პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დიაზეპამი

DIAZEPAM

რეცეპტით0,005გინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ზრდასრული. ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: ნევროზები, ფსიქოპათიები, ასევე ნევროზის მსგავსი და ფსიქოპათიის მსგავსი მდგომარეობები შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, მათ შორის ცერებროვასკულარული დაავადებები, სომატური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობის, შფოთვის, შიშის ნიშნები, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
0,005გ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
SLC «INTERCHEM», უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044323
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SLC «INTERCHEM» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „არგო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიაზეპამი და სხვა წამალი ერთად

დიაზეპამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზრდასრული. ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: ნევროზები, ფსიქოპათიები, ასევე ნევროზის მსგავსი და ფსიქოპათიის მსგავსი მდგომარეობები შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, მათ შორის ცერებროვასკულარული დაავადებები, სომატური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობის, შფოთვის, შიშის ნიშნები, გაძლიერებული გაღიზიანება, სენენსტოიპოქონდრიული, დაჟინებული და ფობიური აშლილობები; ძილის დარღვევა.

კრუნჩხვითი პაროქსიზმების, ფსიქიკური ექვივალენტების მკურნალობა ეპილეფსიის დროს. მიორელაქსიურ მოქმედებასთან დაკავშირებით-სხვადასხვა სპასტიურ მდგომარეობებში.

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში-აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა ალქოჰოლიზმის დროს, ანალგეტიკებთან და სხვა ნეიროტროპულ პრეპარატებთან ერთად-პრემედიკაციისა და ატარალგეზიისთვის.

დერმატოლოგიურ პრაქტიკაში-ქავილიანი დერმატოზების დროს.

ბავშვები. ბავშვების ფსიქონევროლოგიურ პრაქტიკაში-ნევროტიული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, ასევე თავის ტკივილი, ენურეზი, განწყობის და ქცევის აშლილობები.

მიღების წესი და დოზირება

დიაზეპამს იღებენ პერორალურად. დოზები ირჩევა ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისთვის.

ზრდასრულები. რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა 2,5-5 მგ დოზით დღეში 1-2 ჯერ თანდათანობითი გაზრდით. ძირითადად ზრდასრულის ჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ. ცალკეულ შემთხვევებში (მომატებული აღზნებადობის, შიშის, შფოთვის დროს) ჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე. სტაციონარის პირობებში მკურნალობის და ექიმის მიერ გულმოდგინე ზედამხედველობის დროს დღე-ღამის დოზამ შეიძლება მიაღწიოს 45 მგ-ს. ამბულატორიული მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული დღე-ღამეში 25 მგ-ზე მეტის დანიშვნა. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა-60 მგ. ინიშნება 2-3 მიღებისთვის. დასუსტებული და მოხუცი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება შემცირებული დოზებით-2,5 მგ დღეში 1-2 ჯერ. ძილის დარღვევის დროს ზრდასრულებს უნიშნავენ 5-10მგ ძილის წინ.

ბავშვები. 1 წლიდან 3 წლამდე ბავშვებს დიაზეპამს უნიშნავენ ჯერადი დოზით 1-1,25 მგ; 3 წლიდან 7 წლამდე-2,5 მგ; 7 წლიდან-2,5-5 მგ. დღე-ღამის დოზა 7 წლიდან ბავშვებისთვის შეადგენს 7,5-10 მგ. 3 წლამდე ბავშვებისთვის ტაბლეტების საჭირო რაოდენობას ფქვავენ ფხვნილამდე, ხსნიან წყლის მცირე რაოდენობაში და მიიღებენ სუსპენზიის სახით.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამის დოზა 15 მგ-მდე.

დიაზეპამის შეწყვეტა უნდა ხდებოდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შესაძლებელი განვითარების გამო უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსის წინ შესვენება-არანაკლებ 3 კვირისა.

უკუჩვენებები

  • ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • მძიმე მიასტენია;
  • ბავშვის ასაკი 1 წლამდე.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა (მკვეთრად გამოხატულია პრეპარატის მიღების პირველ დღეებში), მსუბუქი თავბრუსხვევა, ზოგჟერ სიარული ბარბაცით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ნერვულ-კუნთოვანი რეაქციის შენელება. იშვიათ შემთხვევბში აღინიშნება ატაქსია, კანის ქავილი, გულის რევა, ყაბზობა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება, მეხსიერების, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევბში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნებოდეს ფსიქოემოციური აღზნებადობის მდგომარეობა.

ჰიპოპროთრომბონემია, ხანდაზმული და ბავშვის ასაკი შეიძლება იწვევდეს სედატიური გვერდითი მოქმედების გამოვლინების სიხშირის ზრდისკენ მიდრეკილებას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების დროს-გონების ხანგრძლივი დაბნეულობა, რეფლექსების დაქვეითება, გამოხატული ძილიანობა, ტრემორი, შენელებული გულისცემა, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, მეტყველების ხანგრძლივი დარღვევა, მოძრაობის აშლილობა, გამოხატული სისუსტე.

მკურნალობა ხორციელდება კუჭის გარეცხვის გზით (აქტივირებული ნახშირის შემდგომი დანიშვნით) და სიმპტომური თერაპიის ჩატარებით:

  • სუნთქვის გაძნელების დროს უნდა დაინიშნოს ჟანგბადი;
  • დიურეზის გაზრდისთვის-ინფუზიური ხსნარების შეყვანა;

საჭიროებისას რეკომენდირებულია ჰიპოტენზიასთან გამკლავება ძარღვების შემავიწროებელი საშუალებების ინტრავენური შეყვანის გზით (დოფამინი, ნორადრენალინი);

  • აღზნებული მდგომარეობის დროს არ გამოიყენოთ ბარბიტურატები, ვინაიდან მათ შეიძლება გააძლიერონ აღზნებადობა და/ან გაზარდონ ცნს დაქვეითების ხანგრძლივობა;
  • დოზის გადაჭარბების დროს დიალიზს აქვს შეზღუდული მოქმედება.

სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ფლუმაზენილის -ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტის - შეყვანა.

გამოყენების განსაკუთრებულობები.

დიაზეპამის დანიშვნა ამბულატორიის პირობებში არ არის რეკომენდირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სიმაღლეზე, ტრანსპორტის მძღოლებს და სხვა პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციას.

პრეპარატით მკურნალობის პროცესში კატეგორიულად იკრძალება ალქოჰოლის მიღება. დიაზეპამის მიღების უეცარი შეწყვეტის დროს სისტემატიური გამოყენების შემდეგ შესაძლებელია შფოთვის, აღზნებადობის შეგრძნება, ტრემორი, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ამიტომ პრეპარატით თერაპიის შეწყვეტა უნდა ხორციელდებოდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, სტრიხნინი და კორაზოლი არიან დიაზეპამის ანტაგონისტები; ცნს დამაქვეითებელი საშუალებები (ალქოჰოლი, ძილის წამალი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა) მკვეთრად აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.

უკუნაჩვენებია დიაზეპამის ერთდროული გამოყენება ფენოტიაზინის წარმოებულებთან ცნს-ზე ზემოქმედების გაძლიერების გამო. ანტაციდურ საშუალებებს შეუძლია შეანელონ, მაგრამ არ შეამცირონ დიაზეპამის შეწოვა. პრემედიკაცია დიაზეპამის დახმარებით შეიძლება შეამციროს ფენტანილის დოზა, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ გამოწვეულიქნას შესასვლელი ნარკოზი და შემცირდეს გონების დაკარგვის დრო. იზონიაზიდს შეუძლია შეანელოს დიაზეპამის გამოყოფა, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში; რიფამპიცინმა შეიძლება დააჩქაროს დიაზეპამის გამოყოფა და შედეგად შეამციროს მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ დიაზეპამს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, კალციუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა-3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

შეფუთვა.პოლივინილქლორიდის ფირისგან და ბეჭდვითი ლაკირებული ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში 10 ტაბლეტი. 2 ბლისტერი მუყაოსგან დამზადებულ კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაზეპამი არის ერთ-ერთი ძირითადი ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორი. გააჩნია ანქსიოლიტური, ცენტრალური მიორელაქსაციური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სედატიური და ზომიერი საძილე მოქმედება. აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეპტიკური, ანალგეტიკური პრეპარატების, ალქოჰოლის მოქმედებას.

პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ღამით გამოყოფას, რაც განაპირობებს მის გამოყენებას საძილე და დამამშვიდებელი საშუალების სახით კუჭის წყლულოვანი დაავადების მქონე ავადმყოფებში; ასევე აქვს აბტიარითმიული მოქმედება.

ფარმაკოდინამიკა.დიაზეპამის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გამა-ამინოზეთოვან მჟავასთან, რაც წარმოადგენს შენელების მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ცნობილია, რომ გაზმ-ერგიული ნეირონები ანელებენ სხვა ტიპის ნეირონების საქმიანობას. პრეპარატი აქვეითებს ფერმენტ გაზმ-ტრანსამინაზას აქტივობას, ამის ხარჯზე ზრდის გაზმ-ის შემცველობას ტვინში. სხვა მხრივ, იზრდება მემბრანების მგრძნობელობა გაზმ-ის მიმართ. ყველაფერი ეს აძლიერებს გაზმ-ერგული ნეირონების შენელების მოქმედებას სხვა ტიპის ნეირონებზე. ნორადრენერგული და დოფამინერგული ნეირონების შენელებით განპირობებულია დიაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების სედატიური და საძილე ეფექტები. კრუნჩხვა საწინააღმდეგო და მიორელაქსიული მოქმედება განპირობებულია ქერქოვანი ცენტრების და ზურგის ტვინის შესაბამისი ნეირონების დამუხრუჭებით. აღზნებადობის პროცესების შენელება საფეხუროებრივ რეტიკულარულ სისტემაში იწვევს ანქსიოლიტიკური ეფექტის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღების დროს შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 75%, პლაზმაში მაქსიმალური დონე განიხილება 1-2 საათში. პრეპარატის 98%, რომელიც შეიწოვა, უკავშიდრება პლაზმის ცილებს. ღვიძლში დიაზეპამის 98-99% ახდენს მეტაბოლიზირებას. მთავარი მეტაბოლიტები-ნორდიაზეპამი (სისხლის პლაზმაში), ოქსაზეპამი (შარდში) და თემაზეპამი. გლიუკურონიდების სახით მეტაბოლიტები გამოიყოფიან ძირითადად შარდთან ერთად, 0,5-2%-შეუცვლელ მდგომარეობაში, 10%-მდე-განავლით.

ზრდასრული ადამიანების სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 დღეს, ხანდაზმულ ასაკში-100 საათს, ახალშობილებში-31 საათს, ჩვილებში-8-14 საათს.

მწვავე ჰეპატიტის დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდი ზრდასრულებში გრძელდება 2-4 დღე-ღამემდე, ღვიძლის ცეროზის დროს კი-ორმაგდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატ დიაზეპამის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(DIAZEPAM)

ზოგადი მახასიათებლები:

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: დიაზეპამი, 7-ქლორი-1-მეთილი-5-ფენილი-2,3-დიჰიდრო-1H-1,4-ბენზოდიაზეპინი-2-ონ;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული ფორმის, ფასკით და ნიშნით. ერთ-ერთი მხარის ზედაპირზე დატანილია მწარმოებლის სავაჭრო ნიშანი;

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ დიაზეპამს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანქსიოლიტიკური საშუალებები. სამკურნალო საშუალებების ანატომიურ-თერაპიული ქიმიური კლასიფიკატორის კოდი ACT N05B A01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

დიაზეპამი არის ერთ-ერთი ძირითადი ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორი. გააჩნია ანქსიოლიტური, ცენტრალური მიორელაქსაციური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სედატიური და ზომიერი საძილე მოქმედება. აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეპტიკური, ანალგეტიკური პრეპარატების, ალქოჰოლის მოქმედებას.

პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ღამით გამოყოფას, რაც განაპირობებს მის გამოყენებას საძილე და დამამშვიდებელი საშუალების სახით კუჭის წყლულოვანი დაავადების მქონე ავადმყოფებში; ასევე აქვს აბტიარითმიული მოქმედება.

ფარმაკოდინამიკა.დიაზეპამის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გამა-ამინოზეთოვან მჟავასთან, რაც წარმოადგენს შენელების მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ცნობილია, რომ გაზმ-ერგიული ნეირონები ანელებენ სხვა ტიპის ნეირონების საქმიანობას. პრეპარატი აქვეითებს ფერმენტ გაზმ-ტრანსამინაზას აქტივობას, ამის ხარჯზე ზრდის გაზმ-ის შემცველობას ტვინში. სხვა მხრივ, იზრდება მემბრანების მგრძნობელობა გაზმ-ის მიმართ. ყველაფერი ეს აძლიერებს გაზმ-ერგული ნეირონების შენელების მოქმედებას სხვა ტიპის ნეირონებზე. ნორადრენერგული და დოფამინერგული ნეირონების შენელებით განპირობებულია დიაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების სედატიური და საძილე ეფექტები. კრუნჩხვა საწინააღმდეგო და მიორელაქსიული მოქმედება განპირობებულია ქერქოვანი ცენტრების და ზურგის ტვინის შესაბამისი ნეირონების დამუხრუჭებით. აღზნებადობის პროცესების შენელება საფეხუროებრივ რეტიკულარულ სისტემაში იწვევს ანქსიოლიტიკური ეფექტის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღების დროს შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 75%, პლაზმაში მაქსიმალური დონე განიხილება 1-2 საათში. პრეპარატის 98%, რომელიც შეიწოვა, უკავშიდრება პლაზმის ცილებს. ღვიძლში დიაზეპამის 98-99% ახდენს მეტაბოლიზირებას. მთავარი მეტაბოლიტები-ნორდიაზეპამი (სისხლის პლაზმაში), ოქსაზეპამი (შარდში) და თემაზეპამი. გლიუკურონიდების სახით მეტაბოლიტები გამოიყოფიან ძირითადად შარდთან ერთად, 0,5-2%-შეუცვლელ მდგომარეობაში, 10%-მდე-განავლით.

ზრდასრული ადამიანების სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 დღეს, ხანდაზმულ ასაკში-100 საათს, ახალშობილებში-31 საათს, ჩვილებში-8-14 საათს.

მწვავე ჰეპატიტის დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდი ზრდასრულებში გრძელდება 2-4 დღე-ღამემდე, ღვიძლის ცეროზის დროს კი-ორმაგდება.

გამოყენების ჩვენება.

ზრდასრული. ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: ნევროზები, ფსიქოპათიები, ასევე ნევროზის მსგავსი და ფსიქოპათიის მსგავსი მდგომარეობები შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, მათ შორის ცერებროვასკულარული დაავადებები, სომატური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობის, შფოთვის, შიშის ნიშნები, გაძლიერებული გაღიზიანება, სენენსტოიპოქონდრიული, დაჟინებული და ფობიური აშლილობები; ძილის დარღვევა.

კრუნჩხვითი პაროქსიზმების, ფსიქიკური ექვივალენტების მკურნალობა ეპილეფსიის დროს. მიორელაქსიურ მოქმედებასთან დაკავშირებით-სხვადასხვა სპასტიურ მდგომარეობებში.

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში-აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა ალქოჰოლიზმის დროს, ანალგეტიკებთან და სხვა ნეიროტროპულ პრეპარატებთან ერთად-პრემედიკაციისა და ატარალგეზიისთვის.

დერმატოლოგიურ პრაქტიკაში-ქავილიანი დერმატოზების დროს.

ბავშვები. ბავშვების ფსიქონევროლოგიურ პრაქტიკაში-ნევროტიული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, ასევე თავის ტკივილი, ენურეზი, განწყობის და ქცევის აშლილობები.

გამოყენების მეთოდი და დოზები.

დიაზეპამს იღებენ პერორალურად. დოზები ირჩევა ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისთვის.

ზრდასრულები. რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა 2,5-5 მგ დოზით დღეში 1-2 ჯერ თანდათანობითი გაზრდით. ძირითადად ზრდასრულის ჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ. ცალკეულ შემთხვევებში (მომატებული აღზნებადობის, შიშის, შფოთვის დროს) ჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე. სტაციონარის პირობებში მკურნალობის და ექიმის მიერ გულმოდგინე ზედამხედველობის დროს დღე-ღამის დოზამ შეიძლება მიაღწიოს 45 მგ-ს. ამბულატორიული მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული დღე-ღამეში 25 მგ-ზე მეტის დანიშვნა. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა-60 მგ. ინიშნება 2-3 მიღებისთვის. დასუსტებული და მოხუცი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება შემცირებული დოზებით-2,5 მგ დღეში 1-2 ჯერ. ძილის დარღვევის დროს ზრდასრულებს უნიშნავენ 5-10მგ ძილის წინ.

ბავშვები. 1 წლიდან 3 წლამდე ბავშვებს დიაზეპამს უნიშნავენ ჯერადი დოზით 1-1,25 მგ; 3 წლიდან 7 წლამდე-2,5 მგ; 7 წლიდან-2,5-5 მგ. დღე-ღამის დოზა 7 წლიდან ბავშვებისთვის შეადგენს 7,5-10 მგ. 3 წლამდე ბავშვებისთვის ტაბლეტების საჭირო რაოდენობას ფქვავენ ფხვნილამდე, ხსნიან წყლის მცირე რაოდენობაში და მიიღებენ სუსპენზიის სახით.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამის დოზა 15 მგ-მდე.

დიაზეპამის შეწყვეტა უნდა ხდებოდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შესაძლებელი განვითარების გამო უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსის წინ შესვენება-არანაკლებ 3 კვირისა.

გვერდითი მოვლენები. ძილიანობა (მკვეთრად გამოხატულია პრეპარატის მიღების პირველ დღეებში), მსუბუქი თავბრუსხვევა, ზოგჟერ სიარული ბარბაცით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ნერვულ-კუნთოვანი რეაქციის შენელება. იშვიათ შემთხვევბში აღინიშნება ატაქსია, კანის ქავილი, გულის რევა, ყაბზობა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება, მეხსიერების, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევბში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნებოდეს ფსიქოემოციური აღზნებადობის მდგომარეობა.

ჰიპოპროთრომბონემია, ხანდაზმული და ბავშვის ასაკი შეიძლება იწვევდეს სედატიური გვერდითი მოქმედების გამოვლინების სიხშირის ზრდისკენ მიდრეკილებას.

უკუჩვენებები.

  • ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • მძიმე მიასტენია;
  • ბავშვის ასაკი 1 წლამდე.

დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბების დროს-გონების ხანგრძლივი დაბნეულობა, რეფლექსების დაქვეითება, გამოხატული ძილიანობა, ტრემორი, შენელებული გულისცემა, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა, მეტყველების ხანგრძლივი დარღვევა, მოძრაობის აშლილობა, გამოხატული სისუსტე.

მკურნალობა ხორციელდება კუჭის გარეცხვის გზით (აქტივირებული ნახშირის შემდგომი დანიშვნით) და სიმპტომური თერაპიის ჩატარებით:

  • სუნთქვის გაძნელების დროს უნდა დაინიშნოს ჟანგბადი;
  • დიურეზის გაზრდისთვის-ინფუზიური ხსნარების შეყვანა;

საჭიროებისას რეკომენდირებულია ჰიპოტენზიასთან გამკლავება ძარღვების შემავიწროებელი საშუალებების ინტრავენური შეყვანის გზით (დოფამინი, ნორადრენალინი);

  • აღზნებული მდგომარეობის დროს არ გამოიყენოთ ბარბიტურატები, ვინაიდან მათ შეიძლება გააძლიერონ აღზნებადობა და/ან გაზარდონ ცნს დაქვეითების ხანგრძლივობა;
  • დოზის გადაჭარბების დროს დიალიზს აქვს შეზღუდული მოქმედება.

სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ფლუმაზენილის -ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტის - შეყვანა.

გამოყენების განსაკუთრებულობები.

დიაზეპამის დანიშვნა ამბულატორიის პირობებში არ არის რეკომენდირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სიმაღლეზე, ტრანსპორტის მძღოლებს და სხვა პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციას.

პრეპარატით მკურნალობის პროცესში კატეგორიულად იკრძალება ალქოჰოლის მიღება. დიაზეპამის მიღების უეცარი შეწყვეტის დროს სისტემატიური გამოყენების შემდეგ შესაძლებელია შფოთვის, აღზნებადობის შეგრძნება, ტრემორი, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ამიტომ პრეპარატით თერაპიის შეწყვეტა უნდა ხორციელდებოდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, სტრიხნინი და კორაზოლი არიან დიაზეპამის ანტაგონისტები; ცნს დამაქვეითებელი საშუალებები (ალქოჰოლი, ძილის წამალი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა) მკვეთრად აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.

უკუნაჩვენებია დიაზეპამის ერთდროული გამოყენება ფენოტიაზინის წარმოებულებთან ცნს-ზე ზემოქმედების გაძლიერების გამო. ანტაციდურ საშუალებებს შეუძლია შეანელონ, მაგრამ არ შეამცირონ დიაზეპამის შეწოვა. პრემედიკაცია დიაზეპამის დახმარებით შეიძლება შეამციროს ფენტანილის დოზა, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ გამოწვეულიქნას შესასვლელი ნარკოზი და შემცირდეს გონების დაკარგვის დრო. იზონიაზიდს შეუძლია შეანელოს დიაზეპამის გამოყოფა, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში; რიფამპიცინმა შეიძლება დააჩქაროს დიაზეპამის გამოყოფა და შედეგად შეამციროს მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა-3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

შეფუთვა.პოლივინილქლორიდის ფირისგან და ბეჭდვითი ლაკირებული ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში 10 ტაბლეტი. 2 ბლისტერი მუყაოსგან დამზადებულ კოლოფში.

მწარმოებელი. დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინტერქიმი“.

მისამართი: 65080, ოდესის ოლქი, ქ.ოდესა, ლიუსტდორფის გზა, ს. 86.

დპს „ინტერქიმი“-ს მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე: /ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია/ ი.ვ. გრანატიუკი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა