დიაზეპამი სოფარმა 5მგ/მლ საინექციო ხსნარი
DIAZEPAM SOPHARMA 5mg/ml solution for injection
დიაზეპამი სოფარმა საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც ცნობილია ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური საშუალებების სახელით. მისი მთავარი მოქმედება არის შფოთვისა და შიშის განცდის მოხსნა. ის იწვევს კუნთების მოდუნებას (მიორელაქსანტულ მოქმედებას), თრგუნავს კრუნჩხვებს და იწვევს ძილის მსგავს მდგომარეობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიაზეპამი (diazepam)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- SOPHARMA AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043448
- რეგისტრირებულია
- 25 ივნისი 2025, მოქმედებს 25 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
დიაზეპამი სოფარმა 5მგ/მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიაზეპამი სოფარმა საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც ცნობილია ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური საშუალებების სახელით. მისი მთავარი მოქმედება არის შფოთვისა და შიშის განცდის მოხსნა. ის იწვევს კუნთების მოდუნებას (მიორელაქსანტულ მოქმედებას), თრგუნავს კრუნჩხვებს და იწვევს ძილის მსგავს მდგომარეობას.
იგი გამოიყენება შფოთვისა და აგზნების მდგომარეობის მოსახსნელად, აგზნების მდგომარეობის მოხსნა დელირიუმის ტრემენსის დროს (ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი); ეპილეფსიური სტატუსის და სხვა კრუნჩხვითი მდგომარეობის კონტროლი; მოქმედებს კუნთების სპაზმზე და ტეტანუსის დროს. დიაზეპამი სოფარმა ასევე გამოიყენება სედაციისთვის წინასაოპერაციო მომზადებისა და სხვადასხვა მტკივნეული თერაპიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
- მძიმე ან შრომისუუნარო შფოთვისა და აგზნების და კუნთების სპაზმის დროს დოზა შეადგენს 10 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 4 საათის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში.
- ტეტანუსის დროს საწყისი დოზაა 0.1-დან 0.3 მგ/კგ წონაზე ინტრავენურად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 1-დან 4 საათამდე ინტერვალით.
- დელირიუმის ტრემენსის დროს დოზა შეადგენს 10-20 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
- ეპილეფსიის სტატუსის და სხვა კრუნჩხვების დროს: დოზა შეადგენს 10-20 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 30-60 წუთის შემდეგ მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ. ამ დოზას შეიძლება მოჰყვეს ნელი ინტრავენური ინფუზია (მაქსიმუმ 3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათში).
- წინასაოპერაციო მედიკამენტი ან პრემედიკაცია სადიაგნოსტიკო და თერაპიულ პროცედურებში: დოზა შეადგენს 10-20 მგ (0,1-0,2 მგ/კგ სხეულის წონაზე) ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად პროცედურამდე ან ოპერაციამდე 10-30 წუთით ადრე.
პედიატრიული პოპულაცია
- ეპილეფსიის სტატუსის და სხვა კრუნჩხვების დროს ნელა ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად დოზით 0.2-დან 0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე.
- წინასაოპერაციო მედიკამენტი ან პრემედიკაცია სადიაგნოსტიკო და თერაპიულ პროცედურებში: დოზა შეადგენს 0,2 მგ/კგ სხეული წონაზე.
ახალშობილები
ახალშობილებისთვის არ არის რეკომენდებული დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარის გამოყენება. პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელიც უკუნაჩვენებია ახალშობილებში და დღენაკლულ ჩვილებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები.
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები
მათი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევარით.
პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით
ამ პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
გამოყენების მეთოდი
შეიყვანეთ ნელა ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენური ინფუზიის სახით, ვინაიდან დოზა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თერაპიულ პასუხზე, ასაკზე და პაციენტის წონაზე.
ამ მედიკამენტით მკურნალობისას გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესამცირებლად მისი ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა (1 მლ ხსნარი 1 წუთის განმავლობაში).
მკურნალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება დაბალი დოზით უწყვეტი სამედიცინო კონტროლით.
პრეპარატის მთელი ოდენობის შეყვანის შემდეგ სასურველია პაციენტმა
დარჩეს მწოლიარე მდგომარეობაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში აუცილებელია მზადყოფნა რეანიმაციული ღონისძიებებისთვის.
სამკურნალო პროდუქტის მიღების შემდეგ პაციენტს თან უნდა ახლდეს სახლამდე, რადგან მან არ უნდა მართოს ან იმუშაოს მექანიზმებთან 24 საათის განმავლობაში.
ამპულის შიგთავსი არ უნდა განზავდეს. გამონაკლისი კეთდება ნელი წვეთოვანი ინფუზიისთვის, როდესაც განზავებულია იზოტონური NaCl ხსნარით ან დექსტროზის ხსნარით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა მიიღოთ დიაზეპამი სოფარმა
- თუ ალერგიული ხართ დიაზეპამის, ბენზოდიაზეპინების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
- თუ გაქვთ ისეთი დაავადება, როგორიცაა მიასთენია გრავის (რაც იწვევს სისუსტეს და კუნთების სწრაფ დაღლილობას);
- თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან სუნთქვის მძიმე პრობლემები, მათ შორის. ძილის აპნოეს სინდრომი (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა ძილის დროს);
- თუ გაქვთ წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, მათ შორის დეპრესიული ან მანიაკალური მდგომარეობები; ქრონიკული ფსიქოზები;
- ახალშობილებში (შეიცავს ბენზილის სპირტს).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სანამ მიიღებთ დიაზეპამი სოფარმას, აცნობეთ მკერნალ ექიმს:
- თუ ხართ ხანდაზმული, გაქვთ ტვინის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიწოდების დარღვევასთან; რესპირატორული ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ასეთი პაციენტების დიაზეპაი სოფარმას საინექციო ხსნარით მკურნალობის აუცილებლობისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. როგორც წესი, თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
- ვინაიდან დიაზეპამი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას, არ შეიძლება მისი ერთდროულად მიღება მსგავსი მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, ალკოჰოლთან, საძილე აბებთან, ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებთან და ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან. დიაზეპამი სოფარმას მსგავსი სხვა პრეპარატების მსგავსად, მას შეუძლია გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება ხანგრძლივი გამოყენების დროს და უფრო მაღალი დოზებით მიღებისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაზეპამის ან სხვა მსგავსი პრეპარატების მიმართ წამალდამოკიდებულების ნიშნები.
თუ მკურნალობა მოულოდნელად შეწყდება, აპაციენტებს შეიძლება განუვითარდეს ე.წ. „მოხსნის სინდრომი“, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ტრემორი, კრუნჩხვები, მუცლის და კუნთების სპაზმები, ღებინება, ოფლიანობა, შფოთვა, გაღიზიანება. წამალდამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე და რაც შეიძლება დაბალი დოზებით.
- დიაზეპამ სოფარმას ინტრავენურად შეყვანისას, ხსნარი უნდა შეიყვანოთ ნელა, რათა შემცირდეს ადგილობრივი გაღიზიანების, ვენური ანთების ან თრომბოზის რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერების რისკის გამო, დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობის დროს არ უნდა გამოიყენოთ მსგავსი ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტები: ზოგადი ანესთეტიკები, საძილე საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები), ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტები (ნეიროლეფსიური), ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, კლასიკური ანტიალერგიული პრეპარატები (ანტიჰისტამინური), კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მედიკამენტები და ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას. თუ აუცილებელია დიაზეპამ სოფარმას ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად გამოყენება, რეკომენდებულია მისი დანიშვნა ტკივილგამაყუჩებლის შემდეგ და დოზა ფრთხილად უნდა განისაზღვროს. დიაზეპამ სოფარმას ეფექტი მნიშვნელოვნად ძლიერდება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პარკინსონის დაავადების და დეპრესიის სამკურნალოდ. დიაზეპამ სოფარმა არ უნდა მიიღოთ ერთდროულად იმ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ან ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც შლიან წამლებს. ასეთ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, დიაზეპამ სოფარმას ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ამ მხრივ, თავი უნდა აარიდოთ შემდეგი პრეპარატების მიღებას: ციმეტიდინი, ომეპრაზოლი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ); იზონიაზიდი, რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ); რიტონავირი (შიდსის სამკურნალოდ); კონტრაცეპტივები; ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ); თეოფილინი (ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების სამკურნალოდ). დიაზეპამ სოფარმას ოპიოიდებთან (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები და ზოგიერთი ხველის საწინააღმდეგო საშუალება) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (რესპირატორული დათრგუნვის), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამიტომ, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკურნალობა შეუძლებელია. თუმცა, თუ ექიმმა დიაზეპამ სოფარმა ოპიოიდებთან ერთად დაგინიშნათ, თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა ექიმის მიერ უნდა შეიზღუდოს. გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ყველა ოპიოიდური პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები დოზირების შესახებ. სასარგებლოა მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება, რათა მათ იცოდნენ ზემოთ ხსენებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ ასეთ სიმპტომებს. დიაზეპამ სოფარმას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი აძლიერებს დიაზეპამის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მისი მიღება არ უნდა მოხდეს დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობის დროს.
მოწევამ შეიძლება შეამციროს დიაზეპამ სოფარმას ეფექტურობა ამ შემთხვევებში მისი დაჩქარებული დაშლის გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დიაზეპამ სოფარმას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ და მესამე ტრიმესტრში), ნაყოფისთვის მისი უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს,
რადგან დიაზეპამი აღწევს დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში.
მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დიაზეპამ სოფარმას გამოყენების ჩვენებები არ მოიცავს მანქანის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 22.14 მოც.%, ანუ 1.8 გ-მდე დოზაზე (10 მგ). მისი არსებობა პრეპარატში, მცირე რაოდენობითაც კი, შეიძლება საშიში იყოს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს 157 მგ ბენზილის სპირტს დოზაზე (10 მგ), ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში უკუნაჩვენებია.
მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზოის მჟავას და ნატრიუმის ბენზოატს, რამაც შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი ახალშობილებში.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიაზეპამი სოფარმას გამოყენების ჩვენებები გამორიცხავს ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 22,14 მოც.%, ე.ი. 1,8 გრანი დოზაზე (10 მგ). მისი არსებობა სამკურნალო პროდუქტში, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებს, ორსულებსა და ძუძუთი კვების დროს, ბავშვებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს 157 მგ დოზაზე (10 მგ), ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში უკუნაჩვენებია. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზოის მჟავას და ნატრიუმის ბენზოატს, რამაც შეიძლება გაზარდოს სიყვითლის განვითარების რისკი ახალშობილებში. დიაზეპამი სოფარმა საინექციო ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
- როგორ ხდება დიაზეპამი სოფარმას გამოყენება
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ჩვენებების მიხედვით.
დიაზეპამი სოფარმას შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში კვალიფიციური სამედიცინო პირის მიერ და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია ჩვენებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ დიაზეპამ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა.
პროდუქტის გამოყენება ხდება კვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტის მიერ და დოზის გადაჭარბების სიმპტომები იშვიათად შეინიშნება, მაგრამ თუ ეჭვობთ, რომ მიიღეთ უფრო მაღალი დოზა, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა ტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ზომების მიღებით.
თუ თქვენ გამოტოვეთ დიაზეპამ სოფარმას გამოყენება
თუ ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ დიაზეპამ სოფარმას დოზა, მიმართეთ ექიმს.
დიაზეპამ სოფარმას გამოყენების შეწყვეტა ხდება ეტაპობრივად, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი ეფექტებიდან რომელიმე, რომელიც გაწუხებთ. ყველაზე გავრცელებულია: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე; წასმის ადგილას - ადგილობრივი ტკივილი და ვენის ანთება (თრომბოფლებიტი).
იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა, ხელების კანკალი (ტრემორი), კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა, გაორებული ხედვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სლოკინი, პირის სიმშრალე, აგზნებადობა, დაბნეულობა, შფოთვა, აგრესიულობა, ჰალუცინაციები, ძილიანობა, წამალდამოკიდებულების განვითარება, აპათია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის დაწევა, შარდის შეკავება, მენსტრუალური ციკლის და სექსუალური ლტოლვის ცვლილებები, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, თვალების და კანის გაყვითლება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ალერგიული რეაქციები, ხანდაზმულ პაციენტებში დაცემისა და ძვლების მოტეხილობების გაზრდილი რისკი, ფსიქოლოგიური კვებითი დარღვევები (ანორექსია), გულისცემის შენელება, კუნთების სისუსტე, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, მაღალი დოზების მიღებისას სუნთქვის დათრგუნვა.
თუ განვითარდა მუცლის ან კუნთების სპაზმები, ტრემორი, კრუნჩხვები, ოფლიანობა,
ღებინება, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს.
ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში.
- როგორ შეინახოთ დიაზეპამი სოფარმა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახრთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: დიაზეპამი 5 მგ 1 მლ საინექციო ხსნარში.
- სხვა შემადგენლობა: ეთანოლი (96%), ბენზოის მჟავა (E210), ნატრიუმის ბენზოატი (E211), პროპილენ გლიკოლი, ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება დიაზეპამი სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვა
დიაზეპამი სოფარმა არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის ხსნარი.
ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით, ამპულაზე მარკირებულია გახსნის ნიშნული - წერტილი ამპულის ყელის ზემოთ.
10 ამპულა PVC ფოლგის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში,
ინსტრუქციასთან ერთად.
ამპულები იხსნება ნიშნულზე ცერა თითის დაჭერით (წერტილი) ამპულის ზედა მხარეს.
გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნალექზე, მყარ ნივთიერებებზე ან გამჭვირვალობის ცვლილებაზე.
გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
„ილიენსკო შოსე“-ს ქუჩა 16, ქ. სოფია1220, ბულგარეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
დიაზეპამი სოფარმა 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი
Diazepam sofarma 5 mg/ml solution for injection
დიაზეპამი (Diazepam)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები , მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.
- თუ თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:
- რას წარმოადგენს დიაზეპამი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ დიაზეპამი სოფარმას მიღებამდე
- როგორ გამოვიყენოთ დიაზეპამი სოფარმა
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- როგორ ინახება დიაზეპამი სოფარმა
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს დიაზეპამი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
დიაზეპამი სოფარმა საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიაზეპამს, რომელიც ცნობილია ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური საშუალებების სახელით. მისი მთავარი მოქმედება არის შფოთვისა და შიშის განცდის მოხსნა. ის იწვევს კუნთების მოდუნებას (მიორელაქსანტულ მოქმედებას), თრგუნავს კრუნჩხვებს და იწვევს ძილის მსგავს მდგომარეობას.
იგი გამოიყენება შფოთვისა და აგზნების მდგომარეობის მოსახსნელად, აგზნების მდგომარეობის მოხსნა დელირიუმის ტრემენსის დროს (ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი); ეპილეფსიური სტატუსის და სხვა კრუნჩხვითი მდგომარეობის კონტროლი; მოქმედებს კუნთების სპაზმზე და ტეტანუსის დროს. დიაზეპამი სოფარმა ასევე გამოიყენება სედაციისთვის წინასაოპერაციო მომზადებისა და სხვადასხვა მტკივნეული თერაპიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს.
- რა უნდა იცოდეთ დიაზეპამი სოფარმას მიღების წინ
თქვენ არ უნდა მიიღოთ დიაზეპამი სოფარმა
- თუ ალერგიული ხართ დიაზეპამის, ბენზოდიაზეპინების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
- თუ გაქვთ ისეთი დაავადება, როგორიცაა მიასთენია გრავის (რაც იწვევს სისუსტეს და კუნთების სწრაფ დაღლილობას);
- თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან სუნთქვის მძიმე პრობლემები, მათ შორის. ძილის აპნოეს სინდრომი (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა ძილის დროს);
- თუ გაქვთ წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, მათ შორის დეპრესიული ან მანიაკალური მდგომარეობები; ქრონიკული ფსიქოზები;
- ახალშობილებში (შეიცავს ბენზილის სპირტს).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სანამ მიიღებთ დიაზეპამი სოფარმას, აცნობეთ მკერნალ ექიმს:
- თუ ხართ ხანდაზმული, გაქვთ ტვინის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიწოდების დარღვევასთან; რესპირატორული ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ასეთი პაციენტების დიაზეპაი სოფარმას საინექციო ხსნარით მკურნალობის აუცილებლობისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. როგორც წესი, თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
- ვინაიდან დიაზეპამი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას, არ შეიძლება მისი ერთდროულად მიღება მსგავსი მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, ალკოჰოლთან, საძილე აბებთან, ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებთან და ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან. დიაზეპამი სოფარმას მსგავსი სხვა პრეპარატების მსგავსად, მას შეუძლია გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება ხანგრძლივი გამოყენების დროს და უფრო მაღალი დოზებით მიღებისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაზეპამის ან სხვა მსგავსი პრეპარატების მიმართ წამალდამოკიდებულების ნიშნები.
თუ მკურნალობა მოულოდნელად შეწყდება, აპაციენტებს შეიძლება განუვითარდეს ე.წ. „მოხსნის სინდრომი“, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ტრემორი, კრუნჩხვები, მუცლის და კუნთების სპაზმები, ღებინება, ოფლიანობა, შფოთვა, გაღიზიანება. წამალდამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე და რაც შეიძლება დაბალი დოზებით.
- დიაზეპამ სოფარმას ინტრავენურად შეყვანისას, ხსნარი უნდა შეიყვანოთ ნელა, რათა შემცირდეს ადგილობრივი გაღიზიანების, ვენური ანთების ან თრომბოზის რისკი.
სხვა მედიკამენტები და დიაზეპამ სოფარმა
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერების რისკის გამო, დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობის დროს არ უნდა გამოიყენოთ მსგავსი ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტები: ზოგადი ანესთეტიკები, საძილე საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები), ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტები (ნეიროლეფსიური), ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, კლასიკური ანტიალერგიული პრეპარატები (ანტიჰისტამინური), კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მედიკამენტები და ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას. თუ აუცილებელია დიაზეპამ სოფარმას ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად გამოყენება, რეკომენდებულია მისი დანიშვნა ტკივილგამაყუჩებლის შემდეგ და დოზა ფრთხილად უნდა განისაზღვროს. დიაზეპამ სოფარმას ეფექტი მნიშვნელოვნად ძლიერდება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პარკინსონის დაავადების და დეპრესიის სამკურნალოდ. დიაზეპამ სოფარმა არ უნდა მიიღოთ ერთდროულად იმ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ან ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც შლიან წამლებს. ასეთ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, დიაზეპამ სოფარმას ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ამ მხრივ, თავი უნდა აარიდოთ შემდეგი პრეპარატების მიღებას: ციმეტიდინი, ომეპრაზოლი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ); იზონიაზიდი, რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ); რიტონავირი (შიდსის სამკურნალოდ); კონტრაცეპტივები; ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ); თეოფილინი (ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების სამკურნალოდ). დიაზეპამ სოფარმას ოპიოიდებთან (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები და ზოგიერთი ხველის საწინააღმდეგო საშუალება) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (რესპირატორული დათრგუნვის), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამიტომ, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკურნალობა შეუძლებელია. თუმცა, თუ ექიმმა დიაზეპამ სოფარმა ოპიოიდებთან ერთად დაგინიშნათ, თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა ექიმის მიერ უნდა შეიზღუდოს. გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ყველა ოპიოიდური პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები დოზირების შესახებ. სასარგებლოა მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება, რათა მათ იცოდნენ ზემოთ ხსენებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ ასეთ სიმპტომებს. დიაზეპამ სოფარმას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი აძლიერებს დიაზეპამის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მისი მიღება არ უნდა მოხდეს დიაზეპამ სოფარმათი მკურნალობის დროს.
მოწევამ შეიძლება შეამციროს დიაზეპამ სოფარმას ეფექტურობა ამ შემთხვევებში მისი დაჩქარებული დაშლის გამო.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დიაზეპამ სოფარმას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ და მესამე ტრიმესტრში), ნაყოფისთვის მისი უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს,
რადგან დიაზეპამი აღწევს დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში.
მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დიაზეპამ სოფარმას გამოყენების ჩვენებები არ მოიცავს მანქანის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 22.14 მოც.%, ანუ 1.8 გ-მდე დოზაზე (10 მგ). მისი არსებობა პრეპარატში, მცირე რაოდენობითაც კი, შეიძლება საშიში იყოს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს 157 მგ ბენზილის სპირტს დოზაზე (10 მგ), ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში უკუნაჩვენებია.
მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზოის მჟავას და ნატრიუმის ბენზოატს, რამაც შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი ახალშობილებში.
დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
- როგორ გამოვიყენოთ დიაზეპამ სოფარმა
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ჩვენებების მიხედვით.
დიაზეპამ სოფარმა შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან კუნთშიდად მხოლოდ.
დიაზეპამი სოფარმა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი აძლიერებს დიაზეპამის დეპრესიულ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაბამისად, დიაზეპამ სოფარმასთან მკურნალობის დროს არ უნდა იყოს
გამოყენებული.
მოწევას შეუძლია შეამციროს დიაზეპამი სოფარმის ეფექტურობა ორგნაიზმში მისი დაჩქარებული დაშლის გამო.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდებული დიაზეპამი სოფარმას გამოყენება ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ და მესამე ტრიმესტრში), ნაყოფზე მისი უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, რადგან დიაზეპამი გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ჩვილებში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დიაზეპამი სოფარმას გამოყენების ჩვენებები გამორიცხავს ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 22,14 მოც.%, ე.ი. 1,8 გრანი დოზაზე (10 მგ). მისი არსებობა სამკურნალო პროდუქტში, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებს, ორსულებსა და ძუძუთი კვების დროს, ბავშვებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს 157 მგ დოზაზე (10 მგ), ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში უკუნაჩვენებია. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზოის მჟავას და ნატრიუმის ბენზოატს, რამაც შეიძლება გაზარდოს სიყვითლის განვითარების რისკი ახალშობილებში. დიაზეპამი სოფარმა საინექციო ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
- როგორ ხდება დიაზეპამი სოფარმას გამოყენება
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ჩვენებების მიხედვით.
დიაზეპამი სოფარმას შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში კვალიფიციური სამედიცინო პირის მიერ და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია ჩვენებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ დიაზეპამ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა.
პროდუქტის გამოყენება ხდება კვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტის მიერ და დოზის გადაჭარბების სიმპტომები იშვიათად შეინიშნება, მაგრამ თუ ეჭვობთ, რომ მიიღეთ უფრო მაღალი დოზა, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა ტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ზომების მიღებით.
თუ თქვენ გამოტოვეთ დიაზეპამ სოფარმას გამოყენება
თუ ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ დიაზეპამ სოფარმას დოზა, მიმართეთ ექიმს.
დიაზეპამ სოფარმას გამოყენების შეწყვეტა ხდება ეტაპობრივად, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დიაზეპამ სოფარმას საინექციო ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი ეფექტებიდან რომელიმე, რომელიც გაწუხებთ. ყველაზე გავრცელებულია: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე; წასმის ადგილას - ადგილობრივი ტკივილი და ვენის ანთება (თრომბოფლებიტი).
იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა, ხელების კანკალი (ტრემორი), კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა, გაორებული ხედვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სლოკინი, პირის სიმშრალე, აგზნებადობა, დაბნეულობა, შფოთვა, აგრესიულობა, ჰალუცინაციები, ძილიანობა, წამალდამოკიდებულების განვითარება, აპათია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის დაწევა, შარდის შეკავება, მენსტრუალური ციკლის და სექსუალური ლტოლვის ცვლილებები, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, თვალების და კანის გაყვითლება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ალერგიული რეაქციები, ხანდაზმულ პაციენტებში დაცემისა და ძვლების მოტეხილობების გაზრდილი რისკი, ფსიქოლოგიური კვებითი დარღვევები (ანორექსია), გულისცემის შენელება, კუნთების სისუსტე, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, მაღალი დოზების მიღებისას სუნთქვის დათრგუნვა.
თუ განვითარდა მუცლის ან კუნთების სპაზმები, ტრემორი, კრუნჩხვები, ოფლიანობა,
ღებინება, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს.
ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში.
- როგორ შეინახოთ დიაზეპამი სოფარმა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახრთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დიაზეპამი სოფარმა
- აქტიური ნივთიერება: დიაზეპამი 5 მგ 1 მლ საინექციო ხსნარში.
- სხვა შემადგენლობა: ეთანოლი (96%), ბენზოის მჟავა (E210), ნატრიუმის ბენზოატი (E211), პროპილენ გლიკოლი, ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება დიაზეპამი სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვა
დიაზეპამი სოფარმა არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის ხსნარი.
ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით, ამპულაზე მარკირებულია გახსნის ნიშნული - წერტილი ამპულის ყელის ზემოთ.
10 ამპულა PVC ფოლგის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში,
ინსტრუქციასთან ერთად.
ამპულები იხსნება ნიშნულზე ცერა თითის დაჭერით (წერტილი) ამპულის ზედა მხარეს.
გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნალექზე, მყარ ნივთიერებებზე ან გამჭვირვალობის ცვლილებაზე.
გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
„ილიენსკო შოსე“-ს ქუჩა 16, ქ. სოფია1220, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2023 წლის ოქტომბერი.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისთვის:
სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება ინტრამუსკულარულად ან ნელა ინტრავენურად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში კვალიფიციური სამედიცინო პირის მიერ და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია ჩვენებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე.
დოზირება
მოზრდილები
- მძიმე ან შრომისუუნარო შფოთვისა და აგზნების და კუნთების სპაზმის დროს დოზა შეადგენს 10 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 4 საათის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში.
- ტეტანუსის დროს საწყისი დოზაა 0.1-დან 0.3 მგ/კგ წონაზე ინტრავენურად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 1-დან 4 საათამდე ინტერვალით.
- დელირიუმის ტრემენსის დროს დოზა შეადგენს 10-20 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალი, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
- ეპილეფსიის სტატუსის და სხვა კრუნჩხვების დროს: დოზა შეადგენს 10-20 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად, რომელიც შეიძლება განმეორდეს 30-60 წუთის შემდეგ მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ. ამ დოზას შეიძლება მოჰყვეს ნელი ინტრავენური ინფუზია (მაქსიმუმ 3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათში).
- წინასაოპერაციო მედიკამენტი ან პრემედიკაცია სადიაგნოსტიკო და თერაპიულ პროცედურებში: დოზა შეადგენს 10-20 მგ (0,1-0,2 მგ/კგ სხეულის წონაზე) ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად პროცედურამდე ან ოპერაციამდე 10-30 წუთით ადრე.
პედიატრიული პოპულაცია
- ეპილეფსიის სტატუსის და სხვა კრუნჩხვების დროს ნელა ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად დოზით 0.2-დან 0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე.
- წინასაოპერაციო მედიკამენტი ან პრემედიკაცია სადიაგნოსტიკო და თერაპიულ პროცედურებში: დოზა შეადგენს 0,2 მგ/კგ სხეული წონაზე.
ახალშობილები
ახალშობილებისთვის არ არის რეკომენდებული დიაზეპამი სოფარმას საინექციო ხსნარის გამოყენება. პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელიც უკუნაჩვენებია ახალშობილებში და დღენაკლულ ჩვილებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები.
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები
მათი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევარით.
პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით
ამ პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
გამოყენების მეთოდი
შეიყვანეთ ნელა ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენური ინფუზიის სახით, ვინაიდან დოზა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თერაპიულ პასუხზე, ასაკზე და პაციენტის წონაზე.
ამ მედიკამენტით მკურნალობისას გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესამცირებლად მისი ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა (1 მლ ხსნარი 1 წუთის განმავლობაში).
მკურნალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება დაბალი დოზით უწყვეტი სამედიცინო კონტროლით.
პრეპარატის მთელი ოდენობის შეყვანის შემდეგ სასურველია პაციენტმა
დარჩეს მწოლიარე მდგომარეობაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში აუცილებელია მზადყოფნა რეანიმაციული ღონისძიებებისთვის.
სამკურნალო პროდუქტის მიღების შემდეგ პაციენტს თან უნდა ახლდეს სახლამდე, რადგან მან არ უნდა მართოს ან იმუშაოს მექანიზმებთან 24 საათის განმავლობაში.
ამპულის შიგთავსი არ უნდა განზავდეს. გამონაკლისი კეთდება ნელი წვეთოვანი ინფუზიისთვის, როდესაც განზავებულია იზოტონური NaCl ხსნარით ან დექსტროზის ხსნარით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


