პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ზომეტა 4მგ/5მლ

ZOMETA® 4mg/5ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ზომეტა® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ზოლედრონის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვალთან შეკავშირების და ძვლოვანი ქსოვილის ცვლილების შენელების გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოლედრო (zoledronic acid)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Fresenius Kabi Austria GmbH(ავსტრია)), სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043511
რეგისტრირებულია
3 ივლისი 2025, მოქმედებს 3 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ" წარმომადგენლობა საქართველო
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზომეტა 4მგ/5მლ და სხვა წამალი ერთად

ზომეტა 4მგ/5მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზომეტა® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ზოლედრონის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვალთან შეკავშირების და ძვლოვანი ქსოვილის ცვლილების შენელების გზით. ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ძვლებთან დაკავშირებული გართულებების (მაგ.: მოტეხილობა) პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში ძვლის მეტასტაზებით (ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება პირველადი დაზიანებიდან ძვალზე).

ზრდასრულ პაციენტებში სისხლში კალციუმის რაოდენობის შემცირება, რომელიც ძალიან მაღალია სიმსივნის გამო. სიმსივნემ შეიძლება დააჩქაროს ნორმალური ძვლის ცვლილებები, რაც ზრდის ძვლოვანი ქსოვილიდან კალციუმის გათავისუფლებას. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია (TIH).

მიღების წესი და დოზირება

ზომეტას® შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლებსაც აქვთ ბისფოსფონატების ინტრავენურად (ანუ უშუალოდ ვენაში) შეყვანის შესაბამისი ცოდნა.

ექიმი გირჩევთ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი მკურნალობის ყოველი სესიის წინ, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.

მკაცრად დაიცავით ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის ყველა მითითება.

რა რაოდენობით მიიღება ზომეტა®

ჩვეულებრივ ერთ ჯერზე მიიღება 4 მგ დოზა.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმელების დაავადების სიმწვავის მიხედვით.

რამდენად ხშირად მიიღება ზომეტა®

თუ მკურნალობთ ძვლის მეტასტაზების გამო ძვლის გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, სრულდება ზომეტას® ერთი ინფუზია ყოველ სამ-ოთხ კვირაში.

თუ მკურნალობთ სისხლში კალციუმის დონის შესამცირებლად, ჩვეულებრივ სრულდება ზომეტას® მხოლოდ ერთი ინფუზია.

როგორ მიიღება ზომეტა®

ზომეტა® შეჰყავთ წვეთოვნად (ინფუზიის სახით) ვენაში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ცალკე ხსნარის სახით, ცალკე საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

პაციენტებს, რომელთა სისხლში კალციუმის დონე არც თუ ისე მაღალია, ასევე ენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატები ყოველდღიურად.

თუ მიიღეთ ზომეტას® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, საჭიროა ექიმის საგულდაგულო დაკვირვება. ეს დაკავშირებულია შრატში ელექტროლიტების მხრივ დარღვევების (მაგ.: კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილების, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შესაძლებლობასთან. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შეიძლება დაგენიშნოთ კალციუმის პრეპარატი ინფუზიის სახით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ბისფოსფონატების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.

ძუძუთი კვება (იხ. ნაწილი 4.6)

სიფრთხილის ზომები

მკაცრად დაიცავით ექიმის ყველა მითითება.

ზომეტათი® მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზებს და რეგულარულად დააკვირდება თქვენს რეაქციას მკურნალობაზე.

არ უნდა მიიღოთ ზომეტა®:

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

თუ გაქვთ ალერგია ზოლედრონის მჟავის, სხვა ბისფოსფონატების (ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზომეტა®) ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში) მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ზომეტას® მიღებამდე:

თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები.

თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილების მორყევა. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მიმართოთ სტომატოლოგს ზომეტათი® მკურნალობის დაწყებამდე.

თუ მკურნალობთ სტომატოლოგთან ან გეგმავთ სტომატოლოგიურ ოპერაციას, აცნობეთ სტომატოლოგს, რომ იღებთ ზომეტას®, ასევე აცნობეთ ექიმს თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას.

ზომეტათი® მკურნალობის დროს მკაცრად უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარულად გახეხვის ჩათვლით) და რეგულარულად უნდა გაიაროთ პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კონსულტაცია.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და სტომატოლოგს თუ გამოვლინდა პირის ღრუს ან სტომატოლოგიური პრობლემები, როგორიც არის კბილების მორყევა, ტკივილი ან შეშუპება, წყლულები, რომლებიც არ ხორცდება ან გამონადენი, რაც შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს, რეგულარულად არ მიმართავენ სტომატოლოგს, არიან მწეველები ან ადრე იღებდნენ ბისფოსფონატებს (ძვლის დარღვევების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის), რომლებსაც ჩაუტარდათ სტომატოლოგიური ოპერაცია, აქვთ ღრძილების დაავადება, შეიძლება იყვნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალციემია), რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს კუნთების სპაზმები, კანის სიმშრალე, წვის შეგრძნება, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზომეტათი®. დაფიქსირდა არარეგულარული გულის რითმის შემთხვევები (გულის არითმია), კრუნჩხვები, სპაზმები და ტოკვა (ტეტანია) გამოხატული ჰიპოკალციემიის შედეგად. ზოგჯერ ჰიპოკალციემია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ აღინიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ უკვე გაქვთ ჰიპოკალციემია, უნდა მოხდეს მისი კორექტირება ზომეტას® პირველი დოზის მიღებამდე. ექიმი დაგინიშნავთ კალციუმის და D ვიტამინის შემცველ შესაბამის პრეპარატს.

65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები

ზომეტა® შეიძლება დაინიშნოს 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. არ არსებობს მითითებები დამატებითი სიფრთხილის ზომების აუცილებლობის შესახებ.

ბავშვები და მოზარდები

ზომეტას® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ სხვა პრეპარატებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ ასევე იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ამინოგლიკოზიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მწვავე ინფექციების სამკურნალოდ), კალციტონინი (სამკურნალო საშუალების ტიპი, რომელიც გამოიყენება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზისა და ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვანი დიურეტიკები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და შეშუპების სამკურნალოდ) ან კალციუმის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ამ პრეპარატების ბისფოსფონატებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის ძალიან დაქვეითება.

თალიდომიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის კიბოს ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ, რომელიც აზიანებს ძვლებს) ან ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს თირკმელებისთვის.

აკლასტა (პრეპარატი, რომელიც ასევე შეიცავს ზოლედრონის მჟავას და გამოიყენება ოსტეოპოროზისა და ძვლის სხვა არაავთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ) ან ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, ვინაიდან ზომეტასთან® ერთად გამოყენებისას აღნიშნული პრეპარატების ეფექტი უცნობია.

ანტიანგიოგენური პრეპარატები (გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ), რადგან მათი კომბინაცია ზომეტასთან® ასოცირდება ყბის ოსტეონეკროზის (ONJ) რისკის ზრდასთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ არ უნდა მიიღოთ ზომეტა®. აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ ორსულობაზე.

ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღოთ ზომეტა®.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზომეტას® გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა თვლემა და ძილიანობა. შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვისას, მექანიზმებთან მუშაობისას ან ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რომელიც საჭიროებს სრულ ყურადღებას.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. უმეტესად ეს ეფექტები მსუბუქია და სწრაფად ქრება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი:

ხშირი (10-დან <1 პაციენტში):

თირკმელების სერიოზული დაზიანება (ჩვეულებრივ განსაზღვრავს ექიმი სისხლის რიგი სპეციფიური ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით).

სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება.

ნაკლებად ხშირი (100-დან <1-პაციენტში):

ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან შეუხორცებელი წყლულები პირის ღრუში ან ყბის არეში, გამონადენი, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის დაზიანების (ოსტეონეკროზი) ნიშნები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს თუ ზომეტას® მიღებისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა ასეთი სიმპტომები.

არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. დღეისათვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა გულის რითმის ასეთ დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზოლედრონის მჟავის მიღების შემდეგ აღინიშნა ასეთი სიმპტომები.

მწვავე ალერგიული რეაქცია: ქოშინი, შეშუპება, ძირითადად სახის და ყელის.

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის გამო: არარეგულარული გულის რითმი (გულის არითმია, რომელიც მეორადი ხასიათისაა ჰიპოკალციემიასთან მიმართებაში).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც ეწოდება ფანკონის სინდრომი (ჩვეულებრივ განსაზღვრავს ექიმი შარდის ანალიზის შედეგების მიხედვით).

ძალიან იშვიათი (10000-დან <1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის გამო: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადი ხასიათისაა ჰიპოკალციემიასთან მიმართებაში).

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის არეში ძვლების დაზიანების ნიშნები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

ძალიან ხშირი (10-დან >1 პაციენტში):

სისხლში ფოსფატების დონის შემცირება.

ხშირი (10-დან <1 პაციენტში):

თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სინდრომი, მათ შორის ცხელება, ძლიერი დაღლილობა, სისუსტე, ძილიანობა, შემცივნება და ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები სწრაფად ქრება (რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ).

რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა.

კონიუნქტივიტი.

ერითროციტების დაბალი დონე (ანემია).

ნაკლებად ხშირი (100-დან <1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

დაბალი არტერიული წნევა.

ტკივილი გულმკერდის არეში.

კანის რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი, ქავილი.

მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, კანკალი, ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე.

ლეიკოციტების და თრომბოციტების დაბალი დონე.

სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დონის დაქვეითება. ექიმი გაუწევს მონიტორინგს ამ მოვლენების მიმდინარეობას და მიიღებს საჭირო ზომებს.

სხეულის წონის მატება.

ოფლიანობის გაძლიერება.

ძილიანობა.

მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენა, თვალების მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

სიცივის უეცარი შეგრძნება გონების დაკარგვით, მოდუნებით ან კოლაფსით.

ქოშინი ხიხნით ან ხველებით.

ჭინჭრის ციება.

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში):

გულის რითმის შენელება

ცნობიერების არევა.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ოსტეოპოროზს. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, მენჯ-ბარძაყის სახსრის ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის შესაძლო მოტეხილობის ადრეული ნიშნები.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ალვეოლარული პარკების ირგვლივ ქსოვილის ანთება).

გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ართრიტი და სახსრების შეშუპება.

თვალის მტკივნეული სიწითლე და/ან შეშუპება.

ძალიან იშვიათი (10000-დან <1 პაციენტში):

გულის წასვლა არტერიული წნევის დაქვეითების გამო.

ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს შრომისუუნარობა.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელი მითითებულია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ჭარბი დოზა

ზომეტას დოზის ძლიერ გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. დაფიქსირდა ზოლედრონის მჟავის 48 მგ-მდე დოზების შეცდომით მიღების შემთხვევები. პაციენტები, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებულზე მაღალი დოზები (იხ. ნაწილი 4.2) საჭიროებენ ყურადღების დაკვირვებას, რადგან აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) და შრატში ელექტროლიტების (კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ჩათვლით) დარღვევები. ჰიპოკალციემიის შემთხვევაში საჭიროა კალციუმის გლუკონატის ინფუზიები კლინიკური ჩვენების მიხედვით.

შემადგენლობა

რა შედის ზომეტას® შემადგენლობაში

ზომეტას® აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას, რაც შეესაბამება 4,264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატს.

სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

როგორია ზომეტა® გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

ზომეტა® წარმოდგენილია თხევადი კონცენტრატის სახით ფლაკონში. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია კონცენტრატის ფლაკონი. ზომეტა® წარმოდგენილია ინდივიდუალურ შეფუთვაში 1 ან 4 ფლაკონით და მულტიშეფუთვაში 10 (10x1) ფლაკონით. გამოშვების ყველა ფორმა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ზომეტა® ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ზომეტა® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაუხსნელი ფლაკონი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ზომეტას® განზავებული საინფუზიო ხსნარი გამოიყენება დაუყოვნებლივ, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA08

ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება ბისფოსფონატების კლასს და მოქმედებს ძირითადად ძვლებზე. იგი არის ძვლის ოსტეოკლასტური რეზორბციის ინჰიბიტორი.

ძვლებზე ბისფოსფონატების შერჩევითი მოქმედება ეფუძნება მინერალიზებული ძვლის მიმართ მათ ძლიერ აფინურობას, მაგრამ ზუსტი მოლეკულური მექანიზმი, რომელიც იწვევს ოსტეოკლასტური აქტივობის დათრგუნვას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცხოველებში ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში ზოლედრონის მჟავა თრგუნავს ძვლის რეზორბციას ისე, რომ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ძვლის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე.

გარდა იმისა, რომ ზოლედრონის მჟავა არის ძვლის რეზორბციის ძლიერი ინჰიბიტორი, მას ასევე გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო რამდენიმე თვისება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის საერთო ეფექტურობას ძვლის მეტასტაზური დაავადების მკურნალობისას. პრეკლინიკურ კვლევებში გამოვლინდა შემდეგი თვისებები:

In vivo: ძვლის ოსტეოკლასტური რეზორბციის დათრგუნვა, რაც ცვლის ძვლის ტვინის მიკროგარემოს და ნაკლებად ხელსაყრელს ხდის სიმსივნური უჯრედების ზრდისთვის, ანტიანგიოგენური აქტივობა და ტკივილგამაყუჩებელი აქტივობა.

In vitro: ოსტეობლასტების პროლიფერაციის დათრგუნვა, პირდაპირი ციტოსტატიკური და პრო-აპოპტოზური აქტივობა სიმსივნურ უჯრედებზე, სინერგიული ციტოსტატიკური ეფექტი კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, ანტიადჰეზიური/ინვაზიური აქტივობა.

კლინიკური კვლევის შედეგები ძვალთან დაკავშირებული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ძვლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში

პირველ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში შედარდა 4 მგ ზოლედრონის მჟავა და პლაცებო ძვალთან დაკავშირებული მოვლენების (SREs) პროფილაქტიკისთვის პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. 4 მგ ზოლედრონის მჟავამ მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძვალთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი მოვლენა (SRE), >5 თვით გაახანგრძლივა საშუალო დრო პირველი SRE-ის გამოვლენამდე და შეამცირა მოვლენების წლიური სიხშირე თითო პაციენტზე - ძვლებთან დაკავშირებული ავადობის მაჩვენებელი. მრავლობითი მოვლენების ანალიზმა აჩვენა SRE-ის განვითარების რისკის 36%-იანი შემცირება 4 მგ ზოლედრონის მჟავის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 4 მგ ზოლედრონის მჟავას, აღინიშნა ტკივილის ნაკლებად მატება, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში და განსხვავება მნიშვნელოვანი იყო მე-3, მე-9, 21-ე და 24-ე თვეებში. 4 მგ ზოლედრონის მჟავის ჯგუფში უფრო ნაკლებ პაციენტებს აღენიშნათ პათოლოგიური მოტეხილობები. მკურნალობის ეფექტები ნაკლებად გამოხატული იყო ბლასტური დაზიანებების მქონე პაციენტებში. ეფექტურობის შედეგები მოცემულია ცხრილში 2.

მეორე კვლევაში სარძევე ჯირკვლის ან პროსტატის კიბოს გარდა სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში 4 მგ ზოლედრონის მჟავამ მნიშვნელოვნად შეამცირა SRE-ის მქონე პაციენტების წილი, >2 თვით გაახანგრძლივა საშუალო დრო პირველი SRE-ის გამოვლენამდე და შეამცირა ძვლებთან დაკავშირებული ავადობის მაჩვენებელი. მრავლობითი მოვლენების ანალიზმა აჩვენა SRE-ის განვითარების რისკის 30.7%-იანი შემცირება 4 მგ ზოლედრონის მჟავის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობის შედეგები მოცემულია ცხრილში 3.

ცხრილი 2: ეფექტურობის შედეგები (პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები ჰორმონალური თერაპიის ფონზე)

ნებისმიერი SRE (+TIH)

მოტეხილობები*

სხივური თერაპია ძვალზე

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

N

214

208

214

208

214

208

SRE-ის მქონე პაციენტების წილი (%)

38

49

17

25

26

33

p-მნიშვნელობა

  • 028
  • 052
  • 119

საშუალო დრო SRE-ის გამოვლენამდე (დღეები)

488

321

NR

NR

NR

640

p-მნიშვნელობა

  • 009
  • 020
  • 055

ძვლებთან დაკავშირებული ავადობის მაჩვენებელი

  • 77
  • 47
  • 20
  • 45
  • 42
  • 89

p-მნიშვნელობა

  • 005
  • 023
  • 060

მრავლობითი მოვლენებით გამოწვეული ტკივილის რისკის შემცირება** (%)

36

-

NA

NA

NA

NA

p-მნიშვნელობა

  • 002

NA

NA

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • * მოიცავს ძვლებთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, ასევე დროს თითოეული მოვლენის გამოვლენამდე კვლევის პერიოდში

NR ვერ იქნა მიღწეული

NA მონაცემები არ არის

ცხრილი 3: ეფექტურობის შედეგები (სოლიდური სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის ან პროსტატის კიბოს გარდა)

ნებისმიერი SRE (+TIH)

მოტეხილობები*

სხივური თერაპია ძვალზე

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პლაცებო

N

257

250

257

250

257

250

SRE-ის მქონე პაციენტების წილი (%)

39

48

16

22

29

34

p-მნიშვნელობა

  • 039
  • 064
  • 173

საშუალო დრო SRE-ის გამოვლენამდე (დღეები)

236

155

NR

NR

424

307

p-მნიშვნელობა

  • 009
  • 020
  • 079

ძვლებთან დაკავშირებული ავადობის მაჩვენებელი

  • 74
  • 71
  • 39
  • 63
  • 24
  • 89

p-მნიშვნელობა

  • 012
  • 066
  • 099

მრავლობითი მოვლენებით გამოწვეული ტკივილის რისკის შემცირება** (%)

  • 7

-

NA

NA

NA

NA

p-მნიშვნელობა

  • 003

NA

NA

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • * მოიცავს ძვლებთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, ასევე დროს თითოეული მოვლენის გამოვლენამდე კვლევის პერიოდში

NR ვერ იქნა მიღწეული

NA მონაცემები არ არის

მესამე III ფაზის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში მოხდა 4 მგ ზოლედრონის მჟავის ან 90 მგ პამიდრონატის ყოველ 3-4 კვირაში შედარება მრავლობითი მიელომის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში მინიმუმ ძვლის ერთი დაზიანებით. შედეგების მიხედვით 4 მგ ზოლედრონის მჟავამ აჩვენა შედარებითი ეფექტურობა 90 მგ პამიდრონატთან შედარებით SRE-ის პროფილაქტიკის თვალსაზრისით. მრავლობითი მოვლენების ანალიზმა გამოავლინა რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 16%-ით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 4 მგ ზოლედრონის მჟავით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პამიდრონატს. ეფექტურობის შედეგები მოცემულია ცხრილში 4.

ცხრილი 4: ეფექტურობის შედეგები (სარძევე ჯირკვლის კიბოს და მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტები)

ნებისმიერი SRE (+TIH)

მოტეხილობები*

სხივური თერაპია ძვალზე

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ

90 მგ

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ

90 მგ

ზოლედრონის მჟავა 4 მგ

პამ 90 მგ

N

561

555

561

555

561

555

SRE-ის მქონე პაციენტების წილი (%)

48

52

37

39

19

24

p-მნიშვნელობა

  • 198
  • 653
  • 037

საშუალო დრო SRE-ის გამოვლენამდე (დღეები)

376

356

NR

714

NR

NR

p-მნიშვნელობა

  • 151
  • 672
  • 026

ძვლებთან დაკავშირებული ავადობის მაჩვენებელი

  • 04
  • 39
  • 53
  • 60
  • 47
  • 71

p-მნიშვნელობა

  • 084
  • 614
  • 015

მრავლობითი მოვლენებით გამოწვეული ტკივილის რისკის შემცირება** (%)

16

-

NA

NA

NA

NA

p-მნიშვნელობა

  • 030

NA

NA

  • მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
  • * მოიცავს ძვლებთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, ასევე დროს თითოეული მოვლენის გამოვლენამდე კვლევის პერიოდში

NR ვერ იქნა მიღწეული

NA მონაცემები არ არის

4 მგ ზოლედრონის მჟავის შესწავლა ასევე მოხდა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში სარძევე ჯირკვლის კიბოდან გამომდინარე დადასტურებული ძვლის მეტასტაზების მქონე 228 პაციენტში, რომლის მიზანი იყო 4 მგ ზოლედრონის მჟავის ეფექტის შეფასება ძვლებთან დაკავშირებული მოვლენების (SRE) სიხშირის თანაფარდობაზე, რომელიც გამოითვლებოდა როგორც SRE მოვლენების (გარდა ჰიპერკალციემიისა და დაკორექტირებული წინა მოტეხილობისას) ჯამური რაოდენობა გაყოფილი რისკის მთლიან პერიოდზე. პაციენტები იღებდნენ 4 მგ ზოლედრონის მჟავას ან პლაცებოს ყოველ ოთხ კვირაში ერთი წლის განმავლობაში. პაციენტები თანაბრად გადანაწილდნენ ზოლედრონის მჟავის და პლაცებოს ჯგუფებში.

SRE-ის მაჩვენებელი (მოვლენები/პაციენტი-წელი) იყო 0.628 ზოლედრონის მჟავისთვის და 1.096 პლაცებოსთვის. პაციენტების წილი სულ მცირე ერთი SRE-ით (ჰიპერკალციემიის გარდა) იყო 29.8% ზოლედრონის მჟავის ჯგუფში და 49.6% პლაცებოს ჯგუფში (p=0.003). პირველი SRE-ს გამოვლენამდე საშუალო დრო არ იქნა მიღწეული კვლევის ბოლოს ზოლედრონის მჟავის ჯგუფში და მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა პლაცებოსთან შედარებით (p=0.007). 4 მგ ზოლედრონის მჟავამ შეამცირა SRE-ის რისკი 41%-ით მრავლობითი მოვლენის ანალიზში (რისკის თანაფარდობა=0.59, p=0.019) პლაცებოსთან შედარებით.

ზოლედრონის მჟავის ჯგუფში ტკივილის მაჩვენებლების (ტკივილის მოკლე კითხვარის გამოყენებით, BPI) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა კვლევის განმავლობაში მე-4 კვირას და დროის ყოველ მომდევნო მონაკვეთში პლაცებოსთან შედარებით (სურათი 1). ზოლედრონის მჟავის შემთხვევაში ტკივილის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო საწყის დონესთან მიმართებაში და ტკივილის შემცირებას თან ახლდა ანალგეტიკების ქულის შემცირების ტენდენცია.

სურათი 1: BPI-ის მაჩვენებლების საშუალო ცვლილებები საწყის მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები აღინიშნება (*p<0.05) მკურნალობების შედარებისას (4 მგ ზოლედრონის მჟავა და პლაცებო)

კვლევის დრო (კვირები)

პლაცებო ∆

ზომეტა

BPI-ის საშუალო ცვლილება საწყისი დონესთან შედარებით

კვლევის დრო (კვირები)

პლაცებო ∆

ზომეტა

BPI-ის საშუალო ცვლილება საწყისი დონესთან შედარებით

სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის (TIH) მკურნალობის კლინიკური კვლევის შედეგები

სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის (TIH) კლინიკური კვლევების მიხედვით ზოლედრონის მჟავის მოქმედებას ახასიათებს შრატში კალციუმის დონის და შარდში კალციუმის ექსკრეციის შემცირება. I ფაზის დოზის შერჩევის კვლევებში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და ზომიერი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია (TIH), ეფექტური დოზები იყო დაახლოებით 1.2-2.5 მგ დიაპაზონში.

90 მგ პამიდრონატთან შედარებით 4 მგ ზოლედრონის მჟავის ეფექტის შეფასების მიზნით TIH-ის მქონე პაციენტებში ჩატარებული ორი ძირითადი მულტიცენტრული კვლევის შედეგები გაერთიანდა წინასწარ დაგეგმილ ანალიზში. დაფიქსირდა შრატში კალციუმის კორექტირებული დონის უფრო სწრაფად ნორმალიზება მე-4 დღეს 8 მგ ზოლედრონის მჟავის შემთხვევაში და მე-7 დღეს 4 მგ და 8 მგ ზოლედრონის მჟავის შემთხვევაში. აღინიშნა რეაგირების შემდეგი მაჩვენებლები:

ცხრილი 5: პაციენტების წილი დღეების მიხედვით, რომლებსაც აღენიშნათ სრული თერაპიული ეფექტი TIH-ის კომბინირებულ კვლევებში

დღე 4

დღე 7

დღე 10

ზოლედრონის მჟავა 4 მგ (N=86)

  • 3% (p=0.104)
  • 6% (p=0.005)*
  • 4% (p=0.002)*

ზოლედრონის მჟავა 8 მგ (N=90)

  • 6% (p=0.021)*
  • 3% (p=0.010)*
  • 7% (p=0.015)*

პამიდრონატი 90 მგ (N=99)

  • 3%
  • 6%
  • 7%
  • p-მნიშვნელობა პამიდრონატთან შედარებით

კალციუმის ნორმალური კონცენტრაციის (ნორმოკალციემია) დაფიქსირებამდე საშუალო დრო იყო 4 დღე. რეციდივის დაფიქსირებამდე (შრატში ალბუმინით კორექტირებული კალციუმის დონის ხელახალი მატება 2.9 მმოლი/ლ) საშუალო დრო იყო 30-დან 40 დღემდე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრონის მჟავით, ხოლო 17 დღე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 90 მგ პამიდრონატს (p-მნიშვნელობები: 0.001 - 4 მგ და 0.007 - 8 მგ ზოლედრონის მჟავისთვის). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ზოლედრონის მჟავის ორ დოზას შორის.

კლინიკურ კვლევებში 69 პაციენტს, რომლებსაც აღენიშნათ რეციდივი ან არ ექვემდებარებოდნენ საწყის მკურნალობას (4 მგ, 8 მგ ზოლედრონის მჟავა ან 90 მგ პამიდრონატი), განმეორებით მკურნალობდნენ 8 მგ ზოლედრონის მჟავით. აღნიშნულ პაციენტებში მკურნალობაზე რეაგირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 52%. ვინაიდან ეს პაციენტები განმეორებით მკურნალობდნენ მხოლოდ 8 მგ დოზით, არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც იძლევა 4 მგ ზოლედრონის მჟავის დოზასთან შედარების საშუალებას.

სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის (TIH) მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების საერთო პროფილი სამივე სამკურნალო ჯგუფს შორის (4 და 8 მგ ზოლედრონის მჟავა და 90 მგ პამიდრონატი) მსგავსი იყო ტიპისა და სიმწვავის მიხედვით.

პედიატრიული პოპულაცია

მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მკურნალობის კლინიკური კვლევის შედეგები 1-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში

მწვავე არასრული ოსტეოგენეზის (ტიპები I, III და IV) მქონე პედიატრიული პაციენტების (1-17 წლის) მკურნალობისას ზოლედრონის მჟავის ეფექტი ინტრავენურად შეყვანისას შედარდა პამიდრონატის ინტრავენურად შეყვანისას დაფიქსირებულ ეფექტს ერთ საერთაშორისო, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ღია კვლევაში, თითოეულ სამკურნალო ჯგუფში იყო 74 და 76 პაციენტი. კვლევაში მკურნალობის პერიოდი იყო 12 თვე, რომელსაც წინ უძღოდა 4-9 კვირიანი სკრინინგის პერიოდი, რომლის დროსაც მიიღებოდა D ვიტამინი და ელემენტარული კალციუმის დანამატები მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. კლინიკურ პროგრამაში 1 - <3 წლის პაციენტები იღებდნენ 0.025 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 0.35 მგ-მდე) ყოველ 3 თვეში და 3-17 წლის პაციენტები იღებდნენ 0.05 მგ/კგ ზოლედრონის მჟავას (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 0.83 მგ-მდე) ყოველ 3 თვეში. ჩატარდა გაფართოებული კვლევა, რომ გამოეკვლიათ 12 თვიანი გახანგრძლივებული მკურნალობის პერიოდში ზოლედრონის მჟავის წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ მიღებისას ხანგრძლივი უსაფრთხოების პროფილი ზოგადი მდგომარეობის და თირკმელების მხრივ ბავშვებში, რომლებმაც დაასრულეს ზოლედრონის მჟავით ან პამიდრონატით მკურნალობის ერთი წელი ძირითად კვლევაში.

კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ხერხემლის წელის სეგმენტის ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) პროცენტული ცვლილება საწყის დონესთან შედარებით მკურნალობის 12 თვის შემდეგ. მკურნალობის სავარაუდო ეფექტები BMD-ზე მსგავსი იყო, მაგრამ კვლევის სქემა არ იყო იმდენად სანდო, რომ დაედგინა ზოლედრონის მჟავის არასრულფასოვანი ეფექტურობა. კერძოდ, არ ფიქსირდებოდა მოტეხილობის ან ტკივილის სიხშირის მხრივ ეფექტურობის დამაჯერებელი მტკიცებულება. ქვედა კიდურების გრძელი ძვლების მოტეხილობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ზოლედრონის მჟავით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 24%-ში (ბარძაყის ძვალი) და 14%-ში (წვივის ძვალი) პამიდრონატით ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით, რომელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 12%-ს და 5%-ს მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტებში, დაავადების ტიპისა და მიზეზის მიუხედავად, მაგრამ მოტეხილობის საერთო სიხშირე შედარებითი იყო ზოლედრონის მჟავით და პამიდრონატით ნამკურნალებ პაციენტებში: 43% (32/74) vs 41% (31/76). მოტეხილობის რისკის ინტერპრეტირება დამაბნეველია იმის გამო, რომ მოტეხილობები დაავადებასთან დაკავშირებული ხშირი მოვლენებია მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტებში.

აღნიშნულ პოპულაციაში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები მსგავსი იყო მოზრდილებში მანამდე დაფიქსირებული რეაქციებისა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძვლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხ. ნაწილი 4.8). სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ცხრილში 6. გამოიყენება შემდეგი სტანდარტული პირობითობა: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (1/1,000 - <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცხრილი 6: მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები1

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი:

თავის ტკივილი

დარღვევები გულის მხრივ

ხშირი:

ტაქიკარდია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ხშირი:

ნაზოფარინგიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი:

ღებინება, გულისრევა

ხშირი:

მუცლის ტკივილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი:

კიდურების ტკივილი, ართრალგია, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ძალიან ხშირი:

პირექსია, დაღლილობა

ხშირი:

მწვავე ფაზის რეაქცია, ტკივილი

გამოკვლევები

ძალიან ხშირი:

ჰიპოკალციემია

ხშირი:

ჰიპოფოსფატემია

1 გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა <5% სიხშირით, შეფასდა სამედიცინო თვალსაზრისით და გამოვლინდა, რომ ეს შემთხვევები შეესაბამება ზომეტას დადგენილ უსაფრთხოების პროფილს (იხ. ნაწილი 4.8).

მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ზოლედრონის მჟავას სავარაუდოდ უკავშირდება მწვავე ფაზის რეაქციის, ჰიპოკალციემიისა და დაუდგენელი ტაქიკარდიის უფრო გამოხატული რისკები პამიდრონატთან შედარებით, მაგრამ ეს განსხვავება შემცირდა შემდგომი ინფუზიის შემდეგ.

ევროპის წამლის სააგენტომ უარი განაცხადა ძვლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობისთვის და ძვლებთან დაკავშირებული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ზოლედრონის მჟავის გამოყენების კვლევებში პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში დაფიქსირებული შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 4.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ძვლის მეტასტაზების მქონე 64 პაციენტში 2, 4, 8 და 16 მგ ზოლედრონის მჟავის ერთჯერადი და მრავალჯერადი 5- და 15 წუთიანი ინფუზიების შემთხვევაში დაფიქსირდა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლებიც არ აღმოჩნდა დოზაზე დამოკიდებული.

ზოლედრონის მჟავის ინფუზიის დაწყების შემდეგ ზოლედრონის მჟავის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად გაიზარდა, მიაღწია მაქსიმუმს ინფუზიის ბოლოს, რასაც მოჰყვა სწრაფი შემცირება მაქსიმუმის <10%-მდე 4 საათის შემდეგ და მაქსიმუმის <1%-მდე 24 საათის შემდეგ, რასაც მოჰყვა ძალიან დაბალი კონცენტრაციის (არაუმეტეს მაქსიმუმის 0.1%-სა) გახანგრლივებული პერიოდი ზოლედრონის მჟავის მეორე ინფუზიამდე 28-ე დღეს.

ინტრავენურად შეყვანილი ზოლედრონის მჟავა გამოიყოფა სამფაზიანი პროცესით: სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა სისტემური მიმოქცევიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდით t½ 0.24 და t½ 1.87 საათი, რასაც მოჰყვება ხანგრძლივი ელიმინაციის ფაზა, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით t½ 146 სთ. ყოველ 28 დღეში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ არ დაფიქსირებულა პლაზმაში ზოლედრონის მჟავის აკუმულირება. ზოლედრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. პირველი 24 საათის განმავლობაში შეყვანილი დოზის 39 ± 16% გამოიყოფა შარდში, ხოლო დარჩენილი ნაწილი ძირითადად უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს. ძვლოვანი ქსოვილიდან იგი ძალიან ნელა გამოთავისუფლდება ისევ სისტემურ მიმოქცევაში და გამოიყოფა თირკმელებით. საერთო კლირენსი არის 5.04 ± 2.5 ლ/სთ, დოზისგან დამოუკიდებლად, ზეგავლენას არ ახდენს სქესი, ასაკი, რასა და სხეულის წონა. ინფუზიის დროის გაზრდამ 5-დან 15 წუთამდე გამოიწვია ზოლედრონის მჟავის კონცენტრაციის 30%-ით შემცირება ინფუზიის ბოლოს, მაგრამ ზეგავლენა არ დაფიქსირებულა პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებულ ფართობზე.

ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების პაციენტებს შორის ცვალებადობა მაღალი იყო, როგორც სხვა ბისფოსფონატების შემთხვევაში.

ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ჰიპერკალციემიის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ზოლედრონის მჟავა არ თრგუნვას ადამიანის P450 ფერმენტებს in vitro პირობებში, არ ავლენს ბიოტრანსფორმაციას და ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში შეყვანილი დოზის <3% გამოიყო ფეკალიებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღვიძლის ფუნქციას არ აქვს მნიშვნელოვანი როლი ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკაში.

ზოლედრონის მჟავის თირკმლისმიერი კლირენსი კორელირდებოდა კრეატინინის კლირენსთან, თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა კრეატინინის კლირენსის 75 33%-ს და საშუალოდ 84 29 მლ/წთ (დიაპაზონი 22-143 მლ/წთ) იყო 64 შესწავლილ ონკოლოგიურ პაციენტში. პოპულაციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ (თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა) ან 50 მლ/წთ (თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაღვევა) ზოლედრონის მჟავის შესაბამისი პროგნოზირებული კლირენსი შეადგენდა კლირენსის 37% ან 72%-ს იმ პაციენტთან მიმართებაში, რომლის კრეატინინის კლირენსი იყო 84 მლ/წთ. მხოლოდ შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

In vitro კვლევაში ზოლედრონის მჟავამ აჩვენა დაბალი აფინურობა ადამიანის სისხლის უჯრედული კომპონენტების მიმართ, სისხლის პლაზმის კონცენტრაციის საშუალო თანაფარდობით 0.59 კონცენტრაციის დიაპაზონში 30 ნგ/მლ - 5000 ნგ/მლ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია, შეუკავშირებელი ფრაქცია მერყეობს 60%-დან (2 ნგ/მლ ზოლედრონის მჟავა) 77%-მდე (2000 ნგ/მლ ზოლედრონის მჟავა).

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პაციენტები

მწვავე არასრული ოსტეოგენეზის მქონე ბავშვებში არსებული შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მიხედვით ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკა 3-17 წლის ბავშვებში მსგავსია მოზრდილებში დაფიქსირებული მონაცემებისა ანალოგიური მგ/კგ დოზების მიღებისას. როგორც ჩანს ასაკი, სხეულის წონა, სქესი და კრეატინინის კლირენსი არ ახდენს გავლენას ზოლედრონის მჟავის სისტემურ ზემოქმედებაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ზომეტა® 4 მგ/5 მლ, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი

ზოლედრონის მჟავა

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცმული აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

რა შედის ინსტრუქციაში:

  • რას წარმოადგენს ზომეტა® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ზომეტას® მიღებამდე
  • ზომეტას® გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ზომეტას® შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ზომეტა® და რისთვის გამოიყენება

ზომეტა® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ზოლედრონის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატების ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვალთან შეკავშირების და ძვლოვანი ქსოვილის ცვლილების შენელების გზით. ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ძვლებთან დაკავშირებული გართულებების (მაგ.: მოტეხილობა) პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში ძვლის მეტასტაზებით (ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება პირველადი დაზიანებიდან ძვალზე).

ზრდასრულ პაციენტებში სისხლში კალციუმის რაოდენობის შემცირება, რომელიც ძალიან მაღალია სიმსივნის გამო. სიმსივნემ შეიძლება დააჩქაროს ნორმალური ძვლის ცვლილებები, რაც ზრდის ძვლოვანი ქსოვილიდან კალციუმის გათავისუფლებას. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია (TIH).

  • რა უნდა იცოდეთ ზომეტას® მიღებამდე

მკაცრად დაიცავით ექიმის ყველა მითითება.

ზომეტათი® მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზებს და რეგულარულად დააკვირდება თქვენს რეაქციას მკურნალობაზე.

არ უნდა მიიღოთ ზომეტა®:

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

თუ გაქვთ ალერგია ზოლედრონის მჟავის, სხვა ბისფოსფონატების (ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზომეტა®) ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში) მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ზომეტას® მიღებამდე:

თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები.

თუ გაქვთ ან გქონდათ ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილების მორყევა. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მიმართოთ სტომატოლოგს ზომეტათი® მკურნალობის დაწყებამდე.

თუ მკურნალობთ სტომატოლოგთან ან გეგმავთ სტომატოლოგიურ ოპერაციას, აცნობეთ სტომატოლოგს, რომ იღებთ ზომეტას®, ასევე აცნობეთ ექიმს თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას.

ზომეტათი® მკურნალობის დროს მკაცრად უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარულად გახეხვის ჩათვლით) და რეგულარულად უნდა გაიაროთ პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კონსულტაცია.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და სტომატოლოგს თუ გამოვლინდა პირის ღრუს ან სტომატოლოგიური პრობლემები, როგორიც არის კბილების მორყევა, ტკივილი ან შეშუპება, წყლულები, რომლებიც არ ხორცდება ან გამონადენი, რაც შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს, რეგულარულად არ მიმართავენ სტომატოლოგს, არიან მწეველები ან ადრე იღებდნენ ბისფოსფონატებს (ძვლის დარღვევების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის), რომლებსაც ჩაუტარდათ სტომატოლოგიური ოპერაცია, აქვთ ღრძილების დაავადება, შეიძლება იყვნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალციემია), რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს კუნთების სპაზმები, კანის სიმშრალე, წვის შეგრძნება, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზომეტათი®. დაფიქსირდა არარეგულარული გულის რითმის შემთხვევები (გულის არითმია), კრუნჩხვები, სპაზმები და ტოკვა (ტეტანია) გამოხატული ჰიპოკალციემიის შედეგად. ზოგჯერ ჰიპოკალციემია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუ აღინიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ უკვე გაქვთ ჰიპოკალციემია, უნდა მოხდეს მისი კორექტირება ზომეტას® პირველი დოზის მიღებამდე. ექიმი დაგინიშნავთ კალციუმის და D ვიტამინის შემცველ შესაბამის პრეპარატს.

65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები

ზომეტა® შეიძლება დაინიშნოს 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. არ არსებობს მითითებები დამატებითი სიფრთხილის ზომების აუცილებლობის შესახებ.

ბავშვები და მოზარდები

ზომეტას® გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და ზომეტა®

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ სხვა პრეპარატებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ ასევე იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ამინოგლიკოზიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მწვავე ინფექციების სამკურნალოდ), კალციტონინი (სამკურნალო საშუალების ტიპი, რომელიც გამოიყენება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზისა და ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვანი დიურეტიკები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და შეშუპების სამკურნალოდ) ან კალციუმის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ამ პრეპარატების ბისფოსფონატებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის ძალიან დაქვეითება.

თალიდომიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის კიბოს ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ, რომელიც აზიანებს ძვლებს) ან ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს თირკმელებისთვის.

აკლასტა (პრეპარატი, რომელიც ასევე შეიცავს ზოლედრონის მჟავას და გამოიყენება ოსტეოპოროზისა და ძვლის სხვა არაავთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ) ან ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, ვინაიდან ზომეტასთან® ერთად გამოყენებისას აღნიშნული პრეპარატების ეფექტი უცნობია.

ანტიანგიოგენური პრეპარატები (გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ), რადგან მათი კომბინაცია ზომეტასთან® ასოცირდება ყბის ოსტეონეკროზის (ONJ) რისკის ზრდასთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ არ უნდა მიიღოთ ზომეტა®. აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ ორსულობაზე.

ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღოთ ზომეტა®.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზომეტას® გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა თვლემა და ძილიანობა. შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვისას, მექანიზმებთან მუშაობისას ან ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რომელიც საჭიროებს სრულ ყურადღებას.

  • ზომეტას® გამოყენების წესი

ზომეტას® შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლებსაც აქვთ ბისფოსფონატების ინტრავენურად (ანუ უშუალოდ ვენაში) შეყვანის შესაბამისი ცოდნა.

ექიმი გირჩევთ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი მკურნალობის ყოველი სესიის წინ, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.

მკაცრად დაიცავით ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის ყველა მითითება.

რა რაოდენობით მიიღება ზომეტა®

ჩვეულებრივ ერთ ჯერზე მიიღება 4 მგ დოზა.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას თირკმელების დაავადების სიმწვავის მიხედვით.

რამდენად ხშირად მიიღება ზომეტა®

თუ მკურნალობთ ძვლის მეტასტაზების გამო ძვლის გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, სრულდება ზომეტას® ერთი ინფუზია ყოველ სამ-ოთხ კვირაში.

თუ მკურნალობთ სისხლში კალციუმის დონის შესამცირებლად, ჩვეულებრივ სრულდება ზომეტას® მხოლოდ ერთი ინფუზია.

როგორ მიიღება ზომეტა®

ზომეტა® შეჰყავთ წვეთოვნად (ინფუზიის სახით) ვენაში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ცალკე ხსნარის სახით, ცალკე საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

პაციენტებს, რომელთა სისხლში კალციუმის დონე არც თუ ისე მაღალია, ასევე ენიშნებათ კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატები ყოველდღიურად.

თუ მიიღეთ ზომეტას® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, საჭიროა ექიმის საგულდაგულო დაკვირვება. ეს დაკავშირებულია შრატში ელექტროლიტების მხრივ დარღვევების (მაგ.: კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილების, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შესაძლებლობასთან. თუ კალციუმის დონე ძალიან დაბალია, შეიძლება დაგენიშნოთ კალციუმის პრეპარატი ინფუზიის სახით.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. უმეტესად ეს ეფექტები მსუბუქია და სწრაფად ქრება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი:

ხშირი (10-დან <1 პაციენტში):

თირკმელების სერიოზული დაზიანება (ჩვეულებრივ განსაზღვრავს ექიმი სისხლის რიგი სპეციფიური ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით).

სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება.

ნაკლებად ხშირი (100-დან <1-პაციენტში):

ტკივილი პირის ღრუში, კბილების ან/და ყბის არეში, შეშუპება ან შეუხორცებელი წყლულები პირის ღრუში ან ყბის არეში, გამონადენი, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის დაზიანების (ოსტეონეკროზი) ნიშნები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს თუ ზომეტას® მიღებისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა ასეთი სიმპტომები.

არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. დღეისათვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა გულის რითმის ასეთ დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზოლედრონის მჟავის მიღების შემდეგ აღინიშნა ასეთი სიმპტომები.

მწვავე ალერგიული რეაქცია: ქოშინი, შეშუპება, ძირითადად სახის და ყელის.

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის გამო: არარეგულარული გულის რითმი (გულის არითმია, რომელიც მეორადი ხასიათისაა ჰიპოკალციემიასთან მიმართებაში).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც ეწოდება ფანკონის სინდრომი (ჩვეულებრივ განსაზღვრავს ექიმი შარდის ანალიზის შედეგების მიხედვით).

ძალიან იშვიათი (10000-დან <1 პაციენტში):

კალციუმის დაბალი დონის გამო: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადი ხასიათისაა ჰიპოკალციემიასთან მიმართებაში).

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის არეში ძვლების დაზიანების ნიშნები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

ძალიან ხშირი (10-დან >1 პაციენტში):

სისხლში ფოსფატების დონის შემცირება.

ხშირი (10-დან <1 პაციენტში):

თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სინდრომი, მათ შორის ცხელება, ძლიერი დაღლილობა, სისუსტე, ძილიანობა, შემცივნება და ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები სწრაფად ქრება (რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ).

რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა.

კონიუნქტივიტი.

ერითროციტების დაბალი დონე (ანემია).

ნაკლებად ხშირი (100-დან <1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

დაბალი არტერიული წნევა.

ტკივილი გულმკერდის არეში.

კანის რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი, ქავილი.

მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, კანკალი, ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე.

ლეიკოციტების და თრომბოციტების დაბალი დონე.

სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დონის დაქვეითება. ექიმი გაუწევს მონიტორინგს ამ მოვლენების მიმდინარეობას და მიიღებს საჭირო ზომებს.

სხეულის წონის მატება.

ოფლიანობის გაძლიერება.

ძილიანობა.

მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენა, თვალების მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

სიცივის უეცარი შეგრძნება გონების დაკარგვით, მოდუნებით ან კოლაფსით.

ქოშინი ხიხნით ან ხველებით.

ჭინჭრის ციება.

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში):

გულის რითმის შენელება

ცნობიერების არევა.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ოსტეოპოროზს. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, მენჯ-ბარძაყის სახსრის ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის შესაძლო მოტეხილობის ადრეული ნიშნები.

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ალვეოლარული პარკების ირგვლივ ქსოვილის ანთება).

გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ართრიტი და სახსრების შეშუპება.

თვალის მტკივნეული სიწითლე და/ან შეშუპება.

ძალიან იშვიათი (10000-დან <1 პაციენტში):

გულის წასვლა არტერიული წნევის დაქვეითების გამო.

ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს შრომისუუნარობა.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელი მითითებულია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • ზომეტას® შენახვის პირობები

ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ იცის თუ როგორ შეინახოს სწორად ზომეტა® (იხ. ნაწილი 6).

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რა შედის ზომეტას® შემადგენლობაში

ზომეტას® აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას, რაც შეესაბამება 4,264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატს.

სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

როგორია ზომეტა® გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

ზომეტა® წარმოდგენილია თხევადი კონცენტრატის სახით ფლაკონში. ერთი ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.

თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია კონცენტრატის ფლაკონი. ზომეტა® წარმოდგენილია ინდივიდუალურ შეფუთვაში 1 ან 4 ფლაკონით და მულტიშეფუთვაში 10 (10x1) ფლაკონით. გამოშვების ყველა ფორმა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ნოვარტის ფარმა აგ (Novartis Pharma AG)

ლიხშტრასე 35. 4056 ბაზელი, შვეიცარია.

მწარმოებელი

ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ (Fresenius Kabi Austria GmbH)

ჰაფნერშტრასე 36, 8055 გრაცი, ავსტრია (დაუფასოებელი (ბალკი), პირველადი შეფუთვა)

შემფუთავი

ლეკ ფარმაცევტიკალს დ.დ. (Lek Pharmaceuticals d.d.)

ვეროვშკოვას ქ.57, ლუბლიანა, 1526 სლოვენია (მეორეული შეფუთვა, სერიის გაშვება)

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

ზომეტას® მომზადების და შეყვანის წესი

4 მგ ზოლედრონის მჟავის შემცველი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატის კონცენტრატი (5,0 მლ) უნდა განზავდეს 100 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმს ან სხვა ორვალენტიან კათიონებს. თუ საჭიროა ზომეტას® უფრო მცირე დოზა, ჯერ ამოიღეთ საჭირო მოცულობა, როგორც მითითებულია ქვემოთ და შემდეგ განაზავეთ 100 მლ საინფუზიო ხსნარში. შესაძლო შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად, საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება განზავების მიზნით, უნდა იყოს 0.9% w/v ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% w/v გლუკოზის ხსნარი.

არ შეურიოთ ზომეტას® კონცენტრატი კალციუმის შემცველ ან სხვა ორვალენტიანი კათიონების შემცველ ხსნარებთან, როგორიც არის რინგერის ლაქტატური ხსნარი.

ზომეტას® შემცირებული დოზების მომზადების წესი:

ამოიღეთ თხევადი კონცენტრატის საჭირო მოცულობა, როგორც მითითებულია ქვემოთ:

4,4 მლ 3,5 მგ დოზისთვის

4,1 მლ 3,3 მგ დოზისთვის

3,8 მლ 3,0 მგ დოზისთვის

განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი მთლიანად უნდა განადგურდეს. შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ხსნარის გამოყენება, რომელიც არის გამჭვირვალე, არ შეიცავს ნაწილაკების და არ აქვს შეცვლილი ფერი. ხსნარის მომზადებისას აუცილებელია ასეპსისის წესების დაცვა.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით განზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, მომხმარებელი პასუხისმგებელია გამოყენებისას შენახვის დროსა და პირობებზე; ჩვეულებრივ, ხსნარი არ უნდა ინახებოდეს 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 2–8 °C ტემპერატურაზე. შეყვანამდე გაცივებული ხსნარი უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე.

ზოლედრონის მჟავის შემცველი ხსნარი შეჰყავთ ცალკე 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, ცალკე საინფუზიო სისტემის მეშვეობით. ზომეტას® შეყვანამდე და შეყვანის შემდეგ უნდა შეფასდეს პაციენტის ჰიდრატაციის სტატუსი სათანადო ჰიდრატაციის უზრუნველყოფის მიზნით.

პოლივინილქლორიდის, პოლიეთილენისა და პოლიპროპილენისგან დამზადებული რამდენიმე ტიპის საინფუზიო სისტემების კვლევებმა არ აჩვენა ზომეტასთან® შეუთავსებლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მონაცემები სხვა ინტრავენურად შესაყვან ნივთიერებებთან ზომეტას® თავსებადობის შესახებ, დაუშვებელია მისი შერევა სხვა პრეპარატებთან/ნივთიერებებთან და შეყვანა უნდა მოხდეს ცალკე საინფუზიო სისტემით.

ზომეტას® შენახვის პირობები

შეინახეთ ზომეტა® ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ზომეტა® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაუხსნელი ფლაკონი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ზომეტას® განზავებული საინფუზიო ხსნარი გამოიყენება დაუყოვნებლივ, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას გვაცნობეთ ელ-ფოსტით: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა