ვერაკოლი
VERACOL
1-2 გ დღეში ერთხელ არაჰოსპიტალური პნევმონია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება ინტრააბდომინალური ინფექციები საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით) 2 გ დღეში ერთხელ ჰოსპიტალური პნევმონია კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები ძვლებისა და სახსრების ინფექციები 2-4 გ …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- DEMO S.A. PHARMACEUTICAL INDUSTRY, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039300
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DEMO S.A. PHARMACEUTICAL INDUSTRY (საბერძნეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვერაკოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
1-2 გ
დღეში ერთხელ
არაჰოსპიტალური პნევმონია
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება
ინტრააბდომინალური ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
2 გ
დღეში ერთხელ
ჰოსპიტალური პნევმონია
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
2-4 გ
დღეში ერთხელ
ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიური პაციენტების მართვა, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის დროს
ბაქტერიული ენდოკარდიტი
ბაქტერიული მენინგიტი
- დოკუმენტირებული ბაქტერიემიის შემთხვევაში, მიზანშეწონილია რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.
- * დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში) მიღება შეიძლება განიხილებოდეს, თუ 2 გ-ზე მეტი დოზები შეყვანილია დღეში.
ჩვენებები ზრდასრულებისა და ≥ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ), რომლებიც საჭიროებენ დოზირების განსაკუთრებულ სქემებს:
შუა ყურის მწვავე ანთება
ვერაკოლის ერთჯერადი ინტრამუსკულარული 1-2 დოზა.
შეზღუდული მონაცემები ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი მძიმედ არის დაავადებული ან წინა თერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა, ვერაკოლი შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც ინიშნება ინტრამუსკულარული დოზით 1-2 გ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ქირურგიული ინფექციების პრე-ოპერაციული პროფილაქტიკა
2 გ ერთჯერადი პრეოპერაციული დოზის სახით.
გონორეა
500 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზის სახით.
სიფილისი
ზოგადად რეკომენდებული დოზებია 500 მგ-1 გ დღეში ერთხელ, 2 გ-მდე დღეში ერთხელ ნეიროსიფილისისთვის 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები სფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, ეფუძნება შეზღუდულ მონაცემებს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი მითითებები.
დისემინირებული ლაიმის ბორელიოზი (ადრეული II სტადია] და გვიანი [სტადია III])
2 გ დღეში ერთხელ 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა განსხვავდება და გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი გაიდლაინები.
პედიატრიული მოსახლეობა
ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღიდან 12 წლამდე (<50 კგ)
50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება ჩვეულებრივი ზრდასრული დოზა.
ცეფტრიაქსონი დოზირება*
მკურნალობის სიხშირე**
ჩვენებები
50-80 მგ/კგ
დღეში ერთხელ
ინტრააბდომინალური ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
ჰოსპიტალური პნევმონია
50-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ)
დღეში ერთხელ
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიური პაციენტების მართვა, როდესაც არსებობს ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე
80-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ)
დღეში ერთხელ
ბაქტერიული მენინგიტი
100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ)
დღეში ერთხელ
ბაქტერიული ენდოკარდიტი
- დოკუმენტირებული ბაქტერიემიის შემთხვევაში, მიზანშეწონილია რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.
- * დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში) მიღება შეიძლება განიხილებოდეს, თუ 2 გ-ზე მეტი დოზები შეყვანილია დღეში.
ჩვენებები ახალშობილების, ჩილებისა და 15 დღიდან 12 წლამდე (< 50 კგ) ბავშვებისათვის, რომლებიც დოზირების განსაკუთრებულ სქემებს საჭიროებენ:
შუა ყურის მწვავე ანთება
შუა ყურის მწვავე ანთების საწყისი მკურნალობისთვის შეიძლება დაინიშნოს ვერაკოლის ერთჯერადი ინტრამუსკულური დოზა 50 მგ/კგ. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მძიმედ არის დაავადებული ან საწყისი თერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა, ვერაკოლი შეიძლება ეფექტური იყოს 50 მგ/კგ ინტრამუსკულარული დოზის სახით დღეში 3 დღის განმავლობაში.
ქირურგიული ინფექციების პრე-ოპერაციული პროფილაქტიკა
50-80 მგ/კგ ერთჯერადი პრეოპერაციული დოზის სახით.
სიფილისი
ზოგადად რეკომენდებული დოზებია 75-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში.
დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, ეფუძნება ძალიან შეზღუდულ მონაცემებს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი გაიდლაინები.
დისემინირებული ლაიმის ბორელიოზი (ადრეული II სტადია] და გვიანი [სტადია III])
50-80 მგ/კგ დღეში ერთხელ 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა განსხვავებულია და გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი გაიდლაინები.
0-14 დღის ახალშობილები
ვერაკოლი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში პოსტმენსტრუალური ასაკის 41 კვირამდე (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ცეფტრიაქსონი დოზირება*
მკურნალობის სიხშირე**
ჩვენებები
20-50 მგ/კგ
დღეში ერთხელ
ინტრააბდომინალური ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
ჰოსპიტალური პნევმონია
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიური პაციენტების მართვა, როდესაც არსებობს ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე
50 მგ/კგ
დღეში ერთხელ
ბაქტერიული მენინგიტი
ბაქტერიული ენდოკარდიტი
- დოკუმენტირებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.
მაქსიმალური დღიური დოზა 50 მგ/კგ არ უნდა იყოს გადაჭარბებული.
ჩვენებები 0-14 დღის ახალშობილებისთვის, რომლებიც დოზირების სპეციფიკურ სქემას საჭიროებენ:
შუა ყურის მწვავე ანთება
შუა ყურის მწვავე ანთების საწყისი მკურნალობისთვის შეიძლება დაინიშნოს ვერაკოლის ერთჯერადი ინტრამუსკულური დოზა 50 მგ/კგ.
ქირურგიული ინფექციების პრე-ოპერაციული პროფილაქტიკა
20-50 მგ/კგ ერთჯერადი პრე-ოპერაციული დოზა.
სიფილისი
ზოგადად რეკომენდებული დოზაა 50 მგ/კგ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, ეფუძნება ძალიან შეზღუდულ მონაცემებს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი გაიდლაინები.
თერაპიის ხანგრძლივობა
თერაპიის ხანგრძლივობა განსხვავდება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. როგორც ზოგადად ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის მიღება უნდა გაგრძელდეს 48-72 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პაციენტი გახდება აფებრილური ან მიღწეულია ბაქტერიული აღმოფხვრის ნიშნები.
ხანდაზმული პირები
მოზრდილებში რეკომენდებული დოზები არ საჭიროებენ ცვლილებას ხანდაზმულებში იმ პირობით, რომ თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია დამაკმაყოფილებელია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებს დოზის კორექციის აუცილებლობაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის დროს, თუ თირკმლის ფუნქცია არ არის დაქვეითებული.
არ არსებობს კვლევის მონაცემები პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხილეთ პუნქტი 5.2).
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება იმ პირობით, რომ ღვიძლის ფუნქცია არ არის დარღვეული. მხოლოდ პრეტერმინალური თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ დღეში.
პაციენტებში, რომლებიც დიალიზს იტარებენ, დამატებითი დოზირება არ არის საჭირო დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური ან ჰემო- დიალიზით. რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის.
პაციენტები ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დისფუნქციით
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ვერაკოლი ჩვეულებრივ შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ. ის კეთდება უშუალოდ ვენაში ან კუნთში ინექციის გზით. ვერაკოლს ამზადებს ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა და ის არ უნდა იქნას შერეული და არ მიიღება კალციუმის შემცველ საინექციო პრეპარატებთან ერთად.
ჩვეულებრივი დოზა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ვერაკოლის თქვენთვის სწორი დოზის დანიშვნის შესახებ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიღებაზე; თქვენს წონასა და ასაკზე; თქვენი თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე. ვერაკოლით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ინფექციის ტიპზე.
მოზრდილები, ხანდაზმული პირები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები სხეულის მასით 50 ან მეტი კილოგრამი (კგ):
1-2 გ ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. მძიმე ინფექციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას (4 გ-მდე ერთხელ დღეში). თუ დღიური დოზა 2 გ-ზე მაღალია, შეიძლება მიიღოთ ის ერთიანი დოზის სახით ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე განაწილებით.
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 50 კგ-მდე სხეულის მასით:
50-80 მგ ვერაკოლი ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღეში ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. მძიმე ინფექციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას 100 მგ-მდე სხეულის მასის კგ-ზე მაქსიმუმ 4 გ-მდე ერთხელ დღეში. თუ დღიური დოზა 2 გ-ზე მაღალია, შეიძლება მიიღოთ ის ერთიანი დოზის სახით ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე განაწილებით.
ბავშვებს 50 კგ ან მეტი სხეულის მასით ენიშნებათ მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.
ახალშობილები (0-14 დღე)
20-50 მგ ვერაკოლი ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღეში ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.
მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე.
ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე პირები
შეიძლება დაგენიშნოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებული დოზა. თქვენთვის საჭირო ვერაკოლის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი და მკაცრად გააკონტროლებს მას ღვიძლისა და თირკმელების დაავადების მიხედვით.
თუ მიიღეთ ვერაკოლის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ვერაკოლის გამოყენება
თუ გამოტოვეთ ინექცია, გაიკეთეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, თუ უკვე მომდევნო ინექციის დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული ინექცია. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთსა და იმავე დროს) გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ვერაკოლის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ვერაკოლის მიღება თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე. მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია ცეფტრიაქსონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
წარსულში გქონდათ მოულოდნელი ან მძიმე ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან მსგავს ანტიბიოტიკებზე (როგორიცაა ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ან მონობაქტამები). სიმპტომები ითვალისწინებს ყელის ან სახის მოულოდნელად განვითარებულ შეშუპებას, რამაც შეიძლება გააძნელოს სუნთქვა ან ყლაპვა, ხელების, ფეხების და კოჭების მოულოდნელად შესიება, და მძიმე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.
გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე და დაგენიშნათ ვერაკოლი კუნთში ინექციის სახით.
არ შეიძლება ვერაკოლის დანიშვნა ბავშვებში, თუ:
ბავშვი არის დღენაკლული.
ბავშვი არის ახალშობილი (დაბადებიდან 28 დღემდე) და აქვს სისხლის გარკვეული პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება ან თვალის თეთრი გარსების გათეთრება), ასევე კალციუმის შემცველი პრეპარატების ვენაში შეყვანის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
ვერაკოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებას.
ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების ფონზე. ანამნეზში გქონდათ კუჭ-ნაწლავური პრობლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება).
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.
გაქვთ კენჭები ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში.
გაქვთ სხვა დაავადებები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მკრთალი ყვითელი ფერის მიღება და სისუსტე ან ქოშინი).
იცავთ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
თუ გიტარდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი
თუ იღებთ ვერაკოლს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება. ვერაკოლს შეუძლია გავლენა იქონიოს შარდში შაქრის შემცველობის განმსაზღვრელი ანალიზის და კომბოს ტესტის სახელწოდებით ცნობილი სისხლის ანალიზის შედეგებზე. თუ გიტარდებათ ანალიზები:
აცნობეთ სინჯის ამღებ პირს, რომ მიღებული გაქვთ ვერაკოლი.
ბავშვები
ბავშვისთვის ვერაკოლის შეყვანამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
ის ახლახანს იღებდა ან უნდა მიიღოს კალციუმის შემცველი პრეპარატი ვენაში ინექციის გზით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერს:
ანტიბიოტიკის ტიპი, სახელწოდებით ამინოგლიკოზიდი.
ანტიბიოტიკი, სახელწოდებით ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების, განსაკუთრებით თვალის ინფექციების სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ექიმი შეაფასებს ვერაკოლით თქვენი მკურნალობის სარგებელს თქვენი შვილისთვის რისკთან მიმართებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვერაკოლი შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან ხელსაწყოებისა და მექანიზმების გამოყენება. მიმართეთ თქვენს ექიმს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ცნობილი არ არის, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს:
სახის, ყელის, ტუჩების ან პირის მოულოდნელად შეშუპებას. აღნიშნული შეიძლება იწვევდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას.
ხელების, ფეხების ან კოჭების მოულოდნელად შესიებას.
მძიმე გამონაყარი კანზე (ცნობილი არ არის, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
კანზე მძიმე გამონაყარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს მძიმე გამონაყარს, რომელიც სწრაფად ვრცელდება, კანზე ბუშტუკების განვითარებით ან კანის აშრევებით, ასევე შეიძლება განვითარდეს ბუშტუკები პირის ღრუში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის პათოლოგიური ცვლილება (როგორიცაა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
თხევადი განავალი ან დიარეა.
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი სისხლის ანალიზების შედეგებში.
გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, კანდიდოზური სტომატიტი).
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია).
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).
სისხლის შედედების პრობლემები. სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება და სახსრების ტკივილი ან შეშუპება.
თავის ტკივილი.
თავბრუსხვევა.
შეუძლოს ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა.
ქავილი.
ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენების გასწვრივ, სადაც შეიყვანება ვერაკოლი. ტკივილი ინექციის ადგილზე.
მაღალი ტემპერატურა (ცხელება).
თირკმლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები (სისხლში კრეატინინის მომატებული შემცველობა).
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)
მსხვილი ნაწლავის ანთება. ნიშნები ითვალისწინებს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და ცხელებას.
სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
ბუშტუკებიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), რომელიც შეიძლება გავრცელდეს სხეულის დიდ ნაწილზე, ქავილის შეგრძნება და შესიება.
სისხლი ან შაქარი თქვენს შარდში.
შეშუპება (სითხის დაგროვება).
კანკალი.
ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
მეორადი ინფექცია, რომელიც შეიძლება არ რეაგირებდეს მანამდე გამოწერილ ანტიბიოტიკზე.
ანემიის ფორმა, როდესაც ადგილი აქვს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას (ჰემოლიზური ანემია).
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი დაქვეითება (აგრანულოციტოზი).
კრუნჩხვა.
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება).
წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნები ითვალისწინებს მწვავე ტკივილს კუჭის არეში გადაცემით ზურგში.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი).
ენის ანთება (გლოსიტი). ნიშნები ითვალისწინებს ენის შესიებას, სიწითლეს და ტკივილს.
პრობლემები ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას და შეუძლოდ ყოფნას.
ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მწვავე სიყვითლის მქონე ჩვილებში (ბირთვული სიყვითლე).
თირკმლის პრობლემები, გამოწვეული კალციუმის ცეფტრიაქსონის დაგროვებით. შეიძლება აღინიშნოს ტკივილი შარდვის დროს ან შარდის შეკავება.
კუმბოს ტესტის (სისხლის გარკვეული პრობლემების განმსაზღვრელი ანალიზი) ცრუ დადებითი შედეგი.
გალაქტოზემიის (გალაქტოზის პათოლოგიური დაგროვება) განმსაზღვრელი ანალიზის ცრუ დადებითი შედეგი.
ვერაკოლმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი გარკვეული ტიპის ანალიზების შედეგები – გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია არ შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
შემადგენლობა
- ვერაკოლის აღწერა და გამოყენება
ვერაკოლი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით). ის მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების გზით. პრეპარატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ცეფალოსპორინები.
ვერაკოლი გამოიყენება შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:
ტვინი (მენინგიტი).
ფილტვები.
შუა ყური.
მუცლის ღრუს ორგანოები და მუცლის კედელი (პერიტონიტი).
საშარდე სისტემა და თირკმელები.
ძვლები და სახსრები.
კანი და რბილი ქსოვილები.
სისხლი.
გული.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება:
სქესობრივი გზით გადამდები განსაზღვრული ინფექციების (გონორეა და სიფილისი) სამკურნალოდ.
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის (ნეიტროპენია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ ბაქტერიული ინფექციის ფონზე განვითარებული ცხელების შემთხვევაში.
გულ-მკერდის ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ ქრონიკული ბრონქიტის მქონე მოზრდილებში.
ლაიმის დაავადების სამკურნალოდ (გამოწვეული ტკიპების კბენით) მოზრდილებსა და ბავშვებში, 15 დღის ასაკიდან ახალშობილების ჩათვლით.
ოპერაციის დროს ინფექციების პრევენციის მიზნით.
შენახვის პირობები
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ვერაკოლის შენახვაზე. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან ვერაკოლის ნებისმიერი გამოუყენებელი ნარჩენის სწორ უტილიზაციაზე.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონები შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისიას~ შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები,
ათქ კოდი: J01DD04.
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აფერხებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. ეს იწვევს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზის შეწყვეტას, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედების ლიზისს და სიკვდილს.
რეზისტენტობა
ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიების წინააღმდეგობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:
ბეტალაქტამაზების ჰიდროლიზი, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზები (ESBL), კარბაპენემაზები და Amp C ფერმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოწვეული ან სტაბილურად დეპრესიული გარკვეული აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობებში.
პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინურობა ცეფტრიაქსონის მიმართ.
გარე მემბრანის გაუვალობა გრამუარყოფით ორგანიზმებში.
ბაქტერიული გადინების ტუმბოები.
მგრძნობელობის ტესტირების წყვეტის წერტილები
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) დარღვევის წერტილები შემდეგია:
პათოგენი
განზავების ტესტი (MIC, მგ/ლ)
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriaceae
≤ 1
< 2
Staphylococcus spp.
ა.
ა.
Streptococcus spp.
(ჯგუფები A, B, C aდა G)
ბ.
ბ.
Streptococcus pneumoniae
≤ 0.5გ
> 2
Streptococci ვირანდ ჯგუფი
≤ 0.5
> 0.5
Haemophilus influenzae
≤ 0.12გ
> 0.12
Moraxella catarrhalis
≤ 1
> 2
Neisseria gonorrhoeae
≤ 0.12
> 0.12
Neisseria meningitides
≤ 0.12გ
> 0.12
სახეობებთან არა-დაკავშირებული
≤ 1დ
> 2
ა. მგრძნობელობა გამოწვეულია ცეფოქსიტინის მგრძნობელობით.
ბ. მგრძნობელობა გამოითვლება პენიცილინის მგრძნობელობიდან.
გ. იზოლატები ცეფტრიაქსონის MIC-ით მგრძნობიარე წყვეტის წერტილზე მაღლა იშვიათია და აღმოჩენის შემთხვევაში ხელახლა უნდა შემოწმდეს და, დადასტურების შემთხვევაში, უნდა გაიგზავნოს საცნობარო ლაბორატორიაში.
დ. წყვეტის წერტილები ვრცელდება დღიურ ინტრავენურ დოზაზე 1 გ x 1 და მაღალ დოზაზე მინიმუმ 2 გ x 1.
კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიტხოვოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ ცეფტრიაქსონის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე პათოგენები
გრამ-დადებითი აერობები
Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£
Streptococcus pyogenes (ჯგუფი A)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus pneumonia
Viridans ჯგუგის სტრეპტოკოკები
გრამ-უარყოფითი აერობები
Borrelia burgdorferi
Haemophilus influenzae
Haemophilus parainfluenzae
Moraxella catarrhalis
Neisseria gonorrhea
Neisseria meningitides
Proteus mirabilis
Providencia spp.
Treponema pallidum
სახეობა, რომლებისთვის შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამ-დადებითი აერობები
Staphylococcus epidermidis†
Staphylococcus haemolyticus †
Staphylococcus hominis†
გრამ-უარყოფითი აერობები
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli%
Klebsiella pneumoniae%
Klebsiella oxytoca%
Morganella morganii
Proteus vulgaris
Serratia marcescens
ანაერობები
Bacteroides spp.
Fusobacterium spp.
Peptostreptococcus spp.
Clostridium perfringens
არსებითად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
გრამ-დადებითი აერობები
Enterococcus spp.
Listeria monocytogenes
გრამ-უარყოფითი აერობები
Acinetobacter baumannii
Pseudomonas aeruginosa
Stenotrophomonas maltophilia
ანაერობები
Clostridium difficile
სხვა:
Chlamidya spp.
Chlamydophila spp.
Mycoplasma spp.
Legionella spp.
Ureaplasma urealyticum
£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.
+ რეზისტენტობის მაჩვენებელი >50% მინიმუმ ერთ უბანში
% ESBL მწარმოებელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ცეფტრიაქსონის 500 მგ და 1 გ ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური დონეა დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ შესაბამისად. ცეფტრიაქსონის 500 მგ, 1 გ და 2 გ ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ცეფტრიაქსონის დონე პლაზმაში არის დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ შესაბამისად. ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ, პლაზმაში ცეფტრიაქსონის საშუალო პიკური დონე არის დაახლოებით ნახევარი, რაც დაფიქსირდა ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 1 გ ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზის შემდეგ არის დაახლოებით 8 1 მგ/ლ და მიიღწევა d-ს მიღებიდან 2-3 საათში.
ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი ექვივალენტურია ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
განაწილება
ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა არის 7 – 12 ლ. ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენების მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებზე ბევრად უფრო მაღალი კონცენტრაციები ვლინდება ქსოვილებში, როგორიცაა ფილტვები, გული, სანაღვლე გზები/ღვიძლი, ნუშურა ჯირკვლები, შუა ყური და ცხვირის ლორწოვანი, ძვლები, და თავზურგტვინობა, პლევრულ, პროსტატის და სინოვიალურ სითხეებში. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax) 8-15%-იანი მატება ვლინდება განმეორებითი დოზირების დროს; მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა უმეტეს შემთხვევეში 48 – 72 საათის განმავლობაში შეყვანის მეთოდის მიხედვით.
პენეტრაცია გარკვეულ ქსოვილებში
ცეფტრიაქსონი გადადის ტვინის გარშებში. პენეტრაცია მაქსიმალური გარსების ანთების შემთხვევაში. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციები თავ-ზურგტვინის სითხეში, ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში არის პლაზმური დონის 25% შედარებით 2%-ან პაციენტებში ნორმალური გარსებით. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაციები თავ-ზურგ-ტვინის სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათში. ცეფტრიაქსონი კვეთს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით (იხილეთ პუნქტი 4.6).
ცილებთან შეკავშირება
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 95% 100 მგ/ლ-ზე დაბალი კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებულია და შეკავშირი ნაწილი მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე პლაზმაში 300 მგ/ლ კონცენტრაციით).
ბიოტრანსფორმაცია
ცეფტრიაქსონი არ მეტაბოლიზდება სისტემურად; თუმცა გარდაიქმენა არააქტიურ მეტაბოლირად ნაწლავური ფლორის მიერ.
გამოყოფა
საერთო ცეფტრიაქსონის (შეკავშირებული და არაშეკავშირებული) პლაზმური კლირენსი არის 10 – 22 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი არის 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50 – 60% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში, ძირითადად გლომერულური ფილტრაციის გზით, მაშინ როდესც 40-50% გამოიყოფა შეცვლელი სახით ნაღველში. საერთო ცეფტრიაქსონის ნახევრად დაშლის პერიოდი ზრდასრულებში არის 8 საათი.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით
პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით, ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკს მხოლოდ მინიმალურად იცვლება ოდნავ მომატებული ნახევრად დაშლის პერიოდით (ნაკლები, ვიდრე ორჯერ), თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებშიც კი.
თირკმელების უკმარისობის ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით ზომიერი ზრდა აიხსნება არათირკმლის კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია ცილებთან შებოჭვის შემცირებით და მთლიანი ცეფტრიაქსონის არათირკმლის კლირენსის შესაბამისი ზრდით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლის კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე განპირობებულია ცეფტრიაქსონის პლაზმიდან თავისუფალი ფრაქციის ზრდით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის მატებასთან ერთად მთლიანი კლირენსის პარალელურად.
ხანდაზმული პირები
ხანდაზმულ პაციენტებში > 75 წლის ნახევრად დაშლის საშუალო პერიოდი ჩვეულებრივ 2-3-ჯერ აღემატება ახალგაზრდების მონაცემებს.
პედიატრიული პოპულაცია
ცეფტრიაქსონის ნახევრად დაშლის პერიოდი გახანგრძლივებულია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღის ასაკამდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონეები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა შემცირებული გლომერულური ფილტრაცია და შეცვლილი ცილებთან შეკავშირება. ბავშვობის დროს, ნახევრად დაშლის პერიოდი ნაკლებია, ვიდრე ახალშობილებსა და მოზრდილებში. საერთო ცეფტრიაქსონის პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა მეტია ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.
წრფივობა/არაწრფივობა
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა არის არა-წრფივი და ყველა საბაზისო ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, ნახევრად დაშლის პერიოდის გარდა, არის დოზა-დამოკიდებულია, პრეპარატის საერთო კონცენტრაციაზე დაყრდნობით, რომელიც დოზის ნაკლები პროპორციულობის იზრდება. არა-წრფივობა განპირობებულია პლაზმურ ცილებთან შეკავშირებით გაჯერებით და შესაბამისად აღინიშნება საერთო პლაზმური ცეფტრიაქსონისათვის და არა თავისუფალი (არაშეკავშირებული) ცეფტრიაქსონისათვის.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი
სხვა ბეტა-ლაქტამების მსგავსად, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკურმა ინდექსმა საუკეთესო კავშირით in vivo ეფექტურობით არის დოზირების ინტერვალის პროცენტულობა, რომ არაშეკავშირებული კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციაზე (MIC) მეტი ინდივიდუალური სამიზნე სახეობებისათვის (ანუ %T>MIC).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ვერაკოლი
1 გ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით)
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თქვენი პრეპარატის სახელწოდებაა ვერაკოლი 1 გ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის. შემდგომში მოცემულ ჩანართში პრეპარატი მოხსენიებულია, როგორც ვერაკოლი.
წინამდებარე ჩანართის შინაარსი
- ვერაკოლის აღწერა და გამოყენება
- რა უნდა იცოდეთ ვერაკოლის მიღებამდე
- ვერაკოლის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- ვერაკოლის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- ვერაკოლის აღწერა და გამოყენება
ვერაკოლი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით). ის მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების გზით. პრეპარატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ცეფალოსპორინები.
ვერაკოლი გამოიყენება შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:
ტვინი (მენინგიტი).
ფილტვები.
შუა ყური.
მუცლის ღრუს ორგანოები და მუცლის კედელი (პერიტონიტი).
საშარდე სისტემა და თირკმელები.
ძვლები და სახსრები.
კანი და რბილი ქსოვილები.
სისხლი.
გული.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება:
სქესობრივი გზით გადამდები განსაზღვრული ინფექციების (გონორეა და სიფილისი) სამკურნალოდ.
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის (ნეიტროპენია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ ბაქტერიული ინფექციის ფონზე განვითარებული ცხელების შემთხვევაში.
გულ-მკერდის ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ ქრონიკული ბრონქიტის მქონე მოზრდილებში.
ლაიმის დაავადების სამკურნალოდ (გამოწვეული ტკიპების კბენით) მოზრდილებსა და ბავშვებში, 15 დღის ასაკიდან ახალშობილების ჩათვლით.
ოპერაციის დროს ინფექციების პრევენციის მიზნით.
- რა უნდა იცოდეთ ვერაკოლის მიღებამდე
ვერაკოლის მიღება არ შეიძლება, თუ:
გაქვთ ალერგია ცეფტრიაქსონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
წარსულში გქონდათ მოულოდნელი ან მძიმე ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან მსგავს ანტიბიოტიკებზე (როგორიცაა ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ან მონობაქტამები). სიმპტომები ითვალისწინებს ყელის ან სახის მოულოდნელად განვითარებულ შეშუპებას, რამაც შეიძლება გააძნელოს სუნთქვა ან ყლაპვა, ხელების, ფეხების და კოჭების მოულოდნელად შესიება, და მძიმე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.
გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე და დაგენიშნათ ვერაკოლი კუნთში ინექციის სახით.
არ შეიძლება ვერაკოლის დანიშვნა ბავშვებში, თუ:
ბავშვი არის დღენაკლული.
ბავშვი არის ახალშობილი (დაბადებიდან 28 დღემდე) და აქვს სისხლის გარკვეული პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება ან თვალის თეთრი გარსების გათეთრება), ასევე კალციუმის შემცველი პრეპარატების ვენაში შეყვანის შემთხვევაში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ვერაკოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებას.
ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების ფონზე. ანამნეზში გქონდათ კუჭ-ნაწლავური პრობლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება).
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.
გაქვთ კენჭები ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში.
გაქვთ სხვა დაავადებები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მკრთალი ყვითელი ფერის მიღება და სისუსტე ან ქოშინი).
იცავთ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
თუ გიტარდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი
თუ იღებთ ვერაკოლს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება. ვერაკოლს შეუძლია გავლენა იქონიოს შარდში შაქრის შემცველობის განმსაზღვრელი ანალიზის და კომბოს ტესტის სახელწოდებით ცნობილი სისხლის ანალიზის შედეგებზე. თუ გიტარდებათ ანალიზები:
აცნობეთ სინჯის ამღებ პირს, რომ მიღებული გაქვთ ვერაკოლი.
ბავშვები
ბავშვისთვის ვერაკოლის შეყვანამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
ის ახლახანს იღებდა ან უნდა მიიღოს კალციუმის შემცველი პრეპარატი ვენაში ინექციის გზით.
სხვა პრეპარატები და ვერაკოლი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერს:
ანტიბიოტიკის ტიპი, სახელწოდებით ამინოგლიკოზიდი.
ანტიბიოტიკი, სახელწოდებით ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების, განსაკუთრებით თვალის ინფექციების სამკურნალოდ).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ექიმი შეაფასებს ვერაკოლით თქვენი მკურნალობის სარგებელს თქვენი შვილისთვის რისკთან მიმართებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ვერაკოლი შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან ხელსაწყოებისა და მექანიზმების გამოყენება. მიმართეთ თქვენს ექიმს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
- ვერაკოლის მიღების წესი
ვერაკოლი ჩვეულებრივ შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ. ის კეთდება უშუალოდ ვენაში ან კუნთში ინექციის გზით. ვერაკოლს ამზადებს ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა და ის არ უნდა იქნას შერეული და არ მიიღება კალციუმის შემცველ საინექციო პრეპარატებთან ერთად.
ჩვეულებრივი დოზა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ვერაკოლის თქვენთვის სწორი დოზის დანიშვნის შესახებ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიღებაზე; თქვენს წონასა და ასაკზე; თქვენი თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე. ვერაკოლით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ინფექციის ტიპზე.
მოზრდილები, ხანდაზმული პირები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები სხეულის მასით 50 ან მეტი კილოგრამი (კგ):
1-2 გ ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. მძიმე ინფექციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას (4 გ-მდე ერთხელ დღეში). თუ დღიური დოზა 2 გ-ზე მაღალია, შეიძლება მიიღოთ ის ერთიანი დოზის სახით ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე განაწილებით.
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 50 კგ-მდე სხეულის მასით:
50-80 მგ ვერაკოლი ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღეში ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. მძიმე ინფექციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას 100 მგ-მდე სხეულის მასის კგ-ზე მაქსიმუმ 4 გ-მდე ერთხელ დღეში. თუ დღიური დოზა 2 გ-ზე მაღალია, შეიძლება მიიღოთ ის ერთიანი დოზის სახით ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე განაწილებით.
ბავშვებს 50 კგ ან მეტი სხეულის მასით ენიშნებათ მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.
ახალშობილები (0-14 დღე)
20-50 მგ ვერაკოლი ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღეში ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.
მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს ბავშვის სხეულის მასის კგ-ზე.
ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე პირები
შეიძლება დაგენიშნოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებული დოზა. თქვენთვის საჭირო ვერაკოლის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი და მკაცრად გააკონტროლებს მას ღვიძლისა და თირკმელების დაავადების მიხედვით.
თუ მიიღეთ ვერაკოლის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ვერაკოლის გამოყენება
თუ გამოტოვეთ ინექცია, გაიკეთეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, თუ უკვე მომდევნო ინექციის დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული ინექცია. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთსა და იმავე დროს) გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ვერაკოლის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ვერაკოლის მიღება თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე. მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ცნობილი არ არის, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს:
სახის, ყელის, ტუჩების ან პირის მოულოდნელად შეშუპებას. აღნიშნული შეიძლება იწვევდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას.
ხელების, ფეხების ან კოჭების მოულოდნელად შესიებას.
მძიმე გამონაყარი კანზე (ცნობილი არ არის, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
კანზე მძიმე გამონაყარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს მძიმე გამონაყარს, რომელიც სწრაფად ვრცელდება, კანზე ბუშტუკების განვითარებით ან კანის აშრევებით, ასევე შეიძლება განვითარდეს ბუშტუკები პირის ღრუში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის პათოლოგიური ცვლილება (როგორიცაა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
თხევადი განავალი ან დიარეა.
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი სისხლის ანალიზების შედეგებში.
გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, კანდიდოზური სტომატიტი).
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია).
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).
სისხლის შედედების პრობლემები. სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება და სახსრების ტკივილი ან შეშუპება.
თავის ტკივილი.
თავბრუსხვევა.
შეუძლოს ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა.
ქავილი.
ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენების გასწვრივ, სადაც შეიყვანება ვერაკოლი. ტკივილი ინექციის ადგილზე.
მაღალი ტემპერატურა (ცხელება).
თირკმლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები (სისხლში კრეატინინის მომატებული შემცველობა).
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)
მსხვილი ნაწლავის ანთება. ნიშნები ითვალისწინებს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და ცხელებას.
სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
ბუშტუკებიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), რომელიც შეიძლება გავრცელდეს სხეულის დიდ ნაწილზე, ქავილის შეგრძნება და შესიება.
სისხლი ან შაქარი თქვენს შარდში.
შეშუპება (სითხის დაგროვება).
კანკალი.
ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
მეორადი ინფექცია, რომელიც შეიძლება არ რეაგირებდეს მანამდე გამოწერილ ანტიბიოტიკზე.
ანემიის ფორმა, როდესაც ადგილი აქვს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას (ჰემოლიზური ანემია).
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი დაქვეითება (აგრანულოციტოზი).
კრუნჩხვა.
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება).
წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნები ითვალისწინებს მწვავე ტკივილს კუჭის არეში გადაცემით ზურგში.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი).
ენის ანთება (გლოსიტი). ნიშნები ითვალისწინებს ენის შესიებას, სიწითლეს და ტკივილს.
პრობლემები ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას და შეუძლოდ ყოფნას.
ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მწვავე სიყვითლის მქონე ჩვილებში (ბირთვული სიყვითლე).
თირკმლის პრობლემები, გამოწვეული კალციუმის ცეფტრიაქსონის დაგროვებით. შეიძლება აღინიშნოს ტკივილი შარდვის დროს ან შარდის შეკავება.
კუმბოს ტესტის (სისხლის გარკვეული პრობლემების განმსაზღვრელი ანალიზი) ცრუ დადებითი შედეგი.
გალაქტოზემიის (გალაქტოზის პათოლოგიური დაგროვება) განმსაზღვრელი ანალიზის ცრუ დადებითი შედეგი.
ვერაკოლმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი გარკვეული ტიპის ანალიზების შედეგები – გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- ვერაკოლის შენახვის პირობები
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ვერაკოლის შენახვაზე. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან ვერაკოლის ნებისმიერი გამოუყენებელი ნარჩენის სწორ უტილიზაციაზე.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონები შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისიას~ შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ვერაკოლის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით). ვერაკოლი გაიცემა მინის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 1 გ ცეფტრიაქსონს.
ვერაკოლი არ შეიცავს სხვა ნივთიერებებს.
ვერაკოლის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ვერაკოლი 1 გ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის არის თითქმის თეთრი ან მოყვითალო კრისტალიზირებადი ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის. პრეპარატი წარმოდგენილია მინის ფლაკონებში შეფუთვაში 1, 10 და 50 ფლაკონით.
პაციენტისთვის გამოყენებამდე ვერაკოლი უნდა დამზადდეს ხსნარის სახით ფლაკონში სტერილური სითხის დამატების გზით. შემდეგ ფლაკონიდან იღებენ საჭირო დოზას. ის უკეთდება პაციენტს ინექციის სახით.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დემო ს.ა, ფარმაცევტული მრეწველობა.
ათენი-ლამიას ეროვნული გზატკეცილი 21-ე კმ
14568 კრიონერი, ატიკი, საბერძნეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 03/2016.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



