აქტიური ნივთიერების სახით აკლასტა შეიცავს ზოლედრონის მჟავას. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით ბისფოსფონატები და გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში და ზრდასრულ მამაკაცებში, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ზოლედრო (zoledronic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიმერული მასალის (პოლიოლეფინი) ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceuticals d.d (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Fresenius Kabi Austria GmbH(ავსტრია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042537
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2024, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აკლასტა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქტიური ნივთიერების სახით აკლასტა შეიცავს ზოლედრონის მჟავას.
იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით ბისფოსფონატები და გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში და ზრდასრულ მამაკაცებში, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით, და პეჯეტის ძვლის დაავადების სამკურნალოდ ზრდასრულებში.
ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის გათხელებას და შესუსტებას. ის ყველაზე ხშირად გვხვდება პოსტმენოპაუზური პერიოდის ქალებში, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს მამაკაცებშიც. მენოპაუზის დროს ქალის საკვერცხეები წყვეტენ ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნებაში. მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი მასა მცირდება, ძვლები სუსტდება და მეტად მიდრეკილია მოტეხილობებისკენ. ოსტეოპოროზი ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებსა და ქალებში სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ძვლის სიმტკიცეზე. ოსტეოპოროზის მქონე ბევრ პაციენტს არ აქვს სიმპტომები, მაგრამ მაინც ემუქრება ძვლების მოტეხილობა, რადგან მათი ძვლები დასუსტებულია ოსტეოპოროზის გამო. სისხლში სქესობრივი ჰორმონების, ძირითადად ესტროგენების დონის დაქვეითება, რომლებიც წარმოიქმნება ანდროგენებისგან, ასევე თამაშობს როლს მამაკაცებში ძვლის მასის ეტაპობრივ შემცირებაში. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში აკლასტა ამაგრებს ძვლოვან ქსოვილს და, შესაბამისად, ამცირებს მოტეხილობებისადმი მიდრეკილებას. აკლასტა ასევე გამოიყენება პაციენტებში ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის ბოლოდროინდელი მოტეხილობით, რომელიც განვითარდა ისეთი მინიმალური ტრავმის შედეგად, როგორიცაა მაგალითად დაცემა, და შესაბამისად არსებობს ძვლის მომავალი მოტეხილობის რისკი.
პეჯეტის ძვლის დაავადება
ჩვეულებრივ, სხეული იშორებს ძველ ძვლოვან ქსოვილს და ცვლის მას ახლით. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება. პეჯეტის ძვლის დაავადების დროს ძვლის რემოდელირება მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ამასთან, ახალი ძვლოვანი ქსოვილი ფორმირდება არასწორად და ნორმაზე უფრო სუსტია. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია განვითარდეს ძვლების დეფორმაცია და მოიმატოს მტკივნეულობამ, რაც იწვევს მოტეხილობებისადმი მიდრეკილებას. აკლასტა მუშაობს ძვლის სწორი რემოდელირების აღდგენით, ნორმალური ძვლის ქსოვილის ფორმირების მხარდაჭერით და ამით ძვლის სიმტკიცის აღდგენით.
მიღების წესი და დოზირება
აკლასტას გამოყენებამდე პაციენტები სატანადოდ უნდა იყვნენ ჰიდრატირებულნი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის (65 წლის და უფროსი ასაკის) და პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ დიურეზულ თერაპიას.
აკლასტას გამოყენებისას რეკომენდებულია კალციუმის და D ვიტამინის ერთდროული მიღება ადეკვატური დოზებით.
ოსტეოპოროზი
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის, მამაკაცებში ოსტეოპოროზისა და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ხანგრძლივ სისტემურ გლუკოკორტიკოიდულ თერაპიასთან, რეკომენდებული დოზაა 5 მგ აკლასტა ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის სახით, წელიწადში ერთხელ.
ოსტეოპოროზისას ბისფოსფონატებით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
გრძელვადიანი მკურნალობის საჭიროება პერიოდულად უნდა გადაიხედოს, აკლასტას სარგებლიანობისა და პოტენციური რისკების საფუძველზე ცალკეულ პაციენტში, განსაკუთრებით 5 ან მეტი წლის გამოყენების შემდეგ.
პაციენტებში, მინიმალური ტრავმის გამო ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის ბოლოდროინდელი მოტეხილობით, რეკომენდებულია აკლასტას ინფუზიის შეყვანა მოტეხილობის კორექციის შემდეგ არა უადრეს ორი კვირისა (იხ. ნაწილი 5.1). მინიმალური ტრავმის გამო ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის ბოლოდროინდელი მოტეხილობის მქონე პაციენტებისთვის, აკლასტას პირველი ინფუზიის წინ რეკომენდებულია D ვიტამინის დარტყმითი დოზის დანიშვნა 50,000–125,000 სე პერორალურად ან ინტრამუსკულარულად.
პეჯეტის ძვლის დაავადება
პეჯეტის ძვლის დაავადების სამკურნალოდ აკლასტა უნდა დაინიშნოს მხოლოდ ისეთი ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ ამ დაავადების მკურნალობის გამოცდილება. რეკომენდებული დოზა - 5 მგ აკლასტას ერთჯერადი ინტრავენური ინფუზია. პეჯეტის ძვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, აკლასტიის ინფუზიიდან სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, მკაცრად რეკომენდირებულია დამატებით კალციუმის ადეკვატური დოზის მიღება, მინიმუმ 500 მგ ელემენტარული კალციუმი ორჯერ დღეში (იხ. ნაწილი 4.4).
პეჯეტის ძვლის დაავადების განმეორებითი მკურნალობა: პრეპარატ აკლასტათი პეჯეტის ძვლის დაავადების საწყისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტები, რომლებიც რეაგირებენ მკურნალობაზე, განიცდიან რემისიის ხანგრძლივ პერიოდს. რეციდივის მქონე პაციენტებში განმეორებითი მკურნალობა მოიცავს 5 მგ აკლასტას დამატებით ინტრავენურ ინფუზიას, საწყისი მკურნალობიდან ერთი ან მეტი წლის შემდეგ. შეზღუდულია მონაცემები პეჯეტის ძვლის დაავადების განმეორებითი მკურნალობის შესახებ (იხ. ნაწილი 5.1).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
აკლასტა უკუნაჩვენებია პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <35 მლ/წთ (იხ. თავები 4.3 და 4.4).
პაციენტები კრეატინინის კლირენსით ≥ 35 მლ/წთ არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
არ საჭიროებს დოზის კორექციას (იხ. თავი 5.2).
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელი)
დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან ბიოშეღწევადობა, განაწილება და ექსკრეცია მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
აკლასტა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. არ არსებობს მონაცემები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში აკლასტას გამოყენების შესახებ. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები 5-დან 17 წლამდე ბავშვებში აკლასტას გამოყენების შესახებ მოცემულია თავში 5.1.
გამოყენების წესი
ინტრავენური გამოყენებისთვის.
აკლასტა შეჰყავთ ვენტილირებადი საინფუზიო ხაზით ნელა, უცვლელი სიჩქარით. ინფუზიის დრო უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. ინფორმაცია აკლასტას ინფუზიის შესახებ მოცემულია თავში 6.6.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ აკლასტას, უნდა მიეცეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და შეხსენების ბარათი.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში;
გაქვთ ჰიპოკალციემია (კალციუმის ძალიან დაბალი დონე სისხლში);
გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
ორსულად ხართ;
ძუძუთი კვებავთ.
სიფრთხილის ზომები
აკლასტას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
თქვენ მკურნალობთ ნებისმიერი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ზოლედრონის მჟავას, რომელიც ასევე წარმოადგენს აკლასტას აქტიურ ინგრედიენტს (ზოლედრონის მჟავა გამოიყენება გარკვეული ტიპის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, ძვლის მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად ან კალციუმის დონის შესამცირებლად);
გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები;
არ შეიძლება კალციუმის პრეპარატების ყოველდღიურად მიღება;
თუ ქირურგიული ჩარევით ნაწილობრივ ან მთლიანად ამოიღეთ პარათირეოიდული ჯირკვლები;
თქვენ ამოგიღეს ნაწლავის ნაწილი.
პრეპარატის ბაზარზე გამოტანის შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც ოსტეოპოროზის სამკურნალოდ იყენებდნენ აკლასტას (ზოლედრონის მჟავას), დაფიქსირდა გვერდითი რეაქცია, ეგრეთ წოდებული ყბის ოსტეონეკროზი (ონყ) (ყბის ძვლის დაზიანება). ყბის ოსტეონეკროზი ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მნიშვნელოვანია ყბის ოსტეონეკროზის განვითარების თავიდან აცილება, ვინაიდან იგი მტკივნეულია და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება.
აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ
გაქვთ პირის ღრუს ან კბილების რაიმე დაავადება, მათ შორის ცუდ მდგომარეობაში გაქვთ კბილები, გაქვთ ღრძილების დაავადება ან გეგმავთ კბილის ამოღებას;
თქვენ არ იღებთ გეგმიურ სტომატოლოგიურ დახმარებას ან დიდი ხანია არ გაქვთ ჩატარებული სტომატოლოგიური გამოკვლევა;
ხართ მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი);
ადრე იტარებდით მკურნალობას ბისფოსფონატებით (გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);
იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი);
გაქვთ ონკოლოგიური დაავადება.
აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
აკლასტათი მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარული გახეხვის ჩათვლით) და გაიაროთ გეგმიური სტომატოლოგიური გამოკვლევები. თუ ატარებთ პროთეზებს, დარწმუნდით, რომ ისინი კარგად გაქვთ მორგებული. თუ თქვენ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ოპერაციას (მაგალითად, კბილის ამოღება), აცნობეთ ექიმს და უთხარით სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ აკლასტათი. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეგექმნათ პირის ღრუს ან სტომატოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კბილების გაფუჭება, ტკივილი, შეშუპება, მოუშუშებელი წყლულები ან გამონადენი, რადგან ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.
საკონტროლო ანალიზები
აკლასტას ყოველი დოზის შეყვანის წინ, თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად (კრეატინინის დონე), თქვენმა ექიმმა უნდა აგიღოთ სისხლის ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ აკლასტას მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმის დანიშნულებით დალიოთ მინიმუმ 2 ჭიქა სითხე (მაგალითად, წყალი).
ბავშვები და მოზარდები
აკლასტა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა იცოდეს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ, განსაკუთრებით თუ იყენებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ თქვენს თირკმელებს (მაგალითად ამინოგლიკოზიდები) ან დიურეტიკებს („შარდმდენები“), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
Aარ შეიძლება აკლასტას გამოყენება, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას.
სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას, მიმართეთ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ აკლასტათი მკურნალობის დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
აკლასტა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 100 მლ ხსნარზე (ფლაკონი), ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.
- პრეპარატ აკლასტას გამოყენება
მკაცრად მიჰყევით მკურნალი ექიმის ან ექთნის მითითებებს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ოსტეოპოროზი
რეკომენდებული დოზაა 5 მგ, რომელიც შეჰყავს ექიმს ან ექთანს, წელიწადში ერთი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია ტარდება მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ბარძაყის მოტეხილობა, აკლასტას მიღება რეკომენდებულია ბარძაყის რეკონსტრუქციული ოპერაციიდან ორი ან მეტი კვირის შემდეგ.
მნიშვნელოვანია კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად ტაბლეტების) მიღება ექიმის დანიშნულებით.
ოსტეოპოროზისას აკლასტა მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა.
პეჯეტის ძვლის დაავადება
პეჯეტის ძვლის დაავადების სამკურნალოდ აკლასტა უნდა დაინიშნოს მხოლოდ ამ დაავადების მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ.
რეკომენდებული დოზაა 5 მგ, რომელიც შეჰყავს ექიმს ან ექთანს, როგორც ერთი საწყისი ინტრავენური ინფუზია. ინფუზია ტარდება მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
აკლასტა მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და თქვენი ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა ამ წამლით განმეორებითი მკურნალობა.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად ტაბლეტების) მიღება, აკლასტას მიღებიდან სულ მცირე პირველი ათი დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ ინფუზიის შემდეგ სისხლში კალციუმის დონემ არ დაიკლოს, მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მკაცრად დაიცვა. თქვენი ექიმი მოგაწოდებთ ინფორმაციას ჰიპოკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან დაბალი დონე) სიმპტომებზე.
აკლასტა და საკვებისა და სასმელის მიღება
დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი სითხეს (მინიმუმ ერთიდან ორ ჭიქამდე) აკლასტას მიღებამდე და მის შემდეგ, ექიმის დანიშნულებით. ეს ხელს შეუწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს („შარდმდენებს“) და ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წელზე უფროსი ასაკის).
აკლასტას მიღების დღეს საკვების მიღება ჩვეულ რეჟიმშია დასაშვები.
თუ გამოტოვეთ პრეპარატ აკლასტას მომდევნო დოზა
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს რაც შეიძლება მალე, რათა ჩანიშნოთ პრეპარატის მიღების ახალი თარიღი.
პრეპარატ აკლასტათი მკურნალობის შეწყვეტამდე
თუ თქვენ განიხილავთ აკლასტათ მკურნალობის შეწყვეტას, მიბრძანდით შემდეგ შეხვედრაზე და განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან. თქვენი ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას და გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა იმკურნალოთ პრეპარატ აკლასტათი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
პირველი ინფუზიის შემდეგ, გვერდითი რეაქციები ვიტარდება ძალიან ხშირად (პაციენტთა 30%-ზე მეტში), მაგრამ შემდგომი ინფუზიების შემდეგ ისინი უფრო იშვიათად გვხვდება. გვერდითი რეაქციების უმეტესობა, როგორიცაა ცხელება და შემცივნება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ვითარდება აკლასტას მიღებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში.
სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერია და ქრება სამი დღის განმავლობაში. ამ გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპროფენი ან აცეტამინოფენი. აკლასტას შემდგომი დოზების შეყვანისას, ამ გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობა მცირდება.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს)
გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ამჟამად გაურკვეველია არის თუ არა გამოწვეული აკლასტას მიერ გულის ანომალიური რიტმი, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მსგავსი სიმპტომები აკლასტას მიღების შემდეგ, აცნობეთ ექიმს.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და ქავილი თვალებში ან სინათლის მიმართ თვალის მომატებული მგრძნობელობა .
ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანს)
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანების ნიშნები.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ტკივილი პირის ღრუში და/ან ყბის არეში, შეშუპება ან მოუშუშებელი წყლულები პირის ღრუში ან ყბის არეში, გამონადენი, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, კბილების ჩამოშლა; ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლების დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას აკლასტათი მკურნალობისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
შესაძლებელია გამოვლინდეს თირკმელების პრობლემები (მაგალითად, შარდის გამოყოფის შემცირება). პრეპარატ აკლასტას ყოველი დოზის შეყვანის წინ, ექიმმა, თქვენი თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად, უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ აკლასტას მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმის დანიშნულებით დალიოთ მინიმუმ 2 ჭიქა სითხე (მაგალითად, წყალი).
თუ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აკლასტამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა არასასურველი რეაქციები.
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
მაღალი ტემპერატურა
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლების და/ან სახსრების ტკივილი, ზურგის, მკლავის ან ფეხის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი), შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის დაკარგვა, სისუსტე, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება და(ან) ტკივილი ინფუზიის ადგილზე.
სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმი, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით პირის ღრუს მიდამოში, აღწერილია პეჯეტის ძვლის დაავადების მქონე პაციენტებში.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება, მადის დაკარგვა, უძილობა, ძილიანობა, რაც შეიძლება მოიცავდეს სიფხიზლისა და ცნობიერების დაქვეითებას, ჩხვლეტა ან დაბუჟება, უკიდურესი დაღლილობა, კანკალი, გონების დროებითი დაკარგვა, თვალის ინფექცია ან გაღიზიანება, ანთება ტკივილით და სიწითლით, ტრიალის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება, ალები, ხველა, ქოშინი, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის ღრუს სიმშრალე, გულძმარვა, კანზე გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების, ძვლების და/ან სახსრების სიმტკიცე, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი, მხრის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში და გულმკერდის კუნთებში, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, თირკმელების ფუნქციის არანორმალური ტესტები, არანორმალურად ხშირი შარდვა, ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილის ტკივილი, გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
იშვიათად შესაძლებელია ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები პაციენტებში, რომლებიც გადიან ოსტეოპოროზის ხანგრძლივ მკურნალობას. მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, მენჯბარძაყის ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
სისხლში ფოსფატის დაბალი დონე.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება, ძირითადად სახის და ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, დეჰიდრატაცია, მეორადი მწვავე ფაზის რეაქციების მხრივ (სიმპტომები წამლის მიღების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, ღებინება და დიარეა).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების თაობაზე
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე ტიპის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე პირდაპირ გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- პრეპარატ აკლასტას შენახვა
ექიმი, ექთანი ან ფარმაცევტი არიან ინფორმირებულები, თუ როგორ ინახება პრეპარატი აკლასტა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაუხსნელი ფლაკონი: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ , მიკრობიოლოგიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი გამოიყენება დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე, რომელიც ჩვეულებრივ არ აღემატება 24 საათს 2–8 °C ტემპერატურაზე შენახვისას.
მაცივარში შენახვის შემთხვევაში, გაცივებული ხსნარი შეყვანამდე უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე.
ჭარბი დოზა
მწვავე ზედოზირების მკურნალობის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტები, რომლებიც იღებენ რეკომენდებულ დოზაზე მეტ დოზას, უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რომელიც იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოკალციემიას, მისი კორექცია შეიძლება მიღწეული იქნას პერორალური კალციუმის დამატებით და (ან) კალციუმის გლუკონატის ინტრავენური ინფუზიით.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
პრეპარატ აკლასტას მოქმედი ნივთიერებაა: ზოლედრონის მჟავა.
1 ფლაკონი (100 მლ ხსნარი) შეიცავს 5 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 0,05 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
გარეგნული აღწერა
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შეფუთვის ბუნება და შიგთავსი
100 მლ ხსნარი უფერო პლასტმასის ფლაკონში, თავდახურული ნაცრისფერი რეზინის საცობით და საკიდიანი თავსახურის მქონე ალუმინი-პოლიპროპილენის ჩაჩით.
ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი
გახსნის შემდეგ: 24 საათის განმავლობაში 2-8 °C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე, რომელიც ჩვეულებრივ არ აღემატება 24 საათს 2–8 °C ტემპერატურაზე შენახვისას.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
შენახვის პირობები ფლაკონის გახსნის შემდეგიხილეთ თავში 6.3.
- 5. შეფუთვის ბუნება და შიგთავსი
100 მლ ხსნარი უფერო პლასტმასის ფლაკონში, თავდახურული ნაცრისფერი რეზინის საცობით და საკიდიანი თავსახურის მქონე ალუმინი-პოლიპროპილენის ჩაჩით.
ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთვაში.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
დასაშვებია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს და არ აქვს შეცვლილი ფერი.
მაცივარში შენახვის შემთხვევაში, შეყვანამდე გაცივებული ხსნარი გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
ინფუზიის მომზადებისას აუცილებელია ასეპტიკური პირობების დაცვა.
ნებისმიერი გამოუყენებელი წამალი ან მისგან დაბინძურებული მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA08
მოქმედების მექანიზმი
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება აზოტის შემცველ ბისფოსფონატების კლასს და მოქმედებს ძირითადად ძვლოვან ქსოვილზე. იგი წარმოადგენს ოსტეოკლასტების შუამავლობით ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ბისფოსფონატების შერჩევითი მოქმედება ძვლოვან ქსოვილზე ემყარება მათ მაღალ აფინურობას მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მიმართ.
ზოლედრონის მჟავის მთავარი მოლეკულური სამიზნე ოსტეოკლასტებში არის ფერნეზილპიროფოსფატსინთეზაზა. ზოლედრონის მჟავას მოქმედების დიდი ხანგრძლივობა აიხსნება მისი მაღალი აფინურობით ფერნეზილპიროფოსფატსინთაზას ფერმენტის აქტიური ადგილისა და მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მიმართ.
აკლასტა სწრაფად ამცირებს მეტაბოლურ მაჩვენებელს ძვლოვან ქსოვილში, გაზრდილი პოსტმენოპაუზის მაჩვენებლებით, რაც იწვევს ძვლის რეზორბციის მარკერების და ძვლის წარმოქმნის მარკერების დონეების დაცემას მე-7 დღეს და მე-12 კვირას, შესაბამისად. შემდგომ, ძვლის მეტაბოლიზმის მარკერები სტაბილიზდება პრემენოპაუზისთვის დამახასიათებელ საზღვრებში. პრეპარატის ყოველწლიური განმეორებითი გამოყენებისას ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების პროგრესირებადი დაქვეითება არ დაფიქსირებულა.
კლინიკური ეფექტურობა პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობაში
აკლასტას ეფექტურობა და უსაფრთხოება 5 მგ დოზით ერთჯერადად შეყვანისას, 3 წლის განმავლობაში, ნაჩვენები იყო პოსტმენოპაუზურ ქალებში (7736 ქალი 65-89 წლის ასაკის): ძვლის მინერალური სიმკვრივის T- ქულა (ძმს) ბარძაყის კისრის არეში ≤ - 1.5 და მინიმუმ ორი არსებული მსუბუქი ხერხემლის მოტეხილობა ან ერთი საშუალო სიმძიმის ხერხემლის მოტეხილობა; ან ბარძაყის კისრის ძვლის მინერალური სიმკვრივე T-ქულით ≤ -2.5 ხერხემლის მოტეხილობის ნიშნებით ან მის გარეშე. პაციენტთა 85%-ს მანამდე არ ჰქონდათ მიღებული ბისფოსფონატები. ქალებმა, რომლებშიც იყო შეფასებული ხერხემლის მოტეხილობების სიხშირე, არ მიიღეს თანმხლები თერაპია ოსტეოპოროზისთვის, მაგრამ ასეთი თერაპია დაშვებული იყო ქალებისთვის, რომლებშიც შეფასებული იყო ბარძაყის მოტეხილობების სიხშირე და ყველა კლინიკური მოტეხილობა. ოსტეოპოროზის თანმხლები თერაპია მოიცავდა: კალციტონინი, რალოქსიფენი, ტამოქსიფენი, ჰორმონის შემცვლელი თერაპია, ტიბოლონი; ამასთან, დაუშვებელია სხვა ბისფოსფონატების გამოყენება. ყველა ქალი ყოველდღიურად იღებდა 1000-დან 1500 მგ ელემენტარულ კალციუმს და 400-დან 1200 სე-მდე D ვიტამინს.
ზეგავლენა ხერხემლის მოტეხილობის მორფომეტრულ პარამეტრებზე
აკლასტამ მნიშვნელოვნად შეამცირა ხერხემლის ერთი ან მეტი ახალი მოტეხილობის სიხშირე მედიკამენტური თერაპიის სამი წლის განმავლობაში და პირველი წლის ბოლოს (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2. ხერხემლის მოტეხილობების სიხშირის შემცირების ეფექტურობის შეჯამება 12, 24 და 36 თვეზე
შედეგი
აკასტა
(%)
პლაცებო
(%)
მოტეხილობის შემთხვევების აბსოლუტური შემცირება % (ДИ)
მოტეხილობების სიხშირის შედარებით შემცირება % (ДИ)
ხერხემლის მინიმუმ ერთი ახალი მოტეხილობა (0-1 წელი)
1,5
3,7
2,2 (1,4, 3,1)
60 (43,72)**
ხერხემლის მინიმუმ ერთი ახალი მოტეხილობა (0-2 წელი)
2,2
7,7
5,5 (4,4, 6,6)
71 (62, 78)**
მინიმუმ ერთი ახალი ხერხემლის მოტეხილობა (0-3 წელი)
3,3
10,9
7,6 (6,3, 9,0)
70 (62, 76)**
- * p < 0,0001
75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას, ხერხემლის მოტეხილობების რისკის 60%-ით შემცირდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p <0,0001).
გავლენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე
აკლასტამ აჩვენა მდგრადი ეფექტი 3 წლის განმავლობაში, ბარძაყის მოტეხილობების რისკის 41%-ით შემცირებით (95% ДИ, 17%-დან 58%-მდე). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას, ბარძაყის მოტეხილობების სიხშირე შეადგენდა 1,44%-ს, ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ეს იყო 2,49%. პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ბისფოსფონატებს და პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ოსტეოპოროზის თანმხლები თერაპიას, რისკის შემცირება შეადგენდა 51%-ს და 42%-ს, შესაბამისად.
ზემოქმედება ყველა კლინიკურ მოტეხილობაზე
ყველა კლინიკური მოტეხილობა დადასტურებული იყო რადიოლოგიური და/ან კლინიკური მონაცემებით. შედეგების შეჯამება წარმოდგენილია ცხრილში 3.
ცხრილი 3. ძირითადი კლინიკური მოტეხილობების სიხშირის შედარება 3 წლის განმავლობაში
მაჩვენებელი
მოვლენის სიხშირე აკლასტას ჯგუფში (N=3875) (%)
მოვლენის სიხშირე პლაცებოს ჯგუფში (N=3861) (%)
მოტეხილობების შემთხვევების აბსოლუტური შემცირება %
(ДИ)
მოტეხილობების რისკის შედარებით შემცირება % (ДИ)
ნებისმიერი კლინიკური მოტეხილობა (1)
8,4
12,8
4,4 (3,0, 5,8)
33 (23, 42)**
ხერხემლის კლინიკური მოტეხილობები (2)
0,5
2,6
2,1 (1,5, 2,7)
77 (63,86)**
არავერტებერალური მოტეხილობები (1)
8,0
10,7
2,7 (1,4, 4,0)
25 (13, 36)*
- p-მნიშვნელობა <0.001, **p-მნიშვნელობა <0.0001
(1) გამორიცხავს თითების, ფეხის თითების და სახის მოტეხილობას.
(2) გულმკერდის და წელის ხერხემლის კლინიკური მოტეხილობების ჩათვლით.
გავლენა ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე (ძმს)
აკლასტამ მნიშვნელოვნად გაზარდა ძვლის მინერალური სიმკვრივე წელის ხერხემალზე, ბარძაყის ძვალსა და დისტალურ რადიუსზე, პლაცებო მკურნალობასთან შედარებით, ყველა შეფასების წერტილში (6, 12, 24 და 36 თვე).
აკლასტათ მკურნალობა 3 წლის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით, უზრუნველყოფდა ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდას წელის ხერხემლის 6.7%-ით, ბარძაყის სახსრის ყველა ძვლის 6.0%-ით, ბარძაყის კისრის 5.1%-ით და დისტალური რადიუსის 3.2%-ით.
ძვლოვანი ქსოვილის ჰისტოლოგიური შეფასება
ოსტეოპოროზით დაავადებული 152 პოსტმენოპაუზური პაციენტის შერჩევისას, რომლებმაც მიიღეს აკლასტა (N=82) ან პლაცებო (N=70), ძვლის ქსოვილის ბიოფსია აღებული იქნა თეძოს ჯირკვლიდან პრეპარატის მესამე წლიური დოზის მირებიდან 1 წლის შემდეგ. ჰისტომორფომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის შემცირება 63%-ით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას, არ იყო გამოვლენილი ოსტეომალაცია, ძვლის ტვინის ფიბროზი ან უხეში ბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა. ტეტრაციკლინის ნიშნული ნაპოვნი იქნა ყველა ბიოფსიაში, გარდა ერთისა, აღებული იმ პაციენტებისგან, რომლებიც იღებდნენ აკლასტას. მიკროკომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზმა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აკლასტათი პლაცებოსთან შედარებით, აჩვენა ტრაბეკულური ძვლის მოცულობის ზრდა და ტრაბეკულური ძვლის არქიტექტურის შენარჩუნება.
ძვლოვანი მეტაბოლიზმის მარკერები
განსაზღვრული ინტერვალებით კვლევის განმავლობაში, ქვეჯგუფებში, რომლებიც შედეგბოდა 517-დან 1246 პაციენტამდე, შეფასდა ძვლის სპეციფიკური ტუტე ფოსფატაზა (BSALP), შრატის I ტიპის კოლაგენის N-ტერმინალური პროპეპტიდი (P1NP) და შრატის ბეტა-C-ტელოპეპტიდები (b-CTx). აკლასტათ მკურნალობამ წლიური დოზით 5მგ, 12 თვეში მნიშვნელოვნად შეამცირა ძვლის სპეციფიკური ტუტე ფოსფატაზა 30%-ით საწყის მნიშვნელობასთან შედარებით და შეინარჩუნა ამ მაჩვენებლის შემცირება 28%-ით საწყისი მნიშვნელობიდან 36 თვეში. P1NP და B-CTx დონეები მნიშვნელოვნად შემცირდა 61%-ით საწყისიდან 12 თვეში და დარჩა 52% და 55%-ით საწყის დონეზე 36 თვეში, შესაბამისად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ძვლის მეტაბოლიზმის მარკერები პრემენოპაუზურ დიაპაზონში იყო ყოველი წლის ბოლოს. განმეორებითმა დოზირებამ არ გამოიწვია ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების შემდგომი შემცირება.
გავლენა ზრდაზე
ოსტეოპოროზის 3-წლიან კვლევაში ფეხზე მდომარე სიმაღლე ყოველწლიურად იზომებოდა სტადიომეტრის გამოყენებით. აკლასტას ჯგუფში, სიმაღლის შემცირება იყო დაახლოებით 2.5 მმ-ით ნაკლები პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (95% CI: 1.6 მმ, 3.5 მმ) (p <0.0001).
შრომისუუნარობის დღეები
პლაცებოსთან შედარებით, აკლასტამ მნიშვნელოვნად შეამცირა აქტივობის შეზღუდვის დღეების საშუალო რაოდენობა და წოლითი დასვენების დღეები წელის ტკივილის გამო 17.9 დღით და 11.3 დღით, შესაბამისად, ხოლო მოტეხილობების გამო აქტივობის შეზღუდვისა და წოლითი დასვენების დღეების საშუალო რაოდენობა. 2. 9 დღით და 0.5 დღით, შესაბამისად (ყველა p<0.01).
კლინიკური ეფექტურობა ოსტეოპოროზის მკურნალობაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოტეხილობის გაზრდილი რისკი ბარძაყის ბოლო მოტეხილობის შემდეგ (НПБ)
კლინიკური მოტეხილობების სიხშირე, ხერხემლის მოტეხილობების, არავერტებრული მოტეხილობების და ბარძაყის მოტეხილობების ჩათვლით, შეფასებული იყო 50-95 წლის ასაკის 2127 მამაკაცისა და ქალის ნიმუშში (საშუალო ასაკი 74.5 წელი) ბოლო (90 დღის განმავლობაში) ბარძაყის მყიფე მოტეხილობით, რომლებიც მკურნალობდნენ მეთვალყურეობის ქვეშ საკვლევი მედიკამენტით (აკლასტა) საშუალოდ 2 წლის განმავლობაში. პაციენტების დაახლოებით 42%-ს ჰქონდა ბარძაყის კისრის ძვლის მინერალური სიმკვრივე T-2.5-ზე დაბალი, და პაციენტების დაახლოებით 45%-ს ჰქონდა ბარძაყის კისრის ძმს T- ქულა -2.5-ზე მეტი. აკლასტა შეჰყავდათ წელიწადში ერთხელ, სანამ კლინიკური მოტეხილობები არ დადასტურდებოდა მინიმუმ 211 პაციენტში საკვლევ ნიმუშში. D ვიტამინის დონე არ იზომებოდა რუტინულად, მაგრამ პაციენტების უმეტესობამ მიიღო D ვიტამინის დატვირთვის დოზა (50,000-დან 125,000 სე პერორალურად ან ინტრამუსკულარულად) ინფუზიამდე 2 კვირით ადრე. ყველა მონაწილე იღებდა 1000-1500 მგ ელემენტარულ კალციუმს დღეში 800-1200 სე ვიტამინთან ერთად. პაციენტთა 95% იღებდა ინფუზიას ბარძაყის მოტეხილობის კორექციიდან ორი ან მეტი კვირის შემდეგ და საშუალო ინტერვალი ბარძაყის მოტეხილობის კორექციასა და ინფუზიას შორის იყო დაახლოებით ექვსი კვირა. ეფექტურობის პირველადი ცვლადი იყო კლინიკური მოტეხილობების სიხშირე კვლევის განმავლობაში.
ზემოქმედება ყველა კლინიკურ მოტეხილობაზე
ძირითადი კლინიკური მოტეხილობების სიხშირე წარმოდგენილია ცხრილში 4.
ცხრილი 4. ძირითადი კლინიკური მოტეხილობების სიხშირის შედარება
მაჩვენებელი
აკლასტა (N=1065), მოვლენათა სიხშირე (%)
პლაცებო (N=1062), მოვლენათა სიხშირე (%)
მოტეხილობის სიხშირის აბსოლუტური შემცირება, % (ДИ)
მოტეხილობების რისკის შედარებით შემცირება, % (ДИ)
ნებისმიერი კლინიკური მოტეხილობა (1)
8,6
13,9
5,3 (2,3, 8,3)
35 (16, 50)**
ხერხემლის კლინიკური მოტეხილობები (2)
1,7
3,8
2,1 (0,5, 3,7)
46 (8, 68)*
არავერტებერალური მოტეხილობები (1)
7,6
10,7
3,1 (0,3, 5,9)
27 (2, 45)*
- p-მნიშვნელობა <0.05, **p-მნიშვნელობა <0.01
(1) გამორიცხავს თითების, ფეხის თითების და სახის მოტეხილობას.
(2) გულმკერდის და წელის ხერხემლის კლინიკური მოტეხილობების ჩათვლით.
კვლევის დიზაინმა არ გაზომა მნიშვნელოვანი განსხვავებები ბარძაყის მოტეხილობების სიხშირეში, მაგრამ დაფიქსირდა მენჯის ახალი მოტეხილობების რაოდენობის შემცირების ტენდენცია.
ყველა მიზეზით სიკვდილიანობა შეადგენდა 10% (101 პაციენტი) აკლასტას ჯგუფში და 13% (141 პაციენტი) პლაცებოს ჯგუფში. ეს შეესაბამება ყველა მიზეზით სიკვდილიანობის რისკის 28%-ით შემცირებას (p=0.01).
ბარძაყის მოტეხილობის შეხორცების შენელება აკლასტასა და პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა შედარებითი სიხშირით (34 პაციენტი (3.2%) და 29 პაციენტი (2.7%), შესაბამისად.
გავლენა ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე (МПК)
HORIZON-RFT კვლევაში აკლასტამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბარძაყისა და ბარძაყის კისრის ძვლის მინერალურ სიმკვრივე პლაცებოსთან შედარებით, ყველა დროის მომენტში. 24 თვის განმავლობაში აკლასტამ გაზარდა ბარძაყის ძვლების ძმნ 5.4%-ით და ბარძაყის კისრის 4.3%-ით პლაცებოსთან შედარებით.
კლინიკური ეფექტურობა მამაკაცებში
508 მამაკაცი იყო რანდომიზირებული HORIZON-RFT კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, რომელთაგან 185-მა დაასრულა ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება 24 თვეში. 24 თვის შემდეგ, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ აკლასტას, აღენიშნებოდათ ბარძაყის ძმს-ის მნიშვნელოვანი ზრდა 3.6%-ით, მსგავსი, რაც დაფიქსირდა პოსტმენოპაუზის ქალებში HORIZON-PFT კვლევაში. კვლევის დიზაინი არ იყო შემუშავებული მამაკაცებში კლინიკური მოტეხილობების სიხშირის შემცირების დემონსტრირებისთვის; კლინიკური მოტეხილობების სიხშირე მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას, იყო 7.5%, 8.7% პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. სხვა კვლევაში მამაკაცების მონაწილეობით (კვლევა CZOL446M2308), აკლასტას წლიური ინფუზია არ ჩამოუვარდებოდა ყოველკვირეულ ალენდრონატის რეჟიმს წელის ხერხემლის ძვლის მინერალური სიმკვრივის პროცენტული ცვლილების თვალსაზრისით, 24 თვეში საწყის მნიშვნელობასთან შედარებით.
კლინიკური ეფექტურობა ოსტეოპოროზის დროს, რომელიც გამოწვეულია სისტემური გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი თერაპიით
აკლასტას ეფექტურობა და უსაფრთხოება სისტემური გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ხანგრძლივი თერაპიით გამოწვეული ოსტეოპოროზის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში შეფასებული იყო რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, ორმაგ ბრმა, სტრატიფიცირებულ, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 833 მამაკაცსა და ქალს 18-85 წლის ასაკში. (მამაკაცების საშუალო ასაკი: 56,4 წელი; ქალები: 53,5 წელი), რომლებიც იღებდნენ პერორალურ პრედნიზონს (ან მის ეკვივალენტს) > 7,5 მგ/დღეში დოზით. რანდომიზაციამდე პაციენტები სტრატიფიცირებულნი იყვნენ გლუკოკორტიკოიდების გამოყენების ხანგრძლივობით (≤ 3 თვე და > 3 თვე). კვლევის ხანგრძლივობა იყო ერთი წელი. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 5მგ აკლასტას ერთჯერადი ინფუზიის მისაღებად, ან 5მგ პერორალური რიზედრონატის ყოველდღიურად მისაღებად ერთი წლის განმავლობაში. ყველა მონაწილე იღებდა 1000 მგ ელემენტარულ კალციუმს 400-1000 სე ვიტამინთან ერთად დღეში. ეფექტურობა ჩაითვალა დემონსტრირებულად, თუ ის არ იყო უფრო დაბალი ვიდრე რიზედრონატი, რაც აჩვენა საწყისთან შედარებით პროცენტული ცვლილების თანმიმდევრული შეფასებით წელის ხერხემლის BMD-ში 12 თვეზე მკურნალობისა და პროფილაქტიკური ქვენიმუშებში. პაციენტების უმეტესობა აგრძელებდა გლუკოკორტიკოიდების მიღებას ერთწლიანი კვლევის პერიოდში.
ზეგავლენა ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე (ძმს)
აკლასტას ჯგუფში, რიზედრონატის ჯგუფთან შედარებით, ძმს-ის მატება წელის ხერხემალსა და ბარძაყის ყელზე იყო მნიშვნელოვნად მარალი 12 თვის განმავლობაში (ყველა p<0.03). პაციენტების ქვენიმუშში, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოიდებს რანდომიზაციამდე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, აკლასტამ გაზარდა წელის ხერხემლის ძმს 4.06%-ით, ხოლო რიზედრონატმა 2.71%-ით (საშუალო განსხვავება: 1.36%; p <0.001). პაციენტების ქვენიმუშში, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოიდებს რანდომიზაციამდე 3 თვით ან ნაკლები ხნის განმავლობაში, აკლასტამ გაზარდა წელის ხერხემლის ძმს 2.60%-ით, ხოლო რიზედრონატმა 0.64%-ით (საშუალო განსხვავება: 1.96%; p <0.001). კვლევის დიზაინი არ იყო შემუშავებული რიზედრონატთან შედარებით კლინიკური მოტეხილობების სიხშირის შემცირების დემონსტრირებისთვის. მოტეხილობების სიხშირემ შეადგინა 8 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ აკლასტას და 7 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ რიზედრონატს (p = 0.8055).
კლინიკური ეფექტურობა პეჯეტის ძვლის დაავადების მკურნალობაში
აკლასტა შესწავლილი იყო 30 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისა და მდედრობითი სქესის პაციენტების ნიმუშში, უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პეჯეტის ძვლის დაავადებით (შრატში ტუტე ფოსფატაზის საშუალო დონე კვლევაში შესვლისას აღემატებოდა ასაკობრივი საცნობარო დიაპაზონის ზედა ზღვარს 2.6-3.0 ჯერ), ასევე დასტურდება რენტგენის მონაცემებით.
ზოლედრონის მჟავას ერთჯერადი 5 მგ ინფუზიის ეფექტურობა 30 მგ რიზედრონატთან შედარებით დღეში 2 თვის განმავლობაში ნაჩვენები იყო ორ 6-თვიან შედარებით კვლევაში. 6 თვის შემდეგ პაციენტთა 96% (169/176) უპასუხა აკლასტას თერაპიას, ხოლო შრატის ტუტე ფოსფატაზის დონეები ნორმას დაუბრუნდა პაციენტების 89%-ში (156/176), რიზედრონატის ჯგუფის 74%-თან შედარებით (127/171) და 58% (99/171) (ყველა p<0.001).
გაერთიანებულ შედეგებით, 6 თვის განმავლობაში, აკლასტამ და რიზედრონატმა აჩვენეს ტკივილის სიმძიმის მსგავსი შემცირება და ტკივილის გავლენა ცხოვრების ხარისხზე საწყის მნიშვნელობებთან შედარებით.
პაციენტები, რომლებიც კლასიფიცირებულნი იყვნენ, როგორც პასუხისმგებელი კვლევის 6-თვიანი ძირითადი ნაწილის ბოლოს, უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემდგომი კვლევის გაფართოებულ პერიოდში. 153 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს აკლასტა და 115 პაციენტი, რომლებმაც მიიღეს რიზედრონატი, ჩართული იყო გახანგრძლივებულ შემდგომ პერიოდში, წამლის მიღებიდან 3.8 წლის საშუალო დაკვირვების შემდეგ, პაციენტების წილი, რომლებმაც დაასრულეს მონაწილეობა გახანგრძლივებულ შემდგომ მკურნალობაში. რიზედრონატის ჯგუფში (48 პაციენტი ან 41.7%) უფრო მაღალი იყო, ვიდრე ზოლედრონის მჟავას ჯგუფში (11 პაციენტი ან 7.2%). გახანგრძლივებული შემდგომი პერიოდის დასრულებამდე საშუალო დრო დოზირების შედეგად ძვლის პეჯეტის დაავადების ხელახალი მკურნალობის საჭიროების გამო, უფრო დიდი იყო ზოლედრონის მჟავას ჯგუფში (7.7 წელი), ვიდრე რიზედრონატის ჯგუფში (5.1 წელი).
ექვსი პაციენტი, რომლებმაც უპასუხეს თერაპიას აკლასტათი მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ და რომელთაც მოგვიანებით განუვითარდათ დაავადების რეციდივი ხანგრძლივი შემდგომი პერიოდის განმავლობაში, განმეორებით მკურნალობდნენ აკლასტათი, საშუალოდ, პირველი დოზის მიღებიდან 6,5 წლის შემდეგ. 6 პაციენტიდან ხუთს ჰქონდა შრატში ტუტე ფოსფატაზას დონეები ნორმალურ დიაპაზონში 6 თვის განმავლობაში (უკანასკნელი დაკვირვების გადატანილი მეთოდი, LOCF).
ძვლოვანი ქსოვილის ჰისტოლოგიური ანალიზი ზოლედრონის მჟავას 5მგ-იანი დოზით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ ჩატარდა 7 პაციენტში, პეჯეტის ძვლის დაავადებით. ძვლის ბიოფსიის შედეგებმა გამოავლინა ძვლის ნორმალური ხარისხი, ძვლის რემოდელირების დარღვევის და მინერალიზაციის დეფექტების ნიშნების გარეშე. ეს შედეგები შეესაბამებოდა ძვლის მეტაბოლიზმის ნორმალიზების რეალურ ბიოქიმიურ მარკერებს.
ბავშვები და მოზარდები
რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა მოიცავდა გლუკოკორტიკოიდებით მკურნალ ბავშვებს და მოზარდებს 5-დან 17 წლამდე, შემცირებული ძვლის მინერალური სიმკვრივით (წელის ხერხემლის BMD Z- ქულა -0,5 ან ნაკლები) და დაბალი ტრავმული/პათოლოგიური მოტეხილობებით. ამ კვლევაში რანდომიზებული პაციენტები (ITT შერჩევა) მოიცავდა პაციენტებს რევმატული დაავადებების სხვადასხვა ქვეტიპებით, ნაწლავის ანთებითი დაავადებით ან დუშენის კუნთოვანი დისტროფიით. კვლევა შემუშავებული იყო 92 პაციენტისთვის, მაგრამ მხოლოდ 34 პაციენტი იყო ჩართული და რანდომიზირებული, რათა მიეღოთ ზოლედრონის მჟავას 0.05 მგ/კგ (მაქსიმუმ 5 მგ) ინტრავენური ინფუზია წელიწადში ორჯერ ან პლაცებო 1 წლის განმავლობაში. ყველა პაციენტს უნდა მიეღო D ვიტამინი და კალციუმი თერაპია.
12 თვეში, საწყისთან შედარებით, წელის ხერხემლის ძმს-ის ყველაზე მცირე კვადრატები Z- ქულა ზოლედრონის მჟავას ინფუზიასა და პლაცებოს შორის იძლეოდა განსხვავებას 0.41 (95% CI: 0.02, 0.81; 18 და 16 პაციენტი, შესაბამისად).
6 თვის ნიშნულზე, წელის ხერხემლის ძმს-ის Z ქულა არ შეცვლილა. 12 თვის განმავლობაში, იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p<0.05) შემცირება ძვლის მეტაბოლიზმის სამ მარკერში (P1NP, BSAP, NTX) ზოლედრონის მჟავას ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. 6 ან 12 თვის განმავლობაში არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მთლიანი სხეულის ძვლის მინერალურ შემადგენლობაში პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას და პლაცებოს. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ძმს-ის ცვლილებასა და მზარდი ჩონჩხის მქონე ბავშვებში მოტეხილობების პრევენციას შორის.
ხერხემლის ახალი მოტეხილობა არ დაფიქსირებულა ჯგუფში, რომელიც იღებდა ზოლედრონის მჟავას, ხოლო ორი ასეთი ახალი მოტეხილობა დაფიქსირდა პლაცებოს ჯგუფში.
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები ზოლედრონის მჟავას ინფუზიის შემდეგ იყო ართრალგია (28%), ცხელება (22%), ღებინება (22%), თავის ტკივილი (22%), გულისრევა (17%), მიალგია (17%), ტკივილი (17%). ), დიარეა (11%) და ჰიპოკალციემია (11%).
სერიოზული გვერდითი რეაქციები აღნიშნა უფრო მეტ პაციენტს ზოლედრონის მჟავას ჯგუფში (5 (27.8%) პაციენტი), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (1 (6.3%) პაციენტი).
ზემოხსენებული ძირითადი კვლევის 12-თვიანი ღია ეტიკეტირების გაფართოების ნაწილის განმავლობაში, ახალი კლინიკური მოტეხილობები არ დაფიქსირებულა. თუმცა, 2 პაციენტს, ერთი ძირითადი კვლევის თითოეულ სამკურნალო ჯგუფში (ზოლედრონის მჟავას ჯგუფი: 1/9, 11.1% და პლაცებო ჯგუფი: 1/14, 7.1%), განუვითარდა ხერხემლის ახალი მორფომეტრიული მოტეხილობები. გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ახალი მონაცემები არ იქნა გამოვლენილი.
ამ კვლევებზე დაყრდნობით, შეუძლებელია ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ მონაცემების მოპოვება.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა წამლის აკლასტას კვლევების შედეგების მიწოდებაზე ყველა კატეგორიის პედიატრიულ პაციენტში, ჩვენებებისათვის პეჯეტის ძვლის დაავადება, ოსტეოპოროზი პოსტმენოპაუზურ ქალებში მოტეხილობების გაზრდილი რისკის ქვეშ, ოსტეოპოროზი მამაკაცებში მოტეხილობების გაზრდილი რისკით, კლინიკური მოტეხილობების პროფილაქტიკა მამაკაცებში და ქალებში (ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 4.2).
- 2. ფარმაკოკინეტიკა
ზოლედრონის მჟავას ერთჯერადი და მრავალჯერადი 5- და 15-წუთიანი ინფუზიებმა 2, 4, 8 და 16 მგ დოზებით 64 პაციენტში, მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლებიც დამოუკიდებელი იყო დოზისგან.
განაწილება
ზოლედრონის მჟავას ინფუზიის დაწყების შემდეგ, აქტიური ნივთიერების პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად გაიზარდა, მიაღწია პიკს ინფუზიის ბოლოს, რასაც მოჰყვა პიკური მნიშვნელობის სწრაფი შემცირება <10%-მდე 4 საათის შემდეგ და <1%-მდე. პიკური მნიშვნელობა 24 საათის შემდეგ, რასაც მოჰყვება ხანგრძლივი პერიოდი ძალიან დაბალი კონცენტრაციის შენარჩუნებით, რომელიც არ აღემატება პიკური მნიშვნელობების 0.1%-ს.
გამოყოფა
ზოლედრონის მჟავას ელიმინაციის პროცესი ინტრავენური შეყვანის შემდეგ სამფაზიანია: სწრაფი ორფაზიანი ელიმინაცია სისტემური სისხლის მიმოქცევიდან ნახევარგამოყოფის პერიოდით t1/2α 0,24 საათი და t1/2β 1,87 საათი, რასაც მოჰყვება ხანგრძლივი ელიმინაციის ფაზა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით t1/2γ 146 საათი.
ყოველ 28 დღეში განმეორებითი გამოყენების შემდეგ, პლაზმაში აქტიური ნივთიერების დაგროვება არ დაფიქსირებულა. განაწილების ადრეული ფაზები (α და β ზემოაღნიშნული t1/2 მნიშვნელობებით) სავარაუდოდ ასახავს ძვლის მიერ სწრაფ შეწოვას და თირკმელებით ექსკრეციას.
ზოლედრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და გამოიყოფა …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
აკლასტა® / Aclasta®
5მგ/100მლ
საინფუზიო ხსნარი
ზოლენდრონის მჟავა / Zoledronic acid
პრეპარატის მიღებამდე სრულად გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის, რაც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს აკლასტა და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ აკლასტას გამოყენებამდე
- პრეპარატ აკლასტას გამოყენება
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- პრეპარატ აკლასტას შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს აკლასტა და რისთვის გამოიყენება იგი
აქტიური ნივთიერების სახით აკლასტა შეიცავს ზოლედრონის მჟავას.
იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით ბისფოსფონატები და გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში და ზრდასრულ მამაკაცებში, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით, და პეჯეტის ძვლის დაავადების სამკურნალოდ ზრდასრულებში.
ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის გათხელებას და შესუსტებას. ის ყველაზე ხშირად გვხვდება პოსტმენოპაუზური პერიოდის ქალებში, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს მამაკაცებშიც. მენოპაუზის დროს ქალის საკვერცხეები წყვეტენ ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნებაში. მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი მასა მცირდება, ძვლები სუსტდება და მეტად მიდრეკილია მოტეხილობებისკენ. ოსტეოპოროზი ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებსა და ქალებში სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ძვლის სიმტკიცეზე. ოსტეოპოროზის მქონე ბევრ პაციენტს არ აქვს სიმპტომები, მაგრამ მაინც ემუქრება ძვლების მოტეხილობა, რადგან მათი ძვლები დასუსტებულია ოსტეოპოროზის გამო. სისხლში სქესობრივი ჰორმონების, ძირითადად ესტროგენების დონის დაქვეითება, რომლებიც წარმოიქმნება ანდროგენებისგან, ასევე თამაშობს როლს მამაკაცებში ძვლის მასის ეტაპობრივ შემცირებაში. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში აკლასტა ამაგრებს ძვლოვან ქსოვილს და, შესაბამისად, ამცირებს მოტეხილობებისადმი მიდრეკილებას. აკლასტა ასევე გამოიყენება პაციენტებში ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის ბოლოდროინდელი მოტეხილობით, რომელიც განვითარდა ისეთი მინიმალური ტრავმის შედეგად, როგორიცაა მაგალითად დაცემა, და შესაბამისად არსებობს ძვლის მომავალი მოტეხილობის რისკი.
პეჯეტის ძვლის დაავადება
ჩვეულებრივ, სხეული იშორებს ძველ ძვლოვან ქსოვილს და ცვლის მას ახლით. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება. პეჯეტის ძვლის დაავადების დროს ძვლის რემოდელირება მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ამასთან, ახალი ძვლოვანი ქსოვილი ფორმირდება არასწორად და ნორმაზე უფრო სუსტია. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია განვითარდეს ძვლების დეფორმაცია და მოიმატოს მტკივნეულობამ, რაც იწვევს მოტეხილობებისადმი მიდრეკილებას. აკლასტა მუშაობს ძვლის სწორი რემოდელირების აღდგენით, ნორმალური ძვლის ქსოვილის ფორმირების მხარდაჭერით და ამით ძვლის სიმტკიცის აღდგენით.
- რა უნდა იცოდეთ აკლასტას გამოყენებამდე
მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის, მედდის ან ფარმაცევტის ყველა ინსტრუქცია, რომელიც მოგეცემათ აკლასტას გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი აკლასტა, თუ:
ხართ ალერგიული ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში;
გაქვთ ჰიპოკალციემია (კალციუმის ძალიან დაბალი დონე სისხლში);
გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
ორსულად ხართ;
ძუძუთი კვებავთ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
აკლასტას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
თქვენ მკურნალობთ ნებისმიერი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ზოლედრონის მჟავას, რომელიც ასევე წარმოადგენს აკლასტას აქტიურ ინგრედიენტს (ზოლედრონის მჟავა გამოიყენება გარკვეული ტიპის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, ძვლის მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად ან კალციუმის დონის შესამცირებლად);
გაქვთ ან გქონდათ თირკმელების პრობლემები;
არ შეიძლება კალციუმის პრეპარატების ყოველდღიურად მიღება;
თუ ქირურგიული ჩარევით ნაწილობრივ ან მთლიანად ამოიღეთ პარათირეოიდული ჯირკვლები;
თქვენ ამოგიღეს ნაწლავის ნაწილი.
პრეპარატის ბაზარზე გამოტანის შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც ოსტეოპოროზის სამკურნალოდ იყენებდნენ აკლასტას (ზოლედრონის მჟავას), დაფიქსირდა გვერდითი რეაქცია, ეგრეთ წოდებული ყბის ოსტეონეკროზი (ონყ) (ყბის ძვლის დაზიანება). ყბის ოსტეონეკროზი ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მნიშვნელოვანია ყბის ოსტეონეკროზის განვითარების თავიდან აცილება, ვინაიდან იგი მტკივნეულია და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება.
აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ
გაქვთ პირის ღრუს ან კბილების რაიმე დაავადება, მათ შორის ცუდ მდგომარეობაში გაქვთ კბილები, გაქვთ ღრძილების დაავადება ან გეგმავთ კბილის ამოღებას;
თქვენ არ იღებთ გეგმიურ სტომატოლოგიურ დახმარებას ან დიდი ხანია არ გაქვთ ჩატარებული სტომატოლოგიური გამოკვლევა;
ხართ მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი);
ადრე იტარებდით მკურნალობას ბისფოსფონატებით (გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);
იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი);
გაქვთ ონკოლოგიური დაავადება.
აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
აკლასტათი მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების რეგულარული გახეხვის ჩათვლით) და გაიაროთ გეგმიური სტომატოლოგიური გამოკვლევები. თუ ატარებთ პროთეზებს, დარწმუნდით, რომ ისინი კარგად გაქვთ მორგებული. თუ თქვენ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ოპერაციას (მაგალითად, კბილის ამოღება), აცნობეთ ექიმს და უთხარით სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ აკლასტათი. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეგექმნათ პირის ღრუს ან სტომატოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კბილების გაფუჭება, ტკივილი, შეშუპება, მოუშუშებელი წყლულები ან გამონადენი, რადგან ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.
საკონტროლო ანალიზები
აკლასტას ყოველი დოზის შეყვანის წინ, თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად (კრეატინინის დონე), თქვენმა ექიმმა უნდა აგიღოთ სისხლის ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ აკლასტას მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმის დანიშნულებით დალიოთ მინიმუმ 2 ჭიქა სითხე (მაგალითად, წყალი).
ბავშვები და მოზარდები
აკლასტა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი აკლასტა
აცნობეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა იცოდეს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ, განსაკუთრებით თუ იყენებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ თქვენს თირკმელებს (მაგალითად ამინოგლიკოზიდები) ან დიურეტიკებს („შარდმდენები“), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
Aარ შეიძლება აკლასტას გამოყენება, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას.
სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას, მიმართეთ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თუ აკლასტათი მკურნალობის დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
აკლასტა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 100 მლ ხსნარზე (ფლაკონი), ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.
- პრეპარატ აკლასტას გამოყენება
მკაცრად მიჰყევით მკურნალი ექიმის ან ექთნის მითითებებს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ოსტეოპოროზი
რეკომენდებული დოზაა 5 მგ, რომელიც შეჰყავს ექიმს ან ექთანს, წელიწადში ერთი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია ტარდება მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ბარძაყის მოტეხილობა, აკლასტას მიღება რეკომენდებულია ბარძაყის რეკონსტრუქციული ოპერაციიდან ორი ან მეტი კვირის შემდეგ.
მნიშვნელოვანია კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად ტაბლეტების) მიღება ექიმის დანიშნულებით.
ოსტეოპოროზისას აკლასტა მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა.
პეჯეტის ძვლის დაავადება
პეჯეტის ძვლის დაავადების სამკურნალოდ აკლასტა უნდა დაინიშნოს მხოლოდ ამ დაავადების მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ.
რეკომენდებული დოზაა 5 მგ, რომელიც შეჰყავს ექიმს ან ექთანს, როგორც ერთი საწყისი ინტრავენური ინფუზია. ინფუზია ტარდება მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
აკლასტა მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და თქვენი ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა ამ წამლით განმეორებითი მკურნალობა.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად ტაბლეტების) მიღება, აკლასტას მიღებიდან სულ მცირე პირველი ათი დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ ინფუზიის შემდეგ სისხლში კალციუმის დონემ არ დაიკლოს, მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მკაცრად დაიცვა. თქვენი ექიმი მოგაწოდებთ ინფორმაციას ჰიპოკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან დაბალი დონე) სიმპტომებზე.
აკლასტა და საკვებისა და სასმელის მიღება
დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი სითხეს (მინიმუმ ერთიდან ორ ჭიქამდე) აკლასტას მიღებამდე და მის შემდეგ, ექიმის დანიშნულებით. ეს ხელს შეუწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს („შარდმდენებს“) და ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წელზე უფროსი ასაკის).
აკლასტას მიღების დღეს საკვების მიღება ჩვეულ რეჟიმშია დასაშვები.
თუ გამოტოვეთ პრეპარატ აკლასტას მომდევნო დოზა
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს რაც შეიძლება მალე, რათა ჩანიშნოთ პრეპარატის მიღების ახალი თარიღი.
პრეპარატ აკლასტათი მკურნალობის შეწყვეტამდე
თუ თქვენ განიხილავთ აკლასტათ მკურნალობის შეწყვეტას, მიბრძანდით შემდეგ შეხვედრაზე და განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან. თქვენი ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას და გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა იმკურნალოთ პრეპარატ აკლასტათი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
პირველი ინფუზიის შემდეგ, გვერდითი რეაქციები ვიტარდება ძალიან ხშირად (პაციენტთა 30%-ზე მეტში), მაგრამ შემდგომი ინფუზიების შემდეგ ისინი უფრო იშვიათად გვხვდება. გვერდითი რეაქციების უმეტესობა, როგორიცაა ცხელება და შემცივნება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ვითარდება აკლასტას მიღებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში.
სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერია და ქრება სამი დღის განმავლობაში. ამ გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპროფენი ან აცეტამინოფენი. აკლასტას შემდგომი დოზების შეყვანისას, ამ გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობა მცირდება.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს)
გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკლასტას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ამჟამად გაურკვეველია არის თუ არა გამოწვეული აკლასტას მიერ გულის ანომალიური რიტმი, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მსგავსი სიმპტომები აკლასტას მიღების შემდეგ, აცნობეთ ექიმს.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და ქავილი თვალებში ან სინათლის მიმართ თვალის მომატებული მგრძნობელობა .
ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანს)
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანების ნიშნები.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ტკივილი პირის ღრუში და/ან ყბის არეში, შეშუპება ან მოუშუშებელი წყლულები პირის ღრუში ან ყბის არეში, გამონადენი, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, კბილების ჩამოშლა; ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლების დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას აკლასტათი მკურნალობისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს.
შესაძლებელია გამოვლინდეს თირკმელების პრობლემები (მაგალითად, შარდის გამოყოფის შემცირება). პრეპარატ აკლასტას ყოველი დოზის შეყვანის წინ, ექიმმა, თქვენი თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად, უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ აკლასტას მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმის დანიშნულებით დალიოთ მინიმუმ 2 ჭიქა სითხე (მაგალითად, წყალი).
თუ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აკლასტამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა არასასურველი რეაქციები.
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
მაღალი ტემპერატურა
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლების და/ან სახსრების ტკივილი, ზურგის, მკლავის ან ფეხის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი), შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის დაკარგვა, სისუსტე, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება და(ან) ტკივილი ინფუზიის ადგილზე.
სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმი, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით პირის ღრუს მიდამოში, აღწერილია პეჯეტის ძვლის დაავადების მქონე პაციენტებში.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება, მადის დაკარგვა, უძილობა, ძილიანობა, რაც შეიძლება მოიცავდეს სიფხიზლისა და ცნობიერების დაქვეითებას, ჩხვლეტა ან დაბუჟება, უკიდურესი დაღლილობა, კანკალი, გონების დროებითი დაკარგვა, თვალის ინფექცია ან გაღიზიანება, ანთება ტკივილით და სიწითლით, ტრიალის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება, ალები, ხველა, ქოშინი, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის ღრუს სიმშრალე, გულძმარვა, კანზე გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების, ძვლების და/ან სახსრების სიმტკიცე, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი, მხრის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში და გულმკერდის კუნთებში, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, თირკმელების ფუნქციის არანორმალური ტესტები, არანორმალურად ხშირი შარდვა, ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილის ტკივილი, გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
იშვიათად შესაძლებელია ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები პაციენტებში, რომლებიც გადიან ოსტეოპოროზის ხანგრძლივ მკურნალობას. მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, მენჯბარძაყის ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
სისხლში ფოსფატის დაბალი დონე.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება, ძირითადად სახის და ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, დეჰიდრატაცია, მეორადი მწვავე ფაზის რეაქციების მხრივ (სიმპტომები წამლის მიღების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, ღებინება და დიარეა).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების თაობაზე
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე ტიპის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე პირდაპირ გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- პრეპარატ აკლასტას შენახვა
ექიმი, ექთანი ან ფარმაცევტი არიან ინფორმირებულები, თუ როგორ ინახება პრეპარატი აკლასტა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაუხსნელი ფლაკონი: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ , მიკრობიოლოგიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი გამოიყენება დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე, რომელიც ჩვეულებრივ არ აღემატება 24 საათს 2–8 °C ტემპერატურაზე შენახვისას.
მაცივარში შენახვის შემთხვევაში, გაცივებული ხსნარი შეყვანამდე უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ აკლასტას მოქმედი ნივთიერებაა: ზოლედრონის მჟავა.
1 ფლაკონი (100 მლ ხსნარი) შეიცავს 5 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 0,05 მგ ზოლედრონის მჟავას (მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
გარეგნული აღწერა
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შეფუთვის ბუნება და შიგთავსი
100 მლ ხსნარი უფერო პლასტმასის ფლაკონში, თავდახურული ნაცრისფერი რეზინის საცობით და საკიდიანი თავსახურის მქონე ალუმინი-პოლიპროპილენის ჩაჩით.
ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ ფარმასიუტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას ქ. 57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.
მწარმოებელი
ლეკ ფარმასიუტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას ქ. 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია.
ტექსტის გადახედვა
2024 წლის აგვისტო.
მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს კომპანია „სანდოზი“-ს ადგილობრივ ოფისში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის (იხილეთ ნაწილი 3).
ხსნარის მომზადება და შეყვანა
აკლასტას საინფუზიო ხსნარი 5 მგ/100 მლ მზად არის გამოსაყენებლად.
ინტრავენური გამოყენებისთვის.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
პაციენტებს უნდა გადაეცეთ ფურცელ-ჩანართი და შეხსენების ბარათი.
გამოუყენებელი პროდუქტი ან მისგან დაბინძურებული მასალები ნადგურდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
დასაშვებია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს და არ აქვს შეცვლილი ფერი.
არ შეურიოთ ან შეიყვანოთ ინტრავენურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
შეიყვანეთ ნელა ვენტილირებული საინფუზიო ხაზით, უცვლელი სიჩქარით, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
არ დაუშვათ პრეპარატ აკლასტას კონტაქტი კალციუმის შემცველ ხსნარებთან.
მაცივარში შენახვისას, გაცივებული ხსნარი შეყვანამდე უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე.
ინფუზიის მომზადებისას დაიცავით ასეპტიკის წესები.
შეასრულეთ ინფუზია სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


