პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენა+HCT-დენკ 20/12.5

Ena+HCT-Denk 20/12.5

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი ფიქსირებული დოზის ეს კომბინაცია მიიღება იმ პაციენტებისათვის, ვისი არტერიული წნევაც მხოლოდ ენალაპრილით ვერ კონტროლდება სათანადოდ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042325
რეგისტრირებულია
7 ნოემბერი 2024, მოქმედებს 7 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენა+HCT-დენკ 20/12.5 და სხვა წამალი ერთად

ენა+HCT-დენკ 20/12.5 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი

ფიქსირებული დოზის ეს კომბინაცია მიიღება იმ პაციენტებისათვის, ვისი არტერიული წნევაც მხოლოდ ენალაპრილით ვერ კონტროლდება სათანადოდ.

ფიქსირებული დოზის ეს კომბინაცია, ასევე შეიძლება იქნას ჩამნაცვლებელი 20 მგ ენალაპრილის მალეატის და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებული თერაპიის, იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა დოზირების იგივე პროპორციის ინდივიდუალური აქტიური ნივთიერებებით.

ფიქსირებული დოზის ეს კომბინაცია არ მიიღება საწყისი თერაპიის სახით.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების სრული დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში

ხანდაზმული პაციენტები

მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის დოზა სიფრთხილით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

მკურნალი ექიმი შეცვლის ენალაპრილის და ჰიდრპქლოროთიაზიდის დოზას სიფრთხილით.

მიღების წესი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ან უზმოზე

ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ენა+ჰქთ-დენკ-ის დოზის გადაჭარბება:

თუ პაციენტმა (ან სხვა პირმა) გადაყლაპა ძალიან ბევრი ტაბლეტი, ან თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ბავშვმა მიიღო ტაბლეტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ. დოზის გადაჭარბების ნიშნებია: არტერიული წნევის დაცემა, გულის უჩვეულოდ მომატებული ან ნელი რითმი, თრთოლვა (არარეგულარული გულის ცემა), შოკი, სუნქთქვის გართულება, ხველა, ავადმყოფობა და ავადმყოფობის შეგრძნება, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა და ბოდვა, ან შფოთვა, ხშირი შარდვა ან მოშარდვისას შარდის გამოყოფის უუნარობა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ეს ინსტრუქცია, ტაბლეტის რაიმე სახის ნარჩენი და შეფუთვა, საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტის დროს, რადგან ექიმმა იცოდეს რა ტაბლეტი მიიღო პაციენტმა.

ენა+ჰქთ-დენკ-ის დოზის გამოტოვება:

არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად.

ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა:

ჰიპერტენზიის მკურნალობა არის ხანგრძლივი მკურნალობა და მისი შეწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.

აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდის შემცველი მედიკამენტების მიმართ (ძირითადად ანტიბიოტიკები, მაგალითად: სულფამეთოქსაზოლი)

თუ აგფ ინჰიბიტორის სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს ჰქონდა კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა).

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა) სხვა გარემოებებში.

თუ პაციენტის სისხლით ნათესავებს შორის, ვინმეს ჰქონდა კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა).

თირკმელების მძიმე ხარისხის პრობლემების დროს.

თუ პაციენტი არ გამოყოფს შარდს.

თუ პაციენტი არის დიაბეტიკი ან აქვს თირკმლის დისფუნქცია, და მკურნალობს წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მხრივ პრობლემები ან ნევროლოგიური დარღვევები, რაც გამოწვეულია ღვიძლის მხრივ პრობლემებით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია).

თუ პაციენტი იღებდა ან იღებს საკუბიტრილს/ვალსარტანს, მედიკამენტი რომელიც მოზრდილებში გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის დროს იწვევს ანგიოდემის რისკის გაზრდას (სწრაფი შეშუპება კანის ქვეშ ყელის არეში)

თუ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული ხართ (ასევე სასურველია არ იქნას მიღებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე – იხილეთ პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).

სიფრთხილის ზომები

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტს:

აღენიშნება არტერიის შევიწროება (ათეროსკლეროზი), ცერებროვასკულარული პრობლემები, როგორიც არის შეტევა ან ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი იშემიური დარღვევა (TIA, “მინი ინფარქტი”).

აქვს დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულის კუნთიდან სისხლის მიწოდების შემცირება, კორონარული სისხლძარღვების მხრივ დარღვევების გამო (გულის იშემიური დაავადება).

აქვს გულის უკმარისობა

აქვს დაბალი არტერიული წნევა, და იღებს მარილის შეზღუდულ რაოდენობას ან ღებულობს შარდმდენებს (“წყლის ტაბლეტებს”)

ორგანიზმში აქვს წყლის და მინერალების არანორმალური დონე (სითხის/ელექტროლიტების დისბალანსი), რაც გამოწვეულია გულისრევით, მუცლის სპაზმით, და/ან ღებინებით, თავის ტკივილით, ედემით (შეშუპებით), კუნთების სისუსტით და/ან ტრემორით.

აქვს დარღვევები გულის კუნთის მხრივ (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია), გულიდან გამომავალი სისხლის მთავარი არტერიის შევიწროება, აორტა (აორტის სტენოზი), ან ერთადერთი ფუნქციონალური თირკმლის არტერიის შევიწროება, აქვს გადანერგილი თირკმელი, ან აქვს გულის მხრივ დარღვევების სხვა ფორმები ე.წ. გადინების ობსტრუქცია.

თუ პაციენტს ჰქონდა კანის სიმსივნე ან მოულოდნელად მკურნალობის დროს განუვითარდა კანის დაზიანება. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა განსაკუთრებით დიდი დოზით ხანგრძივად მოხმარებისას ზრდის კანის და ტუჩის კიბოს განვითარების რისკს (არა-მელანომური კანის კიბო). ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებისას საჭიროა კანის დაცვა მზის ზემოქმედებისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან.

ჩაუტარდა LDL აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნა აპარატურის დახმარებით).

ჩატარებული აქვს დესენსიტიზაციური მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას შხამის წინააღმდეგ ალერგიული რეაქციის შესამცირებლად

აქვს დიაბეტი

აქვს პოდაგრა, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე, ან მკურნალობს ალოპურინოლით.

უნდა მიიღოს საანესთეზიო საშუალება.

ახლახანს ჰქონდა გახანგრძლივებული, ძლიერი ღებინება და/ან სერიოზული დიარეა.

უნდა ჩაიტაროს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის ანალიზები.

აქვს ან ჰქონდა ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები, ან აქვს თირკმლის არტერიების შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან აქვს ერთადერთი ფუნქციონალური თირკმელი, ან იმყოფება დიალიზზე.

სისხლძარღვების კოლაგენური დაავადებები, როგორიც არის სისტემური მგლურას ერითმატოზი (SLE) ან სკლეროდერმია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კანის გამონაყართან, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან.

თუ პაციენტი ღებულობს მედიკამენტს, რომელიც თრგუნავს იმუნიტეტს (იმუნოსუპრესანტი) ან პროკაინამიდს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ.

აქვს ალერგიული პრობლემები ან ასთმა

ღებულობს ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ

ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ARBs) (ასევე ცნობილია სარტანის სახელწოდებით – მაგალითად ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), პრაქტიკულად, როდესაც პაციენტს აქვს დიაბეტით გამოწვეული თირკმელის მხრივ პრობლემები.

ალისკირენი.

თუ აღინიშნა მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატება და შეიძლება გავითარდეს საათები-დან კვირამდე ენა+ჰქთ დენკის მიღებიდან. თუ არ მოხდა მკურნალობა, შესაძლებელია გამოიწყვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ანამნეზში აღინიშნება პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ ალერგია, შეიძლება იყოთ ამის გავითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

თუ განვითარდა ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ენა+ჰქთ-დენკის მიღებიდან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ჩამოთვლილ მედიკამენტს, შეიძლება გაიზარდოს ანგიოდემის რისკი:

რაცეკადოტრილი, დიარეის სამკურნალო წამალი

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას და კიბოსთვის (მაგ. ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)

ვილდაგლიპტინი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი:

კალიუმის დანამატები (მარილის შემცველობის ჩათვლით) კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები და სხვა მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის გაზრდა (მაგ.: ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების გამო; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის დროს; ჰეპარინი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).

მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად: კალიუმი) რეგულარულად. იხილეთ ასევე ინფორმაცია სათაურით “ენა+ჰქთ-დენკი არ მიიღება”.

აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის ფეხმძიმედ (ან შეიძლება დაფეხმძიმდეს). ენა+ჰქთ-დენკი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება ორსულობის მესამე თვის შემდეგ, რადგან ფეხმძიმობის ამ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”). ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება ზოგადად არ არის რეკომენდებული, თუ ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე, აქედან გამომდინარე ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტმა ახლახანს გადაინერგა თირკმელი

თუ პაციენტს აქვს სისხლში კალიუმის ძალიან მაღალი დონე, მკურნალობის განმავლობაში უნდა მოხდეს კალიუმის მაჩვენებლების მონიტორინგი. კალიუმის დონის მატების რისკ-ფაქტორებია: თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ასაკი ( 70 წელი), დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), კალიუმის დამზოგველი შარდმდენების (დიურეტიკები) კომბინირებული თერაპია, კალიუმის საკვები დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილები, ან ღებულობს მედიკამენტს, რომელიც ზრდის კალიუმის დონეს სისხლში. ასევე შესაძლებელია დაეცეს სისხლში კალიუმის დონე, რაც დამახასიათებელია მომატებული არტერიული წნევისათვის, გულის რითმის დარღვევისათვის და სხვა (მაგალითად შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტის უკუჩვენებისგან, გადაჭარბებული შარდვა და სხვა.).

ქვემოთ იხილეთ პუნქტი “ენა+ჰქთ-დენკ-ის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება”.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება შესაძლებელია სიფრთხილით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს და ასევე ხანდაზმულ (70 წელი) პაციენტებისათვის.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება ნაკლებად ეფექტურია შავკანიანი პაციენტებისათვის.

ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობის განმავლობაში განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

თუ პაციენტს პირველი დოზის შემდეგ დაეწყო თავბრუსხვევა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იმოქმედა პირველმა დოზამ ან დოზის გაზრდამ. გამოვლინდა თავბრუსხვევა, სისუსტე ან ავადმყოფობის შეგრძნება.

ტუჩების, ყელის ან კისრის მოულოდნელი შეშუპება, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს კიდურების შეშუპება, ან ხიხინი ან ხმის ჩახლეჩვა. ამ მდგომარეობას ჰქვია ანგიოედემა. იგი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ანგიოედემის გამოვლენის შემთხვევები უფრო მაღალია შავკანიან პაციენტებში, ვიდრე არა შავკანიან პაციენტებში.

ტემპერატურის მომატება, ფარინგიტი ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება (ეს შესაძლებელია იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების ნიშნები)

კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ღვიძლის მხრივ დაზიანების ნიშნები.

მშრალი ხველა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს. ხველა გამოვლინდა აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს სხვა ზედა რესპირატორული ტრაქტის მხრივ დაზიანების ნიშნები.

მიოპია ან გლაუკომა

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ენა+ჰქთ-დენკი

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა, ან შეიძლება მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

ენა+ჰქთ-დენკ–მა და სხვა მედიკამენტებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ერთმანეთის ეფექტსა ან გვერდით ეფექტებზე:

კალიუმის დანამატები, ან კალიუმის შემცველი მარილები.

დიურეტიკები (შარდმდენები), რომლებიც მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, როგორიც არის სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი და სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე პაციენტის ორგანიზმში (როგორიცაა ჰეპარინი და კო–ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა მედიკამენტები. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს სამკურნალო დოზა და/ან მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:

თუ პაციენტი ღებულობს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ ინფორმაცია სათაურით “ენა+ჰქთ-დენკი არ მიიღება” ან “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

საანესთეზიო საშუალებები, მენტალური დარღვევების, დეპრესიის, ან ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან სედატივები.

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური დარღვევების სამკურნალოდ)

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშულებები, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი.

“ოქროს ინექცია” (ნატრიუმის აუროთიომალატი), რევმატოიდული ართროზის სამკურნალო საინექციო მედიკამენტი

მედიკამენტი, როგორიც არის ეფედრინი, რომელიც გამოიყენება ხველის ან გაციების სამკურნალოდ, ან ნორადრენალინი და ადრენალინი, დაბალი არტერიული წნევის, შოკის, კარდიალური უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ.

სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი საშუალებები, როგორიც არის ინსულინი ან ორალურად მისაღები ტაბლეტები

ფისოვანი ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი, სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი აქტიური ნივთიერებები

კორტიკოსტეროიდები, ანთების საწინააღმდეგო ჰორმონების მსგავსი ნივთიერებები

კორტიკოტროპინი (ACTH), ძირითადად გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვალის ფუნქციის შესამოწმებლად

კუნთის რელაქსანტები (მაგალითად, ტუბაკურარინის ქლორიდი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ოპერაციების დროს)

ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზოლი, პროდუქტი პოდაგრას სამკურნალოდ

ატროპინის ან ბიპერიდენის მსგავსი მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ისეთი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის გასტროინტესტინალური კრუნჩხვა, შარდის ბუშტის სპაზმი, ასთმა, ზღვის დაავადება, კუნთის სპაზმი, და ასევე როგორც ანესთეზიის დამხმარედ.

სიმსივნის სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ციკლოფოსფამიდი ან მეთოტრექსატი

იმუნური სისტემის დამრთგუნველი და რომელიმე ორგანოს, ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიც არის მაგალითად ციკლოსპორინი

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად: დიგოქსინი, გულის მუშაობის გამაძლიერებლები)

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გამტარებლობის პათოლოგიები, როგორიც არის გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალება, ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო სხვა მედიკამენტები.

კალციუმის მარილები და ვიტამინი DD, სისხლში კალციუმის დონის გამზრდელი საშუალებები (შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინალური დარღვევები, წყურვილის მომატებული შეგრძნება, გახშირებული შარდვა, დაღლილობა, სისუსტე და წონაში კლება).

კარბამაზეპინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის პირველადი მკურნალობისათვის და ბიპოლარული აშლილობის დროს

ამფოტერიცინი B, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება

საფაღარათო საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს დეფეკაციას

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები, რომელიც კარგად აჩენს სისხლძარღვების სტრუქტირას და ორგანოებს რენტგენოგრაფიული პროცედურების დროს.

ბარბიტურატები, რომელიც მოქმედებს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი.

ოპიოიდური ანალგეტიკები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომელსაც არ აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

კარბენოქსოლონი, ინტესტინალური ტრაქტის ანთების სამკურნალო საშუალება

სალიცილატები, ანთების საწინააღმდეგო და/ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

მედიკამენტები რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის პროფილაქტიკისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხილეთ “გაფრთხიილებები და სიფრთხილის ზომები”.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე. ამ მედიკამენტთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს წნევის დამაქვეითებელი ეფექტი (სხვა ნიშნებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა).

პრეპარატის არასწორად მიღება დოპინგის მიზნით

რადგანაც ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგების მიღება დოპინგის ტესტის დროს და თუ პაციენტი არის სპორტსმენი, რომელიც იტარებს ამ ტესტს, უნდა მიემართოს ექიმს სასაუბროდ. ენა+ჰქთ-დენკ-ის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ამ საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური მოქმედება.

ნიტროგლიცერინისა და სხვა ნიტრატების ან სხვა ვაზოდილატატორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შემდგომში შეამციროს სისხლის წნევა.

ლითიუმი

შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება დაფიქსირდა ლითიუმის აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების დროს. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შემდგომში გაზარდოს ლითიუმის დონეები და გააძლიეროს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი აგფ ინჰიბიტორებთან ერთად.

ენალაპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის ლითიუმთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა ჩატარდეს შრატში ლითიუმის დონეების ფრთხილი მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4.)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შერჩევითი ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) ინჰიბიტორების ჩათვლით

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ, მათ შორის შერჩევითი ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) ინჰიბიტორების, შეიძლება შეამცირონ დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. აქედან გამომდინარე, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, აგფ ინჰიბიტორების ან დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორებით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით) და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები ან აგფ ინჰიბიტორები ახდენენ ადიტიურ ეფექტს შრატში კალიუმის გაზრდაზე და შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს შედეგები ჩვეულებრივ შექცევადია. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ხანდაზმულები ან უჯრედშორისი სითხის შემცირებული მოცულობის მქონე პაციენტები, მათ შორის შარდმდენ თერაპიაზე მყოფი პაციენტები).

ენალაპრილი

კალიუმშემნახველი დიურეტიკები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები

აგფ ინჰიბიტორები ასუსტებენ შარდმდენების მიერ გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. მიუხედავად შრატში კალიუმის ნორმალური მაჩვენებლისა, ენალაპრილით მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალემია ზოგიერთ პაციენტში. კალიუმ შემნახველმა დიურეტიკებმა (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატებმა ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე საჭიროა სიფრთხილე, როდესაც ენალაპრილი ერთდროულად მიიღება შრატში კალიუმის გაზრდის სხვა საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი), რადგან ტრიმეტოპრიმი ცნობილია რომ მოქმედებს როგორც კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი, როგორც ამილორიდი. ამიტომ, ენალაპრილის კომბინაცია ზემოთ ნახსენებ პრეპარატებთან არ არის რეკომენდებული. თუ აღინიშნება ერთდროული გამოყენება, ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შრატში კალიუმის ხშირი მონიტორინგით.

დიურეტიკები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეტიკები)

დიურეტიკების მაღალი დოზით წინასწარმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედშორისი სითხის მოცულობის შემცირება და ჰიპოტენზიის რისკი ენალაპრილით თერაპიის დაწყებისას (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4). ჰიპოტენზიური ეფექტები შეიძლება შემცირდეს დიურეტიკების შეწყვეტით ან მარილის მოხმარების გაზრდილი მოცულობით, ან ენალაპრილის დაბალი დოზით თერაპიის დაწყებით.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოტიკები/ანესთეტიკები

გარკვეული სახის საანესთეზიო სამკურნალო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ აგფ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის შემდგომი შემცირება (იხ. ნაწილი 4.4).

სიმპათომიმეტიკები

სიმპათომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედებები.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიური კვლევები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ აგფ ინჰიბიტორების და ანტიდიაბეტური მედიკამენტების (ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის შემამცირებელი ეფექტის ზრდა, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკთან ერთად. ეს ფენომენი სავარაუდოდ გვხვდება კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.8).

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები და ბეტა-ბლოკატორები

ენალაპრილი შეიძლება მიღებული იქნას უსაფრთხოდ აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზებთან დაბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

ოქრო

ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები მოიცავს სახის გაწითლებას, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას) იშვიათად აღინიშნა საინექციო ოქროს თერაპიით (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ ინჰიბიტორებით ერთდროული თერაპიით მომკურნალე პაციენტებში, ენალაპრილის ჩათვლით.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან ან ალისკირენთან

კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონი-სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების მეშვეობით, დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) RAAS–ზემოქმედი ერთი ნივთიერების გამოყენებასთან შედარებით (იხ. ნაწილები 4.3, 4.4 და 5.1).

მედიკამენტები რომლებიც ზრდიან ანგიოედემის რისკს

აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილ/ვალსარტანთან ერთად უკუნაჩვენებია, რადგან ზრდის ანგიოედემის განვითარების რისკს (იხ. ნაწილები 4.3 დაა 4.4).

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ რაცეკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინთან ერთად, შეიძლება გაზარდოს ანგიოდემის გამოწვევის რისკი (იხ. ნაწილი 4.4).

ციკლოსპორინი

ჰიპერკალემია შეიძლება გამოვლინდეს აგფ ინჰიბიტორების და ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენების დროს. რეკომენებულია შრატში კალიუმის მონიტორინგი.

ჰეპარინი

ჰიპერკალემია შეიძლება გამოვლინდეს აგფ ინჰიბიტორების და ჰეპარინის ერთდროულად გამოყენების დროს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის მონიტორინგი.

ჰიდროქლორთიაზიდი

არადეპოლარიზებული მიორელაქსანტები

თიაზიდებმა შეიძლება გაზარდონ ტუბოკურარინზე რეაგირება.

ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ანტიდეპრესანტები ან ოპიოიდური ანალგეტიკები

შესაძლებელია მოხდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის პოტენცირება.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (პერორალური საშუალებები და ინსულინი)

თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.8). მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციდოზის რისკის გამო, რომელიც ინდუცირებულია თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით, რაც დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან.

ქოლესტირამინი და კოლესტიპოლის ფისები

ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბცია ირღვევა ანიონ–გაცვლითი ფისების არსებობისას. ქოლესტირამინის ან კოლესტიპოლის ფისების ერთჯერადი დოზები უკავშირდებიან ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებენ გასტროინტესტინალური ტრაქტიდან მათ შეწოვას, შესაბამისად, 85 და 43% -მდე.

შრატში კალიუმის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამედიცინო პრეპარატებზე

შრატში კალიუმის და ეკგ-ს პერიოდული მონიტორინგი რეკომენდებულია ენალაპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნისას იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებზეც გავლენას ახდენენ შრატში კალიუმის დარღვევები (მაგ., დიგიტალისური გლიკოზიდები და ანტიარითმიკური) და შემდეგი სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც ინდუცირებენ პირუეტულ ტაქიკარდიას (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) - მათ შორის, (ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატი), ჰიპოკალიემია, რომელიც არის პირუეტული ტაქიკარდიის ხელშემწყობი ფაქტორი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია):

  • Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი).
  • III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
  • ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულთოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
  • სხვა (მაგ. ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ვინკამინი IV).

დიგიტალური გლიკოზიდები

ჰიპოკალიემიამ შეიძლება მოახდინოს გულის რეაქციის სენსიბილიზირება ან მატება დიგიტალისის ტოქსიკური ეფექტების მიმართ (მაგ., ვენტრიკულარული მომატებული გაღიზიანებადობა).

კორტიკოსტეროიდები, ACTHH

ელექტროლიტების ინტენსიური გამოფიტვა, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.

კალიურეზული დიურეტიკების (მაგ., ფუროსემიდი), კარბენოქსოლონის ან ლაქსატივების ბოროტად გამოყენება

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს კალიუმის და/ან მაგნიუმის დაკარგვა.

პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი)

პრესორული ამინების მოქმედება შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არ არის საკმარისი მათი გამოყენების გამოსარიცხად.

ციტოსტატიკური პრეპარატები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)

თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური პრეპარატების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიერონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

გაძლიერებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)

შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული პრეპარატების დოზის კორექტირება, რადგან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონის მომატება. შეიძლება საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები.

ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგ. ატროპინი, ბიპერიდენი)

თიაზიდური დიურეტიკების ბიოშეღწევადობის გაზრდა გასტროინტესტინალური ტრაქტის მოტორიკის აქტივობის შემცირებით და კუჭის დაცლის სიჩქარით.

სალიცილატები

სალიცილატების მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეთილდოპა

გამოვლინდა ჰემოლიზური ანემიის შესახებ ცალკე შეტყობინებები, რომელიც ჩნდება ჰიდროქლორთიაზიდის და მეთილდოპას ერთდროული მიღებისას.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრას ტიპის გართულებების რისკი.

კალციუმის მარილები და ვიტამინი D

თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონეები ექსკრეციის შემცირების გამო. თუ კალციუმის დანამატები უნდა დაინიშნოს, შრატში კალციუმის დონეები უნდა გაკონტროლდეს და კალციუმის დოზა უნდა დაკორექტირდეს შესაბამისად.

ლაბორატორიული ტესტის ურთიერთქმედებები

კალციუმის მეტაბოლიზმზე მათი ზემოქმედების გამო, თიაზიდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის ტესტებზე (იხ. ნაწილი 4.4).

კარბამაზეპინი

სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. საჭიროა კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები

დიურეტიკებით ინდუცირებული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, თირკმელების მწვავე უკმარისობის გაზრდილი რისკი არსებობს, განსაკუთრებით იოდის პროდუქტის მაღალი დოზებით. მიღებამდე უნდა მოხდეს პაციენტთა რეჰიდრატაცია.

ამფოტერიცინი B (პარენტერალური)

ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს ელექტროლიტების დისბალანსი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ (ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად). მკურნალი ექიმი ჩვეულებრივ ურჩევს პაციენტს შეწყვიტოს ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობა დაფეხმძიმებამდე, ან დაფეხმძიმებისთანავე, და ურჩევს ენალაპრილის/ ჰიდროქლორთიაზიდის ნაცვლად მიიღოს სხვა პრეპარატი. ენა+ჰქთ-დენკი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება ფეხმძიმობის პირველი სამი თვის შემდეგ, რადგან ორსულობის ამ პერიოდში გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

ლაქტაციის პერიოდი

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან აპირებს ლაქტაციის დაწყებას. ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისათვის.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება დადასტურდა ენა+ჰქთ-დენკ-ით ნამკურნალებ პაციენტებში. არ შეიძლება მანქანების და სხვა მოწყობილობების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება იგივე სიმპტომები (ასევე იხილეთ პუნქტი 4 ‘‘შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ლაქტოზას:

თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავსს ნატრიუმს

მედიკამენტის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, შეიძლება ითქვას „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება იგი.

თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, უნდა შეწყდეს ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას.

მწვავე ალერგიული რეაქციები ე.წ. ანგიოედემა (გამონაყარი, ქავილი, კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება). ეს არის სერიოზული და ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში) გვერდითი ეფექტი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე). ეს არის პოტენციურად სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში), რომელიც მიუთითებს ღვიძლის ანთების ჩვენებაზე. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ენა+ჰქთ-დენკი ხშირად იწვევს არტერიული წნევის დაცემას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თავის მსუბუქ ტკივილთან და სისუსტესთან. ზოგიერთ პაციენტში ზემოთ აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგ ან მაშინ, როდესაც ხდება დოზის გაზრდა. თუ გამოვლინდა რომელიმე ნიშანი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

ენა+ჰქთ-დენკ-მა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება და შეიძლება შემცირდეს პაციენტის რეზისტენტულობა ინფექციის მიმართ. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გამოვლინდა ინფექციის ნიშნები, როგორიც არის სიცხე და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ან ადგილობრივი ინფექციით გამოწვეული სიცხე, ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ყელის, ხახის/პირის ღრუს დაწყლულება შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევები. აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება, რადგან არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (აგრანულოციტოზი) შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ექიმი ინფორმირებული იყოს პაციენტის ინფორმაციის შესახებ.

მშრალი ხველა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს, დაფიქსირდა ძალიან ხშირად (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) ენა+ჰქთ-დენკ-ის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ნიშნები. თუ გამოვლინდა აღნიშნული ნიშნები უნდა მიემართოს ექიმს.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (10 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე უფრო ხშირად)

ბუნდოვანი მხედველობა

თავბრუსხვევა

გულისრევა

სისუსტე

ხველა

ხშირი (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კონვულსია და გულის უჩვეულო რითმი

სისხლში ქოლესტერინის ან შარდოვანას მაღალი დონე

თავისტკივილი, დეპრესია

გულისწასვლა, დაბალი არტერიული წნევა, დაკავშირებული “პოზის” ცვლილებასთან (როგორიც არის დაცემის შიში და სისუსტე, როდესაც პაციენტი ადგება წოლითი მდგომარეობის შემდეგ), მკერდის ტკივილი, გულის უჩვეულო რითმი, განსაკუთრებით მომატებული გულისცემა (ტაქიკარდია)

სუნთქვის უკმარისობა

დიარეა, მუცლის ტკივილი

გემოვნების შეგრძნების დარღვევა

გამონაყარი

დაღლილობა

სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უჩვეულო რითმი; სისხლში კრეატინინის დონის მომატება

კუნთის სპაზმი

არახშირი (100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს ან სუნთქვის უკმარისობას (ანემია)

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

შემაერთებელ ქსოვილებში შარდოვანას კრისტალები (პოდაგრა)

დაბნეულობა, ძილიანობა, უძილობა, გაღიზიანება, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, თავბრუსხვევა

სექსუალური მოთხოვნილების შემცირება

გულისცემის მომატება (სწრაფი ან პრაქტიკულად ძლიერი ან არარეგულარული გულის რითმის შეგრძნება)

გულის შეტევა ან ცერებროვასკულარული შეტევა (“მინი-ინფარქტი”) (ძირითადად იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ დაბალი არტერიული წნევა)

სურდო, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, გართულებული სუნთქვა, ხიხინი

ნაწლავის გაუვალობა, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის და ზურგის არეში ტკივილს (პანკრეატიტი), ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი

ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, თმის ცვენა

სახსრების ტკივილი

თირკმელის მხრივ დარღვევები, შარდში პროტეინები

იმპოტენცია

ალები, ყურებში ხმაურის შეგრძნება

ცუდად ყოფნის შეგრძნება, სიცხე

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და დაბნეულობა, კუნთების კონვულსია, სპაზმი ან კომა, ასევე დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა, წამოდგომის შემდეგ პაციენტი გრძნობს თავბრუსხვევას; სისხლში შარდოვანას დონის მომატება.

იშვიათად (1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ინფექციის ნიშანს ჰგავს, სისხლის სხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის “შემადგენლობის” ცვლილება, ძვლის ტვინის პროდუქციის შემცირება, ლიმფური კვანძების მხრივ დარღვევები, აუტოიმუნური დარღვევები, როდესაც ორგანიზმი საკუთარ თავს ვნებს.

უცნაური სიზმრები, ძილის მხრივ დარღვევები

პარეზი

რეინოს სინდრომი, სისხლძარღვების დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თითებსა და ფეხის თითებში ჩხვლეტის შეგრძნება, და გაუფერულება, შემდეგ გალურჯება და შემდეგ გაწითლება

ფილტვების მხრივ დაავადებები, მათ შორის პნევმონია, ცხვირის ლორწოვანის ანთება, რაც იწვევს სურდოს (რინიტი)

პირის ღრუს წყლულები, ენის ანთება

ღვიძლის მხრივ დარღვევები, ნაღვლის ბუშტის ანთება

გამონაყარი კანზე, მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის სიწითლე, სტივენ-ჯონსის სინდრომი (გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე), კანი ჩანს როგორც დამწვარი ან აქერცლილი, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის აქერცლილი ერითემა ცხვირსა და ლოყებზე (მგლურას ერითემატოზი), პემფიგუსი (გამონაყარის და დაზიანების გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც იწყება პირის ღრუში, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა და ქავილი). ზოგჯერ კანის მხრივ დაზიანებებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, სერიოზული ანთება, სისხლძარღვების ანთება, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში და გაზრდილი დალექვის სიჩქარე (ანთებითი პროცესის გამოსაკვლევი სისხლის ანალიზი)

შარდის გამოყოფის შემცირება

თირკმელის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)

მკერდის გაზრდა, მამაკაცებშიც

ღვიძლის მიერ გამომუშავებული ფერმენტების და ნარჩენი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა

სისხლში შაქრის მომატებული დონე

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ნაწლავების შეშუპება

სისხლში კალციუმის მაღალი დონე (იხ. პუნქტი 2)

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომებია: ქოშინი, ცხელება, სისუსტე, დაბნეულობა).

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

შეუსაბამო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია (ცნობილია როგორც SIADH), სხვა სიმპტომებთან ერთად იწვევს ზოგად გვერდით ეფექტებს: დაბნეულობა, გულისრევა, განწყობილების ცვლილება, კრუნჩხვა და გონების დაკარგვა

სანერწყვე ჯირკვლის ანთება

გლუკოზის გამოყოფა შარდში (გლუკოზურია)

მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა

ყვითელი მხედველობის დომინირება, რაც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შემავსებლის გაყვითლებით (ქსანტოფსია)

კანის და ტუჩის სიმსივნე (არა-მელანომური კანის სიმსივნე)

მაღალი არტერიული წნევის გამო მხედველობის გაუარესება ან თვალის ტკივილი (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ენალაპრილ/ჰიდროქლორთიაზიდით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ, კონკრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მწვავე ჰიპოტენზია, შოკი, სტუპორი, ბრადიკარდია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და თირკმლის უკმარისობა. მკურნალობა სიმპტომატური და დამხმარეა. ენალაპრილ/ჰიდროქლორთიაზიდ-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს ყურადღებითი მეთვალყურეობა. რეკომენდებული ზომები მოიცავს ღებინების ინდუქციას, აქტივირებული ნახშირის მიღებას, საფაღარათო საშუალებების ბოლოდროინდელ მიღებას, და დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსისა და ჰიპოტენზიის კორექცია დადგენილი პროცედურების მიხედვით.

ენალაპრილი

დოზის გადაჭარბების ყველაზე თვალსაჩინო ნიშნები, რომელიც დღემდე შეიტყობინებოდა, გამოხატულია ჰიპოტენზიის სახით, რომელიც იწყება ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადასთან და სტუპორთან ერთად. აგფ–ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებს, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, პალპიტაციებს, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, მღელვარების შეგრძნებას და ხველას. შრატის ენალაპრილატის დონეები 100 და 200-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ჩანს თერაპიული დოზების მიღების შემდეგ, რაც აღინიშნა 300 მგ და 440 მგ ენალაპრილის მიღების შემდეგ, შესაბამისად.

დოზის გადაჭარბების რეკომენდებული მკურნალობა არის ფიზიოლოგიური მარილიანი ხსნარის 9 მგ/მლ (0,9%) ინტრავენური ინფუზია. თუ აღინიშნა ჰიპოტენზია, პაციენტი უნდა მოთავსდეს შოკის საწინააღმდეგო მდგომარეობაში. თუ შესაძლებელია, შეიძლება აგრეთვე განხილული იქნას ანგიოტენზინ II ინფუზიით და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანით მკურნალობა. თუ მიღება ახლახან მოხდა, ენალაპრილის აღმოფხვრაზე მიმართული ზომები უნდა იქნას მიღებული (მაგ., ღებინება, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების და ნატრიუმის სულფატის მიღება). ჰემოდიალეზის პროცედურის საშუალებით შესაძლებელია ენალაპრილატის ამოღება ზოგადი სისხლის მიმოქცევიდან (იხ. ნაწილი 4.4). კარდიოსტიმულატორული თერაპია ნაჩვენებია თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიისთვის. ორგანიზმის მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლები, შრატის ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციები მუდმივად უნდა იქნას შემოწმებული.

ჰიდროქლორთიაზიდი

დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები არის ელექტროლიტების დეპლეციის შედეგად გამოწვეული (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და გადაჭარბებული დიურეზით გამოწვეული დეჰიდრატაცია.

მოსალოდნელი დიურეზის გარდა, თიაზიდების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეთარგია სხვადასხვა ხარისხით, რომელიც შეიძლება გადავიდეს კომაში რამდენიმე საათში, სუნთქვის და გულსისხლძარღვთა ფუნქციის მინიმალური დეპრესიით და შრატში ელექტროლიტების ცვლილებების ან დეჰიდრატაციის ნიშნების გარეშე. თიაზიდებით ინდუცირებული ცნს-ის დეპრესიის მექანიზმი უცნობია.

აღინიშნა გასტროინტესტინალური გაღიზიანება, აგრეთვე სისხლში შარდოვანის აზოტის მატება (BUN) განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს შრატში ელექტროლიტების ცვლილებები.

კლინიკურად, შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბნეული ცნობიერება, პოლიურია ან ოლიგურია ანურიამდე (ჰიპოვოლემიის მეშვეობით).

თუ მიღებული იქნა დიგიტალისი, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გააძლიეროს გულის არითმიები.

შემადგენლობა

რა არის ენა+ჰქთ-დენკი და მისი გამოყენება

ენალაპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის კლასს (ACE-ინჰიბიტორები) და აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოების გზით.

ჰიდროქლორთიაზიდი (HCT) მიეკუთვნება დიურეტიკების კლასს (შარდმდენები) და აქვეითებს არტერიულ წნევას შარდის გამოყოფის მომატებით.

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას და მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ენალაპრილით მკურნალობა, არ არის საკმარისი.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ენა+ჰქთ-დენკი ენალაპრილის ან ჰიდროქლორთიაზიდის აღნიშნული დოზირების ცალკეული ტაბლეტების ნაცვლად.

ეს ფიქსირებული კომბინაცია არ მიიღება მკურნალობის საწყის ეტაპზე.

უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

რა არის გასათვალისწინებელი ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებამდე

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ, ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები,

ათქ კოდი: C09B A02

ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი

დაკავშირებულია ენალაპრილთან

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ენალაპრილის მალეატის მარილს – 2 ამინომჟავის, L-ალანინი და L-პროლინი დერივატივს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც ხელს უწყოს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას პრესორულ ნივთიერება – ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ, ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რაც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს დაინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, ეს თავის მხრივ იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის მომატებას (რადგან მოხსნილია უარყოფითი უკუკავშირი რენინის გამოყოფაზე) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

აგფ კინაზა II-ის იდენტურია. აქედან გამომდინარე, ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს ბრადიკინინის, ძლიერი ვაზოდილატატორის პეპტიდის, გამწვავება. თუმცა, განსაზღვრული უნდა იქნას ის როლი, რომელსაც ეს თამაშობს ენალაპრილის თერაპიულ ეფექტზე.

დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან

ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდ-დიურეტიკს, რომელიც მოქმედებს, როგორც სითხის გამომყოფი და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალება, იმ ნივთიერების დაინჰიბირების ხარჯზე, რომელიც ზრდის ნატრიუმის რეაბსორბციას გამხსნელის კორტიკულ ნაწილში.

ის ზრდის ნატრიუმის და ქლორიდის შარდის გზით ეკსკრეციას, და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის ეკსკრეციას, ამ გზით იზრდება შარდის რაოდენობა და ახდენს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მახასიათებლები

ენალაპრილი

მაშინ როდესაც მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ახდენს რენინ-ანგიოტენზინის ალდოსტერონის სისტემის პირველად სუპრესიას, ენალაპრილი არის ანტიჰიპერტენზიული საშულება, იმ პაციენტებისთვისაც, ვისაც აქვთ დაბალ რენინის ჰიპერტენზია.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ენალაპრილის მიღება იწვევს არტერიული წნევის შემცირებას დაწოლოლ და ფეხზე მყოფ მდგომარეობაში, გულისცემის სიხშირის მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე.

სიმპომური პოსტულარული ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირება შესაძლებელია მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ. ენალაპრილის მიღების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული არტერიული წნევის სწრაფ გაზრდასთან.

აგფ-ს მოქმედების ეფექტური დაინჰიბირება ჩვეულებრივ ხდება ენალაპრილის ინდივიდუალური დოზის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, როგორც წესი იწყება 1 საათში, მოქმედების პიკს აღწევს მედიკამენტის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა დოზა-დამოკიდებულია. თუმცა, რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები ვლინდება 24 საათის განმავლობაში.

ჰემოდინამიკური ანალიზებით ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისათვის, არტერიული წნევის შემცირებას თან ახლავს პერიფერიული არტერიის რეზისტენტულობის შემცირება გულის ფუნქციონალური მაჩვენებლების შემცირებასთან ერთად და გულის რითმის მცირედ შეცვლა ან შეუცვლელობა. ენალაპრილის შემდეგი მიღების დროს დაფიქსირდა თირკმელში სისხლის მიმოქვევის გაზრდა; გლომერულარული ფილტრაციის მაჩვენებლი დარჩა უცვლელი. არ დაფიქსირებულა ნატრიუმის ან სითხის შეკავების ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლომერულარული ფილტრაციის დაბალი პრე-მკურნალობის მაჩვენებელი, მაჩვენებლები ჩვეულებლივ გაიზარდა.

ხანმოკლე კლინიკურ კვლევებში თირკმელის დაავადების მქონე დიაბეტიან ან დიაბეტის არ მქონე პაციენტებში, მცირდება ალბუმინურია და შარდის გამოყოფა და ენალაპრილის მიღების შემდეგ გამოვლინდა შარდის მთლიანი ცილა.

თიაზიდ-დიურეტიკებთან ერთად კომბინირებული მიღების დროს, ენალაპრილის არტერიული წნევის დამაქვეითებელი ეფექტი არის დანამატი. ენალაპრილმა შესაძლებელია შეამციროს ან უარყოს თიაზიდით-გამოწვეული ჰიპოკალემია.

ჰიდროქლორთიაზიდი

შარდმდენის მოქმედების დრო არის დაახლოებით 2 საათი. დიურეზული მოქმედება აღწევს თავის პიკს 4 საათის შემდეგ და შენარჩუნდება 6-12 საათის განმავლობაში.

თიაზიდ-დიურეზული საშუალებების ზემოთ აღნიშნული განსაზღვრული დოზა, თერაპიული-ეფექტის თვალსაზრისით მიაღწევს თავის დონეს, ხოლო გვერდითი ეფექტების რაოდენობა გაიზრდება. როდესაც მკურნალობა არაეფექტურია, რეკომენდებული დოზის გაზრდა არ იწვევს რაიმე სასარგებლო შედეგს და ხშირად ზრდის გვერდითი ეფექტებს.

დაკავშირებულია კომბინაციასთან

კვლევების მიხედვით, ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, ვიდრე რომელიმე ნივთიერება ცალკე.

ენალაპრილის მიღება აინჰიბირებს რენინ-ანგიოტენზინის ალდოსტერონის სისტემას და ახდენს ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული კალიუმის დონის შემცირებას.

თიაზიდ-დიურეზული საშუალებების და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებული მიღება იწვევს სინერგიულ ეფექტს და ამცირებს მხოლოდ შარდმდენით გამოწვეული ჰიპოკალემიის განვითარების რისკს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ მიღებას სხვადასხვა დოზებში არ აქვს ან აქვს ძალიან მცირე გავლენა ამ ორი ნივთიერების ბიოშეღწევადობაზე.

დაკავშირებულია ენალაპრილთან

აბსორბცია

ორალურად მიღებული ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, ხოლო შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდის გამოყოფიდან გამომდინარე, შიგნით მიღებული ენალაპრილის ტაბლეტებიდან ენალაპრილის შეწოვა დაახლოებით შეადგენს 60%-ს. შიგნით მიღებული ენალაპრილის აბსორბციაზე არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა.

განაწილება

აბსორბციის შემდეგ შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ჭარბად გარდაიქმნება ენალაპრილატად, პოტენციური ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება ენალაპრილის მალეატის დოზის მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიიღწევა ენალაპრილით მკურნალობის დაწყებიდან მე-4 დღეს.

თერაპიული კონცენტრაციის მიღებისას ენალაპრილატის არაუმეტეს 60%-ს უერთდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

გარდა იმისა რომ იგი გარდაიქმნება ენალაპრილატად, ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მონაცემების არ მოიპოვება.

ელიმინაცია

ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლის გზით. შარდში ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილნი არიან ენალაპრილატის, რაც შეადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს, და დაუშლელი ენალაპრილის სახით (დაახლოებით 20%).

დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან

აბსორბცია

ჰიდროქლორთიაზიდის ორალური აბსორბცია შედარებით სწაფად მიმდინარეობს.

ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოათვისებულობა მერყეობს დაახლოებით 60-დან 80%-მდე. პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მერყეობს 1.5-დან 5 საათამდე, საშუალოდ 4 საათი.

განაწილება

ცილების შეკავშირება დაახლოებით 40%-ია.

საშუალო პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდი გამოვლინდა 5-15 საათში.

ელიმინაცია

ჰიდროქლორთიაზიდი სწრაფად გამოიყოფა თირკმელების გზით და უცვლელი სახით (> 95%) შარდით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

ენა+ჰქთ-დენკ-ის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ენალაპრილი (მალეატის სახით) და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ენა+ჰქთ-დენკ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ენა+ჰქთ-დენკი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, გვერდითი ჭდით

ენა+ჰქთ-დენკი ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებზე.

შეფუთვაში: 30 ტაბლეტი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ენა+ჰქთ-დენკ 20/12.5

ტაბლეტი – პერორალურად მისაღები

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და შარდმდენის კომბინაცია

აქტიური ინგრედიენტები: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემაროს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება, შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

გამოყენების ამ ინსტრუქციაშია:

რა არის ენა+ჰქთ-დენკი და მისი გამოყენება

რა არის გასათვალისწინებელი ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებამდე

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ენა+ჰქთ-დენკ-ის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ენა+ჰქთ-დენკი და მისი გამოყენება

ენალაპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის კლასს (ACE-ინჰიბიტორები) და აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოების გზით.

ჰიდროქლორთიაზიდი (HCT) მიეკუთვნება დიურეტიკების კლასს (შარდმდენები) და აქვეითებს არტერიულ წნევას შარდის გამოყოფის მომატებით.

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას და მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ენალაპრილით მკურნალობა, არ არის საკმარისი.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ენა+ჰქთ-დენკი ენალაპრილის ან ჰიდროქლორთიაზიდის აღნიშნული დოზირების ცალკეული ტაბლეტების ნაცვლად.

ეს ფიქსირებული კომბინაცია არ მიიღება მკურნალობის საწყის ეტაპზე.

უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

რა არის გასათვალისწინებელი ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებამდე

ენა+ჰქთ-დენკი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდის შემცველი მედიკამენტების მიმართ (ძირითადად ანტიბიოტიკები, მაგალითად: სულფამეთოქსაზოლი)

თუ აგფ ინჰიბიტორის სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს ჰქონდა კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა).

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა) სხვა გარემოებებში.

თუ პაციენტის სისხლით ნათესავებს შორის, ვინმეს ჰქონდა კიდურების, სახის, ტუჩების, ხახის, პირის ან ენის შეშუპება (ანგიოედემა).

თირკმელების მძიმე ხარისხის პრობლემების დროს.

თუ პაციენტი არ გამოყოფს შარდს.

თუ პაციენტი არის დიაბეტიკი ან აქვს თირკმლის დისფუნქცია, და მკურნალობს წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მხრივ პრობლემები ან ნევროლოგიური დარღვევები, რაც გამოწვეულია ღვიძლის მხრივ პრობლემებით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია).

თუ პაციენტი იღებდა ან იღებს საკუბიტრილს/ვალსარტანს, მედიკამენტი რომელიც მოზრდილებში გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის დროს იწვევს ანგიოდემის რისკის გაზრდას (სწრაფი შეშუპება კანის ქვეშ ყელის არეში)

თუ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული ხართ (ასევე სასურველია არ იქნას მიღებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე – იხილეთ პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტს:

აღენიშნება არტერიის შევიწროება (ათეროსკლეროზი), ცერებროვასკულარული პრობლემები, როგორიც არის შეტევა ან ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი იშემიური დარღვევა (TIA, “მინი ინფარქტი”).

აქვს დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულის კუნთიდან სისხლის მიწოდების შემცირება, კორონარული სისხლძარღვების მხრივ დარღვევების გამო (გულის იშემიური დაავადება).

აქვს გულის უკმარისობა

აქვს დაბალი არტერიული წნევა, და იღებს მარილის შეზღუდულ რაოდენობას ან ღებულობს შარდმდენებს (“წყლის ტაბლეტებს”)

ორგანიზმში აქვს წყლის და მინერალების არანორმალური დონე (სითხის/ელექტროლიტების დისბალანსი), რაც გამოწვეულია გულისრევით, მუცლის სპაზმით, და/ან ღებინებით, თავის ტკივილით, ედემით (შეშუპებით), კუნთების სისუსტით და/ან ტრემორით.

აქვს დარღვევები გულის კუნთის მხრივ (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია), გულიდან გამომავალი სისხლის მთავარი არტერიის შევიწროება, აორტა (აორტის სტენოზი), ან ერთადერთი ფუნქციონალური თირკმლის არტერიის შევიწროება, აქვს გადანერგილი თირკმელი, ან აქვს გულის მხრივ დარღვევების სხვა ფორმები ე.წ. გადინების ობსტრუქცია.

თუ პაციენტს ჰქონდა კანის სიმსივნე ან მოულოდნელად მკურნალობის დროს განუვითარდა კანის დაზიანება. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა განსაკუთრებით დიდი დოზით ხანგრძივად მოხმარებისას ზრდის კანის და ტუჩის კიბოს განვითარების რისკს (არა-მელანომური კანის კიბო). ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღებისას საჭიროა კანის დაცვა მზის ზემოქმედებისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან.

ჩაუტარდა LDL აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნა აპარატურის დახმარებით).

ჩატარებული აქვს დესენსიტიზაციური მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას შხამის წინააღმდეგ ალერგიული რეაქციის შესამცირებლად

აქვს დიაბეტი

აქვს პოდაგრა, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე, ან მკურნალობს ალოპურინოლით.

უნდა მიიღოს საანესთეზიო საშუალება.

ახლახანს ჰქონდა გახანგრძლივებული, ძლიერი ღებინება და/ან სერიოზული დიარეა.

უნდა ჩაიტაროს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის ანალიზები.

აქვს ან ჰქონდა ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები, ან აქვს თირკმლის არტერიების შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან აქვს ერთადერთი ფუნქციონალური თირკმელი, ან იმყოფება დიალიზზე.

სისხლძარღვების კოლაგენური დაავადებები, როგორიც არის სისტემური მგლურას ერითმატოზი (SLE) ან სკლეროდერმია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კანის გამონაყართან, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან.

თუ პაციენტი ღებულობს მედიკამენტს, რომელიც თრგუნავს იმუნიტეტს (იმუნოსუპრესანტი) ან პროკაინამიდს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ.

აქვს ალერგიული პრობლემები ან ასთმა

ღებულობს ლითიუმს, რომელიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ

ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ARBs) (ასევე ცნობილია სარტანის სახელწოდებით – მაგალითად ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), პრაქტიკულად, როდესაც პაციენტს აქვს დიაბეტით გამოწვეული თირკმელის მხრივ პრობლემები.

ალისკირენი.

თუ აღინიშნა მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატება და შეიძლება გავითარდეს საათები-დან კვირამდე ენა+ჰქთ დენკის მიღებიდან. თუ არ მოხდა მკურნალობა, შესაძლებელია გამოიწყვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ანამნეზში აღინიშნება პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ ალერგია, შეიძლება იყოთ ამის გავითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

თუ განვითარდა ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ენა+ჰქთ-დენკის მიღებიდან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ჩამოთვლილ მედიკამენტს, შეიძლება გაიზარდოს ანგიოდემის რისკი:

რაცეკადოტრილი, დიარეის სამკურნალო წამალი

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას და კიბოსთვის (მაგ. ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)

ვილდაგლიპტინი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი:

კალიუმის დანამატები (მარილის შემცველობის ჩათვლით) კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები და სხვა მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის გაზრდა (მაგ.: ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების გამო; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის დროს; ჰეპარინი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).

მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად: კალიუმი) რეგულარულად. იხილეთ ასევე ინფორმაცია სათაურით “ენა+ჰქთ-დენკი არ მიიღება”.

აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის ფეხმძიმედ (ან შეიძლება დაფეხმძიმდეს). ენა+ჰქთ-დენკი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება ორსულობის მესამე თვის შემდეგ, რადგან ფეხმძიმობის ამ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”). ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ენალაპრილი/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება ზოგადად არ არის რეკომენდებული, თუ ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე, აქედან გამომდინარე ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტმა ახლახანს გადაინერგა თირკმელი

თუ პაციენტს აქვს სისხლში კალიუმის ძალიან მაღალი დონე, მკურნალობის განმავლობაში უნდა მოხდეს კალიუმის მაჩვენებლების მონიტორინგი. კალიუმის დონის მატების რისკ-ფაქტორებია: თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ასაკი ( 70 წელი), დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), კალიუმის დამზოგველი შარდმდენების (დიურეტიკები) კომბინირებული თერაპია, კალიუმის საკვები დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილები, ან ღებულობს მედიკამენტს, რომელიც ზრდის კალიუმის დონეს სისხლში. ასევე შესაძლებელია დაეცეს სისხლში კალიუმის დონე, რაც დამახასიათებელია მომატებული არტერიული წნევისათვის, გულის რითმის დარღვევისათვის და სხვა (მაგალითად შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტის უკუჩვენებისგან, გადაჭარბებული შარდვა და სხვა.).

ქვემოთ იხილეთ პუნქტი “ენა+ჰქთ-დენკ-ის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება”.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება შესაძლებელია სიფრთხილით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს და ასევე ხანდაზმულ (70 წელი) პაციენტებისათვის.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება ნაკლებად ეფექტურია შავკანიანი პაციენტებისათვის.

ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობის განმავლობაში განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

თუ პაციენტს პირველი დოზის შემდეგ დაეწყო თავბრუსხვევა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იმოქმედა პირველმა დოზამ ან დოზის გაზრდამ. გამოვლინდა თავბრუსხვევა, სისუსტე ან ავადმყოფობის შეგრძნება.

ტუჩების, ყელის ან კისრის მოულოდნელი შეშუპება, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს კიდურების შეშუპება, ან ხიხინი ან ხმის ჩახლეჩვა. ამ მდგომარეობას ჰქვია ანგიოედემა. იგი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ანგიოედემის გამოვლენის შემთხვევები უფრო მაღალია შავკანიან პაციენტებში, ვიდრე არა შავკანიან პაციენტებში.

ტემპერატურის მომატება, ფარინგიტი ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება (ეს შესაძლებელია იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების ნიშნები)

კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ღვიძლის მხრივ დაზიანების ნიშნები.

მშრალი ხველა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს. ხველა გამოვლინდა აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს სხვა ზედა რესპირატორული ტრაქტის მხრივ დაზიანების ნიშნები.

მიოპია ან გლაუკომა

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ენა+ჰქთ-დენკი

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა, ან შეიძლება მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

ენა+ჰქთ-დენკ–მა და სხვა მედიკამენტებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ერთმანეთის ეფექტსა ან გვერდით ეფექტებზე:

კალიუმის დანამატები, ან კალიუმის შემცველი მარილები.

დიურეტიკები (შარდმდენები), რომლებიც მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის კალიუმის დამზოგავი შარდმდენები, როგორიც არის სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი და სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე პაციენტის ორგანიზმში (როგორიცაა ჰეპარინი და კო–ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა მედიკამენტები. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს სამკურნალო დოზა და/ან მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:

თუ პაციენტი ღებულობს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ ინფორმაცია სათაურით “ენა+ჰქთ-დენკი არ მიიღება” ან “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

საანესთეზიო საშუალებები, მენტალური დარღვევების, დეპრესიის, ან ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან სედატივები.

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური დარღვევების სამკურნალოდ)

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშულებები, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი.

“ოქროს ინექცია” (ნატრიუმის აუროთიომალატი), რევმატოიდული ართროზის სამკურნალო საინექციო მედიკამენტი

მედიკამენტი, როგორიც არის ეფედრინი, რომელიც გამოიყენება ხველის ან გაციების სამკურნალოდ, ან ნორადრენალინი და ადრენალინი, დაბალი არტერიული წნევის, შოკის, კარდიალური უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ.

სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი საშუალებები, როგორიც არის ინსულინი ან ორალურად მისაღები ტაბლეტები

ფისოვანი ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი, სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი აქტიური ნივთიერებები

კორტიკოსტეროიდები, ანთების საწინააღმდეგო ჰორმონების მსგავსი ნივთიერებები

კორტიკოტროპინი (ACTH), ძირითადად გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვალის ფუნქციის შესამოწმებლად

კუნთის რელაქსანტები (მაგალითად, ტუბაკურარინის ქლორიდი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ოპერაციების დროს)

ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზოლი, პროდუქტი პოდაგრას სამკურნალოდ

ატროპინის ან ბიპერიდენის მსგავსი მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ისეთი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის გასტროინტესტინალური კრუნჩხვა, შარდის ბუშტის სპაზმი, ასთმა, ზღვის დაავადება, კუნთის სპაზმი, და ასევე როგორც ანესთეზიის დამხმარედ.

სიმსივნის სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ციკლოფოსფამიდი ან მეთოტრექსატი

იმუნური სისტემის დამრთგუნველი და რომელიმე ორგანოს, ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიც არის მაგალითად ციკლოსპორინი

საგულე გლიკოზიდები (მაგალითად: დიგოქსინი, გულის მუშაობის გამაძლიერებლები)

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გამტარებლობის პათოლოგიები, როგორიც არის გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალება, ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო სხვა მედიკამენტები.

კალციუმის მარილები და ვიტამინი DD, სისხლში კალციუმის დონის გამზრდელი საშუალებები (შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინალური დარღვევები, წყურვილის მომატებული შეგრძნება, გახშირებული შარდვა, დაღლილობა, სისუსტე და წონაში კლება).

კარბამაზეპინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის პირველადი მკურნალობისათვის და ბიპოლარული აშლილობის დროს

ამფოტერიცინი B, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება

საფაღარათო საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს დეფეკაციას

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები, რომელიც კარგად აჩენს სისხლძარღვების სტრუქტირას და ორგანოებს რენტგენოგრაფიული პროცედურების დროს.

ბარბიტურატები, რომელიც მოქმედებს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი.

ოპიოიდური ანალგეტიკები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომელსაც არ აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

კარბენოქსოლონი, ინტესტინალური ტრაქტის ანთების სამკურნალო საშუალება

სალიცილატები, ანთების საწინააღმდეგო და/ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

მედიკამენტები რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის პროფილაქტიკისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხილეთ “გაფრთხიილებები და სიფრთხილის ზომები”.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე. ამ მედიკამენტთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს წნევის დამაქვეითებელი ეფექტი (სხვა ნიშნებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა).

პრეპარატის არასწორად მიღება დოპინგის მიზნით

რადგანაც ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგების მიღება დოპინგის ტესტის დროს და თუ პაციენტი არის სპორტსმენი, რომელიც იტარებს ამ ტესტს, უნდა მიემართოს ექიმს სასაუბროდ. ენა+ჰქთ-დენკ-ის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ (ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად). მკურნალი ექიმი ჩვეულებრივ ურჩევს პაციენტს შეწყვიტოს ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობა დაფეხმძიმებამდე, ან დაფეხმძიმებისთანავე, და ურჩევს ენალაპრილის/ ჰიდროქლორთიაზიდის ნაცვლად მიიღოს სხვა პრეპარატი. ენა+ჰქთ-დენკი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება ფეხმძიმობის პირველი სამი თვის შემდეგ, რადგან ორსულობის ამ პერიოდში გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

ლაქტაციის პერიოდი

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან აპირებს ლაქტაციის დაწყებას. ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისათვის.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება დადასტურდა ენა+ჰქთ-დენკ-ით ნამკურნალებ პაციენტებში. არ შეიძლება მანქანების და სხვა მოწყობილობების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება იგივე სიმპტომები (ასევე იხილეთ პუნქტი 4 ‘‘შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ლაქტოზას:

თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ენა+ჰქთ-დენკი შეიცავსს ნატრიუმს

მედიკამენტის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, შეიძლება ითქვას „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების სრული დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში

ხანდაზმული პაციენტები

მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის დოზა სიფრთხილით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

მკურნალი ექიმი შეცვლის ენალაპრილის და ჰიდრპქლოროთიაზიდის დოზას სიფრთხილით.

მიღების წესი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად.

ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ან უზმოზე

ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ენა+ჰქთ-დენკ-ის დოზის გადაჭარბება:

თუ პაციენტმა (ან სხვა პირმა) გადაყლაპა ძალიან ბევრი ტაბლეტი, ან თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ბავშვმა მიიღო ტაბლეტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ. დოზის გადაჭარბების ნიშნებია: არტერიული წნევის დაცემა, გულის უჩვეულოდ მომატებული ან ნელი რითმი, თრთოლვა (არარეგულარული გულის ცემა), შოკი, სუნქთქვის გართულება, ხველა, ავადმყოფობა და ავადმყოფობის შეგრძნება, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა და ბოდვა, ან შფოთვა, ხშირი შარდვა ან მოშარდვისას შარდის გამოყოფის უუნარობა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ეს ინსტრუქცია, ტაბლეტის რაიმე სახის ნარჩენი და შეფუთვა, საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტის დროს, რადგან ექიმმა იცოდეს რა ტაბლეტი მიიღო პაციენტმა.

ენა+ჰქთ-დენკ-ის დოზის გამოტოვება:

არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად.

ენა+ჰქთ-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა:

ჰიპერტენზიის მკურნალობა არის ხანგრძლივი მკურნალობა და მისი შეწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.

აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება იგი.

თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, უნდა შეწყდეს ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას.

მწვავე ალერგიული რეაქციები ე.წ. ანგიოედემა (გამონაყარი, ქავილი, კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება). ეს არის სერიოზული და ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში) გვერდითი ეფექტი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე). ეს არის პოტენციურად სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში), რომელიც მიუთითებს ღვიძლის ანთების ჩვენებაზე. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ენა+ჰქთ-დენკი ხშირად იწვევს არტერიული წნევის დაცემას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თავის მსუბუქ ტკივილთან და სისუსტესთან. ზოგიერთ პაციენტში ზემოთ აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგ ან მაშინ, როდესაც ხდება დოზის გაზრდა. თუ გამოვლინდა რომელიმე ნიშანი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

ენა+ჰქთ-დენკ-მა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება და შეიძლება შემცირდეს პაციენტის რეზისტენტულობა ინფექციის მიმართ. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გამოვლინდა ინფექციის ნიშნები, როგორიც არის სიცხე და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ან ადგილობრივი ინფექციით გამოწვეული სიცხე, ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ყელის, ხახის/პირის ღრუს დაწყლულება შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევები. აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება, რადგან არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (აგრანულოციტოზი) შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ექიმი ინფორმირებული იყოს პაციენტის ინფორმაციის შესახებ.

მშრალი ხველა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს, დაფიქსირდა ძალიან ხშირად (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) ენა+ჰქთ-დენკ-ის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ნიშნები. თუ გამოვლინდა აღნიშნული ნიშნები უნდა მიემართოს ექიმს.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (10 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე უფრო ხშირად)

ბუნდოვანი მხედველობა

თავბრუსხვევა

გულისრევა

სისუსტე

ხველა

ხშირი (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კონვულსია და გულის უჩვეულო რითმი

სისხლში ქოლესტერინის ან შარდოვანას მაღალი დონე

თავისტკივილი, დეპრესია

გულისწასვლა, დაბალი არტერიული წნევა, დაკავშირებული “პოზის” ცვლილებასთან (როგორიც არის დაცემის შიში და სისუსტე, როდესაც პაციენტი ადგება წოლითი მდგომარეობის შემდეგ), მკერდის ტკივილი, გულის უჩვეულო რითმი, განსაკუთრებით მომატებული გულისცემა (ტაქიკარდია)

სუნთქვის უკმარისობა

დიარეა, მუცლის ტკივილი

გემოვნების შეგრძნების დარღვევა

გამონაყარი

დაღლილობა

სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უჩვეულო რითმი; სისხლში კრეატინინის დონის მომატება

კუნთის სპაზმი

არახშირი (100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს ან სუნთქვის უკმარისობას (ანემია)

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

შემაერთებელ ქსოვილებში შარდოვანას კრისტალები (პოდაგრა)

დაბნეულობა, ძილიანობა, უძილობა, გაღიზიანება, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, თავბრუსხვევა

სექსუალური მოთხოვნილების შემცირება

გულისცემის მომატება (სწრაფი ან პრაქტიკულად ძლიერი ან არარეგულარული გულის რითმის შეგრძნება)

გულის შეტევა ან ცერებროვასკულარული შეტევა (“მინი-ინფარქტი”) (ძირითადად იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ დაბალი არტერიული წნევა)

სურდო, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, გართულებული სუნთქვა, ხიხინი

ნაწლავის გაუვალობა, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის და ზურგის არეში ტკივილს (პანკრეატიტი), ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი

ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, თმის ცვენა

სახსრების ტკივილი

თირკმელის მხრივ დარღვევები, შარდში პროტეინები

იმპოტენცია

ალები, ყურებში ხმაურის შეგრძნება

ცუდად ყოფნის შეგრძნება, სიცხე

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და დაბნეულობა, კუნთების კონვულსია, სპაზმი ან კომა, ასევე დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა, წამოდგომის შემდეგ პაციენტი გრძნობს თავბრუსხვევას; სისხლში შარდოვანას დონის მომატება.

იშვიათად (1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ინფექციის ნიშანს ჰგავს, სისხლის სხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის “შემადგენლობის” ცვლილება, ძვლის ტვინის პროდუქციის შემცირება, ლიმფური კვანძების მხრივ დარღვევები, აუტოიმუნური დარღვევები, როდესაც ორგანიზმი საკუთარ თავს ვნებს.

უცნაური სიზმრები, ძილის მხრივ დარღვევები

პარეზი

რეინოს სინდრომი, სისხლძარღვების დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თითებსა და ფეხის თითებში ჩხვლეტის შეგრძნება, და გაუფერულება, შემდეგ გალურჯება და შემდეგ გაწითლება

ფილტვების მხრივ დაავადებები, მათ შორის პნევმონია, ცხვირის ლორწოვანის ანთება, რაც იწვევს სურდოს (რინიტი)

პირის ღრუს წყლულები, ენის ანთება

ღვიძლის მხრივ დარღვევები, ნაღვლის ბუშტის ანთება

გამონაყარი კანზე, მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის სიწითლე, სტივენ-ჯონსის სინდრომი (გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე), კანი ჩანს როგორც დამწვარი ან აქერცლილი, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის აქერცლილი ერითემა ცხვირსა და ლოყებზე (მგლურას ერითემატოზი), პემფიგუსი (გამონაყარის და დაზიანების გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც იწყება პირის ღრუში, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა და ქავილი). ზოგჯერ კანის მხრივ დაზიანებებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, სერიოზული ანთება, სისხლძარღვების ანთება, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში და გაზრდილი დალექვის სიჩქარე (ანთებითი პროცესის გამოსაკვლევი სისხლის ანალიზი)

შარდის გამოყოფის შემცირება

თირკმელის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)

მკერდის გაზრდა, მამაკაცებშიც

ღვიძლის მიერ გამომუშავებული ფერმენტების და ნარჩენი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა

სისხლში შაქრის მომატებული დონე

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ნაწლავების შეშუპება

სისხლში კალციუმის მაღალი დონე (იხ. პუნქტი 2)

მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომებია: ქოშინი, ცხელება, სისუსტე, დაბნეულობა).

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

შეუსაბამო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია (ცნობილია როგორც SIADH), სხვა სიმპტომებთან ერთად იწვევს ზოგად გვერდით ეფექტებს: დაბნეულობა, გულისრევა, განწყობილების ცვლილება, კრუნჩხვა და გონების დაკარგვა

სანერწყვე ჯირკვლის ანთება

გლუკოზის გამოყოფა შარდში (გლუკოზურია)

მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა

ყვითელი მხედველობის დომინირება, რაც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შემავსებლის გაყვითლებით (ქსანტოფსია)

კანის და ტუჩის სიმსივნე (არა-მელანომური კანის სიმსივნე)

მაღალი არტერიული წნევის გამო მხედველობის გაუარესება ან თვალის ტკივილი (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ენა+ჰქთ-დენკ-ის შენახვის წესი

ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ, ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები,

ათქ კოდი: C09B A02

ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი

დაკავშირებულია ენალაპრილთან

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ენალაპრილის მალეატის მარილს – 2 ამინომჟავის, L-ალანინი და L-პროლინი დერივატივს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც ხელს უწყოს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას პრესორულ ნივთიერება – ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ, ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რაც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს დაინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, ეს თავის მხრივ იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის მომატებას (რადგან მოხსნილია უარყოფითი უკუკავშირი რენინის გამოყოფაზე) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

აგფ კინაზა II-ის იდენტურია. აქედან გამომდინარე, ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს ბრადიკინინის, ძლიერი ვაზოდილატატორის პეპტიდის, გამწვავება. თუმცა, განსაზღვრული უნდა იქნას ის როლი, რომელსაც ეს თამაშობს ენალაპრილის თერაპიულ ეფექტზე.

დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან

ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდ-დიურეტიკს, რომელიც მოქმედებს, როგორც სითხის გამომყოფი და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალება, იმ ნივთიერების დაინჰიბირების ხარჯზე, რომელიც ზრდის ნატრიუმის რეაბსორბციას გამხსნელის კორტიკულ ნაწილში.

ის ზრდის ნატრიუმის და ქლორიდის შარდის გზით ეკსკრეციას, და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის ეკსკრეციას, ამ გზით იზრდება შარდის რაოდენობა და ახდენს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მახასიათებლები

ენალაპრილი

მაშინ როდესაც მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ახდენს რენინ-ანგიოტენზინის ალდოსტერონის სისტემის პირველად სუპრესიას, ენალაპრილი არის ანტიჰიპერტენზიული საშულება, იმ პაციენტებისთვისაც, ვისაც აქვთ დაბალ რენინის ჰიპერტენზია.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ენალაპრილის მიღება იწვევს არტერიული წნევის შემცირებას დაწოლოლ და ფეხზე მყოფ მდგომარეობაში, გულისცემის სიხშირის მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე.

სიმპომური პოსტულარული ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირება შესაძლებელია მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ. ენალაპრილის მიღების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული არტერიული წნევის სწრაფ გაზრდასთან.

აგფ-ს მოქმედების ეფექტური დაინჰიბირება ჩვეულებრივ ხდება ენალაპრილის ინდივიდუალური დოზის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, როგორც წესი იწყება 1 საათში, მოქმედების პიკს აღწევს მედიკამენტის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა დოზა-დამოკიდებულია. თუმცა, რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები ვლინდება 24 საათის განმავლობაში.

ჰემოდინამიკური ანალიზებით ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისათვის, არტერიული წნევის შემცირებას თან ახლავს პერიფერიული არტერიის რეზისტენტულობის შემცირება გულის ფუნქციონალური მაჩვენებლების შემცირებასთან ერთად და გულის რითმის მცირედ შეცვლა ან შეუცვლელობა. ენალაპრილის შემდეგი მიღების დროს დაფიქსირდა თირკმელში სისხლის მიმოქვევის გაზრდა; გლომერულარული ფილტრაციის მაჩვენებლი დარჩა უცვლელი. არ დაფიქსირებულა ნატრიუმის ან სითხის შეკავების ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლომერულარული ფილტრაციის დაბალი პრე-მკურნალობის მაჩვენებელი, მაჩვენებლები ჩვეულებლივ გაიზარდა.

ხანმოკლე კლინიკურ კვლევებში თირკმელის დაავადების მქონე დიაბეტიან ან დიაბეტის არ მქონე პაციენტებში, მცირდება ალბუმინურია და შარდის გამოყოფა და ენალაპრილის მიღების შემდეგ გამოვლინდა შარდის მთლიანი ცილა.

თიაზიდ-დიურეტიკებთან ერთად კომბინირებული მიღების დროს, ენალაპრილის არტერიული წნევის დამაქვეითებელი ეფექტი არის დანამატი. ენალაპრილმა შესაძლებელია შეამციროს ან უარყოს თიაზიდით-გამოწვეული ჰიპოკალემია.

ჰიდროქლორთიაზიდი

შარდმდენის მოქმედების დრო არის დაახლოებით 2 საათი. დიურეზული მოქმედება აღწევს თავის პიკს 4 საათის შემდეგ და შენარჩუნდება 6-12 საათის განმავლობაში.

თიაზიდ-დიურეზული საშუალებების ზემოთ აღნიშნული განსაზღვრული დოზა, თერაპიული-ეფექტის თვალსაზრისით მიაღწევს თავის დონეს, ხოლო გვერდითი ეფექტების რაოდენობა გაიზრდება. როდესაც მკურნალობა არაეფექტურია, რეკომენდებული დოზის გაზრდა არ იწვევს რაიმე სასარგებლო შედეგს და ხშირად ზრდის გვერდითი ეფექტებს.

დაკავშირებულია კომბინაციასთან

კვლევების მიხედვით, ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, ვიდრე რომელიმე ნივთიერება ცალკე.

ენალაპრილის მიღება აინჰიბირებს რენინ-ანგიოტენზინის ალდოსტერონის სისტემას და ახდენს ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული კალიუმის დონის შემცირებას.

თიაზიდ-დიურეზული საშუალებების და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებული მიღება იწვევს სინერგიულ ეფექტს და ამცირებს მხოლოდ შარდმდენით გამოწვეული ჰიპოკალემიის განვითარების რისკს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ მიღებას სხვადასხვა დოზებში არ აქვს ან აქვს ძალიან მცირე გავლენა ამ ორი ნივთიერების ბიოშეღწევადობაზე.

დაკავშირებულია ენალაპრილთან

აბსორბცია

ორალურად მიღებული ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, ხოლო შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდის გამოყოფიდან გამომდინარე, შიგნით მიღებული ენალაპრილის ტაბლეტებიდან ენალაპრილის შეწოვა დაახლოებით შეადგენს 60%-ს. შიგნით მიღებული ენალაპრილის აბსორბციაზე არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა.

განაწილება

აბსორბციის შემდეგ შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ჭარბად გარდაიქმნება ენალაპრილატად, პოტენციური ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება ენალაპრილის მალეატის დოზის მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიიღწევა ენალაპრილით მკურნალობის დაწყებიდან მე-4 დღეს.

თერაპიული კონცენტრაციის მიღებისას ენალაპრილატის არაუმეტეს 60%-ს უერთდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

გარდა იმისა რომ იგი გარდაიქმნება ენალაპრილატად, ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მონაცემების არ მოიპოვება.

ელიმინაცია

ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლის გზით. შარდში ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილნი არიან ენალაპრილატის, რაც შეადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს, და დაუშლელი ენალაპრილის სახით (დაახლოებით 20%).

დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან

აბსორბცია

ჰიდროქლორთიაზიდის ორალური აბსორბცია შედარებით სწაფად მიმდინარეობს.

ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოათვისებულობა მერყეობს დაახლოებით 60-დან 80%-მდე. პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მერყეობს 1.5-დან 5 საათამდე, საშუალოდ 4 საათი.

განაწილება

ცილების შეკავშირება დაახლოებით 40%-ია.

საშუალო პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდი გამოვლინდა 5-15 საათში.

ელიმინაცია

ჰიდროქლორთიაზიდი სწრაფად გამოიყოფა თირკმელების გზით და უცვლელი სახით (> 95%) შარდით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

ენა+ჰქთ-დენკ-ის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ენალაპრილი (მალეატის სახით) და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ენა+ჰქთ-დენკ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ენა+ჰქთ-დენკი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, გვერდითი ჭდით

ენა+ჰქთ-დენკი ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებზე.

შეფუთვაში: 30 ტაბლეტი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენშტრ. 79

81675 მიუნხენი

გერმანია.

ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები

არტესან ფარმა გმბჰ & კო. კგ

ვენდლანდშტრასე 1

29439 ლიუხოვი

გერმანია

აღნიშნული ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 01/2022.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა