აერო-OM
Aero-OM®
მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება. აერო-OM შეიცავს სიმეთიკონს აქტიური ნივთიერების სახით. სიმეთიკონი მიეკუთვნება იმ ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ გაზების დაგროვებას კუჭსა და ნაწლავებში. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (simeticone)
- ფორმა და შეფუთვა
- 42მგ საღეჭი ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- Medinfar Manufacturing, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041949
- რეგისტრირებულია
- 4 სექტემბერი 2024, მოქმედებს 4 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- -
აერო-OM — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.
აერო-OM შეიცავს სიმეთიკონს აქტიური ნივთიერების სახით. სიმეთიკონი მიეკუთვნება იმ ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ გაზების დაგროვებას კუჭსა და ნაწლავებში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები.
აერო-OM გამოიყენება მუცლის ფუნქციური შებერილობის, დაჭიმულობისა და მეტეორიზმის სამკურნალოდ (სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია აირების დაგროვებასთან).
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან გრძნობთ უარესად, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
12 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ან 2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ხოლო მოზრდილებისთვის 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გზით და ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
გამოყენება ბავშვებში
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გამო.
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ აერო-OM-ის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აერო-OM
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ აერო-OM-ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ.
თუ წყვეტთ აერო-OM-ის მიღებას
აერო-OM-ით მკურნალობის შეწყვეტას არანაირი გვერდითი მოვლენები არ აქვს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ნუ მიიღებთ აერო-OM-ს:
- თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (მითითებული მე-6 პარაგრაფში);
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აერო-OM-ის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
თუ გაგიჭირდათ ტაბლეტების დაღეჭვა.
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ნაწლავის გაუვალობაზე (ილეუსი) ეჭვის შემთხვევაში.
ბავშვები
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების მცირე ინფორმაციის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში გაქვთ მუღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
აერო-OM არ უნდა იქნას გამოყენებული თხევად პარაფინთან ერთად - საფაღარათო საშუალება, რომელიც წარმოადგენს მინერალურ ზეთს.
აერო-OM საკვებთან ან სასმელთან ერთად
არ აქვს გავლენა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა:
ორსულობის დროს სიმეთიკონის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭიდან ან ნაწლავებიდან, პოტენციური რისკი ძალიან დაბალია. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს მისი გამოყენების შესახებ, აერო-OM-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ძუძუთი კვება:
სიმეთიკონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ არის. თუმცა, რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭიდან ან ნაწლავებიდან, პოტენციური რისკი ძალიან დაბალია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან,
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ აქვს გავლენა.
აერო-OM შეიცავს საქაროზას.
პაციენტებმა, რომლებიც არიან დიაბეტით დაავადებულნი ან ექვემდებარებიან შაქრის შემცირების რეჟიმს, უნდა გაითვალისწინონ, რომ აერო-OM შეიცავს საქაროზას (435 მგ თითოეულ საღეჭ ტაბლეტში).
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ამ მედიკამენტის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი იშვიათი გვერდითი მოვლენები როგორიცაა დიარეა და მუცლის ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა (ილეუსი) გულისრევა და ღებინება. აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების იშვიათი შემთხვევები (მინიმუმ 1 შემთხვევა 10, 000 პაციენტში), როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის და ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
თუ მითითებული სიმპტომებიდან გამოვლინდა ერთი ან რამდენიმე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ. არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
თუ რომელიმე გვერდითმა მოვლენამ მიიღო სერიოზული სახე ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის შესაძლო გვერდითი მოვლენები რომელიც არ არის მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო რეკვიზიტების გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
INFARMED, I.P.
Direção de Gestão do Risco de Medicamentos
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
სამკურნალო პროდუქტის ხაზი: 800 222 444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
ელ.ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა სიმეთიკონი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 42 მგ სიმეთიკონს.
- სხვა კომპონენტებია: საქაროზა, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და ვანილინი.
აერო-OM-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აერო-OM არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის საღეჭი ტაბლეტი.
შეფუთვაში მოთავსებულია 20, 60 ან 100 საღეჭი ტაბლეტი.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
Medinfar Consumer Health - Produtos Farmacêuticos, Lda.
რუა ჰენრიკე პაივა კუსეირო, 27 - ვენდა ნოვა
2700-451 ამადორა
პორტუგალია
შენახვის პირობები
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ბლისტერის დაზიანების ნიშნებს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აერო-OM, 42 მგ, საღეჭი ტაბლეტები
სიმეთიკონი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან ზუსტად მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთანის დანიშნულების მიხედვით.
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. იხილეთ პარაგრაფი 4.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან გრძნობთ უარესად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
რას შეიცავს ეს გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის აერო-OM და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ აერო-OM-ის მიღებამდე. 3. როგორ უნდა მიიღოთ აერო-OM. 4. სავარაუდო გვერდითი მოვლენები. 5. როგორ შევინახოთ აერო-OM.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის აერო-OM და რისთვის გამოიყენება ის.
მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.
აერო-OM შეიცავს სიმეთიკონს აქტიური ნივთიერების სახით. სიმეთიკონი მიეკუთვნება იმ ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ გაზების დაგროვებას კუჭსა და ნაწლავებში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები.
აერო-OM გამოიყენება მუცლის ფუნქციური შებერილობის, დაჭიმულობისა და მეტეორიზმის სამკურნალოდ (სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია აირების დაგროვებასთან).
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან გრძნობთ უარესად, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
- რა უნდა იცოდეთ აერო-OM-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ აერო-OM-ს:
- თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (მითითებული მე-6 პარაგრაფში);
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აერო-OM-ის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
თუ გაგიჭირდათ ტაბლეტების დაღეჭვა.
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ნაწლავის გაუვალობაზე (ილეუსი) ეჭვის შემთხვევაში.
ბავშვები
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების მცირე ინფორმაციის გამო.
სხვა მედიკამენტები და Aero-OM
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში გაქვთ მუღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
აერო-OM არ უნდა იქნას გამოყენებული თხევად პარაფინთან ერთად - საფაღარათო საშუალება, რომელიც წარმოადგენს მინერალურ ზეთს.
აერო-OM საკვებთან ან სასმელთან ერთად
არ აქვს გავლენა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა:
ორსულობის დროს სიმეთიკონის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭიდან ან ნაწლავებიდან, პოტენციური რისკი ძალიან დაბალია. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს მისი გამოყენების შესახებ, აერო-OM-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ძუძუთი კვება:
სიმეთიკონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ არის. თუმცა, რადგან სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭიდან ან ნაწლავებიდან, პოტენციური რისკი ძალიან დაბალია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან,
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ აქვს გავლენა.
აერო-OM შეიცავს საქაროზას.
პაციენტებმა, რომლებიც არიან დიაბეტით დაავადებულნი ან ექვემდებარებიან შაქრის შემცირების რეჟიმს, უნდა გაითვალისწინონ, რომ აერო-OM შეიცავს საქაროზას (435 მგ თითოეულ საღეჭ ტაბლეტში).
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- როგორ მიიღება აერო-OM
მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
12 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ან 2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ხოლო მოზრდილებისთვის 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გზით და ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
გამოყენება ბავშვებში
აერო-OM საღეჭი ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გამო.
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ აერო-OM-ის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აერო-OM
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ აერო-OM-ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ.
თუ წყვეტთ აერო-OM-ის მიღებას
აერო-OM-ით მკურნალობის შეწყვეტას არანაირი გვერდითი მოვლენები არ აქვს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ამ მედიკამენტის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი იშვიათი გვერდითი მოვლენები როგორიცაა დიარეა და მუცლის ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა (ილეუსი) გულისრევა და ღებინება. აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების იშვიათი შემთხვევები (მინიმუმ 1 შემთხვევა 10, 000 პაციენტში), როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის და ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
თუ მითითებული სიმპტომებიდან გამოვლინდა ერთი ან რამდენიმე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან საჭირო ზომების შესახებ. არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
თუ რომელიმე გვერდითმა მოვლენამ მიიღო სერიოზული სახე ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის შესაძლო გვერდითი მოვლენები რომელიც არ არის მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო რეკვიზიტების გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
INFARMED, I.P.
Direção de Gestão do Risco de Medicamentos
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
სამკურნალო პროდუქტის ხაზი: 800 222 444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
ელ.ფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება აერო-OM
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ბლისტერის დაზიანების ნიშნებს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აერო-OM
- აქტიური ნივთიერებაა სიმეთიკონი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 42 მგ სიმეთიკონს.
- სხვა კომპონენტებია: საქაროზა, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და ვანილინი.
აერო-OM-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აერო-OM არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის საღეჭი ტაბლეტი.
შეფუთვაში მოთავსებულია 20, 60 ან 100 საღეჭი ტაბლეტი.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
Medinfar Consumer Health - Produtos Farmacêuticos, Lda.
რუა ჰენრიკე პაივა კუსეირო, 27 - ვენდა ნოვა
2700-451 ამადორა
პორტუგალია
მწარმოებელი
Corden Pharma Lisbon S.A.
R. da Indústria, N 2
2610-088 ამადორა
პორტუგალია
Medinfar Manufacturing, S.A.
არმანდო მარტინს ტავარესის ინდუსტრიული პარკი
ქუტეირო და არმანდას ქ. 5
კონდეიშა-ა-ნოვა
3150-194 სებალი
პორტუგალია
ეს გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა: 11/2023-ში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




