ზოლედრო-დენკი 4მგ/5მლ
Zoledro-Denk 4mg/5ml
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატებად წოდებულ ნივთიერებათა ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვლებზე და ანელებს ძვლის ცვლის ხარისხს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ზოლედრო (zoledronic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Siegfried Hameln GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042497
- რეგისტრირებულია
- 10 დეკემბერი 2024, მოქმედებს 10 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზოლედრო-დენკი 4მგ/5მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატებად წოდებულ ნივთიერებათა ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვლებზე და ანელებს ძვლის ცვლის ხარისხს. ის გამოიყენება:
ძვლოვანი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა: მოტეხილობები, ძვლოვანი მეტასტაზების მქონე მოზრდილ პაციენტებში (სიმსივნური პროცესის გავრცელება პირველადი კერიდან ძვლებზე)
სიმსივნური პროცესის შედეგად სისხლში კალციუმის მომატებული დონის შესამცირებლად. ზოგიერთი სახის სიმსივნე იწვევს ძვლის ცვლის გაძლიერებას იმ მხრივ, რომ ზრდის ძვლებიდან კალციუმის გამოთავისუფლებას. აღნიშნული მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალცემია (TIH).
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებსა და მამაკაცებში, ასევე სტეროიდებით მკურნალობის შედეგად განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა.
ძვლის პეჯეტის დაავადების სამკურნალოდ.
რა არის გასათვალისწინებელი ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის გამოყენებამდე
ყურადღებით მიჰყევით მკურნალი ექიმის მიერ მოწოდებულ ყველა ინსტრუქციას.
მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე რეგულარული ინტერვალით განახორციელებს მკურნალობის შედეგების შეფასებას.
მიღების წესი და დოზირება
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობა უნდა წარიმართოს მხოლოდ ინტრავენური ბისფონატების შეყვანის განათლების მქონე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ, ინტრავენურად.
მკურნალი ექიმის რეკომენდაცია იქნება, რომ მკურნალობის თითოეული კურსის წინ პაციენტმა მიიღოს საკმარისი ოდენობით წყალი, რათა თავიდან აიცილოს დეჰიდრატაცია.
ყურადღებით მიჰყევით მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემულ ყველა რეკომენდაციას.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის დოზირება
ჩვეულებრივ ერთჯერადი მისაღები დოზა არის 4 მგ ზოლედრონის მჟავა.
თირკმლის მხრივ პრობლემების შემთხვევაში, ექიმი შეამცირებს მედიკამენტის დოზას, რაც დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის ხარისხზე.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ მიღების სიხშირე
სიმსივნური პროცესის შედეგად განვითარებული ძვლოვანი გართულებების მკურნალობის მიზნით, ზოლენდრო-დენკ 4 მგ/5მლ ინიშნება ყოველ 3-4 კვირაში 1 ინფუზიის სახით.
თუ მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სისხლში კალციუმის დონის შემცირება, მაშინ ინიშნება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მხოლოდ 1 ინფუზია.
ოსტეოპოროზის მკურნალობის მიზნით, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის ჩვეულ დოზას წარმოადგენს წელიწადში 1 ინფუზია. ექიმი გაცნობებთ შემდეგი დოზირების შესახებ. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის ინფუზია უნდა გადაისხას ქირურგიული ჩარევიდან 2 ან მეტ კვირაში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ კალციუმის და D ვიტამინის დანამატები (მაგალითად, ტაბლეტები) ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.
პეჯეტის დაავადების მკურნალობისთვის, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის ერთი ინფუზია ინარჩუნებს ეფექტიანობას 1 წელზე მეტი ხნის ვადით, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროებს თუ არა პაციენტი შემდეგ ინფუზიას. ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად, ტაბლეტები) მიღების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ზედმიწევნით ზუსტად, რათა შემცირდეს ჰიპოკალემიის განვითარების რისკი ინფუზიის შემდეგ. მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს ჰიპოკალცემიის სიმპტომების შესახებ.
როგორ მიიღება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ ინიშნება ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, იზოლირებული საინფუზიო სისტემით.
პაციენტებმა, რომელთა სისხლში კალციუმის დონე არ არის საკმარისად მაღალი, უნდა მიიღონ კალციუმისა და ვიტამინი D-ს დანამატები ყოველდღიურად.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია საკმარისი ოდენობით სითხის მიღება (მინიმუმ ერთი ან ორი ჭიქა), როგორც ეს დანიშნულია ექიმის მიერ. აღნიშნული ხელს შეუწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას. მიირთვით საკვები ჩვეულებრივ ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის მიღების დღეს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის და მათთვის, ვინც იმყოფება შარდმდენებით თერაპიაზე.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის დოზის გამოტოვება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს პროცედურის განმეორებით დანიშვნა.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით თერაპის შეწყვეტამდე
თუ პაციენტი გეგმავს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის შეწყვეტას, აღნიშნული უნდა განიხლიოს მკურნალ ექიმთან ერთად შემდეგ ჩაწერაზე. ექიმი გასცემს რეკომენდაციას და განსაზღვრავს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოლედრო-დენკი 4 მგ/5 მლ-ის დოზის გადაჭარბება
რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის მჭიდრო მეთვალყურეობა. ვინაიდან, შეიძლება განვითარდეს შრატში ელექტროლიტური დარღვევები (მაგ. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონის ცვლილება) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს კალციუმის დამატებითი ინფუზია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ზოლედრონის მჟავის, ან სხვა ბისფოსფონატის (ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ) ან მოცემული მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. (იხ. პუნქტი 6).
თუ პაციენტს აქვს ჰიპოკალცემია (სისხლში კალციუმის ძალიან დაბალი კონცენტრაცია)
თუ პაციენტს აქვს თირკმლებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები.
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში.
თუ პაციენტი არის ორსული.
სიფრთხილის ზომები
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს
თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება თირკმლების მხრივ პრობლემა.
თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ტკივილი, შეშუპება, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილების ცვენა. ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა რეკომენდაცია გასცეს სტომატოლოგთან კონსულტაციის გავლის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://denkpharma.de/en/therapeutic-areas/product-portfolio-of-denkpharma/" \l "zoledro-denk-4-mg-5-ml" http://denkpharma.de/en/therapeutic-areas/product-portfolio-of-denkpharma/#zoledro-denk-4-mg-5-ml
თუ პაციენტი იტარებს სტომატოლოგიურ მკურნალობას ან გეგმავს სტომატოლოგიურ ქირურგიულ ჩარევას, უნდა ეცნობოს სტომატოლოგს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობის შესახებ.
თუ პაციენტი ყოველდღიურად ვერ იღებს კალციუმის დანამატს.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ნაწილობრივი ან სრული პარათირეოიდექტომია.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა ნაწლავებზე ან ამოღებული აქვს ნაწლავის ნაწილი.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია პირი ღრუს ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა (კბილების ყოველდღიური წმენდა) და სტომატოლოგის რუტინული შემოწმებების რეგულარული გავლა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს და სტომატოლოგს, პირის ღრუსთან ან კბილებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის შემჩნევისთანავე, ასეთებია: კბილების დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, ძნელად შეხორცებადი წყლული პირის ღრუში ან გამონადენი, ვინაიდან აღნიშნული შეიძლება იყოს ყბის ძვლის ოსტეონეკროზის ნიშნები.
პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიასა და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს, უტარდებათ სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა, არ იტარებენ რუტინულ სტომატოლოგიურ კვლევებს, აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები ან რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ბისფოსფონატით (გამოიყენება ძვლის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის) მიეკუთვნებიან ყბის ძვლის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჯგუფს.
სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), ზოგჯერ კუნთების კრუნჩხვებით, კანის სიმშრალე, და წვის შეგრძნება გამოვლინდა ზოლედრონის მჟავით ნამკურნალებ პაციენტებში. არარეგულარული გულისცემა (კარდიალური არითმია), კრუნჩხვები, სპაზმი და ტეტანია, შესაძლოა წარმოადგენდეს მწვავე ჰიპოკალცემიის მეორეულ გამოვლინებას. ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოკალცემია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. თუ რომელიმე ჩამოთვლილთგანი ეხება პაციენტს, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოკალცემია, უნდა მოხდეს მისი სასწრაფო კორექცია, ვიდრე მოხდება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის პირველი დოზის მიღება. პაციენტს დაენიშნება ადეკვატური ოდენობით კალციუმის და ვიტამინი D-ს დანამატები.
საკონტროლო ტესტი
მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, რათა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია (კრეატინინის დონე) ზოლედრო-დენკ 5 მგ/მლ-ის ყოველი დოზის მიღებამდე. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სულ მცირე 2 ჭიქა სითხის (როგორიც არის წყალი) მიღება, ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ის მიღებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორც ეს რეკომენდებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლის მიერ.
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ შეიძლება დაენიშნოს ≥ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება ამ პოპულაციაში დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღების საჭიროების შესახებ.
ბავშვები და მოზარდები
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან აპირებს მიიღოს სხვა მედიკამენტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს:
ამინოგლიკოზიდებს (მწვავე ინფექციის სამკურნალო საშუალება), კალციტონინს (მედიკამენტი პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზისა და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვან დიურეტიკებს (მედიკამენტი მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ) ან სხვა კალციუმის კონცენტრაციის შემამცირებელ მედიკამენტებს. ვინაიდან ბისფოსფონატების აღნიშულ მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მატულობს ჰიპოკალცემიის განვითარების რისკი.
თალიდომიდი (მედიკამენტი გარკვეული ტიპის ჰემატოლოგიური სიმსივნეების სამკურნალოდ, რაც მოიცავს ძვლებს) ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია თირკმლისთვის ზიანის მოტანა.
აკლასტა® (მედიკამენტი, რომელიც ასევე შეიცავს ზოლედრონის მჟავას) ან ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, ვინაიდან ამ მედიკამენტების ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ–თან ერთად კომბინირებული გამოყენების შემთვევაში მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები არ არის შესწავლილი.
ანტი-ანგიოგენეზური მედიკამენტები (ანტისიმსივნური საშუალება). ამ მედიკამენტთან ერთად ზოლედრონის მჟავას კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში აღწერილია ყბის ძვლის ოსტეონეკროზის შემთხვევები.
დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობა. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის ორსულად ან თუ გეგმავს დაორსულებას.
მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია ზოლედრო-დენკ 4მგ/5 მლ-ით მკურნალობა.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ძალზე იშვიათია ზოლედრონის მჟავით მკურნალობის პერიოდში ძილიანობის მატების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც იგეგმება ავტომობილის ან სხვა მოწყობილობის მართვა, რაც საჭიროებს სრულ ყურადღებას.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაზე, აღნიშნული მედიკამენტი შეიძლება ითქვას რომ არის "ნატრიუმისგან თავისუფალი".
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის.
ძვლოვანი მეტასტაზებისა და სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ ზოლედრონის მჟავით მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თირკმლის მწვავე უკმარისობა (რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, სისხლის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად); სისხლში კალციუმის დაბალი დონე.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): ტკივილი პირის ღრუს არეში, კბილების ან ყბის მიდამოში, ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილების ცვენა. აღნიშნული შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშანი (ოსტეონეკროზი). ზოლედრო დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ, რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს. გულის რითმის დარღვევა (მოციმციმე არითმია) აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ამ დროისთვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა არითმიას, თუმცა სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): კალციუმის დაბალი დონის შედეგად განვითარებული: არარეგულარული გულისცემა (კარდიალური არითმია, მეორეული ჰიპოკალცემია). თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცნობილი ფანკონის სინდრომის სახელით, (დიაგნოსტირება ხდება შარდის ანალიზით).
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში) - კალციუმის დაბალი დონის შედეგად განვითარებული: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორეული ჰიპოკალცემია). უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდა ყურის ტკივილი, გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი.
ოსტეონეკროზის განვითარება ყბის, ბარძაყისა და თეძოს ძვლის გარდა სხვა ძვლების მიდამოში მეტად იშვიათია. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ ახლად დაწყებული ან უკვე არსებული ტკივილის გაუარესების შემთხვევაში, შებოჭილობის შემჩნევისთანავე.
თუ პაციენტი განიცდის ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით ეფექტს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ:
ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში): ფოსფატის დაბალი დონე სისხლში.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სინდრომი, რომელიც მოიცავს ცხელებას, დაღლილობას, სისუსტეს, ძილიანობას, ძვლის, სახსრებისა და/ან კუნთების ტკივილს. ხშირ შემთხვევაში სპეციფიური მკურნალობის ჩატარება საჭიროებას არ წარმოადგენს და სიმპტომები თავისთავად ქრება დროის მოკლე პერიოდში (რამდენიმე საათი ან დღე). რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაქვეითება. კონიუნქტივიტი. სისხლის ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია).
არახშირი: (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: დაბალი არტერიული წნევა, მკერდის ტკივილი. კანისმიერი რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი, ქავილი. მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე. სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. მაგნიუმის და კალიუმის დაბალი დონე სისხლში. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს აღნიშნულს და მიიღებს შესაბამის ზომებს. წონის მატება, ჭარბოფლიანობა, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლდენა, სინათლის მიმართ თვალის მგრძნობელობა, უეცრად განვითარებული სიცივის შეგრძნება, გონების დაკარგვასთან ან კოლაფსთან ერთად; სუნთქვის გაძნელება სპაზმით ან ხველებით; ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): შენელებული გულისცემა, კონფუზია. ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, რაც პაციენტებში როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი გრძნობს ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის პირველი ნიშნები. ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება) გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ართრიტი და სახსრების შეშუპება, მტკივნეული სიწითლე ან/და თვალის შეშუპება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში): გონების დაბინდვა დაბალი არტერიული წნევის გამო. ძლიერი ტკივილი ძვლის, სახსრების და/ან კუნთების მხრივ, ზოგჯერ აუტანელი.
პეჯეტის დაავადების ან ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ზოლედრონის მჟავით მკურნალობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში):
გულის არარეგულარული რითმი (წინაგულების ფიბრილაცია) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრინის მჟავით პოსტმენოპაუზის პერიოდში. ამჟამად გაუგებარია, იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა არარეგულარულ გულის რითმს, მაგრამ ასეთი სიმპტომების არსებობის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): თვალების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და ქავილი ან სინათლის მიმართ თვალის მომატებული მგრძნობელობა
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში): უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება ყურის ტკივილი, გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი.
უცნობი სიხშირით: (არსებულ მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): ტკივილის პირის ღრუსა და ყბაზე, შეშუპება ან ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, კბილების ცვენა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის განმავლობაში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ თუ გამოვლინდა აღნიშნული სიპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს და სტომატოლოგს.
თირკმლის უკმარისობა (მაგალითად შემცირებული შარდის რაოდენობა) შეიძლება გამოვლინდეს (იხ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ გამოვლინდა ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): ცხელება.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლების და/ან სახსრების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, მხრებსა და ფეხებში, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. დაღლილობა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი), გაცივება, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის დეფიციტი, სისუსტე, ტკივილი, უგუნებობა, ინფუზიის ადგილზე შეშუპება და/ან ტკივილი.
პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებში სისხლში დაბალი კალციუმის გამო მოსალოდნელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება როგორიცაა: კუნთის სპაზმი ან დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით პირის გარშემო მიდამოში.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): გაცივება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მადის დაკარგვა, უძილობა ან ძილიანობა, რომელიც გულისხმობს დაქვეითებულ ცნობიერებებასა და სიფხიზლეს, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება, გონების ხანმოკლე კარგვა, თვალის ინფექცია, გაღიზიანება ან ანთება თვალის სიწითლითა და სინათლისადმი მგრძნობელობის მატებით, „ქსელის“ შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა, სიწითლე, ხველა, ქოშინი, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, გულძმარვა, კანზე გამონაყარი, ჭარბოფლიანობა, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, ძვლებისა და სახსრების არეში დაჭიმულობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი, მხარის ტკივილი, ტკივილი მხრებისა და გულმკერდის არეში, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, თირკმლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები, გახშირებული შარდვა, ხელების, წვივების და ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილების ტკივილი, გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, პაციენტებში როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშნები. სისხლში ფოსფატის დონის დაბალი მაჩვენებლები.
უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): მწვავე ალერგიული რეაქციები, გამოხატული თავბრუსხვევით, ქოშინით, სახისა და ხორხის შეშუპებით, არტერიული წნევის შემცირებით, დოზის შემდგომ განვითარებული მეორეული დეჰიდრატაცია როგორიც არის ცხელება, ღებინება და დიარეა.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ნახსენები მოცემულ ანოტაციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, პაციენტი დაგვეხმარება მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
კლინიკური გამოცდილება ზოლედრონის მჟავის დოზის მწვავე გადაჭარბებით შეზღუდულია. გამოვლინდა ზოლედრონის მჟავის 48 მგ–მდე დოზების შეცდომით მიღების შემთხვევები. პაციენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ რეკომენდებულ დოზებზე უფრო მაღალი დოზები, (იხ. პუნქტი 4.2) უნდა ჩაუტარდეთ გულდასმითი მონიტორინგი, რადგან გამოვლინდა თირკმლის ფუნქციის დარღევა (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) და შრატში ელექტროლიტების რაოდენობის (კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის ჩათვლით) ანომალიები. ჰიპოკალციემიის შემთხვევაში, კალციუმის გლუკონატის ინფუზიები უნდა იქნას მიღებული კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
შემადგენლობა
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა. ზოლედრო-დენკ 4მგ/5 მლ-ის ერთი 5 მლ ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.
დამატებითი ინგრედიენტებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის აღწერილობა და შეფუთვა
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ არის უფერო და გამჭვირვალე ხსნარი ინფუზიისთვის.
ხელმისაწვდომია უფერო, გამჭვირვალე პლასტმასის შეფუთვაში, რომლებიც შევსებულია 5 მლ ხსნარით.
შეფუთვაში: 1 ფლაკონი 5 მლ ხსნარის შემცველობით.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. არ შეიძლება მისი გაყინვა
შენახვის ვადა:
გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი.
გახსნის შემდეგ: გამოიყენება დაუყოვნებლივ.
განზავების შემდეგ: გაეცანით ინფორმაციას ,,ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის’’
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA08
მოქმედების მექანიზმი
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება ბისფოსფონატების კლასს და მოქმედებს ძირითადად ძვალზე. ეს არის ძვლის ოსტეოკლასტიკური რეზორბციის ინჰიბიტორი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ბისფოსფონატების სელექციური მოქმედება ძვალზე დაფუძნებულია მინერალიზებული ძვლის მიმართ მათ მაღალ მსგავსებაზე, მაგრამ ზუსტი მოლეკულური მექანიზმი, რომელიც იწვევს ოსტეოკლასტიკური მოქმედების ინჰიბირებას, ჯერ ისევ გაურკვეველია. ცხოველებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში, ზოლედრონის მჟავა აინჰიბირებს ძვლის რეზორბციას, ძვლის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე ნეგატიური გავლენის მოხდენის გარეშე.
ზოლედრონის მჟავით მკურნალობამ სწრაფად შეამცირა ძვლის რემოდელირების სიჩქარე პოსტ-მენოპაუზაში მომატებული დონეებიდან დაბალ დონამდე რეზორბციის მარკერებისათვის დაფიქსირებული 7 დღის შემდეგ, ხოლო ფორმირების მარკერებისათვის 12 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ მოხდა ძვლის მარკერების სტაბილიზაცია პოსტმენოპაუზაური დიაპაზონის ფარგლებში. განმეორებითი წლიური დოზით ძვლის რემოდელირების მარკერების პროგრესიული შემცირება არ დაფიქსირებულა.
გარდა იმისა, რომ ძვლის რეზორბციის ძლიერი ინჰიბიტორია, ზოლედრონის მჟავას ასევე რამდენიმე სიმსივნის საწინააღმეგო თვისება გააჩნია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ მის მთლიან ეფექტიანობას ძვლის მეტასტაზური დაავადების მკურნალობაში. პრეკლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა შემდეგი თვისებები:
In vivo: ძვლის ოსტეოკლასტური რეზორბციის ინჰიბირება, რომელიც ცვლის ძვლის ტვინის მიკროგარემოს, რაც მას ნაკლებ ხელსაყრელს ხდის სიმსივნური უჯრედების ზრდისთვის, ანტიანგიოგენური მოქმედებისთვის და ტკივილსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის.
In vitro: ოსტეობლასტის პროლიფერაციის ინჰიბირება, პირდაპირი ციტოსტატიკური და პროაპოპტოზური მოქმედება სიმსივნურ უჯრედებზე, სინერგიული ციტოსტატიკური ეფექტი კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, ანტიადჰეზიური/ინვაზიური მოქმედება.
კლინიკური კვლევის შედეგები ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პროფილაქტიკისთვის ძვლის მონაწილეობით მიშვებული ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში
პირველ რანდომიზირებულ, ორმაგი– ბრმა, პლაცებო–კონტროლირებად კვლევაში შედარებული იქნა ზოლედრონის მჟავა 4 მგ პლაცებოსთან, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების (SREs) პროფილაქტიკის მიზნით პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. ზოლედრონის მჟავამ 4 მგ მნიშვნელოვნად შეამცირა იმ პაციენტთა პროპორცია, რომლებსაც განცდილი აქვთ ჩონჩხთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი მოვლენა (SRE), შეაჩერა დროის მედიანა პირველ SRE- მდე > 5 თვით და შეამცირა მოვლენების ყოველწლიური სიხშირე ერთ პაციენტზე - ჩონჩხოვანი გართულებების პერიოდულობის ინდექსი. მრავალჯერადი მოვლენების ანალიზმა აჩვენა SRE– ების განვითარების რისკის შემცირება 36%–ზე ზოლედრონის მჟავით 4 მგ მომკურნალე ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას 4 მგ, აღენიშნათ ტკივილის ნაკლები მატება ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებს, და სხვაობამ მნიშვნელოვნობას მიაღწია 3, 9, 21 და 24 თვეებში. ზოლედრონის მჟავით 4 მგ მომკურნალე პაციენტების მცირე რიცხვი განიცდიდა პათოლოგიურ მოტეხილობებს. მკურნალობის ეფექტი ნაკლებად გამოვლენილი იყო ბლასტიური დაზიანების მქონე პაციენტებში. ეფექტიანობის შედეგები მოცემულია ცხრილი 2-ში.
მეორე კვლევაში სოლიდური სიმსივნების ჩათვლით, გარდა სარძევე ჯირკვლისა ან პროსტატის კიბოს, ზოლედრონის მჟავამ 4 მგ მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტთა პროპორცია SRE–ით, შეაჩერა დროის მედიანა პირველ SRE- მდე> 2 თვით და შეამცირა ჩონჩხოვანი გართულებების პერიოდულობის ინდექსი. მრავალჯერადი მოვლენების ანალიზმა აჩვენა SRE– ების განვითარების რისკის შემცირება 30.7%–ით ზოლედრონის მჟავით 4 მგ მომკურნალე ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. ეფექტიანობის შედეგები მოცემულია ცხრილ 3-ში.
ცხრილი 2: ეფექტიანობის შედეგები (პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ თერაპიას)
ნებისმიერი SRE (+TIH)
მოტეხილობები*
ძვლის რადიაციული თერაპია
ზოლედრნის მჟავა 4 მგ
პლაცებო
ზოლედრონის მჟავა 4 მგ
პლაცებო
ზოლედრონის მჟავა 4 მგ
პლაცებო
N
214
208
214
208
214
208
SREs–ების (%) მქონე პაციენტთა პროპორცია
38
49
17
25
26
33
p-მნიშვნელობა
- 028 0.052 0.119
დროის მედიანა SRE–მდე (დღეები)
488
321
NR
NR
NR
640
p-მნიშვნელობა
- 009 0.020 0.055
ჩონჩხოვანი გართულებების პერიოდულობის ინდექსი
- 77
- 47
- 20
- 45
- 42
- 89
p-მნიშვნელობა
- 005 0.023 0.060
რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებმაც განიცადეს მრავალი მოვლენა** (%)
36
-
NA
NA
NA
NA
p-მნიშვნელობა
- 002 NA NA
- მოიცავს ვერტებრულ და არავერტებრულ მოტეხილობებს
- * ითვალისწინებს ჩონჩხთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეული მოვლენისთვის დროს კვლევის პერიოდში
NR არ არის მიღწეული
NA არ ექვემდებარება გამოყენებას
ცხრილი 3: ეფექტიანობის შედეგები (სოლიდური სიმსივნეები, გარდა სარძევე ჯირკვლისა ან პროსტატის კიბოს)
ნებისმიერი SRE (+TIH)
მოტეხილობები*
ძვლის რადიაციული თერაპია
ზოლედრნის მჟავა 4 მგ
პლაცებო
ზოლედრონის მჟავა 4 მგ
პლაცებო
ზოლედრონის მჟავა 4 მგ
პლაცებო
N
257
250
257
250
257
250
SREs–ების (%) მქონე პაციენტთა პროპორცია
39
48
16
22
29
34
p-მნიშვნელობა
- 039 0.064 0.173
დროის მედიანა SRE–მდე (დღეები)
236
155
NR
NR
424
307
p-მნიშვნელობა
- 009 0.020 0.079
ჩონჩხოვანი გართულებების პერიოდულობის ინდექსი
- 74
- 71
- 39
- 63
- 24
- 89
p-მნიშვნელობა
- 012 0.066 0.099
რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებმაც განიცადეს მრავალი მოვლენა** (%)
- 7
-
NA
NA
NA
NA
p-მნიშვნელობა
- 003 NA NA
- * მოიცავს ვერტებრულ და არავერტებრულ მოტეხილობებს
- * ითვალისწინებს ჩონჩხთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეულ მოვლენისთვის დროს კვლევის პერიოდში
NR არ არის მიღწეული
NA არ ექვემდებარება გამოყენებას
რანდომიზაცია, ორმაგი– ბრმა კვლევის მესამე ფაზაში III, ზოლედრონის მჟავა 4 მგ ან პამიდრონატი 90 მგ ყოველ 3-დან 4 კვირამდე შედარებული იქნან მრავალჯერადი მიელომის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს ძვლის მინიმუმ ერთი დაზიანებით მქონე პაციენტებში. შედეგებმა აჩვენა, რომ ზოლედრონის მჟავამ 4 მგ აჩვენა შედარებითი ეფექტურობა 90 მგ პამიდრონატთან მიმართებაში, SRE–ების პროფილაქტიკის დროს. მრავალჯერადი მოვლენის ანალიზმა გამოავლინა რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 16% –ით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრონის მჟავით 4 მგ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პამიდრონატს. ეფექტურობის შედეგები მოცემულია ცხრილი 4-ში.
ცხრილი 4. ეფექტურობის შედეგები ( სარძევე ჯირკვლის კიბო და მრავალჯერადი მიელომის მქონე პაციენტები)
ნებისმიერი SRE (+TIH)
მოტეხილობები*
ძვლის რადიაციული თერაპია
ზოლედრნის მჟავა 4 მგ
პამ
90 მგ
ზოლედრონის მჟავა 4 მგ
პამ
90 მგ
ზოლედრონის მჟავა 4მგ
პამ
90 მგ
N
561
555
561
555
561
555
SREs–ების (%) მქონე პაციენტთა პროპორცია
48
52
37
39
19
24
p-მნიშვნელობა
- 198 0.653 0.037
დროის მედიანა SRE–მდე (დღეები)
376
356
NR
714
NR
NR
p-მნიშვნელობა
- 151 0.672 0.026
ჩონჩხოვანი გართულებების პერიოდულობის ინდექსი
- 04
- 39
- 53
- 60
- 47
- 71
p-მნიშვნელობა
- 084 0.614 0.015
რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებმაც განიცადეს მრავალი მოვლენა ** (%)
16
-
NA
NA
NA
NA
p-მნიშვნელობა
- 030 NA NA
- მოიცავს ვერტებრალურ და არავერტებრალურ მოტეხილობებს
- * ითვალისწინებს ჩონჩხთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, საერთო რაოდენობას, აგრეთვე თითოეულ მოვლენისთვის დროს კვლევის დროს
NR არ არის მიღწეული
NA არ ექვემდებარება გამოყენებას
ზოლედრონის მჟავა 4 მგ ასევე იქნა შესწავლილი ორმაგი– ბრმა, რანდომიზირებულ, პლაცებო– კონტროლირებად კვლევაში 228 პაციენტში სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს დადასტურებული ძვლის მეტასტაზებით, რათა შეფასდეს ზოლედრონის მჟავის 4 მგ მოქმედება ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენის (SRE) სიხშირის თანაფარდობაზე, რომელიც გამოთვლილია SRE-ს მოვლენების მთლიანი რაოდენობის სახით (ჰიპერკალციემიის გამოკლებით და კორექტირებული წინანდელი მოტეხილობის გათვალისწინებით), დაყოფილია რისკის საერთო პერიოდის მიხედვით. პაციენტები იღებდნენ ან ზოლედრონის მჟავას 4 მგ ან პლაცებოს ყოველ ოთხ კვირაში, ერთი წლის განმავლობაში. პაციენტთა რაოდენობა თანაბრად იყო განაწილებული ზოლედრონის მჟავით და პლაცებოს მეთოდით მომკურნალე პაციენტთა ჯგუფებს შორის.
SRE–ის სიხშირე (მოვლენათა რიცხვი/ადამიანზე წელიწადში) შეადგენდა 0.628 ზოლედრონის მჟავისთვის და 1.096 პლაცებოსთვის. მინიმუმ ერთი SRE–ს მქონე პაციენტთა პროპორცია (ჰიპერკალციემიის გამოკლებით) შეადგენდა 29.8%–ს ზოლედრონის მჟავით მომკურნალე პაციენტთა ჯგუფში, პლაცებოს მეთოდით მომკურნალე პაციენტთა ჯგუფთან 49.6% (p = 0.003) შედარებით. პირველი SRE- ს დაწყების დროის მედიანა არ იქნა მიღწეული ზოლედრონის მჟავით მომკუნალე პაციენტთა ჯგუფში, კვლევის დასრულებისას და მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა პლაცებოსთან შედარებით (p = 0.007). ზოლედრონის მჟავამ 4 მგ შეამცირა SRE-ების რისკი 41% -ით მრავალჯერადი მოვლენის ანალიზში (რისკის თანაფარდობა = 0.59, p = 0.019) პლაცებოსთან შედარებით.
ზოლედრონის მჟავით მომკურნალე პაციენტთა ჯგუფში, ტკივილის მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ( ტკივილის მოკლე აღწერილობის გამოყენებით, BPI) გამოვლინდა 4 კვირის შემდეგ და კვლევის დროს ყველა მომდევნო მომენტში, პლაცებოსთან შედარებისას. ზოლედრონის მჟავისთვის ტკივილის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო საბაზისო დონესთან შედარებით და ტკივილის შემცირებას თან ახლდა ანალგეტიკების მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია.
კლინიკური კვლევის შედეგები TIH–ის მკურნალობის დროს
სიმსივნით-გამოწვეული ჰიპერკალციემიის (TIH) დროს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოლედრონის მჟავას მოქმედება ხასიათდება შრატში კალციუმისა და შარდის კალციუმის ექსკრეციის შემცირებით. ფაზა I–ში დოზის გამოვლენის კვლევები მსუბუქი ზომიერამდე სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის (TIH) მქონე პაციენტებში, ეფექტიანი შემოწმებული დოზები იყო დაახლოებით 1.2–2.5 მგ დიაპაზონში.
ზოლედრონის მჟავის 4 მგ ეფექტების შესაფასებლად პამიდრონატის 90 მგ-თან შედარებით, ორი ძირითადი მულტიცენტრული კვლევის შედეგები, TIH–ს მქონე პაციენტებში, წინასწარ დაგეგმილ ანალიზში იქნა კომბინირებული. დაფიქსირდა შრატში კალციუმის კორექტირებული დონის უფრო სწრაფი ნორმალიზაცია მე–4 დღეს ზოლედრონის მჟავისთვის 8 მგ და მე–7 დღეს ზოლედრონის მჟავისთვის 4 მგ და 8 მგ. დაფიქსირდა პასუხების შემდეგი სიხშირეები:
ცხრილი 5: მკურნალობაზე სრული შედეგების პროპორცია დღის განმავლობაში კომბინირებულ TIH–ს კვლევებში
დღე 4
დღე 7
დღე 10
4მგ ზოლედრონის მჟავა (N=86)
- 3% (p=0.104)
- 6% (p=0.005) *
- 4% (p=0.002) *
8მგ ზოლედრონის მჟავა (N=90)
- 6% (p=0.021)*
- 3% (p=0.010) *
- 7% (p=0.015) *
90მგ პამიდრონატი (N=99)
- 3%
- 6.%
- 7%
- p - ნიშნული შედარებულია პამიდრონატს
ნორმოკალციემიის მიღწევამდე დროის მედიანა 4 დღეს შეადგენდა. დროის მედიანა რეციდივამდე (ალბუმინით კორექტირებული შრატში კალციუმის დონის ხელახალი მატება ≥ 2.9 მმოლ/ლ) შეადგენდა 30-დან 40 დღემდე ზოლედრონის მჟავით მომკურნალე პაციენტებში 17 დღეებთან შედარებით იმ პაციენტებში, ვინც მკურნალობდა პამიდრონატით 90 მგ (p–მნიშვნელობები: 0.001 ზოლედრონის მჟავის 4 მგ–სთვის და 0.007 ზოლედრონის მჟავის 8 მგ–სთვის). ზოლედრონის მჟავის ორ დოზას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არსებობს.
კლინიკურ კვლევებში 69 პაციენტს, რომლებიც რეციდივი განიცადეს ან რეფრაქტორული იყვნენ მკურნალობის საწყისი სტადიის მიმართ (ზოლედრონის მჟავა 4 მგ, 8 მგ ან პამიდრონატი 90 მგ) ჩაუტარდათ განმეორებითი მკურნალობა ზოლედრონის მჟავით 8 მგ დოზით. პასუხის სიხშირე ამ პაციენტებში დაახლოებით 52%–ს შეადგენდა. ვინაიდან, იმ პაციენტებს ხელახალი მკურნალობა ჩაუტარდათ მხოლოდ 8 მგ დოზით, არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც იძლევიან 4 მგ დოზასთან შედარების საშუალებას.
სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის (TIH) მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, უსაფრთხოების ზოგადი პროფილი ყველა სამი სამკურნალო ჯგუფს შორის (ზოლედრონის მჟავა 4 და 8 მგ და პამიდრონატი 90 მგ) მსგავსი იყო ტიპებისა და სიმძიმის მიხედვით.
კლინიკური ეფექტიანობა პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს (PFT)
ზოლედრონის მჟავის ეფექტიანობა და უსაფრთხოება წელიწადში ერთხელ 3 წლის განმავლობაში ზედიზედ გამოვლენილი იქნა პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონებში (65-89 წლის 7,736 ქალბატონი): ან ბარძაყის ყელის ძვლის მინერალური სიმკრივე (BMD) T- ქულით ≤ -1.5 და მინიმუმ ორი უმნიშვნელო ან ერთი ზომიერი არსებული ვერტებრალური მოტეხილობა(ები); ან ბარძაყის ყელი BMD T- ქულით ≤-2.5 არსებული ვერტებრალური მოტეხილობის(ების) მტკიცებულების ან მის გარეშე. პაციენტთა 85%–მა არ მიიღო ბისფოსფონატებით თერაპია. ქალბატონებს, რომლებიც ტესტირებული იქნან ვერტებრალური მოტეხილობების სიხშირეზე, არ ჩაუტარდათ ოსტეოპოროზის თანმდევი თერაპია, რაც დასაშვები იყო ქალებისთვის, რომლებმაც ბარძაყისა და კლინიკური მოტეხილობის ყველა შეფასებაში წვლილი შეიტანეს. ოსტეოპოროზის თანმდევი თერაპია მოიცავს: კალციტონინს, რალოქსიფენს, ტამოქსიფენს, ჰორმონშემცვლელ თერაპიას, ტიბოლონს; მაგრამ სხვა ბისფოსფონატების გამორიცხვით. ყველა ქალბატონი ყოველდღიურად იღებდა 1,000 – დან 1,500 მგ–მდე ელემენტალურ კალციუმს და 400–დან 1,200 IU–მდე D ვიტამინის დანამატებს.
მორფომეტრიულ ვერტებრალურ მოტეხილობებზე ეფექტის მოხდენა
ზოლედრონის მჟავამ მნიშვნელოვნად შეამცირა ერთი ან მეტი ახალი ვერტებრალური მოტეხილობების სიხშირე სამი წლის განმავლობაში და უკვე ერთწლიანი დროის წერტილის განმავლობაში (იხ. ცხრილი 6).
ცხრილი 6: ხერხემლის მოტეხილობის ეფექტიანობის შეჯამება 12, 24 და 36 თვეში
შედეგი
ზოლედრონის მჟავა (%)
პლაცებო (%)
მოტეხილობის სიხშირის აბსოლუტური შემცირება % (CI)
მოტეხილობის სიხშირის შედარებითი შემცირება % (CI)
მინიმუმ ერთ ახალი ვერტებრალური მოტეხილბა ( 0–1 წელი)
- 5
- 7.
- 2. (1.4, 3.1)
60 (43, 72)**
მინიმუმ ერთ ახალი ვერტებრალური მოტეხილონა (0–2 წელი)
- 2.
- 7.
- 5 (4.4, 6.6)
71 (62, 78)**
მინიმუმ ერთი ახალ ვერტებრალური მოტეხილობა (0–3 წელი)
- 3
- 9
- 6 (6.3, 9.0)
70 (62,76)**
- *p< 0.0001
ზოლედრონის მჟავით ნამკურნალებ 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტში გამოვლინდა ვერტებრალური მოტეხილობების რისკის 60%–ით შემცირება პლაცებოს მეთოდით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (p<0.0001).
ბარძაყის მოტეხილობებზე ეფექტის მოხდენა
ზოლედრონის მჟავამ 3 წლის განმავლობაში სტაბილური ეფექტი აჩვენა, შედეგად 41%–ით შემცირდა ბარძაყის მოტეხილობების განვითარების რისკი (95% CI, 17%–დან 58%–მდე). ბარძაყის მოტეხილობის შემთხვევების სიხშირე იყო 1.44% ზოლედრონის მჟავით ნამკურნალევ პაციენტებში, შედარებული იქნა პლაცებოს მეთოდით ნამკურნალევ 2.49% პაციენტებს. 51%-ით რისკის შემცირება გამოვლინდა ბისფოსფონატებით ნამკურნალევ პაციენტებში და 42% იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსტეოპოროზის კომბინირებული თერაპიით.
ყველა კლინიკურ მოტეხილობაზე ეფექტის მოხდენა
ყველა კლინიკური მოტეხილობა გადამოწმდა რენტგენოგრაფიული და/ან კლინიკური მონაცემების საფუძველზე. შედეგების შეჯამება მოცემულია ცხრილი 7–ში.
ცხრილი 7: მკურნალობის შედარებების ინტერვალში კლინიკური მოტეხილობის ძირითადი ცვლადობის სიხშირე 3 წლის განმავლობაში
შედეგი
ზოლედრონის მჟავა ( N=3,875) მოვლენათა ინტენსიურობა
%
პლაცებო
(N=3,861)
მოვლენათა ინტენსიურობა
(%)
მოტეხილობის მოვლენათა ინტენსიურობის აბსოლუტური შემცირება % (CI)
მოტეხილობის სიხშირის შედარებითი რისკის შემცირება % (CI)
ნებისმიერი კლინიკური მოტეხილობა (1)
- 4
- 8
- 4. (3.0 ,5.8)
33 (23,42)**
კლინიკური ვერტებრლალური მოტეხილობა (2)
- 5
- 6.
- 1 (1.5, 2.7)
77 (63, 86)**
არავერტებრალური მოტეხილობა (1)
- 0
- 7
- 7 (1.4, 4.0)
25 (13, 36)**
- p– მნიშვნელობა < 0.001, ** p– მნიშვნელობა < 0.0001
(1) ხელების, ფეხების თითებისა და სახის ძვლების მოტეხილობების გამორიცხვით
(2) კლინიკური თორაკიული და კლინიკური ლუმბალური ვერტებრალური მოტეხილობების ჩათვლით
ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე (BMD) ეფექტის მოხდენა
ზოლედრონის მჟავამ მნიშვნელოვნად გაზარდა BMD ხერხემლის წელის განყოფილებაზე, ბარძაყზე და სხივური ძვლის დისტალურ განყოფილებაზე პლაცებოს მეთოდით მკურნალობასთან შედარებით, დროის ყველა წერტილში (6, 12, 24 და 36 თვე). ზოლედრონის მჟავით მკურნალობამ გამოიწვია BMD–ის გაზრდა 6.7%-ით ხერხემლის წელის ნაწილზე, 6.0%–ით მთელ ბარძაყზე, 5.1 %–ით ბარძაყის ყელზე და 3.2 %–ით სხივური ძვლის დისტალურ განყოფილებაზე 3 წლის განმავლობაში პლაცებოსთან შედარებით.
ძვლის ჰისტოლოგია
ძვლის ბიოფსიები მიღებული იქნა თეძოს ბიბილოსგან 1 წლის შემდეგ, მესამე წლიური დოზიდან 152 პოსტმენოპაუზური ასაკის ოსტეოპოროზის მქონე პაციენტში, რომლებიც ზოლედრონის მჟავით (N=82) ან პლაცებოს მეთოდით (N=70) მკურნალობდნენ. ზოლედრონის მჟავით ჰისტომორფომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა ძვლის რემოდელირების 63%–ით შემცირება. ზოლედრონის მჟავით ნამკურნალებ პაციენტში ოსტეომალაცია, ძვლის ტვინის ფიბროზი ან უმწიფარი ძვლის ფორმირება არ გამოვლენილა.
ტეტრაციკლინის ეტიკეტი გამოვლინდა გარდა ერთისა ყველა 82 ბიოფსიაში, რომელიც მიღებულია პაციენტებისგან, რომლებიც იყენებენ ზოლედრონის მჟავას. მიკროკომპოუტერული ტომოგრაფიის (μCT) ანალიზმა აჩვენა ტრაბეკულარული ძვლის მოცულობის გაზრდა და ტრაბეკულარული ძვლის არქიტექტურის შენარჩუნება ზოლედრონის მჟავით მომკურნალე პაციენტებში, პლაცებოსთან შედარებით.
ძვლის რემოდელირების მარკერები
ძვლის სპეციფიკური ტუტე ფოსფატაზა (BSAP), შრატში N–ტერმინალური I ტიპის კოლაგენის პროპეპტიდი (P1NP) და შრატში ბეტა-C-ტელოპეპტიდები (b-CTx) ტესტირებული იქნან 517-დან 1,246 პაციენტთა ქვეჯგუფებში პერიოდული ინტერვალებით მთელი კვლევის განმავლობაში. ზოლედრონის მჟავის 5 მგ წლიური დოზით მკურნალობა მნიშვნელოვნად შეამცირა BSAP 30%-ით საბაზისო დონესთან შედარებით 12 თვის განმავლობაში, რაც შენარჩუნდა საბაზისო დონის 28% ქვემოთ 36 თვის განმავლობაში. P1NP მნიშვნელოვნად შემცირდა 61%–ით საბაზისო დონის ქვემოთ 12 თვის განმავლობაში და შენარჩუნდა 52%–ით საბაზისო დონის ქვემოთ 36 თვის განმავლობაში. B-CTx მნიშვნელოვნად შემცირდა 61%-ით საბაზისო დონის ქვემოთ 12 თვის განმავლობაში და შენარჩუნდა 55%–ით საბაზისო დონის ქვემოთ 36 თვის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძვლის რემოდელირების მარკერები პრემენოპაუზური დიაპაზონის ფარგლებში იმყოფებოდნენ ყოველი წლის ბოლოს. განმეორებითმა დოზირებამ არ გამოიწვია ძვლის რემოდელირების მარკერების შემდგომი შემცირება.
სიმაღლეზე ეფექტის მოხდენა
ოსტეოპოროზის სამწლიანი კვლევის განმავლობაში დგომის სიმაღლე ყოველწლიურად იზომებოდა სტადიომეტრის გამოყენებით. ზოლედრონის მჟავით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფმა გამოავლინა დაახლოებით 2.5 მმ–ზე ნაკლები სიმაღლის დაკარგვა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (95% CI: 1.6 მმ, 3.5 მმ) [p <0.0001].
შრომისუუნარიანობის დღეები
ზოლედრონის მჟავამ მნიშვნელოვნად შეამცირა შეზღუდული მოქმედების დღეების რაოდენობა და ზურგის ტკივილის გამო წოლითი რეჟიმის დღეების რაოდენობა 17.9 დღით და 11.3 დღით, შესაბამისად, პლაცებოსთან შედარებით და მნიშვნელოვნად შეამცირა შეზღუდული აქტივობის საშუალო დღეები და წოლითი რეჟიმის დღეები მოტეხილობების გამო 2.9 დღით და 0.5 დღით შესაბამისად, პლაცებოსთან შედარებით (ყველა p <0.01).
კლინიკური ეფექტიანობა ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს, ახლახან მომხდარი ბარძაყის მოტეხილობის (RFT) შემდეგ მოტეხილობის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში
კლინიკური მოტეხილობების სიხშირე, მათ შორის ვერტებრალური, არავერტებრალური და ბარძაყის მოტეხილობების ჩათვლით, გამოკვლეული იქნა 50-95 წლამდე ასაკის 2,127 მამაკაცში და ქალბატონში (საშუალო ასაკი 74.5 წელი), ახლახან მომხდარი (90 დღის განმავლობაში) დაბალტრავმული ბარძაყის მოტეხილობით, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ საშუალოდ 2 წლის განმავლობაში ექსპერიმენტალურ პრეპარატზე. პაციენტთა დაახლოებით 42% -ს ბარძაყის ყელზე BMD T- ქულა იყო –2.5 ქვემოთ, ხოლო პაციენტთა დაახლოებით 45% -ს ბარძაყის ყელზე BMD T- ქულა იყო -2.5 ზემოთ. ზოლედრონის მჟავა მიღებული იქნა წელიწადში ერთჯერ, გამოკვლევის პოპულაციაში მინიმუმ 211 პაციენტმა არ დაადასტურა კლინიკური მოტეხილობები. D ვიტამინის დონეები დაგეგმილი წესის თანახმად არ გაზომილა, მაგრამ D ვიტამინის დატვირთვის დოზა (50,000 - 125,000 IU პერორალურად ან ინტრამუსკულური გზით), დაინიშნა პაციენტთა უმრავლესობას მიეცა ინფუზიამდე 2 კვირით ადრე. ყველა მონაწილემ მიიღო 1,000 – დან 1,500 მგ ელემენტარული კალციუმი, პლიუს 800–დან 1,200 IU D ვიტამინის დანამატი დღეში. პაციენტთა ოთხმოცდათხუთმეტმა პროცენტმა მიიღო ინფუზია ბარძაყის მოტეხილობის აღდგენიდან ორი ან მეტი კვირის შემდეგ და ინფუზიის დროის მედიანა ბარძაყის მოტეხილობის აღდგენიდან დაახლოებით ექვს კვირას შეადგენდა. ეფექტიანობის პირველადი ცვლადი იყო კლინიკური მოტეხილობების სიხშირე კვლევის ხანგრძლივობის განმავლობაში.
ყველა კლინიკურ მოტეხილობებზე ეფექტის მოხდენა
ძირითადი კლინიკური მოტეხილობების ცვლადის სიხშირის მაჩვენებლები მოცემულია ცხრილ 8-ში.
ცხრილი 8: მკურნალობის შედარებების ინტერვალში კლინიკური მოტეხილობის ძირითადი ცვლადობის სიხშირე
შედეგი
ზოლედრონის მჟავა (N=1,065) მოვლენათა ინტენსიურობა (%)
პლაცებო
(N=1,062)
მოვლენათა ინტენსიურობა
(%)
მოტეხილობის მოვლენათა ინტენსიურობის აბსოლუტური შემცირება % (CI)
მოტეხილობის სიხშირის შედა-რებითი რისკის შემცირება % (CI)
ნებისმიერი კლინიკური მოტეხილობა (1)
- 6
- 9
- 3. (2.3, 8.3)
35 (16, 50)**
კლინიკური ვერტებ-რალური მოტეხილობა (2)
- 7
- 8
- 1 (0.5, 3.7)
46 (8, 68)**
არავერტებრალური მოტეხილობა (1)
- 6
- 7
- 1 (0.3, 5.9)
27 (2, 45)**
- p–მნიშვნელობა <0.05, ** p– მნიშვნელობა < 0.01
(1) ხელების, ფეხების თითებისა და სახის ძვლების მოტეხილობების გამორიცხვით
(2) კლინიკური თორაკიული და კლინიკური ლუმბალური ვერტებრალური მოტეხილობების ჩათვლით
კვლევა არ იყო განკუთვნილი ბარძაყის მოტეხილობაში მნიშვნელოვანი განსხვავებების გასაზომად, მაგრამ ტენდენცია დაფიქსირდა ბარძაყის ახალი მოტეხილობების შემცირებისკენ.
ყველა მიზეზით გამოწვეული ზოლედრონის მჟავით ნამკურნალევ პაციენტთა ჯგუფში სიკვდილიანობა შეადგენდა 10% (101 პაციენტი) პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფთან 13% (141 …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად - ინტრავენური გამოყენებისათვის
ბისფოსფონატი
აქტიური ნივთიერება: ზოლედრონის მჟავა
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახალი გაცნობა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერი გვერდითი ეფექტს, რომელიც შესაძლოა მითითებული არ იყოს გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის ზოლედრო-დენკ 4 მგ / 5 მლ და რისთვის გამოიყენება
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატებად წოდებულ ნივთიერებათა ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვლებზე და ანელებს ძვლის ცვლის ხარისხს. ის გამოიყენება:
ძვლოვანი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა: მოტეხილობები, ძვლოვანი მეტასტაზების მქონე მოზრდილ პაციენტებში (სიმსივნური პროცესის გავრცელება პირველადი კერიდან ძვლებზე)
სიმსივნური პროცესის შედეგად სისხლში კალციუმის მომატებული დონის შესამცირებლად. ზოგიერთი სახის სიმსივნე იწვევს ძვლის ცვლის გაძლიერებას იმ მხრივ, რომ ზრდის ძვლებიდან კალციუმის გამოთავისუფლებას. აღნიშნული მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალცემია (TIH).
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებსა და მამაკაცებში, ასევე სტეროიდებით მკურნალობის შედეგად განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა.
ძვლის პეჯეტის დაავადების სამკურნალოდ.
რა არის გასათვალისწინებელი ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის გამოყენებამდე
ყურადღებით მიჰყევით მკურნალი ექიმის მიერ მოწოდებულ ყველა ინსტრუქციას.
მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე რეგულარული ინტერვალით განახორციელებს მკურნალობის შედეგების შეფასებას.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ზოლედრონის მჟავის, ან სხვა ბისფოსფონატის (ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ) ან მოცემული მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. (იხ. პუნქტი 6).
თუ პაციენტს აქვს ჰიპოკალცემია (სისხლში კალციუმის ძალიან დაბალი კონცენტრაცია)
თუ პაციენტს აქვს თირკმლებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები.
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში.
თუ პაციენტი არის ორსული.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს
თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება თირკმლების მხრივ პრობლემა.
თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ტკივილი, შეშუპება, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში, ან კბილების ცვენა. ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა რეკომენდაცია გასცეს სტომატოლოგთან კონსულტაციის გავლის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://denkpharma.de/en/therapeutic-areas/product-portfolio-of-denkpharma/" \l "zoledro-denk-4-mg-5-ml" http://denkpharma.de/en/therapeutic-areas/product-portfolio-of-denkpharma/#zoledro-denk-4-mg-5-ml
თუ პაციენტი იტარებს სტომატოლოგიურ მკურნალობას ან გეგმავს სტომატოლოგიურ ქირურგიულ ჩარევას, უნდა ეცნობოს სტომატოლოგს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობის შესახებ.
თუ პაციენტი ყოველდღიურად ვერ იღებს კალციუმის დანამატს.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ნაწილობრივი ან სრული პარათირეოიდექტომია.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა ნაწლავებზე ან ამოღებული აქვს ნაწლავის ნაწილი.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია პირი ღრუს ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა (კბილების ყოველდღიური წმენდა) და სტომატოლოგის რუტინული შემოწმებების რეგულარული გავლა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს და სტომატოლოგს, პირის ღრუსთან ან კბილებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის შემჩნევისთანავე, ასეთებია: კბილების დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, ძნელად შეხორცებადი წყლული პირის ღრუში ან გამონადენი, ვინაიდან აღნიშნული შეიძლება იყოს ყბის ძვლის ოსტეონეკროზის ნიშნები.
პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიასა და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს, უტარდებათ სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა, არ იტარებენ რუტინულ სტომატოლოგიურ კვლევებს, აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები ან რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ბისფოსფონატით (გამოიყენება ძვლის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის) მიეკუთვნებიან ყბის ძვლის ოსტეონეკროზის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჯგუფს.
სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), ზოგჯერ კუნთების კრუნჩხვებით, კანის სიმშრალე, და წვის შეგრძნება გამოვლინდა ზოლედრონის მჟავით ნამკურნალებ პაციენტებში. არარეგულარული გულისცემა (კარდიალური არითმია), კრუნჩხვები, სპაზმი და ტეტანია, შესაძლოა წარმოადგენდეს მწვავე ჰიპოკალცემიის მეორეულ გამოვლინებას. ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოკალცემია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. თუ რომელიმე ჩამოთვლილთგანი ეხება პაციენტს, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოკალცემია, უნდა მოხდეს მისი სასწრაფო კორექცია, ვიდრე მოხდება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის პირველი დოზის მიღება. პაციენტს დაენიშნება ადეკვატური ოდენობით კალციუმის და ვიტამინი D-ს დანამატები.
საკონტროლო ტესტი
მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, რათა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია (კრეატინინის დონე) ზოლედრო-დენკ 5 მგ/მლ-ის ყოველი დოზის მიღებამდე. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სულ მცირე 2 ჭიქა სითხის (როგორიც არის წყალი) მიღება, ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ის მიღებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორც ეს რეკომენდებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლის მიერ.
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ შეიძლება დაენიშნოს ≥ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება ამ პოპულაციაში დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღების საჭიროების შესახებ.
ბავშვები და მოზარდები
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ზოლედრო-დენკ 4 მგ / 5 მლ
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან აპირებს მიიღოს სხვა მედიკამენტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს:
ამინოგლიკოზიდებს (მწვავე ინფექციის სამკურნალო საშუალება), კალციტონინს (მედიკამენტი პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზისა და ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ), მარყუჟოვან დიურეტიკებს (მედიკამენტი მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ) ან სხვა კალციუმის კონცენტრაციის შემამცირებელ მედიკამენტებს. ვინაიდან ბისფოსფონატების აღნიშულ მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მატულობს ჰიპოკალცემიის განვითარების რისკი.
თალიდომიდი (მედიკამენტი გარკვეული ტიპის ჰემატოლოგიური სიმსივნეების სამკურნალოდ, რაც მოიცავს ძვლებს) ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია თირკმლისთვის ზიანის მოტანა.
აკლასტა® (მედიკამენტი, რომელიც ასევე შეიცავს ზოლედრონის მჟავას) ან ნებისმიერი სხვა ბისფოსფონატი, ვინაიდან ამ მედიკამენტების ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ–თან ერთად კომბინირებული გამოყენების შემთვევაში მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები არ არის შესწავლილი.
ანტი-ანგიოგენეზური მედიკამენტები (ანტისიმსივნური საშუალება). ამ მედიკამენტთან ერთად ზოლედრონის მჟავას კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში აღწერილია ყბის ძვლის ოსტეონეკროზის შემთხვევები.
დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ით მკურნალობა. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის ორსულად ან თუ გეგმავს დაორსულებას.
მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია ზოლედრო-დენკ 4მგ/5 მლ-ით მკურნალობა.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ძალზე იშვიათია ზოლედრონის მჟავით მკურნალობის პერიოდში ძილიანობის მატების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც იგეგმება ავტომობილის ან სხვა მოწყობილობის მართვა, რაც საჭიროებს სრულ ყურადღებას.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაზე, აღნიშნული მედიკამენტი შეიძლება ითქვას რომ არის "ნატრიუმისგან თავისუფალი".
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მიღების წესი
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობა უნდა წარიმართოს მხოლოდ ინტრავენური ბისფონატების შეყვანის განათლების მქონე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ, ინტრავენურად.
მკურნალი ექიმის რეკომენდაცია იქნება, რომ მკურნალობის თითოეული კურსის წინ პაციენტმა მიიღოს საკმარისი ოდენობით წყალი, რათა თავიდან აიცილოს დეჰიდრატაცია.
ყურადღებით მიჰყევით მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემულ ყველა რეკომენდაციას.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის დოზირება
ჩვეულებრივ ერთჯერადი მისაღები დოზა არის 4 მგ ზოლედრონის მჟავა.
თირკმლის მხრივ პრობლემების შემთხვევაში, ექიმი შეამცირებს მედიკამენტის დოზას, რაც დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის ხარისხზე.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ მიღების სიხშირე
სიმსივნური პროცესის შედეგად განვითარებული ძვლოვანი გართულებების მკურნალობის მიზნით, ზოლენდრო-დენკ 4 მგ/5მლ ინიშნება ყოველ 3-4 კვირაში 1 ინფუზიის სახით.
თუ მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სისხლში კალციუმის დონის შემცირება, მაშინ ინიშნება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მხოლოდ 1 ინფუზია.
ოსტეოპოროზის მკურნალობის მიზნით, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის ჩვეულ დოზას წარმოადგენს წელიწადში 1 ინფუზია. ექიმი გაცნობებთ შემდეგი დოზირების შესახებ. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის ინფუზია უნდა გადაისხას ქირურგიული ჩარევიდან 2 ან მეტ კვირაში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ კალციუმის და D ვიტამინის დანამატები (მაგალითად, ტაბლეტები) ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.
პეჯეტის დაავადების მკურნალობისთვის, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის ერთი ინფუზია ინარჩუნებს ეფექტიანობას 1 წელზე მეტი ხნის ვადით, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროებს თუ არა პაციენტი შემდეგ ინფუზიას. ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია კალციუმის და D ვიტამინის დანამატების (მაგალითად, ტაბლეტები) მიღების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ზედმიწევნით ზუსტად, რათა შემცირდეს ჰიპოკალემიის განვითარების რისკი ინფუზიის შემდეგ. მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს ჰიპოკალცემიის სიმპტომების შესახებ.
როგორ მიიღება ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ ინიშნება ინტრავენურად მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, იზოლირებული საინფუზიო სისტემით.
პაციენტებმა, რომელთა სისხლში კალციუმის დონე არ არის საკმარისად მაღალი, უნდა მიიღონ კალციუმისა და ვიტამინი D-ს დანამატები ყოველდღიურად.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია საკმარისი ოდენობით სითხის მიღება (მინიმუმ ერთი ან ორი ჭიქა), როგორც ეს დანიშნულია ექიმის მიერ. აღნიშნული ხელს შეუწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას. მიირთვით საკვები ჩვეულებრივ ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის მიღების დღეს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის და მათთვის, ვინც იმყოფება შარდმდენებით თერაპიაზე.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის დოზის გამოტოვება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს პროცედურის განმეორებით დანიშვნა.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით თერაპის შეწყვეტამდე
თუ პაციენტი გეგმავს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის შეწყვეტას, აღნიშნული უნდა განიხლიოს მკურნალ ექიმთან ერთად შემდეგ ჩაწერაზე. ექიმი გასცემს რეკომენდაციას და განსაზღვრავს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოლედრო-დენკი 4 მგ/5 მლ-ის დოზის გადაჭარბება
რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის მჭიდრო მეთვალყურეობა. ვინაიდან, შეიძლება განვითარდეს შრატში ელექტროლიტური დარღვევები (მაგ. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონის ცვლილება) და/ან თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს კალციუმის დამატებითი ინფუზია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის.
ძვლოვანი მეტასტაზებისა და სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ ზოლედრონის მჟავით მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თირკმლის მწვავე უკმარისობა (რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, სისხლის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად); სისხლში კალციუმის დაბალი დონე.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): ტკივილი პირის ღრუს არეში, კბილების ან ყბის მიდამოში, ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილების ცვენა. აღნიშნული შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშანი (ოსტეონეკროზი). ზოლედრო დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ, რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს. გულის რითმის დარღვევა (მოციმციმე არითმია) აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ამ დროისთვის უცნობია იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა არითმიას, თუმცა სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): კალციუმის დაბალი დონის შედეგად განვითარებული: არარეგულარული გულისცემა (კარდიალური არითმია, მეორეული ჰიპოკალცემია). თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცნობილი ფანკონის სინდრომის სახელით, (დიაგნოსტირება ხდება შარდის ანალიზით).
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში) - კალციუმის დაბალი დონის შედეგად განვითარებული: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორეული ჰიპოკალცემია). უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდა ყურის ტკივილი, გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი.
ოსტეონეკროზის განვითარება ყბის, ბარძაყისა და თეძოს ძვლის გარდა სხვა ძვლების მიდამოში მეტად იშვიათია. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ ახლად დაწყებული ან უკვე არსებული ტკივილის გაუარესების შემთხვევაში, შებოჭილობის შემჩნევისთანავე.
თუ პაციენტი განიცდის ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით ეფექტს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ:
ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში): ფოსფატის დაბალი დონე სისხლში.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სინდრომი, რომელიც მოიცავს ცხელებას, დაღლილობას, სისუსტეს, ძილიანობას, ძვლის, სახსრებისა და/ან კუნთების ტკივილს. ხშირ შემთხვევაში სპეციფიური მკურნალობის ჩატარება საჭიროებას არ წარმოადგენს და სიმპტომები თავისთავად ქრება დროის მოკლე პერიოდში (რამდენიმე საათი ან დღე). რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაქვეითება. კონიუნქტივიტი. სისხლის ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია).
არახშირი: (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: დაბალი არტერიული წნევა, მკერდის ტკივილი. კანისმიერი რეაქციები (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი, ქავილი. მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე. სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. მაგნიუმის და კალიუმის დაბალი დონე სისხლში. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს აღნიშნულს და მიიღებს შესაბამის ზომებს. წონის მატება, ჭარბოფლიანობა, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლდენა, სინათლის მიმართ თვალის მგრძნობელობა, უეცრად განვითარებული სიცივის შეგრძნება, გონების დაკარგვასთან ან კოლაფსთან ერთად; სუნთქვის გაძნელება სპაზმით ან ხველებით; ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): შენელებული გულისცემა, კონფუზია. ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, რაც პაციენტებში როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი გრძნობს ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის პირველი ნიშნები. ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება) გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ართრიტი და სახსრების შეშუპება, მტკივნეული სიწითლე ან/და თვალის შეშუპება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში): გონების დაბინდვა დაბალი არტერიული წნევის გამო. ძლიერი ტკივილი ძვლის, სახსრების და/ან კუნთების მხრივ, ზოგჯერ აუტანელი.
პეჯეტის დაავადების ან ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ზოლედრონის მჟავით მკურნალობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში):
გულის არარეგულარული რითმი (წინაგულების ფიბრილაცია) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოლედრინის მჟავით პოსტმენოპაუზის პერიოდში. ამჟამად გაუგებარია, იწვევს თუ არა ზოლედრონის მჟავა არარეგულარულ გულის რითმს, მაგრამ ასეთი სიმპტომების არსებობის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): თვალების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და ქავილი ან სინათლის მიმართ თვალის მომატებული მგრძნობელობა
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში): უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება ყურის ტკივილი, გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი.
უცნობი სიხშირით: (არსებულ მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): ტკივილის პირის ღრუსა და ყბაზე, შეშუპება ან ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, კბილების ცვენა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი). ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ით მკურნალობის განმავლობაში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ თუ გამოვლინდა აღნიშნული სიპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს და სტომატოლოგს.
თირკმლის უკმარისობა (მაგალითად შემცირებული შარდის რაოდენობა) შეიძლება გამოვლინდეს (იხ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ გამოვლინდა ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): ცხელება.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლების და/ან სახსრების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, მხრებსა და ფეხებში, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. დაღლილობა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი), გაცივება, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის დეფიციტი, სისუსტე, ტკივილი, უგუნებობა, ინფუზიის ადგილზე შეშუპება და/ან ტკივილი.
პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებში სისხლში დაბალი კალციუმის გამო მოსალოდნელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება როგორიცაა: კუნთის სპაზმი ან დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით პირის გარშემო მიდამოში.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): გაცივება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მადის დაკარგვა, უძილობა ან ძილიანობა, რომელიც გულისხმობს დაქვეითებულ ცნობიერებებასა და სიფხიზლეს, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება, გონების ხანმოკლე კარგვა, თვალის ინფექცია, გაღიზიანება ან ანთება თვალის სიწითლითა და სინათლისადმი მგრძნობელობის მატებით, „ქსელის“ შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა, სიწითლე, ხველა, ქოშინი, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, გულძმარვა, კანზე გამონაყარი, ჭარბოფლიანობა, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, ძვლებისა და სახსრების არეში დაჭიმულობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი, მხარის ტკივილი, ტკივილი მხრებისა და გულმკერდის არეში, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, თირკმლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები, გახშირებული შარდვა, ხელების, წვივების და ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილების ტკივილი, გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, პაციენტებში როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშნები. სისხლში ფოსფატის დონის დაბალი მაჩვენებლები.
უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): მწვავე ალერგიული რეაქციები, გამოხატული თავბრუსხვევით, ქოშინით, სახისა და ხორხის შეშუპებით, არტერიული წნევის შემცირებით, დოზის შემდგომ განვითარებული მეორეული დეჰიდრატაცია როგორიც არის ცხელება, ღებინება და დიარეა.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ნახსენები მოცემულ ანოტაციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, პაციენტი დაგვეხმარება მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. არ შეიძლება მისი გაყინვა
შენახვის ვადა:
გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი.
გახსნის შემდეგ: გამოიყენება დაუყოვნებლივ.
განზავების შემდეგ: გაეცანით ინფორმაციას ,,ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის’’
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა. ზოლედრო-დენკ 4მგ/5 მლ-ის ერთი 5 მლ ფლაკონი შეიცავს 4 მგ ზოლედრონის მჟავას.
დამატებითი ინგრედიენტებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის აღწერილობა და შეფუთვა
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ არის უფერო და გამჭვირვალე ხსნარი ინფუზიისთვის.
ხელმისაწვდომია უფერო, გამჭვირვალე პლასტმასის შეფუთვაში, რომლებიც შევსებულია 5 მლ ხსნარით.
შეფუთვაში: 1 ფლაკონი 5 მლ ხსნარის შემცველობით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
სიგფრიდ ჰამელნ გმბჰ
ლანგეს ფელდი 13
31789 ჰამელნი
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 08/2019.
მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის:
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მომზადების წესი
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერება: ზოლენდრონის მჟავა
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის მომზადებისა და შეყვანის მეთოდი:
4 მგ ზოლედრონის მჟავას შემცველი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ კონცენტრატი (5.0 მლ) უნდა განზავდეს 100 მლ კალციუმისგან თავისუფალ ან ნებისმიერ ორვალენტიანი კათიონისგან თავსუფალ საინფუზიო ხსნარში.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის დაბალი დოზის საჭიროების შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მოხდეს ქვემოთ მითითებული სათანადო მოცულობის ამოღება და შემდეგ 100 მლ საინფუზიო ხსნარში განზავება. პოტენციური შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ განზავებისთვის გამოყენებული საინფუზიო ხსნარი იყოს 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
არ შეიძლება ამ სამკურნალო პრეპარატის კალციუმის შემცველ ან სხვა ორვალენტიან კათიონშემცველ ხსნართან შერევა, მაგალითად, რინგერ-ლაქტატის ხსნარი.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის შემცირებული დოზის მოსამზადებელი ინსტრუქციები:
ინფუზიისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი მოცულობის თხევადი კონცენტრატის ამოღება:
- 4 მლ 3.5 მგ დოზაზე
- 1 მლ 3.3 მგ დოზაზე
- 8 მლ 3.0 მგ დოზაზე
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. სამკურნალოდ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე, შეუმღვრეველი, ნებისმიერი ნაწილაკისაგან თავისუფალი ხსნარი. საინფუზიო ხსნარის მომზადების პროცესში დაცული უნდა იქნას ასეპტიკის წესები.
ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდით ან 50 მგ/მლ (5%)-იანი გლუკოზის ხსნარში განზავებული ხსნარი ფიზიკურ-ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურაზე (20-24°C) 48 საათის განმავლობაში ან როდესაც ინახება მაცივარში 2 - 8°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ინფუზიისთვის გამზადებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და რეკომენდებულია, რომ არ აღემატებოდეს 24 საათს 2°C-8°C ტემპერატურაზე. მაცივარში დაყოვნებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ტემპერატურა გაუთანაბრდება ოთახის ტემპერატურას.
ზოლედრონის მჟავას შემცველი ხსნარის დანიშვნა ხდება 15 წუთიანი ინფუზიის სახით იზოლირებული საინფუზიო სისტემით. დაუშვებელია ინფუზია 15 წუთზე ნაკლები პერიოდში. პაციენტების ჰიდრატაციური სტატუსი უნდა შეფასდეს ზოლედრო-დენკ 4 მგ /5 მლ-ის უშუალოდ ინფუზიის წინ და ასევე მიღების შემდგომ პერიოდში, რათა დავრწმუნდეთ მათ ადეკვატურ ვოლემიურ სტატუსში.
ვინაიდან, არ არსებობს სათანადო მონაცემები სხვა ინტრავენურ საშუალებებთნ ზოლედრო-დენკ 4 მგ/5 მლ-ის თავსებადობაზე, მიზანშეწონილია არ მოხდეს მისი შერევა სხვა მედიკამენტთან/ნივთიერებებთან და ინფუზია უნდა მოხდეს იზოლირებული სისტემით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.