ქმნის სიმსივნური უჯრედების ზრდისთვის ნაკლებად ხელსაყრელ გარემოს, ანტიანგიოგენური მოქმედება, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება

in vitro - ოსტეობლასტების პროლიფერაციის ინჰიბირება, სიმსივნის უჯრედებზე პირდაპირი ციტოსტატიკური და პროაპოპტოსტატური მოქმედება, სინერგიული ციტოსტატიკური ეფექტი სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან, ანტიადგეზიური/ანტიინვაზიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იქნა ძვალში მეტასტაზების დროს 64 პაციენტისგან ზოლედრონის მჟავას ერთჯერადი და განმეორებადი 5- და 15-წუთიანი ინფუზიების შემდეგ დოზით 2, 4, 8 და 16 მგ.

არ არსებობს ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ჰიპერკალციემიით დაავადებულ პაციენტებში.

ზოლედრონის მჟავის ინფუზიის დაწყების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად იზრდება, პიკს აღწევენ ინფუზიის ბოლოს, შემდეგ კონცენტრაციების სწრაფი მცირდება <10 % პიკური მნიშვნელობიდან 4 საათის შემდეგ და < 1 % პიკური მნიშვნელობიდან - 24 საათის შემდეგ, შემდგომში მოსდევს დაბალი კონცენტრაციების პროლონგირებული პერიოდი, რომელიც არ აჭარბებს პიკის 0.1%-ს მეორე ინფუზიამდე 28-ე დღეს.

განაწილება

ზოლედრონის მჟავა ამჟღავნებს დაბალ აფინობას სისხლის უჯრედოვანი კომპონენტების მიმართ, სისხლის კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობა: პლაზმა შეადგენს 0.59 როდესაც კონცენტრაცია იცვლება 30 ნგ/მლ - 5000 ნგ/მლ ფარგლებში. პლაზმის ცილებთან დაკავშირება დაბალია, ზოლედრონის მჟავის თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია მერყეობს 60%-დან 2 ნგ/მლ-ის შემთხვევაში და 77%-მდე, 2000 ნგ/მლ-ის შემთხვევაში.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ზოლედრონის მჟავა არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების მიერ. in vitro მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავა არ ახდენს ადამიანის Р450 ფერმენტის ინჰიბირებას.

გამოყოფა.

ინტრავენურად შეყვანილი ზოლედრონის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით 3 ეტაპად: პრეპარატის სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა სისტემური ცირკულაციიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდით t ½ α = 0.24 საათს და t ½ β = 1.87 საათს და ხანგრძლივი ფაზა საბოლოო ნახევრად გამოყოფის პერიოდით t ½ γ = 146 საათი. პლაზმაში პრეპარატის კუმულაცია არ აღნიშნება ყოველ 28 დღეში განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში.

ზოლედრონის მჟავა არ განიცდის მეტაბოლიზმს და გამოიყოფა თირკმელების მიერ უცვლელი სახით. პირველი 24 საათის განმავლობაში შარდში აღმოჩნდება შეყვანილი დოზის 39 ± 16%. პრეპარატის დანარჩენი რაოდენობა უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს. შემდეგ ნელ-ნელა ხდება ზოლედრონის მჟავას უკუგამოთავისუფლება ძვლოვანი ქსოვილიდან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მისი თირკმელებით გამოყოფა. ორგანიზმში პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს 5.04 ± 2.5 ლ/სთ და არ არის დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის დოზა დამოკიდებული. ინფუზიის დროის გახანგრძლივება 5-დან 15 წუთამდე იწვევს ზოლედრონის მჟავას კონცენტრაციის 30%-ით შემცირებას ინფუზიის დასასრულს, მაგრამ ზეგავლენას არ ახდენს პლაზმაში კონცენტრაცია - დროის დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობზე (AUC).

ისევე, როგორც სხვა ბისფოსფონატების შემთვევაში, ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ვარიაბელურობა სხვადასხვა პაციენტებში იყო მაღალი.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

პედიატრიული პაციენტები

მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში ფარმაკოკინეტიკაზე შეზღუდული მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკა 3–დან 17 წლამდე ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში მსგავსი დოზირების პირობებში (მგ/კგ). ასაკი, სხეულის მასა და კრეატინინის კლირენსი, დიდი ალბათობით, არ ახდენს ზეგავლენას ზოლედრონის მჟავის სისტემურ ექსპოზიციაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს. in vitro მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავა არ ახდენს ადამიანის Р450 ფერმენტის ინჰიბირებას და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას; ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, განავალში გამოიყოფა შეყვანილი დოზის 3%-ზე ნაკლები, რაც საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობა ზეგავლენას არ ახდენს ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

ზოლედრონის მჟავის თირკმლისმიერი კლირენსი კორელაციას ახდენს კრეატინინის კლირენსთან, გამოკვლევაში ჩართული 64 ონკოლოგიური პაციენტის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს კრეატინინის კლირენსის 75 ± 33%, რომელიც საშუალოდ აღწევს 84±29 მლ/წთ (დიაპაზონი 22-143 მლ/წთ). პაციენტების ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტს კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ (თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა) ზოლედრონის მჟავას შედარებითი კლირენსი შეადგენს 72% - 84 მლ/წთ კრეატინის კლირენსიდან. თირკმლების ფუნქციების მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. არ არის რეკომენდებული პრეპარატ ზომეტას®® გამოყენება თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. პაციენტის სქესი, რასობრივი განსხვავება, ასაკი (38–84 წელი), სხეულის მასა არ ახდენენ ზეგავლენას ზოლედრონის მჟავის საერთო კლირენსზე ძვლის მეტასტაზების მქონე ონკოლოგიურ პაციენტებში ჩატარებული სამი ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების საფუძველზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ზომეტა®®

(ZOMETA®)

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ზოლედრონის მჟავა;

5 მლ კონცენტრატი შეიცავს 4 მგ უწყლო ზოლედრონის მჟავას, რაც შეესაბამება 4.264 მგ ზოლედრონის მჟავის მონოჰიდრატს;

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ძვლის სტრუქტურასა და მინერალიზაციაზე მოქმედი საშუალებები. ბისფოსფონატები.

ათქ კოდი М05В А08.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

მოზრდილი პაციენტები:

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა, რომელიც განისაზღვრება სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციით ალბუმინზე კორექციით ≥12,0 მგ/დლ [3.0 მმოლ/ლიტრი].

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მოიცავს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებას.

ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებასთან დაკავშირებული ჩონჩხის გართულების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, სხივური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა, ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში ძვლოვანი დაზიანებებით.

მოტეხილობის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რომელებიც არიან დაავადებულ ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით და მკურნალობენ არომატაზის ინჰიბიტორებით.

ბავშვები (1 წლიდან – 18 წლამდე)

არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მწვავე შემთხვევის მკურნალობა ბავშვებში.

უკუჩვენებები

გადაჭარბებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (ზოლედრონის მჟავას), სხვა ბისფოსფონატების ან სამკურნალო საშუალების შემადგენლი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზები

შეყვანის წინ ხდება პრეპარატ ზომეტას®®კონცენტრატის 4 მგ/5 მლ-ის განზავება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. ზომეტას®® მზა საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ერთჯერადად ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 15 წთ-ის განმავლობაში.

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მოიცავს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებას.

ზომეტას® რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს ინფუზიის სახით ყოველ 6 თვეში. პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაინიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებასთან დაკავშირებული ჩონჩხის გართულების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, სხივური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა, ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში ძვლოვანი დაზიანებებით.

მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ზომეტას®® რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს ინფუზიის სახით ყოველ 3-4 კვირაში ერთჯერ.

პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაინიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

მოტეხილობის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რომელებიც არიან დაავადებული ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით და მკურნალობენ არომატაზის ინჰიბიტორებით.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას ინფუზიის სახით ყოველ 6 თვეში ერთჯერ.

პაციენტებს ასევე პერორალურად უნდა დაენიშნოს კალციუმის პრეპარატები დოზით 500 მგ და ვიტამინი D 400 სე დღე–ღამეში.

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა

მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

ზომეტას®®შეყვანის წინ და შეყვანის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტის საკმარისი ჰიდრატაცია.

დოზირება ბავშვებში არასრულყოფილი ოსტეოგენეზის დროს

ბავშვები 1 წლიდან – 3 წლამდე.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.025 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას ყოველ 3 თვეში. კლინიკური კვლევის მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ 0.35 მგ–მდე დოზასთან მიმართებაში. ძირითად ხსნარს ამზადებენ აღდგენილი ხსნარის ან კონცენტრატისგან და შემდგომში ახდენენ განზავებას 50 მლ ნატრიუმ ქლორიდის 0,9%-ანი (მ/მოც) ან გლუკოზის 5%-ანი მ/მოც ხსნარის გამოყენებით და შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით 30–45 წუთის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები (3 დან – 18 წლამდე)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.05 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმუმ 4 მგ) ყოველ 3 თვეში. ძირითად ხსნარს ამზადებენ აღდგენილი ხსნარის ან კონცენტრატისგან და შემდგომში ახდენენ განზავებას 100 მლ ნატრიუმ ქლორიდის 0.9%-ანი (მ/მოც) ან გლუკოზის 5%-ანი (მ/მოც) ხსნარის გამოყენები და შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით 30 წუთის განმავლობაში.

პედიატრიულ პაციენტებში საკვები დანამატების დანიშვნა

მძიმე ფორმის არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებს რეკომენდებულია პერორალურად დაენიშნოთ კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატები ყოველდღიურად, ზოლედრონის მჟავის პირველ შეყვანამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე.

კალციუმის და ვიტამინი D-ს რეკომენდებული დოზები D

კალციუმი

ვიტამინი D

ასაკი

1 – 3 წელი

500 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

4 - 8 წელი

800 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

9 - 17 წელი

  • 300 მგ დღე – ღამეში

5 მკგ დღე–ღამეში (200 სე)

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია

პაციენტების ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა, რომლებსაც აქვთ თირკმელის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების რისკის და მოსალოდნელი სარგებელის ყურადღებით შეფასების შემდეგ. კლინიკური კვლევებში არ მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთებსაც სისხლის შრატში კრეატინინის დონით ჰქონდათ > 400 მკმოლ/ლ ან > 4.5 მგ/დლ. ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიით დაავადებულ პაციენტებს, სისხლის შრატში კრეატინინის დონით < 400 მკმოლ/ლ ან < 4.5 მგ/დლ, დოზის კორექცია არ ესაჭიროება.

ყველა სხვა მოზრდილი პაციენტი თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებს უნდა დაუდგინდეთ სისხლის შრატში კრეატინინის დონე და კრეატინინის კლირენსი პრეპარატით (ზომეტა®) მკურნალობის დასაწყისში. სისხლის შრატში კრეატინინის კლირენსის დონის გამოანგარიშება ხდება კოკროფტ-გოლტის ფორმულის მიხედვით. პრეპარატი ზომეტა®® რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობის დაწყებამდე გამოვლენილი აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ). ზომეტას®® გამოყენებისას კლინიკური კვლევებში არ იღებდნენ მნაწილეობას პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სისხლის შრატში კრეატინინი 265 მკმოლ/ლ ან 3.0 მგ/დლ.

ყველა პაციენტისთვის, გარდა ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიით დაავადებული პაციენტებისა, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გამოვლენილი ქონდათ მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი ამ კატეგორიის პაცეინტებისათვის იყო 30-60 მლ/წთ), რეკომენდებულია პრეპარატის შემდეგი დოზები:

კრეატინინის კლირენსის საწყისი მაჩვენებელი (მლ/წთ)

ზომეტას® რეკომენდებული დოზა (მგ) *

> 60

  • 0 მგ

50 – 60

  • 5 მგ *

40 – 49

  • 3 მგ *

30 – 39

  • 0 მგ *
  • დოზები გაანგარიშებულია AUC = 0.66 -ს დაშვებით (მგ x სთ/ლ) (კრეატინინის კლირენსი 75 მლ/წთ). პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით გათვალისწინებულია დოზის ისეთი შემცირება, რომლის დროსაც მიიღწევა ისეთივე AUC, როგორც პაციენტებისთვის კრეატინინის კლირენსით 75 მლ/წთ.

მკურნალობის დაწყების შემდეგ სისხლის შრატში კრეატინინის დონე უნდა განისაზღვროს ზომეტას® თითოეული დოზის შეყვანამდე; მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. კლინიკურ კვლევებში თირკმელების ფუნქციის დარღვევა განისაზღვრა შემდეგი სახით:

პაციენტებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის ნორმალური საწყისი მაჩვენებლის (1.4 მგ/დლ) ≥ 0.5 მგ/დლ-ით მომატება.

პაციენტებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის ნორმალური საწყისი მაჩვენებლის (1.4 მგ/დლ) ≥ 1.0 მგ/დლ-ით მომატება.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატით მკურნალობას აღადგენდნენ კრეატინინის დონის საწყისი მნიშვნელობის 10%-ის ფარგლებში დაბრუნების შემდეგ. პრეპარატით® მკურნალობა აღდგენილი უნდა იყოს იმავე დოზით, როგორც ეს იყო მკურნალობის დაწყებამდე.

გამოყენების მეთოდი

პრეპარატი ზომეტა®უნდა დაინიშნოს და გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ბისფოფონატების გამოყენების გამოცდილება.

პრეპარატ ზომეტას®® კონცენტრატი არ უნდა განზავდეს კალციუმის ან სხვა ორვალენტიანი კათიონების შემცველ საინფუზიო ხსნარებთან, როგორიცაა რინგერ ლაქტატის ხსნარი, და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ერთჯერადი ინფუზიის სახით არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, ცალკეული საინფუზიო სისტემის გამოყენებით.

ზომეტას®® შეყვანამდე და შეყვანისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტის სრულყოფილი ჰიდრატაცია.

ზომეტას® დოზების მომზადების ინსტრუქცია

პაციენტებისთვის მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის თირკმელების დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30–60 მლ/წთ.), გარდა ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მქონე პაცინტებისა, რეკომენდებულია ზომეტას® გამოყენება შემცირებული დოზებით.

აუცილებელია აიღოთ შესაბამისი მოცულობის თხევადი კონცენტრატი:

  • 4.4 მლ დოზისთვის 3.5 მგ;
  • 4.1 მლ დოზისთვის 3.3 მგ;
  • 3.8 მლ დოზისთვის 3.0 მგ.

თხევადი კონცენტრატის აღებული რაოდენობა უნდა განზავდეს 100 მლ სტერილურ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში. დოზა შეყვანილი უნდა იყოს ერთჯერადი ი/ვ ინფუზიის სახით, არანაკლებ 15 წთ განმავლობაში.

გვერდითი რეაქციები

პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის დროს პაციენტებში გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები მოიცავს: ანაფილაქსიური რეაქცია, თვალებთან დაკავშირებული არასასურველ მოვლენები, ყბის ოსტეონეკროზი, ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობა, წინაგულების ფიბრილაცია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მწვავე ფაზის რეაქცია და ჰიპოკალციემია. აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიხშირე ნაჩვენებია #1 ცხრილში და აღწერილია, როგორც არასასურველი რეაქციები ‘’სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურაში აღწერილი შემთხვევები’’, რომელიც ფიქსირდება „უცნობი" სიხშირით.

ზომეტა 4 მგ – ის არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე უმეტესად განისაზღვრებოდა ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია, ისევე როგორც სხვა ბისფოსფონატების მიღების ფონზე განვითარებული რეაქციები. ასეთი რეაქციების წარმოქმნა მოსალოდნელია პაციენტთა დაახლოებით მესამედში, რომლებიც გმოიყენებენ პრეპარატ ზომეტას®.

ზომეტას® შეყვანიდან სამი დღის განმავლობაში ხშირად აღინიშნებოდა მწვავე ფაზის რეაქცია, ისეთი სიმპტომების სახით, როგორიცაა ჰიპერთერმია, მომატებული დაღლილობა, ტკივილი ძვლებში, ციებ-ცხელება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, ართრიტი სახსრების შემდგომი შეშუპებით. აღნიშნული სიმპტომების აღმოფხვრა ხდება რამოდენიმე დღეში. ასევე ხშირად იყო შეტყობინებება ართრალგიის და მიალგიის შემთხვევებზე.

ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში დადებითი ჰორმონორეცეპტორული სტატუსის მქონე ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადიუვანტური მკურნალობა ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად, რომელიც გადიან მკურნაკლობას გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონის აგონისტის გამოყენებით და პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფ ქალებში (სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე, რომლებიც გადიან ია–ს მკურნალობას), ერთდროული მკურნალობის ადიტიურ ეფექტს შეუძლია განაპირობოს ძვლებსა და კუნთებში ტკივილის მომატებული სიხშირე.

ძალიან ხშირად თირკმლების საშუალებით კალციუმის გამოყოფის შემცირებას თან ახლავს სისხლის შრატში ფოსფორის დონის შემცირება, რომელიც უსიმპტომოა და არ მოითხოვს მკურნალობას. ხშირად კალციუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება შემცირდეს უსიმპტომო ჰიპოკალციემიის დონემდე.

რეაქციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ ისეთი, როგორიცაა ღებინება და გულისრევა ხშირად აღენიშნებოდა ზომეტას®® ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. ადგილობრივი რეაქციები ინფუზიის ადგილას გაწითლების და შეშუპების სახით ან/და ტკივილები ფიქსირდებოდა იშვიათად.

პრეპარატით ზომეტა® 4 მგ-ის გამოყენებისას პაცინტებში ხშირად აღინიშნებოდა ანორექსია. გამონაყარი და ქავილი ფიქსირდებოდა იშვიათად.

ისევე, როგორც სხვა ბისფოსფონატების გამოყენებისას, ხშირად ფიქსირდებოდა კონუიუნქტივიტი.

პლაცებო – კონტროლირებადი კვლევების შედეგების გაერთიანებული ანალიზის მიხედვით ფიქსირდებოდა მწვავე ანემიის (Hb < 8 გ/დლ) შემთხვევები პაცინტებში, რომელებიც მკურნალობისათვის იყენებდნენ ზომეტა®® 4 მგ.

ინფორმაცია პრეპარატ ზომეტა® 4 მგ გამოყენებისას არასასურველი რეაქციების არსებობის სიხშირის შესახებ უმთავრესად ეფუძნება ხანგრძლივი მკურნალობისას მიღებულ მონაცემებს. ზომეტას®® გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა ძირითად მსუბუქი ხარისხით და იყო გარდამავალი იმ რეაქციების მსგავსი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა შეტყობინებები სხვა ბისფოსფონატების გამოყენებისას. ეს რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედს.

ინფორმაცია ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციების შესახებ შეგროვილი იყო კლინიკური კვლევებიდან, უპირატესად ზოლედრონის მჟავით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში.

კლინიკურ კვლევებში აღნიშნული გვერდითი რეაქციები პრეპარატზე ჩამოთვლილია MedDRA სისტემების კლასიფიკაციის შესაბამისად. სისტემების და ორგანოების თითოეული კლასის ფარგლებში გვერდითი რეაქციები განაწილებულია მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით (უფრო ხშირი მითითებულია დასაწყისში) შემდეგი კრიტერიუმის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥1/10 000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000).

ცხრილი 1. კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქიები:

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ხშირად

ანემია

არც ისე ხშირად

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათად

პანციტოპენია

იმუნური სისტემის მხრივ:

ხანდახან

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება

-

ხშირად

თავის ტკივილი, პარესთეზიები

არც ისე ხშირად

თავბრუსხვევა, გემოს დარღვევები, ჰიპესთეზია, ჰიპერესთეზია, ტრემორი;

ძალიან იშვიათად

კრუნჩხვები, ჰიპესთეზია და ტეტანია (მეორადი ჰიპოკალციემიის მიმართ).

ფსიქიკის მხრივ

ხშირად

ძილის დარღვევა

არც ისე ხშირად

შფოთვა

იშვიათად

გონების დაბინდვა.

მხედველობის ფუნქციის დარღვევები

ხშირად

კონიუნქტივიტი

არც ისე ხშირად

მხედველობის დაბინდვა

ძალიან იშვიათად

უვეიტი

კუჭ-ნაწლავების ტრაქტის მხრივ

ხშირად

გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა

არც ისე ხშირად

დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე.

სუნთქვის სისტემის მხრივ

ხანდახან

დისპნოე, ხველა

იშვიათად

ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირად

ჰიპერჰიდროზი

არც ისე ხშირად

ქავილი, გამონაყარი (მათ შორის, ერითემატოზული და მაკულარული გამონაყარი).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ხშირად

ძვლების ტკივილი*, მიალგია*, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი სხეულში, სახსრების შებოჭილობა;

არც ისე ხშირად

ყბის ოსტეონეკროზი*

კუნთოვანი სპაზმები*

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირად

არტერიული ჰიპერტენზია

ხანდახან

არტერიული ჰიპოტენზია

იშვიათად

ბრადიკარდია, გულის არითმია (მეორადი ჰიპოკალციემიის მიმართ).

თირკმელების და შარდსასქესო სისტემის მხრივ

ხშირად

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

არც ისე ხშირად

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია

იშვიათად

შეძენილი ფანკონის სინდრომი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილას

ხშირად

მწვავე ფაზის რეაქცია, ციებ-ცხელება, გრიპის მსგავსი მოვლენები (დაღლილობის, ჟრჟოლის, შეუძლოდ ყოფნის და ალების ჩათვლით), პერიფერიული შეშუპება, ასთენია;

არც ისე ხშირად

ღეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის, ტკივილი, გაღიზიანება, შესივება, გამაგრება, შეწითლება), ტკივილი მკერდის არეში, სხეულის მასის მომატება

იშვიათად

ართრიტი და სახსრების შეშუპება, როგორც მწვავე ფაზის რეაქციის სიმპტომი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა

ძალიან ხშირად

ჰიპოფოსფატემია

ხშირად

სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, ჰიპოკალციემია

არც ისე ხშირად

ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია

იშვიათად

ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია.

  • გვერდითი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს უფრო მეტი სიხშირით ქალებში, რომლებსაც აქვთ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ჰორმონ-რეცეპტორის-დადებითი ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლებიც მკურნალობენ გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტებით და შესაბამისი მკურნალობით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში (აი).

გვერდითი რეაქციები პრეპარატზე, რომლებიც მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურის წყაროებიდან (სიხშირე უცნობია)

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატის პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში, შემთხვევითი შეტყობინებების მეშვეობით და ლიტერატურის მონაცემებიდან. ინფორმაცია მიწოდებული იყო ნებაყოფლობით მოსახლეობის დაუდგენელი რაოდენობის მიერ, ისინი წარმოადგენდენ შერეული ფაქტორების სუბიექტებს და არ იყო შესაძლებელი სიხშირის სანდო შეფასება (შესაბამისად არის კატეგორია დაუდგენელი). პრეპარატზე გვერდითი რეაქციები აღწერილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით.

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები პრეპარატზე, რომლებიც მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან და ლიტერატურის წყაროებიდან (სიხშირე უცნობია)

იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსური რეაქცია/შოკი

ნერვულე სისტემის მხრივ

ძილიანობა

მხედველობის ფუნქციის დარღვევები

ეპისკლერიტი, სკლერიტი და თვალის ბუდის ანთება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, რომელიც იწვევს სინკოპეს ან სისხლძარღვოვან კოლაპსს, ძირითადად რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

სუნთქვის სისტემის მხრივ

ბრონქოსპაზმი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ძლიერი, ხანდახან დამაინვალიდებელი ტკივილი ძვლებში, სახსრებსა და/ან კუნთებში, ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები (ბისფოსფონატების კლასისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქცია, პრეპარატის ზომეტას® ჩათვლით).

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

პრეპარატ ზომეტას®® მიღება ასოცირდება შეტყობინებებთან თირკმლების ფუნქციის დარღვევის შესახებ. ზომეტას® სარეგისტრაციო კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემების გაერთიანებული ანალიზის შედეგების მიხედვით, ჩონჩხის გართულებების პროფილაქტიკისათვის, რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებებთან პაციენტებში, რომლებიც დაავადებულია არიან ძვლების დაზიანებების მქონე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნით, თირკმლების ფუნქციის დარღვევის არასასურველი მოვლენების სიხშირე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო პრეპარატით ზომეტა® მკურნალობასთან იყო შემდეგი: მრავლობითი მიელომა (3,2%), წინმდებარე ჯირკვლის სიმსივნე (3,1%), სარძევე ჯირკვლის სიმსივნე (4,3%), ფილტვების სიმსივნე და სხვა სოლიდური სიმსივნეები (3,2%). თირკმლების ფუნქციის გაუარესების ალბათობას ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიც არის დეჰიდრატაცია, თირკმლების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევა, პრეპარატით ზომეტა® ან სხვა ბისფოსფონატებით მკურნალობის მრავლობითი ციკლი, და ასევე ნეფროტოქსიკური სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენება ან ინფუზია უფრო ნაკლები ხანგრძლივობით, ვიდრე რეკომენდებულია. თირკმლების ფუნქციის გაუარესება, რომელიც პროგრესირდებოდა თირკმლის უკმარისობამდე და დიალიზამდე, აღენიშნებოდა პაციენტებში ზომეტას® პირველი ან ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ.

ქალებში პრემენოპაუზალურ პერიოდში ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, თირკმლების ფუნქციების გაუარესება აღენიშნებოდა პაციენტთა 1.1%–ში ზომეტას® მკურნალობის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც აღინიშნებოდა პაციენტთა 0.8%-ში (გამოიყენებოდა სხვა პრეპარატები).

ქალებში პოსტმენოპაუზალურ პერიოდში ადრეულ სტადიის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, თირკმლების ფუნქციების გაუარესება აღენიშნებოდა პაციენტთა 2.4 %–ში ზომეტას® მკურნალობის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც აღინიშნებოდა პაციენტთა 2.0 %-ში (გამოიყენებოდა სხვა პრეპარატები).

ოსტეონეკროზი

ოსტეონეკროზის შემთხვევების შესახებ (უპირატესად ყბის, მაგრამ ასევე სხვა ანატომიური ლოკალიზაციების შესახებ, მათ შორის, ბარძაყის ძვლის და სმენის გარე არხის) არსებობდა შეტყობინებები უპირატესად კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით, მათ შორის, პრეპარატით ზომეტა®. ყბის ოსტეონეკროზის მქონე პაციენტების უმრავლესობას ჰქონდათ ადგილობრივი ინფექციის, მათ შორის, ოსტეომიელიტის ნიშნები და შეტყობინებების უმეტესობა ეხებოდა კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც გართულებები უვითარდებოდათ კბილების ამოღების ან სხვა სტომატოლოგიურ-ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. ყბების ოსტეონეკროზის განვითარების რისკი იზრდებოდა მრავალი, კარგად ცნობილი რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის ასევე არის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დიაგნოზი, თანმხლები მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ანტიანგიოგენური პრეპარატები, რადიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები) და თანმხლები დაავადებების არსებობა (ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინმსწრები დაავადებები). მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ იყო, უმჯობესია სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევებისაგან თავის არიდება, ვინაიდან, განკურნების პერიოდი შესაძლოა ძალიან გახანგრძლივდეს. მიღებული მონაცემები ცხადყოფენ ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევების დიდ სიხშირეს მიუხედავად სიმსივნის ტიპისა (სარძევე ჯირკვლის პროგრესირებადი კიბო, მრავლობითი მიელომა).

მწვავე ფაზის რეაქცია

ეს გვერდითი რეაქცია წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს: ციებ-ცხელებას, დაღლილობას, ძვლების ტკივილის, ციებას, ართრიტის ნიშნებს სახსრების შემდგომი შესივებით. რეაქცია წარმოიქმნება სამი დღის განმავლობაში ზომეტას® შეყვანის შემდეგ, აგრეთვე, ხშირად მიღებულია ამ რეაქციას ეწოდოს „გრიპის მსგავსი" სიმპტომები, ან „პოსტ-დოზის" სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ წყდება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

წინაგულების ფიბრილაცია

3 წლიან რანდომიზირებულ, ორმაგი ბრმა, კონტროლირებად კვლევაში, რომლის პროცესში ხდებოდა ზოლედრონის მჟავის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება დოზით 5 მგ წელიწადში ერთჯელ პლაცებოსთან შედარებით, პოსტმონეპაუზალური ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის, წინაგულების ფიბრილაციის საერთო სიხშირე აღწევდა 2.5%-ს (96 - 3862–დან) და 1.9%-ს (75 – 3852–დან) პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ 5 მგ ზოლედრონის მჟავა და პლაცებოს, შესაბამისად. წინაგულების ფიბრილაციის სერიოზული არასასურველი მოვლენების სიხშირემ შეადგინა 1.3% (51 – 3862–დან) და 0.6% (22 – 3852–დან) იმ პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ 5 მგ ზოლედრონის მჟავას და პლაცებოს, შესაბამისად. არასასურველი მოვლენების არათანაბარი განაწილების სიხშირე, რომელიც აღინიშნებოდა მოცემულ კვლევაში, არ იყო ასახული სხვა კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა ზოლედრონის მჟავა ონკოლოგიურ პაციენტების მკურნალობისათვის (მათ შორის ზომეტა®) 4 მგ ყოველ 3–4 კვირაში ერთჯერ. წინაგულების ფიბრილაციის მომატებული სიხშირის წარმოშობის მექანიზმი მოცემულ ერთჯერად კლინიკურ კვლევაში არ არის ცნობილი.

პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები

არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებული ბავშვები

პრეპარატის ზომეტას®®უსაფრთხოება შეისწავლილი იყო ერთწლიან აქტიურად კონტროლირებად გამოკვლევაში, რომელიც ჩატარდა 74 ბავშვის მონაწილეობით, 1–დან – 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებიც მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზის სამკურნალოდ გამოიყენებდნენ ზოლედრონის მჟავას. აღნიშნულ პოპულაციაში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები შეესაბამებოდა, ძვლების დაზიანებების ახალწარმონაქმნების მქონე მოზარდ პაციენტებში ადრე გამოვლენილ არასასურველ მოვლენებს.

მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ძალიან ხშირად გამოვლენილ არასასურველ წამლისმიერ რეაქციებს მიეკუთვნება ჰიპერთერმია (54%), ჰიპოკალციემია (22%), ღებინება (18%), მომატებული დაღლილობა (12%) და გულისრევა (11%). არასასურველ წამლისმიერი რეაქციებს, რომელიც დაფიქსირდა 5%-ზე ნაკლები სიხშირით (სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით) მიეკუთვნებოდა თავის ტკივილი, ტკივილი კიდურებში, ტაქიკარდია, მწვავე ფაზის რეაქცია, ტკივილი, ართრალგია, ტკივილი ძვლებსა და კუნთებში, ჰიპოფოსფატემია, ნაზოფარინგიტი და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.

ასევე დაფიქსირდა არასასურველი მოვლენები მოტეხილობების სახით. მოტეხილობების რისკის ინტერპრეტაცია გართულებულია იმ ფაქტით, რომ მოტეხილობები ხშირად ფიქსირდება მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ პაციენტებში, როგორც პათოლოგიური პროცესის ნაწილი. ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა „გრძელი ძვლების მოტეხილობა" ფიქსირდებოდა ზოლედრონის მჟავით მკურნალობისას არასრულყოფილი ოსტეოგენეზის მქონე პაციენტების დაახლოებით 24%-ში (ბარძაყის ძვალი) და 14%-ში (წვივის ძვალი), არასრულყოფილი ოსტეოგენეზის ტიპისა და მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მიუხედავად.

ჭარბი დოზირება

ზომეტას® მიერ გამოწვეული® ჭარბი დოზირების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტები, რომლებმაც მიიღეს პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა, უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი კონტროლის ქვეშ, ვინაიდან, შეიძლება წარმოიქმნას თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მათ შორის, თირკმლის უკმარისობა), შრატის ელექტროლიტების შემადგენლობის ცვლილება (მათ შორის, კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის კონცენტრაციის). ჰიპოკალციემიის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკური ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულია კალციუმის გლუკონატის ინფუზია.

გამოყენება ორსულობისა და ლატაციის პერიოდში

ორსულობა

პრეპარატი ზომეტა® არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის პერიოდში (იხილეთ თავი ,,უკუჩვენება’’).

შესაძლებელია ემბრიონზე მავნე ზემოქმედების რისკი (მაგალითად, ჩონჩხის პათოლოგიები და სხვა), თუ ორსულობა დგება ბისფოსფონატების გამოყენების დროს. რისკის ხარისხზე ისეთი ფაქტორების ზეგავლენა, როგორიცაა ჩასახვის მომენტამდე ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტის დროის შუალედი, კონკრეტული ბისფოსფონატის გამოყენებას და შეყვანის წესს შორის არ არის შესწავლილი. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ტოქსიკორი ეფექტის არსებობა. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

კვლევები ადამიანებში

არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობის და კარგად კონტროლირებადი კვლევები ზომეტას® გამოყენებისას ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

მტკიცებულებითი სახის მონაცემები ადამიანების რძეში ზოლედრონის მჟავას ექსკრეციის შესახებ ამჟამად არ არსებობს. პრეპარატ ზომეტას®® გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები.

რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორომირებული უნდა იყვნენ ნაყოფისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ პრეპარატ ზომეტას® გამოყენებისას და უნდა მიეცეს რეკომენდაცია თავი შეიკავონ ორსულობის დადგომისგან პრეპარატის გამოყენებისას.

უნაყოფობა

ვირთაგვებში, რომლებიც კანქვეშ იღებდნენ 0.1 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავის, აღენიშნებოდა ფერტილობის შემცირება. შესაბამისი მონაცემები ადამიანებთან მიმართებაში არ არის ხელმისაწვდომი.

ბავშვები

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება არასრულყოფილი ოსტეოგენეზის სამკურნალოდ ბავშვებში (1 წლიდან - < 18 წლამდე).

გამოყენების თავისებურებები

ზოგადი

ზომეტას® შეყვანამდე უნდა დარწმუნდეთ ყველა პაციენტის საკმარის ჰიდრატაციაში, თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტების ჩათვლით.

უნდა მოერიდოთ ჰიპერჰიდრატაციას გულის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ჰიპერკალციემიასთან დაკავშირებული სტანდარტული მეტაბოლური პარამეტრები, როგორიცა არის ალბუმინის მიხედვით დაკორექტირებული კალციუმის დონე, ფოსფატების, მაგნიუმის დონე და შრატში კრეატინინის დონე, საგულდაგულოდ უნდა იქნას შემოწმებული პრეპარატით მკურნალობის დაწყების შემდეგ. თუ განვითარდება ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია ან ჰიპომაგნიემია, შეიძლება აუცილებელი გახდეს ხანმოკლე დამატებითი თერაპიის ჩატარება. პაციენტები, რომლებიც არ არიან ნამკურნალები ჰიპერკალციემიაზე, გააჩნიათ თირკმელების ფუნქციის ზოგიერთი დარღვევა, შესაბამისად აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების საგულდაგულო მონიტორინგი.

პრეპარატი ზომეტა® შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებას, რასაც პრეპატარატი აკლასტა® (ზოლედრონის მჟავას). პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით ზომეტა®, ერთდროულად არ უნდა მიიღონ აკლასტა®. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით ზომეტა®, ერთდროულად არ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, რადგანაც პრეპარატების კომბინირებული გამოყენების ეფექტი უცნობია. მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში ზოლედრონის მჟავის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზომეტას® გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში მსგავსი შემთხვევები არ აღნიშნებოდა, არსებობს შეტყობინებები ბრონქოკონსტრიქციის შემთხვევების შესახებ ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და ბისფოსფონატების მიმართ.

პედიატრიული პაციენტები

1–დან – 17 წლამდე ასაკის მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში ზოლედრონის მჟავით მკურნალობისას აღენიშნებოდა სიმპტომატური ჰიპოკალციემიის შემთხვევები. რეკომენდებულია კალციუმის და D ვიტამინის ყოველდღიური პერორალური მიღება საკმარის დოზებით, ზომეტას® პირველი დოზის მიღებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე და მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ჰიპოკალციემიის სიმპტომებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უფიქსირდება ჰიპოკალციემია, ის ეფექტურად უნდა განიკურნოს კალციუმის და D ვიტამინის საკმარის დოზების მიღების საშუალებით, პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის დაწყებამდე. ექიმებმა უნდა განიხილონ სისხლის შრატში კალციუმის და მინერალების (ფოსფორი და მაგნიუმი) კლინიკური მონიტორინგის საკითხი რისკის მქონე პაციენტებში ზომეტას® პირველი ინფუზიიდან 3 დღის განმავლობაში.

1 წლამდე ასაკის მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში პრეპარატის ზომეტას® უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმელის ფუნქციის დარღვევა

ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის დროს, რომელიც მიმდინარეობს თირკმელების ფუნქციის დარღვევების ფონზე, ზომეტას® გამოყენების გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნდა იყოს გამოკვლეული პაციენტის მდგომარეობა და გაკეთდეს დასკვნა მკურნალობისგან მიღებული სარგებლის და პოტენციური რისკის შესახებ. თუ მიღება მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება ძვლებში მეტასტაზების მქონე პაციენტების ჩონჩხის გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მკურნალობისგან ეფექტის მიღება შესაძლებელია 2-3 თვის განმავლობაში.

არსებობდა შეტყობინებები ბისფოსფონატების გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმელების დისფუნქციის შესახებ. ფაქტორები, რომელებიც ზრდიან თირკმლის ფუნქციის დარღვევების შესაძლებლობას, მოიცავენ: დეჰიდრატაციას, ადრე არსებულ თირკმელების ფუნქციის დარღვევას, პრეპარატ ზომეტას® ან სხვა ბისფოსფონატების მიღების მრავალჯერად ციკლს, აგრეთვე, ნეფროტოქსიკური საშუალებების გამოყენებას ან პრეპარატის ინფუზიას უფრო ხანმოკლე ვადაში, ვიდრე ეს რეკომენდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რისკი მცირდება ზომეტას® შეყვანისას დოზით 4 მგ არანაკლებ 15 წთ განმავლობაში, მაინც შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის გაუარესება. თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროგრესირება თირკმლის უკმარისობით დიალიზის გამოყენების აუცილებლობით აღინიშნებოდა პაციენტებში ზომეტას® საწყისი ან ერთჯერადი დოზის დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შრატში კრეატინინის დონის მომატება აღენიშნება უფრო იშვიათად, ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც მუდმივად ღებულობდნენ პრეპარატს რეკომენდებული დოზებით, ჩონჩხის გართულებების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატ ზომეტას® თითოეული დოზის მიღებამდე აუცილებელია შემოწმდეს კრეატინინის დონე პაციენტის სისხლის შრატში. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევა, მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია ზომეტას® დანიშვნა შემცირებული დოზებით ყველა მოზრდილი პაციენტისთვის, გარდა პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია. პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის დროს უფიქსირდებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესების ნიშნები, უნდა შეწყვიტონ ზომეტას® გამოყენება. პრეპარატით მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის შრატში კრეატინინის დონე უბრუნდება პირვანდელ მნიშვნელობას საწყისი სიდიდის 10%-ის ფარგლებში.

პრეპარატ ზომეტას® გამოყენება მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდირებული არ არის, რადგანაც არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებასა და ფარმაკოკინეტიკასთან დაკავშირებით, ასევე პაციენტებში არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი ბისფოსფონატებით, ასევე ზომეტას®® გამოყენების შემთხვევაში.

კლინიკურ კვლევებში პაციენტები მძიმე თირკმლის უკმარისობით განისაზღვრებოდნენ, შრატის კრეატინინის დონის მიხედვით ≥ 400 მკმოლ/ლ მქონე ან ≥ 4.5 მგ/ლ - პაციენტები ჰიპერკალციემიით, ინდუცირებული სიმსივნით განისაზღვრებოდნენ შრატის კრეატინინის დონის მიხედვით ≥ 265 მკმოლ/ლ მქონე ან ≥3 მგ/ლ - ყველა სხვა პაციენტისთვის, შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში პაციენტები მძიმე თირკმლის უკმარისობით განისაზღვრებოდნენ, კრეატინინის კლირენსის საწყისი დონით < 30 მლ/წთ.

ზომეტას® გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით არ არის დადგენილი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

იმის გამო, რომ ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, არ არსებობს რეკომენდაციები მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

ოსტეონეკროზი

ყბის ოსტეონეკროზი (ყონ)

ყბის ოსთეონეკროზის თაობაზე შეტყობინებები უპირატესად არსებობდა მოზრდილ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლების მკურნალობის სქემა მოიცავდა ბისფოსფონატების, მათ შორის, პრეპარატ ზომეტას® გამოყენებას. მოცემული პაცენტების უმრავლესობა აგრეთვე იყენებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ბევრ პაციენტს ჰქონდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნები, ოსტეომიელიტის ჩათვლით.

პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით და ლიტერატურის წყაროებზე დაყრდნობით ნავარაუდებია სიმსივნის ტიპის (გავრცელებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, მრავლობითი მიელომა) და პირის ღრუს და კბილების მდგომარეობის საფუძველზე (კბილის ამოღება, პერიდონტალური დაავადებები, ადგილობრივი ტრავმა, მათ შორის ცუდად ჩადგმული კბილის პროთეზები), ყბის ოსტეონეკროზთან დაკავშირებით შეტყობინებების უფრო მაღალი სიხშირე.

პაციენტებმა უნდა დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენა, ასევე უნდა მოხდეს პირის ღრუს გასინჯვა შესაბამისი სტომატოლოგიური პროფილაქტიკის ფარგლებში ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე. ბისფოსფონატებით თერაპიის დროს პაციენტების მოცემულმა ჯგუფმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ პროცედურებს.

ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ბისფოსფონატებით თერაპიის დროს განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი, სტომატოლოგიური ოპერაცია გაუუარესებს მდგომარეობას.

არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური პროცედურები, იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, ამცირებს თუ არა ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკს. ექიმი, რომელიც აკეთებს კლინიკური შეფასებას, პაციენტის მკურნალობის დაგეგმისათვის უნდა იხელმძღვანელოს სარგებლი/რისკის ინდივიდუალურ შეფასებით.

სხვა ანატომიური ლოკალიზაციის ოსტეონეკროზი

არის შეტყობინებები სხვა ძვლების ოსტეონეკროზის განვითარების შესახებ, მათ შორის ბარძაყის ძვლის და სმენის გარე არხის, უმთავრესად მოზრდილ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბისფოსფონატებით, პრეპარატ ზომეტას®® ჩათვლით.

ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები

არსებობს შეტყობინებები ბისფოსფონატებით მკურნალობისას ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზალური მოტეხილობების შემთხვევების შესახებ, უპირატესად პაციენტებში ოსთეოპოროზის ხანგრძლივი მკურნალობისას. განივი და მოკლე ირიბი მოტეხილობების გაჩენა შესაძლებელია ბარძაყის ძვლის გასწვრივ ნებისმიერ ადგილას – მცირე ციბრუტის ოდნავ ქვედა არიდან როკისზედა გაფართოების ოდნავ ზედა არემდე. მოტეხილობები შესაძლოა წარმოიქმნას მინიმალური ტრავმის ან მისი არარსებობის შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი პაციენტი გრძნობს ტკივილს საზარდულის ან ბარძაყის არეში, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სტრეს-მოტეხილობების ნიშნებთან რამოდენიმე კვირით ან თვით ადრე ბარძაყის ძვლის სრულფასოვანი მოტეხილობის წარმოქმნამდე. ასეთი მოტეხილობები ხშირად ბილატერალურია; ამიტომ პრეპარატით ზომეტა®® მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებში ბარძაყის ძვლის დიაფიზის დადასტურებული მოტეხილობით, უნდა გამოიკვლიოს მეორე ბარძაყის ძვალი. არსებობს შეტყობინებები ასეთი მოტეხილობების ცუდი შეხორცების შესახებ. პრეპარატით ზომეტა® მკურნალობის შეწყვეტამდე ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობაზე ეჭვის მქონე პაციენტებში, აუცილებლია ჩატარდეს პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევა სარგებლის და რისკს თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასებისათვის.

არსებობდა შეტყობინებები ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ ზომეტას®, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის გამოყენებასთან დადგენილი არ ყოფილა.

პრეპარატით ზომეტა თერაპიის დროს პაციენტებისთვის რეკომენდებულია, რომ მათ აცნობონ ბარძაყში, მენჯ-ბარძაყის სახსარში ან საზარდულში ნებისმიერი ტკივილების შესახებ და უნდა მოხდეს მოცემული სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევა ბარძაყის ძვლის არასრული მოტეხილობის არსებობის თაობაზე.

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

პოსტმარკეტინგულ კვლევებში არსებობდა შეტყობინებები ძლიერი, ზოგჯერ დამაინვალიდებელი, ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილის შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით, პრეპარატის ზომეტას®® ჩათვლით. დრო სიმპტომების გაჩენის დაწყებამდე იცვლებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღიდან რამოდენიმე თვემდე. პაციენტების უმრავლესობას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომების გამოხატულობის შემცირება აღენიშნებოდა. მოცემული კატეგორიის პაციენტებს აღენიშნებოდა სიმპტომების რეციდივი, თუ მკურნალობის განახლება ხდებოდა იგივე პრეპარატით ან სხვა ბისფოსფონატით.

ჰიპოკალციემია

არსებობს შეტყობინებები ჰიპოკალციემიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს ზომეტა®. არსებობს მეორადი ჰიპოკალციემიის შესახებ შეტყობინებები გულის არითმიებისას ჰიპოკალციემიის აგრეთვე მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციებთან შედარებით (კრუნჩხვები, ტეტანია, დაბუჟების შეგრძნება). ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოკალციემია შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხე სიცოცხლისათვის. პრეპარატი ზომეტა®® სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალციემიას, რადგანაც შესაძლებელია გამოვლინდეს სინერგიული ეფექტი და შედეგად განვითარდეს ჰიპოკალციემიის მძიმე ფორმა. ზომეტას® გამოყენებამდე უნდა გაიზომოს სისხლის შრატში კალციუმის დონე და ჩატარდეს ჰიპოკალციემიის კორექცია. პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კალციუმის და D ვიტამინის დამატებითი მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები

გასათვალისწინებელი მოსალოდნელი ურთიერთმოქმედებები

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ბისფოსფონატების, როგორიცაა ზომეტა® და ამინოგლიკოზიდებთან ან კალციტონინთან, ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან, ამ საშუალებებს შეუძლიათ ჰქონდეთ ადიტიური ეფექტი, რომელიც იწვევს სისხლის შრატში კალციუმის დონის შემცირებას უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ეს საჭიროა.

უნდა დაიცვათ სიფრთხილე ზომეტას® და სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას.

დაკვირვებადი ურთიერთმოქმედებები, რომელიც გასათვალისწინებელია

რეკომენდებულია სიფრთხილე ანტი-ანგიოგენურ პრეპარატებთან ზომეტას®® კომბინირებული გამოყენებისას, ვინაიდან არსებობდა შეტყობინებები ყბის ოსტეონეკროზის წარმოქმნის სიხშირის მომატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მიიღებდნენ ამ სამკურნალო საშუალებებს.

ურთიერთმოქმედებების არარსებობა

კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ზომეტას® ერთდროულად იყენებდნენ ხშირად გამოყენებად სიმსივნის საწინააღმდეგო და დიურეზულ საშუალებებთან (მარყუჟოვან დიურზული საშუალებების გარდა), ანტიბიოტიკებთან და ანალგეზიურ საშუალებებთან, რომელის დროსაც არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

ტალიდომიდთან ერთად ზომეტას® ერთდროული გამოყენებისას, დოზის კორექცია არ მოითხოვება, იმ პაციენტების გარდა, რომლთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევა. ტილადომიდის (100 ან 200 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და ზომეტას® (4 მგ 15-წუთიანი ინფუზიის სახით) ერთდროული გამოყენება არ იწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკაში და კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელში მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

მოქმედების მექანიზმი

ადიუვანტური თერაპია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე: წინაკლინიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ზოლედრონის მჟავას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი ოსტეოკლასტების პირდაპირი ინჰიბირების გარეშე არამხოლოდ ძვლოვან ქსოვილებზე, არამედ ჩონჩხის გარეთ არსებულ მონაკვეთებზეც. არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ზოლედრონის მჟავის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტები განპირობებულია უმეტესად სხვადასხვა ტიპის უჯრედებში მევალონატური მეტაბოლური გზის საკვანძო ფერმენტის (ფარნეზილპიროფოსფატსინტაზის) ინჰიბირებით.

სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება მოიცავს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის ინდუქციას, სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციის დაქვეითებას, სინერგიულ ეფექტებს ჰორმონალურ და ქიმოთერაპიასთან ერთად, სიმსივნური უჯრედების ადგეზიის, ინვაზიის და მიგრაციის დაქვეითებას, მაკროფაგების ფუნქციების ცვლილებას, ანგიოგენეზის ინჰიბირებას და იმუნური სისტემის აქტივაციას ადამიანის გამა–d-T-უჯრედების პროლიფერაციის და ციტოკინების სეკრეციის საშუალებით.

მოცემული მექანიზმების და ძვლის ქსოვილის რეზორბციის ინჰიბირების ხარჯზე ზოლედრონის მჟავა იწვევს ძვლის ქსოვილის და ძვლის ტვინის მიკროგარემოს ცვლილებას, რაც იძლევა მიკრომეტასტაზების ზრდის გაფრთხილების შესაძლებლობას და არღვევს ძვლის ქსოვილში და რბილ ქსოვილებში მათ სიცოცხლისუნარიანობას. დისციპლინათაშორისო სამეცნიერო კვლევებში მიღებული კლინიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოლედრონის მჟავა ახდენს ზეგავლენას ძვლის ტვინში არსებულ დისემინირებულ სიმსივნურ უჯრედებზე (მათი რაოდენობის შემდგომი შემცირებით) სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში. გარდა ამისა, სხვა დისციპლინათაშორისო მეცნიერულ კვლევებში მიღებულ იყო მტკიცებულებები ანგიოგენეზის ინჰიბირების და გამა–d-T-უჯრედების იმუნური აქტივაციის შესახებ.

ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალციემია და ძვლის მეტასტაზები სოლიდური სიმსივნეების დროს: ზოლედრონის მჟავა არის მაღალეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფს და უმეტესად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე. დღესდღეობით ეს არის ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოკლასტური რეზორბციის ყველაზე მძლავრი ინჰიბიტორი.

ძვლოვან ქსოვილზე ბისფოსფონატების არჩევითი მოქმედებას საფუძველად უდევს მისი მაღალი მსგავსება მინერალიზებულ ძვალთან. მიუხედავად ამისა, ზუსტი მოლეკულარული მექანიზმი, რომელიც განაპირობებს ოსტეოკლასტების აქტივობის ინჰიბირებას ბოლომდე რჩება დაუდგენელი. ცხოველებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში ზოლედრონის მჟავა აინჰიბირებდა ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას მის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე რაიმე ტიპის არასასურველი ზემოქმედების გარეშე.

ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის მძლავრი ინჰიბიტორული მოქმედებით, ზოლედრონის მჟავას ასევე გააჩნია რიგი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, რომელიც განაპირობებს მის ზოგად ეფექტურობას ძვლების მეტასტაზური დაზიანებების მკურნალობისას.

წინაკლინიკურ კვევებში დამტკიცებულ იქნა შემდეგი თვისებები:

in vivo - ოსტეოკლასტებით ძვლის რეზორბციის ინჰიბირება, რომელიც ცვლის ძვლის ტვინის მიკროგარემოს და ქმნის სიმსივნური უჯრედების ზრდისთვის ნაკლებად ხელსაყრელ გარემოს, ანტიანგიოგენური მოქმედება, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება

in vitro - ოსტეობლასტების პროლიფერაციის ინჰიბირება, სიმსივნის უჯრედებზე პირდაპირი ციტოსტატიკური და პროაპოპტოსტატური მოქმედება, სინერგიული ციტოსტატიკური ეფექტი სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან, ანტიადგეზიური/ანტიინვაზიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იქნა ძვალში მეტასტაზების დროს 64 პაციენტისგან ზოლედრონის მჟავას ერთჯერადი და განმეორებადი 5- და 15-წუთიანი ინფუზიების შემდეგ დოზით 2, 4, 8 და 16 მგ.

არ არსებობს ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ჰიპერკალციემიით დაავადებულ პაციენტებში.

ზოლედრონის მჟავის ინფუზიის დაწყების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად იზრდება, პიკს აღწევენ ინფუზიის ბოლოს, შემდეგ კონცენტრაციების სწრაფი მცირდება <10 % პიკური მნიშვნელობიდან 4 საათის შემდეგ და < 1 % პიკური მნიშვნელობიდან - 24 საათის შემდეგ, შემდგომში მოსდევს დაბალი კონცენტრაციების პროლონგირებული პერიოდი, რომელიც არ აჭარბებს პიკის 0.1%-ს მეორე ინფუზიამდე 28-ე დღეს.

განაწილება

ზოლედრონის მჟავა ამჟღავნებს დაბალ აფინობას სისხლის უჯრედოვანი კომპონენტების მიმართ, სისხლის კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობა: პლაზმა შეადგენს 0.59 როდესაც კონცენტრაცია იცვლება 30 ნგ/მლ - 5000 ნგ/მლ ფარგლებში. პლაზმის ცილებთან დაკავშირება დაბალია, ზოლედრონის მჟავის თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია მერყეობს 60%-დან 2 ნგ/მლ-ის შემთხვევაში და 77%-მდე, 2000 ნგ/მლ-ის შემთხვევაში.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ზოლედრონის მჟავა არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების მიერ. in vitro მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავა არ ახდენს ადამიანის Р450 ფერმენტის ინჰიბირებას.

გამოყოფა.

ინტრავენურად შეყვანილი ზოლედრონის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით 3 ეტაპად: პრეპარატის სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა სისტემური ცირკულაციიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდით t ½ α = 0.24 საათს და t ½ β = 1.87 საათს და ხანგრძლივი ფაზა საბოლოო ნახევრად გამოყოფის პერიოდით t ½ γ = 146 საათი. პლაზმაში პრეპარატის კუმულაცია არ აღნიშნება ყოველ 28 დღეში განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში.

ზოლედრონის მჟავა არ განიცდის მეტაბოლიზმს და გამოიყოფა თირკმელების მიერ უცვლელი სახით. პირველი 24 საათის განმავლობაში შარდში აღმოჩნდება შეყვანილი დოზის 39 ± 16%. პრეპარატის დანარჩენი რაოდენობა უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს. შემდეგ ნელ-ნელა ხდება ზოლედრონის მჟავას უკუგამოთავისუფლება ძვლოვანი ქსოვილიდან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მისი თირკმელებით გამოყოფა. ორგანიზმში პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს 5.04 ± 2.5 ლ/სთ და არ არის დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის დოზა დამოკიდებული. ინფუზიის დროის გახანგრძლივება 5-დან 15 წუთამდე იწვევს ზოლედრონის მჟავას კონცენტრაციის 30%-ით შემცირებას ინფუზიის დასასრულს, მაგრამ ზეგავლენას არ ახდენს პლაზმაში კონცენტრაცია - დროის დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობზე (AUC).

ისევე, როგორც სხვა ბისფოსფონატების შემთვევაში, ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ვარიაბელურობა სხვადასხვა პაციენტებში იყო მაღალი.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

პედიატრიული პაციენტები

მწვავე არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულ ბავშვებში ფარმაკოკინეტიკაზე შეზღუდული მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკა 3–დან 17 წლამდე ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში მსგავსი დოზირების პირობებში (მგ/კგ). ასაკი, სხეულის მასა და კრეატინინის კლირენსი, დიდი ალბათობით, არ ახდენს ზეგავლენას ზოლედრონის მჟავის სისტემურ ექსპოზიციაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს. in vitro მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავა არ ახდენს ადამიანის Р450 ფერმენტის ინჰიბირებას და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას; ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, განავალში გამოიყოფა შეყვანილი დოზის 3%-ზე ნაკლები, რაც საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობა ზეგავლენას არ ახდენს ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

ზოლედრონის მჟავის თირკმლისმიერი კლირენსი კორელაციას ახდენს კრეატინინის კლირენსთან, გამოკვლევაში ჩართული 64 ონკოლოგიური პაციენტის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს კრეატინინის კლირენსის 75 ± 33%, რომელიც საშუალოდ აღწევს 84±29 მლ/წთ (დიაპაზონი 22-143 მლ/წთ). პაციენტების ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტს კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ (თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა) ზოლედრონის მჟავას შედარებითი კლირენსი შეადგენს 72% - 84 მლ/წთ კრეატინის კლირენსიდან. თირკმლების ფუნქციების მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. არ არის რეკომენდებული პრეპარატ ზომეტას®® გამოყენება თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. პაციენტის სქესი, რასობრივი განსხვავება, ასაკი (38–84 წელი), სხეულის მასა არ ახდენენ ზეგავლენას ზოლედრონის მჟავის საერთო კლირენსზე ძვლის მეტასტაზების მქონე ონკოლოგიურ პაციენტებში ჩატარებული სამი ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების საფუძველზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

გამჭვირვალე უფერული ხსნარი.

შეუთავსებლობა

შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით ზომეტას® კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან სტერილურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. პრეპარატი არ უნდა შეერიოს კალციუმის შემცველ ხსნარებს, როგორიც არის რინგერის ხსნარი.

არ გამოვლენილა შეუთავსებლობა შესაფუთ მასალებთან - მინის ფლაკონებზე, აგრეთვე, პოლივინილქლორიდის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის საინფუზიო პაკეტების და საინფუზიო სისტემების რამოდენიმე სახეობაზე ჩატარებულ გამოკვლევებში (რომელნიც წინასწარ შევსებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარით ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარით).

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ პრეპარატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2-8ºС ტემპერატურაზე. ასეპტიკური განზავების შემდეგ აუცილებელია მზა პროდუქტის დაუყოვნებლივ გამოყენება.

შეფუთვა

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი (4 მგ/5 მლ) 5 მლ № 1 ფლაკონში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

ნოვარტის ფარმა შტეინი აგ, შვეიცარია.

ადგილმდებარეობა

შაფჰაუსერშტრასე, 4332, შტეინი, შვეიცარია.

არასასურველი მოვლენების და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გვაცნობეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა