ენაპი-HL 20
ENAP®-HL 20
ენაპი-HL 20 - არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + ენალაპრილი (enalapril)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ + 12,5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035249
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2022, მოქმედებს 18 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენაპი-HL 20 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენაპი-HL 20 - არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს.
ენალაპრილი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც მოქმედებენ სისხლძარღვთა გაფართოების ხარჯზე, რითაც ამცირებენ არტერიულ წნევას და ზრდიან სისხლის და ჟანგბადის მიწოდებას გულის კუნთთან და სხვა ორგანოებთან.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას (დიურეზულები) და, მაშასადამე, ამცირებენ არტერიულ წნევას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო ეფექტურია არტერიული წნევის დასაწევად, ვიდრე ცალკეული კომპონენტები. ექიმი დაგინიშნავთ თქვენ ენაპ-HL 20-ს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან მომატებული არტერიული წნევა.
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპი-HL 20:
თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის მალეატზე, ჰიდროქლორტიაზიდზე ან პრეპარატის ენაპი-HL 20 ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;
თუ თქვენ უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებდა ქავილი, ჭინჭრის ციება, ხიხინი ან ხელების, სახის, ტუჩების, პირის, ყელის ან ქუთუთოების შეშუპება მსგავსი პრეპარატების მიღების შემდეგ;
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება უცნობი მიზეზით;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რა არის სულფონამიდები);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება, რომლებიც თირკმელებს სისხლით ამარაგებენ;
თუ გაქვთ შარდის შეკავება;
თუ თქვენი ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია (აგრეთვე ჯობია პრეპარატის მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. ნაწილი „ორსულობა“);
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, და თქვენ მკურნალობთ პრეპარატით არტერიული წნევის დასაწევად, რომელიც ალისკირენს შეიცავს.
მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ენაპი-HL 20 დღეში ერთხელ.
თუ აუცილებელია, თქვენ ექიმს შეუძლია ენაპი-HL 20 დოზის ორ ტაბლეტამდე გაზრდა დღეში ერთხელ.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ სხვა დიურეზულებს (შარდმდენ ტაბლეტებს), ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ენაპი-HL 20-ის მიღების დაწყებამდე. დიურეზულების მიღება უნდა შეწყდეს ენაპი-HL 20-ის მიღების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
გამოყენების წესი:
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
მიიღეთ პრეპარათი რეგულარულად, ჯობია დილით და ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ თქვენ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ენაპი-HL 20-ის მიღებიდან ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი ენაპი-HL 20
ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გულისწასვლა, რომლებიც წარმოადგენენ ანომალური დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტონიის) შედეგს. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ დაგავიწყდათ წამლის დროულად მიღება, მიჰყევით დოზირების თქვენს ჩვეულ გრაფიკს, მიიღეთ რა მომდევნო დოზა დანიშნულ დროს, მაგრამ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღება
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული წნევა დროთა განმავლობაში შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რაც ზრდის მაღალი არტერიული წნევით გამოწვეულ გართულებების რისკს, ძირითადად გულზე, ტვინზე და თირკმელებზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.;
ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ;
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;
მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
ანურია;
მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ˂30 მლ/წთ);
თირკმლის არტერიების სტენოზი;
ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები (იხ. ნაწილები 4.4. და 4.6);
ენაპ-HL 20-ის და ალისკირენშემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂60 მლ/წთ/1,73 მ2) (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1);
ერთდროული მიღება სამკურნალო საშუალებების საკუბიტრილი/ვალსარტანი კომბინაციასთან. არ არის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების ენაპ-HL 20 მიღება საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათის გასვლამდე (იხ. ასევე ნაწილები 4.4. და 4.5).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამდე, ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
იყავით განსაკუთრებით ფრთხილად პრეპარატის მიღებისას:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა და ორგანიზმში მარილენის და სითხის ბალანსის დარღვევა;
თირკმელების დაავადებების დროს;
თუ იმყოფებით დიალიზზე;
თუ ახლახან ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაწუხებთ შემაერთებელი ქსოვილის მძიმე დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ გულის სარქველის დაზიანება ან გულის ნებისმიერი სხვა დაავადება;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი;
თუ ღებულობთ დიურეზულებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ აღგენიშნებათ ღებინება ან დიარეა;
თუ ახლახან გქონდათ ჭარბი ღებინება ან დიარეა;
თუ იცით, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;
თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა;
თუ ღებულობთ ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
თუ თქვენ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად აღგენიშნათ კანის დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების კიბოს ზოგიერთი სახეობების განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). თუ ღებულობთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.
თუ წარსულში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ თქვენ გიჩნდებოდათ პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით ან ფილტვების ფუნქციის დარღვევები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღების შემდეგ თქვენ აღგენიშნათ მწვავე ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გაუარესება ან თვალის ტკივილი;
ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების სიმპტომები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან თვალში მომატებული წნევა, რაც შეიძლება მოხდეს სამკურნალო პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღების შემდეგ რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. თუ ადრე აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფანილამიდებზე, თქვენ შეიძლება გქონდეთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების მიმატებული რისკი.
თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს შორის ერთ-ერთს, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად, და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოთენზინ II რეცებტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), კერძოდ, თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული დიაბეტთან;
ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და თქვენს სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის რეგულარული შემოწმება.
იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპი-HL 20“.
შესაძლო ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე (სტომატოლოგთანაც კი) თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, რომ ღებულობთ ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
როდესაც თქვენი ექიმი გეგმავს:
მკურნალობას ჰემოდიალიზით,
სისხლიდან ქოლესტერინის მოცილებას (აფერეზი),
დესენსიბილიზაციას (მკურნალობა ფუტკრების ან კრაზანების კბენაზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად),
ტესტებს პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის შესამოწმებლად (ეს არის ჯირკვლები კისერზე, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში კალციუმის დონეს),
თქვენ უნდა შეატყობინოთ მას, რომ ღებულობთ ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
თუ გაქვთ სტენოკარდია და თქვენი მდგომარება უარესდება ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას, თქვენ უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). არ არის რეკომენდირებული ენაპი-HL 20 ორსულობის ადრეულ ვადებზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგანაც ბავშვისთვის შეიძლება მიყენებული იყოს სერიოზული ზიანი, თუ პრეპარატი გამოიყენება ამ ვადებზე (იხ. ნაწილი „ორსულობა“).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ასეთი კომბინაციის ეფექტურობის და ამტანობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლახან იღებდით ან შეგეძლოთ მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით ეს ეხება:
სხვა პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
კალიუმის პრეპარატებს (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმშემანარჩუნებელ დიურეზულებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამიოდარონი) და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენ სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა (როგორიცაა ტრიმეტოპრიმი, კოტრიმოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მიცილების თავიდან ასაცილებლად, და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც სისხლს ათხევადებს, გამოიყენება თრომბოზების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგი სამკურნაო საშუალებებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ლითიუმის პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები);
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შარდის რაოდენობას (დიურეზულები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლური ფისები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის ზრდის დათრგუნვისთვის (ციტოსტატიკები, მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი);
პრეპარატებს გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატიზმი, ართრიტი, ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან სისხლის ზოგიერთი დაავადებები (კორტიკოსტეროიდები);
პრეპარატებს ანომალური გულის რითმის სამკურნალოდ (პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (დიგიტალისი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ხველის ზოგიერთო სახეობის დროს, და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებს (სიმპათომიმეტიკები) ან ნორადრენალინს და ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ; თუ ეს პრეპარატები გამოიყენება ერთობლივად პრეპარატთან ენაპი-HL 20, მათ შეუძლიათ მაღალი არტერიული წნევის შენარჩუნება;
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი; პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დიდი შემცირება, თუ თქვენ იღებთ მას კომბინირებულად ანტიდიაბეტურ საშუალებებთან
მიორელაქსანტებს (მაგალითად, ტუბოკურარინი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის დროს);
საინექციო ოქროს ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმ-აუროთიომალატი).
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შეცვლა და/ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღება, თუ თქვენ ღებულობთ ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „ ნუ მიიღებთ ენაპი-HL 20-ს“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ენაპი-HL 20 საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს მკურნალობის დროს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა, განსაკუთრებით ადგომისას. თუ ეს მოხდა, თქვენ დაუყოვმებლივ უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, რომ ხართ ორსულად, ან თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. მკურნალი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ენაპი-HL 20-ის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი. ენაპი-HL 20 არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის ვადით, რადგანაც პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
შატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ენაპი-HL 20 არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატმა ენაპი-HL 20 შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება ცალკეულ პაციენტებში და, ამგვარად, ირიბად ან დროებით შეამციროს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის ფსიქოფიზიკური უნარი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ენაპი-HL 20 შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენ შეგატყობინეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ, პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
- პრეპარატის ენაპი-HL 20 გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ენაპი-HL 20 ზუსტად მკურნალი ექიმის მითითებების შესაბამისად. ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატს ენაპი-HL 20 შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ქავილი, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ვრცელი გამონაყარი კანზე ან ხელების, პირის, ყელის, სახის ან თვალების შეშუპება.
ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის დაუყოვნებლივ მიღება და ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა (განმსაკურებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან ადგომის დროს).
გვერდითი რეაქციები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დაბინდვა;
თავბრუსხვევა;
ხველა;
გულისრევა;
სისუსტე (ასტენია).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
კალიუმის დაბალი დონე სისხლში; ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში;
თავის ტკივილი, დეპრესია, გულისწასვლა, გემოს შეგრძნებების ცვლილება;
არტერიული წნევის დაცემა ადგომის დროს და სისუსტე, არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია). გახშირებული გულისცემა;
გაძნელებული სუნთქვა (ქოშინი);
დიარეა, მუცლის ტკივილი;
გამონაყარი;
კუნთების სპაზმები;
ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა;
სისხლში კალიუმის დონის მომატება, შრატში კრეატინინის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ანემია;
გაწითლება, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), გულის შეტევა და ინსულტი, შესაძლებელია არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითების გამო პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით;
ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
გამონადენი ცხვირიდან (რინორეა), ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა;
ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), აირების დაგროვება ნაწლავში (მეტეორიზმი), შეკრულობა, მადის დაკარგვა (ანორექსია), კუჭის გაღიზიანება, სიმშრალე პირში, წყლული;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ცილა შარდში (პროტეინურია);
ქავილი, ოფლიანობა, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული სისხლში შაქრის დაბალი დონით), მაგნიუმის დაბალი დონე, პოდაგრა;
ერექტილური ფუნქციის დარღვევა;
მოუსვენრობა, ცხელება;
ცნობიერების არევა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ძილიანობა და ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
შრატში შარდოვანას მატება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ნეიტროპენია, ჰიპოჰემოგლობინემია, ჰემოკრიტის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია);
სისხლში გლუკოზის დონის ზრდა;
ანომალური სიზმრები, ძილის პრობლემები, მოძრაობის დარღვევები (პარეზი);
ჯირკვლების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები, ხელების და ფეხების თითების ცუდი სისხლის მომარაგება, რაც იწვევს გაწითლებას და ტკივილს (რეინოს სინდრომი);
სითხის დაგროვება ფილტვებში, სურდო ან ტკივილი ცხვირის არეში, ეოზინოფილური პნევმონია (შესაძლო სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა და გაძნელებული სუნთქვა);
შეშუპება, წყლულები პირში, ინფექცია ან ენის ტკივილი და შეშუპება;
ღვიძლის უკმარისობა ან ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება (სიყვითლე);
კანის გადაჭარბებული გაწითლება, გამონაყარი ბუშტუკებით და კანის ანთება, კერძოდ ხელებსა და ფეხებზე, პირის შიგნით ან გარშემო. რასაც ახლავს ცხელება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის აქერცვლა;
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წელის ტკივილი და შარდის მოცულობის შემცირება;
მკერდის გადიდება მამაკაცებში;
ღვიძლისმიერი ფერმენტების ან ბილირუბინის დონის მომატება სისხლში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება; ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას;
კალციუმის მომატებული დონე სისხლში;
მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავენ მწვავე ქოშინს, მომატებულ ტემპერატურას, სისუსტეს და ცნობიერების არევას).
სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო);
ანტიდიურეზული ჰორმონის ანომალური სეკრეციის სინდრომი (ჰორმონი, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს);
მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
იყო შეტყობინებები სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდნენ ზოგიერთს ან ყველა შემდეგ ნიშნებს: ცხელება., გარსების ანთება, რომლებიც გარშემორტყმულია გარკვეული შინაგანი ორგანოების გარშემო (სეროზული გარსები), სისხლძარღვთა ანთება, კუნთების ან სახსრების ტკივილი/ანთება, ცვლილებები ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ანტინუკლეარული ფაქტორის დადებითი ტიტრი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი).
შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე გვერდითი რეაქციები, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით უფრო მეტი ცნობების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- პრეპარატის ენაპი-HL 20 შენახვა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინოტივისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ინფორმაცია ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ. თერაპია ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციით უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ. პირველი ზომები მოიცავს ღებინების პროვოცირებას და/ან კუჭის ამორეცხვას პრეპარატის დაუყოვნებლივი გამოდევნისათვის. მკურნალობა არის სიმპტომატური და შემანარჩუნებელი - დეჰიდრატაციის, ელექტროლიზური დისბალანსის და ჰიპოტონიის აღმოფხვრისთვის გამოყენებული უნდა იქნას დადგენილი პროცედურები.
ენალაპრილის მალეატი
ჭარბი დოზირების ყველაზე დამახასიატებელ სიმპტომებს, რომელთა შესახებ იყო შეტყობინებები დღეისათვის, წარმოადგენს ჰიპოტონია, რომელიც აღინიშნება ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, ერთდროულად რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადასა და სტუპორთან. აგფ ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტების დისბალანს, თირკმელების უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულისცემის გახშირებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას. ენალაპრილატის სისხლის შრატში დონეები 100 და 200 ჯერ უფრო მაღალია თერაპიულ დოზებზე, ვიდრე ჩვეულებრივ აღინიშნებოდა 300 მგ და 440 მგ ენალაპრილის მალეატის მიღების შემდეგ, შესაბამისად.
ჭარბი დოზირების რეკომენდირებული თერაპია - ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. თუ აღინიშნება ჰოპოტონია, პაციენტი მოთავსებული უნდა იქნას შოკის საწინააღმდეგო პოზიციაში. თუ შესაძლებელია, შეიძლება ასევე განხილული იქნას ანგიოტენზინ II-ის ინფუზიით მკურნალობა ან/და ინტრავენური კატექოლამინების საკითხი. თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული დიდი დრო, საჭიროა ორგანიზმიდან ენალაპრილის მალეატის გამოყოფისკენ მიმართული ზომების მიღება (მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტებისა და ნატრიუმის სულფატის შეყვანა). ენალაპრილატი, ენალაპრილის აქტიური მეტაბოლიტი, შეიძლება გამოდევნილი იქნას ჰემოდიალიზის საშუალებით (იხ. ნაწილი 4.4). ეკექტროკარდიოსტიმულატორის გამოყენება ნაჩვენებია რეზისტენტული ბრადიკარდიის თერაპიისათვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიშნები, შრატში ელექტროლიტების კონცენტრაცია და კრეატინინის კონცენტრაცია მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.
ჰიდროქლორთიაზიდი
დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები დაკავშირებულია ელექტროლიტების დონის დაქვეითებასთან: ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია და დეჰიდრატაცია (ჭარბი დიურეზის შედეგი). იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დანიშნული იქნა დიგიტალისი, მაშინ ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიის გამწვავება.
შემადგენლობა
პრეპარატის ენაპი-HL 20 შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტებს: 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის ენაპი-HL 20 გარეგანი იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ნაჭდევით ერთ მხარეს. ნაჭდევი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
2, 3, 6, 9 ან 10 ბლისტერი ოპა/ალ/პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან 10 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში ჩანართი-ფურცლით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ პრეპარატს წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინის სისტემაზე, აგფ ინჰიბიტორები დიურეზულებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: [C09BA02].
მოქმედების მექანიზმი
ენალაპრილი არის ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ის ორგანიზმში სწრაფად მეტაბოლიზდება ენალაპრილატად, რომელიც არის ძლიერი აგფ ინჰიბიტორი. აგფ ინჰიბირების ძირითადი ეფექტები: მოცირკულირე სისხლში ანგიოთენზინი II და ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირება, ქსოვილის ანგიოთენზინ II-ის აქტივობის ინჰიბირება, რენინის გამოთავისუფლების გაზრდა, ვაზოდეპრესორული კალიკრეინ-კინინის სისტემის სტიმულაცია, სიმპათიკური ნერვული სისტემის დათრგუნვა, პროსტაგლანდინების და მარელაქსირებელი ფაქტორის გამოთავისუფლების გაზრდა სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ენალაპრილი ასევე ახდენს აქტიური სისხლძარღვების გამაფართოვებელი პეპტიდის - ბრადიკინინის დაშლის ბლოკირებას. მაგრამ ამ მოვლენის როლი პრეპარატის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ როდესაც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ენალაპრილი ახდენს სისხლის წნევის შემცირებას, ითვლება უმთავრესად რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის სუპრესია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის წნევის რეგულირებაში, ენალაპრილი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას ასევე რენინის დაბალი შემცველობის მქონე პაციენტებში.
ენალაპრილის პიკური ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში, რაც იძლევა მისი დღეში ერთჯერ - ორჯერ მიღების საშუალებას.
ჰიდროქლორთიაზიდი - დიურეზული და ანტიჰიპერთენზიული საშუალება, რომელიც ზრდის სისხლის პლაზმის რენინის აქტივობას. თუმცა ენალაპრილი თავისთავად არის ანტიჰიპერთენზიული პრეპარატი ავადმყოფებისთვისაც კი არტერიული ჰიპერთენზიით, რომლებსაც გააჩნიათ რენინის დაბალი დონე, ჰიდროქლორიტიაზიდის თანმხლები გამოყენება ასეთ პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის კიდევ უფრო მეტ დაწევას. ამიტომ აგფ ინჰიბიტორის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული მიღება მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ სამკურნალო საშუალების მიღება ცალ-ცალკე არასაკმარისად ეფექტურია. ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა იძლევა უკეთესი თერაპიული ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის უფრო დაბალ დოზებში, ასევე ამცირებს გვერდით მოქმედებებს.
აღნიშნული კომბინაციის ანტიჰიპერთენზიული ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათამდე, ამიტომ საკმარისია პრეპარატის ერთი-ორჯერ მიღება დღეში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორ დიდ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ტელმისარტანი მონოფორმა და რამიპრილთან კომბინაციაში, საბოლოო წერტილების გლობალური კვლევა) და VA NEPHRON-D (ნეფროპათიის კვლევა დიაბეტის დროს, რომელიც ტარდებოდა ვეტერანთა საქმეებზე აშშ დეპარტამენტის მიერ) შესწავლილი იქნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაციაში.
ONTARGET კვლევა ჩატარებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების, ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილობით, რასაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D კვლევა ჩატარებული იყო მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტების მონაწილეობით.
მონოთერაპიასთან შედარებით ამ კვლევებმა არ აჩვენეს მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება თირკმელების ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგსა და სიკვდილიანობაზე, იმ დროს, როდესაც აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მომატებული რისკი. ანალოგიურ ფარმაკოდინამიკურ თვისებებთან დაკავშირებით ეს შედეგები ეხება სხვა აგფ ინჰიბიტორებს და ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს.
ამიტომ სხვა აგფ ინჰიბიტორები და ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად ავადმოფებში დიაბეტური ნეფროპათიით.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევა განკუთვნილი იყო ალისკირენის დამატების უპირატესობების გამოსავლენად სტანდარტულ თერაპიასთან აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან პაციენტებში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. კვლევა ვადამდე იქნა შეწყვეტილი არასასურველი შედეგის მომატებული რისკის გამო. ინსულტი და სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან აღინიშნებოდა უფრო ხშირად პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, ვიდრე პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ასევე ჯგუფში, რომელშიც იღებდნენ ალისკირენს, უფრო ხშირად აღინიშნებოდა არასასურველი გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმლის დისფუნქცია).
კანის არამელანომური კიბო. ეპიდემიოლოგიური კვლევების არსებული მონაცემების საფუძველზე, აღინიშნება კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა და კანის არამელანომური კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას, რომელიც შედგებოდა ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის 71 533 შემთხვევისა და ბრტყელუჯრედოვანი კიბოს 8 629 შემთხვევისაგან, რომლებიც შეესაბამებოდა 1 430 833 და 172 462 მოსახლეობის საკონტროლო ჯგუფებს, შესაბამისად. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალი დოზებით გამოყენება (კუმულაციურად ≥ 50 000 მგ) დაკავშირებული იყო დაკორექტირებულ OR 1,29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის და 3,98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68-4.31) ბრტყელუჯრედოვანი კიბოსთვის. მკაფიო ურთიერთკავშირი დოზა-პასუხი აღინიშნებოდა როგორც ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კიბოსთვის. მეორე კვლევაში ნაჩვენები იყო შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (SCC) და HCTZ ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შესადარებელი იყო 63 067 მოსახლეობის საკონტროლო ჯგუფთან, რისკის გათვალისწინებით შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. დამოკიდებულება კუმულაციური დოზა-პასუხი ნაჩვენები იყო დაკორექტირებული მნიშვნელობით OR 2,1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6), რომელიც იზრდებოდა OR-მდე 3.9 (3.0-4.9) მაღალი კუმულაციური დოზისთვის (~ 25 000 მგ) და OR 7,7 (5.7-10.5) ყველაზე მაღალი კუმულაციური დოზისთვის (~ 100 000 მგ) (იხ. ნაწილი 4.4).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ენალაპრილი
აბსორბცია
ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში; 4 საათის შემდეგ კონცენტრაცია სწრაფად ეცემა. შეწოვის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60 %-ს, ამასთან საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას აბსორბციაზე. ენალაპრილი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტამდე ენალაპრილატამდე ღვიძლში.
ენალაპრილატის კონცენტრაციის პიკი სისხლის შრატში აღინიშნება ენალაპრილის შიგნით მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ. შარდის ძირითადი კომპონენტებია ენალაპრილატი, რომელიც შეადგენს დოზის 40%-ს, და ინტაქტური ენალაპრილი. ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა არ არსებობს ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვანი გზა. ენალაპრილატის კონცენტრაციის პროფილი შრატში ახდენს ხანგრძლივი ტერმინალური ფაზის დემონსტრირებას, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია აგფ-თან შეკავშირებასთან. სუბიექთებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ენალაპრილატის სტაბილური კონცნეტრაციები სისხლის შრატში მიღწეული იქნა ენალაპრილის მალეატის შეყვანის მეოთხე დღისთვის. ენალაპრილის მალეატის შეწოვაზე შიგნით მიღებისას არ მოქმედებს საკვების არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ენალაპრილის აბსორბციის და ჰიდროლიზის ხარისხი ანალოგიურია სხვადასხვა დოზებისთვის რეკომენდირებულ თერაპიულ დიაპაზონში.
ჰიდროქლორთიაზიდი შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის ზედა განყოფილებაში. აბსორბციის ხარისხი შეადგენს 70%-ს და იზრდება 10%-ით, თუ ჰიდროქლორთიაზიდი ხვდება ორგანიზმში საკვებთან ერთად. მაქსიმალური დონეები შრატში მიიღწევა 1,5-5 საათის განმავლობაში.
განაწილება
ცხოველებზე კვლევები აჩვენებენ, რომ ენალაპრილი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, თუ საერთოდ აღწევს; ენალაპრილატი არ აღწევს თავის ტვინში. ენალაპრილი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა არ არსებობს ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვანი მტიცებულებანი. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.
გამოყოფა
ენალაპრილატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ძირითადი კომპონენტები შარდში არის ენალაპრილატი (დოზის დაახლოებით 40%) და უცვლელი ენალაპრილი. ნახევრად გამოყოფის ეფექტური პერიოდი ენალაპრილატის დაგროვებისათვის პერორალური ენალაპრილატის მალეატის მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ შეადგენს 11 საათს. პლაზმაში ჰიდროქლორტიაზიდის დონეზე დაკვირვებისას მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ნახევრად გამოყოფის პერიოდი პლაზმიდან მერყეობს 5,6-დან 14,8 საათამდე. ჰიდროქლორტიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% გამოიყოფა ცვლილებების გარეშე 24 საათის განმავლობაში.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თიკმლის უკმარისობით ენალაპრილის და ენალაპრილატის გამოყოფა იზრდება. პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ) ენალაპრილატის АUC სტაბილურ მდგომარეობაში დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით დღეში ერთხელ 5 მგ-ის მიღების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ), АUC დაახლოებით 8-ჯერ იზრდება. ენალაპრილატის საერთო სისხლის ნაკადიდან გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზის საშუალებით. დიალიზური კლირენსია 62 მლ/წთ.
ლაქტაცია
პრეპარატის ერთჯერადი დოზის 20 მგ-ის შიგნით მიღების შემდეგ, დედის რძეში ენალაპრილის პიკური კონცენტრაცია შეადგენდა საშუალოდ 1,7 მკგ/ლ-ს (0,54-დან 5,9 მკგ/ლ-მდე დიაპაზონში) პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ, ენალაპრილატის - 1,7 მკგ/ლ-ს (1,2-დან 2,3 მკგ/ლ-მდე დიაპაზონში); ამასთან პიკები აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს 24 საათის განმავლობაში. რძეში პიკური კონცენტრაციების შესახებ მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი მაქსიმალური მოხვედრა ბავშვისთვის, რომელიც იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე, შეადგენს დედის მიერ მიღებული დოზის 0,16%-ს, კორექციით სხეულის მასაზე. ქალებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ ენალაპრილს დღეში 10 მგ დოზით 11 თვის განმავლობაში, დედის რძეში ენალაპრილის პიკური კონცენტრაცია შეადგენდა 2 მკგ/ლ პრეპარატის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, ენალაპრილატის პიკური კონცენტრაცია კი - 0,75 მკგ/ლ მიღებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ენალაპრილის და ენალაპრილატის რძეში განსაზღვრული საერთო საშუალო კონცენტრაცია 24 საათის განმავლობაში შეადგენდა 1,44 მკგ/ლ და 0,63 მკგ/ლ, შესაბამისად. ასევე ნაჩვენებია, რომ დედის რძეში ენალაპრილატის დონე არ განისაზღვრა ერთ-ერთ მეძუძურ დედაში 5 მგ ენალაპრილის ერთჯერადი მიღებიდან (იყო <0,2 მკგ/ლ) 4 საათის შემდეგ, ასევე არ განისაზღვრა 10 მგ ენალაპრილის მიღების შემდეგ ორ მეძუძურ დედაში.
ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს პრეპარატების ბიოშეღწევადობასა და ფარმაკოკინეტიკაზე ცალ-ცალკე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი-ფურცელი მომხმარებლისათვის
ენაპი® HL ტაბლეტები, 20 მგ/12,5 მგ
ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ჩანართი-ფურცელი, შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენის მსგავსია.
თუ თქვენ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი რეაქციები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი-ფურცლის მე-4 ნაწილში.
ჩანართი-ფურცლის შინაარსი:
რას წარმოადგენს პრეპარატი ენაპი-HL 20 და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამდე
პრეპარატის ენაპი-HL 20 გამოყენება
შესაძლო გვერდითი რეაქციები
პრეპარატის ენაპი-HL 20 შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები
- რას წარმოადგენს პრეპარატი ენაპი-HL 20 და რისთვის გამოიყენება
ენაპი-HL 20 - არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს ენალაპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს.
ენალაპრილი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც მოქმედებენ სისხლძარღვთა გაფართოების ხარჯზე, რითაც ამცირებენ არტერიულ წნევას და ზრდიან სისხლის და ჟანგბადის მიწოდებას გულის კუნთთან და სხვა ორგანოებთან.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას (დიურეზულები) და, მაშასადამე, ამცირებენ არტერიულ წნევას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო ეფექტურია არტერიული წნევის დასაწევად, ვიდრე ცალკეული კომპონენტები. ექიმი დაგინიშნავთ თქვენ ენაპ-HL 20-ს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან მომატებული არტერიული წნევა.
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპი-HL 20:
თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის მალეატზე, ჰიდროქლორტიაზიდზე ან პრეპარატის ენაპი-HL 20 ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;
თუ თქვენ უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებდა ქავილი, ჭინჭრის ციება, ხიხინი ან ხელების, სახის, ტუჩების, პირის, ყელის ან ქუთუთოების შეშუპება მსგავსი პრეპარატების მიღების შემდეგ;
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება უცნობი მიზეზით;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რა არის სულფონამიდები);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება, რომლებიც თირკმელებს სისხლით ამარაგებენ;
თუ გაქვთ შარდის შეკავება;
თუ თქვენი ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია (აგრეთვე ჯობია პრეპარატის მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. ნაწილი „ორსულობა“);
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფი კანქვეშა შეშუპება ყელის არეში);
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, და თქვენ მკურნალობთ პრეპარატით არტერიული წნევის დასაწევად, რომელიც ალისკირენს შეიცავს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამდე, ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
იყავით განსაკუთრებით ფრთხილად პრეპარატის მიღებისას:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა და ორგანიზმში მარილენის და სითხის ბალანსის დარღვევა;
თირკმელების დაავადებების დროს;
თუ იმყოფებით დიალიზზე;
თუ ახლახან ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ გაწუხებთ შემაერთებელი ქსოვილის მძიმე დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ გულის სარქველის დაზიანება ან გულის ნებისმიერი სხვა დაავადება;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი;
თუ ღებულობთ დიურეზულებს (შარდმდენ ტაბლეტებს);
თუ აღგენიშნებათ ღებინება ან დიარეა;
თუ ახლახან გქონდათ ჭარბი ღებინება ან დიარეა;
თუ იცით, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;
თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა;
თუ ღებულობთ ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
თუ თქვენ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად აღგენიშნათ კანის დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების კიბოს ზოგიერთი სახეობების განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). თუ ღებულობთ ჰიდროქლორთიაზიდს, აუცილებელია კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.
თუ წარსულში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ თქვენ გიჩნდებოდათ პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით ან ფილტვების ფუნქციის დარღვევები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღების შემდეგ თქვენ აღგენიშნათ მწვავე ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გაუარესება ან თვალის ტკივილი;
ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების სიმპტომები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან თვალში მომატებული წნევა, რაც შეიძლება მოხდეს სამკურნალო პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღების შემდეგ რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. თუ ადრე აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფანილამიდებზე, თქვენ შეიძლება გქონდეთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების მიმატებული რისკი.
თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს შორის ერთ-ერთს, რადგანაც იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად, და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოთენზინ II რეცებტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), კერძოდ, თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული დიაბეტთან;
ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და თქვენს სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის რეგულარული შემოწმება.
იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „ნუ მიიღებთ პრეპარატს ენაპი-HL 20“.
შესაძლო ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე (სტომატოლოგთანაც კი) თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, რომ ღებულობთ ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
როდესაც თქვენი ექიმი გეგმავს:
მკურნალობას ჰემოდიალიზით,
სისხლიდან ქოლესტერინის მოცილებას (აფერეზი),
დესენსიბილიზაციას (მკურნალობა ფუტკრების ან კრაზანების კბენაზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად),
ტესტებს პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის შესამოწმებლად (ეს არის ჯირკვლები კისერზე, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში კალციუმის დონეს),
თქვენ უნდა შეატყობინოთ მას, რომ ღებულობთ ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას.
თუ გაქვთ სტენოკარდია და თქვენი მდგომარება უარესდება ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას, თქვენ უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). არ არის რეკომენდირებული ენაპი-HL 20 ორსულობის ადრეულ ვადებზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია, რადგანაც ბავშვისთვის შეიძლება მიყენებული იყოს სერიოზული ზიანი, თუ პრეპარატი გამოიყენება ამ ვადებზე (იხ. ნაწილი „ორსულობა“).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ასეთი კომბინაციის ეფექტურობის და ამტანობის შესახებ.
სხვა პრეპარატები და ენაპი-HL 20
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლახან იღებდით ან შეგეძლოთ მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით ეს ეხება:
სხვა პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
კალიუმის პრეპარატებს (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმშემანარჩუნებელ დიურეზულებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამიოდარონი) და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენ სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა (როგორიცაა ტრიმეტოპრიმი, კოტრიმოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მიცილების თავიდან ასაცილებლად, და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც სისხლს ათხევადებს, გამოიყენება თრომბოზების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგი სამკურნაო საშუალებებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ლითიუმის პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები);
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შარდის რაოდენობას (დიურეზულები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლური ფისები);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის ზრდის დათრგუნვისთვის (ციტოსტატიკები, მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი);
პრეპარატებს გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატიზმი, ართრიტი, ალერგიული მდგომარეობები, ასთმა ან სისხლის ზოგიერთი დაავადებები (კორტიკოსტეროიდები);
პრეპარატებს ანომალური გულის რითმის სამკურნალოდ (პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (დიგიტალისი);
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ხველის ზოგიერთო სახეობის დროს, და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებს (სიმპათომიმეტიკები) ან ნორადრენალინს და ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ; თუ ეს პრეპარატები გამოიყენება ერთობლივად პრეპარატთან ენაპი-HL 20, მათ შეუძლიათ მაღალი არტერიული წნევის შენარჩუნება;
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი; პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დიდი შემცირება, თუ თქვენ იღებთ მას კომბინირებულად ანტიდიაბეტურ საშუალებებთან
მიორელაქსანტებს (მაგალითად, ტუბოკურარინი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის დროს);
საინექციო ოქროს ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმ-აუროთიომალატი).
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შეცვლა და/ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღება, თუ თქვენ ღებულობთ ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „ ნუ მიიღებთ ენაპი-HL 20-ს“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ენაპი-HL 20 საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს მკურნალობის დროს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა, განსაკუთრებით ადგომისას. თუ ეს მოხდა, თქვენ დაუყოვმებლივ უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, რომ ხართ ორსულად, ან თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. მკურნალი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ენაპი-HL 20-ის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი. ენაპი-HL 20 არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის ვადით, რადგანაც პრეპარატის მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვება
შატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ენაპი-HL 20 არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატმა ენაპი-HL 20 შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება ცალკეულ პაციენტებში და, ამგვარად, ირიბად ან დროებით შეამციროს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის ფსიქოფიზიკური უნარი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ენაპი-HL 20 შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენ შეგატყობინეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ, პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
- პრეპარატის ენაპი-HL 20 გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ენაპი-HL 20 ზუსტად მკურნალი ექიმის მითითებების შესაბამისად. ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
დოზირების რეჟიმი:
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ენაპი-HL 20 დღეში ერთხელ.
თუ აუცილებელია, თქვენ ექიმს შეუძლია ენაპი-HL 20 დოზის ორ ტაბლეტამდე გაზრდა დღეში ერთხელ.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ სხვა დიურეზულებს (შარდმდენ ტაბლეტებს), ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ენაპი-HL 20-ის მიღების დაწყებამდე. დიურეზულების მიღება უნდა შეწყდეს ენაპი-HL 20-ის მიღების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
გამოყენების წესი:
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სითხის დაყოლებით.
მიიღეთ პრეპარათი რეგულარულად, ჯობია დილით და ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ თქვენ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ენაპი-HL 20-ის მიღებიდან ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი ენაპი-HL 20
ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გულისწასვლა, რომლებიც წარმოადგენენ ანომალური დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტონიის) შედეგს. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ დაგავიწყდათ წამლის დროულად მიღება, მიჰყევით დოზირების თქვენს ჩვეულ გრაფიკს, მიიღეთ რა მომდევნო დოზა დანიშნულ დროს, მაგრამ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის ენაპი-HL 20 მიღება
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში არტერიული წნევა დროთა განმავლობაში შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რაც ზრდის მაღალი არტერიული წნევით გამოწვეულ გართულებების რისკს, ძირითადად გულზე, ტვინზე და თირკმელებზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატს ენაპი-HL 20 შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ქავილი, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ვრცელი გამონაყარი კანზე ან ხელების, პირის, ყელის, სახის ან თვალების შეშუპება.
ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის დაუყოვნებლივ მიღება და ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა (განმსაკურებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან ადგომის დროს).
გვერდითი რეაქციები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
მხედველობის დაბინდვა;
თავბრუსხვევა;
ხველა;
გულისრევა;
სისუსტე (ასტენია).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
კალიუმის დაბალი დონე სისხლში; ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში;
თავის ტკივილი, დეპრესია, გულისწასვლა, გემოს შეგრძნებების ცვლილება;
არტერიული წნევის დაცემა ადგომის დროს და სისუსტე, არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია). გახშირებული გულისცემა;
გაძნელებული სუნთქვა (ქოშინი);
დიარეა, მუცლის ტკივილი;
გამონაყარი;
კუნთების სპაზმები;
ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა;
სისხლში კალიუმის დონის მომატება, შრატში კრეატინინის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ანემია;
გაწითლება, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), გულის შეტევა და ინსულტი, შესაძლებელია არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითების გამო პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით;
ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
გამონადენი ცხვირიდან (რინორეა), ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა;
ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), აირების დაგროვება ნაწლავში (მეტეორიზმი), შეკრულობა, მადის დაკარგვა (ანორექსია), კუჭის გაღიზიანება, სიმშრალე პირში, წყლული;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ცილა შარდში (პროტეინურია);
ქავილი, ოფლიანობა, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული სისხლში შაქრის დაბალი დონით), მაგნიუმის დაბალი დონე, პოდაგრა;
ერექტილური ფუნქციის დარღვევა;
მოუსვენრობა, ცხელება;
ცნობიერების არევა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ძილიანობა და ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
შრატში შარდოვანას მატება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ნეიტროპენია, ჰიპოჰემოგლობინემია, ჰემოკრიტის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია);
სისხლში გლუკოზის დონის ზრდა;
ანომალური სიზმრები, ძილის პრობლემები, მოძრაობის დარღვევები (პარეზი);
ჯირკვლების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები, ხელების და ფეხების თითების ცუდი სისხლის მომარაგება, რაც იწვევს გაწითლებას და ტკივილს (რეინოს სინდრომი);
სითხის დაგროვება ფილტვებში, სურდო ან ტკივილი ცხვირის არეში, ეოზინოფილური პნევმონია (შესაძლო სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა და გაძნელებული სუნთქვა);
შეშუპება, წყლულები პირში, ინფექცია ან ენის ტკივილი და შეშუპება;
ღვიძლის უკმარისობა ან ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება (სიყვითლე);
კანის გადაჭარბებული გაწითლება, გამონაყარი ბუშტუკებით და კანის ანთება, კერძოდ ხელებსა და ფეხებზე, პირის შიგნით ან გარშემო. რასაც ახლავს ცხელება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის აქერცვლა;
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წელის ტკივილი და შარდის მოცულობის შემცირება;
მკერდის გადიდება მამაკაცებში;
ღვიძლისმიერი ფერმენტების ან ბილირუბინის დონის მომატება სისხლში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება; ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას;
კალციუმის მომატებული დონე სისხლში;
მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავენ მწვავე ქოშინს, მომატებულ ტემპერატურას, სისუსტეს და ცნობიერების არევას).
სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე)
კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო);
ანტიდიურეზული ჰორმონის ანომალური სეკრეციის სინდრომი (ჰორმონი, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს);
მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
იყო შეტყობინებები სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდნენ ზოგიერთს ან ყველა შემდეგ ნიშნებს: ცხელება., გარსების ანთება, რომლებიც გარშემორტყმულია გარკვეული შინაგანი ორგანოების გარშემო (სეროზული გარსები), სისხლძარღვთა ანთება, კუნთების ან სახსრების ტკივილი/ანთება, ცვლილებები ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ანტინუკლეარული ფაქტორის დადებითი ტიტრი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი).
შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე გვერდითი რეაქციები, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით უფრო მეტი ცნობების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- პრეპარატის ენაპი-HL 20 შენახვა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინოტივისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ პრეპარატს წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები
პრეპარატის ენაპი-HL 20 შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტებს: 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის ენაპი-HL 20 გარეგანი იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ნაჭდევით ერთ მხარეს. ნაჭდევი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
2, 3, 6, 9 ან 10 ბლისტერი ოპა/ალ/პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან 10 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში ჩანართი-ფურცლით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


