პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ზოლენტონი

Zolenton

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადმაროკო
რისთვის გამოიყენება

ზოლენტონის აქტიური ნივთიერებაა ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფის პრეპარატებს. ზოლედრონის მჟავა უკავშირდება ძვალს და აქვეითებს რეზორბციის სიჩქარეს. ზოლენტონი გამოიყენება: ძვლებთან დაკავშირებული გართულებების პრევენციისთვის მაგ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოლედრო (zoledronic acid)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Sothema, მაროკო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA08
რეგისტრაციის ნომერი
რ-036504
რეგისტრირებულია
27 სექტემბერი 2022, მოქმედებს 27 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pharmaceutical Company GEA Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „გეა”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლენტონი და სხვა წამალი ერთად

ზოლენტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოლენტონის აქტიური ნივთიერებაა ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფის პრეპარატებს. ზოლედრონის მჟავა უკავშირდება ძვალს და აქვეითებს რეზორბციის სიჩქარეს. ზოლენტონი გამოიყენება:

ძვლებთან დაკავშირებული გართულებების პრევენციისთვის მაგ. მოტეხილობები, მოზრდილებში ძვლებში მეტასტაზების დროს (სიმსივნის გავრცელება პირველადი ლოკალიზაციიდან ძვლებისკენ)

მოზრდილებში კალციუმის დონის რაოდენობის შესამცირებლად სისხლში, როდესაც იგი ძალიან მაღალია სიმსივნის არსებობის გამო. სიმსივნეს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური ძვლის ცვლილება კალციუმის ძვლიდან გამოყოფის მომატებით. მოცემული მდგომარეობა ცნობილია როგორც სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემია (TIH).

მიღების წესი და დოზირება

ზოლენტონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც გამოცდილია ბისფოსფონატების ინტრავენურ გამოყენებაში.

ექიმი გირჩევთ, რომ დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი ყოველი მკურნალობის წინ დეჰიდრატაციის პრევენციისთვის.

დაიცავით ექიმის, მედდის ან ფარმაცევტის მიერ გაცემული ყველა ინსტრუქციები.

ზოლენტონის დოზირება

ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზაა 4 მგ.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმლის პრობლემის სიმწვავის მიხედვით.

ზოლენტონის მიღების სიხშირე

ძვლებში მეტასტაზების არსებობასთან დაკავშირებული გართულებების პრევენციის მიზნით მკურნალობის დროს ინიშნება ზოლენტონის ინფუზია ყოველ 3-4 კვირაში.

სისხლში კალციუმის დონის შესამცირებლად მკურნალობისას მიიღება ზოლენტონის ერთი ინფუზია.

ზოლენტონის მიღების წესი

ზოლენტონი მიიღება წვეთოვანი ინფუზიით ვენაში, რომელიც უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 15 წუთი და მიიღება ერთჯერადი ინტრავენური ხსნარის სახით ცალკე საინფუზიო ხაზით.

პაციენტებში, რომელთაც სისხლში კალციუმის დონე არ აქვთ ძალიან მაღალი, ასევე ენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის დანამატები ყოველდღიურად.

თუ მიიღებთ ზოლენტონის საჭიროზე მეტ დოზას

რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი. ვინაიდან, შესაძლებელია განვითარდეს ელექტროლიტების დარღვევა შრატში(მაგ. კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილება, მათ შორის თირკმლის მწვავე დისფუნქცია. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს კალციუმის ინფუზია.

უკუჩვენებები

ლაქტაციის დროს

თუ ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების (ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლენტონი), ან მოცემული პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6)

სიფრთხილის ზომები

ზოლენტონის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის პრობლემა.

თუ გაქვთ ან გქონიათ ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვა. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ზოლენტონის მიღებამდე.

თუ იტარებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას, აცნობეთ სტომატოლოგს, რომ იღებთ ზოლენტონს და ასევე მკურნალ ექიმს - სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ.

ზოლენტონით მკურნალობისას დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარული გახეხვის ჩათვლით) და ჩაიტარეთ რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს პირის ღრუს ან კბილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, შეუხორცებადი დაზიანებები ან გამონადენი, ვინაიდან ეს შესაძლოა იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან რადიოთერაპიას, იღებენ სტეროიდებს, იტარებენ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას, არ იმყოფებიან მუდმივი სტომატოლოგიური კონტროლის ქვეშ, აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები, მანამდე იღებდნენ ბისფოსფონატს (ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) შესაძლებელია იმყოფებოდნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.

ზოლენტონის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში კალციუმის შემცირებული დონე (ჰიპოკალცემია) რომელიც ზოგჯერ იწვევს კუნთების კრუნჩხვას, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია), კრუნჩხვა, სპაზმი და კრუნჩხვითი შეკუმშვა (ტეტანია) შეინიშნებოდა მეორადად მწვავე ჰიპოკალცემიის დროს. ზოგჯერ ჰიპოკალცემია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. მსგავსის განვითარებისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ თქვენ უკვე გაქვთ ჰიპოკალცემია, ზოლენტონის პირველი დოზის მიღებამდე, საჭიროა მოხდეს მისი მკურნალობა. თქვენ დაგენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის დანამატების შესაბამისი დოზები.

65 წლის და ზევით ასაკის პაციენტები

ზოლენტონის მიღება შესაძლებელია 65 წლის და ზევით ასაკის პაციენტებში. არ არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საჭიროა რაიმე სახის დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

ბავშვები და მოზარდები

ზოლენტონის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში.

სხვა პროდუქტები და ზოლენტონი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ:

ამინოგლიკოზიდებს (მწვავე ინფექციების სამკურნალოდ), კალციტონინს (პრეპარატების ჯგუფი რომლებიც გამოიყენება პოსტ-მენოპაუზის დროს განვითარებული ოსტეოპოროზის და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვანი შარდმდენები (პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის და შეშუპების სამკურნალოდ), ან სხვა კალციუმის დამაქვეითებელი პრეპარატები, ვინაიდან მათმა ბისფოსფონატებთან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი დაცემა.

თალიდომიდი (სისხლის გარკვეული ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ, მათ შორის ძვლის) ან სხვა პრეპარატების, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ თირკმელი.

სხვა პრეპარატები, რომლებიც ასევე შეიცავენ ზოლედრონის მჟავას, და გამოიყენებიან ოსტეოპოროზის ან ძვლის სხვა არა სიმსივნური წარმოშობის დაავადებების სამკურნალოდ, ან სხვა ბისფოსფონატს, ვინაიდან მოცემული პრეპარატების კომბინირებული ეფექტები ზოლენტონთან ერთად უცნობია.

ანტი-ანგიოგენური პრეპარატები (სიმსივნის სამკურნალოდ), ვინაიდან მათი ზოლედრონის მჟავასთან კომბინაცია ასევე ასოცირდებოდა ყბის ოსტეონეკროზის განვითარებასთან (ONJ).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევებისას ზოლედრონის მჟავა გამოიყენებოდა ფართოდ გამოყენებულ

კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებთან, დიურეტიკებთან, ანტიბიოტიკებთან და ანალგეტიკებთან ერთად კლინიკურად აშკარა ურთიერთქმედებების განვითარების გარეშე. ზოლედრონის მჟავა არ ავლენს მნიშვნელოვან შეკავშირებას პლაზმურ პროტეინებთან და არ აინჰიბირებს ადამიანის P450 ფერმენტებს ინ ვიტრო (იხ. პუნქტი 5.2), თუმცა ფორმალური კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სიფრთხილე არის რეკომენდებული ბისფოსფონატების ამინოგლიკოზიდებთან, კალციტონინთან ან მარყუჟოვან შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდან ამ საშუალებებს აქვს ადიციური ეფექტი, რაც იწვევს შრატისმიერი კალციუმის დონის დაწევას საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 4.4).

სიფრთხილეა საჭირო ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას პოტენციურად ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ყურადღება უნდა მიექცეს მკურნალობის დროს ჰიპომაგნიემიის განვითარების შესაძლებლობას.

მრავალჯერადი მიელომის მქონე პაციენტებში, შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დისფუნქციის რისკი ზოლედრონის მჟავას თალიდომიდთან ერთად გამოყენებისას.

სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ამ პრეპარატის ანტი-ანგიოგენურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდან აღინიშნა ყბის ოსტეონეკროზის განვითარების შემთხვევების მომატება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ამ პრეპარატებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაუშვებელია ზოლენტონის მიღება ორსულობის დროს. აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად.

დაუშვებელია ზოლენტონის მიღება ლაქტაციის დროს.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

იშვიათად შეინიშნებოდა ძილიანობა ზოლენტონის გამოყენებისას. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის, მექანიზმების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რაც საჭიროებს ყურადღებას.

ზოლენტონი შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ფლაკონში (5მლ), ანუ „ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი მოვლენები მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.

აცნობეთ ექიმს შემდეგი სახის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ:

ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10 - დან 1 პაციენტში):

თირკმლის მწვავე დისფუნქცია (განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის გარკვეული ანალიზის მეშვეობით).

სისხლში კალციუმის დაბალი დონე.

არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100 - დან 1 პაციენტში):

პირის, კბილის და/ან ყბის ტკივილი, პირის ღრუში ან ყბაში შეშუპება ან შეუხორცებადი დაზიანებები, გამონადენი, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან გაბუჟება, ან კბილის დაკარგვა. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლენტონის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლედრონის მჟავას მიღებისას პოსტკლიმაქსური ოსტეოპოროზისას. გაურკვეველია ზოლედრონის მჟავა იწვევს თუ არა გულის რითმის დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ.

მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება.

იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის შედეგად: გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია, მეორადი ჰიპოკალცემია)

თირკმლის ფუნქციის დარღვევა სახელწოდებით ფანკონის სინდრომი (ჩვეულებრივ ექიმის მიერ განისაზღვრება შარდის ტესტის მიხედვით )

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10,000-დან 1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის შედეგად: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადად ჰიპოკალცემიის შედეგად).

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი.

იშვიათად გამოვლინდა ყბის გარდა, სხვა ძვლების, განსაკუთრებით მენჯის ან თეძოს ოსტეონეკროზი. თუ ზოლენტონით მკურნალობისას ან მისი დასრულების შემდეგ გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან ტკივილის გამძაფრება, მწვავე ტკივილი ან დაჭიმულობა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ:

ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

სისხლში ფოსფატის დაბალი დონე

ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომი ცხელებით, დაღლილობით, სისუსტით, ძილიანობით, შემცივნებით და ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილით. უმეტესობა შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები ქრება მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა. კონიუნქტივიტი, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია).

არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ● სისხლის დაბალი წნევა ● გულ-მკერდის ტკივილი, ●რეაქციები კანის მხრივ (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გამონაყარი, ქავილი ● სისხლის მაღალი წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, გემოვნების მოშლა, კანკალი, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, ●სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ●სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დონის შემცირება, ექიმი გააკონტროლებს ზემოაღნიშნულს და მიიღებს საჭირო ზომებს. ● წონის მომატება ● მომატებული ოფლიანობა ●ძილიანობა, არამკაფიო მხედველობა, ცრემლდენა, თვალის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ● უეცარი შემცივნება გულის წასვლით, მოთენთილობა ან კოლაფსი, ● სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან ხველებით ● ჭინჭრის ციება;

იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

გულისცემის შესუსტება ● გონების არევა ●პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა, შესაძლოა განვითარდეს იშვიათად. მიმართეთ ექიმს ტკივილის, სისუსტის ან დისკომფორტის შეგრძნებისას ბარძაყში, მენჯ-ბარძაყის ან საზარდულის არეში, რადგან შესაძლებელია იყოს მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შესაძლო ადრეული ჩვენება; ფილტვების ● ინტერსტიციალური დაავადება (ქსოვილის ანთება ფილტვის ალვეოლების გარშემო), ● გაციების მსგავსი სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ართრიტს და სახსრების შეშუპებას, ● თვალის მტკივნეული შეშუპება და /ან შეწითლება.

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10, 000-დან 1 პაციენტში)

დაბალი წნევის გამო გულის წასვლა ●კუნთების, სახსრების და ძვლების მწვავე ტკივილი, რომელსაც ხანდახან იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. თქვენ აგრათვე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ნაციონალური შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

ზოლენტონის მწვავე ზედოზირების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. დაფიქსირდა შეცდომით 48 მგ-მდე ზოლედრონის მჟავას მიღების შემთხვევები. რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.2.) აუცილებელია პაციენტების კონტროლი, ვინაიდან აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) და შრატისმიერი ელექტროლიტების (მათ შორის, კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის) დარღვევები. ჰიპოკალცემიის შემთხვევაში, კლინიკური ჩვენების მიხედვით შეყვანილი უნდა იყოს კალციუმის გლუკონატის ინფუზიები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას (უწყლო), რაც შეესაბამება 4.264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატს.

დამატებითი ნივთიერებებია: მანიტოლი (E421), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი (E331), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) pH -კორექციისთვის, ქლორწყალბადმჟავა (E507) pH კორექციისთვის და საინექციო წყალი.

ზოლენტონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ზოლენტონი წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელ კონცენტრატს, არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

ზოლენტონი მოცემულია თხევადი კონცენტრატის სახით ფლაკონში. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

თითოეული შეფუთვა შეიცავს ფლაკონს კონცენტრატით. ზოლენტონი მოცემულია შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 1, 4, 5 ან 10 ფლაკონს.

ყველა შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ზოლენტონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ზოლენტონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ზოლენტონის განზავებული საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები ძვლის დაავადებების სამკურნალოდ, ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA08.

მოქმედების მექანიზმი

ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება ბისფოსფონატების კლასს და მოქმედებს უპირატესად ძვლებზე. არის ოსტეოკლასტური ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ბისფოსფონატების სექლეციური მოქმედება ძვლებზე ეფუძნება მის მაღალ მსგავსებას მინერალიზებულ ძვალთან, თუმცა ნათელი არ არის ზუსტი მოლეკულური მექანიზმი, რაც იწვევს ოსტეოკლასტური მოქმედების ინჰიბირებას. გრძელვადიანი კვლევებისას ცხოველებში, ზოლედრონის მჟავა აინჰიბირებს ძვლის რეზორბციას ისე, რომ უარყოფითად არ მოქმედებს ძვლის ფორმაციაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე.

გარდა იმისა, რომ არის ძვლის რეზორბციის ძლიერი ინჰიბიტორი, ზოლედრონის მჟავას გააჩნია რამდენიმე სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება, რაც შესაძლოა განაპირობებდეს მის საერთო ეფექტიანობას ძვლის მეტასტაზური დაავადების სამკურნალოდ. წინაკლინიკური კვლევებისას ნაჩვენები იქნა შემდეგი თვისებები:

In vivo: ოსტეოკლასტური ძვლის რეზორბციის ინჰიბირება, რომელიც ცვლის ძვლის ტვინის მიკროგარემოს, ხდის რა მას ნაკლებად ხელშემწყობს სიმსივნური უჯრედების ზრდის, ანტი-ანგიოგენური მოქმედების და ტკივილის საწინააღმდეგო აქტივობის განვითარებისათვის.

In vitro: სიმსივნურ უჯრედებზე ოსტეობლასტური პროლიფერაციის, პირდაპირი ციტოსტატიკური და პროაპოპტური აქტივობის ინჰიბირება, სინერგისტული ციტოსტატიკური ეფექტი კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, ანტი-ადჰეზიური/ინვაზიური აქტივობა.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

კლინიკური ცდის შედეგები ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისათვის პაციენტებში, ძვლების პროგრესირებადი ავთვისებიანი წარმონაქმნებით.

პირველი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევისას მოხდა 4მგ ზოლედრონის მჟავას შედარება პლაცებოს ან პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისათვის. 4 მგ ზოლედრონის მჟავა მნიშვნელოვნად ამცირებდა იმ პაციენტთა პროპორციას, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ ერთი ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენა, პირველი ასეთი მოვლენის განვითარების დრო შემცირდა >5 თვით და შემცირდა მოვლენების წლიური განვითარების შემთხვევები ერთ პირზე - ჩონჩხის ავადობის სიხშირე. მრავალი მოვლენის ანალიზმა აჩვენა, რომ 4 მგ ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას 36%-ით მცირდებოდა ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების რისკი, პლაცებოსთან შედარებით. 4 მგ ზოლედრონის მჟავას მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ნაკლები ტკივილის მატება, ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში, ხოლო სხვაობა მნიშვნელობას იძენდა 3, 9, 21 და 24 თვეს. პათოლოგიური მოტეხილობები უფრო ნაკლები იყო 4 მგ ზოლედრონის მჟავას მიმღებ პაციენტებში. მკურნალობის ეფექტები ნაკლებად გამოხატული იყო ბლასტური დაზიანებების მქონე პაციენტებში. ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 2.

მეორე კვლევისას, რომლის დროსაც აღინიშნებოდა მყარი სიმსივნეები, გარდა მკერდის ან პროსტატის კიბოსი, 4 მგ ზოლედრონის მჟავა მნიშვნელოვნად ამცირებდა ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების მქონე პაციენტთა პროპორციას, აყოვნებდა პირველი ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენის საშუალო დროს >2 თვით და ამცირებდა ჩონჩის ავადობის სიხშირეს. მრავალი მოვლენის ანალიზმა აჩვენა ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების რისკის 30.7%-ით შემცირება 4 მგ ზოლედრონის მჟავას ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობის შედეგები მოცემულია ცხრილში 3.

ცხრილი 2: ეფექტურობის შედეგები (პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰორმონულ თერაპიაზე)

ნებისმიერი ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენა (SRE) (+სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემია/TIH)

მოტეხილობები*

ძვალზე სხივური თერაპია

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

N

214

208

214

208

214

208

ჩდმ-ს მქონე პაციენტთა პროპორცია (%)

38

49

17

25

26

33

p-მნიშვნელობა

0,028

0,052

0,119

ჩდმ-ს განვითარების საშუალო დრო (დღე)

488

321

ა/მ

ა/მ

ა/მ

640

p-მნიშვნელობა

0,009

0,020

0,055

ჩონჩხის ავადობის სიხშირე

0,77

1,47

0,20

0,45

0,42

0,89

p-მნიშვნელობა

0,005

0,023

0,060

მრავალი მოვლენის განვითარების რისკის შემცირება** (%)

36

-

ა/გ

ა/გ

ა/გ

ა/გ

p-მნიშვნელობა

  • 002

ა/გ

ა/გ

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • *მოიცავს ყველა ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეული მოვლენის განვითარების დროს ცდის განმავლობაში

ა/მ არ მიიღწევა

ა/გ არ გამოიყენება

ცხრილი 3: ეფექტურობის შედეგები (მკვრივი სიმსივნეები, გარდა მკერდის ან პროსტატის კიბოს)

ნებისმიერი ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენა (SRE) (+სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემია)

მოტეხილობები*

ძვალზე სხივური თერაპია

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

N

257

250

257

250

257

250

SRE-ს მქონე პაციენტთა პროპორცია (%)

39

48

16

22

29

34

p-მნიშვნელობა

0,039

0,064

0,173

SRE-ს განვითარების საშუალო დრო (დღე)

236

155

ა/მ

ა/მ

424

307

p-მნიშვნელობა

0,009

0,020

0,079

ჩონჩხის ავადობის სიხშირე

1,74

2,71

0,39

0,63

1,24

1,89

p-მნიშვნელობა

0,012

0,066

0,099

მრავალი მოვლენის განვითარების რისკის შემცირება** (%)

  • 7

-

ა/გ

ა/გ

ა/გ

ა/გ

p-მნიშვნელობა

  • 003

ა/გ

ა/გ

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • *მოიცავს ყველა ძვლოვან სისტემასთან მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეული მოვლენის განვითარების დროს ცდის განმავლობაში

ა/მ არ მიიღწევა

ა/გ არ გამოიყენება

მესამე ფაზის რანდომიზებული, ორმაგი ბრმა ცდის დროს, ზოლედრონის მჟავა 4 მგ ან 90 მგ პამიდრონატი ყოველ 3-4 კვირაში შედარებულ იქნა მრავალი მიელომის ან მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში მინიმუმ ერთი ძვლის დაზიანებით. შედეგებმა აჩვენა, რომ ზოლედრონის მჟავა 4 მგ უფრო ეფექტურია ვიდრე 90 მგ პამიდრონატი ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის. მრავალი მოვლენის ანალიზმა აჩვენა რისკის მნიშვნელოვანი შემცირება იმ პაციენტთა 16%-ში, რომლებიც იღებდნენ 4 მგ ზოლედრონის მჟავას, პამიდრონატის მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 4.

ცხრილი 4: ეფექტურობის შედეგები (მკერდის კიბოს და მრავალჯერადი მიელომას მქონე პაციენტები)

ნებისმიერი ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული (SRE) მოვლენა (+სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემია)

მოტეხილობები*

ძვალზე სხივური თერაპია

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ 90 მგ

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ 90 მგ

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ 90 მგ

N

561

555

561

555

561

555

SRE-ს მქონე პაციენტთა პროპორცია (%)

48

52

37

39

19

24

p-მნიშვნელობა

  • 198
  • 653
  • 037

ჩდმ-ს განვითარების საშუალო დრო (დღე)

376

356

ა/მ

714

ა/მ

ა/მ

p-მნიშვნელობა

0,151

0,672

0,026

ჩონჩხის ავადობის სიხშირე

1,04

1,39

0,53

0,60

0,47

0,71

p-მნიშვნელობა

0,084

0,614

0,015

მრავალი მოვლენის განვითარების რისკის შემცირება** (%)

16

-

ა/გ

ა/გ

ა/გ

ა/გ

p-მნიშვნელობა

  • 030

ა/გ

ა/გ

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • *მოიცავს ყველა ჩონჩხისმიერ მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეული მოვლენის განვითარების დროს ცდის განმავლობაში

ა/მ არ მიიღწევა

ა/გ არ გამოიყენება

ზოლედრონის მჟავა 4 მგ შესწავლილი იყო ასევე ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული ცდის ფარგლებში 228 პაციენტის მონაწილეობით, რომლებშიც დოკუმენტურად დადსტურებული იყო მკერდის კიბოთი გამოწვეული მეტასტაზები ძვლებზე. მიზანი იყო 4 მგ ზოლედრონის მჟავას მოქმედების შეფასება ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირის კოეფიციენტზე, რომელიც გამოითვლებოდა, როგორც ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების საერთო რაოდენობა (გარდა ჰიპერკალცემიისა და კორექტირებული წინა მოტეხილობისთვის), გაყოფილი საერთო რისკის პერიოდზე. პაციენტები იღებდნენ ან 4 მგ ზოლედრონის მჟავას ან პლაცებოს ყოველ ოთხ კვირაში ერთი წლის განმავლობაში. პაციენტები თანაბრად იყვნენ განაწილებული ზოლედრონის მჟავათი მკურნალობის და პლაცებოს ჯგუფებს შორის.

ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე (მოვლენები/ადამიანში წელიწადში) იყო 0.628 ზოლედრონის მჟავას ჯგუფში და 1.096 პლაცებოს ჯგუფში. მინიმუმ ერთი ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენის (გარდა ჰიპერკალცემიისა) მქონე პაციენტთა პროპორცია იყო 29.8% ზოლედრონის მჟავას ჯგუფში 49.6%-ის საპირისპიროდ პლაცებოს ჯგუფში (p=0.003). პირველი ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენის დაწყების საშუალო დრო არ იყო მიღწეული ზოლედრონის ჯგუფში კვლევის ბოლოს და მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (p=0,007). ზოლედრონის მჟავა ამცირებდა ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების რისკს 41%-ით მრავალი მოვლენის ანალიზისას (რისკის შეფარდება=0,59, p=0,019) პლაცებოსთან შედარებით.

ზოლედრონის მჟავას ჯგუფში, ტკივილის ქულების მხრივ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (BPI-ის გამოყენებით) აღინიშნა მე-4 კვირას და ყოველ შემდგომ დროის პუნქტზე კვლევის დროს, პლაცებოსთან შედარებით (სურათი 1). ტკივილის ქულა ზოლედრონის მჟავას შემთხვევაში მუდმივად იყო საბაზისო ხაზზე ქვემოთ და ტკივილის შემცირებას თან ახლდა ანალგეზიური საშუალების ქულის შემცირება.

სურათი 1. BPI ქულების საბაზისო ხაზიდან საშუალო ცვლილებები. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობები მონიშნულია მკურნალობის შედარებებს შორის (*p<0,05) ( 4 მგ ზოლედრონის მჟავასა პლაცებოს საპირისპიროდ).

სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის კლინიკური ცდის შედეგები

სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის კლინიკური კვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ ზოლედრონის მჟავას ეფექტი ხასიათდება შრატში კალციუმის და შარდში კალციუმის ექსკრეციით. პირველი ფაზის დოზის კვლევები მსუბუქი-საშუალო სიმძიმის სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის მქონე პაციენტებში, ტესტირებული ეფექტური დოზები იყო დაახლოებით 1,2-2,5 მგ-ს ფარგლებში.

4 მგ ზოლედრონის მჟავს 90 მგ პამიდრონატის საპირისპიროდ ეფექტების შესაფასებლად, სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის მქონე პაციენტთა ორი პივოტური მულტიცენტრული კვლევის შედეგები კომბინირებულ იქნა წინასწარ-დაგეგმილ ანალიზში. აღინიშნა კორექტირებული შრატისმიერი კალციუმის უფრო სწრაფი ნორმალიზაცია მე-4 დღეს 8 მგ ზოლედრონის მჟავას შემთხვევაში და მე-7 დღეს 4 მგ და 8 მგ ზოლედრონის მჟავას შემთხვევაში. გამოვლინდა შემდეგი პასუხები:

ცხრილი 5: სრული მოპასუხეების პროპორცია დღეების მიხედვით სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის კომბინირებული კვლევებისას:

დღე 4

დღე 7

დღე 10

ზოლედრონის მჟავა 4 მგ (N=86)

  • 3% (p=0.104)
  • 6% (p=0.005)*
  • 4%

ზოლედრონის მჟავა 8 მგ (N=90)

  • 6% (p=0.021)*
  • 3% (p=0.010)*
  • 7%

პამიდრონატი 90 მგ (N=99)

  • 3%
  • 6%
  • 7%
  • p-მაჩვენებლები პამიდრონატთან შედარებით

ნორმოკალცემიის საშუალო დრო იყო 4 დღე. რეციდივის (ალბუმინ-კორექტირებული შრატისმიერი კალციუმის ხელახალი მომატება >2.9 მმოლ/ლ) საშუალო დრო იყო 30-40 დღე ზოლედრონის მიმღებ პაციენტებში, ხოლო 17 დღე პამიდრონის მიმღებ პაციენტებში (p-მაჩვენებლები: 0,001 – 4 მგ და 0,007 – 8 მგ ზოლედრონის მჟავას შემთხვევაში). ზოლედრონის მჟავას ორ დოზას შორის არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სტატისტიკური სხვაობები.

კლინიკური ცდებისას, რომლის დროსაც 69 პაციენტში, რომლებშიც აღინიშნა რეციდივი ან მდგრადობა საწყისი მკურნალობის მიმართ (ზოლედრონის მჟავა 4 მგ, 8 მგ ან პამიდრონატი 90 მგ) ხელახლა ჩატარდა მკურნალობა 8 მგ ზოლედრონის მჟავას გამოყენებით. ამ პაციენტებში პასუხის სიხშირე იყო დაახლოებით 52 %. ვინაიდან ამ პაციენტებში ხელახალი მკურნალობა ჩატარდა მხოლოდ 8 მგ დოზით, არ არსებობს მონაცემები 4 მგ ზოლედრონის მჟავას დოზასთან შესადარებლად.

კლინიკური ცდებისას, რომლებიც ჩატარდა სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის მქონე პაციენტებში, უსაფრთხოების საერთო პროფილი სამივე სამკურნალო ჯგუფში (ზოლედრონის მჟავა 4 მგ და 8 მგ და პამიდრონატი 90 მგ) იყო ერთიდაიგივე სახეობებისა და სიმძიმის მხრივ.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ცდების შედეგები მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მკურნალობისას პედიატრიულ პაციენტებში 1-დან 17 წლამდე ასაკის

მძიმე არასრული ოსტეოგენეზის მქონე (ტიპი I, III, IV) პედიატრიული პაციენტების (1-17 წლის ასაკის) მკურნალობისას ინტრავენური ზოლედრონის მჟავას ეფექტები შედარებულ იქნა ინტრავენურ პამიდრონატთან ერთ საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ღია-ეტიკეტის კვლევის დროს 74 და 76 პაციენტით თითოეულ სამკურნალო ჯგუფში, შესაბამისად. კვლევის დროს მკურნალობის პერიოდი იყო 12 თვე, რასაც წინ უძღოდა 4-9 კვირიანი სკრინინგის პერიოდი, რომლის დროსაც D ვიტამინი და ელემენტური კალციუმის დანამატები მიიღებოდა მინიმუმ 2 კვირა. კლინიკურ პროგრამაში 1- <3 წლის პაციენტები იღებდნენ 0,025 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმუმ 0,35 მგ ერთჯერადი დოზა) ყოველ 3 თვეში და 3-17 წლის პაციენტები იღებდნენ 0,05 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმუმ 0,83 მგ ერთჯერადი დოზა) ყოველ 3 თვეში. ჩატარდა გაფართოებული კვლევა ზოლედრონის მჟავას წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ მიღების გრძელვადიანი ზოგადი და თირკმლისმიერი უსაფრთხოების შესამოწმებლად 12-თვიანი გაფართოებული მკურნალობის დროს იმ ბავშვებში, რომლებშიც დასრულდა ერთწლიანი მკურნალობა ზოლედრონის მჟავას ან პამიდრონატის გამოყენებით ძირითადი კვლევისას.

პირველი კვლევის საბოლოო წერტილი იყო მკურნალობის 12 თვის შემდეგ ლუმბალური ხერხემლის ძვლის მინერალური სიმკვრივის საბაზისო ხაზის პროცენტული ცვლილება. ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტები იყო ერთიდაიგივე, მაგრამ ცდის დიზაინი არ იყო საკმარისად ძლიერი, რათა დადგენილი იყო ზოლედრონის მჟავას მაღალი ეფექტიანობა. კერძოდ, არ ყოფილა ეფექტიანობის მკაფიო მტკიცებულება მოტეხილობის ან ტკივილის შემთხვევებზე. ქვემო კიდურებში გრძელი ძვლების მოტეხილობების უარყოფითი მოვლენები აღინიშნა დაახლოებით 24%-ში (მენჯის ძვლის) და ზოლედრონის მჟავათი მკურნალობის ქვეშ მყოფი მყოფ პაციენტთა 14%-ში პამიდრონატით ნამკურნალები მძიმე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტების 12% და 15%-ის საპირისპიროდ, მიუხედავად დაავადების სახეობისა და უბედური შემთხვევებისა, მაგრამ მოტეხილობების საერთო შემთხვევების შედარება ხდებოდა ზოლედრონის მჟავათი და პამიდრონატითი ნამკურნალებ პაციენტებში: 43% (32/74) 41%-ის (31/76) საპირისპიროდ. მოტეხილობის რისკის ახსნა ხდება იმ ფაქტით, რომ მოტეხილობები ხშირია მძიმე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტებში, როგორც დაავადების პროცესის ნაწილი.

ამ პოპულაციაში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების ტიპი მსგავსი იყო ადრე გამოვლენილი ეფექტებისა მოზრდილებში, ძვლის პროგრესირებადი ავთვისებიანი წარმონაქმნით (იხ.პუნქტი 4.8) სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ცხრილში 6. გამოიყენება შემდეგი ტრადიციული კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000-<1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ცხრილი 6. მძიმე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები1

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი:

თავის ტკივილი

დარღვევები გულის მხრივ:

ხშირი:

ტაქიკარდია

რესპირატორული, თორაკიული და მედიასტინალური დარღვევები

ხშირი:

ნაზოფარინგიტი

კუჭ-ნაწლავური დარღვევები

ძალიან ხშირი:

ღებინება, გულისრევა

ხშირი:

მუცლის ტკივილი

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ხშირი:

კიდურების ტკივილი, ართრალგია, ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირი:

პირექსია, დაღლილობა

ხშირი:

მწვავე ფაზის რეაქცია, ტკივილი

გამოკვლევები

ძალიან ხშირი:

ჰიპოკალცემია

ხშირი:

ჰიპოფოსფატემია

1 ჩატარდა <5% სიხშირით განვითარებული უარყოფითი მოვლენების სამედიცინო შეფასება და ნაჩვენები იქნა, რომ ეს შემთხვევები შეესაბამება ზოლედრონის მჟავას კარგად დადასტურებულ უსაფრთხოების პროფილს (იხ. პუნქტი 4.8).

პედიატრიულ პაციენტებში დაუსრულებელი ოსტეოგენეზით, ზოლედრონის მჟავა ასოცირებული იყო მწვავე ფაზის რეაქციის, ჰიპოკალცემიის და აუხსნელი ტაქიკარდიის უფრო გამოხატულ რისკებთან, პამიდრონატთან შედარებით, მაგრამ ეს სხვაობა მცირდებოდა შემდგომი ინფუზიებისას.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი განაცხადა ზოლედრონის მჟავას შემცველი რეფერენს სამკურნალო საშუალების კვლევების შედეგების წარმოდგენაზე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში, სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ და ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის იმ პაციენტებში, ძვლის პროგრესირებადი ავთვისებიანი წარმონაქმნით (იხ. პუნქტი 4.2. პედიატრიულ გამოყენებაზე ინფორმაციისთვის).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

2, 4, 8 და 16 მგ ზოლედრონის მჟავას ერთჯერადი და მრავალჯერადი 5- და 15-წუთიანი ინფუზიებისას ძვლებზე მეტასტაზების მქონე 64 პაციენტში გამოვლინდა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლებიც, როგორც დადგინდა, იყო დამოკიდებული დოზაზე.

ზოლედრონის მჟავას ინფუზიის დაწყების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციები სწრაფად იზრდებოდა, პიკს აღწევდა საინფუზიო პერიოდის ბოლოს, შემდეგ კი აღინიშნა სწრაფი დაქვეითება პიკის <10%-მდე 4 საათის შემდეგ და პიკის <1%-მდე 24 საათის შემდეგ, ძალიან დაბალი კონცენტრაციების შემდგომი ხანგრძლივი პერიოდით, რაც არ აღემატება პიკის 0,1%-ს 28-ე დღეს ზოლედრონის მჟავას მეორე ინფუზიამდე.

ვენებში შეყვანილი ზოლედრონის მჟავა ელიმინირდება ტრიფაზური პროცესით: სწრაფი ბიფაზური გამოსვლა სისტემური ცირკულაციიდან, t1/2α 0,24 და t1/2β 1.87 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით, შემდეგ გრძელი ელიმინაციის ფაზა t1/2γ 146 საათიანი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით. არ აღინიშნა პლაზმაში ზოლედრონის მჟავას აკუმულაცია პრეპარატის მრავალჯერადი დოზების ყოველ 28 დღეში მიღებისას. ზოლედრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და გამოიდევნება უცვლელად თირკმელებით. პირველი 24 საათის განმავლობაში მიღებული დოზის 39+16% აღდგება შარდში, ხოლო დანარჩენი ძირითადად უკავშირდება ძვლოვან ქსოვილებს. ძვლების ქსოვილებიდან გამოთავისუფლდება ძალიან ნელა უკან სისტემურ ცირკულაციაში და ელიმინირდება თირკმლით. საერთო კლირენსი ორგანიზმში შეადგენს 5.04+2.5 ლ/სთ-ს, მიუხედავად დოზისა და მასზე გავლენას არ ახდენს სქესი, ასაკი, რასა და სხეულის წონა. 5 წუთიდან 15 წუთამდე საინფუზიო დროის ზრდის შედეგად აღინიშნა ზოლედრონის მჟავას კონცენტრაციის შემცირება ინფუზიის დასასრულს, მაგრამ არ აღინიშნა ზემოქმედება პლაზმური კონცენტრაციის ფართობზე დროის მრუდის საპირისპიროდ.

ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების პაციენტთაშორისო ვარიაბელობა მაღალი იყო, როგორც სხვა ბისფოსფონატების შემთხვევაში.

არ არსებობს ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ჰიპერკალცემიის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ზოლედრონის მჟავა არ აინჰიბირებს ადამიანის P450 ფერმენტებს ინ ვიტრო, არ ავლენს ბიოტრანსფორმაციას და ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას მიღებული დოზის <3% აღდგა განავალში, რაც მიუთითებს, რომ ღვიძლის ფუნქციას არ აქვს როლი ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკაში.

ზოლედრონის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსი ურთიერთკავშირში იყო კრეატინინის კლირენსთან, თირკმლისმიერი კლირენსი წარმოადგენდა კრეატინინის კლირენსის 75+33%-ს, რამაც აჩვენა საშუალოდ 84+29 მლ/წთ (22-143 მლ/წთ-ს ფარგლებში) კვლევაში მონაწილე კიბოთი დაავადებულ 64 პაციენტში. პოპულაციის ანალიზმა აჩვენა, რომ 20 მლ/წთ (თირკმლის მძიმე უკმარისობა) ან 50 მლ/წთ (საშუალო უკმარისობა) კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, ზოლედრონის მჟავას შესაბამისი საპროგნოზო კლირენსი იქნება 37% ან 72%, შესაბამისად, იმ პაციენტის, რომელშიც კრეატინინის კლირენსი არის 84 მლ/წთ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ).

In vitro კვლევაში ზოლედრონის მჟავამ აჩვენა დაბალი აფინურობა ადამიანის სისხლის უჯრედული კომპონენტების მიმართ, სისხლის პლაზმის კონცენტრაციის საშუალო თანაფარდობა 0,59 კონცენტრაციის დიაპაზონში 30 ნგ/მლ-დან 5000 ნგ/მლ-მდე. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია, შეუკავშირებელი ფრაქცია მერყეობს 60%-დან 2 ნგ/მლ-მდე 77%-მდე ზოლედრონის მჟავას 2000 ნგ/მლ-ზე.

სპეციალური პოპულაციები

პედიატრიული პაციენტები

შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ბავშვებში მძიმე დაუსრულებელი ოსტეოგენეზით აჩვენებს, რომ ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში ანალოგიური მგ/კგ დოზის დონეზე. ასაკი, სხეულის წონა, სქესი და კრეატინინის კლირენსი გავლენას არ ახდენს ზოლედრონის მჟავას სისტემურ ექსპოზიციაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ზოლენტონი

Zolenton

ზოლედრონის მჟავა

Zoledronic acid

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რაც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რა არის ზოლენტონი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ზოლენტონის გამოყენებამდე

ზოლენტონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ზოლენტონი და რისთვის გამოიყენება

ზოლენტონის აქტიური ნივთიერებაა ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფის პრეპარატებს. ზოლედრონის მჟავა უკავშირდება ძვალს და აქვეითებს რეზორბციის სიჩქარეს. ზოლენტონი გამოიყენება:

ძვლებთან დაკავშირებული გართულებების პრევენციისთვის მაგ. მოტეხილობები, მოზრდილებში ძვლებში მეტასტაზების დროს (სიმსივნის გავრცელება პირველადი ლოკალიზაციიდან ძვლებისკენ)

მოზრდილებში კალციუმის დონის რაოდენობის შესამცირებლად სისხლში, როდესაც იგი ძალიან მაღალია სიმსივნის არსებობის გამო. სიმსივნეს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური ძვლის ცვლილება კალციუმის ძვლიდან გამოყოფის მომატებით. მოცემული მდგომარეობა ცნობილია როგორც სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემია (TIH).

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ზოლენტონის მიღებამდე

მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებები.

ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად შეამოწმებს თქვენს რეაქციას მკურნალობაზე.

დაუშვებელია ზოლენტონის მიღება:

ლაქტაციის დროს

თუ ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების (ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლენტონი), ან მოცემული პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზოლენტონის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის პრობლემა.

თუ გაქვთ ან გქონიათ ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვა. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ზოლენტონის მიღებამდე.

თუ იტარებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას, აცნობეთ სტომატოლოგს, რომ იღებთ ზოლენტონს და ასევე მკურნალ ექიმს - სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ.

ზოლენტონით მკურნალობისას დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარული გახეხვის ჩათვლით) და ჩაიტარეთ რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს პირის ღრუს ან კბილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, შეუხორცებადი დაზიანებები ან გამონადენი, ვინაიდან ეს შესაძლოა იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან რადიოთერაპიას, იღებენ სტეროიდებს, იტარებენ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას, არ იმყოფებიან მუდმივი სტომატოლოგიური კონტროლის ქვეშ, აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები, მანამდე იღებდნენ ბისფოსფონატს (ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) შესაძლებელია იმყოფებოდნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.

ზოლენტონის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში კალციუმის შემცირებული დონე (ჰიპოკალცემია) რომელიც ზოგჯერ იწვევს კუნთების კრუნჩხვას, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია), კრუნჩხვა, სპაზმი და კრუნჩხვითი შეკუმშვა (ტეტანია) შეინიშნებოდა მეორადად მწვავე ჰიპოკალცემიის დროს. ზოგჯერ ჰიპოკალცემია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. მსგავსის განვითარებისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ თქვენ უკვე გაქვთ ჰიპოკალცემია, ზოლენტონის პირველი დოზის მიღებამდე, საჭიროა მოხდეს მისი მკურნალობა. თქვენ დაგენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის დანამატების შესაბამისი დოზები.

65 წლის და ზევით ასაკის პაციენტები

ზოლენტონის მიღება შესაძლებელია 65 წლის და ზევით ასაკის პაციენტებში. არ არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საჭიროა რაიმე სახის დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

ბავშვები და მოზარდები

ზოლენტონის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში.

სხვა პროდუქტები და ზოლენტონი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ:

ამინოგლიკოზიდებს (მწვავე ინფექციების სამკურნალოდ), კალციტონინს (პრეპარატების ჯგუფი რომლებიც გამოიყენება პოსტ-მენოპაუზის დროს განვითარებული ოსტეოპოროზის და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვანი შარდმდენები (პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის და შეშუპების სამკურნალოდ), ან სხვა კალციუმის დამაქვეითებელი პრეპარატები, ვინაიდან მათმა ბისფოსფონატებთან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი დაცემა.

თალიდომიდი (სისხლის გარკვეული ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ, მათ შორის ძვლის) ან სხვა პრეპარატების, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ თირკმელი.

სხვა პრეპარატები, რომლებიც ასევე შეიცავენ ზოლედრონის მჟავას, და გამოიყენებიან ოსტეოპოროზის ან ძვლის სხვა არა სიმსივნური წარმოშობის დაავადებების სამკურნალოდ, ან სხვა ბისფოსფონატს, ვინაიდან მოცემული პრეპარატების კომბინირებული ეფექტები ზოლენტონთან ერთად უცნობია.

ანტი-ანგიოგენური პრეპარატები (სიმსივნის სამკურნალოდ), ვინაიდან მათი ზოლედრონის მჟავასთან კომბინაცია ასევე ასოცირდებოდა ყბის ოსტეონეკროზის განვითარებასთან (ONJ).

ორსულობა და ლაქტაცია

დაუშვებელია ზოლენტონის მიღება ორსულობის დროს. აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად.

დაუშვებელია ზოლენტონის მიღება ლაქტაციის დროს.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

იშვიათად შეინიშნებოდა ძილიანობა ზოლენტონის გამოყენებისას. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის, მექანიზმების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რაც საჭიროებს ყურადღებას.

ზოლენტონი შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ფლაკონში (5მლ), ანუ „ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.

ზოლენტონის გამოყენების წესი

ზოლენტონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც გამოცდილია ბისფოსფონატების ინტრავენურ გამოყენებაში.

ექიმი გირჩევთ, რომ დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი ყოველი მკურნალობის წინ დეჰიდრატაციის პრევენციისთვის.

დაიცავით ექიმის, მედდის ან ფარმაცევტის მიერ გაცემული ყველა ინსტრუქციები.

ზოლენტონის დოზირება

ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზაა 4 მგ.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმლის პრობლემის სიმწვავის მიხედვით.

ზოლენტონის მიღების სიხშირე

ძვლებში მეტასტაზების არსებობასთან დაკავშირებული გართულებების პრევენციის მიზნით მკურნალობის დროს ინიშნება ზოლენტონის ინფუზია ყოველ 3-4 კვირაში.

სისხლში კალციუმის დონის შესამცირებლად მკურნალობისას მიიღება ზოლენტონის ერთი ინფუზია.

ზოლენტონის მიღების წესი

ზოლენტონი მიიღება წვეთოვანი ინფუზიით ვენაში, რომელიც უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 15 წუთი და მიიღება ერთჯერადი ინტრავენური ხსნარის სახით ცალკე საინფუზიო ხაზით.

პაციენტებში, რომელთაც სისხლში კალციუმის დონე არ აქვთ ძალიან მაღალი, ასევე ენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის დანამატები ყოველდღიურად.

თუ მიიღებთ ზოლენტონის საჭიროზე მეტ დოზას

რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი. ვინაიდან, შესაძლებელია განვითარდეს ელექტროლიტების დარღვევა შრატში(მაგ. კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილება, მათ შორის თირკმლის მწვავე დისფუნქცია. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს კალციუმის ინფუზია.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი მოვლენები მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.

აცნობეთ ექიმს შემდეგი სახის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ:

ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10 - დან 1 პაციენტში):

თირკმლის მწვავე დისფუნქცია (განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის გარკვეული ანალიზის მეშვეობით).

სისხლში კალციუმის დაბალი დონე.

არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100 - დან 1 პაციენტში):

პირის, კბილის და/ან ყბის ტკივილი, პირის ღრუში ან ყბაში შეშუპება ან შეუხორცებადი დაზიანებები, გამონადენი, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან გაბუჟება, ან კბილის დაკარგვა. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლენტონის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლედრონის მჟავას მიღებისას პოსტკლიმაქსური ოსტეოპოროზისას. გაურკვეველია ზოლედრონის მჟავა იწვევს თუ არა გულის რითმის დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ.

მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება.

იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის შედეგად: გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია, მეორადი ჰიპოკალცემია)

თირკმლის ფუნქციის დარღვევა სახელწოდებით ფანკონის სინდრომი (ჩვეულებრივ ექიმის მიერ განისაზღვრება შარდის ტესტის მიხედვით )

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10,000-დან 1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის შედეგად: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადად ჰიპოკალცემიის შედეგად).

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი.

იშვიათად გამოვლინდა ყბის გარდა, სხვა ძვლების, განსაკუთრებით მენჯის ან თეძოს ოსტეონეკროზი. თუ ზოლენტონით მკურნალობისას ან მისი დასრულების შემდეგ გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან ტკივილის გამძაფრება, მწვავე ტკივილი ან დაჭიმულობა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ:

ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

სისხლში ფოსფატის დაბალი დონე

ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომი ცხელებით, დაღლილობით, სისუსტით, ძილიანობით, შემცივნებით და ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილით. უმეტესობა შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები ქრება მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა. კონიუნქტივიტი, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია).

არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ● სისხლის დაბალი წნევა ● გულ-მკერდის ტკივილი, ●რეაქციები კანის მხრივ (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გამონაყარი, ქავილი ● სისხლის მაღალი წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, გემოვნების მოშლა, კანკალი, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, ●სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ●სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დონის შემცირება, ექიმი გააკონტროლებს ზემოაღნიშნულს და მიიღებს საჭირო ზომებს. ● წონის მომატება ● მომატებული ოფლიანობა ●ძილიანობა, არამკაფიო მხედველობა, ცრემლდენა, თვალის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ● უეცარი შემცივნება გულის წასვლით, მოთენთილობა ან კოლაფსი, ● სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან ხველებით ● ჭინჭრის ციება;

იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

გულისცემის შესუსტება ● გონების არევა ●პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა, შესაძლოა განვითარდეს იშვიათად. მიმართეთ ექიმს ტკივილის, სისუსტის ან დისკომფორტის შეგრძნებისას ბარძაყში, მენჯ-ბარძაყის ან საზარდულის არეში, რადგან შესაძლებელია იყოს მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შესაძლო ადრეული ჩვენება; ფილტვების ● ინტერსტიციალური დაავადება (ქსოვილის ანთება ფილტვის ალვეოლების გარშემო), ● გაციების მსგავსი სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ართრიტს და სახსრების შეშუპებას, ● თვალის მტკივნეული შეშუპება და /ან შეწითლება.

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10, 000-დან 1 პაციენტში)

დაბალი წნევის გამო გულის წასვლა ●კუნთების, სახსრების და ძვლების მწვავე ტკივილი, რომელსაც ხანდახან იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. თქვენ აგრათვე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ნაციონალური შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ზოლენტონის შენახვის პირობები

ექიმმა, მედდამ ან ფარმაცევტმა იცის, როგორ უნდა მოხდეს ზოლენტონის სათანადოდ შენახვა (იხ. პუნქტი 6)

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ზოლენტონი

აქტიური ნივთიერებაა ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას (უწყლო), რაც შეესაბამება 4.264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატს.

დამატებითი ნივთიერებებია: მანიტოლი (E421), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი (E331), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) pH -კორექციისთვის, ქლორწყალბადმჟავა (E507) pH კორექციისთვის და საინექციო წყალი.

ზოლენტონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ზოლენტონი წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელ კონცენტრატს, არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

ზოლენტონი მოცემულია თხევადი კონცენტრატის სახით ფლაკონში. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

თითოეული შეფუთვა შეიცავს ფლაკონს კონცენტრატით. ზოლენტონი მოცემულია შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 1, 4, 5 ან 10 ფლაკონს.

ყველა შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს გეა

საქართველო, თბილისი, 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. №6

ტელ: +995 32 238 47 66

ფაქსი: +995 32 295 81 54

ელ.ფოსტა: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

Manufacturing site, pactaging site

Sothema

BP №1 Bouskoura, 20180

Morocco

Batch release site:

Synthon Hispania, S.L.

C/Castello, n° 1

Sant Boi De Llobregat 08830 Barcelona, Spain

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

შემდეგი სახის ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

ზოლენტონის მომზადების და მიღების მეთოდი

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას, ზოლენტონის კონცენტრატი (5.0 მლ) შემდგომში უნდა განზავდეს 100 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ უნდა შეიცავდეს კალციუმს ან სხვა ორვალენტიან კათიონებს. ზოლენტონის უფრო დაბალი დოზის საჭიროებისას, პირველ რიგში ამოიღეთ ის მოცულობა, რაც ქვემოთაა მოცემული და შემდეგ განაზავეთ 100მლ საინფუზიო ხსნარში. პოტენციური შეუსაბამობის პრევენციისთვის, საინფიუზო ხსნარი, რომელიც გამოყენებულია განზავებისთვის უნდა იყოს ან 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდი ან 50 მგ/მლ გლუკოზის ხსნარი.

არ შეურიოთ ზოლენტონის კონცენტრატი კალციუმის ან სხვა ორვალენტიან კათიონის შემცველ ხსნარებს, როგორიცაა რინგერის ლაქტატის ხსნარი.

ზოლენტონის შემცირებული დოზებით მომზადების ინსტრუქციები: ამოიღეთ თხევადი კონცენტრატის სათანადო მოცულობა შემდეგნაირად:

  • 4 მლ 3.5 მგ დოზისთვის
  • 1 მლ 3.3 მგ დოზისთვის
  • 8 მლ 3.0 მგ დოზისთვის

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნარჩენი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს და არ აქვს ფერი შეცვლილი. უნდა დაიცვათ ასეპტიკური პირობები ინფუზიის მომზადებისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდა მიღებული ხსნარის დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის პირობებზე და ვადის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2-8°C-ზე შენახვისას. მაცივარში შენახული ხსნარი გამოყენებამდე უნდა გამოიტანოთ ოთახის ტემპერატურაზე.

ზოლედრონის მჟავას შემცველი ხსნარი მიიღება 15 - წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ცალკე საინფუზიო ხაზით. პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი უნდა შეფასდეს ზოლენტონის გამოყენებამდე და შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ სათანადოდ არის ჰიდრატირებული.

პოლივინილქლორიდის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის საინფუზიო ხაზების სხვადასხვა ტიპებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ზოლედრონის მჟავასთან შეუსაბამობა.

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ზოლედრონის მჟავას შეთავსებადობაზე სხვა ინტრავენური გამოყენების ნივთიერებებთან, ზოლენტონის შერევა სხვა პრეპარატებთან /ნივთიერებებთან დაუშვებელია და მისი მიღება უნდა მოხდეს ცალკე საინფუზიო ხაზით.

ზოლენტონის შენახვის პირობები

შეინახეთ ზოლენტონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ზოლენტონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ზოლენტონის განზავებული საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა