დიაზეპამი საინექციო BP 10 მგ/2 მლ
Diazepam Injection BP 10 mg/2 ml
დიაზეპამი არის ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური საშუალება. დიაზეპამი გამოიყენება აგზნების მოსახსნელად და სედაციის უზრუნველსაყოფად მწვავე აგზნების ან აჟიტაციის დროს და ალკოჰოლურ დელირიუმთან ასოცირებული აჟიტაციის სამართავად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიაზეპამი (diazepam)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10
- მწარმოებელი
- SWISS PARENTERALS LTD., ინდოეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042789
- რეგისტრირებულია
- 18 თებერვალი 2025, მოქმედებს 18 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SWISS PARENTERALS LTD. (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიაზეპამი საინექციო BP 10 მგ/2 მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიაზეპამი არის ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური საშუალება. დიაზეპამი გამოიყენება აგზნების მოსახსნელად და სედაციის უზრუნველსაყოფად მწვავე აგზნების ან აჟიტაციის დროს და ალკოჰოლურ დელირიუმთან ასოცირებული აჟიტაციის სამართავად.
დიაზეპამი გამოიყენება კუნთების მწვავე სპაზმის მოსახსნელად და ტეტანუსის დროს.
როგორც დამხმარე საშუალება ენდოსკოპიის დროს, სტომატოლოგიაში, ქირურგიასა და რადიოლოგიაში. გულის კათეტერიზაცია, კარდიოვერსია, პრე-ოპერაციულად აგზნების მოსახსნელად, სედაციის, მსუბუქი ანესთეზიის და ანტეროგრადული ამნეზიის უზრუნველსაყოფად.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები:
მწვავე აგზნება ან აჟიტაცია:
10 მგ ი.ვ ან ი.მ ინექცია.
რაც შეიძლება განმეორდეს 4 სთ ინტერვალით.
ალკოჰოლური დელირიუმი:
10- 20 მგ ი.ვ. ან ი.მ.
უფრო მაღალი დოზები შესაძლებელია საჭირო იყოს სიმპტომების სიმწვავის მიხედვით.
კუნთების მწვავე სპაზმი:
10მგ ი.ვ ან ი.მ. ინექცია

ტეტანუსი:
საწყისი ი.ვ. დოზა 0.1-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე, განმეორებული 1-4 სთ ინტერვალებით. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 3-10 მგ/კგ სხეულის წონაზე უწყვეტი ი.ვ. ინფუზია 24 სთ-ში. არჩეული დოზა დაკავშირებულია შემთხვევის სიმწვავესთან და განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში გამოიყენებოდა მაღალი დოზები.
ეპილეპსიური სტატუსი, კონვულსიები მოწამვლის გამო:
10-20 მგ ი.ვ. ან ი.მ., აუცილებლობისას განმეორებით 30-60 წთ-ის შემდეგ.
თუ არის ჩვენება, შესაძლებელია მოყვებოდეს ნელი ინტრავენური ინფუზია (მაქსიმალური დოზა
3 მგ/კგ სხეულის წონაზე 24 საათის განმავლობაში).
პრე-ოპერაციული მედიკაცია ან პრემედიკაცია:
- 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. მოზრდილების ჩვეულებრივი დოზაა 10-20 მგ, მაგრამ უფრო მაღალი დოზები შესაძლებელია გახდეს აუცილებელი კლინიკური პასუხის მიხედვით.
ხანდაზმულები ან დასუსტებული პაციენტები:
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის ნახევრის გადაჭარბება.
ბავშვები
ეპილეპსიური სტატუსი, კონვულსიები მოწამვლის შედეგად, ფებრილური კონვულსიები:
- 2 - 0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე ი.ვ. ან (ი.მ) 1მგ სიცოცხლის წელზე.
ტეტანუსი: მოზრდილების მსგავსად.
პრე-ოეპრაციული მედიკაცია ან პრემედიკაცია:
- 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. ინექცია მიიღება ნელა (0.5მლ /წთ). დიაზეპამის ინექცია მიიღება მსხვილ ვენაში იდაყვის წინა ფოსოში, პაციენტში ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში პროცედურის დროს ჰიპოტენზიის ან აპნოეს განვითარების რისკის შესამცირებლად.
მიღების წესი:
დიაზეპამი საინექციო BP მიიღება ი.ვ. ი. მ ან ი.ვ. ინფუზიით.
უკუჩვენებები
ცნობილი ჰიპემრგძნობელობა დიაზეპამის, სხვა ბენზოდიაზეპინების ან პროპილენ გლიკოლის მიმართ.
ფილტვის მწვავე უკამრისობა ან სასუნთქი გზების დათრგუნვა
ძილის აპნოეს სინდრომი.
გამოხატული ნეირომუსკულარული სასუნთქი გზების სისუსტე, მათ შორის არასტაბილური მიასთენია.
ღვიძლის მწვავე დისფუნქცია.
დიაზეპამის ინექცია არ გამოიყენება ქრონიკული ფსიქოზის პირველად მკურნალობაში. დაუშვებელია მისი ცალკე მიღება დეპრესიის ან აგზნების სამკურნალოდ, რომელიც ასოცირდება დეპრესიასთან სუიციდის მცდელობის რისკის გამო მოცემულ პაციენტთა ჯგუფში.
სიფრთხილის ზომები
გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მეორე პირი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს დიაზეპამის ინტრავენური გამოყენების დროს და რეანიმაციის აღჭურვილობა ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საუკეთესო შემთხვევაში პაციენტები რჩებიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ერთი საათით ინექციიდან. საჭიროა შინ თან ახლდეს პასუხისმგებელი პირი, გაფრთხილებით რომ არ მართოს ავტოტრანსპორტი და მექანიზმები 24 სთ-ის განმავლობაში.
დიაზეპამის ი.მ ინექციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კრეატინინ ფოსფოკინაზას მოქმედების მომატება მაქსიმალური დოზით, რომელიც ვითარდება 12-24 სთ - ში ინექციიდან. მოცემული ფაქტის გათვალისწინება საჭიროა მიოკარდიუმის ინფარქტის დიფერენციალური დიაგნოზის დროს.
დიაზეპამის ი.მ. ინექციის აბსორბცია შეიძლება სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით დუნდულა კუნთებში. მიღების მოცემული გზა გამოიყენება მაშინ, როდესაც შეუძლებელია ი.ვ. მიღება.
დიაზეპამი საინექციო BP შეიცავს პროპილენ გლიკოლს. იყო პროპილენ გლიკოლის ტოქსიურობის იშვიათი შეტყობინებები (მაგ. ანიონური სხვაობის მომატება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპეროსმოლარობა, თირკმლის დისფუნქცია) ორგანოთა სისტემის უკმარისობის და ცირკულატორული შოკის პოტენციალით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიაზეპამის უწყვეტი ინფუზიით. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობა, მათ შორის კრუნჩხვები, ასევე ურეაქციოდ ყოფნა, ტაქიპნოე, ტაქიკარდია და დიაფორეზი ასევე ასოცირდებოდა პროპილენ გლიკოლის ტოქსიურობასთან. სიმპტომები შესაძლოა მეტად განვითარდეს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით და პედიატრიულ პაციენტებში.
ხანდაზმულები და პაციენტები თირკლმის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე იყვნენ დიაზეპამის ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების მიმართ. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე დიაზეპამის ინექციის გამოყენებისას ძლიერ დაავადებულ პაციენტებში და ფილტვის შეზღუდული რეზერვის მქონე პირებში, სუნთქვის დათრგუნვის ან აპნოეს შესაძლებლობის გამო.
სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში მიასთენიით, პორფირიით, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების ცნობილი ისტორიით ან თავის ტვინის ორგანული ცვლილებით, განსაკუთრებით არტერიოსკლეროზის დროს. დიაზეპამის ინექცია მიიღება სიფრთხილით პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული გართულებები.
დიაზეპამის დამოკიდებულების პოტენციალი იზრდება დოზებთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და მაღალია პაციენტებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ისტორიით. ბენზოდიაზეპინების მიღებისას თერაპიული დოზების შემდეგ შესაძლებელია მოხსნის სიმპტომები მხოლოდ მოკლე პერიოდით და შესაძლოა ასოცირდებოდეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გართულებებთან. მოხსნის სიმპტომების პოტენციალი გათვალისწინებული უნდა იქნას რამდენიმე დღეზე მეტ ხანს პაციენტების მკურნალობისას; დაუშვებელია უეცარი შეწყვეტა და დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით.
იყო შეტყობინებები დიაზეპამის ბოროტად გამოყენებიხ შესახებ.
დიაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ეს ვითარდება უფრო ხშირად მიღებიდან რამდენიმე საათში. დანაკარგის ან ძლიერი დანაკარგის შემთხვევაში ფსიქოლოგიური კორექცია შეიძლება ინჰიბირდეს ბენზოდიაზეპინებით.
ბენზოდიაზეპინების მიღებისას არახშირად შეინიშნებოდა პარადოქსული რეაქციები და დისინჰიბიცია. მსგავსი რეაქციები შესაძლოა უფრო მეტად განვითარდეს ბავშვებში და ხანდაზმულებში. აღნიშნულის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპამის დანიშვნისას პიროვნების დარღვევის მქონე პირებში. სუიციდი შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც არიან დეპრესიული, ვინაიდან შეიძლება აღენიშნებოდეთ აგრესიული საქციელი საკუთარი თავის ან სხვების მიმართ.
ურთირეთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან:
დიაზეპამთან პრეპარატების ურთიერთქმედების პოტენციური ეფექტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ხანდაზმულებში.
ცნს დეპრესანტები:
მომატებული სედაცია ან სუნთქვის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს დიაზეპამის ერთობლივი მიღებისას ცნს-ის სხვა დეპრესანტებთან ერთად მათ შორის სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებთან, ანქსიოლიზურ/საძილე საშუალებებთან, სედაციურ ანტიჰისტამინებთან, ალკოჰოლთან, ნეიროლეპტურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან და საანესთეზიო საშუალებებთან.
ანტიკონვულსიური საშუალებები:
დიაზეპამმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია პლაზმაში. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ფენიტოინის ტოქსიურობის მომატების ნიშნებზე. ფენიტოინმა და კარბამაზეპინმა შეიძლება შეამცირონ დიაზეპამის დონე პლაზმაში. მომატებული სედაცია ან სუნთქვის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ბარბიტურატების თანმხლებად გამოყენებისას. ნატრიუმის ვალპროატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის დონე პლაზმაში ასოცირებული სედაციით.
ანტიდეპრესანტები:
ზოგიერთი ბენზოდიაზეპინების დონე პლაზმაში იმატებს ფლუვოქსამინით. სელექციური სეროტონინის რეცეპტორის კონკურენტულმა ანტაგონისტებმა ან ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეამცირონ ყურადღება და ფსიქომოტორიკა და დაარღვიონ კომპლექსური დავალებების განხორციელების უნარი (მაგ. ავტოტრანსპორტის მართვა).
ანტიფსიქოზურები:
ზოტეპინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. მწვავე ჰიპოტენზია, კოლაფსი, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და პოტენციურად ფატალური სუნთქვის გაჩერება შეინიშნებოდა რამდენიმე პაციენტში ბენზოდიაზეპინების და კლოზაპინის ერთდროული მიღებისას. განვითარდა ნერწყვის ჰიპერსეკრეცია. სიფრთხილეა საჭირო კლოზაპინის თერაპიის დაწყებისას პაციენტებში დიაზეპინის მიღების დროს. არსებობს ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და სუნთქვის დათრგუნვის მომატებული რისკი პარენტერალური ბენზოდიაზეპინების მიღებისას ინტრამუსკულარულ ოლაზაპინთან.
ნატრიუმის ოქსიბატი:
ნატრიუმის ოქსიბატის გამოყენება (გამა ჰიდროქსიბურატი, GHB) დაუშვებელია ვინაიდან ბენზოდიაზეპინები ზრდიან ამ ნივთიერების ეფექტებს.
ანტიბაქტერიული საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ითრგუნება იზონიაზიდით და ნაკლებად ერითრომიცინით. დიაზეპამის ეფექტები შეიძლება გაიზარდოს და გახანგრძლივდეს. ღვიძლის ფერმენტების ცნობილმა ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის კლირენსი.
ანტივირუსული საშუალებები:
არ უნდა მოხდეს ამპრენავირთან და რიტონავირთან ერთად მიღება, ვინაიდან ამცირებენ ბენზოდიაზეპინების კლირენსს და შეიძლება გაახანგრძლივონ მათი მოქმედება, ძლიერი სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკით.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები:
დიაზეპამის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ვორიკონაზოლის და ფლუკონაზოლის თანმხლები მიღებით, რაც აინჰიბირებს ღვიძლის იზოფერმენტებს CYP2C19, CYP2C9 , CYP3A4 და უფრო ნაკლები ხარისხით CYP3A4-ის პოტეცნიური ინჰიბიტორი იტრაკონაზოლით..
ალკოჰოლი:
დიაზეპამის სედაციური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომინაციაში. ეს გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
კუჭის მჟავას დამთრგუნველი საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი შეიძლება დაითრგუნოს ციმეტიდინით, ომეპრაზოლით და ესომეპრაზოლით და შედეგად გაიზარდოს კონცენტრაცია პლაზმაში.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
მომატებული ჰიპოტენზიური ეფექტები შეიძლება განვითარდეს როდესაც დიაზეპამი მიიღება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, შეიძლება მომატებული სედაცია ალფა-ბლოკატორებთან ან მოქსინიდინთან ერთად გამოყენებისას.
დისულფირამი:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება დისულფირამით, რაც იწვევს მომატებულ სედაციას.
ლევოდოპა:
ბენზოდიაზეპინებს შეუძლია ლევოდომას ეფექტების ანტაგონიზმი.
თეოფილინი:
თეოფილინმა შეიძლება შეამციროს ბენზოდიაზეპინების ეფექტები.
ჩონჩხის კუნთების მიორელაქსანტები:
ბაკლოფენის ან ტიზანიდინის და დიაზეპამის ერთად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მომატებული სედაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დიაზეპამთან პრეპარატების ურთიერთქმედების პოტენციური ეფექტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ხანდაზმულებში.
ცნს დეპრესანტები:
მომატებული სედაცია ან სუნთქვის ან გულსისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს დიაზეპამის ერთობლივი მიღებისას ცნს-ის სხვა დეპრესანტებთან ერთად მათ შორის სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებთან, ანქსიოლიზურ/საძილე საშუალებებთან, სედაციურ ანტიჰისტამინებთან, ალკოჰოლთან, ნეიროლეპტურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან და საანესთეზიო საშუალებებთან.
ანტიკონვულსიური საშუალებები:
დიაზეპამმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია პლაზმაში. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ფენიტოინის ტოქსიურობის მომატების ნიშნებზე. ფენიტოინმა და კარბამაზეპინმა შეიძლება შეამცირონ დიაზეპამის დონე პლაზმაში. მომატებული სედაცია ან სუნთქვის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ბარბიტურატების თანმხლებად გამოყენებისას. ნატრიუმის ვალპროატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის დონე პლაზმაში ასოცირებული სედაციით.
ანტიდეპრესანტები:
ზოგიერთი ბენზოდიაზეპინების დონე პლაზმაში იმატებს ფლუვოქსამინით. სელექციური სეროტონინის რეცეპტორის კონკურენტულმა ანტაგონისტებმა ან ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეამცირონ ყურადღება და ფსიქომოტორიკა და დაარღვიონ კომპლექსური დავალებების განხორციელების უნარი (მაგ. ავტოტრანსპორტის მართვა).
ანტიფსიქოზურები:
ზოტეპინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. მწვავე ჰიპოტენზია, კოლაფსი, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და პოტენციურად ფატალური სუნთქვის გაჩერება შეინიშნებოდა რამდენიმე პაციენტში ბენზოდიაზეპინების და კლოზაპინის ერთდროული მიღებისას. ასევე განვითარდა ნერწყვის ჰიპერსეკრეცია.
სიფრთხილეა საჭირო კლოზაპინის თერაპიის დაწყებისას პაციენტებში დიაზეპინის მიღების დროს. არსებობს ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და სუნთქვის დათრგუნვის მომატებული რისკი პარენტერალური ბენზოდიაზეპინების მიღებისას ინტრამუსკულარულ ოლაზაპინთან.
ნატრიუმის ოქსიბატი:
არ უნდა მოხდეს ნატრიუმის ოქსიბატთან ერთდროული გამოყენება (გამა ჰიდროქსიბურატი, GHB), ვინაიდან ბენზოდიაზეპინები ზრდიან ამ ნივთიერების ეფექტებს.
ანტიბაქტერიული საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ითრგუნება იზონიაზიდით და ნაკლებად ერითრომიცინით. დიაზეპამის ეფექტები შეიძლება გაიზარდოს და გახანგრძლივდეს. ღვიძლის ფერმენტების ცნობილმა ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის კლირენსი.
ანტივირუსული საშუალებები:
არ უნდა მოხდეს ამპრენავირთან და რიტონავირთან ერთად მიღება, ვინაიდან ისინი ამცირებენ ბენზოდიაზეპინების კლირენსს და შეიძლება გაახანგრძლივონ მათი მოქმედება, ძლიერი სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკით.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები:
დიაზეპამის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ვორიკონაზოლის და ფლუკონაზოლის თანმხლები მიღებით, რომლებიც აინჰიბირებენ ღვიძლის იზოფერმენტებს CYP2C19, CYP2C9, CYP3A4 და უფრო ნაკლები ხარისხით CYP3A4-ის პოტეცნიური ინჰიბიტორი იტრაკონაზოლით.
თორმეტ ჯანმრთელ მოხალისეში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლით ან ვორიკონაზოლით პრემკურნალობამ 2-ზე მეტჯერ გაზარდა 5 მგ დიაზეპამის ერთჯერადი პერორალური დოზის AUC და გაზარდა საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი 31 საათიდან შესაბამისად 73 საათამდე და 61 საათამდე.
ათ ჯანმრთელ მოხალისეში ჩატარებული კვლევისას, ოთხი დღის განმავლობაში დღეში 200 მგ იტრაკონაზოლით პრემკურნალობამ გაზარდა 5 მგ დიაზეპამის ერთჯერადი პერორალური დოზის AUC დაახლოებით 15%-ით, თუმცა ფსიქომოტორულ ფუნქციაზე რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების გარეშე.
ალკოჰოლი:
დიაზეპამის სედაციური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომინაციაში. ეს გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
კუჭის მჟავას დამთრგუნველი საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი შეიძლება დაითრგუნოს ციმეტიდინით, ომეპრაზოლით და ესომეპრაზოლით და შედეგად გაიზარდოს კონცენტრაცია პლაზმაში.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
გაძლიერებული ჰიპოტენზიური ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიაზეპამის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. ალფა-ბლოკატორების ან მოქსონიდინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მომატებული სედაცია.
დისულფირამი:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება დისუფლირამით, რაც იწვევს სედაციის მომატებას.
ლევოდოფა:
ბენზოდიაზეპინებს შეუძლია ლევოდომას ეფექტების ანტაგონიზმი.
თეოფილინი:
თეოფილინმა შეიძლება შეამციროს ბენზოდიაზეპინების ეფექტები.
ჩონჩხის კუნთების მიორელაქსანტები:
ბაკლოფენის ან ტიზანიდინის და დიაზეპამის ერთად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მომატებული სედაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მტკიებულება ადამიანებში ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, ასევე ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება, რომ ის არ არის სახიფათო. არ გამოიყენოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ და ბოლო ტრიმესტრში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
რეტროსპექტული კვლევების შედეგების მიხედვით არსებობს თანდაყოლილი მანკების მომატებული რისკი ჩვილებში ან დედებში, რომლებმაც მიიღეს დიაზეპამი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ქრონიკულად იღებდნენ ბენზოდიაზეპინებს ორსულობის ბოლო ეტაპებზე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დამოკიდებულება და შეიძლება იმყოფებოდნენ პოსტნატალურ პერიოდში მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ.
ნაყოფში გულის დარტყმების სიჩქარის მომატება აღინიშნა მშობიარობისას დიაზეპამის გამოყენებისას.
ჰიპოაქტიურობა, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, აპნოე, კვების პრობლემები, ჰიპერბილირუბინემია და კერნიქტერუსი აღინიშნა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ დიაზეპამის დიდ დოზებს (30 მგ-ზე მეტს) მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე.
ლაქტაცია:
დიაზეპამი აღმოჩნდა ადამიანის დედის რძეში. თუ შესაძლებელია, დიაზეპამის გამოყენება არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი მოვლენები
ბენზიდიაზეპინებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად შეტყობინებული გვერდითი მოვლენები მოიცავს დღის მანძილზე ძილიანობას, სედაციას, უწონასწორობას და ატაქსიას; ეს არის დოზაზე დამოკიდებული და შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო დღემდე.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი
იმუნური სისტემის მხრივ:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია
მეტაბოლიზის და კვების მხრივ:
პროპილენგლიკოლის ტოქსიკურობის შედეგად აღინიშნა მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის მეტაბოლური აციდოზი, ანიონური სხვაობის ზრდა და ჰიპეროსმოლარობა.
ფსიქიკური დარღვევები:
დაბნეულობა, დეპრესია და დეპრესიის შეუნიღბველობა, ემოციების დათრგუნვა, დისინჰიბიცია, ეიფორია, მადის ცვლილება, ძილის დარღვევა, ლიბიდოს ცვლილება, დამოკიდებულება, სუიციდური იდეები/მცდელობა.
ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აჟიტაცია, გაღიზიანება, აგრესიულობა, დელუზია, განრისხება, უძილობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სქესობრივი აგზნება და არასათანადო ქცევა. ეს რეაქციები უფრო ხშირად შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
დღისით ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა, ატაქსია, თავის ტკივილი, სიფხიზლის დაქვეითება, დიზართრია/მეტყველების მოშლა, ტრანზიტორული ანტეროგრადული ამნეზია ან მეხსიერების დაქვეითება.
დარღვევები მხედველობის მხრივ:
მხედველობის დარღვევა.
დარღვევები ყურისა და ვესტიბულარული აპარატის მხრივ:
ვერტიგო.
ვასკულარული დარღვევები:
შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ჰიპოტენზიის განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს, თუ მისი მიღება მოხდება რეკომენდებული რეჟიმით. პაციენტთა მართვა უნდა ჩატარდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.
დიაზეპამის ვენაში ინექცია შეიძლება ასოცირებული იყოს ადგილობრივ რეაქციებთან და შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი და ვენური თრომბოზი.
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები:
აპნოე, სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით მაღალი დოზებისას.
ძილის აპნოეს გაუარესება, ფილტვის ობსტრუქციული დაავადების გაუარესება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, სალივაციის ცვლილება).
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების მაჩვენებლების მომატება, სიყვითლე.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება.
ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები:
კუნთების სისუსტე.
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:
შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
ზოგადი დარღვევები:
დაღლილობა, ინექციის ადგილას ტკივილი ან გაღიზიანება.
პრეპარატის მოხსნის სიმპტომები:
ბენზოდიაზეპინების მიღების შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნება, დეპრესია, უძილობა, მოუსვენრობა, გონების არევა, გაღიზიანება, ოფლიანობა და მოხსნის ეფექტი.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ტინიტი, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, უნებლიე მოძრაობები, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში სპაზმები, მადის დაკარგვა, აჟიტაცია, პალპიტაციები, ტაქიკარდია, პანიკური შეტევები, ვერტიგო, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები/ბოდვა, კატატონია, ჰიპერთერმია, კონვულსიები. კონვულისები შეიძლება უფრო ხშირი იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ შეტევები ან რომლებიც იღებდნენ კონვულსიების ზღურბლის დამწევ სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ანტიდეპრესანტები.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
მსუბუქი დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გონების არევა, ძილიანობა, ლეთარგია, ცნობიერების დარღვევა, რეფლექსების დაქვეითება და პარადოქსალური აგზნება. უფრო სერიოზულ შემთხვევებში და განსაკუთრებით სხვა ცნს-დეპრესანტების ან ალკოჰოლის მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს ატაქსია, ჰიპოტენზია, ჰიპოტონია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ძალიან იშვიათად, სიკვდილი.
იშვიათად, პროპილენგლიკოლის ტოქსიკურობა აღინიშნება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
მკურნალობა:
მკურნალობა სიმპტომურია. რესპირაცია, გულის რითმი, არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა უნდა გაკონტროლდეს და მიღებულ იქნას დამხმარე ზომები კარდიოვასკულარული და რესპირატორული ფუნქციის შესანარჩუნებლად. აუცილებლობისას, შეიძლება ჰიპოტენზიის კონტროლი ვენაში ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანით.
ბენზოდიაზეპინები ცუდად გამოიდევნება დიალიზით.
ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტი ფლუმაზენილი შეიძლება სასარგებლო იყოს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ბენზოდიაზეპინის ჭარბი დოზის სამართავად. ფლუმაზენილის გამოყენება რეკომენდებული არ არის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავალობაში იღებდნენ ბენზოდიაზეპინს. მიუხედავად იმისა, რომ ფლუმაზენილი ახდენს მსუბუქ ანტიკონვულსანტურ მოქმედებას, ბენზოდიაზეპინის აგონისტის დამცავი ეფექტის ერთბაშად სუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2
შემადგენლობა
ყოველი მლ შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია: დიაზეპამი BP 5 მგ.
არააქტიური სუბსტანციები:
პროპილენ გლიკოლი 0,65მლ
ნატრიუმის აცეტატი(უწყლო) 1,2მგ/მლ
ბენზილის სპირტი 0,02მლ
ყინულოვანი ძმარმჟავა საკმარისი რაოდენობით pH-სთვის
საინექციო წყალი BP - საკმარისი რაოდენობით
ქიმიური ფორმულა:
წამლის ფორმა:
ხსნარი ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენებისთვის.
თერაპიული კლასიფიკაცია:
ანქსიოლიზური საშუალება.
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C-მდე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
წარმოდგენილია მინის ამპულაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაზეპამი არის ბენზოდიაზეპინის წარმოებული ტრანკვილიზატორი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სედაციური მოქმედებით, რომელსაც გააჩნია კუნთების რელაქსაციის და ამნეზიური თვისებები. გამოიყენება აგზნების და დაძაბულობის მოსახსნელად, როგორც სედაციური და პრემედიკაციური საშუალება, კუნთების სპაზმის საკონტროლოდ ტეტანუსის დროს და ალკოჰოლის მოხსნის სიმპტომების სამართავად. ღირებულია მისი გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ორთოპედიური პროცედურები ენდოსკოპია და კარდიოვერსია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
დიაზეპამი არის კარგად ხსნადი ლიპიდებში და გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ამ თვისებების გამო ის შეიყვანება ვენაში ხანმოკლე ანესთეზიური პროცედურებისას, ვინაიდან სწრაფად მოქმედებს ტვინზე და მისი საწყისი ეფექტები სწრაფად მცირდება ცხიმოვან და სხვა ქსოვილებში განაწილების შედეგად. დიაზეპამის სათანადო ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ ეფექტური პლაზმური კონცენტრაციები, როგორც წესი, მიიღწევა 5 წუთში (150-400 ნგ/მლ).
აბსორბცია:
კუნთებში შეყვანის შემდეგ აბსორბცია ცვალებადია და ამ დროს მიიღწევა უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე პერორალური გზით მიღების შემდეგ.
განაწილება:
დიაზეპამის დიდი ნაწილი უკავშირდება პროტეინებს (95-99%). განაწილების მოცულობა არის 0.95-2ლ/კგ, დამოკიდებული ასაკზე. დიაზეპამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი N-დესმეთილდიაზეპამი, აღწევს პლაცენტაში და გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი:
დიაზეპამი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი მეტაბოლიტები, N-დესმეთილდიაზეპამი (ნორდიაზეპამი), ტემაზეპამი და ოქსაზეპამი, რომლებიც შარდში ვლინდება გლუკურონიდების სახით, ასევე ფარმაკოლოგიურად აქტიური სუბსტანციებია. მეტაბოლიტების მხოლოდ 20% -ის აღმოჩენაა შესაძლებელი შარდში პირველ 72 საათში.
დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ორფაზიანია - საწყისი სწრაფი განაწილების ფაზის შემდეგ დგება ხანგრძლივი 1-2 დღიანი ტერმინალური ელიმინაციის ფაზა. აქტიური მეტაბოლიტების N-დესმეთილდიაზეპამის, ტემაზეპამის და ოქსაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდებია შესაბამისად 30-100 საათი, 10-20 საათი და 5-15 საათი.
ექსკრეცია:
ექსკრეცია ძირითადად ხდება თირკმელებით და ასევე ნაწილობრივ ბილიარულად. ეს დამოკიდებულია ასაკზე, აგრეთვე ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ახალშობილებში მნიშვნელოვნად უფრო ნელია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში. ხანდაზმულებში ელიმინაცია ხანგრძლივდება 2-4ჯერ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ელიმინაცია ასევე ხანგრძლივდება. ღვიძლის დარღვევების მქონე პაციენტებში (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი) ელიმინაცია ხანგრძლივდება 2-ჯერ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
დიაზეპამი საინექციო BP 10მგ/2მლ
დიაზეპამი
Diazepam
ხსნარი კუნთში/ვენაში ინექციისთვის.
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია: დიაზეპამი BP 5 მგ.
არააქტიური სუბსტანციები:
პროპილენ გლიკოლი 0,65მლ
ნატრიუმის აცეტატი(უწყლო) 1,2მგ/მლ
ბენზილის სპირტი 0,02მლ
ყინულოვანი ძმარმჟავა საკმარისი რაოდენობით pH-სთვის
საინექციო წყალი BP - საკმარისი რაოდენობით
ქიმიური ფორმულა:
წამლის ფორმა:
ხსნარი ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენებისთვის.
თერაპიული კლასიფიკაცია:
ანქსიოლიზური საშუალება.
ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
დიაზეპამი არის ბენზოდიაზეპინის წარმოებული ტრანკვილიზატორი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სედაციური მოქმედებით, რომელსაც გააჩნია კუნთების რელაქსაციის და ამნეზიური თვისებები. გამოიყენება აგზნების და დაძაბულობის მოსახსნელად, როგორც სედაციური და პრემედიკაციური საშუალება, კუნთების სპაზმის საკონტროლოდ ტეტანუსის დროს და ალკოჰოლის მოხსნის სიმპტომების სამართავად. ღირებულია მისი გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ორთოპედიური პროცედურები ენდოსკოპია და კარდიოვერსია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
დიაზეპამი არის კარგად ხსნადი ლიპიდებში და გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ამ თვისებების გამო ის შეიყვანება ვენაში ხანმოკლე ანესთეზიური პროცედურებისას, ვინაიდან სწრაფად მოქმედებს ტვინზე და მისი საწყისი ეფექტები სწრაფად მცირდება ცხიმოვან და სხვა ქსოვილებში განაწილების შედეგად. დიაზეპამის სათანადო ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ ეფექტური პლაზმური კონცენტრაციები, როგორც წესი, მიიღწევა 5 წუთში (150-400 ნგ/მლ).
აბსორბცია:
კუნთებში შეყვანის შემდეგ აბსორბცია ცვალებადია და ამ დროს მიიღწევა უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე პერორალური გზით მიღების შემდეგ.
განაწილება:
დიაზეპამის დიდი ნაწილი უკავშირდება პროტეინებს (95-99%). განაწილების მოცულობა არის 0.95-2ლ/კგ, დამოკიდებული ასაკზე. დიაზეპამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი N-დესმეთილდიაზეპამი, აღწევს პლაცენტაში და გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი:
დიაზეპამი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი მეტაბოლიტები, N-დესმეთილდიაზეპამი (ნორდიაზეპამი), ტემაზეპამი და ოქსაზეპამი, რომლებიც შარდში ვლინდება გლუკურონიდების სახით, ასევე ფარმაკოლოგიურად აქტიური სუბსტანციებია. მეტაბოლიტების მხოლოდ 20% -ის აღმოჩენაა შესაძლებელი შარდში პირველ 72 საათში.
დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ორფაზიანია - საწყისი სწრაფი განაწილების ფაზის შემდეგ დგება ხანგრძლივი 1-2 დღიანი ტერმინალური ელიმინაციის ფაზა. აქტიური მეტაბოლიტების N-დესმეთილდიაზეპამის, ტემაზეპამის და ოქსაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდებია შესაბამისად 30-100 საათი, 10-20 საათი და 5-15 საათი.
ექსკრეცია:
ექსკრეცია ძირითადად ხდება თირკმელებით და ასევე ნაწილობრივ ბილიარულად. ეს დამოკიდებულია ასაკზე, აგრეთვე ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ახალშობილებში მნიშვნელოვნად უფრო ნელია, ვიდრე ბავშვებსა და მოზრდილებში. ხანდაზმულებში ელიმინაცია ხანგრძლივდება 2-4ჯერ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ელიმინაცია ასევე ხანგრძლივდება. ღვიძლის დარღვევების მქონე პაციენტებში (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი) ელიმინაცია ხანგრძლივდება 2-ჯერ.
ჩვენება:
დიაზეპამი არის ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური საშუალება. დიაზეპამი გამოიყენება აგზნების მოსახსნელად და სედაციის უზრუნველსაყოფად მწვავე აგზნების ან აჟიტაციის დროს და ალკოჰოლურ დელირიუმთან ასოცირებული აჟიტაციის სამართავად.
დიაზეპამი გამოიყენება კუნთების მწვავე სპაზმის მოსახსნელად და ტეტანუსის დროს.
როგორც დამხმარე საშუალება ენდოსკოპიის დროს, სტომატოლოგიაში, ქირურგიასა და რადიოლოგიაში. გულის კათეტერიზაცია, კარდიოვერსია, პრე-ოპერაციულად აგზნების მოსახსნელად, სედაციის, მსუბუქი ანესთეზიის და ანტეროგრადული ამნეზიის უზრუნველსაყოფად.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები:
მწვავე აგზნება ან აჟიტაცია:
10 მგ ი.ვ ან ი.მ ინექცია.
რაც შეიძლება განმეორდეს 4 სთ ინტერვალით.
ალკოჰოლური დელირიუმი:
10- 20 მგ ი.ვ. ან ი.მ.
უფრო მაღალი დოზები შესაძლებელია საჭირო იყოს სიმპტომების სიმწვავის მიხედვით.
კუნთების მწვავე სპაზმი:
10მგ ი.ვ ან ი.მ. ინექცია
რაც შეიძლება განმეორდეს 4 სთ ინტერვალით.
ტეტანუსი:
საწყისი ი.ვ. დოზა 0.1-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე, განმეორებული 1-4 სთ ინტერვალებით. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 3-10 მგ/კგ სხეულის წონაზე უწყვეტი ი.ვ. ინფუზია 24 სთ-ში. არჩეული დოზა დაკავშირებულია შემთხვევის სიმწვავესთან და განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში გამოიყენებოდა მაღალი დოზები.
ეპილეპსიური სტატუსი, კონვულსიები მოწამვლის გამო:
10-20 მგ ი.ვ. ან ი.მ., აუცილებლობისას განმეორებით 30-60 წთ-ის შემდეგ.
თუ არის ჩვენება, შესაძლებელია მოყვებოდეს ნელი ინტრავენური ინფუზია (მაქსიმალური დოზა
3 მგ/კგ სხეულის წონაზე 24 საათის განმავლობაში).
პრე-ოპერაციული მედიკაცია ან პრემედიკაცია:
- 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. მოზრდილების ჩვეულებრივი დოზაა 10-20 მგ, მაგრამ უფრო მაღალი დოზები შესაძლებელია გახდეს აუცილებელი კლინიკური პასუხის მიხედვით.
ხანდაზმულები ან დასუსტებული პაციენტები:
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის ნახევრის გადაჭარბება.
ბავშვები
ეპილეპსიური სტატუსი, კონვულსიები მოწამვლის შედეგად, ფებრილური კონვულსიები:
- 2 - 0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე ი.ვ. ან (ი.მ) 1მგ სიცოცხლის წელზე.
ტეტანუსი: მოზრდილების მსგავსად.
პრე-ოეპრაციული მედიკაცია ან პრემედიკაცია:
- 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. ინექცია მიიღება ნელა (0.5მლ /წთ). დიაზეპამის ინექცია მიიღება მსხვილ ვენაში იდაყვის წინა ფოსოში, პაციენტში ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში პროცედურის დროს ჰიპოტენზიის ან აპნოეს განვითარების რისკის შესამცირებლად.
მიღების წესი:
დიაზეპამი საინექციო BP მიიღება ი.ვ. ი. მ ან ი.ვ. ინფუზიით.
უკუჩვენებები:
ცნობილი ჰიპემრგძნობელობა დიაზეპამის, სხვა ბენზოდიაზეპინების ან პროპილენ გლიკოლის მიმართ.
ფილტვის მწვავე უკამრისობა ან სასუნთქი გზების დათრგუნვა
ძილის აპნოეს სინდრომი.
გამოხატული ნეირომუსკულარული სასუნთქი გზების სისუსტე, მათ შორის არასტაბილური მიასთენია.
ღვიძლის მწვავე დისფუნქცია.
დიაზეპამის ინექცია არ გამოიყენება ქრონიკული ფსიქოზის პირველად მკურნალობაში. დაუშვებელია მისი ცალკე მიღება დეპრესიის ან აგზნების სამკურნალოდ, რომელიც ასოცირდება დეპრესიასთან სუიციდის მცდელობის რისკის გამო მოცემულ პაციენტთა ჯგუფში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მეორე პირი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს დიაზეპამის ინტრავენური გამოყენების დროს და რეანიმაციის აღჭურვილობა ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საუკეთესო შემთხვევაში პაციენტები რჩებიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ერთი საათით ინექციიდან. საჭიროა შინ თან ახლდეს პასუხისმგებელი პირი, გაფრთხილებით რომ არ მართოს ავტოტრანსპორტი და მექანიზმები 24 სთ-ის განმავლობაში.
დიაზეპამის ი.მ ინექციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კრეატინინ ფოსფოკინაზას მოქმედების მომატება მაქსიმალური დოზით, რომელიც ვითარდება 12-24 სთ - ში ინექციიდან. მოცემული ფაქტის გათვალისწინება საჭიროა მიოკარდიუმის ინფარქტის დიფერენციალური დიაგნოზის დროს.
დიაზეპამის ი.მ. ინექციის აბსორბცია შეიძლება სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით დუნდულა კუნთებში. მიღების მოცემული გზა გამოიყენება მაშინ, როდესაც შეუძლებელია ი.ვ. მიღება.
დიაზეპამი საინექციო BP შეიცავს პროპილენ გლიკოლს. იყო პროპილენ გლიკოლის ტოქსიურობის იშვიათი შეტყობინებები (მაგ. ანიონური სხვაობის მომატება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპეროსმოლარობა, თირკმლის დისფუნქცია) ორგანოთა სისტემის უკმარისობის და ცირკულატორული შოკის პოტენციალით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიაზეპამის უწყვეტი ინფუზიით. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობა, მათ შორის კრუნჩხვები, ასევე ურეაქციოდ ყოფნა, ტაქიპნოე, ტაქიკარდია და დიაფორეზი ასევე ასოცირდებოდა პროპილენ გლიკოლის ტოქსიურობასთან. სიმპტომები შესაძლოა მეტად განვითარდეს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით და პედიატრიულ პაციენტებში.
ხანდაზმულები და პაციენტები თირკლმის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე იყვნენ დიაზეპამის ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების მიმართ. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე დიაზეპამის ინექციის გამოყენებისას ძლიერ დაავადებულ პაციენტებში და ფილტვის შეზღუდული რეზერვის მქონე პირებში, სუნთქვის დათრგუნვის ან აპნოეს შესაძლებლობის გამო.
სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში მიასთენიით, პორფირიით, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების ცნობილი ისტორიით ან თავის ტვინის ორგანული ცვლილებით, განსაკუთრებით არტერიოსკლეროზის დროს. დიაზეპამის ინექცია მიიღება სიფრთხილით პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული გართულებები.
დიაზეპამის დამოკიდებულების პოტენციალი იზრდება დოზებთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და მაღალია პაციენტებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ისტორიით. ბენზოდიაზეპინების მიღებისას თერაპიული დოზების შემდეგ შესაძლებელია მოხსნის სიმპტომები მხოლოდ მოკლე პერიოდით და შესაძლოა ასოცირდებოდეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გართულებებთან. მოხსნის სიმპტომების პოტენციალი გათვალისწინებული უნდა იქნას რამდენიმე დღეზე მეტ ხანს პაციენტების მკურნალობისას; დაუშვებელია უეცარი შეწყვეტა და დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით.
იყო შეტყობინებები დიაზეპამის ბოროტად გამოყენებიხ შესახებ.
დიაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ეს ვითარდება უფრო ხშირად მიღებიდან რამდენიმე საათში. დანაკარგის ან ძლიერი დანაკარგის შემთხვევაში ფსიქოლოგიური კორექცია შეიძლება ინჰიბირდეს ბენზოდიაზეპინებით.
ბენზოდიაზეპინების მიღებისას არახშირად შეინიშნებოდა პარადოქსული რეაქციები და დისინჰიბიცია. მსგავსი რეაქციები შესაძლოა უფრო მეტად განვითარდეს ბავშვებში და ხანდაზმულებში. აღნიშნულის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიაზეპამის დანიშვნისას პიროვნების დარღვევის მქონე პირებში. სუიციდი შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც არიან დეპრესიული, ვინაიდან შეიძლება აღენიშნებოდეთ აგრესიული საქციელი საკუთარი თავის ან სხვების მიმართ.
ურთირეთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან:
დიაზეპამთან პრეპარატების ურთიერთქმედების პოტენციური ეფექტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ხანდაზმულებში.
ცნს დეპრესანტები:
მომატებული სედაცია ან სუნთქვის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს დიაზეპამის ერთობლივი მიღებისას ცნს-ის სხვა დეპრესანტებთან ერთად მათ შორის სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებთან, ანქსიოლიზურ/საძილე საშუალებებთან, სედაციურ ანტიჰისტამინებთან, ალკოჰოლთან, ნეიროლეპტურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან და საანესთეზიო საშუალებებთან.
ანტიკონვულსიური საშუალებები:
დიაზეპამმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ფენიტოინის კონცენტრაცია პლაზმაში. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ფენიტოინის ტოქსიურობის მომატების ნიშნებზე. ფენიტოინმა და კარბამაზეპინმა შეიძლება შეამცირონ დიაზეპამის დონე პლაზმაში. მომატებული სედაცია ან სუნთქვის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ბარბიტურატების თანმხლებად გამოყენებისას. ნატრიუმის ვალპროატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის დონე პლაზმაში ასოცირებული სედაციით.
ანტიდეპრესანტები:
ზოგიერთი ბენზოდიაზეპინების დონე პლაზმაში იმატებს ფლუვოქსამინით. სელექციური სეროტონინის რეცეპტორის კონკურენტულმა ანტაგონისტებმა ან ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეამცირონ ყურადღება და ფსიქომოტორიკა და დაარღვიონ კომპლექსური დავალებების განხორციელების უნარი (მაგ. ავტოტრანსპორტის მართვა).
ანტიფსიქოზურები:
ზოტეპინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. მწვავე ჰიპოტენზია, კოლაფსი, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და პოტენციურად ფატალური სუნთქვის გაჩერება შეინიშნებოდა რამდენიმე პაციენტში ბენზოდიაზეპინების და კლოზაპინის ერთდროული მიღებისას. განვითარდა ნერწყვის ჰიპერსეკრეცია. სიფრთხილეა საჭირო კლოზაპინის თერაპიის დაწყებისას პაციენტებში დიაზეპინის მიღების დროს. არსებობს ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და სუნთქვის დათრგუნვის მომატებული რისკი პარენტერალური ბენზოდიაზეპინების მიღებისას ინტრამუსკულარულ ოლაზაპინთან.
ნატრიუმის ოქსიბატი:
ნატრიუმის ოქსიბატის გამოყენება (გამა ჰიდროქსიბურატი, GHB) დაუშვებელია ვინაიდან ბენზოდიაზეპინები ზრდიან ამ ნივთიერების ეფექტებს.
ანტიბაქტერიული საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ითრგუნება იზონიაზიდით და ნაკლებად ერითრომიცინით. დიაზეპამის ეფექტები შეიძლება გაიზარდოს და გახანგრძლივდეს. ღვიძლის ფერმენტების ცნობილმა ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი შეიძლება გაზარდოს დიაზეპამის კლირენსი.
ანტივირუსული საშუალებები:
არ უნდა მოხდეს ამპრენავირთან და რიტონავირთან ერთად მიღება, ვინაიდან ამცირებენ ბენზოდიაზეპინების კლირენსს და შეიძლება გაახანგრძლივონ მათი მოქმედება, ძლიერი სედაციის და სუნთქვის დათრგუნვის რისკით.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები:
დიაზეპამის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ვორიკონაზოლის და ფლუკონაზოლის თანმხლები მიღებით, რაც აინჰიბირებს ღვიძლის იზოფერმენტებს CYP2C19, CYP2C9 , CYP3A4 და უფრო ნაკლები ხარისხით CYP3A4-ის პოტეცნიური ინჰიბიტორი იტრაკონაზოლით..
ალკოჰოლი:
დიაზეპამის სედაციური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომინაციაში. ეს გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
კუჭის მჟავას დამთრგუნველი საშუალებები:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი შეიძლება დაითრგუნოს ციმეტიდინით, ომეპრაზოლით და ესომეპრაზოლით და შედეგად გაიზარდოს კონცენტრაცია პლაზმაში.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
მომატებული ჰიპოტენზიური ეფექტები შეიძლება განვითარდეს როდესაც დიაზეპამი მიიღება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, შეიძლება მომატებული სედაცია ალფა-ბლოკატორებთან ან მოქსინიდინთან ერთად გამოყენებისას.
დისულფირამი:
დიაზეპამის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება დისულფირამით, რაც იწვევს მომატებულ სედაციას.
ლევოდოპა:
ბენზოდიაზეპინებს შეუძლია ლევოდომას ეფექტების ანტაგონიზმი.
თეოფილინი:
თეოფილინმა შეიძლება შეამციროს ბენზოდიაზეპინების ეფექტები.
ჩონჩხის კუნთების მიორელაქსანტები:
ბაკლოფენის ან ტიზანიდინის და დიაზეპამის ერთად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მომატებული სედაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
არ არსებობს მტკიებულება ადამიანებში ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, ასევე ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება, რომ ის არ არის სახიფათო. არ გამოიყენოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ და ბოლო ტრიმესტრში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
რეტროსპექტული კვლევების შედეგების მიხედვით არსებობს თანდაყოლილი მანკების მომატებული რისკი ჩვილებში ან დედებში, რომლებმაც მიიღეს დიაზეპამი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ქრონიკულად იღებდნენ ბენზოდიაზეპინებს ორსულობის ბოლო ეტაპებზე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დამოკიდებულება და შეიძლება იმყოფებოდნენ პოსტნატალურ პერიოდში მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ.
ნაყოფში გულის დარტყმების სიჩქარის მომატება აღინიშნა მშობიარობისას დიაზეპამის გამოყენებისას.
ჰიპოაქტიურობა, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, აპნოე, კვების პრობლემები, ჰიპერბილირუბინემია და კერნიქტერუსი აღინიშნა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ დიაზეპამის დიდ დოზებს (30 მგ-ზე მეტს) მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე.
ლაქტაცია:
დიაზეპამი აღმოჩნდა ადამიანის დედის რძეში. თუ შესაძლებელია, დიაზეპამის გამოყენება არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი მოვლენები:
ბენზიდიაზეპინებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად შეტყობინებული გვერდითი მოვლენები მოიცავს დღის მანძილზე ძილიანობას, სედაციას, უწონასწორობას და ატაქსიას; ეს არის დოზაზე დამოკიდებული და შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო დღემდე.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი
იმუნური სისტემის მხრივ:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია
მეტაბოლიზის და კვების მხრივ:
პროპილენგლიკოლის ტოქსიკურობის შედეგად აღინიშნა მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის მეტაბოლური აციდოზი, ანიონური სხვაობის ზრდა და ჰიპეროსმოლარობა.
ფსიქიკური დარღვევები:
დაბნეულობა, დეპრესია და დეპრესიის შეუნიღბველობა, ემოციების დათრგუნვა, დისინჰიბიცია, ეიფორია, მადის ცვლილება, ძილის დარღვევა, ლიბიდოს ცვლილება, დამოკიდებულება, სუიციდური იდეები/მცდელობა.
ბენზოდიაზეპინების, მათ შორის დიაზეპამის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აჟიტაცია, გაღიზიანება, აგრესიულობა, დელუზია, განრისხება, უძილობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სქესობრივი აგზნება და არასათანადო ქცევა. ეს რეაქციები უფრო ხშირად შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
დღისით ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა, ატაქსია, თავის ტკივილი, სიფხიზლის დაქვეითება, დიზართრია/მეტყველების მოშლა, ტრანზიტორული ანტეროგრადული ამნეზია ან მეხსიერების დაქვეითება.
დარღვევები მხედველობის მხრივ:
მხედველობის დარღვევა.
დარღვევები ყურისა და ვესტიბულარული აპარატის მხრივ:
ვერტიგო.
ვასკულარული დარღვევები:
შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. ჰიპოტენზიის განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს, თუ მისი მიღება მოხდება რეკომენდებული რეჟიმით. პაციენტთა მართვა უნდა ჩატარდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.
დიაზეპამის ვენაში ინექცია შეიძლება ასოცირებული იყოს ადგილობრივ რეაქციებთან და შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი და ვენური თრომბოზი.
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები:
აპნოე, სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით მაღალი დოზებისას.
ძილის აპნოეს გაუარესება, ფილტვის ობსტრუქციული დაავადების გაუარესება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, სალივაციის ცვლილება).
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების მაჩვენებლების მომატება, სიყვითლე.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება.
ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები:
კუნთების სისუსტე.
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:
შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
ზოგადი დარღვევები:
დაღლილობა, ინექციის ადგილას ტკივილი ან გაღიზიანება.
პრეპარატის მოხსნის სიმპტომები:
ბენზოდიაზეპინების მიღების შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნება, დეპრესია, უძილობა, მოუსვენრობა, გონების არევა, გაღიზიანება, ოფლიანობა და მოხსნის ეფექტი.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ტინიტი, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ, უნებლიე მოძრაობები, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში სპაზმები, მადის დაკარგვა, აჟიტაცია, პალპიტაციები, ტაქიკარდია, პანიკური შეტევები, ვერტიგო, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები/ბოდვა, კატატონია, ჰიპერთერმია, კონვულსიები. კონვულისები შეიძლება უფრო ხშირი იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ შეტევები ან რომლებიც იღებდნენ კონვულსიების ზღურბლის დამწევ სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ანტიდეპრესანტები.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
მსუბუქი დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გონების არევა, ძილიანობა, ლეთარგია, ცნობიერების დარღვევა, რეფლექსების დაქვეითება და პარადოქსალური აგზნება. უფრო სერიოზულ შემთხვევებში და განსაკუთრებით სხვა ცნს-დეპრესანტების ან ალკოჰოლის მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს ატაქსია, ჰიპოტენზია, ჰიპოტონია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და ძალიან იშვიათად, სიკვდილი.
იშვიათად, პროპილენგლიკოლის ტოქსიკურობა აღინიშნება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
მკურნალობა:
მკურნალობა სიმპტომურია. რესპირაცია, გულის რითმი, არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა უნდა გაკონტროლდეს და მიღებულ იქნას დამხმარე ზომები კარდიოვასკულარული და რესპირატორული ფუნქციის შესანარჩუნებლად. აუცილებლობისას, შეიძლება ჰიპოტენზიის კონტროლი ვენაში ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანით.
ბენზოდიაზეპინები ცუდად გამოიდევნება დიალიზით.
ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტი ფლუმაზენილი შეიძლება სასარგებლო იყოს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ბენზოდიაზეპინის ჭარბი დოზის სამართავად. ფლუმაზენილის გამოყენება რეკომენდებული არ არის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავალობაში იღებდნენ ბენზოდიაზეპინს. მიუხედავად იმისა, რომ ფლუმაზენილი ახდენს მსუბუქ ანტიკონვულსანტურ მოქმედებას, ბენზოდიაზეპინის აგონისტის დამცავი ეფექტის ერთბაშად სუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2
შენახვის პირობები:
შეინახეთ 250C-მდე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
წარმოდგენილია მინის ამპულაში.
მწარმოებელი: სვის პარენტერალს ლტდ. (Swiss Parenterals Ltd.)
808, 809 & 810, კერალა ინდუსტრიალ ისტეიტ, GIDC. ნრ. ბავლა,
ქ. აჰმედაბადი - 382220, რაიონი: აჰმედაბადი, გუჯარათის შტატი, ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.