პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ზოლენიკი საინექციო 4მგ

ZOLENIC® Injection 4mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

1. სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე მოზრდილთა მკურნალობა 2. მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მკურნალობა სტანდარტულ ანტი-ნეოპლაზიურ თერაპიასთან ერთად. პროსტატის კიბოს პროგრესის შემდეგ მინიმუმ ერთი ჰორმონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოლედრო (zoledronic acid)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
მწარმოებელი
Samyang Holdings Corporation, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA08
რეგისტრაციის ნომერი
რ-037915
რეგისტრირებულია
24 აპრილი 2023, მოქმედებს 24 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლენიკი საინექციო 4მგ და სხვა წამალი ერთად

ზოლენიკი საინექციო 4მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე მოზრდილთა მკურნალობა
  • მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მკურნალობა სტანდარტულ ანტი-ნეოპლაზიურ თერაპიასთან ერთად. პროსტატის კიბოს პროგრესის შემდეგ მინიმუმ ერთი ჰორმონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

  • სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე მოზრდილთა მკურნალობა

მოზრდილთათვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის: ჰიპერკალცემიისთვის (ალბუმინით-კორექტირებული შრატის კალციუმი ≥ 3.0 მმოლ/ლ ან 12 მგ/დლ) რეკომენდებული დოზაა 4 მგ ზოლედრონის მჟავა. მიღებამდე, საინექციო ზოლენიკს® 4მგ/5მლ კონცენტრატი უნდა გაზავდეს 100მლ 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული წამლის შეყვანამდე და შემდეგაც. პაციენტების კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა მოხდეს ფიზიოლოგიურის ინფუზია.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის: დოზის კორექტირება არ არის საჭირო პაციენტებში შრატის კრეატინინით < 400მკმოლ/ლ ან < 4.5 მგ/დლ. თუმცა, სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე პაციენტებში, რომელთაც ასევე აქვთ თირკმლის მწვავე დაზიანება, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მკურნალობის რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.

  • მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მკურნალობა

მოზრდილთათვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის: მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზაა 4 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკურ კვლევებში იყო 15 თვე პროსტატის კიბოსთვის, 12 თვე ძუძუს კიბოსთვის და მრავლობითი მიელომისთვის, და 9 თვე სხვა სოლიდური სიმსივნეებისთვის. პაციენტებმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიიღონ პერორალური კალციუმის დანამატი 500 მგ და მრავალფეროვანი ვიტამინი, რომელიც შეიცავს 400 სე D ვიტამინს.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის: თერაპიის დაწყებამდე უნდა შეფასდეს შრატის კრეატინინი და კრეატინინის კლირენსი (CrCL). აღნიშნული მედიკამენტი არ არის რეკომენდებული თირკმლის მწვავე დაზიანების (CrCL < 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებისთვის. ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსუბუქი-ზომიერი თირკმლის დაზიანებით, რეკომენდებულია შემდეგი დოზა:

საწყისი კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზა

მიღებული დოზა

>60

  • 0 მგ

5 მლ

50 ∼ 60

  • 5 მგ
  • 4 მლ

40 ∼ 49

  • 3 მგ
  • 1 მლ

30 ∼ 39

  • 0 მგ
  • 8 მლ

საინექციო ზოლენიკი® უნდა გაზავდეს 100მლ 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ თირკმლის ფუნქცია გაუარესდა. კლინიკურ კვლევებში, თირკმლი ფუნქციის გაუარესება განისაზღვრებოდა, როგორც კრეატინინის მომატება 0.5 მგ/დლ-ზე მეტად პაციენტებში ნორმალური საწყისი კრეატინინით (<1.4 მგ/დლ) და კრეატინინის დონის მატება 1.0 მგ/დლ-ზე მეტად პაციენტებში დარღვეული საწყისი კრეატინინის დონით (>1.4 მგ/დლ). მკურნალობა განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრეატინინი დაუბრუნდა საწყისი მაჩვენებლის 10%-ის ფარგლებში და უნდა განახლდეს იმავე დოზით, როგორიც იყო მკურნალობის შეწყვეტამდე.

უკუჩვენებები

  • პაციენტები მომატებული მგრძნობელობით ზოლედრონის მჟავის ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • პაციენტები მომატებული მგრძნობელობით სხვა ბიფოსფონატების მიმართ
  • ორსული ქალები ან მეძუძური დედები
  • სიფრთხილით დანიშნეთ შემდეგ პაციენტებში
  • კლინიკური მონაცემები ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ფარმაკოკინეტიკაზე შეზღუდულია პაციენტებში თირკმლის მწვავე დაზიანებით, ხოლო პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამეტით, არიან თირკმლის დაზიანების რისკის ქვეშ, მაშასადამე, ზოლედრონის მჟავა არ არის რეკომენდებული პაციენტთა ამ პოპულაციისთვის. (კლინიკურ კვლევებში, თირკმლის მწვავე დაზიანება განისაზღვრებოდა როგორც შრატის კრეატინინის მატება ≥ 400 მკმოლ/ლ ან ≥ 4.5 მგ/დლ პაციენტებში სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით და შრატის კრეატინინის მატება ≥ 265 მკმოლ/ლ ან ≥ 3.0 მგ/დლ პაციენტებში სიმსივნით/ძვლოვანი მეტასტაზებით, და ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, როგორც კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
  • პაციენტებისთვის ღვიძლის უკმარისობით არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, არ შეიძლება პაციენტთა ამ პოპულაციისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა.
  • ყბის ოსტეონეკროზი (ONJ) აღწერილია სიმსივნიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამენტით. ბევრი ამ პაციენტებიდან ასევე იღებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ბევრს ჰქონდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნები, მათ შორის ოსტეომიელიტის. პოსტ-მარკეტინგული მეთვალყურეობა და ლიტერატურა მიუთითებს ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევების უფრო მეტ სიხშირეს სიმსივნის ტიპის / (წინ წასული ძუძუს კიბო, მრავლობითი მიელომა) და დენტალური სტატუსის (კბილის ამოღება, პერიოდონტალური დაავადება, ადგილობრივი ტრავმა, ცუდად მორგებული კბილების პროთეზები) მიხედვით. მაშასადამე, სიმსივნიანი პაციენტები კარგად უნდა იცავდნენ პირის ღრუს ჰიგიენას და ბიფოსფონატებით მკურნალობამდე უნდა იტარებდნენ დენტალურ გამოკვლევას პრევენციული სტომატოლოგიით. მკურნალობის დროს, ეს პაციენტები უნდა მოერიდონ ინვაზიურ დენტალურ პროცედურებს, თუ შესაძლებელია. პაციენტებისთვის, რომლებსაც ბიფოსფონატებით თერაპიაზე ყოფნის დროს უვითარდებათ ყბის ოსტეონეკროზი დენტალურმა ქირურგიამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტებში, რომლებსაც ჭირდებათ დენტალური პროცედურები, ბიფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს. მკურნალი ექიმის კლინიკური მსჯელობა უნდა იყოს წამყვანი თითოეული პაციენტის მართვის გეგმაში ინდივიდუალური რისკის/საგებლის შეფასების საფუძველზე.
  • ატიპიური სუბტროქანტერული და ბარძაყის დიაფიზური მოტეხილობები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ბიფოსფონატებით თერაპიას ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ეს განივი ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას ბარძაყის გასწვრივ, დაწყებული მცირე ციბრუტის ზუსტად ქვემოდან, დამთავრებული სუპრაკონდილარულ ამოზნექილობის ზემოთ არსებული არეალით. ეს მოტეხილობები ხდება მინიმუალური ტრავმის შემდეგ, ან საერთოდ ტრავმის გარეშე და ზოგ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი ბარძაყის ან საზარდულის არეში, რომელიც დაკავშირებულია სტრესული მოტეხილობის ვიზუალიზაციის მახასიათებლებთან, კვირებით ან თვეებით ადრე მანამ სანამ წარმოდგება ბარძაყის სრული მოტეხილობით. მოტეხილობები ხშირად ორმხრივია: მაშასადამე, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით და გადატანილი აქვთ ბარძაყის დიაფიზის მოტეხილობა, გამოკვლეულ უნდა იქნას კონტრალატერალური ბარძაყი. აღწერილია ასევე ამ მოტეხილობების ცუდი შეხორცება. პრეპარატის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებშიც საეჭვოა ბარძაყის ატიპური მოტეხილობა, უნდა განიხილებოდეს პაციენტების შეფასების მოლოდინში, ინდივიდუალური რისკი/სარგებლის შეფასების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყის ატიპური მოტეხილობა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ მედიკამენტს, გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ მკურნალობის დროს მათ უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სახის ტკივილის შესახებ ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, და ყველა პაციენტი, რომელიც წარმოდგება ასეთი სიმპტომებით, უნდა შეფასდეს ბარძაყის არასრულ მოტეხილობაზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ ზოლედრონის მჟავის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული არ არის, ბრონქოკოსნტრიქციის შემთხვევები აღწერილია აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ მგრძნობიარე ასთმიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბიფოსფონატებს.

სიფრთხილის ზომები

  • ამ მედიკამენტის საინფუზიო ხსნარი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ინტრავენურად.
  • შეყვანამდე, საჭიროებისამებრ ამოღებული კონცენტრატის მოცულობა უნდა გაზავდეს 100 მლ კალციუმისგან თავისუფალი საინფუზიო ხსნარში (9% ფიზიოლოგიური ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი). ზოლენიკი® არ უნდა შეერიოს კალციუმის ან სხვა ორვალენტიანი კათიონის შემცველ საინფუზიო ხსნარებს, როგორიც არის ლაქტატის რინგერის ხსნარი, და შეყვანა უნდა მოხდეს როგორც ერთჯერადი ინტრავენური ხსნარი ცალკე საინფუზიო მილში.
  • გამოიყენეთ ასეპტიურად მომზადებისთანავე. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, ხსნარი უნდა შეინახოთ მაცივარში 2-8 0C-ზე. სანამ შეიყვანთ გაყინული ხსნარი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე. ჯამური დრო განზავებას, მაცივარში შენახვასა (2-8 0C) და შეყვანას შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. მომზადებული საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე და ქიმიურად მდგრადი 2-8 0C-ზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.
  • შენახვა და დამუშავება
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • მედიკამენტის შენახვა რეკომენდებულია თავდაპირველ კონტეინერში, რადგან სხვაგვარად შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და გააფუჭოს მისი ხარისხი.
  • გაზავებამდე მედიკამენტი არ უნდა ინახებოდეს 300-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.
  • სხვა ინფორმაცია
  • კანცეროგენურობის ბიოშეფასებები ჩატარდა თაგვებში და ვირთხებში 104 კვირის მანძილზე. თაგვებს მისცეს 0.1, 0.5 ან 2.0 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავა. იყო Harderian ჯირკვლის ადენომების (რეტრო-ორბიტალური ჯირკვლის არარსებობა ადამიანში) მომატებული შემთხვევები ყველა სამკურნალო ჯგუფში (დოზებზე,≥ 0.002-ჯერ 4 მგ ადამიანის ინტრავენურ დოზაზე, სხეულის ფარდობითი ზედაპირიბის ფართობების შედარების საფუძველზე). ვირთხებს მისცეს ზოლედრონის მჟავის დოზები 0.1, 0.5 ან 2.0 მგ/კგ/დღეში 104 კვირის მანძილზე, კანცეროგენურობა არ დაფიქსირებულა. (დოზებზე,≤ 0.2-ჯერ 4 მგ ადამიანის ინტრავენურ დოზაზე, სხეულის ფარდობითი ზედაპირიბის ფართობების შედარების საფუძველზე).
  • ზოლედრონის მჟავა არ იყო გენოტოქსიური Ames ბაქტერიული მუტაგენურობის შეფასებაში, in vitro ძუძუმწოვართა ქრომოსომული აბერაციის შეფასებაში, გენის მუტაციის შეფასებაში (პირდაპირი და მეტაბოლური აქტივაციის მეთოდები) და in-vivo მღრღნელების მიკრობირთვულ შეფასებაში.
  • მდედრობით ვირთხებში შეიყვანეს 0.01, 0.03 ან 0.1 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავას კანქვეშა დოზები, დაწყებული 15 დღით ადრე დაწყვილებამდე და გაგრძელებული მთელი ორსულობის პერიოდში. მაღალი დოზის ჯგუფში (სისტემური ექსპოზიციით 1.2-ჯერ ადამიანის სისტემური ექსპოზიციაზე ინტრავენური დოზის შემდეგ, AUC-ის საფუძველზე [სივრცე კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ] დაფიქსირებული ეფექტები მოიცავდა ოვულაციის ინჰიბირებას და ორსული ვირთხების რაოდენობის შემცირებას. საშუალო დოზის ჯგუფში (სისტემური ექსპოზიცია 0.2-ჯერ ადამიანის სისტემური ექსპოზიციაზე, ინტრავენური დოზის შემდეგ, AUC -ის შედარების საფუძველზე) და მაღალი დოზის ჯგუფებში ნანახი ეფექტები მოიცავდა რეიმპლანტაციური დანაკარგების მატებას და იმპლანტაციების და ცოცხალი ჩანასახების რაოდენობის შემცირებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გვერდითი მოვლენები

  • ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენების სიხშირე ზოგადად ეყრდნობა ქრონიკული მკურნალობის კვლევების მონაცემებს. ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია, და არის სხვა ბიფოსფონატების მსგავსი. გვერდითი მოვლენები შესაძლოა ყოფილიყო ამ პაციენტთა დაახლოებით მესამედში, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული მედიკამენტით. ხშირია ტემპერატურის მატება ი/ვ ინფუზიის შედეგად. პაციენტების დაახლოებით 9%-ს, რომლებიც მოიხმარდნენ ამ მედიკამენტს, ჰქონდა გაციების-მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ძვლების ტკივილი, სიცხე, დაღლილობა, სპასტიურობა და კანკალი, ხოლო დაახლოებით 3%-ს ხშირად ჰქონდა ართრალგია და მიალგია.
  • პაციენტების დაახლოებით 20%-ში, რომლებიც ამ მედიკამენტით მკურნალობენ, აღწერილია თირკმლის კალციუმის შემცირებული გამოყოფა შრატში ფოსფატის შემცირებულ დონესთან ერთად, რომლებიც არ წარმოდგებიან სუბიექტური სიმპტომებით ან არ საჭიროებენ მკურნალობას. პაციენტების დაახლოებით 3%-ში, შეიძლება შემცირებული იყოს შრატის კალციუმის დონე ასიმპტომური ჰიპოკალცემიის დონემდე.
  • გასტროინტესტინალური რეაქციები, როგორიც არის გულისრევა (5.8%) და ღებინება (2.6%) აღწერილია ამ ამედიკამენტის ი/ვ მიღების შემდეგ.
  • ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, ერითემის და შეშუპების ჩათვლით, ხშირად აღწერილია პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.
  • პაციენტების 1.5%-ს ჰქონდა ანორექსია შეყვანის შემდეგ.
  • გამონაყარი და ქავილი იშვიათად არის დაფიქსირებული (1%-ზე ნაკლები).
  • სხვა ბიფოსფონატების მსგავსად, აღწერილია კონიუქტივიტი (დაახლოებით 1%) და ჰიპომაგნეზემია.
  • პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზებით, დაფიქსირებულია თირკმლის დაზიანებასთან დაკავშირებული მოვლენები (2.3%), რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყო სხვა რისკ ფაქტორებით.
  • პლაცებოთი კონტროლირებული კვლევების ანალიზში, მძიმე ანემიის (Hb < 8.0 გ/დლ) შემთხვევები იყო 5.2% ზოლედრონის მჟავის ჯგუფში და 4.2% პლაცებოს ჯგუფში.
  • შემდეგ ცხრილში მითითებულია ამ მედიკამენტით ქრონიკულ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების მონაცემებიდან, რომლებიც დახარისხდა როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10,000, <1/1,000) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000) სიხშირით.

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: ანემია

არც თუ ისე ხშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათი: პანციტოპენია

გულის დარღვევები

იშვიათი: ბრადიკარდია

სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევები

ხშირი: ჰიპერტენზია

არც თუ ისე ხშირი: ჰიპოტენზია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, პარესთეზია

არც თუ ისე ხშირი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, დისგევზია, ჰიპოესთეზია, ტრემორი

თირკმლის და საშარდე სისტემა

ხშირი: თირკმლის დაზიანება

არც თუ ისე ხშირი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: ძილის დარღვევა

არც თუ ისე ხშირი: შფოთვა

იშვიათი: კონფუზია

იმუნური სისტემის დარღვევები

არც თუ ისე ხშირი: ჰიპერსენსიტიურობა

იშვიათი: ანგიოედემა

თვალის დარღვევები

ხშირი: კონიუქტივიტი

არც თუ ისე ხშირი: დაბინდული მხედველობა

ძირითადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ხშირი: ცხელება, გაციების მსგავსი სიმპტომები (მათ შორის დაღლილობა, ჟრჟოლა, სისუსტე, და ციებ-ცხელება), პერიფერიული შეშუპება, ასთენია

არც თუ ისე ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილის, გაღიზიანების, შესიების, ინდურაციის და ანთებითი ჰიპერემიის ჩათვლით), ტკივილი გულმკერდის არეში, წონის მატება.

გასტროინტესტინალური დარღვევები:

ხშირი: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კონსტიპაცია

არც თუ ისე ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეპსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე

რესპირატორული, გულმკერდის და მედიასტინალური დარღვევები

არც თუ ისე ხშირი: ქოშინი, ხველა

კლინიკური გამოკვლევა:

ხშირი: ჰიპოფოსფატემია

ხშირი: მომატებული კრეატინინი სისხლში, მომატებული შარდოვაბა სისხლში, ჰიპოკალცემია

არც თუ ისე ხშირი: ჰიპომაგნეზემია, ჰიპოკალემია

იშვიათი: ჰიპერკალემია, ჰიპერნატრემია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ჰიპერჰიდროზი

არც თუ ისე ხშირი: ქავილი, გამონაყარი (მათ შორის ერითემა და მაკულარული გამონაყარი

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი, და ჩონჩხის დაავადებები:

ხშირი: ოსტალგია, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი, სახსრების სიმყიფე

არც თუ ისე ხშირი: კუნთების სპაზმი

ინფექცია:

მონილიაზი, საშარდე გზების ინფექცია (UTI), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (URI), არა-სპეციფიკური ინფექცია

  • ერთ 3-წლიან რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებულ კვლევაში სადაც ფასდებოდა 5მგ ზოლედრონის მჟავას ეფექტურობა და უსაფრთხოება წელიწადში ერთხელ - პლაცებოს წინააღმდეგ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობაში, წინაგულთა ფიბრილაციის საერთო შემთხვევები იყო 2.5% (3,862 პაციენტიდან 96) ზოლედრონის მჟავის ჯგუფში, და 1.9% (3.852 პაციენტიდან 75) პლაცებოს ჯგუფში. წინაგულთა ფიბრილაციის მძიმე გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი იყო 1.3% (3,862 პაციენტიდან 51) და 0.6% (3,852 პაციენტიდან 22) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 5მგ ზოლედრონის მჟავას და პლაცებოს, შესაბამისად. ამ კვლევაში დაფიქსირებული შეუსაბამობა არ არის წარმოდგენილი 4მგ ზოლედრონის მჟავას სხვა კვლევებში ყოველ 3-4 კვირაში ონკოლოგიურ პაციენტებში. მექანიზმი, რომელიც დგას წინაგულთა ფიბრილაციის მომატებული შემთხვევების უკან, ამ ერთ კლინიკურ კვლევაში, არ არის ცნობილი.
  • პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა

პოსტ-მარკეტინგულ ზედამხედვალობაში აღწერილი გვერდითი მოვლენები არის შემდეგი. რადგან ეს ანგარიშები არის განუსაზღვრელი სიდიდის პოპულაციიდან და ექვემდებარება შერეულ ფაქტორებს, შეუძლებელია უტყუარად მათი სიხშირის გამოთვლა ან წამლის ექსპოზიციის მიმართ მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

387359525001 აღწერილია (არც თუ ისე ხშირად) ოსტეონეკროზის შემთხვევები (თავდაპირველად მოიცავს ყბას) სიმსივნიან პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამენტით. ამ პაციენტებიდან ბევრი წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ინფექციით, მათ შორის ოსტეომიელიტით. ამ ანგარიშების უმეტესობა ეხება სიმსივნიან პაციენტებს, კბილის ამოღების ან სხვა დენტალური ოპერაციების შემდეგ. ყბის ოსტეონკეროზს აქვს მრავალი დოკუმენტირებული რისკ ფატორი, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზი, თანმხლები თერაპიები (ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია ან ადრენოკორტიკალური ჰორმონოთერაპია) და კომორბიდული მდგომარეობები (ანემია, კოაგულოპათია, ინფექცია ან ადრე არსებული პირის ღრუს დაავადებები). მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრიობა არ არის დადგენილი, რეკომენდებულია დენტალური ოპერაციის პრევენცია, რადგან გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს. პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა და ლოტერატურა მიუთითებს ყბის ოსტეონეკროზის ანგარიშების უფრო მეტ სიხშირეს სიმსივნის ტიპის მიხედვით (წინ წასული ძუძუს კიბო, მრავლობითი მიელომა).

387351270002 პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში, არც თუ ისე ხშირად აღწერილია ძვლების, სახსრების და/ან კუნთების მწვავე და იშვიათად ისეთი ტკივილი, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბიფოსფონატებს, მათ შორის ამ მედიკამენტს. ამ სიმპტომების დაწყების დრო იცვლებოდა მკურნალობის დაყწებიდს შემდეგ ერთი დღიდან - თვეებამდე. პაციენტების უმეტესობას შეუმსუბუქდა სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, და ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა სიმპტომების რეციდივი, ზოლედრონის მჟავის ან სხვა ბიფოსფონატების ხელახლა შეყვანის შემდეგ.

387357620003 პაციენტებმა, ძირითადი რისკ ფაქტორებით, აღწერეს ჰიპოტენზია, რომელიც იწვევდა გონების კარგვას, ცირკულაროტულ კოლაფსს, წინაგულთა ფიბრილაციას, ძილიანობას, ბრონქოკონსტრიქციას, ანაფილაქსიურ რეაქციას/შოკს, ურტიკარიას, უვეიტს, ეპისკლერიტს, სკლერიტს, პანოფთალმიტს და ატიპურ სუბტროქანტერულ და დიაფიზურ ბარძაყის მოტეხილობებს (ბიფოსფონატები).

  • პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა კორეაში

ეროვნულ პოსტ-მარკეტინგულ ზედამხედვალობაში, რომელშიც ხელახლა ფასდებოდა ეს მედიკამენტები და მოიცავდა 944 პაციენტს, გვერდითი მოვლენების შემთხვევები იყო 24.26% (944 პაციენტიდან 230, 527 შემთხვევა), მიზეზობრიობისგან დამოუკიდებლად. აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია, იყო 16.31% (944 პაციენტიდან 154, 287 შემთხვევა): 2.54% (944 პაციენტიდან 24, 24 შემთხვევა) ცხელებისთვის, 1.69% (944 პაციენტიდან 16, 16 შემთხვევა) შრატში მომატებული ალკალინ ფოსფატაზისთვის, 1.59% (944 პაციენტიდან 15, 15 შემთხვევა) მიალგიისთვის, 1.48% (944 პაციენტიდან 14, 14 შემთხვევა) გულისრევისთვის, 1.17% (944 პაციენტიდან 11, 13 შემთხვევა) ჰიპოკალცემიისთვის, 1.17% (944 პაციენტიდან 11, 11 შემთხვევა) ანემიისთვის და 1.06% (944 პაციენტიდან 10, 10 შემთხვევა) კონსტიპაციისთვის. გვერდითი მოვლენების შემთხვევები იყო 4.98% (944 პაციენტიდან 47, 79 შემთხვევა) მიუხედავად მიზეზობრიობისა. აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია იყო 0.85% (866 პაციენტიდან 8, 11 შემთხვევა): 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) ცხელებისთვის, 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) მომატებული პროსტატის-სპეციფიკური ანტიგენისთვის და 1 შემთხვევა თითო დაავადების პროგრესირებისთვის, ზურგის ტკივილისთვის, ძვლების ტკივილისთვის, შრატში ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონისთვის, პნევმონიისთვის, ფილტვის შეშუპებისთვის და ჰემატურიისთვის. ახალი გვერდითი მოვლენების შემთხვევები, რომლებიც არ იყო აღწერილი პრე-მარკეტინგულ კლინიკურ კვლევაში, იყო 11.23 (944 პაციენტიდან 106, 153 შემთხვევა). აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია იყო 4.98% (944 პაციენტიდან 47, 53 შემთხვევა): 1.69% (944 პაციენტიდან 16, 16 შემთხვევა) შრატში ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონისთვის, 0.64% (944 პაციენტიდან 6, 6 შემთხვევა) პერიფერიული ნეიროპათიისთვის, 0.42% (944 პაციენტიდან 4, 5 შემთხვევა) ჰიპოალბუმინოზისთვის. 0.32% (944 პაციენტიდან 3, 3 შემთხვევა) თითოეული მენჯის ტკივილისთვის, პროქტალგიისთვის და მომატებული ნახველისთვის, 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) თითოეული მომატებული პროსტატის-სპეციფიკური ანტიგენისთვის და თავბრუსხვევისთვის, 1 შემთხვევა თითოთითო ღვიძლის დარღვეული ფუნქციის ტესტისთვის, ჰიპერურიცემიისთის, ოროფარინგეალური ტკივილისთვის, მუცლის შებერილობისთვის, პროზოპლეგიისთვის, მომატებული ღვიძლის ფერმენტებისთვის (AST, ALT), გვერდების ტკივილისთვის, მომატებული კარბოჰიდრატული ანტიგენისთვის 19-9, დენტალგიისთვის, რინორეიისთვის, პნევმონიისთვის, ფილტვის შეშუპებისთვის, ქსეროდერმისთვის, ცხვირის გაჭედვისთვის და სისხლში შემცირებული შარდოვანასთვის ან შრატში შემცირებული კრეატინინისთვის (ასახულია ხელახალი შეფასების შედეგი).

  • ძირითადი სიფრთხილის ზომები
  • დარწმუნდით, რომ ეს პაციენტები ადეკვატურად არიან ჰიდრატირებული შეყვანამდე და მის შემდეგ, თუმცა პაციენტები, რომლებიც არიან თირკმლის უკმარისობის რისკის ქვეშ, უნდა მოერიდონ გადაჭარბებულ ჰიდრატაციას.
  • ზოლენიკი® შეიცავს იმავე აქტიურ ნივთიერებას, რომელიც არის Aclasta-ში. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზოლენიკით®, პარალელურად არ უნდა იმკურნალონ Aclasta-თი. რადგან ამ მედიკამენტის და სხვა ბიფოსფონატების კომბინირებული ეფექტები უცნობია, ზოლენიკით® მკურნალობისას არ უნდა მოხდეს პარალელურად სხვა ბიფოსფონატებით მკურნალობა.
  • ბიფოსფონატები დაკავშირებულია თირკმლის დისფუნქციის ანგარიშებთან. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თირკმლის ფუნქციის გაუარესების პოტენციალი, არის დეჰიდრატაცია, მანამდე არსებული თირკმლის დაზიანება, ამ მედიკამენტის და სხვა ბიფოსფონატების მრავლობითი ციკლები, ნეფროტოქსიური საშუალებების გამოყენება, ასევე რეკომენდებულზე ნაკლები ინფუზიის დრო. მიუხედავად იმისა, რომ რისკი შემცირებულია როცა ზოლენდრონის მჟავის შეყვანა ხდება 15 წუთზე დიდხანს, თიკრმლის ფუნქცია მაინც შეიძლება გაუარესდეს. თირმლის დაზიანება, პროგრესი თირკმლის უკმარისობამდე და დიალიზი აღწერილია პაციენტებში, ამ მედიკამენტის საწყისი ან ერთჯერადი დოზის შემდეგ. შრატში კრეატინინის მომატება ხდება ასევე ზოგ პაციენტში, რომელიც ქრონიკულად იღებს ამ მედიკამენტს რეკომენდებული დოზით, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის, თუმცა ნაკლებად ხშირად.
  • პაციენტებში, რომლებსაც ჭირდებათ განმეორებითი შეყვანა, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, როგორიც არის შრატში კრეატინინის შეფასება, ყოველ შეყვანამდე, სხვა ბიფოსფონატების მსგავსად. პაციენტები, TIH-ით და თირკმლის ფუნქციის გაურესების მტკიცებულებით, შესაბამისად უნდა შეფასდნენ იმის გათვალისწინებით, გადაწონის თუ არა ამ მედიკამენტით მკურნალობის შედეგად მიღებული სარგებელის პოტენციალი შესაძლო რისკს.
  • მკურნალობის დაწყებისთანავე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზებით და თირკმლის მსუბუქი-ზომიერი დაზიანებით, რეკომენდებულია ზოლედრონის მჟავის უფრო დაბალი დოზები. პაციენტებში, რომლებშიც ვლინდება თირკმლის დაზიანება მკურნალობის დროს, მედიკამენტი უნდა შეწყდეს. მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც კრეატინინი დაუბრუნდება საწყისის 10%-ს.
  • ამ მედიკამენტით თერაპიის დაწყების შემდეგ უნდა ხდებოდეს სტანდარტულ ჰიპერკალცემიასთან დაკავშირებული მეტაბოლური პარამეტრების სერიოზული მონიტორინგი, როგორიც არის შრატში კალციუმის, ფოსფატის და მაგნიუმის დონე, ასევე კრეატინინი შრატში. თუ ადგილი ექნება ჰიპოკალცემიას, ჰიპოფოსფატემიას ან ჰიპომაგნეზემიას, შეიძლება საჭირო იყოს ხანმოკლე დამატებითი თერაპია. პაციენტებს, რომლებსაც არ უმკურნალიათ ჰიპერკალცემიაზე, როგორც წესი, აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარკვეული ხარისხი, მაშასადამე, გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი.
  • პაციენტებში სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით, მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია შრატში მომატებული კალციუმის გამო. რეკომენდებულია მკურნალობამდე მინიმუმ 7 დღის გასვლა.
  • ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მკურნალობის ეფექტის დასაწყისი არის 2-3 თვე.
  • ფარისებრის ოპერაციის შემდეგ, პაციენტები ხდებიან გრძნობიარე ჰიპოკალცემიის მიმართ, შესაბამისი ჰიპოთირეოზის გამო.
  • არ არსებობს მონაცემები ზოლედრონის მჟავის გავლენის შესახებ საჭის მართვაზე ან მოწყობილობების მუშაობაზე.
  • მედიკამენტის წამალთშორისი ურთიერთქმედებები
  • კლინიკურ კვლევებში, ამ მედიკამენტის შეყვანა ხდებოდა ხშირად გამოყენებულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციტოსტატიური საშუალება), შარდმდენების, ანტიბიოტიკების ან ტკივილგამაყუჩებლების პარალელურად, ისე რომ კლინიკურად თვალსაჩინო ურთიერთქმედებას ადგილი არ ჰქონია.
  • ოფიციალური კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა რეკომენდებულია შრატში კალციუმის მონიტორინგი, როცა ბიფოსფონატების მათ შორის ზოლედრონის მჟავის, შეყვანა ხდება ამინოგლიკოზიდთან და მარყუჟოვან შარდმდენთან ერთად, რადგან ამ საშუალებებს შეიძლება ჰქონდეთ ადიციური ეფექტი შრატში კალციუმის დონის დასაწევად, საჭიროზე უფრო მეტი პერიოდით.
  • საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ამ მედიკამენტის სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.
  • ყურადღება უნდა მიექცეს ჰიპომაგნეზემიის განვითარების შესაძლებლობას მკურნალობის დროს.
  • დოზის კორექტირება არ არის საჭირო თალიდომიდთან კომბინაციისას, თუმცა, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დაზიანებით დოზის კორექტირება საჭიროა. თალიდომიდის (100 მგ დღეში ერთხელ) პარალელურად მიღება ამ მედიკამენტთან (4 მგ 15 წთ-იან ინფუზიით) ერთად მნიშვნელოვნად არ ცვლიდა ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკას და კრეატინინის კლირენსს პაციენტებში მრავლობითი მიელომით.
  • ზოლედრონის მჟავა არ ავლენს მნიშვნელოვან შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და არ აინჰიბირებს ადამიანის P450 ფერმენტს in vitro, თუმცა ოფიციალური კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
  • ორსული ან მეძუძური დედები
  • ზოლედრონის მჟავა უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში. ზოლედრონის მჟავა ტერატოგენული იყო ვირთხებში კანქვეშა დოზებზე ≥0.2 მგ/კგ. მიუხედავად იმისა, რომ ტერატოგენურობა ან ფეტოტოქსიურობა ბოცვრებში არ დაფიქსირებულა, აღმოაჩინეს დედის ტოქსიურობა.
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა ადამიანის რძეში. ზოლენიკი® უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.
  • პედიატრიული გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზა

კლინიკური გამოცდილება მძიმე ზედოზირებასთან მიმართებაში შეზღუდულია. საჭიროა სერიოზული დაკვირვება ისეთ პაციენტებზე, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებულზე მაღალი დოზები, რადგან დაფიქსირებულია თირკმლის ფუნქციის დაზიანება (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) და შრატის ელექტროლიტების (კაციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ჩათვლით) დარღვევები. ჰიპოკალცემიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს კალციუმის გლუკონატის ინფუზიები, როგორიც იქნება კლინიკური ჩვენება.

შენახვის პირობები

შეინახეთ 15-300-C-ზე

წარმოებული

Samyang-სთვის

Samyang Holdings Corporation

79, Sinildong-ro, Daedeok-gu, Daejeon, კორეა

ვერსია 0.1

იანვარი 2018

ხელმოწერილია. 2022.12.15. შტამპზე: samyang

196893V02

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სარეკომენდაციო ვერსია

საინექციო ზოლენიკი® (ZOLENIC®) 4მგ/5მლ

(ზოლედრონის მჟავა)

[აქტიური ინგრედიენტი]

საინექციო ზოლენიკის® ყოველი ფლაკონი შეიცავს

ზოლედრონის მჟავას.......................................................... 4 მგ (4.264მგ ზოლედრონის მჟავის მონოჰიდრატი)

[აღწერილობა]

საინექციო ზოლენიკი® 4მგ არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი პლასტმასის ფლაკონში.

[ჩვენებები და გამოყენება]

  • სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე მოზრდილთა მკურნალობა
  • მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მკურნალობა სტანდარტულ ანტი-ნეოპლაზიურ თერაპიასთან ერთად. პროსტატის კიბოს პროგრესის შემდეგ მინიმუმ ერთი ჰორმონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ.

[დოზირება და მიღების წესი]

  • სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე მოზრდილთა მკურნალობა

მოზრდილთათვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის: ჰიპერკალცემიისთვის (ალბუმინით-კორექტირებული შრატის კალციუმი ≥ 3.0 მმოლ/ლ ან 12 მგ/დლ) რეკომენდებული დოზაა 4 მგ ზოლედრონის მჟავა. მიღებამდე, საინექციო ზოლენიკს® 4მგ/5მლ კონცენტრატი უნდა გაზავდეს 100მლ 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული წამლის შეყვანამდე და შემდეგაც. პაციენტების კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა მოხდეს ფიზიოლოგიურის ინფუზია.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის: დოზის კორექტირება არ არის საჭირო პაციენტებში შრატის კრეატინინით < 400მკმოლ/ლ ან < 4.5 მგ/დლ. თუმცა, სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე პაციენტებში, რომელთაც ასევე აქვთ თირკმლის მწვავე დაზიანება, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მკურნალობის რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.

  • მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მკურნალობა

მოზრდილთათვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის: მრავლობითი მიელომის და სოლიდური სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზაა 4 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკურ კვლევებში იყო 15 თვე პროსტატის კიბოსთვის, 12 თვე ძუძუს კიბოსთვის და მრავლობითი მიელომისთვის, და 9 თვე სხვა სოლიდური სიმსივნეებისთვის. პაციენტებმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიიღონ პერორალური კალციუმის დანამატი 500 მგ და მრავალფეროვანი ვიტამინი, რომელიც შეიცავს 400 სე D ვიტამინს.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის: თერაპიის დაწყებამდე უნდა შეფასდეს შრატის კრეატინინი და კრეატინინის კლირენსი (CrCL). აღნიშნული მედიკამენტი არ არის რეკომენდებული თირკმლის მწვავე დაზიანების (CrCL < 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებისთვის. ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსუბუქი-ზომიერი თირკმლის დაზიანებით, რეკომენდებულია შემდეგი დოზა:

საწყისი კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზა

მიღებული დოზა

>60

  • 0 მგ

5 მლ

50 ∼ 60

  • 5 მგ
  • 4 მლ

40 ∼ 49

  • 3 მგ
  • 1 მლ

30 ∼ 39

  • 0 მგ
  • 8 მლ

საინექციო ზოლენიკი® უნდა გაზავდეს 100მლ 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და მისი შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ თირკმლის ფუნქცია გაუარესდა. კლინიკურ კვლევებში, თირკმლი ფუნქციის გაუარესება განისაზღვრებოდა, როგორც კრეატინინის მომატება 0.5 მგ/დლ-ზე მეტად პაციენტებში ნორმალური საწყისი კრეატინინით (<1.4 მგ/დლ) და კრეატინინის დონის მატება 1.0 მგ/დლ-ზე მეტად პაციენტებში დარღვეული საწყისი კრეატინინის დონით (>1.4 მგ/დლ). მკურნალობა განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრეატინინი დაუბრუნდა საწყისი მაჩვენებლის 10%-ის ფარგლებში და უნდა განახლდეს იმავე დოზით, როგორიც იყო მკურნალობის შეწყვეტამდე.

[გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები]

  • უკუჩვენებები
  • პაციენტები მომატებული მგრძნობელობით ზოლედრონის მჟავის ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • პაციენტები მომატებული მგრძნობელობით სხვა ბიფოსფონატების მიმართ
  • ორსული ქალები ან მეძუძური დედები
  • სიფრთხილით დანიშნეთ შემდეგ პაციენტებში
  • კლინიკური მონაცემები ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ფარმაკოკინეტიკაზე შეზღუდულია პაციენტებში თირკმლის მწვავე დაზიანებით, ხოლო პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამეტით, არიან თირკმლის დაზიანების რისკის ქვეშ, მაშასადამე, ზოლედრონის მჟავა არ არის რეკომენდებული პაციენტთა ამ პოპულაციისთვის. (კლინიკურ კვლევებში, თირკმლის მწვავე დაზიანება განისაზღვრებოდა როგორც შრატის კრეატინინის მატება ≥ 400 მკმოლ/ლ ან ≥ 4.5 მგ/დლ პაციენტებში სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით და შრატის კრეატინინის მატება ≥ 265 მკმოლ/ლ ან ≥ 3.0 მგ/დლ პაციენტებში სიმსივნით/ძვლოვანი მეტასტაზებით, და ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, როგორც კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
  • პაციენტებისთვის ღვიძლის უკმარისობით არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, არ შეიძლება პაციენტთა ამ პოპულაციისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა.
  • ყბის ოსტეონეკროზი (ONJ) აღწერილია სიმსივნიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამენტით. ბევრი ამ პაციენტებიდან ასევე იღებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ბევრს ჰქონდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნები, მათ შორის ოსტეომიელიტის. პოსტ-მარკეტინგული მეთვალყურეობა და ლიტერატურა მიუთითებს ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევების უფრო მეტ სიხშირეს სიმსივნის ტიპის / (წინ წასული ძუძუს კიბო, მრავლობითი მიელომა) და დენტალური სტატუსის (კბილის ამოღება, პერიოდონტალური დაავადება, ადგილობრივი ტრავმა, ცუდად მორგებული კბილების პროთეზები) მიხედვით. მაშასადამე, სიმსივნიანი პაციენტები კარგად უნდა იცავდნენ პირის ღრუს ჰიგიენას და ბიფოსფონატებით მკურნალობამდე უნდა იტარებდნენ დენტალურ გამოკვლევას პრევენციული სტომატოლოგიით. მკურნალობის დროს, ეს პაციენტები უნდა მოერიდონ ინვაზიურ დენტალურ პროცედურებს, თუ შესაძლებელია. პაციენტებისთვის, რომლებსაც ბიფოსფონატებით თერაპიაზე ყოფნის დროს უვითარდებათ ყბის ოსტეონეკროზი დენტალურმა ქირურგიამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტებში, რომლებსაც ჭირდებათ დენტალური პროცედურები, ბიფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს. მკურნალი ექიმის კლინიკური მსჯელობა უნდა იყოს წამყვანი თითოეული პაციენტის მართვის გეგმაში ინდივიდუალური რისკის/საგებლის შეფასების საფუძველზე.
  • ატიპიური სუბტროქანტერული და ბარძაყის დიაფიზური მოტეხილობები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ბიფოსფონატებით თერაპიას ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ეს განივი ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას ბარძაყის გასწვრივ, დაწყებული მცირე ციბრუტის ზუსტად ქვემოდან, დამთავრებული სუპრაკონდილარულ ამოზნექილობის ზემოთ არსებული არეალით. ეს მოტეხილობები ხდება მინიმუალური ტრავმის შემდეგ, ან საერთოდ ტრავმის გარეშე და ზოგ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი ბარძაყის ან საზარდულის არეში, რომელიც დაკავშირებულია სტრესული მოტეხილობის ვიზუალიზაციის მახასიათებლებთან, კვირებით ან თვეებით ადრე მანამ სანამ წარმოდგება ბარძაყის სრული მოტეხილობით. მოტეხილობები ხშირად ორმხრივია: მაშასადამე, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიფოსფონატებით და გადატანილი აქვთ ბარძაყის დიაფიზის მოტეხილობა, გამოკვლეულ უნდა იქნას კონტრალატერალური ბარძაყი. აღწერილია ასევე ამ მოტეხილობების ცუდი შეხორცება. პრეპარატის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებშიც საეჭვოა ბარძაყის ატიპური მოტეხილობა, უნდა განიხილებოდეს პაციენტების შეფასების მოლოდინში, ინდივიდუალური რისკი/სარგებლის შეფასების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყის ატიპური მოტეხილობა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ მედიკამენტს, გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ მკურნალობის დროს მათ უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სახის ტკივილის შესახებ ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, და ყველა პაციენტი, რომელიც წარმოდგება ასეთი სიმპტომებით, უნდა შეფასდეს ბარძაყის არასრულ მოტეხილობაზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ ზოლედრონის მჟავის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული არ არის, ბრონქოკოსნტრიქციის შემთხვევები აღწერილია აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ მგრძნობიარე ასთმიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბიფოსფონატებს.
  • გვერდითი მოვლენები
  • ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენების სიხშირე ზოგადად ეყრდნობა ქრონიკული მკურნალობის კვლევების მონაცემებს. ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია, და არის სხვა ბიფოსფონატების მსგავსი. გვერდითი მოვლენები შესაძლოა ყოფილიყო ამ პაციენტთა დაახლოებით მესამედში, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული მედიკამენტით. ხშირია ტემპერატურის მატება ი/ვ ინფუზიის შედეგად. პაციენტების დაახლოებით 9%-ს, რომლებიც მოიხმარდნენ ამ მედიკამენტს, ჰქონდა გაციების-მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ძვლების ტკივილი, სიცხე, დაღლილობა, სპასტიურობა და კანკალი, ხოლო დაახლოებით 3%-ს ხშირად ჰქონდა ართრალგია და მიალგია.
  • პაციენტების დაახლოებით 20%-ში, რომლებიც ამ მედიკამენტით მკურნალობენ, აღწერილია თირკმლის კალციუმის შემცირებული გამოყოფა შრატში ფოსფატის შემცირებულ დონესთან ერთად, რომლებიც არ წარმოდგებიან სუბიექტური სიმპტომებით ან არ საჭიროებენ მკურნალობას. პაციენტების დაახლოებით 3%-ში, შეიძლება შემცირებული იყოს შრატის კალციუმის დონე ასიმპტომური ჰიპოკალცემიის დონემდე.
  • გასტროინტესტინალური რეაქციები, როგორიც არის გულისრევა (5.8%) და ღებინება (2.6%) აღწერილია ამ ამედიკამენტის ი/ვ მიღების შემდეგ.
  • ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, ერითემის და შეშუპების ჩათვლით, ხშირად აღწერილია პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.
  • პაციენტების 1.5%-ს ჰქონდა ანორექსია შეყვანის შემდეგ.
  • გამონაყარი და ქავილი იშვიათად არის დაფიქსირებული (1%-ზე ნაკლები).
  • სხვა ბიფოსფონატების მსგავსად, აღწერილია კონიუქტივიტი (დაახლოებით 1%) და ჰიპომაგნეზემია.
  • პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზებით, დაფიქსირებულია თირკმლის დაზიანებასთან დაკავშირებული მოვლენები (2.3%), რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყო სხვა რისკ ფაქტორებით.
  • პლაცებოთი კონტროლირებული კვლევების ანალიზში, მძიმე ანემიის (Hb < 8.0 გ/დლ) შემთხვევები იყო 5.2% ზოლედრონის მჟავის ჯგუფში და 4.2% პლაცებოს ჯგუფში.
  • შემდეგ ცხრილში მითითებულია ამ მედიკამენტით ქრონიკულ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების მონაცემებიდან, რომლებიც დახარისხდა როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10,000, <1/1,000) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000) სიხშირით.

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი: ანემია

არც თუ ისე ხშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათი: პანციტოპენია

გულის დარღვევები

იშვიათი: ბრადიკარდია

სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევები

ხშირი: ჰიპერტენზია

არც თუ ისე ხშირი: ჰიპოტენზია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, პარესთეზია

არც თუ ისე ხშირი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, დისგევზია, ჰიპოესთეზია, ტრემორი

თირკმლის და საშარდე სისტემა

ხშირი: თირკმლის დაზიანება

არც თუ ისე ხშირი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: ძილის დარღვევა

არც თუ ისე ხშირი: შფოთვა

იშვიათი: კონფუზია

იმუნური სისტემის დარღვევები

არც თუ ისე ხშირი: ჰიპერსენსიტიურობა

იშვიათი: ანგიოედემა

თვალის დარღვევები

ხშირი: კონიუქტივიტი

არც თუ ისე ხშირი: დაბინდული მხედველობა

ძირითადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ხშირი: ცხელება, გაციების მსგავსი სიმპტომები (მათ შორის დაღლილობა, ჟრჟოლა, სისუსტე, და ციებ-ცხელება), პერიფერიული შეშუპება, ასთენია

არც თუ ისე ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილის, გაღიზიანების, შესიების, ინდურაციის და ანთებითი ჰიპერემიის ჩათვლით), ტკივილი გულმკერდის არეში, წონის მატება.

გასტროინტესტინალური დარღვევები:

ხშირი: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კონსტიპაცია

არც თუ ისე ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეპსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე

რესპირატორული, გულმკერდის და მედიასტინალური დარღვევები

არც თუ ისე ხშირი: ქოშინი, ხველა

კლინიკური გამოკვლევა:

ხშირი: ჰიპოფოსფატემია

ხშირი: მომატებული კრეატინინი სისხლში, მომატებული შარდოვაბა სისხლში, ჰიპოკალცემია

არც თუ ისე ხშირი: ჰიპომაგნეზემია, ჰიპოკალემია

იშვიათი: ჰიპერკალემია, ჰიპერნატრემია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ჰიპერჰიდროზი

არც თუ ისე ხშირი: ქავილი, გამონაყარი (მათ შორის ერითემა და მაკულარული გამონაყარი

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი, და ჩონჩხის დაავადებები:

ხშირი: ოსტალგია, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი, სახსრების სიმყიფე

არც თუ ისე ხშირი: კუნთების სპაზმი

ინფექცია:

მონილიაზი, საშარდე გზების ინფექცია (UTI), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (URI), არა-სპეციფიკური ინფექცია

  • ერთ 3-წლიან რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებულ კვლევაში სადაც ფასდებოდა 5მგ ზოლედრონის მჟავას ეფექტურობა და უსაფრთხოება წელიწადში ერთხელ - პლაცებოს წინააღმდეგ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობაში, წინაგულთა ფიბრილაციის საერთო შემთხვევები იყო 2.5% (3,862 პაციენტიდან 96) ზოლედრონის მჟავის ჯგუფში, და 1.9% (3.852 პაციენტიდან 75) პლაცებოს ჯგუფში. წინაგულთა ფიბრილაციის მძიმე გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი იყო 1.3% (3,862 პაციენტიდან 51) და 0.6% (3,852 პაციენტიდან 22) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 5მგ ზოლედრონის მჟავას და პლაცებოს, შესაბამისად. ამ კვლევაში დაფიქსირებული შეუსაბამობა არ არის წარმოდგენილი 4მგ ზოლედრონის მჟავას სხვა კვლევებში ყოველ 3-4 კვირაში ონკოლოგიურ პაციენტებში. მექანიზმი, რომელიც დგას წინაგულთა ფიბრილაციის მომატებული შემთხვევების უკან, ამ ერთ კლინიკურ კვლევაში, არ არის ცნობილი.
  • პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა

პოსტ-მარკეტინგულ ზედამხედვალობაში აღწერილი გვერდითი მოვლენები არის შემდეგი. რადგან ეს ანგარიშები არის განუსაზღვრელი სიდიდის პოპულაციიდან და ექვემდებარება შერეულ ფაქტორებს, შეუძლებელია უტყუარად მათი სიხშირის გამოთვლა ან წამლის ექსპოზიციის მიმართ მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

387359525001 აღწერილია (არც თუ ისე ხშირად) ოსტეონეკროზის შემთხვევები (თავდაპირველად მოიცავს ყბას) სიმსივნიან პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ბიფოსფონატებით, მათ შორის ამ მედიკამენტით. ამ პაციენტებიდან ბევრი წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ინფექციით, მათ შორის ოსტეომიელიტით. ამ ანგარიშების უმეტესობა ეხება სიმსივნიან პაციენტებს, კბილის ამოღების ან სხვა დენტალური ოპერაციების შემდეგ. ყბის ოსტეონკეროზს აქვს მრავალი დოკუმენტირებული რისკ ფატორი, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზი, თანმხლები თერაპიები (ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია ან ადრენოკორტიკალური ჰორმონოთერაპია) და კომორბიდული მდგომარეობები (ანემია, კოაგულოპათია, ინფექცია ან ადრე არსებული პირის ღრუს დაავადებები). მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრიობა არ არის დადგენილი, რეკომენდებულია დენტალური ოპერაციის პრევენცია, რადგან გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს. პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა და ლოტერატურა მიუთითებს ყბის ოსტეონეკროზის ანგარიშების უფრო მეტ სიხშირეს სიმსივნის ტიპის მიხედვით (წინ წასული ძუძუს კიბო, მრავლობითი მიელომა).

387351270002 პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში, არც თუ ისე ხშირად აღწერილია ძვლების, სახსრების და/ან კუნთების მწვავე და იშვიათად ისეთი ტკივილი, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბიფოსფონატებს, მათ შორის ამ მედიკამენტს. ამ სიმპტომების დაწყების დრო იცვლებოდა მკურნალობის დაყწებიდს შემდეგ ერთი დღიდან - თვეებამდე. პაციენტების უმეტესობას შეუმსუბუქდა სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, და ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა სიმპტომების რეციდივი, ზოლედრონის მჟავის ან სხვა ბიფოსფონატების ხელახლა შეყვანის შემდეგ.

387357620003 პაციენტებმა, ძირითადი რისკ ფაქტორებით, აღწერეს ჰიპოტენზია, რომელიც იწვევდა გონების კარგვას, ცირკულაროტულ კოლაფსს, წინაგულთა ფიბრილაციას, ძილიანობას, ბრონქოკონსტრიქციას, ანაფილაქსიურ რეაქციას/შოკს, ურტიკარიას, უვეიტს, ეპისკლერიტს, სკლერიტს, პანოფთალმიტს და ატიპურ სუბტროქანტერულ და დიაფიზურ ბარძაყის მოტეხილობებს (ბიფოსფონატები).

  • პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობა კორეაში

ეროვნულ პოსტ-მარკეტინგულ ზედამხედვალობაში, რომელშიც ხელახლა ფასდებოდა ეს მედიკამენტები და მოიცავდა 944 პაციენტს, გვერდითი მოვლენების შემთხვევები იყო 24.26% (944 პაციენტიდან 230, 527 შემთხვევა), მიზეზობრიობისგან დამოუკიდებლად. აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია, იყო 16.31% (944 პაციენტიდან 154, 287 შემთხვევა): 2.54% (944 პაციენტიდან 24, 24 შემთხვევა) ცხელებისთვის, 1.69% (944 პაციენტიდან 16, 16 შემთხვევა) შრატში მომატებული ალკალინ ფოსფატაზისთვის, 1.59% (944 პაციენტიდან 15, 15 შემთხვევა) მიალგიისთვის, 1.48% (944 პაციენტიდან 14, 14 შემთხვევა) გულისრევისთვის, 1.17% (944 პაციენტიდან 11, 13 შემთხვევა) ჰიპოკალცემიისთვის, 1.17% (944 პაციენტიდან 11, 11 შემთხვევა) ანემიისთვის და 1.06% (944 პაციენტიდან 10, 10 შემთხვევა) კონსტიპაციისთვის. გვერდითი მოვლენების შემთხვევები იყო 4.98% (944 პაციენტიდან 47, 79 შემთხვევა) მიუხედავად მიზეზობრიობისა. აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია იყო 0.85% (866 პაციენტიდან 8, 11 შემთხვევა): 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) ცხელებისთვის, 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) მომატებული პროსტატის-სპეციფიკური ანტიგენისთვის და 1 შემთხვევა თითო დაავადების პროგრესირებისთვის, ზურგის ტკივილისთვის, ძვლების ტკივილისთვის, შრატში ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონისთვის, პნევმონიისთვის, ფილტვის შეშუპებისთვის და ჰემატურიისთვის. ახალი გვერდითი მოვლენების შემთხვევები, რომლებიც არ იყო აღწერილი პრე-მარკეტინგულ კლინიკურ კვლევაში, იყო 11.23 (944 პაციენტიდან 106, 153 შემთხვევა). აქედან, იმ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია იყო 4.98% (944 პაციენტიდან 47, 53 შემთხვევა): 1.69% (944 პაციენტიდან 16, 16 შემთხვევა) შრატში ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონისთვის, 0.64% (944 პაციენტიდან 6, 6 შემთხვევა) პერიფერიული ნეიროპათიისთვის, 0.42% (944 პაციენტიდან 4, 5 შემთხვევა) ჰიპოალბუმინოზისთვის. 0.32% (944 პაციენტიდან 3, 3 შემთხვევა) თითოეული მენჯის ტკივილისთვის, პროქტალგიისთვის და მომატებული ნახველისთვის, 0.21% (944 პაციენტიდან 2, 2 შემთხვევა) თითოეული მომატებული პროსტატის-სპეციფიკური ანტიგენისთვის და თავბრუსხვევისთვის, 1 შემთხვევა თითოთითო ღვიძლის დარღვეული ფუნქციის ტესტისთვის, ჰიპერურიცემიისთის, ოროფარინგეალური ტკივილისთვის, მუცლის შებერილობისთვის, პროზოპლეგიისთვის, მომატებული ღვიძლის ფერმენტებისთვის (AST, ALT), გვერდების ტკივილისთვის, მომატებული კარბოჰიდრატული ანტიგენისთვის 19-9, დენტალგიისთვის, რინორეიისთვის, პნევმონიისთვის, ფილტვის შეშუპებისთვის, ქსეროდერმისთვის, ცხვირის გაჭედვისთვის და სისხლში შემცირებული შარდოვანასთვის ან შრატში შემცირებული კრეატინინისთვის (ასახულია ხელახალი შეფასების შედეგი).

  • ძირითადი სიფრთხილის ზომები
  • დარწმუნდით, რომ ეს პაციენტები ადეკვატურად არიან ჰიდრატირებული შეყვანამდე და მის შემდეგ, თუმცა პაციენტები, რომლებიც არიან თირკმლის უკმარისობის რისკის ქვეშ, უნდა მოერიდონ გადაჭარბებულ ჰიდრატაციას.
  • ზოლენიკი® შეიცავს იმავე აქტიურ ნივთიერებას, რომელიც არის Aclasta-ში. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზოლენიკით®, პარალელურად არ უნდა იმკურნალონ Aclasta-თი. რადგან ამ მედიკამენტის და სხვა ბიფოსფონატების კომბინირებული ეფექტები უცნობია, ზოლენიკით® მკურნალობისას არ უნდა მოხდეს პარალელურად სხვა ბიფოსფონატებით მკურნალობა.
  • ბიფოსფონატები დაკავშირებულია თირკმლის დისფუნქციის ანგარიშებთან. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თირკმლის ფუნქციის გაუარესების პოტენციალი, არის დეჰიდრატაცია, მანამდე არსებული თირკმლის დაზიანება, ამ მედიკამენტის და სხვა ბიფოსფონატების მრავლობითი ციკლები, ნეფროტოქსიური საშუალებების გამოყენება, ასევე რეკომენდებულზე ნაკლები ინფუზიის დრო. მიუხედავად იმისა, რომ რისკი შემცირებულია როცა ზოლენდრონის მჟავის შეყვანა ხდება 15 წუთზე დიდხანს, თიკრმლის ფუნქცია მაინც შეიძლება გაუარესდეს. თირმლის დაზიანება, პროგრესი თირკმლის უკმარისობამდე და დიალიზი აღწერილია პაციენტებში, ამ მედიკამენტის საწყისი ან ერთჯერადი დოზის შემდეგ. შრატში კრეატინინის მომატება ხდება ასევე ზოგ პაციენტში, რომელიც ქრონიკულად იღებს ამ მედიკამენტს რეკომენდებული დოზით, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის, თუმცა ნაკლებად ხშირად.
  • პაციენტებში, რომლებსაც ჭირდებათ განმეორებითი შეყვანა, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, როგორიც არის შრატში კრეატინინის შეფასება, ყოველ შეყვანამდე, სხვა ბიფოსფონატების მსგავსად. პაციენტები, TIH-ით და თირკმლის ფუნქციის გაურესების მტკიცებულებით, შესაბამისად უნდა შეფასდნენ იმის გათვალისწინებით, გადაწონის თუ არა ამ მედიკამენტით მკურნალობის შედეგად მიღებული სარგებელის პოტენციალი შესაძლო რისკს.
  • მკურნალობის დაწყებისთანავე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზებით და თირკმლის მსუბუქი-ზომიერი დაზიანებით, რეკომენდებულია ზოლედრონის მჟავის უფრო დაბალი დოზები. პაციენტებში, რომლებშიც ვლინდება თირკმლის დაზიანება მკურნალობის დროს, მედიკამენტი უნდა შეწყდეს. მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც კრეატინინი დაუბრუნდება საწყისის 10%-ს.
  • ამ მედიკამენტით თერაპიის დაწყების შემდეგ უნდა ხდებოდეს სტანდარტულ ჰიპერკალცემიასთან დაკავშირებული მეტაბოლური პარამეტრების სერიოზული მონიტორინგი, როგორიც არის შრატში კალციუმის, ფოსფატის და მაგნიუმის დონე, ასევე კრეატინინი შრატში. თუ ადგილი ექნება ჰიპოკალცემიას, ჰიპოფოსფატემიას ან ჰიპომაგნეზემიას, შეიძლება საჭირო იყოს ხანმოკლე დამატებითი თერაპია. პაციენტებს, რომლებსაც არ უმკურნალიათ ჰიპერკალცემიაზე, როგორც წესი, აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარკვეული ხარისხი, მაშასადამე, გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი.
  • პაციენტებში სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით, მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია შრატში მომატებული კალციუმის გამო. რეკომენდებულია მკურნალობამდე მინიმუმ 7 დღის გასვლა.
  • ძვლოვანი მეტასტაზების მქონე პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პრევენციისთვის, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მკურნალობის ეფექტის დასაწყისი არის 2-3 თვე.
  • ფარისებრის ოპერაციის შემდეგ, პაციენტები ხდებიან გრძნობიარე ჰიპოკალცემიის მიმართ, შესაბამისი ჰიპოთირეოზის გამო.
  • არ არსებობს მონაცემები ზოლედრონის მჟავის გავლენის შესახებ საჭის მართვაზე ან მოწყობილობების მუშაობაზე.
  • მედიკამენტის წამალთშორისი ურთიერთქმედებები
  • კლინიკურ კვლევებში, ამ მედიკამენტის შეყვანა ხდებოდა ხშირად გამოყენებულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციტოსტატიური საშუალება), შარდმდენების, ანტიბიოტიკების ან ტკივილგამაყუჩებლების პარალელურად, ისე რომ კლინიკურად თვალსაჩინო ურთიერთქმედებას ადგილი არ ჰქონია.
  • ოფიციალური კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა რეკომენდებულია შრატში კალციუმის მონიტორინგი, როცა ბიფოსფონატების მათ შორის ზოლედრონის მჟავის, შეყვანა ხდება ამინოგლიკოზიდთან და მარყუჟოვან შარდმდენთან ერთად, რადგან ამ საშუალებებს შეიძლება ჰქონდეთ ადიციური ეფექტი შრატში კალციუმის დონის დასაწევად, საჭიროზე უფრო მეტი პერიოდით.
  • საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ამ მედიკამენტის სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.
  • ყურადღება უნდა მიექცეს ჰიპომაგნეზემიის განვითარების შესაძლებლობას მკურნალობის დროს.
  • დოზის კორექტირება არ არის საჭირო თალიდომიდთან კომბინაციისას, თუმცა, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დაზიანებით დოზის კორექტირება საჭიროა. თალიდომიდის (100 მგ დღეში ერთხელ) პარალელურად მიღება ამ მედიკამენტთან (4 მგ 15 წთ-იან ინფუზიით) ერთად მნიშვნელოვნად არ ცვლიდა ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკას და კრეატინინის კლირენსს პაციენტებში მრავლობითი მიელომით.
  • ზოლედრონის მჟავა არ ავლენს მნიშვნელოვან შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და არ აინჰიბირებს ადამიანის P450 ფერმენტს in vitro, თუმცა ოფიციალური კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
  • ორსული ან მეძუძური დედები
  • ზოლედრონის მჟავა უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში. ზოლედრონის მჟავა ტერატოგენული იყო ვირთხებში კანქვეშა დოზებზე ≥0.2 მგ/კგ. მიუხედავად იმისა, რომ ტერატოგენურობა ან ფეტოტოქსიურობა ბოცვრებში არ დაფიქსირებულა, აღმოაჩინეს დედის ტოქსიურობა.
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა ადამიანის რძეში. ზოლენიკი® უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.
  • პედიატრიული გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.

  • ზედოზირება

კლინიკური გამოცდილება მძიმე ზედოზირებასთან მიმართებაში შეზღუდულია. საჭიროა სერიოზული დაკვირვება ისეთ პაციენტებზე, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებულზე მაღალი დოზები, რადგან დაფიქსირებულია თირკმლის ფუნქციის დაზიანება (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) და შრატის ელექტროლიტების (კაციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ჩათვლით) დარღვევები. ჰიპოკალცემიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს კალციუმის გლუკონატის ინფუზიები, როგორიც იქნება კლინიკური ჩვენება.

  • სიფრთხილის ზომები მომზადებისას
  • ამ მედიკამენტის საინფუზიო ხსნარი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ინტრავენურად.
  • შეყვანამდე, საჭიროებისამებრ ამოღებული კონცენტრატის მოცულობა უნდა გაზავდეს 100 მლ კალციუმისგან თავისუფალი საინფუზიო ხსნარში (9% ფიზიოლოგიური ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი). ზოლენიკი® არ უნდა შეერიოს კალციუმის ან სხვა ორვალენტიანი კათიონის შემცველ საინფუზიო ხსნარებს, როგორიც არის ლაქტატის რინგერის ხსნარი, და შეყვანა უნდა მოხდეს როგორც ერთჯერადი ინტრავენური ხსნარი ცალკე საინფუზიო მილში.
  • გამოიყენეთ ასეპტიურად მომზადებისთანავე. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, ხსნარი უნდა შეინახოთ მაცივარში 2-8 0C-ზე. სანამ შეიყვანთ გაყინული ხსნარი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე. ჯამური დრო განზავებას, მაცივარში შენახვასა (2-8 0C) და შეყვანას შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. მომზადებული საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე და ქიმიურად მდგრადი 2-8 0C-ზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.
  • შენახვა და დამუშავება
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • მედიკამენტის შენახვა რეკომენდებულია თავდაპირველ კონტეინერში, რადგან სხვაგვარად შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და გააფუჭოს მისი ხარისხი.
  • გაზავებამდე მედიკამენტი არ უნდა ინახებოდეს 300-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.
  • სხვა ინფორმაცია
  • კანცეროგენურობის ბიოშეფასებები ჩატარდა თაგვებში და ვირთხებში 104 კვირის მანძილზე. თაგვებს მისცეს 0.1, 0.5 ან 2.0 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავა. იყო Harderian ჯირკვლის ადენომების (რეტრო-ორბიტალური ჯირკვლის არარსებობა ადამიანში) მომატებული შემთხვევები ყველა სამკურნალო ჯგუფში (დოზებზე,≥ 0.002-ჯერ 4 მგ ადამიანის ინტრავენურ დოზაზე, სხეულის ფარდობითი ზედაპირიბის ფართობების შედარების საფუძველზე). ვირთხებს მისცეს ზოლედრონის მჟავის დოზები 0.1, 0.5 ან 2.0 მგ/კგ/დღეში 104 კვირის მანძილზე, კანცეროგენურობა არ დაფიქსირებულა. (დოზებზე,≤ 0.2-ჯერ 4 მგ ადამიანის ინტრავენურ დოზაზე, სხეულის ფარდობითი ზედაპირიბის ფართობების შედარების საფუძველზე).
  • ზოლედრონის მჟავა არ იყო გენოტოქსიური Ames ბაქტერიული მუტაგენურობის შეფასებაში, in vitro ძუძუმწოვართა ქრომოსომული აბერაციის შეფასებაში, გენის მუტაციის შეფასებაში (პირდაპირი და მეტაბოლური აქტივაციის მეთოდები) და in-vivo მღრღნელების მიკრობირთვულ შეფასებაში.
  • მდედრობით ვირთხებში შეიყვანეს 0.01, 0.03 ან 0.1 მგ/კგ/დღეში ზოლედრონის მჟავას კანქვეშა დოზები, დაწყებული 15 დღით ადრე დაწყვილებამდე და გაგრძელებული მთელი ორსულობის პერიოდში. მაღალი დოზის ჯგუფში (სისტემური ექსპოზიციით 1.2-ჯერ ადამიანის სისტემური ექსპოზიციაზე ინტრავენური დოზის შემდეგ, AUC-ის საფუძველზე [სივრცე კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ] დაფიქსირებული ეფექტები მოიცავდა ოვულაციის ინჰიბირებას და ორსული ვირთხების რაოდენობის შემცირებას. საშუალო დოზის ჯგუფში (სისტემური ექსპოზიცია 0.2-ჯერ ადამიანის სისტემური ექსპოზიციაზე, ინტრავენური დოზის შემდეგ, AUC -ის შედარების საფუძველზე) და მაღალი დოზის ჯგუფებში ნანახი ეფექტები მოიცავდა რეიმპლანტაციური დანაკარგების მატებას და იმპლანტაციების და ცოცხალი ჩანასახების რაოდენობის შემცირებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • შენახვის პირობები

შეინახეთ 15-300-C-ზე

წარმოებული

Samyang-სთვის

Samyang Holdings Corporation

79, Sinildong-ro, Daedeok-gu, Daejeon, კორეა

ვერსია 0.1

იანვარი 2018

ხელმოწერილია. 2022.12.15. შტამპზე: samyang

196893V02

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა