ესპუმიზანი ექსტრა
Espumisan® Extra
- მოქმედი ნივთიერება
- simeticone
- ფორმა და შეფუთვა
- 125მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
- მწარმოებელი
- Hermes Pharma GesmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045340
- რეგისტრირებულია
- 30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა.მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ესპუმიზანი ექსტრა — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 14 წლის ასაკიდან მოზარდებმა უნდა მიიღონ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.
საჭიროებისას დოზის გაზრდა შეიძლება 2 პაკეტამდე.
სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 6 პაკეტზე მეტი, რაც შეესაბამება 750 მგ სიმეთიკონს.
6-14 წლის ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.
სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 3 პაკეტზე მეტი, რაც შეესაბამება 375 მგ სიმეთიკონს.
მცირე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.
გამოყენების წესი
გრანულები დაიყარეთ პირდაპირ ენაზე და გადაყლაპეთ. სურვილისამებრ, შეიძლება მცირე რაოდენობის წყლის მიყოლება.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების დინამიკაზე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, დარღვევების შენარჩუნების შემთხვევაში, გაეცანით მე-2 პარაგრაფს „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
თუ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება სიმპტომების გარეშე.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აირების წარმოქმნით გამოწვეული დარღვევები ასევე შეიძლება იყოს კუჭის ან ნაწლავის უფრო სერიოზული დაავადებების ნიშანი. სიმპტომები შეიძლება იყოს მოჭერის და გადავსების შეგრძნება, ბოყინი, „ყურყური“ მუცელში და შებერილობა. ასეთი დარღვევების ახლახან გამოვლენის და/ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა. ის დაადგენს, არის თუ არა ე.წ. ძირითადი დაავადება, რომელიც საჭიროებს სხვა ტიპის მკურნალობას.
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა შეიცავს სორბიტს
თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ გრანულებს, რომლებიც შეიცავს სიმეთიკონს – ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერებას. პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რის გამოც მოქმედი ნივთიერება სწრაფად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ის ავლენს თავის აქტივობას.
გამოყენება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნით გამოწვეული დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), აირების მომატებული გამოყოფა და გადავსების შეგრძნება.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
3787856-323674
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ესპუმიზანი ექსტრა
125 მგ
გრანულები წყლის გარეშე
სიმეთიკონი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ გრანულებს, რომლებიც შეიცავს სიმეთიკონს – ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერებას. პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რის გამოც მოქმედი ნივთიერება სწრაფად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ის ავლენს თავის აქტივობას.
გამოყენება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნით გამოწვეული დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), აირების მომატებული გამოყოფა და გადავსების შეგრძნება.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აირების წარმოქმნით გამოწვეული დარღვევები ასევე შეიძლება იყოს კუჭის ან ნაწლავის უფრო სერიოზული დაავადებების ნიშანი. სიმპტომები შეიძლება იყოს მოჭერის და გადავსების შეგრძნება, ბოყინი, „ყურყური“ მუცელში და შებერილობა. ასეთი დარღვევების ახლახან გამოვლენის და/ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა. ის დაადგენს, არის თუ არა ე.წ. ძირითადი დაავადება, რომელიც საჭიროებს სხვა ტიპის მკურნალობას.
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა შეიცავს სორბიტს
თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
მოზრდილებმა და 14 წლის ასაკიდან მოზარდებმა უნდა მიიღონ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.
საჭიროებისას დოზის გაზრდა შეიძლება 2 პაკეტამდე.
სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 6 პაკეტზე მეტი, რაც შეესაბამება 750 მგ სიმეთიკონს.
6-14 წლის ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.
სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 3 პაკეტზე მეტი, რაც შეესაბამება 375 მგ სიმეთიკონს.
მცირე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.
გამოყენების წესი
გრანულები დაიყარეთ პირდაპირ ენაზე და გადაყლაპეთ. სურვილისამებრ, შეიძლება მცირე რაოდენობის წყლის მიყოლება.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების დინამიკაზე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, დარღვევების შენარჩუნების შემთხვევაში, გაეცანით მე-2 პარაგრაფს „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
თუ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება სიმპტომების გარეშე.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას მიღება
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
სიმეთიკონის შემცველი პრეპარატების მიღების შემდეგ ცნობილია ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და კანის სხვა რეაქციები. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება (სიხშირე უცნობია).
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
ერთი პაკეტი შეიცავს 125 მგ სიმეთიკონს.
პრეპარატის სხვა კომპონენტებია: სორბიტოლი, ტალკი, ვაშლის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი, ნაღების არომატიზატორი.
პრეპარატ ესპუმიზანი ექსტრას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა არის თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები.
პრეპარატი ესპუმიზანი ექსტრა გამოდის შეფუთვაში 8, 14 და 28 პაკეტით, თითოეულ პაკეტში 0.8 გ გრანულებით.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
მწარმოებელი
ჰერმეს ფარმა გეს.მ.ბ.ჰ.
შვიმშულვეგი 1ა
9400 ვოლფსბერგი
ავსტრია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08.2022 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


