დიალაკი
DIALAC
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასასა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (simeticone)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- World Medicine ilac San ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037210
- რეგისტრირებულია
- 27 იანვარი 2023, მოქმედებს 27 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიალაკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასასა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე.
აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, ასევე გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით (აირების ყლაპვა, აგზნებადობა-ნევროზულობა, კვებითი დარღვევები);
მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად, მაგ.: რენტგენოგრაფია, სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა), ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია), კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებზე დანამატის სახით;
როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლისას.
მიღების წესი და დოზირება
25 წვეთი (1 მლ შიგნით მისაღები ემულსია) შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები (მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი, ახალშობილთა კოლიკა (“სამთვიანთა კოლიკა”):
ასაკი
დოზირება წვეთებში (მლ)
მიღების სიხშირე
ახალშობილები და ჩვილები
25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით)
1-6 წლის ასაკის ბავშვები
25 წვეთი (1 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
6-14 წლის ასაკის ბავშვები
25-50 წვეთი (1-2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები
50 წვეთი (2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად:
რენტგენოგრაფია, სონოგრაფია(ულტრაბგერითი გამოკვლევა):
გამოკვლევამდე 24 საათით ადრე
დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს
2 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში
(50 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში)
მლ (50 წვეთი)
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
4-8 მლ (100-200 წვეთი) ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე
ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია):
ენდოსკოპიის წინ - 4-8 მლ (100-200 წვეთი)
ენდოსკოპიის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ენდოსკოპის არხით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომელიც ხელს უშლის გამოკვლევის ჩატარებას.
სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, ქაფის ჩამქრობი საშუალების სახით:
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით:
ასაკი
დოზირება
ბავშვები
2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შემცველობის 1/3-მდე 30 მლ-ზე)
მოზრდილები
10-20 მლ (ფლაკონის შემცველობის 1/3-დან 2/3-მდე 30 მლ-ზე)
მიღების გზა: ორალური.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
რეკომენდებულია დიალაკის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მისი თერაპიული გამოყენების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ძილის წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მერყეობს პაციენტების მდგომარეობის შესაბამისად.
ბავშვები:
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, საჭიროა დოზისა და მიღების სიხშირის, გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა.
ხანდაზმულები:
ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
თირკმლის უკმარისობა: პაციენტები თირკმლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტები ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
უკუჩვენებები
ალერგია დიალაკის აქტიური ნივთიერების - სიმეტიკონის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გამოვლენის და/ან მათი ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება დაავადების გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა მოIტხოვდეს სხვა სახის მკურნალობას.
დიალაკი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ დოზაში. ის რეალურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
განსაკუთრებული პოპულაცია:
არ არსებობს ურთიერთქმედების კვლევა სპეციალურ პოპულაციასთან დაკავშირებით.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევა პედიატრიულ პოპულაციაში არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული ასაკის ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
დადგენილი არ არის.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ადამიანებზე ჩატარებული არასაკმარისი კონტროლირებადი კვლევების გამო, დიალაკი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასებით.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობის/და-ან/ემბრიონის/ნაყოფის განვითარების/და-ან/დაბადების/და-ან/პოსტნატალური განვითარების თვალსაზრისით. (იხ. შექცია 5.3.) პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია.
დიალაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია.
ლაქტაციის პერიოდი
კვლევები, რომლებიც აჩვენებს, გამოიყოფა თუ არა სიმეტიკონი დედის რძეში, არასაკმარისია, ამიტომ სარგებელი/რისკის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე. დიალაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია.
რეპროდუქციული ასაკი/ნაყოფიერება
არ არსებობს მონაცემები რეპროდუქციულ ასაკზე/ნაყოფიერებაზე დიალაკის (სიმეტიკონის) ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, დიალაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დიალაკის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღინიშნება.
სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≤1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); ზომიერი სიხშირის (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000-მდე). უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური დარღვევები
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, შეშუპება ენაზე, შეშუპება სახეზე, სუნთქვის გაძნელება).
ჭარბი დოზა
სიმეტიკონი არ შეიწოვება და არ გარდაიქმნება ქიმიურად ან ფერმენტულად კუჭ-ნაწლავში. შესაბამისად, ინტოქსიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. სიმეტიკონის წვეთების დიდი რაოდენობით მიღება არ იწვევს რაიმე სიმპტომების გამოვლინებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
სიმეტიკონი.
ემულსიის 1 მლ შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები:
ემულსიის 1 მლ შეიცავს: ნატრიუმის საქარინის მარილი – 0.20 მგ, ნატრიუმის ციკლამატი – 0.60 მგ, ნატრიუმის ქლორიდი - 1.00 მგ, ნატრიუმის ციტრატი უწყლო – 0.30 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი – საკმარისი რაოდენობით.
1 მლ = 25 წვეთი
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25˚C.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
დიალაკი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსიის ფორმით, ბანანის გემოთი. ემულსია მოთავსებულია 30 მლ მოცულობის III ტიპის მინის ბოთლში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადებების დროს.
კოდი ATC: A03AX13.
სიმეტიკონი, როგორც აქტიური ნივთიერება შეიცავს სტაბილურ, ზედაპირულად აქტიურ პოლიდიმეთილსილოქსანს. ის ცვლის ბოლუსში და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანში აღმოჩენილი გაზის ბუშტების ზედაპირულ დაძაბულობას და იწვევს მათ დაშლას.
შემდეგ გამოთავისუფლებული აირები შეიძლება შეიწოვოს ნაწლავის კედლით, ასევე გამოიდევნოს ნაწლავის პერისტალტიკით.
სიმეტიკონის ქიმიური და ფერმენტული გარდაქმნა არ ხდება, ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
სიმეტიკონი არ შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.
განაწილება:
არ არის საკმარისი ინფორმაცია სიმეთიკონის გადანაწილების შესახებ.
მეტაბოლიზმი:
სიმეტიკონი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში.
გამოყოფა:
სიმეტიკონი გამოიყოფა უცვლელი სახით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლის შემდეგ.
დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში:
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ინფორმაცია სპეციალისტებისთვის
პრეპარატის დასახელება
დიალაკი (DIALAC)
სიმეტიკონი, 40 მგ/მლ ორალური წვეთები, ემულსია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
სიმეტიკონი.
ემულსიის 1 მლ შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები:
ემულსიის 1 მლ შეიცავს: ნატრიუმის საქარინის მარილი – 0.20 მგ, ნატრიუმის ციკლამატი – 0.60 მგ, ნატრიუმის ქლორიდი - 1.00 მგ, ნატრიუმის ციტრატი უწყლო – 0.30 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი – საკმარისი რაოდენობით.
1 მლ = 25 წვეთი
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
თეთრი ან მოთეთრო ფერის ემულსია, ბანანის გემოთი.
კლინიკური მახასითებლები
თერაპიული ჩვენებები
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასასა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე.
აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, ასევე გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით (აირების ყლაპვა, აგზნებადობა-ნევროზულობა, კვებითი დარღვევები);
მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად, მაგ.: რენტგენოგრაფია, სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა), ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია), კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებზე დანამატის სახით;
როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლისას.
მიღების წესი და დოზირება
25 წვეთი (1 მლ შიგნით მისაღები ემულსია) შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები (მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი, ახალშობილთა კოლიკა (“სამთვიანთა კოლიკა”):
ასაკი
დოზირება წვეთებში (მლ)
მიღების სიხშირე
ახალშობილები და ჩვილები
25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით)
1-6 წლის ასაკის ბავშვები
25 წვეთი (1 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
6-14 წლის ასაკის ბავშვები
25-50 წვეთი (1-2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები
50 წვეთი (2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად:
რენტგენოგრაფია, სონოგრაფია(ულტრაბგერითი გამოკვლევა):
გამოკვლევამდე 24 საათით ადრე
დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს
2 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში
(50 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში)
მლ (50 წვეთი)
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
4-8 მლ (100-200 წვეთი) ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე
ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია):
ენდოსკოპიის წინ - 4-8 მლ (100-200 წვეთი)
ენდოსკოპიის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ენდოსკოპის არხით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომელიც ხელს უშლის გამოკვლევის ჩატარებას.
სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, ქაფის ჩამქრობი საშუალების სახით:
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით:
ასაკი
დოზირება
ბავშვები
2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შემცველობის 1/3-მდე 30 მლ-ზე)
მოზრდილები
10-20 მლ (ფლაკონის შემცველობის 1/3-დან 2/3-მდე 30 მლ-ზე)
მიღების გზა: ორალური.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
რეკომენდებულია დიალაკის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მისი თერაპიული გამოყენების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ძილის წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მერყეობს პაციენტების მდგომარეობის შესაბამისად.
ბავშვები:
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, საჭიროა დოზისა და მიღების სიხშირის, გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა.
ხანდაზმულები:
ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
თირკმლის უკმარისობა: პაციენტები თირკმლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტები ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
უკუჩვენება:
ალერგია დიალაკის აქტიური ნივთიერების - სიმეტიკონის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გამოვლენის და/ან მათი ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება დაავადების გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა მოIტხოვდეს სხვა სახის მკურნალობას.
დიალაკი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ დოზაში. ის რეალურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
განსაკუთრებული პოპულაცია:
არ არსებობს ურთიერთქმედების კვლევა სპეციალურ პოპულაციასთან დაკავშირებით.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევა პედიატრიულ პოპულაციაში არ ჩატარებულა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რეპროდუქციული ასაკის ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
დადგენილი არ არის.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ადამიანებზე ჩატარებული არასაკმარისი კონტროლირებადი კვლევების გამო, დიალაკი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასებით.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობის/და-ან/ემბრიონის/ნაყოფის განვითარების/და-ან/დაბადების/და-ან/პოსტნატალური განვითარების თვალსაზრისით. (იხ. შექცია 5.3.) პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია.
დიალაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია.
ლაქტაციის პერიოდი
კვლევები, რომლებიც აჩვენებს, გამოიყოფა თუ არა სიმეტიკონი დედის რძეში, არასაკმარისია, ამიტომ სარგებელი/რისკის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე. დიალაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია.
რეპროდუქციული ასაკი/ნაყოფიერება
არ არსებობს მონაცემები რეპროდუქციულ ასაკზე/ნაყოფიერებაზე დიალაკის (სიმეტიკონის) ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, დიალაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დიალაკის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღინიშნება.
სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≤1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); ზომიერი სიხშირის (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000-მდე). უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური დარღვევები
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, შეშუპება ენაზე, შეშუპება სახეზე, სუნთქვის გაძნელება).
ჭარბი დოზირება
სიმეტიკონი არ შეიწოვება და არ გარდაიქმნება ქიმიურად ან ფერმენტულად კუჭ-ნაწლავში. შესაბამისად, ინტოქსიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. სიმეტიკონის წვეთების დიდი რაოდენობით მიღება არ იწვევს რაიმე სიმპტომების გამოვლინებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადებების დროს.
კოდი ATC: A03AX13.
სიმეტიკონი, როგორც აქტიური ნივთიერება შეიცავს სტაბილურ, ზედაპირულად აქტიურ პოლიდიმეთილსილოქსანს. ის ცვლის ბოლუსში და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანში აღმოჩენილი გაზის ბუშტების ზედაპირულ დაძაბულობას და იწვევს მათ დაშლას.
შემდეგ გამოთავისუფლებული აირები შეიძლება შეიწოვოს ნაწლავის კედლით, ასევე გამოიდევნოს ნაწლავის პერისტალტიკით.
სიმეტიკონის ქიმიური და ფერმენტული გარდაქმნა არ ხდება, ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
სიმეტიკონი არ შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.
განაწილება:
არ არის საკმარისი ინფორმაცია სიმეთიკონის გადანაწილების შესახებ.
მეტაბოლიზმი:
სიმეტიკონი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში.
გამოყოფა:
სიმეტიკონი გამოიყოფა უცვლელი სახით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლის შემდეგ.
დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში:
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.
უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
სიმეტიკონი ქიმიურად ინერტულია და არ შეიწოვება ნაწლავის სანათურიდან. წინაკლინიკური მონაცემების საფუძველზე, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ სიმეტიკონი არ ქმნის სპეციფიურ საფრთხეს ადამიანებისათვის.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებები
ემულსიის 1 მლ შეიცავს: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცეროლის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინის მარილი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ბანანის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი - საკმარისი რაოდენობით, გაწმენდილი წყალი - საკმარისი რაოდენობით 1 მლ-ის მისაღებად.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25˚C.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
დიალაკი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსიის ფორმით, ბანანის გემოთი. ემულსია მოთავსებულია 30 მლ მოცულობის III ტიპის მინის ბოთლში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
მწარმოებელი:
World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


