ენაპ-HL
Enap®-HL
ენაპ®-ჰლ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის შესამცირებლად. იგი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + ენალაპრილი (enalapril)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036806
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენაპ-HL — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენაპ®-ჰლ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის შესამცირებლად. იგი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს.
ენალაპრილი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ), რომელიც მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოების გზით, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას და ზრდის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას გულის კუნთსა და სხვა ორგანოებში.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (დიურეზული საშუალებები) და შესაბამისად, ამცირებს არტერიულ წნევას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად, ვიდრე ცალკეული კომპონენტები.
ექიმი დაგინიშნავთ ენაპ®-ჰლ-ს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან მომატებული არტერიული წნევა.
მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ენაპ®-ჰლ დღეში ერთხელ.
თუ აუცილებელია, თქვენ ექიმს შეუძლია ენაპ®-ჰლ-ის დოზის ორ ტაბლეტამდე გაზრდა დღეში ერთხელ.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ სხვა დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს), გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ენაპ®-ჰლ-ის მიღების დაწყებამდე. დიურეზული საშუალებენის მიღება უნდა შეწყდეს ენაპ®-ჰლ-ის მიღების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
გამოყენების წესი:
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
მიიღეთ პრეპარატი რეგულარულად, უმჯობესია დილით და ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი ენაპ®-ჰლ
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის მალეატის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ თქვენ უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ქავილი, ჭინჭრის ციება, ხიხინი ან ხელების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან ქუთუთოების შეშუპება ამ პრეპარატის მიღების შემდეგ;
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება უცნობი მიზეზით;
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რა არის სულფონამიდები);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება, რომლებიც თირკმელებს სისხლით ამარაგებენ;
თუ გაქვთ შარდის შეკავება;
თუ თქვენი ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია (აგრეთვე უმჯობესია პრეპარატის მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. პარაგრაფი „ორსულობა“);
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
სიფრთხილის ზომები
ენაპ®-ჰლ-ის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პრეპარატის მიღებისას:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა და მარილისა და სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში;
თირკმელების დაავადებების დროს;
თუ იმყოფებით ჰემოდიალიზზე;
თუ ახლახანს ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაწუხებთ შემაერთებელი ქსოვილის მძიმე დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ გულის სარქველის დაზიანება ან გულის ნებისმიერი სხვა დაავადება;
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ;
თუ ღებულობთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ გაქვთ ღებინება ან დიარეა;
თუ ახლახან გქონდათ ძლიერი ღებინება ან დიარეა;
თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;
თუ გითხრეს, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრების მიმართ;
თუ ღებულობთ ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
თუ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად აღგენიშნათ კანის დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების კიბოს ზოგიერთი სახეობების განვითარების რისკი (არამელანომური კანის კიბო). თუ ღებულობთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.
თუ გრძნობთ მხედველობის გაუარესებას ან თვალის ტკივილს. ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების სიმპტომები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევა, რაც შეიძლება აღინიშნოს ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. თუ ადრე აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფანილამიდებზე, შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების მომატებული რისკი;
თუ ოდესმე ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ აღგენიშნათ სუნთქვასთან ან ფილტვებთან (მათ შორის ფილტვების ანთება ან სითხე ფილტვებში) დაკავშირებული პრობლემები. თუ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ გივლინდებათ გამოხატული ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცებტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), კერძოდ, თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტთან.
ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის რეგულარული შემოწმება.
იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფში „ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპ®-ჰლ“.
შესაძლო ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე (სტომატოლოგთანაც კი) თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას. როდესაც თქვენი ექიმი გეგმავს:
მკურნალობას ჰემოდიალიზით,
სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნას (აფერეზი),
დესენსიბილიზაციას (მკურნალობა ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად),
ტესტებს ფარისებრახლო ჯირკვალის ფუნქციის შესამოწმებლად (ეს არის ჯირკვლები კისერზე, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში კალციუმის დონეს),
თქვენ უნდა აცნობოთ მას, რომ იღებთ ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
თუ გაქვთ სტენოკარდია და თქვენი მდგომარება უარესდება ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას, თქვენ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ენაპ®-ჰლ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგან ბავშვის შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი, თუ პრეპარატი გამოიყენება ამ ვადებზე (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ასეთი კომბინაციის ეფექტურობისა და ტოლერანტობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
აღნიშნული განსაკუთრებით ეხება:
სხვა პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
კალიუმის პრეპარატებს (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამიოდარონი) და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა (როგორიცაა: ტრიმეტოპრიმი, კოტრიმოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ათხელებს სისხლს, გამოიყენება თრომბოზების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგი სამკურნაო საშუალებებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ლითიუმის პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები);
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შარდის რაოდენობას (დიურეზული საშუალებები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლური ფისები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის ზრდის დასათრგუნად (ციტოსტატიკური საშუალებები, მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი);
პრეპარატებს გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიზმი, ართრიტი, ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან სისხლის ზოგიერთი დაავადებები (კორტიკოსტეროიდები);
პრეპარატებს გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ (პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საგულე გლიკოზიდები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ხველის ზოგიერთი სახეობის დროს და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებს (სიმპათომიმეტიკები) ან ნორადრენალინს და ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ; თუ ეს პრეპარატები გამოიყენება ენაპ®-ჰლ-თან ერთად, მათ შეუძლიათ მაღალი არტერიული წნევის შენარჩუნება;
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR-ის ინჰიბიტორების კლასს). იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი; პრეპარატის ენაპ®-ჰლ-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, თუ თქვენ იღებთ მას ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად;
მიორელაქსანტებს (მაგალითად, ტუბოკურარინი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის დროს);
საინექციო ოქროს ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმ-აუროთიომალატი).
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შეცვლა და/ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღება, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ენაპ®-ჰლ“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ენაპ®-ჰლ საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
არ მოიხმაროთ ალკოჰოლური სასმელები მკურნალობის დროს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა, განსაკუთრებით ადგომისას. თუ ეს მოხდა, დაუყოვმებლივ უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ხართ ორსულად, ან თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. მკურნალი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ენაპ®-ჰლ-ის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი. ენაპ®-ჰლ არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის ვადის შემთხვევაში, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ენაპ®-ჰლ არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ენაპ®-ჰლ-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება ცალკეულ პაციენტებში და, ამგვარად, ირიბად ან დროებით შეამციროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის ფსიქოფიზიკური უნარი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ენაპ®-ჰლ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების მიმართ აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ, პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღება
ყოველთვის მიიღეთ ენაპ®-ჰლ მკურნალი ექიმის ზუსტი მითითებების შესაბამისად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენაპ®-ჰლ-ს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ: ქავილი, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ფართო გამონაყარი კანზე ან ხელების, პირის, ყელის, სახის ან თვალების შეშუპება.
ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ:
ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა (განსაკურებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან ადგომის დროს);
გამოხატული ქოშინი, ცხელება, სისუსტე და ცნობიერების დაბინდვა (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ნიშნები) (სიხშირით „ძალიან იშვიათი“ - შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დაბინდვა;
თავბრუსხვევა;
ხველა;
გულისრევა;
სისუსტე (ასთენია).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
კალიუმის დაბალი დონე სისხლში;
ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში;
თავის ტკივილი, დეპრესია, გულისწასვლა, გემოს შეგრძნებების ცვლილება;
არტერიული წნევის შემცირება ადგომის დროს და სისუსტე, არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გახშირებული გულისცემა;
გაძნელებული სუნთქვა (ქოშინი);
დიარეა, მუცლის ტკივილი;
გამონაყარი;
კუნთების სპაზმები;
ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა;
სისხლში კალიუმის დონის მომატება, შრატში კრეატინინის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ანემია;
გაწითლება, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), გულის შეტევა და ინსულტი, შესაძლებელია არტერიული წნევის გადაჭარბებული შემცირების გამო პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით;
ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
გამონადენი ცხვირიდან (რინორეა),
ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა;
ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), აირების დაგროვება ნაწლავში (მეტეორიზმი), შეკრულობა, მადის დაკარგვა (ანორექსია), კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, წყლული;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ცილა შარდში (პროტეინურია);
ქავილი, ოფლიანობა, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული სისხლში შაქრის დაბალი დონით), მაგნიუმის დაბალი დონე, პოდაგრა;
ერექტილური ფუნქციის დარღვევა;
მოუსვენრობა, ცხელება;
ცნობიერების დაბინდვა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ძილიანობა და ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
შრატში შარდოვანას დონის მატება, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ნეიტროპენია, ჰიპოჰემოგლობინემია, ჰემატოკრიტის შემცირება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია);
სისხლში გლუკოზის დონის ზრდა;
პათოლოგიური სიზმრები, ძილის პრობლემები, მოძრაობის დარღვევები (პარეზი);
ჯირკვლების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები, ხელების და ფეხების თითების სისხლით სუსტი მომარაგება, რაც იწვევს გაწითლებას და ტკივილს (რეინოს სინდრომი);
სითხის დაგროვება ფილტვებში, სურდო ან ტკივილი ცხვირის არეში, ეოზინოფილური პნევმონია (შესაძლო სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა და გაძნელებული სუნთქვა);
შეშუპება, წყლულები პირში, ინფექცია ან ენის ტკივილი და შეშუპება;
ღვიძლის უკმარისობა ან ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება (სიყვითლე);
კანის მეტისმეტი გაწითლება, გამონაყარი ბუშტუკებით და კანის ანთება, კერძოდ ხელებსა და ფეხებზე, პირის შიგნით ან გარშემო, რასაც თან ახლავს ცხელება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის აქერცვლა;
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წელის ტკივილი და შარდის მოცულობის შემცირება;
მკერდის გადიდება მამაკაცებში;
ღვიძლისმიერი ფერმენტების ან ბილირუბინის დონის მომატება სისხლში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება; ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას;
კალციუმის მომატებული დონე სისხლში.
სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანისა და ტუჩების კიბო (არამელანომური კანის კიბო);
ანტიდიურეზული ჰორმონის პათოლოგიური სეკრეციის სინდრომი (ჰორმონი, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს);
მხედველობის სიმახვილის შემცირება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
მიღებულია შეტყობინებები სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდნენ ზოგიერთს ან ყველა შემდეგ ნიშნებს: ცხელებას, გარსების ანთებას, რომლებიც გარს ერტყმის გარკვეულ შინაგან ორგანოებს (სეროზული გარსები), სისხლძარღვთა ანთებას, კუნთების ან სახსრების ტკივილს/ანთებას, ცვლილებებს ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ანტინუკლეარული ფაქტორის დადებითი ტიტრი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი).
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით უფრო მეტი ცნობების შეგორვებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის შენახვა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გულისწასვლა, რომლებიც წარმოადგენენ პათოლოგიურად დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტონიის) შედეგს. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ წამლის დროულად მიღება, მიჰყევით დოზირების ჩვეულ გრაფიკს და მიიღეთ მომდევნო დოზა დანიშნულ დროს, მაგრამ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღებას
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული წნევა დროთა განმავლობაში შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რაც ზრდის მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული გართულებების რისკს, ძირითადად გულზე, ტვინზე და თირკმელებზე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
შემადგენლობა
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: 10 მგ ენალაპრილის მალეატი (რაც შეესაბამება 7.64 მგ ენალაპრილს) და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდო.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
იხ. პარაგრაფი „ენაპ®-ჰლ-ის შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ერთ მხარეს ღარით. ღარი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირი და ალუმინის ფოლგა). 2, 3 ან 6 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები წყალსადენში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ აფთიაქის მუშაკს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებებით, ათქ კოდი: C09BA02.
მოქმედების მექანიზმი
ენალაპრილი არის აგფ ინჰიბიტორი. ორგანიზმში ის სწრაფად მეტაბოლიზდება ენალაპრილატად, რომელიც არის ძლიერი აგფ ინჰიბიტორი.
აგფ ინჰიბირების ძირითადი ეფექტებია: მოცირკულირე სისხლში ანგიოტენზინ II-ის და ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირება, ქსოვილის ანგიოტენზინ II-ის აქტივობის ინჰიბირება, რენინის გამოთავისუფლების გაზრდა, ვაზოდეპრესორული კალიკრეინ-კინინის სისტემის სტიმულაცია, სიმპათიკური ნერვული სისტემის დათრგუნვა, პროსტაგლანდინების და მარელაქსირებელი ფაქტორის გამოთავისუფლების გაზრდა სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ენალაპრილი ამგვარად ბლოკავს ბრადიკინინის - ძლიერი ვაზოდეპრესიული პეპტიდის დეგრადაციას. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი აღნიშნული მექანიზმი რა როლს თამაშობს ბრადიკინინი ენალაპრილის თერაპიული ეფექტის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი ამცირებს არტერიულ წნევას, ითლება, რომ უპირველეს ყოვლისა განპირობებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათგუნვით, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს არტერიული წნევის რეგულირებაში, ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ ჰიპერტენზია რენინის დაბალი კონცენტრაციით.
ენალაპრილის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე პოზიციაში გულისცემის სიხშირის გაზრდის გარეშე.
ენალაპრილის პიკური მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება ჩვეულებრივ ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში, რაც იძლევა მისი დღეში ერთჯერ-ორჯერ მიღების საშუალებას.
ჰიდროქლორთიაზიდი არის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალება, რომელიც ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას. მიუხედავ იმისა, რომ ენალაპრილი თავისთავად არის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია რენინის დაბალი დონით, ჰიდროქლორითიაზიდის თანმხლები გამოყენება ასეთ პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის კიდევ უფრო მეტ შემცირებას.
ამიტომ, აგფ ინჰიბიტორის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული მიღება მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ სამკურნალო საშუალების მიღება ცალ-ცალკე არასაკმარისად ეფექტურია. ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა იძლევა უკეთესი თერაპიული ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის უფრო დაბალ დოზებში, ასევე ამცირებს გვერდით მოქმედებებს.
აღნიშნული კომბინაციის ანტიჰიპერთენზიული ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათამდე, ამიტომ საკმარისია პრეპარატის ერთი-ორჯერ მიღება დღეში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორ დიდ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციის გამოყენების შესწავლა.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით. ამავდორულად, აღნიშნული კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, დაკავშირებული იყო ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან. რადგან მათი ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამიტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი ჰიდროქლორთიაზიდის კუმულატიურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულატიურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) - 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის - 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68-4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულატიურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და ჰიდროქლორთიაზიდის ექსპოზიციას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულატიურ დოზაზე პასუხის თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულატიური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პარაგრაფი 4.4.).
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვის მოცულობა დაახლოებით 60%-ია და საკვების მიღება არ ახდენს გავლენას შეწოვაზე. პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია ვლინდება ერთი საათის განმავლობაში; 4 საათის შემდეგ კონცენტრაცია ნელ-ნელა მცირდება. ენალაპრილი მეტაბოლიზდება ენალაპრილატად ღვიძლში. ენალაპრილატის პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია ვლინდება ენალაპრილის პერორალური დოზის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.
განაწილება
ენალაპრილატი ნაწილდება სხეულის ქსოვილების უმეტესობაში, უპირატესად: ფილტვებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, მაგრამ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ თერაპიული დოზა აღწევს თავის ტვინში. განაწილების ნახევარგამოყოფის პერიოდია 4 საათი. იგი უკავშირდება პლაზმურ ცილებს 50-60%-ით. ენალაპრილი და ენალაპრილატი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა ადამიანის რძეში.
ბიოგარდაქმნა
ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა, არ არსებობს მონაცემები ენალაპრილის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმის შესახებ.
გამოყოფა
ენალაპრილატის გამოყოფა, პირველ რიგში, თირკმლისმიერია. შარდში ძირითადი კომპონენტებია ენალაპრილატი (დოზის დაახლოებით 40%) და შეუცვლელი ენალაპრილი. ექსკრეცია არის გლომერულური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის კომბინაცია. ენალაპრილის და ენალაპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი არის 0.005 მლ/წმ (18 1/სთ) და 0.00225-დან 0.00264 მლ/წმ-მდე (8.1-დან 9.5 ლ/სთ-მდე), შესაბამისად. გამოყოფის რამდენიმე ეტაპი არსებობს. ხანგრძლივი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიუთითებს ენალაპრილატსა და შრატისმიერ აგფ-ს შორის ძლიერ კავშირზე. ენალაპრილატის დაგროვების ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი, ენალაპრილის მალეატის პერორალური მიღების შემდეგ, არის 11 საათი. ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს.
ენალაპრილატის გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.
ენალაპრილატის ჰემოდიალიზის კლირენსი არის 0.63-დან 1.03 მლ/წმ-მდე (38-დან 62 მლ/წთ-მდე); შრატში ენალაპრილატის კონცენტრაცია 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ მცირდება 45-დან 57%-მდე.
ჰიდროქლორთიაზიდი
შეწოვა
ჰიდროქლორთიაზიდი შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავში და ზედა მლივ ნაწლავში. შეწოვის ხარისხი არის 70% და იზრდება 10%-ით, თუ ჰიდროქლორთიაზიდი მიიღება საკვებთან ერთად. მაქსიმალური შრატისმიერი დონე მიიღწევა 1.5-დან 5 საათამდე.
განაწილება
განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 3 ლ/კგ. იგი პლაზმურ ცილებს უკავშირდება დაახლოებით 40%-ით. ის, ასევე, გროვდება ერითროციტებში, უცნობი მექანიზმით. ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურად კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გროვდება ამნიონურ სითხეში. ჰიდროქლორთიაზიდის დონე ადამიანის რძეში ძალიან დაბალია.
ბიოგარდაქმნა
ჰიდროქლორთიაზიდი უმეტესად არ მეტაბოლიზდება, უცვლელი ჰიდროქლორთიაზიდის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით.
გამოყოფა
გამოყოფა მილაკოვანი სეკრეციის შედეგია. ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი ჯანმრთელ სუბიექტებში და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არის დაახლოებით 5.58 მლ/წმ (335 მლ/წთ). გამოყოფა ორფაზიანია. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.5 საათს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 5.6-დან 14.8 საათამდეა.
ლაქტაცია
მშობიარობის შემდეგ ხუთ ქალში ერთჯერადი 20მგ პერორალური დოზის მიღების შედეგად, რძეში ენალაპრილის საშუალო პიკმა შეადგინა 1.7 µგ/ლ (დიაპაზონი 0.54-დან 5.9 µგ/ლ-მდე) დოზის მიღებიდან 4-6 საათში. ენალაპრილატის საშუალო პიკური დონე იყო 1.7 µგ/ლ (დიაპაზონი 1.2-დან 2.3 µგ/ლ-მდე); პიკების გამოვლენა მოხდა სხვადასხვა დროს 24 საათის განმავლობაში. რძეში პიკური დონის მონაცემების გამოყენებით, მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მიერ სავარაუდო მაქსიმალური მიღება იქნება დედის წონაზე მორგებული დოზის დაახლოებით 0.16%. ქალს, რომელიც პერორალურად იღებდა 10 მგ ენალაპრილს დღეში, 11 თვის განმავლობაში, რძეში ჰქონდა ენალაპრილის პიკური დონე 2 µგ/ლ დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ და ენალაპრილატის პიკური დონე - 0.75 µგ/ლ დოზის მიღებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ენალაპრილისა და ენალაპრილატის საერთო რაოდენობამ რძეში 24 საათის განმავლობაში შეადგინა რძის 1.44 µგ/ლ და 0.63 µგ/ლ, შესაბამისად. რძეში ენალაპრილატის დონე აღარ ვლინდებოდა (<0.2 µგ/ლ) 4 საათში ენალაპრილის ერთჯერადი 5 მგ დოზის გამოყენებისას ერთ დედაში და 10მგ-ის გამოყენებისას ორ დედაში; ენალაპრილის დონეები ვერ განისაზღვრა.
ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს ცალკეული პრეპარატების ბიოშეღწევადობასა და ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ენაპ®-ჰლ, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტები
ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე, სრულად გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
ფურცელ-ჩანართის შემცველობა:
რას წარმოადგენს პრეპარატი ენაპ®-ჰლ და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღებამდე
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღება
შესაძლო გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი ენაპ®-ჰლ და რისთვის გამოიყენება
ენაპ®-ჰლ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის შესამცირებლად. იგი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს.
ენალაპრილი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ), რომელიც მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოების გზით, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას და ზრდის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას გულის კუნთსა და სხვა ორგანოებში.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (დიურეზული საშუალებები) და შესაბამისად, ამცირებს არტერიულ წნევას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად, ვიდრე ცალკეული კომპონენტები.
ექიმი დაგინიშნავთ ენაპ®-ჰლ-ს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან მომატებული არტერიული წნევა.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი ენაპ®-ჰლ:
თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის მალეატის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ თქვენ უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ქავილი, ჭინჭრის ციება, ხიხინი ან ხელების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან ქუთუთოების შეშუპება ამ პრეპარატის მიღების შემდეგ;
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება უცნობი მიზეზით;
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რა არის სულფონამიდები);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება, რომლებიც თირკმელებს სისხლით ამარაგებენ;
თუ გაქვთ შარდის შეკავება;
თუ თქვენი ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია (აგრეთვე უმჯობესია პრეპარატის მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. პარაგრაფი „ორსულობა“);
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ენაპ®-ჰლ-ის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პრეპარატის მიღებისას:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა და მარილისა და სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში;
თირკმელების დაავადებების დროს;
თუ იმყოფებით ჰემოდიალიზზე;
თუ ახლახანს ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაწუხებთ შემაერთებელი ქსოვილის მძიმე დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ გულის სარქველის დაზიანება ან გულის ნებისმიერი სხვა დაავადება;
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ;
თუ ღებულობთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ გაქვთ ღებინება ან დიარეა;
თუ ახლახან გქონდათ ძლიერი ღებინება ან დიარეა;
თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;
თუ გითხრეს, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრების მიმართ;
თუ ღებულობთ ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
თუ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად აღგენიშნათ კანის დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების კიბოს ზოგიერთი სახეობების განვითარების რისკი (არამელანომური კანის კიბო). თუ ღებულობთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.
თუ გრძნობთ მხედველობის გაუარესებას ან თვალის ტკივილს. ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების სიმპტომები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევა, რაც შეიძლება აღინიშნოს ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. თუ ადრე აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფანილამიდებზე, შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების მომატებული რისკი;
თუ ოდესმე ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ აღგენიშნათ სუნთქვასთან ან ფილტვებთან (მათ შორის ფილტვების ანთება ან სითხე ფილტვებში) დაკავშირებული პრობლემები. თუ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ გივლინდებათ გამოხატული ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცებტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), კერძოდ, თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტთან.
ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის რეგულარული შემოწმება.
იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფში „ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპ®-ჰლ“.
შესაძლო ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე (სტომატოლოგთანაც კი) თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას. როდესაც თქვენი ექიმი გეგმავს:
მკურნალობას ჰემოდიალიზით,
სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნას (აფერეზი),
დესენსიბილიზაციას (მკურნალობა ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად),
ტესტებს ფარისებრახლო ჯირკვალის ფუნქციის შესამოწმებლად (ეს არის ჯირკვლები კისერზე, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში კალციუმის დონეს),
თქვენ უნდა აცნობოთ მას, რომ იღებთ ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
თუ გაქვთ სტენოკარდია და თქვენი მდგომარება უარესდება ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას, თქვენ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ენაპ®-ჰლ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგან ბავშვის შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი, თუ პრეპარატი გამოიყენება ამ ვადებზე (იხ. პარაგრაფი „ორსულობა“).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ასეთი კომბინაციის ეფექტურობისა და ტოლერანტობის შესახებ.
სხვა პრეპარატები და ენაპ®-ჰლ
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
აღნიშნული განსაკუთრებით ეხება:
სხვა პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
კალიუმის პრეპარატებს (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამიოდარონი) და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა (როგორიცაა: ტრიმეტოპრიმი, კოტრიმოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ათხელებს სისხლს, გამოიყენება თრომბოზების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგი სამკურნაო საშუალებებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ლითიუმის პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები);
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შარდის რაოდენობას (დიურეზული საშუალებები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლური ფისები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის ზრდის დასათრგუნად (ციტოსტატიკური საშუალებები, მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი);
პრეპარატებს გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიზმი, ართრიტი, ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან სისხლის ზოგიერთი დაავადებები (კორტიკოსტეროიდები);
პრეპარატებს გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ (პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საგულე გლიკოზიდები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ხველის ზოგიერთი სახეობის დროს და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებს (სიმპათომიმეტიკები) ან ნორადრენალინს და ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ; თუ ეს პრეპარატები გამოიყენება ენაპ®-ჰლ-თან ერთად, მათ შეუძლიათ მაღალი არტერიული წნევის შენარჩუნება;
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR-ის ინჰიბიტორების კლასს). იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი; პრეპარატის ენაპ®-ჰლ-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, თუ თქვენ იღებთ მას ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად;
მიორელაქსანტებს (მაგალითად, ტუბოკურარინი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის დროს);
საინექციო ოქროს ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმ-აუროთიომალატი).
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შეცვლა და/ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღება, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ენაპ®-ჰლ“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ენაპ®-ჰლ საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
არ მოიხმაროთ ალკოჰოლური სასმელები მკურნალობის დროს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა, განსაკუთრებით ადგომისას. თუ ეს მოხდა, დაუყოვმებლივ უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ხართ ორსულად, ან თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. მკურნალი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ენაპ®-ჰლ-ის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი. ენაპ®-ჰლ არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის ვადის შემთხვევაში, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ენაპ®-ჰლ არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ენაპ®-ჰლ-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება ცალკეულ პაციენტებში და, ამგვარად, ირიბად ან დროებით შეამციროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის ფსიქოფიზიკური უნარი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ენაპ®-ჰლ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების მიმართ აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ, პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღება
ყოველთვის მიიღეთ ენაპ®-ჰლ მკურნალი ექიმის ზუსტი მითითებების შესაბამისად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
დოზირების რეჟიმი:
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ენაპ®-ჰლ დღეში ერთხელ.
თუ აუცილებელია, თქვენ ექიმს შეუძლია ენაპ®-ჰლ-ის დოზის ორ ტაბლეტამდე გაზრდა დღეში ერთხელ.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ სხვა დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენ ტაბლეტებს), გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ენაპ®-ჰლ-ის მიღების დაწყებამდე. დიურეზული საშუალებენის მიღება უნდა შეწყდეს ენაპ®-ჰლ-ის მიღების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
გამოყენების წესი:
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
მიიღეთ პრეპარატი რეგულარულად, უმჯობესია დილით და ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ენაპ®-ჰლ-ის მიღების შემდეგ ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი ენაპ®-ჰლ
დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გულისწასვლა, რომლებიც წარმოადგენენ პათოლოგიურად დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტონიის) შედეგს. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ წამლის დროულად მიღება, მიჰყევით დოზირების ჩვეულ გრაფიკს და მიიღეთ მომდევნო დოზა დანიშნულ დროს, მაგრამ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის მიღებას
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული წნევა დროთა განმავლობაში შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რაც ზრდის მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული გართულებების რისკს, ძირითადად გულზე, ტვინზე და თირკმელებზე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენაპ®-ჰლ-ს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ: ქავილი, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ფართო გამონაყარი კანზე ან ხელების, პირის, ყელის, სახის ან თვალების შეშუპება.
ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ:
ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა (განსაკურებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან ადგომის დროს);
გამოხატული ქოშინი, ცხელება, სისუსტე და ცნობიერების დაბინდვა (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ნიშნები) (სიხშირით „ძალიან იშვიათი“ - შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დაბინდვა;
თავბრუსხვევა;
ხველა;
გულისრევა;
სისუსტე (ასთენია).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
კალიუმის დაბალი დონე სისხლში;
ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში;
თავის ტკივილი, დეპრესია, გულისწასვლა, გემოს შეგრძნებების ცვლილება;
არტერიული წნევის შემცირება ადგომის დროს და სისუსტე, არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გახშირებული გულისცემა;
გაძნელებული სუნთქვა (ქოშინი);
დიარეა, მუცლის ტკივილი;
გამონაყარი;
კუნთების სპაზმები;
ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა;
სისხლში კალიუმის დონის მომატება, შრატში კრეატინინის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ანემია;
გაწითლება, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), გულის შეტევა და ინსულტი, შესაძლებელია არტერიული წნევის გადაჭარბებული შემცირების გამო პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით;
ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
გამონადენი ცხვირიდან (რინორეა),
ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა;
ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), აირების დაგროვება ნაწლავში (მეტეორიზმი), შეკრულობა, მადის დაკარგვა (ანორექსია), კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, წყლული;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ცილა შარდში (პროტეინურია);
ქავილი, ოფლიანობა, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული სისხლში შაქრის დაბალი დონით), მაგნიუმის დაბალი დონე, პოდაგრა;
ერექტილური ფუნქციის დარღვევა;
მოუსვენრობა, ცხელება;
ცნობიერების დაბინდვა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ძილიანობა და ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
შრატში შარდოვანას დონის მატება, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ნეიტროპენია, ჰიპოჰემოგლობინემია, ჰემატოკრიტის შემცირება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია);
სისხლში გლუკოზის დონის ზრდა;
პათოლოგიური სიზმრები, ძილის პრობლემები, მოძრაობის დარღვევები (პარეზი);
ჯირკვლების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები, ხელების და ფეხების თითების სისხლით სუსტი მომარაგება, რაც იწვევს გაწითლებას და ტკივილს (რეინოს სინდრომი);
სითხის დაგროვება ფილტვებში, სურდო ან ტკივილი ცხვირის არეში, ეოზინოფილური პნევმონია (შესაძლო სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა და გაძნელებული სუნთქვა);
შეშუპება, წყლულები პირში, ინფექცია ან ენის ტკივილი და შეშუპება;
ღვიძლის უკმარისობა ან ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება (სიყვითლე);
კანის მეტისმეტი გაწითლება, გამონაყარი ბუშტუკებით და კანის ანთება, კერძოდ ხელებსა და ფეხებზე, პირის შიგნით ან გარშემო, რასაც თან ახლავს ცხელება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის აქერცვლა;
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წელის ტკივილი და შარდის მოცულობის შემცირება;
მკერდის გადიდება მამაკაცებში;
ღვიძლისმიერი ფერმენტების ან ბილირუბინის დონის მომატება სისხლში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება; ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას;
კალციუმის მომატებული დონე სისხლში.
სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანისა და ტუჩების კიბო (არამელანომური კანის კიბო);
ანტიდიურეზული ჰორმონის პათოლოგიური სეკრეციის სინდრომი (ჰორმონი, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს);
მხედველობის სიმახვილის შემცირება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
მიღებულია შეტყობინებები სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდნენ ზოგიერთს ან ყველა შემდეგ ნიშნებს: ცხელებას, გარსების ანთებას, რომლებიც გარს ერტყმის გარკვეულ შინაგან ორგანოებს (სეროზული გარსები), სისხლძარღვთა ანთებას, კუნთების ან სახსრების ტკივილს/ანთებას, ცვლილებებს ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ანტინუკლეარული ფაქტორის დადებითი ტიტრი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი).
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით უფრო მეტი ცნობების შეგორვებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის შენახვა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები წყალსადენში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ აფთიაქის მუშაკს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: 10 მგ ენალაპრილის მალეატი (რაც შეესაბამება 7.64 მგ ენალაპრილს) და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდო.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
იხ. პარაგრაფი „ენაპ®-ჰლ-ის შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.
პრეპარატ ენაპ®-ჰლ-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ერთ მხარეს ღარით. ღარი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირი და ალუმინის ფოლგა). 2, 3 ან 6 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, სმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
/ყველა გვერდი ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, 6204)/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


