დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს და განკუთვნილია ხანმოკლე მკურნალობისათვის, შემდეგი სიმპტომებისას: - მწვავე და ქრონიკული შფოთვითი მდგომარეობა, ნევროზი ან სომატური დარღვევები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიაზეპამი (diazepam)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034865
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2022, მოქმედებს 8 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555”
- GMP
- -
დიაზეპამ ლაროფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს და განკუთვნილია ხანმოკლე მკურნალობისათვის, შემდეგი სიმპტომებისას:
- მწვავე და ქრონიკული შფოთვითი მდგომარეობა, ნევროზი ან სომატური დარღვევები;
- აღკვეთის სინდრომი ალკოჰოლიკებში, დელირიუმ ტრემენსის პროფილაქტიკის და მკურნალობის ჩათვლით;
- განივზოლიანი კუნთების სპასტიკური და დაძაბული მდგომარეობა.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები
- შფოთვის დაძლევისათვის: 5-20 მილიგრამი დიაზეპამი (დიაზეპამი ლაროფარმის 1/2 – 2 ტაბლეტი) დღეში, მიღება 2 – 3 ეტაპად (დღიური დოზის 1/3 დღის განმავლობაში და 2/3 საღამოს, დაძინების წინ);
- ფსიქიკური დარღევების მკურნალობისას: 20 – 40 მილიგრამი დიაზეპამი (დიაზეპამი ლაროფარმის 2 – 4 ტაბლეტი);
- განივზოლიანი კუნთების სპასტიკური და დაძაბული მდგომარეობის მკურნალობისას: თანდათან ზრდადი დოზები, დაწყებული 2 მილიგრამით დღეში ორჯერ, 10 მილიგრამამდე დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვები
ბავშვების შემთხვევაში, ექიმი გასცემს დიაზეპამის მოხმარების რეკომენდაციას მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ხანმოკლე მკურნალობისათვის, 0,5 მილიგრამი დიაზეპამის დოზა სხეულის თითოეულ კილოგრამზე, ერთხელ დღეში.
ასაკოვანი პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა
იმ შემთხვევაში, თუ ხართ ასაკოვანი (ხართ 65 წელზე მეტი ასაკის) ან გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა, თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მოიხმაროთ ზრდასრულებისათვის ზოგადად რეკომენდებულ დოზებზე უფრო პატარა დოზები (ნახევარიც კი).
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მოიხმაროთ უფრო მცირე ინდივიდუალური დოზა, 5 მილიგრამი, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ სხვა ფარმაცევტულ ფორმებს, შესაბამისი კონცენტრაციით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას გამოიყენოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები იმ პერიოდისათვის, რა პერიოდიც იქნება დადგენილი თქვენი დაავადების ხარისხის მიხედვით. ეს შესაძლოა იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, რაც არ გადააჭარბებს 8 - 12 კვირას (დოზების თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით).
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიან ტაბლეტებს
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში.
თუ დაგავიწყდათ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარება არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დოზა ექიმთან შეთანხმების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო კარგად გრძნობთ თავს.
თუ გაქვთ ამ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული დიაზეპამის, ბენზოდიაზეპინების ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხ. პუნქტი 6)
- გაწუხებთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- გაწუხებთ აპნეა ძილის დროს (თქვენმა ექიმმა დაგიდასტურათ, რომ ძილისას თქვენი სუნთქვა ძალიან ნელდება ან ჩერდება);
- გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა - ენცეფალოპათიის რისკი;
- გაწუხებთ მიასთენია გრავისის სახელით ცნობილი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.
არ არის რეკომენდებული, რომ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების გამოყენება მოხდეს ერთადერთი თერაპიის სახით ფსიქოზური აშლილობების და დეპრესიული აშლილობებისას - დიაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა, შესაძლოა შენიღბონ ეს აშლილობები, მათი განკურნების გარეშე,
სიფრთხილის ზომები
სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად, დიაზეპამის განმეორებითი და ხანგრძლივი დროით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ამტანობა (გაქვთ შეგრძნება, რომ მედიკამენტის დღიური დოზა აღარ არის ისეთივე ეფექტური და გრძნობთ სულ უფრო და უფრო მაღალი დოზის გამოყენების საჭიროებას). იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პერიოდის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ მედიკამენტს აღარ აქვს იგივე ეფექტი, რაც მკურნალობის დასაწყისში ჰქონდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმის დანიშვნის გარეშე არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა;
- დამოკიდებულება (თავს ცუდად გრძნობთ იმ შემთხვევაში, თუ არ მოიხმართ მედიკამენტს). დამოკიდებულება ჩნდება ხანგრძლივი დროით დიდი დოზების მიღებისას, სხვა ფსიქოტროპულ, ანქსიოლიზურ, საძილე საშუალებებთან ერთად და აგრეთვე მედიკამენტებზე ან არამედიკამენტურ საშუალებებზე დამოკიდებულების ანამნეზის შემთხვევაში (ალკოჰოლიზმის ჩათვლით).
მკურნალობის მყისიერად შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს აღკვეთის სინდრომი: უძილობა, დარღვევები, შფოთვა, აღგზნებადობა, კუნთების ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი, ოფლიანობა, დიარეა, გაღიზიანება, დაბნეულობის ეპიზოდები, ბოდვა და სხვა ფსიქოზური გამოვლინებები, კრუნჩხვები.
ამ სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დოზების და მკურნალობის მთლიანი პერიოდის თანდათანობით შემცირება, რამაც არ უნდა გადააჭარბოს 8-12 კვირას (დოზების თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით). ასევე, სასურველია წყვეტილად მოხმარება და პატარა დოზების მიღება.
დიაზეპამის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები, ესენია: აღგზნებადობა, გამოხატული აგრესიულობა, ამნეზიური ავტომატიზმი (ავტომატურად ასრულებთ მოქმედებებს, რომლებსაც ვერ აცნობიერებთ და შემდეგ, არ გახსოვთ ისინი), ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები, ქცევის დარღვევები, არაადეკვატური ქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მსგავს რეაქციებს, შეწყვიტეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტებით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლოა ყოველთვის ვერ გააცნობიეროთ, რომ გაქვთ პარადოქსული რეაქციები, ამიტომ, საჭიროა უთხრათ ახლობელ ადამიანს, რომ მოიხმართ ამ მედიკამენტს, რადგან მან დაუყონებლივ შეძლოს თქვენს ექიმთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ მსგავსი რეაქციები.
დიაზეპამის კუნთების რელაქსაციური ეფექტის გამო შესაძლოა გაჩნდეს კუნთოვანი ჰიპოტონია და გაიზარდოს წაქცევისა და მოტეხილობების რისკი (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში).
მოხმარებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა გქონდეთ სწავლის და დამახსოვრების სირთულე (ანტეროგრადული ამნეზია).
ამ მედიკამენტის მოხმარებისას საჭიროა სიფრთხილე სუნქთვის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში - დიაზეპამს, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებს შესაძლოა ჰქონდეს რესპირატორული დეპრესიის ეფექტი.
ბავშვები
ბავშვების შემთხვევაში, ექიმი გასცემს რეკომენდაციას მედიკამენტის მოხმარებაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ხანმოკლე მკურნალობისათვის.
ასაკოვანი პაციენტები, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მოიხმაროთ ზრდასრულებისათვის ზოგადად რეკომენდებულ დოზებთან შედარებით უფრო მცირე დოზები.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები სხვა მედიკამენტებთან ერთად უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ, ახლო წარსულში მოიხმარეთ ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტები.
განსაკუთრებით, უთხარით თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- კლოზაპინი: ზრდის სუნთქვის და/ან გულის გაჩერებით გამოწვეული კოლაფსის რისკს;
- ციმეტიდინი, ომეპრაზოლი: შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გადაჭარბებულ სედაციას (ამცირებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს);
- რიფამპიცინი და სხვა ფერმენტების ინდუქტორი მედიკამენტები: შესაძლოა შეამციროს დიაზეპამის ეფექტურობა (ზრდის მისი მეტაბოლიზმის დაქვეითებას);
- ფენიტოინი: ფენიტოინის კინეტიკის არაპროგნოზირებადი ვარიაციები, შესაძლოა გაიზარდოს ტოქსიკურობის რისკი;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა საშუალებები - სედატიური ანტიდეპრესანტები, სედატიური ანტიჰისტამინური საშუალებები, ბარბიტურატები, სხვა ანქსიოლიზური საშუალებები, ნეიროლეპტიკური საშუალებები: ცენტრალური დეპრესიული ეფექტის გაზრდა;
- ოპიოიდური და ბარბიტურატის ანალგეტიკები: ზრდის რესპირატორული დეპრესიის რისკს;
- სხვა ანქსიოლიზური ან საძილე ბენზოდიაზეპინები: ზრდიან ფარმაკოდამოკიდებულების რისკს;
- ციზაპრიდი: ბენზოდიაზეპინების სედატიური ეფექტის გარდამავალი ზრდა (მათი უფრო სწრაფად შეწოვა). ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის კურსისას მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და უთხარით თქვენს ექიმს თუ მოიხმართ ისეთ მედიკამენტებს ან საკვებ დანამატებს, რომლებიც შეიცავენ ეთილის სპირტს, რადგან არსებობს გადაჭარბებული სედაციის რისკი.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ალკოჰოლთან ერთად მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტებით მკურნალობისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარება არ არის რეკომენდებული ორსულობისას. თქვენი ექიმი ამ მედიკამენტს ორსულობის დროს გამოგიწერთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას აქვს უკუჩვენება ლაქტაციის დროს. თუ მკურნალობა აუცილებელია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიაზეპამმა შესაძლოა შეცვალოს პაციენტის რეაქტიულობა, შეამციროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების გამოყენების უნარი. ეს
რისკი იზრდება ეთილის სპირტის მოხმარების შემთხვევაში. დიაზეპამი ლაროფარმი
10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას აქვს უკუჩვენება პაციენტებისათვის, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს, იყენებენ დანადგარებს ან ახორციელებენ მაღალი საფრთხის შემცველ საქმიანობას, მინიმუმ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ეფექტის ინდივიდუალური ხარისხის დადგენამდე.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ შეუგუებლობა გარკვეული კატეგორიის ნახშირწყლების მიმართ, გთხოვთ, შეეკითხოთ მას ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
- როგორ მიიღოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის სწრაფი ცემა, დაბალი არტერიული წნევა, ამონახეთქი კანზე და ქავილი.
შეწყვიტეთ დიაზეპამის მოხმარება და გაესინჯეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ:
- ჰალუცინაციები;
- აღგზნების მწვავე მდგომარეობა;
- შფოთვა (შიში);
- სუიციდისადმი მიდრეკილება (ფიქრობთ თავის მოკვლაზე);
- უძილობა;
- აგრესიულობა;
- კუნთების სპაზმები (კუნთების ძლიერი და ხანმოკლე შეკუმშვა);
- კრუნჩხვები.
ასევე შესაძლებელია გაჩნდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ჰემატოლოგიური და ლიმფური დარღვევები
კოაგულაციის დარღვევები.
ფსიქიკური დარღვევები
დაბნეულობა, ემოციური სიცარიელე, გაუფრთხილებლობა, დეპრესია, ლიბიდოს ცვლილება.
ქრონიკულმა მოხმარებამ (თერაპიული დოზების შემთხვევაშიც კი) შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ნერვული სისტემის დარღვევები
ძილიანობა, სედაცია, ატაქსია, თავის ტკივილები, კანკალი, თავბრუსხვევა, ანტეროგრადული ამნეზია, კომა.
მხედველობის დარღვევები
დიპლოპია, ბუნდოვანი მხედველობა.
აკუსტიკური და ვესტიბულური დარღვევები
თავბრუსხვევა.
სისხლძარღვთა დარღვევები
არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის მიმოქცევის დეპრესია.
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
რესპირატორული დეპრესია, სუნთქვის უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ყვითელა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ამონახეთქი კანზე.
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთების ფასციკლებები, მიალგია.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
შარდის შეკავება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს:
ავიატორ სანატესკუს ქუჩა, ნომერი 48, სექტორი 1 ბუქარესტი 011478-RO
ტელ: +4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ შეინახოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის გასწვრივ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ეს მედიკამენტი 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა დიაზეპამი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მილიგრამ დიაზეპამს.
სხვა კომპონენტებია: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
როგორ გამოიყურება დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები და მისი პაკეტი
ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი ფერის, 9 მილიმეტრი დიამეტრის, ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს სამი წრე.
ყუთი 10 ტაბლეტიანი 2 AI/PVC ბლისტერით. სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
S.C. Laropham S.R.L,
ალექსანდრიეის გამზირი, ნომერი 145ა, ბრაგადირუ, ილფოვის მუნიციპალიტეტი, რუმინეთი
ტელ/ფაქსი: +4 021 369 32 02/03/06 ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქცია განახლებულ იქნა 2016 წლის ოქტომბერში.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/
(ოვალური ბეჭედი: კომერციული საზოგადოება, ლაროფარმი, შპს., რუმინეთი, 10.03.2022, ხელმოწერა)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები დიაზეპამი
ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი ხელახლა წაკითხვა გახდეს საჭირო
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პიროვნებებისათვის. ამან შესაძლოა მიაყენოს მათ ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი დაავადების ნიშნები აღენიშნებათ.
- თუ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. იხ. პუნქტი 4.
რას იპოვით ამ ინსტრუქციაში:
- რა არის დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე
- როგორ მიიღოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შეინახოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს და განკუთვნილია ხანმოკლე მკურნალობისათვის, შემდეგი სიმპტომებისას:
- მწვავე და ქრონიკული შფოთვითი მდგომარეობა, ნევროზი ან სომატური დარღვევები;
- აღკვეთის სინდრომი ალკოჰოლიკებში, დელირიუმ ტრემენსის პროფილაქტიკის და მკურნალობის ჩათვლით;
- განივზოლიანი კუნთების სპასტიკური და დაძაბული მდგომარეობა.
- რა უნდა იცოდეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები:
- თუ ხართ ალერგიული დიაზეპამის, ბენზოდიაზეპინების ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხ. პუნქტი 6)
- გაწუხებთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- გაწუხებთ აპნეა ძილის დროს (თქვენმა ექიმმა დაგიდასტურათ, რომ ძილისას თქვენი სუნთქვა ძალიან ნელდება ან ჩერდება);
- გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა - ენცეფალოპათიის რისკი;
- გაწუხებთ მიასთენია გრავისის სახელით ცნობილი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.
არ არის რეკომენდებული, რომ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების გამოყენება მოხდეს ერთადერთი თერაპიის სახით ფსიქოზური აშლილობების და დეპრესიული აშლილობებისას - დიაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა, შესაძლოა შენიღბონ ეს აშლილობები, მათი განკურნების გარეშე,
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად, დიაზეპამის განმეორებითი და ხანგრძლივი დროით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ამტანობა (გაქვთ შეგრძნება, რომ მედიკამენტის დღიური დოზა აღარ არის ისეთივე ეფექტური და გრძნობთ სულ უფრო და უფრო მაღალი დოზის გამოყენების საჭიროებას). იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პერიოდის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ მედიკამენტს აღარ აქვს იგივე ეფექტი, რაც მკურნალობის დასაწყისში ჰქონდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმის დანიშვნის გარეშე არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა;
- დამოკიდებულება (თავს ცუდად გრძნობთ იმ შემთხვევაში, თუ არ მოიხმართ მედიკამენტს). დამოკიდებულება ჩნდება ხანგრძლივი დროით დიდი დოზების მიღებისას, სხვა ფსიქოტროპულ, ანქსიოლიზურ, საძილე საშუალებებთან ერთად და აგრეთვე მედიკამენტებზე ან არამედიკამენტურ საშუალებებზე დამოკიდებულების ანამნეზის შემთხვევაში (ალკოჰოლიზმის ჩათვლით).
მკურნალობის მყისიერად შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს აღკვეთის სინდრომი: უძილობა, დარღვევები, შფოთვა, აღგზნებადობა, კუნთების ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი, ოფლიანობა, დიარეა, გაღიზიანება, დაბნეულობის ეპიზოდები, ბოდვა და სხვა ფსიქოზური გამოვლინებები, კრუნჩხვები.
ამ სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დოზების და მკურნალობის მთლიანი პერიოდის თანდათანობით შემცირება, რამაც არ უნდა გადააჭარბოს 8-12 კვირას (დოზების თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით). ასევე, სასურველია წყვეტილად მოხმარება და პატარა დოზების მიღება.
დიაზეპამის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები, ესენია: აღგზნებადობა, გამოხატული აგრესიულობა, ამნეზიური ავტომატიზმი (ავტომატურად ასრულებთ მოქმედებებს, რომლებსაც ვერ აცნობიერებთ და შემდეგ, არ გახსოვთ ისინი), ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები, ქცევის დარღვევები, არაადეკვატური ქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მსგავს რეაქციებს, შეწყვიტეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტებით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლოა ყოველთვის ვერ გააცნობიეროთ, რომ გაქვთ პარადოქსული რეაქციები, ამიტომ, საჭიროა უთხრათ ახლობელ ადამიანს, რომ მოიხმართ ამ მედიკამენტს, რადგან მან დაუყონებლივ შეძლოს თქვენს ექიმთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ მსგავსი რეაქციები.
დიაზეპამის კუნთების რელაქსაციური ეფექტის გამო შესაძლოა გაჩნდეს კუნთოვანი ჰიპოტონია და გაიზარდოს წაქცევისა და მოტეხილობების რისკი (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში).
მოხმარებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა გქონდეთ სწავლის და დამახსოვრების სირთულე (ანტეროგრადული ამნეზია).
ამ მედიკამენტის მოხმარებისას საჭიროა სიფრთხილე სუნქთვის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში - დიაზეპამს, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებს შესაძლოა ჰქონდეს რესპირატორული დეპრესიის ეფექტი.
ბავშვები
ბავშვების შემთხვევაში, ექიმი გასცემს რეკომენდაციას მედიკამენტის მოხმარებაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ხანმოკლე მკურნალობისათვის.
ასაკოვანი პაციენტები, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მოიხმაროთ ზრდასრულებისათვის ზოგადად რეკომენდებულ დოზებთან შედარებით უფრო მცირე დოზები.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები სხვა მედიკამენტებთან ერთად უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ, ახლო წარსულში მოიხმარეთ ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტები.
განსაკუთრებით, უთხარით თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- კლოზაპინი: ზრდის სუნთქვის და/ან გულის გაჩერებით გამოწვეული კოლაფსის რისკს;
- ციმეტიდინი, ომეპრაზოლი: შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გადაჭარბებულ სედაციას (ამცირებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს);
- რიფამპიცინი და სხვა ფერმენტების ინდუქტორი მედიკამენტები: შესაძლოა შეამციროს დიაზეპამის ეფექტურობა (ზრდის მისი მეტაბოლიზმის დაქვეითებას);
- ფენიტოინი: ფენიტოინის კინეტიკის არაპროგნოზირებადი ვარიაციები, შესაძლოა გაიზარდოს ტოქსიკურობის რისკი;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა საშუალებები - სედატიური ანტიდეპრესანტები, სედატიური ანტიჰისტამინური საშუალებები, ბარბიტურატები, სხვა ანქსიოლიზური საშუალებები, ნეიროლეპტიკური საშუალებები: ცენტრალური დეპრესიული ეფექტის გაზრდა;
- ოპიოიდური და ბარბიტურატის ანალგეტიკები: ზრდის რესპირატორული დეპრესიის რისკს;
- სხვა ანქსიოლიზური ან საძილე ბენზოდიაზეპინები: ზრდიან ფარმაკოდამოკიდებულების რისკს;
- ციზაპრიდი: ბენზოდიაზეპინების სედატიური ეფექტის გარდამავალი ზრდა (მათი უფრო სწრაფად შეწოვა). ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის კურსისას მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და უთხარით თქვენს ექიმს თუ მოიხმართ ისეთ მედიკამენტებს ან საკვებ დანამატებს, რომლებიც შეიცავენ ეთილის სპირტს, რადგან არსებობს გადაჭარბებული სედაციის რისკი.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ალკოჰოლთან ერთად მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტებით მკურნალობისას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარება არ არის რეკომენდებული ორსულობისას. თქვენი ექიმი ამ მედიკამენტს ორსულობის დროს გამოგიწერთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას აქვს უკუჩვენება ლაქტაციის დროს. თუ მკურნალობა აუცილებელია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარების გამოყენება
დიაზეპამმა შესაძლოა შეცვალოს პაციენტის რეაქტიულობა, შეამციროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების გამოყენების უნარი. ეს
რისკი იზრდება ეთილის სპირტის მოხმარების შემთხვევაში. დიაზეპამი ლაროფარმი
10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას აქვს უკუჩვენება პაციენტებისათვის, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს, იყენებენ დანადგარებს ან ახორციელებენ მაღალი საფრთხის შემცველ საქმიანობას, მინიმუმ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ეფექტის ინდივიდუალური ხარისხის დადგენამდე.
დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ შეუგუებლობა გარკვეული კატეგორიის ნახშირწყლების მიმართ, გთხოვთ, შეეკითხოთ მას ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
- როგორ მიიღოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზები:
ზრდასრულები
- შფოთვის დაძლევისათვის: 5-20 მილიგრამი დიაზეპამი (დიაზეპამი ლაროფარმის 1/2 – 2 ტაბლეტი) დღეში, მიღება 2 – 3 ეტაპად (დღიური დოზის 1/3 დღის განმავლობაში და 2/3 საღამოს, დაძინების წინ);
- ფსიქიკური დარღევების მკურნალობისას: 20 – 40 მილიგრამი დიაზეპამი (დიაზეპამი ლაროფარმის 2 – 4 ტაბლეტი);
- განივზოლიანი კუნთების სპასტიკური და დაძაბული მდგომარეობის მკურნალობისას: თანდათან ზრდადი დოზები, დაწყებული 2 მილიგრამით დღეში ორჯერ, 10 მილიგრამამდე დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვები
ბავშვების შემთხვევაში, ექიმი გასცემს დიაზეპამის მოხმარების რეკომენდაციას მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ხანმოკლე მკურნალობისათვის, 0,5 მილიგრამი დიაზეპამის დოზა სხეულის თითოეულ კილოგრამზე, ერთხელ დღეში.
ასაკოვანი პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა
იმ შემთხვევაში, თუ ხართ ასაკოვანი (ხართ 65 წელზე მეტი ასაკის) ან გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა, თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მოიხმაროთ ზრდასრულებისათვის ზოგადად რეკომენდებულ დოზებზე უფრო პატარა დოზები (ნახევარიც კი).
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მოიხმაროთ უფრო მცირე ინდივიდუალური დოზა, 5 მილიგრამი, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ სხვა ფარმაცევტულ ფორმებს, შესაბამისი კონცენტრაციით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას გამოიყენოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები იმ პერიოდისათვის, რა პერიოდიც იქნება დადგენილი თქვენი დაავადების ხარისხის მიხედვით. ეს შესაძლოა იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, რაც არ გადააჭარბებს 8 - 12 კვირას (დოზების თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით).
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიან ტაბლეტებს
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში.
თუ დაგავიწყდათ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარება არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტების მოხმარებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დოზა ექიმთან შეთანხმების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო კარგად გრძნობთ თავს.
თუ გაქვთ ამ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის სწრაფი ცემა, დაბალი არტერიული წნევა, ამონახეთქი კანზე და ქავილი.
შეწყვიტეთ დიაზეპამის მოხმარება და გაესინჯეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ:
- ჰალუცინაციები;
- აღგზნების მწვავე მდგომარეობა;
- შფოთვა (შიში);
- სუიციდისადმი მიდრეკილება (ფიქრობთ თავის მოკვლაზე);
- უძილობა;
- აგრესიულობა;
- კუნთების სპაზმები (კუნთების ძლიერი და ხანმოკლე შეკუმშვა);
- კრუნჩხვები.
ასევე შესაძლებელია გაჩნდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ჰემატოლოგიური და ლიმფური დარღვევები
კოაგულაციის დარღვევები.
ფსიქიკური დარღვევები
დაბნეულობა, ემოციური სიცარიელე, გაუფრთხილებლობა, დეპრესია, ლიბიდოს ცვლილება.
ქრონიკულმა მოხმარებამ (თერაპიული დოზების შემთხვევაშიც კი) შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ნერვული სისტემის დარღვევები
ძილიანობა, სედაცია, ატაქსია, თავის ტკივილები, კანკალი, თავბრუსხვევა, ანტეროგრადული ამნეზია, კომა.
მხედველობის დარღვევები
დიპლოპია, ბუნდოვანი მხედველობა.
აკუსტიკური და ვესტიბულური დარღვევები
თავბრუსხვევა.
სისხლძარღვთა დარღვევები
არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის მიმოქცევის დეპრესია.
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
რესპირატორული დეპრესია, სუნთქვის უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ყვითელა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ამონახეთქი კანზე.
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთების ფასციკლებები, მიალგია.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
შარდის შეკავება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს:
ავიატორ სანატესკუს ქუჩა, ნომერი 48, სექტორი 1 ბუქარესტი 011478-RO
ტელ: +4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ შეინახოთ დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის გასწვრივ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ეს მედიკამენტი 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა დიაზეპამი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მილიგრამ დიაზეპამს.
სხვა კომპონენტებია: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
როგორ გამოიყურება დიაზეპამი ლაროფარმი 10 მილიგრამიანი ტაბლეტები და მისი პაკეტი
ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი ფერის, 9 მილიმეტრი დიამეტრის, ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს სამი წრე.
ყუთი 10 ტაბლეტიანი 2 AI/PVC ბლისტერით. სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
S.C. Laropham S.R.L,
ალექსანდრიეის გამზირი, ნომერი 145ა, ბრაგადირუ, ილფოვის მუნიციპალიტეტი, რუმინეთი
ტელ/ფაქსი: +4 021 369 32 02/03/06 ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქცია განახლებულ იქნა 2016 წლის ოქტომბერში.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/
(ოვალური ბეჭედი: კომერციული საზოგადოება, ლაროფარმი, შპს., რუმინეთი, 10.03.2022, ხელმოწერა)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




