პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

სტედონი

Stedon

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

სტედონი (დიაზეპამი) წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებას. დიაზეპამი გვეხმარება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობაში: აგზნებადობა, კუნთების სპაზმი და კრუნჩხვები, რომლებიც დაკავშირებულია ეპილეფსიასთან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
ADELCO - CHROMATOURGIA ATHINON E.COLOCOTRONIS BROS S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035768
რეგისტრირებულია
4 ივლისი 2022, მოქმედებს 4 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასტედონი და სხვა წამალი ერთად

სტედონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სტედონი (დიაზეპამი) წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებას. დიაზეპამი გვეხმარება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობაში: აგზნებადობა, კუნთების სპაზმი და კრუნჩხვები, რომლებიც დაკავშირებულია ეპილეფსიასთან.

სტედონი გამოიყენება შემდეგნაირად:

მოზრდილებში:

შფოთვის მძიმე შეტევის მოკლევადიანი დახმერებისთვის (2-4 კვირის განმავლობაში). შფოთვა წარმოადგენს ამოციურ მდგომარეობას, რომლის დროსაც შეიძლება გქონდეთ ოფლიანობა, კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება და გახშირებული გულისცემა. შესაძლებელია შფოთვის არსებობა იზოლირებული სიმპტომის სახით, ან ინსომნიასთან (დაძინების გაძნელება), ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად;

ის ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და კუნთების სპაზმის მოხსნას, ასევე ცერებრული დამბლის (მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება ტვინის დაზიანება, რაც იწვევს გადაადგილების პრობლემებს და რიგიდულობას ან შებოჭილობას) დროს;

ეპილეფსიის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად);

პაციენტებში ალკოჰოლური მოხსნის სიმტომებით;

გვეხმარება ნერვიულობის დაძლევაში სტომატოლოგიური ოპერაციის წინ.

ბავშვებში:

გამოიყენება დაძაბულობის და გაღიზიანებულობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ცერებრული სპასტიკურობით (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ტვინის ან ზურგის ტვინის დაავადებასთან ან ტრავმასთან, რაც იწვევს სისუსტეს, არაკოორდინირებულ მოძრაობას, რიგიდულობას და შებოჭილობას);

გვეხმარება კუნთების სპაზმის მკურნალობაში ტეტანუსის დროს (სხვა მედიკამენტებთან ერთად).

შესაძლებელია დიაზეპამის ტაბლეტის გამოყენება მოზრდილებში და ბავშვებში ქირურგიული ჩარევის წინ, რათა დავეხმაროთ პაციენტს მოდუნებაში და გაუტკივარების ეფექტის მიღწევაში.

სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენებოდეს რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით და მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. თუ მისი მიღება ხდება ხანგრძლივად, შესვენების გარეშე, მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ არსებობს დამოკიდებულების და პრობლემების წარმოქმნის რისკი.

გვ.2

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

სამკურნალო საშუალების მიღების დროს არსებობს დამოკიდებულების განვითარების რისკი (მედიკამენტის უწყვეტი მიღების მოთხოვნილება). რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. საფრთხე უფრო მაღალია, თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლიზმი ან დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

გვ 5

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული მისი მიღების წესში.

არ უნდა მიიღოთ სამკურნალო საშუალება 4 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მოზრდილებში:

შფოთვა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები: 5მგ-30 მგ დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ძილის დარღვევის დროს: 5მგ-15 მგ ძილის წინ;

ცერებრული დამბლა და სხვა სპასტიკური მდგომარეობები: 5მგ-60 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

კუნთების სპაზმის კონტროლის მიზნით: 5მგ-15 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ეპილეფსიის დროს: 2მგ-60 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ალკოჰოლის მოხსნის სიმპტომები: 5მგ-20 მგ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 2-4 საათის შემდეგ;

სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე: 5მგ მკურნალობის წინა ღამეს, 5 მგ გაღვიძებისას მკურნალობის დილას და 5 მგ სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე 2 საათით ადრე;

ოპერაციის /ქირურგიული ჩარევის წინ: 5მგ-20 მგ.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში ცერებრული სპასტიკურობით გამოწვეული დაძაბულობის და გაღიზიანების მოხსნის მიზნით ინიშნება: 5მგ-40 მგ დღეში, ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად. იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაუნიშნა თქვენს შვილს სტედონი ოპერაციის /ქირურგიული ჩარევის წინ, გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა.

ბავშვებში რეკომენდებულია სტედონის ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლების გაყოფა არის შესაძლებელი, რათა დაინიშნოს 5მგ-ზე ნაკლები დოზები. შესაძლებელია სტედონის ტაბლეტის გაყოფა 2 თანაბარ დოზად.

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტები

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ხართ დასუსტებული პაციენტი, მეტი ალბათობით იქნებით უფრო მგრძნობიარე აღნიშნული სამკურნალო საშუალების ეფექტის მიმართ, როგორიცაა დაბნეულობა, ამიტომ თქვენი ექიმი დანიშნავს ბევრად დაბალ დოზებს. რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილი ადამიანის ჩვეულებრივი დოზის ნახევარს.

თირკმელების ან ღვიძლის დაზიანება

თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, უნდა მიიღოთ შემცირებული დოზა.

თუ თქვენ მიიღეთ სტედონი დანიშნულზე მეტი დოზით:

თუ თქვენ (ან სხვა პიროვნებამ) მიიღეთ ერთდროულად სტედონის ტაბლეტების უფრო მეტი რაოდენობა, ან ვარაუდობთ, რომ თქვენმა შვილმა გადაყლაპა სტედონის ტაბლეტები, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს მოუქნელობას და კოორდინაციის დაკარგვას, მოთენთილობას (ძილიანობის შეგრძნებას) ან ღრმა ძილს, პრობლემებს მეტყველების მხრივ, არარეგულარულ ან შენელებულ გულისცემას, თვალების უკონტროლი მოძრაობას, კუნთების სისუსტეს ან აგზნებადობას. ექსტრემალურმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა (გონების დაკარგვა), პრობლემები რეფლექსების მხრივ და სუნთქვის გაძნელება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ სტედონის დოზის მიღება

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას იმისთვის, რომ შეავსოთ გამოტოვებული. თუ თქვენ დაგავიწყდათ სამკურნალო საშუალების მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა მაშინ, როდესაც გაგახსენდებათ, ხოლო მომდევნო დოზა უნდა მიიღოთ დოზის მიღების ჩვეულებივ დროს.

თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას

სამკურნალო საშუალების მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად. გააგრძელეთ წამლის მიღება, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგცემთ რეკომენდაციას დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ წამლის შეწყვეტა ხდება უეცრად, შეიძლება განვითარდეს მოხსნის სინდრომის გამოვლინებები, როგორიცაა: დეპრესია, ნერვიულობა, პრობლემები დაძინების მხრივ, გაღიზიანება, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა /დიარეა ან შესაძლებელია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც გქონდათ მკურნალობის დასაწყისში, ზოგიერთ შემთხვევაში უარესიც.

ასევე თქვენ შეიძლება განიცადოთ ხასიათის ცვლილება, შფოთვა, მოუსვენრობა და ძილის რეჟიმის დარღვევები. აღნიშნული ეფექტები აღინიშნება ასევე დაბალი დოზებით მიღებისას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ხდება ტაბლეტების მიღების უეცარი შეწყვეტა მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლებელია დაბნეულობის, ჰალუცინაციების, ტრემორის, გულისცემის გახშირების ან სპაზმების/კონვულსიების განვითარება. წამლის მოხსნა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს უჩვეულო ქცევას შემდეგის ჩათვლით: აგრესიული ქცევა, აგზნება ან დეპრესია სუიციდალური აზრებით და მცდელობებით.

გვ. 6

პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

არ დაიწყოთ სამკურნალო საშუალების მიღება ან უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

გაქვთ ალერგია დიაზეპამის ან ბენსოდიაზეპინების ჯგუფის მედიკამენტების ან მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მკვეთრად გამოხატული, შენელებული და/ან ზერელე სუნთქვის ჩათვლით;

გაქვთ დეპრესია (შფოთვით ან შფოთვის გარეშე) ან ჰიპერაქტიურობა;

გაქვთ ფობიები (შიში კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ) ან სხვა ფსიქიკური დაავადებები;

გაქვთ myasthenia gravis (მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება კუნთების შესუსტება და შესაძლებელია მათი გაწყვეტა);

უჩივით ძილის აპნოეს (ძილის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის ანომალური შეჩერება ძილის დროს);

გაქვთ ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმა;

გაქვთ პორფირია (თანდაყოლილი მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება ბებერა კანზე, ტკივილი მუცლის არეში და დარღვევები ტვინის ან ნერვული სისტემის მხრივ).

ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

სტედონის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:

ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლიზმი ან დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ;

გაქვთ პრობლემები გულის ან ფილტვების მხრივ ან თირკმელების უკმარისობის მძიმე ფორმა;

გყავთ ახლო ნათესავი, რომელიც გარდაიცვალა ახლო წარსულში;

გაქვთ სისხლში ცილის (რომლის სახელწოდებაა ალბუმინი) დაბალი დონე;

გაქვთ პიროვნული აშლილობა;

გაქვთ ტვინის სისხლმომარაგების (მიმოქცევის) დაქვეითება (ათეროსკლეროზი);

ხართ ხანდაზმული ასაკის. დიაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მოახდინოს ზეგავლენა კუნთებზე, რაც ზრდის დაცემის და ტრავმის რისკს.

გაქვთ სუნთქვის გაძნელება;

ხართ მწეველი;

გაწუხებთ დეპრესია;

გაქვთ სუიციდალური აზრები;

გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან აპირებთ რომელიმე სამკურნალო საშუალების მიღებას. განსაკუთრებით:

ნატრიუმის ოქსიბუტირატი (გამოიყენება ძილის უეცარი დასაწყისისას (ნარკოლეფსიის), რომელიც დაკავშირებულია კუნთოვან სისუსტესთან;

დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი);

პსიქოზის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კლოზაპინი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);

ანტიჰისტამინები (ალერგიის სამკურნალოდ);

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები;

სედატიური საშუალებები (გამოიყენება მოსადუნებელი ეფექტის მისაღწევად);

საძილეები (რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

მიორელაქსანტები (მაგალითად, სუქსამეტონიუმი, ტუბოკურარინი);

ზოგიერთმა ძლიერმა ანალგეზიურმა საშუალებებმა, როგორიცაა მორფინი (ოპიოიდები), დიაზეპამთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიონ კარგად ყოფნის მომატებული შეგრძნება. ამან შეიძლება გაამწავოს აღნიშნული მედიკამენტების მიღების სურვილი (დამოკიდებულება) ან გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილში ყოფნის შეგრძნება);

ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი (ეპილეფსიის ან ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად, დიურეზული საშუალებები (წყლის ტაბლეტები), ნიტრატები (გულის დაავადებებისთვის), რადგან აღნიშნულმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;

ანტაციდებმა (ამცირებენ კუჭის მჟავას) შეიძლება შეამცირონ დიაზეპამის შეწოვა ორგანიზმში.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების მიღებამ დიაზეპამთან ერთად შეიძლება მოახდინოს გავლენა თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილიანობა) და სუნთქვის დათრგუნვა, ასევე არტერიული წნევის დაქვეითება:

დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ). აღნიშნული მედიკამენტის მიღებამ დიაზეპამთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილიანობა) და შეამციროს დიაზეპამის გამოყოფა ორგანიზმიდან.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი (დიაზეპამმა შეიძლება მოახდინოს გავლენა სისხლში ამ მედიკამენტების დონეზე). გარდა ამისა, დიაზეპამმა შეიძლება იქონიოს გავლენა ფენიტოინის მოქმედების მექანიზმზე.

თეოფილინი ( ასთმის და სუნთქვის სხვა დარღვევების მკურნალობა), რადგან მან შეიძლება შეამციროს დიაზეპამის ეფექტი, რაც იწვევს დიაზეპამის უფრო სწრაფ გამოყოფას ორგანიზმიდან.

ციმეტიდინი, ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავას), რადგან ეს წამლები ამცირებენ დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან.

რიფამპიცინი ინფექციების მკურნალობისთვის (ანტიბიოტიკი), რადგან ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის გამოყოფა ორგანიზმიდან- შესაძლებელია დიაზეპამის მოქმედების შესუსტება.

კრაზანას ნაყენი (Hypericum Perforatum, მცენარეული საშუალება).

ამრენავირი, ატაზანავირი, რიტონავირი, დელავირდინი, ეფავირენცი, ინდინავირი, ნელფინავირი, ზიდოვუდინი ან საქვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები), ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები), რადგან აღნიშნული საშუალებები ამცირებენ დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან და ამიტომ მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობის (ძილიანობის) მომატება ან სუნთქვის გაძნელება.

იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ), რადგან ეს საშუალება ამცირებს ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფას.

ორალური კონტრაცეპტივები, რადგან ეს მედიკამენტები ამცირებენ ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფას და ამდაგვარად, აძლიერებენ მის სამკურნალო მოქმედებას. შესაძლებელია სისხლდენის განვითარება ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღებისას, მაგრამ ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების შემცირება არ აღინიშნება.

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს), რადგან შესაძლებელია ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფის შემცირება.

კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმში ანთების სამკურნალოდ), რადგან ამ საშუალებების ზემოქმედებით შესაძლებელია დიაზეპამის ეფექტის შემცირება.

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). დიაზეპამმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ეფექტი.

გვ 4

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ), რადგან ის ამცირებს დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან და აძლიერებს წამლის მოქმედებას.

კეტამინი (ანესთეზიური საშუალება) იმიტომ, რომ დიაზეპამი აძლიერებს კეტამინის ეფექტს.

ლოფექსიდინი (ოპიოიდების მიღების შეწყვეტის პერიოდში ხელს უწყობს მოხსნის სინდრომის შემსუბუქებას)

ნაბილონი (გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ).

ალფა-ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები და მოქსონიდინი (მაღალი არტერიული წნევის დასაწევად).

დიაზეპამის ტაბლეტების და ოპიოიდების (ძლიერი ანალგეზიური საშუალებები/ ტკივილგამაყუჩებლები, მედიკამენტები შენაცვლებითი თერაპიისთვის და ხველის ზოგირეთი სახეობის სამკურნალო საშუალებები) ერთდროული მიღებისას იზრდება მოთენთილობის და სუნთქვის გაძნელების (რესპირატორული დეპრესია), კომის რისკი, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას. ამიტომ, ერთდროული მიღება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა მეთოდები ხელმიუწვდომელია. მაგრამ, თუ თქვენი მკურნალი ექიმი დანიშნავს სტედონს ოპიოდებთან ერთად, თანმხლები მკურნალობის დოზები და ხანგრძლივობა უნდა იქნას განსაზღვრული მის მიერ. აუცილებლად მიაწოდეთ მკურნალ ექიმს ინფორმაცია იმ ოპიოიდების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ და ზედმიწევნით მიყევით მის რეკომენდაციას დოზის შესახებ. თქვენთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მიაწოდებთ ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების და სიმპტომების შესახებ თქვენს ახლობლებს ან ნათესავებს. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განიცდით რომელიმე მსგავს სიმპტომს.

სტედონის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან

არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელები სტედონით მკურნალობის პერიოდში. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის სედატიური ეფექტი და გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული ძილიანობა.

გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის დონის მომატება სისხლში. თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც ჩამოთვლილია მე-2 ნაწილში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის სედატიური მოქმედების გაძლიერება. ამგვარად, სტედონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

კოფეინის შემცველმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიონ დიაზეპამის ეფექტის შემცირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება, თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი. თუ თქვენ ან თქვენი მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლომდე (ან მშობიარობის დროს), ამან შეიძლება მოახდინოს მავნე ზემოქმედება ბავშვზე.

შესაძლებელია, რომ ახალშობილი იყოს მოდუნებული, ჰქონდეს დაბალი ტემპერატურა, სუნთქვის პრობლემები ან სირთულეები საკვების მიღების მხრივ. გარდა ამისა, თუ თქვენ რეგულარულად ღებულობდით აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას ორსულობის პერიოდში, თქვენს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს მოხსნის სინდრომის ნიშნები.

თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სტედონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამნეზია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ ახდენენ გავლენას ყოველდღიურ საქმიანობაზე (იხილეთ ნაწილი 4- „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ ეს გამოვლინდა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება, იმუშაოთ მექანიზმებთან ან მიიღოთ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში, რომლებმაც შეიძლება შექმნან სარისკო სიტუაცია თქვენთვის ან გარშემომყოფთათვის. მედიკამენტმა შეიძლება მოახდინოს გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე, ასევე გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ სამკურნალო საშუალების მიღების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა არ წარმოადგენს თქვენთვის უსაფრთხო ქმედებას.

სტედონი ტაბლეტებში 2მგ, 5 მგ და 10 მგ შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენი ექიმისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაქვთ ზოგიერთი ნახშირწყლის აუტანლობა, სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სტედონი ტაბლეტებში 5მგ/ტაბ შეიცავს ნატრიუმს.

ამ მედიკამენტის ერთი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე ნაკლებ რაოდენობას (23მგ), რაც შეესაბამება ეგრეთ წოდებულ „ნატრიუმისაგან თავისუფალს“

სტედონი ტაბლეტებში 10მგ/ტაბ შეიცავს წითელ კოშინელს (cochineal red E124).

ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან ან მოვლენა, რომელიც არ შედის ამ ჩამონათვალში:

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და საჭიროებს დაუყოვნებრივ სამედიცინო ჩარევას.

უჩვეულო (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

სუნთქვის დათრგუნვა (ძალიან შენელებული და/ან წყვეტილი სუნთქვა)

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

სუნთქვის გაჩერება (სუნთქვის შეწყვეტა);

გონების დაკარგვა;

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია) შემდეგი სიმპტომების თანმხლებით: უეცარი ხრიალი; ტუჩების, ენის, ყელის და სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გულყრა ან გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები.

სხვა არასასურველი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

მოთენთილობა (ძილიანობის შეგრძნება)

ჩვეულებრივი ( შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

დაღლილობა;

მოხსნის სიმპტომები (შესაძლო სიმპტომების სანახავად იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას“)

დაბნეულობა;

კოორდინაციის დაკარგვა კუნთების მოძრაობისას (ატაქსია) და მოძრაობის სხვა დარღვევები, ტრემორი

კუნთების სისუსტე;

მეხსიერების დაკარგვა;

სირთულეები კონცენტრაციის უნარის მხრივ;

წონასწორობის დარღვევები;

მოთენთილობა;

თავის ტკივილი;

გაუკვეველი მეტყველება;

პრობლემები კუჭის და ნაწლავების მხრივ, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შეკრულობა, დიარეა;

მომატებული ნერწყვდენა;

კანის ალერგიული რეაქციები ქავილის, სიწითლის, შეშუპების და კანზე გამონაყარის სახით.

გვერდითი მოვლენები ფსიქიკის მხრივ, როგორიცაა აგზნება, აჟიტირება, გაღიზიანება, აგრესიულობა, მეხსიერების დაკარგვა, არასათანადო ქცევა, ბოდვა, მანია, ფსიქოზი, ღამის კოშმარები და ჰალუცინაციები. ეს შეიძლება იყოს საკმად სერიოზული ან გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემად. აღნიშნული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს;

ყურადღების დაქვეითება;

დეპრესია;

ემოციური მოხსნა;

ინსომნია (ძილის პრობლემები);

გვ.7

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

პრობლემები გულის მხრივ, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა და გულისცემის შეწყვეტა (გულის გაჩერება);

დაბალი არტერიული წნევა, გულყრა (სინკოპე);

ფილტვებში ლორწოს მომატებული გამოყოფა;

პირის სიმშრალე;

მადის მომატება;

სისხლის ანალიზებში კონკრეტული ღვიძლის ენზიმების დონის მომატება;

გართულებული შარდვა, შარდის ბუშტზე კონტროლის შემცირება (შარდის უნებლიე გამოყოფა);

კაცებში ძუძუების ზრდა;

იმპოტენცია, სექსუალური ლტოლვის (ლიბოდო) დაქვეითება;

დარღვევები სისხლის მხრივ (შეიძლება განვითარდეს ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა და ინფექციები).

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (ლეიკოპენია);

სისხლში კონკრეტული ენზიმის (ტრანსამინაზა) მომატებული დონე.

უცნობი (არსებული მონაცემების მიხედვით გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება და თვალის უნებლიე მოძრაობა (ეს მოვლენები ქრება სამკურნალო საშუალების მიღების შეწტვეტისთანავე).

მოხსნის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას“.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილიდან ხდება სერიოზული ან თქვენ ამჩნევთ გვერდითი მოვლენის არსებობას, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ გაქვთ საშუალება გადასცეთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ქვემოთ მოყვანილი ორგანიზაციის მეშვეობით:

Hellenic Organization for Medicines (EOF)

284, Mesogeion Ave.

GR-15562 Cholargos, Athens (Greece)

Tel.: +30 21 3204 0380/337

Fax: +30 21 06549585

ვებ-გვერდი: http://www.eof.gr

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ გვეხმარება მონაცემების შეგროვებაში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების თაობაზე.

როგორ უნდა შეინახოთ სტედონი

შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე „EXP“ გასწვრივ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია გარეგან და შიდა შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

ნუ გადაყრით პრეპარატს ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. გამოუყენებელი პრეპარატის დარჩენილი რაოდენობის განადგურების მიზნით რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დიაზეპამი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ, 5 მგ ან 10 მგ დიაზეპამს, შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ტაბლეტებში 2 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი.

გვ.8

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ტაბლეტებში 5 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმი, სპილენძი, ქლოროფილინის კომპლექსი (E141).

ტაბლეტებში 10 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი, წითელი კოშენილი (E124).

როგორ გამოიყურება სამკურნალო საშუალება სტედონი და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში:

ტაბლეტები 2მგ: თეთრი ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

ტაბლეტები 5მგ: მწვანე ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

10 მგ: ვარდისფერი ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

სტედონის ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სტედონი 2მგ ტაბლეტებში

სტედონი 5 მგ ტაბლეტებში

სტედონი 10 მგ ტაბლეტებში

(დიაზეპამი)

სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია ყურადღებით, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

შეინახეთ არსებული ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი წაკითხვა ხელმეორედ;

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ სხვა პირს. ამ მედიკამენტმა შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს იგივე, რაც გაქვთ თქვენ;

თუ გამოყენების პერიოდში გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, ისეთსაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა შედის არსებულ ინსტრუქციაში:

რა არის სტედონი და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ სტედონის გამოყენების დაწყებამდე.

როგორ უნდა მიიღოთ სტედონი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები.

როგორ უნდა შეინახოთ სტედონი.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის სტედონი და რისთვის გამოიყენება.

სტედონი (დიაზეპამი) წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებას. დიაზეპამი გვეხმარება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობაში: აგზნებადობა, კუნთების სპაზმი და კრუნჩხვები, რომლებიც დაკავშირებულია ეპილეფსიასთან.

სტედონი გამოიყენება შემდეგნაირად:

მოზრდილებში:

შფოთვის მძიმე შეტევის მოკლევადიანი დახმერებისთვის (2-4 კვირის განმავლობაში). შფოთვა წარმოადგენს ამოციურ მდგომარეობას, რომლის დროსაც შეიძლება გქონდეთ ოფლიანობა, კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება და გახშირებული გულისცემა. შესაძლებელია შფოთვის არსებობა იზოლირებული სიმპტომის სახით, ან ინსომნიასთან (დაძინების გაძნელება), ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად;

ის ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და კუნთების სპაზმის მოხსნას, ასევე ცერებრული დამბლის (მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება ტვინის დაზიანება, რაც იწვევს გადაადგილების პრობლემებს და რიგიდულობას ან შებოჭილობას) დროს;

ეპილეფსიის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად);

პაციენტებში ალკოჰოლური მოხსნის სიმტომებით;

გვეხმარება ნერვიულობის დაძლევაში სტომატოლოგიური ოპერაციის წინ.

ბავშვებში:

გამოიყენება დაძაბულობის და გაღიზიანებულობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ცერებრული სპასტიკურობით (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ტვინის ან ზურგის ტვინის დაავადებასთან ან ტრავმასთან, რაც იწვევს სისუსტეს, არაკოორდინირებულ მოძრაობას, რიგიდულობას და შებოჭილობას);

გვეხმარება კუნთების სპაზმის მკურნალობაში ტეტანუსის დროს (სხვა მედიკამენტებთან ერთად).

შესაძლებელია დიაზეპამის ტაბლეტის გამოყენება მოზრდილებში და ბავშვებში ქირურგიული ჩარევის წინ, რათა დავეხმაროთ პაციენტს მოდუნებაში და გაუტკივარების ეფექტის მიღწევაში.

სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენებოდეს რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით და მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. თუ მისი მიღება ხდება ხანგრძლივად, შესვენების გარეშე, მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ არსებობს დამოკიდებულების და პრობლემების წარმოქმნის რისკი.

გვ.2

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

სამკურნალო საშუალების მიღების დროს არსებობს დამოკიდებულების განვითარების რისკი (მედიკამენტის უწყვეტი მიღების მოთხოვნილება). რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. საფრთხე უფრო მაღალია, თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლიზმი ან დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.

რა უნდა იცოდეთ სტედონის გამოყენების დაწყებამდე.

არ დაიწყოთ სამკურნალო საშუალების მიღება ან უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

გაქვთ ალერგია დიაზეპამის ან ბენსოდიაზეპინების ჯგუფის მედიკამენტების ან მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მკვეთრად გამოხატული, შენელებული და/ან ზერელე სუნთქვის ჩათვლით;

გაქვთ დეპრესია (შფოთვით ან შფოთვის გარეშე) ან ჰიპერაქტიურობა;

გაქვთ ფობიები (შიში კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ) ან სხვა ფსიქიკური დაავადებები;

გაქვთ myasthenia gravis (მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება კუნთების შესუსტება და შესაძლებელია მათი გაწყვეტა);

უჩივით ძილის აპნოეს (ძილის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის ანომალური შეჩერება ძილის დროს);

გაქვთ ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმა;

გაქვთ პორფირია (თანდაყოლილი მდგომარეობა, რომლის დროს ვითარდება ბებერა კანზე, ტკივილი მუცლის არეში და დარღვევები ტვინის ან ნერვული სისტემის მხრივ).

ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

სტედონის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:

ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლიზმი ან დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ;

გაქვთ პრობლემები გულის ან ფილტვების მხრივ ან თირკმელების უკმარისობის მძიმე ფორმა;

გყავთ ახლო ნათესავი, რომელიც გარდაიცვალა ახლო წარსულში;

გაქვთ სისხლში ცილის (რომლის სახელწოდებაა ალბუმინი) დაბალი დონე;

გაქვთ პიროვნული აშლილობა;

გაქვთ ტვინის სისხლმომარაგების (მიმოქცევის) დაქვეითება (ათეროსკლეროზი);

ხართ ხანდაზმული ასაკის. დიაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მოახდინოს ზეგავლენა კუნთებზე, რაც ზრდის დაცემის და ტრავმის რისკს.

გაქვთ სუნთქვის გაძნელება;

ხართ მწეველი;

გაწუხებთ დეპრესია;

გაქვთ სუიციდალური აზრები;

გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში.

გვერდითი მოვლენები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ:

მიმართეთ მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა აჟიტირება, ჰიპერაქტიურობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ღამის კოშმარები ან ჰალუცინაციები. აღნიშნული გვერდითი მოვლენები მეტი ალბათობით ვითარდება ბავშვებში ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ამნეზია (მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა):

აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია ამნეზიის განვითარება. ამნეზიის განვითარება უფრო სავარაუდოა დიაზეპამის მაღალი დოზების მიღების დროს.

დამოკიდებულება:

სამკურნალო საშუალების მიღებისას არსებობს დამოკიდებულების განვითარების რისკი, რაც მატულობს დოზის და მკურნალობის გახანგრძლივებისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალკოჰოლიზმი ან დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ. ამიტომ, უნდა მიიღოთ მედიკამენტი რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.

ამტანობა

გვ 3.

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

თუ თქვენ ღებულობთ სტედონს რამოდენიმე კვირის განმავლობაში და ამჩნევთ, რომ რომ სამკურნალო საშუალების ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მკურნალობის დასაწყისში, უნდა დაელაპარაკოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სტედონი

მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან აპირებთ რომელიმე სამკურნალო საშუალების მიღებას. განსაკუთრებით:

ნატრიუმის ოქსიბუტირატი (გამოიყენება ძილის უეცარი დასაწყისისას (ნარკოლეფსიის), რომელიც დაკავშირებულია კუნთოვან სისუსტესთან;

დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი);

პსიქოზის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კლოზაპინი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);

ანტიჰისტამინები (ალერგიის სამკურნალოდ);

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები;

სედატიური საშუალებები (გამოიყენება მოსადუნებელი ეფექტის მისაღწევად);

საძილეები (რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

მიორელაქსანტები (მაგალითად, სუქსამეტონიუმი, ტუბოკურარინი);

ზოგიერთმა ძლიერმა ანალგეზიურმა საშუალებებმა, როგორიცაა მორფინი (ოპიოიდები), დიაზეპამთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიონ კარგად ყოფნის მომატებული შეგრძნება. ამან შეიძლება გაამწავოს აღნიშნული მედიკამენტების მიღების სურვილი (დამოკიდებულება) ან გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილში ყოფნის შეგრძნება);

ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი (ეპილეფსიის ან ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად, დიურეზული საშუალებები (წყლის ტაბლეტები), ნიტრატები (გულის დაავადებებისთვის), რადგან აღნიშნულმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;

ანტაციდებმა (ამცირებენ კუჭის მჟავას) შეიძლება შეამცირონ დიაზეპამის შეწოვა ორგანიზმში.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების მიღებამ დიაზეპამთან ერთად შეიძლება მოახდინოს გავლენა თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილიანობა) და სუნთქვის დათრგუნვა, ასევე არტერიული წნევის დაქვეითება:

დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ). აღნიშნული მედიკამენტის მიღებამ დიაზეპამთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობა (ძილიანობა) და შეამციროს დიაზეპამის გამოყოფა ორგანიზმიდან.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი (დიაზეპამმა შეიძლება მოახდინოს გავლენა სისხლში ამ მედიკამენტების დონეზე). გარდა ამისა, დიაზეპამმა შეიძლება იქონიოს გავლენა ფენიტოინის მოქმედების მექანიზმზე.

თეოფილინი ( ასთმის და სუნთქვის სხვა დარღვევების მკურნალობა), რადგან მან შეიძლება შეამციროს დიაზეპამის ეფექტი, რაც იწვევს დიაზეპამის უფრო სწრაფ გამოყოფას ორგანიზმიდან.

ციმეტიდინი, ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავას), რადგან ეს წამლები ამცირებენ დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან.

რიფამპიცინი ინფექციების მკურნალობისთვის (ანტიბიოტიკი), რადგან ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის გამოყოფა ორგანიზმიდან- შესაძლებელია დიაზეპამის მოქმედების შესუსტება.

კრაზანას ნაყენი (Hypericum Perforatum, მცენარეული საშუალება).

ამრენავირი, ატაზანავირი, რიტონავირი, დელავირდინი, ეფავირენცი, ინდინავირი, ნელფინავირი, ზიდოვუდინი ან საქვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები), ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები), რადგან აღნიშნული საშუალებები ამცირებენ დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან და ამიტომ მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობის (ძილიანობის) მომატება ან სუნთქვის გაძნელება.

იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ), რადგან ეს საშუალება ამცირებს ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფას.

ორალური კონტრაცეპტივები, რადგან ეს მედიკამენტები ამცირებენ ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფას და ამდაგვარად, აძლიერებენ მის სამკურნალო მოქმედებას. შესაძლებელია სისხლდენის განვითარება ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღებისას, მაგრამ ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების შემცირება არ აღინიშნება.

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის დაავადებების დროს), რადგან შესაძლებელია ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოყოფის შემცირება.

კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმში ანთების სამკურნალოდ), რადგან ამ საშუალებების ზემოქმედებით შესაძლებელია დიაზეპამის ეფექტის შემცირება.

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). დიაზეპამმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ეფექტი.

გვ 4

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ), რადგან ის ამცირებს დიაზეპამის გამოყოფას ორგანიზმიდან და აძლიერებს წამლის მოქმედებას.

კეტამინი (ანესთეზიური საშუალება) იმიტომ, რომ დიაზეპამი აძლიერებს კეტამინის ეფექტს.

ლოფექსიდინი (ოპიოიდების მიღების შეწყვეტის პერიოდში ხელს უწყობს მოხსნის სინდრომის შემსუბუქებას)

ნაბილონი (გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ).

ალფა-ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები და მოქსონიდინი (მაღალი არტერიული წნევის დასაწევად).

დიაზეპამის ტაბლეტების და ოპიოიდების (ძლიერი ანალგეზიური საშუალებები/ ტკივილგამაყუჩებლები, მედიკამენტები შენაცვლებითი თერაპიისთვის და ხველის ზოგირეთი სახეობის სამკურნალო საშუალებები) ერთდროული მიღებისას იზრდება მოთენთილობის და სუნთქვის გაძნელების (რესპირატორული დეპრესია), კომის რისკი, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას. ამიტომ, ერთდროული მიღება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა მეთოდები ხელმიუწვდომელია. მაგრამ, თუ თქვენი მკურნალი ექიმი დანიშნავს სტედონს ოპიოდებთან ერთად, თანმხლები მკურნალობის დოზები და ხანგრძლივობა უნდა იქნას განსაზღვრული მის მიერ. აუცილებლად მიაწოდეთ მკურნალ ექიმს ინფორმაცია იმ ოპიოიდების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ და ზედმიწევნით მიყევით მის რეკომენდაციას დოზის შესახებ. თქვენთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მიაწოდებთ ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების და სიმპტომების შესახებ თქვენს ახლობლებს ან ნათესავებს. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განიცდით რომელიმე მსგავს სიმპტომს.

სტედონის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან

არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელები სტედონით მკურნალობის პერიოდში. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის სედატიური ეფექტი და გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული ძილიანობა.

გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის დონის მომატება სისხლში. თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც ჩამოთვლილია მე-2 ნაწილში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის სედატიური მოქმედების გაძლიერება. ამგვარად, სტედონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

კოფეინის შემცველმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიონ დიაზეპამის ეფექტის შემცირება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება, თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი. თუ თქვენ ან თქვენი მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლომდე (ან მშობიარობის დროს), ამან შეიძლება მოახდინოს მავნე ზემოქმედება ბავშვზე.

შესაძლებელია, რომ ახალშობილი იყოს მოდუნებული, ჰქონდეს დაბალი ტემპერატურა, სუნთქვის პრობლემები ან სირთულეები საკვების მიღების მხრივ. გარდა ამისა, თუ თქვენ რეგულარულად ღებულობდით აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას ორსულობის პერიოდში, თქვენს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს მოხსნის სინდრომის ნიშნები.

თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სტედონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამნეზია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ ახდენენ გავლენას ყოველდღიურ საქმიანობაზე (იხილეთ ნაწილი 4- „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ ეს გამოვლინდა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება, იმუშაოთ მექანიზმებთან ან მიიღოთ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში, რომლებმაც შეიძლება შექმნან სარისკო სიტუაცია თქვენთვის ან გარშემომყოფთათვის. მედიკამენტმა შეიძლება მოახდინოს გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე, ასევე გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ სამკურნალო საშუალების მიღების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა არ წარმოადგენს თქვენთვის უსაფრთხო ქმედებას.

სტედონი ტაბლეტებში 2მგ, 5 მგ და 10 მგ შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენი ექიმისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაქვთ ზოგიერთი ნახშირწყლის აუტანლობა, სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სტედონი ტაბლეტებში 5მგ/ტაბ შეიცავს ნატრიუმს.

ამ მედიკამენტის ერთი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე ნაკლებ რაოდენობას (23მგ), რაც შეესაბამება ეგრეთ წოდებულ „ნატრიუმისაგან თავისუფალს“

სტედონი ტაბლეტებში 10მგ/ტაბ შეიცავს წითელ კოშინელს (cochineal red E124).

ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

როგორ უნდა მიიღოთ სტედონი

გვ 5

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული მისი მიღების წესში.

არ უნდა მიიღოთ სამკურნალო საშუალება 4 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მოზრდილებში:

შფოთვა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები: 5მგ-30 მგ დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ძილის დარღვევის დროს: 5მგ-15 მგ ძილის წინ;

ცერებრული დამბლა და სხვა სპასტიკური მდგომარეობები: 5მგ-60 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

კუნთების სპაზმის კონტროლის მიზნით: 5მგ-15 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ეპილეფსიის დროს: 2მგ-60 მგ ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად;

ალკოჰოლის მოხსნის სიმპტომები: 5მგ-20 მგ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 2-4 საათის შემდეგ;

სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე: 5მგ მკურნალობის წინა ღამეს, 5 მგ გაღვიძებისას მკურნალობის დილას და 5 მგ სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე 2 საათით ადრე;

ოპერაციის /ქირურგიული ჩარევის წინ: 5მგ-20 მგ.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში ცერებრული სპასტიკურობით გამოწვეული დაძაბულობის და გაღიზიანების მოხსნის მიზნით ინიშნება: 5მგ-40 მგ დღეში, ყოველდღე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად. იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაუნიშნა თქვენს შვილს სტედონი ოპერაციის /ქირურგიული ჩარევის წინ, გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა.

ბავშვებში რეკომენდებულია სტედონის ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლების გაყოფა არის შესაძლებელი, რათა დაინიშნოს 5მგ-ზე ნაკლები დოზები. შესაძლებელია სტედონის ტაბლეტის გაყოფა 2 თანაბარ დოზად.

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტები

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ხართ დასუსტებული პაციენტი, მეტი ალბათობით იქნებით უფრო მგრძნობიარე აღნიშნული სამკურნალო საშუალების ეფექტის მიმართ, როგორიცაა დაბნეულობა, ამიტომ თქვენი ექიმი დანიშნავს ბევრად დაბალ დოზებს. რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილი ადამიანის ჩვეულებრივი დოზის ნახევარს.

თირკმელების ან ღვიძლის დაზიანება

თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, უნდა მიიღოთ შემცირებული დოზა.

თუ თქვენ მიიღეთ სტედონი დანიშნულზე მეტი დოზით:

თუ თქვენ (ან სხვა პიროვნებამ) მიიღეთ ერთდროულად სტედონის ტაბლეტების უფრო მეტი რაოდენობა, ან ვარაუდობთ, რომ თქვენმა შვილმა გადაყლაპა სტედონის ტაბლეტები, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს მოუქნელობას და კოორდინაციის დაკარგვას, მოთენთილობას (ძილიანობის შეგრძნებას) ან ღრმა ძილს, პრობლემებს მეტყველების მხრივ, არარეგულარულ ან შენელებულ გულისცემას, თვალების უკონტროლი მოძრაობას, კუნთების სისუსტეს ან აგზნებადობას. ექსტრემალურმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა (გონების დაკარგვა), პრობლემები რეფლექსების მხრივ და სუნთქვის გაძნელება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ სტედონის დოზის მიღება

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას იმისთვის, რომ შეავსოთ გამოტოვებული. თუ თქვენ დაგავიწყდათ სამკურნალო საშუალების მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა მაშინ, როდესაც გაგახსენდებათ, ხოლო მომდევნო დოზა უნდა მიიღოთ დოზის მიღების ჩვეულებივ დროს.

თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას

სამკურნალო საშუალების მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად. გააგრძელეთ წამლის მიღება, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგცემთ რეკომენდაციას დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ წამლის შეწყვეტა ხდება უეცრად, შეიძლება განვითარდეს მოხსნის სინდრომის გამოვლინებები, როგორიცაა: დეპრესია, ნერვიულობა, პრობლემები დაძინების მხრივ, გაღიზიანება, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა /დიარეა ან შესაძლებელია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც გქონდათ მკურნალობის დასაწყისში, ზოგიერთ შემთხვევაში უარესიც.

ასევე თქვენ შეიძლება განიცადოთ ხასიათის ცვლილება, შფოთვა, მოუსვენრობა და ძილის რეჟიმის დარღვევები. აღნიშნული ეფექტები აღინიშნება ასევე დაბალი დოზებით მიღებისას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ხდება ტაბლეტების მიღების უეცარი შეწყვეტა მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლებელია დაბნეულობის, ჰალუცინაციების, ტრემორის, გულისცემის გახშირების ან სპაზმების/კონვულსიების განვითარება. წამლის მოხსნა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს უჩვეულო ქცევას შემდეგის ჩათვლით: აგრესიული ქცევა, აგზნება ან დეპრესია სუიციდალური აზრებით და მცდელობებით.

გვ. 6

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან ან მოვლენა, რომელიც არ შედის ამ ჩამონათვალში:

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და საჭიროებს დაუყოვნებრივ სამედიცინო ჩარევას.

უჩვეულო (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

სუნთქვის დათრგუნვა (ძალიან შენელებული და/ან წყვეტილი სუნთქვა)

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

სუნთქვის გაჩერება (სუნთქვის შეწყვეტა);

გონების დაკარგვა;

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია) შემდეგი სიმპტომების თანმხლებით: უეცარი ხრიალი; ტუჩების, ენის, ყელის და სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გულყრა ან გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები.

სხვა არასასურველი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

მოთენთილობა (ძილიანობის შეგრძნება)

ჩვეულებრივი ( შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

დაღლილობა;

მოხსნის სიმპტომები (შესაძლო სიმპტომების სანახავად იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას“)

დაბნეულობა;

კოორდინაციის დაკარგვა კუნთების მოძრაობისას (ატაქსია) და მოძრაობის სხვა დარღვევები, ტრემორი

უჩვეულო (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

კუნთების სისუსტე;

მეხსიერების დაკარგვა;

სირთულეები კონცენტრაციის უნარის მხრივ;

წონასწორობის დარღვევები;

მოთენთილობა;

თავის ტკივილი;

გაუკვეველი მეტყველება;

პრობლემები კუჭის და ნაწლავების მხრივ, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შეკრულობა, დიარეა;

მომატებული ნერწყვდენა;

კანის ალერგიული რეაქციები ქავილის, სიწითლის, შეშუპების და კანზე გამონაყარის სახით.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

გვერდითი მოვლენები ფსიქიკის მხრივ, როგორიცაა აგზნება, აჟიტირება, გაღიზიანება, აგრესიულობა, მეხსიერების დაკარგვა, არასათანადო ქცევა, ბოდვა, მანია, ფსიქოზი, ღამის კოშმარები და ჰალუცინაციები. ეს შეიძლება იყოს საკმად სერიოზული ან გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემად. აღნიშნული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს;

ყურადღების დაქვეითება;

დეპრესია;

ემოციური მოხსნა;

ინსომნია (ძილის პრობლემები);

გვ.7

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

პრობლემები გულის მხრივ, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა და გულისცემის შეწყვეტა (გულის გაჩერება);

დაბალი არტერიული წნევა, გულყრა (სინკოპე);

ფილტვებში ლორწოს მომატებული გამოყოფა;

პირის სიმშრალე;

მადის მომატება;

სისხლის ანალიზებში კონკრეტული ღვიძლის ენზიმების დონის მომატება;

გართულებული შარდვა, შარდის ბუშტზე კონტროლის შემცირება (შარდის უნებლიე გამოყოფა);

კაცებში ძუძუების ზრდა;

იმპოტენცია, სექსუალური ლტოლვის (ლიბოდო) დაქვეითება;

დარღვევები სისხლის მხრივ (შეიძლება განვითარდეს ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა და ინფექციები).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (ლეიკოპენია);

სისხლში კონკრეტული ენზიმის (ტრანსამინაზა) მომატებული დონე.

უცნობი (არსებული მონაცემების მიხედვით გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება და თვალის უნებლიე მოძრაობა (ეს მოვლენები ქრება სამკურნალო საშუალების მიღების შეწტვეტისთანავე).

მოხსნის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ აპირებთ სტედონის მიღების შეწყვეტას“.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილიდან ხდება სერიოზული ან თქვენ ამჩნევთ გვერდითი მოვლენის არსებობას, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ გაქვთ საშუალება გადასცეთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ქვემოთ მოყვანილი ორგანიზაციის მეშვეობით:

Hellenic Organization for Medicines (EOF)

284, Mesogeion Ave.

GR-15562 Cholargos, Athens (Greece)

Tel.: +30 21 3204 0380/337

Fax: +30 21 06549585

ვებ-გვერდი: http://www.eof.gr

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ გვეხმარება მონაცემების შეგროვებაში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების თაობაზე.

როგორ უნდა შეინახოთ სტედონი

შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე „EXP“ გასწვრივ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია გარეგან და შიდა შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

ნუ გადაყრით პრეპარატს ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. გამოუყენებელი პრეპარატის დარჩენილი რაოდენობის განადგურების მიზნით რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:

რას შეიცავს სტედონი ტაბლეტებში:

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დიაზეპამი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ, 5 მგ ან 10 მგ დიაზეპამს, შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ტაბლეტებში 2 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი.

გვ.8

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

ტაბლეტებში 5 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმი, სპილენძი, ქლოროფილინის კომპლექსი (E141).

ტაბლეტებში 10 მგ/ტაბ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი, წითელი კოშენილი (E124).

როგორ გამოიყურება სამკურნალო საშუალება სტედონი და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში:

ტაბლეტები 2მგ: თეთრი ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

ტაბლეტები 5მგ: მწვანე ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

10 მგ: ვარდისფერი ბრტყელი ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს და წარწერით „ADELCO” მეორე მხარეს.

სტედონის ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ADELCO-PAINT FACTORY OF ATHENS, E. COLOCOTRONIS BROS S.A.

ადელკო- ფეინთ ფექთორი ოფ ათენს, ე. კოლოკოტრონის ბროზ ეს.ეი.

183 46- ათენი- მოსჩატო, პირეოსის ქ. 37

ტელ.: 210 4819311-4

ფაქსი: 210 4816790

მწარმოებელი:

არსებული ფურცელ-ჩანართის გადამოწმება ბოლოს მოხდა 2021 წლის 2 აგვისტოს.

გვ.9

ლურჯი ბეჭედი წარწერით: ადელკო, ქრომატოურგია ათინონ, ე.კოლოკოტრონის ბროზ. ეს.ეი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა