ბელაცეფი
BELACEF
მწვავე შუა ოტიტი: როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე. ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ერთჯერადი შეყვანა ოპერაციის წინ დოზით 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო/საინექციო და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- „AbiPharm“ LLC, საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043233
- რეგისტრირებულია
- 7 მაისი 2025, მოქმედებს 11 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Lady Healthcare LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ლედი ჰელსქეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბელაცეფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მწვავე შუა ოტიტი: როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ერთჯერადი შეყვანა ოპერაციის წინ დოზით 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე, ამიტომ საჭიროა მოცემული დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული სახელმძღვანელობების გათვალისწინება.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება თირკმელების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.
ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. პრეპარატ ბელაცეფის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს თირკმელების უკმარისობის შემთხვევებში 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური ჰემოდიალიზის გზით. აუცილებელია სავალდებულო კლინიკური კონტროლი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით: პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევის მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე, პაციენტის ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობაზე. რეკომენდირებული დოზები - ეს არის ჩვეულებრივი დოზები მითითებული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭიროა ყველაზე მაღალი რეკომენდირებული (ზედა ზღვარი) დოზის შეყვანა. პაციენტებში ბაქტერიების კომბინაციით გამოწვეული დაავადებების (რომელიც დადასტურებულია ან საეჭვოა) მკურნალობის დროს პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით)
სტანდარტული დოზირება გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ინტრააბდომინალური ინფექციები: 1-2 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ჰოსპიტალური პნევმონიის, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, ძვლების და სახსრების ინფექციების დროს: 2 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით, ბაქტერიული ენდოკარდიტის, ბაქტერიული მენინგიტის დროს: 2-4 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
თუ დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს დღეში, ის უნდა გაიყოს ორ ნაწილად და შეყვანილი იქნას ყოველ 12 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ჩვენებები მოზრდილებისათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥50 კგ-ს), რომლებიც საჭიროებენ დანიშვნის განსაკუთრებულ სქემებს.
მწვავე შუა ოტიტი: შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადი დოზის შეყვანა ინტრამუსკულარულად, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ინტრამუსკულარულად ბელაცეფის დანიშვნა 1-2 გ დოზით დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.
გონორეა: 500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.
სიფილისი: ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები შეადგენენ 500 მგ - 1 გ დღე-ღამეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღე-ღამეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე.
დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია): 2 გ ერთჯერადად დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში (მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმძღვანელოებს).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, პრეპარატ ბელაცეფის შეყვანა უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების/გამომწვევის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა: ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის მიხედვით შეიყვანება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადად, 30-90 წუთით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ხანდაზმული და უფროსი ასაკის ავადმყოფები: ჩვეულებრივი დოზები, რაც განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისათვის.
ბავშვები
ახალშობილები (15 დღეზე უფროსი ასაკის), ჩვილი ბავშვები და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები (50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით)
ინტრააბდომინალური მძიმე ინფექციების, შარდგამომყოდი გზების გართულებული ინფექციების (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის მკურნალობისას: 50-80 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ.
ბაქტერიული მენინგიტის დროს ჩვილ ბავშვებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 80-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ), ერთხელ დღე-ღამეში.
საუკეთესო შედეგები მენინგოკოკური მენინგიტის დროს მიღწეული იქნა მკურნალობის ხანგრძივობისას 4 დღის განმავლობაში, Haemophilus influenzae გამოწვეული მენინგიტის დროს - 6 დღე, Streptococcus pneumoniae - 7 დღე.
ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) ერთხელ დღე-ღამეში.
ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, ძვლების და სახსრების ინფექციებით, რომლებიც გართულებულია კანის და რბილი ქსოვილების ინფექციებით: 50-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) 1-ჯერ დღეში.
მწვავე შუა ოტიტი: როგორ წესი საკმარისია პრეპარატ ბელაცეფის ერთჯერადი დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრამუსკულარულად. შეზღუდული მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნაჩვენები იყოს პრეპარატ ბელაცეფის ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ დღეში, 3 დღის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება (II-III სტადია): რეკომენდირებული დოზა ბავშვებისათვის - 50-80 მგ/კგ, შეიყვანება ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
გონორეა (გამოწვეული პენიცილინაზა-წარმომქმნელი და არა-პენიცილინაზა-წარმომქმნელი შტამებით): პრეპარატ ბელაცეფის 250 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ოპერაციის წინ ერთჯერადი დოზის 50-80 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად შეყვანა.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზები 75-100 მგ/კგ სხეულის მასაზე (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
ახალშობილები 0-14 დღის ასაკში
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლული ბავშვებისათვის (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ინტრააბდომინალური ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, შარდგამომყოდი გზების გართულებული ინფექციების (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის, ძვლების და სახსრების ინფექციის დროს, ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაცენტებში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ბელაცეფი ინიშნება დოზით: 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღე-ღამეში.
ბაქტერიული მენინგიტის და ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 50 მგ/კგ სხეულის მასაზე, ერთხელ დღე-ღამეში. დადგენილი ბაქტერიემიის დროს ინიშნება უფრო მაღალი დოზები რეკომენდირებული დიაპაზონიდან. არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაჭარბება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა
მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) ანამნეზში.
დღენაკლული ბავშვები
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია დღენაკლული ჩვილებისთვის 41 კვირის ასაკამდე ჩათვლით (ჯამურად, გესტაციური და ქრონოლოგიური ასაკი).
დროული ახალშობილები (28 დღეზე ნაკლები ასაკი)
- ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე ან აციდოზი, ჰიპოალბუმინემია ახალშობილებში (in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ბილირუბინის გამოდევნა შრატისმიერ ალბუმინთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის ასეთ პაციენტებში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკს).
- ახალშობილებში კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა. ახალშობილები (≤28 დღე), რომლებსაც უკვე დაენიშნათ ან სავარაუდოა კალციუმის შემცველი ხსნარებით ინტრავენური მკურნალობა, კალციუმის შემცველი ხანგრძლივი ინფუზიების ჩათვლით, მაგალითად, პარენტერალური კვების დროს, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზირება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში პრეციპიტატების წარმოქნის ფატალური შემთხვევები ახალშობილებში, რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს და კალციუმის შემცველ ხსნარებს. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებული იყო ერთი ვენური წვდომა, და პრეციპიტატების წარმოქმნა აღინიშნებოდა უშუალოდ ინტრავენური შეყვანის სისტემაში, ასევე აღწერილია, როგორც მინიმუმ, ერთი შემთხვევა სასიკვდილო დასასრულით სხვადასხვა ვენური წვდომისას და სხვადასხვა დროს პრეპარატ ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების შეყვანისას.
მსგავსი შემთხვევები აღინიშნებოდა მხოლოდ ახალშობილებში.
ლიდოკაინი
ლიდოკაინის გამოყენებით ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულური ინექციის დაწყებამდე აუცილებელია ლიდოკაინისადმი უკუჩვენებების არსებობის გამორიცხვა. ლიდოკაინის გამოყენების უკუჩვენებები მოცემულია ლიდოკაინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. არ შეიძლება ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენურად შეყვანა!
სიფრთხილით
ძუძუთი კვების პერიოდი.
ჰიპერმგრძნობელობის ნაკლებად მძიმე რეაქციები სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებისადმი (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) ანამნეზში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, დარეგისტრირებული იყო ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ლეტალური დასასრულით, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს არ ჰქონდა ანამნეზში ალერგიული რეაქციები.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, პრეპარატ ბელაცეფით მკურნალობის დროს შესაძლებელია აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის განვითარება. დარეგისტრირებულია მძიმე ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ფატალური.
თუ ანემია ვითარდება პაციენტში, რომელიც მკურნალობს ცეფტრიაქსონით, ვერ გამოირიცხება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზი და მკურნალობა უნდა შეწყდეს მიზეზის დადგენამდე.
როგორც სხვა მრავალი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, ცეფტრიაქსონით მკურნალობისას დარეგისტრირებული იყო Clostridium difficile (C. difficile) გამოწვეული დიარეის შემთხვევები, სხვადასხვა სიმძიმის: დაწყებული მსუბუქი დიარეიდან დამთავრებული ფატალური კოლიტით.
ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა თრგუნავს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს C. difficile–ის ზრდას. თავის მხრივ, C. difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც არიან C. difficile–ით გამოწვეული დიარეის პათოგენეზის ფაქტორები. C. difficile შტამები, ჰიპერმაპროდუცირებელი ტოქსინები, წარმოადგენენ ინფექციების გამომწვევებს გართულებების და სიკვდილიანობის მაღალი რისკით, ანტიმიკრობული თერაპიისადმი მათი შესაძლო მდგრადობის შედეგად, მკურნალობას კი შეიძლება დასჭირდეს კოლექტომია. უნდა გვახსოვდეს C. difficile-ით გამოწვეული დიარეის განვითარების შესაძლებლობის შესახებ, ყველა პაციენტში დიარეით ანტიბიკოთერაპიის შემდეგ. აუცილებელია ანამნეზის სათანადო შეგროვება, რადგანაც აღნიშნულია დიარეის აღნიშვნის შემთხვევები, გამოწვეულის C. difficile-ით, ანტიბიოტიკოთერაპიიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ. თუ არსებობს C. difficile-ით გამოწვეულ დიარეაზე ეჭვი ან ის დადასტურებულია, შეიძლება საჭირო გახდეს მიმდინარე არამიმართულის ჩანაცვლება, C. difficile ანტიბიოტიკოთერაპიით. კლინიკური ჩვენებების შესაბამისად, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა სითხეების და ელექტროლიტების, ცილების შეყვანით, ანტიბიოტიკოთერაპია C. difficile– ის მიმართ, ქირურგიული მკურნალობა.
ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს სუპერინფექციები.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილია პროთრომბინული დროის ცვლილების იშვიათი შემთხვევები. K ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებს (დარღვეული სინთეზი, არასაკმარისი კვება) შეიძლება დასჭირდეთ პროთრომბინული დროის კონტროლი თერაპიის დროს და K ვიტამინის დანიშვნა (10 მგ/კვირაში) პროთრომბინული დროის გაზრდისას თერაპიამდე ან თერაპიის დროს.
ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ, ჩვეულებრივ რეკომენდირებულ სტანდარტებზე მაღალი დოზებით, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევისას ვლინდებოდა ჩრდილები, რომლებიც შეცდომით კენჭები ეგონათ. ისინი წარმოადგენენ ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, რომლებიც ქრება პრეპარატ ბელაცეფით თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ. ასეთი ცვლილებები იშვიათად იძლევა რაიმე სიმპტომატიკას, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობაა რეკომენდებული. თუ ამ მოვლენებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ პრეპარატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება.
მონაცემების მიუხედავად ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ მხოლოდ ახალშობილებში ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი საინფუზიო ხსნარების ან კალციუმის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ბელაცეფი არ უნდა იყოს შერეული ან დანიშნული ბავშვებსა და მოზრდილებში კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან ერთად, თუნდაც სხვადასხვა ვენური წვდომის გამოყენებისას.
პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილია პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომელიც განვითარდა, შესაძლოა, სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად. ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე ჰქონდათ სანაღვლე გზებში შეგუბების რისკ-ფაქტორები, მაგალითად, ადრე ჩატარებული თერაპია, მძიმე დაავადებები და სრულად პარენტერალური კვება. ამავდროულად, შეუძლებელია გამოირიცხოს პრეციპიტატების საწყისი როლი, რომლებიც წარმოიქმნა პრეპარატ ბელაცეფის გავლენით სანაღვლე გზებში, პანკრეატიტის განვითარებაში.
გრძელვადიანი მკურნალობისას, რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ქალებში ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. რეპროდუქციულობის პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ემბრიოტოქსიური, ფეტოტოქსიური, ტერატოგენული მოქმედება ან პრეპარატის სხვა არასასურველი ეფექტები მამრების და მდედრების ნაყოფიერებაზე, მშობიარობის პროცესზე, ნაყოფის პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უნდა დაინიშნოს მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით, იმ პირობით, რომ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდი
ცეფტრიაქსონი მცირე კონცენტრაციით აღწევს დედის რძეში. ნაკლებად სავარაუდოა ცეფტრიაქსონის მოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე, როდესაც იგი გამოიყენება დედის მიერ თერაპიულ დოზებში, თუმცა ვერ გამოირიცხება დიარეის, ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი ბავშვებში. აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა ან ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტა/თავის შეკავება, ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მოქმედებს.
გვერდითი მოვლენები
ცეფტრიაქსონის გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ქრებოდა დამოუკიდებლად ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (დაახლოებით 2%): თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, გემოვნების დარღვევა (1%-ზე ნაკლები).
ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია; ნაკლებად ხშირად (<1%): გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოპლასტინური და პროთრომბინული დროის მატება. აღწერილია აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები (<500 უჯრედი/მკლ) და მათი უმეტესობა განვითარდა მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და 20 გ ან მეტი კუმულაციური დოზის გამოყენების შემდეგ.
კანისმიერი რეაქციები (დაახლოებით 1%): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება.
მძიმე გვერდითი რეაქციების ცალკეული შემთხვევები (ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)).
სხვა (იშვიათად აღინიშნება): თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში შესაბამისი სიმპტომებით, პანკრეატიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ALT, ACT), ტუტე ფოსფატაზა, ჰიპერბილირუბინემია, ოლიგურია, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, სქესობრივი გზების მიკოზები, ვაგინიტი, ტემპერატურის მატება, შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, ალები, ალერგიული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემატურია, სიყვითლე, პროთრომბინული დროის შემცირება, კრუნჩხვითი შეტევა, გულისცემა, შრატისმიერი დაავადება, ასევე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები.
აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის (< 0,01%) და სისხლის შედედების დარღვევების, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის ძალიან იშვიათი შემთხვევები, ძირითადად 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ან პრეპარატის მაღალ დღიური დოზებს (> 80 მგ / კგ დღეში) ან 10 გ-ზე მეტ კუმულაციური დოზებს, ასევე რომლებსაც გააჩნდათ დამატებითი რისკ-ფაქტორები (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და ა.შ.). თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა შეიძლება უსიმპტომოდ მომდინარეობდეს ან კლინიკურად გამოვლინდეს, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და შექცევადია პრეპარატ ბელაცეფით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ცეფტრიაქსონის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, იშვიათად (არახშირად) შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, ანომალური მოძრაობები, აგზნება, კრუნჩხვები.
ადგილობრივი რეაქციები (ძალიან იშვიათი): ფლებიტი ინტრავენური შეყვანის შემდეგ. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი ინექციით 2-4 წუთის განმავლობაში.
ინტრამუსკულარული ინექცია ლიდოკაინის გარეშე მტკივნეულია.
ჭარბი დოზა
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის სურათის შეცვლა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია).
მკურნალობა: სიმპტომური (პრეპარატის ზედმეტად მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში ვერ შემცირდება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით).
მედიკამენტური ურთიერთქმედება:
ცეფტრიაქსონის და „მარყუჟოვანი“ დიურეზულების (მაგალითად, ფუროსემიდის) დიდი დოზების ერთდროული გამოყენებისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მითითებები იმაზე, რომ ცეფტრიაქსონი ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიურობას. ცეფტრიაქსონის შეყვანის შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას არ ახლდა დისულფირამის მსგავსი რეაქცია.
ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილთიოტერაზოლის ჯგუფს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეთანოლის აუტანლობა და სისხლდენა, რაც დამახასიათებელია ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინებისთვის. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ცეფტრიაქსონის ელიმინაციაზე.
ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკები ამცირებენ ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდულ ეფექტს.
In vitro აღმოჩენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.
ცეფტრიაქსონი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელია:
Lady Healthcare LLC., საქართველო
გიორგი სააკაძის #6, 0160, თბილისი საქართველო
+995 32 2 052 332
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ცეფტრიაქსონი.
ათქ კოდი: J01DD04.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოკინეტიკა:
ცეფტრიაქსონი - მესამე თაობის პარენტერალური ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი. ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული აქტივობა განპირობებულია ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით. In vitro ცეფტრიაქსონს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ. ის უაღრესად მდგრადია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ გამომუშავებული β-ლაქტამაზების უმეტესობის (როგორც პენიცილინაზების, ასევე ცეფალოსპორინაზების) მიმართ.
ცეფტრიაქსონი ჩვეულებრივ აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გარამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (მეთიცილინმგრძნობიარე), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus pyogenes (β-ჰემოლიზური, A ჯგუფის), Streptococcus agalactiae (β-ჰემოლიზური, B ჯგუფის), β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (არც A ჯგუფის, არც B ჯგუფის), Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae.
შენიშვნა: მეთიცილინისადმი მდგრადი Staphylococcus spp. რეზისტენტულია ცეფალოსპორინების, მათ შორის ცეფტრიაქსონის მიმართ. როგორც წესი, Enterococcus faecalis, Enterococcus faecium და Listeria monocytogenes ასევე მდგრადები არიან.
გრამუარყოფითი აერობები:
Acinetobacter lwoffii, Acinetobacter anitratus (ძირითადად, A. baumannii)*, Aeromonas hydrophila, Alcaligenes faecalis, Alcaligenes odorans, ალკალიგენის მაგვარი ბაქტერიები, Borrelia burgdorferi, Capnocytophaga spp., Citrobacter diversus (მათ შორის C. amalonaticus), Citobacter freundii*, Escherichia coli, Enterobacter aerogenes*, Enterobacter cloacae*, Enterobacter spp. (სხვა)*,Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae**, Moraxella catarrhalis (ადრე წოდებული Branhamella catarrhalis), Moraxella osloensis, Moraxella spp. (სხვა), Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus penneri*, Proteus vulgaris*, Pseudomonas fluorescens*, Pseudomonas spp. (სხვა), Providencia rettgeri*, Providencia spp. (სხვა), Salmonella typhi, Salmonella spp. (არატიფოიდური), Serratia marcescens*, Serratia spp. (სხვა)*, Shigella spp., Vibrio spp., Yersinia enterocolitica, Yersinia spp. (სხვა).
- ამ სახეობების ზოგიერთი იზოლატი მდგრადია ცეფტრიაქსონისადმი, ძირითადად, ქრომოსომებით კოდირებული β-ლაქტამაზების წარმოქმნის შედეგად.
- * - ამ სახეობების ზოგიერთი იზოლატი მდგრადია მთელი რიგი პლაზმიდო-განპირობებული β-ლაქტამაზების წარმოქმნის შედეგად.
შენიშვნა. ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობა, რომლებიც პოლირეზისტენტული არიან სხვა ანტიბიოტიკებისადმი, როგორიცაა ამინოპენიცილინები და ურეიდოპენიცილინები, პირველი და მეორე თაობის ცეფალოსპორინები და ამინოგლიკოზიდები, მგრძნობიარენი არიან ცეფტრიაქსონისადმი. Treponema pallidum მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონისადმი in vitro ექსპერიმენტებში ცხოველებზე. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ცეფტრიაქსონს გააჩნია კარგი ეფექტურობა პირველადი და მეორადი სიფილისის მიმართ. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, P. Aeruginosa–ს კლინიკური იზოლატები მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.
ანაერობები:
Bacteroides spp. (მგრძნობიარე ნაღველისადმი)*, Clostridium spp. (C. difficile გარდა), Fusobacterium nucleatum, Fusobacterium spp. (სხვა), Gaffkya anaerobica (ადრე წოდებული Peptococcus), Peptostreptococcus spp.
- ამ სახეობების ზოგიერთი იზოლატი მდგრადია ცეფტრიაქსონისადმი β-ლაქტამაზების წარმოქმნის გამო.
შენიშვნა. Β- ლაქტამაზას წარმომქმნელი Bacteroides spp მრავალი შტამი (კერძოდ,B. fragilis) მდგრადია. მდგარდია ასევე Clostridium difficile.
ფარმაკოკინეტიკა:
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია არახაზოვანი ხასიათი. ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, რომელიც დაფუძნებულია პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, გარდა ნახევრგამოყოფის პერიოდისა, დამოკიდებულია დოზაზე და იზრდება მისი მატების პროპორციულზე ნაკლებად. არახაზოვნობა დამახასიათებელია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის, რომლებიც დამოკიდებულია ცეფტრიაქსონის საერთო კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში (არა მხოლოდ თავისუფალი ცეფტრიაქსონის) და აიხსნება სისხლის პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების გაჯერებით.
შეწოვა
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პრეპარატის 1გ ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ და მიიღწევა შეყვანიდან 2-3 საათში. ფართობები მრუდის ქვეშ „პლაზმაში კონცენტრაცია - დრო“ ერთნაირია ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს.
500 მგ და 1 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ, სისხლის პლაზმაში საშუალო მაქსიმალურმა კონცენტრაციამ შეადგინა 120 მგ/ლ და 200 მგ/ლ, შესაბამისად. 500 მგ, 1 გ და 2 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციამ შეადგინა დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ, შესაბამისად. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაახლოებით ორჯერ დაბალია, ვიდრე პრეპარატის ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
განაწილება
ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლ-ს. 1-2 გ დოზით შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეებში. 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მისი კონცენტრაციები ბევრად აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციებს ინფექციების უმეტესი გამომწვევისთვის 60-ზე მეტ ქსოვილსა და სითხეში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში, ასევე თავ-ზურგტვინის, პლევრალურ და სინოვიალურ სითხეებში და პროსტატის სეკრეტში).
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი სწრაფად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, სადაც ბაქტერიციდული კონცენტრაციები მგრძნობიარე მიკრპოორგანიზმებთან მიმართებაში ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ცილებთან შეკავშირება
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს, ხოლო შეკავშირების ხარისხი მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად, მცირდება, მაგალითად, 95%-დან პლაზმაში 100 მგ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციის დროს. სისხლის პლაზმის ცილასთან დაკავშირებული ცეფტრიაქსონის წილი მცირდება მისი კონცენტრაციის ზრდასთან ერთად, ვინაიდან შეკავშირება გაჯერებულია და შეადგენს დაახლოებით 85%-ს კონცენტრაციის 300 მგ/ლ მნიშვნელობისას.
შეღწევა ცალკეულ ქსოვილებში
ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში, ყველაზე მეტად მათი ანთების დროს. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში აღწევს ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის 25%-ს სისხლის პლაზმაში ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში, ხოლო სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მხოლოდ 2%-ს პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ანთებითი ტვინის გარსები. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა მისი ინტრავენური შეყვანიდან 4-6 საათის შემდეგ.
ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და ხვდება დედის რძეში მცირე კონცენტრაციებით.
მეტაბოლიზმი
ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს, არამედ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური ფლორის ზემოქმედებით.
გამოყოფა
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ. თირკმლის მიერი კლირენსი უდრის 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, 40-50% კი - უცვლელი სახით ნაწლავებით. ცეფტრიაქსონის ნახევრგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. სიცოცხლის პირველი 14 დღის განმავლობაში თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება დამატებით გაიზარდოს დაბალი გორგლოვანი ფილტრაციის და სისხლის პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების თავისებურებების გამო.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე ახალშობილებსა და მოზრდილებში.
პლაზმური კლირენსის და საერთო ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობის მნიშვნელობები უფრო მაღალია ახალშობილებში, მეძუძურ ბავშვებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებში ასეთთან შედარებით.
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება, აღინიშნება ნახევარგამოყოფის პერიოდის მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა (2-ჯერზე ნაკლები), თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებშიც კი. ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე ზრდა თირკმლის უკმარისობისას შეიძლება აიხსნას არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხის შემცირების და საერთო ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი გაზრდის შედეგად.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება. ასეთ პაციენტებში აღინიშნება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდა. მიზეზი ასევე არის სისხლის პლაზმაში თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის მომატება, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას განაწილების მოცულობის გაზრდის ფონზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ ორჯერ ან სამჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ბელაცეფი
სავაჭრო დასახელება: ბელაცეფი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფტრიაქსონი.
სამკურნალო ფორმა: ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
შემადგელობა: თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფტრიაქსონი 1000 მგ ცეფტრიაქსონის ექვივალნეტური.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გამოყენების ჩვენებები:
მოზრდილებსა და ბავშვებში, პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული ინფექციები:
- სასუნთქი გზების ინფექციები (არაჰოსპიტალური, ჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება);
- მწვავე შუა ოტიტი;
- მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, სანაღვლე გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები);
- შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
- ძვლების და სახსრების ინფექციები;
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- გონორეა, სიფილისი;
- დისემინირებული ლაიმის დაავადება (დაავადების II-III სტადია);
- სეფსისი, ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი;
- ინფექციური გართულებების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა;
- ცხელება ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა
მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) ანამნეზში.
დღენაკლული ბავშვები
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია დღენაკლული ჩვილებისთვის 41 კვირის ასაკამდე ჩათვლით (ჯამურად, გესტაციური და ქრონოლოგიური ასაკი).
დროული ახალშობილები (28 დღეზე ნაკლები ასაკი)
- ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე ან აციდოზი, ჰიპოალბუმინემია ახალშობილებში (in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ბილირუბინის გამოდევნა შრატისმიერ ალბუმინთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის ასეთ პაციენტებში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკს).
- ახალშობილებში კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა. ახალშობილები (≤28 დღე), რომლებსაც უკვე დაენიშნათ ან სავარაუდოა კალციუმის შემცველი ხსნარებით ინტრავენური მკურნალობა, კალციუმის შემცველი ხანგრძლივი ინფუზიების ჩათვლით, მაგალითად, პარენტერალური კვების დროს, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზირება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში პრეციპიტატების წარმოქნის ფატალური შემთხვევები ახალშობილებში, რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს და კალციუმის შემცველ ხსნარებს. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებული იყო ერთი ვენური წვდომა, და პრეციპიტატების წარმოქმნა აღინიშნებოდა უშუალოდ ინტრავენური შეყვანის სისტემაში, ასევე აღწერილია, როგორც მინიმუმ, ერთი შემთხვევა სასიკვდილო დასასრულით სხვადასხვა ვენური წვდომისას და სხვადასხვა დროს პრეპარატ ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების შეყვანისას.
მსგავსი შემთხვევები აღინიშნებოდა მხოლოდ ახალშობილებში.
ლიდოკაინი
ლიდოკაინის გამოყენებით ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულური ინექციის დაწყებამდე აუცილებელია ლიდოკაინისადმი უკუჩვენებების არსებობის გამორიცხვა. ლიდოკაინის გამოყენების უკუჩვენებები მოცემულია ლიდოკაინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. არ შეიძლება ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენურად შეყვანა!
სიფრთხილით
ძუძუთი კვების პერიოდი.
ჰიპერმგრძნობელობის ნაკლებად მძიმე რეაქციები სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებისადმი (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) ანამნეზში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა
ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ქალებში ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. რეპროდუქციულობის პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ემბრიოტოქსიური, ფეტოტოქსიური, ტერატოგენული მოქმედება ან პრეპარატის სხვა არასასურველი ეფექტები მამრების და მდედრების ნაყოფიერებაზე, მშობიარობის პროცესზე, ნაყოფის პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უნდა დაინიშნოს მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით, იმ პირობით, რომ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდი
ცეფტრიაქსონი მცირე კონცენტრაციით აღწევს დედის რძეში. ნაკლებად სავარაუდოა ცეფტრიაქსონის მოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე, როდესაც იგი გამოიყენება დედის მიერ თერაპიულ დოზებში, თუმცა ვერ გამოირიცხება დიარეის, ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი ბავშვებში. აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა ან ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტა/თავის შეკავება, ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევის მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე, პაციენტის ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობაზე. რეკომენდირებული დოზები - ეს არის ჩვეულებრივი დოზები მითითებული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭიროა ყველაზე მაღალი რეკომენდირებული (ზედა ზღვარი) დოზის შეყვანა. პაციენტებში ბაქტერიების კომბინაციით გამოწვეული დაავადებების (რომელიც დადასტურებულია ან საეჭვოა) მკურნალობის დროს პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით)
სტანდარტული დოზირება გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ინტრააბდომინალური ინფექციები: 1-2 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ჰოსპიტალური პნევმონიის, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, ძვლების და სახსრების ინფექციების დროს: 2 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით, ბაქტერიული ენდოკარდიტის, ბაქტერიული მენინგიტის დროს: 2-4 გ დღე-ღამეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
თუ დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს დღეში, ის უნდა გაიყოს ორ ნაწილად და შეყვანილი იქნას ყოველ 12 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ჩვენებები მოზრდილებისათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥50 კგ-ს), რომლებიც საჭიროებენ დანიშვნის განსაკუთრებულ სქემებს.
მწვავე შუა ოტიტი: შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადი დოზის შეყვანა ინტრამუსკულარულად, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ინტრამუსკულარულად ბელაცეფის დანიშვნა 1-2 გ დოზით დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.
გონორეა: 500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.
სიფილისი: ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები შეადგენენ 500 მგ - 1 გ დღე-ღამეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღე-ღამეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე.
დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია): 2 გ ერთჯერადად დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში (მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმძღვანელოებს).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, პრეპარატ ბელაცეფის შეყვანა უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების/გამომწვევის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა: ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის მიხედვით შეიყვანება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადად, 30-90 წუთით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ხანდაზმული და უფროსი ასაკის ავადმყოფები: ჩვეულებრივი დოზები, რაც განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისათვის.
ბავშვები
ახალშობილები (15 დღეზე უფროსი ასაკის), ჩვილი ბავშვები და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები (50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით)
ინტრააბდომინალური მძიმე ინფექციების, შარდგამომყოდი გზების გართულებული ინფექციების (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის მკურნალობისას: 50-80 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ.
ბაქტერიული მენინგიტის დროს ჩვილ ბავშვებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 80-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ), ერთხელ დღე-ღამეში.
საუკეთესო შედეგები მენინგოკოკური მენინგიტის დროს მიღწეული იქნა მკურნალობის ხანგრძივობისას 4 დღის განმავლობაში, Haemophilus influenzae გამოწვეული მენინგიტის დროს - 6 დღე, Streptococcus pneumoniae - 7 დღე.
ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) ერთხელ დღე-ღამეში.
ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, ძვლების და სახსრების ინფექციებით, რომლებიც გართულებულია კანის და რბილი ქსოვილების ინფექციებით: 50-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) 1-ჯერ დღეში.
მწვავე შუა ოტიტი: როგორ წესი საკმარისია პრეპარატ ბელაცეფის ერთჯერადი დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრამუსკულარულად. შეზღუდული მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნაჩვენები იყოს პრეპარატ ბელაცეფის ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ დღეში, 3 დღის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება (II-III სტადია): რეკომენდირებული დოზა ბავშვებისათვის - 50-80 მგ/კგ, შეიყვანება ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
გონორეა (გამოწვეული პენიცილინაზა-წარმომქმნელი და არა-პენიცილინაზა-წარმომქმნელი შტამებით): პრეპარატ ბელაცეფის 250 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ოპერაციის წინ ერთჯერადი დოზის 50-80 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად შეყვანა.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზები 75-100 მგ/კგ სხეულის მასაზე (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
ახალშობილები 0-14 დღის ასაკში
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლული ბავშვებისათვის (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ინტრააბდომინალური ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, შარდგამომყოდი გზების გართულებული ინფექციების (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის, ძვლების და სახსრების ინფექციის დროს, ცხელების დროს ნეიტროპენიის მქონე პაცენტებში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ბელაცეფი ინიშნება დოზით: 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღე-ღამეში.
ბაქტერიული მენინგიტის და ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 50 მგ/კგ სხეულის მასაზე, ერთხელ დღე-ღამეში. დადგენილი ბაქტერიემიის დროს ინიშნება უფრო მაღალი დოზები რეკომენდირებული დიაპაზონიდან. არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაჭარბება.
ჩვენებები 0-14 დღის ასაკის ახალშბობილებისათვის, რომლებიც საჭიროებენ პრეპარატის დანიშვნის სპეციალურ რეჟიმს:
მწვავე შუა ოტიტი: როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ერთჯერადი შეყვანა ოპერაციის წინ დოზით 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე, ამიტომ საჭიროა მოცემული დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული სახელმძღვანელობების გათვალისწინება.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება თირკმელების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.
ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. პრეპარატ ბელაცეფის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს თირკმელების უკმარისობის შემთხვევებში 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური ჰემოდიალიზის გზით. აუცილებელია სავალდებულო კლინიკური კონტროლი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით: პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.
გამოყენების წესი:
ინტრამუსკულარული ინექციისთვის, პრეპარატ ბელაცეფის 1გ-ს ხსნიან 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში და შეყავთ საკმარისად ღრმად დიდ კუნთში (დუნდულოში). რეკომენდირებულია იმავე კუნთში არაუმეტეს 1 გ-ის შეყვანა.
არ შეიძლება ლიდოკაინის შემცველი ხსნარის ინტრავენურად შეყვანა!
ინტრავენური ინექციისთვის ხსნიან პრეპარატ ბელაცეფის 1გ-ს 10 მლ საინექციო სტერილურ წყალში; ინტრავენურად შეჰყავთ ნელა 2-4 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ინფუზია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ხსნარის მოსამზადებლად, პრეპარატ ბელაცეფის 2 გ-ს აზავებენ 40 მლ ერთ-ერთ შემდეგ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს: 0,9% ნატრიუმის ქლორიდი, 0,45% ნატრიუმის ქლორიდი + 2,5% გლუკოზა, 5% გლუკოზა, 10% გლუკოზა, 6 % დექსტრანი 5% გლუკოზის ხსნარში, 6-10% ჰიდროქსიეთილსახამებელი, საინექციო წყალი. არ შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის ხსნარების შერევა ან დამატება ხსნარებში, რომლებიც შეიცავენ სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებს ან სხვა გამხსნელებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, შესაძლო შეუთავსებლობის გამო.
არ შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის ხსნარების მოსამზადებლად ინტრავენური შეყვანისათვის და მათი შემდგომი განზავებისათვის გახსნელების გამოყენება, რომლებიც კალციუმს შეიცავენ, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, პრეციპიტატების შესაძლო წარმოქმნის გამო.
ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტატების წარმოქმნა ასევე შეიძლება მოხდეს პრეპარატ ბელაცეფისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევისას იმავე ვენური წვდომის გამოყენებით. არ შეიძლება ბელაცეფის ერთდროულად გამოყენება კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად ინტრავენური შეყვანისთვის, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების გრძელვადიან ინფუზიებთან, მაგალითად, პარენტერალური კვებისას Y-კონექტორის გამოყენებით. პაციენტთა ყველა ჯგუფისთვის, ახალშობილების გარდა, შესაძლებელია ბელაცეფის და კალციუმის შემცველი ხსნარების თანმიმდევრული შეყვანა საინფუზიო სისტემების საფუძვლიანად გამორეცხვის შემთხვევაში შეყვანებს შორის თავსებადი სითხით.
არ შემოსულა შეტყობინებები ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი პერორალური პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ, ან ინტრამუსკულური შეყვანისთვის ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი პრეპარატების (ინტრავენური ან პერორალური გამოყენებისათვის) ურთიერთქმედების შესახებ.
გვერდითი მოქმედება:
ცეფტრიაქსონის გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ქრებოდა დამოუკიდებლად ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (დაახლოებით 2%): თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, გემოვნების დარღვევა (1%-ზე ნაკლები).
ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია; ნაკლებად ხშირად (<1%): გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოპლასტინური და პროთრომბინული დროის მატება. აღწერილია აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები (<500 უჯრედი/მკლ) და მათი უმეტესობა განვითარდა მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და 20 გ ან მეტი კუმულაციური დოზის გამოყენების შემდეგ.
კანისმიერი რეაქციები (დაახლოებით 1%): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება.
მძიმე გვერდითი რეაქციების ცალკეული შემთხვევები (ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)).
სხვა (იშვიათად აღინიშნება): თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში შესაბამისი სიმპტომებით, პანკრეატიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ALT, ACT), ტუტე ფოსფატაზა, ჰიპერბილირუბინემია, ოლიგურია, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, სქესობრივი გზების მიკოზები, ვაგინიტი, ტემპერატურის მატება, შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, ალები, ალერგიული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემატურია, სიყვითლე, პროთრომბინული დროის შემცირება, კრუნჩხვითი შეტევა, გულისცემა, შრატისმიერი დაავადება, ასევე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები.
აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის (< 0,01%) და სისხლის შედედების დარღვევების, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის ძალიან იშვიათი შემთხვევები, ძირითადად 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ან პრეპარატის მაღალ დღიური დოზებს (> 80 მგ / კგ დღეში) ან 10 გ-ზე მეტ კუმულაციური დოზებს, ასევე რომლებსაც გააჩნდათ დამატებითი რისკ-ფაქტორები (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და ა.შ.). თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა შეიძლება უსიმპტომოდ მომდინარეობდეს ან კლინიკურად გამოვლინდეს, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და შექცევადია პრეპარატ ბელაცეფით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ცეფტრიაქსონის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, იშვიათად (არახშირად) შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, ანომალური მოძრაობები, აგზნება, კრუნჩხვები.
ადგილობრივი რეაქციები (ძალიან იშვიათი): ფლებიტი ინტრავენური შეყვანის შემდეგ. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი ინექციით 2-4 წუთის განმავლობაში.
ინტრამუსკულარული ინექცია ლიდოკაინის გარეშე მტკივნეულია.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის სურათის შეცვლა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია).
მკურნალობა: სიმპტომური (პრეპარატის ზედმეტად მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში ვერ შემცირდება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით).
მედიკამენტური ურთიერთქმედება:
ცეფტრიაქსონის და „მარყუჟოვანი“ დიურეზულების (მაგალითად, ფუროსემიდის) დიდი დოზების ერთდროული გამოყენებისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მითითებები იმაზე, რომ ცეფტრიაქსონი ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიურობას. ცეფტრიაქსონის შეყვანის შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას არ ახლდა დისულფირამის მსგავსი რეაქცია.
ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილთიოტერაზოლის ჯგუფს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეთანოლის აუტანლობა და სისხლდენა, რაც დამახასიათებელია ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინებისთვის. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ცეფტრიაქსონის ელიმინაციაზე.
ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკები ამცირებენ ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდულ ეფექტს.
In vitro აღმოჩენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.
ცეფტრიაქსონი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, დარეგისტრირებული იყო ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ლეტალური დასასრულით, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს არ ჰქონდა ანამნეზში ალერგიული რეაქციები.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, პრეპარატ ბელაცეფით მკურნალობის დროს შესაძლებელია აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის განვითარება. დარეგისტრირებულია მძიმე ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ფატალური.
თუ ანემია ვითარდება პაციენტში, რომელიც მკურნალობს ცეფტრიაქსონით, ვერ გამოირიცხება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზი და მკურნალობა უნდა შეწყდეს მიზეზის დადგენამდე.
როგორც სხვა მრავალი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, ცეფტრიაქსონით მკურნალობისას დარეგისტრირებული იყო Clostridium difficile (C. difficile) გამოწვეული დიარეის შემთხვევები, სხვადასხვა სიმძიმის: დაწყებული მსუბუქი დიარეიდან დამთავრებული ფატალური კოლიტით.
ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა თრგუნავს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს C. difficile–ის ზრდას. თავის მხრივ, C. difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც არიან C. difficile–ით გამოწვეული დიარეის პათოგენეზის ფაქტორები. C. difficile შტამები, ჰიპერმაპროდუცირებელი ტოქსინები, წარმოადგენენ ინფექციების გამომწვევებს გართულებების და სიკვდილიანობის მაღალი რისკით, ანტიმიკრობული თერაპიისადმი მათი შესაძლო მდგრადობის შედეგად, მკურნალობას კი შეიძლება დასჭირდეს კოლექტომია. უნდა გვახსოვდეს C. difficile-ით გამოწვეული დიარეის განვითარების შესაძლებლობის შესახებ, ყველა პაციენტში დიარეით ანტიბიკოთერაპიის შემდეგ. აუცილებელია ანამნეზის სათანადო შეგროვება, რადგანაც აღნიშნულია დიარეის აღნიშვნის შემთხვევები, გამოწვეულის C. difficile-ით, ანტიბიოტიკოთერაპიიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ. თუ არსებობს C. difficile-ით გამოწვეულ დიარეაზე ეჭვი ან ის დადასტურებულია, შეიძლება საჭირო გახდეს მიმდინარე არამიმართულის ჩანაცვლება, C. difficile ანტიბიოტიკოთერაპიით. კლინიკური ჩვენებების შესაბამისად, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა სითხეების და ელექტროლიტების, ცილების შეყვანით, ანტიბიოტიკოთერაპია C. difficile– ის მიმართ, ქირურგიული მკურნალობა.
ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს სუპერინფექციები.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილია პროთრომბინული დროის ცვლილების იშვიათი შემთხვევები. K ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებს (დარღვეული სინთეზი, არასაკმარისი კვება) შეიძლება დასჭირდეთ პროთრომბინული დროის კონტროლი თერაპიის დროს და K ვიტამინის დანიშვნა (10 მგ/კვირაში) პროთრომბინული დროის გაზრდისას თერაპიამდე ან თერაპიის დროს.
ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ, ჩვეულებრივ რეკომენდირებულ სტანდარტებზე მაღალი დოზებით, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევისას ვლინდებოდა ჩრდილები, რომლებიც შეცდომით კენჭები ეგონათ. ისინი წარმოადგენენ ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, რომლებიც ქრება პრეპარატ ბელაცეფით თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ. ასეთი ცვლილებები იშვიათად იძლევა რაიმე სიმპტომატიკას, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობაა რეკომენდებული. თუ ამ მოვლენებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ პრეპარატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ მოხდება.
მონაცემების მიუხედავად ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ მხოლოდ ახალშობილებში ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი საინფუზიო ხსნარების ან კალციუმის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ბელაცეფი არ უნდა იყოს შერეული ან დანიშნული ბავშვებსა და მოზრდილებში კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან ერთად, თუნდაც სხვადასხვა ვენური წვდომის გამოყენებისას.
პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილია პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომელიც განვითარდა, შესაძლოა, სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად. ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე ჰქონდათ სანაღვლე გზებში შეგუბების რისკ-ფაქტორები, მაგალითად, ადრე ჩატარებული თერაპია, მძიმე დაავადებები და სრულად პარენტერალური კვება. ამავდროულად, შეუძლებელია გამოირიცხოს პრეციპიტატების საწყისი როლი, რომლებიც წარმოიქმნა პრეპარატ ბელაცეფის გავლენით სანაღვლე გზებში, პანკრეატიტის განვითარებაში.
გრძელვადიანი მკურნალობისას, რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას:
არ მოქმედებს.
გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შუშის ფლაკონში.
ერთი ფლაკონი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელია:
Lady Healthcare LLC., საქართველო
გიორგი სააკაძის #6, 0160, თბილისი საქართველო
+995 32 2 052 332
მწარმოებელი:
შპს „აბიფარმი“
მცხეთის რიონი, სოფელი წილკანი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.