პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ეტაკორტილენი

Etacortilen

ურეცეპტოდ1,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ეტაკორტილენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კორტიკოსტეროიდს. ეტაკორტილენი ნაჩვენებია გაზაფხულის, ალერგიული კონიუნქტივიტის, ალერგიული ბლეფარიტის და ბლეფაროკონიუნქტივიტის, ალერგიული კერატოკონიუნქტივიტის, სკლერიტის, ეპისკლერიტის და უვეიტის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ/მლ 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერადი კონტეინერი №20
მწარმოებელი
SIFI S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროდები
ATC კოდი
S01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041407
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2024, მოქმედებს 24 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „BIH“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეტაკორტილენი და სხვა წამალი ერთად

ეტაკორტილენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეტაკორტილენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კორტიკოსტეროიდს.

ეტაკორტილენი ნაჩვენებია გაზაფხულის, ალერგიული კონიუნქტივიტის, ალერგიული ბლეფარიტის და ბლეფაროკონიუნქტივიტის, ალერგიული კერატოკონიუნქტივიტის, სკლერიტის, ეპისკლერიტის და უვეიტის სამკურნალოდ.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული მკურნალობის დასასრულს თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან პირიქით გაუარესდება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა თვალის წვეთების ერთი წვეთი 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ეტაკორტილენი უნდა დაინიშნოს 3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აშკარა საჭიროების შემთხვევაში და უშუალო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენების ინსტრუქცია

  • კარგად დაიბანეთ ხელები.
  • დარწმუნდით ერთჯერადი დოზის კონტეინერის მთლიანობაში.
  • მოხსენით ერთჯერადი დოზის კონტეინერი ზოლიდან.

14859057150

158750280670

  • გახსენით ზედა ნაწილის დატრიალებით, ამოძრობის გარეშე.
  • ჩაასხით თვალის წვეთები ისე, რომ არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერით; აღნიშნული გზით შესაძლებელია დაბინძურების თავიდან აცილება.

774706350

ეტაკორტილენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ეტაკორტილენის გამოყენება დროებით და ეტაპობრივად, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება, დაზიანება ან თვალის წნევის უეცარი მომატება (მწვავე გლაუკომა). დაუყოვლებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პროდუქტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, მიიღეთ სითხეები მის განსაზავებლად.

ეტაკორტილენის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეტაკორტილენის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი იმ შემთხვევაში, თუ ხართ ალერგიული დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

ასევე არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი შემდეგ შემთხვევებში: თვალშიგა ჰიპერტენზია, მარტივი ჰერპესი, რქოვანას ვირუსული ინფექციები მწვავე წყლულოვან ფაზაში, კონიუნქტივიტი წყლულოვანი კერატიტით საწყის ფაზაში (ფლუორესცეინის დადებითი ტესტი), ტუბერკულოზი და თვალის მიკოზი, მწვავე ჩირქოვანი ოფთალმია, ჩირქოვანი კონიუნქტივიტი, ჩირქოვანი და ჰერპესული ბლეფარიტი, ჯიბლიბო, რქოვანას დაზიანებები ან აბრაზიები.

პრეპარატი უკუნაჩვენებია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში; ის ასევე ზოგადად უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

ეტაკორტილენის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიგა წნევის მომატება. მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა შეამოწმოს თქვენი თვალშიგა წნევა იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ (1-დან 4 წლამდე) და მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ბროლის შემღვრევა (უკანა სუბკაფსულური კატარაქტა) (იხილეთ პუნქტი 4).

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ვირუსული ინფექციების არსებობისას ან ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი კონიუნქტივიტის არსებობისას შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამწვავებას ან შენიღბოს ინფექციის პროგრესირების ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2. „არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი“). ჰერპესული კერატიტის დროს კორტიკოსტეროიდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ოფთალმოლოგის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაზიანებების არსებობისას ანელებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას, ხელს უწყობს ნებისმიერი ინფექციის დაწყებას და გავრცელებას. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ეტაკორტილენის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 0.18 მგ ფოსფატს ყოველ წვეთში, რაც 3.66 მგ/მლ-ის ექვივალენტურია.

თუ თქვენ გაქვთ თვალის გამჭვირვალე გარე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, ფოსფატებმა შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს რქოვანაზე გაუმჭვირვალე ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტანისა და სახის მიდამოებში შეშუპებას და წონის მატებას, რადგან აღნიშნული, როგორც წესი, კუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებაა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ეტაკორტილენით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რიტონავირის ან კობიცისტატის სახელით ცნობილ პრეპარატს.

მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვაგვარად დარღვევა.

ბავშვები და მოზარდები

ეტაკორტილენი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. 3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს აშკარა საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ თვალისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტები ან სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ დექსამეტაზონის დონე სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს

ეს სამკურნალო პროდუქტი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში და უშუალო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს

ეტაკორტილენი, როგორც წესი, უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეტაკორტილენი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების უნარზე. როგორც თვალისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გარდამავალი დაბინდვა ამ პრეპარატის გამოყენებისას, დაელოდეთ სანამ მხედველობა გაგეწმინდებათ სატრანსპორტო საშუალების მართვამდე ან მანქანა-დანადგარების გამოყენებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ეტაკორტილენის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზის მხრივ:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც მიეკუთვნება იმავე პრეპრატების ჯგუფს, რასაც ეტაკორტილენი (კორტიკოსტეროიდები):

თვალის მხრივ:

ბროლის შემღვრევა, რაც გავლენას ახდენს მხედველობაზე (სუბკაფსულური კატარაქტა);

თვალის ინფექცია (ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების ჩათვლით);

თვალის გაღიზიანება;

თვალის პერფორაცია (სკლერის და რქოვანას პერფორაცია);

თვალის წნევის მომატება;

თვალის დაავადება თვალშიგა წნევის მომატების გამო (გლაუკომა);

თვალის წვის შეგრძნება;

დაბინდული მხედველობა (სიხშირე უცნობია).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც აღენიშნებათ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, განუვითარდათ გაუმჭვირვალე ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ჰორმონალური პრობლემები: სხეულზე თმის ზრდის მომატება (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული სტრიები სხეულის კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული ციკლი ან ციკლის შეწყვეტა, ორგანიზმში ცილის და კალციუმის დონეების ცვლილებები, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხება და სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება (ე.წ. „კუშინგის სინდრომი“) (იხილეთ პუნქტი 2 „სპეციალური სიფრთხილის ზომები“).

ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის შეჩერება და სათანადო თერაპიის დაწყება.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით ვებ-გვერდზე: http://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის უზრრუნველყოფას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი; 1 მლ ხსნარი შეიცავს 1.5 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.

ეტაკორტილენის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ეტაკორტილენი არის თვალის წვეთები, ხსნარი, ალუმინის პაკეტში წარმოდგენილია 0.3 მლ-იანი თვალის წვეთების 5 ერთჯერადი დოზის კონტეინერი.

შეფუთვაში წარმოდგენილია 10 ან 20 ერთჯერადი დოზის კონტეინერი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე SCAD ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხობს მითითებული თვის ბოლო დღეს და ვრცელდება სწორად შენახულ, დაუზიანებელ პროდუქტზე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ერთჯერადი დოზის კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე; ნარჩენი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს.

ალუმინის პაკეტის გახსნის შემდეგ კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში: აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ ნარჩენი კონტეინერები ექვემდებარება უტილიზაციას.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმ პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

1G103110P3

შეფუთვის ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ეტაკორტილენი 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული შეფუთვის ჩანართი, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არაა მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი

რა არის ეტაკორტილენი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ეტაკორტილენის გამოყენებამდე

ეტაკორტილენის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეტაკორტილენის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ეტაკორტილენი და რისთვის გამოიყენება იგი

ეტაკორტილენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კორტიკოსტეროიდს.

ეტაკორტილენი ნაჩვენებია გაზაფხულის, ალერგიული კონიუნქტივიტის, ალერგიული ბლეფარიტის და ბლეფაროკონიუნქტივიტის, ალერგიული კერატოკონიუნქტივიტის, სკლერიტის, ეპისკლერიტის და უვეიტის სამკურნალოდ.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული მკურნალობის დასასრულს თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან პირიქით გაუარესდება.

  • რა უნდა იცოდეთ ეტაკორტილენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი

არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი იმ შემთხვევაში, თუ ხართ ალერგიული დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

ასევე არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი შემდეგ შემთხვევებში: თვალშიგა ჰიპერტენზია, მარტივი ჰერპესი, რქოვანას ვირუსული ინფექციები მწვავე წყლულოვან ფაზაში, კონიუნქტივიტი წყლულოვანი კერატიტით საწყის ფაზაში (ფლუორესცეინის დადებითი ტესტი), ტუბერკულოზი და თვალის მიკოზი, მწვავე ჩირქოვანი ოფთალმია, ჩირქოვანი კონიუნქტივიტი, ჩირქოვანი და ჰერპესული ბლეფარიტი, ჯიბლიბო, რქოვანას დაზიანებები ან აბრაზიები.

პრეპარატი უკუნაჩვენებია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში; ის ასევე ზოგადად უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ეტაკორტილენის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიგა წნევის მომატება. მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა შეამოწმოს თქვენი თვალშიგა წნევა იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ (1-დან 4 წლამდე) და მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ბროლის შემღვრევა (უკანა სუბკაფსულური კატარაქტა) (იხილეთ პუნქტი 4).

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ვირუსული ინფექციების არსებობისას ან ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი კონიუნქტივიტის არსებობისას შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამწვავებას ან შენიღბოს ინფექციის პროგრესირების ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2. „არ გამოიყენოთ ეტაკორტილენი“). ჰერპესული კერატიტის დროს კორტიკოსტეროიდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ოფთალმოლოგის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაზიანებების არსებობისას ანელებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას, ხელს უწყობს ნებისმიერი ინფექციის დაწყებას და გავრცელებას. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ეტაკორტილენის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 0.18 მგ ფოსფატს ყოველ წვეთში, რაც 3.66 მგ/მლ-ის ექვივალენტურია.

თუ თქვენ გაქვთ თვალის გამჭვირვალე გარე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, ფოსფატებმა შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს რქოვანაზე გაუმჭვირვალე ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტანისა და სახის მიდამოებში შეშუპებას და წონის მატებას, რადგან აღნიშნული, როგორც წესი, კუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებაა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ეტაკორტილენით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რიტონავირის ან კობიცისტატის სახელით ცნობილ პრეპარატს.

მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვაგვარად დარღვევა.

ბავშვები და მოზარდები

ეტაკორტილენი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. 3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს აშკარა საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა პრეპარატები და ეტაკორტილენი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ თვალისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტები ან სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ დექსამეტაზონის დონე სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს

ეს სამკურნალო პროდუქტი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში და უშუალო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს

ეტაკორტილენი, როგორც წესი, უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ეტაკორტილენი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების უნარზე. როგორც თვალისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გარდამავალი დაბინდვა ამ პრეპარატის გამოყენებისას, დაელოდეთ სანამ მხედველობა გაგეწმინდებათ სატრანსპორტო საშუალების მართვამდე ან მანქანა-დანადგარების გამოყენებამდე.

  • ეტკორტილენის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა თვალის წვეთების ერთი წვეთი 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ეტაკორტილენი უნდა დაინიშნოს 3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აშკარა საჭიროების შემთხვევაში და უშუალო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენების ინსტრუქცია

  • კარგად დაიბანეთ ხელები.
  • დარწმუნდით ერთჯერადი დოზის კონტეინერის მთლიანობაში.
  • მოხსენით ერთჯერადი დოზის კონტეინერი ზოლიდან.

14859057150

158750280670

  • გახსენით ზედა ნაწილის დატრიალებით, ამოძრობის გარეშე.
  • ჩაასხით თვალის წვეთები ისე, რომ არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერით; აღნიშნული გზით შესაძლებელია დაბინძურების თავიდან აცილება.

774706350

ეტაკორტილენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ეტაკორტილენის გამოყენება დროებით და ეტაპობრივად, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება, დაზიანება ან თვალის წნევის უეცარი მომატება (მწვავე გლაუკომა). დაუყოვლებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პროდუქტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, მიიღეთ სითხეები მის განსაზავებლად.

ეტაკორტილენის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეტაკორტილენის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ეტაკორტილენის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზის მხრივ:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც მიეკუთვნება იმავე პრეპრატების ჯგუფს, რასაც ეტაკორტილენი (კორტიკოსტეროიდები):

თვალის მხრივ:

ბროლის შემღვრევა, რაც გავლენას ახდენს მხედველობაზე (სუბკაფსულური კატარაქტა);

თვალის ინფექცია (ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების ჩათვლით);

თვალის გაღიზიანება;

თვალის პერფორაცია (სკლერის და რქოვანას პერფორაცია);

თვალის წნევის მომატება;

თვალის დაავადება თვალშიგა წნევის მომატების გამო (გლაუკომა);

თვალის წვის შეგრძნება;

დაბინდული მხედველობა (სიხშირე უცნობია).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც აღენიშნებათ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, განუვითარდათ გაუმჭვირვალე ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ჰორმონალური პრობლემები: სხეულზე თმის ზრდის მომატება (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული სტრიები სხეულის კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული ციკლი ან ციკლის შეწყვეტა, ორგანიზმში ცილის და კალციუმის დონეების ცვლილებები, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხება და სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება (ე.წ. „კუშინგის სინდრომი“) (იხილეთ პუნქტი 2 „სპეციალური სიფრთხილის ზომები“).

ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის შეჩერება და სათანადო თერაპიის დაწყება.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით ვებ-გვერდზე: http://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის უზრრუნველყოფას.

  • ეტაკორტილენის შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე SCAD ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხობს მითითებული თვის ბოლო დღეს და ვრცელდება სწორად შენახულ, დაუზიანებელ პროდუქტზე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ერთჯერადი დოზის კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე; ნარჩენი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს.

ალუმინის პაკეტის გახსნის შემდეგ კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში: აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ ნარჩენი კონტეინერები ექვემდებარება უტილიზაციას.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმ პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ეტაკორტილენი

აქტიური ნივთიერება არის დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი; 1 მლ ხსნარი შეიცავს 1.5 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.

ეტაკორტილენის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ეტაკორტილენი არის თვალის წვეთები, ხსნარი, ალუმინის პაკეტში წარმოდგენილია 0.3 მლ-იანი თვალის წვეთების 5 ერთჯერადი დოზის კონტეინერი.

შეფუთვაში წარმოდგენილია 10 ან 20 ერთჯერადი დოზის კონტეინერი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სს S.I.F.I. - ერკოლე პატის ქუჩა 36 – 95025 აჩი სან’ანტონიო (CT)

წინამდებარე შეფუთვის ჩანართის ბოლო განახლების თარიღი: 2021 წლის ივლისი.

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სმარტფონის საშუალებით პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული QR კოდის სკანირებით. იგივე ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ URL-ზე: http://qr.sifigroup.com/1g103110.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა