პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დიაზეპამი-ზნ

DIAZEPAM-ZN

რეცეპტით5მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

მწვავე შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობები, მათ შორის ალკოჰოლური ფსიქოზები აბსტინენციის გამოვლინებებით; დელირია; ეპილეფსიური სტატუსი, ტეტანუსი, კუნთების სპაზმები ნეიროდეგენერაციული დაავადებებისას, მათ შორის ხერხემლის ტრავმის, წელკავის, კისრის რადიკულიტის დროს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042324
რეგისტრირებულია
7 ნოემბერი 2024, მოქმედებს 7 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიაზეპამი-ზნ და სხვა წამალი ერთად

დიაზეპამი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მწვავე შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობები, მათ შორის ალკოჰოლური ფსიქოზები აბსტინენციის გამოვლინებებით; დელირია; ეპილეფსიური სტატუსი, ტეტანუსი, კუნთების სპაზმები ნეიროდეგენერაციული დაავადებებისას, მათ შორის ხერხემლის ტრავმის, წელკავის, კისრის რადიკულიტის დროს; პრემედიკაცია ანესთეზიოლოგიაში ოპერატიული ჩარევებისას და რთულ დიაგნოსტიკურ პროცედურებში; ეკლამფსია ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის.

ინიშნება ვენაში ნელი ჭავლური შეყვანით (არაუმეტეს 1მლ/წთ) ან საწვეთურით, ან ღრმა კუნთქვეშა შეყვანით. პრეპარატის ვენაში შეყვანის სიჩქარე ბავშვებისათვის, უნდა იყოს 0.5მლ 30 წამის განმავლობაში. დიაზეპამის 100მგ (დიაზეპამის 10 ამპულა) საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, მასში ზავდება 500მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი.

ერთჯერადი დოზა, მიცემის სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, `მინიმალური საკმარისობის~ წესის გათვალისწინებით. გადაუდებელ მდგომარეობებში, რეკომენდირებულია, რომ დიაზეპამის შეყვანა შეძლებისდაგვარად მოხდეს ვენაში. ერჯერადი დოზაა 10-20მგ, პაციენტის ასაკისა და დაავადების მდგომარეობის-და მიხედვით.

მწვავე შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობები

ზრდასრულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნება ვენაში ან კუნძთი შეყვანით, 1-12მლ (5-10მგ) დოზით.

აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი განმეორებით შეიყვანება იგივე დოზით, 3-4 საათის შემდეგ.

ალკოჰოლური დელირიის შემთხვევაში, საწყისი დოზაა 2მლ (10მგ) ვენაში, შემდეგ 1-2მლ (5-10მგ) ყოველ 3-4 საათში ერთხელ, მწვავე სიმპტომების გაქრობამდე. შესაძლებელია მხარდამჭერი შეყვანა საწვეთურით, 2.5-5მგ/სთ სიჩქარით. უდიდესი ერთჯერადი დოზა შეადგენს 30მგ-ს, უდიდესი დღიური დოზა კი – 70მგ-ს.

ეპილეფსიური სტატუსი

ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 1-2 მლ (5-10მგ) დოზა ვენაში ნელი შეყვანით. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 10-15 წუთში, მანამ, სანამ დოზის საერთო მოცულობა არ მიაღწევს 6მლ-ს (30მგ-ს). ახალშობილებს (დაბადებიდან 30 დღის შემდეგ) და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნება 0.04-0.1მლ/კგ (0.2-0.5მგ/კგ) დოზა ვენაში შეყვანით. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა განმეორებით შეიყვანება ვენაში 10-15 წუთის შემდეგ. 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის ინიშნება 0.2მლ/კგ (1მგ/კგ) დოზა ვენაში. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა განმეორებით შეიყვანება 10-15 წუთის შემდეგ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დიაზეპამის ერთჯერადი შესაყვანი დოზა არ უნდა იყოს 5მგ-ზე მეტი, 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის კი დიაზეპამის დოზამ არ უნდა გადაამეტოს 10 მგ-ს.

კუნთების სპაზმები ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ხერხემლის ტრავმის შემთხვევაში

ზრდასრული პაციენტების დოზააა 2-4მლ (10-20მგ) ნელი შეყვანით ვენაში ან კუნთში. ახალშობილებს და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნება 0.2-0.4მლ (1-2მგ) დოზა ვენაში ან კუნძთში შეყვანით, 5 წლის ასაკის ზემოთY კი 1-2მლ (5-10მგ). აუცილებლობის შემთხვევაში ინექცია მეორდება 3-4 საათის შემდეგ, პრეპარატი კი პაციენტს უკვე მიეცემა ტაბლეტის სახით. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დიაზეპამის ერთჯერადი შესაყვანი დოზა არ უნდა იყოს 5მგ-ზე მეტი, 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი დიაზეპამის დოზამ არ უნდა გადაამეტოს 10 მგ-ს.

ტეტანუსი

საწყისი დოზააა 2მლ (10გ) ნელი შეყვანით ვენაში ან კუნთში, შემდეგ კი გადავდივართ პრეპარატის შეყვანაზე ვენაში საწვეთურით, 5-15 მგ/სთ სიჩქარით

კუნთების პერიფერიული წარმოშობის სპაზმები (წელკავი, კისრის რადიკულიტი)

ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 2-4მლ (10-20მგ) დოზა კუნთში, მწვავე სინდრომების გაქრობამდე. შემდეგ თერაპია გრძელდება ტაბლეტების ფორმით.

ანესთეზიოლოგია, ქირურგია

პრემედიკაციისათვის, ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 2-4მლ (10-20 მგ) დოზა კუნთში შეყვანით, ოპერაციის წინა საღამოს, 1-2მლ (5-10მგ) კუნთში ან ვენაში ნელი შეყვანით – 30-60 წუთის განმავლობაში ოპერაციამდე ან უშუალოდ ოპერაციის წინ. ოპერაციის შემდეგ შეიყვანება 1-2მლ (5-10მგ) დოზა კუნთში. ხანმოკლე ნარკოზული ძილის მისაღწევად თერაპიული და ქირურგიული ჩარევებისას (მცირე ქირურგიული ოპერაციები, ამოვარდნები, მოტეხილობები, დიაგნოსტიკური ღონისძიებები) ზრდასრულ პირებს ენიშნება 2-6მლ (10-30მგ) დოზა ვენაში ნელი შეყვანით, ბავშვებს – 0,2-0,4 მლ/კგ (1-2მგ/კგ) დოზა. დოზები დგინდება ინდივიდუალურად. შეყვანა იწყება 5მგ-დან, შემდეგ დამატებით შეიყვანება 2,5მგ. დოზის თითოეული შეყვანის შემდეგ, 30 წამის განმავლობაში ხდება დაკვირვება პაციენტის რეაქციაზე. პტოზის წარმოშობისას, პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის უნდა შეწყდეს.

ეკლამფსია ორსულობის დროს

ინიშნება ვენაში ნელი შეყვანით 1-2მლ (5-10მგ) დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში, ვენაში შეყვანა გრძელდება საწვეთურით (100მგ-მდე დღეში)

ბავშვები. დიაზეპამის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეიძლება, თუკი სავარაუდო სარგებელი პოტენციურ რისკს აჭარბებს.

რამდენადაც პრეპარატი შეიცავს ეთანოლი 96%-ს ამიტომ იგი ბავშვებს ენიშნება სიფრთხილის დაცვით.

უკუჩვენებები

მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გლაუკომას მწვავე შეტევა (გლაუკომას ღია კუთხიანი ფორმის შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას შესაბამის მკურნალობასთან ერთად), მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და სედატიური საშუალებები, მძიმე ფსევდოდამბლური მიასტენია, აპნოეს ეპიზოდები ძილის დროს, ნარკოტიკული დამოკიდებულება (მწვავე აბსტინენციური სინდრომის გარდა), გამოხატული ქრონიკული ჰიპერკაპნია, დახურულ-კუთხიანი გლაუკომა, მიასტენია, ქრონიკული ფსიქოზები, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ფსიქოტროპული საშუალებები, შოკი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფობიები და აკვიატებული მდგომარეობები, მწვავე პორფირია.

ახალშობილებსა და დღენაკლული ჩვილებში არ გამოიყენება.

დიაზეპამი არ შეიძლება გამოვიყენოთ მონოთერაპიის სახით დეპრესიული ან შფოთვითი მდგომარეობების მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება განუვითარდეთ სუიციდური ხასიათის ქცევები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში, გარანტირებული იქნება გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.

ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დარღვევების პაციენტებში, პრეპარატის საწყისი დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს, ხოლო ასეთი პაციენტებისათვის პრეპარატის ვენაში შეყვანისას განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება სომნოლენცია და გონების დაკარგვა გამოიწვიოს.

ეპილეფსიის სტატუსის მკურნალობისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კრუნჩხვების განახლების შესაძლებლობა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპმის დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობნდნენ ცენტრალური მოქმედების პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორებს, ანტიკოაგულანტებს, გულის გლიკოზიდებს.

სუნთქვის ქრონიკული უკმარისობისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პაციენტების მკურნალობისას, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება

თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებისათვის დოზის შემცირება საჭირო არ არის, რადგან ამ შემთხვევაში დიაზეპამის ნახევარგამოყოფოს პერიოდი არ იცვლება.

შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობებისას, დიაზეპამის გამოყენება მონოთერაპიის სახით, რეკომენდირებული არ არის სუიციდური მცდელობების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შესაძლოა წარმოიშვას ამნესია.

ამნეზიის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისათვის აუცილებელია 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობების უზრუნველყოფა.

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს წამალდამოკიდებულება. იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდნენ და/ან ღებულობდნენ მაღალ დოზებს, დიდია ნარკომანიის წარმოშობის რისკი, განსაკუთრებით კი ისეთ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლური სასმელებით ან წამლებით ბოროტად სარგებლობაზე. ბენზოდიაზეპინებზე ფიზიკური დამოკიდებულების წარმოშობის შემდეგ, პრეპარატის მიცემის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი: თავისა და კუნთების ტკივილი, ფობია, შიშის გრძნობა, მომეტებული შფოთიანობა, აგზნებადობა, დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობები, დაბნეულობა და გაღიზიანება.

მძიმე შემთხვევებში – დერელიზაცია (გარემომცველი სამყაროს აღქმის დარღვევა), დეპერსონალიზაცია, კიდურების გაუხეშება და მომეტებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურისა და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები ან ეპილეფსიური შეტევები, შესაძლოა აღინიშნოს რეალობის გრძნობის დაკარგვა ან დაბნეულობა, პარესტეზია, სინათლისადმი შიში, მომეტებული მგრძნობელობა ხმების, შეხების მიმართ, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვითი შეტევები. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ვენაში შეყვანის გზით, მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, აუცილებელია, რომ დოზა თანდათანობით შემცირდეს.

უძილობისა და შფოთიანობის სიმპტომების აღდგენა. დიაზეპამით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს რიკოშეტის ფენომენის წარმოშობას, რომელიც ვლინდება მდგომარეობის გამწვავებით და სიმპტომების (განწყობილების ცვლილებები, შფოთვა, ძილის დარღვევები, მღელვარება) სწრაფი რედუცირებით. რიკოშეტის ფენომენის/მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარდ მოკლე, ჩვენებების გათვალისწინებით, მაგრამ უძილობის შემთხვევაში, მან არ უნდა გადაამეტოს 4 კვირას, შფოთიანობისას - 8-12 კვირას პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების პერიოდის ჩათვლით. მკურნალობის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის გულდასმით შესწავლის შემდეგ. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მკურნალობის დაწყებისა და ხანგრძლივობის, აგრეთვე პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. ამას გარდა, პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ შესაძლოა წარმოიშვას აბსტინენციის სინდრომი მღელვარების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით – პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის დოზების მიღებებს შორის პერიოდებში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პაციენტს მაღალი დოზები ეძლევა. აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკის გამო, ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, მათი დოზის შეცვლა რეკომენდირებული არ არის.

ტოლერანტობა. ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების, კერძოდ კი დიაზეპამის, რეგულარულმა მიღებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება მათი ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს.

ამნეზია. გასათვალისწინებელია, რომ ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტეროგრადული ამნეზია გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენებისას, მისი რისკი კი იზრდება მაღალი დოზების შემთხვევაში. ამნეზიური ეფექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს არაადეკვატურ ქცევასთან.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები. ხანდაზმულ (65 წელზე მეტი ასაკის) და დასუსტებულ პაციენტებს ეს პრეპარატი შემცირებული დოზებით უნდა მიეცეს. პრეპარატის მიორელაქსაციური ეფექტის გამო, ამ ჯგუფის პაციენტებში არსებობს დაცემისა და მოტეხილობების რისკი. ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება დააყოვნონ პაციენტების ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელება სიმპტომების კომპლექსისაგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ახლობელი ადამიანის დაკარგვით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპამის ვენაში შეყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული პაციენტებისა და გულის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, რადგან შესაძლოა წარმოიშვას აპნოე და (ან) მოხდეს გულის გაჩერება. დიაზეპამის გამოყენება ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული მოქმედების მქონე სხვა ნივთიერებებთან ერთად, ამაღლებს ცირკულატორული დეპრესიის ან სასუნთქი ცენტრის აპნოემდე დათრგუნვის რისკს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას რეანიმაციული კომპლექტი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აღჭურვილობის ჩათვლით.

ბენზოდიაზეპინებისა და მსგავსი მოქმედების პრეპარატების მიცემა თირკმლის მწვავე უკმარისობისა და ღვიძლის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება დააჩქარონ ღვიძლის ენცელოპათიის განვითარება. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პაციენტებისათვის დოზები უნდა შემცირდეს.

1მლ პრეპარატი შეიცავს 100მგ ეთანოლს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დიაზეპამის დანიშვნისას ბავშვებისა და რისკის ჯგუფის (ღვიძლის დაავადებების, ეპილეფსიური პაციენტები) ზრდასრული პაციენტებისათვის.

დიაზეპამით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ კიდევ 3 დღის განმავლობაში, პაციენტმა არანაირი ალკოჰოლური სასმელი არ უნდა მიიღოს.

მიღება ალკოჰოლთან / ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან ერთად

დიაზეპამით მკურნალობისას ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების მიღება არ შეიძლება. ეს კომბინაცია აძლიერებს ბენზოდიაზეპინების კლინიკურ ეფექტებს, მათ შორის მძიმე სედატიურ ეფექტს, რომელიც კლინიკურად უკავშირდება სასუნთქი და/ან გულ-სისხლძარღვთა დეპრესიების მკურნალობას.

დიაზეპამის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული პაციენტებისათვის, გარდა აბსტინენციის სინდრომის გამწვავების პერიოდისა.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას წარმოშობილის მსგავსი სიმპტომები.

დაბალი ან ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას, დაცული უნდა იქნას სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომები. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის რეკომენდირებული არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ასევე დიალიზზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტისდათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 15მგ-ს დღეში.

ბენზოდიაზეპინებისა და მსგავსი პრეპარატების მიცემა ფსიქოზური პაციენტებისათვის, რეკომენდირებული არ არის.

გამოყენება დეპრესიის დროს

დეპრესიების ან შფოთვითი მდგომარეობების მკურნალობისას, ბენზოდიაზეპინების გამოყენება მონოთერაპიის სახით, არ შეიძლება. ასეთ პაციენტებს შეიძლება წარმოეშვას სუიციდური მიდრეკილებები. ჭარბი დოზის წინასწარგანზრახულად მიღების შესაძლებლობების გამო, ასეთ პაციენტებს ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები ენიშნება შეძლებისდაგვარად მცირე დოზით.

ენდოგენური დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვითი სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის, ექიმმა რამდენიმე პრეპარატი უნდა დანიშნოს ერთდროულად. ამ პრეპარატის გამოყენებამ დეპრესიულ პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის სიმპტომების გაძლიერება, კერძოდ კი სუიციდური ფიქრები.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები აუცილებლად დიდი სიფრთხილით ეძლევა ანამნეზში წამლებზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პაციენტებს. დიაზეპამით მკურნალობისას ასეთი პაციენტები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან ისინი განეკუთვნებიან წამლის შეჩვევისა და ფსიქიკური დამოკიდებულების რისკის ჯგუფს.

დიაზეპამი აუცილებელად დიდი სიფრთხილის დაცვით ეძლევა პორფირიის პაციენტებს. დიაზეპამის გამოყენებამ შეიძლება ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება გამოიწვიოს.

ბენზოდიაზეპამის გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, აღნიშნულია პარადოქსალური რეაქციები, როგორებიცაა მოძრაობითი აგზნებადობა, აგრესიულობა, ბოდვა, ბრაზიანობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, არაადეკვატური ქცევები და აღქმის სხვა დარღვევები. ამგვარი სიმტომების წარმოშობისას, პაციენტისათვის პრეპარატის მიცემა აუცილებლად უნდა შეწყდეს.

ბენზოდიაზეპინები არ არის რეკომენდირებული პირველადი ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანტიფსიქოზური საშუალებები

შეიძლება ამაღლდეს ზოტეპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. დაფიქსირებულია მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის, კოლაფსის, გონების დაკარგვის, სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევები, სუნთქვის ხანგრძლივი შეჩერების რისკი ლეტალური შედეგით პაციენტებში, რომლებიც ბენზოდიაზეპინსა და კლოზაპინს ღებულობენ. ასევე აღნიშნულია ნერწყვის მომატებული სეკრეციის შემთხვევები. კლოზაპინით მკურნალობა სიფრთხილის დაცვვით უნდა დაიწყოს პაციენტრებში, რომლებიც დიაზეპამს ღებულობენ. არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და სუნთქვის დათრგუნვის მომატებული რისკი ბენზოდიაზეპინების მიცემისას ოლანზიპინის კუნთში შეყვანის დროს.

ნატრიუმის ოქსიბატი

თავი უნდა შევიკავოთ ნატრიუმის ოქსიბატის (გამა-ჰიდროქსიბუტირატი, GHB) და ბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიცემისაგან პაციენტებისათვის, რადგან ბენზოდიაზეპინები ამაღლებენ ამ ნივთიერების ზემოქმედებას.

ანტიბაქტერიული საშუალებები

დიაზეპამის მეტაბოლიზმი შეიძლება შეანელოს იზონიაზიდმა, უფრო ნაკლები ხარისხით კი – ერითრომიცინმა. დიაზეპამის გავლენა შეიძლება ამაღლდეს და გახანგრძლივდეს. თირკმლის ისეთმა ძლიერმა ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი, შეიძლება აამაღლონ დიაზეპამის კლირენსი.

ანტივირუსული საშუალებები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ამპრენავირისა და რიტონავირის ერთდროული მიცემა პაციენტებისათვის, რადგან ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ ბენზოდიაზეპინების კლირენსი და მოახდინონ მათი ეფექტების პოტენცირება, აგრეთვე გაზარდონ ჭარბი სედატიური ეფექტისა და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

დიაზეპამის ზემოქმედება შეიძლება ამაღლდეს აზოლურ გუნგიციდებთან – ვერიკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან ერთად მიცემის ფონზე, რადგან ისინი თრგუნავენ ღვიძლის იზოფერმენტებს CYP2C19, CYP2C9 და CYP3A4, და უფრო ნაკლები ხარისხით ამაღლდეს იტრაკონაზოლის ძლიერი ინჰიბიტორის CYP3A4-ის ფონზე.

ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები

დიაზეპამის მიცემამ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. სედატიური ეფექტის გაძლიერება შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენებით ალფა-ბლოკატორბთან ან მოკსონიდინთან ერთად.

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები

დიაზეპამის მიცემამ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად, როგორებიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, ანქსიოლიტიური/ძილისმომგვრელი საშუალებები, სედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატები, ალკოჰოლი, ნეიროლეპტიკური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებელი და ანესთეზიოლოგიური საშუალებები, შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტის გაძლიერება ან სუნთქვის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედების დათრგუნვა.

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები

დაიზდეპამს შეუძლია როგორც გაზარდოს, ისე შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამიტომ, საჭიროა პაციენტის ზედამხედველობა ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მხრივ. ფენიტოინსა და კარბამაზეპინს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. დიაზეპამისა და ბარბიტურატების ერთდროულმა მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტის გაძლიერება ან სუნთქვის დათრგუნვა. დიაზეპამისა და ნატრიუმის ვალპროატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება აამაღლოს დიაზეპამის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ასევე გააძლიეროს მისი სედატიური ეფექტი.

ანტიდეპრესანტები

ფლუვოქსამინის მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაღლდება ზოგიერთი ბენზოდიაზეპინის კონცენტრაცია. სეროტონინის რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტების ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და დიაზეპამის ერთდროულმა მიცემამ შეიძლება შეასუსტოს ფსიქომოტორული რეაქციის ყურადღება და ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რთული ამოცანების (მაგალითად ავტოტრანსპორტის მართვის) შესრულების შესაძლებლობებზე.

ალკოჰოლი

დიაზეპამის სედატიური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს მისი გამოყენებისას ალკოჰოლთან ერთად, ეს გარემოება კი უარყოფითად ზემოქმედებს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

კუჭის წვენის სიმჟავის შემამცირებელი სამკურნალწამლო საშუალებები

ციმეტიდინმა, ომეპრაზოლმა და ეზომეპრაზოლმა შეიძლება დათრგუნოს დიაზეპამის მეტაბოლიზმი, რაც ამაღლებს მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

დისულფირამი

დისულფირამმა შეიძლება დათრგუნოს დიაზეპამის მეტაბოლიზმი, რაც მისი სედატიური ეფექტის გაძლიერებას იწვევს.

ლევოდოპი

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტაგონისტურად იმოქმედოს ლევოდოპის ეფექტზე.

თეოფილინი

თეოფილინმა შეიძლება შეამციროს ბენზოდიაზინების ეფექტი.

ძვლოვანი მუსკულატურის რელაქსანტები

დიაზეპამისა და ბაკლოფენის ან ტიზანიდინის ერთდროულმა მიცემამ შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის სედატიური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცნობები ორსული ქალებისათვის დიაზეპამის გამოყენების შესახებ, შეზღუდულია. ამიტომ, ორსულობის პეროდში ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

თუ პრეპარატი ენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მათ უნდა აცნობონ ექიმს მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, თუკი პაციენტი დაფეხმძიმდა, ან ვარაუდობს, რომ დაფეხმძიმდა.

თუ აუცილებელი ხდება გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება დიაზეპამის მაღალი დოზების მიცემით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობისას, ამან შეიძლება ისეთი გავლენები იქონიოს ახალშობილზე, როგორიცაა გადაცივება, ჰიპოტონია (თანდაყოლილი ამიოტონია), გულის რითმის დარღვევა, სუსტი წოვითი რეფლექსი და სუნთქვის ზომიერი დეპრესია, რაც დაკავშირებულია დიაზეპამის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან.

ამას გარდა, ახალშობილებს და დედებს რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდნდენ ბენზოდიაზეპინებით ორსულობის ბოლო სტადიებზე, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება, ამასთანავე, არსებობს წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომების წარმოქმნის რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

დიაზეპამი ორსულ ქალებს ენიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი რისკს აჭარბებს.

ძუძუთი კვების პერიოდი

დიაზეპამი აღწევს მკერდის რძეში, ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

დიაზეპამმა შეიძლება შეამციროს მოძრობითი და ფსიქიური რეაქციები, ამოტომ, ამ პრეპარატის მიღების დღეს ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება. მღელვარება, ამნეზია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და კუნთების სისუსტე უარყოფითად ზემოქმედებს ტრანსპორტის მართვასა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურებაზე.

ამ პრეპარატით მკურნალობისას არასაკმარისი ძილის და ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მატულობს ყურადღების მოდუნების ალბათობა.

პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის დასრულებიდან სამი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები

პრეპრატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. პრეპარატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა მისი ხანგრძლივი დოზით მიღების შემდეგ, წამლის მოხსნის სინდრომს იწვევს.

ვენაში შეყვანისას შეიძლება პაციენტს დაეწყოს სლოკინი, ვენაში სწრაფი შეყვანისას - სისხლძარღვების კედლების გაღიზიანება და თრომბოფლებიტის განვითარება. ადგიოლობრივი რეაქციების შემცირების მიზნით, პრეპარატი შეიყვანება მსხვილ ვენებში იდაყვის მოხრის არეში. პრეპარატის ექსტრაზონალური მოხვედრა ყველა შემთხვევაში უნდა იქნას თავიდან აცილებული.

ამ პრეპარატის შეყვანამ კუნთში, შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზას აქტიურობის მომატება. კუნთში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის ადგილის შეწითლება და სპორადული მგრძნობელობა.

ზოგადი დარღვევები და ჩხვლეტის ადგილის დაზიანებები. დაღლილობა, საერთო სისუსტე, ძილიანობა, მოთენთილობა, თავბრუსხვევა, მოძრაობების შენელებული რეაქციები, დეზორიენტაცია, ატაქსია, აკომოდაციის დარღვევა, გუნება-განწყობილების გაუარესება, ყურადღების დაქვეითება, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღნიშნულია დაცემისა და მოტეხილობების მომეტებული რისკი, ფლებიტი, ფლებოთრომბოზი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა (პრეპარატის სწრაფი შეყვანისას ვენაში), გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, გულისცემის აჩქარება, ცალკეულ შემთხვევებში – გულის გაჩერება, ორთოსტატიკური კოლაფსი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: აპნოე, სუნთქვის სიხშირის კლება, დისპონე, რესპირატორული სისტემის დათრგუნვა (პრეპარატის სწრაფი შეყვანისას ვენაში), სუნთქვის უკმარისობა;

ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევა (გაორება ან არამკაფიო მხედველობა), ძილიანობა და კუნთების სისუსტე, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფის შენელება, ტრემორი, ანტეროგრადული ამნეზია, დაბნეულობა, ვერტიგო, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება.

ფსიქიკის მხრივ: ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, ემოციური რეაქციების შემცირება, დეპრესია, მეტყველების დარღვევები (კერძოდ - დისართრია), გაღიზიანება, ძილის დარღვევები, აგრესიულობა, ბოდვა, გაბრაზება, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები (ზოგჯერ – სექსუალური ხასიათის), ფსიქოზები, ქცევითი დარღვევები, დელირიები კრუნჩხვითი შეტევები, სუიციდური მიდრეკილება. პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: თერაპიის შეწყვეტისას – წამლის მოხსნის სინდრომი ან რიკოშეტის ფენომენი. აღწერილია ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევები (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები”).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ქსეროსტომია ან ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ბოყინი, სლოკინი, გაუვალობა, მადის დაქვეითება, კოლიკები, პირის სიმშრალე, პირღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის ფერმეტების დონის მომატება, სიყვითლე.

ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები: ტრანსამინაზასა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები კანის ჰიპერემიის, განზე გამონაყარის, ქავილის სახით. ბრონქოსპაზმები, ლარინგოსპაზმები, ანაფილაქტიკური შოკი, მომეტებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქტიკური რეაქციები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის ცვლილებები, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აღწერილია ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, მათ შორის მეტაბოლური აციდოზის, ანიონური სიდიდის ინტერვალის მომატებისა და ოსმოსური ჰიპერტონიის, როგორც პროპილენგლიკოლის ტოქსიკური მოქმედების შედეგის, შემთხვევები.

ამ სიმპტომების გამოვლენისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები. მკვეთრი შენელებული ქმედებები, ზედმეტი ძილიანობა, ღრმა და ხანგრძლივი ძილი, ნისტაგმი, აპნოე, გულისა და რესპირატორული სისტემების დათრგუნვა, პარადოქსალური აგზნებადობა, ბრადიკარდია, რეაქციების შესუსტება ტკივილურ გაღიზიანებებზე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დიზართრია, არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, კიდურების რიგიდულობა ან კლონიკური შეძაგძაგება, რეფლექსების დათრგუნვა, ხანმოკლე გონებრივი დარღვევები კომაში გადასვლით, შესაძლო ლეტალური შედეგით.

დოზის უმნიშვნელო გადაჭარბების სიმპტომები: ცნობიერების დარღვევები, ძილიანობა, ლეტარგია, დაბნეულობა, რეფლექსების დაქვეითება ან პარადოქსალური დათრგუნვა.

მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება სიმპტომატური თერაპია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების გამტარობა, გულის შეკუმშვების სიხშირის, არტერიული წნევისა და ტემპერატურის კონტროლი, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედების მხარდამჭერი ზომები. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაკონტროლდეს არტერიული ჰიპოტენზია ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანით ვენაში. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი ფლუმაზენილი (ვენაში) – ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების კონკურენტ ანტაგონისტს წარმოადგენს.

პაციენტები, რომლებიც ანტიდოტით თერაპიას საჭიროებენ, ექვემდებარებიან გულდასმით მონიტორინგს სტაციონარულ პირობებში. ფლუმაზენილი ფრთხილად უნდა მიეცეს ეპილეფსიურ პაციენტებს, რომლებიც ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობენ. ფსიქოტროპული აგზნების წარმოშობის შემთხვევებში, ბარბიტურატების გამოყენება არ შეიძლება

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დიაზეპამი

1მლ ხსნარი შეიცავს 5მგ დიაზეპამს

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენოქსიდი, ძმარმჟავა ყინულოვანი, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის სითხე.

შენახვის პირობები

2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეპტიკური პრეპარატები. ანქსიოლიტიკები. ბენზოდიაზეპინის წარმოებულები. ATC კოდი N05B A01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

დიაზეპამი არის ბენზოდიაზეპინის რიგის ტრანკვილიზატორი. ახდენს ანქსიოლიტიკურ, სედატიურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას, ამაღლებს ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლს, არეგულირებს ნეიროვეგეტატიურ რეაქციებს.

მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ურთიერთქმედება ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან გამა-ამინობიტური მჟავას პოსტსინაპტიკური რეცეპტორების ალოსტერულ ცენტრში ლიმბურ სისტემაში, თალამუსში, ჰიპოთალამუსსა და ზურგის ტვინის ლატერალური რქების ჩადგმულ ნეირონებში. ხელს უწყობს არხების გახსნას ქლორის იონების გასატარებლად ციტოპლაზმურ მემბრანაში, იწვევს მის ჰიპერპოლარიზაციას და ნეირონთაშორის გადაცემის დამუხრუჭებას ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის ნაწილებში.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთში შეყვანის შემდეგ, პრეპარატი არასრულად და არათანაბარზომიერად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. ვენაში შეყვანისას, ზრდასრულ პირებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 15 წუთის შემდეგ, რაც დამოკიდებულია დოზაზე. სწრაფად ნაწილდება ორგანოების ქსოვილებში, უპირველეს ყოვლისა თავის ტვინსა და ღვიძლში, გადის პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერებში და ასევე აღწევს მკერდის რძეში.

ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და ქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს: N-დიმეთილდიაზეპამს (50%), თემაზეპამს, ოქსაზეპამს. N-დიმეთილდიაზეპამი აკუმულირდება თავის ტვინში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ და გამოკვეთილ კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას. დიაზეპამის ჰიდროქსილირებული და დიმეთილირებული მეტაბოლიტები უკავშირდება გლუკურონის მჟავას და ნაღვლის მჟავებს, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებიდან. დიაზეპამი განეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების ტრანკვილიზატორებს. ვენაში შეყვანისას მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 32 საათს, N-დიმეთილდიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 50-100 საათს, თირკმლის სრული კლირენსი – 20-33მლ/წთ-ს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ სიტუაციებში

დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს ახალშობილებში, ხანდაზმული ასაკისა და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება.

პრეპარატის შეყვანამ კუნთში, შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის ამაღლება სისხლის შრატში, რომლის მაქსიმალური კონცენტაცია დაიკვირვება ინექციის შეყვანიდან 12-24 საათში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მიოკარდის ინფარქტის დიაგნოსტირებისას. პრეპარატის შეწოვა კუნთში შეყვანისას, შეიძლება ცვალებადი იყოს, განსაკუთრებით – დუნდულის კუნთებში შეყვანისას. ამიტომ, პრეპარატის ამგვარი ინექცია შეიძლება დავუშვათ მხოლოდ მისი პერორალური მიცემის ან ვენაში შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის `დიაზეპამი-ზნ”

(DIAZEPAM-ZN)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

მწვავე შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობები, მათ შორის ალკოჰოლური ფსიქოზები აბსტინენციის გამოვლინებებით; დელირია; ეპილეფსიური სტატუსი, ტეტანუსი, კუნთების სპაზმები ნეიროდეგენერაციული დაავადებებისას, მათ შორის ხერხემლის ტრავმის, წელკავის, კისრის რადიკულიტის დროს; პრემედიკაცია ანესთეზიოლოგიაში ოპერატიული ჩარევებისას და რთულ დიაგნოსტიკურ პროცედურებში; ეკლამფსია ორსულობის დროს.

უკუჩვენებები

მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გლაუკომას მწვავე შეტევა (გლაუკომას ღია კუთხიანი ფორმის შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას შესაბამის მკურნალობასთან ერთად), მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და სედატიური საშუალებები, მძიმე ფსევდოდამბლური მიასტენია, აპნოეს ეპიზოდები ძილის დროს, ნარკოტიკული დამოკიდებულება (მწვავე აბსტინენციური სინდრომის გარდა), გამოხატული ქრონიკული ჰიპერკაპნია, დახურულ-კუთხიანი გლაუკომა, მიასტენია, ქრონიკული ფსიქოზები, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ფსიქოტროპული საშუალებები, შოკი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფობიები და აკვიატებული მდგომარეობები, მწვავე პორფირია.

ახალშობილებსა და დღენაკლული ჩვილებში არ გამოიყენება.

დიაზეპამი არ შეიძლება გამოვიყენოთ მონოთერაპიის სახით დეპრესიული ან შფოთვითი მდგომარეობების მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება განუვითარდეთ სუიციდური ხასიათის ქცევები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ანტიფსიქოზური საშუალებები

შეიძლება ამაღლდეს ზოტეპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. დაფიქსირებულია მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის, კოლაფსის, გონების დაკარგვის, სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევები, სუნთქვის ხანგრძლივი შეჩერების რისკი ლეტალური შედეგით პაციენტებში, რომლებიც ბენზოდიაზეპინსა და კლოზაპინს ღებულობენ. ასევე აღნიშნულია ნერწყვის მომატებული სეკრეციის შემთხვევები. კლოზაპინით მკურნალობა სიფრთხილის დაცვვით უნდა დაიწყოს პაციენტრებში, რომლებიც დიაზეპამს ღებულობენ. არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და სუნთქვის დათრგუნვის მომატებული რისკი ბენზოდიაზეპინების მიცემისას ოლანზიპინის კუნთში შეყვანის დროს.

ნატრიუმის ოქსიბატი

თავი უნდა შევიკავოთ ნატრიუმის ოქსიბატის (გამა-ჰიდროქსიბუტირატი, GHB) და ბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიცემისაგან პაციენტებისათვის, რადგან ბენზოდიაზეპინები ამაღლებენ ამ ნივთიერების ზემოქმედებას.

ანტიბაქტერიული საშუალებები

დიაზეპამის მეტაბოლიზმი შეიძლება შეანელოს იზონიაზიდმა, უფრო ნაკლები ხარისხით კი – ერითრომიცინმა. დიაზეპამის გავლენა შეიძლება ამაღლდეს და გახანგრძლივდეს. თირკმლის ისეთმა ძლიერმა ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი, შეიძლება აამაღლონ დიაზეპამის კლირენსი.

ანტივირუსული საშუალებები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ამპრენავირისა და რიტონავირის ერთდროული მიცემა პაციენტებისათვის, რადგან ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ ბენზოდიაზეპინების კლირენსი და მოახდინონ მათი ეფექტების პოტენცირება, აგრეთვე გაზარდონ ჭარბი სედატიური ეფექტისა და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

დიაზეპამის ზემოქმედება შეიძლება ამაღლდეს აზოლურ გუნგიციდებთან – ვერიკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან ერთად მიცემის ფონზე, რადგან ისინი თრგუნავენ ღვიძლის იზოფერმენტებს CYP2C19, CYP2C9 და CYP3A4, და უფრო ნაკლები ხარისხით ამაღლდეს იტრაკონაზოლის ძლიერი ინჰიბიტორის CYP3A4-ის ფონზე.

ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები

დიაზეპამის მიცემამ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. სედატიური ეფექტის გაძლიერება შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენებით ალფა-ბლოკატორბთან ან მოკსონიდინთან ერთად.

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები

დიაზეპამის მიცემამ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად, როგორებიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, ანქსიოლიტიური/ძილისმომგვრელი საშუალებები, სედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატები, ალკოჰოლი, ნეიროლეპტიკური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებელი და ანესთეზიოლოგიური საშუალებები, შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტის გაძლიერება ან სუნთქვის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედების დათრგუნვა.

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები

დაიზდეპამს შეუძლია როგორც გაზარდოს, ისე შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამიტომ, საჭიროა პაციენტის ზედამხედველობა ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მხრივ. ფენიტოინსა და კარბამაზეპინს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. დიაზეპამისა და ბარბიტურატების ერთდროულმა მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტის გაძლიერება ან სუნთქვის დათრგუნვა. დიაზეპამისა და ნატრიუმის ვალპროატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება აამაღლოს დიაზეპამის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ასევე გააძლიეროს მისი სედატიური ეფექტი.

ანტიდეპრესანტები

ფლუვოქსამინის მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაღლდება ზოგიერთი ბენზოდიაზეპინის კონცენტრაცია. სეროტონინის რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტების ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და დიაზეპამის ერთდროულმა მიცემამ შეიძლება შეასუსტოს ფსიქომოტორული რეაქციის ყურადღება და ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რთული ამოცანების (მაგალითად ავტოტრანსპორტის მართვის) შესრულების შესაძლებლობებზე.

ალკოჰოლი

დიაზეპამის სედატიური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს მისი გამოყენებისას ალკოჰოლთან ერთად, ეს გარემოება კი უარყოფითად ზემოქმედებს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

კუჭის წვენის სიმჟავის შემამცირებელი სამკურნალწამლო საშუალებები

ციმეტიდინმა, ომეპრაზოლმა და ეზომეპრაზოლმა შეიძლება დათრგუნოს დიაზეპამის მეტაბოლიზმი, რაც ამაღლებს მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

დისულფირამი

დისულფირამმა შეიძლება დათრგუნოს დიაზეპამის მეტაბოლიზმი, რაც მისი სედატიური ეფექტის გაძლიერებას იწვევს.

ლევოდოპი

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტაგონისტურად იმოქმედოს ლევოდოპის ეფექტზე.

თეოფილინი

თეოფილინმა შეიძლება შეამციროს ბენზოდიაზინების ეფექტი.

ძვლოვანი მუსკულატურის რელაქსანტები

დიაზეპამისა და ბაკლოფენის ან ტიზანიდინის ერთდროულმა მიცემამ შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის სედატიური ეფექტი.

გამოყენების თავისებურებები

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში, გარანტირებული იქნება გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.

ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დარღვევების პაციენტებში, პრეპარატის საწყისი დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს, ხოლო ასეთი პაციენტებისათვის პრეპარატის ვენაში შეყვანისას განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება სომნოლენცია და გონების დაკარგვა გამოიწვიოს.

ეპილეფსიის სტატუსის მკურნალობისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კრუნჩხვების განახლების შესაძლებლობა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპმის დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობნდნენ ცენტრალური მოქმედების პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორებს, ანტიკოაგულანტებს, გულის გლიკოზიდებს.

სუნთქვის ქრონიკული უკმარისობისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პაციენტების მკურნალობისას, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება

თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებისათვის დოზის შემცირება საჭირო არ არის, რადგან ამ შემთხვევაში დიაზეპამის ნახევარგამოყოფოს პერიოდი არ იცვლება.

შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობებისას, დიაზეპამის გამოყენება მონოთერაპიის სახით, რეკომენდირებული არ არის სუიციდური მცდელობების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შესაძლოა წარმოიშვას ამნესია.

ამნეზიის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისათვის აუცილებელია 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობების უზრუნველყოფა.

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს წამალდამოკიდებულება. იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდნენ და/ან ღებულობდნენ მაღალ დოზებს, დიდია ნარკომანიის წარმოშობის რისკი, განსაკუთრებით კი ისეთ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლური სასმელებით ან წამლებით ბოროტად სარგებლობაზე. ბენზოდიაზეპინებზე ფიზიკური დამოკიდებულების წარმოშობის შემდეგ, პრეპარატის მიცემის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი: თავისა და კუნთების ტკივილი, ფობია, შიშის გრძნობა, მომეტებული შფოთიანობა, აგზნებადობა, დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობები, დაბნეულობა და გაღიზიანება.

მძიმე შემთხვევებში – დერელიზაცია (გარემომცველი სამყაროს აღქმის დარღვევა), დეპერსონალიზაცია, კიდურების გაუხეშება და მომეტებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურისა და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები ან ეპილეფსიური შეტევები, შესაძლოა აღინიშნოს რეალობის გრძნობის დაკარგვა ან დაბნეულობა, პარესტეზია, სინათლისადმი შიში, მომეტებული მგრძნობელობა ხმების, შეხების მიმართ, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვითი შეტევები. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ვენაში შეყვანის გზით, მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, აუცილებელია, რომ დოზა თანდათანობით შემცირდეს.

უძილობისა და შფოთიანობის სიმპტომების აღდგენა. დიაზეპამით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს რიკოშეტის ფენომენის წარმოშობას, რომელიც ვლინდება მდგომარეობის გამწვავებით და სიმპტომების (განწყობილების ცვლილებები, შფოთვა, ძილის დარღვევები, მღელვარება) სწრაფი რედუცირებით. რიკოშეტის ფენომენის/მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარდ მოკლე, ჩვენებების გათვალისწინებით, მაგრამ უძილობის შემთხვევაში, მან არ უნდა გადაამეტოს 4 კვირას, შფოთიანობისას - 8-12 კვირას პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების პერიოდის ჩათვლით. მკურნალობის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის გულდასმით შესწავლის შემდეგ. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მკურნალობის დაწყებისა და ხანგრძლივობის, აგრეთვე პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ. ამას გარდა, პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ შესაძლოა წარმოიშვას აბსტინენციის სინდრომი მღელვარების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით – პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის დოზების მიღებებს შორის პერიოდებში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პაციენტს მაღალი დოზები ეძლევა. აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკის გამო, ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, მათი დოზის შეცვლა რეკომენდირებული არ არის.

ტოლერანტობა. ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების, კერძოდ კი დიაზეპამის, რეგულარულმა მიღებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება მათი ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს.

ამნეზია. გასათვალისწინებელია, რომ ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტეროგრადული ამნეზია გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენებისას, მისი რისკი კი იზრდება მაღალი დოზების შემთხვევაში. ამნეზიური ეფექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს არაადეკვატურ ქცევასთან.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები. ხანდაზმულ (65 წელზე მეტი ასაკის) და დასუსტებულ პაციენტებს ეს პრეპარატი შემცირებული დოზებით უნდა მიეცეს. პრეპარატის მიორელაქსაციური ეფექტის გამო, ამ ჯგუფის პაციენტებში არსებობს დაცემისა და მოტეხილობების რისკი. ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება დააყოვნონ პაციენტების ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელება სიმპტომების კომპლექსისაგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ახლობელი ადამიანის დაკარგვით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპამის ვენაში შეყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული პაციენტებისა და გულის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, რადგან შესაძლოა წარმოიშვას აპნოე და (ან) მოხდეს გულის გაჩერება. დიაზეპამის გამოყენება ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული მოქმედების მქონე სხვა ნივთიერებებთან ერთად, ამაღლებს ცირკულატორული დეპრესიის ან სასუნთქი ცენტრის აპნოემდე დათრგუნვის რისკს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას რეანიმაციული კომპლექტი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აღჭურვილობის ჩათვლით.

ბენზოდიაზეპინებისა და მსგავსი მოქმედების პრეპარატების მიცემა თირკმლის მწვავე უკმარისობისა და ღვიძლის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება დააჩქარონ ღვიძლის ენცელოპათიის განვითარება. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პაციენტებისათვის დოზები უნდა შემცირდეს.

1მლ პრეპარატი შეიცავს 100მგ ეთანოლს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დიაზეპამის დანიშვნისას ბავშვებისა და რისკის ჯგუფის (ღვიძლის დაავადებების, ეპილეფსიური პაციენტები) ზრდასრული პაციენტებისათვის.

დიაზეპამით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ კიდევ 3 დღის განმავლობაში, პაციენტმა არანაირი ალკოჰოლური სასმელი არ უნდა მიიღოს.

მიღება ალკოჰოლთან / ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან ერთად

დიაზეპამით მკურნალობისას ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების მიღება არ შეიძლება. ეს კომბინაცია აძლიერებს ბენზოდიაზეპინების კლინიკურ ეფექტებს, მათ შორის მძიმე სედატიურ ეფექტს, რომელიც კლინიკურად უკავშირდება სასუნთქი და/ან გულ-სისხლძარღვთა დეპრესიების მკურნალობას.

დიაზეპამის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული პაციენტებისათვის, გარდა აბსტინენციის სინდრომის გამწვავების პერიოდისა.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას წარმოშობილის მსგავსი სიმპტომები.

დაბალი ან ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას, დაცული უნდა იქნას სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომები. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის რეკომენდირებული არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ასევე დიალიზზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტისდათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 15მგ-ს დღეში.

ბენზოდიაზეპინებისა და მსგავსი პრეპარატების მიცემა ფსიქოზური პაციენტებისათვის, რეკომენდირებული არ არის.

გამოყენება დეპრესიის დროს

დეპრესიების ან შფოთვითი მდგომარეობების მკურნალობისას, ბენზოდიაზეპინების გამოყენება მონოთერაპიის სახით, არ შეიძლება. ასეთ პაციენტებს შეიძლება წარმოეშვას სუიციდური მიდრეკილებები. ჭარბი დოზის წინასწარგანზრახულად მიღების შესაძლებლობების გამო, ასეთ პაციენტებს ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები ენიშნება შეძლებისდაგვარად მცირე დოზით.

ენდოგენური დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვითი სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის, ექიმმა რამდენიმე პრეპარატი უნდა დანიშნოს ერთდროულად. ამ პრეპარატის გამოყენებამ დეპრესიულ პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის სიმპტომების გაძლიერება, კერძოდ კი სუიციდური ფიქრები.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები აუცილებლად დიდი სიფრთხილით ეძლევა ანამნეზში წამლებზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პაციენტებს. დიაზეპამით მკურნალობისას ასეთი პაციენტები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან ისინი განეკუთვნებიან წამლის შეჩვევისა და ფსიქიკური დამოკიდებულების რისკის ჯგუფს.

დიაზეპამი აუცილებელად დიდი სიფრთხილის დაცვით ეძლევა პორფირიის პაციენტებს. დიაზეპამის გამოყენებამ შეიძლება ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება გამოიწვიოს.

ბენზოდიაზეპამის გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, აღნიშნულია პარადოქსალური რეაქციები, როგორებიცაა მოძრაობითი აგზნებადობა, აგრესიულობა, ბოდვა, ბრაზიანობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, არაადეკვატური ქცევები და აღქმის სხვა დარღვევები. ამგვარი სიმტომების წარმოშობისას, პაციენტისათვის პრეპარატის მიცემა აუცილებლად უნდა შეწყდეს.

ბენზოდიაზეპინები არ არის რეკომენდირებული პირველადი ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა. ცნობები ორსული ქალებისათვის დიაზეპამის გამოყენების შესახებ, შეზღუდულია. ამიტომ, ორსულობის პეროდში ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

თუ პრეპარატი ენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მათ უნდა აცნობონ ექიმს მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, თუკი პაციენტი დაფეხმძიმდა, ან ვარაუდობს, რომ დაფეხმძიმდა.

თუ აუცილებელი ხდება გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება დიაზეპამის მაღალი დოზების მიცემით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობისას, ამან შეიძლება ისეთი გავლენები იქონიოს ახალშობილზე, როგორიცაა გადაცივება, ჰიპოტონია (თანდაყოლილი ამიოტონია), გულის რითმის დარღვევა, სუსტი წოვითი რეფლექსი და სუნთქვის ზომიერი დეპრესია, რაც დაკავშირებულია დიაზეპამის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან.

ამას გარდა, ახალშობილებს და დედებს რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდნდენ ბენზოდიაზეპინებით ორსულობის ბოლო სტადიებზე, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება, ამასთანავე, არსებობს წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომების წარმოქმნის რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

დიაზეპამი ორსულ ქალებს ენიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი რისკს აჭარბებს.

ძუძუთი კვების პერიოდი

დიაზეპამი აღწევს მკერდის რძეში, ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

დიაზეპამმა შეიძლება შეამციროს მოძრობითი და ფსიქიური რეაქციები, ამოტომ, ამ პრეპარატის მიღების დღეს ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება. მღელვარება, ამნეზია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და კუნთების სისუსტე უარყოფითად ზემოქმედებს ტრანსპორტის მართვასა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურებაზე.

ამ პრეპარატით მკურნალობისას არასაკმარისი ძილის და ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მატულობს ყურადღების მოდუნების ალბათობა.

პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის დასრულებიდან სამი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

მიღების წესი და დოზები:

პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის.

ინიშნება ვენაში ნელი ჭავლური შეყვანით (არაუმეტეს 1მლ/წთ) ან საწვეთურით, ან ღრმა კუნთქვეშა შეყვანით. პრეპარატის ვენაში შეყვანის სიჩქარე ბავშვებისათვის, უნდა იყოს 0.5მლ 30 წამის განმავლობაში. დიაზეპამის 100მგ (დიაზეპამის 10 ამპულა) საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, მასში ზავდება 500მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი.

ერთჯერადი დოზა, მიცემის სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, `მინიმალური საკმარისობის~ წესის გათვალისწინებით. გადაუდებელ მდგომარეობებში, რეკომენდირებულია, რომ დიაზეპამის შეყვანა შეძლებისდაგვარად მოხდეს ვენაში. ერჯერადი დოზაა 10-20მგ, პაციენტის ასაკისა და დაავადების მდგომარეობის-და მიხედვით.

მწვავე შფოთვითი-ფობიური და შფოთვითი-დეპრესიული მდგომარეობები

ზრდასრულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნება ვენაში ან კუნძთი შეყვანით, 1-12მლ (5-10მგ) დოზით.

აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი განმეორებით შეიყვანება იგივე დოზით, 3-4 საათის შემდეგ.

ალკოჰოლური დელირიის შემთხვევაში, საწყისი დოზაა 2მლ (10მგ) ვენაში, შემდეგ 1-2მლ (5-10მგ) ყოველ 3-4 საათში ერთხელ, მწვავე სიმპტომების გაქრობამდე. შესაძლებელია მხარდამჭერი შეყვანა საწვეთურით, 2.5-5მგ/სთ სიჩქარით. უდიდესი ერთჯერადი დოზა შეადგენს 30მგ-ს, უდიდესი დღიური დოზა კი – 70მგ-ს.

ეპილეფსიური სტატუსი

ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 1-2 მლ (5-10მგ) დოზა ვენაში ნელი შეყვანით. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 10-15 წუთში, მანამ, სანამ დოზის საერთო მოცულობა არ მიაღწევს 6მლ-ს (30მგ-ს). ახალშობილებს (დაბადებიდან 30 დღის შემდეგ) და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნება 0.04-0.1მლ/კგ (0.2-0.5მგ/კგ) დოზა ვენაში შეყვანით. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა განმეორებით შეიყვანება ვენაში 10-15 წუთის შემდეგ. 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის ინიშნება 0.2მლ/კგ (1მგ/კგ) დოზა ვენაში. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა განმეორებით შეიყვანება 10-15 წუთის შემდეგ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დიაზეპამის ერთჯერადი შესაყვანი დოზა არ უნდა იყოს 5მგ-ზე მეტი, 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის კი დიაზეპამის დოზამ არ უნდა გადაამეტოს 10 მგ-ს.

კუნთების სპაზმები ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ხერხემლის ტრავმის შემთხვევაში

ზრდასრული პაციენტების დოზააა 2-4მლ (10-20მგ) ნელი შეყვანით ვენაში ან კუნთში. ახალშობილებს და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნება 0.2-0.4მლ (1-2მგ) დოზა ვენაში ან კუნძთში შეყვანით, 5 წლის ასაკის ზემოთY კი 1-2მლ (5-10მგ). აუცილებლობის შემთხვევაში ინექცია მეორდება 3-4 საათის შემდეგ, პრეპარატი კი პაციენტს უკვე მიეცემა ტაბლეტის სახით. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დიაზეპამის ერთჯერადი შესაყვანი დოზა არ უნდა იყოს 5მგ-ზე მეტი, 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი დიაზეპამის დოზამ არ უნდა გადაამეტოს 10 მგ-ს.

ტეტანუსი

საწყისი დოზააა 2მლ (10გ) ნელი შეყვანით ვენაში ან კუნთში, შემდეგ კი გადავდივართ პრეპარატის შეყვანაზე ვენაში საწვეთურით, 5-15 მგ/სთ სიჩქარით

კუნთების პერიფერიული წარმოშობის სპაზმები (წელკავი, კისრის რადიკულიტი)

ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 2-4მლ (10-20მგ) დოზა კუნთში, მწვავე სინდრომების გაქრობამდე. შემდეგ თერაპია გრძელდება ტაბლეტების ფორმით.

ანესთეზიოლოგია, ქირურგია

პრემედიკაციისათვის, ზრდასრულ პაციენტებს ენიშნება 2-4მლ (10-20 მგ) დოზა კუნთში შეყვანით, ოპერაციის წინა საღამოს, 1-2მლ (5-10მგ) კუნთში ან ვენაში ნელი შეყვანით – 30-60 წუთის განმავლობაში ოპერაციამდე ან უშუალოდ ოპერაციის წინ. ოპერაციის შემდეგ შეიყვანება 1-2მლ (5-10მგ) დოზა კუნთში. ხანმოკლე ნარკოზული ძილის მისაღწევად თერაპიული და ქირურგიული ჩარევებისას (მცირე ქირურგიული ოპერაციები, ამოვარდნები, მოტეხილობები, დიაგნოსტიკური ღონისძიებები) ზრდასრულ პირებს ენიშნება 2-6მლ (10-30მგ) დოზა ვენაში ნელი შეყვანით, ბავშვებს – 0,2-0,4 მლ/კგ (1-2მგ/კგ) დოზა. დოზები დგინდება ინდივიდუალურად. შეყვანა იწყება 5მგ-დან, შემდეგ დამატებით შეიყვანება 2,5მგ. დოზის თითოეული შეყვანის შემდეგ, 30 წამის განმავლობაში ხდება დაკვირვება პაციენტის რეაქციაზე. პტოზის წარმოშობისას, პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის უნდა შეწყდეს.

ეკლამფსია ორსულობის დროს

ინიშნება ვენაში ნელი შეყვანით 1-2მლ (5-10მგ) დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში, ვენაში შეყვანა გრძელდება საწვეთურით (100მგ-მდე დღეში)

ბავშვები. დიაზეპამის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეიძლება, თუკი სავარაუდო სარგებელი პოტენციურ რისკს აჭარბებს.

რამდენადაც პრეპარატი შეიცავს ეთანოლი 96%-ს ამიტომ იგი ბავშვებს ენიშნება სიფრთხილის დაცვით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები. მკვეთრი შენელებული ქმედებები, ზედმეტი ძილიანობა, ღრმა და ხანგრძლივი ძილი, ნისტაგმი, აპნოე, გულისა და რესპირატორული სისტემების დათრგუნვა, პარადოქსალური აგზნებადობა, ბრადიკარდია, რეაქციების შესუსტება ტკივილურ გაღიზიანებებზე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დიზართრია, არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, კიდურების რიგიდულობა ან კლონიკური შეძაგძაგება, რეფლექსების დათრგუნვა, ხანმოკლე გონებრივი დარღვევები კომაში გადასვლით, შესაძლო ლეტალური შედეგით.

დოზის უმნიშვნელო გადაჭარბების სიმპტომები: ცნობიერების დარღვევები, ძილიანობა, ლეტარგია, დაბნეულობა, რეფლექსების დაქვეითება ან პარადოქსალური დათრგუნვა.

მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება სიმპტომატური თერაპია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების გამტარობა, გულის შეკუმშვების სიხშირის, არტერიული წნევისა და ტემპერატურის კონტროლი, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედების მხარდამჭერი ზომები. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაკონტროლდეს არტერიული ჰიპოტენზია ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანით ვენაში. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი ფლუმაზენილი (ვენაში) – ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების კონკურენტ ანტაგონისტს წარმოადგენს.

პაციენტები, რომლებიც ანტიდოტით თერაპიას საჭიროებენ, ექვემდებარებიან გულდასმით მონიტორინგს სტაციონარულ პირობებში. ფლუმაზენილი ფრთხილად უნდა მიეცეს ეპილეფსიურ პაციენტებს, რომლებიც ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობენ. ფსიქოტროპული აგზნების წარმოშობის შემთხვევებში, ბარბიტურატების გამოყენება არ შეიძლება

გვერდითი რეაქციები

პრეპრატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. პრეპარატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა მისი ხანგრძლივი დოზით მიღების შემდეგ, წამლის მოხსნის სინდრომს იწვევს.

ვენაში შეყვანისას შეიძლება პაციენტს დაეწყოს სლოკინი, ვენაში სწრაფი შეყვანისას - სისხლძარღვების კედლების გაღიზიანება და თრომბოფლებიტის განვითარება. ადგიოლობრივი რეაქციების შემცირების მიზნით, პრეპარატი შეიყვანება მსხვილ ვენებში იდაყვის მოხრის არეში. პრეპარატის ექსტრაზონალური მოხვედრა ყველა შემთხვევაში უნდა იქნას თავიდან აცილებული.

ამ პრეპარატის შეყვანამ კუნთში, შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზას აქტიურობის მომატება. კუნთში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის ადგილის შეწითლება და სპორადული მგრძნობელობა.

ზოგადი დარღვევები და ჩხვლეტის ადგილის დაზიანებები. დაღლილობა, საერთო სისუსტე, ძილიანობა, მოთენთილობა, თავბრუსხვევა, მოძრაობების შენელებული რეაქციები, დეზორიენტაცია, ატაქსია, აკომოდაციის დარღვევა, გუნება-განწყობილების გაუარესება, ყურადღების დაქვეითება, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღნიშნულია დაცემისა და მოტეხილობების მომეტებული რისკი, ფლებიტი, ფლებოთრომბოზი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა (პრეპარატის სწრაფი შეყვანისას ვენაში), გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, გულისცემის აჩქარება, ცალკეულ შემთხვევებში – გულის გაჩერება, ორთოსტატიკური კოლაფსი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: აპნოე, სუნთქვის სიხშირის კლება, დისპონე, რესპირატორული სისტემის დათრგუნვა (პრეპარატის სწრაფი შეყვანისას ვენაში), სუნთქვის უკმარისობა;

ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევა (გაორება ან არამკაფიო მხედველობა), ძილიანობა და კუნთების სისუსტე, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფის შენელება, ტრემორი, ანტეროგრადული ამნეზია, დაბნეულობა, ვერტიგო, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება.

ფსიქიკის მხრივ: ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, ემოციური რეაქციების შემცირება, დეპრესია, მეტყველების დარღვევები (კერძოდ - დისართრია), გაღიზიანება, ძილის დარღვევები, აგრესიულობა, ბოდვა, გაბრაზება, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები (ზოგჯერ – სექსუალური ხასიათის), ფსიქოზები, ქცევითი დარღვევები, დელირიები კრუნჩხვითი შეტევები, სუიციდური მიდრეკილება. პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: თერაპიის შეწყვეტისას – წამლის მოხსნის სინდრომი ან რიკოშეტის ფენომენი. აღწერილია ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევები (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები”).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ქსეროსტომია ან ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ბოყინი, სლოკინი, გაუვალობა, მადის დაქვეითება, კოლიკები, პირის სიმშრალე, პირღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის ფერმეტების დონის მომატება, სიყვითლე.

ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები: ტრანსამინაზასა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები კანის ჰიპერემიის, განზე გამონაყარის, ქავილის სახით. ბრონქოსპაზმები, ლარინგოსპაზმები, ანაფილაქტიკური შოკი, მომეტებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქტიკური რეაქციები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის ცვლილებები, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აღწერილია ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, მათ შორის მეტაბოლური აციდოზის, ანიონური სიდიდის ინტერვალის მომატებისა და ოსმოსური ჰიპერტონიის, როგორც პროპილენგლიკოლის ტოქსიკური მოქმედების შედეგის, შემთხვევები.

ამ სიმპტომების გამოვლენისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეუთავსებლობა. Dდიაზეპამი-ზნ-ს ხსნარისა და სხვა პრეპარატების შერევა ერთ შპრიცში ან საწვეთურში არ დაიშვება კედლებზე მისი შესაძლო ადსორბციის გამო. აუცილებლად უნდა იქნას თავიდან აცილებული დიაზეპამის მოხვედრა არტერიაში და ექსტრაზონალურ არეებში.

შეფუთვა

1მლ ან 2მლ ამპულაში. 5 ამპულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

ბოლო რედაქიის თარიღი 26.04.2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა