პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 20 მგ/12,5 მგ ტაბლეტები EFG

Enalapril/Hidroclorotiazida Normon 20 mg/12,5 mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ენელაპრილსა და ჰიდროქლოროთიაზიდს, და მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ჯგუფს. ის აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას სხვადასხვა მექანიზმებით. ენალაპრილი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ+12,5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046697
რეგისტრირებულია
17 ნოემბერი 2026, მოქმედებს 17 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 20 მგ/12,5 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 20 მგ/12,5 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ენელაპრილსა და ჰიდროქლოროთიაზიდს, და მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ჯგუფს. ის აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას სხვადასხვა მექანიზმებით.

ენალაპრილი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს. ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას სხეულის ყველა ნაწილში. ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ე.წ. თიაზიდური დიურეტიკების მედიკამენტების ჯგუფს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან წარმოქმნილი შარდის მოცულობას). ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი, ორივე ერთად ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებას.

მკურნალი ექიმი ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონს დანიშნავს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ, როცა ის არ არის სათანდოდ გაკონტროლებული მხოლოდ ენალაპრილით ან აგფ ინჰიბიტორით.

მიღების წესი და დოზირება

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას, მისი მდგომარეობისა და სხვა მედიკამენტების მიღების მიხედვით.

ჩვეულებრივი დოზაა ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტეის მიღება.

საწყისმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრი დაცემა, ვიდრე აღინიშნება შემდგომი მკურნალობის დროს. პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში წამოწოლა შეიძლება სასარგებლო იყოს. თუ ეს შემაწუხებელია, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში გამოყენება: თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს, ექიმი შეარჩევს შესაფერის დოზას.

მიღების მეთოდი:

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭიქა წყალთან ერთად,

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

რეკომენდებულია პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და ინსტრუქცია სამედიცინო პროვაიდერთან მიმართვისას.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავბრუსხვევა ან ვერტიგო არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო და/ან ძლიერი წყურვილი, დეზორიენტაცია, შარდის შემცირებული გამოყოფა და/ან ტაქიკარდია.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ენალაპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდების რომელიმე წარმოებულის მიმართ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რას წარმოადგენენ სულფონამიდების წარმოებულები;

თუ პაციენტი მკურნალობდა იმავე ჯგუფის მედიკამენტით, რომელსაც მიეკუთვნება ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი (აგფ ინჰიბიტორები) და აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით და ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება უცნობი გენეზით გამოწვეული ამ ტიპის რეაქციები ან დიაგნოსტირებული აქვს მემკვიდრეობითი ხასიათის ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს სახისა და სასუნთქი გზების შეშუპებასა და მუცლის სპაზმებს);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის რომელიმე მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის რომელიმე მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ანურია (არ გამოიყოფა შარდი);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია (უმჯობესია არ იქნეს მიღებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ორსულობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ორსულობა).

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის დოზის კორექცია ან სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს გულის სარქველების შევიწროებას (მიტრალური ან აორტული სარქვლების სტენოზი) ან სხვა ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ გულის მარცხენა საკანში სისხლის ნაკადს (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმში სითხეების მოოცულობას ან ნატრიუმის დონეს (მაგ.: ძლიერი ღებინება, დიარეა ან იმ მედიკამენტების მაღალი დოზებით მიღება, რომლებიც ზრდიან შადის გამოყოფას);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და დიაბეტის გასაკონტროლებლად იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტებს, ინსულინის ჩათვლით, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექცია. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები (მათ შორს, თირკმლის ტრანსპლანტაცია), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალის დონე, რომელიც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე;

თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს (მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ მკურნალობის დროს ვითარდება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიანი პაციენტები უფრო მეტად სენსიტიურები არიან ამ ტიპის მედიკამენტების მიმართ.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს LDL აფერეზი (დიალიზის მსგავსი პროცედურა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკების ან „ცუდი“ ქოლესტერინის სისხლიდან მოსაცილებლად იმ შემთხვევაში, როცა მისი დონე უკიდურესად მაღალია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დესენსიბილიზაციის მკურნალობა, რათა დაქვეითდეს ფუტკრის ან კრაზანის შხამის ალერგიის ეფექტი;

თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს, რადგან ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის გამოყენებისას, განსაკუთრებით პირველი დოზების მიღებისას, შეიძლება დაეცეს არტერიული წნევა (რისი გამოხატულებაცაა გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ადგომისას);

თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ შემდეგ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალზარტანი, ტელმიზარტანი, ირბეზარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;

ალისკირენს.

თუ პაციენტს აღენიშნება კანის კიბო ან მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანებები მკურნალობის დროს. Hიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩის კიბოს რისკი (არამელანომური კანის კიბო). საჭიროა კანის მზის სინათლისაგან და ულტრაიისფერი სხივებისაგნ დაცვა ენელაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი, ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის აკუმულაციის (ქოროიდული ეფუზიის) ან თვალშიდა წნევის გაზრდის სიმპტომები და შეიძლება განვითარდეს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირების განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა, თუ არ ჩატარდა მკურნალობა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობის განვითარების გაზრდილი რისკი.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (ფილტვების ანთების ან ფილტვებში სითხის არსებობის ჩათვლით) ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.

იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის“ მიღება.

ქირურგიული ოპერაციის ან ანესთეზიის (მათ შორის სტომატოლოგიურ კაბინეტში) ჩატარებამდე მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონს, რადგან არტერიული წნევა შეიძლება მკვეთრად დაეცეს ანესთეზიის გამო.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს შესაძლო ორსულობის (ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ). ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დაუშვებელია მისი მიღება ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ამ სტადიაზე გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი ორსულობა და ძუძუთი კვება).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი, ჰომეოპათიური პროდუქტების, სამკურნალო მცენარეებისა და სხვა სამკურნალო პროდუქტების ჩათვლით, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეჩერება ან მათი დოზის კორექცია. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას), მაგ.: ვაზოდილატატორები, ბეტა-ბლოკატორები, დიურეტიკები;

კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევის დროს, როგორიცაა: ლითიუმი, ანტიფსიქოზური საშუალებები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

საანესთეზიო საშუალებები;

ნარკოტიკული პრეპარატები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ);

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა: ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური აგენტები (მაგ.: მეტფორმინი);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან გარკვეული ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი, მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) ინჰიბიტორები;

სიმპათომიმეტური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების გარკვეული დაავადების დროს და გაციების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი);

პრესორული აინები, როგორიცაა ნორადრენალინი;

კუნთების რელაქსანტები, როგორიცაა ტუბოკურარინი;

თრომბოლიზური მედიკამენტები (ახდენენ თრომბების ფორმირების პრევენციას);

კალციუმის მარილები და ვიტამინი D;

იონის გამცვლელი რეზინები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, როგორიცაა: ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი);

ანტიარითმიული საშუალებები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების პრევენციისა და კონტროლისათვის), როგორიცაა: საგულე გლიკოზიდები, ქინიდინი, ამიოდარონი;

ანტიქოლინერგული მედიკამენტები (მედიკამენტები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლას), როგორიცაა ატროპინი (გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის წინ ან სპაზმების პრევენციისათვის) ან ბიპერიდინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი;

ანტივირუსული საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა ამანტადიტა;

ციტოტოქსიკური მედიკამენტები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა: ციკლოფოსფამიდი და მეთოტრექსატი;

იმუნოსუპრესორული მედიკამენტები (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), როგორიცაა: ციკლოსპორინი;

ანტიბიოტიკები (ზოგიერთი ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები), როგორიცაა: ტეტრაციკლინი, ამფოტერიცინი B;

ოქროს მარილები (გამოიყენება რევმატული დაავადების, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სამკურნალოდ).

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც ჭამის წინ, ისე ჭამის შემდეგ.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მედიკამენტის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა:

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის შესაძლო ორსულობის (ან ორსულობის დაგეგმვის) შესახებ.

ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის ორივე აქტიური ნივთიერება - ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი - გამოიყოფა დედის რძეში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, ან გეგმავს ძუძუთი კვებას.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:

კვლევებში, სადაც ერთდროულად მიიღებოდა ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი, წამლების ეფექტი და ამტანობა მსგავსი იყო მაღალი არტერიული წნევის მქონე ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

სპორტსმენებში გამოყენება:

სპოერტსმენები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტი შეიცავს ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგკონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექაზნიმების მართვის უნარზე. თუმცა თავბრუსხვევა ან დაღლილობა შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის დროს, განსაკუთრებით დასაწყიში. თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი ეფექტები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ აქტივობების შესრულებამდე.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს:

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.

დიაგნოსტიკურ ანალიზებზე გავლენა:

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკური ანალიზი, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს შედეგები.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

აღწერილი გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია შემდეგი სიხშირეების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში;

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1,000-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10,000-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

არახშირი: ერითროციტების (ჟანგბადის გადამტანი სისხლის უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება;

იშვიათი: გარკვეული ლეიკოციტების (ნეიტროფილების) დაქვეითება, ჰემოგლობინის (ჟანგბადის გადამტანი ცილა ეირთროციტებში) შემცირება, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემატოკრიტის (სისხლში ერითროციტების პროპორციის) დაქვეითება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის დეპრესია (ორგანიზმის სისხლის წარმომქმნელი უნარის დაქვეითება), გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, იმუნური სისტემის დაავადებები.

ენდოკრინული დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები:

ხშირი: კალიუმის დონის მომატება სისხლში, ქოლესტერინის დონის მომატება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, შარდმჟავას დონის მომატება სისხლში;

არახშირი: გლუკოზისა და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში, პოდაგრა;

იშვიათი: სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

ძალიან იშვიათი: კალციუმის დონის მომატება სისხლში.

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირი: თავის ტკივილი, სინკოპე, გემოს დარღვევები;

არახშირი: ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, ჩხვლეტის შეგრძნება, ვერტიგო;

იშვიათი: დამბლა (კალიუმის დაბალი დონის გამო).

ფსიქიკური დარღვევები:

ხშირი: დეპრესია;

არახშირი: ნევროზულობა, დაქვეითებული ლიბიდო*;

იშვიათი: უჩვეულო სიზმრები, ძილის დარღვევები.

თვალის დარღვევები:

ძალიან ხშირი: მხედველობის დაბინდვა;

სიხშირე უცნობია: დაქვეითებული მხედველობა ან ტკივილი თვალებში მაღალი წნევის გამო [თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზიის) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები].

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები:

არახშირი: ყურებში ხმაური.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები:

ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა;

ხშირი: არტერიული წნევის დაცემა, რომელიც დაკავშირებულია გულისწასვლასთან, გულის რითმის დარღვევასთან, სტენოკარდიასთან, ტაქიკარდიასთან (აჩქარებული გულისცემა);

არახშირი: წამოწითლება, გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა მეორეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის გამო (იხ. პარაგრაფი: განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას);

იშვიათი: ხელის თითებისა და ფეხის თითების, ცხვირის ან ყურების კანის ფერის ცვლილება (რეინოს ფენომენი).

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები:

ძალიან ხშირი: ხველა;

ხშირი: სუნთქვის გაძნელება;

არახშირი: ლორწოს გამოყოფა, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება) და ასთმა;

იშვიათი: ფილტვის ინფილტრატები, რესპირატორული დისტრესი (პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით), ცხვირის ლორწოვანი გარსების ანთება, ალერგიული ალვეოლიტი (ფილტვის ალვეოლების ანთება ალერგიის გამო)/ ეოზინოფილური პნევმონია (დაავადება, რომლის დროსაც ლეიკოციტების გარკვეული ტიპი, ეოზინოფილები, გროვდება ფილტვებში).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

ძალიან ხშირი: გულისრევა;

ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი;

არახშირი: ნაწლავების ობსტრუქცია ძლიერი ტკივილით, პანკრეასის ანთება, ღებინება, მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი (აირების დაგროვება);

იშვიათი: პირის ლორწოვანის ინფექცია ან ანთება, ენის ანთება;

ძალიან იშვიათი: ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება (ნაწლავის კედლის ანთება).

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი (შეიძლება იყოს ფატალური), ღვიძლის ანთება, ნაღვლის სეკრეციის დათრგუნვა ან შეწყვეტა, კანის ან თვალების სიყვითლე, ნაღვლის ბუშტის ანთება (განსაკუთრებით, სანაღვლე სადინარებში კენჭების მქონე პაციენტებში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირი: კანზე გამონაყარი (ეგზანთემა);

ანგიონევროზული ჰიპერმგრძნობელობა/შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის შეშუპება;

არახშირი: პროფუზული ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.

იშვიათი: კანის სიწითლე, ძლიერი ბუშტიკოვანი გამონაყარი ან კანიდან სისხლდენა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ძლიერი სიწითლე/გამონაყარი კანისა და თმის მოცილებით, კანის აქერცვლა, კანზე წითელი ზოლები, კანის პათოლოგია, კანის სიწითლე, კანზე ბუშტუკები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

სიმპტომების კომპლექსი შეიძლება აღინიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე რეაქციასთან ერთად: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, კუნთების ტკივილი/ანთება, სახსრების ტკივილი/ანთება, დადებითი ანტინუკლეარული ანტისხეულის ტესტი, ედს-ის გაზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. ასევე, შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, მზის სინათლეზე მგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია: კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო).

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების დარღვევები:

ხშირი: კუნთების კრამპები†

არახშირი: სახსრების ტკივილი

თირკმლისა და შარდვის დარღვევები:

არახშირი: თირკმელების დისფუნქცია (თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია), თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილა

იშვიათი: შარდის დაქვეითებული სეკრეცია, თირკმლის უჯრედების ანთება.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები:

არახშირი: იმპოტენცია

იშვიათი: სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები:

ძალიან ხშირი: დაღლილობა

ხშირი: ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა

არახშირი: ზოგადი სისუსტე, ცხელება.

დამატებითი ანალიზები:

ხშირი: სისხლში კალიუმის მომატებული დონე, შრატში კრეატინინის გაზრდა

არახშრი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება.

სუნთქვითი, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ნიშნები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების დაბინდვას).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ენალაპრილის მალეატი და ჰიდროქლოროთიაზიდი, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატსა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი 20/12.5 მგ მოწოდებულია, როგორც ყვითელი ფერის, მრგვალი და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. თითოეული შეფუთვა შეიცავს 28 ან 30 ტაბლეტს.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასაყოფად მისი ადვილად გადაყლაპვის მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე. ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის გამოყენება კოლოფზე, ბლისტერზე და ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას (ან წამლის ნარჩენების გადამუშავების ნებისმიერ სხვა კონტეინერის სისტემაში). თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 20 მგ/12.5 მგ ტაბლეტები

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ენელაპრილსა და ჰიდროქლოროთიაზიდს, და მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ჯგუფს. ის აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას სხვადასხვა მექანიზმებით.

ენალაპრილი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს. ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას სხეულის ყველა ნაწილში. ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ე.წ. თიაზიდური დიურეტიკების მედიკამენტების ჯგუფს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან წარმოქმნილი შარდის მოცულობას). ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი, ორივე ერთად ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებას.

მკურნალი ექიმი ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონს დანიშნავს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ, როცა ის არ არის სათანდოდ გაკონტროლებული მხოლოდ ენალაპრილით ან აგფ ინჰიბიტორით.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ენალაპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდების რომელიმე წარმოებულის მიმართ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რას წარმოადგენენ სულფონამიდების წარმოებულები;

თუ პაციენტი მკურნალობდა იმავე ჯგუფის მედიკამენტით, რომელსაც მიეკუთვნება ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი (აგფ ინჰიბიტორები) და აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით და ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება უცნობი გენეზით გამოწვეული ამ ტიპის რეაქციები ან დიაგნოსტირებული აქვს მემკვიდრეობითი ხასიათის ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს სახისა და სასუნთქი გზების შეშუპებასა და მუცლის სპაზმებს);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის რომელიმე მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის რომელიმე მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ანურია (არ გამოიყოფა შარდი);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია (უმჯობესია არ იქნეს მიღებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ორსულობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ორსულობა).

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის დოზის კორექცია ან სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს გულის სარქველების შევიწროებას (მიტრალური ან აორტული სარქვლების სტენოზი) ან სხვა ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ გულის მარცხენა საკანში სისხლის ნაკადს (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმში სითხეების მოოცულობას ან ნატრიუმის დონეს (მაგ.: ძლიერი ღებინება, დიარეა ან იმ მედიკამენტების მაღალი დოზებით მიღება, რომლებიც ზრდიან შადის გამოყოფას);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და დიაბეტის გასაკონტროლებლად იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტებს, ინსულინის ჩათვლით, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექცია. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები (მათ შორს, თირკმლის ტრანსპლანტაცია), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალის დონე, რომელიც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე;

თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს (მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ მკურნალობის დროს ვითარდება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიანი პაციენტები უფრო მეტად სენსიტიურები არიან ამ ტიპის მედიკამენტების მიმართ.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს LDL აფერეზი (დიალიზის მსგავსი პროცედურა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკების ან „ცუდი“ ქოლესტერინის სისხლიდან მოსაცილებლად იმ შემთხვევაში, როცა მისი დონე უკიდურესად მაღალია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დესენსიბილიზაციის მკურნალობა, რათა დაქვეითდეს ფუტკრის ან კრაზანის შხამის ალერგიის ეფექტი;

თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს, რადგან ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის გამოყენებისას, განსაკუთრებით პირველი დოზების მიღებისას, შეიძლება დაეცეს არტერიული წნევა (რისი გამოხატულებაცაა გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ადგომისას);

თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ შემდეგ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალზარტანი, ტელმიზარტანი, ირბეზარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;

ალისკირენს.

თუ პაციენტს აღენიშნება კანის კიბო ან მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანებები მკურნალობის დროს. Hიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით, შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩის კიბოს რისკი (არამელანომური კანის კიბო). საჭიროა კანის მზის სინათლისაგან და ულტრაიისფერი სხივებისაგნ დაცვა ენელაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი, ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის აკუმულაციის (ქოროიდული ეფუზიის) ან თვალშიდა წნევის გაზრდის სიმპტომები და შეიძლება განვითარდეს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირების განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა, თუ არ ჩატარდა მკურნალობა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობის განვითარების გაზრდილი რისკი.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (ფილტვების ანთების ან ფილტვებში სითხის არსებობის ჩათვლით) ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.

იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის“ მიღება.

ქირურგიული ოპერაციის ან ანესთეზიის (მათ შორის სტომატოლოგიურ კაბინეტში) ჩატარებამდე მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონს, რადგან არტერიული წნევა შეიძლება მკვეთრად დაეცეს ანესთეზიის გამო.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს შესაძლო ორსულობის (ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ). ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დაუშვებელია მისი მიღება ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ამ სტადიაზე გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი ორსულობა და ძუძუთი კვება).

სხვა მედიკამენტები და ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი, ჰომეოპათიური პროდუქტების, სამკურნალო მცენარეებისა და სხვა სამკურნალო პროდუქტების ჩათვლით, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეჩერება ან მათი დოზის კორექცია. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას), მაგ.: ვაზოდილატატორები, ბეტა-ბლოკატორები, დიურეტიკები;

კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევის დროს, როგორიცაა: ლითიუმი, ანტიფსიქოზური საშუალებები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

საანესთეზიო საშუალებები;

ნარკოტიკული პრეპარატები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ);

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა: ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური აგენტები (მაგ.: მეტფორმინი);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან გარკვეული ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი, მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) ინჰიბიტორები;

სიმპათომიმეტური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების გარკვეული დაავადების დროს და გაციების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი);

პრესორული აინები, როგორიცაა ნორადრენალინი;

კუნთების რელაქსანტები, როგორიცაა ტუბოკურარინი;

თრომბოლიზური მედიკამენტები (ახდენენ თრომბების ფორმირების პრევენციას);

კალციუმის მარილები და ვიტამინი D;

იონის გამცვლელი რეზინები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, როგორიცაა: ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი);

ანტიარითმიული საშუალებები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების პრევენციისა და კონტროლისათვის), როგორიცაა: საგულე გლიკოზიდები, ქინიდინი, ამიოდარონი;

ანტიქოლინერგული მედიკამენტები (მედიკამენტები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლას), როგორიცაა ატროპინი (გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის წინ ან სპაზმების პრევენციისათვის) ან ბიპერიდინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი;

ანტივირუსული საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა ამანტადიტა;

ციტოტოქსიკური მედიკამენტები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა: ციკლოფოსფამიდი და მეთოტრექსატი;

იმუნოსუპრესორული მედიკამენტები (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), როგორიცაა: ციკლოსპორინი;

ანტიბიოტიკები (ზოგიერთი ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები), როგორიცაა: ტეტრაციკლინი, ამფოტერიცინი B;

ოქროს მარილები (გამოიყენება რევმატული დაავადების, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სამკურნალოდ).

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც ჭამის წინ, ისე ჭამის შემდეგ.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მედიკამენტის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა:

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის შესაძლო ორსულობის (ან ორსულობის დაგეგმვის) შესახებ.

ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის ორივე აქტიური ნივთიერება - ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი - გამოიყოფა დედის რძეში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, ან გეგმავს ძუძუთი კვებას.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:

კვლევებში, სადაც ერთდროულად მიიღებოდა ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი, წამლების ეფექტი და ამტანობა მსგავსი იყო მაღალი არტერიული წნევის მქონე ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

სპორტსმენებში გამოყენება:

სპოერტსმენები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტი შეიცავს ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგკონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექაზნიმების მართვის უნარზე. თუმცა თავბრუსხვევა ან დაღლილობა შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის დროს, განსაკუთრებით დასაწყიში. თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი ეფექტები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ აქტივობების შესრულებამდე.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს:

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.

დიაგნოსტიკურ ანალიზებზე გავლენა:

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკური ანალიზი, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს შედეგები.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას, მისი მდგომარეობისა და სხვა მედიკამენტების მიღების მიხედვით.

ჩვეულებრივი დოზაა ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში. ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტეის მიღება.

საწყისმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრი დაცემა, ვიდრე აღინიშნება შემდგომი მკურნალობის დროს. პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში წამოწოლა შეიძლება სასარგებლო იყოს. თუ ეს შემაწუხებელია, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში გამოყენება: თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს, ექიმი შეარჩევს შესაფერის დოზას.

მიღების მეთოდი:

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭიქა წყალთან ერთად,

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

რეკომენდებულია პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და ინსტრუქცია სამედიცინო პროვაიდერთან მიმართვისას.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავბრუსხვევა ან ვერტიგო არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო და/ან ძლიერი წყურვილი, დეზორიენტაცია, შარდის შემცირებული გამოყოფა და/ან ტაქიკარდია.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

აღწერილი გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია შემდეგი სიხშირეების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში;

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1,000-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10,000-დან არაუმცირეს 1 და ყოველი 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

არახშირი: ერითროციტების (ჟანგბადის გადამტანი სისხლის უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება;

იშვიათი: გარკვეული ლეიკოციტების (ნეიტროფილების) დაქვეითება, ჰემოგლობინის (ჟანგბადის გადამტანი ცილა ეირთროციტებში) შემცირება, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემატოკრიტის (სისხლში ერითროციტების პროპორციის) დაქვეითება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის დეპრესია (ორგანიზმის სისხლის წარმომქმნელი უნარის დაქვეითება), გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, იმუნური სისტემის დაავადებები.

ენდოკრინული დარღვევები:

სიხშირე უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები:

ხშირი: კალიუმის დონის მომატება სისხლში, ქოლესტერინის დონის მომატება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, შარდმჟავას დონის მომატება სისხლში;

არახშირი: გლუკოზისა და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში, პოდაგრა;

იშვიათი: სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

ძალიან იშვიათი: კალციუმის დონის მომატება სისხლში.

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირი: თავის ტკივილი, სინკოპე, გემოს დარღვევები;

არახშირი: ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, ჩხვლეტის შეგრძნება, ვერტიგო;

იშვიათი: დამბლა (კალიუმის დაბალი დონის გამო).

ფსიქიკური დარღვევები:

ხშირი: დეპრესია;

არახშირი: ნევროზულობა, დაქვეითებული ლიბიდო*;

იშვიათი: უჩვეულო სიზმრები, ძილის დარღვევები.

თვალის დარღვევები:

ძალიან ხშირი: მხედველობის დაბინდვა;

სიხშირე უცნობია: დაქვეითებული მხედველობა ან ტკივილი თვალებში მაღალი წნევის გამო [თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზიის) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები].

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები:

არახშირი: ყურებში ხმაური.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები:

ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა;

ხშირი: არტერიული წნევის დაცემა, რომელიც დაკავშირებულია გულისწასვლასთან, გულის რითმის დარღვევასთან, სტენოკარდიასთან, ტაქიკარდიასთან (აჩქარებული გულისცემა);

არახშირი: წამოწითლება, გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა მეორეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის გამო (იხ. პარაგრაფი: განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას);

იშვიათი: ხელის თითებისა და ფეხის თითების, ცხვირის ან ყურების კანის ფერის ცვლილება (რეინოს ფენომენი).

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები:

ძალიან ხშირი: ხველა;

ხშირი: სუნთქვის გაძნელება;

არახშირი: ლორწოს გამოყოფა, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება) და ასთმა;

იშვიათი: ფილტვის ინფილტრატები, რესპირატორული დისტრესი (პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით), ცხვირის ლორწოვანი გარსების ანთება, ალერგიული ალვეოლიტი (ფილტვის ალვეოლების ანთება ალერგიის გამო)/ ეოზინოფილური პნევმონია (დაავადება, რომლის დროსაც ლეიკოციტების გარკვეული ტიპი, ეოზინოფილები, გროვდება ფილტვებში).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

ძალიან ხშირი: გულისრევა;

ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი;

არახშირი: ნაწლავების ობსტრუქცია ძლიერი ტკივილით, პანკრეასის ანთება, ღებინება, მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი (აირების დაგროვება);

იშვიათი: პირის ლორწოვანის ინფექცია ან ანთება, ენის ანთება;

ძალიან იშვიათი: ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება (ნაწლავის კედლის ანთება).

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი (შეიძლება იყოს ფატალური), ღვიძლის ანთება, ნაღვლის სეკრეციის დათრგუნვა ან შეწყვეტა, კანის ან თვალების სიყვითლე, ნაღვლის ბუშტის ანთება (განსაკუთრებით, სანაღვლე სადინარებში კენჭების მქონე პაციენტებში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირი: კანზე გამონაყარი (ეგზანთემა);

ანგიონევროზული ჰიპერმგრძნობელობა/შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის შეშუპება;

არახშირი: პროფუზული ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.

იშვიათი: კანის სიწითლე, ძლიერი ბუშტიკოვანი გამონაყარი ან კანიდან სისხლდენა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ძლიერი სიწითლე/გამონაყარი კანისა და თმის მოცილებით, კანის აქერცვლა, კანზე წითელი ზოლები, კანის პათოლოგია, კანის სიწითლე, კანზე ბუშტუკები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

სიმპტომების კომპლექსი შეიძლება აღინიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე რეაქციასთან ერთად: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, კუნთების ტკივილი/ანთება, სახსრების ტკივილი/ანთება, დადებითი ანტინუკლეარული ანტისხეულის ტესტი, ედს-ის გაზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. ასევე, შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, მზის სინათლეზე მგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია: კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო).

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების დარღვევები:

ხშირი: კუნთების კრამპები†

არახშირი: სახსრების ტკივილი

თირკმლისა და შარდვის დარღვევები:

არახშირი: თირკმელების დისფუნქცია (თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია), თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილა

იშვიათი: შარდის დაქვეითებული სეკრეცია, თირკმლის უჯრედების ანთება.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები:

არახშირი: იმპოტენცია

იშვიათი: სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები:

ძალიან ხშირი: დაღლილობა

ხშირი: ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა

არახშირი: ზოგადი სისუსტე, ცხელება.

დამატებითი ანალიზები:

ხშირი: სისხლში კალიუმის მომატებული დონე, შრატში კრეატინინის გაზრდა

არახშრი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება.

სუნთქვითი, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ნიშნები მოიცავს ძლიერ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების დაბინდვას).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე. ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონის გამოყენება კოლოფზე, ბლისტერზე და ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას (ან წამლის ნარჩენების გადამუშავების ნებისმიერ სხვა კონტეინერის სისტემაში). თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

აქტიური ნივთიერებებია ენალაპრილის მალეატი და ჰიდროქლოროთიაზიდი, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატსა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ენალაპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი ნორმონი 20/12.5 მგ მოწოდებულია, როგორც ყვითელი ფერის, მრგვალი და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. თითოეული შეფუთვა შეიცავს 28 ან 30 ტაბლეტს.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასაყოფად მისი ადვილად გადაყლაპვის მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის აგვისტო

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა