პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
რისთვის გამოიყენება

ვურდონ® გელი პოტენციურად ეფექტურია ადგილობრივი მკურნალობისთვის: მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების ტრავმული ანთება დაჭიმვის, გახლეჩვის და კონტუზიის გამო; რბილი ქსოვილების პათოლოგიის ადგილობრივი გამოვლინებები (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის-ხელის სინდრომი, პერიართრიტი); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/გ) 25გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA15
რეგისტრაციის ნომერი
რ-043838
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HELP S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ენ.თი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავურდონი და სხვა წამალი ერთად

ვურდონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვურდონ® გელი პოტენციურად ეფექტურია ადგილობრივი მკურნალობისთვის:

მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების ტრავმული ანთება დაჭიმვის, გახლეჩვის და კონტუზიის გამო;

რბილი ქსოვილების პათოლოგიის ადგილობრივი გამოვლინებები (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის-ხელის სინდრომი, პერიართრიტი);

დეგენერაციული ართროპათიების ადგილობრივი გამოვლინებები (პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართრიტი)

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ორ კვირაზე მეტ ხანს.

მიღების წესი და დოზირება

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

გამოყენების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილებში: მტკივნეული ადგილის ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე, წაისვით ნაზი მასაჟით 2-4 გ ვურდონ® გელი (რაოდენობა მერყეობს ალუბლის ზომის მოცულობიდან კაკლის ზომის მოცულობამდე) 3-4-ჯერ დღეში მტკივნეულ ადგილებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. თუ ვურდონ გელით მკურნალობის 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ, თუ ისინი არ არიან დამუშავებული ადგილი.

რა უნდა გააკეთოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად. არ გააორმაგოთ დოზა.

უკუჩვენებები

მედიკამენტებმა შეიძლება შეამსუბუქონ პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან, როდესაც ისინი არ გამოიყენება ინსტრუქციის მიხედვით.

სანამ ამ კონკრეტულ წამალს გამოიყენებთ, უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ან უჩვეულო რეაქცია ამ მედიკამენტზე ან მასში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე.

თუ ოდესმე გქონიათ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, აგრეთვე იზოპროპანოლის ან პროპილენგლიკოლის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ვურდონ® გელი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებელ, არადაავადებულ კანზე და არა კანის ჭრილობებზე ან ღია დაზიანებებზე. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიურ სახვევებთან ერთად. დაუშვებელია თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან შეხება და არ უნდა იქნას მიღებული პერორალურად.

ვურდონ® გელი შეიცავს პროპილენის გლიკოლს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი, ადგილობრივი კანის გაღიზიანება ზოგიერთ პირებში.

ვინაიდან არ არსებობს გამოცდილება ვურდონ® გელის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ, ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში.

ვინაიდან, ვურდონ® გელის კანის შედარებით დიდ უბნებზე და ხანგრძლივად გამოყენებისას სისტემური ეფექტის შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული, პაციენტებმა, რომლებსაც აღენშნებათ თავბრუსხვევა ან სხვა CMS დარღვევები, უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან:

ვურდონ® გელის სისტემური აბსორბცია დაბალია და შესაბამისად მცირეა ურთიერთქმედების რისკი. თუმცა, სანამ ამ მედიკამენტს მიიღებთ, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა იყენებდეთ. ეს ეხება ასევე მედიკამენტებს, რომლებიც გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან დაბალია, ასეთი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. არ არის ცნობილი ურთიერთქმედება დიკლოფენაკთან ადგილობრივი გამოყენებისას, მაგრამ პერორალური დიკლოფენაკთან ცნობილი ურთიერთქმედებების ჩამონათვალისთვის საჭიროა პერორალური დოზირების ფორმების ფურცელჩანართში მოცემული მითითებების გათვალისწინება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დიკლოფენაკის სისტემური კონცენტრაცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე პერორალური ფორმებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით სისტემური შეწოვით მკურნალობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეკომენდებულია შემდეგი: პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის და გულის მანკისა და გასტროშიზის გაზრდილ რისკს. გულ-სისხლძარღვთა მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე. მიჩნეულია, რომ რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მიხედვით. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია იმპლანტაციის წინა და შემდგომი დანაკარგი და ემბრიონ-ნაყოფის ლეტალობა. გარდა ამისა, სხვადასხვა მალფორმაციების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, გაზრდილი შემთხვევები დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებსაც მიიღეს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორი ორგანოგენეტიკური პერიოდის განმავლობაში. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში დიკლოფენაკი არ უნდა დაინიშნოს, გარდა აშკარად აუცილებლობისა. თუ დიკლოფენაკი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება მოკლე.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფში გამოავლინოს:

  • გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);
  • თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგო-ჰიდროამნიოზით;

დედასა და ახალშობილში ორსულობის ბოლოს შესაძლოა გამოავლინოს:

  • სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება, აგრეგაციის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს ძალიან დაბალი დოზებითაც კი.
  • საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.

შესაბამისად, დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ლაქტაცია

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუმცა, ვურდონის გელის თერაპიული დოზების მიღებისას არ არის მოსალოდნელი ზემოქმედება ძუძუმწოვარ ბავშვზე. მეძუძურ ქალებში კონტროლირებადი კვლევების არარსებობის გამო, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტის რჩევით. ამ შემთხვევაში, ვერდონის გელი არ უნდა იქნეს გამოყენებული მეძუძური დედების მკერდზე, კანის დიდ უბნებზე ან დიდი ხნის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.4).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვურდონის გელის კანზე გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ვურდონ® გელი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. თუმცა, სხვა მედიკამენტების მსგავსად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

გვერდითი რეაქციები (ცხრილი 1) კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით, ყველაზე ხშირიდან კლებადობის შესაბამისად შემდეგი კატეგორიების გამოყენებით: ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≤ 1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

ინფექციები და ინვაზიები: ძალიან იშვიათი: პუსტულური გამონაყარი.

იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.

რესპირატორული, თორაქსისა და მედიასტინუმის დარღვევები: ძალიან იშვიათი: ასთმა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი: გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, დერმატიტი (კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით). იშვიათი: ბულოზური დერმატიტი. ძალიან იშვიათი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები (პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებულნი, რომ მოერიდონ მზის ძლიერ დასხივებას ფოტომგრძნობელობის შემცირების მიზნით).

თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომები უნდა შეწყვიტოთ ვურდონ® გელის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს: კანის ფართო გამონაყარი. ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, სახეზე შეშუპება.

თქვენ ასევე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზა

ნიშნები და სიმპტომები

ვურდონ გელის დაბალი სისტემური აბსორბციის წყალობით დოზის გადაჭარბების ალბათობა ძალიან მცირეა. თუმცა, მოსალოდნელია ისეთი მსგავსი არასასურველი ეფექტების გამოვლენა, რაც შეინიშნება დიკლოფენაკის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემდეგ, თუ მოხდება ვურდონის გელის უნებლიე გადაყლაპვა (1 ტუბი 100 გ შეიცავს 1000 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტს). შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, რაც იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ გვერდით ეფექტებს, გამოყენებული უნდა იქნას ზოგადი თერაპიული ზომები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მოწამვლის სამკურნალოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება, განსაკუთრებით მიღებიდან მოკლე დროში.

მკურნალობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით დოზის გადაჭარბების მკურნალობა ძირითადად შედგება დამხმარე და სიმპტომატური ღონისძიებებისგან. არ არსებობს ტიპიური კლინიკური სურათი, რომელიც გამოწვეულია ვურდონის დოზის გადაჭარბებით. დამხმარე და სიმპტომატური მკურნალობა უნდა ჩატარდეს ისეთი გართულებებისთვის, როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და სუნთქვის დათრგუნვა; სპეციფიური თერაპია, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, სავარაუდოდ, არაეფექტურია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აღმოფხვრისას მათი ცილებთან შეკავშირების მაღალი სიჩქარისა და ფართო მეტაბოლიზმის გამო.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტური დიკლოფენაკის დიეთილამონიუმი.

დამხმარე ნივთიერებები: ტრიეთილამინი, კარბომერი, ცეტომაკროგოლი 1000, ცეტიოლი LC, იზოპროპანოლი, თხევადი პარაფინი, ლევანდა ვიორილი, პროპილენგლიკოლი. წყალი (დეიონიზირებული).

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების გელი.

აქტიური ნივთიერებების შემადგენლობა:

ვურდონ® გელის ყოველი გრამი შეიცავს დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს, რომელიც შეესაბამება 10მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

შეფუთვის სახე: მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის ტუბს 25 ან 100 გ ვურდონ გელით.

თერაპიული კატეგორია: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შენახვის პირობები

ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს <30°C ტემპერატურაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სახსრების და კუნთების ტკივილის ადგილობრივი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის (ათქ- კოდი M02AA15).

ვურდონ გელი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAID) და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. წყალ-ალკოჰოლური ბაზის გამო გელს აქვს დამამშვიდებელი და გამაგრილებელი ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ვურდონის გელის ადგილობრივად გამოყენებისას აქტიური ნივთიერება შეიწოვება კანში. ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებული დოზის დაახლოებით 6% შეიწოვება, რაც განისაზღვრება შარდში დიკლოფენაკის და მისი ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების გამოყოფით. პაციენტების დასკვნები ადასტურებს, რომ დიკლოფენაკი აღწევს ანთებით ადგილებში დიკლოფენაკის გელის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

ხელის და მუხლის სახსრებში დიკლოფენაკის გელის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დიკლოფენაკი შეიძლება გაიზომოს პლაზმაში, სინოვიალურ ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში. დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 100-ჯერ დაბალია, ვიდრე პერორალური მიღების შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ვურდონი ნატრიუმის დიკლოფენაკი

გელი 1% გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტური დიკლოფენაკის დიეთილამონიუმი.

დამხმარე ნივთიერებები: ტრიეთილამინი, კარბომერი, ცეტომაკროგოლი 1000, ცეტიოლი LC, იზოპროპანოლი, თხევადი პარაფინი, ლევანდა ვიორილი, პროპილენგლიკოლი. წყალი (დეიონიზირებული).

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების გელი.

აქტიური ნივთიერებების შემადგენლობა:

ვურდონ® გელის ყოველი გრამი შეიცავს დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს, რომელიც შეესაბამება 10მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

შეფუთვის სახე: მუყაოს კოლოფი შეიცავს ალუმინის ტუბს 25 ან 100 გ ვურდონ გელით.

თერაპიული კატეგორია: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მწარმოებელი და სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

HELP S.A., ვალაორიტუ ქ. 10 GR 144, 52 მეტამორფოზისი, ატიკა, საბერძნეთი, ტელ: +30.210.2815353, +30.210.2843.479

რა უნდა იცოდეთ იმ წამლის შესახებ, რომელიც დაგინიშნათ ექიმმა

ზოგადი ინფორმაცია:

დიკლოფენაკი დიეთილამონიუმი სპეციალურად შექმნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება დიკლოფენაკი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDS). დიკლოფენაკი დიეთილამონიუმი ათავისუფლებს ანთების სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი, არ ახდენს გავლენას ანთების მიზეზზე.

ჩვენებები:

ვურდონ® გელი პოტენციურად ეფექტურია ადგილობრივი მკურნალობისთვის:

მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების ტრავმული ანთება დაჭიმვის, გახლეჩვის და კონტუზიის გამო;

რბილი ქსოვილების პათოლოგიის ადგილობრივი გამოვლინებები (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის-ხელის სინდრომი, პერიართრიტი);

დეგენერაციული ართროპათიების ადგილობრივი გამოვლინებები (პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართრიტი)

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ორ კვირაზე მეტ ხანს.

უკუჩვენებები:

მედიკამენტებმა შეიძლება შეამსუბუქონ პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან, როდესაც ისინი არ გამოიყენება ინსტრუქციის მიხედვით.

სანამ ამ კონკრეტულ წამალს გამოიყენებთ, უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ან უჩვეულო რეაქცია ამ მედიკამენტზე ან მასში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე.

თუ ოდესმე გქონიათ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, აგრეთვე იზოპროპანოლის ან პროპილენგლიკოლის მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

ვურდონ® გელი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებელ, არადაავადებულ კანზე და არა კანის ჭრილობებზე ან ღია დაზიანებებზე. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიურ სახვევებთან ერთად. დაუშვებელია თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან შეხება და არ უნდა იქნას მიღებული პერორალურად.

ვურდონ® გელი შეიცავს პროპილენის გლიკოლს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი, ადგილობრივი კანის გაღიზიანება ზოგიერთ პირებში.

ვინაიდან არ არსებობს გამოცდილება ვურდონ® გელის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ, ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში.

ვინაიდან, ვურდონ® გელის კანის შედარებით დიდ უბნებზე და ხანგრძლივად გამოყენებისას სისტემური ეფექტის შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული, პაციენტებმა, რომლებსაც აღენშნებათ თავბრუსხვევა ან სხვა CMS დარღვევები, უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან:

ვურდონ® გელის სისტემური აბსორბცია დაბალია და შესაბამისად მცირეა ურთიერთქმედების რისკი. თუმცა, სანამ ამ მედიკამენტს მიიღებთ, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა იყენებდეთ. ეს ეხება ასევე მედიკამენტებს, რომლებიც გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

დოზირება

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

გამოყენების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილებში: მტკივნეული ადგილის ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე, წაისვით ნაზი მასაჟით 2-4 გ ვურდონ® გელი (რაოდენობა მერყეობს ალუბლის ზომის მოცულობიდან კაკლის ზომის მოცულობამდე) 3-4-ჯერ დღეში მტკივნეულ ადგილებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. თუ ვურდონ გელით მკურნალობის 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ, თუ ისინი არ არიან დამუშავებული ადგილი.

რა უნდა გააკეთოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად. არ გააორმაგოთ დოზა.

არასასურველი ეფექტები:

ვურდონ® გელი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. თუმცა, სხვა მედიკამენტების მსგავსად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

გვერდითი რეაქციები (ცხრილი 1) კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით, ყველაზე ხშირიდან კლებადობის შესაბამისად შემდეგი კატეგორიების გამოყენებით: ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≤ 1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

ინფექციები და ინვაზიები: ძალიან იშვიათი: პუსტულური გამონაყარი.

იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.

რესპირატორული, თორაქსისა და მედიასტინუმის დარღვევები: ძალიან იშვიათი: ასთმა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი: გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, დერმატიტი (კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით). იშვიათი: ბულოზური დერმატიტი. ძალიან იშვიათი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები (პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებულნი, რომ მოერიდონ მზის ძლიერ დასხივებას ფოტომგრძნობელობის შემცირების მიზნით).

თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომები უნდა შეწყვიტოთ ვურდონ® გელის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს: კანის ფართო გამონაყარი. ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, სახეზე შეშუპება.

თქვენ ასევე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

პროდუქტის შენახვის წესი: ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს <30°C ტემპერატურაზე.

ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი: 2008 წლის ივლისი.

ინფორმაცია მედიკამენტების რაციონალური გამოყენების შესახებ

  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად კონკრეტული პრობლემის სამკურნალოდ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს გამოყენების მიზნით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. • თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა ნებისმიერი სახის გართულებები, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. • ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ამ მედიკამენტის ან თქვენი დაავადების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. • საუკეთესო ეფექტისათვის და უსაფრთხოების მიზნით უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. • თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ზედმიწევნით წაიკითხეთ იმ წამლის გამოყენების ინსტრუქცია, რომელსაც იყენებთ. • არ შეინახოთ მედიკამენტი აბაზანის კარადაში; სიცხემ და ნესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მასზე ცვლილებები და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. • არ შეინახოთ ეს სამკურნალო საშუალება, თუკი აღარ იყენებთ მას ან თუ ვადა გასულია. • უსაფრთხოების მიზნით შეინახეთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჰელპ სა - 10, ვალაორიტუ ქ.

GR 144 52 მეტამორფოზისი, ატიკა, საბერძნეთი

ტელ.: + 30.210.2815353, +30.210.2843479

საწარმო: პედინი ოპანინა - საბერძნეთი - ტელ.: + 30.2651.092143

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა