პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენალაპრილი H

ENALAPRIL H®

რეცეპტით10მგ + 25მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

- ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული); - გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043194
რეგისტრირებულია
29 აპრილი 2025, მოქმედებს 29 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენალაპრილი H და სხვა წამალი ერთად

ენალაპრილი H — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი.

ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არ არის დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება.

სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი;

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილე საჭიროა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია.

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისა და ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი.

ენალაპრილ H-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

არსებობს მონაცემები ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს კანის არამელანომური ტიპის კიბოს (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) განვითარების რისკის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდროქლორთიაზიდის შემცველი პრეპარატებით.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუციელებელია კანის ზედაპირის დაცვა მზის პირდაპირი და ულტრაიისფერი სხივებისგან. კანზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ბიოპტატის ჰისტოლოგიური ექსპერტიზა. ჰიდროქლოროთოაზიდის შემცველი პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა გადასახედია პაციენტებში კანის არამელანომური კიბოს ანამნეზით.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, ალკოჰოლი.

მის მოქმედებას ამცირებენ: ანალგეტიკები და არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებანი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხველება, გამონაყარი კანზე.

იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია.

სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილ H დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.

შესაძლებელია კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკის ზრდა (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა).

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, სტუპორი. ასევე, ჭარბი დიურეზის ფონზე შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია და დეჰიდრატაცია.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და არტერიული ჰიპოტონიის კორექციისათვის.

შემადგენლობა

ენალაპრილ H-ის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 25 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული შემადგენლობის ჰიპოტენზიური საშუალება.

ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს.

ფარმაკოკინეტიკა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 3-4 სთ-ში მიიღწევა. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ენალაპრილ H

(ENALAPRIL, HYDROCHLOROTHIAZIDE)

შემადგენლობა

ენალაპრილ H-ის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 25 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული შემადგენლობის ჰიპოტენზიური საშუალება.

ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს.

ფარმაკოკინეტიკა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 3-4 სთ-ში მიიღწევა. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.

ჩვენება

  • ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი;

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილე საჭიროა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია.

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისა და ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი.

ენალაპრილ H-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

არსებობს მონაცემები ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს კანის არამელანომური ტიპის კიბოს (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) განვითარების რისკის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდროქლორთიაზიდის შემცველი პრეპარატებით.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუციელებელია კანის ზედაპირის დაცვა მზის პირდაპირი და ულტრაიისფერი სხივებისგან. კანზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ბიოპტატის ჰისტოლოგიური ექსპერტიზა. ჰიდროქლოროთოაზიდის შემცველი პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა გადასახედია პაციენტებში კანის არამელანომური კიბოს ანამნეზით.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, სტუპორი. ასევე, ჭარბი დიურეზის ფონზე შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია და დეჰიდრატაცია.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და არტერიული ჰიპოტონიის კორექციისათვის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, ალკოჰოლი.

მის მოქმედებას ამცირებენ: ანალგეტიკები და არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებანი.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი.

ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არ არის დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება.

სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხველება, გამონაყარი კანზე.

იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია.

სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილ H დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.

შესაძლებელია კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკის ზრდა (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა).

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ ენალაპრილი / 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი; 20 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა