დიკლოფენაკი
Diclofenac
პრეპარატი დიკლოფენაკი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, ფენილძმარმჟავას წარმოებულს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება გააჩნია. ანთებითი პროცესების დროს ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას და შეშუპების შემცირებას პრეპარატის დატანის მიდამოში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (diclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/გ) 40გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Hemofarm A.D Vrsac, სერბეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043517
- რეგისტრირებულია
- 3 ივლისი 2025, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Nizhpharm» JSC (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „შორე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიკლოფენაკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი დიკლოფენაკი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, ფენილძმარმჟავას წარმოებულს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება გააჩნია. ანთებითი პროცესების დროს ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას და შეშუპების შემცირებას პრეპარატის დატანის მიდამოში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და 12 წლის ასაკიდან ბავშვებში:
ტკივილი ზურგში ხერხემლის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს (რადიკულიტი, ოსტეოართროზი, ლუმბაგო, იშიასი);
ტკივილი სახსრებში (ხელის თითების, მუხლების სახსრები და სხვ.) ოსტეოართროზის დროს;
კუნთების ტკივილი (გაჭიმვის, ძლიერი დაჭიმულობის, დაჟეჟილობის, ტრავმების შედეგად);
რბილი ქსოვილების და სახსრების ანთება და შეშუპება ტრავმების შედეგად და რევმატიული დაავადებების დროს (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანებები, წვივტერფის სინდრომი).
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თქვენ გრძნობთ მის გაუარესებას 7 დღის შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი დაიტანება თხელ ფენად ანთების კერის ზევით 3-4-ჯერ დღეში და მსუბუქად შეიზილება. პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის ერთჯერადი დოზა: 2-4 გ (მოცულობით შეესაბამება მსხვილი ალუბლის ზომას).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებისთვის.
მიღების გზა და წესი
გარეგანად.
პრეპარატის დატანის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
პრეპარატის დატანის შემდეგ კანზე არ დაიდოთ ოკლუზიური სახვევი.
თერაპიის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და მკურნალობის ეფექტზე. პრეპარატის 2-კვირიანი გამოყენების შემდეგ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი დიკლოფენაკი
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო გელის აპლიკაციისას ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა.
შემთვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
ჭარბ დოზაზე ნებისმიერი ეჭვისას მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარების გაწევა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
გამოტოვებულის კომპენსირებისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავის, სხვა ასაპ ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
ბრონქული ასთმის, ცხვირის და ცხვირის წიაღების რეციდივირებადი პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ასაპ-ების სრული ან არასრული კომბინირება (მ.შ. ანამნეზში);
ხართ ორსულად (III ტრიმესტრი) ან მეძუძური;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
კანის საფარის მთლიანობის დარღვევა დატანის სავარაუდო ადგილას.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთნ, თუ გაქვთ:
ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, სისხლდენებისადმი მიდრეკილება); ბრონქული ასთმა, ხანდაზმულობა, ორსულობა I და II ტრიმესტრი.
გელი დაიტანეთ მხოლოდ კანის დაუზიანებელ მონაკვეთებზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანის დიდ ზედაპირებზე დატანისას იზრდება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
მოერიდეთ თვალებში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრას.
გამოიყენეთ მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.
დიკლოფენაკს შეუძლია ფოტოსენსიბილიზების გამომწვევი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღწერილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის გვიან ვადებში დიკლოფენაკი არ გამოიყენოთ. ორსულობის III ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. I და II ტრიმესტრებში გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ლაქტაცია
არ გამოიყენოთ დიკლოფენაკი, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს აფთიაქის თანამშრომელს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატი დიკლოფენაკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშანი, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძალიან იშვიათად ვითარდება (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თეთრი ან წითელი, შესიებული, ქავადი გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება);
კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება გაგუდვის საშიშროებით (ანგიონევროზული შეშუპება და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებისას:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დერმატიტი (კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით), გამონაყარი, ერითემა, ეგზემა, ქავილი.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დისპეფსია, გულისრევა, დიარეა, გულძმარვა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ბულოზური დერმატიტი.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1- ადამიანს):
პუსტულოზური გამონაყარი, ასთმა, ფოტოსენსიბილიზების რეაქციები.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. მათ ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიუთითებელი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა ინფორმაციულ ბაზაში, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით, რომლებიც გამოვლენილია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა)
მისამართი: 109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს
მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://pharm.am/
- პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვის "ვარგისია" შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ როგორ მოიშოროთ არასაჭირო პრეპარატი. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო გელის აპლიკაციისას ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა.
შემთვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა
კუჭის ამორეცხვა, გულისრევის ინდუცირება, გააქტიურებული ნახშირი, სიმპტომური თერაპია. ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი არაეფექტურია დიკლოფენაკის სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთების მაღალი ხარისხის გამო (დაახლოებით 99%).
შემადგენლობა
პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკი.
1 გ გელი შეიცავს 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს (დიკლოფენაკის დიეთილამინის სახით - 11,60 მგ).
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: იზოპროპანოლი, კარბომერი 940, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დისულფიტი, სორბიტოლი, ტროლამინი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
უფერო გამჭვირვალე ერთგვაროვანი გელი.
40 გ ალუმინის ტუბებში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას.
თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5 პირველადი შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
40 გ ალუმინის ტუბებში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას.
თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი გამოყენების პრეპარატები კუნთების და სახსრების ტკივილის დროს; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ).
ათქ კოდი: M02AA15
მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, ფენილძმარმჟავას წარმოებული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება გააჩნია. ციკლოოქსიგენაზა 1-ის (ცოგ1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ2) არაშერჩევითი დათრგუნვით მოქმედებს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმზე, ამცირებს პროსტალგანდინების რაოდენობას, რომლებიც ანთების განვითარებაში ძირითად რგოლს წარმოადგენენ.
ანთებითი პროცესების დროს ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას და შეშუპების შემცირებას პრეპარატის დატანის მიდამოში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ადგილობრივად გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება კანიდან, ბიოშეღწევადობა - 6%. ანთებიანი სახსრის არეში დატანისას კონცენტრაცია სინოვიალურ სითხესა და ქსოვილში უფრო მაღალია, ვიდრე კონცენტრაცია პლაზმაში.
განაწილება
პლაზმის ცილებთნ შეერთება - 99,7%.
ელიმინაცია
გამოიყოფა თირკმელებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ლპ-#:(004650)-(რგ-RU) 09.10.2024
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის
დიკლოფენაკი, 1%, გარეგანი გამოყენების გელი
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ბოლომდე წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ფურცელ-ჩანართის ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების თანახმად.
შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია მისი გადაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.
თუ თქვენ დაგჭირდათ დამატებითი მონაცემები ან რეკომენდაციები, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა 5-7 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი დიკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე
- პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი დიკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატი დიკლოფენაკი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, ფენილძმარმჟავას წარმოებულს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება გააჩნია. ანთებითი პროცესების დროს ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას და შეშუპების შემცირებას პრეპარატის დატანის მიდამოში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და 12 წლის ასაკიდან ბავშვებში:
ტკივილი ზურგში ხერხემლის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს (რადიკულიტი, ოსტეოართროზი, ლუმბაგო, იშიასი);
ტკივილი სახსრებში (ხელის თითების, მუხლების სახსრები და სხვ.) ოსტეოართროზის დროს;
კუნთების ტკივილი (გაჭიმვის, ძლიერი დაჭიმულობის, დაჟეჟილობის, ტრავმების შედეგად);
რბილი ქსოვილების და სახსრების ანთება და შეშუპება ტრავმების შედეგად და რევმატიული დაავადებების დროს (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანებები, წვივტერფის სინდრომი).
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თქვენ გრძნობთ მის გაუარესებას 7 დღის შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ დიკლოფენაკი, თუ გაქვთ:
ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავის, სხვა ასაპ ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
ბრონქული ასთმის, ცხვირის და ცხვირის წიაღების რეციდივირებადი პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ასაპ-ების სრული ან არასრული კომბინირება (მ.შ. ანამნეზში);
ხართ ორსულად (III ტრიმესტრი) ან მეძუძური;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
კანის საფარის მთლიანობის დარღვევა დატანის სავარაუდო ადგილას.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთნ, თუ გაქვთ:
ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, სისხლდენებისადმი მიდრეკილება); ბრონქული ასთმა, ხანდაზმულობა, ორსულობა I და II ტრიმესტრი.
გელი დაიტანეთ მხოლოდ კანის დაუზიანებელ მონაკვეთებზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანის დიდ ზედაპირებზე დატანისას იზრდება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
მოერიდეთ თვალებში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრას.
გამოიყენეთ მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებისთვის.
სხვა პრეპარატები და დიკლოფენაკი
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.
დიკლოფენაკს შეუძლია ფოტოსენსიბილიზების გამომწვევი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღწერილი არ არის.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის გვიან ვადებში დიკლოფენაკი არ გამოიყენოთ. ორსულობის III ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. I და II ტრიმესტრებში გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ლაქტაცია
არ გამოიყენოთ დიკლოფენაკი, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს აფთიაქის თანამშრომელს.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი დაიტანება თხელ ფენად ანთების კერის ზევით 3-4-ჯერ დღეში და მსუბუქად შეიზილება. პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის ერთჯერადი დოზა: 2-4 გ (მოცულობით შეესაბამება მსხვილი ალუბლის ზომას).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებისთვის.
მიღების გზა და წესი
გარეგანად.
პრეპარატის დატანის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
პრეპარატის დატანის შემდეგ კანზე არ დაიდოთ ოკლუზიური სახვევი.
თერაპიის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და მკურნალობის ეფექტზე. პრეპარატის 2-კვირიანი გამოყენების შემდეგ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი დიკლოფენაკი
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო გელის აპლიკაციისას ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა.
შემთვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
ჭარბ დოზაზე ნებისმიერი ეჭვისას მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარების გაწევა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
გამოტოვებულის კომპენსირებისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატი დიკლოფენაკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშანი, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძალიან იშვიათად ვითარდება (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თეთრი ან წითელი, შესიებული, ქავადი გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება);
კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება გაგუდვის საშიშროებით (ანგიონევროზული შეშუპება და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებისას:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დერმატიტი (კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით), გამონაყარი, ერითემა, ეგზემა, ქავილი.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დისპეფსია, გულისრევა, დიარეა, გულძმარვა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ბულოზური დერმატიტი.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1- ადამიანს):
პუსტულოზური გამონაყარი, ასთმა, ფოტოსენსიბილიზების რეაქციები.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. მათ ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიუთითებელი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა ინფორმაციულ ბაზაში, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით, რომლებიც გამოვლენილია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა)
მისამართი: 109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს
მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://pharm.am/
- პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვის "ვარგისია" შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ როგორ მოიშოროთ არასაჭირო პრეპარატი. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკი.
1 გ გელი შეიცავს 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს (დიკლოფენაკის დიეთილამინის სახით - 11,60 მგ).
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: იზოპროპანოლი, კარბომერი 940, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დისულფიტი, სორბიტოლი, ტროლამინი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
უფერო გამჭვირვალე ერთგვაროვანი გელი.
40 გ ალუმინის ტუბებში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას.
თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/ხარისხის კონტროლის გამშვები
ჰემოფარმ ა.დ., სერბეთი
26300, ქ. ვრშაცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ჰემოფარმ ა.დ. ვრშაცი, შაბაცის საწარმოო მოედნის განყოფილება, სერბეთი
15000, ქ.შაბაცი, ხაიდულ ველკოვის ქ. ბბ
მომხმარებლების ყველა პრეტენზია გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის ფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:
რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა
სს „ნიჟფარმი“, რუსეთი
603105, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქუჩა, ს. 7
ტელ.: (831) 278-80-88
E-mail: [email protected]
ფურცელ-ჩანართი გადახედულია
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური მონაცემები სამკურნალო პრეპარატის შესახებ მოცემულია კავშირის ვებგვერდზე: https://eec.eaeunion.org/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


