ესპუმიზანი
Espumisan®
- მოქმედი ნივთიერება
- simeticone
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ რბილი კაფსულა №100 (4X25)
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Germany Eberbach GmbH(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044824
- რეგისტრირებულია
- 17 თებერვალი 2026, მოქმედებს 17 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ესპუმიზანი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
რეკომენებული დოზა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული ჩივილების, მაგალითად, მუცლის შებერილობის (მეტეორიზმი) ან აირების ჭარბი გამოყოფის, გადავსების შეგრძნების მკურნალობისთვის
ასაკი
დოზირება
მიღების სიხშირე
ბავშვები 6 წლის ასაკიდან, მოზარდები და მოზრდილები
2 კაფსულა
(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)
3-4-ჯერ დღეში
მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად, მაგალითად, რენტგენოგრაფიისთვის და ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის
გამოკვლევის წინა დღეს
დილით, გამოკვლევის
ჩატარების დღეს
2 კაფსულა 3-ჯერ დღეში (შეესაბამება სიმეთიკონის მთლიან დოზას - 240 მგ-ს)
2 კაფსულა
(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატ ესპუმიზანის მიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში რეკომენდებული არ არის, ამისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.
გამოყენების წესი
პრეპარატი ესპუმიზანი მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე ძილის წინ.
მითითება: პრეპარატ ესპუმიზანის მიღება შესაძლებელია აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
პრეპარატი ესპუმიზანი მიიღეთ, სანამ ჩივილები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ესპუმიზანის მიღება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გაეცანით აგრეთვე მე-2 პარაგრაფს “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ ესპუმიზანის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.
თუ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატ ესპუმიზანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. პრეპარატი ესპუმიზანი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება პრობლემების გარეშე.
პრეპარატ ესპუმიზანის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უშუალოდ ფიზიკური გზით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ განიცდის ქიმიურ ან ბიოლოგიურ გარდაქმნას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანის მიღება
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის, ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF-ის (E 110), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატ ესპუმიზანის მიღებამდე.
თუ ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებზე ახლახანს გამოვლინდა ან/და აქვს ქრონიკული ხასიათი, საჭიროა ექიმთან ვიზიტი ჩივილების მიზეზების და შესაძლო თანმხლები დაავადებების დასადგენად, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიმეთიკონის მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ორგანიზმში ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით მისი შეწოვის გათვალისწინებით, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ესპუმიზანის მიღებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების საფრთხე არ არსებობს.
პრეპარატ ესპუმიზანის ორსულებში გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ესპუმიზანი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- პრეპარატ ესპუმიზანის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ესპუმიზანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სიმეთიკონს, საშუალებას, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებისას, ასევე, მისი დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის საკვებ მასაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში არსებულ აირის ბუშტუკებს. გამოთავისუფლებული აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავის კედლის მიერ და გამოიყოფა ნაწლავის მოძრაობით.
გამოყენება
სიმპტომური მკურნალობისთვის აირებით გამოწვეული ჩივილების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) ან აირების ჭარბი გამოყოფა, გადავსების შეგრძნება
მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად, მაგალითად, რენტგენოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
პრეპარატი ესპუმიზანი გამოიყენება 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების სამკურნალოდ.
_______________________________________________________________________________
აირებით გამოწვეული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფუნქციური დარღვევების ნიშანი და შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის ან გადავსების, ნაადრევი დანაყრების შეგრძნების, ბოყინის, მუცლის ყურყურის, მუცლის შებერილობის სახით.
________________________________________________________________________________
მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანის მიღებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
3740785-15303500
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ესპუმიზანი
40 მგ, რბილი კაფსულები
სიმეთიკონი
- 16192559690ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული პრეპარატის სრული ჩანართი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული პრეპარატის სრული ჩანართი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანის მიღებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პრეპარატ ესპუმიზანის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ესპუმიზანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სიმეთიკონს, საშუალებას, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებისას, ასევე, მისი დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის საკვებ მასაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში არსებულ აირის ბუშტუკებს. გამოთავისუფლებული აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავის კედლის მიერ და გამოიყოფა ნაწლავის მოძრაობით.
გამოყენება
სიმპტომური მკურნალობისთვის აირებით გამოწვეული ჩივილების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) ან აირების ჭარბი გამოყოფა, გადავსების შეგრძნება
მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად, მაგალითად, რენტგენოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
პრეპარატი ესპუმიზანი გამოიყენება 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების სამკურნალოდ.
_______________________________________________________________________________
აირებით გამოწვეული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფუნქციური დარღვევების ნიშანი და შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის ან გადავსების, ნაადრევი დანაყრების შეგრძნების, ბოყინის, მუცლის ყურყურის, მუცლის შებერილობის სახით.
________________________________________________________________________________
მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანის მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი ესპუმიზანი
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის, ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF-ის (E 110), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატ ესპუმიზანის მიღებამდე.
თუ ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებზე ახლახანს გამოვლინდა ან/და აქვს ქრონიკული ხასიათი, საჭიროა ექიმთან ვიზიტი ჩივილების მიზეზების და შესაძლო თანმხლები დაავადებების დასადგენად, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ესპუმიზანი
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიმეთიკონის მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ორგანიზმში ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით მისი შეწოვის გათვალისწინებით, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ესპუმიზანის მიღებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების საფრთხე არ არსებობს.
პრეპარატ ესპუმიზანის ორსულებში გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ესპუმიზანი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენებული დოზა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული ჩივილების, მაგალითად, მუცლის შებერილობის (მეტეორიზმი) ან აირების ჭარბი გამოყოფის, გადავსების შეგრძნების მკურნალობისთვის
ასაკი
დოზირება
მიღების სიხშირე
ბავშვები 6 წლის ასაკიდან, მოზარდები და მოზრდილები
2 კაფსულა
(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)
3-4-ჯერ დღეში
მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად, მაგალითად, რენტგენოგრაფიისთვის და ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის
გამოკვლევის წინა დღეს
დილით, გამოკვლევის
ჩატარების დღეს
2 კაფსულა 3-ჯერ დღეში (შეესაბამება სიმეთიკონის მთლიან დოზას - 240 მგ-ს)
2 კაფსულა
(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატ ესპუმიზანის მიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში რეკომენდებული არ არის, ამისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.
გამოყენების წესი
პრეპარატი ესპუმიზანი მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე ძილის წინ.
მითითება: პრეპარატ ესპუმიზანის მიღება შესაძლებელია აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
პრეპარატი ესპუმიზანი მიიღეთ, სანამ ჩივილები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ესპუმიზანის მიღება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გაეცანით აგრეთვე მე-2 პარაგრაფს “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ ესპუმიზანის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.
თუ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატ ესპუმიზანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. პრეპარატი ესპუმიზანი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება პრობლემების გარეშე.
პრეპარატ ესპუმიზანის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უშუალოდ ფიზიკური გზით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ განიცდის ქიმიურ ან ბიოლოგიურ გარდაქმნას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანის მიღება
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
აღწერილია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ურტიკარიული გამონაყარი, გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და კანის სხვა რეაქციები სიმეთიკონის შემცველ სამკურნალო საშუალებებზე. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება (სიხშირე უცნობია).
ყვითელ “მზის ჩასვლას” FCF (E 110) შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218) შეუძლია გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (შესაძლოა, შენელებული ტიპის).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ ესპუმიზანის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან ეტიკეტზე და დასაკეც კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესპუმიზანის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
პრეპარატ ესპუმიზანის ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს.
სხვა კომპონენტები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) [Ph. Eur.], ჟელატინი, გლიცეროლი (85%-იანი), ქინოლინის ყვითელი (E 104), ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF (E 110).
პრეპარატ ესპუმიზანის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი ესპუმიზანი არის თითქმის მრგვალი, ყვითელი, ჟელატინის რბილი კაფსულა, რომელსაც აქვს ნაკერი და გლუვი ზედაპირი.
კაფსულის შემადგენლობა უფეროა და შეიძლება იყოს ოდნავ მღვრიე.
პრეპარატი ესპუმიზანი გამოდის შეფუთვებში
25 რბილი კაფსულით
50 რბილი კაფსულით
100 რბილი კაფსულით
შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08.2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


