პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

რელიუმი

RELIUM

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

დიაზეპამი მიეკუთვნება 1,4 - ბენზოდიაზეპინის წარმოებულის ჯგუფს. ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ სტრუქტურაზე ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას, რაც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან. დიაზეპამი ახდენს გამოხატულ ანქსიოლიზურ, სედაციურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036580
რეგისტრირებულია
6 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარელიუმი და სხვა წამალი ერთად

რელიუმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიაზეპამი მიეკუთვნება 1,4 - ბენზოდიაზეპინის წარმოებულის ჯგუფს. ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ სტრუქტურაზე ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას, რაც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან. დიაზეპამი ახდენს გამოხატულ ანქსიოლიზურ, სედაციურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. ახასიათებს ასევე საძილე მოქმედება და ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

გამოყენების ჩვენებები:

ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა:

ნევროზული სინდრომი, ასევე სომატური აშლილობის ფონზე.

შფოთვური მდგომარეობა, ასევე დაკავშირებული სომატურ დაავადებებთან (ონკოლოგიური დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება);

ძილის დარღვევა

აგზნებადობის სიმპტომები ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისას.

დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კუნთების ჰიპერტონუსი, მაგალითად სპასტიკური მდგომარეობა ცერებრალური ინსულტების, ტრავმების შემდეგ, გაფანტული სკლეროზი, დისკოპათია, კისრის სიმრუდე;

ტრავმატოლოგიაში და მოძრაობის რეაბილიტაციისას ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონუსის შესამცირებლად.

პრემედიკაცია (ზოგიერთი ქირურგიული ჩარევების და სადიაგნოსტიკო პროცედურების მოსამზადებლად).

ნერვული დაძაბულობის და შფოთის მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან, არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით უნდა მიიღოთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

  • პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი რელიუმი პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, მიზეზის მიუხედავად პაციენტებში სუნთქვის რთული უკმარისობით, ღამის აპნოეს სინდრომით, ღვიძლისა და თირკმლის რთული უკმარისობით, ასევე მიასთენიის მქონე პაციენტებში (Myasthenia gravis).

პრეპარატი რელიუმის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის გამოჩენა

თუ მკურნალობის 7-14 დღის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნება გაუმჯობესება ან გამოვლინდება უძილობის რეციდივი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება გამოვლენილ ეფექტებს, ბენზოდიაზეპინებით და სხვა მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ, გასათვალისწინებელია პრეპარატ რელიუმის გამოყენებისას.

ტოლერანტობა

რამდენიმე კვირის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების რეგულარული გამოყენება, მათ შორის რელიუმის იწვევს მათი მოქმედების ეფექტის შემცირებას.

წამალთდამოკიდებულება

პრეპარატი რელიუმის გამოყენებამ, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიური და ფიზიკური წამალთდამოკიდებულება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად და მატულობს ალკოჰოლზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნებადობა და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობის დარღვევა, გონების დაბინდვის მდგომარეობა და დეზორიენტაცია, გაღიზიანება, უძილობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერსთეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია ან კრუნჩხვითი შეტევა.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

რელიუმისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, ისეთი სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად რელიუმი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ რელიუმის ოპიოიდებთან ერთდროული დანიშვნა, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტი 3. როგორ მივიღოთ პრეპარატი რელიუმი).

Pპაციენტები უნდა იყვნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამასთან მკაცრად რეკომენდებულია, რომ პაციენტებს და მათ მომვლელებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აცნობონ მსგავსი სიმპტომების შესახებ (გამოვლენის შემთხვევაში).

ანტეგრადული ამნესია

პრეპარატმა რელიუმმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თერაპიული დოზებით გამოყენებისას, ხოლო მისი გამოვლენის რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში. ამნეზიის სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს სიტუაციისადმი შეუსაბამო მოქმედება. ანტეგრადული ამნეზია უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში და ამიტომაც მისი განვითარების რისკის შესამცირებლად, პაციენტს უნდა ჰქონდეს 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობები.

პარადოქსალური რეაქციები

პრეპარატმა რელიუმმა, ასევე ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა მოძრაობის დარღვევა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესია, ვერაგობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაცია, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები მნიშვნელოვნად ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პაციენტების სპეციფიური ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატი რელიუმის უფრო დაბალი დოზების გამოყენება გვერდითი მოქმედებების გაძლიერების საშიშროების გამო, ძირითადად ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის მხრივ (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის, თირკმლის უკმარისობით ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობით, პრეპარატი რელიუმის გამოყენების წინ უნდა აცნობოთ ექიმს ამ დაავადებების შესახებ.

გამოყენება დეპრესიის დროს

სამკურნალო პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიური დაავადებების შესახებ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ენდოგენური დეპრესიის ან შფოთვის სინდრომი, რაც დაკავშირებულია დეპრესიასთან ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად. მხოლოდ პრეპარატი რელიუმის გამოყენება დეპრესიის მქონე პაციენტებში იწვევს დეპრესიის სინდრომების გაძლიერებას, მათ შორის სუიციდური აზრებისას.

Aალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე ამ მავნე ჩვევების შესახებ. პაციენტების ამ ჯგუფში მიჩვევის და წამალთდამოკიდებულების განვითარების ალბათობა მაღალია, ამიტომ ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი რელიუმი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

სამკურნალო პრეპარატმა რელიუმმა პორფირიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. პორფირიით დაავადებულმა პაციენტებმა პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამ დაავადების შესახებ.

გლაუკომით დაავადებულმა პაციენტებმა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმისას, პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ოკულისტს კონსულტაციისათვის.

პრეპარატი რელიუმით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ექიმი მოითხოვს პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარებას (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციონალურ ანალიზს.

პრეპარატი რელიუმით მკურნალობის პერიოდში და კიდევ 3 დღე მისი დასრულებიდან არ უნდა გამოიყენოთ არანაირი სპირტიანი სასმელები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები აღინიშნებოდა წარსულშიც.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი რელიუმი მიიღეთ ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები

შფოთვისა და მოუსვენრობის მდგომარეობა: 5-10 მგ დღე-ღამეში 1-2 დაყოფილ დოზად.

ალკოჰოლური აბსტინენციის გამოვლენის სინდრომი: 30 მგ-მდე დღე-ღამეში დაყოფილ დოზებად, საშუალოდ 10 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ალკოჰოლური ფსიქოზი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ დღე-ღამეში (აუცილებელია შესაძლო სუნთქვის დარღვევის კონტროლი).

უძილობა: 5-10 მგ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

კუნთების სპასტიური მდგომარეობა: 5-15 მგ დღეღამეში დაყოფილ დოზებად, რთულ შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შესაძლებელია 60 მგ-მდე.

ბავშვები

ბავშვებში დიაზეპამის 5 მგ-იანი ტაბლეტები არ გამოიყენება, იმის გამო, რომ შეუძლებელია ზუსტი დოზირების შერჩევა (ტაბლეტის დაყოფა).

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზის ნახევარს.

პაციენტები თირკმლისა და (ან) ღვიძლის უკმარისობით

უნდა დაიცვათ სიფრთხილე ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება. დოზა შეირჩევა ექიმის მიერ, ინდივიდუალურად ყოველი პაციენტებისათვის, დაზიანებული ორგანოს უკმარისობის ხარისხის შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალობის მეთოდი და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.

თუ პრეპარატი მიიღება ხანგრძლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ არ შეიძლება მისი მიღების სწრაფი შეწყვეტა. ყოველთვის თანდათან შეამცირეთ დოზა ექიმის კონტროლის ქვეშ. პრეპარატის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის და ხასიათის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. განსაკუთრებულად სახიფათოა მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ და დიაზეპამის საშუალოზე მაღალი დოზირებით გამოყენებისას. მოხსნის სიმპტომები ასეთ შემთხვევაში უფრო გამოხატულია.

თუ მკურნალობის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ პრეპარატი მასზე ძლიერ ან სუსტ მოქმედებას ახდენს, უნდა მიმართოს ექიმს.

პრეპარატი რელიუმის ჭარბი დოზით მიღება

დიაზეპამის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გონების მოშლა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გაურკვეველი მეტყველება. რთული მოწამვლისას შესაძლოა გამოვლინდეს: ატაქსია, ჰიპოტონია, კუნთების სისუსტე, სუნთქვის დარღვევა, კომა და სიკვდილი.

პრეპარატის ჭარბი დოზირებით Mმიღებისას აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარტი რელიუმის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ არ მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით, აუცილებლად მიიღეთ ის გახსენებისთანავე (თუ მომდევნო დოზის მიღებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი) ან განაგრძეთ პრეპარტის მიღება რეგულარულად.

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა, მიზეზის მიუხედავად.
  • ძილის აპნოეს სინდრომი.
  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა.
  • მიასთენია (Miasthenia gravis).

სიფრთხილის ზომები

დიაზეპამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია არსებული დარღვევების საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება.

ზოგადი ინფორმაცია ბენზოდიაზეპინებითა და სხვა მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირებული ეფექტების შესახებ, რომელიც უნდა იქნას გათვალისწიინებული დიაზეპამის დანიშვნისას.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი პრეპარატების რეგულარულმა გამოყენებამ დიაზეპამის ჩათვლით რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს

მათი ეფექტურობის შემცირება.

მედიკამენტზე დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება. მედიკამენტზე დამოკიდებულების განვითარების რისკი მატულობს დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად, და ის იზრდება პაციენტებში ალკოჰოლური დამოკიდებულებით და აგრეთვე პაციერტებში,რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სხვა სამკურნალო საშუალებებზე დამოკიდებულება .

მედიკამენტზე დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი გამოვლინებებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნებულობა და ემოციური დაძაბულობა, მოტორული მოუსვენრობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა, უძილობა.

მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის მიმართ ჰიპერესთეზია, „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება და კიდურებში შეგრძნების დაკარგვა, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვითი შეტევები.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

სამკურნალო პრეპარატ რელიუმის და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, სედატიური საშუალებების, ისეთების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად პრეპარატი რელიუმი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ რელიუმის ოპიოიდებთან ერთად დანიშვნის შესახებ, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა კი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. (იხ. პუნქტი 4.2.).

აუცილებელია ამ პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება სუნთქვის დათრგუნვისა და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების დასაფიქსირებლად. ამასთან ერთად მკაცრად რეკომენდებულია ინფორმაცია მიაწოდოთ პაციენტებს და მათ მომვლელებს (თუ ეს შესაძლებელია) ასეთი სიმპტომების შესახებ (იხ. პუნქტი 4.5.).

ანტეგრადული ამნეზია

დიაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თერაპიულ დოზებით გამოყენებისას, ხოლო მისი გამოვლენის რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების დროს. ამნეზიის სიმპტომებს შესაძლოა ახლდეს სიტუაციისთვის შეუსაბამო მოქმედება. ანტეგრადული ამნეზია ყველაზე ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში და ამიტომ, მისი გაჩენის რისკის შესამცირებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობები.

პარადოქსული რეაქციები

დიაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები, ისეთი როგორიცაა მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევები, გამოხატული უძილობა და სხვა ქცევითი დარღვევები. ეს რეაქციები ბევრად უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

პაციენტების სპეციფიური ჯგუფები

პრეპარატი რელიუმი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა იყოს გამოყენებული დიდი სიფრთხილით (65 წელზე ზევით), გვერდითი მოვლენების შესაძლო გაზრდის გამო, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ორიენტაციისა და კოორდინაციის დარღვევასთან (დაცემა, ტრავმები).

ბენზოდიაზეპინებისა და მსგავსი პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეუძლიათ დააჩქარონ ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარება.

დიაზეპამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქრონიკული სუნთქვითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან დადგენილია, რომ ბენზოდიაზეპინებს აქვთ დამთრგუნველი მოქმედება სუნთქვით ცენტრზე. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ არის რეკომენდებული ფსიქოზის მქონე პაციენტებში.

გამოიყენება დეპრესიის დროს

დიაზეპამი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში

დეპრესიის სიმპტომებით. ამ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სუიციდური ტენდენციები. განზრახ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობის გამო, ამ პაციენტებს ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები უნდა დაენიშნოთ, შეძლებისდაგვარად, ყველაზე მცირე დოზებით.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული მონოთერაპიის სახით დეპრესიისა ან შფოთვის დროს, რომელიც დაკავშირებულია დეპრესიასთან. მონოთერაპიამ ამ სამკურნალო საშუალებებით შეიძლება გაზარდოს სუიციდური აზრების გაჩენის რისკი.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული დიდი სიფრთხილით ანამნეზში ალკოჰოლზე, მედიკამენტებზე და ნარკოტიკებზე

დამოკიდებულების მქონე პაციენტებში. ასეთი პაციენტები დიაზეპამით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან შედიან შეჩვევის და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკის ჯგუფში.

დიაზეპამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პორფირიის მქონე პაციენტებში. დიაზეპამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება.

სიფრთხილით გამოიყენეთ გლაუკომის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმის.

დიაზეპამით გახანგრძლივებული თერაპიის შემთხვევაში, ნაჩვენებია პერიოდულად სისხლის გამოკვლევები (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციური სინჯები.

ლაქტოზას შემცველობის გამო პრეპარატი რელიუმი არ უნდა იქნას გამოყენებული იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობის , ლაპის ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის ცუდი შეწოვის მქონე პაციენტებში.

დიაზეპამით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან კიდევ 3 დღის შემდეგ არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • დიაზეპამის დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებენ შემდეგი პრეპარატები: ფსიქოტროპული საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანტიდეპრესანტები, MAO-ინჰიბიტორები, ზოგადი ანესთეზიის პრეპარატები, საძილე საშუალებები, სედატიური პრეპარატები, სედატიური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები.
  • ნარკოტიკული ანალგეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ეიფორია, რამაც შეიძლება სწრაფად მიგვიყვანოს მედიკამენტოზურ დამოკიდებულებამდე.
  • ალკოჰოლის გამოყენება დიაზეპამით მკურნალობის დროს ზრდის დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციების განვითარება, ისეთების, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული ქცევა, სუნთქვის დათრგუნვა და კომაც კი.
  • იზონიაზიდი, ერითრომიცინი, დისულფირამი, ციმეტიდინი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსიტინი, ომეპრაზოლი, ორალური კონტრაცეპციის საშუალებები აფერხებენ დიაზეპამის ბიოტრანსფორმაციის პროცესებს (ამცირებენ დიაზეპამის კლირენსს), რაც შესაძლებელია აპოტენცირებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.
  • რიფამპიცინი, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი, აჩქარებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს (ზრდის დიაზეპამის კლირენსს) და ასუსტებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. თეოფილინს და თამბაქოს მოწევას შეუძლია მოახდინოს მსგავსი ეფექტი დიაზეპამის მეტაბოლიზმზე.
  • პაციენტებში დიაზეპამის ერთდროული გამოყენებამ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედების და ტოქსიურობის გაძლიერება, განსაკუთრებით ჰიდანტოინის წარმოებულების ან ბარბიტურატების ჯგუფის პრეპარატების, აგრეთვე ამ ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების შემთხვევაში. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დოზის შერჩევისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში.
  • დიაზეპამი შედის ურთიერთქმედებაში ლევოდოპასთან (ხელს უწყობს

მისი მოქმედების შესუსტებას), ფენიტოინთან და პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონუსს (ხელს უწყობენ რა მათ მოქმედებას).

ოპიოიდები

ოპოიდებთან ერთად სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენება, ისეთების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების სამკურნალო საშუალებები, მაგალითად პრეპარატი რელიუმი, ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის განვითარებისა და სიკვდილის რისკს დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი მოქმედების გამო ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მათი კომბინირებულად გამოყენების დროს დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული (იხ. პუნქტი 4.4).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში.

ლაქტაციის პერიოდი

დიაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ თუ აუცილებელი გახდება პრეპარატის დანიშვნა უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარტი რელიუმის მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღის განმავლობაში მისი დასრულებიდან არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი და არ იმუშაოთ მოძრავ მექანიზმებზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი შესაძლოა შეზღუდული იყოს ძილიანობის, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ან სხვა გვერდითი მოქმედებების გამო, რაც ამცირებს ყურადღების კონცენტრირებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი რელიუმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატების გამოყენება რელიუმთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომლებიც მიიღეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც:

დიაზეპამის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ზეგავლენას აძლიერებენ შემდეგი საშუალებები: ფსიქოტროპული პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეზიურები, ანტიდეპრესანტები, მაო-ინჰიბიტორები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, საძილე, სედაციური პრეპარატები, სედაციური მოქმედების ანტიჰისტამური პრეპარატები.

ნარკოტიკული ანალგეზიურების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატული ეიფორია, რამაც შესაძლოა სწრაფად განავითაროს წამალთდამოკიდებულება.

დიაზეპამით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ მოქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქო-მოძრაობის აღგზნება, აგრესიული საქციელი, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.

იზონიაზიდი, ერიტრომიცინი, დისულფირამინი, ციმეტიდინი, ფლუვოქსამინი, ფლუოკსიტინი, ომეპრაზოლი, პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები აფერხებენ დიაზეპამის ბიოტრანსფორმაციის პროცესებს (ამცირებენ დიაზეპამის კლიერენსს), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების პოტენცირება.

რიფამპიცინი, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი, აჩქარებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს (ზრდის დიაზეპამის კლიერენსს) და ასუსტებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. მსგავსი მოქმედება დიაზეპამის მეტაბოლიზმზე შესაძლოა მოახდინოს თეოფილინმა და თამბაქოს მოწევამ.

დიაზეპამის გამოყენებამ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპრატებთან ერთად პაციენტებში შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოქმედება და ტოქსიურობა, განსაკუთრებით გიდანტოინის ან ბარბიტურატების წარმოებულების ჯგუფის პრეპარატების შემთხვევაში, ასევე კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ამ ნივთიერებებს. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა დოზირების შერჩევისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში.

დიაზეპამი ურთიერთქმედებაში შედის ლევოდოპასთან (ხელს უწყობს მისი მოქმედების დასუსტებას), ფენიტოინთან და პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონუსს (მათი მოქმედების გაძლიერებით).

  • ოპიოიდები

სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები, მაგალითად რელიუმი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და სიკვდილის რისკს ცნს-ზე დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი ეფექტის გამო. მათი კომბინირებული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ რელიუმის გამოყენების დროს და მისი დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება მანქანების მართვა და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, რელიუმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი მოქმედებების გამოვლენა და მათი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე, როგორც წესი მსუბუქი ხასიათისაა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

დარღვევები გულის მხრივ: ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის შემადგენლობის მორფოლოგიური დარღვევები.

ნევროლოგიური დარღვევები: ძილიანობა, რეაქციის შენელება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში, ხანდაზმულებში და როგორც წესი ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევებში, დოზირების შესაბამისი შემცირება ჩვეულებრივ ამცირებს მათ გამოხატვას და სიხშირეს.

ხანდახან, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდ დოზებში, შესაძლოა განვითარდეს დიზარტრია მეტყველების დარღვევით და არასწორი წარმოთქმით, მეხსიერების დარღვევა და ლიბიდოს დარღვევა.

ოფთალმოლოგიური დარღვევები: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, დისპეპსიური მოვლენები, იშვიათად პირის სიმშრალე.

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა: უმადობა.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება.

ზოგადი დარღვევები და რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გონების დაკარგვა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თანმდევი სიყვითლით.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ფსიქიური დარღვევები:

პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოძრაობითი მოუსვენრობა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს თერაპიული დოზებით დიაზეპამით მკურნალობისას. პრეპარატის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს, წამლის დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.

დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს არსებული არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში რელიუმით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოაღნიშნული ან სხვა არასასურველი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დიაზეპამის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ცნობიერების დარღვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, გაუგებარი მეტყველება. მძიმე მოწამვლისას შეიძლება განვითარდეს ატაქსია, ჰიპოტონია, კუნთების სისუსტე, სუნთქვის დარღვევა, კომა და სიკვდილიც კი.

სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მოწამვლა, რომლებიც იყო გამოწვეული დიაზეპამისა და ალკოჰოლის ან სხვა საშუალებების ერთდროული გამოყენებით, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებს

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

დიაზეპამის დოზის გადაჭარბების მკურნალობა არის უპირველესად სიმპტომატური და მოიცავს სხეულის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს და შენარჩუნებას (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა). დიაზეპამის შეწოვის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირი.

სპეციფიკური ანტიდოტია ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინის რეცეპტორის კონკურენტული ინჰიბიტორი).

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთY შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადა. არ გამოიყენოთ პრეპარატი რელიუმი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

დამზადებულია პოლონეთში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიტიკი, ბენზოდიაზეპინის წარმოებული.

ათქ კოდი - N 05 BA 01

  • 1. ფარმაკოდინამიკა

დიაზეპამი მიეკუთვნება 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. ის დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ სტრუქტურაზე (ტვინი, ნათხემი, ლიმბური სისტემა, ჰიპოთალამუსი, ზურგის ტვინის ღერძი).

დიაზეპამის მოქმედების მექანიზმი დიდწილად დაკავშირებულია გამა-ამინობუტერინის მჟავასთან (გაბმ) და რეცეპტორების კომპლექსთან, რომელიც შემადგენლობაშიც შედის ქლორიდის არხი, გაბმ-A-ს რეცეპტორი და ბენზოდიაზეპინის რეცეპტორი. დიაზეპამი ასტიმულირებს გაბმ-ს დაკავშირებას გაბმ-A-ს რეცეპტორთან და აპოტენცირებს გაბმ-ს (დიაზეპამის მოქმედების მედიატორს) ბიოლოგიურ ეფექტს. გაბმ-A-ს რეცეპტორის გააქტიურების შედეგია ნეირონში Cl იონების შეღწევადობის ზრდა და

მისი ჰიპერპოლარიზაცია, რის გამოც ხდება ნეირონების აქტივობის დათრგუნვა.

დიაზეპამს აქვს გამოხატული ანქსიოლიზური, სედატიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი. მას ასევე აქვს ძილისმომრევი ეფექტი და ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკა

დიაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან; ბიოშეღწევადობა აღწევს დაახლოებით 98%. 20 მგ დიაზეპამის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 0,9-1,3 საათის შემდეგ და შეადგენს 500 ნგ/მლ. დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-48 საათს; უკავშირდება სისხლის ცილებს 94-99%-ით.

დიაზეპამი ავლენს დიდ აფინურობას ცხიმოვანი ქსოვილის მიმართ. გადის

ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს. აღწევს დედის რძეში.

დიაზეპამი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება

აქტიური მეტაბოლიტები: N დეზმეთილდიაზეპამი (ნორდიაზეპამი), თემაზეპამი, ოქსაზეპამი, რომლებიც შემდეგ უკავშირდებიან გლუკურონის მჟავას.

დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მწარმოებელი ფირმის ლოგოტიპი

გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისათვის

Pპრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციის შინაარსს.

აუცილებლად შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, რათა აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ შეძლოთ მისი თავიდან წაკითხვა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ან დამატებითი ინფორმაციისათვის.

პრეპარატი დაენიშნა ინდივიდუალურად კონკრეტულ პიროვნებას და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებზე, რადგან შესაძლოა მან ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

რელიუმი /RELIUM

Diazepam

5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატის შემადგენლობა

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: დიაზეპამი 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104);

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000.

გამოშვების ფორმა

20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

ტარხომინის ფარმაცევტული ქარხანა ,,პოლფა” სააქციო საზოგადოება

ა. ფლემინგის ქ. 2

03-176 ვარშავა, პოლონეთი

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი რელიუმი და რისთვის გამოიყენება
  • პრეპარატ რელიუმის გამოყენებამდე
  • პრეპარატ რელიუმის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედებები
  • პრეპარატი რელიუმის შენახვის წესი
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი რელიუმი და რისთვის გამოიყენება

დიაზეპამი მიეკუთვნება 1,4 - ბენზოდიაზეპინის წარმოებულის ჯგუფს. ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ სტრუქტურაზე ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას, რაც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან. დიაზეპამი ახდენს გამოხატულ ანქსიოლიზურ, სედაციურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. ახასიათებს ასევე საძილე მოქმედება და ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

გამოყენების ჩვენებები:

ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა:

ნევროზული სინდრომი, ასევე სომატური აშლილობის ფონზე.

შფოთვური მდგომარეობა, ასევე დაკავშირებული სომატურ დაავადებებთან (ონკოლოგიური დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება);

ძილის დარღვევა

აგზნებადობის სიმპტომები ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისას.

დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კუნთების ჰიპერტონუსი, მაგალითად სპასტიკური მდგომარეობა ცერებრალური ინსულტების, ტრავმების შემდეგ, გაფანტული სკლეროზი, დისკოპათია, კისრის სიმრუდე;

ტრავმატოლოგიაში და მოძრაობის რეაბილიტაციისას ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონუსის შესამცირებლად.

პრემედიკაცია (ზოგიერთი ქირურგიული ჩარევების და სადიაგნოსტიკო პროცედურების მოსამზადებლად).

ნერვული დაძაბულობის და შფოთის მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან, არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით უნდა მიიღოთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

  • პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი რელიუმი პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, მიზეზის მიუხედავად პაციენტებში სუნთქვის რთული უკმარისობით, ღამის აპნოეს სინდრომით, ღვიძლისა და თირკმლის რთული უკმარისობით, ასევე მიასთენიის მქონე პაციენტებში (Myasthenia gravis).

პრეპარატი რელიუმის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის გამოჩენა

თუ მკურნალობის 7-14 დღის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნება გაუმჯობესება ან გამოვლინდება უძილობის რეციდივი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება გამოვლენილ ეფექტებს, ბენზოდიაზეპინებით და სხვა მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ, გასათვალისწინებელია პრეპარატ რელიუმის გამოყენებისას.

ტოლერანტობა

რამდენიმე კვირის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების რეგულარული გამოყენება, მათ შორის რელიუმის იწვევს მათი მოქმედების ეფექტის შემცირებას.

წამალთდამოკიდებულება

პრეპარატი რელიუმის გამოყენებამ, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიური და ფიზიკური წამალთდამოკიდებულება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად და მატულობს ალკოჰოლზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნებადობა და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობის დარღვევა, გონების დაბინდვის მდგომარეობა და დეზორიენტაცია, გაღიზიანება, უძილობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერსთეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია ან კრუნჩხვითი შეტევა.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

რელიუმისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, ისეთი სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად რელიუმი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ რელიუმის ოპიოიდებთან ერთდროული დანიშვნა, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტი 3. როგორ მივიღოთ პრეპარატი რელიუმი).

Pპაციენტები უნდა იყვნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამასთან მკაცრად რეკომენდებულია, რომ პაციენტებს და მათ მომვლელებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აცნობონ მსგავსი სიმპტომების შესახებ (გამოვლენის შემთხვევაში).

ანტეგრადული ამნესია

პრეპარატმა რელიუმმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თერაპიული დოზებით გამოყენებისას, ხოლო მისი გამოვლენის რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში. ამნეზიის სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს სიტუაციისადმი შეუსაბამო მოქმედება. ანტეგრადული ამნეზია უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში და ამიტომაც მისი განვითარების რისკის შესამცირებლად, პაციენტს უნდა ჰქონდეს 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობები.

პარადოქსალური რეაქციები

პრეპარატმა რელიუმმა, ასევე ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა მოძრაობის დარღვევა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესია, ვერაგობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაცია, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები მნიშვნელოვნად ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პაციენტების სპეციფიური ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატი რელიუმის უფრო დაბალი დოზების გამოყენება გვერდითი მოქმედებების გაძლიერების საშიშროების გამო, ძირითადად ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის მხრივ (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის, თირკმლის უკმარისობით ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობით, პრეპარატი რელიუმის გამოყენების წინ უნდა აცნობოთ ექიმს ამ დაავადებების შესახებ.

გამოყენება დეპრესიის დროს

სამკურნალო პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიური დაავადებების შესახებ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ენდოგენური დეპრესიის ან შფოთვის სინდრომი, რაც დაკავშირებულია დეპრესიასთან ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად. მხოლოდ პრეპარატი რელიუმის გამოყენება დეპრესიის მქონე პაციენტებში იწვევს დეპრესიის სინდრომების გაძლიერებას, მათ შორის სუიციდური აზრებისას.

Aალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე ამ მავნე ჩვევების შესახებ. პაციენტების ამ ჯგუფში მიჩვევის და წამალთდამოკიდებულების განვითარების ალბათობა მაღალია, ამიტომ ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი რელიუმი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

სამკურნალო პრეპარატმა რელიუმმა პორფირიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. პორფირიით დაავადებულმა პაციენტებმა პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამ დაავადების შესახებ.

გლაუკომით დაავადებულმა პაციენტებმა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმისას, პრეპარატი რელიუმის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ოკულისტს კონსულტაციისათვის.

პრეპარატი რელიუმით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ექიმი მოითხოვს პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარებას (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციონალურ ანალიზს.

პრეპარატი რელიუმით მკურნალობის პერიოდში და კიდევ 3 დღე მისი დასრულებიდან არ უნდა გამოიყენოთ არანაირი სპირტიანი სასმელები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები აღინიშნებოდა წარსულშიც.

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში.

ლაქტაციის პერიოდი

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ თუ აუცილებელი გახდება პრეპარატის დანიშვნა უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარტი რელიუმის მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღის განმავლობაში მისი დასრულებიდან არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი და არ იმუშაოთ მოძრავ მექანიზმებზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი შესაძლოა შეზღუდული იყოს ძილიანობის, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ან სხვა გვერდითი მოქმედებების გამო, რაც ამცირებს ყურადღების კონცენტრირებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი რელიუმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატების გამოყენება რელიუმთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომლებიც მიიღეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც:

დიაზეპამის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ზეგავლენას აძლიერებენ შემდეგი საშუალებები: ფსიქოტროპული პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეზიურები, ანტიდეპრესანტები, მაო-ინჰიბიტორები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, საძილე, სედაციური პრეპარატები, სედაციური მოქმედების ანტიჰისტამური პრეპარატები.

ნარკოტიკული ანალგეზიურების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატული ეიფორია, რამაც შესაძლოა სწრაფად განავითაროს წამალთდამოკიდებულება.

დიაზეპამით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ მოქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქო-მოძრაობის აღგზნება, აგრესიული საქციელი, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.

იზონიაზიდი, ერიტრომიცინი, დისულფირამინი, ციმეტიდინი, ფლუვოქსამინი, ფლუოკსიტინი, ომეპრაზოლი, პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები აფერხებენ დიაზეპამის ბიოტრანსფორმაციის პროცესებს (ამცირებენ დიაზეპამის კლიერენსს), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების პოტენცირება.

რიფამპიცინი, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი, აჩქარებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს (ზრდის დიაზეპამის კლიერენსს) და ასუსტებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. მსგავსი მოქმედება დიაზეპამის მეტაბოლიზმზე შესაძლოა მოახდინოს თეოფილინმა და თამბაქოს მოწევამ.

დიაზეპამის გამოყენებამ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპრატებთან ერთად პაციენტებში შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოქმედება და ტოქსიურობა, განსაკუთრებით გიდანტოინის ან ბარბიტურატების წარმოებულების ჯგუფის პრეპარატების შემთხვევაში, ასევე კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ამ ნივთიერებებს. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა დოზირების შერჩევისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში.

დიაზეპამი ურთიერთქმედებაში შედის ლევოდოპასთან (ხელს უწყობს მისი მოქმედების დასუსტებას), ფენიტოინთან და პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონუსს (მათი მოქმედების გაძლიერებით).

  • ოპიოიდები

სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები, მაგალითად რელიუმი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და სიკვდილის რისკს ცნს-ზე დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი ეფექტის გამო. მათი კომბინირებული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს.

  • პრეპარატი რელიუმის გამოყენების წესი.

პრეპარატი რელიუმი მიიღეთ ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები

შფოთვისა და მოუსვენრობის მდგომარეობა: 5-10 მგ დღე-ღამეში 1-2 დაყოფილ დოზად.

ალკოჰოლური აბსტინენციის გამოვლენის სინდრომი: 30 მგ-მდე დღე-ღამეში დაყოფილ დოზებად, საშუალოდ 10 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ალკოჰოლური ფსიქოზი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ დღე-ღამეში (აუცილებელია შესაძლო სუნთქვის დარღვევის კონტროლი).

უძილობა: 5-10 მგ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

კუნთების სპასტიური მდგომარეობა: 5-15 მგ დღეღამეში დაყოფილ დოზებად, რთულ შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შესაძლებელია 60 მგ-მდე.

ბავშვები

ბავშვებში დიაზეპამის 5 მგ-იანი ტაბლეტები არ გამოიყენება, იმის გამო, რომ შეუძლებელია ზუსტი დოზირების შერჩევა (ტაბლეტის დაყოფა).

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზის ნახევარს.

პაციენტები თირკმლისა და (ან) ღვიძლის უკმარისობით

უნდა დაიცვათ სიფრთხილე ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება. დოზა შეირჩევა ექიმის მიერ, ინდივიდუალურად ყოველი პაციენტებისათვის, დაზიანებული ორგანოს უკმარისობის ხარისხის შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალობის მეთოდი და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.

თუ პრეპარატი მიიღება ხანგრძლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ არ შეიძლება მისი მიღების სწრაფი შეწყვეტა. ყოველთვის თანდათან შეამცირეთ დოზა ექიმის კონტროლის ქვეშ. პრეპარატის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის და ხასიათის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. განსაკუთრებულად სახიფათოა მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ და დიაზეპამის საშუალოზე მაღალი დოზირებით გამოყენებისას. მოხსნის სიმპტომები ასეთ შემთხვევაში უფრო გამოხატულია.

თუ მკურნალობის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ პრეპარატი მასზე ძლიერ ან სუსტ მოქმედებას ახდენს, უნდა მიმართოს ექიმს.

პრეპარატი რელიუმის ჭარბი დოზით მიღება

დიაზეპამის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გონების მოშლა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გაურკვეველი მეტყველება. რთული მოწამვლისას შესაძლოა გამოვლინდეს: ატაქსია, ჰიპოტონია, კუნთების სისუსტე, სუნთქვის დარღვევა, კომა და სიკვდილი.

პრეპარატის ჭარბი დოზირებით Mმიღებისას აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარტი რელიუმის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ არ მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით, აუცილებლად მიიღეთ ის გახსენებისთანავე (თუ მომდევნო დოზის მიღებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი) ან განაგრძეთ პრეპარტის მიღება რეგულარულად.

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედებები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, რელიუმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი მოქმედებების გამოვლენა და მათი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე, როგორც წესი მსუბუქი ხასიათისაა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

დარღვევები გულის მხრივ: ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის შემადგენლობის მორფოლოგიური დარღვევები.

ნევროლოგიური დარღვევები: ძილიანობა, რეაქციის შენელება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში, ხანდაზმულებში და როგორც წესი ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევებში, დოზირების შესაბამისი შემცირება ჩვეულებრივ ამცირებს მათ გამოხატვას და სიხშირეს.

ხანდახან, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდ დოზებში, შესაძლოა განვითარდეს დიზარტრია მეტყველების დარღვევით და არასწორი წარმოთქმით, მეხსიერების დარღვევა და ლიბიდოს დარღვევა.

ოფთალმოლოგიური დარღვევები: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, დისპეპსიური მოვლენები, იშვიათად პირის სიმშრალე.

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა: უმადობა.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება.

ზოგადი დარღვევები და რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გონების დაკარგვა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თანმდევი სიყვითლით.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ფსიქიური დარღვევები:

პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოძრაობითი მოუსვენრობა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს თერაპიული დოზებით დიაზეპამით მკურნალობისას. პრეპარატის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს, წამლის დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.

დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს არსებული არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში რელიუმით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოაღნიშნული ან სხვა არასასურველი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პრეპარატი რელიუმის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთY შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადა. არ გამოიყენოთ პრეპარატი რელიუმი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

დამზადებულია პოლონეთში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა