Osporil 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარი
Osporil® 4mg/100ml oldatos infúzió
ოსპორილის აქტიური სუბსტანცია არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების სახელით ცნობილი სუბსტანციების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა ეკვრის ძვალს და ანელებს ძვლის ცვლილების სიჩქარეს. ის გამოიყენება: ძვლის გართულებების პრევენციისათვის, მაგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ზოლედრო (zoledronic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- SM FARMACEUTICI SRL, იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043708
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2025, მოქმედებს 28 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
Osporil 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოსპორილის აქტიური სუბსტანცია არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების სახელით ცნობილი სუბსტანციების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა ეკვრის ძვალს და ანელებს ძვლის ცვლილების სიჩქარეს. ის გამოიყენება:
ძვლის გართულებების პრევენციისათვის, მაგ. მოტეხილობების პრევენციისათვის, ძვალზე მეტასტაზების მქონე მოზრდილ პაციენტებში (კიბოს გავრცელება პირველადი უბნიდან ძვლებზე).
სისხლში კალციუმის რაოდენობის შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში, როდესაც კალციუმის რაოდენობა ძალიან მაღალია სიმსივნის გამო. სიმსივნემ შეიძლება დააჩქაროს ძვლის ცვლილება, რაც გამოიხატება ძვლიდან კალციუმის გამოყოფის გაზრდით. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემია.
მიღების წესი და დოზირება
ოსპორილის პაციენტებისათვის გაკეთება უნდა მოხდეს ვენაში ბისფოსფონატების შეყვანაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.
ექიმი გირჩევთ, რომ დეჰიდრატაციის პრევენციისათვის ყოველი მკურნალობის წინ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
ყურადღებით დაიცავით თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ყველა სხვა მითითება.
რა რაოდენობის ოსპორილი გამოიყენება
ჩვეულებრივი ერთჯერადი დოზა არის 4 მგ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა, ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმლის პრობლემის სიმძიმის გათვალისწინებით.
რა სიხშირით გამოიყენება ოსპორილი
თუ გადიხართ მკურნალობას ძვლებზე არსებული მეტასტაზებით გამოწვეული ძვლის გართულებების პრევენციისათვის, ოსპორილის ერთი ინფუზია გაგიკეთდებათ ყოველ სამ-ოთხ კვირაში.
თუ გადიხართ მკურნალობას სისხლში კალციუმის დონის დასაწევად, ჩვეულებრივ გაგიკეთდებათ ოსპორილის ერთი ინფუზია.
როგორ გამოიყენება ოსპორილი
ოსპორილი კეთდება ვენაში წვეთებით შეყვანის გზით (ინფუზიით), რაც უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი და მიღებული უნდა იყოს ერთჯერადი ინტრავენური ხსნარის სახით ცალკე საინფუზიო ხაზით.
იმ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი დონეები, შეიძლება ასევე დაენიშნოთ კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები ყოველ დღე მისაღებად.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ოსპორილი
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს შრატისმიერი ელექტროლიტების დარღვევები (მაგ. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონეების დარღვევები) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შეიძლება ინფუზიით მოხდეს დამატებითი კალციუმის შეყვანა.
სიფრთხილის ზომები
ყურადღებით დაიცავით ექიმის ყველა მითითება.
ოსპორილით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს და რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თქვენს რეაქციას მკურნალობის მიმართ.
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ოსპორილი:
თუ ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატის (სუბსტანციების ჯგუფი, რომელსაც ოსპორილი მიეკუთვნება) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების ჩამონათვალი მოცემულია ნაწილში 6).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოსპორილის მიღებამდე უთხარით ექიმს:
თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის პრობლემა
თუ გაქვთ ან გქონდათ ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილის მორყევა. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კბილების გამოკვლევა პრეპარატ ოსპორილით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ ჩაიტაროთ ქირურგიული მკურნალობა კბილზე, უთხარით სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ ოსპორილით, ასევე აცნობეთ ექიმს სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ.
ოსპორილით მკურნალობის დროს, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (მათ შორის კბილების რეგულარული გაწმენდა) და მიიღოთ გეგმიური სტომატოლოგიური შემოწმება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუსთან ან კბილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა, მაგ. კბილების დაკარგვა, ტკივილი და შესიება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება ან გამონადენი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის ოსტეონეკროზის ნიშანი.
პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის ან/და რადიოთერაპიის კურსს, იღებენ სტეროიდებს, იტარებენ კბილის ქირურგიულ ოპერაციას, არ ღებულობენ გეგმიურ სტომატოლოგიურ გამოკვლევას, ვისაც აქვს ღრძილების დაავადება, არის მწეველი, პირები რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით (გამოიყენება ძვლების დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის), შესაძლოა ქონდეთ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი ალბათობა.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ზოლედრონის მჟავით, დაფიქსირდა სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დაბალი დონე (ჰიპოკალცემია), რომელიც ხანდახან იწვევს კუნთების სპაზმს, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. არარეგულარული პულსი (არითმია), გულყრა, სპაზმი და კანკალი (ტეტანია) დაფიქსირდა მეორადად ძლიერი ჰიპოკალცემიის გამო. ზოგ შემთხვევაში ჰიპოკალცემია შეიძლება იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ ჰიპოკალცემია, ოსპორილის პირველი დოზის მიღებამდე საჭიროა ჰიპოკალცემიის მკურნალობა. თქვენ უნდა დაგენიშნოთ კალციუმის და ვიტამინ D-ს საკვები დანამატები.
პაციენტები 65 წლის ზემოთ
ოსპორილი გამოიყენება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. არ არსებობს რაიმე დამატებითი სიფრთხილის ზომების გამოყენების საჭიროება.
ბავშვები და მოზარდები
ოსპორილი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს, თუ ასევე იღებთ:
ამინოგლიკოზიდებს (მძიმე ინფექციების სამკურნალო პრეპარატები), კალციტონინს (პრეპარატის ტიპი, რომელიც გამოიყენება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვან დიურეზულებს (პრეპარატის ტიპი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და შეშუპების სამკურნალოდ) და სხვა კალციუმის დასაქვეითებელ პრეპარატებს, ვინაიდან ამ პრეპარატების და ბისფოსფონატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის ძალიან დაბლა დაწევა.
თალიდომიდი (ძვლის ჩართულობით სისხლის კიბოს გარკვეული სახეობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) ან სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელები.
ზოლედრონის მჟავას შემცველი სხვა პრეპარატები და ოსტეოპოროზის და ძვლის არაკიბოსმიერი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები ან სხვა ნებისმიერი ბისფოსფონატი, ვინაიდან ოსპორილთან ერთად მიღებული ამ პრეპარატების კომბინირებული ეფექტები ცნობილი არ არის.
ანტიანგიოგენური პრეპარატები (კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული), ვინაიდან მათი კომბინაცია ზოლედრონის მჟავასთან ასოცირებულია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ოსპორილი არ გამოიყენება ორსულობის დროს. უთხარით ექიმს, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
ოსპორილი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოსპორილის გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისას ან ისეთი საქმიანობის შესრულებებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების სრულ კონცენტრაციას.
ოსპორილი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 100 მლ-იან ფლაკონში, ე.ი. არსებითად “ნატრიუმის გარეშე”.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ არის ზომიერი ხასიათის და სავარაუდოდ გაივლის მალე.
დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტის შესახებ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ჩვეულებრივ დგინდება ექიმის მიერ გარკვეული სპეციფიკური სისხლის ანალიზებით)
სისხლში კალციუმის დაბალი დონე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
პირის, კბილების და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება და შეუხორცებელი წყლულები პირის ღრუში, ან ყბაზე, გამონადენი, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს და სტომატოლოგს, თუ აღინიშნა ამგვარი სიმპტომები ოსპორილით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ.
არარეგულარული გულის რითმი (წინაგულის ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის გამო. დღეისათვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა ამგვარ არარეგულარულ გულის რითმს, მაგრამ ექიმს უნდა უთხრათ, თუ განვითარდა ამგვარი სიმპტომები ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ.
მძიმე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კალციუმის დაბალი დონის გართულების სახით: არითმია (ჰიპოკალცემიით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა).
ფალკონის სინდრომის სახელით ცნობილი თირკმლის დისფუნქცია (როგორც წესი თქვენი ექიმი დაადგენს ზოგიერთი ტესტის საშუალებით).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კალციუმის დაბალი დონის გართულების სახით: გულყრა, გაბუჟება და ტეტანია (ჰიპოკალცემიის გამო).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, გამონადენი ყურიდან და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი.
ოსტეონეკროზი შეიძლება ძალიან იშვიათად აღინიშნოს სხვა ძვლებში, ვიდრე ქვედა ყბის, განსაკუთრებით მენჯ-ბარძაყის სახსარში და ბარძაყის ძვალში. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილის აღმოცენება ან გაუარესება, ტკივილი ან შებოჭილობა ოსპორილით მკურნალობის დროს ან მისი შეწყვეტის შემდეგ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლში ფოსფატის დაბალი კონცენტრაცია.

თავის ტკივილი და გრიპისმაგვარი სინდრომი, რომლის ნიშნებია ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, ძილიანობა, გაციება და ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევებში, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის და სიმპტომები გადის მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში).
კუჭ-ნაწლავის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, აგრეთვე მადის დაკარგვა.
კონიუნქტივიტი.
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია).

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დაბალი არტერიული წნევა
ტკივილი გულ-მკერდის არეში
კანის მხრივ რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გამონაყარი, ქავილი.
მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუ, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, გემოს ცვლილება, კანკალი, ხელის მტევნებისა და ტერფების დაბუჟება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე.
სისხლში თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
სისხლში მაგნიუმისა და კალიუმის დაბალი დონეები. რასაც თქვენი ექიმი გააკონტროლებს და მიიღებს აუცილებელ ზომებს.
წონის მომატება.
ჭარბი ოფლიანობა.
ძილიანობა.
მხედველობის დაბინდვა, თვალების ცრემლიანობა, თვალის მგრძნობელობა სინათლეზე.
უეცარი სიცივე გონების დაკარგვით, დაღლილობა ან კოლაფსი.
სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან ხველით.
ურტიკარია.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
გულისცემის შენელება
დაბნეულობა
იშვიათად შეიძლება განვითარდეს თეძოს ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გრძელვადიან მკურნალობაზე ოსტეოპოროზის გამო. დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის შესაძლო მოტეხილობის ადრეული ნიშანი
ფილტვის ალვეოლების გარშემო ქსოვილების ანთება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)
გრიპის მაგვარი სიმპტომები მათ შორის ართრიტი და სახსრის შესიება
თვალის მტკივნეული შეწითლება და/ან შეშუპება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო.
ძვლის, სახსრის და/ან კუნთის ძლიერი ტკივილი, რაც ზოგჯერ იწვევს ფიზიკურ უუნარობას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგილიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნულ ცენტრს Országos Gyógyszerészeti és Élelmezésegészségügyi Intézet, Postafiók 450, H-1372 Budapest, ვებგვერდი: www.ogyei.gov.hu გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
ოსპორილის აქტიური სუბსტანცია არის ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი (E421), ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.
ოსპორილის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ოსპორილი წარმოდგენილია შუშის ფლაკონში ხსნარის სახით. ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა:
1X100მლ
10X100მლ
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოსპორილი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ოსპორილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაუხსნელი ფლაკონი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა არ მოხდეს მიკრობებით დაინფიცირება.
HU_16
თარგმანი სწორია:
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ოსპორილი 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარი
ზოლედრონის მჟავა
დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ოსპორილი 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარი
ზოლედრონის მჟავა
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი; შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. 4 პუნქტი.
ინსტრუქციაში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:
რა არის ოსპორილი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა ვიცოდეთ ოსპორილის მიღებამდე
როგორ გამოიყენება ოსპორილი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ოსპორილი
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ოსპორილი და რისთვის გამოიყენება
ოსპორილის აქტიური სუბსტანცია არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების სახელით ცნობილი სუბსტანციების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა ეკვრის ძვალს და ანელებს ძვლის ცვლილების სიჩქარეს. ის გამოიყენება:
ძვლის გართულებების პრევენციისათვის, მაგ. მოტეხილობების პრევენციისათვის, ძვალზე მეტასტაზების მქონე მოზრდილ პაციენტებში (კიბოს გავრცელება პირველადი უბნიდან ძვლებზე).
სისხლში კალციუმის რაოდენობის შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში, როდესაც კალციუმის რაოდენობა ძალიან მაღალია სიმსივნის გამო. სიმსივნემ შეიძლება დააჩქაროს ძვლის ცვლილება, რაც გამოიხატება ძვლიდან კალციუმის გამოყოფის გაზრდით. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემია.
რა უნდა იცოდეთ ოსპორილის მიღებამდე
ყურადღებით დაიცავით ექიმის ყველა მითითება.
ოსპორილით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს და რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თქვენს რეაქციას მკურნალობის მიმართ.
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ოსპორილი:
თუ ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატის (სუბსტანციების ჯგუფი, რომელსაც ოსპორილი მიეკუთვნება) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების ჩამონათვალი მოცემულია ნაწილში 6).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოსპორილის მიღებამდე უთხარით ექიმს:
თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის პრობლემა
თუ გაქვთ ან გქონდათ ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილის მორყევა. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კბილების გამოკვლევა პრეპარატ ოსპორილით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ ჩაიტაროთ ქირურგიული მკურნალობა კბილზე, უთხარით სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ ოსპორილით, ასევე აცნობეთ ექიმს სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ.
ოსპორილით მკურნალობის დროს, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (მათ შორის კბილების რეგულარული გაწმენდა) და მიიღოთ გეგმიური სტომატოლოგიური შემოწმება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუსთან ან კბილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა, მაგ. კბილების დაკარგვა, ტკივილი და შესიება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება ან გამონადენი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის ოსტეონეკროზის ნიშანი.
პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის ან/და რადიოთერაპიის კურსს, იღებენ სტეროიდებს, იტარებენ კბილის ქირურგიულ ოპერაციას, არ ღებულობენ გეგმიურ სტომატოლოგიურ გამოკვლევას, ვისაც აქვს ღრძილების დაავადება, არის მწეველი, პირები რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით (გამოიყენება ძვლების დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის), შესაძლოა ქონდეთ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი ალბათობა.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ზოლედრონის მჟავით, დაფიქსირდა სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დაბალი დონე (ჰიპოკალცემია), რომელიც ხანდახან იწვევს კუნთების სპაზმს, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. არარეგულარული პულსი (არითმია), გულყრა, სპაზმი და კანკალი (ტეტანია) დაფიქსირდა მეორადად ძლიერი ჰიპოკალცემიის გამო. ზოგ შემთხვევაში ჰიპოკალცემია შეიძლება იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ ჰიპოკალცემია, ოსპორილის პირველი დოზის მიღებამდე საჭიროა ჰიპოკალცემიის მკურნალობა. თქვენ უნდა დაგენიშნოთ კალციუმის და ვიტამინ D-ს საკვები დანამატები.
პაციენტები 65 წლის ზემოთ
ოსპორილი გამოიყენება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში. არ არსებობს რაიმე დამატებითი სიფრთხილის ზომების გამოყენების საჭიროება.
ბავშვები და მოზარდები
ოსპორილი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის.
სხვა პრეპარატები და ოსპორილი
უთხარით ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს, თუ ასევე იღებთ:
ამინოგლიკოზიდებს (მძიმე ინფექციების სამკურნალო პრეპარატები), კალციტონინს (პრეპარატის ტიპი, რომელიც გამოიყენება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვან დიურეზულებს (პრეპარატის ტიპი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და შეშუპების სამკურნალოდ) და სხვა კალციუმის დასაქვეითებელ პრეპარატებს, ვინაიდან ამ პრეპარატების და ბისფოსფონატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის ძალიან დაბლა დაწევა.
თალიდომიდი (ძვლის ჩართულობით სისხლის კიბოს გარკვეული სახეობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) ან სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელები.
ზოლედრონის მჟავას შემცველი სხვა პრეპარატები და ოსტეოპოროზის და ძვლის არაკიბოსმიერი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები ან სხვა ნებისმიერი ბისფოსფონატი, ვინაიდან ოსპორილთან ერთად მიღებული ამ პრეპარატების კომბინირებული ეფექტები ცნობილი არ არის.
ანტიანგიოგენური პრეპარატები (კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული), ვინაიდან მათი კომბინაცია ზოლედრონის მჟავასთან ასოცირებულია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევებთან.
ორსულობა და ლაქტაცია
ოსპორილი არ გამოიყენება ორსულობის დროს. უთხარით ექიმს, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
ოსპორილი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ოსპორილის გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისას ან ისეთი საქმიანობის შესრულებებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების სრულ კონცენტრაციას.
ოსპორილი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 100 მლ-იან ფლაკონში, ე.ი. არსებითად “ნატრიუმის გარეშე”.
როგორ გამოიყენება ოსპორილი
ოსპორილის პაციენტებისათვის გაკეთება უნდა მოხდეს ვენაში ბისფოსფონატების შეყვანაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.
ექიმი გირჩევთ, რომ დეჰიდრატაციის პრევენციისათვის ყოველი მკურნალობის წინ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
ყურადღებით დაიცავით თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ყველა სხვა მითითება.
რა რაოდენობის ოსპორილი გამოიყენება
ჩვეულებრივი ერთჯერადი დოზა არის 4 მგ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა, ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმლის პრობლემის სიმძიმის გათვალისწინებით.
რა სიხშირით გამოიყენება ოსპორილი
თუ გადიხართ მკურნალობას ძვლებზე არსებული მეტასტაზებით გამოწვეული ძვლის გართულებების პრევენციისათვის, ოსპორილის ერთი ინფუზია გაგიკეთდებათ ყოველ სამ-ოთხ კვირაში.
თუ გადიხართ მკურნალობას სისხლში კალციუმის დონის დასაწევად, ჩვეულებრივ გაგიკეთდებათ ოსპორილის ერთი ინფუზია.
როგორ გამოიყენება ოსპორილი
ოსპორილი კეთდება ვენაში წვეთებით შეყვანის გზით (ინფუზიით), რაც უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი და მიღებული უნდა იყოს ერთჯერადი ინტრავენური ხსნარის სახით ცალკე საინფუზიო ხაზით.
იმ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი დონეები, შეიძლება ასევე დაენიშნოთ კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები ყოველ დღე მისაღებად.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ოსპორილი
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს შრატისმიერი ელექტროლიტების დარღვევები (მაგ. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონეების დარღვევები) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შეიძლება ინფუზიით მოხდეს დამატებითი კალციუმის შეყვანა.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ არის ზომიერი ხასიათის და სავარაუდოდ გაივლის მალე.
დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტის შესახებ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ჩვეულებრივ დგინდება ექიმის მიერ გარკვეული სპეციფიკური სისხლის ანალიზებით)
სისხლში კალციუმის დაბალი დონე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
პირის, კბილების და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება და შეუხორცებელი წყლულები პირის ღრუში, ან ყბაზე, გამონადენი, ყბის დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს და სტომატოლოგს, თუ აღინიშნა ამგვარი სიმპტომები ოსპორილით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ.
არარეგულარული გულის რითმი (წინაგულის ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის გამო. დღეისათვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა ამგვარ არარეგულარულ გულის რითმს, მაგრამ ექიმს უნდა უთხრათ, თუ განვითარდა ამგვარი სიმპტომები ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ.
მძიმე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კალციუმის დაბალი დონის გართულების სახით: არითმია (ჰიპოკალცემიით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა).
ფალკონის სინდრომის სახელით ცნობილი თირკმლის დისფუნქცია (როგორც წესი თქვენი ექიმი დაადგენს ზოგიერთი ტესტის საშუალებით).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კალციუმის დაბალი დონის გართულების სახით: გულყრა, გაბუჟება და ტეტანია (ჰიპოკალცემიის გამო).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, გამონადენი ყურიდან და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი.
ოსტეონეკროზი შეიძლება ძალიან იშვიათად აღინიშნოს სხვა ძვლებში, ვიდრე ქვედა ყბის, განსაკუთრებით მენჯ-ბარძაყის სახსარში და ბარძაყის ძვალში. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილის აღმოცენება ან გაუარესება, ტკივილი ან შებოჭილობა ოსპორილით მკურნალობის დროს ან მისი შეწყვეტის შემდეგ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლში ფოსფატის დაბალი კონცენტრაცია.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავის ტკივილი და გრიპისმაგვარი სინდრომი, რომლის ნიშნებია ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, ძილიანობა, გაციება და ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევებში, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის და სიმპტომები გადის მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში).
კუჭ-ნაწლავის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, აგრეთვე მადის დაკარგვა.
კონიუნქტივიტი.
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დაბალი არტერიული წნევა
ტკივილი გულ-მკერდის არეში
კანის მხრივ რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გამონაყარი, ქავილი.
მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუ, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, გემოს ცვლილება, კანკალი, ხელის მტევნებისა და ტერფების დაბუჟება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე.
სისხლში თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
სისხლში მაგნიუმისა და კალიუმის დაბალი დონეები. რასაც თქვენი ექიმი გააკონტროლებს და მიიღებს აუცილებელ ზომებს.
წონის მომატება.
ჭარბი ოფლიანობა.
ძილიანობა.
მხედველობის დაბინდვა, თვალების ცრემლიანობა, თვალის მგრძნობელობა სინათლეზე.
უეცარი სიცივე გონების დაკარგვით, დაღლილობა ან კოლაფსი.
სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან ხველით.
ურტიკარია.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
გულისცემის შენელება
დაბნეულობა
იშვიათად შეიძლება განვითარდეს თეძოს ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გრძელვადიან მკურნალობაზე ოსტეოპოროზის გამო. დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის შესაძლო მოტეხილობის ადრეული ნიშანი
ფილტვის ალვეოლების გარშემო ქსოვილების ანთება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)
გრიპის მაგვარი სიმპტომები მათ შორის ართრიტი და სახსრის შესიება
თვალის მტკივნეული შეწითლება და/ან შეშუპება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო.
ძვლის, სახსრის და/ან კუნთის ძლიერი ტკივილი, რაც ზოგჯერ იწვევს ფიზიკურ უუნარობას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგილიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნულ ცენტრს Országos Gyógyszerészeti és Élelmezésegészségügyi Intézet, Postafiók 450, H-1372 Budapest, ვებგვერდი: www.ogyei.gov.hu გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ ინახება ოსპორილი
თქვენი ექიმმა, ექთანმა ან ფარმაცევტმა იციან, თუ როგორ უნდა შეინახოთ ოსპორილი სათანადოდ (იხ. ნაწილი 6).
პირველადი გახსნის შემდეგ, სასურველია ხსნარის დაუყოვნებლივ გამოყენება. თუ ხსნარი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, ის უნდა შეინახოთ მაცივარში 2*-8*C ტემპერატურის პირობებში.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოსპორილი:
ოსპორილის აქტიური სუბსტანცია არის ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი (E421), ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.
ოსპორილის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ოსპორილი წარმოდგენილია შუშის ფლაკონში ხსნარის სახით. ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა:
1X100მლ
10X100მლ
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ეგის ფარმაცეუტიკალს პლს
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
მწარმოებელი:
SM ფარმაცეუტიჩი სრლ
ზონა ინდუსტრიალე – 85050 ტიტო (PZ)
იტალია
ეგის ფარმაცეუტიკალს პლს
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის 118-120
უნგრეთი
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
ისლანდია Osporil 4mg/100ml Innrennslispykkni, lausn
უნგრეთი Osporil 4 mg/100ml oldatos infuzio
სლოვაკეთი Osporil 4 mg/100ml
პოლონეთი Osporil
სავაჭრო ლიცენზიის ნომრები:
OGYI-T-22277/03 1X100მლ საინექციო ამპულა
OGYI-T-22277/04 10X100მლ საინექციო ამპულა
წინამდებარე დანართი ფურცელი ბოლოს შესწორდა – 2020 წლის ნოემბერში.
ინფორმაცია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
როგორ მზადდება და შეიყვანება ოსპორილი
ოსპორილი 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 4მგ ზოლედრონის მჟავას 100მლ გადაუდებელი გამოყენების საინფუზიო ხსნარში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში;
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის: ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა გადაიღვაროს. გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე და ფერის შეცვლის გარეშე. ინფუზიის მომზადების დროს დაცული უნდა იყოს ასეპტიკური ტექნიკები.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გაზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ხსნარის შენახვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-80C-ზე, მიუხედავად იმისა, თუ განზავება მოხდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში. გამოყენების წინ, გაციებული ხსნარის ტემპერატურა უნდა იქნას გათანაბრებული ოთახის ტემპერატურასთან.
ზოლედრონის მჟავას შემცველი ხსნარი არ საჭიროებს სხვა ხსნარებში განზავებას. ხსნარი შეიყვანება ერთჯერადი 15-წუთიანი ინფუზიით ვენაში ცალკე საინფუზიო სისტემით. ოსპორილის შეყვანამდე და ამის შემდეგ უნდა შეფასდეს პაციენტის ჰიდრატაციის მდგომარეობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ჰიდრატირება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ოსპორილი 4მგ/100მლ საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი შემდგომი მომზადების გარეშე. თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის შემცირება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ძვლის მეტასტაზები თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით (საწყისი კრეატინინის კლირენსით 30-60მლ/წთ), რეკომენდებულია დოზის შემცირება. შაინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 1.
ამოიღეთ ფლაკონიდან ოსპორილის ხსნარის მითითებული მოცულობა და ჩაანაცვლეთ თანაბარი მოცულობის სტერილური ნატრიუმის ქლორიდის 9გმ/მლ (0.9%) ან 5% გლუკოზის საინექციო ხსნარში.
ცხრილი 1: ოსპორილი 4მგ/100მლ საინექციო ხსნარების შემცირებული დოზის მომზადება
საბაზისო კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
ამოიღეთ ფლაკონიდან ოსპორილი საინფუზიო ხსნარის შემდეგი რაოდენობა
ჩაანაცვლეთ იმავე რაოდენობის სტერილური ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) ან 5% გლუკოზის საინექციო ხსნარში
შესწორებული დოზა (მგ ზოლედრონის მჟავა 100მლ-ში)
50-60
- 0
- 0
- 5
40-49
- 0
- 0
- 3
30-39
- 0
- 0
- 0
- დოზის გამოთვლა უნდა მოხდეს სამიზნე AUC 0.66-მდე (მგ*სთ/ლ) (CLcr=75მლ/წთ). შემცირებული დოზებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია იგივე AUC მიღწევა, როგორისაც პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 75მლ/წთ.
სხვადასხვა ტიპის საინფუზიო ხაზის, პოლივინილქლორიდის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის შესწავლით არ გამოვლენილა ოსპორილთან შეუთავსებლობა.
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები სხვა ვენებში შესაყვან სუბსტანციებთან ოსპორილის შეუთავსებლობის შესახებ, ოსპორილის შერევა სხვა პრეპარატებთან/სუბსტანციებთან არ შეიძლება და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ცალკე საინფუზიო ხაზით.
როგორ ინახება ოსპორილი
შეინახეთ ოსპორილი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ოსპორილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაუხსნელი ფლაკონი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა არ მოხდეს მიკრობებით დაინფიცირება.
HU_16
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.