პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დიაზეპექსი

Diazepeks®

რეცეპტით5მგ/მლინსტრუქცია ქართულადსლოვაკეთი
რისთვის გამოიყენება

- შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ შფოთვის სიმპტომების სწრაფი მოხსნის მიზნით; - მწვავე ალკოჰოლური აბსტინენცია (შფოთვა, დაძაბულობა, და/ან ამ დარღვევების ვეგეტატიური ექვივალენტები); - ენდოსკოპიური პროცედურების დროს (როგორც ანქსიოლიზური საშუალება); - ადგილობრივ პათოლოგიასთან დაკავშირებული ჩონჩხ-კუნთოვანი სპაზმები; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038990
რეგისტრირებულია
5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Grindeks» JSC (ლატვია)
განმცხადებელი
სს „გრინდეკსი“-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიაზეპექსი და სხვა წამალი ერთად

დიაზეპექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ შფოთვის სიმპტომების სწრაფი მოხსნის მიზნით;
  • მწვავე ალკოჰოლური აბსტინენცია (შფოთვა, დაძაბულობა, და/ან ამ დარღვევების ვეგეტატიური ექვივალენტები);
  • ენდოსკოპიური პროცედურების დროს (როგორც ანქსიოლიზური საშუალება);
  • ადგილობრივ პათოლოგიასთან დაკავშირებული ჩონჩხ-კუნთოვანი სპაზმები;
  • ცერებრალური დამბლა;
  • ათეტოზი, „შებოჭილი ადამიანის“ სინდრომი;
  • ტეტანური შეკუმშვები, ეპილეფსიური სტატუსი და მწვავე რეციდიული კრუნჩხვები;
  • პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების წინ.

მიღების წესი და დოზირება

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ჩვენებების და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

საინფუზიო ხსნარის სახით შეიძლება გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის გამოყენება. შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დაუშვებელია. დიაზეპამის შეყვანისას არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი სისტემები და მასალები, რომლებიც შეიცავენ პოლივინილქლორიდს (პვქ) (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

პრეპარატი შეყავთ ინტრამუსკულარულად (ი/მ) ღრმად კუნთში, ინტრავენურად (ი/ვ) ნელი ინექციის სახით 0,5-1 მლ/წთ (5 მგ/წთ) სიჩქარით ან წვეთოვნად (მსხვილ ვენებში). პრეპარატის სწრაფ შეყვანას შეუძლია აპნოეს გამოწვევა.

მოზრდილები

შფოთვითი მდგომარეობები: ჩვეული დოზა შეადგენს 2-10 მგ (5 მგ/მლ შემცველი ხსნარის 0,4-2 მლ) ი/მ ან ი/ვ, საჭიროების შემთხვევაში განმეორებით შეყავთ 3-4 საათში.

მწვავე ალკოჰოლური აბსტინენცია: 10 მგ ი/მ ან ი/ვ. საჭიროების შემთხვევაში 3-4 საათში განმეორებით შეყავთ 5-10 მგ (სხვა მითითება: ინტრავენურად სხეულის მასის 0,12,0 მგ/კგ, განმეორებით ყოველ 8 საათში სიმპტომების მოხსნამდე), შემდგომში პერორალური ფორმის გამოყენებით.

პრემედიკაცია: ანესთეზიის დაწყებამდე 1 საათით ადრე ი/მ, მოზრდილებისთვის დოზით 10-20 მგ.

დაწყებითი ნარკოზისთვის: ანესთეზიის დაწყებისას- ი/ვ ნელა 0,2-0,5 მგ/კგ.

სედაციური ეფექტის მისაღწევად ქირურგიული და/ან სადიაგნოსტიკო ჩარევების წინ: შეყავთ ინტრავენურად 10-20 მგ (საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, შემდეგ 2,5 მგ ყოველ 30 წამში, თვალების დახუჭვამდე). სიმსუქნის მქონე პაციენტებში დოზა შეადგენს 30 მგ-ს ი/ვ.

ჩონჩხ-კუნთოვანი სპაზმები: 5-10 მგ ი/ვ ან ი/მ, საჭიროებისას განმეორებით შეყავთ 3-4 საათის შემდეგ.

თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებასთან (მაგალითად, ცერებრალური დამბლა, ათეტოზი) დაკავშირებული სპასტიური მდგომარეობების დროს: ი/მ საწყისი დოზით 10-20 მგ.

ტეტანუსი: 0,1-0,3 მგ/კგ ი/ვ ნელა 1-4 საათიანი ინტერვალით, ან უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 3-4 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში.

ეპილეფსიური სტატუსი: ინტრავენურად სხეულის მასის 0,15-0,25 მგ/კგ, საჭიროებისას განმეორებით 10-15 წუთიანი ინტერვალით ან უწყვეტი ინფუზიის სახით (მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სხეულის მასის 3 მგ/კგ).

საჭიროების შემთხვევაში მწვავე სიმპტომების კუპირებისას, მკურნალობას აგრძელებენ სხვა სამკურნალწამლო ფორმის (მაგალითად, ტაბლეტები) გამოყენებით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები: გამოიყენება ნახევარი დოზა (ჩვეულებრივ 2-5 მგ) და მკურნალობის დროს აუცილებელია სათანადო სამედიცინო კონტროლი ჭარბი დოზირების პროფილაქტიკის მიზნით, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის შესაძლო კუმულაციის გათვალისწინებით.

ღვიძლის და /ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ინიშნება პრეპარატის ყველაზე მინიმალური ეფექტური დოზა.

ბავშვები

ბენზოდიაზეპინები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში შესაძლო რისკი/სარგებელის წინასწარი შესწავლის გარეშე, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ამ ასაკობრივ ჯგუფში.

პრემედიკაცია: ანესთეზიის დაწყებამდე 1 საათით ადრე კუნთში შეყავთ სხეულის მასის 0,1-0,2 მგ/კგ.

ქირურგიული და/ან დიაგნოსტიკური ჩარევებისას სედაციური ეფექტის მისაღწევად: შეყავთ ნელა ინტრავენურად სხეულის მასის 0,1-0,2 მგ/კგ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დიაზეპამის ან ბენზოდიაზეპინების სხვა წარმოებულების (ანამნეზში) ან/და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;

მძიმე მიასთენია (Myasthenia gravis);

სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

ძილის აპნოე;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ენცეფალოპათიის რისკი);

სიფრთხილის ზომები

ალკოჰოლთან/ ცნს-ის დეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება

უნდა მოერიდოთ დიაზეპამთან ერთად ალკოჰოლის და/ან ცნს-ის დეპრესანტების გამოყენებას. ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაზეპამის სედაციური ეფექტის გაძლიერება, ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი დეპრესიული ეფექტი სუნთქვაზე და გულ-სისხლძარღვთა აქტივობაზე.

ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება ანამნეზში

დიაზეპამი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებთან ანამნეზში ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებით.

გამონაკლისს წარმოადგენს „მოხსნის“ მწვავე სინდრომის მკურნალობა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინტრავენური გამოყენებისას ხანდაზმულ, დასუსტებულ პაციენტებში, ასევე გულის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში სუნთქვის და/ან გულის მუშაობის გაჩერების რისკის გამო.

ინტრავენური ინექცია არ უნდა გაკეთდეს მცირე ვენებში. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ პრეპარატის შეყვანას არტერიებში და პერივასკულარულ სივრცეში ვენური თრომბოზის, ფლებიტის, ინექციის ადგილას გაღიზიანების; ადგილობრივი შეშუპების, ან, უფრო იშვიათად, სისხლძარღვების დაზიანების განვითარების რისკის გამო, განსაკუთრებით სწრაფი ინტრავენური ინექციის შემდეგ.

შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დაუშვებელია.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში გამოიყენება დიაზეპამის დაბალი დოზები.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ტოლერანტობა

დიაზეპამით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა ბენზოდიაზეპინების ეფექტის მიმართ.

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების და მათი ანალოგების გამოყენებას შეუძლია ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოწვევა. დამოკიდებულების რისკი მატულობს დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ის ასევე დიდია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებელ პაციენტებში.

მოხსნა

ფიზიკური დამოკიდებულებისას, მკურნალობის სწრაფი მოხსნის შემდეგ შეიძლება განვითარდეს „მოხსნის“ სიმპტომები (თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა და გაღიზიანებადობა). მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: რეალობის შეგრძნების დაკარგვა, დეპერსონალიზაცია, სმენის სიმახვილის მატება, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები და ეპილეფსიური შეტევები.

ძილის დარღვევის რიკოშეტი და შფოთვა

მკურნალობის მოხსნისას შეიძლება განვითარდეს დროებითი სინდრომი, რომლის დროს ვლინდება სიმპტომები, რომელთა გამო დაინიშნა ბენზოდიაზეპინებით მკურნალობა და ეს სიმპტომები უფრო ფართოდაა გამოხატული. მას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ცვლილებები, შფოთვა ან ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. ვინაიდან მოხსნის/დაბრუნების სინდრომის რისკი მეტია მკურნალობის სწრაფი მოხსნისას, რეკომენდებულია დოზების თანდათანობითი კლება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასების გარეშე. მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია პაციენტის ინფორმირება მკურნალობის კურსის შეზღუდული ხანგრძლივობის და დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს „რიკოშეტის“ ფენომენის შესახებ იმისათვის, რომ შემცირდეს შფოთვა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის სწრაფი შეწყვეტისას.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებს შეუძლია ანტეროგრადული ამნეზიის გამოწვევა, თერაპიულ დოზებში გამოყენების დროსაც კი, მაღალი დოზების შემთხვევაში კი ეს რისკი იზრდება. ამნეზიური ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს არაადექვატურ ქცევასთან.

ფსიქიური და პარადოქსული რეაქციები

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი პარადოქსული რეაქციების განვითარება: მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ბოდვა, მრისხანების შეტევები, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადექვატური ქცევა და ქცევის სხვა დარღვევები. მეტი ალბათობით ეს ვითარდება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთი რეაქციების გაჩენისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რისკი ოპიოიდებთან ერთად მიღებისას

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის, ოპიოიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ლეტალური გამოსავალი. ამ რისკების გამო, ოპიოიდების ერთდროული გამოყენება დიაზეპამთან ერთად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი. თუ მიიღება გადაწყვეტილება დიაზეპამისა და ოპიოიდების ერთობლივი გამოყენების შესახებ, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ერთდროულად გამოყენების მინიმალური ხანგრძლივობით.

აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის გულმოდგინე მონიტორინგი რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებასთან დაკავშირებით. რეკომენდირებულია, პაციენტები და მათი მომვლელები (თუ ეს აქტუალურია) ინფორმირებულნი იყვნენ ამ სიმპტომების გაჩენის შესაძლებლობის შესახებ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულ პაციენტებში დიაზეპამი გამოიყენება ნაკლები დოზებით. ქრონიკური რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებში ასევე გამოიყენება ნაკლები დოზები, რესპირატორული დეპრესიის რისკის გამო. სიფრთხილეა საჭირო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ენცეფალოპათიის განვითარების რისკის გამო.

ბენზოდიაზეპინები არ გამოიყენება ფსიქოზური დაავადებების პირველადი მკურნალობისას.

დეპრესიით თანმხლები შფოთვის ან გამოხატური დეპრესიის მკურნალობისას ბენზოდიაზეპინები არ ინიშნება მონოთერაპიაში, ასეთ პაციენტებში სუიციდალური მიდრეკილების შესაძლო განვითარების გამო.

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ბენზოდიაზეპინებით, არ გამოიყენება ბენზოდიაზეპინების ანტაგონისტი- ფლუმაზენილი. ასეთ პაციენტებში ბენზოდიაზეპინების მიმართ ანტაგონისტურმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევები.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს 0,244 მლ ეთილის სპირტის (ალკოჰოლს). პრეპარატი მავნებელია ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებისათვის.

ეს ფაქტი ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას ორსულებში და მეძუძურ დედებში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ღვიძლის დაავადებები და ეპილეფსია).

პრეპარატის ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს 30 მგ ბენზილის სპირტის. ბენზილის სპირტს შეუძლია ტოქსიკური რეაქციების გამოწვევა (მეტაბოლური აციდოზი) და ალერგიული რეაქციების გამოწვევა ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი არ გამოიყენება დღენაკლულ ახალშობილებში და ახალშობილებში.

პრეპარატში შემავალ პროპილენგლიკოლს შეუძლია ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული სიმპტომების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა, რომლებსაც შეუძლია სატრანსპორტო საშუალებების მართის უნარზე ზემოქმედება.

ეს პრეპარატი შეიცავს ბენზოის მჟავას. ბენზოის მჟავას შეუძლია ახალშობილებში სიყვითლის რისკის მატება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

გაძლიერებული ზემოქმედება სედაციაზე, სუნთქვის დათრგუნვაზე (სუნთქვის შენელება და გაძნელება) და ჰემოდინამიკაზე შეუძლია დიაზეპამთან ერთად ცენტრალური მოქმედების დეპრესანტების გამოყენებას, ისეთების როგორიცაა ნეიროლეპტიკები, ანქსიოლიტიკები/სედაციურები, საძილე, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები, ზოგადი ანესთეტიკები და ალკოჰოლი.

ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლია ეიფორიის შეგრძნების გაძლიერება, რაც ზრდის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკს.

დიაზეპამით მკურნალობის დროს პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი.

პრეპარატის ინფუზიისათვის არ გამოიყენება პოლივინილქლორიდის (პვქ) შემცველი საინფუზიო სისტემები და ნაკრებები, ვინაიდან მათ შეუძლიათ დიაზეპამის აბსორბირება და მისი კონცენტრაციის 50%-ით და მეტით შემცირება, განსაკუთრებით თბილ პირობებში ყოფნისას 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი, რომლის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები Nდეზმეთილდიაზეპამი, 3-ჰიდროქსიდიაზეპამი (თემაზეპამი) და ოქსაზეპამი, მიმდინარეობს ციტოქრომ Р450 CYP3A и CYP2C19 იზოფერმენტების დახმარებით.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქსილირების რეაქცია მიმდინარეობს CYP3A-ს დახმარებით, ხოლო N-დემეთილირება იზოფერმენტები - CYP3A и CYP2C19-ს მეშვეობით. მოხალისეებზე ჩატარებული in vivo კვლევები ადასტურებენ ამ დაკვირვებას. აქედან გამომდინარე, სუბსტრატებს, რომლებიც CYP3A და/ან CYP2C19 მოდულატორებს წარმოადგენენ, პოტენციურად შეუძლიათ დიაზეპამის ფარმაკოკინეტიკის შეცვლა. ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი და ომეპრაზოლი, რომლებიც CYP3A и CYP2C19-ს ინჰიბიტორებს წარმოადგენენ, სედაციის გაღრმავება და გახანგრძლივება შეუძლიათ. ზოგი კვლევები ადასტურებენ, რომ დიაზეპამი ცვლის ფენიტოინის კლირენს.

ციზაპრიდს შეუძლია პერორალური ბენზოდიაზეპინების სედაციური ეფექტის დროებითი გაძლიერება, მათი შეწოვის დაჩქარების ხარჯზე.

ურთიერთქმედება ოპიოიდებთან

დიაზეპამის და ბენზოდიაზეპინის სხვა წარმოებულების ერთდროული გამოყენება ოპიოიდებთან ერთად ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომისა და ლეტალური გამოსავლის რისკს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამატებითი დეპრესიული ზემოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება, ასევე ბენზოდიაზეპინების და ოპიოიდების ერთდროული გამოყენების ხანგრძლივობის შემცირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები.

ქალებში დიაზეპამის დანიშვნისას, პაციენტი გაფრთხილებული უნდა იქნას პრეპარატის მოხსნისას ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი გეგმავს ორსულობას ან ორსულობაზე ეჭვისას.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს, პრეპარატის დიდ დოზებში ან ხანგრძლივად მცირე დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ჰიპოტონია, წოვის უნარის შესუსტება, ჰიპოთერმია ან სუნთქვის ზომიერად დათრგუნვა. გასათვალისწინებელია, რომ ახალშობილებში პრეპარატების მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტული სისტება ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით დღენაკლულებში), ასევე იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის ბოლო თვეებში ქრონიკულად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინებს, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და არსებობს აბსტინენციის სიმპტომების განვითარების რისკი.

ძუძუთი კვების პერიოდი

დიაზეპამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს თავი უნდა შეიკავოთ მისი გამოყენებისგან.

ბავშვები და მოზარდები

6 თვემდე ასაკის ბავშვებში დიაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი, შესაბამისად პრეპარატი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ფონზე ვითარდება ცნს-ის ხანგრძლივი დათრგუნვა. პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სხვა თერაპიული ალტერნატივის არარსებობისას და დიდი სიფრთხილის დაცვით.

ბავშვებში 6 თვიდან მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დიაზეპამს ახასიათებს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და პოტენციურად საშიში მექანიზმების მომსახურეობის უნარზე გამოხატული ზემოქმედება, ვინაიდან მას შეუძლია ძილიანობის, მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითების გამოწვევა.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, თრომბოზი და თრომბოფლებიტი ინექციის ადგილზე. ეს ეფექტები ვლინდება განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მისი გაგრძელებისას მცირდება. სხვა გვერდითი მოვლენები მოყვანილია ქვემოთ, ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით.

დამოკიდებულება

პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას (თერაპიულ დოზებშიც კი) შეუძლია ფიზიკური დამოკიდებულების გამოწვევა ან მოხსნის აბსტინენციის სინდრომის განვითარება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არის შეტყობინებები ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შესახებ (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებანი“).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ატაქსია, დიზართრია, გაურკვეველი მეტყველება, თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა. ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება განვითარდეს თერაპიული დოზების გამოყენებისას, მისი რისკი მატულობს დოზის მომატებასთან ერთად. ამნეზია შეიძლება დაკავშირებული იყოს პათოლოგიურ ქცევასთან.

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

პარადოქსული რეაქციები: ქცევის დარღვევები, აგზნება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ბოდვითი იდეები, მრისხანება, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი.

ეს რეაქციები ყველაზე ხშირია ბავშვებში და მოხუცებში; მათი გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ცნობიერების დარღვევა, ემოციური პასიურობა, ყურადღების დეფიციტი, დეპრესია, მომატებული ან დაქვეითებული ლიბიდო.

მხედველობის სისტემის დარღვევები

არამკაფიო მხედველობა, დიპლოპია.

ყურის და ლაბირინთის დაავადებები

თავბრუსხვევა (ვერტიგო).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები

გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპორტენზია, არითმია, სისხლისმიმოქცევის უკმარისობა, გულის გაჩერება.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები

სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის უკმარისობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

გულისრევა, პირის სიმშრალე ან მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები.

ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: სიყვითლე.

თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები

შარდის შეუკავლობა ან შარდის შეკავება.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ დარღვევები

სისხლში ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის დონის მატება.

ტრავმები და მოწამვლა

არის შეტყობინებები დაცემის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ბენზოდიაზეპინებს. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მეტია პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ სხვა სედაციურ პრეპარატებს (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით) და ხანდაზმულ პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ვენური თრომბოზი, თრომბოფლებიტი, გაღიზიანება ინექციის ადგილას; ადგილობრივი შეშუპება, ან, უფრო იშვიათად, სისხლძარღვების დაზიანება, განსაკუთრებით სწრაფი ინტრავენური ინექციის შემდეგ.

ინტრავენური ინექცია არ უნდა გაკეთდეს მცირე ვენებში. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ პრეპარატის შეყვანას არტერიებში და პერივასკულარულ სივრცეში.

ინტრამუსკულარული ინექციის დროს შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ტკივილი, ზოგჯერ ერითემის თანხლებით ინექციის ადგილას.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციის გაჩენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ბენზოდიაზეპინები ხშირად იწვევენ ბარბაცს სიარულისას, ძილიანობას, მეტყველების დარღვევას და ნისტაგმს. მონოთერაპის დროს დიაზეპამის ჭარბი დოზირება იშვიათად წარმოადგენს საშიშროებას პაციენტის სიცოცხლისათვის, მაგრამ შეუძლია შემდეგი სიმპტომების გამოწვევა: რეფლექსების დათრგუნვა, აპნოე, არტერიული ჰიპოტენზია, კარდიო-რესპირატორული სისტემის დათრგუნვა და კომა (იშვიათად). დიაზეპამის ჭარბი დოზირება ცნს-ის დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება ფატალური იყოს და საჭიროებს მკაცრ კონტროლს.

მკურნალობა

მკურნალობა ძირითადად შედგება დამხმარე თერაპიისგან და მოიცავს შემდეგს: სუნთქვის დათრგუნვისას ინიშნება ჟანგბადი; დიურეზის გასაძლიერებლად გამოიყენება საინფუზიო ხსნარები ეფექტურ დიურეტიკებთან ერთად (ფორსირებული დიურეზი); საჭიროებისას არტერიული ჰიპოტენზიის დროს რეკომენდებულია სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების (დოფამინი, ნორადრენალინი) ინტრავენური შეყვანა.

პრეპარატის შემდგომი შეწოვის პრევენციისათვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი პირველი 1- 2 საათის განმავლობაში, ზედა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფით, თუ პაციენტი უგონოდაა.

ცნს-ის მძიმე დათრგუნვის შემთხვევაში სტაციონარის პირობებში გამოიყენება ფლუმაზენილი- ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტი. პლაზმიდან ფლუმაზენილის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს, შესაბამისად, აუცილებელია პაციენტის ზედმიწევნითი სამედიცინო მონიტორინგი. ფლუმაზენილი სიფრთხილით გამოიყენება კრუნჩხვითი ზღურბლის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-დან 8°С-მდე ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა

4 წელი.

შეფუთვა

2 მლ ამპულაში.

5 ამპულა უჯრედოვან შეფუთვაში.

2 უჯრედოვანი შეფუთვა ყუთში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიტიკი, ბენზოდიაზეპინის წარმოებული. ათქ კოდი: N05BA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიაზეპამი ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს წარმოადგენს და გააჩნია ანქსიოლიზური, სედაციური, მიორელაქსაციური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ამნეზიური მოქმედება, აძლიერებს თავის ტვინში ძირითადი მაინჰიბირებელი მედიატორის, გამა-ამინოერბოს მჟავის (გაემ) მაინჰიბირებელ ეფექტებს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

დიაზეპამის აბსორბცია დამოკიდებულია მისი შეყვანის გზაზე. კუნთში შეყვანისას, დიაზეპამის მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო დაბალია, მის პერორალურ მიღებასთან შედარებით. აბსორბირდება დიაზეპამის ერთჯერადი დოზის დაახლოებით 75% , კუნთში შეყვანისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1 საათში.

განაწილება

პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი მაღალია და შეადგენს 95-98 %-ს.

დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები კარგად იხსნება ლიპიდებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერებს. პრეპარატი აღმოჩენილია დედის რძეში კონცენტრაციით, რომელიც დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 1/10-ს წარმოადგენს. წონასწორულ მდგომარეობაში დიაზეპამის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,8-1,0 ლ/კგ-ზე. განაწილების ნახევარპერიოდი შეადგენს 3 საათს.

მეტაბოლიზმი

ღვიძლში მიმდინარეობს დიაზეპამის აქტიური მეტაბოლური გარდაქმნა აქტიური მეტაბოლიტების - N-დეზმეთილდიაზეპამის, ოქსაზეპამის, თემაზეპამის წარმოქმნით. დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი იწარმოება CYP3A4 და CYP2C19 იზოფერმენტების დახმარებით. ოქსაზეპამი და თემაზეპამი შემდგომში კონიუგირებენ გლუკურონის მჟავასთან.

გამოყოფა

ინტრავენური შეყვანისას, დიაზეპამს ახასიათებს ორფაზიანი ელიმინაცია: სწრაფი და ინტენსიური განაწილების საწყის ფაზას აგრძელებს ტერმინალური გამოყოფის ხანგრძლივი ფაზა. აქტიური მეტაბოლიტის, N- დეზმეთილდიაზეპამის, ნახევრად გამოყოფის პერიოდმა შეიძლება მიაღწიოს 100 საათს, რის გამო პრეპარატის თერაპიული მოქმედება ხანგრძლივდება. დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, კონიუგატების სახით. დიაზეპამის კლირენსი შეადგენს 20-30 მლ-ს წუთში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

დიაზეპამის და მისი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ახალშობილებში და ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის დროს დიაზეპამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი არ იცვლება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

დიაზეპექსი® საინექციო ხსნარი 5 მგ/მლ

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

დიაზეპამი (Diazepamum)

სამკურნალწამლო ფორმა და შემადგენლობა

საინექციო ხსნარი.

1 ამპულა (2 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დიაზეპამი 10 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: ბენზოის მჟავა (E 210) 16 მგ, ნატრიუმის ბენზოატი (E 211) 196 მგ, პროპილენგლიკოლი-1,2 900 მგ, ეთილის სპირტი 96 % 0,244 მლ, ბენზილის სპირტი 30 მგ, საინექციო წყალი 2,0 მლ-მდე.

აღწერილობა

გამჭვირვალე სითხე, ფერი- უფერულიდან მწვანე ელფერის მქონე ღია ყვითელ ფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანქსიოლიტიკი, ბენზოდიაზეპინის წარმოებული. ათქ კოდი: N05BA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიაზეპამი ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს წარმოადგენს და გააჩნია ანქსიოლიზური, სედაციური, მიორელაქსაციური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ამნეზიური მოქმედება, აძლიერებს თავის ტვინში ძირითადი მაინჰიბირებელი მედიატორის, გამა-ამინოერბოს მჟავის (გაემ) მაინჰიბირებელ ეფექტებს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

დიაზეპამის აბსორბცია დამოკიდებულია მისი შეყვანის გზაზე. კუნთში შეყვანისას, დიაზეპამის მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო დაბალია, მის პერორალურ მიღებასთან შედარებით. აბსორბირდება დიაზეპამის ერთჯერადი დოზის დაახლოებით 75% , კუნთში შეყვანისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1 საათში.

განაწილება

პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი მაღალია და შეადგენს 95-98 %-ს.

დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები კარგად იხსნება ლიპიდებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერებს. პრეპარატი აღმოჩენილია დედის რძეში კონცენტრაციით, რომელიც დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 1/10-ს წარმოადგენს. წონასწორულ მდგომარეობაში დიაზეპამის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,8-1,0 ლ/კგ-ზე. განაწილების ნახევარპერიოდი შეადგენს 3 საათს.

მეტაბოლიზმი

ღვიძლში მიმდინარეობს დიაზეპამის აქტიური მეტაბოლური გარდაქმნა აქტიური მეტაბოლიტების - N-დეზმეთილდიაზეპამის, ოქსაზეპამის, თემაზეპამის წარმოქმნით. დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი იწარმოება CYP3A4 და CYP2C19 იზოფერმენტების დახმარებით. ოქსაზეპამი და თემაზეპამი შემდგომში კონიუგირებენ გლუკურონის მჟავასთან.

გამოყოფა

ინტრავენური შეყვანისას, დიაზეპამს ახასიათებს ორფაზიანი ელიმინაცია: სწრაფი და ინტენსიური განაწილების საწყის ფაზას აგრძელებს ტერმინალური გამოყოფის ხანგრძლივი ფაზა. აქტიური მეტაბოლიტის, N- დეზმეთილდიაზეპამის, ნახევრად გამოყოფის პერიოდმა შეიძლება მიაღწიოს 100 საათს, რის გამო პრეპარატის თერაპიული მოქმედება ხანგრძლივდება. დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, კონიუგატების სახით. დიაზეპამის კლირენსი შეადგენს 20-30 მლ-ს წუთში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

დიაზეპამის და მისი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ახალშობილებში და ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის დროს დიაზეპამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი არ იცვლება.

გამოყენების ჩვენებები

  • შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ შფოთვის სიმპტომების სწრაფი მოხსნის მიზნით;
  • მწვავე ალკოჰოლური აბსტინენცია (შფოთვა, დაძაბულობა, და/ან ამ დარღვევების ვეგეტატიური ექვივალენტები);
  • ენდოსკოპიური პროცედურების დროს (როგორც ანქსიოლიზური საშუალება);
  • ადგილობრივ პათოლოგიასთან დაკავშირებული ჩონჩხ-კუნთოვანი სპაზმები;
  • ცერებრალური დამბლა;
  • ათეტოზი, „შებოჭილი ადამიანის“ სინდრომი;
  • ტეტანური შეკუმშვები, ეპილეფსიური სტატუსი და მწვავე რეციდიული კრუნჩხვები;
  • პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების წინ.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ჩვენებების და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

საინფუზიო ხსნარის სახით შეიძლება გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის გამოყენება. შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დაუშვებელია. დიაზეპამის შეყვანისას არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი სისტემები და მასალები, რომლებიც შეიცავენ პოლივინილქლორიდს (პვქ) (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

პრეპარატი შეყავთ ინტრამუსკულარულად (ი/მ) ღრმად კუნთში, ინტრავენურად (ი/ვ) ნელი ინექციის სახით 0,5-1 მლ/წთ (5 მგ/წთ) სიჩქარით ან წვეთოვნად (მსხვილ ვენებში). პრეპარატის სწრაფ შეყვანას შეუძლია აპნოეს გამოწვევა.

მოზრდილები

შფოთვითი მდგომარეობები: ჩვეული დოზა შეადგენს 2-10 მგ (5 მგ/მლ შემცველი ხსნარის 0,4-2 მლ) ი/მ ან ი/ვ, საჭიროების შემთხვევაში განმეორებით შეყავთ 3-4 საათში.

მწვავე ალკოჰოლური აბსტინენცია: 10 მგ ი/მ ან ი/ვ. საჭიროების შემთხვევაში 3-4 საათში განმეორებით შეყავთ 5-10 მგ (სხვა მითითება: ინტრავენურად სხეულის მასის 0,12,0 მგ/კგ, განმეორებით ყოველ 8 საათში სიმპტომების მოხსნამდე), შემდგომში პერორალური ფორმის გამოყენებით.

პრემედიკაცია: ანესთეზიის დაწყებამდე 1 საათით ადრე ი/მ, მოზრდილებისთვის დოზით 10-20 მგ.

დაწყებითი ნარკოზისთვის: ანესთეზიის დაწყებისას- ი/ვ ნელა 0,2-0,5 მგ/კგ.

სედაციური ეფექტის მისაღწევად ქირურგიული და/ან სადიაგნოსტიკო ჩარევების წინ: შეყავთ ინტრავენურად 10-20 მგ (საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, შემდეგ 2,5 მგ ყოველ 30 წამში, თვალების დახუჭვამდე). სიმსუქნის მქონე პაციენტებში დოზა შეადგენს 30 მგ-ს ი/ვ.

ჩონჩხ-კუნთოვანი სპაზმები: 5-10 მგ ი/ვ ან ი/მ, საჭიროებისას განმეორებით შეყავთ 3-4 საათის შემდეგ.

თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებასთან (მაგალითად, ცერებრალური დამბლა, ათეტოზი) დაკავშირებული სპასტიური მდგომარეობების დროს: ი/მ საწყისი დოზით 10-20 მგ.

ტეტანუსი: 0,1-0,3 მგ/კგ ი/ვ ნელა 1-4 საათიანი ინტერვალით, ან უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 3-4 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში.

ეპილეფსიური სტატუსი: ინტრავენურად სხეულის მასის 0,15-0,25 მგ/კგ, საჭიროებისას განმეორებით 10-15 წუთიანი ინტერვალით ან უწყვეტი ინფუზიის სახით (მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სხეულის მასის 3 მგ/კგ).

საჭიროების შემთხვევაში მწვავე სიმპტომების კუპირებისას, მკურნალობას აგრძელებენ სხვა სამკურნალწამლო ფორმის (მაგალითად, ტაბლეტები) გამოყენებით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები: გამოიყენება ნახევარი დოზა (ჩვეულებრივ 2-5 მგ) და მკურნალობის დროს აუცილებელია სათანადო სამედიცინო კონტროლი ჭარბი დოზირების პროფილაქტიკის მიზნით, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის შესაძლო კუმულაციის გათვალისწინებით.

ღვიძლის და /ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ინიშნება პრეპარატის ყველაზე მინიმალური ეფექტური დოზა.

ბავშვები

ბენზოდიაზეპინები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში შესაძლო რისკი/სარგებელის წინასწარი შესწავლის გარეშე, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ამ ასაკობრივ ჯგუფში.

პრემედიკაცია: ანესთეზიის დაწყებამდე 1 საათით ადრე კუნთში შეყავთ სხეულის მასის 0,1-0,2 მგ/კგ.

ქირურგიული და/ან დიაგნოსტიკური ჩარევებისას სედაციური ეფექტის მისაღწევად: შეყავთ ნელა ინტრავენურად სხეულის მასის 0,1-0,2 მგ/კგ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დიაზეპამის ან ბენზოდიაზეპინების სხვა წარმოებულების (ანამნეზში) ან/და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;

მძიმე მიასთენია (Myasthenia gravis);

სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

ძილის აპნოე;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ენცეფალოპათიის რისკი);

ორსულობა (პირველი და მესამე ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი;

დღენაკლი ახალშობილები, ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ბავშვები.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, თრომბოზი და თრომბოფლებიტი ინექციის ადგილზე. ეს ეფექტები ვლინდება განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მისი გაგრძელებისას მცირდება. სხვა გვერდითი მოვლენები მოყვანილია ქვემოთ, ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით.

დამოკიდებულება

პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას (თერაპიულ დოზებშიც კი) შეუძლია ფიზიკური დამოკიდებულების გამოწვევა ან მოხსნის აბსტინენციის სინდრომის განვითარება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არის შეტყობინებები ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შესახებ (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებანი“).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ატაქსია, დიზართრია, გაურკვეველი მეტყველება, თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა. ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება განვითარდეს თერაპიული დოზების გამოყენებისას, მისი რისკი მატულობს დოზის მომატებასთან ერთად. ამნეზია შეიძლება დაკავშირებული იყოს პათოლოგიურ ქცევასთან.

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

პარადოქსული რეაქციები: ქცევის დარღვევები, აგზნება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ბოდვითი იდეები, მრისხანება, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი.

ეს რეაქციები ყველაზე ხშირია ბავშვებში და მოხუცებში; მათი გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ცნობიერების დარღვევა, ემოციური პასიურობა, ყურადღების დეფიციტი, დეპრესია, მომატებული ან დაქვეითებული ლიბიდო.

მხედველობის სისტემის დარღვევები

არამკაფიო მხედველობა, დიპლოპია.

ყურის და ლაბირინთის დაავადებები

თავბრუსხვევა (ვერტიგო).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები

გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპორტენზია, არითმია, სისხლისმიმოქცევის უკმარისობა, გულის გაჩერება.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები

სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის უკმარისობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

გულისრევა, პირის სიმშრალე ან მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები.

ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: სიყვითლე.

თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები

შარდის შეუკავლობა ან შარდის შეკავება.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ დარღვევები

სისხლში ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის დონის მატება.

ტრავმები და მოწამვლა

არის შეტყობინებები დაცემის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ბენზოდიაზეპინებს. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მეტია პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ სხვა სედაციურ პრეპარატებს (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით) და ხანდაზმულ პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ვენური თრომბოზი, თრომბოფლებიტი, გაღიზიანება ინექციის ადგილას; ადგილობრივი შეშუპება, ან, უფრო იშვიათად, სისხლძარღვების დაზიანება, განსაკუთრებით სწრაფი ინტრავენური ინექციის შემდეგ.

ინტრავენური ინექცია არ უნდა გაკეთდეს მცირე ვენებში. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ პრეპარატის შეყვანას არტერიებში და პერივასკულარულ სივრცეში.

ინტრამუსკულარული ინექციის დროს შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ტკივილი, ზოგჯერ ერითემის თანხლებით ინექციის ადგილას.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციის გაჩენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებანი

ალკოჰოლთან/ ცნს-ის დეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება

უნდა მოერიდოთ დიაზეპამთან ერთად ალკოჰოლის და/ან ცნს-ის დეპრესანტების გამოყენებას. ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაზეპამის სედაციური ეფექტის გაძლიერება, ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი დეპრესიული ეფექტი სუნთქვაზე და გულ-სისხლძარღვთა აქტივობაზე.

ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება ანამნეზში

დიაზეპამი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებთან ანამნეზში ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებით.

გამონაკლისს წარმოადგენს „მოხსნის“ მწვავე სინდრომის მკურნალობა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინტრავენური გამოყენებისას ხანდაზმულ, დასუსტებულ პაციენტებში, ასევე გულის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში სუნთქვის და/ან გულის მუშაობის გაჩერების რისკის გამო.

ინტრავენური ინექცია არ უნდა გაკეთდეს მცირე ვენებში. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ პრეპარატის შეყვანას არტერიებში და პერივასკულარულ სივრცეში ვენური თრომბოზის, ფლებიტის, ინექციის ადგილას გაღიზიანების; ადგილობრივი შეშუპების, ან, უფრო იშვიათად, სისხლძარღვების დაზიანების განვითარების რისკის გამო, განსაკუთრებით სწრაფი ინტრავენური ინექციის შემდეგ.

შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დაუშვებელია.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში გამოიყენება დიაზეპამის დაბალი დოზები.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ტოლერანტობა

დიაზეპამით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა ბენზოდიაზეპინების ეფექტის მიმართ.

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების და მათი ანალოგების გამოყენებას შეუძლია ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოწვევა. დამოკიდებულების რისკი მატულობს დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ის ასევე დიდია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებელ პაციენტებში.

მოხსნა

ფიზიკური დამოკიდებულებისას, მკურნალობის სწრაფი მოხსნის შემდეგ შეიძლება განვითარდეს „მოხსნის“ სიმპტომები (თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა და გაღიზიანებადობა). მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: რეალობის შეგრძნების დაკარგვა, დეპერსონალიზაცია, სმენის სიმახვილის მატება, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები და ეპილეფსიური შეტევები.

ძილის დარღვევის რიკოშეტი და შფოთვა

მკურნალობის მოხსნისას შეიძლება განვითარდეს დროებითი სინდრომი, რომლის დროს ვლინდება სიმპტომები, რომელთა გამო დაინიშნა ბენზოდიაზეპინებით მკურნალობა და ეს სიმპტომები უფრო ფართოდაა გამოხატული. მას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ცვლილებები, შფოთვა ან ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. ვინაიდან მოხსნის/დაბრუნების სინდრომის რისკი მეტია მკურნალობის სწრაფი მოხსნისას, რეკომენდებულია დოზების თანდათანობითი კლება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასების გარეშე. მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია პაციენტის ინფორმირება მკურნალობის კურსის შეზღუდული ხანგრძლივობის და დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს „რიკოშეტის“ ფენომენის შესახებ იმისათვის, რომ შემცირდეს შფოთვა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის სწრაფი შეწყვეტისას.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებს შეუძლია ანტეროგრადული ამნეზიის გამოწვევა, თერაპიულ დოზებში გამოყენების დროსაც კი, მაღალი დოზების შემთხვევაში კი ეს რისკი იზრდება. ამნეზიური ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს არაადექვატურ ქცევასთან.

ფსიქიური და პარადოქსული რეაქციები

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი პარადოქსული რეაქციების განვითარება: მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ბოდვა, მრისხანების შეტევები, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადექვატური ქცევა და ქცევის სხვა დარღვევები. მეტი ალბათობით ეს ვითარდება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთი რეაქციების გაჩენისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რისკი ოპიოიდებთან ერთად მიღებისას

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის, ოპიოიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ლეტალური გამოსავალი. ამ რისკების გამო, ოპიოიდების ერთდროული გამოყენება დიაზეპამთან ერთად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი. თუ მიიღება გადაწყვეტილება დიაზეპამისა და ოპიოიდების ერთობლივი გამოყენების შესახებ, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ერთდროულად გამოყენების მინიმალური ხანგრძლივობით.

აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის გულმოდგინე მონიტორინგი რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებასთან დაკავშირებით. რეკომენდირებულია, პაციენტები და მათი მომვლელები (თუ ეს აქტუალურია) ინფორმირებულნი იყვნენ ამ სიმპტომების გაჩენის შესაძლებლობის შესახებ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულ პაციენტებში დიაზეპამი გამოიყენება ნაკლები დოზებით. ქრონიკური რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებში ასევე გამოიყენება ნაკლები დოზები, რესპირატორული დეპრესიის რისკის გამო. სიფრთხილეა საჭირო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ენცეფალოპათიის განვითარების რისკის გამო.

ბენზოდიაზეპინები არ გამოიყენება ფსიქოზური დაავადებების პირველადი მკურნალობისას.

დეპრესიით თანმხლები შფოთვის ან გამოხატური დეპრესიის მკურნალობისას ბენზოდიაზეპინები არ ინიშნება მონოთერაპიაში, ასეთ პაციენტებში სუიციდალური მიდრეკილების შესაძლო განვითარების გამო.

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ბენზოდიაზეპინებით, არ გამოიყენება ბენზოდიაზეპინების ანტაგონისტი- ფლუმაზენილი. ასეთ პაციენტებში ბენზოდიაზეპინების მიმართ ანტაგონისტურმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევები.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს 0,244 მლ ეთილის სპირტის (ალკოჰოლს). პრეპარატი მავნებელია ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებისათვის.

ეს ფაქტი ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას ორსულებში და მეძუძურ დედებში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ღვიძლის დაავადებები და ეპილეფსია).

პრეპარატის ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს 30 მგ ბენზილის სპირტის. ბენზილის სპირტს შეუძლია ტოქსიკური რეაქციების გამოწვევა (მეტაბოლური აციდოზი) და ალერგიული რეაქციების გამოწვევა ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი არ გამოიყენება დღენაკლულ ახალშობილებში და ახალშობილებში.

პრეპარატში შემავალ პროპილენგლიკოლს შეუძლია ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული სიმპტომების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა, რომლებსაც შეუძლია სატრანსპორტო საშუალებების მართის უნარზე ზემოქმედება.

ეს პრეპარატი შეიცავს ბენზოის მჟავას. ბენზოის მჟავას შეუძლია ახალშობილებში სიყვითლის რისკის მატება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები.

ქალებში დიაზეპამის დანიშვნისას, პაციენტი გაფრთხილებული უნდა იქნას პრეპარატის მოხსნისას ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი გეგმავს ორსულობას ან ორსულობაზე ეჭვისას.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს, პრეპარატის დიდ დოზებში ან ხანგრძლივად მცირე დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ჰიპოტონია, წოვის უნარის შესუსტება, ჰიპოთერმია ან სუნთქვის ზომიერად დათრგუნვა. გასათვალისწინებელია, რომ ახალშობილებში პრეპარატების მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტული სისტება ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით დღენაკლულებში), ასევე იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის ბოლო თვეებში ქრონიკულად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინებს, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და არსებობს აბსტინენციის სიმპტომების განვითარების რისკი.

ძუძუთი კვების პერიოდი

დიაზეპამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს თავი უნდა შეიკავოთ მისი გამოყენებისგან.

ბავშვები და მოზარდები

6 თვემდე ასაკის ბავშვებში დიაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი, შესაბამისად პრეპარატი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ფონზე ვითარდება ცნს-ის ხანგრძლივი დათრგუნვა. პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სხვა თერაპიული ალტერნატივის არარსებობისას და დიდი სიფრთხილის დაცვით.

ბავშვებში 6 თვიდან მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავი მექანიზმების მომსახურეობის უნარზე ზემოქმედება

დიაზეპამს ახასიათებს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და პოტენციურად საშიში მექანიზმების მომსახურეობის უნარზე გამოხატული ზემოქმედება, ვინაიდან მას შეუძლია ძილიანობის, მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითების გამოწვევა.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

გაძლიერებული ზემოქმედება სედაციაზე, სუნთქვის დათრგუნვაზე (სუნთქვის შენელება და გაძნელება) და ჰემოდინამიკაზე შეუძლია დიაზეპამთან ერთად ცენტრალური მოქმედების დეპრესანტების გამოყენებას, ისეთების როგორიცაა ნეიროლეპტიკები, ანქსიოლიტიკები/სედაციურები, საძილე, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები, ზოგადი ანესთეტიკები და ალკოჰოლი.

ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლია ეიფორიის შეგრძნების გაძლიერება, რაც ზრდის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკს.

დიაზეპამით მკურნალობის დროს პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი.

პრეპარატის ინფუზიისათვის არ გამოიყენება პოლივინილქლორიდის (პვქ) შემცველი საინფუზიო სისტემები და ნაკრებები, ვინაიდან მათ შეუძლიათ დიაზეპამის აბსორბირება და მისი კონცენტრაციის 50%-ით და მეტით შემცირება, განსაკუთრებით თბილ პირობებში ყოფნისას 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი, რომლის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები Nდეზმეთილდიაზეპამი, 3-ჰიდროქსიდიაზეპამი (თემაზეპამი) და ოქსაზეპამი, მიმდინარეობს ციტოქრომ Р450 CYP3A и CYP2C19 იზოფერმენტების დახმარებით.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქსილირების რეაქცია მიმდინარეობს CYP3A-ს დახმარებით, ხოლო N-დემეთილირება იზოფერმენტები - CYP3A и CYP2C19-ს მეშვეობით. მოხალისეებზე ჩატარებული in vivo კვლევები ადასტურებენ ამ დაკვირვებას. აქედან გამომდინარე, სუბსტრატებს, რომლებიც CYP3A და/ან CYP2C19 მოდულატორებს წარმოადგენენ, პოტენციურად შეუძლიათ დიაზეპამის ფარმაკოკინეტიკის შეცვლა. ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი და ომეპრაზოლი, რომლებიც CYP3A и CYP2C19-ს ინჰიბიტორებს წარმოადგენენ, სედაციის გაღრმავება და გახანგრძლივება შეუძლიათ. ზოგი კვლევები ადასტურებენ, რომ დიაზეპამი ცვლის ფენიტოინის კლირენს.

ციზაპრიდს შეუძლია პერორალური ბენზოდიაზეპინების სედაციური ეფექტის დროებითი გაძლიერება, მათი შეწოვის დაჩქარების ხარჯზე.

ურთიერთქმედება ოპიოიდებთან

დიაზეპამის და ბენზოდიაზეპინის სხვა წარმოებულების ერთდროული გამოყენება ოპიოიდებთან ერთად ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომისა და ლეტალური გამოსავლის რისკს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამატებითი დეპრესიული ზემოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება, ასევე ბენზოდიაზეპინების და ოპიოიდების ერთდროული გამოყენების ხანგრძლივობის შემცირება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ბენზოდიაზეპინები ხშირად იწვევენ ბარბაცს სიარულისას, ძილიანობას, მეტყველების დარღვევას და ნისტაგმს. მონოთერაპის დროს დიაზეპამის ჭარბი დოზირება იშვიათად წარმოადგენს საშიშროებას პაციენტის სიცოცხლისათვის, მაგრამ შეუძლია შემდეგი სიმპტომების გამოწვევა: რეფლექსების დათრგუნვა, აპნოე, არტერიული ჰიპოტენზია, კარდიო-რესპირატორული სისტემის დათრგუნვა და კომა (იშვიათად). დიაზეპამის ჭარბი დოზირება ცნს-ის დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება ფატალური იყოს და საჭიროებს მკაცრ კონტროლს.

მკურნალობა

მკურნალობა ძირითადად შედგება დამხმარე თერაპიისგან და მოიცავს შემდეგს: სუნთქვის დათრგუნვისას ინიშნება ჟანგბადი; დიურეზის გასაძლიერებლად გამოიყენება საინფუზიო ხსნარები ეფექტურ დიურეტიკებთან ერთად (ფორსირებული დიურეზი); საჭიროებისას არტერიული ჰიპოტენზიის დროს რეკომენდებულია სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების (დოფამინი, ნორადრენალინი) ინტრავენური შეყვანა.

პრეპარატის შემდგომი შეწოვის პრევენციისათვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი პირველი 1- 2 საათის განმავლობაში, ზედა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფით, თუ პაციენტი უგონოდაა.

ცნს-ის მძიმე დათრგუნვის შემთხვევაში სტაციონარის პირობებში გამოიყენება ფლუმაზენილი- ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტი. პლაზმიდან ფლუმაზენილის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს, შესაბამისად, აუცილებელია პაციენტის ზედმიწევნითი სამედიცინო მონიტორინგი. ფლუმაზენილი სიფრთხილით გამოიყენება კრუნჩხვითი ზღურბლის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-დან 8°С-მდე ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა

4 წელი.

შეფუთვა

2 მლ ამპულაში.

5 ამპულა უჯრედოვან შეფუთვაში.

2 უჯრედოვანი შეფუთვა ყუთში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სს «გრინდეკსი». კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია

ტელეფონი: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ხბმ ფარმა ს.რ.ო. სკლაბინსკას ქ., 30, მარტინი, 036 80, სლოვაკეთი

ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი: 2023 წლის თებერვალი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა