პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დიკლოფენაკი

Diclofenac

ურეცეპტოდ25მგ/მლინსტრუქცია ქართულადსერბეთი
რისთვის გამოიყენება

დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რიცხვს (აასს). დიკლოფენაკს გააჩნია გამოხატული მაანალგეზირებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
მწარმოებელი
Hemofarm A.D., სერბეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040517
რეგისტრირებულია
19 მარტი 2024, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლოფენაკი და სხვა წამალი ერთად

დიკლოფენაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რიცხვს (აასს). დიკლოფენაკს გააჩნია გამოხატული მაანალგეზირებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და მაანალგეზირებელი მოქმედება რევმატიული დაავადებებისას ხელს უწყობს გამოხატული ტკივილის, დილის შებოჭილობის, სახსრების შეშუპების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც აუმჯობესებს სახსრის ფუნქციურ მდგომარეობას. ტრავმების შემთხვევაში, პოსტოპერაციულ პერიოდში დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ანთებით შეშუპებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი დიკლოფენაკი ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად სხვადასხვა გენეზის ტკივილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის:

  • რევმატოიდული ართრიტი,
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი და სხვა სპონდილოართროპათიები,
  • ოსტეოართროზი,
  • პოდაგრული ართრიტი,
  • ბურსიტი, ტენდოვაგინიტი,
  • ტკივილის სინდრომი ხერხემლის მხრიდან (ლუმბაგო, იშიალგია, ოსალგია,ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, რადიკულიტი);

თირკმლისა და ნაღვლის კოლიკა;

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ანთება;

შაკიკის მძიმე შეტევები.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თქვენ გრძნობთ მის გაუარესებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ინტრამუსკულურად.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინექციის ადგილზე ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანება, ზუსტად უნდა იქნას დაცული ინტრამუსკულური ინექციის ჩატარების ინსტრუქციები.

საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულის ზონის ზედა გარეთა კვადრანტში).

პრეპარატის ამპულა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთხელ. ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულის გახსნისთანავე.

არ შეურიოთ ამპულაში მოთავსებული დიკლოფენაკის ხსნარი სხვა საინექციო სამკურნალო საშუალებების ხსნარებს.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი დიკლოფენაკი, ვიდრე იყო საჭირო

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ შეფუთვა, რათა ექიმს აჩვენოთ რომელი პრეპარატი მიიღეთ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ დიკლოფენაკის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, სანამ არ ჰკითხავთ რჩევას თქვენს ექიმს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრიდან (კნტ), კნტ-ის ორგანოების პერფორაცია.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ:

  • თქვენ ხართ პაციენტი სიმპტომებით/ ნიშნებით, რომლებიც მიუთითებენ კნტ-ს დაზიანებებზე/დაავადებებზე ან ისეთი საანამნეზო მონაცემებით, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ეჭვი მივიტანოთ კუჭის ან ნაწლავის წყლულოვან დაზიანებაზე, სისხლდენაზე ან პერფორაციაზე; პაციენტებში Helicobacter pylori-ს ინფექციით ანამნეზში, წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და პაციენტებში ჩივილებით, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ეჭვი მივიტანოთ კნტ-ს დაავადებებზე. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი იზრდება აასს-ს დოზის გაზრდასთან ერთად ან ანამნეზში წყლულის არსებობისას, განსაკუთრებით სისხლდენისა და წყლულის პერფორაციისას და ხანდაზმულ პაციენტებში. აასს-ს, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარე ანასტომოზის გაჟონვის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილის დაცვა.
  • თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს: სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (მათ შორის პრედნიზოლონს), ანტიკოაგულანტებს (მათ შორის ვარფარინს), ანტიაგრეგანტებს (მათ შორის კლოპიდოგრელს, აცეტილსალიცილის მჟავას) ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (მათ შორის ციტალოპრამს, ფლუოქსეტინს, პაროქსეტინს, სეტრალინს).
  • თქვენ ხართ პაციენტი ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით, ღვიძლის პორფირიით, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია პორფირიის შეტევების პროვოცირება.
  • თქვენ ხართ პაციენტი ბრონქული ასთმით, სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებით (მათ შორის ცხვირის პოლიპებით), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციური დაავადებებით (რომლებიც განსაკუთრებითაა ასოცირებული ალერგიული რინიტის მსგავს სიმპტომებთან).
  • თქვენ ხართ პაციენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ჩათვლით (გფს 15-60 მლ/წთ/1,73 მ2), დისლიპიდემიით/ჰიპერლიპიდემიით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით.
  • ეწევით, ბოროტად იყენებთ ალკოჰოლს.
  • ხართ ხანდაზმული ასაკის, იღებთ დიურეტიკებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დასუსტებულ ან სხეულის მცირე მასის მქონე ხანდაზმულ ადამიანებისათვის. მოცემული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.
  • თქვენ გაქვთ ნებისმიერი ეტიოლოგიის მოცირკულირე სისხლის მოცულობის (მცმ) მნიშვნელოვანი დაქვეითება, მაგალითად, მასიური ქირურგიული ჩარევების წინ და მათ შემდგომ პერიოდებში.
  • თქვენ გაქვთ ჰემოსტაზის სისტემის დეფექტები.
  • თქვენ ხართ გულ-სისხლძარღვთა თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ.
  • თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა დაავადების გამწვავების რისკის გამო, რადგან ნატრიუმის მეტაბისულფიტმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების გამოყენების შესახებ:

CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორები

ლითიუმი, დიგოქსინი

დიურეზული და ჰიპოტენზიული საშუალებები

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალიემია

ანტიბაქტერიული საშუალებები - ქინოლონის წარმოებულები

აასს და გლუკოკორტიკოსტეროიდები

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

ჰიპოგლიკემიური საშუალებები

მეთოტრექსატი

ფენიტოინი

CYP2C9 იზოფერმენტის ინდუქტორები

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას დანიშნული ქალებში ორსულობის მე-20 კვირიდან ახალშობილებში წყალნაკლებობის და/ან თირკმლის პათოლოგიის განვითარების შესაძლო რისკის გამო (ნეონატალური თირკმლის დისფუნქცია). ორსულობის 20 კვირამდე პრეპარატი უნდა იქნას დანიშნული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. დიკლოფენაკი, ისევე როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორები, უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო 3 თვის მანძილზე (შესაძლებელია საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დათრგუნვა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა ნაყოფში).

ლაქტაცია

იმისდამიუხედავად, რომ დიკლოფენაკი, ისევე როგორც სხვა აასს-ები, მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ მეძუძურ ქალებს ბავშვზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. მეძუძურ ქალში დიკლოფენაკის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის მოგვარება.

ფერტილობა

ვინაიდან დიკლოფენაკს, ისევე როგორც სხვა აასს-ებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება. პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა და მკურნალობა უნაყოფობის გამო, პრეპარატი უნდა მოეხსნას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ დიკლოფენაკის მიღების ფონზე აღგენიშნებათ მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან , თქვენ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ უნდა იმუშაოთ მექანიზმებთან.

პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს ბენზილის სპირტს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223) პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს 35 მგ/მლ. უკუნაჩვენებია დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლოა იშვიათად გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

  • პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ (1 ამპულა). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა, მაგრამ არა ნაკლებ 12 საათის გასვლის შემდეგ. მეორე ინექცია უნდა გაკეთდეს საპირისპირო დუნდულის ზონაში.

პრეპარატ დიკლოფენაკის ხსნარისათვის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ინტრამუსკულური შეყვანისათვის შეადგენს 150 მგ. გამოყენების ხანგრძლივობა არა უმეტეს 2 დღისა, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში გადადიან დიკლოფენაკის პერორალურ ან რექტალურ გამოყენებაზე.

გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით დროის ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პრეპარატის ერთი ამპულა 75 მგ შეიძლება იქნას კომბინირებული დიკლოფენაკის სხვა სამკურნალო ფორმებთან (ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, რექტალური სუპოზიტორები), ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ დიკლოფენაკის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მოცემული პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ვერტიგო;

გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, აბდომინალური ტკივილი, მუცლის შებერილობა, ანორექსია;

"ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა;

გამონაყარი;

რეაქცია ინექციის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე, ინფილტრატი ინექციის ადგილზე.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ( არტერიული ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით);

ძილიანობა, დაღლილობა;

ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით);

გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სისხლიანი ღებინება, მელენა, დიარეა სისხლის ნაწილაკებით, კუჭის და/ან ნაწლავის წყლულები, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს სისხლდენა ან პერფორაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში);

ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ჭინჭრის ციება;

შეშუპება, ნეკროზი შეყვანის ადგილზე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოსოს 10000-დან არაუმეტეს 1- ადამიანისა):

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიკური ანემიია ), აგრანულოციტოზი;

ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით);

დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, კოშმარული სიზმრები, გაღიზიანებადობა, ფსიქიკური დარღვევები;

პარესთეზიები, მეხსიერების დარღვევები, კრუნჩხვები, განგაშის შეგრძნება, ტრემორი, ასეპტიური მენინგიტი, გემოს დარღვევები, ცერებროვასკულარული დარღვევები;

მხედველობითი დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია;

ხმაური ტურებში, სმენის დარღვევები;

გულისცემა, ტკივილი გულმკერდში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი;

არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი;

პნევმონიტი;

კოლიტი ( ჰემორაგიული კოლიტისა და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავების ჩათვლით), ყაბზობა, სტომატიტი (წყლულოვანი სტომატიტის ჩათვლით), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, დიაფრაგმისმაგვარი ნაწლავის სტენოზი, პანკრეატიტი;

ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა;

ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ექსფოლიაციური დერმატიტი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი;

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი;

იმპოტენცია.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით):

გონების აღრევა, ჰალუცინაციები, მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე;

ოპტიკური ნერვის ნევრიტი;

კოუნისის სინდრომი;

იშემიური კოლიტი.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმის შესახებ, რომ დიკლოფენაკმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოემბოლიის წარმოქმნის რისკის ზრდა (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან ინსულტისა).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემების საინფორმაციო ბაზას სამკურნალო საშუალებებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ- სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების მიწოდებით თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროზე მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური

სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1, მოსკოვი, 109012

ტელეფონი: +7 800 550 99 03, +7 (499) 578-06-70

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინტერნეტ-მისამართი: https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს

კომიტასის პროსპ, 49/4, ერევანი, 0051

ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელექტრონული ფოსტა:[email protected]

ინტერნეტ-მისამართი: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეპარტამენტი

ქ. მე-3 ხაზი, 25, ქალ. ბიშკეკი, 720044

ტელეფონი: 0800 800 26 26

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინტერნეტ მისამართი: www.pharm.kg

  • პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კონტურულ ფიჭისმსგვარ შეფუთვაზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვების „ვარგისია -მდე“-ს შემდეგ . ვარგისობის გასვლის ვადად მიჩნეულია მოცემული თვის ბოლო დღე.

15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ მოიშოროთ თავიდან პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ღებინება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები. მნიშვნელოვანი მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

მკურნალობა: შემანარჩუნებელი და სიმპტომატური მკურნალობა ნაჩვენებია ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და სუნთქვის დათრგუნვა. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია აასს-ის, მათ შორის დიკლოფენაკის, ორგანიზმიდან გამოსაყოფად არაეფექტურია, რადგან ამ პრეპარატების მოქმედი ნივთიერებები დიდწილად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს და ინტენსიურად მეტაბოლიზდებიან.

შემადგენლობა

პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკის ნატრიუმი.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს 25,0 მგ.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, უფერო ოდნავ მოყვითალო ხსნარი ბენზილის სპირტის სუსტი დამახასიათებელი სუნით.

პრეპარატის 3 მლ I კლასის ჰიდროლიზური უფერო მინის ამპულაში. ამპულაზე ყავისფერი საღებავით დატანებულია წერტილი და რგოლი.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგასგან დამზადებულ კონტურულ ფიჭისმაგვარ შეფუთვაში.

კონტურული ფიჭისმაგვარი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ტემპერატურაზე 15-დან 25 ° C-მდე.

  • 5 პირველადი შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

3 მლ პრეპარატი უფერო მინის I ჰიდროლიზური კლასის ამპულებში. თითო ამპულაზე ყავისფერი საღებავით დატანებულია წერტილი და რგოლი.

5 ამპულა კონტურულ ფიჭისმაგვარ პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგასგან დამზადებულ შეფუთვაში.

კონტურული ფიჭისმაგვარი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ)

ათქ კოდი: M01AB05

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკს, არასტეროიდული სტრუქტურის ნივთიერებას, რომელსაც ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას.

კვლევებში დადგენილ დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დამუხრუჭება. პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთების, ტკივილისა და ცხელების გენეზში.

In vitro დიკლოფენაკის ნატრიუმი იმ კონცენტრაციებში, რომლებიც ადამიანებში გამოყენებისას მიღწეული კონცენტრაციების ექვივალენტურია, არ თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს. რევმატული დაავადებების დროს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და მაანალგეზირებელი თვისებები უზრუნველყოფს კლინიკურ ეფექტს, რომელიც ხასიათდება ისეთი გამოვლინებების სიმძიმის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, როგორიცაა ტკივილი მოსვენებისა და მოძრაობის დროს, დილის შებოჭილობა და სახსრების შეშუპება, აგრეთვე ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ანთებითი მოვლენების დროს დიკლოფენაკი სწრაფად ახდენს ტკივილის კუპირებას (როგორც მოსვენების დროს, ასევე მოძრაობისას), ამცირებს ანთებით შეშუპებას და პოსტოპერაციული ჭრილობის შეშუპებას.

დიკლოფენაკის გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აღინიშნა არარევმატული წარმოშობის ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს. ტკივილის შემსუბუქება იწყება 15-30 წუთში. გარდა ამისა, დიკლოფენაკი ხსნის შაკიკის შეტევებს.

პოსტოპერაციული ტკივილის მქონე პაციენტებში ოპიოიდებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას დიკლოფენაკი მნიშვნელოვნად ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკების გამოყენების საჭიროებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

75 მგ დიკლოფენაკის ინტრამუსკულური (ი/მ) შეყვანის შემდეგ მისი შეწოვა იწყება დაუყოვნებლივ. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax), რომლის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 2,5 მკგ/მლ (8 მკმოლ/ლ), მიიღწევა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. აბსორბირებული აქტიური ნივთიერების რაოდენობა ხაზოვან დამოკიდებულებაშია პრეპარატის დოზის რაოდენობასთან.

ფართობის ზომა „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ (AUC) დიკლოფენაკის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე მისი პერორალური ან რექტალური გამოყენების შემდეგ, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევებში დიკლოფენაკის ოდენობის დაახლოებით ნახევარი მეტაბოლიზდება ღვიძლში "პირველი გავლის" დროს.

შემდგომი შეყვანებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. დიკლოფენაკის ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალების დაცვის შემთხვევაში კუმულაცია არ შეინიშნება.

დისტრიბუცია

შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან - 99,7%, ძირითადად ალბუმინთან (99,4%). განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს 0,12-0,17 ლ/კგ. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათით უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი სინოვიალური სითხიდან შეადგენს 3-6 საათს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ, დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის პლაზმაში, ხოლო მისი მნიშვნელობები უფრო მაღალი რჩება 12 საათამდე პერიოდის განმავლობაში.

დიკლოფენაკი იქნა აღმოჩენილი დაბალი კონცენტრაციით (100 ნგ/მლ) ერთ-ერთი მეძუძური ქალის დედის რძეში. პრეპარატის სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ბავშვის ორგანიზმში ხვდება დედის რძესთან ერთად, უდრის 0,03 მგ/კგ/დღე-ღამეში.

ბიოტრანსფორმაცია დიკლოფენაკის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ ხორციელდება უცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციით, მაგრამ უპირატესად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირებისა და მეთოქსილირების მეშვეობით, რაც იწვევს რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოქმნას (3'-ჰიდროქსი-, 4'-ჰიდროქსი-, 5'-ჰიდროქსი-, 4',5-დიჰიდროქსი- და 3'-ჰიდროქსი-4'-მეთოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უმეტესობა გარდაიქმნება გლუკურონის კონიუგატებად. ორი ფენოლური მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ დიკლოფენაკზე მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად.

ელიმინაცია

დიკლოფენაკის საერთო სისტემური პლაზმური კლირენსი შეადგენს 263 ± 56 მლ/წთ. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. 4 მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი, ორი ფარმაკოლოგიურად აქტიურის ჩათვლით, ასევე ხანმოკლეა და შეადგენს 1-3 საათს. ერთ-ერთ მეტაბოლიტს, 3'- ჰიდროქსი-4'-მეთოქსიდიკლოფენაკს აქვს უფრო ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი, მაგრამ ეს მეტაბოლიტი სრულიად არააქტიურია.

პრეპარატის დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი მოქმედი ნივთიერების გლუკურონის კონიუგატების სახით, აგრეთვე მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესობა ასევე წარმოადგენს გლუკურონის კონიუგატებს. უცვლელი სახით გამოიყოფა დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები. პრეპარატის დანარჩენი დოზა გამოიყოფა ნაღველთან ერთად მეტაბოლიტების სახით.

დიკლოფენაკის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში წრფივადაა დამოკიდებული გამოყენებული დოზის რაოდენიბაზე.

პაციენტების ცალკეული ჯგუფების ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის შეწოვა, მეტაბოლიზმი და გამოყოფა არ არის დამოკიდებული ასაკზე. ბავშვებში დიკლოფენაკის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პრეპარატის ექვივალენტური დოზების გამოყენებისას (მგ/კგ სხეულის მასაზე) მოზრდილების შესაბამისი მაჩვენებლების მსგავსია. თუმცა, ზოგიერთ ხანდაზმული ასაკის პაციენტს 15-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ აღენიშნა სისხლის პლაზმაში დიკლოფენაკის კონცენტრაციის ზრდა 50%-ით უფრო ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში უცვლელი მოქმედი ნივთიერების კუმულაცია არ შეინიშნება.

10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში დიკლოფენაკის ჰიდროქსიმეტაბოლიტების გაანგარიშებული წონასწორული კონცენტრაციები დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, ამ დროს მეტაბოლიტები გამოიყოფა ექსკლუზიურად ნაღველთან ერთად.

ქრონიკული ჰეპატიტის ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები ანალოგიურია მაჩვენებლებისა, რომლებიც აქვთ ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

დიკლოფენაკი, 25 მგ/მლ, ინტრამუსკულად შესაყვანი ხსნარი

მოქმედი ნივთიერება:ნატრიუმის დიკლოფენაკი

პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები- მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, როცა მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი დიკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე
  • პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი დიკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება ის

დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რიცხვს (აასს). დიკლოფენაკს გააჩნია გამოხატული მაანალგეზირებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და მაანალგეზირებელი მოქმედება რევმატიული დაავადებებისას ხელს უწყობს გამოხატული ტკივილის, დილის შებოჭილობის, სახსრების შეშუპების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც აუმჯობესებს სახსრის ფუნქციურ მდგომარეობას. ტრავმების შემთხვევაში, პოსტოპერაციულ პერიოდში დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ანთებით შეშუპებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი დიკლოფენაკი ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად სხვადასხვა გენეზის ტკივილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის:

  • რევმატოიდული ართრიტი,
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი და სხვა სპონდილოართროპათიები,
  • ოსტეოართროზი,
  • პოდაგრული ართრიტი,
  • ბურსიტი, ტენდოვაგინიტი,
  • ტკივილის სინდრომი ხერხემლის მხრიდან (ლუმბაგო, იშიალგია, ოსალგია,ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, რადიკულიტი);

თირკმლისა და ნაღვლის კოლიკა;

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ანთება;

შაკიკის მძიმე შეტევები.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თქვენ გრძნობთ მის გაუარესებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დიკლოფენაკი, თუ გაქვთ:

ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრიდან (კნტ), კნტ-ის ორგანოების პერფორაცია.

ორსულობა 20 კვირაზე მეტი ვადის.

ისევე, როგორც სხვა აასს, პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში ბრონქული ასთმის, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, მწვავე რინიტის, მორეციდივე ცხვირის ან პარანასალური პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შეუწყნარებლობის მქონე პაციენტებში (ანამნეზის ჩათვლით) სრული ან არასრული ფორმით ერთდროული არსებობისას.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა.

თირკმლის უკმარისობა (გფს 15 მლ/წთ/1,73 მ 2- ზე ნაკლებია ).

გულის ქრონიკული უკმარისობა ( II-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით).

კლინიკურად დადასტურებული გულის იშემიური დაავადება.

პერიფერიული არტერიების და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები.

არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს.

მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს სისხლდენის განვითარების რისკი.

დადასტურებული ჰიპერკალიემია.

აორტა-კორონარული შუნტირება (პერიოპერაციული პერიოდი).

ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში.

ღვიძლის აქტიური დაავადებები.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ:

  • თქვენ ხართ პაციენტი სიმპტომებით/ ნიშნებით, რომლებიც მიუთითებენ კნტ-ს დაზიანებებზე/დაავადებებზე ან ისეთი საანამნეზო მონაცემებით, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ეჭვი მივიტანოთ კუჭის ან ნაწლავის წყლულოვან დაზიანებაზე, სისხლდენაზე ან პერფორაციაზე; პაციენტებში Helicobacter pylori-ს ინფექციით ანამნეზში, წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და პაციენტებში ჩივილებით, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ეჭვი მივიტანოთ კნტ-ს დაავადებებზე. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი იზრდება აასს-ს დოზის გაზრდასთან ერთად ან ანამნეზში წყლულის არსებობისას, განსაკუთრებით სისხლდენისა და წყლულის პერფორაციისას და ხანდაზმულ პაციენტებში. აასს-ს, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარე ანასტომოზის გაჟონვის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილის დაცვა.
  • თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს: სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (მათ შორის პრედნიზოლონს), ანტიკოაგულანტებს (მათ შორის ვარფარინს), ანტიაგრეგანტებს (მათ შორის კლოპიდოგრელს, აცეტილსალიცილის მჟავას) ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (მათ შორის ციტალოპრამს, ფლუოქსეტინს, პაროქსეტინს, სეტრალინს).
  • თქვენ ხართ პაციენტი ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით, ღვიძლის პორფირიით, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია პორფირიის შეტევების პროვოცირება.
  • თქვენ ხართ პაციენტი ბრონქული ასთმით, სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებით (მათ შორის ცხვირის პოლიპებით), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციური დაავადებებით (რომლებიც განსაკუთრებითაა ასოცირებული ალერგიული რინიტის მსგავს სიმპტომებთან).
  • თქვენ ხართ პაციენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ჩათვლით (გფს 15-60 მლ/წთ/1,73 მ2), დისლიპიდემიით/ჰიპერლიპიდემიით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით.
  • ეწევით, ბოროტად იყენებთ ალკოჰოლს.
  • ხართ ხანდაზმული ასაკის, იღებთ დიურეტიკებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დასუსტებულ ან სხეულის მცირე მასის მქონე ხანდაზმულ ადამიანებისათვის. მოცემული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით.
  • თქვენ გაქვთ ნებისმიერი ეტიოლოგიის მოცირკულირე სისხლის მოცულობის (მცმ) მნიშვნელოვანი დაქვეითება, მაგალითად, მასიური ქირურგიული ჩარევების წინ და მათ შემდგომ პერიოდებში.
  • თქვენ გაქვთ ჰემოსტაზის სისტემის დეფექტები.
  • თქვენ ხართ გულ-სისხლძარღვთა თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ.
  • თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა დაავადების გამწვავების რისკის გამო, რადგან ნატრიუმის მეტაბისულფიტმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და დიკლოფენაკი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების გამოყენების შესახებ:

CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორები

ლითიუმი, დიგოქსინი

დიურეზული და ჰიპოტენზიული საშუალებები

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალიემია

ანტიბაქტერიული საშუალებები - ქინოლონის წარმოებულები

აასს და გლუკოკორტიკოსტეროიდები

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

ჰიპოგლიკემიური საშუალებები

მეთოტრექსატი

ფენიტოინი

CYP2C9 იზოფერმენტის ინდუქტორები

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

ორსულობა

ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას დანიშნული ქალებში ორსულობის მე-20 კვირიდან ახალშობილებში წყალნაკლებობის და/ან თირკმლის პათოლოგიის განვითარების შესაძლო რისკის გამო (ნეონატალური თირკმლის დისფუნქცია). ორსულობის 20 კვირამდე პრეპარატი უნდა იქნას დანიშნული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. დიკლოფენაკი, ისევე როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორები, უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო 3 თვის მანძილზე (შესაძლებელია საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დათრგუნვა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა ნაყოფში).

ლაქტაცია

იმისდამიუხედავად, რომ დიკლოფენაკი, ისევე როგორც სხვა აასს-ები, მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ მეძუძურ ქალებს ბავშვზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. მეძუძურ ქალში დიკლოფენაკის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის მოგვარება.

ფერტილობა

ვინაიდან დიკლოფენაკს, ისევე როგორც სხვა აასს-ებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება. პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა და მკურნალობა უნაყოფობის გამო, პრეპარატი უნდა მოეხსნას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ დიკლოფენაკის მიღების ფონზე აღგენიშნებათ მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან , თქვენ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ უნდა იმუშაოთ მექანიზმებთან.

პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს ბენზილის სპირტს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223) პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს 35 მგ/მლ. უკუნაჩვენებია დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლოა იშვიათად გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

  • პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ (1 ამპულა). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა, მაგრამ არა ნაკლებ 12 საათის გასვლის შემდეგ. მეორე ინექცია უნდა გაკეთდეს საპირისპირო დუნდულის ზონაში.

პრეპარატ დიკლოფენაკის ხსნარისათვის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ინტრამუსკულური შეყვანისათვის შეადგენს 150 მგ. გამოყენების ხანგრძლივობა არა უმეტეს 2 დღისა, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში გადადიან დიკლოფენაკის პერორალურ ან რექტალურ გამოყენებაზე.

გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით დროის ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პრეპარატის ერთი ამპულა 75 მგ შეიძლება იქნას კომბინირებული დიკლოფენაკის სხვა სამკურნალო ფორმებთან (ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, რექტალური სუპოზიტორები), ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ დიკლოფენაკის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

მიღების გზა და წესი

ინტრამუსკულურად.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინექციის ადგილზე ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანება, ზუსტად უნდა იქნას დაცული ინტრამუსკულური ინექციის ჩატარების ინსტრუქციები.

საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულის ზონის ზედა გარეთა კვადრანტში).

პრეპარატის ამპულა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთხელ. ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულის გახსნისთანავე.

არ შეურიოთ ამპულაში მოთავსებული დიკლოფენაკის ხსნარი სხვა საინექციო სამკურნალო საშუალებების ხსნარებს.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი დიკლოფენაკი, ვიდრე იყო საჭირო

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ შეფუთვა, რათა ექიმს აჩვენოთ რომელი პრეპარატი მიიღეთ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ დიკლოფენაკის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, სანამ არ ჰკითხავთ რჩევას თქვენს ექიმს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მოცემული პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ვერტიგო;

გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, აბდომინალური ტკივილი, მუცლის შებერილობა, ანორექსია;

"ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა;

გამონაყარი;

რეაქცია ინექციის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე, ინფილტრატი ინექციის ადგილზე.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ( არტერიული ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით);

ძილიანობა, დაღლილობა;

ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით);

გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სისხლიანი ღებინება, მელენა, დიარეა სისხლის ნაწილაკებით, კუჭის და/ან ნაწლავის წყლულები, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს სისხლდენა ან პერფორაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში);

ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ჭინჭრის ციება;

შეშუპება, ნეკროზი შეყვანის ადგილზე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოსოს 10000-დან არაუმეტეს 1- ადამიანისა):

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიკური ანემიია ), აგრანულოციტოზი;

ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით);

დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, კოშმარული სიზმრები, გაღიზიანებადობა, ფსიქიკური დარღვევები;

პარესთეზიები, მეხსიერების დარღვევები, კრუნჩხვები, განგაშის შეგრძნება, ტრემორი, ასეპტიური მენინგიტი, გემოს დარღვევები, ცერებროვასკულარული დარღვევები;

მხედველობითი დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია;

ხმაური ტურებში, სმენის დარღვევები;

გულისცემა, ტკივილი გულმკერდში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი;

არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი;

პნევმონიტი;

კოლიტი ( ჰემორაგიული კოლიტისა და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავების ჩათვლით), ყაბზობა, სტომატიტი (წყლულოვანი სტომატიტის ჩათვლით), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, დიაფრაგმისმაგვარი ნაწლავის სტენოზი, პანკრეატიტი;

ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა;

ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ექსფოლიაციური დერმატიტი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი;

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი;

იმპოტენცია.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით):

გონების აღრევა, ჰალუცინაციები, მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე;

ოპტიკური ნერვის ნევრიტი;

კოუნისის სინდრომი;

იშემიური კოლიტი.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმის შესახებ, რომ დიკლოფენაკმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოემბოლიის წარმოქმნის რისკის ზრდა (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან ინსულტისა).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემების საინფორმაციო ბაზას სამკურნალო საშუალებებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ- სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების მიწოდებით თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროზე მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური

სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1, მოსკოვი, 109012

ტელეფონი: +7 800 550 99 03, +7 (499) 578-06-70

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინტერნეტ-მისამართი: https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს

კომიტასის პროსპ, 49/4, ერევანი, 0051

ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელექტრონული ფოსტა:[email protected]

ინტერნეტ-მისამართი: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეპარტამენტი

ქ. მე-3 ხაზი, 25, ქალ. ბიშკეკი, 720044

ტელეფონი: 0800 800 26 26

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინტერნეტ მისამართი: www.pharm.kg

  • პრეპარატ დიკლოფენაკის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კონტურულ ფიჭისმსგვარ შეფუთვაზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვების „ვარგისია -მდე“-ს შემდეგ . ვარგისობის გასვლის ვადად მიჩნეულია მოცემული თვის ბოლო დღე.

15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ მოიშოროთ თავიდან პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი დიკლოფენაკი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკის ნატრიუმი.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს 25,0 მგ.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, უფერო ოდნავ მოყვითალო ხსნარი ბენზილის სპირტის სუსტი დამახასიათებელი სუნით.

პრეპარატის 3 მლ I კლასის ჰიდროლიზური უფერო მინის ამპულაში. ამპულაზე ყავისფერი საღებავით დატანებულია წერტილი და რგოლი.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგასგან დამზადებულ კონტურულ ფიჭისმაგვარ შეფუთვაში.

კონტურული ფიჭისმაგვარი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ჰემოფარნ ა.დ., სერბეთი

26300 ქალ. ვრშაცი, ბეოგრადის გზა бб, სერბეთი

ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424

მწარმოებელი

ჰემოფარმ ა.დ., სერბეთი

26300 ქალ. ვრშაცი, ბეოგრადის გზა бб, სერბეთი

ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424

ყველა პრეტენზია იგზავნება:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

სალგანსკაიას ქუჩა, 7, ქალ. ნიჟნი ნოვგოროდი, 603105

ტელ.: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

სს „ნიჟფარმ“-ის წარმომადგენლობა ყირგიზეთის რესპუბლიკაში

ბაიტიკ ბაატირის ქუჩა., 17/3, ქალ. ბიშკეკი, 720005.

ფურცელ-ჩანართი გადათვალიერებულია

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია კავშირის ვებსაიტზე http://eec.eaeunion.org/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა