ესპუმიზანი ბეიბი
Espumisan® Baby
- მოქმედი ნივთიერება
- simeticone
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045162
- რეგისტრირებულია
- 2 აპრილი 2026, მოქმედებს 2 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ესპუმიზანი ბეიბი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ამ სამკურნალო საშუალების დოზა განისაზღვრება სიმპტომების ინტენსივობის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა:
თვითმკურნალობის შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ
ასაკობრივი ჯგუფი
დოზა წვეთებში
(პიპეტი)
ჩვილები
5-10 წვეთს უმატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ ჩვილს პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ
1-6 წელი
10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
6-14 წელი
10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
მოზარდები და მოზრდილები
20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
ამ პრეპარატის მიღება შეიძლება ასევე ოპერაციის შემდეგ ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე, ძილის წინ საჭიროების შემთხვევაში.
ეს პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მანამ, სანამ ჩივილები გრძელდება, მაგრამ, სამედიცინო კონსულტაციის გარეშე, არა უმეტეს 14 დღისა
ეს პრეპარატი ხანგრძლივად მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ასევე იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
დიაგნოსტიკური პროცედურების წინ ექიმის დანიშნულებით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
1 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ - გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 1 მლ- გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით
როგორც დამხმარე საშუალება საკონტრასტო სუსპენზიაზე დანამატის სახით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
2-4 მლ კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად
კუჭისა და წვრილი ნაწლავის გამოკვლევის წინ (ენდოსკოპია) ექიმის მეთვალყურეობით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში გამოკვლევის ჩატარებისას ქაფის ბუშტუკების გასაქრობად უკეთესი ხილვადობის მიზნით.
გამოყენების წესი
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
პიპეტის გამოყენება (10-25 წვეთი):
ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად, პიპეტის თავით ქვევით.
25 წვეთი შეესაბამება 1 მლ ემულსიას (შეესაბამება 100 მგ სიმეთიკონს).
საზომი ხუფის გამოყენება:
საზომი ხუფი, როგორც დოზირების ხელსაწყო, გრადუირების ხაზებით მილილიტრებში დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი-საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროებისას (მაგალითად, თუ საჭიროა 25 წვეთი ან მეტი), შეიძლება მისი მოხსნა და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.
მითითება: საზომი ხუფი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის საშიშროების გამო.
თუ მიიღეთ/გამოიყენეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის საჭიროზე მეტი რაოდენობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღებამ გამოიწვიოს რომელიმე არასასურველი მოვლენა. პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებასაც კი არ ახლავს რაიმე პრობლემები. ამ სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით. სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ იცვლება ქიმიურად ან ფერმენტულად ნაწლავებში გავლისას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება
ეს დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება
შესაძლებელია, დარღვევები განახლდეს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ამ პრეპარატს სხვები მიიღებენ, ეს შესაძლოა მათაც შეეხოს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ახალი ჩივილების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში სიმპტომები არ ალაგდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
განსაკუთრებული პირობები აღნიშნული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. ვინაიდან არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ორსულობის პერიოდში, სიფრთხილეა საჭირო ორსულებსა და მეძუძურ ქალებში დანიშვნისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი შეიცავს ნატრიუმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების 1 მლ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არსებობს პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის დოზის განსაზღვრის ორი მეთოდი:
იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება:
პიპეტით;
მილილიტრებით (მლ) გრადუირებული საზომი ხუფით.
საზომი ხელსაწყოების გამოყენების დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოზირების ცხრილის ქვემოთ.
გვერდითი მოვლენები
- პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი და რისთვის გამოიყენება
ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომების სამკურნალოდ
(აირების წარმოქმნა და დაგროვება) და მისაღებია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ის მოქმედებს საკვების მასაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში არსებული გაზის ბუშტუკების დაშლის გზით. ამ პროცესში გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედელში, ასევე გამოიყოფა ნაწლავის მოძრაობით.
პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი გამოიყენება:
როგორც თვითმკურნალობა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული ჩივილების სიმპტომური მკურნალობისთვის, მაგალითად, ნაწლავებში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), აირების ჭარბი გამოყოფა ან კოლიკა ჩვილებში (სამთვიანთა კოლიკა).
ექიმის მეთვალყურეობით:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ, მაგალითად, აირების ჭარბწარმოქმნა ნაწლავებში ოპერაციის შემდეგ;
მუცლის არეში დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად (მაგ, რენტგენოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევები, როგორც დამხმარე საშუალება საკონტრასტო სუსპენზიაზე დანამატის სახით).
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ ან გაგიუარესდათ.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
4117340-32512000
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ესპუმიზანი ბეიბი
100 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია
სიმეთიკონი
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული პრეპარატის სრული ჩანართი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მიმართეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი და რისთვის გამოიყენება
ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომების სამკურნალოდ
(აირების წარმოქმნა და დაგროვება) და მისაღებია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ის მოქმედებს საკვების მასაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში არსებული გაზის ბუშტუკების დაშლის გზით. ამ პროცესში გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედელში, ასევე გამოიყოფა ნაწლავის მოძრაობით.
პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი გამოიყენება:
როგორც თვითმკურნალობა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული ჩივილების სიმპტომური მკურნალობისთვის, მაგალითად, ნაწლავებში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), აირების ჭარბი გამოყოფა ან კოლიკა ჩვილებში (სამთვიანთა კოლიკა).
ექიმის მეთვალყურეობით:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ, მაგალითად, აირების ჭარბწარმოქმნა ნაწლავებში ოპერაციის შემდეგ;
მუცლის არეში დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად (მაგ, რენტგენოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევები, როგორც დამხმარე საშუალება საკონტრასტო სუსპენზიაზე დანამატის სახით).
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ ან გაგიუარესდათ.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ამ პრეპარატს სხვები მიიღებენ, ეს შესაძლოა მათაც შეეხოს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ახალი ჩივილების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში სიმპტომები არ ალაგდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ესპუმიზანი ბეიბი
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
განსაკუთრებული პირობები აღნიშნული არ არის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. ვინაიდან არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ორსულობის პერიოდში, სიფრთხილეა საჭირო ორსულებსა და მეძუძურ ქალებში დანიშვნისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი შეიცავს ნატრიუმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების 1 მლ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ბეიბი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არსებობს პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის დოზის განსაზღვრის ორი მეთოდი:
იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება:
პიპეტით;
მილილიტრებით (მლ) გრადუირებული საზომი ხუფით.
საზომი ხელსაწყოების გამოყენების დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოზირების ცხრილის ქვემოთ.
დოზირება
ამ სამკურნალო საშუალების დოზა განისაზღვრება სიმპტომების ინტენსივობის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა:
თვითმკურნალობის შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების სიმპტომების სამკურნალოდ
ასაკობრივი ჯგუფი
დოზა წვეთებში
(პიპეტი)
ჩვილები
5-10 წვეთს უმატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ ჩვილს პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ
1-6 წელი
10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
6-14 წელი
10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
მოზარდები და მოზრდილები
20 წვეთი 3-5-ჯერ დღეში
ამ პრეპარატის მიღება შეიძლება ასევე ოპერაციის შემდეგ ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე, ძილის წინ საჭიროების შემთხვევაში.
ეს პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მანამ, სანამ ჩივილები გრძელდება, მაგრამ, სამედიცინო კონსულტაციის გარეშე, არა უმეტეს 14 დღისა
ეს პრეპარატი ხანგრძლივად მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ასევე იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
დიაგნოსტიკური პროცედურების წინ ექიმის დანიშნულებით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
1 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ - გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 1 მლ- გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით
როგორც დამხმარე საშუალება საკონტრასტო სუსპენზიაზე დანამატის სახით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
2-4 მლ კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად
კუჭისა და წვრილი ნაწლავის გამოკვლევის წინ (ენდოსკოპია) ექიმის მეთვალყურეობით
დოზა მლ-ში
(საზომი ხუფი)
2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში გამოკვლევის ჩატარებისას ქაფის ბუშტუკების გასაქრობად უკეთესი ხილვადობის მიზნით.
გამოყენების წესი
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
პიპეტის გამოყენება (10-25 წვეთი):
ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად, პიპეტის თავით ქვევით.
25 წვეთი შეესაბამება 1 მლ ემულსიას (შეესაბამება 100 მგ სიმეთიკონს).
საზომი ხუფის გამოყენება:
საზომი ხუფი, როგორც დოზირების ხელსაწყო, გრადუირების ხაზებით მილილიტრებში დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი-საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროებისას (მაგალითად, თუ საჭიროა 25 წვეთი ან მეტი), შეიძლება მისი მოხსნა და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.
მითითება: საზომი ხუფი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის საშიშროების გამო.
თუ მიიღეთ/გამოიყენეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის საჭიროზე მეტი რაოდენობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღებამ გამოიწვიოს რომელიმე არასასურველი მოვლენა. პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებასაც კი არ ახლავს რაიმე პრობლემები. ამ სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით. სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ იცვლება ქიმიურად ან ფერმენტულად ნაწლავებში გავლისას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება
ეს დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის მიღება
შესაძლებელია, დარღვევები განახლდეს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4 შესაძლო გვერდითი ეფექტები
აღწერილია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ურტიკარიული გამონაყარი, გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და კანის სხვა რეაქციები სიმეთიკონის შემცველ სამკურნალო საშუალებებზე. არსებული მონაცემებზე დაყრდნობით სიხშირის შეფასება შეუძლებელია (სიხშირე უცნობია).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
1 მლ შიგნით მისაღები ემულსია შეიცავს 100 მგ სიმეთიკონს.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა (E200), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) – pH-ის დასარეგულირებლად, ნატრიუმის ქლორიდი, კარბომერები, ნატრიუმის ციტრატი (E331), სუკრალოზა (E955), გაწმენდილი წყალი.
პრეპარატ ესპუმიზანი ბეიბის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ესპუმიზანი ბეიბი არის რძისფერი-თეთრი ფერის, ოდნავ ბლანტი ემულსია, 30 მლ ან 50 მლ ტევადობის ქარვისფერ მინის ფლაკონში ეტიკეტით, პიპეტით, თავსახურით, რომელიც აღჭურვილია გახსნისგან დამცავი მექანიზმით (ხრახნიანი თავსახური მოსახსნელი რგოლით) და მასთან მიმაგრებული საზომი ხუფით.
ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია სითხის თანდათანობით გაყვითლება.
შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2024 წლის თებერვალი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


