პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ალერდექსი

ALERDEX

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა: წინა უვეიტი თვალის ფერადი გარსის ანთება თვალის წამწამის სხეულის ანთება ალერგიული კონიუქტივიტი გაზაფხულის კონიუქტივიტი სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
0,1% (1მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, სუსპენზია პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
S01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039299
რეგისტრირებულია
10 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალერდექსი და სხვა წამალი ერთად

ალერდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა:

წინა უვეიტი

თვალის ფერადი გარსის ანთება

თვალის წამწამის სხეულის ანთება

ალერგიული კონიუქტივიტი

გაზაფხულის კონიუქტივიტი

სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის დაზიანებით

ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი

არასპეციფიური ზედაპირული კერატიტი

აგრეთვე, ნაჩვენებია რქოვანას ტრავმების სამკურნალოდ, რომლებიც მიღებულია ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობისას ან თვალში უცხო სხეულის მოხვედრით მიღებული ტრავმების სამკურნალოდ.

ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გამოყენებისთვის, ანთებითი რეაქციების შესამცირებლად და ტრანსპლანტანტის რეაქციის დასათრგუნად.

მიღების წესი და დოზირება

დიდები, მოზარდები და ბავშვები

წვეთების ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე.

მწვავე ანთებების დროს ჩაიწვეთება 1 ან 2 წვეთი ყოველ 30-60 წუთში გამოჯანმრთელებამდე.

თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა განიხილებოდეს სუბკონიუქტივალური და სისტემური სტეროიდული თერაპიის გავლის შესაძლებლობა.

გამოჯანმრთელების ნიშნების გამოვლენისას, დოზა უნდა შემცირდეს 1 წვეთამდე ყოველ 4 საათში.

უკუჩვენებები

ჩუტყვავილას ვაქცინა, ჩუტყვავილა ან რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ინფექციური დაავადებები (გარდა სარტყლისებრი ჰერპესისა თვალის დაზიანებით)

მარტივი ჰერპესული კერატიტი

თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაზიანებები

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები

Aრანამკურნალები მწვავე, ბაქტერიული ინფექციები

მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია ზოგიერთ პაციენტებში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის ჩაწვეთების წინ უნდა მოიხსნას ლინზები; მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

ფოზის გადაჭარბება: დექსამეტაზონს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი. სიმპტომები: ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გაძლიერება. დოზის გადაჭარბების რაიმე სისტემური რეაქციები ცნობილი არ არის.

მკურნალობა: სიმპტომური. ალერდექსის ადგილობრივი გამოყენებისას სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. შემთხვევითი ან განზრახული დოზის გადაჭარბებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

წამლების ურთიერთქმედება: ალერდექსის 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას, წამლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ორსულობა და ძუძუთი კვება

ალერდექსის გამოყენება 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ცრემლდენის შესაძლებლობის გამო, არ უნდა გამოიყენოთ ის უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ.

გვერდითი მოვლენები

ალერგიის შესაძლო გამოვლინებები.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მგ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: დექსამეტაზონი 1 მგ.

დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდრატის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილემეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.

ფლაკონის გახსნის შემდეგ, თვალის წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.

შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C სინათლისგან დაუცულ ადგილას (ორიგინალურ შეფუთვაში).

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატი თვალის დაავადებების სამკურნალოდ. კორტიკოსტეროიდული საშუალება. ათქ კოდი: S01BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში. თრგუნავს ლეიკოციტებისა და ქსოვილური მაკროფაგების ფუნქციებს. ზღუდავს ლეიკოციტების მიგრაციას ანთების მიდამოში. არღვევს მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, აგრეთვე ინტერლეიკინის-1 წარმოშობის მიმართ. ხელს უწყობს ლიზოსომალური მემბრანების სტაბილიზაციას, ამით პროტეოლიზური ფერმენტების კონცენტრაციის დაქვეითებით ანთების არეში. ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, რომელიც განპირობებულია ჰისტამინის გამოთავისუფლებით. თრგუნავს ფიბრობლასტების აქტივობასა და კოლაგენის წარმოშობას.

ინჰიბირებს ფოსპოლიპაზა A2 ქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. თრგუნავს ციკლოოქსიგენაზის (ცოგ) გამოთავისუფლებას, უმთავრესად ცოგ-2, რაც აგრეთვე ხელს უწყობს პროსტაგლანდინების გამომუშავების შემცირებას.

ამცირებს მოცირკულირე ლიმფოციტების (T- და B-უჯრედების), მონოციტების, ეოზინოფილებისა და ბაზოფილების რიცხვს მათი გადაადგილების შედეგად სისხლძარღვოვანი არხიდან ლიმფოიდურ ქსოვილში; თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. უშუალო აპლიკაციისას, სისხლძარღვებზე ახდენს ვაზოკონსტრიქტორულ ეფექტს. ადგილობრივი გამოყენებისას, დექსამეტაზონის თერაპიული აქტივობა განპირობებულია ანთებისაწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ალერდექსი

Alerdex

სავაჭშრო დასახელება: ალერდექსი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Dexamethasone

წამლის ფორმა: თვალის წვეთები, სუსპენზია 0,1%.

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მგ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: დექსამეტაზონი 1 მგ.

დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდრატის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილემეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატი თვალის დაავადებების სამკურნალოდ. კორტიკოსტეროიდული საშუალება. ათქ კოდი: S01BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში. თრგუნავს ლეიკოციტებისა და ქსოვილური მაკროფაგების ფუნქციებს. ზღუდავს ლეიკოციტების მიგრაციას ანთების მიდამოში. არღვევს მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, აგრეთვე ინტერლეიკინის-1 წარმოშობის მიმართ. ხელს უწყობს ლიზოსომალური მემბრანების სტაბილიზაციას, ამით პროტეოლიზური ფერმენტების კონცენტრაციის დაქვეითებით ანთების არეში. ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, რომელიც განპირობებულია ჰისტამინის გამოთავისუფლებით. თრგუნავს ფიბრობლასტების აქტივობასა და კოლაგენის წარმოშობას.

ინჰიბირებს ფოსპოლიპაზა A2 ქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. თრგუნავს ციკლოოქსიგენაზის (ცოგ) გამოთავისუფლებას, უმთავრესად ცოგ-2, რაც აგრეთვე ხელს უწყობს პროსტაგლანდინების გამომუშავების შემცირებას.

ამცირებს მოცირკულირე ლიმფოციტების (T- და B-უჯრედების), მონოციტების, ეოზინოფილებისა და ბაზოფილების რიცხვს მათი გადაადგილების შედეგად სისხლძარღვოვანი არხიდან ლიმფოიდურ ქსოვილში; თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. უშუალო აპლიკაციისას, სისხლძარღვებზე ახდენს ვაზოკონსტრიქტორულ ეფექტს. ადგილობრივი გამოყენებისას, დექსამეტაზონის თერაპიული აქტივობა განპირობებულია ანთებისაწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედებით.

ჩვენებები გამოყენება:

ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა:

წინა უვეიტი

თვალის ფერადი გარსის ანთება

თვალის წამწამის სხეულის ანთება

ალერგიული კონიუქტივიტი

გაზაფხულის კონიუქტივიტი

სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის დაზიანებით

ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი

არასპეციფიური ზედაპირული კერატიტი

აგრეთვე, ნაჩვენებია რქოვანას ტრავმების სამკურნალოდ, რომლებიც მიღებულია ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობისას ან თვალში უცხო სხეულის მოხვედრით მიღებული ტრავმების სამკურნალოდ.

ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გამოყენებისთვის, ანთებითი რეაქციების შესამცირებლად და ტრანსპლანტანტის რეაქციის დასათრგუნად.

დოზირების რეჟიმი:

დიდები, მოზარდები და ბავშვები

წვეთების ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე.

მწვავე ანთებების დროს ჩაიწვეთება 1 ან 2 წვეთი ყოველ 30-60 წუთში გამოჯანმრთელებამდე.

თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა განიხილებოდეს სუბკონიუქტივალური და სისტემური სტეროიდული თერაპიის გავლის შესაძლებლობა.

გამოჯანმრთელების ნიშნების გამოვლენისას, დოზა უნდა შემცირდეს 1 წვეთამდე ყოველ 4 საათში.

გვერდითი მოქმედებები:

ალერგიის შესაძლო გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

ჩუტყვავილას ვაქცინა, ჩუტყვავილა ან რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ინფექციური დაავადებები (გარდა სარტყლისებრი ჰერპესისა თვალის დაზიანებით)

მარტივი ჰერპესული კერატიტი

თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაზიანებები

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები

Aრანამკურნალები მწვავე, ბაქტერიული ინფექციები

მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ალერდექსის გამოყენება 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე: პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ცრემლდენის შესაძლებლობის გამო, არ უნდა გამოიყენოთ ის უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია ზოგიერთ პაციენტებში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის ჩაწვეთების წინ უნდა მოიხსნას ლინზები; მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

ფოზის გადაჭარბება: დექსამეტაზონს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი. სიმპტომები: ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გაძლიერება. დოზის გადაჭარბების რაიმე სისტემური რეაქციები ცნობილი არ არის.

მკურნალობა: სიმპტომური. ალერდექსის ადგილობრივი გამოყენებისას სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. შემთხვევითი ან განზრახული დოზის გადაჭარბებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

წამლების ურთიერთქმედება: ალერდექსის 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას, წამლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.

ფლაკონის გახსნის შემდეგ, თვალის წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.

შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C სინათლისგან დაუცულ ადგილას (ორიგინალურ შეფუთვაში).

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: პოლიმერული ფლაკონი-წვეთოვანი, რომელიც შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს და ინსტრუქციას დასაკეც მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.

რუმინეთი, ოტოპენი, ელოიროლის ქ. # 1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს “ნექსტრა გრუპი”

საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა