ზოლენტა რომფარმი
ZOLENTA ROMPHARM
ჰიპერკალციემია (ალბუმინის მიხედვით კორექტირებული კალციუმის კონცეტრაცია შრატში ≥ 12 მგ/დლ ან 3 მმოლ/ლ), ინდუცირებული ავთვისებიანი სიმსივნეებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ზოლედრო (zoledronic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042985
- რეგისტრირებულია
- 20 მარტი 2025, მოქმედებს 20 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზოლენტა რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერკალციემია (ალბუმინის მიხედვით კორექტირებული კალციუმის კონცეტრაცია შრატში ≥ 12 მგ/დლ ან 3 მმოლ/ლ), ინდუცირებული ავთვისებიანი სიმსივნეებით. ძვლის მეტასტაზური დაზიანება ავთვისებიანი სოლიდური სიმსივნეების დროს და მიელომური დაავადება (პათოლოგიური მოტეხილობის, ზურგის ტვინის კომპრესიის, სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალცემიის რისკის შესამცირებალად და სხივური თერაპიის საჭიროების შემცირებისთვის).
მიღების წესი და დოზირება
პაციენტებს ზოლენტა რომფარმი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ იმ სამედიცინო მუშაკების მიერ, რომლებსაც აქვთ ბისფოსფონატების ინტრავენური შეყვანის გამოცდილება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ზოლენტა რომფარმს, უნდა გადაეცეს სამკურნალო საშუალების გამოყენების ფურცელი-ჩანართი.
დოზირება
გართულებების პროფილაქტიკა ძვლის მეტასტაზური დაზიანების მქონე პაციენტებში, ავთვისებიანი სოლიდური სიმსივნის და მიელომური დაავადების დროს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას, 3-4 კვირაში ერთხელ.
ზოლედრონის მჟავის თერაპიასთან ერთად, დამატებით, პაციენტებს ენიშნებათ 500 მგ კალციუმი და 400 სე ვიტამინი D დღე-ღამეში.
ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ჰიპერკალციემია:
ჰიპერკალციემიისას (ალბუმინის მიხედვით კორექტირებული კალციუმის კონცენტრაცია შრატში ≥12 მგ/დლ ან 3 მმოლ/ლ) რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 4 მგ-ს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ავთვსიებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ჰიპერკალციემია:
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში ზოლედრონის მჟავით მკურნალობის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ პრეპარატის გამოყენების რისკის და თერაპიის მოსალოდნელი სარგებლის დეტალური შეფასებით. პაციენტებში, რომლებშიც შრატში კრეატინინის კონცენტრაცია შეადგენს <400 მკმოლ/ლ-ს ან <4,5 მგ/დლ-ს დოზირების რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის.
გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ძვლის მეტასტაზები და მრავლობითი მიელომა:
ზოლედრონის მჟავას დოზა დამოკიდებულია კრეატინინის საწყის კლირენსზე, გათვლილი Cockcroft-Gault ფორმულის მიხედვით. ზოლედრონის მჟავას გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზები მოყვანილია ქვემოთ.
კრეატინინის კლირენსის საწყისი მნიშვნელობა (მლ/წთ)
ზოლენტა რომფარმის რეკომენდებული დოზა
> 60
- 0 მგ ზოლედრონის მჟავა
50-60
- 5 მგ ზოლედრონის მჟავა
40-49
- 3 მგ ზოლედრონის მჟავა
30-39
- 0 მგ ზოლედრონის მჟავა
თერაპიის დაწყების შემდეგ პრეპარატის ყოველი დოზის შეყვანის წინ უნდა მოხდეს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენისას ზოლედრონის მჟავას შეყვანა უნდა გადაიდოს. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:
შრატში კრეატინინის საწყისი ნორმალური კონცენტრაციის მქონე პაციენტებისთვის (<1,4 მგ/დლ) - კრეატინინის კონცენტრაციის მომატება 0,5 მგ/დლ-ით;
შრატში კრეატინინის შეცვლილი საწყისი კონცენტრაციის მქონე პაციენტებისთვის (>1,4 მგ/დლ) კრეატინინის კონცენტრაციის მომატება 1 მგ/დლ-თი.
ზოლედრონის მჟავით მკურნალობის განახლება ხდება მას შემდეგ რაც კრეატინინის დონე აღწევს საწყისი მაჩვენებლის ±10%-ს, იმავე დოზით, რაც გამოიყენებოდა მკურნალობის შეწყვეტამდე.
ბავშვებში გამოყენება
1-17 წლის ბავშვებში ზოლედრონის მჟავას უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მიღების მეთოდი
ინტრავენურად, წვეთოვნად, არა ნაკლებ 15 წუთის განმავლობაში. 4 მგ/5მლ კონცენტრატიდან (1 ფლაკონის შემცველობა) მზადდება საინფუზიო ხსნარი ასეპტიკურ პირობებში. პრეპარატის შეყვანამდე კონცენტრატი (1 ფლაკონის შემცველობა ან საჭიროებისას ნაკლები მოცულობა) იხსნება 100 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმს (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარი). ზოლედრონის მჟავას ხსნარის გამოყენება სასურველია უშუალოდ მომზადებისთანავე. გამოუყენებელი ხსნარის შენახვა დასაშვებია ასეპტიკურ პირობებში მაცივარში, +2 - +8°С ტემპერტურაზე, არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. შეყვანამდე ხსნარი უნდა გააჩერონ ოთახის ტემპერატურის მიღწევამდე.
პრეპარატის შერევა არ შეიძლება ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმს ან ნებისმიერ სხვა ორვალენტიან კათიონებს, როგორიცაა რინგერის ხსნარი. ზოლედრონის მჟავას ხსნარის შეყვანისთვის ყოველთვის უნდა გამოიყენონ ცალკე საინფუზიო სისტემა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ინფუზიის წინ უნდა დარწმუნდნენ პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციაში.
პაციენტის ჰიპერჰიდრატაციას უნდა მოერიდონ გულ-სისხძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკის გამო.
ზოლენტა რომფარმი შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებას, რასაც პრეპარატი აკლასტა (ზოლედრონის მჟავა). პაციენტები, რომლებიც იღებენ ზოლენტა რომფარმს, ერთდროულად არ უნდა მიიღონ აკლასტა, ისევე როგორც სხვა ბისფოსფონატები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის დროს ზოლედრონის მჟავას გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, აუცილებლად უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდეს საკითხი, აჭარბებს თუ არა პრეპარატის მოსალოდნელი სარგებელი შესაძლო რისკს.
სოლიდური სიმსივნეების ძვლის მეტასტაზების მქონე პაციენტებში, ზოლედრონის მჟავით მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გაითვალისწინონ, რომ თერაპიული ეფექტი დგება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ.
ბისფოსფონატების გამოყენების ფონზე, აღწერილია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ცალკეული შემთხვევები. რადგან მსგავსი გართულებების რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება დეჰიდრატაცია, თირკმლის წინამორბედი უკმარისობა, ზოლედრონის მჟავას და სხვა ბისფოსფონატების მრავალჯერადი შეყვანა, ასევე ნეფროტოქსიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენება და პრეპარატის ძალიან სწრაფი შეყვანა. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული გართულებების რისკი მცირდება ზოლედრონის მჟავას 4 მგ არა ნაკლებ 15 წუთის განმავლობაში შეყვანისას, ნარჩუნდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა. შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, ასევე აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში, ზოლედრონის მჟავას რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, თუმცა ნაკლებად ხშირად.
ოსტეონეკროზი
აღწერილია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, ძირითადად ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში, ბისფოსფონატებით მკურალობის ფონზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ბისფოსფონატების გამოყენებამდე, უნდა ჩატარდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა და აუცილებელი პროფილაქტიკური პროცედურები, ასევე რეკომენდებულია პირის ღრუს ჰიგიენის მკაცრი დაცვა. ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ სტომატოლოგიურ ინვაზიურ ჩარევებს. ყბის ოსტეონეკროზის მქონე პაციენტებში, რომელიც ვითარდება ბისფოსფონატების ფონზე, ინვაზიური სტომატოლოგიური ჩარევა, შეიძლება ხელს უწყობდეს მდგომარეობის გაუარესებას. არ არსებობს მონაცემები, რომ სტომატოლოგიურ ჩარევამდე ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს. კონკრეტული პაციენტის მკურნალობის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს რისკი/სარგებლის ინდივიდუალურ შეფასებას.
აღწერილია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, ძირითადად ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში, ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. აღწერილია სხვა ლოკალიზაციის ოსტეონეკროზის შემთხვევები, მაგ., მენჯის ძვლის, თეძოს ძვლის, გარეთა სასმენი მილის, ძირითადად, მოზრდილ პაციენტებში, ონკოლოგიური დაავადებებით, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატებს, მათ შორის ზოლედრონის მჟავას.
კუნთების ტკივილი
კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია ძლიერი და ზოგ შემთხვევაში შრომისუნარანობის შემზუღდველი, ძვლებში, სახსრებში და კუნთებში ტკივილის ნაკლებად ხშირი შემთხვევები ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, რომლებსაც მიეკუთვნება ზოლედრონის მჟავაც. მითითებული სიმპტომები ვითარდებოდა ერთი დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში, მკურნალობის დაწყების შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტების უმრავლესობაში აღინიშნა სიმპტომების გაქრობა. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები მეორდებოდა თერაპიის განახლების ან სხვა ბისფოსფონატის გამოყენების შემდეგ.
ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები
აღწერილია ოსტეოპოროზის გამო ბარძაყის ძვლის ატიპიური ციბრუტისქვეშა და დიაფიზური მოტეხილობები, პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით. პარალელური ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება ლოკალიზდებოდეს ბარძაყის ძვლის ნებისმიერ ადგილას, მცირე ციბრუტიდან, მუხლქვეშა ფოსომდე. აღწერილი მოტეხილობები ვითარდება მინიმალური ტრავმის შემდეგ ან თვითნებურად. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ბარძაყში ან საზარდულში, რასაც ხშირად ახლავს სტრესული მოტეხილობის ნიშნები ვიზუალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებით, რაც ვითარდება ბარძაყის ძვლის სრული (საბოლოო) მოტეხილობის განვითარებამდე, კვირებით ან თვეებით ადრე. არაიშვიათად მოტეხილობები ვითარდება ორმხრივად, ამიტომ ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას პაციენტში, რომელიც იღებს ბისფოსფონატებს უნდა ჩატარდეს კონტრლატერალური ბარძაყის ძვლის გამოკვლევა. აგრეთვე აღწერილია ამ მოტეხილობების ნელი შეხორცება (შეზრდა). გამოკვლევის ჩატარებამდე პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობის ეჭვი, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის ინდივიდუალურ შეფასებას.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზოლენტა რომფარმით უნდა გააფრთხილონ, რომ სამედიცინო პერსონალს შეატყობინონ ბარძაყის ან საზარდულის მიდამოში ნებისმიერი ტკივილის შესახებ; საჭიროა ყოველი პაციენტის გამოკვლევა, რომელიც აღწერს ამგვარ ჩივილებს, ბარძაყის ძვლის შესაძლო დაუსრულებელი (არასრული) მოტეხილობის გამოსავლენად.
ჰიპოკალციემია
კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია ჰიპოკალციემიის შემთხვევები, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრონის მჟავით. მძიმე ჰიპოკაცლიემიის შემთხვევაში აღინიშნა არასასურველი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ (კრუნჩხვები, ტეტანია და დაბუჟება), გულის არითმია. ზოგ შემთხვევაში ჰიპოკალციემია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოკალციემის გამოწვევა, რადგან ამან შეიძლება განაპირობოს სინერგული ურთიერთქმედება და მძიმე ხარისხის ჰიპოკალციემია. პრეპარატით ზოლენტა რომფარმი მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შრატში კალციუმის დონე და მოხდეს ჰიპოკალციემიის კორექცია. პაციენტები უნდა იღებდნენ კალციუმის პრეპარატებით და D ვიტამინით ადექვატურ შევსებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოლედრონის მჟავასთან ერთად სხვა ხშირად გამოყენებული მედიკამენტების მიღება (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები, ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები) რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ბისფოსფონატების და ამინოგლიკოზიდების, კალციტონინის, „მარყუჟოვანი“ დიურეტიკების ერთად გამოყენებისას, რადგან ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა განაპირობებს პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის უფრო ხანგრძლივ დაქვეითებას.
სიფრთხილე აუცილებელია ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას ნეფროტოქსიკური პოტენციალის მქონე პრეპარატებთან ერთად. უნდა გაითვალისწინონ ჰიპომაგნიემიის განვითრების შესაძლებლობა.
მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მომატება, ბისფოსფონატების ინტრავენური შეყვანისას, როგორიცაა ზოლედრონის მჟავა, ტალიდომიდთან კომბინაციაში.
სიფრთხილეა საჭირო ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას ანტიანგიოგენურ საშუალებებთან ერთად, ყბის ოსტეონეკროზის რისკის მომატების გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადამიანებში ორსულობის დროს გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველების კვლევებში გამოვლინდა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა გააფრთხილონ, რომ პრეპარატით ზოლენტა რომფარმი მკურნალობისას, გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა ლაქტატში. პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან და მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ზოლედრონის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია, გვერდითი რეაქციების სიხშირის კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი-ანემია, ნაკლებად ხშირი-თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათი-პანციტოპენია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი-თავის ტკივილი, პარესთეზია; ნაკლებად ხშირი-თავბრუსხვევა, დისგევზია, ჰიპესთეზია, ჰიპერესთეზია, ტრემორი; ძალიან იშვიათი-კრუნჩხვები, კინესთეზია და ტეტანია (ვითარდება ჰიპოკალციემიის შედეგად).
ფსიქიკის მხრივ დარღვევები: ხშირი-ძილის დარღვევა; ნაკლებად ხშირი-შფოთვის შეგრძნება; იშვიათი-ცნობიერების დაბინდვა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირი-კონიუნქტივიტი; ნაკლებად ხშირი „არამკაფიო“ მხედველობა; ძალიან იშვიათი-უვეიტი, ეპისკლერიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი-გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ნაკლებად ხშირი-დიარეა, ყაბზობა, აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ:
ნაკლებად ხშირი-ქოშინი, ხველა; იშვიათი-ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ნაკლებად ხშირი-ქავილი, გამონაყარი (ერითემატოზულის და მაკულურის ჩათვლით), მომატებული ოფლიანობა.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი-ძვლების ტკივილი, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილები, სახსრების შებოჭილი მოძრაობა; ნაკლებად ხშირი-ყბის ნეკროზი, კუნთების კრუნჩხვები.
დარღვევები გულის და სისხლძარღვების მხრივ: ნაკლებად ხშირი-არტერიული წნევის გამოხატული მომატება ან დაქვეითება; იშვიათი-ბრადიკარდია; არითმია (განვითარებული ჰიპოკალციემიის შედეგად).
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: ხშირი-თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ნაკლებად ხშირი-თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი-მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, იშვიათი-ანგიონევროზული შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: ძალიან ხშირი-ჰიპოფოსფატემია; ხშირი-შრატში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, ჰიპოკალციემია; ნაკლებად ხშირი-ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია; იშვიათი-ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირი-მწვავე ფაზის რეაქცია, სხეულის ტემპერტურის მომატება, გრიპის მსგავსი სინდრომი (საერთო სისუსტე, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, „ალები“), პერიფერიული შეშუპება, ასთენია; ნაკლებად ხშირი-რეაქცია შეყვანის ადგილზე (ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება, გამკვრივება, სიწითლე), ტკივილი გულმკერდში, სხეულის მასის მომატება; იშვიათი-ართრიტი და სახსრების შეშუპება როგორც მწვავე ფაზის რეაქციის სიმპტომი.
ჭარბი დოზა
ზოლედრონის მჟავას დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. აღწერილია დოზის შეცდომით გამოყენება, არა უმეტეს 48 მგ. დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას პაციენტი უნდა იმოყოფებოდეს მუდმივი დაკვირვების ქვეშ. დოზის მწვავე გადაჭარბებისას (შეზღუდული მონაცემები) აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ელექტროლიტური შემადგენლობის ცვლილება კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის კონცენტრაციის ჩათვლით, პლაზმაში. ჰიპოკალციემიის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს კლინიკური გამოვლინება, ნაჩვენებია კალციუმის გლუკონატის ინფუზია.
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 4 მგ ზოლედრონის მჟავა, 4,264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი
M05BA08
შენახვის პირობები
ფხვნილის ვარგისობის ვადა: 3 წელი
გამხსნელის ვარგისობის ვადა: 5 წელი
აღდგენის და განზავების შემდეგ: მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით საჭიროა აღდგენილი და განზავებული საინფუზიო ხსნარის დაუყოვნებლივ გამოყენება. წინააღდეგ შემთხვევაში შენახვის დრომ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2°C-8°C ტემპერატურაზე. შეყვანამდე გაგრილებული ხსნარი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
ფლაკონი ლიოფილიზატით: უფერო, I კლასის შუშის ფლაკონი, 6 მლ მოცულობით.
ამპულა გამხსნელით: უფერო შუშის ამპულა, 5 მლ მოცულობით.
ლიოფილიზატის ერთი ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში ერთ ამპულა საინექციო წყალთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორი, ბისფოსფონატი.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება მაღალეფექტურ ბისფოსფონატებს, რომლებსაც გააჩნიათ შერჩევითი მოქმედება ძვლის ქსოვილზე. პრეპარატი თრგუნავს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ოსტეოკლასტებზე მოქმედებით.
ძვლის ქსოვილზე ბისფოსფონატების სელექციური მოქმედება დაფუძნებულია ძვლის მინერალიზებულ ქსოვილთან მაღალ მსგავსებაზე. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ოსტეოკლასტების აქტივობის უზრუნველმყოფი ზუსტი მოლეკულური მექანიზმი. ზოლედრონის მჟავა არ ახდენს არასასურველ გავლენას ძვლის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე და მექანიკურ თვისებებზე.
ძვლის რეზორბციის ინჰიბირების გარდა ზოლედრონის მჟავას ახასიათებს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, რაც უზრუნვეყლოფს პრეპარატის ეფექტურობას ძვლის მეტასტაზების დროს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ფურცელი-ჩანართი
ზოლენტა რომფარმი
სავაჭრო დასახელება
ზოლენტა რომფარმი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
Acidum zoledronicum, ზოლედრონის მჟავა
სამკურნალწამლო ფორმა
ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელთან კომპლექტში.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი და გამჭვირვალე, უფერო გამხსნელი.
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 4 მგ ზოლედრონის მჟავა, 4,264 მგ ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი
M05BA08
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორი, ბისფოსფონატი.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება მაღალეფექტურ ბისფოსფონატებს, რომლებსაც გააჩნიათ შერჩევითი მოქმედება ძვლის ქსოვილზე. პრეპარატი თრგუნავს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ოსტეოკლასტებზე მოქმედებით.
ძვლის ქსოვილზე ბისფოსფონატების სელექციური მოქმედება დაფუძნებულია ძვლის მინერალიზებულ ქსოვილთან მაღალ მსგავსებაზე. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ოსტეოკლასტების აქტივობის უზრუნველმყოფი ზუსტი მოლეკულური მექანიზმი. ზოლედრონის მჟავა არ ახდენს არასასურველ გავლენას ძვლის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე და მექანიკურ თვისებებზე.
ძვლის რეზორბციის ინჰიბირების გარდა ზოლედრონის მჟავას ახასიათებს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, რაც უზრუნვეყლოფს პრეპარატის ეფექტურობას ძვლის მეტასტაზების დროს.
გამოყენების ჩვენება
ჰიპერკალციემია (ალბუმინის მიხედვით კორექტირებული კალციუმის კონცეტრაცია შრატში ≥ 12 მგ/დლ ან 3 მმოლ/ლ), ინდუცირებული ავთვისებიანი სიმსივნეებით. ძვლის მეტასტაზური დაზიანება ავთვისებიანი სოლიდური სიმსივნეების დროს და მიელომური დაავადება (პათოლოგიური მოტეხილობის, ზურგის ტვინის კომპრესიის, სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალცემიის რისკის შესამცირებალად და სხივური თერაპიის საჭიროების შემცირებისთვის).
მიღების მეთოდი და დოზირება
პაციენტებს ზოლენტა რომფარმი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ იმ სამედიცინო მუშაკების მიერ, რომლებსაც აქვთ ბისფოსფონატების ინტრავენური შეყვანის გამოცდილება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ზოლენტა რომფარმს, უნდა გადაეცეს სამკურნალო საშუალების გამოყენების ფურცელი-ჩანართი.
დოზირება
გართულებების პროფილაქტიკა ძვლის მეტასტაზური დაზიანების მქონე პაციენტებში, ავთვისებიანი სოლიდური სიმსივნის და მიელომური დაავადების დროს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ზოლედრონის მჟავას, 3-4 კვირაში ერთხელ.
ზოლედრონის მჟავის თერაპიასთან ერთად, დამატებით, პაციენტებს ენიშნებათ 500 მგ კალციუმი და 400 სე ვიტამინი D დღე-ღამეში.
ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ჰიპერკალციემია:
ჰიპერკალციემიისას (ალბუმინის მიხედვით კორექტირებული კალციუმის კონცენტრაცია შრატში ≥12 მგ/დლ ან 3 მმოლ/ლ) რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 4 მგ-ს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ავთვსიებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ჰიპერკალციემია:
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში ზოლედრონის მჟავით მკურნალობის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ პრეპარატის გამოყენების რისკის და თერაპიის მოსალოდნელი სარგებლის დეტალური შეფასებით. პაციენტებში, რომლებშიც შრატში კრეატინინის კონცენტრაცია შეადგენს <400 მკმოლ/ლ-ს ან <4,5 მგ/დლ-ს დოზირების რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის.
გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ძვლის მეტასტაზები და მრავლობითი მიელომა:
ზოლედრონის მჟავას დოზა დამოკიდებულია კრეატინინის საწყის კლირენსზე, გათვლილი Cockcroft-Gault ფორმულის მიხედვით. ზოლედრონის მჟავას გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) რეკომენდებული დოზები მოყვანილია ქვემოთ.
კრეატინინის კლირენსის საწყისი მნიშვნელობა (მლ/წთ)
ზოლენტა რომფარმის რეკომენდებული დოზა
> 60
- 0 მგ ზოლედრონის მჟავა
50-60
- 5 მგ ზოლედრონის მჟავა
40-49
- 3 მგ ზოლედრონის მჟავა
30-39
- 0 მგ ზოლედრონის მჟავა
თერაპიის დაწყების შემდეგ პრეპარატის ყოველი დოზის შეყვანის წინ უნდა მოხდეს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენისას ზოლედრონის მჟავას შეყვანა უნდა გადაიდოს. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:
შრატში კრეატინინის საწყისი ნორმალური კონცენტრაციის მქონე პაციენტებისთვის (<1,4 მგ/დლ) - კრეატინინის კონცენტრაციის მომატება 0,5 მგ/დლ-ით;
შრატში კრეატინინის შეცვლილი საწყისი კონცენტრაციის მქონე პაციენტებისთვის (>1,4 მგ/დლ) კრეატინინის კონცენტრაციის მომატება 1 მგ/დლ-თი.
ზოლედრონის მჟავით მკურნალობის განახლება ხდება მას შემდეგ რაც კრეატინინის დონე აღწევს საწყისი მაჩვენებლის ±10%-ს, იმავე დოზით, რაც გამოიყენებოდა მკურნალობის შეწყვეტამდე.
ბავშვებში გამოყენება
1-17 წლის ბავშვებში ზოლედრონის მჟავას უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მიღების მეთოდი
ინტრავენურად, წვეთოვნად, არა ნაკლებ 15 წუთის განმავლობაში. 4 მგ/5მლ კონცენტრატიდან (1 ფლაკონის შემცველობა) მზადდება საინფუზიო ხსნარი ასეპტიკურ პირობებში. პრეპარატის შეყვანამდე კონცენტრატი (1 ფლაკონის შემცველობა ან საჭიროებისას ნაკლები მოცულობა) იხსნება 100 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმს (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარი). ზოლედრონის მჟავას ხსნარის გამოყენება სასურველია უშუალოდ მომზადებისთანავე. გამოუყენებელი ხსნარის შენახვა დასაშვებია ასეპტიკურ პირობებში მაცივარში, +2 - +8°С ტემპერტურაზე, არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. შეყვანამდე ხსნარი უნდა გააჩერონ ოთახის ტემპერატურის მიღწევამდე.
პრეპარატის შერევა არ შეიძლება ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმს ან ნებისმიერ სხვა ორვალენტიან კათიონებს, როგორიცაა რინგერის ხსნარი. ზოლედრონის მჟავას ხსნარის შეყვანისთვის ყოველთვის უნდა გამოიყენონ ცალკე საინფუზიო სისტემა.
გვერდითი მოქმედება
ზოლედრონის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია, გვერდითი რეაქციების სიხშირის კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი-ანემია, ნაკლებად ხშირი-თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათი-პანციტოპენია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი-თავის ტკივილი, პარესთეზია; ნაკლებად ხშირი-თავბრუსხვევა, დისგევზია, ჰიპესთეზია, ჰიპერესთეზია, ტრემორი; ძალიან იშვიათი-კრუნჩხვები, კინესთეზია და ტეტანია (ვითარდება ჰიპოკალციემიის შედეგად).
ფსიქიკის მხრივ დარღვევები: ხშირი-ძილის დარღვევა; ნაკლებად ხშირი-შფოთვის შეგრძნება; იშვიათი-ცნობიერების დაბინდვა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირი-კონიუნქტივიტი; ნაკლებად ხშირი „არამკაფიო“ მხედველობა; ძალიან იშვიათი-უვეიტი, ეპისკლერიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი-გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ნაკლებად ხშირი-დიარეა, ყაბზობა, აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტი, პირის სიმშრალე.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ:
ნაკლებად ხშირი-ქოშინი, ხველა; იშვიათი-ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ნაკლებად ხშირი-ქავილი, გამონაყარი (ერითემატოზულის და მაკულურის ჩათვლით), მომატებული ოფლიანობა.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი-ძვლების ტკივილი, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილები, სახსრების შებოჭილი მოძრაობა; ნაკლებად ხშირი-ყბის ნეკროზი, კუნთების კრუნჩხვები.
დარღვევები გულის და სისხლძარღვების მხრივ: ნაკლებად ხშირი-არტერიული წნევის გამოხატული მომატება ან დაქვეითება; იშვიათი-ბრადიკარდია; არითმია (განვითარებული ჰიპოკალციემიის შედეგად).
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: ხშირი-თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ნაკლებად ხშირი-თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი-მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, იშვიათი-ანგიონევროზული შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: ძალიან ხშირი-ჰიპოფოსფატემია; ხშირი-შრატში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, ჰიპოკალციემია; ნაკლებად ხშირი-ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია; იშვიათი-ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირი-მწვავე ფაზის რეაქცია, სხეულის ტემპერტურის მომატება, გრიპის მსგავსი სინდრომი (საერთო სისუსტე, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, „ალები“), პერიფერიული შეშუპება, ასთენია; ნაკლებად ხშირი-რეაქცია შეყვანის ადგილზე (ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება, გამკვრივება, სიწითლე), ტკივილი გულმკერდში, სხეულის მასის მომატება; იშვიათი-ართრიტი და სახსრების შეშუპება როგორც მწვავე ფაზის რეაქციის სიმპტომი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ზოლედრონის მჟავას, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება
ზოლედრონის მჟავას დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. აღწერილია დოზის შეცდომით გამოყენება, არა უმეტეს 48 მგ. დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას პაციენტი უნდა იმოყოფებოდეს მუდმივი დაკვირვების ქვეშ. დოზის მწვავე გადაჭარბებისას (შეზღუდული მონაცემები) აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ელექტროლიტური შემადგენლობის ცვლილება კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის კონცენტრაციის ჩათვლით, პლაზმაში. ჰიპოკალციემიის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს კლინიკური გამოვლინება, ნაჩვენებია კალციუმის გლუკონატის ინფუზია.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი
ინფუზიის წინ უნდა დარწმუნდნენ პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციაში.
პაციენტის ჰიპერჰიდრატაციას უნდა მოერიდონ გულ-სისხძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკის გამო.
ზოლენტა რომფარმი შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებას, რასაც პრეპარატი აკლასტა (ზოლედრონის მჟავა). პაციენტები, რომლებიც იღებენ ზოლენტა რომფარმს, ერთდროულად არ უნდა მიიღონ აკლასტა, ისევე როგორც სხვა ბისფოსფონატები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის დროს ზოლედრონის მჟავას გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, აუცილებლად უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდეს საკითხი, აჭარბებს თუ არა პრეპარატის მოსალოდნელი სარგებელი შესაძლო რისკს.
სოლიდური სიმსივნეების ძვლის მეტასტაზების მქონე პაციენტებში, ზოლედრონის მჟავით მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გაითვალისწინონ, რომ თერაპიული ეფექტი დგება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ.
ბისფოსფონატების გამოყენების ფონზე, აღწერილია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ცალკეული შემთხვევები. რადგან მსგავსი გართულებების რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება დეჰიდრატაცია, თირკმლის წინამორბედი უკმარისობა, ზოლედრონის მჟავას და სხვა ბისფოსფონატების მრავალჯერადი შეყვანა, ასევე ნეფროტოქსიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენება და პრეპარატის ძალიან სწრაფი შეყვანა. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული გართულებების რისკი მცირდება ზოლედრონის მჟავას 4 მგ არა ნაკლებ 15 წუთის განმავლობაში შეყვანისას, ნარჩუნდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა. შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, ასევე აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში, ზოლედრონის მჟავას რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, თუმცა ნაკლებად ხშირად.
ოსტეონეკროზი
აღწერილია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, ძირითადად ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში, ბისფოსფონატებით მკურალობის ფონზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ბისფოსფონატების გამოყენებამდე, უნდა ჩატარდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა და აუცილებელი პროფილაქტიკური პროცედურები, ასევე რეკომენდებულია პირის ღრუს ჰიგიენის მკაცრი დაცვა. ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ სტომატოლოგიურ ინვაზიურ ჩარევებს. ყბის ოსტეონეკროზის მქონე პაციენტებში, რომელიც ვითარდება ბისფოსფონატების ფონზე, ინვაზიური სტომატოლოგიური ჩარევა, შეიძლება ხელს უწყობდეს მდგომარეობის გაუარესებას. არ არსებობს მონაცემები, რომ სტომატოლოგიურ ჩარევამდე ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს. კონკრეტული პაციენტის მკურნალობის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს რისკი/სარგებლის ინდივიდუალურ შეფასებას.
აღწერილია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, ძირითადად ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში, ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. აღწერილია სხვა ლოკალიზაციის ოსტეონეკროზის შემთხვევები, მაგ., მენჯის ძვლის, თეძოს ძვლის, გარეთა სასმენი მილის, ძირითადად, მოზრდილ პაციენტებში, ონკოლოგიური დაავადებებით, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატებს, მათ შორის ზოლედრონის მჟავას.
კუნთების ტკივილი
კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია ძლიერი და ზოგ შემთხვევაში შრომისუნარანობის შემზუღდველი, ძვლებში, სახსრებში და კუნთებში ტკივილის ნაკლებად ხშირი შემთხვევები ბისფოსფონატებით მკურნალობის ფონზე, რომლებსაც მიეკუთვნება ზოლედრონის მჟავაც. მითითებული სიმპტომები ვითარდებოდა ერთი დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში, მკურნალობის დაწყების შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტების უმრავლესობაში აღინიშნა სიმპტომების გაქრობა. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები მეორდებოდა თერაპიის განახლების ან სხვა ბისფოსფონატის გამოყენების შემდეგ.
ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები
აღწერილია ოსტეოპოროზის გამო ბარძაყის ძვლის ატიპიური ციბრუტისქვეშა და დიაფიზური მოტეხილობები, პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ბისფოსფონატებით. პარალელური ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება ლოკალიზდებოდეს ბარძაყის ძვლის ნებისმიერ ადგილას, მცირე ციბრუტიდან, მუხლქვეშა ფოსომდე. აღწერილი მოტეხილობები ვითარდება მინიმალური ტრავმის შემდეგ ან თვითნებურად. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ბარძაყში ან საზარდულში, რასაც ხშირად ახლავს სტრესული მოტეხილობის ნიშნები ვიზუალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებით, რაც ვითარდება ბარძაყის ძვლის სრული (საბოლოო) მოტეხილობის განვითარებამდე, კვირებით ან თვეებით ადრე. არაიშვიათად მოტეხილობები ვითარდება ორმხრივად, ამიტომ ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას პაციენტში, რომელიც იღებს ბისფოსფონატებს უნდა ჩატარდეს კონტრლატერალური ბარძაყის ძვლის გამოკვლევა. აგრეთვე აღწერილია ამ მოტეხილობების ნელი შეხორცება (შეზრდა). გამოკვლევის ჩატარებამდე პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობის ეჭვი, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის ინდივიდუალურ შეფასებას.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზოლენტა რომფარმით უნდა გააფრთხილონ, რომ სამედიცინო პერსონალს შეატყობინონ ბარძაყის ან საზარდულის მიდამოში ნებისმიერი ტკივილის შესახებ; საჭიროა ყოველი პაციენტის გამოკვლევა, რომელიც აღწერს ამგვარ ჩივილებს, ბარძაყის ძვლის შესაძლო დაუსრულებელი (არასრული) მოტეხილობის გამოსავლენად.
ჰიპოკალციემია
კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია ჰიპოკალციემიის შემთხვევები, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრონის მჟავით. მძიმე ჰიპოკაცლიემიის შემთხვევაში აღინიშნა არასასურველი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ (კრუნჩხვები, ტეტანია და დაბუჟება), გულის არითმია. ზოგ შემთხვევაში ჰიპოკალციემია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოკალციემის გამოწვევა, რადგან ამან შეიძლება განაპირობოს სინერგული ურთიერთქმედება და მძიმე ხარისხის ჰიპოკალციემია. პრეპარატით ზოლენტა რომფარმი მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შრატში კალციუმის დონე და მოხდეს ჰიპოკალციემიის კორექცია. პაციენტები უნდა იღებდნენ კალციუმის პრეპარატებით და D ვიტამინით ადექვატურ შევსებას.
ორსულობა და ლაქტაცია
ადამიანებში ორსულობის დროს გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველების კვლევებში გამოვლინდა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა გააფრთხილონ, რომ პრეპარატით ზოლენტა რომფარმი მკურნალობისას, გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა ლაქტატში. პრეპარატის ზოლენტა რომფარმი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე
გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან და მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
ზოლედრონის მჟავასთან ერთად სხვა ხშირად გამოყენებული მედიკამენტების მიღება (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები, ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები) რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ბისფოსფონატების და ამინოგლიკოზიდების, კალციტონინის, „მარყუჟოვანი“ დიურეტიკების ერთად გამოყენებისას, რადგან ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა განაპირობებს პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის უფრო ხანგრძლივ დაქვეითებას.
სიფრთხილე აუცილებელია ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას ნეფროტოქსიკური პოტენციალის მქონე პრეპარატებთან ერთად. უნდა გაითვალისწინონ ჰიპომაგნიემიის განვითრების შესაძლებლობა.
მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მომატება, ბისფოსფონატების ინტრავენური შეყვანისას, როგორიცაა ზოლედრონის მჟავა, ტალიდომიდთან კომბინაციაში.
სიფრთხილეა საჭირო ზოლედრონის მჟავას გამოყენებისას ანტიანგიოგენურ საშუალებებთან ერთად, ყბის ოსტეონეკროზის რისკის მომატების გამო.
შენახვის პირობები და ვადა
ფხვნილის ვარგისობის ვადა: 3 წელი
გამხსნელის ვარგისობის ვადა: 5 წელი
აღდგენის და განზავების შემდეგ: მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით საჭიროა აღდგენილი და განზავებული საინფუზიო ხსნარის დაუყოვნებლივ გამოყენება. წინააღდეგ შემთხვევაში შენახვის დრომ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2°C-8°C ტემპერატურაზე. შეყვანამდე გაგრილებული ხსნარი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
ფლაკონი ლიოფილიზატით: უფერო, I კლასის შუშის ფლაკონი, 6 მლ მოცულობით.
ამპულა გამხსნელით: უფერო შუშის ამპულა, 5 მლ მოცულობით.
ლიოფილიზატის ერთი ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში ერთ ამპულა საინექციო წყალთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად.
მწარმოებელი
«კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.», რუმინეთი, ილფოვი, 075100 ქ. ოტოპენი, ეროილორის ქუჩა №1ა
(«S.C. Rompharm Company S.R.L.», Romania, Ilfov, 075100 Otopeni, Str. Eroilor, Nr. 1A).
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო, №8, ოფისი №7 გ. სააკაძის დაღმართი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ქ. თბილისი, საქართველო
(LLC Rompharm Company Georgia, Georgia, Tbilisi, Saakadze Downhill N8, office N7a)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


