პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დიაზეპექსი

Diazepeks®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

შფოთვის, მოუსვენრობის და უძილობის ხანმოკლე მკურნალობა. კუნთების სპაზმის და ტკივილის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ლოკალურ პათოლოგიურ პროცესებთან და ცერებროსპინალურ დაავადებებთან. სპაზმური მდგომარეობებისა და კრუნჩხვების რეციდივების თავიდან ასაცილებლად. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიაზეპამი (diazepam)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
«Grindeks» JSC, ლატვია
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034305
რეგისტრირებულია
3 თებერვალი 2022, მოქმედებს 3 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Grindeks» JSC (ლატვია)
განმცხადებელი
სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიაზეპექსი და სხვა წამალი ერთად

დიაზეპექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შფოთვის, მოუსვენრობის და უძილობის ხანმოკლე მკურნალობა.

კუნთების სპაზმის და ტკივილის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ლოკალურ პათოლოგიურ პროცესებთან და ცერებროსპინალურ დაავადებებთან.

სპაზმური მდგომარეობებისა და კრუნჩხვების რეციდივების თავიდან ასაცილებლად.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი დროს.

პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების დროს.

გაფრთხილებები! ანქსიოლიზური საშუალებები არ გამოიყენება ყოველდღიური სტრესის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია შფოთვით.

გამოყენების წესები და დოზები

მკურნალობის დოზებს და ხანგრძლივობას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის და დაავადების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, ხანგრძლივი გამოყენება (4კვირაზე მეტი) არ არის რეკომენდებული, რომელიც მოიცავს დოზის თანდათანობით შემცირების და მოხსნის პერიოდს.

პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს „რიკოშეტის“ ფენომენისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავის და კუნთების ტკივილი, შფოთვა და მოუსვენრობა, გონების არევა და მომატებული აგზნება. ამ სინდრომის განვითარების მომატებული რისკი, ასევე მისი უფრო მძიმე გამოვლინებები დამახასიათებელია პაციენტებისთვის, რომლებმაც უცებ შეწყვიტეს მკურნალობა ან მკურნალობდნენ მაღალი დოზებით.

აუცილებელია პაციენტების რეგულარული კონტროლი მკურნალობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა, უნდა ჩატარდეს დაავადების სიმპტომების გადაფასება.

შფოთვა და მოუსვენრობა

მოზრდილები

მოზრდილებში ჩვეულებრივ ნიშნავენ 2,5მგ-ს 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 30მგ.

უძილობა

მოზრდილები

საწყისი დოზა 5მგ ძილის წინ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 15მგ-მდე.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში 12 -დან 18 წლამდე პრეპარატი გამოიყენება ძილის წინ 2,5-5მგ დოზით, ღამის შიშების და ძილის დროს სიარულის თავიდან ასაცილებლად.

კუნთების სპაზმები

მოზრდილები

საწყისი დოზა 2,5-15მგ დღეში, რომელსაც ყოფენ რამდენიმე ერთჯერად დოზად. უფრო მძიმე შემთხვევებში, მაგალითად ცერებრალური სპაზმების დროს, დოზა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს 60მგ-მდე დღეში, რომელიც იყოფა რამდენიმე ერთჯერად დოზად.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5მგ 2-ჯერ დღეში; 5-დან 12 წლამდე 5მგ 2-ჯერ დღეში; მოზარდებში 12-დან 18 წლამდე - 10მგ 2-ჯერ დღეში (მაქსიმალური 40მგ დღეში).

დიაზეპექსის ტაბლეტები არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის უფრო შესაფერისია სხვა სამკურნალო ფორმები/დოზირებები.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი

მოზრდილები

10მგ - 3 ან 4-ჯერ დღეში დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევარში - 5მგ 3 ან 4-ჯერ დღეში. პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს 5-20მგ ერთხელ დღეში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 2-4 საათში.

ეპილეფსია (სხვა პრეპარატებთან ერთად)

მოზრდილები

2,5-60მგ დღეში, რამდენიმე ერთჯერად დოზად გაყოფით.

პრემედიკაცია

მოზრდილები

5-20მგ დღეში ერთჯერადად ან რამდენიმე ერთჯერად დოზად გაყოფით დღეში, ქირურგიული ან სტომატოლოგიური პროცედურის წინ.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში 12 დან 18 წლამდე 5-10მგ 2 საათით ადრე ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე.

ხანშიშესული და დასუსტებული პაციენტები

დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილების რეკომენდირებული დოზის ნახევარს.

პაციენტები ღვიძლის და/ ან თირკმლის უკმარისობით

ყველა პაციენტისთვის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მკურნალობა რეკომენდებულია დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით.

მიღების წესი და დოზირება

დიაზეპექსის ტაბლეტები გამოიყენება შიგნით მისაღებად.

ტაბლეტებს ყლაპავენ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მკურნალობას იწყებენ მინიმალური ეფექტური დოზით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დიაზეპამის ან ბენზოდიაზეპინის სხვა წარმოებულების მიმართ და/ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

სუნთქვის დათრგუნვა.

ძილის აპნოე.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

ფობიები ან ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები.

ქრონიკული ფსიქოზი.

მძიმე მიასთენია (Myasthenia gravis).

ალკოჰოლზე დამოკიდებულება (ალკოჰოლის მიღების მკვეთრად შეწყვეტის გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ან ცნს-ის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებზე დამოკიდებულება.

წამლებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დიაზეპექსის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის, აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება რომ არ შეიძლება დოზის თვითნებურად გაზრდა და ასევე, ექიმის ნებართვის გარეშე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ტოლერანტობა

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების მრავალჯერადი მოხმარების შემდეგ შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს მათი საძილე მოქმედება. დიაზეპექსი არ უნდა გამოვიყენოთ 4 კვირაზე მეტხანს.

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების და მათი ანალოგების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. დამოკიდებულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის დროს და ხანგრძლივი მკურნალობისას. ის მაღალია იმ პაციენტებშიც, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს, პაციენტებში რომელთაც აქვთ დამოკიდებულება სხვა წამლებზე, ადამიანებში რომლებსაც აქვთ სერიოზული პიროვნული ცვლილებები.

მოხსნა

ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენის შემდეგ, მკურნალობის უეცარ შეწყვეტას თან ახლავს მოხსნის სიმპტომები (თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, არეული აზროვნება და გაღიზიანება). მძიმე შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟება და კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა შუქის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები და ეპილეფსური გულყრები.

მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, დოზის თანდათანობით შემცირებით.

რიკოშეტული უძილობა და შფოთვა

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება გაჩნდეს დროებითი სინდრომი, რომლის დროსაც

სიმპტომები, რომლებსაც ბენზოდიაზეპინებით მკურნალობდნენ, განმეორდეს გაფართოებული ფორმით. მას შესაძლებელია თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის გუნება–განწყობილების შეცვლა, შფოთვა ან ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. რადგან შეწყვეტის სინდრომის რისკი უფრო მეტია მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას, რეკომენდებულია დოზები თანდათანობით შევამციროთ.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია, ჩვეულებრივ გამოყენებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რისკი მატულობს მაღალი დოზებით გამოყენებისას. ანტეროგრადული ამნეზიის თავიდან ასაცილებლად უნდა უზრუნველყოთ 7-8 საათიანი უწყვეტი ძილი.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი პარადოქსული რეაქციები: შფოთვა, აგზნებადობა, აგრესიულობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადექვატური რეაქციები. დიდი ალბათობით ისინი აღინიშნება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. თუ ასეთი რეაქციები შეინიშნება, დიაზეპამის მიღება უნდა შეწყდეს.

ალკოჰოლის / ცნს–ის დეპრესანტების ერთდროული გამოყენება

დიაზეპამის ალკოჰოლთან და / ან ცნს–ის დეპრესანტების ერთდროულ გამოყენებას უნდა მოვერიდოთ. ასეთმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის სედაციური ეფექტი, და ასევე დეპრესიული ზეგავლენა სასუნთქ და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიაზეპექსს, უნდა გავაფრთხილოთ დიაზეპამის და ალკოჰოლის სინერგიულ ურთიერთქმედებაზე. ალკოჰოლი შეიძლება გამოვიყენოთ, არა უადრეს 36 საათისა, დიაზეპამის მიღებიდან.

დეპრესიის დროს გამოყენება

დიაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში დეპრესიით, დეპრესიული პაციენტები მიდრეკილნი არიან სუიციდალური აზრებისკენ. ბენზოდიაზეპინები და მისი მონათესავე პრეპარატები არ უნდა გამოვიყენოთ მონოთერაპიის სახით დეპრესიის ან მოუსვენრობის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია დეპრესიასთან, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს სუიციდალური აზრები და შენიღბოს დეპრესიის სიმპტომები.

ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენების დროს

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის ოპიოიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ლეტალური გამოსავალი. ამ რისკებთან დაკავშირებით, ერთდროული გამოყენება ოპიოიდების დიაზეპამთან ერთად მხოლოდ იმ პაციენტებში შეიძლება, რომლებთანაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები შეუძლებელია. თუ მიიღება გადაწყვეტილება ოპიოიდების და დიაზეპამის ერთდროული დანიშვნის შესახებ უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე ( იხილეთ ქვეპუნქტი „გამოყენების წესები და დოზები“). უნდა გულდასმით ვაკონტროლოთ პაციენტების მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვის და სედაციის განვითარების ნიშნებზე და სიმპტომებზე. აუცილებელია პაციენტების და მათი მეურვეების (თუ ასეთები არსებობენ) ინფორმირება ამ სიმპტომების გამოვლენის შესახებ (იხილეთ ქვეპუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“)

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტებმა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით პრეპარატის ნაკლები დოზები უნდა მიიღონ.

პაციენტებმა სუნთქვის დარღვევებით და ყურადღების დაქვეითებით გულდასმით უნდა შეაფასონ დიაზეპამის გამოყენება სუნთქვის დათრგუნვის საფრთხის გამო.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში დოზა უნდა შევამციროთ მათი ბენზოდიაზეპინებთან დიდი მგრძნობელობის გამო.

დიაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევებით, პორფირიის, კუნთების სისუსტის, კომის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს (განსაკუთრებით არტერიოსკლეროზით).

ჰიპოალბუმინემიამ შეიძლება მოახდინოს დიაზეპამის ეფექტის პოტენცირება.

ბავშვები და მოზარდები

ბენზოდიაზეპინები ბავშვებში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ; მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. დიაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, რის გამოც პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ ამ ასაკობრივ ჯგუფში.

დიაზეპექსის ტაბლეტები არ შეესაბამება გამოყენებას 1 წლამდე ბავშვებში. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უფრო შესაფერისია წამლის სხვა ფორმა/ დოზირება. დიაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების დროს პერიოდულად უნდა განისაზღვროს სისხლის უჯრედების რაოდენობა და განისაზღვროს ღვიძლის მაჩვენებლები.

დიაზეპექსი შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში რომელთაც აქვთ იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

დიაზეპამის გამოყენებამ ცნს-ის დამთრგუნავ სხვა პრეპარატებთან ერთად, (ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტური საშუალებები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, სანარკოზე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები), ან ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გააძლიეროს მისი დამთრგუნველი მოქმედება ცნს-ზე. ამის გარდა ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლია გამოიწვიოს ეიფორია და მასთან დაკავშირებული - ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიული საშუალებების მოქმედებას (მაგალითად, ალფა- და ბეტა- ბლოკატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, აგფ ინჰიბიტორების).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი, რომელიც იწვევს N-დეზმეთილდიაზეპამის, ტემაზეპამის და ოქსაზეპამის წარმოქმნას, ხდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2C19 საშუალებით.

ისეთმა პრეპარატებმა, როგორებიცაა ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, ომეპრაზოლი, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 და CYP2C19-ის ინჰიბიტორებს, შეუძლია გამოიწვიონ დიაზეპამის სედაციური ეფექტის გაზრდა და გახანგრძლივება, თავის მხრივ ამ ფერმენტების ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი, შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება პლაზმაში.

დიაზეპამის ურთიერთქმედება პრეპარატების სხვადასხვა ჯგუფებთან

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი ანელებენ დიაზეპამის მეტაბოლიზმს და ზრდიან დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

ფლუკონაზოლს, კლოტრიმაზოლს, კეტოკონაზოლს, ვარიკონაზოლს და იტრაკონაზოლს შეუძლიათ გაზარდონ დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში (ხანგრძლივი სედაციური ეფექტის რისკი).

ანტიბაქტერიალური საშუალებები

იზონიაზიდთან ერთდროული გამოყენება ანელებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს.

რიფამპიცინი ზრდის დიაზეპამის მეტაბოლიზმს და აქვეითებს დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში.

პერორალური კონტრაცეპტივები

პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გამოიწვიონ დიაზეპამის მოქმედების გაძლიერება. ეს ურთიერთქმედება შეეხება ასევე კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო პლასტირებს და ვაგინალურ რგოლებს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები

დიაზეპამს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია პლაზმაში.

ნატრიუმის ვალპროატი ზრდის დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში. თავის მხრივ, კარბამაზეპინს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში.

დიაზეპამის ფენობარბიტალთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი ეფექტები ცნს-ზე. იზრდება სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პროტეაზას ინჰიბიტორებს რიტონავირს, ამპრენავირს და სხვ. შეუძლიათ გაზარდონ დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში. იზრდება სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

Н2-ბლოკატორები

ციმეტიდინი ანელებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ზრდის კონცენტრაციას პლაზმაში.

ნეიროლეპტიკები

მომატებულია ტოქსიკურობის რისკი მიელოსუპრესორ პრეპარატებთან ერთდროული ერთდროული გამოყენებისას.

კლოზაპინთან ერთდროულად გამოყენებისას ძლიერდება სედაციური მოქმედება ან სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა. აღწერილია ჰიპოტენზიის მძიმე შემთხვევების, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის შესაძლო გაჩერებით. უნდა მოვერიდოთ კლოზაპინის იმ პრეპარატებთან ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც იწვევენ აგრანულოციტოზს.

დისულფირამი

დისულფირამი ანელებს ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს, აძლიერებს სედაციურ ეფექტს, შესაძლოა ტოქსიკურობის გაზრდაც.

ანტიდეპრესანტები

ფლუვოქსამინი ზრდის დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში. პარენტერალურად ერთდროული გამოყენებისას ბენზოდიაზეპინების და ოლანზაპინის ი.მ. იზრდება ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი. დიაზეპამის ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება სედაციური მოქმედება. შესაძლოა ამიტრიპტილინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

მირტაზაპინის და დიაზეპამის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გაძლიერდეს სედაციური მოქმედება.

ლევოდოფა

ერთდროული გამოყენებისას დიაზეპამი თრგუნავს ლევოდოფას თერაპიულ ეფექტს.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ბენზოდიაზეპინების და მოქსონიდინის ერთდროულად გამოყენებამ, შესაძლოა გააძლიეროს მათი სედაციური ეფექტი. დიაზეპამი აძლიერებს მეთილდოფას ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ქსანტინები

თეოფილინი აძლიერებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს, აქვეითებს ბენზოდიაზეპინების ეფექტებს.

ალფა-ადრენობლოკატორები

დიაზეპამის ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება არტერიული ჰიპოტენზია და სედაციური მოქმედება.

ანესტეტიკები და ანალგეტიკები

ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლიათ გამოიწვიონ ეიფორია და, შესაბამისად ფსიქიკური დამოკიდებულება.

ოპიოიდები

დიაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება, ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და ლეტალური გამოსავლის რისკს, ცნს-ზე დამატებითი დამთრგუნველი მოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შევამციროთ დოზა, ასევე ბენზოდიაზეპინების და ოპიოიდების ერთდროულად გამოყენების ხანგრძლივობა. (იხილეთ ქვეპუნქტი 4.4)

ანგიოტენზინ - II რეცეპტორების ინჰიბიტორები, ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები

ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება.

ანტიჰისტამინები

სედაციური მოქმედების გაძლიერება. სედაციური ურთიერთქმედება ნაკლებად აქტუალურია არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ. ურთიერთქმედება ჩვეულებრივ არ არის კავშირში ადგილობრივი მოქმედების ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან. (საინჰალაციო საშუალებების ჩათვლით).

კორტიკოსტეროიდები

დექსამეტაზონს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის მოქმედება.

ანტაციდები

ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და მაგნიუმს) შეიძლება შეანელოს დიაზეპამის შეწოვა.

დიგოქსინი

დიგოქსინის და დიაზეპამის ერთდროული გამოყენება, ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

დიურეტიკები

დიაზეპამთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.

ლითიუმი

ბენზოდიაზეპინების ლითიუმთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს სექსუალური დისფუნქციის რისკი.

პაპავერინი

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ინტრავენურად დიაზეპამს პაპავერინთან ერთად დიაგნოსტიკისთვის ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, შესაძლოა განუვითარდეთ ხანგრძლივი ერექცია.

ნატრიუმის ოქსიბატი

ბენზოდიაზეპინებს შეუძლიათ ნატრიუმის ოქსიბატის მოქმედების გაძლიერება.

ქინიდინი

დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს.

მაგნოლიის ქერქი

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილის ზომები მაგნოლიის ქერქის და ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენებისას, რადგან პაციენტებში შეიძლება შეინიშნოს ცნს-ზე გადაჭარბებული დამთრგუნველი მოქმედება.

მუზარადა

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილის ზომები მუზარადას და ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენებისას, რადგან მუზარადამ შეიძლება დააქვეითოს მათი ეფექტურობა.

პერორალური გამოყენების მინერალური ზეთი

შესაძლოა კუჭნაწლავის ტრაქტში შეწოვის დაქვეითება.

გრეიფრუტის წვენი

გრეიფრუტის წვენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაზეპამის ბიოშეღწევადობას 3,2-ჯერადი AUC -ის გაზრდით და 1,5-ჯერადი გაზრდით შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის.

დიაზეპამი არ არის რეკომენდებული რომ გამოვიყენოთ 2 კვირის განმავლობაში მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორის, ლინეზოლიდის, გამოყენების შეწყვეტიდან, რადგან შესაძლოა გაძლიერდეს ცენტრალური ეფექტები და ტოქსიკურობა.

ჰიპოტენზიური ეფექტები შესაძლოა გაძლიერდეს დიაზეპამის ნიტრატებთან, ნატრიუმის ნიტროპრუსიდთან, დიაზოქსიდთან, ჰიდრალაზინთან, მინოქსიდილთან.

დიაზეპამის სედაციური ეფექტი შეუძლია გააძლიეროს ასევე ალფა-აგოსტ ლოფექსიდინს, მიორელაქსანტ ბაკლოფენს ან ტიზანიდინს, ნაბილონს და ციზაპრიდს.

მოწევა

მოწევა აძლიერებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს. ძილიანობა, დიაზეპამის გვერდითი ეფექტი მწეველებში გვხვდება იშვიათად, ვიდრე არამწეველებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს ანომალიის თანდაყოლილ რისკზე, რომელიც დაკავშირებულია ბენზოდიაზეპინის გამოყენებასთან ორსულობის პირველ ტრიმესტრში. დიაზეპამი არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც უფრო უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია. ორსულობის დანარჩენ პერიოდში დიაზეპამის გამოყენება არ არის სასურველი. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, იქნება თუ არა დედისთვის მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი ნაყოფისთვის რისკზე მაღალი.

ბენზოდიაზეპინების დიდი დოზების ან მცირე დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ასევე მშობიარობის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში რიტმის დარღვევა, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, შეასუსტოს წოვის რეფლექსი, ასევე ზომიერი სუნთქვის დათრგუნვა. ამის გარდა, ბავშვებს რომელთა დედები ორსულობის ბოლოს ქრონიკულად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინების წარმოებულებს, შეიძლება გამოუვლინდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და მოხსნის სიმპტომები.

მშობიარობის ასაკის პაციენტებმა, უნდა იცოდნენ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაციის აუცილებლობა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ, ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში.

ძუძუთი კვება

დიაზეპექსი გამოიყოფა დედის რძესთან. პრეპარატის მიღების დროს ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეკომენდაციები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და ოპერატორებს

პაციენტი უნდა გააფრთხილოთ, რომ დიაზეპექსის გამოყენებისას უარი უნდა თქვას რისკთან დაკავშირებულ სამუშაოზე და რომლის შესასრულებლად საჭიროა მოხერხებულობა და სწრაფი რეაქცია (ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვ.), რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

ალკოჰოლი პოტენცირებას ახდენს ნახსენები ეფექტების.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ძილიანობა, დაღლილობა და კუნთების სისუსტე. ეს ეფექტები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის გაგრძელებისას ჩვეულებრივ ქრება. ასეთი გვერდითი მოვლენების სიმძიმე დამოკიდებულია დოზის სიდიდეზე.

შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, შესაძლოა ანტეროგრადული ამნეზია, პარადოქსული რეაქციები.

შემდეგ ნახსენები გვერდითი მოვლენები მოყვანილია ორგანოების სისტემების კლასიფიკაციის და MedDRA შეხვედრიანობის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10) არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1000) ძალიან იშვიათად (<1/10 000), უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები სისხლში და ლიმფურ სისტემაში

ძალიან იშვიათად: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია.

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

იშვიათად: დაბნეულობა, ხასიათის გაუარესება, დეპრესია, ლიბიდოს ცვლილება, პარადოქსული რეაქციები (აგზნების და მოუსვენრობის მომატება, მტრული განწყობა, აგრესიულობის გამოვლენა, ჰალუცინაციები, უძილობა და კუნთების ტონუსის მომატება). ეს ეს მოვლენები ყველაზე დიდი ალბათობით გვხვდება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში; მათი გაჩენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: ძილიანობა.

იშვიათად: ატაქსია, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ტრემორი, დიზართრია.

თვალის დაავადებები

იშვიათად: ბუნდოვანი ხედვა, დიპლოპია.

დარღვევები გულის მხრივ

იშვიათად: ბრადიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათად: ჰიპოტენზია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

იშვიათად: პაციენტებს სასუნთქი სისტემის დაავადებებით (ქრონიკული ბრონქიტი) შეიძლება გაუძლიერდეთ სუნთქვის დარღვევები (გაძნელებული სუნთქვა).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათად: შეკრულობა, მონელების დარღვევები, გულისრევა, პირის სიმშრალე, გაძლიერებული ნერწყვდენა.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იშვიათად: გამონაყარი.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და თანმხლები სისტემის მხრივ

ხშირად: კუნთების სისუსტე.

დარღვევები თიკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

იშვიათად: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ხშირად: დაღლილობა.

კვლევები

ძალიან იშვიათად: სისხლში ტრანსამინაზას და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

ხანშიშესულ პაციენტებს, განსაკუთრებით თავის ტვინის ორგანული დაზიანებებით, ასევე პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით უფრო მეტად აქვთ გამოხატული დიაზეპამის დამთრგუნავი მოქმედება ცნს-ზე, და ასევე სხვა გვერდითი მოვლენები.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბი დოზირების დროს შეინიშნება ცნს-ის დათრგუნვა და ძილიანობა, კომამდე. ზომიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა ძილიანობა, დაბნეულობა და ლეთარგია, უფრო მძიმე შემთხვევებში - ატაქსია, ჰიპოტონია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა. ცნს-ის სხვა დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში დიაზეპამის ჭარბი დოზირება, ან ალკოჰოლთან ერთად ჭარბი დოზირების სიმპტომები უფრო მეტადაა გამოხატული და შესაძლებელია ფატალური გამოდგეს, თუ დაზარალებული არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გავაკონტროლოთ ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციები (სუნთქვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია, არტერიული წნევა).

თუ დოზის გადაჭარბება მოხდა ერთ საათზე ნაკლები ხნის წინ, გამოიწვიეთ ღებინება (თუ პაციენტი გონზეა); სხვა შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. პრეპარატის შეწოვა შეიძლება შევამციროთ აქტივირებული ნახშირის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შევიყვანოთ შესაბამისი საინფუზიო ხსნარები. დიალიზს აქვს შეზღუდული მნიშვნელობა.

ცნს-ის დათრგუნვის შესამცირებლად იყენებენ ფლუმაზელილს - ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტს. თუმცა, ფლუმაზენილი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებულთათვის, რომლებიც იღებდნენ ბენზოდიაზეპინის წარმოებულებს დიდი ხნის განმავლობაში.

აგზნების დასათრგუნად არ გამოიყენოთ ბარბიტურატები!

შენახვის პირობები

ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 ტემპერატურის.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

შეფუთვა

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკიან და ალუნიმის ფოლგიან კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

2 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიზური საშუალება, ბენზოდიაზეპინის წარმოებული. ათქ კოდი N05BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიაზეპექსი შეიცავს დიაზეპამს - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპული პრეპარატი რომელსაც გააჩნია გამოხატული დამამშვიდებელი, შფოთვის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური მოქმედება; მას ასევე ახასიათებს საძილე ეფექტი.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) დიაზეპამი მოქმედებს ბენზოდიაზეპინის სპეციფიურ რეცეპტორებზე, ფუნქციურად მჭიდროდ დაკავშირებულ γ-ამინოერბომჟავასთან (გაემ), ცნს-ის მთავარ მაინჰიბირებელ მედიატორთან, რის გამო დიაზეპამის მოქმედების შედეგად გაძლიერებულია გაემ-ს დამამუხრუჭებელი მოქმედება ცნს-ზე. დიაზეპამი მოქმედებს ლიმბური სისტემის და თავის ტვინის ქერქის რეცეპტორებზე, ავლენს სედაციურ და ანქსიოლიზურ ეფექტებს. დიაზეპამის მიორელაქსაციური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია მის უნართან შეამციროს ეპილეპტოგენური კერების აქტივობა ტვინის ყველა ნაწილში, ასევე მისი დამამუხრუჭებელი მოქმედებით ზურგის ტვინის რეფლექსებზე. დიაზეპამი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეცეპტორებზე და არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევებს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

დიაზეპამი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს დაახლოებით 30-90 წუთში. აბსორბციის ხარისხი მაღალია (>90%).

განაწილება

დიაზეპამი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (98-99%), კარგად იხსნება ლიპიდებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს. პრეპარატი გადადის ასევე დედის რძეში. წონასწორობის მდგომარეობაში დიაზეპამის განაწილების მოცულობა ახალგაზრდა და ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 0,7-2,6 ლ/კგ-ზე.

მეტაბოლიზმი

ღვიძლში მიმდინარეობს დიაზეპამის ინტენსიური მეტაბოლური გარდაქმნა აქტიური მეტაბოლიტების - N-დეზმეთილდიაზეპამის, ოქსაზეპამის და ტემაზეპამის წარმოქმნით. დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ხდება იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2C19 საშუალებით.

გამოყოფა

დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს. N-დეზმეთილდიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება აღწევდეს 100 საათს, რის გამოც პრეპარატის თერაპიული მოქმედება ხანგრძლივდება.

დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ძირითადად გლუკურონის მჟავას კონიუგატების სახით. დიაზეპამის კლირენსი შეადგენს 20-30 მლ წუთში. განმეორებითი გამოყენების შემდეგ დიაზეპამი გროვდება ორგანიზმში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაუხანგრძლივდეთ ახალშობილებს, ხანდაზმულებს და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ცვლილებები უმნიშვნელოა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დიაზეპექსი®

5 მგ ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

დიაზეპამი (Diazepamum)

სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა

ტაბლეტები.

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - 5 მგ დიაზეპამს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა

თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით და ღარით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანქსიოლიზური საშუალება, ბენზოდიაზეპინის წარმოებული. ათქ კოდი N05BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიაზეპექსი შეიცავს დიაზეპამს - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპული პრეპარატი რომელსაც გააჩნია გამოხატული დამამშვიდებელი, შფოთვის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური მოქმედება; მას ასევე ახასიათებს საძილე ეფექტი.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) დიაზეპამი მოქმედებს ბენზოდიაზეპინის სპეციფიურ რეცეპტორებზე, ფუნქციურად მჭიდროდ დაკავშირებულ γ-ამინოერბომჟავასთან (გაემ), ცნს-ის მთავარ მაინჰიბირებელ მედიატორთან, რის გამო დიაზეპამის მოქმედების შედეგად გაძლიერებულია გაემ-ს დამამუხრუჭებელი მოქმედება ცნს-ზე. დიაზეპამი მოქმედებს ლიმბური სისტემის და თავის ტვინის ქერქის რეცეპტორებზე, ავლენს სედაციურ და ანქსიოლიზურ ეფექტებს. დიაზეპამის მიორელაქსაციური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია მის უნართან შეამციროს ეპილეპტოგენური კერების აქტივობა ტვინის ყველა ნაწილში, ასევე მისი დამამუხრუჭებელი მოქმედებით ზურგის ტვინის რეფლექსებზე. დიაზეპამი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეცეპტორებზე და არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევებს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

დიაზეპამი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს დაახლოებით 30-90 წუთში. აბსორბციის ხარისხი მაღალია (>90%).

განაწილება

დიაზეპამი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (98-99%), კარგად იხსნება ლიპიდებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს. პრეპარატი გადადის ასევე დედის რძეში. წონასწორობის მდგომარეობაში დიაზეპამის განაწილების მოცულობა ახალგაზრდა და ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 0,7-2,6 ლ/კგ-ზე.

მეტაბოლიზმი

ღვიძლში მიმდინარეობს დიაზეპამის ინტენსიური მეტაბოლური გარდაქმნა აქტიური მეტაბოლიტების - N-დეზმეთილდიაზეპამის, ოქსაზეპამის და ტემაზეპამის წარმოქმნით. დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ხდება იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2C19 საშუალებით.

გამოყოფა

დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს. N-დეზმეთილდიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება აღწევდეს 100 საათს, რის გამოც პრეპარატის თერაპიული მოქმედება ხანგრძლივდება.

დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ძირითადად გლუკურონის მჟავას კონიუგატების სახით. დიაზეპამის კლირენსი შეადგენს 20-30 მლ წუთში. განმეორებითი გამოყენების შემდეგ დიაზეპამი გროვდება ორგანიზმში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაუხანგრძლივდეთ ახალშობილებს, ხანდაზმულებს და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ცვლილებები უმნიშვნელოა.

გამოყენების ჩვენებები

შფოთვის, მოუსვენრობის და უძილობის ხანმოკლე მკურნალობა.

კუნთების სპაზმის და ტკივილის შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ლოკალურ პათოლოგიურ პროცესებთან და ცერებროსპინალურ დაავადებებთან.

სპაზმური მდგომარეობებისა და კრუნჩხვების რეციდივების თავიდან ასაცილებლად.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი დროს.

პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების დროს.

გაფრთხილებები! ანქსიოლიზური საშუალებები არ გამოიყენება ყოველდღიური სტრესის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია შფოთვით.

გამოყენების წესები და დოზები

მკურნალობის დოზებს და ხანგრძლივობას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის და დაავადების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, ხანგრძლივი გამოყენება (4კვირაზე მეტი) არ არის რეკომენდებული, რომელიც მოიცავს დოზის თანდათანობით შემცირების და მოხსნის პერიოდს.

პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს „რიკოშეტის“ ფენომენისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავის და კუნთების ტკივილი, შფოთვა და მოუსვენრობა, გონების არევა და მომატებული აგზნება. ამ სინდრომის განვითარების მომატებული რისკი, ასევე მისი უფრო მძიმე გამოვლინებები დამახასიათებელია პაციენტებისთვის, რომლებმაც უცებ შეწყვიტეს მკურნალობა ან მკურნალობდნენ მაღალი დოზებით.

აუცილებელია პაციენტების რეგულარული კონტროლი მკურნალობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა, უნდა ჩატარდეს დაავადების სიმპტომების გადაფასება.

შფოთვა და მოუსვენრობა

მოზრდილები

მოზრდილებში ჩვეულებრივ ნიშნავენ 2,5მგ-ს 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 30მგ.

უძილობა

მოზრდილები

საწყისი დოზა 5მგ ძილის წინ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 15მგ-მდე.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში 12 -დან 18 წლამდე პრეპარატი გამოიყენება ძილის წინ 2,5-5მგ დოზით, ღამის შიშების და ძილის დროს სიარულის თავიდან ასაცილებლად.

კუნთების სპაზმები

მოზრდილები

საწყისი დოზა 2,5-15მგ დღეში, რომელსაც ყოფენ რამდენიმე ერთჯერად დოზად. უფრო მძიმე შემთხვევებში, მაგალითად ცერებრალური სპაზმების დროს, დოზა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს 60მგ-მდე დღეში, რომელიც იყოფა რამდენიმე ერთჯერად დოზად.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5მგ 2-ჯერ დღეში; 5-დან 12 წლამდე 5მგ 2-ჯერ დღეში; მოზარდებში 12-დან 18 წლამდე - 10მგ 2-ჯერ დღეში (მაქსიმალური 40მგ დღეში).

დიაზეპექსის ტაბლეტები არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის უფრო შესაფერისია სხვა სამკურნალო ფორმები/დოზირებები.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი

მოზრდილები

10მგ - 3 ან 4-ჯერ დღეში დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევარში - 5მგ 3 ან 4-ჯერ დღეში. პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს 5-20მგ ერთხელ დღეში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 2-4 საათში.

ეპილეფსია (სხვა პრეპარატებთან ერთად)

მოზრდილები

2,5-60მგ დღეში, რამდენიმე ერთჯერად დოზად გაყოფით.

პრემედიკაცია

მოზრდილები

5-20მგ დღეში ერთჯერადად ან რამდენიმე ერთჯერად დოზად გაყოფით დღეში, ქირურგიული ან სტომატოლოგიური პროცედურის წინ.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში 12 დან 18 წლამდე 5-10მგ 2 საათით ადრე ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე.

ხანშიშესული და დასუსტებული პაციენტები

დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილების რეკომენდირებული დოზის ნახევარს.

პაციენტები ღვიძლის და/ ან თირკმლის უკმარისობით

ყველა პაციენტისთვის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მკურნალობა რეკომენდებულია დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით.

გამოყენების წესი

დიაზეპექსის ტაბლეტები გამოიყენება შიგნით მისაღებად.

ტაბლეტებს ყლაპავენ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მკურნალობას იწყებენ მინიმალური ეფექტური დოზით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დიაზეპამის ან ბენზოდიაზეპინის სხვა წარმოებულების მიმართ და/ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

სუნთქვის დათრგუნვა.

ძილის აპნოე.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

ფობიები ან ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები.

ქრონიკული ფსიქოზი.

მძიმე მიასთენია (Myasthenia gravis).

ალკოჰოლზე დამოკიდებულება (ალკოჰოლის მიღების მკვეთრად შეწყვეტის გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ან ცნს-ის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებზე დამოკიდებულება.

წამლებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.

ორსულობა (I და III ტრიმესტრი).

ძუძუთი კვების პერიოდი.

პრეპარატი არ გამოიყენება დეპრესიის ან მასთან დაკავშირებული შფოთვის დროს მონოთერაპიის სახით, რადგან მან შესაძლებელია მიიყვანოს სუიციდალურ ფიქრებამდე. არ გამოიყენება ფსიქიური დაავადებების პირველადი მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ძილიანობა, დაღლილობა და კუნთების სისუსტე. ეს ეფექტები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის გაგრძელებისას ჩვეულებრივ ქრება. ასეთი გვერდითი მოვლენების სიმძიმე დამოკიდებულია დოზის სიდიდეზე.

შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, შესაძლოა ანტეროგრადული ამნეზია, პარადოქსული რეაქციები.

შემდეგ ნახსენები გვერდითი მოვლენები მოყვანილია ორგანოების სისტემების კლასიფიკაციის და MedDRA შეხვედრიანობის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10) არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1000) ძალიან იშვიათად (<1/10 000), უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები სისხლში და ლიმფურ სისტემაში

ძალიან იშვიათად: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია.

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

იშვიათად: დაბნეულობა, ხასიათის გაუარესება, დეპრესია, ლიბიდოს ცვლილება, პარადოქსული რეაქციები (აგზნების და მოუსვენრობის მომატება, მტრული განწყობა, აგრესიულობის გამოვლენა, ჰალუცინაციები, უძილობა და კუნთების ტონუსის მომატება). ეს ეს მოვლენები ყველაზე დიდი ალბათობით გვხვდება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში; მათი გაჩენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: ძილიანობა.

იშვიათად: ატაქსია, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ტრემორი, დიზართრია.

თვალის დაავადებები

იშვიათად: ბუნდოვანი ხედვა, დიპლოპია.

დარღვევები გულის მხრივ

იშვიათად: ბრადიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათად: ჰიპოტენზია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

იშვიათად: პაციენტებს სასუნთქი სისტემის დაავადებებით (ქრონიკული ბრონქიტი) შეიძლება გაუძლიერდეთ სუნთქვის დარღვევები (გაძნელებული სუნთქვა).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათად: შეკრულობა, მონელების დარღვევები, გულისრევა, პირის სიმშრალე, გაძლიერებული ნერწყვდენა.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იშვიათად: გამონაყარი.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და თანმხლები სისტემის მხრივ

ხშირად: კუნთების სისუსტე.

დარღვევები თიკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

იშვიათად: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ხშირად: დაღლილობა.

კვლევები

ძალიან იშვიათად: სისხლში ტრანსამინაზას და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

ხანშიშესულ პაციენტებს, განსაკუთრებით თავის ტვინის ორგანული დაზიანებებით, ასევე პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით უფრო მეტად აქვთ გამოხატული დიაზეპამის დამთრგუნავი მოქმედება ცნს-ზე, და ასევე სხვა გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ დიაზეპექსის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის, აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება რომ არ შეიძლება დოზის თვითნებურად გაზრდა და ასევე, ექიმის ნებართვის გარეშე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ტოლერანტობა

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების მრავალჯერადი მოხმარების შემდეგ შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს მათი საძილე მოქმედება. დიაზეპექსი არ უნდა გამოვიყენოთ 4 კვირაზე მეტხანს.

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების და მათი ანალოგების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. დამოკიდებულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის დროს და ხანგრძლივი მკურნალობისას. ის მაღალია იმ პაციენტებშიც, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს, პაციენტებში რომელთაც აქვთ დამოკიდებულება სხვა წამლებზე, ადამიანებში რომლებსაც აქვთ სერიოზული პიროვნული ცვლილებები.

მოხსნა

ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენის შემდეგ, მკურნალობის უეცარ შეწყვეტას თან ახლავს მოხსნის სიმპტომები (თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, არეული აზროვნება და გაღიზიანება). მძიმე შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟება და კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა შუქის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, ჰალუცინაციები და ეპილეფსური გულყრები.

მოხსნის სინდრომის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, დოზის თანდათანობით შემცირებით.

რიკოშეტული უძილობა და შფოთვა

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება გაჩნდეს დროებითი სინდრომი, რომლის დროსაც

სიმპტომები, რომლებსაც ბენზოდიაზეპინებით მკურნალობდნენ, განმეორდეს გაფართოებული ფორმით. მას შესაძლებელია თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის გუნება–განწყობილების შეცვლა, შფოთვა ან ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. რადგან შეწყვეტის სინდრომის რისკი უფრო მეტია მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას, რეკომენდებულია დოზები თანდათანობით შევამციროთ.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია, ჩვეულებრივ გამოყენებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რისკი მატულობს მაღალი დოზებით გამოყენებისას. ანტეროგრადული ამნეზიის თავიდან ასაცილებლად უნდა უზრუნველყოთ 7-8 საათიანი უწყვეტი ძილი.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი პარადოქსული რეაქციები: შფოთვა, აგზნებადობა, აგრესიულობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადექვატური რეაქციები. დიდი ალბათობით ისინი აღინიშნება ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. თუ ასეთი რეაქციები შეინიშნება, დიაზეპამის მიღება უნდა შეწყდეს.

ალკოჰოლის / ცნს–ის დეპრესანტების ერთდროული გამოყენება

დიაზეპამის ალკოჰოლთან და / ან ცნს–ის დეპრესანტების ერთდროულ გამოყენებას უნდა მოვერიდოთ. ასეთმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის სედაციური ეფექტი, და ასევე დეპრესიული ზეგავლენა სასუნთქ და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიაზეპექსს, უნდა გავაფრთხილოთ დიაზეპამის და ალკოჰოლის სინერგიულ ურთიერთქმედებაზე. ალკოჰოლი შეიძლება გამოვიყენოთ, არა უადრეს 36 საათისა, დიაზეპამის მიღებიდან.

დეპრესიის დროს გამოყენება

დიაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში დეპრესიით, დეპრესიული პაციენტები მიდრეკილნი არიან სუიციდალური აზრებისკენ. ბენზოდიაზეპინები და მისი მონათესავე პრეპარატები არ უნდა გამოვიყენოთ მონოთერაპიის სახით დეპრესიის ან მოუსვენრობის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია დეპრესიასთან, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს სუიციდალური აზრები და შენიღბოს დეპრესიის სიმპტომები.

ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენების დროს

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის ოპიოიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ლეტალური გამოსავალი. ამ რისკებთან დაკავშირებით, ერთდროული გამოყენება ოპიოიდების დიაზეპამთან ერთად მხოლოდ იმ პაციენტებში შეიძლება, რომლებთანაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები შეუძლებელია. თუ მიიღება გადაწყვეტილება ოპიოიდების და დიაზეპამის ერთდროული დანიშვნის შესახებ უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე ( იხილეთ ქვეპუნქტი „გამოყენების წესები და დოზები“). უნდა გულდასმით ვაკონტროლოთ პაციენტების მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვის და სედაციის განვითარების ნიშნებზე და სიმპტომებზე. აუცილებელია პაციენტების და მათი მეურვეების (თუ ასეთები არსებობენ) ინფორმირება ამ სიმპტომების გამოვლენის შესახებ (იხილეთ ქვეპუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“)

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტებმა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით პრეპარატის ნაკლები დოზები უნდა მიიღონ.

პაციენტებმა სუნთქვის დარღვევებით და ყურადღების დაქვეითებით გულდასმით უნდა შეაფასონ დიაზეპამის გამოყენება სუნთქვის დათრგუნვის საფრთხის გამო.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში დოზა უნდა შევამციროთ მათი ბენზოდიაზეპინებთან დიდი მგრძნობელობის გამო.

დიაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევებით, პორფირიის, კუნთების სისუსტის, კომის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს (განსაკუთრებით არტერიოსკლეროზით).

ჰიპოალბუმინემიამ შეიძლება მოახდინოს დიაზეპამის ეფექტის პოტენცირება.

ბავშვები და მოზარდები

ბენზოდიაზეპინები ბავშვებში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ; მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. დიაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, რის გამოც პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ ამ ასაკობრივ ჯგუფში.

დიაზეპექსის ტაბლეტები არ შეესაბამება გამოყენებას 1 წლამდე ბავშვებში. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უფრო შესაფერისია წამლის სხვა ფორმა/ დოზირება. დიაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების დროს პერიოდულად უნდა განისაზღვროს სისხლის უჯრედების რაოდენობა და განისაზღვროს ღვიძლის მაჩვენებლები.

დიაზეპექსი შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში რომელთაც აქვთ იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს

ორსულობა

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს ანომალიის თანდაყოლილ რისკზე, რომელიც დაკავშირებულია ბენზოდიაზეპინის გამოყენებასთან ორსულობის პირველ ტრიმესტრში. დიაზეპამი არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც უფრო უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია. ორსულობის დანარჩენ პერიოდში დიაზეპამის გამოყენება არ არის სასურველი. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, იქნება თუ არა დედისთვის მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი ნაყოფისთვის რისკზე მაღალი.

ბენზოდიაზეპინების დიდი დოზების ან მცირე დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ასევე მშობიარობის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში რიტმის დარღვევა, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, შეასუსტოს წოვის რეფლექსი, ასევე ზომიერი სუნთქვის დათრგუნვა. ამის გარდა, ბავშვებს რომელთა დედები ორსულობის ბოლოს ქრონიკულად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინების წარმოებულებს, შეიძლება გამოუვლინდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და მოხსნის სიმპტომები.

მშობიარობის ასაკის პაციენტებმა, უნდა იცოდნენ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაციის აუცილებლობა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ, ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში.

ძუძუთი კვება

დიაზეპექსი გამოიყოფა დედის რძესთან. პრეპარატის მიღების დროს ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეკომენდაციები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და ოპერატორებს

პაციენტი უნდა გააფრთხილოთ, რომ დიაზეპექსის გამოყენებისას უარი უნდა თქვას რისკთან დაკავშირებულ სამუშაოზე და რომლის შესასრულებლად საჭიროა მოხერხებულობა და სწრაფი რეაქცია (ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვ.), რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

ალკოჰოლი პოტენცირებას ახდენს ნახსენები ეფექტების.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

დიაზეპამის გამოყენებამ ცნს-ის დამთრგუნავ სხვა პრეპარატებთან ერთად, (ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტური საშუალებები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, სანარკოზე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები), ან ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გააძლიეროს მისი დამთრგუნველი მოქმედება ცნს-ზე. ამის გარდა ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლია გამოიწვიოს ეიფორია და მასთან დაკავშირებული - ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიული საშუალებების მოქმედებას (მაგალითად, ალფა- და ბეტა- ბლოკატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, აგფ ინჰიბიტორების).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

დიაზეპამის ჟანგვითი მეტაბოლიზმი, რომელიც იწვევს N-დეზმეთილდიაზეპამის, ტემაზეპამის და ოქსაზეპამის წარმოქმნას, ხდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2C19 საშუალებით.

ისეთმა პრეპარატებმა, როგორებიცაა ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, ომეპრაზოლი, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 და CYP2C19-ის ინჰიბიტორებს, შეუძლია გამოიწვიონ დიაზეპამის სედაციური ეფექტის გაზრდა და გახანგრძლივება, თავის მხრივ ამ ფერმენტების ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი, შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება პლაზმაში.

დიაზეპამის ურთიერთქმედება პრეპარატების სხვადასხვა ჯგუფებთან

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი ანელებენ დიაზეპამის მეტაბოლიზმს და ზრდიან დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

ფლუკონაზოლს, კლოტრიმაზოლს, კეტოკონაზოლს, ვარიკონაზოლს და იტრაკონაზოლს შეუძლიათ გაზარდონ დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში (ხანგრძლივი სედაციური ეფექტის რისკი).

ანტიბაქტერიალური საშუალებები

იზონიაზიდთან ერთდროული გამოყენება ანელებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს.

რიფამპიცინი ზრდის დიაზეპამის მეტაბოლიზმს და აქვეითებს დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში.

პერორალური კონტრაცეპტივები

პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გამოიწვიონ დიაზეპამის მოქმედების გაძლიერება. ეს ურთიერთქმედება შეეხება ასევე კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო პლასტირებს და ვაგინალურ რგოლებს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები

დიაზეპამს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია პლაზმაში.

ნატრიუმის ვალპროატი ზრდის დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში. თავის მხრივ, კარბამაზეპინს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში.

დიაზეპამის ფენობარბიტალთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი ეფექტები ცნს-ზე. იზრდება სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პროტეაზას ინჰიბიტორებს რიტონავირს, ამპრენავირს და სხვ. შეუძლიათ გაზარდონ დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში. იზრდება სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი.

Н2-ბლოკატორები

ციმეტიდინი ანელებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ზრდის კონცენტრაციას პლაზმაში.

ნეიროლეპტიკები

მომატებულია ტოქსიკურობის რისკი მიელოსუპრესორ პრეპარატებთან ერთდროული ერთდროული გამოყენებისას.

კლოზაპინთან ერთდროულად გამოყენებისას ძლიერდება სედაციური მოქმედება ან სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა. აღწერილია ჰიპოტენზიის მძიმე შემთხვევების, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის შესაძლო გაჩერებით. უნდა მოვერიდოთ კლოზაპინის იმ პრეპარატებთან ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც იწვევენ აგრანულოციტოზს.

დისულფირამი

დისულფირამი ანელებს ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს, აძლიერებს სედაციურ ეფექტს, შესაძლოა ტოქსიკურობის გაზრდაც.

ანტიდეპრესანტები

ფლუვოქსამინი ზრდის დიაზეპამის კონცენტრაციას პლაზმაში. პარენტერალურად ერთდროული გამოყენებისას ბენზოდიაზეპინების და ოლანზაპინის ი.მ. იზრდება ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და სუნთქვის დათრგუნვის რისკი. დიაზეპამის ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება სედაციური მოქმედება. შესაძლოა ამიტრიპტილინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

მირტაზაპინის და დიაზეპამის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გაძლიერდეს სედაციური მოქმედება.

ლევოდოფა

ერთდროული გამოყენებისას დიაზეპამი თრგუნავს ლევოდოფას თერაპიულ ეფექტს.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ბენზოდიაზეპინების და მოქსონიდინის ერთდროულად გამოყენებამ, შესაძლოა გააძლიეროს მათი სედაციური ეფექტი. დიაზეპამი აძლიერებს მეთილდოფას ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ქსანტინები

თეოფილინი აძლიერებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს, აქვეითებს ბენზოდიაზეპინების ეფექტებს.

ალფა-ადრენობლოკატორები

დიაზეპამის ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება არტერიული ჰიპოტენზია და სედაციური მოქმედება.

ანესტეტიკები და ანალგეტიკები

ნარკოტიკულ ანალგეტიკებს შეუძლიათ გამოიწვიონ ეიფორია და, შესაბამისად ფსიქიკური დამოკიდებულება.

ოპიოიდები

დიაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება, ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და ლეტალური გამოსავლის რისკს, ცნს-ზე დამატებითი დამთრგუნველი მოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შევამციროთ დოზა, ასევე ბენზოდიაზეპინების და ოპიოიდების ერთდროულად გამოყენების ხანგრძლივობა. (იხილეთ ქვეპუნქტი 4.4)

ანგიოტენზინ - II რეცეპტორების ინჰიბიტორები, ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები

ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება.

ანტიჰისტამინები

სედაციური მოქმედების გაძლიერება. სედაციური ურთიერთქმედება ნაკლებად აქტუალურია არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ. ურთიერთქმედება ჩვეულებრივ არ არის კავშირში ადგილობრივი მოქმედების ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან. (საინჰალაციო საშუალებების ჩათვლით).

კორტიკოსტეროიდები

დექსამეტაზონს შეუძლია შეამციროს დიაზეპამის მოქმედება.

ანტაციდები

ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და მაგნიუმს) შეიძლება შეანელოს დიაზეპამის შეწოვა.

დიგოქსინი

დიგოქსინის და დიაზეპამის ერთდროული გამოყენება, ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

დიურეტიკები

დიაზეპამთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.

ლითიუმი

ბენზოდიაზეპინების ლითიუმთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს სექსუალური დისფუნქციის რისკი.

პაპავერინი

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ინტრავენურად დიაზეპამს პაპავერინთან ერთად დიაგნოსტიკისთვის ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, შესაძლოა განუვითარდეთ ხანგრძლივი ერექცია.

ნატრიუმის ოქსიბატი

ბენზოდიაზეპინებს შეუძლიათ ნატრიუმის ოქსიბატის მოქმედების გაძლიერება.

ქინიდინი

დიაზეპამის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს.

მაგნოლიის ქერქი

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილის ზომები მაგნოლიის ქერქის და ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენებისას, რადგან პაციენტებში შეიძლება შეინიშნოს ცნს-ზე გადაჭარბებული დამთრგუნველი მოქმედება.

მუზარადა

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილის ზომები მუზარადას და ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენებისას, რადგან მუზარადამ შეიძლება დააქვეითოს მათი ეფექტურობა.

პერორალური გამოყენების მინერალური ზეთი

შესაძლოა კუჭნაწლავის ტრაქტში შეწოვის დაქვეითება.

გრეიფრუტის წვენი

გრეიფრუტის წვენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაზეპამის ბიოშეღწევადობას 3,2-ჯერადი AUC -ის გაზრდით და 1,5-ჯერადი გაზრდით შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის.

დიაზეპამი არ არის რეკომენდებული რომ გამოვიყენოთ 2 კვირის განმავლობაში მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორის, ლინეზოლიდის, გამოყენების შეწყვეტიდან, რადგან შესაძლოა გაძლიერდეს ცენტრალური ეფექტები და ტოქსიკურობა.

ჰიპოტენზიური ეფექტები შესაძლოა გაძლიერდეს დიაზეპამის ნიტრატებთან, ნატრიუმის ნიტროპრუსიდთან, დიაზოქსიდთან, ჰიდრალაზინთან, მინოქსიდილთან.

დიაზეპამის სედაციური ეფექტი შეუძლია გააძლიეროს ასევე ალფა-აგოსტ ლოფექსიდინს, მიორელაქსანტ ბაკლოფენს ან ტიზანიდინს, ნაბილონს და ციზაპრიდს.

მოწევა

მოწევა აძლიერებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს. ძილიანობა, დიაზეპამის გვერდითი ეფექტი მწეველებში გვხვდება იშვიათად, ვიდრე არამწეველებში.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბი დოზირების დროს შეინიშნება ცნს-ის დათრგუნვა და ძილიანობა, კომამდე. ზომიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა ძილიანობა, დაბნეულობა და ლეთარგია, უფრო მძიმე შემთხვევებში - ატაქსია, ჰიპოტონია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა. ცნს-ის სხვა დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში დიაზეპამის ჭარბი დოზირება, ან ალკოჰოლთან ერთად ჭარბი დოზირების სიმპტომები უფრო მეტადაა გამოხატული და შესაძლებელია ფატალური გამოდგეს, თუ დაზარალებული არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გავაკონტროლოთ ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციები (სუნთქვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია, არტერიული წნევა).

თუ დოზის გადაჭარბება მოხდა ერთ საათზე ნაკლები ხნის წინ, გამოიწვიეთ ღებინება (თუ პაციენტი გონზეა); სხვა შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. პრეპარატის შეწოვა შეიძლება შევამციროთ აქტივირებული ნახშირის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შევიყვანოთ შესაბამისი საინფუზიო ხსნარები. დიალიზს აქვს შეზღუდული მნიშვნელობა.

ცნს-ის დათრგუნვის შესამცირებლად იყენებენ ფლუმაზელილს - ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტს. თუმცა, ფლუმაზენილი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებულთათვის, რომლებიც იღებდნენ ბენზოდიაზეპინის წარმოებულებს დიდი ხნის განმავლობაში.

აგზნების დასათრგუნად არ გამოიყენოთ ბარბიტურატები!

შენახვის პირობები

ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 ტემპერატურის.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

შეფუთვა

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკიან და ალუნიმის ფოლგიან კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

2 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს „გრინდეკსი“, კრუსტპილსის ქ.53. რიგა, LV-1057, ლატვია

ტელეფონი: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ტექსტის შედგენის თარიღი: 2021 წლის აგვისტო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა